IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

31 Pages V   1 2 3 > » 

Merlin
Posted on: Aug 10 2020, 02:23 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


QUOTE(old_man @ 10th August 2020 - 10:12 AM) *
მეუბნებოდა, რომ ეს მხოლოდ კომფორტიაო და სულიერება აქ არაფერ შუაშიაო


არა და რეალურად სრულიად პირიქითაა. მატერიალური ტექნოლოგიები ანტი-სულიერებაა რეალურად. რაღაც დონეზე კი დადებითი შედეგებიც აქვს ტექნოლოგიურ პროგრესს და ეს უდავოა, მაგრამ ერთიანობაში გაცილებით მეტი ბოროტება მოაქვს ვიდრე სიკეთე. სხვანაირად შეუძლებელიცაა იყოს, რადგან ტექნოლოგიურ პროგრესს არიმანი და მისი ბუნების სულები ინსპირირებენ, ანუ ქვესკნელისა და სიკვდილის სულები.

რაც უფრო მეტი ელექტროობა შემოვა ადამიანის ცხოვრებაში მით უფრო რთული იქნება ადამიანურობის შენარჩუნება, რადგან ეს ძალები სულისა და სამშვინველისგან მიჯნავს ადამიანს და შესაბამისად იწვევს პირველ რიგში ჭკუასუსტობას და მორალური ძალებისაგან განძარცვას.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129495 · Replies: 152 · Views: 18,874

Merlin
Posted on: Aug 10 2020, 01:56 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


მეორე ტალღა მაშინ იქნება, როდესაც თავად გადაწყვეტენ, რომ იყოს. და შემოდგომით ალბათ იმიტომ სჭირდებათ, რომ სახლებში შეგვკეტონ, რომ 5ჯ ანტენები დააყენონ სწრაფად. რადგან ამ წლის ბოლოდან გვპირდებიან 5ჯ ტექნოლოგიების მოხმარებაში გაშვებას.

თან რაც უფრო მეტად გაააქტიურებენ ამ ტექნოლოგიებს, თუ ის შეხედულება სწორია, რომ ელექტრომაგნეტური დაბინძურება იწვევს იმ სიმფტომებს, რასაც კორონა ვირუსის სიმფტომებად ასაღებენ, - უფრო მეტი ადამიანი "დაავადდება" ამ "ვირუსით" რასაც უფრო მეტი წნეხის გასამართლებლად გამოიყენებენ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129493 · Replies: 152 · Views: 18,874

Merlin
Posted on: Aug 10 2020, 01:31 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


თეოსოფისტების გაერთიანებული ლოჟა

ყველაფერი ილუზიაა - მაგრამ როგორ?


მადამ ბლავატსკაია ხშირად ამბობდა, რომ სამყარო და ყველაფერი მასში უბრალოდ ილუზიაა.

მაგრამ ამბობდა კი ის ამას იმავე გაგებით, რა გაგებითაც - თანამედროვე „ილუზიონისტები“, როგორებიც არიან მაგალითად „სასწაულების კურსის“ მიმდევრები (“A Course in Miracles”), რომლებიც ყოველთვის იმეორებენ, რომ „ყველაფერი ილუზიაა“?

არა, ბლავატსკაია ამ სიტყვებში ძალიან განსხვავებულ რამეს გულისხმობდა იმასთან შედარებით, რასაც გულისხმობენ „სასწაულების კურსის“ მიმდევრები და სხვა მსგავსი შეხედულებების ადამიანები. მიზეზი იმისა, თუ რატომ არის თეოსოფიის სწავლებაში სამყარო და ყველაფერი მასში შემავალი აღწერილი, როგორც „მაია“ - ილუზია, არის მისი არამუდმივობა, სასრული ბუნება, ცვალებადობა და წარმავლობა საბოლოვო ჯამში. უდავო ფაქტია, რომ ჩვენს გარშემო ამჟამად ყველაფერი ობიექტურად არსებობს, მაგრამ ასევე უდავოა ისიც, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო, ყველაფერი გამოვლენილი, სასრულია და არამუდმივი.

თეოსოფია ამბობს, რომ მხოლოდ ის შეიძლება მივიჩნიოთ ნამდვილად რეალურად, რაც არის უსასრულო, მუდმივი, უცვლელი და მარადიული და ეს არის ბრაჰმანი, რომელზეც ლაპარაკობენ ინდუისტური წმინდა წერილები. გამოვლენილ სამყაროს აქვს სასრული სასიცოცხლო ციკლი... მას ჰქონდა დასაწყისი და ექნება დასასრულიც... დროის განთიადი და დროის დასასრული. შემდეგ ის კვლავ წარმოიშობა ახლიდან, ისევ არსებობს და ისევ უჩინარდება. სამყაროს ციკლური წარმოშობა და გაუჩინარება არის უსასრულო პროცესი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სამყარო და ფიზიკური, მატერიალური რეალობა ამჟამად არსებობს, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მისი უკიდურესად წარმავალი და ეფემერული ბუნება და არ უნდა დავივიწყოთ ნამდვილი რეალობა, უსასრული ბრაჰმანი, და ვიცოდეთ, რომ ეს არის ის, ვინც და რაც ვართ ჩვენ არსობრივად ჩვენი ნამდვილ იდენტობით.

რომ შევაჯამოთ: თეოსოფიის სწავლების მიხედვით, სამყარო და ყველაფერი მასში ილუზიაა მაგრამ არა იმ გაგებით, რომ არის არარსებული, არამედ იმ გაგებით, რომ არის დროებითი, არამუდმივი, სასრული, მუდმივად ცვალებადი, წარმავალი გამოვლინება, - შედარებით უცვლელ და მარადიულ ღვთაებრივ პრინციპთან.

„ინდუისტურ ფილოსოფიაში მხოლოდ იმას ეწოდება რეალობა, რაც არის უცვლელი და მარადიული; ყველაფერი რაც ექვემდებარება ცვლილებას ლპობისა და დანაწევრების გზით და ამიტომაც, რასაც აქვს დასაწყისი და დასასრული - მიიჩნევა მაიად - ილუზიად“. (ბლავატსკაია „თეოსოფისტური ლექსიკონი“. H.P. Blavatsky, “The Theosophical Glossary,”)

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც დანაწევრებულია [დიფერენცირებული] არის მაია. ეს არის ის, რასაც წარმოადგენს მაია. დაცალკევება არის მაია და მაია არის დაცალკევება. ყველაფერი რაც დაცალკევებულია მაიაა, ყველაფერი რაც გამოვლენილია მაიაა, ყველაფერი რაც განპირობებულია მაიაა. მხოლოდ ბრაჰმანი არის რეალობა, სხვა ყველაფერი არის მაია, სხვა ყველაფერი ილუზიაა. „საიდუმლო დოქტრინას დიალოგებში“ (“The Secret Doctrine Dialogues”) ამას ეწოდება „მანიფესტაციის ილუზორულობა“ და ნათქვამია, რომ „არსებობის ამ პლანზე ყველაფერი ილუზიაა“.

ბუდას ერთ-ერთი ცენტრალური სწავლება იყო ის, რომ „ნაწილებისგან შედგენილი ყველა ფენომენი არამუდმივია“. ამ უდავო ჭეშმარიტების შედეგად თვით ჯაგატი, ჯივა და იშვარაც კი (სამყარო, ინდივიდუალური სამშვინველი და ლოგოსი) ადვაიტა ვედანტაში მიიჩნევა მაიურად და ილუზორულად.

