Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ გამონათქვამების კუთხე _ შიში შეიქმს სიყვარულსა

Posted by: David Monny Dec 28 2018, 08:30 AM

შოთა რუთაველი წერს:

"კარგად იტყვის მოციქული: 'შიში შექიმს სიყვარულსა'".

ჩემი აზრით, შიშ შექიმს სიყვარულსა, არის აბსოლუტური ნონსენსი. ჯერ ერთი, რომელი მოციქული ამბობს ამას? თუ ვინმემ იცით, დასერჩეთ და დააციტირეთ სახარება, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ვთქვათ თქვა, მაგრამ იდოტობა რომაა რა ვუყოთ? ეს არის ადამიანური გრძნობადი აღქმების, ანუ ცნობიერების მონისტური ფილოსოფიის მიმართულებით განვითარების უსუსური მცდელობა. აქ, ორი დამოუკიდებელი ფენომენი, შიში და სიყვარული, შერწყმულია და მეტიც, თუ ფუნდამენტალიზმის ჭრილში განვიხილავთ, პირველი, გვევლინებამ მეორის ფუნდამენტალურ დონედ. ჩემი აზრით, სიყვარული, უანგაროა და ჰგავს მზეს, რომელიც ანათებს. შიში გავს ქაოსს და წყლის ერთ-ერთ აგრეგატულ მდგომარეობას, მყარს, როდესაც წყალი იყინება. შიში, ბევრნაირია, მაგრამ ყველა შიშ შიშია. ამ ლოგიკით, შიში, არის ხე, რომლის ერთი ტოტი, მოზრდილი ტოტი, სიყვარულია. ეს აბსურდია, ეს იდიოტობაა.
რას ფიქრობთ თქვენ? მეთანხმებით, თუ არ მეთანხმებით?
'შიში, შეიქმს შიშს' მაქსიმუმ, რაც შიშს შეუძლია შექნას, სტოქჰოლმის სინდრომია. ის რომ, შიშ შეიქმს სიყვარულს, იმდენად უკიდეგანო იდიოტობაა, რომ ბიბლიასაც კი ეწინააღმდეგება, ანუ იმას, საიდანაც თვითონ ამოიზარდა როგორც იდეა. ბიბლიაში წერია, რომ ყველაფერი შეიქმნა ტავთავისი გვარისდა მიხედვით და თავთავისი თესლისდამიხედვით. ჰოდა, მაშინ რა საჭირო იყო ორი სათაური? თუ სიყვარულსაც შიში შეიქმს, რა ჯანდაბად გვინდოდა ორი სათაური? უვიცობა, უგუნურება და დისკრიმინაცია. აი რა არის ეს წინადადება.

Posted by: ichi Dec 28 2018, 08:49 AM

შიში და სიყცარული საერთოდ სხვადასხვა რაღაც მგონია. სადაც შIშია იქ რა უნდა სიყვარულს?
ევოლუციურად რომ შევხედოთ, როცა ხედავ რომ რაღაც ძალა შენზე მაღლაა და შეუძლია გაგანადგუროს ან სამს. დაგაკარგინოს ან შვილი მოგიკლას მე მგონია ცდილობ იმ ძალასთან ქვეცნობიერად გინდა დაკავშირდე რომ არ განადგურდე.

Posted by: David Monny Dec 28 2018, 09:04 AM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 28th December 2018 - 08:49 AM) *
ევოლუციურად რომ შევხედოთ, როცა ხედავ რომ რაღაც ძალა შენზე მაღლაა და შეუძლია გაგანადგუროს ან სამს. დაგაკარგინოს ან შვილი მოგიკლას მე მგონია ცდილობ იმ ძალასთან ქვეცნობიერად გინდა დაკავშირდე რომ არ განადგურდე.

გეთანხმები. საინტერესო რამ წამოწიე. იესო ამბობდა, გიყვარდეთ თქვენი მტრებიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შიში შეიქმს სიყვარულს. ეს არის სიყვარულის ყოვლისმომცველობის დანახვების მცდელობა, რომ მტრისი, რომლისაც გეშინია, ამავე დროს შეიძლება გიყვარდეს, ანუ სიყვარულის აღმატებულობაზე საუბარი შიშთან მიმართებაში და არა ის, რომ შიშ შეიქმს სიყვარულს.
მართალია მე დარვინისტების არ მჯერა, მაგრამ ე.წ. მიკროევოლუციის და ადაფტაციის კი. მაგალითად გალაპაგოსის ჩიტების ნისკარტების ცვლილება ზომებში, არ არის გამოწვეული დარვინისტული ევოლუციის შედეგად, არამედ ადგილობრივი ადაფტაციის გამო. მართალია, ყველას უყვარს თავის ნაშიერი და არა მტაცებელი. ვთქვათ ბულინგი. ბავშვები, აჩMორებენ მეორე ბავშვს სკოლაში. ამ ბავშვს, ეშინია იმათი. როგორ ფიქრობთ, მას ისინი უყვარს? რა სისულელეებზე გვაფიქრებენ წარმოგიდგენია? და მერე თან სოფისზმის საშუალებით გვტენიან თავებში ამ იდიოტობას. მარაზმია ეს ყველაფერი არა?

Posted by: ano Jan 7 2019, 04:52 PM

ისეთი დიდი მოაზროვნეც კი შეიძლება რაღაცაში ცდებოდეს
მე არ მგონია შიში შობდეს სიყვარულს

ამ კონტექსტში როგორც სკოლის პროგრამიდან მახსოვს სახელმწიფოებრივი მართვა იგულისხმებოდა
რომ გარშემო მოხელეებში იყოს შიში რომ მეფის ღალატისთვის დაისჯებიან, ამგვარად შეინარჩუნებენ შიდა ერთიანობას,
ერთგვარი დიქტატურაა

Posted by: David Monny Jan 8 2019, 12:26 AM

ano

QUOTE(*ANO* @ 7th January 2019 - 04:52 PM) *
ამ კონტექსტში როგორც სკოლის პროგრამიდან მახსოვს სახელმწიფოებრივი მართვა იგულისხმებოდა


არ ვიცი რა პროგრამიდან გახსოვს, მაგრამ მითითებული მაქვს კონკრეტული წყარო: შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, მემგონი ვეფხისტყაოსანი ერთია და კონკრეტულად 1045 სტროფიც ერთია, იქ კი მსგავსი არაფერია. არავითარი მართვა და სახელმწიფო არ ამართლებს ამ გამონათქვამს. თანაც რომელმა მოციქულმა თქვა მაინტერესებს და რა კონტექსტში. აღმაშფოთებელია სიყვარულის ასეთი პოსტულირება. ვღებულობთ აბსოლუტურად ამორფულ იდეას, ვერ გაიგებს თავს და ბოლოს. აღრევა, ქაოსი და დისონანსი, დესტრუქცია და ძალადობა. მხოლოდ ეს არის ამ წინადადების შინაარსი, ჩემი აზრით სხვა ყველა შინაარსის ამოკითხვა, უბრალოდ თავის მოტყუება, უტრირება და დემაგოგია იქნებოდა. ეს იგივეა მაკრატელი მოგცენ და როგორც მოგეპრიანება ისე ჭრა და კერო; ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა იდეა და მნიშვნელობა, სემანტიკა და სემიოტიკა, კარგავს აზრს.

Posted by: David Monny Jan 8 2019, 12:31 AM

ano
ეს იგივეა პლატონი რომ ამბობდა ტავის "სახელმწიფოში", რომ პოეტები და მწერლები უნდა გავაძეოთო, ისინი ღვთაებრივ რეალიებს ამახინჯებენო. მერე რა რომ პლატონმა თქვა, ჩემთვის იდიოტიზმის აპოპეაა. ტირანიის და ძალადობის იმპულსების შემცველი ძირშივე. სხვათაშორის, მარქსიც ხელმძღვანელობდა ამ და მსგავსი პარადიგმებით, როდესაც ავითარებდა თავის პროლეტარიულ იდეებს. ეს ფაშიზმია!

Posted by: ano Jan 9 2019, 01:29 AM

შოთას ვეფხისტყაოსანს მთელი მეცხრე კლასი ანუ ერთი წელი ვსწავლობდით სკოლაში
მთლიანი ვეფხისტყაოსანი განხილვებით აფორიზმებით
მახსოვს რამდენს ვლანძღავდი მაგის დამწერს რამ დააწერია ამხელა პოემა თქო
იძულებითი წესით ისწავლებოდა და კარგად არ მახსოვს 17 წლის წინ რა ვისწავლე
მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის ქალის და კაცის სიყვარული ნახსენები
ანუ ბრძოლის დროს მოწინაარმდეგეს დაამარცხებენ, მაგრამ არ მოკლეს, რადგან მათ თხოვეს რომ არ მოგვკლათო, ამიტომ ავთანდილმა ისინი შეიწყალა.
თუმცა მათ აქვთ შიში რომ ღალატის შემთხვევაში დაისჯებიან.

