IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ვედური ფილოსოფია, საბაზისო კურსი
Atman
post May 24 2011, 04:48 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“შესავალი”

რა არის ვედური ფილოსოფიის მიზანი? რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?

ვედური ფილოსოფიის მიზანია – გააშუქოს გზა, რომელსაც თუკი გავყვებით, ტანჯვისგან განვთავისუფლდებით. ამიტომ ვედური ტრადიცია არასოდეს არ თვლიდა ფილოსოფიას კაბინეტის მოაზროვნეების ხვედრად, რომელთა მსჯელობაც დაცილებულია რეალურ ცხოვრებას. ფილოსოფია, ვედების თანახმად, უნდა მიგვიყვანოს პრაქტიკულ შედეგამდე – ტანჯვისგან განთავისუფლებამდე.

თავად სიტყვა ფილოსოფია სიტყვასიტყვით ითარგმნება ბერძნულიდან როგორც “სიბრძნის სიყვარული”. სიტყვა სიბრძნის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ესააა – თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

თეორიის შესწავლის შემდეგ მოსწავლე მის პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობს და ამგვარად გამოცდილებას იძენს. ამასთან ცოდნა, რომელიც თავდაპირველად წიგნისეული და მისი ცხოვრებისგან დაცილებული იყო, თანდათანობით ცნობიერების სიღრმეში აღწევს. ცოდნის ათვისება ნიშნავს მის მიღებას საკუთარ გონებაში და პრაქტიკულ ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობას. ასეთი ცოდნა ადამიანის მსოფლმხედველობის ნაწილი ხდება, ისევე როგორც გადამუშავებული საკვები ჩვენი სხეულის ნაწილი.
რა ნაწილებისგან შედგება ვედური ფილოსოფია?

ვედურ ფილოსოფიაში არსებობს ცოდნის 4 განყოფილება:

1. პრამანა (გნოსეოლოგია) - “აღქმის (შესწავლის) მეთოდი”.

2. სამბანდჰა-გიანა (ონტოლოგია) - “სწავლება ყოფიერების შესახებ”.

3. აბჰიდეია-გიანა (ეთიკა) - “ცოდნა პრაქტიკის შესახებ, რმელსაც ცხოვრების სრულყოფამდე მივყავართ”.

4. პრაიოჯანა-გიანა (მეტაფიზიკა) - “ცოდნა ცხოვრების უმაღლესი სრულყოფილების შესახებ”.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვედური ფილოსოფია – ესაა სწავლება შესწავლის მეთოდის (პრამანა), ყოფიერების (სამბანდჰა-გიანა), ცხოვრების სრულყოფის პრაქტიკის (აბჰიდეია-გიანა) და უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელსაც ამ პრაქტიკით შეგვიძლია მივაღწიოთ (პრაიოჯანა-გიანა).
რას წარმოადგენს ვედური გნოსეოლოგია?

ვედური გნოსეოლოგია, ანუ “ცოდნა შესწავლის მეთოდების შესახებ”, ვედების ძალიან მნიშვნელოვანი განყოფილებაა, რომლის გაგების გარეშეც შეუძლებელია ჩავწვდეთ დანარჩენი ცოდნის დაფარულ აზრს. ამგვარად, იმისათვის, რომ შევისწავლოთ ვედური ონტოლოგია, ეთიკა და მეტაფიზიკა თავისი პირვანდელი სახით, თავიდან ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რომელი მეთოდის დახმარებითაა ეს შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვედური ცოდნა მიუწვდომელი ხდება.

ცოდნის მიღების მეთოდს სანსკრიტზე პრამანა – “მტკიცებულება” ეწოდება. როდესაც ადამიანი რეალობის ასპექტებზე საუბრობს, მან თავისი სიტყვები ავტორიტეტული მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს. და გნოსეოლოგიის განყოფილება გვიჩვენებს, თუ რომელი წყაროდან შეგვიძლია ამ მტკიცებულებების აღება.

რას წარმოადგენს ვედური ონტოლოგია?

“ცოდნას ყოფიერების შესახებ” სანკრიტზე ეწოდება სამბანდჰა-გიანა და იგი თავის თავში მოიცავს 7 თემას:

1. ჭეშმარიტება ღმერთის უმაღლესი მდგომარეობის შესახებ.

2. ჭეშმარიტება ღმერთის ენერგიების შესახებ.

3. ჭეშმარიტება ღმერთთან ურთიერთობების შესახებ.

