IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


ARSI
Posted on: Feb 2 2021, 07:15 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


და ერთი შეკითხვაც მაქვს რამდენად კავშირშია ქართული სიტყვა სამოთხე სამადჰისთან? თუ უბრალო მსგავსებაა?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130126 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Feb 2 2021, 07:12 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


QUOTE(David Monny @ Feb 2 2021, 07:07 PM) *
ARSI

მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა იგულისხმა, რაც უნდა ის იგულისხმოს. სინტაქსი შემდეგი შინაარსით, რომ რაიმეს აზრი არ აქვს, დემოტივატორულია
მტრული, ეს მტერია და უნდა შეხედო, როგორც მტერს.


''აზრი არ აქვს'' სიტყვის მასალადაც ცუდი ფრაზაა მაგაში გეთანხმები. უბრალოდ შინაარსობრივად მივუხვდი რის თქმასაც ცდილობდა. ამ ფილმს ვუყურე სამადჰიზე https://www.youtube.com/watch?v=Bw9zSMsKcwk და შენი თემიდანაც რასაც წერ ბევრი რამე ერთი ერთში აჯდება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130125 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Feb 2 2021, 07:02 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


მემგონი მივხვდი რაც ბრევალომ იგულისხმა თუ მეტყვი რომ ჭეშმარიტება არსებობს ამას გავიგებ და მეცოდინება რომ არსებობს მაგრამ თუ ამიხსნი როგორია ჭეშმარიტება ამას ვერ გავიგებ თუ თავად არ ვეზიარები . თუ ყველას გზა ერთია ეგრედწოდებულ ჭეშმარიტებამდე მაშინ გზასაც მასწავლი მაგრამ მე ვფიქრობ ყველას მიდგომა ინდივიდუალურია. და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რომ ჭეშმარიტების ახსნას აზრი არა აქვს justcuz_hourglass.gif მაგალითად დავით შენ რომ ამიხსნა ის ჭეშმარიტება რასაც ეზიარე ეს ხომ შენი ინტერპრეტაციები იქნება და მე შეიძლება არარეალური წარმოდგენები შემექმნას თუ ვცდები?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130123 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Feb 2 2021, 01:56 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


David Monny
ფორუმელები თუ იკრიბებით? ან რაიმე შეხვედრას თუ დავგეგმავთ უკეთესი იქნება პირადი საუბრები და გამცდილების გაზიარება თუ სურვილი გექნებათ რა თქმა უნდა და მსურველები თუ იქნებიან.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130117 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Feb 2 2021, 01:49 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


David Monny

ვკითხულობ თქვენ თემას და მეხმარება ბოლომდე მიღება მიჭირს რაღაც პარალელებს ვავლებ და აშკარად იგრძნობა ''სიმართლე'' თქვენ პოსტებში. ამ გამონათქვამზე რა აზრის ხარ? არსებობს საგნები თუ არ დაინახე ვერ იწამებ და ასევე არსებობს საგნები თუ არ იწამებ ვერ დაინახავ? იქნებ აქ გავიჭედე და არაფრის დაჯერება აღარ მინდა და შესაბამისად ხედვის არეალიც ვიწრო გამიხდა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130116 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Feb 1 2021, 11:51 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


როგორ აძლევთ თავს უფლებას რომ ბოლოდმე ირწუმონოთ რაიმე? იქნებ ეგრედწოდებული სამადჰიც გონების რაღაც წერტილია და როგორ უნდა გასცდე საკუთარ გონებას? იქნებ ყველაფერი სიკვდილის შიშიდან გამომდინარეა და ზუსტად ეგოს გადარჩენისთვის უნდა მივმართოთ გონება? იქნებ ''განვითარების'' საფუძველიც ეგოა? ეგო აქციეთ არაფრად და მარადიულად? მეც ადამიანი ვარ როგორც თქვენ და ჩემთვისაც რთულია არსებობა მაგრამ არ მინდა თავის მოტყუება სად მიდიხართ ან სად მიხვედით? მითხარი კარგად ხარ? მასწავლე მეც როგორ ვიყო კარგად. თუ ეგოს მოკლავ ყველაფერს მოკლავ და ეს ყველა ფერი ჩემი ფერებია მწვანე ბავშობა წითელი აგრესია ლურჯი სიმშვიდე ვარდისფერი სიყვარული თეთრი სიკეთე შავი ბოროტება და ასე შემდეგ... ვინ ხარ? არავინ? და რატომ გახდი არავინ იქნებ გინდოდა და ისევ ვერ გაცდი სურვილებს? იქნებ თავს იტყუებ და ვერ ხვდები? შესაძლოა ''ჩაინიკური'' კითხვები მაქვს და თავს გაბეზრებთ მაგრამ მე არ დამეზარებოდა გაზიარება და თქვენც იგივეს მოგთხოვთ რასაც საკუთარ თავს. იქნებ ჩვენი პრობლემაც ესაა რომ ვერ ვღებულობთ მარადიულ სიკვდილს ყველანაირი სულის და მარადიული ენეერგიის მოკვდავებას. იქნებ ბევრად უკეთესს გარემოს შევქმნიდით რეალობისთვის რომ თვალი გაგვესწორებინა? იქნებ ჩვენ სუსტი ადმიანები ვართ რომლებსაც რეალური სიკვდილის მიღება არ გვინდა და თავს ვიტყუებთ და ყველაფერი ისევ ეგოშია სამადჰის ჩათვლით?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130104 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 31 2021, 11:21 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


