Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ WELCOME! _ Hello

Posted by: Teddybear May 3 2014, 04:47 PM

მაინტერესებს ამ ფორუმზე უნდა დამეპოსტა ამ შემთხვევაში თუ არა და თუ არა, იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მიმითითებს ქართულ ინტერნეტ საიტს, სადაც "ჩემი ადგილი იქნება". უამრავია არაქართული, მაგრამ მე მინდა ქართული, იმ ხალხთან ლაპარაკი, რომლებიც "ახლოს არიან".
ვეძებ ხალხს, რომლებიც არიან ცუდათ, ფიქრობენ (არ არის აუცილებელი) თვითმკვლელობაზე, აქვთ პრობლემები (პრობლემაში ბიჭმა მიმატოვა არ იგულისხმება), მათი ცხოვრება არის უაზრო, არავის უყვართ, ჩადიან სასოწარკვეთილ ქმედებებს, იზიანებენ თავს, მიმართავენ ალკოჰოლს ან სხვა საშუალებებს და ასე შემდეგ. არის ბევრი ფორუმი, მაგალითად "suicidal forums", "depression forums" და ა.შ. მაგრამ ვერ ვიპოვე აქ. არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც იმყოფება ანალოგიურ განცდებში, სად შეიძლება ვიპოვო ეს ადამიანები ან ადამიანი მაინც. დარეგისტრირებული ვიყავი სხვა ფორუმზეც და საპასუხოდ გამომეხმაურა ხალხი, რომელთაც ქონდათ პრობლემა "მოვიმატე 5 კილო". არ მინდა მსგავსი განმეორდეს.
არ მაინტერესებს არც კრიტიკა, არც დაცინვა, ვეძებ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში. ვეძებ დეპრესიულ, პრობლემატურ, სუიციდურ, მარტოსულ და ა.შ. ადამიანებს.
გთხოვთ დამეხმაროთ

Posted by: Existence May 3 2014, 08:09 PM

Teddybear

პრივეტ

შეკრება რო გვექნება მოდი და უკეთეს ხალხს გაგაცნობ

ისე კიდე თუ სიკვდილი გინდა უბრალოდ მოკვდი რაღას ეძებ ( პროსტა ესე მარტივად ვერ გაძვრები )

Posted by: Teddybear May 3 2014, 08:41 PM

შეკრებაზე ვერ მოვალ, სოციოფობია მჭირს, მარტო ტეტ-ა-ტეტ შემიძლია ურთოერთობა,.
რასაც შენ ამბობ, ვერ ვაკლეთებ, ამიტომ ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციებში მყოფი ადამიანის გაცნობაა ან ვირტუალურად, ან რეალურად.
ძალიან გთხოვთ ამაში დამნეხმაროთ ან დამაკვალიანოთ
არავინ მყავს აბსოლუტურად არავინ

Posted by: earth May 3 2014, 09:48 PM


Teddybear
მეც მიცდია თვითმკვლელობა დიდი ხნის წინ. ახლა არა არაფრით, პირიქით მიხარია სიცოცხლე, მიხარია ყოველი დღე.
თუ გინდა ვისაუბროთ აქა ვარ, რადგან გამოვლილი მაქვს ეგენი.
რამდენი წლისა ხარ?

Posted by: ano May 3 2014, 10:19 PM

მოგესალმები rolleyes.gif
აქ აინტერესო ხალხია და თბილად და გაგებით არიან ყველას მიმართ,

პრობლემები მეც ბევრჯერ მქონია ახლაც ძან რთული პრიოდი მაქვს ისეთი რო გამოსავალს ვერ ვპოულობ....
სამწუხაროდ sad.gif


Posted by: old_man May 3 2014, 11:38 PM

ამ ფორუმზე ჯამში თვითშემეცნების გარშემო ვტრიალებთ და შეიძლება შენც დაგეხმაროს რამეში..
ვისაუბროთ რა თემაზეც გინდა, რაც გაწუხებს, აქ არ იქნება ირონია, დაცინვა და ჭკუის სწავლებები.