ამდენად ეს არის ის, რასაც გულისხმობს ბლავატსკაია, როდესაც ამბობს, რომ ყველაფერი ილუზიაა და მაია. ამას აქვს აზრი, ეს ლოგიკურია და გონივრული. მაგრამ, რაც შეიძლება ვთქვათ „სასწაულების კურსის“ მიმდევრებთან საუბრებიდან, არის შემდეგი: მათ დაჟინებული აქვთ, რომ სამყარო ამჟამადაც არ არსებობს ობიექტურად და არის მხოლოდ ჩვენი უმეცარი გონების მიერ შექმნილი ილუზია! ისინი ამბობენ, რომ როგორც კი ერთი ადამიანი სრულიად ჩაწვდება და გაიგებს ყველაფრის ილუზორულ ბუნებას, მაშინ სამყარო მყისიერად გაქრება, რადგან ის არის მხოლოდ ჩვენი უმეცრების ილუზორული პროექცია. „როდესაც ერთი გაიგებს ამას, მაშინ ყველა გაიგებს“ - ამტკიცებენ ისინი. „სასწაულების კურსის“ სწავლება [ისევე როგორც ის სწავლებები, რომლებიც ამბობენ, რომ ობიექტური რეალობა საერთოდ არ არსებობს] არის ჰიპერიდეალისტური, არაფილოსოფიური და თითქმის ყველა მხრივ სრულიად საწინააღდეგო თეოსოფიისა და ყველა ძველი სიბრძნისა.


თარგმნის წყარო:
https://blavatskytheosophy.com/its-all-illusion-but-how/
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #129491 · Replies: 4 · Views: 5,273

Merlin
Posted on: Aug 9 2020, 12:21 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


ყველას გირჩევთ, რომ სანამ შტაინერის ლექციათა კურსებს წაიკითხავთ მანამდე წაიკითხოთ "თეოსოფია" და "იდუმალთმეტყველების ნარკვევი". რადგან ლექციების შინაარსი იმას ითვალისწინებს, რომ ამ ლექციების მსმენელს ან წამკითხველს მინიმუმ ეს ორი წიგნი ექნება წაკითხული. სხვანაირად ბევრი რამე გაუგებარი იქნება. ამიტომაც ეჩვენება ბევრს ანთროპოსოფია გაუგებრობად, რომლის თავსა და ბოლოს ვერ იგებენ. ჯერ წერილობითი შრომებია წასაკითხი (ძირითადები) და მერე შეიძლება უკვე ლექციებზე გადასვლა.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129489 · Replies: 166 · Views: 196,083

Merlin
Posted on: Aug 9 2020, 12:11 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


QUOTE(chemikerin101 @ 9th August 2020 - 06:32 AM) *
საკუთარი თავის იმედზე უნდა ვიყოთ..


კი გეთანხმებით, მე მხოლოდ იმას ვგულისხმობდი, რომ იმისი ფიქრი, ამ ტექნოლოგიებს ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებენო, იმის ტოლფასია, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს იმათი მორალურობის იმედზე ვიყოთ. და რამდენად მორალურები არიან მიწიერი ძალაუფლების მქონენი კი კარგად მოგვეხსენება აწმყოდან და მით უმეტეს ისტორიიდან.

ხელისუფალნი ჩვენზე ზემოქმედების განუსაზღვრელ ბერკეტებს იგდებენ ხელში და ამაში ცუდის მეტი არაფერი შეიძლება იყოს.

წარმოიდგინეთ ლენინს, სტალინს ჰიტლერს და მსგავს ადამიანებს რომ ჰქონოდათ ასეთი ბერკეტები ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენისა... შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეხლა სხვა დროა და ლენინი და სტალინი აღარ გვყავს ხელისუფლებაში. მაგრამ ახლა ვინც გვყავს ქვეყნების პრეზიდენტებად არც ისინი არ არიან სიკეთის მხარეს, და მით უმეტეს ახლო მომავალში ლენინზე და სტალინზე ასჯერ უარესი შემოვა ფიზიკურ განსხეულებაში და მთელს მიწიერ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. მთელი ეს ტექნოლოგიები მის განკარგულებაში იქნება, და საერთოდაც სწორედ მისი შთაგონებით ქმნიან ადამიანები ამ ტექნოლოგიებს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129488 · Replies: 152 · Views: 18,874

Merlin
Posted on: Aug 8 2020, 11:55 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


იგივე წარმატებით ისიც შეიძლება, რომ ადამიანებს ზოგიერთი კონკრეტული უნარი დაუჩლუნგო ან შეუცვალო. და ამ ტექნოლოგიებს ის ადამიანები ფლობენ და გამოყენება ხელეწიფებათ ვისაც ძალაუფლება აქვს, და მიწიერი ძალაუფლება კიდევ თითქმის ყოველთვის ბოროტ ადამიანებს აქვთ. აქედან დასკვნის გამოტანა ძნელი არ არის. თანაც ბავშვს რა ფერის თქმა ექნება და რამდენი გაიზრდება სიმაღლეში ამას სულიერი იერარქია უნდა წყვეტდეს და არა მშობელი თავისი გემოვნების მიხედვით (რომელიც მას შეიძლება ძალიან ცუდი ჰქონდეს).

რეალობა ფაქტიურად ისეთია, რომ ძალაუფლების მქონეთა გულმოწყალების იმედზე უნდა ვიყოთ, და მაგათი გულმოწყალების იმედზე ყოფნა ძალიან ცუდი იდეაა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129484 · Replies: 152 · Views: 18,874

Merlin
Posted on: Aug 6 2020, 10:26 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


გამოსავალი პირველ რიგში ჭეშმარიტების შემეცნებაშია, სულიერი ცოდნის ცხოვრებაში გადატანაში და ამ გასაჭირის დროს ერთმანეთის გვერდით დგომაში.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129475 · Replies: 152 · Views: 18,874

Merlin
Posted on: Aug 5 2020, 08:00 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


თეოსოფისტების გაერთიანებული ლოჟა

თეთრად შეღებილი შავი მაგია


“არც თეთრი მაგია და არც შავი, არ არის ის, რასაც პოპულარული ცრურწმენა მოიაზრებს ამ ტერმინებში.” - ე.პ. ბლავატსკაია: „რა არის თეოსოფია?"


ჩვენი უმრავლესობისათვის ტერმინი „შავი მაგია“ მყისიერად იწვევს კუდიანების, ეშმაკის მსახურების ან სხვების დასაზიანებლად ან საკონტროლებლად გამიზნული სხვა და სხვა სახის შელოცვებისა და რიტუალების წარმოდგენებს. მართალია, ასეთი რამეებიც ნამდვილად შავი მაგიაა, მაგრამ არსებობს სხვა ბევრი რამეც, რაც ასევე შავი მაგიაა, მაგრამ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამას.

რეალურად ათი ათასობით სხვა მხრივ კარგი წესიერი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით არის შავი მაგი ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას. მრავალი პოპულარული სულიერი სწავლება და პრაქტიკა დღეს თითქმის სრულიად შავ მაგიური ბუნებისაა.

რას ვგულისხმობთ?

ეს არის ნამდვილი განსაზღვრება იმისა, თუ რა არის რეალურად შავი მაგია: სულიერი ძალების მიზანმიმართული გამოყენება ეგოისტური ან მატერიალური მიზნებისათვის.

თეთრი მაგია, მეორეს მხრივ, არის სულიერი ძალების მიზანმიმართული გამოყენება მხოლოდ სხვების დასახმარებლად და სასარგებლოდ.

შავი მაგიის ეს განსაზღვრება და გაგება არ არის ექსკლუზიურად თეოსოფიური. შავი მაგია ყოველთვის ასე განიმარტებოდა და განიხილებოდა საუკუნეების განმავლობაში. როდესაც რომელიმე სულიერ მაძიებელს აღმოაჩენდნენ, რომ იყენებდა სულიერ ან მენტალურ ძალას სიმდიდრის და ქონების მისაზიდან, ან მატერიალური და პიროვნული დაკმაყოფილებისათვის, - ასეთ ადამიანს სამარცხვინოდ რიცხავდნენ ტაძრიდან, მონასტრიდან, აშრამიდან თუ სულიერი თემიდან.

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ნამდვილი პროგრესი სულიერ ცხოვრებაში და შინაგანი განვითარებისკენ და სამშვინველის ზრდისაკენ მიმავალი გზა დამოკიდებულია თავდადებაზე, ალტრუიზმზე, თავმდაბლობაზე და მხოლოდ კაცობრიობისათვის სასარგებლოდ ცხოვრებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდსულოვან ეთიკაზე და პირად სისუფთავეზე ცხოვრებასა და ქცევაში.