მოკლედ მე ასე მახსოვს, ეს იყო მაშინდელი სახელმწიფო პოლიტიკა.


Posted by: ano Jan 9 2019, 01:43 AM

ციტატა(David Monny @ Jan 8 2019, 01:31 AM) *
ano
ეს იგივეა პლატონი რომ ამბობდა ტავის "სახელმწიფოში", რომ პოეტები და მწერლები უნდა გავაძეოთო, ისინი ღვთაებრივ რეალიებს ამახინჯებენო. მერე რა რომ პლატონმა თქვა, ჩემთვის იდიოტიზმის აპოპეაა. ტირანიის და ძალადობის იმპულსების შემცველი ძირშივე. სხვათაშორის, მარქსიც ხელმძღვანელობდა ამ და მსგავსი პარადიგმებით, როდესაც ავითარებდა თავის პროლეტარიულ იდეებს. ეს ფაშიზმია!


არ ვიცი პლატონი მაგას რატო ამბობდა rolleyes.gif პოეტები და მწერლები არ ევასებოდა ეტყობა
მაგრამ ნებისმიერმა დიადმა მოაზროვნემ შეიძლება სისულელე თქვას შეგნებულად ან შეუგნებლად

Posted by: David Monny Jan 9 2019, 07:51 AM

ano

QUOTE(*ANO* @ 9th January 2019 - 01:29 AM) *
ანუ ბრძოლის დროს მოწინაარმდეგეს დაამარცხებენ, მაგრამ არ მოკლეს, რადგან მათ თხოვეს რომ არ მოგვკლათო, ამიტომ ავთანდილმა ისინი შეიწყალა.
თუმცა მათ აქვთ შიში რომ ღალატის შემთხვევაში დაისჯებიან.

ასე ამბობს მოციქულიო, და რას ამბობს და სად? ბრძოლა იქნება თუ ქალი, შიში შიშია და სიყვარული სიყვარული. კონტექსტი რა შუაშია საერთოდ? შიში შეიქმს მონობას და არა სიყვარულს. ან საუკეთესო შემთხვევაში სტოკჰოლმის სინდრომს. ამის კონტექსტით გამართლება იგივეა, ამტკიცო, რომ თვითმფრინავი ბადრიჯანია ფრთებით. ყველაფერს უნდა ქონდეს საზღვარი.
QUOTE(*ANO* @ 9th January 2019 - 01:43 AM) *
მაგრამ ნებისმიერმა დიადმა მოაზროვნემ შეიძლება სისულელე თქვას შეგნებულად ან შეუგნებლად

ხოდა თქვა იდიოტიზმი და ფაშიზმი.

Posted by: ano Jan 9 2019, 01:57 PM

ამ გამოთქმაზე მეც მიფიქრია და მაგიტომ ვაპრავებსავით
მაგრამ რა კონტექსტშიც არ უნდა თქმულიყო მაინც ვერაა

რაც შეეხება დიქტატურას, ერთერთი იოგი ამტკიცებდა რომ მმართველობის სწორი ფორმა ეგააო, რომ იყო ლიდერი და ყველა გემორჩილებოდესო, ასე შეიქმნება ძლიერი სახელმწიფოვო, ხოლო დემოკრატია შემოგდებული თემაა ხალხს ვოთომ თავისუფლება რომ მისცენო

Posted by: David Monny Jan 9 2019, 02:06 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 9th January 2019 - 01:57 PM) *
რაც შეეხება დიქტატურას, ერთერთი იოგი ამტკიცებდა რომ მმართველობის სწორი ფორმა ეგააო

სოსო ხო არ ერქვა თუ გახსოვს?

Posted by: ano Jan 13 2019, 01:27 PM

რუსი იოგი იყო კომპიუტერში მაქვს მგონი თუ მივაგენი არ მახსოვს კარგად
მაგრამ პრინციპი არის ის რომ დიქტატურა ერთი ლიდერის ირგვლივ ახდენს ენერგიის კონცენტრაციას, ხოლო დემოკრატია უამრავ ადამიანზე ხარჯავს და ფანტავს ენერგიას

Posted by: David Monny Jan 13 2019, 01:42 PM

ano
სოსოში, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, იგივე სტალინი ვიგულისხმე.

QUOTE(*ANO* @ 13th January 2019 - 01:27 PM) *
მაგრამ პრინციპი არის ის რომ დიქტატურა ერთი ლიდერის ირგვლივ ახდენს ენერგიის კონცენტრაციას, ხოლო დემოკრატია უამრავ ადამიანზე ხარჯავს და ფანტავს ენერგიას

ხშირად მსმენია დემოკრატიული წყობილების და მმართველობის კრიტიკა. სავარაუდოდ, ამ წინადადებაში, შენც აკრიტიკებ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, უამრავი წყობილება და მმართველობის მოდელი არსებობდა: თემური წყობილება, მონარქია, თეოკრატია, დიქტატურა, ტირანია, იმპერია, კომუნიზმი და სხვ. ეს ყველა ჩამოთვლილი, ერთი მეორეზე უარესი მოდელებია. ასევე ძალიან ცუდი მოდელია დემოკრატია, მაგრამ ყველა დანარჩენს ჯობია. ეს რატომ არ გვესმის? არ მოგწონთ რომ სიტყვის თავისუფლება გაქვთ? არ მოგწონთ, რომ ქალები არჩევნებში ხმას აძლევთ? არ მოგწონთ რომ პარლამენტში კვოტირებისთვის იბრძვით? არ მოგეწონათ 60 იან წლებში ქალის ემანსიპაციის მოძრაობა რომ დაიწყო როკფელერების საგვარეულომ და მას მოყვა ფემინისტების დიდი ტალღა? არ მოგწონთ რელიგიური გრძნობების დაცვა ? ადამიანის უფლებების დაცვა? ეს ყველაფერი არ მოგწონთ?

Posted by: David Monny Jan 13 2019, 01:47 PM

მაინც და მაინც "შიში შეიქმს სიყვარულს"? სტალინის 37 წელი? ჰიტლერის მეორე მსოფლიო ომი? სააკაშვილის სიხლიანი 9 წელი? მუსოლინის ფაშიზმი? შაჰ აბასის დამპყრობლობა?

Posted by: starscream Jan 13 2019, 11:11 PM

David Monny

QUOTE(David Monny @ 13th January 2019 - 01:47 PM) *
არ მოგეწონათ 60 იან წლებში ქალის ემანსიპაციის მოძრაობა რომ დაიწყო როკფელერების საგვარეულომ და მას მოყვა ფემინისტების დიდი ტალღა? არ მოგწონთ რელიგიური გრძნობების დაცვა ? ადამიანის უფლებების დაცვა? ეს ყველაფერი არ მოგწონთ?