Posted by: Teddybear May 4 2014, 10:32 AM

მე 33 ის. შიშები მაქვს და რისი მეშინია არ ვიცი, ყველაფრის მეშინია, კონკრეტულად ვერ ვაყალიბებ რისი. ვიცი, რომ ჩემი პრობლემები მოდის ბავშვობიდან, მაგრამ ვერაფრით ვშველი თავს. ვიარე ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან და ...მაინც ვერაფერი მეშველა. ვერ ვიხსნები, იმდენად ჩაკეტილი ვარ, რომ სპეციალისტთანაც ვერ ვიხსნები. არ არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც მოყოლილი მაქვს რაც მაწუხებს ბოლომდე. რატომ ვერ ვხვდები მსგავ ადამიანს მიკვირს

Posted by: tikoroma May 4 2014, 12:11 PM

Teddybear
https://www.youtube.com/watch?v=LdOa-2Yim9k

მოუსმინე მსგავს პრობლემებზეა

მე მქონდა ეგ ყველაფერი და ახლაც მაქვს, გარედან ვერავინ გიშველის, მით უმეტეს ზუსტად შენნაირ ადამიანს ვერც იპოვნი, დაჟე იმას ვერ იპოვნი რომ შენი პრობლემები ასე ზედმიწევნით აინტერესებდეს, რომ იჯდეს და გისმინოდ და გიხსნას. მხოლოდ შენ შეგიძლია საკუთარ თავზე იმუშაო და მოერიო თავს. ამაში დაგეხმარება ეს ვიდეო თუნდაც, რომ საკუთარი თავის შეცნობა დაიწყო, ასევე სხვადასხვა მედიტაციები, ასევე შემოქმედებითი მუშაობა, გამოხატო საკუთარი თავი რამეში, სულერთია, რაც შეგიძლია იმაში.

შენი გონების პროექციაა ყველაფერი - ოქროს სიტყვებია

Posted by: Teddybear May 4 2014, 02:41 PM

მსგავსი ვიდეოები ნანახი მაქვს უამრავი, სხვადასხვანაირი და ა.შ. მე არ მინდა ადამიანმა რომ ამრტო მისმინოს, მე მინდა ისეთი ადამიანის ნახვა, ვინც არის ისეთი როგორც ზემოთ დავწერე.

Posted by: earth May 4 2014, 04:25 PM

Teddybear
არვიცი რა ბავშვობა გქონდა. დაგაკომპლექსეს იქნებ და ეს ყველაფერი ასე იჩენს თავს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი არაა ბავშვობიდან და ამბობ რომ არიცი რატომ, მაშინ წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილიც შეიძლება იყოს.
განთავისუფლება ამ ყველაფრისაგან შესაძლებელია. შენ გინდა მეტი ცოდნა, რომ გაიგო მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა, ჯერ უნდა გამოიკვლიო, რამ შეგიქმნა ასეთი პრობლემები. მერე მათი ცვლილებაც შენს ხელში იქნება. ამ ფორუმზე უამრავი ინფორმაციაა ამ ყველაფერზე და აქ ბევრი დაგეხმარება რომ გაიმარჯვო ამ პრობლემებზე, ცოტა დრო მოგინდება, რომ გაიგო და დაამარცხო.
გისურვებ გეპოვოს გასაღები და გაგემარჯვოს!!!

Posted by: ano May 4 2014, 06:07 PM

მეც ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა მაგან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე,
დაემთხვა აფხაზეთის ომი ეკონიმიური გაჭირება, მშობლები გადავარდნილი ყურადღებას აღარავინ მაქცევდა,
სკოლაში ნერვებმოშლილი მასწავლებლები თავის აგრესიას რომ შენზე გადმოანთხევენ ეგეთები..
ეს ტოვებს კვალს ძალიან მძიმეს მეტს არ დავკონკრეტდები ძალიან ცუდია რა..
სკოლაში ცუდი მოსწავლე ვიყავი (წიგნები არ მქონდა და არც იმას მიმოწმებდა ვინმე ვისწავლე დავწერე თუ რა ვქენი არავის აინტერესებდა) მერე ვიფიქრე მოვინდომებ და კაგად ვისწავლი თქო უმაღლესში ჩაბარება გადავწყვიტე ნუ კარგად ვსწავლობდი ვაიძულე ჩემს თავს და რაღაც გამოვიდა რა
მაგრამ საქართველოში ძალიან მიჭირს ერთხელ ვიფიქრე თავს მოვიკლავ თქო მაგრამ მერე უცებ გონება გამინათდა მევთქვი სამამ თავს მოვიკლავ მანამდე კიდევ ვცდი რაიმეს თქო
საზღვარგარეთ წავედი ენა არ ვიცოდი, იქ ყველა კომპლექსი მომეხსნა ფეხებზე მეკიდა ყველაფერი ძალიან თავისუფლად ვიგრძენი თავი, ვერ ვგებულობდი რას ლაპარაკობდნენ რას მეუბნებოდნენ ხან მსაყვედურობდნენ სამუშაოზე მერე ვამბობდი კიდე კაი რო არ მესმის რას მეუბნენიან თორე გულზე მომხვდებოდა და მეწყინებოდა თქო.
ახლა საქართველოში ვარ და ისევ საშინლად ვგრძნობ თავს აქედან თუ არ წავედი გავგიჟდები unsure.gif