ჩვენ ვიპოვით ყველაფერ ამას ცხადად გამოხატულს ბუდას, კრიშნას, იესოს, ჰერმესის, შანკარაჩარიას, ცონგ კა-პას, ლაო-ძის, ე.პ. ბლავატსკაიას და ყველა დიდი სულიერი მასწავლებლისა თუ მსოფლიო რეფორმატორის სწავლებებში, რომლებიც ჩნდებოდნენ ისტორიის სცენაზე საუკუნეების განმავლობაში.

ისტორიის მანძილზე ისეთ სწავლებებსა და პრაქტიკებს, როგორებიცაა „მიზიდულობის კანონი“ და „სურვილების მანიფესტაცია“ მიყვებოდნენ საიდუმლოდ სირცვილისა და სიბნელის საფარველის ქვეშ. საბოლოვოდ კაცობრიობამ მიაღწია ეგოიზმისა და მატერიალური სარგებლით შებყრობილობის ზენიტს და ამის შედეგად ასეთი სწავლებები და პრატიკები თანდათან გახდა პოპულარული და საზოგადოებისათვის მისაღები. ეს დაიწყო XIX საუკუნიდან და XX საუკუნეში დიდი სიჩქარითა და ენთუზიაზმით გავრცელდა მსოფლიოს მასშტაბით.

რადგან ეგოიზმი და ძალაუფლებისა და ქონების სურვილი ასეთი ღრმად ფესვგადგმული ასპექტია დასავლურ სამშვინველში, სულიერებისკენ მიდრეკილი ადამიანების უმრავლესობას არასოდეს მოსდის თავში აზრად, რომ რაიმე საეჭვო და არასწორი შეიძლება იყოს დიდი სახლის, ლამაზი პარტნიორის ან მილიონერის სტატუსის მოზიდვისათვის ისეთი მეთოდების გამოყენებაში, როგორებიცაა ვიზუალიზაცია, აფირმაცია, „კეთილდღეობაზე ფიქრი“, „ოცნებების დაფა“ და სხვა ამათი მსგავსი.


მაგრამ არსებობს რაღაც არასწორი და საეჭვო ამაში - რადგანაც სწორედ ეს არის ის, რასაც წარმოადგენს შავი მაგიის განსაზღვრება.

არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ ადამიანი ცხოვრებაში მიისწრაფვოდეს დიდი რამეებისკენ, მაგრამ როდესაც ის ცდილობს მიზანმიმართულად გამოიყენოს სულიერი და მენტალური ძალები ამ მიზნების მისაღწევად, მაშინ იქცევა ეს შავ მაგიად.

ნუ ჩამოგვართმევთ ისე, თითქმოს ჩვენ მიზანმიმართულ ბოროტებაში ვადანაშაულებდეთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან: Rhonda Byrne, მისი თანამშრომლები “The Secret”-ზე მუშაობაში, Bob Proctor, Catherine Ponder, Charles Fillmore, Wallace Wattles, Ernest Holmes, Joseph Murphy, “Abraham-Hicks”, the New Thought movement და ასე შემდეგ. მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობთ, უძველესი სიბრძნის ტრადიციის ავტორიტეტზე დაყრდნობით არის ის, რომ ის სწავლებები და პრაქტიკები, რასაც ისინი ავრცელებენ სხვა არაფერია თუ არა შავი მაგია, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად ცდილობენ მის თეთრად შეღებვას, იმისათვის, რომ სრულიად უწყინარ და უმწიკვლო რამედ წარმოაჩინონ.

ეგოისუტირი ან პირადი სურვილის ოდნავი ნიშანი ან მკრთალი კვალიც კი ნებისმიერ სულიერ პრაქტიკას აქცევს თეთრი მაგიიდან შავ მაგიად. მადამ ბლავატსკაიას მიერ მოყოლილი ძველი ტიბეტური გამოთქმა ამბობს, რომ მარჯვენა ხელის გზასა და მარცხენა ხელის გზას შორის (ანუ თეთრი მაგიისა და შავი მაგიის გზებს შორის) გამყოფი ზოლი არის ისეთივე თხელი, როგორიც ობიბას ქსელია.

როგორც ხედავთ, მთელი საკითხი იკვრება იმის მნიშვნელოვნებაში, რომ ადამიანმა მიაღწიოს სრული და აბსოლუტური ალტრუიზმისა და სურვილების არ ქონის მდგომარეობას, გარდა იმ სურვილისა, რომ დაეხმაროს და ემსახუროს კაცობრიობას. საბოლოვო ჯამში სულიერი ცხოვრება სწორედ ეს არის!

ყველა ტანჯვა გამოწვეულია სურვილებით, ყველა სურვილი გამოწვეულია უმეცრებით. სურვილების მსხვერპლად შეწირვა არის ყველა რეალური სულიერი ძალისხმევის მიზანი [სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს არასწორი სურვილები]. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ასე სრულყოფილად გადმოსცა უფალმა ბუდამ თავის სწავლებასა და ფილოსოფიაში, ხოლო მასზე უფრო ადრე - კრიშნამ.

არის კიდევ ერთი სფერო, რომლითაც დღეს მრავალი ადამიანი უნებლიედ გამალებით მიექანება შავი მაგიის უფსკრულში და ეს არის სექსუალური ტანტრას პრაქტიკების სფერო.

რადგანაც ტანტრა, ისევე როგორც შავი მაგიის სხვა ფორმები, ჭკვიანურად იქნა თეთრად შეღებილი მისი წამყვანი მომხრეების მიერ, ბევრ გულუბრყვილო დასავლელ ადამიანს ჩამოუყალიბდა შეხედულება, რომ სექსუალური ტანტრა არის განუყოფელი ნაწილი ძველი აღმოსავლეთის ისეთი რელიგიებისა, როგორიცაა ინდუიზმი. ასეთი ადამიანები ხშირად ძალიან გაკვირვებულები რჩებიან, როდესაც იგებენ, რომ სექსუალურ ტანტრას ზიზღითა და სიძულვილით უყურებს ინდუსების უდიდესი ნაწილი და, რომ ის არანაირად არ არის ამ კეთილშობილური რელიგიის წარმომადგენელი.


მაგალითად, ჩვეულებრივი ნიუ ეიჯერი, რომელიც აცხადებს, რომ დაინტერესებულია ტანტრით, ეჭვგარაშეა შიშისგან უკან გადავარდებოდა, რომ სცოდნოდა ან, რომ შეჯახებოდა იმას, რასაც წარმოადგენს რეალურად ზოგიერთი ტანტრისტული პრაქტიკა. ინდუიზმის, როგორც ერთიანობის უკიდურესი დაუინტერესებლობა ტანტრიზმისადმი გამოხატულია იმ ფაქტითაც, რომ ის არ მოიპოვება ექვსი დარშანას, ანუ ინდუისტური ფილოსოფიის ექვსი მიმართულების ჩამონათვალში.

ბლავატსკაია მხოლოდ იმეორებდა ყველა დროის დიდი სულიერი მასწავლებლების შეხედულებას, როდესაც ასწავლიდა, რომ ფიზიკური სხეულის ეგრედ წოდებული „სულიერი“ გამოყენება, ან უფრო ზუსტად, ფიზიკური სხეულის გამოყენება, როგორც მეტაფიზიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტისა - მიეკუთვნება ცალსახად შავ მაგიას. თეთრი მაგები, ანუ მარჯვენა ხელის გზის ადეპტები, ფიზიკური სხეულის გამოყენებას მართებულად განიხილავენ, როგორც სრულიად არამნიშვნელოვანს, რადგან მათ იციან, რომ ფიზიკური სხეული სხვა არაფერია თუ არა გარე მატერიალური გარსი.

ნამდვილი აღმოსავლური ეზოთერიკა ამტკიცებს, რომ რეპროდუქციული სისტემის ყველა ნაწილს აქვს პირდაპირი სულიერი კავშირი მათ კოსმიურ პროტოტიპებთან და ამდენად აქ ფიზიკურ პლანზე მძლავრ ობიექტებს წარმოადგენენ შავი მაგიისთვის, ამიტომაც მიიჩნევიან არაწმინდებად.

კიდევ რომ დავაზუსტოთ: არაფერი ცუდი არაა ორი ადამიანის სქესობრივი ერთიანობისკენ მისწრაფებაში, მაგრამ როდესაც ეს განხორციელებულია სექსუალური ძალებისა თუ ფლუიდების „სულიერი“ მიზნებისათვის გამოყენების მიზნით, მაშინ ეს იქცევა წმინდად შავ მაგიად.