QUOTE(David Monny @ Jan 31 2021, 11:05 PM) *
ARSI

ლიტერატურა თუ გინდა 2 წიგნი კმარა.
არაფერი მოვა თავისით, მხოლოდ რაც გინდა, ან არ გინდა ის მოვა.
საჭიროა სურვილი და პრაქტიკა. ლიტერტურა საჭიროა, ეგოს საკვებად, ხომ უნდა იცოდეს კონცეფტუალურდ
რას აკეთებ? დანარჩენი კი მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვლევაა, ატმა ვიჩარა.
წიგნები ქართულად არ არის, არის რუსულად და ინგლისურად
ნისარგადატა მაჰარაჯი - მე ვარ იგი. ინგლისურადაა PDF
კითხა პასუხის რეჟიმშია დაწერილი, პიროვნება კეითხება, მაჰარაჯი პასუხობს.

მეორე წიგნი:
რამანა მაჰარში - ვინ ვარ მე? PDF ვერსიაა ესეც
აქაც კითხვა და პასუხებია, პიროვნება ეკითხება, მაჰარში პასუხობს.
მეტი წიგნი არაა აჭირო.
ოღონდ ეს წიგნები არ უნდა წაიკითხო, როგორც მე მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ, თომას მანს, ან დოსტოევსკის,
უნდა გააცნობიერო ყველა დეტალი, რადგან ეს პირადად შენს „მე ვარ“ შეგრძნებას ეხება.
ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა, ეს პრაქტიკის სახელმძღვანელოებია.


გასაგებია, დიდი მადლობა bigarmhug.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130101 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 31 2021, 10:56 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


David Monny

მივხვდი კარგად და გასაგებად აღწერე beard.gif რას მირჩევ ამ ეტაპზე რამე ლიტერატურას თუ არაფერია საჭირო დათავისით მოვა ყველა საჭირო ინფორმაცია?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130099 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 31 2021, 09:47 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


QUOTE(David Monny @ Jan 31 2021, 09:43 PM) *
ARSI

არაუშავს, ხვალ დილით რო გაიღვიძებ ისევ ექნება. დეტერმინიზმი ფილოსოფიური მიმდინარეობაა და ცოტა სხვა რამეს ნიშნავს,
თუმცა არავინ რო არ გკითხა გინდოდა თუ არა დაბადებულიყავი, ეს უნდა აღიარო. სად იყავი სანამ დაიბადებოდი?
ის, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, ფიქრია, რომელსაც გრძNობაც ახლავს ნიჰილისტური, რომელიც მოდის და მიდის.
უბრალოდ შენთან ხშირად მოდის, უფრო სწორად შენ აქცევ ყურადღებას ხშირად.
რატომ გავიწყდება, რომ ყველა ფიქრი, სადგურივითაა, რატომ ჩერდები სადგურებზე იმაზე მეტ ხანს, ვიდრე
ხალხის ჩასხდომისთვისაა საჭირო?
წარმოიდგინე მატარებელი დგას სადგურში. გაივსო. მძღოლი კი არ ძრავს. ცოტა ხანში ხალხი აჯანყდება.
სწორედ ასე აგიჯანყდება ემოციები და გრძნობები თუ კიდევ დიდხანს გაჩერდები მაგ ნიჰილისტურ სადგურში.
„მე ვარ“, აი, ამ გრძნობას დააკვირდი, ის აუცილებლად გაგათავისუფლებს სამუდამოდ.