ხო წამლებს რაც შეეხება გამოცდების პერიოდში ძალიან ვნერვიულობდი ღამე მეღვიძებოდა და მეგონა რომ ახლა მოვკვდებითქო ერთხელ აფთიაქში შევედი და ფარმაცევტს ვუთხარი გამოცდები მაქვს ვნერვიულობ და რამე მინდათქო იმან გლიცინი მომცა. გლიცინმა იმ მომენტში დამამშვიდა გონება დამილაგა ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთე მაგრამ ეს არის დამამშვიდებელი და მომადუნა, მოკლედ საბოლოო ჯამში ეს იყო შეცდომა
წამალი არ უნდა დამელია ორგანიზმმა იცის რომ საჭიროა ბრძოლა გული უფრო აჩქარებით ცემს ტვინს ბევრი ჟანგბადი მიეწოდება რომ ექსტრემალურ სიტუაციაში იმოქმედო ჩქარა და ამ დროს მე რა ვქენი წამლით მოვიდუნე თავი და ბრძოლისუნარიანობა ჩავიკალი, რა თქმა უნდა სტრესი არასასიამოვნოა მაგრამ ეს არის ხანმოკლე სტრესი რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში მჭირდებოდა იმ პრობლემის მოსაგვარებლად..
გურჯიევს ტუ გაეცნობი თავიდან ზალიან მძიმეა მაგრამ რა ვიცი ... მე ვეთანხმები როდესაც ამბობს რომ ადამიანი ყოველთვის იტანჯება როდესაც ის არის გაცნობიერებულ მდგომარეობასი, დანარჩენ სემთხვევაში ვართ მექანიკურ მდგომარეობაში,
სამწუხაროდ სწორედ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო მაგ დროს შენს ეგოს საშინლად ტკივა საშინლად ნერვიულობს თან წინასწარ, რეალობა არ არის ისეტი საშინელი როგორც მის მიერ დახატული წარმოდგენები მოსალოდნელ სიტუაციებზე, ამას განაპირობებს წარსულში გადატანილი მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებები,

ეზოთერიკები იკვლევენ ფსიქოლოგიასაც, რელიგიებსაც შეუცნობელს და შეცნობილს, სიღრმისეულად საკუთარი თავის დაკვირვებით
მოკლედ ყველაფერს, არავის არაფერს ეწინააღმდეგებიან ფიქრობენ სიმართლე ყველგან არის

ლოცვას რაც შეეხება ზოგჯერ მაგიც არ შემიძლია მაგრამ თუ შევძელი გულით ძალიან მეხმარება, ეს არის ფსიქოთერაპია საკუთარ თავთან, რაც შეიძლება კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბო პრობლემა, ვერავის გამოუტყდები ისე როგორც საკუთარ თავს, მატრიცაში მიდის შენი გააზრებული ფიქრები და გისრულდება კარგიც და ცუდიც,
მე ახლა ზალიან ცუდი ფიქრები მეზალებიან ისინი არამართვადი გახდნენ ვცდილობ პოზიტიურზე გადავერთო, ვიცი რომ ფიქრები მატერიალურია
ძალიან ბევრი ვიცი და მაინც ვერაფერს ვახერხებ..
უბრალოდ რაღაც შეცდომებს ვუშვებ რომლებსაც ვერ ვხვდები ახლა, მაგრამ ვიცი რომ ყველაზე ცუი ჩემი ცუდი ფიქრებია რომლებიც მანადგურებენ..