ამგვარი ტიპის პრაქტიკა, ბლავატსკაიას მიხედვით არის: „ყველაზე საშინელი კარმული ცოდვა“. ნებისმიერი სახის „სექსუალური მაგია“ ავტომატურად შავი მაგიაა.

ახლა მკითხველს, რომელიც გავიდა ამ სტატიის ბოლოში, შეიძლება ჩამოუყალიბდეს შეხედულება, რომ ჩვენ უბრალოდ სულიერების სფეროში სიამოვნების ჩამაშხამებლები ვართ. მაგრამ საქმე რეალურად ასე არ არის. ეს სტატია დაიწერა კაცობრიობისადმი გულწრფელი და გულითადი დამოკიდებულებიდან. რადგანაც სურვილების, პირადი ამბიციების, ეგოიზმისა და სხეულებრივი სიამოვნების ფესვები ღრმად არის გადგმული, არარეალისტური იქნება იმისი მოლოდინი, რომ ბევრი ადამიანი ნამდვილად ყურადღებით მოეკიდება ან თუმდაც უბრალოდ გაიაზრებს მაინც იმას, რაც აქ ვილაპარაკეთ. მაგრამ ამის წაკითხვის შედეგად თუ ერთი სული მაინც გადაურჩება უნებლიედ შავი მაგიის მიყოლას, კმაყოფილნი ვიქნებით და ჩვენს ძალისხმევას გამართლებულად მივიჩნევთ.


თარგმნის წყარო:
https://blavatskytheosophy.com/the-whitewas...of-black-magic/
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #129471 · Replies: 4 · Views: 5,273

Merlin
Posted on: Aug 5 2020, 04:55 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


""მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიცით ვის რა ხედვა აქვს. ვინც ხედავს ის არ იტყვის რომ "ხალხნო მეტაფიზიკურ რეალობას აღვიქვამ"""

კი, ასე მხოლოდ ცრუ მასწავლებლები იქცევიან. მაგრამ უნდა ჩანდეს სადმე. ტოლეს რასაც ვუსმენ თავის პირად შეხედულებებს და აზრებს ლაპარაკობს. მე ვერ დავინახე, რომ რაიმე ობიექტური სულიერი საფუძველი ჰქონდეს მის სწავლებას.

""კრიშნამურტიზე გეთანხმებით, მგონი ათეისტია საერთოდ biggrin.gif""

მაშინ ტოლეზეც უნდა დამეთანხმოთ, რადგან ძალიან გავს მისი იდეები კრიშნამურტის იდეებს (მე რაც ვნახე), და რაც მთავარია ძალიან აღფრთოვანებული უკითავდა ხალხს. და აქ ჩნდება კითხვა, ჩვენთვის თუ გასაგებია, რომ კრიშნამურტი დიდი ვერაფერი მასწავლებელი ვერაა, იმ ადამიანს უფრო არ უნდა ესმოდეს ეს, ვისაც ათასობით და მილიონობით ადამიანი მასტერად და გასხივოსნებულად მიიჩნევს? ჩვენ თუ რაღაცას ვხვდებით, რასაც ტოლე ვერ ხვდება, ისე ხომ არ არის საქმე, რომ რაღაცით უკვე ჩვენზე ნაკლებია? მაშინ სადღა ჩანს მისი გასხივოსნება?

""თუმცა ადამიანს მაინც აქვს უფლება სწავლებებიდან აიღოს ის რაც მისთვის მნიშვნელოვანია.. ""

კი ამის უფლება ნამდვილად აქვს ყველას.

""მაინც მგონია რომ ყველა ადამიანის გამოცდილებაში შეიძლება რაიმე ძვირფასის პოვნა.. ანუ იმის გამო რომ ვიღაც შეიძლება სულაც ათეისტია, შეიძლება რაღაც საკითხებში ეზოთერიკზე უკეთ ერკვეოდეს.""

კი, გეთანხმებით, მაგრამ როცა სულიერ მასწავლებლად მიგიჩნევს ხალხი და შენ სხვებს უკითხავ კრიშნამურტის ტექსტებს ასეთი აღფრთოვანებით, აქ ორი აზრი არაა, რომ ერთის მხრივ ეთანხმები მას, და მეორეს მხრივ პასუხისმგებლობას იღებ მის სწავლებაზე, რადგან ამ სხვა მასწავლებლის ავტორიტეტს უმყარებ შენს მსმენელებს.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129470 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 5 2020, 04:45 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


ტოლეს რაც შეეხება, კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ, ჩემი აზრით, მარტივი ეზოთერიკა ცრუ ეზოთერიკაა. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია არცერთი წიგნი თუ ავტორი, რომელიც მარტივ რამეებს ლაპარაკობს და ეს სწავლება სიცრუეზე არ იყოს დაფუძნებული.

სულიერი შემეცნება ყოველთვის რთულ რამეებს ეხება, ამიტომაც იყო, რომ ამ სირთულის დატევა აზროვნებაში ძალიან უჭირდათ ნათელმხილველებს და სიმბოლოებს იყენებდნენ. ხოლო ჩვენს ეპოქაში უკვე საკმარისად განვითარდა ადამიანის აზროვნება, რომ ლოგიკურად შეძლოს მან სულიერი სამყაროების შესახებ ცნობების გააზრება (არა აღმოჩენა, არამედ ხელდასხმულის აღმოჩენილისა და გადმოცემულის გააზრება).

შეიძლება ბევრს დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ შტაინერის გარდა არავის არ ვაღიარებ, ან რამე ამის მსგავსი. ნუ ამ დებულების მცდარობა იქიდანაც ადვილად ჩანს, რომ ბლავატსკაიას სწავლებაზეც ვწერ და ვდებ სტატიებს, მაგრამ ადვილად შემიძლია სხვა მრავალი ადამიანის დასახელება, რომლებიც ნამდვილი ხელდასხმულები იყვნენ. მაგრამ ეს ყველანი ან ისევ ბლავატსკაიას და შტაინერის გარემოცვას ეკუთვნიან ან კიდევ განეკუთვნებიან 1875 წლამდელ პერიოდს. ანუ შორეული წარსულიდან ამ დრომდე უამრავი ნამდვილი ხელდასხმული იყო და ათასობით წიგნია მათ მიერ დატოვებული, მაგრამ მათი სწავლება ძველ ეპოქას, ძველ ცნობიერებას განეკუთვნება.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129469 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 5 2020, 04:36 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


მე ნამდვილად ვერავის ვურჩევდი ენდოს იმ ადამიანის სწავლებასა და სულიერ პრაქტიკებს, რომელსაც უბრალოდ ერთ დღეს გაუნათა და "მიხვდა", და რომელიც ვერანაირად ვერ აღიქვავს მეტაფიზიკურ რეალობებს. საიტერესო მოსაუბრე ან საინტერესო მოაზროვნე კიბატონო, მაგრამ ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი არანაირად. ჯერ ჯიდუ კრიშნამურტი რა არის, როგორც სულიერი მასწავლებელი, და ახლა მეორე მასწავლებელი, რომელიც მისით საზრდოობს. აქედან კარგი რა შეიძლება გამოვიდეს არ ვიცი. smile.gif
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129467 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 4 2020, 09:04 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


თეოსოფისტების გაერთიანებული ლოჟა

უფრთხილდით ვარსკვლავურ რიშებს


ე.პ. ბლავატსკაიამ ერთხელ ერთი შეხედვით ბუნდოვანი განცხადება გააკეთა - უფრო ზუსტად კი გაფრთხილება, რომელიც თავსატეხს უჩენდა და აბნევდა თეოსოფისტების ნაწილს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში:

„ისინი, ვინც განეშორნენ ჩვენს ცოცხალ ადამიან მაჰათმებს და ჩაცვივდნენ საპტარიშების - ვარსკვლავური რიშების ხელში, არ არიან თეოსოფისტები.“

ეს განცხადება გვხვდება მის ერთ-ერთ პირად წერილში, რომელიც გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ სტატიაში „ის მკვდარია, მაგრამ მაინც ლაპარაკობს“, ეს სტატია შესულია წიგნების სერიის “H.P. Blavatsky Theosophical Articles” პირველ ტომში, რომელიც გამოქვეყნდა “Theosophy Company”-ის მიერ.

