IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> იესოს მოძღვრება, გამოთქმები, იგავები და შეგონებები
Molen
post May 7 2010, 01:14 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იესო ქრისტეს მოძღვრება, გამოთქმები, იგავები და შეგონებები




+ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
+ ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
+ ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
+ ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
+ ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
+ ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
+ ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
+ ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
+ ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.



არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს. სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც. მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში. ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით.

+ თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.

+ ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.

+ მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ.

+ თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?

+ მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.

+ თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.

+ ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.

+ ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ უფრო მეტ სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ?

+ როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი.

38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.
39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს.
40.რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
41. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.


+ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის, და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლე.

+ შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.

+ ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ.

+ ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?

+ ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად? ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.

+ აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.

+ რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ.

+ განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.

+ მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.

+ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.

+ პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.

+ თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.

+ რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.

+ თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.

+ უძლურნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვნები განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ; უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდ გაეცით.

+ ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.

+ იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.

+ მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.

+ არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.

+ ქალი შობისს წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად.

+ მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე.

+ აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.

+ ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.

+ და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 7 2010, 01:42 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Molen @ 7th May 2010 - 02:14 PM) *
მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.


მაგარ!


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
parsmani
post May 7 2010, 02:14 PM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 20-February 10
From: TIFLIS
Member No.: 6,155

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



+ მე ვარ სიცოცხლე თქვენ კი არ მეძებთ

+ მე ვარ გზა თქვენ კი არ მომყვებით.
+ მე ვარ ნათელი თქვენ კი ვერ მხედავთ
+ მე ვარ მოძღვარი თქვენ კი არ მისმენთ
+ მე ვარ ერთგული მეგობარი,თქვენ კი არ გიყვარვართ
+ მე ვარ უფალი,თქვენ კი არ მემორჩილებით
+ მე ვარ ღმერთი,თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამი
+ და თუ თქვენ არხართ ბედნიერნი ნუ დამადანაშაულებთ მე
Go to the top of the page
 
+Quote Post
გოგა
post May 7 2010, 08:18 PM
Post #4


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 198
Joined: 20-April 10
From: motel entland 66
Member No.: 6,208