4. ჭეშმარიტება სულის კონსტიტუციური მდგომარეობის შესახებ.

5. ჭეშმარიტება სულის შესახებ განპირობებულ მდგომარეობაში.

6. ჭეშმარიტება სულის შესახებ განთავისუფლებულ მდგომარეობაში.

7. ჭეშმარიტება ღმერთისა და მისი ენერგიების ერთდროული ერთიანობისა და განსხვავებულობის შესახებ.


თუკი ამ ჭეშმარიტებებს (სამბანდჰა-გიანას) ადამიანი შესწავლის სწორი მეთოდების დახმერებით შეისწავლის, იგი პრაქტიკას (აბჰიდეიას) შეუდგება, მაშინ ის უეჭველად მიაღწევს ცხოვრების უმაღლეს სრულყოფილებას (პრაიოჯანას).

რას წარმოადგენს ვედური ეთიკა?

ცოდნას იმ პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ცხოვრების უმაღლეს სრულყოფამდე მივყავართ, სანსკრიტზე ეწოდება აბჰიდეია-გიანა. ეს პრაქტიკა ორი ნაწილისგან შედგება:

1. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც წესებისა და რეგულაციების თანახმად ხორციელდება – ვაიდჰი-სადჰანა-ბჰაკტი.
2. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც ღმერთისადმი თავისუფალი, არამოტივირებული სიყვარულით ხორციელდება - რაგანუგა-სადჰანა-ბჰაკტი.

რას წარმოადგენს ვედური მეტაფიზიკა?

ცოდნას უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელიც მისაწვდომია ადამიანისთვის, სანსკრიტზე ეწოდება პრაიოჯანა-გიანა. გზა უმაღლესი სრულყოფილებისკენ ასევე ორ საფეხურად მიმდინარეობს:

1. ღმერთისადმი სიყვარულის საწყისი სტადია – ბჰავა-ბჰაკტი.
2. ღმერთის წმინდა სიყვარული – პრემა-ბჰაკტი.

ამგვარად ვედური ფილოსოფიის წვდომა რეალურ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ ცხოვრების უმაღლეს სრულქმნას მიაღწიოს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jun 1 2011, 05:43 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 1

“გზა საკუთარი თავის სიღრმეში”

მთელი სამყარო მხოლოდ ერთი, ხშირად უჩინარი მისწრაფების წყალობით მოძრაობს, - რა არის ეს მისწრაფება?


უეჭველია, რომ ესაა ბედნიერებისადმი სწრაფვა. ბედნიერებისადმი სწრაფვა ყოველი ადამიანის ყველაზე ღრმა და ფუნდამენტური განმასხვავებელი ნიშანია, მიუხედავად მისი რასობრივი ან ნაციონალური მახასიათებლებისა, ასევე მსოფლმხედველობისა, რელიგიური თუ პოლიტიკური რწმენისა და ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს საკუთარი თავის დაკმაყოფილების აურაცხელი საშუალება აქვს, ამ სწრაფვის ხასიათი და ბუნება ყველასთვის ერთიანია... ზოგიერთი ბედნიერებას ლოგიკის მეშვეობით ეძებს, ზოგიერთი იოგას საიდუმლო ძალებით, ზოგიერთი განდეგილი ხდება და მარტოობაში ცხოვრობს, ზოგიერთი განუწყვეტლივ იბრძვის, ზოგი მუდამ ქალებისა და სიმდიდრის ძებნაშია, ზოგს ხელოვნება ხიბლავს, ზოგს კი მეცნიერება.

თუმცაღა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბედნიერებას ეძებს, იგი როგორც წესი აუხდენელ ოცნებად რჩება ხოლმე. მის მოსაპოვებლად ადამიანი ახალ და ახალ მიზნებს ისახავს. მაგრამ მორიგი მიზნის მიღწევის შემდეგაც კი ვერ განიცდის იმ ბედნიერებას, რომელსაც ელოდა, ამიტომაც ახალ მიზანს ისახავს. ასე გრძელდება მთელი მისი ცხოვრება წარმოსახვითი ბედნიერების ძებნაში. რაღაც მომენტში ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი დაფიქრდება: “რაღაც ისე ვერაა. რატომ ვარ იძულებული ვიტანჯო, მიუხედავად იმისა რომ არ ვისწრაფვი ტანჯვისკენ? ვინაა ამაში დამნაშავე? და რა არის ჩემი ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და დანიშნულება?

