IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> შინაგანი დიალოგის გაჩერება, პრაქტიკა
old_man
post Jul 22 2020, 03:21 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემას ადრეც შევხებივართ, ბევრი სულიერი მასწავლებელი საუბრობს ამაზე
მაგრამ აქ უშუალოდ ჩვენს გამოცდილებაზე ვისაუბროთ. არ გვინდა არანაირი თეორია და წიგნი
აქამდე მარტო მედიტაციის დროს ვახერხებდი შინაგანი დიალოგის გაჩერებას
მაგრამ დავიწყე დღის განმავლობაშიც და ვიტყვი რომ გამომდის უკვე
პრაქტიკა ასეთია, როგორც კი ფიქრები გამიტაცებს და ვიხარშები შინაგან დიალოგში, ვიჭერ ამ მომენტს და ვიწყებ ფიქრებზე დაკვირვებას თითქოს ეს ფიქრები მე არ მომდის, არამედ გადის ეკრანზე ისე რომ არ მივყვები მათ, არ ვაიგივებ ჩემს პიროვნებას მათთან
მეორე საფეხურზე ვცდილობ სრული იგნორი გავუკეთო მათ და თანდათან ქრება ეს დიალოგი...
და რა ხდება ამ დროს? აქ იძულებული ვარ მაინც შევეხო თეორიას, მაგრამ მათ გავლენის გამო არ ვწერ აქ.
შევდივარ ზუსტად იმ მდგომარეობაში, რასაც ტოლე უწოდებს არსებობის ღრმა მდგომარეობას
რა მდგომარეობაა ეს? სრული სიმშვიდე, ფორიაქის გაქრობა. ამ მდგომარეობაში შემოდის სიყვარულის მდგომარეობაც, როცა აღარ გიჩნდება პროტესტის გრძნობა და სურვილი შეჰყვე კონფლიქტებს, წყენებს.

ეს სიყვარულის მდგომარეობა, რაც ვახსენე, ჩემი დაკვირვებებით სრულიად განსხვავდება იმ ე.წ. სიყვარულის პრაქტიკისგან, რასაც ადრე ვაკეთებდი
ის იყო სიყვარულის ხელოვნურად გამოწვევა და გაგზავნა, პოზიტიური აზროვნება (ფილმი სეკრეტი თუ გახსოვთ)
ხოლო ეს მდგომარეობა რაზეც ვსაუბრობ არაა ხელოვნურად გამოწვეული

თქვენი მოსაზრებები და პრაქტიკული დაკვირვებები მაინტერესებს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 22 2020, 05:29 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან კარგი თემაა
შინაგანი დიალოგი კი მაქვს და ის ვიცი როდის ძლიერდება, ვთქვათ როცა რამე შეცდომას დავუშვებ და მერე თავის გამართლებას ვიწყებ საკუთარ თავთან, აი ამას კი ვაკვირდები რომ რასაც ქვია სინდისი როგორ იწყებს კამათს თუ რა არის სწორი და რა არასწორი მაგრამ დამკვირვებლის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა არ მიცდია.

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 22 2020, 08:16 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როცა შინაგან დიალოგს ვთიშავთ ჯერ რაღაც სიცარიელე დგება
მაგრამ მერე შემოდის ის მდგომარეობა რაც სიტყვებით რთული ასახსნელია


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 22 2020, 08:31 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზოგს ეს ვერ წარმოუდგენია და ჰგონია რომ ამით გონება გაითიშება
მაგრამ არაა, ასე. გონება გადადის როგორც კომპიუტერს სლიფზე დააყენებ და ჩართავ ეგრევე როცა დაგჭირდება
ძაან მაგარი მდგომარეობაა, იღვიძებს პიროვნების შინაგანი არსი



--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 22 2020, 08:46 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალკოჰოლს ადამიანი სწორედ ამიტომ ეტანება რომ გათიშოს შინაგანი დიალოგი
ამას ვერ ხვდებიან. "რომ ვსვამ კარგად ვარ" ამბობენ. მაგრამ რატომ ხდებიან კარგად ვერ აცნობიერებენ