ბევრი დამოუკიდებლად ფიქრობდა იმაზე, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს. ცხადია, რომ „ცოცხალი ადამიანი მაჰათმები“ აღნიშნავს აღმოსავლეთის ადეპტებს, ანუ მასწავლებლებს [Masters], რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ თეოსოფიურ მოძრაობასთან და თვით ბლავატსკაიასთან.

როგორც ბლავატსკაია უსვამდა ხაზს ყოველთვის და თავად სიბრძნის მასწავლებლებიც - თეოსოფისტებისადმი მიწერილ წერილებში [“The Mahatma Letters”]: ისინი უშუალოდ აქ არიან, ფიზიკურ პლანზე, ფიზიკურ განსხეულებაში, რადგან სწორედ აქ არიან საჭირონი.

ამდენად ისინი არიან „ცოცხალი ადამიანი მაჰათმები“ და არავითარი „ამაღლებული მეუფეები“ ან რაიმე ამის მსგავსი. „ამაღლებული მეუფეები“ არის ამერიკელი თაღლითის გაი ბალარდის [Guy Ballard] მიერ პირველად 1930-იან წლებში ფანტაზიით შექმნილი და გავრცელებული კონცეფცია. ამ ადამიანის მიმდევრები დღეს თაყვანს სცემენ მას, როგორც „ამაღლებულ მეუფე გოდფრი რეი ქინგს“ [“Ascended Master Godfre Ray King”].

ბლავატსკაიას მიერ ნახსენები „ვარსკვლავური რიშები“ აშკარად რაღაც საწინააღდეგონი არიან ნამდვილი მასწავლებლებისა და წარმოადგენენ იმის საპირისპიროს, რასაც - რეალური მასწავლებლები. ამდენად ისინი, ვინც საკუთარ თავს აძლევენ უფლებას ჩამოსცილდნენ ნამდვილი მასწავლებლების იმპულსსა და სწავლებას და ხვდებიან ამ სხვა არსებების ზეგავლენის ქვეშ - „არ არიან თეოსოფისტები“.

უილიამ ქუან ჯაჯმა შემოგვთავაზა ამ საკითხის ახსნა 1892 წლის აგვისტოს “The Vahan”-ში, როდესაც მან დაწერა შემდეგი: „საპტარიშები, როგორც ნაგულისხმევია ბლავატსკაიას მიერ, არიან ძალიან განვითარებული ელემენტალების კლასი, რომლებსაც ხანდახან შეუძლიათ ადამიანებთან კომუნიკაცია და მოჩვენებითი ცოდნის წყალობით ახერხებენ ადამიანებს აფიქრებინონ, რომ არიან მაღალსულიერი არსებები.”

ასე რომ ვარსკვლავური რიშები არიან ძალიან მაღალგანვითარებული ელემენტალების ჯგუფი, რომლებიც თავს ასაღებენ მაღალსულიერ არსებებად და ჩვეულებისამებრ ირქმევენ გრანდიოზულ სახელებს, რომლებიც ხშირად კავშირშია ვარსკვლავებთან, თანავარსკვლავედებთან ან მსგავს ობიექტებთან, იმისათვის, რომ მოატყუონ, შეცდომაში შეიყვანონ და ჭეშმარიტებიდან შორს ამყოფონ ადამიანთა ყურადღება.

თეოსოფიური მოძრაობის ადრეულ დღეებში ძალიან ცოტა ადამიანს შეეძლო იმის გაგება, თუ რაზე ლაპარაკობდა ბლავატსკაია, როდესაც გამოქვეყნდა მისი შენიშვნა ვარსკვლავური რიშების შესახებ. მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია ზუსტად დავინახოთ რაზე ჰქონდა მას საუბარი.

ნიუ ეიჯ მოძრაობაში ახლანდელი მანია და აკვიატება ვითომდა სულიერი არსებების ან ჩენელინგის შეტყობინებებისა, რომლებიც მოდიან სირიუსიდან ან ორიონიდან; ან არქტურელები და ეგრედ წოდებული „სინათლის გალაქტიკური ფედერაცია“ - ძალიან ცხადად ასახავენ ვარსკვლავური რიშების ბუნებასა და საქმიანობას.

ათასობით და ათიათასობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გულწრფელად სჯერათ საკუთარ თავზე, რომ არიან არქტურელები, ან, რომ მოვიდნენ დედამიწაზე სხვა სამყაროდან, როგორც „ვარსკვლავური მარცვლები“, ან, რომ არიან „მეფე რა-რა-ომ ანდრომედელის“ ან „კრისტალური კუნდალინის განზომილების ინტერგალაქტიკური დედოფლის“ რჩეული ჩენელები - ან სხვა მსგავსი აბსურდი, რომელიც ხშირად მოიცავს აღმოსავლური წმინდა ტერმინების მკრეხელურ დესაკრალიზაციასა და არასწორ გამოყენებას. „აშტარის დანაყოფის ეკიპაჟი“ [“Ashtar Command Crew”] არის ამის მჭახე მაგალითი.

მთელი ამ ფანტაზიისა და ბოდვის მიღმა კონკრეტული უსიამოვნო ბუნების არსებები დგანან და როგორც ჩანს მათი განზრახვაა იმ პოტენციური სარგებლის განადგურება, რომელიც კარგ სულიერ ადამიანს შეიძლებოდა მოეტანა კაცობრიობისათვის; და ამას ისინი ცდილობენ ადამიანების გაბმით ექსტრასენსორიზმის მაცდურ სფეროში, რომლიდანაც ერთხელ შებიჯების შემდეგ ძალიან ძნელია თავის დაღწევა.

ნიუ ეიჯ მოძრაობა სხვა ბევრი არაფერია თუ არა ექსტრასენსორიზმის ორმო, რომელიც ეღობება კაცობრიობის ნამდვილი ახალი ეპოქის განთიადს იმაზე მეტად, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა რამ, რაც ადრეც გვაქვს ნათქვამი ისეთ სტატიებში, როგორებიცაა: „ექსტრასენსორული არ არის სულიერი“, ჩენელინგების საფრთხე და საცდური“ და „თეთრად შეღებილი შავი მაგია“.

ისინი, ვინც მოექცნენ ვარსკვლავური რიშების გავლენის ქვეშ, მიდრეკილნი არიან, რომ საერთოდ არ ჰქონდეთ არავითარი ინტერესი რეალური ფაქტების ცოდნის მიმართ, მათ არ აქვთ დრო ეზოთერული ფილოსოფიისა თუ სულიერი მეცნიერებისთვის, არ უყვართ აზროვნება და საკუთარი გონების გამოყენება, და ურჩევნიათ გვერდზე მოისროლონ ძველი და უკვდავი სიბრძნე და ამჯობინებენ სამეცნიერო ფატნასტიკის მსგავს ფანტაზიებს მთავარანგელოზებზე, რომლებიც კოსმიური ხომალდებით დაფრინავენ მსოფლიოს გარშემო ან მეუფეებზე (რომლებიც ხშირად ირქმევენ რეალური მასწავლბელბების სახელებს), რომლებიც პიკნიკისთვის დაიარებიან ირმის ნახტომის გალაქტიკაში.

ადამიანის ბუნებაში ჩანს, რომ რაღაც უცნაური ელემენტი უნდა იყოს, რომელიც იხიბლება ასეთი რამეებით. ჩვენ პირადად ვიცნობთ ნიუ ეიჯ ჩენელინგების ენთუზიასტებს, რომლებმაც პირდაპირ აღიარეს, რომ მათ ფანტაზია ურჩევნიათ რეალობას და, რომ იმის მიზეზი თუ რატომაც ირჩევენ ყურადღება დაუთმონ ისეთ რამეებს, როგორიცაა „სინათლის გალაქტიკური ფედერაცია“ („წყვდიადის ასტრალური ფედერაცია“ უფრო შესაფერისი სახელი იქნებოდა) არის ის, რომ მათთვის ეს არის „უფრო ამაღელვებელი“ ვიდრე ის, რასაც ნამდვილი მასწავლებლები წერდნენ და ასწავლიდნენ.

