IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის ეს ეზოთერიზმი?., დაგროვილი ცოდნის შესახებ
Katabua
post Dec 28 2008, 04:14 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



l_sunny.gif თემა გაიხსნა იმისთვის, რომ დამსწრენი და “შემომსწრენი” არამარტო სწრაფად გაერკვნენ თუ რას ეძებენ ეზოთერიკულ ფორუმზე, არამედ გამოთქვან რას ხედავენ ზოგადად და კონკრეტულადაც.. ეზოთერიზმის ხვეულაკებსა და ლაბირინთებში .. (წესიერად ილაპარაკე რაა..)


ცოტაოდენი სიტყვის წარმოშობის შესახებ:

ეზოთერიკოსი ბერძნული სიტყვიდან - “ჩახედული” (to look inside);
(“ეზო” ბერძნ. შიგნით);

რაში ჩახედული და:
სიმბოლოები, ჰერმეტული კონცეპტები, ინიციაციური სწავლებები, რიტუალური წარმოდგენები, ა.შ.
რისთვის? - იმისთვის რომ.. სიტყვების და "იმიჯების" მიღმა იპოვნონ მათი სხვებისთვის "უჩინარი" მნიშვნელობა.
ე. ი. “ეზოთერიკოსი” ყოფილა მაძიებელ-გამომძიებელი.

აქვე უნდა ითქვას რომ თუურმე არსებობს ექსოთერიკული ცოდნაც, (ბერძნულად “ექსო” გარეთ) რომელიც “სახალხოა”.
( worthy.gif )
და აქვე ამბავი "მაძიებელზე": -
სკოლიდან გვახსოვს ბატონი პითაგორა.
მაგრამ როგორც საერთოდ ხდება, სკოლაში არ ასწავლიან, რომ, - თურმე პითაგორა ეგვიპტეში 38 წელი “ებარა” ქურუმებს, და გარკვეული ინიციაციების, ხელდასხმის, განდობის შემდეგ მობრუნდა საბერძნეთში.. და 56 გაიმარჯვა ოლიმპიადაზე ბოქსში.. crazy.gif
საბერძნეთში იგი აარსებს ეზოთერიკულ სკოლას, - სადაც,
სწავლა რამდენიმე საფეხურად იყო დაყოფილი.. : -
“ახალი” მოსწავლეები 4 წელი (!!) ხმისამოუღებლად უნდა ყოფილიყვნენ; (ნებისყოფის, მოთმინების და თავშეკავების სრული დაუფლებისთვის)
შემდეგ ღირსნი ხდებოდნენ I საფეხურის: მეცნიერების ინტუიტიური გააზრება, არსებული “ცოდნების”გათავისება; l_book.gif
ამ საფეხურის დასრულებისას დგებოდა “ოქროს დღე”, და წარმატებული II-ზე გადადიოდა, საადაც, -
II საფეხური: ღვთიური კანონზომიერების გააზრება; beard.gif
და ბოლო III საფეხური: -
დაგროვილი ცოდნის ხალხის საკეთილდღეოდ გამოყენება, - ანუ ხალხისთვის მოქმედება (!!)
(ალბათ ცოდნის გავრცობაც.. შეძლებისდაგვარად)ში ..

სწორედ ამ ბოლო საფეხურის გასაცნობად მოგახსენეთ ყოველივე ზემოთქმული..

.. ყოველგვარი ცოდნა და გამოცდილება გამოყენებული თუ არ არის სხვა ადამიანების სასარგებლოდ, ასეთი ცოდნის პატრონი.. ვერ ითვლება განვითარებულად
(იხ. სუფიზმი, - იგივე დოქტრინას ანვითარებს)

და კიდევ.. სკოლა არქიტექტურულად მოიცავდა გალავანს, ეზოს და თვით შენობას. გალავნის ან შენობის ზღვარის გადალახვის უფლება მოსწავლეს მხოლოდ შესაბამისი ცოდნის დაუფლების შემდეგ, (მაგ. “ოქროს დღე”) შემდეგ ეძლეოდა.. რის შემდეგაც ითვლებოდნენ “ეზოთერიკებად”, ანუ ჩახედულებად (იხ. ძველი თუ ახალი ბერძნული)

- დასკვნები?..
მმმ.. justcuz_hourglass.gif ხო, "რჩეულების" ადგილი ყოფილა.. wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 28 2008, 09:57 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Katabua @ 28th December 2008 - 05:14 PM) *
“ახალი” მოსწავლეები 4 წელი (!!) ხმისამოუღებლად უნდა ყოფილიყვნენ; (ნებისყოფის, მოთმინების და თავშეკავების სრული დაუფლებისთვის)