ისე დაკვირვებული ვარ, ქალს უფრო შეუძლია ამ მდგომარეობაში შესვლა
ამიტომაც ნაკლებად ეტანებიან ალკოჰოლს, ნარკოტიკებს. ამის გარეშეც შეუძლიათ ცხოვრების სიხარული შეიგრძნონ.
ნახეთ მედიუმები ძირითადად ქალები არიან, რადგან ადვილად თიშავენ ტვინს

ან რომ დაინახავთ ორ გამხმარ ხეს, მოღრუბლულ ცას და იტყვით, ო ღმერთო რა მშვენიერია biggrin.gif
კაცი ვერ დაინახავს, იმიტომ რომ ტვინით ვერ შეიგრძნობს

უბრალოდ ასეთი მდგომარეობები დიდ ხანს არ გრძელდება ხოლმე და ესაა პრობლემა


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 22 2020, 08:55 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 22nd July 2020 - 08:46 PM) *
ნახეთ მედიუმები ძირითადად ქალები არიან, რადგან ადვილად თიშავენ ტვინს


მერე მაგ მედიუმებიდან რამდენი გამრუდებული ინფო მოდის? biggrin.gif

პირიქით დიდი ნამდვილი მასწავლებლები ძირითადად სულ კაცები არიან..
ღმერთიც კი მამა ღმერთია, ძე ღმერთიც ძეა biggrin.gif biggrin.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 22 2020, 09:01 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით, ტვინის გაჩერებას სქესთან არ აქვს არანაირი კავშირი..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 22 2020, 09:02 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 08:55 PM) *
მერე მაგ მედიუმებიდან რამდენი გამრუდებული ინფო მოდის?

იცი რას ვგულისხმობ, მაგ დროს კონტაქტის მთავარი პრინციპია ტვინის გათიშვა მოხდეს რომ ადამიანი გამტარი გახდეს, ინფორმაციის მიმღები. ქალი ამას უფრო კარგად ახერხებს.
გამრუდებული ინფო იმიტომ რომ ათასნაირ საეჭვო რეპუტაციის სულებს ეკონტაქტებიან )

სულიერი მასწავლებლობა სხვა დონეა. ისინი კონტაქტიორები არ არიან.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 22 2020, 09:51 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 22nd July 2020 - 05:02 PM) *
ისინი კონტაქტიორები არ არიან.


თუ სიტყვა კონტაქტორს რეალური მნიშვნელობით ვიგულისხმებთ, ნამდვილი კონტაქტორები სწორედ ისინი არიან. მედიუმები კი ვითომ კონტაქტორებიsmile.gif

QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 05:01 PM) *
ჩემი აზრით, ტვინის გაჩერებას სქესთან არ აქვს არანაირი კავშირი..


შეიძლება ჰქონდეს, რადგან აზროვნებაზე უფრო კაცია ორიენტირებული და ქალი უფრო გრძნობაზე, მარა ამას ეხლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი აზრით.

ზოგადად შინაგანი დიალოგის გაჩერებას რაც შეეხება - ვერ ვიტყვი, რომ უხიფათო წამოწყებაა. ჩემი აზრით ნებისმიერი პრაქტიკა, რასაც ხელს მოვკიდებთ, სანამ კეთებაზე გადავსულვართ, კარგად უნდა გამოვიკვლიოთ რა არის და რასთან გვაქვს საქმე? საიდან მოვიდა? რამდენად სანდოა ის წყარო, საიდანაც მოვიდა? ვის უკეთებია? რას მიაღწიეს? რაში იყენებენ? ვინც აკეთებს, რამდენად იგივე გზას ადგას რასაც მე? რამდენად იგივე მიზნები აქვს? და ასე შემდეგ... ანუ მთელი რიგი კითხებია ჩემი აზრით, რაც ღირს, რომ საკუთარ თავს დავუსვათ, სანამ რამეს მოვკიდებთ ხელს, იმიტომ რომ სიმართლე, რომ გითხრათ მრავალი რამის ცდის შემდეგ ღრმად დავრწმუნდი იმაში, რომ ის პრაქტიკებიც კი, რომლებიც ყველაზე უწყინარნი ჩანან, რეალურად შეიძლება საკმაოდ სახიფათოები იყვნენ (იმას არ ვამბობ, რომ რახან სახიფათოა, ესაა ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ სახიფათოა - ნიშნავს, რომ სანამ გაკეთებაზე გადავალთ მის გარშემო ღირს, რომ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე წინასწარ გვქონდეს პასუხი, რათა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე).