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გახსოვდეს ეს ჩემგან იყო.
გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, ასევე მეც მეხება? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, უძვირფასესი, და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება, მე მინდა იცოდე, რომ - ეს ჩემგან იყო.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში, რომ მომცე საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც შენს სულს სჭირდება და რომელნიც გთრგუნავენ შენ, გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო.
მე ვარ უფალი, ყველანაირი გარემოების მეუფე, შენ შემთხვევით კი არ აღმოჩნდი იმ ადგილას, რომელიც მე მიგიჩინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა დაგაყენე ზუსტად იმ გარემოებაში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან, შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას ასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის - ეს ჩემგან იყო. ჩემს ხელშია შენი მატერიალური კეთილდღეობა, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მე მინდა, რომ შენ დარწმუნდე ჩემს ერთგულებასა და დანაპირებში. მე არ დავუშვებ იმას, რომ გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი - არ გწამდა შენ ღმერთისო!
ღამ-ღამობით განიცდი ტანჯვას? განშორებული ხარ შენს ახლობლებს? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება.
მოტყუვდი შენს მეგობარში, ან ვინმეში, რომლისთვისაც გული გქონდა ნაბოძები? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, უფალია ნამდვილი მეგობარი. მე მინდა ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს შენს ლოცვაში.
ცილი დაგწამა ვინმემ? მომანდე ეგ საქმე და მომეტმასნე მე, შენს თავშესაფარს, რათა გამაგრდე ,,ენის ყივილისაგან’’. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, ხოლო შენი სამრთლიანობა დაემსგავსება შუადღეს.
დაინგრა შენი გეგმები? დაეცი სულით და დაიღალე? გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი შენთვის გეგმებს და მომიტანე მე რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ მე მინდა, რომ შენ მე დამითმო წარვმართო შენი ცხოვრება, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალიან მძიმეა ეს შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.
იგემე მოულოდნელად ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? - ეს ჩემგან იყო, რადგან მე მინდა, შენი გული და სული მუდამ ანთებული იყოს ჩემს თვალწინ და ჩემი სახელით ამარცხებდე ამ სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და სულმოკლეობის გამო უნუგეშობასა და დრტვინვაში ვარდები? - ეს ჩემგან იყო, რადგან ამ წუხილით მე ვცდიდი შენი ლოცვების კადნიერების ძალას ამ შენი ახლობლების მიმართ. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლაწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ - დროებითმა ან უკურნებელმა - და შენ აღმოჩნდი მიჯაჭვული შენს სარეცელზე? იცოდე - ეს ჩემგან იყო. რადგან მე მინდა, რომ შემიცნო უფრო ღრმად შენი სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩაწვდე ჩემს გეგმებს, ადამიანთა სულების სხვა და სხვა გზებით გადასარჩენად დაშვებულს, არამედ უდრტვინველად მოუდრიკე ქედი ჩემს წყალობას შენს მიმართ.
ოცნებობდი ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ამის ნაცვლად სარეცელზე მიკრული აღმოჩნდი? - იცოდე, ეს ჩემგან იყო. წარმატებებისას შენ ჩაძირული იყავი შენს საქმეებში და მე არ შემეძლო მომექცია შენი ფიქრები ჩემსკენ. მე მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, რათა იყო ჩემს სამსახურში. მე მინდა გასწავლო შენ შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ ვერაფერში ენდობი საკუთრ თავს.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლები ძირითადად არიან ისინი, ვინც მოწყვეტილია ცოცხალი მოღვაწეობისაგან, რათა ისწავლონ ფლობა იარაღისა, რომელსაც განუწყვეტელი ლოცვა ჰქვია.
მოწვეული ხარ, უეცრად დაიკავო მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობა? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა შენ უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
ამ დღეს გაძლევ ხელში ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე თავისუფლად, შვილო ჩემო! ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შენი შეურაცყოფა, ყოველი მარცხი შენს სამსახურში, რომელიც გამოიწვევს შენში გულიწყვეტას, ყოველი აღიარება, შენი უძლურებისა და უუნარობისა, იყოს ცხებული ამ მირონით.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეგეხება თუ არა, დაჩლუნგდება, რადგან ჩავდე შენს გულში სიტყვები, რომლებიც მე გამოგიცხადე შენ დღეს: ეს ჩემგან იყო!



რისთვის მიმატოვე, ადამიანო?