1.ყველაზე კარგი რა არის ჩემს შემთხვევაში რაც მშველის დილას ადრე ადგომა არაუგვიანეს 8 სთ (თავს მჩატედ და მხნედ ვგრძნობ საგრძნობლად მეტ საქმეს ვაკეთებ მეტი ენთუზიაზმით)
2. ძილის წინ კომპიუტერის არ ჩართვა, (კომპიუტერი გონებას მიფორიაქებს დიდხანს ვერ ვიძინებ, კოშმარები მესიზმრება, დილას ადგომა მიჭირს + გალახულივით ვგრძნობ თავს)
მოკლედ მივხვდი რომ ძილის რეჟიმი მნიშვნელოვანია.

კვებას რაც შეეხება ვცდილობ ბევრი არ ვჭამო მამძიმებს მთელ ენერგიას მართმევს, შემწვარ რაღაცეებს ვერიდები, (ხორცს აღარ ვჭამ ამ ფორუმის გაცნობის მერე,) ვცდილობ დღეში 2 ლ წყალი მაინც დავლიო, ვგრძნობ, რომ წყალი ძალიან მასუფთავებს..

ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მაინც საქართველოდან რო წავედი ის იყო rolleyes.gif გარემოს შეცვლა და ახალი ცხოვრება ახალი ხალხი სხვა კულტურა, იქ არავის აინტერესებს მეზობლის ამბები, არავინ არავის ჭორავს და ა.შ

Posted by: tikoroma May 4 2014, 09:52 PM

ano
კარგი ხარ smile.gif

Posted by: earth May 4 2014, 10:48 PM

ano bigarmhug.gif
როცა ამ ყველაფერს ვიხსენებთ, მითუმეტეს როცა ვწერთ უფრო ძლიერდება ეს შეგრძნება, მაგრამ კარგი ისაა რომ გადალახე.

QUOTE
ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მაინც საქართველოდან რო წავედი ის იყო გარემოს შეცვლა და ახალი ცხოვრება ახალი ხალხი სხვა კულტურა, იქ არავის აინტერესებს მეზობლის ამბები, არავინ არავის ჭორავს და ა.შ

მეც საქართველოდან წასვლამ მიშველა ერთგვარად. ძალიან დიდი კომპლექსები მქონდა და ეს მხოლოდ აქ გადავლახე. საქართველოში ალბათ მუდამ რაღაც ნაკლოვანი შეგრძნება დამრჩებოდა. თუმცა არვიცი რამდენად სწორია შენი ქვეყნის დატოვება. მე განვთავისუფლდი აქ ჩამოსვლით პირველი დედაჩემისაგან, რომელიც მტანჯავდა და სწორედ მისგან მოდიოდა ჩემი კომპლექსები და თვითმკვლელობის მცდელობები. საქართველოში მისგან თავს ვერ დავაღწევდი, გინდაც ოჯახი შემექმნა იქაც ვერ დავაღწევდი თავს. ამ ცვლილებებმა მთლიანად შემცვალა და ფეხზე დამაყენა და დღეს ბედნიერი ვარ, თუმცა მენატრება ჩემი ხალხი, ჩემი სამეგობრო, ჩემი თბილისი.
ano არვიცი რომელ ქვეყანაში ხარ, მაგრამ პირველად რომ ჩამოვედი მეც მეგონა არავინ არავის ჭორავს მეთქი, მაგრამ აქაც კაი ჭორიკნები არიან, თუმცა ჩვენთან უფრო მეტია biggrin.gif

Posted by: Teddybear May 5 2014, 10:13 AM

მე სულ 2 თვე ვიყავი წასული საქართველოდან სამსახურიდან მომიწია და არა ჩემი სურვილით. ის სამი თვე გავაგიჟე იქ ჩემი უფროსი (სამსახურს ზოგადად თავს ვაკლავ, მიყვარს და ძალიან კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ამიტომაც წამიყვანა), რადიკალურად შევიცვალე, მეორე დღიდანვე ცუდათ გავხდი ვიდრე ვიყავი წამოსვლა მინდოდა, სამსახურს ვაცდენდი, მარტო პარკებში ვსეირნობდი დილით და საღამოს რომელიმე ბარში ვიჯექი. აქ ერთად 3 წელი ვიმუშავეთ და ამის ხათრით ეტყობა გამიძლო ის პერიოდი. წესით 6 თვე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ბოლოს ხელფასი რომ ავიღე (დღესაც მიკვირს რაში მომცა) ეგრევე ბილეთი ვიყიდე.
არადა თავიდან გავქანდი აეროპორტში, მეგონა ახალი გარემო რამეს მაინც შეცვლიდა.
earth
ბავშვობიდან