არ მომწონს იმიტომ რომ ხელოვნურად ხდება ეს ყველაფერი იგივე უმცირესობების უფლებების დაცვა, იგივე ქალების უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. საქმე ისაა რომ ელიტები რომლებიც ახდენენ სოციალურ ინჟინერიას მათ უფრო მეტი ინფორმაცია და ცოდნა აქვთ არამარტო დედამიწის წარსულზე კოსმოსზე არამედ მასების მართვაზე,მანიპულირებაზე და ასე შემდეგ რათქმაუნდა თავიანთი მიზნებისათვის დარწმუნებული ვარ მაგრად კიდიათ სხვა რასის ადამიანები და ქალების ემანსიპაცია და ასე შემდეგ ეხლა მეორე "შიში შეიქმნს სიყვარულსა" არ არის სტალინზე მორგებული არც ჰიტლერზე და არც "სააკაშვილის სისხლიან წელზე" ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ სტალინი და ჰიტლერს დახვდათ ის მოცემულობა დრო და სივრცე რაშიც მოუწიათ მოძრაობა და ის გეოპლოიტიკური მდგომარეობა რომლებიც ამ ელიტებმა შეუქმნეს და ისინი იძულებულები გახდნენ მიემართათ იმ მეთოდებისათვის. სტალინი რომ არა რუსები რომ დასცინიან "გეი ევროპას" ისინი მათზე უარეს მდგომარეობაში იქნებოდნენ რადგანაც ეს ელიტები ცდილობდნენ კომუნისტური იდეოლოგიის შეფარვით მოეხდინათ ის რასაც ეხლა აკეთებენ სტალინმა გადაწია ზუსტად მათი სოციალური ინჟინერიის გეგმები რადგანაც 1917 წლის მერე ტროცკი და ლენინი იყვნენ რომლებმაც დაუშვეს ჰომოსექსუალობა, და ასევე გააუქმეს ოჯახის ინსტიტუტი და ყველას ერთად უნდა აღეზარდათ შვილები ქმრები და ცოლები იყო საერთოდ და ასე შემდეგ სტალინმა შეაჩერა და შეინარჩუნა ოჯახის ინსტიტუტი რაზეც რეალურად დგას ყველა სახელმწიფო. თუ შენ დაანგრევ ოჯახის ინსტიტუტს შენ მართავ ნებისმიერ მასას. სტალინმა ესე ვთქვათ ვადა გადაწია ამ ყველაფრის თუმცა 90 იანი წლებიდან ისევ დაიწყო პოსტ საბჭოთა სივრცეში ამ ელიტების სოციალუირ ინჟინერია. ეხლა რაც შეეხება სტალინს და ჰიტლერს ნებისმიერი ლიდერის ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობას თამაშობს რა დროში იბადება ის ლიდერი ანუ გარემოებებს. ჯერ კიდე 30 იანი წლებიდან ჩანდა რომ ელიტებს უნდოდათ დიდი გარდატეხის მოხდენა და გეოპოლიტიკის ახალი გადანაწილება. გერმანელები კი ყოველთვის დაჩაგრული ხალხი იყო ამიტომ მათ დააფინანსეს გერმანია იარაღით სტალინი ამ ყველაფერს ხვდებოდა და მან დაიწყო ხალხის ხოცვა უკრაინაში და კავკასიაში ასევე ინტელექტუალების რასაც მე მხარს ვუჭერ მის ადგილას რომ ვყოფილიყავი ასე მოვიქცეოდი რადგანაც უკრაინელები კავკსაიელები ჩეჩნები და ქართველი ინტელექტუალები იქნებოდნენ ის ხალხი ვინც გერმანელებს დაუჭერდა მხარს პირველი. ჰიტლერი თავის მხრივ თავის მტრებს ანადგურებდა. ელიტების გათვლა იყო მარტივი გერმანელების ხელით საბჭოთა კავშირის განადგურება ხოლო ომის დამთავრებისთანავე გერმანიისთვის ომის გამოცხადება და ეგრევე მესამე მსოფლიო ომის დაწყება და გერმანიის განადგურებაც ამის შემდეგ სოციალური ინჟინერია უკვე. თუმცა სხვანაირად მოხდა ყველაფერი რომ ნახეს რომ საბჭოთა კავშირი არ განადგურდა მისი მომარეგებაც დაიწყეს კრედიტში ლენდ ლიზით საბოლოოდ ომი როცა დამთავრდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც გეგმავდნენ ეგრევე მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ატომური ბომბის გამოყენებითაც კი მაგრამ გადაიფიქრეს რატომღაც საბოლოოდ ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდა ამერიკა რომელიც გახდა წამყვანი ეკონომიკური ქვეყანა მთელს მსოფლიოში. ამერიკელების დანაკარგმა ამ ომში შეადგინა 300 000 დაღუპული ჯარისკაცი იგივე რამდენიც ქართველებს დაგვეღუპა ხოლო ბრიტანეთის დანაკარგი იყო 500 000 ჯარისკაცი, გერმანიამ დაკარგა 5 მილიონი ჯარისკაცი საბჭოთა კავშირმა 28 მიილიონი ადამიანი ჯარისკაცებიანა. დანარჩენი რავი შენ თვითონ იფიქრე. რაც შეეხება სააკაშვილის 9 წელს სააკაშვილის პრობლემა ის იყო ხელს რო აფარებდა ხალხს პოლიციელი იქნებოდა ეს თუ სხვა. ყველგან ხდება ნაქებ ამერიკაშიც პოლიციის მხრიდან ადამიანის მოკვლა და გაუპატიურებები ციხეშიც მაგრამ იქ ხელს არავინ აფარებს და მაგიტომ არავინ არ ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას მე მის ადგილზე ხელს არავის არ დავაფარებდი არც გირვლიანის საქმეში არც რობაქიძეს საქმეში და არც არსად შერჩევითმა სამართალმა და იმ საბანკო ელიტამ დაღუპა რომელსაც თვითონ აჭმევდა არასოდეს არ უნდა დაისვა საბანკო ელიტა ან ნებისმიერი ბიზნესმენი თავზე და არასოდეს არ უნდა მოიყვანო ბენდუქიძის ნაირი ღორი ბიზნესმენი და ადამიანი რადგანაც ის არ დაწერს კანონს ნორმალური ადამიანებისათვის ის დაწერს კანონს თავისნაირი ღორი ბიზნესმენისათვის რადგან იმ ღორმა უკეთესად აკეთეს მაყუთი და უკეთესად ამონაოს 300 ლარზე ჩვეულებრივი ადამიანები ბენდუქიძეს რომელსაც თავის ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნია გარდა იმისა რომ საბჭოთა ქარხანა იჟ მაში დაშალა გაყიდა და ამით კაპიტალი დააგროვა მერე ააშენა კერძო უნივერსიტეტი რომელშიც სწავლა ჩვეულებრივ ქართველს არ შეუძლია ისე ძვირი ღირს და მას ზოგი ადამიანები ლამის ილია ჭავჭავაძეს ადარებენ. კიდევ რაც შეეხება აქციების დაშლას ბურჯანაძეს რო აბლატავებდა და ბევრ პრო რუს ადამიანს მე მის ადგილზე უბრალოდ მოვიშორებდი ბურჯანაძესაც ვითომ ოპოზიციის ლიდერებს რომლებიც რეალურად რუსეთის აგენტებია არიან დღესაც შესაბამისად აქციების დაშლა არ დამჭირდებოდა მაგრამ თუ ადამიანი თავიდანვე არ ფიქრობს ასე როგორც მე ვფიქრობ ის ვერც მაგას მიხვდება რომ მაგ ბანკირები არ უნდა დაისვა და ვერც იმას რო ხელი არ უნდა დააფარო და ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის მიზეზ შედეგობრივად მიჯაჭვული ხოლო მერე ამის გარღვევა და ამ სიტუაციის შეცვლა არავის არ შეუძლია და ასრულებენ ისე როგორც ასრულებენ ზოგი თავს იკლავს ზოგი კიდე ქვეყნიდან ქვეყანაში დარბის. რაც შეეხება დემოკრატიას და რო ის მართვის უკეთესი მოდელია ესე გეუბნებიან პოლიტიკის მეცნიერები იმიტომ რომ ელიტები კარგად მართავენ დემოკრატიას ფსიქოლოგიური მანიპულაციებით, როცა სხვა უკეთეს რეჟიმს მოიფიქრებენ და მის სამართავ მეთოდს რომლებიც უფრო ტონკად იმართება მერე გეტყვიან რომ ის არის უკეთესი მოდელი ხალხიც ცხვრებივით გადავა იმ მოდელზე და მართავენ იმ მეთოდით რითაც ის მოდელი იმართება. თუ არ გჯერა ჩემი გადახედე როგორ მოვიდა ბიძინა ფსიქოლოგიური ოპერაციების მეშვეობით არჩევნებში და როგორ შეინარჩუნა იგივე მეთოდებით ხელისუფლება, როგორ აახია ყირიმი პუტინმა უკრაინას იარაღის გაუსროლელად და ასე შემდეგ ხალხს კიდე ამერიკაშიც და ნებისმიერ ქვეყანაშიც გონიათ რომ თავის ნებით ხდება რამე და თვითონ წყვეტენ რამეს ხმის მიცემით არადა მთელი მეორე მსოფლიო ომი იყო იმისთვის რომ პოლიტიკოსები ჩაეჩოჩებინათ ბიზნესმენებს და კორპორაციებს,ბანკირებს ეხლა ყველაფერს წყვეტენ ისინი ხოლო ისინი ემორჩილებიან ელიტებს. სადაც შიშია იქ სიყვარული ვერ იქნება და პირიქით ასეა ეს და პავლე მოციქულიც მაგას ამბობს.

Posted by: David Monny Jan 14 2019, 10:48 AM

starscream

QUOTE(starscream @ 13th January 2019 - 11:11 PM) *
არ მომწონს იმიტომ რომ ხელოვნურად ხდება ეს ყველაფერი იგივე უმცირესობების უფლებების დაცვა, იგივე ქალების უფლებების დაცვა და ასე შემდეგ.