აზროვნების გაჩერებას რაც შეეხება, ამა თუ იმ ფორმით მსგავსი პრაქტიკა თითქმის ყველგან შემხვედრია, მაგრამ სხვა და სხვა სწავლებებში ეს ერთი შეხედვით ერთი და იგივე რაღაცას (ისევე როგორც სხვა მრავალ, ერთი შეხედვით იგივე რამეებს) ძალიან განსხვავებული დატვირთვა აქვთ ხოლმე.

ერთი რამ ცხადია - ადამიანის აზროვნებაშიც, გრძნობებშიც და ნებაში ქაოსია. ამას რამე უნდა მოუხერხოს ადამიანმა დროთა განმავლობაში. აზრები შემაწუხებელია, რადგან მისი გზით უამრავი ნეგატიური გავლენა შემოდის, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც აზროვნების გაჩერებას ვცდილობ, ერთის მხრივ კი ვისვენებ, მაგრამ მეორეს მხრივ სრულიად მარტო ვრჩები, უფრო სწორად აღარც ვრჩები, შინაგანი დიალოგის გაჩუმება, მაგალითად რბილი ხედვით, მე რასაც დავკვირვებულვარ, თვითცნობიერებასაც თიშავს. შინაგანი დიალოგის გათიშვით კი კომფორტულ მდგომარეობაში შედიხარ, მაგრამ ეს ევოლუციაში უკან გადადგმულ ნაბიჯს გავს. არსებობს შტაინერის ასეთი ლექცია "არაპიროვნული, პიროვნული, ზე-პიროვნული", ამ ლექციაში ახსნილია, რომ ადამიანს ლემურიის ეპოქამდე არ გააჩნდა "მე", იყო განვითარების ცხოველურ დონეზე, შემდეგ მან სულიერ არსებათაგან მიიღო ღვთაებრივი "მე" და იქცა ადამიანად, მაგრამ მე-ს გაჩენას მოყვა ეგოიზმის დაბადებაც, ლუციფერის ცდუნების შედეგად. ამდენად ახლა ადამიანი იმყოფება მე ცნობიერებაში, რასაც თან ახლავს ეგოიზმი და აქედან - ტანჯვაც. ამ მდგომარეობიდან ადამიანს ორ გზას სთავაზობენ ამ მხრივ: ერთია შემოთავაზება, რომელიც მეტწილად აღმოსავლეთიდან მოდის, რომ ადამიანი უნდა შეტრიალდეს წარსულის მდგომარეობაში, ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და მოიპოვოს სულის სიმშვიდე, მაგრამ ასეთ შემოთავაზებას რეალურად უკან მიყავს ადამიანი, ევოლუციის წინა საფეხურებისკენ, სადაც უფრო ნაკლები განვითარება, მაგრამ მეტი კომფორტი იყო. ანუ პიროვნულიდან ისევ არაპიროვნულთან მიახლოვებისკენ წასვლაზეა ლაპარაკი. ხოლო მეორე შემოთავაზება ადამიანს მოუწოდებს, რომ პიროვნულიდან არაპიროვნულისკენ კი არ შებრუნდეს, არამედ ზე-პიროვნულისკენ. განსხვავება ამ ორ შემოთავაზებას შორის ყველაზე ნათლად არის ხოლმე გამოხატული იმაში, თუ რას გვთავაზობენ აზროვნებასთან დაკავშირებით: ერთი ნაწილი გვეუბნება, რომ ამდენი აზროვნება არ არის საჭირო, და აუცილებელ პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, ხოლო მეორე გვეუბნება, რომ ადამიანმა ამდენი საუკუნის განმავლობაში ტყუილა არ ავითარა აზროვნება, აზროვნება საჭიროა, აუცილებელია და არათუ უნდა შემცირდეს, არამედ პირიქით უნდა გაძლიერდეს, დაიხვეწოს და საბოლოვოდ უნდა განსულიერდეს... უფრო უკეთესად რომ ვთქვათ, ქაოტური აზროვნების პრობლემას აზროვნების შეწყვეტით კი არ უნდა მოუაროს ადამიანმა, არამედ მოწესრიგებით, რადგან ამ ქაოსს უნებლიე თავის ნებაზე მიშვებული აზრები იწვევენ, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას ადამიანის სიფხიზლით, აზრობრივნებაში ცნობიერების ჩართვით, რათა თავად ადამიანმა გადაწყვიტოს რაზე იაზროვნებს, როგორ და როდის. იმას რასაც ჩვენ ქაოტურ აზროვნებას ვეძახით სინამდვილეში ფსევდო აზროვნებაა, რადგან ასეთი აზრები რეალურად არის გრძნობების, წარმოდგენებისა და აზრების ნაგლეჯების ქაოტური მორევი. ამდენად ადამიანმა უნდა მიაღწიოს ცნობიერების ჩართვის გზით პირველ რიგში აზრების დასუფთავებას, წმინდა აზროვნების გამომუშავებას, რომელსაც შეუძლია ადამიანი ეთერული სამყაროს და კიდევ უფრო მაღალი სამყაროების აღქმის უნარამდე მიიყვანოს. ანუ ამდენი ხანი აზროვნება იმიტომ ვავითარეთ, რომ შემდეგ ეს უნარი სულიერ სამყაროებში ცნობიერად შესვლისთვის გამოვიყენოთ...