კარგი შედარება იყო. იქნებ ჩემი არჩევანით მოვედი და ჩემი არჩევანით შევიზღუდე ცნობიერება და დავიწყებას მივეცი იმიტომ რომ განცდები მომინდა პირველადი? რის საფუძველზე გამორიცხავ ამას?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130094 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 31 2021, 09:35 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


QUOTE(David Monny @ Jan 31 2021, 09:31 PM) *
ARSI

არაფრის, მე არანაირ მედიტაციას არ ვუწევ რეკომენდაციას, შენი ნებაა.
დარწმუნებული ვარ იმას გააკეთებ, რაც გინდა, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვს.

მედიტაციით მხოლოდ ერთხელ მოხდა როცა დაახლოებით იმ მდგომარეობამდე მივედი რაც ძილში თავისით და სპონტანურად ხდება, თითქოს მართლა არ მაქვს არჩევანი არვიცი როგორც არ უნდა იყოს არ მხიბლავს დეტერმინირებული სამყარო და არც ქაოსური, რეალურად იქამდე მივდივარ რომ არც ერთს არ აქვს მნიშვნელობა და საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშველობა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130092 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 31 2021, 09:28 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


QUOTE(David Monny @ Jan 31 2021, 09:25 PM) *
ARSI

ძალიან კარგია, მაგრამ ნება მიეცი ყურადღებას გაცდეს მაგ მდგომარეობას. მიუშვი, ვნახოთ რაზე მიექცევა.

არა. ადამიანი ხარ, ისევე როგორც მე და 7 მლრდ. დედამიწაზე.

რა და ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე. აღოსავლურ ტრადიციებში ამას „შანტი“ ჰქვია.

იმიტომ, რომ არ იტანჯებოდე და გათავისუფლდე. თუ მანამ არ მოკვდები, ანუ არ მოკვდება ეგო, სანამ ფიზიკურად მოკვდები, კიდევ გამოძებნის
გზას, თავისი სურვილების ასასრულებლად. მე ამას რეინკარნაციას არ ვარქმევ, რაც გნებას ის დაარქვი. გასაგები ენით რომ ვთქვათ, მოსვენება არ გექნება.
მუდმივი არაფერი არ არის. საერთოდ არაფერი არ არის შენს გარდა, ოღნდ შენს როგორც ეგოს არა.
იდენტობის ამბავია, ახლა შენ გგონია, რომ ეგო ხარ, რაღაცეები უნდა ქნა, ისა, ესა, აკონტროლო.
სინამდვილეში კი მარადიული არდაბადებული რავ გინდა ის დაარქვი ეგ ხარ, რომელსაც არც არაფერი უნდა და არც არაფერი სჭირდება.
ყველაფერი თავის ადგილზეა მუდამ.

კარგი გავაგრძელებ მედიტაციებს იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა რჩევებისთვის კიდევ ერთხელ და გადავიკითხავ შენ თემებსაც.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130090 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 31 2021, 09:14 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


QUOTE(David Monny @ Jan 31 2021, 08:55 PM) *
ARSI

ეს ნონსენსი რა საჭიროა? რა გინდა? ორი გზაა-მეთქი გითხარი, ან შენ ეგოს აჭმევ და მოასუქებ, მოაკვიტინებ,
იცხოვრებ, როგორც ყველა, მაგრამ აუცილებლად საფლავში წახვალ. შეიძლება ალექსანდრე მაკედონელისნაირი
გავლენები და ცნობადობა მოიპოვო, ან იესოსავით წყალზე იარაო, ან კიდევ ტიბეტის ლამებივით მიწაში გეძინოს კვირაობით,
საფლავს ვერ აცდები.
ან მეორე გზა აირჩიო და გამოიკვლიო ვის არ უნდა საფლავში წასვლა და გათავისუფლდე მისგან.
სხვა გზა არ არის. არჩევანი არ გაქვს. როდესაც ტონი დარეგულირდება და მოგეწონება, შემდეგ სხვა რამე წამოყობს თავს.
ვერ გამოლევ მიზეზს თუ გინდა დაგენიძლავები რაზეც გინდა. ტონი გამოსწორდება, შემდეგ მსოფლმხედველობა არ მოგეწონება.
ესეც გამოსწორდება, შემდეგ ის რო ვეგეტარიანელი არ ვარ და ა.შ.
მაინც იმას გააკეთებ რაც გინდა, უბრალოდ აღიარე ეს და გაცილებით წინ წაიწევ.