ის რომ ქალები მიდიან დღეს და აძლევენ ხმას სასურველ კანდიდატს ხელოვნურად ხდება? ის რომ პარლამენტში კვოტირების უფლება აქვთ ხელოვნურია? ის რომ "ქალი ვიცი მე კუხნაში" ძალადობრივი პოზიციონირებაა ხელოვნურია? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დემოკრატია, ძალიან ცუდი მოდელია, მაგრამ ყველა დანარჩენს ჯობია. ეს პროლოგის სახით. ახლა კი მინდა შენთვისაც და კიდევ ჩვენი მკითხველებისთვისაც კიდევ ერთხელ განვმარტო თუ რაიმე კიდევ გაუგებარი დარჩა. მესმის რომ არ მოგწონს დემოკრატია და დიქტატურა, ტირანია და ძალადობა გირჩევნია. ეს შენი კონსტიტუციური უფლებაა და შენი აზრია. თუმცა, თავის მხრივ, ჩემი აზრით, არც ჩემთან, არც მკითხველთან, არც სიმართლესთან და არც რეალობასთან ოდნავი საერთოც კი არ აქვს, რადგან დაფუძნებულია გავრცელებულ კონსპირაციულ პარანოიაზე, რომელიც გამოხატულია უამრავი სხვადასხვა სახით. საიდუმლო ორგანიზაციები, მასონები, ილუმინატები, ელვისი ცოცხალია, მთვარეზე არ დამჯდარან ამერიკელები, დედამიწა გეოიდური ფორმის არ არის, არამედ ბრტყელია და 6000 წლისაა და ა.შ. ნაღდად არ ჩამოვთვლი შეგნებულად ყველას, რადგან უამრავია. მესმის შენი, რადგან თავად ვიყავი კონსპირაციული პარანოიით შეპყრობილი და ყველაფერს ვუყურებდი როგორც შეთქმულების თეორიას. ვაიმე პურში საწამლავს გვიყრიან. წყალში ქლორიდის ზედმეტი შემცველობაა და კიბოს აჩენს. კბილის პასტის გადაყლაპვა არ შეიძლება. ამერიკაში ჩიპებს უდგამენ ადამიანებს, პირადობის მოწმობაში 666 ანტიქრისტეს ნიშანია და ა.შ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შენი შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან არც მაშინ, არც ახლა და არც არცერთ შესაძლო ჩემს ცხოვრებაში სტალინისნაირ მკვლებს, მოძალადეებს, დიქტატორებს და ტირანებს არ ვაპრავებდი, არ ვაპრავებ და არც არასდროს არ გავაპრავებ. თუმცა გაპრავებაცაა და გაპრავებაც. მსგავსი ნონსენსი, იშვიათია როდესაც ვინმე წერს:
QUOTE(starscream @ 13th January 2019 - 11:11 PM) *
"შიში შეიქმნს სიყვარულსა" არ არის სტალინზე მორგებული არც ჰიტლერზე და არც "სააკაშვილის სისხლიან წელზე"

და პოსტის ბოლოში ვკითხულობთ:
QUOTE(starscream @ 13th January 2019 - 11:11 PM) *
სადაც შიშია იქ სიყვარული ვერ იქნება და პირიქით ასეა ეს და პავლე მოციქულიც მაგას ამბობს.

ამავე დროს საკუთარი პირით აღიარებ, რომ სტალინმა ქერჩში საზარბაზნე ხორცად ჩაიყვანა 100 000 ზე მეტი ქართველი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბოროტი ნადირი, ქართველი იყო და სათქმელი ქონოდა, რომ ქართველებმა წვლილი შეიტანეს. ყველას სახელით: პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ოლღა ოკუჯავა (გალაკტიონის ცოლი), ნიკოლო მიწიშვილი, მოკლედ ყველა ცისფერყანწელი, ყველა იუნკერის, ილია ჭავჭავაძის, ყველა რეპრესირებული და გადასახლებული ქართველის სახელით. როგორც რამიშვილი იტყოდა კაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მთელი ერის სახელით შეუძლია რამე თქვას და ჩემს ცხოვრებაჩის აი ახლა დადგა ეს მომენტი: მთელი ქართველი ერის სახელით, სტალინის წუპაკი დედას შევეცი და მიშასიც, ორივე ერთ დღეს არიან ბარემ დაბადებულნი. ეს ისე შეგნებული უზრდელობა, რომელიც პირველად დავწერე ამ ფორუმზე 3 წელია ვარ და უკანასკნელად.
ახლა რაც შეეხება შეთქმულების თეორიების პარნოიას. ეს მოხდა მრავალი წლის წინ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი მოგვარე, აკაკი ჩხენკელი, რომელიც ნოე ჟორდანიას დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ამვე დროს იყო ვარდების მასონური ლოჟის 32 ხარისხის წევრი მასონი. ამან თავიდან ძლაიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, რადგან თავად წარმოიდგინეთ აბა. არამგონია ვინმეს ამ ფორუმზე, გვარში მასონი ყავდეს და თანაც ამ ხარისხის. მაგრამ მერე მივხვდი, რომ შეიძლება მასონი იყო, მაგრამ იყო მაღალზნეობრივი ადამიანი და სწორედ ასეთი იყო აკაკი ჩხენკელი. მან პირველმა დაეხმარა წმიდა ექვთიმე თაყაიშვილს ქართული უნიკალური საგანძურის საფრანგეთში გადამალვაში. მხოლოდ ეს საქციელი რად ღირს. ამიტომ მართლა ეს სისხლით გაუმაღღარი ღორი, როგორიც იყო სტალინი პირველ რიგიში, მერე ჰიტლერი და მერე კიდევ სხვა მსგავსნი, არასდროს იქნებიან ზნეობრივი პრინციპების ეტალონები და სიყვარულის შიშით შემქმნელები, რასაც შენვე აღიარებ. მაგათ დროს კი ყველა, ვინც გადაბრუნებულ სიტყვას იტყოდა სტალინზე, იხვრიტებოდა, ასევე ჰიტლერზეც. თუმცა ვიმეორებ, ყველას საკუთარი აზრი აქვს და ეს გასაგებია ხომ?
დანარჩენი რაღაცეების კომენტირებისგან თავს შევიკავებ, თუმცა არ არის გამორიცხული თუ დაუსაზღვრელი კამათისკენ აიღო გეზი პოსტებმა, დავაკომენტარო.

Posted by: starscream Jan 14 2019, 01:26 PM

David Monny

QUOTE(David Monny @ 14th January 2019 - 10:48 AM) *
ის რომ ქალები მიდიან დღეს და აძლევენ ხმას სასურველ კანდიდატს ხელოვნურად ხდება? ის რომ პარლამენტში კვოტირების უფლება აქვთ ხელოვნურია? ის რომ "ქალი ვიცი მე კუხნაში" ძალადობრივი პოზიციონირებაა ხელოვნურია? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დემოკრატია, ძალიან ცუდი მოდელია, მაგრამ ყველა დანარჩენს ჯობია. ეს პროლოგის სახით. ახლა კი მინდა შენთვისაც და კიდევ ჩვენი მკითხველებისთვისაც კიდევ ერთხელ განვმარტო თუ რაიმე კიდევ გაუგებარი დარჩა. მესმის რომ არ მოგწონს დემოკრატია და დიქტატურა, ტირანია და ძალადობა გირჩევნია. ეს შენი კონსტიტუციური უფლებაა და შენი აზრია. თუმცა, თავის მხრივ, ჩემი აზრით, არც ჩემთან, არც მკითხველთან, არც სიმართლესთან და არც რეალობასთან ოდნავი საერთოც კი არ აქვს, რადგან დაფუძნებულია გავრცელებულ კონსპირაციულ პარანოიაზე, რომელიც გამოხატულია უამრავი სხვადასხვა სახით. საიდუმლო ორგანიზაციები, მასონები, ილუმინატები, ელვისი ცოცხალია, მთვარეზე არ დამჯდარან ამერიკელები, დედამიწა გეოიდური ფორმის არ არის, არამედ ბრტყელია და 6000 წლისაა და ა.შ. ნაღდად არ ჩამოვთვლი შეგნებულად ყველას, რადგან უამრავია. მესმის შენი, რადგან თავად ვიყავი კონსპირაციული პარანოიით შეპყრობილი და ყველაფერს ვუყურებდი როგორც შეთქმულების თეორიას. ვაიმე პურში საწამლავს გვიყრიან. წყალში ქლორიდის ზედმეტი შემცველობაა და კიბოს აჩენს. კბილის პასტის გადაყლაპვა არ შეიძლება. ამერიკაში ჩიპებს უდგამენ ადამიანებს, პირადობის მოწმობაში 666 ანტიქრისტეს ნიშანია და ა.შ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შენი შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან არც მაშინ, არც ახლა და არც არცერთ შესაძლო ჩემს ცხოვრებაში სტალინისნაირ მკვლებს, მოძალადეებს, დიქტატორებს და ტირანებს არ ვაპრავებდი, არ ვაპრავებ და არც არასდროს არ გავაპრავებ. თუმცა გაპრავებაცაა და გაპრავებაც. მსგავსი ნონსენსი, იშვიათია როდესაც ვინმე წერს:

შენ ვერ ხვდები მე რას ვლაპარაკობ არანაირი კონსპირაციული თეორია ეს არ არის ეგ შენ გგონია ეგრე სტალინი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და გურჯიევთან ძალიან ახლოს იყო ჰიტლერი თავის მხრიდან სხვა ოკულტისტებთან მათ შორის ერთ ერთი ქართველიც იყო. და შენზე მეტი ცოდნა ქონდათ სტალინსაც და ჰიტლერსაც. და იმას რასაც აკეთებდნენ ანუ ხოცავდნენ ხალხს იმიტომ კი არ აკეთებდნენ რომ ხალხს შიშისგან სიყვარული შექმნოდათ არამედ ემართად ეფექტურად ხალხი რათა თავის ქვეყნის ნაციონალური ინტერესები შეესრულებინათ. მე არ მითხქვამს რომ რომელიმე მირჩევნია მე ვთქვი რომ სტალინის ადგილას მასე მოვიქცეოდი იმ მომენტში არ ნიშნავს რო სტალინი მიყვარს ან დიქტატურა ან ჰიტლერი.არ უნდა ქონდეთ კვოტირება ხელოვნურია ზუსტად რატო უნდა ქონდეთ კვოტირება საერთოდ რატო იყო სააკაშვილის დროს ქალები მინისტრები და პარლამენტში 3 კურსელი სტუდენტი გოგოები პარლამენტარები? რატოა ბესელკა,ინაშვილი,კიდე ეგეთები და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი? რა დამსახურებისთვის? არაფრის აზზე რო არ არიან. ეგრე იმეორებ ჩერჩილმა რადგან თქვა ჩერჩილი ვინც იყო შენც იცი.
QUOTE(David Monny @ 14th January 2019 - 10:48 AM) *
ამავე დროს საკუთარი პირით აღიარებ, რომ სტალინმა ქერჩში საზარბაზნე ხორცად ჩაიყვანა 100 000 ზე მეტი ქართველი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბოროტი ნადირი, ქართველი იყო და სათქმელი ქონოდა, რომ ქართველებმა წვლილი შეიტანეს. ყველას სახელით: პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ოლღა ოკუჯავა (გალაკტიონის ცოლი), ნიკოლო მიწიშვილი, მოკლედ ყველა ცისფერყანწელი, ყველა იუნკერის, ილია ჭავჭავაძის, ყველა რეპრესირებული და გადასახლებული ქართველის სახელით. როგორც რამიშვილი იტყოდა კაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მთელი ერის სახელით შეუძლია რამე თქვას და ჩემს ცხოვრებაჩის აი ახლა დადგა ეს მომენტი: მთელი ქართველი ერის სახელით, სტალინის წუპაკი დედას შევეცი და მიშასიც, ორივე ერთ დღეს არიან ბარემ დაბადებულნი. ეს ისე შეგნებული უზრდელობა, რომელიც პირველად დავწერე ამ ფორუმზე 3 წელია ვარ და უკანასკნელად.
ახლა რაც შეეხება შეთქმულების თეორიების პარნოიას. ეს მოხდა მრავალი წლის წინ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი მოგვარე, აკაკი ჩხენკელი, რომელიც ნოე ჟორდანიას დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ამვე დროს იყო ვარდების მასონური ლოჟის 32 ხარისხის წევრი მასონი. ამან თავიდან ძლაიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, რადგან თავად წარმოიდგინეთ აბა. არამგონია ვინმეს ამ ფორუმზე, გვარში მასონი ყავდეს და თანაც ამ ხარისხის. მაგრამ მერე მივხვდი, რომ შეიძლება მასონი იყო, მაგრამ იყო მაღალზნეობრივი ადამიანი და სწორედ ასეთი იყო აკაკი ჩხენკელი. მან პირველმა დაეხმარა წმიდა ექვთიმე თაყაიშვილს ქართული უნიკალური საგანძურის საფრანგეთში გადამალვაში. მხოლოდ ეს საქციელი რად ღირს. ამიტომ მართლა ეს სისხლით გაუმაღღარი ღორი, როგორიც იყო სტალინი პირველ რიგიში, მერე ჰიტლერი და მერე კიდევ სხვა მსგავსნი, არასდროს იქნებიან ზნეობრივი პრინციპების ეტალონები და სიყვარულის შიშით შემქმნელები, რასაც შენვე აღიარებ. მაგათ დროს კი ყველა, ვინც გადაბრუნებულ სიტყვას იტყოდა სტალინზე, იხვრიტებოდა, ასევე ჰიტლერზეც. თუმცა ვიმეორებ, ყველას საკუთარი აზრი აქვს და ეს გასაგებია ხომ?
დანარჩენი რაღაცეების კომენტირებისგან თავს შევიკავებ, თუმცა არ არის გამორიცხული თუ დაუსაზღვრელი კამათისკენ აიღო გეზი პოსტებმა, დავაკომენტარო.

ხო აბა სპეციალურად ჩაიყვანა და გააწყვეტინა ნწ ნწ. განდონი იყო სტალინი მაგრამ გლობალურ დონეზე რაც გააკეთა და მსოფლიოს ნახევარი გადაარჩინა და თუ რამე შერჩა ცუდი და კარგის გარჩევა პოსტ საბჭოტა სივრცეში ადამიანებს სტალინის დამსახურებაა თორე ეხლა ისე ვიქნებოდით ტვინ გარეცხილები როგორც დასავლეთშია ხალხი ხოლო ტვინ გარეცხილი ვინც არ არის ვერაფერს ვერ ამბობს საწინააღმდეგოს რადგანაც დედას უტირებენ სამსახურიდან გააგდებენ და გაანადგურებენ რომ არ იყოს ტოლერანტული ხოდა რითი განსხვავდებიან ეგ ადამიანები ფაშისტებისგან ან კომუნისტებისაგან რომლებიც იგივეს აკეთებდნენ? ამიტომაც ვეძახი მაგათ ვითომ ლიბერალებს, ფემენო ფაშისტებს, ლიბერალ ფაშისტებს და ასე შემდეგ. ეს სამყარო უნდა იყოს დუალისტური როცა არ იქნება დუალისტური ორი ძალა არ იქნება რის მიღწევასაც სცდილობენ მაშინ დაგვერხევა ზუსტად. ხოდა კიდე ვიმეორებ სულ კიდიათ ფეხებზე ელიტებს ადამიანის უფლებები,ზანგები,მუსულმანები
,ქალები,ბავშვები სექსუალური უმცირესობები ღამე არ ძინავთ მაგაზე ფიქრით და იმიტომ ასპონსორებენ და მილიარდობით დოლარით რომ ძალიან უყვართ გეები,ზანგები,არაბები, ისლამი უბრალოდ იყენებენ მათ როგორც ინსტრუმენტს სოციალური ინჟინერიისათვის და თავისი სასურველი სოციუმის ჩამოსაყალიბებად რომლებსაც მერე ადვილად მართავენ.
ხოდა რას ვამბობ სტალინს და ჰიტლერსაც მაგარი ეკიდათ ხალხს ეყვარებოდა თუ არა შიში იყო მართვის ინსტრუმენტი და არა იმის რომ სიყვარული გაჩენოდა ადამიანს. ხოლო ალბათ ეხლა იმას ფიქრობ რომ რატო უყვართ სტალინი ეხლაც იმიტო უყვართ რომ სტალინი რო არ ყოფილიყო მეორე მსოფლიო ომს ვერ მოიგებდა საბჭოთა კავშირი არ იყო ეგეთი ლიდერი ვინც მოიგებდა ხოლო მე უკვე გითხარი რა იქნებოდა თუ სტალინი ვერ მოიგებდა მეორე მსოფლიო ომს. არ ვიცი რა განათლება აგქვს შენ მაგრამ ჩემი სპეციალობაა ეს და არანაირი კონსპირაციული თოერიები არ არის ისტორიული ფაქტებია ყველაფერი. მე პირადად არც ჰიტლერი მომწონს არც სტალინი და არც მიშა და არც ელიტები და არც მასონები და ილუმინატები მაგრამ სხვის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა უნდა შეგეძლოს და უნდა კითხო შენ თავს რას გააკეთებდი შენ ამხელა სახელმწიფოს მეთაური რომ იყო რომელსაც ნაციონალური ინტერესები აქვს როგორც გერმანიას ისე საბჭოთა კავშირს. ხე ნაყოფით შეიცნობაო 30 მილიონი რო მოკლა ნახევარი მსოფლიო რო გადაარჩინა და არ მიაჩნიათ რო გეი კარგია ტრანსექსუალი კარგია და შვილები რო უნდა იშვილონ და მესამე სქესი შექმნან. ის რო მუსულმანი მიგრანტები უნდა შეუშვან და ტოლერანტულები უნდა იყვნენ ისე რო ქალები დააჯდნენ კაცებს თავზე ქონებას რო ართმევენ სამსახურში რო ხელს უშლიან ციხეში რო უშვებენ კაცებს ტყუილად. ქალები და ზანგები და სხვა ჯურის ხალხი იმიტო ღებულობენ სამსახურში რომ ქალია და ის ზანგია კანის ფერის გამო სამაგიეროდ ტვინში არაფერი არ ააქვთ ეგ რატო არ უტყდებათ თვითონ ქალებს და ზანგებს? ეგ არ არის ფემინისტური და რასისტული? ზანგები და სხვა რასის ადამიანები შებრუნებულ რასიზმს რომ მიმართავენ და ტყუილა აგდებინენ სამსახურიდან ადამიანებს და ციხეში ასმევინებენ. მუსულმანებისთვის ძველ ეკლესიებს რო ანგრევენ და ზედ მეჩეთებს აშენებენ და ყველაფერს აკეთებენ და ასე შემდეგ. მე მჯერა ესეთი რაღაცის ქალი უნდა იყოს ტავის ადგილას,შვილი თავის ადგილას ლგბტ პირები ტავის ადგილას, არაბები და მუსულმანები სადაც მათი ადგილია, ზანგები კიდე თავიანთ ადგილას. ელიტები კიდე უნდა განადგურდნენ. ხოდა არანარირი კავშირი არ ააქვს სტალინთან და ჰიტლერთან სიყვარულს.