მე ვარ ნათელი, მაგრამ თქვენ ვერ მხედავთ;
მე ვარ გზა, მაგრამ თქვენ არ მომყვებით;
მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თქვენ არ გჯერათ ჩემი;
მე ვარ სიცოცხლე, მაგრამ თქვენ არ მეძებთ მე;
მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;
მე ვარ უფალი, მაგრამ თქვენ არ მემორჩილებით;
მე ვარ თქვენი ღმერთი, თქვენ კი არ მევედრებით;
მე თქვენი ყველაზე საუკეთესო მეგობარი ვარ, მაგრამ თქვენ არ გიყვარვართ მე; და თუ თქვენ არა ხართ ბედნიერი, ნუ დამადანაშაულებთ მე!
რისთვის მიმატოვე, ადამიანო?
რისთვის მაქციე ზურგი შენს მოყვარულს?
რატომ დაემონე მტერსა ჩემსა?
გაიხსენე, შენთვის ზეციდან გარდამოვედ!
გაიხსენე, შენთვის ქალწულისაგან ვიშვი!
გაიხსენე, შენთვის შვილი ვიყავ!
გაიხსენე, შენთვის თავი დავიმდაბლე!
გაიხსენე, შენი გულისათვის გლახაკი ვიყავ!
გაიხსენე, შენთვის მიწიერად ვიცხოვრე!
გაიხსენე, შენი გულისათვის დევნა გადავითანე!
გაიხსენე, შენთვის ბოროტსიტყვაობა, დამცირება, შეურაწყოფა, გინება, წყლულები, ჰნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი ვიტვირთე!
გაიხსენე, შენი გულისათვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!
გაიხსენე, შენთვის დამამცირებელი სიკვდილით მოვკვდი!
გაიხსენე, შენი გულისთვის დაკრძალულ ვიქმენ! სასუფევლიდან ჩამოვედ, რათა შენ ამეყვანე იქ!
თავი დავიმდაბლე, რათა შენ ამემაღლებინე.
დავგლახაკდი, რათა შენ გამემდიდრებინე.
შეურაცყოფილი ვიქმენ, რათა შენ განმედიდებინე.
თავი დავიწყლულე, რათა შენ განმეკურნე.
მოვკვდი, რათა შენ გამეცოცხლებინე.
შენ შესცოდე, მე კი შენი ცოდვა ვიტვირთე!
შენ დამნაშავე ხარ, მე კი დამსაჯეს!
შენ მევალე ხარ, ხოლო მე ვალი გადავიხადე!
შენ სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგივრად მოვკვდი!
ამისკენ ჩემმა სიყვარულმა და გულმოწყალებამ მომიწოდა.
მე არ შემეძლო მოთმენა, რომ შენ ესე გეტანჯა!
ნუთუ შენ ამ ჩემს სიყვარულს უარყოფ?
სიყვარულის წილ სიძულვილს მომაგებ?!
ჩემს მაგივრად ცოდვა შეგყვარებია?!
ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?!
რა ნახე ჩემში სიძულვილის ფასი?
რის გამო არ გსურს ჩემთან მოხვიდე?
სიკეთეს ეძებ? ყველანაირი სიკეთე მე მაქვს!
ნეტარება გინდა? ყველა ნეტარება მე გამაჩნია!
სილამაზე გინდა? ვინარის ჩემზე ლამაზი!
ღირსება გსურს? ვინ არის ხვთის ძეზე და მარად ქალწულის ძეზე ღირსეული?
სიმაღლე გინდა? ვინ არის სასუფევლის უფალზე მაღალი?
დიდება გსურს? ვის აქვს ჩემეზე მეტი დიდება?
სიმდიდრეს ეძებ? მე მაქვს ყველნაირი სიმდიდრე.
სიბრძნე გინდა? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.
ნამდვილი მეგობარი გსურს იპოვო? ვინაა მასზე მეტად გულწრფელი და მოსიყვარულე მეგობარი, რომელმაც სული თვისი დასდო ყოველთათვის?
დახმარებას ეძებ? ვინ დაგეხმარება ჩემს გარდა?
მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს ჩემს გარდა?
სიხარულს ეძებ? ვინ მოგცემს სიხარულს ჩემს მეტი?
მწუხარების დროს ნუგეშს ეძებ? ვინ განუგეშებს ჩემს გარდა?
სიწყნარეს ეძებ? ჩემთან ჰპოვებ სულის სიწყნარეს!
მშვიდობა გსურს? მე ვარ მშვიდობა სულისა!
სიცოცხლეს ეძებ? მე მაქვს წყარო სიცოცხლისა!
ნათელს ეძებ? მე ვარ ნათელი!
ნუთუ გზას ეძებ? მე ვარ გზა!
წინამძღოლს ეძებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი!
რატომ, რის გულისათვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?
ნუთუ ვერ ბედავ მოსვლას? აბა ვიღასთანაა უფრო ადვილი მისვლა?
თხოვნა გერიდება? ვის ვუთხარი უარი, ვინც რწმენით მომმართა?
ნუთუ შენი ცოდვათა სიმრავლის გრცხვენია, ჩემი გულმოწყალება გაცილებით მეტია!
,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქუენ’’.


მათეს სახარებიდან


1. მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს:

2. მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;

3. მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ.

4. რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად.

5. და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს.

6. უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში.

7. და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!

8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.

9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.

10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.

11. ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.

12. რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.

14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.
15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.
16. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა.
17. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს?
18. და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა.
19. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?
20. რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა.
21. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც.
22. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.
23. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.
24. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ.
25. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.
26. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც.
27. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.
29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს;
30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ.
32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების.
33.გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას;
35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.
36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე.
37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად.
39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!







--------------------

Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 25 2015, 12:48 PM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იქნებ ეს თემა იესო-ქრისტეს შეუერთოთ? მოდერაციას მივმართავ, საინტერესოა მაგრამ აქ 2010 წლის ემრე არავის დაუპოსტავს, იქ კიდე შედის მეტი ხალხი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:43 PM