Posted by: earth May 5 2014, 11:45 PM

Teddybear

QUOTE
earthბავშვობიდან

ე.ი. თუ კარგად გავიგე, შენი პრობლემები ბავშვობაში მომხდარი მოვლენებისგანაა წარმოქმნილი?






Posted by: Teddybear May 6 2014, 03:09 AM

earth
დიახ, ეს ზუსტად ვიცი

Posted by: Lashapoli May 9 2014, 12:40 PM

QUOTE(Teddybear @ May 6 2014, 04:09 AM) *
earth
დიახ, ეს ზუსტად ვიცი

კარგ ადგილზე მოხვდი, ეს ფორუმი სასწაულებს ახდენს ადამიანთა გულებში, უბრალოდ მოთმინებაა საჭირო... smile.gif

Posted by: Teddybear May 9 2014, 11:02 PM

Lashapoli
არა მგონია, ბოდიში, მაგრამ სიმართლე უნდა ვტქვა
ძალიან ნელი და "მკვდარი ფორუმია", უფრო ცუდათ გხდის ვიდრე ხან ამ სიზანტით და ა.შ. წავედი მე ისევ ჩემს "ცოცხალ" ფორუმზე/
ფორუმზე საჯაროდ აღარ დავპოსტავ, ვინმე თუ ხართ ჩემებრ აე სასოწარკვეთილი, დამიპიემეთ ხალხო

Posted by: Lashapoli May 10 2014, 01:42 AM

QUOTE(Teddybear @ May 10 2014, 12:02 AM) *
Lashapoli
არა მგონია, ბოდიში, მაგრამ სიმართლე უნდა ვტქვა
ძალიან ნელი და "მკვდარი ფორუმია", უფრო ცუდათ გხდის ვიდრე ხან ამ სიზანტით და ა.შ. წავედი მე ისევ ჩემს "ცოცხალ" ფორუმზე/
ფორუმზე საჯაროდ აღარ დავპოსტავ, ვინმე თუ ხართ ჩემებრ აე სასოწარკვეთილი, დამიპიემეთ ხალხო

ხომ გითხარი მოთმინებათქო )))

Posted by: earth May 10 2014, 08:31 AM

Teddybear

QUOTE
ძალიან ნელი და "მკვდარი ფორუმია"


ბევრი ლაპარაკი ხშირად უაზრობა ხდება.
უკვე დაწერილია მრავალი კარგი პოსტი, რომელ პოსტებმაც ბევრი გააბედნიერა და შინაგანი სიხარული მოუტანა.
თუ შენით არ მოძებნე, ძნელია...

Posted by: Existence May 10 2014, 09:43 AM

Teddybear

ეს ეზოთერული ფორუმია ცოცხლად უფრო ბევრი ხდება ვიდრე ვირტუალურად აქ, ასე რომ მე რაც გითხარი შეხვედრაზე ძალაშია ))

Posted by: ano May 10 2014, 09:19 PM

QUOTE(earth @ May 4 2014, 10:48 PM) *
ano bigarmhug.gif
როცა ამ ყველაფერს ვიხსენებთ, მითუმეტეს როცა ვწერთ უფრო ძლიერდება ეს შეგრძნება, მაგრამ კარგი ისაა რომ გადალახე.