Posted by: David Monny Jan 14 2019, 02:57 PM

starscream

QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
შენ ვერ ხვდები მე რას ვლაპარაკობ

ძალიან კარგად ვხვდები და მაგაშია პრობლემა.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
არანაირი კონსპირაციული თეორია ეს არ არის ეგ შენ გგონია ეგრე სტალინი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და გურჯიევთან ძალიან ახლოს იყო ჰიტლერი თავის მხრიდან სხვა ოკულტისტებთან მათ შორის ერთ ერთი ქართველიც იყო.

ჰო, ეგრე გგონია ახლა, რომ ვიღაცეებს რაღაცეები გონიათ. მეც მასე ვიყავი. ვიზიარებ გულწრფელად. მე არ ვაპირებ სტალინის გამპრავებელთან რაიმე კონსტრუქციულ დიალოგში შევიდე, რადგან ეს შეუძლებლად მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ ეს გამოჩნდება მალე, მაგრამ ადამიანები კითხულობენ ამას და საჭიროდ მიმაჩნია რომ გიპასუხო. ვიცოდი, რომ უსაზღვრო კამათში გადახვიდოდი, ამიტომ აქვე დავადგენ საზღვრებს მე თვითონ.

QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
და შენზე მეტი ცოდნა ქონდათ სტალინსაც და ჰიტლერსაც.

აშკარად მაგრად გაგიჭირდა მსჯელობაში, რადგან სტალინს და ჰიტლერს მადარებ ცოდნით, მაგრამ რადგან შენი პათოსი უკვე დიქტატურის და ძალადობის საზღვრებსაც ცდება, ვფიქრობ დროული იქნება შეგახსენო, რომ უნდა დაკონკრეტდე. რა იცოდა ჩემზე მეტი? მაგ. მე ვიცი სამყაროს წარმოშობის ინფლაციური თეორია, რომელიც სტალინმა არ იცოდა, რადგან უკვე ჩაძაღლებული იყო, რდესაც ეგ თეორია დაიწერა. სტალინმა არ იცოდა და არც ჰიტლერმა, რას ნიშნავს მიკროტალღური ღუმელი და უამრავ რამეს ჩამოვთვლი, რაც მე ვიცი და სტალინმა და ჰიტლერმა არ იცოდა. ამიტომ ეს უსუსური შედარების პროვოკაცია წყალში ჩაგივარდა.
გურჯიევს რაც შეეხება, ეგ ის გურჯიევი იყო მერე ჰიტლერს სვასტიკის სიმბოლო რომ ჩამოუტანა ტიბეტიდან, ჯიბეში სტალინი. საერთოდ მინდა გითხრა, რომ არ ტეხავს სტალინი რომ მოგწონს და დიქტატურა და ძალადობა, უბრალოდ ამის აღიარების არ უნდა გრცხვენოდეს.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
და იმას რასაც აკეთებდნენ ანუ ხოცავდნენ ხალხს იმიტომ კი არ აკეთებდნენ რომ ხალხს შიშისგან სიყვარული შექმნოდათ არამედ ემართად ეფექტურად ხალხი რათა თავის ქვეყნის ნაციონალური ინტერესები შეესრულებინათ.

წინადადებას რომ იწყებ ადამიანი "ანუ ხოცავდნენ ხალხს იმიტომ კი არ აკეთებდნენ" და შემდეგ აპრავებ ამას, უკვე თავად ხარ ძალადობის, დიქტატს, ტირანიის აგიტატორი.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
.არ უნდა ქონდეთ კვოტირება ხელოვნურია ზუსტად რატო უნდა ქონდეთ კვოტირება საერთოდ რატო იყო სააკაშვილის დროს ქალები მინისტრები და პარლამენტში 3 კურსელი სტუდენტი გოგოები პარლამენტარები? რატოა ბესელკა,ინაშვილი,კიდე ეგეთები და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი? რა დამსახურებისთვის?

მაპატიე მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია უკვე. მოგიწოდებ, შეწყვიტო ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდა. თან იმ დროს, როდესაც სხვებისკენ იშვერ ხელს და ფაშისტებს ეძახი. ხოდა ეს თემა ეხება რომ შიში არ შეიქს სიყვარულს, რომ სტალინის დიქტატურა ქმნიდა სტოქჰოლმის სინდრომს და არა სიყვარულს. ეს გასაგებია ხომ? თუ ესეც არ გესმის?
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
ხო აბა სპეციალურად ჩაიყვანა და გააწყვეტინა ნწ ნწ. განდონი იყო სტალინი მაგრამ გლობალურ დონეზე რაც გააკეთა და მსოფლიოს ნახევარი გადაარჩინა და თუ რამე შერჩა ცუდი და კარგის გარჩევა პოსტ საბჭოტა სივრცეში ადამიანებს სტალინის დამსახურებაა თორე ეხლა ისე ვიქნებოდით ტვინ გარეცხილები როგორც დასავლეთშია ხალხი ხოლო ტვინ გარეცხილი ვინც არ არის ვერაფერს ვერ ამბობს საწინააღმდეგოს რადგანაც დედას უტირებენ სამსახურიდან გააგდებენ და გაანადგურებენ რომ არ იყოს ტოლერანტული

არ ვფიქრობ რომ საერთოდ რაიმე კომენტარის ღირსია ეს წინადადება, ანუ ასეთი პათოსი, მაგრამ იმედი მაქვს ძალიან ცოტანიღა ხართ ვინც ასე ფიქრობთ. ასეთი მარაზმი და სიცრუე კაი ხანია არ გამიგია. ამას როგორ ამბობ, როცა ტვინის სარეცხი მანქანები პირდაპირ იქმნებოდა სტალინის დროს. ყველას ერთნაირად უნდა ეხატა. ყველას ერთნაირად უნდა ეწერა. მონანიება მაინც არ გაქვს შე დალოცვილო ნანახი? მაგრამ რა აზრი აქვს? დარწმუნებული ვარ ნანახი გაქვს, მაგრამ შენ მხოლოდ მედლის ერთი მხარის ყურება მოგწონს ჩემი აზრით, წინააღმდეგ შემთხგგვევაში ამ წინადადებას არ შეადგენდი.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
ხოდა კიდე ვიმეორებ სულ კიდიათ ფეხებზე ელიტებს ადამიანის უფლებები,ზანგები,მუსულმანები

,ქალები,ბავშვები სექსუალური უმცირესობები ღამე არ ძინავთ მაგაზე ფიქრით და იმიტომ ასპონსორებენ და მილიარდობით დოლარით რომ ძალიან უყვართ გეები,ზანგები,არაბები, ისლამი უბრალოდ იყენებენ მათ როგორც ინსტრუმენტს სოციალური ინჟინერიისათვის და თავისი სასურველი სოციუმის ჩამოსაყალიბებად რომლებსაც მერე ადვილად მართავენ.

ვინმე გამოგონილ ელიტებს კი არ კიდიათ ადამიანები, არამედ შენს ფავორიტ სტალინს ეკიდა, ჩალის ფასადაც არ ღირდა მისთვის ადამიანის სიცოცხლე. ჩალა უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცხენს გამოკვებამდა.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
ხოლო ალბათ ეხლა იმას ფიქრობ რომ რატო უყვართ სტალინი ეხლაც იმიტო უყვართ რომ სტალინი რო არ ყოფილიყო მეორე მსოფლიო ომს ვერ მოიგებდა საბჭოთა კავშირი

საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს მე რას ვფიქრობ. შენ ფიქრებში გეშლება. ეგ შენ ფიქრობ მაგას და სამწუხაროა, რომ მსგავსი პათსი უკვე მომისმენია და დღესაც ბევრს გონია რომ საბჭოთა კავშირმა მოიგო ომი. მოკავშირეები არავის არ აინტერესებს. სტალინი კაცო. მამაო სტალინი. წმიდა სტალინი.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
მე უკვე გითხარი რა იქნებოდა თუ სტალინი ვერ მოიგებდა მეორე მსოფლიო ომს. არ ვიცი რა განათლება აგქვს შენ მაგრამ ჩემი სპეციალობაა ეს და არანაირი კონსპირაციული თოერიები არ არის ისტორიული ფაქტებია ყველაფერი.