მე არვიცი რაში მჭირდება, იმას ვწერ რასაც ვფიქრობ და სადაც არ უნდა წავიდე და როგორც არ უნდა გავნულდე საბოლოოდ მაინც მე ვარ და აქ ვბრუნდები თუმცა მაინც მოგყვება და რჩება ის რაღაც ''შეგრძნებები'' მაგრამ ყველაზე ''მყარი'' რეალობა მაინც ეს მაქვს. რა მინდა? ძალიან ბევრი რამ მინდა მაგრამ როცა იმ მდგომარეობაში ვარ არაფერი არ მინდა და არც არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ხელოვნური ინტელექტი ვარ? რა აზრი აქვს ემოციების და ინდივიდის გარეშე არსებობას? ალბათ მეტყვი ეს ეგოა და ეგო ამას ვერ გაიგებს, ვერ გააცნობიერებს მაგრამ რატომ უნდა მოვკლა ეგო იმაზე ადრე ვიდრე რეალურად მოკვდება? ის მუდმივი არაფერი ხო ისედაც არის და ქინება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130088 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 31 2021, 08:35 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


QUOTE(David Monny @ Jan 30 2021, 07:45 PM) *
ARSI

მთავარი ესაა, რომ არ გინდა. ტონი მოგვარებადია, ეს კი არა.

იმედს დავიტოვებ რომ მაინც ყველაფერი მოგვარებადია. ყველას ჩვენი გზა და განცდები გვაქს, საბოლოოდ მაინც ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ყველა ერთ ქვაბში ვართ უხეშად რომ ვთქვა. იმედია მეტი თანაგრძნობა და უფრო მეტად გვერდში დგომა შეგვეძლება ადმიანებს, საბოლოოდ მაინც ბევრი კითხვის ნიშანია და ბევრი რამის გაანალიზებასაც ვერ სწვდება ცნობიერი. მაგრამ არის მდგომარეობა როცა ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს და მე მესმის ეგოსიც ჩემი გადმოსახედიდან. მასაც სრულუფლებიანი არსებობის უფლება აქვს და მასაც უნდა სიცოცხლე მუდიმივი და არსებობა. საბოლოო ჯამში რეალური მე თუ უკვდავია და ილუზიური მე თუ უმნიშვნელოა რა მოხდება როცა რეალურმა მემ გაიგოს რომ ისიც მოკვდავია? ყველა არსებობისათვის ვიბრძვით. ბევრ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს და გონებას ეს არ აინტერესებს გონებას პასუხები ჭირდება თუ არადა ის ან პასუხებს მოიგონებს ან რამე შესაბამისს იწამებს. ზოგჯერ თითქოს ყველა ადამიანში საკუთAრ თავს ვხედავ და ძალიან მიყვარხართ იმიტყომ რომ ჩემი თსვიც ძალიან მიყვარს ჩვენი გადმოსახედიდან მიუღებელია ეს რეალობა და ყველა ჩვენი გზებით ვცდილობთ რომ მივიღოთ იმედია კავშირს და თანაგრძნობას არ დავკარგავთ მე ჩემ დემონებს მივხედავ.

chemikerin

გეთანხმები, მაგრამ ამდენი დამთხვევაც არ მგონია შემთხვევითი ფაქტია რომ თავიც დავაპროგრამე მაგ განწყობაზე.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130086 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 30 2021, 07:07 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


მადლობა ყველას გამოხმაურებისათვის bigarmhug.gif

David Monny

ვიპოვი გადავხედავ და წავიკითხავ მადლობა. არ დაგიმალავ და თითქოს ცუდი ტონი გაქვს და ძალიან დარწმუნებით საუბრობ და რაღაც არ მომეწონა ან მაგ სიმართლის მიღება არ მინდა რაც დაწერე და იმიტომ არ მომეწონა არვიცი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130075 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 29 2021, 03:01 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


ზუსტად აღწერე ჩემი მდგომარეობა იმ საკითხში რომ ეგო მეუბნება ეს ცუდი ზუსტად ამიტომ ხდება და უფრო ცუდი მოხდება თუ ასე გავაგრძელებ და ფიზიკურ სამყაროს დავკარგავ საკუთარ თავს დავკარგავ იმიტომ რომ მე აღარ ვიქნები.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130056 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 29 2021, 02:47 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