უძველესი სიბრძნის თანახმად, სწორედ ასეთი კითხვების დასმის უნარი გამოარჩევს ადამიანს ცხოველებისგან, რომლებსაც ასეთი კითხვები არასოდეს უჩნდებათ. ვედებში ნათქვამია:

აჰარა-ნიდრა-ბჰაია-მაითჰუნამ ჩა, სამანიამ ეტამ პაშუბჰირ ნარანამ
დჰარმო ჰი ტეშამ ადჰიკო ვიშეშო, დჰარმენა ჰინაჰ პაშუბჰიჰ სამანაჰ


“საქმიანობის ისეთი სახეები, როგორიცაა კვება, ძილი, სექსი და თავდაცვა, დამახასიათებელია როგორც ცხოველებისთვის, ასევე ადამიანებისთვის. ადამიანი ცხოველზე მაღლა მდგომ არსებად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა იგი აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ესწრაფვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველისგან არაფრით განსხვავდება.”

ვიღაც შეგვეწინააღმდეგება: “მე ხომ არ ვიტანჯები, მე ყველაფერი მშვენივრად მაქვს!” მაგრამ განა მართლა ასეა? ნუთუ ჩვენ ტანჯვას არ განვიცდით:

1. უსიამოვნებებისგან, რომლებიც ბუნების ძალებისგან მოდის (სიცხე ან სიცივე, წვიმები ან გვალვა, სტიქიური უბედურებები და ა.შ.);
2. უსიამოვნებები, რომლებსაც სხვა ცოცხალი არსებები გვაყენებენ (მწერები, პარაზიტები, ცხოველები, ფრინველები, მცენარეები და რაღა თქმა უნდა ადამიანები.);
3. უსიამოვნებები, რომლებსაც საკუთარი სხეული და ჭკუა გვაყენებს (ავადმყოფობები, ფსიქიკური აშლილობანი, სტრესები და ა.შ.)

უეჭველია, რომ ამ ყველაფერს ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში. უბრალოდ ჩვენ შევეჩვიეთ ამ ტანჯვებს და ვღებულობთ მათ, როგორც ბუნებრივს და შევეგუეთ იმას, რომ მათგან განთავისუფლების ძალა არ გვაქვს. რაღაც მომენტში თავისუფალიც რომ ვიყოთ ჩამოთვლილი უსიამოვნებებისგან, ისინი შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაბრუნდნენ ამა თუ იმ ფორმით – და ამის გაცნობიერება შფოთვას და საფრთხის მოლოდინს ბადებს ჩვენში. ვცდილობთ რა იმედიანად ყოფნას, ვცდილობთ ოპტიმისტები ვიყოთ და უბრალოდ ვეგუებით ახალ ვითარებებს. მაგრამ ნუთუ ეს გონივრულია? როგორც ბაყაყი, რომელიც ცდილობდა შეგუებოდა წყალს, რომელსაც თანდათანობით აცხელებდნენ, საბოლოოდ მოიხარშა – ასევე ადამიანი, რომელმაც გამოიმუშავა ყველაფრისადმი შეგუების ჩვევა, ისე რომ არ უფიქრდება თავისი ტანჯვის ღრმა მიზეზებს, თავის ცხოვრებაში მარცხს განიცდის.

ამგვარად, ჩვენ მივუახლოვდით იმ ფუნდამენტალური წინააღმდეგობის ფორმულიერების აუცილებლობას, რომელიც ყოველი ადამიანის ცხოვრებაშია – წინააღმდეგობას ერთი მხრივ ადამიანის ბედნიერებისადმი სწრაფვასა და მეორე მხრივ ამ სწრაფვის გზაზე არსებულ მუდმივ უსიამოვნებებს შორის (დავარქვათ ამ წინააღმდეგობას “ცხოვრების მთავარი წინააღმდეგობა”).

ეს წინააღმდეგობავე აყალიბებს ადამიანში მიმდინარე უიმედო მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების, ანუ ცხოვრების აზრის ძიების მოთხოვნილებას, რადგანაც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანის ცნობიერება მუდამ ცდილობს იმ უბედური ყოფის დაძლევას, რომელიც ამ “ცხოვრების მთავარი წინააღმდეგობით” არის განპირობებული.


ამრიგად ვართ რა გონებით დაჯილდოვებული ადამიანები, შეგვიძლია ვცადოთ ტანჯვის მიზეზების პოვნა და მათგან განთავისუფლება.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jun 3 2011, 03:45 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სადაა დამალული ადამიანის ტანჯვების სიღრმისეული მიზეზი? რატომ განიცდიან განსხვავებული ინდივიდები განსხვავებულ ტანჯვას? რაზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრების მიმდინარეობა?