ხოლო რაც შეეხება შინაგანი დიალოგის შეწყვეტას, დადებითი მომენტების მიუხედავად (ან შეიძლება, იმ მომენტების მიუხედავად, რაც მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს დადებითად), ერთიანობაში მრავალი ნეგატიური პროცესი დამიფიქსირებია. საშიშად ნეგატიური. მარტო ერთხელ და ორჯერ გაკეთება, შეიძლება არაფერი, მარა ერთ არასწორ რამეს მეორე შეიძლება დაუმატოს ადამიანმა (ცოტ-ცოტა), მეორეს მესამე და ყველაფერი ერთად ამ ცოტ-ცოტადან დიდ დაზიანებად შეიძლება შეიკრას.

ანუ მოკლედ დაბეჯითებით ვერ გეტყვი, შინაგან დიალოგთან დაკავშირებით, რომ ესეა სწორი და ისე არა, ან პირიქით, მაგრამ ერთი ის კი ნამდვილად შემიძლია გითხრა, რომ ჯობია ასეთი ერთი შეხედვით უწყინარი პრაქტიკის შემთხვევაშიც კი ზუსტად ვიცოდეს რას ვაკეთებთ და რატომ, იმიტომ რომ მე რაც მიკეთებია ეს პრაქტიკა სხვა და სხვა ფორმით, აშკარად საკმაოდ დიდი პოტენცია აქვს, რომ ადამიანი დააზიანოს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 22 2020, 09:56 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამოცანა გვეკითხება:
QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 04:55 PM) *
მერე მაგ მედიუმებიდან რამდენი გამრუდებული ინფო მოდის?


პასუხი: იმდენივე, რამდენი ინფოც მოდის ზოგადადbiggrin.gif ანუ ამ გზით საერთოდ მოსული ინფორმაციის რაოდენობა ზუსტად ემთხვევა ამ გზით მოსული გამრუდებული ინფორმაციის რაოდენობას, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ერთი შეხედვით.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 22 2020, 10:08 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 22nd July 2020 - 09:51 PM) *
აზრები შემაწუხებელია, რადგან მისი გზით უამრავი ნეგატიური გავლენა შემოდის, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც აზროვნების გაჩერებას ვცდილობ, ერთის მხრივ კი ვისვენებ, მაგრამ მეორეს მხრივ სრულიად მარტო ვრჩები, უფრო სწორად აღარც ვრჩები, შინაგანი დიალოგის გაჩუმება, მაგალითად რბილი ხედვით, მე რასაც დავკვირვებულვარ, თვითცნობიერებასაც თიშავს.