რა თქმა უნდა, ვინ მოისურვებს ისწავლოს და დანერგოს უფალი ბუდას რეალური სიტყვები - რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას, თვითდისციპლინასა და მუდმივ ძალისხმევას - როდესაც შესაძლებელია, რომ ამის ნაცვლად უბრალოდ შეხვიდე Youtube-ზე და მოუსმინო ასობით უახლესი ჩენელინგის შეტყობინებას, რომლებიც მიეწერება ბუდას და რომელთაგანაც ზოგიერთში ის შეიძლება ლაპარაკობდეს ნეპტუნზე არსებული თავისი აგარაკიდან ან „თორმეტი კოსმიური ყოვლისმბრყობელის საკრალური საბჭოს განსაკუთრებული შეხვედრიდან, რომელიც მიმდინარეობს მეშვიდე სხივის სპირალურ გალაქტიკა ექსცელსიორზე“?

შესაძლებელია მივყვეთ ასეთი ტიპის ცნობების კვალს მათ სათავეებამდე. წყაროების ამ გამოკვლევას მივყავართ ალისა ბეილის წიგნებამდე, რომელშიც გამოკვეთილია ვითომდა სულიერი ინფორმაცია სირიუსთან, პლეადებთან და დიდი დათვის თანავარსკვლავედთან დაკავშირებით და აქედან მოყოლებული ამ ყველაფერმა მიაღწია განსაცვიფრებელ კურიოზულობას დღევანდელ ნიუ ეიჯ ჟარგონებსა და ტრენდულ სიტყვებში.

დიახ, ვარსკვლავური რიშები ახლა ძალიან დაკავებულები არიან მუდმივი მცდელობებით, რომ გააბან მრავალი ადამიანის გონება და დააბრკოლონ კაცობრიობის ევოლუციის ნამდვილი სამუშაო და პროგრესი. ჩვენ უნდა გვქონდეს თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაიჭედნენ ასეთ რამეებში - ბევრი მათგანი უკვე ფსიქიკურად არის ავად, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა ვილაპარაკოდ მტკიცედ, რადგან კაცობრიობის მომავალი დაზარალდება მთელი ამ სახიფათო აბსურდის გამო.

თავდაპირველი და ნამდვილი თეოსოფიის სტუდენტები შესაძლოა ძალიან დიდ უმცირესობაში იყვნენ დღეს, მაგრამ ამისდა მიუხედავად ისინი ყურადღებას აქცევენ რობერტ ქროსბის რჩევას, მოცემულს “The Friendly Philosopher”-ში - „უსაფრთხო გზა არის ის, რომელზეც მიგვითითეს მაცნეებმა {ანუ ე.პ. ბლავატსკაიამ და უილიამ ქ. ჯაჯმა}: თქვენ გახსოვთ, რომ ბლავატსკაიამ თქვა: „უფრთხილდით ვარსკვლავური რიშების გზას“.“


თარგმნის წყარო:
https://blavatskytheosophy.com/beware-of-the-star-rishis/
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #129465 · Replies: 4 · Views: 5,273

Merlin
Posted on: Aug 3 2020, 03:37 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


https://blavatskytheosophy.com/krishnamurti-and-theosophy/

ეს სტატია მქონდა მხედველობაში.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129464 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 3 2020, 01:31 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


პირველ თხუთმეტ წუთს მოვუსმინე. კიდევ ვნახე რაღაცეები. რომ ვთქვა ძალიან ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვა მეთქი, ასე არაა. თუმცა სულიერ მასწავლებლად საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის განხილვა, ჩემი აზრით. ფილოსოფოსი უფროა ვიდრე სულიერი მასწავლებელი. კიდევ ის შემიძლია ვთქვა, რომ მაინც და მაინც შინაარსით დატვირთული არ არის მისი ლაპარაკი, მეტწილად ერთსა და იმავეს ატრიალებს. საინტერესო არაა ჩემთვის. ამ ადამიანს აქვს უფლება თავისი შეხედულებები ილაპარაკოს, მაგრამ ხალხი, რომ მას მასტერად აღიქვავს, გასხივოსნებულად, გამოღვიძებულად ან რამე ამის მსგავსი აი აქ უკვე დიდი პრობლემაა. თავისთავად მას კი აქვს უფლება ილაპარაკოს თავისი შეხედულებები, მაგრამ მისი ამ ქმედების შედეგი ძალიან ნეგატიურია, რადგან უკიდურესად პოპულარული გახდა ეს ადამიანი ბოლო ხანებში. რაც იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების რეალური შემეცნებიდან ყურადღებას სხვა რამეზე ატანინებს ხალხს, იმაზე რაც ნამდვილად ვერანაირად ვერ იქნება ჭეშმარიტი სწავლება. შემიძლია უფრო ღრმად ჩავუყვე და დეტალური არგუმენტები მოვიყვანო, მაგრამ ეს იმ დროს და ენერგიას წაიღებს, რისი უფრო ნაყოფიერად გამოყენებაც შეიძლება ჩემი მხრიდან. ამიტომ აქ გავჩერდები.

ზემოთ რაც დავწერე მე-ზე, შეიძლება ტოლეს იდეოლოგიის მთლად ზუსტად გაგებიდან არ გამომდინარეობდა, მაგრამ რაც ვნახე საფუძველი მქონდა ასე მეფიქრა. კონკრეტულად კი, გარდა ვიკიპედიის ზემორე ციტატისა, აი აქედანაც გავაკეთე დასკვნა: https://youtu.be/CR2bwQUc090?t=78 აქ ტოლე ამბობს, რომ კრიშნამურტი საკუთარ თავზე ლაპარაკისას არ ახსენებს "მე"-ს, არამედ მესამე პირში ლაპარაკობს... ტოლეც ეთანხმება ამგვარი მიდგომას, როგორც ჩანს. ასევე შემდეგ არის ის სიტყვები სადაც კრიშნამურტი ამბობს, რომ მისი ტვინი იყო ფხიზელი, და ტოლე ამბობს, რომ ტვინის ნაცვლად შეეძლო ეთქვა გონება, ან ცნობიერებაო. - სხვაგან შეიძლება არ დაეთანხმოს იმას, რომ გონება ტვინიდან მოდის, მაგრამ მისთვის აშკარად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს (და მით უმეტეს კრიშნამურტისთვის), თუ გონებისა და ცნობიერების ნაცვლად ტვინს იტყვის ადამიანი. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს.

ამ თემასთან დაკავშირებით მომავალში დავდებ სტატიას.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129463 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 2 2020, 09:11 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


QUOTE(chemikerin101 @ 2nd August 2020 - 05:03 AM) *
ხოლო "I" არის მაღალი "მე"..
აქ ტერმინოლოგიაზეა მგონი უფრო, ყველა სხვადასხვანაირად არქმევს.. ანუ "self" რო გაქრაო "I" დარჩაო. ანუ აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომ ადგილი ჰქონდა "მე" ცნობიერების დაბინდვას.


შესაძლებელია ასეც იყოს საქმე. მე ეხლა ვეცნობი ტოლეს, და აქ თქვენთან ერთად გავდივარ ასე ვთქვათ, ვნახულობ რაღაცას და ვწერ რაც მნიშვნელოვნად მომეჩვენა. საბოლოვოდ შეიძლება სხვა დასკვნამდე მივიდე. უბრალოდ ეხლა ავირჩიე, რომ შეხედულებების ჩამოყალიბების პროცესი თქვენთან ერთად გამევლო, რაც იმასაც გულისხმობს, რომ არასწორი შთაბეჭდილების მოხდენის შესაძლებლობა დიდია, შედარებით იმასთან რომ მენახა ყველაფერი რაც საჭიროა და მერე დამეწერა აზრი. თანაც წინააღეგობა რომ მხვდება თქვენი სახით, ესეც კარგია, რადგან უფრო მეტად ჩაძიების საჭიროებას აჩენს.