ამ ფაქტზე, მე არ წამიკითხავს, მაგრამ ვიფიქრე, რომ დღევანდელი ადამიანთაგან ვერავინ შესძლებდა მაგას. smile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 28 2008, 09:59 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.esoterica.gr/main.htm
აი ჩვენი ფორუმის მსგავსი საბნრძნეთში.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Dec 28 2008, 10:06 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა
ვა, რა საინტერესოა! მე კი შევედი, მაგრამ სამწუხაროდ ბერძნულს ვერა ვფლობ (უუპს biggrin.gif ) ხოდა ირმა გენაცვალე გაგვაგებინე რას წერენ საინტერესოს? ისეთს რომ ჩვენც გამოგვადგეს! smile.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 28 2008, 10:38 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაახლოებით იგივე თემებია რაც ჩვენთან. ეს ლინკი აქ უბრალოდ სურათებისთვის დავდე, საინტერესო ლინკია. ხო, ყოველ შაბათს გადაცემა ხდება ამ თემაზე ტელევიზორში და ამასაც უწევენ რეკლამას ამ გვერდზე. თუ რამე ისეთი წავიკითხე დაგიწერთ
აი სურათები შეგიძლიათ ნახოთ
http://www.esoterica.gr/images/daily/dailyimgs_start.htm


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Dec 29 2008, 01:16 AM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირმა @ Dec 28 2008, 10:57 PM) *
ამ ფაქტზე, მე არ წამიკითხავს, მაგრამ ვიფიქრე, რომ დღევანდელი ადამიანთაგან ვერავინ შესძლებდა მაგას. smile.gif



მე შევძლებდი დარწმუნებული ვარ. არ მიყვარს ლაპარაკი. დიდი სიამოვნებაა ჩემთვის მოსმენა და არლაპარაკი biggrin.gif

smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Dec 29 2008, 01:19 AM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საერთო დუმილში დიდი იდუმალებაა. ბევრი ინფორმაცია მოდის მოლაპარაკისგანაც და სიჩუმისგანაც smile.gif

ყოფილხართ 100%იან სიჩუმეში? როცა არაფრის ხმა არ გესმის, როცა ჩქამი არ ისმის (მაგარი სიტყვაა ჩქამი biggrin.gif)
და ხარ საკუთარ თავთან?
უფრო საინტერესოა თუ ამ დროს მეორე ადამიანია. რაღაც სხვანაირი ხდება ურთიერთობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Dec 29 2008, 01:21 AM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაკვირვებული ხართ? ადამიანს ეშინია სიჩუმის, დუმილის. სულ მუდმივად უნდა რაღაცას უსმინოს, რაღაც უთხრან, დაილაპარაკოს, ჩართოს, ახმაუროს.

რატომ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Dec 29 2008, 01:23 AM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემს მიერ დასმული კითხვების პასუხი ალბათ ის არის რომ ადამიანებს ეშინიათ საკუთარ თავში ჩახედვა? to look inside
რატომ?
რას დაინახავენ იქ? ან არ დაინახავენ?
რა არის დუმილში, სიწყნარეში, სიჩუმეში

არაფერი მაგრამ ყველაფერი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 29 2008, 01:16 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blanca @ 29th December 2008 - 02:19 AM) *
ყოფილხართ 100%იან სიჩუმეში? როცა არაფრის ხმა არ გესმის, როცა ჩქამი არ ისმის (მაგარი სიტყვაა ჩქამი )
და ხარ საკუთარ თავთან?
უფრო საინტერესოა თუ ამ დროს მეორე ადამიანია. რაღაც სხვანაირი ხდება ურთიერთობა

ხშირად ვყოფილვარ მაგ სიტუაციაში და ძალიან მომწონს. არვიცი და თავს კარგად ვგრძნობ. დავამატებდი თუ ანთებული სანთელიც არის ოთახში, მაშინ კიდევ უფრო მსიამოვნებს.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 29 2008, 01:26 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blanca @ 29th December 2008 - 02:23 AM) *
ჩემს მიერ დასმული კითხვების პასუხი ალბათ ის არის რომ ადამიანებს ეშინიათ საკუთარ თავში ჩახედვა? to look inside
რატომ?
რას დაინახავენ იქ? ან არ დაინახავენ?
რა არის დუმილში, სიწყნარეში, სიჩუმეში

არაფერი მაგრამ ყველაფერი

რაც დრო გადის კიდევ და კიდევ უფრო ეშინიათ ადამიანებს სიჩუმისა. რატომ?



--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post Dec 29 2008, 05:12 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირმა @ Dec 28 2008, 09:59 PM) *
http://www.esoterica.gr/main.htm
აი ჩვენი ფორუმის მსგავსი საბნრძნეთში.