QUOTE(old_man @ Jan 29 2021, 01:55 PM) *
ცხადია ეს არის ეგოს შიში რომ თვითშემეცნებით (სულიერებით) დაკავების შემთხვევაში მოწყდები ფიზიკურ სამყაროს, სოციუმს, ამიტომ ეგოს ეშინია და ასეთ კავშირებს აბამს და ეუბნება სულს, რომ ცუდი რაღაცეები მოხდება თუ ამას დააპირებს, ან ცუდი რაღაცეები სწორედ ამიტომ მოხდა, ამიტომ არც გაბედოს... ეს მისთვის არის სიკვდილი. როგორც მშობლები შეშინებულები გადახედავენ შვილს, რომელიც "რაღაცეებით" ინტერესდება, ეშინიათ არ "გადავარდეს" იქით...
რეალურად შეიძლება ადამიანი მართლა გადავარდეს, ჩაციკლული განდეგილი გახდეს, მეტზე რომ ვერაფერზე ფიქრობს.
მაგრამ არის მეორე ვარიანტიც ბალანსის შენარჩუნება, როცა სული გამოღვიძებულია და ცხოვრებას როგორც თამაშს ან სულის გამოცდილებას ისე იღებს.
მას უკვე ეგო ვეღარ მართავს. თვითონ მართავს მას.
უნდა დაიძლიოს ეს შიში, როგორც უსაფუძვლო

მადლობა რჩევისთვის, ბალანსის დაჭერამდე ჯერ ეგო უნდა დავძლიო, მაგრამ ვერ ვდგავ ამ ნაბიჯს და რომც გადავდგა არაა მარტივი. მნიშვნელოვანია ჩემთვის ფიზიკური სამყარო და გარშემომყოფი ადამიანები, მეშინია რომ ეგოს ბევრი ტრამვა მიადგება და არ მინდა შემდეგ განცდები. ვხედავ როგორც ინდივიდი როგორ მესაუბრება ეგო.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130055 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 29 2021, 01:16 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


David Monny
როცა იმ მდგომარეობაში ვიმყოფები მე არ ვარ. გამოსვლის დროს ძალიან დიდი სიცარიელის გრძნობა მეუფლება და ვიცი რომ ეს მე ვარ და ამ მეს დატოვება არ მინდა როცა მე ვარ. ჩემი პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. საფუძვლიანი შიში მაქვს რომ თუ ამ მგომარეობამდე ჩემით გზის გაკვალვას გავაგრძელებ ცუდი რამ მოხდება ჩემს გარშემო და მჭირდება დახმარება იმ ადამიანისგან ვისთვისაც ნაცნობია ეს სიტუაცია თუ რა თქმა უნდა არის ასეთი ამ ფორუმზე.

მადლობა გამოხმაურებისათვის.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130052 · Replies: 56 · Views: 21,158

ARSI
Posted on: Jan 29 2021, 12:22 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986


გამარჯობა, შევეცდები მოკლედ დავწერო.

ბოლო ერთი წელია როცა თვით შემეცნებით ვკავდები სულ ხელი მეშლება, სულ რაღაც ხდება და იმდენად იპყრობს ყურადღებას ეს მიზეზები სხვას ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. ასევე ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე რაც უფრო პროგრესი მაქვს მით უფრო ცუდი რამ ხდება და გამიჩნდა შიშები რომ თუ საკუთAრი თავის შეცნობით დავკავდები ცუდი მოხდება. მაგალითად მოვიყვან ბოლო ისტორიას სიფხიზლეში შევძელი მივახლოვებულიყავი იმ ინფორმაციის წყაროს რაც უკვე შეგრძნებებით დიდი ხანია ჩემთვის ნაცნობია სიზმრებიდან და დაიჭირეს ჩემი ძმა რომელიც ძალკიან წესიერი ადამიანია და მოკლედ რომ ვთქვა რაღაც გაუჩალიჩა პარტნიორმა. ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის სრულიად გადმოვერთე ადვოკატები, მშობლების დაწყნარება ძმიშვილების მიხედვა, ციხეში სიარული და სამ თვეში შევძელი მისი უდანაშაულობის დამტკიცება. ამ ეტაპზე კი თითქოს ვიცი რომ თუ გავაგრძელებ მომიწევს ბევრ რაღაცაზე უარის თქმა მატერიალურ სამყაროში რისი დათმობაც არ შემიძლია.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130050 · Replies: 56 · Views: 21,158


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 19th May 2024 - 12:52 PM