მიცდია მსგავსად აზრების გათიშვა, რომელსაც რაღაცნაირი "ნეგატიური სიცარიელე" ახლავს თან. ალბათ ეს თვითცნობიერების გათიშვასთან არის დაკავღიებული. "მე"-ს შესუსტებასთან.. ჩემი აზრით როცა აზრების გათიშვაზეა ლაპარაკი, აქ უნდა ვიგულისხმოთ "ტვინური" აზრების გათიშვა და პარალელურად "ზედა" ნამდვილი აზრების და აღქმადობის წამოწევა.. ანუ ეს ორი პროცესი პარალელურად უნდა ხდებოდეს....


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 22 2020, 10:17 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 10:08 PM) *
პარალელურად "ზედა" ნამდვილი აზრების და აღქმადობის წამოწევა..


ოღონდ ამ წამოწავაში არ ვგულისხმობ რაღაც გრძნობის ძალით გამოქაჩვას.. ნატიფი დაკვირვება უნდა ჩაირთოს..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 22 2020, 10:18 PM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არა, არასასურველი აზრები უნდა გათიშო, ეს ბუნებრივი და ნორმალური პროცესია. მე ლაპარაკი მქონდა იმაზე, რომ მთლიანად შინაგანი დიალოგის გამორთვა, მე რასაც დავაკვირდი, თიშავს მე ცნობიერებას. ცალკეული აზრები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაანაცვლო შენთვის სასურველი აზრებით. ანუ რაც შენგან დაუკითხავად მოდის და რასაც არ ეთანხმები იმის სხვა რამით ჩანაცვლება ბუნებრივი პროცესია. მე მხოლოდ შინაგანი დიალოგის ერთიანად გამოთიშვაზე მქონდა ლაპარაკი.

ტვინურიდან უფრო მაღალ აზროვნებაზე გადასვლას რაც შეეხება, მართალი ხართ, მაგრამ მე რამდენადაც მესმის, აქ ერთი ნიუანსია: ტვინისმიერი აზრები კი არ უნდა ჩაიხშოს და უფრო მაღალი აზრები აღვიქვათ, არამედ აზრები ტვინს უნდა მოვწყვიტოთ და გადავიტანოთ ეთერულში. ანუ ტვინი ისედაც არ წარმოშობს აზრებს, მაგრამ თანამედროვე ადამიანის აზროვნება ტვინზეა მიჯაჭვული, ამდენად აზრების განსულიერების გზით უნდა მოხდეს აზრების გამონთავისუფლება ტვინისმიერი პროცესებისგან. როგორც ხაზი გავუსვი, მე რამდენადაც მესმის- მეთქი, რადგან შეიძლება ვცდებოდე გარკვეულ ნიუანსებში, რადგან ეს საკითხები ჯერ არ მაქვს კარგად დამუშავებული.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 22 2020, 10:20 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 06:17 PM) *
ნატიფი დაკვირვება უნდა ჩაირთოს..


კი, ესეც მნიშვნელოვანია, რამდენადაც მე მესმის. ეს საკითხები ანთროპოსოფიის ფილოსოფიურ ნაწილშია განხილული. ჯერ-ჯერობით კარგად არ ვიცნობ ამ ნაწილს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 22 2020, 10:28 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 22nd July 2020 - 10:18 PM) *
ტვინურიდან უფრო მაღალ აზროვნებაზე გადასვლას რაც შეეხება, მართალი ხართ, მაგრამ მე რამდენადაც მესმის, აქ ერთი ნიუანსია: ტვინისმიერი აზრები კი არ უნდა ჩაიხშოს და უფრო მაღალი აზრები აღვიქვათ, არამედ აზრები ტვინს უნდა მოვწყვიტოთ და გადავიტანოთ ეთერულში. ანუ ტვინი ისედაც არ წარმოშობს აზრებს, მაგრამ თანამედროვე ადამიანის აზროვნება ტვინზეა მიჯაჭვული, ამდენად აზრების განსულიერების გზით უნდა მოხდეს აზრების გამონთავისუფლება ტვინისმიერი პროცესებისგან. როგორც ხაზი გავუსვი, მე რამდენადაც მესმის- მეთქი, რადგან შეიძლება ვცდებოდე გარკვეულ ნიუანსებში, რადგან ეს საკითხები ჯერ არ მაქვს კარგად დამუშავებული.