ვაა, მაგარია!.
განსაკუთრებით ის თემა "კაცობრიობის ეზოთერული ისტორია"; - აქაა რაც მანამდე იმუშავეს ტიპებმა.. /მაგ. ცენტრალური ამერიკა, პერუ.. ან ჩინეთის შესახებ../
ცოცხალი ქანდაკებებიო.. ჰიტლერი და ტიბეტიო...
ფსიქოლოგიის თემაცაა, მაგ. იუნგის "ანიმა და ანიმუსი".. მაგარ!. იუნგი მაინც მიყვარს.. რაც არ უნდა გიჟი ეძახონ..
მაგარია, თუმცა გადავეჩვიე ბერძნულად კითხვას.. biggrin.gif მაინც შევეცდები;
ბერძნულთან თუ რამეა პრობლემა იქნა, ირმა, გკითხავ.. smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 29 2008, 09:08 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Katabua საიდან იცი ბერძნული?

QUOTE(Katabua @ 29th December 2008 - 06:12 PM) *
ბერძნულთან თუ რამეა პრობლემა იქნა, ირმა, გკითხავ..

რაც გაინტერესებს მკითხე, სიხარულით დაგეხმარები. kiss1.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post Dec 30 2008, 12:33 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა, ირმა
საბერძნეთთან "კარმული" კავშირები მაქვს.. ბავშვობიდან, - რაღაც ნათესაობის მაგვარი;
რამდენჯერმე ვყოფილვარ.. და დავრჩი კიდევაც ერთი 4 წელი.. კრეტასთან ახლოს ვცხოვრობდი, კუნძულები მანდ ძალიან მიყვარს.. biggrin.gif ბოლო წლებია არ ვყოფილვარ..

..და კიდევ, სიჩუმეზე და თავში ჩახედვაზე მინდოდა მეთქვა: -
მეგობარი მყავს ერთი, და სახლში მარტო დარჩენა არ შეუძლია, - მეშინიაო ჩემს თავთან დარჩენისო, ჩემი თავის მეშინიაო, წარმოგიდგენიათ?!
- ამიტომ მუდამ კომუნიკაციების ძებნაშია.. მუდამ ხალხს ეძებს.. და ლაპარაკობს.. ბევრს..
რაც მთავარია, მონდომების მიუხედავად, ვერაფრით დავეხმარე. სრულიად უშედეგოდ ვეცადე..
ალბათ ჩემს თავში არ ვარ ჯერ კარგად ჩახედული და იმიტომ. smile.gif




Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 31 2008, 11:35 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Katabua @ 30th December 2008 - 01:33 PM) *
..და კიდევ, სიჩუმეზე და თავში ჩახედვაზე მინდოდა მეთქვა: -
მეგობარი მყავს ერთი, და სახლში მარტო დარჩენა არ შეუძლია, - მეშინიაო ჩემს თავთან დარჩენისო, ჩემი თავის მეშინიაო, წარმოგიდგენიათ?!
- ამიტომ მუდამ კომუნიკაციების ძებნაშია.. მუდამ ხალხს ეძებს.. და ლაპარაკობს.. ბევრს..
რაც მთავარია, მონდომების მიუხედავად, ვერაფრით დავეხმარე. სრულიად უშედეგოდ ვეცადე..
ალბათ ჩემს თავში არ ვარ ჯერ კარგად ჩახედული და იმიტომ.

მასეთი შემთხვევა მეც მქონდა, ერთ ნაცნობ ქალთან. ერთი წუთი სახლში ვერ ჩერდებოდა, ნაცნობის სახლიდან ნაცნობის სახლში გადადიოდა. ისიც სულ ლაპარაკობდა. ამ ხასიათის გამო რაღაც პრობლემებში მოჰყვა. მაშინ ზღვის ნაპირას წავიყვანე და ვუთხარი, შეეცადე მეთქი მოუსმინო ტალღებს,– ვერ შეძლო, ვერც იქ ვერ შეძლო გაჩუმება. შეეცადა მხოლოდ ერთი –ორი წუთი. შეიძლება მეც ვერ გავუწიე დახმარება, ბოლოს ისე დამღალა laugh.gif
იყო მხოლოდ ერთ მომენტში ჩუმად: ორი ნაცნობი გვყავდა მაშინ, იმ ორთან მე ხშირად მქონდა ეზოთერული საუბრები, იჯდა და გვისმენდა, ხმას არ იღებდა, აინტერესებდა ძალიან. ალბათ მეტი უნდა მომენდომა მისთვის რომ დახმარება გამეწია, არვიცი, მაშინ მეც ბევრი არ ვიცოდი.