მეც საქართველოდან წასვლამ მიშველა ერთგვარად. ძალიან დიდი კომპლექსები მქონდა და ეს მხოლოდ აქ გადავლახე. საქართველოში ალბათ მუდამ რაღაც ნაკლოვანი შეგრძნება დამრჩებოდა. თუმცა არვიცი რამდენად სწორია შენი ქვეყნის დატოვება. მე განვთავისუფლდი აქ ჩამოსვლით პირველი დედაჩემისაგან, რომელიც მტანჯავდა და სწორედ მისგან მოდიოდა ჩემი კომპლექსები და თვითმკვლელობის მცდელობები. საქართველოში მისგან თავს ვერ დავაღწევდი, გინდაც ოჯახი შემექმნა იქაც ვერ დავაღწევდი თავს. ამ ცვლილებებმა მთლიანად შემცვალა და ფეხზე დამაყენა და დღეს ბედნიერი ვარ, თუმცა მენატრება ჩემი ხალხი, ჩემი სამეგობრო, ჩემი თბილისი.
ano არვიცი რომელ ქვეყანაში ხარ, მაგრამ პირველად რომ ჩამოვედი მეც მეგონა არავინ არავის ჭორავს მეთქი, მაგრამ აქაც კაი ჭორიკნები არიან, თუმცა ჩვენთან უფრო მეტია biggrin.gif


კი რო ვიხსენებ გრძნობა მიახლდება და მიმძაფრდება ვიწყებ სხვების დადანაშაულებას,
არადა ვიცი რომ ყველა ისე იქცევა მოცემულ გარემოში როგორც იქცევა და სხვა გამოსავალი არ აქვს და ყველა მართალია - მსგავს სიტუაციაში მეც ისე მოვიქცეოდი და სრულებითაც არა მაქვს იმის უფლება რომ ვინმე განვიკითხო და ვინმეს თავი დამნაშავედ ვაგრძნობიო, რომ ვინმე დავთრგუნო, დამნაშავის ძიებით მეც დიდად არაფერი მომემატება,
მაგალითად სახლი რო მეწვებოდეს და დავიწყო იმის ძიება ცეცხლი ვინ გააჩინა ცეცხლის ჩაქრობის მაგივრად.
ცეცხლს რო ჩავაქრობ მერე გავარკვევ ვინ გააჩინა და შეიძლება გაირკვეს რომ "შემთხვევით მოხდა" და სპეციალურად არავის გაუჩენია.
მეც ხომ ვიცი და გავარკვიე რომ ცეცხლი სპეციალურად არავის გაუჩენია, ჩემს შემთხვევაში.

მაგალითად ცხოვრება (სამყარო) წინ დაგვიწყობს წითელ ვაშლებს და გვეუბნება თუ გინდა აიღე და ჭამეო მერე ჩვენ ვეუბნებით მაგ ვაშლებს იცოდე გულში 5 კურკა თუ აქვს იცოდე არ შევჭამო.. მოკლედ ასეთ ულტიმატუმებს წავუყენებთ ხოლმე ის კიდე გვეუბნება თუ გინდა ჭამე თუ არა "დავაი აქედანო"... biggrin.gif

საზღვარგარეთ ყოფნას რაც შეეხება როგორც უკვე ვთქვი არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ ანუ არც ის ვიცი რას ჭორაობდნენ,
ჩემ ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა რომ წავედი აქედან და შესაძლოა უბრალოდ შვება ვიგრძენი შედარებით, პლიუს ცხოვრებისეული გამოცდილებები, უფრო ჩქარი ტემპი...

Posted by: Dimmu Apr 27 2019, 04:27 PM

გასაჭირი, წარუმატებლობა, დეპრესია თუ უბედურება ხშირად კარგ გაკვეთილს გვაძლევს და რაც უფრო მეტს გადავიტანთ, მით უფრო ძნელად გასატეხი გავხდებით, ამიტომ სასარგებლოა, ასე უნდა განსაჯო, შეგიძლიათ საპირისპროდ იფიქროთ, მაგრამ ასე მხოლოდ საკუთარ თავს შეუქმნით პრობლემებს.
უძილობა მჭირდა, წამლების გარეშე ვერ ვიძინებდი, ახლა ქვეცნობიერთან მუშაობით კარგად მეძინება წამლების გარეშე, საკუთარ თავს უნდა მოუწოდო მოდუნებისკენ, განტვირთვისკენ ან მოძებნოთ თქვენთვის ახლო სიტყვები, ასე შედეგი მომენტალურია, ქვეცნობიერთან მუშაობა კარგად აქვს ახსნილი ჯოზეფ მერფის თავის წიგნში. ადრე დაძინებამდე მედიტაცია მშველიდა, ახლა თავს ვიკავებ გარკვეული მიზეზების გამო.
Teddybear, ჰიპნოტერაპევთთან არ გიცდიათ მისვლა?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)