რადგან განათლებას გადაწვდი, ბარემ დააკონკრეტე რა "ეს". ტირანიის და დიქტატურის პროპაგანდაა შენი განათლება? რომე უნივერსიტეტში ასწავლიან? რამე გამომრჩა ამ წლების გამვალობაში? მე განთლებით ვარ ეკონომისტი და ინჟინერ გეოდეზისტი. ვარ ავტორი და მოყვარული ასტროფიზიკოსი. ჩემი განათლება საკმარისია იმისთვის, რომ გავარჩიო ძალადობის და დიქტატურის პროპაგანდა რეალური ფაქტებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ უკანასკნელს პირველში ურევენ.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM) *
მე მჯერა ესეთი რაღაცის ქალი უნდა იყოს ტავის ადგილას,

ერთი რა ადგილას უნდა იყოს აბა გაანათლე სრულიად ეზოთერიული საზოგადოება?

"ელიტები კიდე უნდა განადგურდნენ." quote ლიმიტი ამოიწურა და ბრჭყალებში ვსვამ შენს წინადადებას და ისე ვაციტირებ.

ელვის პრესლი?

ყველას თავის აზრი აქვს, ამაზე შევთანხმდით ხომ? ხოდა გავიგეთ, რომ მომხრე ხარ მკვლელობების, ძალადობის, დიქტატურის და ტირანიის, ახლა იქნებ გამონახო შენს თავში ტანაგრძნობა სხვა, მომავალი იუზერების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ დააპირებენ გამოხატონ საკუთარი აზრი. მე კი არ გიშლი წერას, მაგრამ უტრირება რომ არ გამოგივიდეს. თავშივე გეუბნები რომ გავიგე. ახლა სხვების აზრიც მოვისმინოთ.

Posted by: starscream Jan 14 2019, 03:57 PM

David Monny

QUOTE(David Monny @ 14th January 2019 - 02:57 PM) *
მაპატიე მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია უკვე. მოგიწოდებ, შეწყვიტო ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდა. თან იმ დროს, როდესაც სხვებისკენ იშვერ ხელს და ფაშისტებს ეძახი. ხოდა ეს თემა ეხება რომ შიში არ შეიქს სიყვარულს, რომ სტალინის დიქტატურა ქმნიდა სტოქჰოლმის სინდრომს და არა სიყვარულს. ეს გასაგებია ხომ? თუ ესეც არ გესმის?

მაგას ვაბობ მეც.

რაც შეეხება ვარ თუ არა ტირანიის დიქტატურის და ასე შემდეგ მომხრე ვარ საქართველოშიც გავაკეთებდი იგივე რაღაცას.ფაშისტიც ვარ და რასისტიც. გასაგებია სტალინი მონსტრია მაგას არ ვუარყოფ მაგრამ სტალინი ბავშვია იმ ელიტებთან შედარებით ვინც მართავენ შენ არ გჯერა ჩემი და მეც ახალგზარდა ვარ და შენც ხოდა ვნახოთ მომავალში რა იქნება. ეხლა ხო აღარ არის სტალინი ამდენი ხანია და არც ჰიტლერი. ერთადერთი ფაშისტები და კომინისტური იდეოლოგიის შემქნელები არიან და იყვნენ ელიტები და ეხლა სხვა იდეოლოგიებს ქმნიან არაუშავს საკუთარ თავზე რო იწნევთ ამ იდეოლოგიებს მერე სხვანაირად ალაპარაკდებით მაგრამ გვიან იქნება.
QUOTE(David Monny @ 14th January 2019 - 02:57 PM) *
არ ვფიქრობ რომ საერთოდ რაიმე კომენტარის ღირსია ეს წინადადება, ანუ ასეთი პათოსი, მაგრამ იმედი მაქვს ძალიან ცოტანიღა ხართ ვინც ასე ფიქრობთ. ასეთი მარაზმი და სიცრუე კაი ხანია არ გამიგია. ამას როგორ ამბობ, როცა ტვინის სარეცხი მანქანები პირდაპირ იქმნებოდა სტალინის დროს. ყველას ერთნაირად უნდა ეხატა. ყველას ერთნაირად უნდა ეწერა. მონანიება მაინც არ გაქვს შე დალოცვილო ნანახი? მაგრამ რა აზრი აქვს? დარწმუნებული ვარ ნანახი გაქვს, მაგრამ შენ მხოლოდ მედლის ერთი მხარის ყურება მოგწონს ჩემი აზრით, წინააღმდეგ შემთხგგვევაში ამ წინადადებას არ შეადგენდი.

მე არ მიტქვია ეგ მე ვთქვი რა განსხვავებაა ლიბერო ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის თუ ერთი და იგივე აგრესსით და იგივენაირად აიძულებენ ადამიანებს დაემორჩილონ ოღონდ ეხლა ტოლერანტობის ნირბით თუ პიდარასტების წინააღმდეგ არ ხარ ტოლერანტული ან ზანგების მიმართ ან მუსულმანების მიმართ მაშინ უნდა სამსახურიდან გაგადონ ჩაგძირონ ყველანაირად ხოდა რით განსხვავდებიან ფაშისტებისგან და კომუნისტებისგან? არც არაფრისაგან. კი ბატონო რო წამოგაჯდებიან მუსულმანები თავზე,ზანგები და არაბები იძახეთ იი ტოლერანტულები ვართთ. biggrin.gif ეგრე ტოლერანტულები იყვნენ ავღანეთში ამოწყვიტეს ბუდისტები და ეხლა მუსულმანური ქვეყანაა. ეგრე იყვნენ ტოლერანტულები ინდოეთში და ეხლა პაკისტანი არის ქვეყანა და ქაშმირი აახიეს. ეხლა ბირმაში მუსულმანებს უნდოდათ რაღაცეები მაგრამ იქაურმა ბუდისტებმა დედები უტირეს და ეხლა მტელი დასავლეთი ერთ ერთ ბუუდისტ ნაციონალისტ ბერს ეძახის რო ფაშისტია და ტერორისტი. ტოლარნტობამ გვიქნა აფხაზეთი და ოსეთი ყველაზე მართლა ტოლერანტულ ერს ეთინკური წმენდები და ფაშისტობა დაგვაბრალეს. აქეთ ჯავახეთში სომხები ელოდებიან ტავის დროს. ტოლერანტობა კი არა მართლა უნდა დაგვეჭრა მაგ ხალხისთვის თავები მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ხოდა იცოდე ზანგი და არაბი ყელს რო გამოგჭრის ან რუსი მოვა ტანკით მანდ დამტავრდება ეზოთერიკაც და ოკულტიზმი და სულიერებისკენ სვლა. რეალიზმს დაუბრუნდი ცოტა რა სამყაროში ცხოვრობ. აზრი არ ააქვს თქვენაირებთან საუბარი სამწუხაროა ეზოთერიკა და ოკულტიზმი აი ესეთი "პრადვინუტი" ადამიანებით როა სავსე. ამ ნაგავით უტენიან ზუსტად ელიტები თავს ამ საწყალ ხალხს ამ ხალხსაც ჯერა.

Posted by: ano Jan 15 2019, 09:25 PM

ციტატა(David Monny @ Jan 13 2019, 02:47 PM) *
მაინც და მაინც "შიში შეიქმს სიყვარულს"? სტალინის 37 წელი? ჰიტლერის მეორე მსოფლიო ომი? სააკაშვილის სიხლიანი 9 წელი? მუსოლინის ფაშიზმი? შაჰ აბასის დამპყრობლობა?