თუმცა - სადმე გინახავთ ტოლე, რომ დაბალ და მაღალ "მე"-ს მიჯნავდეს ერთმანეთისგან? შეგიძლიათ დადოთ? იმიტომ, რომ ამას კრიშნამურტი თუ ძალიან მოსწონს, კრიშნამურტი ამბობდა, მაღალი და დაბალი მე ადამიანების გამოგონებული კატეგორიებიაო... ანუ გარკვეულწილად ლოგიკურ ჩიხამდე მივდივართ მაინც...

და თანაც სულ რომ მაღალ მეზე ჰქონდეს ლაპარაკი, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი, რა ვიცით, რომ ეს რასაც მაღალ "მე"-ს არქმევს ის ნამდვილად მაღალი მეა? რის საფუძველზე უნდა დავუჯეროთ მას? იმის საფუძველზე, რომ გაუნათა?
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129459 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 2 2020, 09:03 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


ჩვენმა ეპოქამ, რადგან ცნობიერი სამშვინველის ეპოქაა თან მოიტანა ახალი შესაძლებლობები: ცნობიერი სამშვინველის განვითარებისა ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ მოიტანა "მე" ცნობიერების პრობლემები, რადგან რაც ვითარდება ის ექვემდებარება ასევე ხარვეზებს. ამდენად სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანში გაიღვიძებს გარკვეული მიმართებები საკუთარ მე ცნობიერებასთან დაკავშირებით, რადგან ეს სფერო აქტიური გახდა ევოლუციის თვალსაზრისით. ბევრ ადამიანს ეგონება, რომ "მე"- ცნობიერების დაბინდვის პრობლემა, რადგან ამან შეიძლება კომფორტული შინაგანი მდგომარეობაც კი გამოიწვიოს, სულიერი გამოღვიძების ტოლფასია - რაც სინამდვილეში რეალობის სრული საპირისპიროა, რადგან მე ცნობიერებამ წინ უნდა წამოიწიოს პირიქით. "მე" ცნობიერების პრობლემებს ეჯახება ადამიანი, და ამ პრობლემების სწორად გადაწყვეტის ნაცვლად ადამიანები პირიქით "მე"-სგან გამიჯვნას ირჩევენ, აზროვნებას ახშობენ და სხვა უამრავ მეთოდს იყენებენ. ამ გზით რეალურად უკან მივდივართ წარსულისკენ, იმ მდგომარეობისკენ, როდესაც ადამიანს თვითცნობიერება არ ჰქონდა გამოკვეთილი.

შემდეგი რაც უნდა ითქვას არის ის, რომ უბრალოდ ასე ადამიანს "გაუნათოს" და სულიერი მასწავლებელი გახდეს (მით უმეტეს გაუნათოს არა ნათელხილვის გამოღვიძების გაგებით, რასაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს რეალურად, არამედ ფსიქოლოგიური ცვლილების გაგებით), უბრალოდ ძალიან არასერიოზულს ხდის ამ ადამიანის სწავლებას - ეზოთერული თვალსაზრისით. თუ ადამიანი სულიერებაზე ლაპარაკობს ობიექტური ნათელხილვის გარეშე მისი აზრების სანდოობა ძალიან საეჭვოა. იგივე შეიძლება ითქვას კრიშნამურტიზეც - ეს თვითნაბადი აზრებით ხალხის მწყემსვა რეალურად ბოროტებაა, რადგან ჭეშმარიტებას შეუძლებელია ასე მოემსახურო.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129458 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 2 2020, 08:49 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


ტოლეზე, ვიკიპედიიდან:

One night in 1977, at the age of 29, after having suffered from long periods of depression, Tolle says he experienced an "inner transformation".[5] That night he awakened from his sleep, suffering from feelings of depression that were "almost unbearable," but then experienced a life-changing epiphany.[13] Recounting the experience, he says:

"I couldn’t live with myself any longer. And in this a question arose without an answer: who is the ‘I’ that cannot live with the self? What is the self? I felt drawn into a void! I didn’t know at the time that what really happened was the mind-made self, with its heaviness, its problems, that lives between the unsatisfying past and the fearful future, collapsed. It dissolved. The next morning I woke up and everything was so peaceful. The peace was there because there was no self. Just a sense of presence or "beingness," just observing and watching."[15]


Однажды ночью в 1977 году, в возрасте 29 лет, после длительных периодов депрессии, Толле говорит, что пережил «внутреннюю трансформацию». [5] Той ночью он проснулся от сна, страдая от чувства депрессии, которые были «почти невыносимыми», но затем испытали изменяющее жизнь прозрение. [13] Рассказывая об опыте, он говорит:

Я не мог больше жить с собой. И в этом вопросе возник вопрос без ответа: кто такое «я», которое не может жить с самим собой? Что такое я? Я чувствовал себя втянутым в пустоту! В то время я не знал, что на самом деле произошло умственное «я» с его тяжестью, своими проблемами, которое живет между неудовлетворительным прошлым и страшным будущим. Это распалось. На следующее утро я проснулся, и все было так мирно. Мир был там, потому что не было себя. Просто ощущение присутствия или «бытия», просто наблюдение и наблюдение. [15] [გუგლ თრანსლეითით, ავტომატური თარგმანი].

ესაა ის რამოდენიმე წინადადება რაც ამჟამად მომხვდა თვალში. ანუ რაღაც გამონათება ჰქონდა ესეიგი, და შევიდა იმ მდგომარეობაში, როცა "მე"-ს განცდა არ დაკარგა და ამან მოიტანა სიმშვიდის შეგრძნება. აქ პირველ რიგში რაც საგანგაშო ფაქტია, ესაა ის, რომ აქ სპონტანურ რაღაც გასხივოსნებაზე არის ლაპარაკი (მისი აზრით გასხივოსნებაზე), რაღაც ისეთზე რაც ჯიმ ქერისაც მოუვიდა, როგორც ჩანს. და მეორე საგანგაშო ფაქტი: ამ გასხივოსნებამ "მე" ცნობიერების გაქრობა მოუტანა. შემდეგ კი მოხდა ეს:

After this period, former Cambridge students and people he had met by chance began to ask Tolle about his beliefs. He began working as a counsellor and spiritual teacher.[5] Students continued to come to him over the next five years.

После этого периода бывшие кембриджские студенты и люди, с которыми он случайно встретился, начали расспрашивать Толле о своих убеждениях. Он начал работать в качестве советника и духовного учителя. [5] Студенты продолжали приходить к нему в течение следующих пяти лет.

ანუ აქ არავითარ რეალურ სულიერ წვდომაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ღრმა დეპრესიიდან ადამიანს გაუნათა, მე ცნობიერების დაკარგვის შეგრძნებამ სიმშვიდის გრძნობა მოუტანა (ასეთ სიმშვიდეს რა თქმა უნდა მოიტანს "მე"-ც ცნობიერების დაბინდვა, რადგან ამ დროს ყველა ადამიანური პრობლემა ქრება, და ადამიანი უბრალოდ სამყაროს დამკვირვებელი ხდება, ისე როგორც ცხოველია დამკვირვებელი, რადგან მასაც არ გააჩნია "მე"). შემდეგ კი ეს ადამიანი, რადგან როგორც ჩანს გარკვეული განათლება და აზროვნების უნარი აქვს, საინტერესოდ გადასცემდა თავის შეხედულებებს სხვა ადამიანებს, და ხალხიც დაინტერესდა მისით. ანუ აქ ერთი ადამიანის პირად შეხედულებებზეა ლაპარაკი, როგორც ჩანს, რომელიც ამ "გამონათებაზეა" დაფუძნებული.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129456 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 2 2020, 08:18 AM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


რაც შეეხება ეკჰარტ ტოლეს. პირველ რიგში ეს (სათაურიც საკმარისია):
https://www.youtube.com/watch?v=5Y2yOZGgHuY

ანუ აქედან ის ჩანს, რომ მოხიბლულია კრიშნამურტის ფილოსოფიით. ეს ფაქტი მოვინიშნოთ გონებაში, რადგან კრიშნამურტიზე, ახლა უკვე როგორც ფილოსოფოსზე, ახლო მომავალში დავდებ სტატიას...
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129455 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 1 2020, 03:51 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


QUOTE(chemikerin101 @ 1st August 2020 - 11:45 AM) *
პრაქტიკაზე..