QUOTE(Katabua @ 30th December 2008 - 01:33 PM) *
კრეტასთან ახლოს ვცხოვრობდი

სანტორინზე ხო არა?


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Jan 5 2009, 01:32 AM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაიმე ამ ფორუმზე ჩაკრების გამო მოვხვდი და აზრზე არ ვარ საერთოდ ამ რაღაცეების.

მაგრამ რის აზრზეც ვარ იქ ხო ვწერ


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post Jan 5 2009, 12:57 PM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირმა @ Dec 31 2008, 12:35 PM) *
სანტორინზე ხო არა?


ჰო, სანტორინზეც ვყოფილვარ!!..
და საერთოდ, კეფალონია და სანტორინი, (და კიდევ ერთი-ორი ადგილი საბერძნეთში) ჩემთვის ყველაზე ისეთი.. ჯადოსნური.. კი არა "ეზოთერული კუნძულებია"!! l_sunny.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jan 5 2009, 04:13 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესოთერიკა მემგონი ზალიან განვრცობითი და პირობითი სახელია...
და ნიშნავს იმ სფეროს ცოდნას რომელიც არ ვიცით და გვინდა ვიცოდეთ და ვეცნობით კიდეც)))
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 5 2009, 09:25 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Katabua @ 5th January 2009 - 01:57 PM) *
ჰო, სანტორინზეც ვყოფილვარ!!..
და საერთოდ, კეფალონია და სანტორინი, (და კიდევ ერთი-ორი ადგილი საბერძნეთში) ჩემთვის ყველაზე ისეთი.. ჯადოსნური.. კი არა "ეზოთერული კუნძულებია"!!

არსებობს რაღაც სხვანაირი ძალა. მე მქონდა სანტორინზე, რაღაც განსხვავებული ენერგია... wink.gif
იყვნენ ადამიანები, ტურისტები, რომლებიც ერთი დღეც ვერ ჩერდებოდნენ სანტორინზე. როგორც კი გემიდან ჩამოვიდოდნენ ისევ უკან გარბოდნენ ohmy.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post Jan 11 2009, 02:53 PM
Post #20


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰო, სანტორინი,
ვისაც არ უნახავს, - ეგეოსის ზღვაშია, კრეტასთან..
ადრე წრიული კუნძული იყო, - მერე ვულკანმა ამოხეთქა და.. მთელი კრეტა-მიკენის კულტურა წალეკა (ამბობენ, მოსეს რომ ზღვა გაეხსნა წინ, ეგვიპტიდან რომ გადიოდა, სწორედ ამ ამოფრქვევის შედეგი იყოო, ანუ ამოფრქვევამ აფრიკამდეც მიაღწია).,.
ამჟამად კუნძულს ნახევარმთვარის ფორმა აქვს, შუაში კრატერია, რომელიც.. დროდადრო ბოლავს..
და ზოგიერთ ტურისტს ებადება შეგრძნება რომ.. რაღაც კრატერის ძირისკენ მიაქანება. მე ვნახე ქალი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, როცა ამ მშვენიერ ხედს უყურებდა..
მოკლედ სიგიჟეა..
ჯოჯოხეთში ჩასასვლელსაც ეძახოდნენ მაგ ადგილს ადრე..
მეორე ასეთი სიგიჟე კეფალონიაა, (იონიის ძღვაში) სადაც მგონი 1950 წელს დიდი მიწისძვრა მოხდა..
ყველაფერი დაინგრა.. და ეს "უსულიერო" ადგილები როგორც მუზეუმი "შეინახეს". წარმოიდგინეთ რა შეგრძნება იქნება..
და ეს მიწისძვრები დღემდე იგრძნობა. ბიძგები მახსოვს ღამე არ მაძინებდა..
თემას რომ არ გადავუხვიო, -
ამ კუნძულებზე მქონდა ძლიერი შეგრძნება (არამარტო შეგრძნება) რომ ის არ ვარ მხოლოდ რაც .. ვარ..
ანუ ადგილი ზოგჯერ ძებნის პროცესს განსაზღვრავს.. და ადამიანსაც ცვლის, ნუუ, აყალიბებს..
კითხვებს ბადებს, რომლებსაც ვერსად გაექცევი.
..და კიდევ, იქნებ ვნახოთ ყველამ "მოსეს კოდი".. (Moses Code) რომელიც პრინციპში "Secret" ის გაგრძელებაა, მაგრამ ბევრად უფრო მაშტაბური და ღრმაა.. ყოფითს სცილდება..(ლინკი აღარ მახსოვს, იხ. შესაბამისი განყოფილება ფორუმზე)
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 06:22 PM