გასაგებია. ვიგულისხმე რომ მხოლოდ გათიშვა და "სიცარიელეში" დარჩენა არ არის სწორი, ჩემი აზრით.. და სწორედ ამ სიცარიელეში რომ არ დარჩეს ადამიანი, ნატიფი აღქმა-დაკვირვების ჩართვაა საჭირო..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 22 2020, 10:38 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უი ბოდიში, რაღაც არასწორად გავიგე;

QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 06:08 PM) *
მიცდია მსგავსად აზრების გათიშვა, რომელსაც რაღაცნაირი "ნეგატიური სიცარიელე" ახლავს თან. ალბათ ეს თვითცნობიერების გათიშვასთან არის დაკავღიებული.


ეს აზრი არასწორად წავიკითხე, მე მეგონა თვითონ იმ აზრების გათიშვაზე იყო ლაპარაკი მხოლოდ, რომელთაც "ნეგატიური სიცარიელე ახლავს", მაგრამ ასეთი აზრების გათიშვაზე იფიქრე, რომ მაინც არ ღირს გათიშვა, რადგან მიუხედავად ნეგატიურობისა, თუ გათიშვას შეეცდები თვითცნობიერებას დააზიანებს... ანუ "ნეგატიური სიცარიელე" მეგონა, რომ აზრების გათიშვას კი არა თავად აზრების კონკრეტულ კატეგორიას მიემართებოდა.

ანუ ფაქტიურად ამ წინადადების არასწორად გაგების მთელი პოტენციალი ამოვწურეbiggrin.gif რატომ გავიგე ასე სრულიად საპირისპიროდ არ ვიცი, საპირისპიროდ კი არა და, რა ჰქვია ასეთ გაგებას ესეც საკითხავია... ანუ ფაქტიურად ყველანაირად ისე გავიგე როგორც არ ეწერა, ამაზე არასწორად უკვე შეუძლებელი იყო გამეგოbiggrin.gif არა და ზუსტად ემთხვეოდა ჩვენი აზრები ერთმანეთს... ვახ... მგონი ჯობია დავიძინოsmile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 22 2020, 10:43 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin

ანუ აზრებს კი არ ახლავს "ნეგატიური სიცარიელე", არამედ მექანიკურ გათიშვას მოყვება "ნეგატიური სიცარიელე".. ეს იყო ნაგულისხმები..

არაუშავს, ხდება ხოლმე smile.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 22 2020, 10:44 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 06:28 PM) *
გასაგებია. ვიგულისხმე რომ მხოლოდ გათიშვა და "სიცარიელეში" დარჩენა არ არის სწორი, ჩემი აზრით.. და სწორედ ამ სიცარიელეში რომ არ დარჩეს ადამიანი, ნატიფი აღქმა-დაკვირვების ჩართვაა საჭირო..


ახლა გავიგე და გეთანხმებიsmile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 22 2020, 10:45 PM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 22nd July 2020 - 06:43 PM) *
ანუ აზრებს კი არ ახლავს "ნეგატიური სიცარიელე", არამედ მექანიკურ გათიშვას მოყვება "ნეგატიური სიცარიელე".. ეს იყო ნაგულისხმები..


კი, გავიგე, თურმე ერთსა და იმავეს ვამბობთ ორივეsmile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 22 2020, 10:48 PM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ღმერთო რეებს ვჩალიჩობთ ეზოთერიკები..... biggrin.gif biggrin.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 06:57 PM