პრაქტიკასაც გააჩნია, თუ აქ ცნობიერების განვითარების პრაქტიკებზეა ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ თუ ნათელხილვის გამომუშავებას გულისხმობთ, ამ შემთხვევაში - არა. რადგან თუ ადამიანმა ასეთ ცოდნას ვერ გაართქვა თავი სულიერ სამყაროებთან უშუალო შეხებას მით უმეტეს.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129453 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 1 2020, 03:30 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


QUOTE(chemikerin101 @ 31st July 2020 - 09:01 AM) *
ამ შორეულ პერსპექტივებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ცოტა ზედმეტია...



შორეული საკითხების დაწერის გზით შტაიერმა შეძლოს ისეთი მემკვიდრეობის დატოვება, რომელიც ადამიანის წინაშე დასმულ თითქმის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა, და ასევე შესაძლებლობას აძლევს მთელს კაცობრიობას, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს. ეს კიდევ შეუძლებელი იქნებოდა უბრალოდ მარტივი რეცეპტები, რომ ეწერა შტაინერს.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129451 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 1 2020, 03:26 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას ანთროპოსოფია იძლევა, რა თქმა უნდა. მაგრამ ამის მისაღწევად მაინც ბევრი რამის შესწავლა გიწევს.

QUOTE(chemikerin101 @ 31st July 2020 - 09:01 AM) *
ანუ იმის თქმა მინდა, რომ სიტყვაზე თუ ადამიანს სჯერა ისეთი რაღაცის რაც მის გამოცდილებაში არ არის (აბსოლუტური სიმართლეც რომ იყოს რისიც სჯერა), დოგამტიკოსია მაინც და "რაღაცისტი".


ანთროპოსოფიის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად ადამიანი იმდენად მეტ მიზეზს პოულობს, რამდენადაც მეტი ზოგადი განათლება აქვს მას, რამდენადაც კარგად აზროვნებს და რამდენადაც სწორად გრძნობს. მე რაშიც ვერკვევი ზოგადად იმაზე შტაინერი ისეთ ახსნებს იძლევა, რომ მე სრულიად დარწმუნებით შემიძლია ვუთხრა საკუთარ თავს, რომ სხვანაირად შეუძლებელია იყოს. ანუ ყველას თავისი საბაზისო ცოდნიდან შეუძლია დასკვნა გააკეთოს. ხოლო ვისაც საბაზისო ცოდნა არ აქვს ზოგადი განათლების სახით იმას ძალიან გაუჭირდება გარჩევის უნარის გამომუშავება. ეს ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ - თუ შტაინერმა იმ რამოდენიმე სფეროში, რაშიც ერკვევი ისეთი ზუსტი ახსნა მოგცა, რომ ფიქრობ, რომ სხვანაირად შეუძლებელია იყოს, იმ სფეროების მიმართაც გიჩნდება ნდობა რომელშიც ვერ ერკვევი. ანუ მე ეკონომიკაში ვერ ვერკვევი, მაგრამ გარკვეული ლოგიკური ნდობა მაქვს, რომ შტაინერის ეკონომიკური იდეები ძალიან დიდი ალბათობით უკიდურესად ჯანსაღი და პრაქტიკული იდეები იქნება. მოკლედ ძალიან ბევრი არგუმენტი და მიზეზია იმისათვის, რომ ადამიანს არ დასჭირდეს ბრმად ნდობა. და თუ მაინც ბრმა მიდგომას ირჩევს ვინმე ეს უკვე მისი პრობლემაა.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129450 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 1 2020, 03:14 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


ეხლა რაც შეეხება უშუალო პრობლემას: გარკვეულ წილად გეთანხმებით, უფრო სწორად კი მესმის კარგად რასაც ამბობთ, რადგან ზუსტად ამას ვამბობდი მეც თავის დროზე, კერძოდ კი აი ამას: "რა დროს მზის სულებზე და მეორე იერარქიის არსებებზე ლაპარაკია, როდესაც ამდენი პრაქტიკული პრობლემებია ადამიანის ცხოვრებაში გადასაჭრელი?" - ზუსტად ეს განწყობა მქონდა ხოლმე დასაწყისში. მაგრამ რაც მეტს ვსწავლობ ვხვდები, რომ ყველა პრაქტიკული პრობლემის რეალურად, ნამდვილად, არსობრივად და ცნობიერად გადაწყვეტას სწორედ ამდენი ცოდნა სჭირდება. სხვანაირად შეგვიძლია მივაკითხოთ სხვა და სხვა მასწავლებლებს, რომლებსაც მივუტანთ პრობლემას და კონკრეტულ რეცეპტს გამოგვიწერენ, მაგრამ პრობლემების ეს მარტივი გადაჭრის გზები არ გვაძლევს პრობლემის რეალური წვდომის შესაძლებლობას და ამდენად ამ პრობლემის არსობრივად გადალახვის ნაცვლად მეტწილად დროებითი მიჩუმება ხდება იმ მეთოდებით, რომლის მუშობის სიღრმისეულ პრინციპებსაც მეტწილად თავად ვერ ხვდება ადამიანი (ვერც მასწავლებელი და ვერც მოსწავლე). უფრო ხშირად ასეთი პრაქტიკები ერთ პრობლემას ცოტა ხნით აყუჩებს, მაგრამ დიდ მასშტაბებში აღმოჩნდება, რომ სხვა რამის დაზიანების ხარჯზე აკეთებენ ამას.

თანაც ეს შორეული საკითხები მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათშია ის ცოდნა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს რეალურად გავიგოთ რა ხდება ადამიანისა და კაცობრიობის თავს. ანუ ობიექტურად გვეხება ჩვენ ის შორეული რეალურობები მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა მათ შესახებ. პირდაპირ პრაქტიკა თეორიული ღრმა ცოდნის გარეშე კრახისთვისაა განწირული. და ბოლოს - რა თქმა უნდა აბსოლიტურ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ყველა სულიერებით დაინტერესებული ადამიანი ამ შორეულ რეალობებზე ფიქრში ჩაეფლოს, რადგან თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს როდის რისი სწავლა ღირს. იმიტომ რომ ნამდვილად არ შეიძლება ყველა ადამიანს ურჩიო, განურჩევლად მისი მოცემულობისა, ახლავე ჩაეფლოს ასეთ საკითხებში.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129449 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Aug 1 2020, 02:55 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


QUOTE(chemikerin101 @ 31st July 2020 - 09:01 AM) *
აი მაგალითისთვის, ეკჰარტ ტოლე რომ ავიღოთ, ისეთი რაღაცეები უწერია რაც ეხლა არის საჭირო და აქტუალური.


დავიწყოთ აქედან: მიუხედავად იმისა, რომ ეკჰარტ ტოლეს ნორმალურად არ ვიცნობ, რაც ვიცი მის შესახებ ისაა, რომ ეს ადამიანი ასწავლის იმას, რომ ბევრი აზროვნება საჭირო არ არის. (თუ არასწორად მახსოვს რამე მითხარით). ხოდა ამას რომ ამბობს ადამიანი უკვე ცრუ მასწავლებელია.

  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129448 · Replies: 32 · Views: 9,957

Merlin
Posted on: Jul 22 2020, 10:45 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 06:43 PM) *
ანუ აზრებს კი არ ახლავს "ნეგატიური სიცარიელე", არამედ მექანიკურ გათიშვას მოყვება "ნეგატიური სიცარიელე".. ეს იყო ნაგულისხმები..


კი, გავიგე, თურმე ერთსა და იმავეს ვამბობთ ორივეsmile.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #129419 · Replies: 22 · Views: 9,087

Merlin
Posted on: Jul 22 2020, 10:44 PM


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360


QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 06:28 PM) *
გასაგებია. ვიგულისხმე რომ მხოლოდ გათიშვა და "სიცარიელეში" დარჩენა არ არის სწორი, ჩემი აზრით.. და სწორედ ამ სიცარიელეში რომ არ დარჩეს ადამიანი, ნატიფი აღქმა-დაკვირვების ჩართვაა საჭირო..


ახლა გავიგე და გეთანხმებიsmile.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #129418 · Replies: 22 · Views: 9,087

31 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 22nd January 2022 - 12:55 AM