წინა პოსტზეც და ამაზეც გეთანხმები,
უბრალოდ ასეთი ტიპი ვარ იქნებ „ასეა თუ ისე“ სადაა ჭეშმარიტება და ვიბურღავ ტვინს
ვიღაც ავტორიტეტულმა იოგმა თქვა რომ დიქტატურა ერთერთი სწორი ფორმაო და მეც დავიწყე ფიქრი რომ იქნებ მართალია,
მაგრამ ჯერჯერობით უპირატესობას დემოკრატიულ წყობას ვანიჭებ
ჩემს შიგნით კი ისევ გრძელდაბა ბჭობა თუ სადაა ჭეშმარიტება,
ტვინის თამაშებია თუ რაა არ ვიცი
ბჭობა და მსჯელობა მუდმივად გრძელდება ნებისმიერ საკითხზე ჩემს ტვინში
თითქოს პოზიცია ოპოზიცია იჯდეს ჩემს ტვინში და კამათობენ

Posted by: David Monny Jan 16 2019, 01:33 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 15th January 2019 - 09:25 PM) *
ჯერჯერობით უპირატესობას დემოკრატიულ წყობას ვანიჭებ

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი მოდელია, ამაზე კარგი ჯერ-ჯერობით არ აქვს კაცობრიობას შემუშავებული.

Posted by: David Monny Jan 16 2019, 01:35 PM

ამავდროულად, სწორედ დემიკრატიულ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება "შიში შეიქმს სიყვარულსა". ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის კონცეფციას;
ეწინააღმდეგება ლოგიკას;
ეწინააღმდეგება ფილოსოფიურ დუალიზმს და არის მხოლოდ სტოქჰოლმის სინდრომის გამომწვევი.

Posted by: brevalo Apr 24 2019, 10:35 PM

David Monny


რომ დავუკვირდეთ, რუსთაველის მასშტაბის მოაზროვნემ ცოტა საეჭვოა რომ ამგვარი ფრაზა დაწეროს მისი პირდაპირი მნიშვნელობით. მე მგონია რომ "შიში შეიქმს სიყვარულსა"-ს ქვეშ იგულისხმება ადამიანის სულიერი განვითარების ძირეული პრინციპი. ანუ შიში, იგივე ცრუ ეგოა, რომელიც ყველაზე დიდი ბერკეტი და მასწავლებელია სულიერი განვითარებისთვის. მისი საბოლოო წერტილი კი აბსოლუტური სიყვარულია. ანუ ტვინის ეჭვების და ტურბულენტურობის გავლით მიიღწევა ჭეშმარიტი სიყვარული.


შტაინტერსაც დაახლოებით იგივე უწერია "სულიერი თვალის" გაღვიძებასთან დაკავშირებით: Это чувство, которое сначала, может быть, совсем ничего не видит из того, о чем ему говорят, оно и есть тот волшебник, что раскрывает "око духа". Это чувство поднимается во тьме.. სიბნელიდან იზრდება, ანუ აზრონების ბურუსიდან.

Posted by: jarmen May 7 2019, 07:47 PM

ამაზე ბევრი თეორია მაქვს მოსმენილი. მაკიაველისა და სოთა რუსთაველის გადაკვეთის წერტილს გავს.
აქ პირველ რიგში ვფიქრობ უნდა გავითვალისწინოთ მეთორმეტე საუკუნის გაგება და აღქმა, სულხან საბას ლექსიკონს ჩახედეთ, "შიში" რიდის სინონიმად იხმარებოდა წარსულში და არა იმ გაგებით როგორც დღეს გვესმის. ერთია რიდი და პატივისცემა და მეორეა შიში და სიძულვილი. ბანდიტს ეშინია კანონის მუშაკის მაგრამ არა იმიტომ რომ პატივს სცემს, რიდი აქვს და მითუნეტეს არა იმიტომ რონ უყვარს. ეს ფრაზა დღევანდელი გაგებით უბრალოდ ნონსენსად ჟღერს და საღი აზრისგან შორს მგონია რომ რუსთაველს ესეთი ნონსენსი გაპარვოდა თავის ტექსტში.

Posted by: White Devil May 25 2019, 04:11 PM

ამაზე მეც ვფიქრობ,მეორედ რომ წავიკითხავ ვეფხისტყაოსანს იმედია "დავიჭერ" რა იგულისხმა და ჩემს აზრს დავწერ

Posted by: meghhank Nov 9 2019, 11:49 PM

QUOTE(David Monny @ Dec 28 2018, 08:30 AM) *
შოთა რუთაველი წერს:

"კარგად იტყვის მოციქული: 'შიში შექიმს სიყვარულსა'".

ჩემი აზრით, შიშ შექიმს სიყვარულსა, არის აბსოლუტური ნონსენსი. ჯერ ერთი, რომელი მოციქული ამბობს ამას? თუ ვინმემ იცით, დასერჩეთ და დააციტირეთ სახარება, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ვთქვათ თქვა, მაგრამ იდოტობა რომაა რა ვუყოთ? ეს არის ადამიანური გრძნობადი აღქმების, ანუ ცნობიერების მონისტური ფილოსოფიის მიმართულებით განვითარების უსუსური მცდელობა. აქ, ორი დამოუკიდებელი ფენომენი, შიში და სიყვარული, შერწყმულია და მეტიც, თუ ფუნდამენტალიზმის ჭრილში განვიხილავთ, პირველი, გვევლინებამ მეორის ფუნდამენტალურ დონედ. ჩემი აზრით, სიყვარული, უანგაროა და ჰგავს მზეს, რომელიც ანათებს. შიში გავს ქაოსს და წყლის ერთ-ერთ აგრეგატულ მდგომარეობას, მყარს, როდესაც წყალი იყინება. შიში, ბევრნაირია, მაგრამ ყველა შიშ შიშია. ამ ლოგიკით, შიში, არის ხე, რომლის ერთი ტოტი, მოზრდილი ტოტი, სიყვარულია. ეს აბსურდია, ეს იდიოტობაა.
რას ფიქრობთ თქვენ? მეთანხმებით, თუ არ მეთანხმებით?
'შიში, შეიქმს შიშს' მაქსიმუმ, რაც შიშს შეუძლია შექნას, სტოქჰოლმის სინდრომია. ის რომ, შიშ შეიქმს სიყვარულს, იმდენად უკიდეგანო იდიოტობაა, რომ ბიბლიასაც კი ეწინააღმდეგება, ანუ იმას, საიდანაც თვითონ ამოიზარდა როგორც იდეა. ბიბლიაში წერია, რომ ყველაფერი შეიქმნა ტავთავისი გვარისდა მიხედვით და თავთავისი თესლისდამიხედვით. ჰოდა, მაშინ რა საჭირო იყო ორი სათაური? თუ სიყვარულსაც შიში შეიქმს, რა ჯანდაბად გვინდოდა ორი სათაური? უვიცობა, უგუნურება და დისკრიმინაცია. აი რა არის ეს წინადადება.


Posted by: meghhank Nov 9 2019, 11:52 PM

ამ ამას ბრძ�”ნი ისო ზირაქი ამბობს “შიში �“აა�“გ�”ნს გზათა ზ�”�“ა სიყვარულისათა” (I, 13) , ძვ�”ლი აღთქმაშია

Posted by: meghhank Nov 10 2019, 12:15 AM

,

Posted by: td......... Nov 26 2019, 09:44 PM

ეგრედწოდებული სტოკჰოლმის სინდრომი ხსნის ამ მოვლენას.

Posted by: earth Nov 27 2019, 07:25 PM

1044
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.
1045
გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: "ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!"
არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
მართლად იტყვის მოციქული: "შიში შეიქმს სიყვარულსა".

დავძებნე ინტერნეტში, არ მახსოვდა ზუსტად სად ეწერა შოთა რუსთაველს ეს ფრაზა და ჩავიკითხე, რადგან მართლაც დამაინტერესა, რას გულისხმობდა შოთა „მოციქულთა“ პირით ნათქვამ ამ სიტყვებში. რადგან თვითონ კი არ ამბობს, „შიში შეიქმს სიყვარულსაო“, არამედ მოციქულნი.
ზედა სტროფს თუ წაიკითხავთ, 8 კაცი 9-ს შემორტყოცა და ცხრა 8-ს. ასეთი რამ ჯერ არცერთ ჰოლივუდის ფილმში არ გადაუღიათ ალბათ. biggrin.gif ალბათ ესაა კიდევ ერთი საკითხი. რას გულისხმობდა ამ სიტყვებში. ამ ყველაფერში სადაა სინამდვილე. როგორ უნდა გავიგეთ ეს ყველაფერი. იქნებ 8 თუ 9 საუკუნე იმდენად შორეულია, სინამდვილეში ჩვენ ვერც მივცემთ ამ ყველაფერს ახსნას?


ჩემი აზრით შეუძლებელია შიშით სიყვარული წარმოიშვას. შიში ნეგატიური გრძნობაა, ამ გრძნობის დაძლევა უნდა ვისწავლოთ და უნდა შევძლოთ ის გადავლახოთ.
რუსთაველი უდიდესი გენიოსი იყო. მე ვფიქრობ ამ ყველაფერს მართლაც განსხვავებული ახსნა აქვს, როგორც ზემოთ აღნიშნა jarmen -მაც.

Posted by: tikoroma Jan 3 2020, 05:43 PM

მოძალადე გენიოსი იყო laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)