არსებობს ასეთი გამოთქმა: “დათესავ აზრს – მოიმკი ქცევას, დათესავ ქცევას – მოიმკი ჩვევას, დათესავ ჩვევას – მოიმკი ხასიათს, დათესავ ხასიათს – მოიმკი ცხოვრებას.”

თუ გამოვტოვებთ ამ ჯაჭვის შუა რგოლებს, მივიღებთ: “დათესავ აზრს... - მოიმკი ცხოვრებას.” აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ იმაზე, თუ რაზე ფიქრობს ადამიანი, დამოკიდებულია მისი მთელი ცხოვრება. და თუ ის თავისი აზრების შეცვლას შეძლებს – მისი ცხოვრებაც შეიცვლება.

კარგი იქნება თუ დავსვამთ კითხვას: “საიდან უჩნდება ადამიანს აზრები? რატომ ფიქრობს იგი სწორედ ასე და არა სხვანაირად?” პასუხი მარტივია: აზრები ჭკუიდან მომდინარეობენ. თუმცაღა ვედები ამტკიცებენ (ბჰაგავად-გიტა, 3.42), რომ ჭკუაზე მაღლა, მისი აზრებით, გრძნობებით და სურვილებით, დგას გონება – ადამიანის მსოფლმხედველობის სათავსო. სწორედ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა განაპირობებს აზრების იმ სახეს, რომლის მეშვეობითაც მისი ჭკუა მუშაობს.

ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: “დათესავ მხოფლმხედველობას, ... მოიმკი ცხოვრებას.” მსოფლმხედველობა არსებით როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში და იმის მიხედვით, თუ როგორია იგი, ადამიანი სხვადასხვაგვარად შეხედავს სამყაროს, სხვადასხვაგვარ ქმედებებს ჩაიდენს და სხვადასხვა სახის სიამოვნებებისკენ დაიწყებს სწრაფვას. შედეგად იგი ტანჯვის სხვადასხვა სახეებს მოიმკის, რომლებიც მასთან მოვლენ, როგორც მატერიალური ბუნების რეაქციები მისი არასწორი ქმედებების საპასუხოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ სხვადასხვა ტანჯვა – ეს სიგნალია, რომელიც გვახსენებს: რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ცხოვრებაში, - რაღაც კანონს ვარღვევთ, რადგანაც მხოლოდ დამნაშავეებს სჯიან.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jun 29 2011, 05:34 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაც ტექსტებს გამოვტოვებ (თქვენის ნებართვით) და ამ ფორუმისთვის საინტერესო მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ:



ვედების თანახმად, ღმერთი შეიძლება გამოვლინდეს სამ ასპექტში, რომლებზეც შრიმად-ბჰაგავატამშია (1.2.11) ნათქვამი:

ვადანტი ტატ ტატტვა-ვიდას
ტატტვამ ჲაჯ ჯნანამ ადვაიტამ
ბრაჰმეტი პარამატმეტი
ბჰაგავან იტი შაბდჲატე


«აბსოლუტურ ჭეშმარიტებას შეიცნობენ სამ ასპექტად, რომლებიც ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. მათ უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმას და ბჰაგავანს».

ამრიგად, ჭეშმარიტების ამ სამ ასპექტს შორის არ არსებობს განსხვავება ხარისხობრივი თვალსაზრისით, რადგანაც სამივე მათგანი ერთიანი ღმერთის სულიერ გამოვლინებას წარმოადგენს. ამაში მდგომარეობს მათი ერთიანობა. თუმცაღა არსებობს რაღაც სულიერი განსხვავება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ამ სამი კატეგორიის არსებობის აუცილებლობა. ამ სამ ასპექტში ერთიანი ღმერთი სხვადასხვა ხარისხით ავლენს თავს. მოდით გავაანალიზოთ, ამ სამიდან რომელ საფეხურზე ვლინდება ღმერთის ჭეშმარიტი არსი უფრო სრულად:

ბრაჰმანი — ეს ღმერთის უპიროვნო გამოვლინებაა, მისი მარადიული ყოფიერების ასპექტი, რომელზეც მიგვითითებს სანსკრიტული სიტყვა სატ — «მარადიულობა». ბრაჰმანის შეცნობა აბსოლუტის შეცნობის საწყისი საფეხურია. ისინი, ვინც ბრაჰმანი შეიცნეს, მატერიალური ცნობიერებისგან თავისუფლდებიან. ამ საფეხურისკენ ისწრაფვიან ჯნანა-იოგათი დაკავებული ადამიანები, რომლის პრაქტიკის არსიც მდგომარეობს აბსოლუტის ბუნებაზე დაკვირვებაში ამ მატერიალური სამყაროს დროებითი ობიექტების უარყოფის გზით. ასეთი ადამიანები ცდილობენ გაიგონ, თუ რა არ არის აბსოლუტი: იგი არც ისაა და არც ეს, იგი არც დადის და არც წევს, მისი შეგრძნება შეუძლებელია და ა.შ.. ამგვარად იმის განხილვით, თუ რა არის სული და რა არის მატერია, ასეთი ადამიანები თანდათანობით იწყებენ სულის გამოვლინების დანახვას და შეიცნობენ ბრაჰმანს – დამაბრმავებელ ნათებას, რომელიც ღმერთის სხეულისგან გამოდის, და რომელსაც მეორენაირად ბრაჰმაჯჲოტის უწოდებენ. და თუმცა ისინი საკუთარი მარადიული არსებობის გაცნობიერების მდგომარეობას აღწევენ, ასეთი სრულყოფილება – მხოლოდ პირველი საფეხურია აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობაში.

პარამატმა (პარამა — «უმაღლესი», და ატმა — «სული») — ეს ღმერთის ლოკალიზებული გამოვლინებაა, რომელიც ქმნილების ყოველ ატომში და ყოველი ცოცხალი არსების გულშია. პარამატმას სახით უფალი განჭოლავს ყველაფერ არსებულს და ინარჩუნებს მას. ამასთან იგი თვითონ არ ერევა მატერიალური სამყაროს საქმეებში. ის უბრალოდ აკვირდება ცოცხალი არსებების სურვილებს და ნებას აძლევს, რომ დაიკმაყოფილონ ეს სურვილები, თუკი მათი კარმა (საქმიანობის შედეგები) იძლევა ამის საშუალებას. თუ უპიროვნო ბრაჰმანის შეცნობა თავისი განსაზღვრებით შეუძლებელია, ზესულის (პარამატმას) ტრანსცენდენტული ფორმის შეცნობა უკვე შეუძლიათ სრულყოფილ იოგ-მისტიკოსებს, რომლებიც აშტანგა-იოგას აპრაქტიკებენ. გაცნობიერების ამ დონის მიღწევის შედეგად ადამიანი შეიცნობს ღმერთის მარადიულობის (სატ) და ცოდნის (ჩიტ) ასპექტებს. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის მეორე საფეხურია.

ბჰაგავანი — აბსოლუტური ჭეშმარიტების სრული გამოვლინება, ტრანსცენდენტულის შეცნობის ბოლო ნაბიჯი. ამ ასპექტში აბსოლუტი ყველაფერი არსებულის წყაროა. თუკი ბრაჰმანი სადღაც, მატერიალური ქმნილების მიღმა არსებობს, ხოლო პარამატმა პასიურად ინარჩუნებს ყველაფერს მატერიალურ სამყაროში, ბჰაგავანი, არის რა ყოველ მიზეზთა მიზეზი და ყველაფერი არსებულის წყარო, აქტიურ შემოქმედებით როლს თამაშობს. ასეთი ინდივიდუალური შემოქმედებითი აქტივობა პიროვნულია თავისი ბუნებით და აღსავსეა ნეტარებით — ანანდა. ამიტომ მხოლოდ ის, ვინც შეიცნო ღმერთის სრული გამოვლინება, როგორც ბჰაგავანისა, აღწევს უსაზღვრო ბედნიერების მდგომარეობას, გაცნობიერებული აქვს რა აბსოლუტის სამივე ასპექტი: სატ — «მარადიულობა», ჩიტ — «ცოდნა» და ანანდა — «ნეტარება». პრაქტიკას, რომელიც ღმრთეების უზენაესი პიროვნების შეცნობის საშუალებას იძლევა, ბჰაკტი-იოგა — ღმერთისადმი წმინდა ერთგული სამსახური ეწოდება.


ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ყველაზე მეტი ღვთაებრივი ასპექტი ბჰაგავანის რეალიზაციის საფეხურზე გამოვლინდება, სახელდობრ სატ, ჩიტ და ანანდა (მარადიულობა, ცოდნა და ნეტარება). ამიტომ ბჰაგავანი ღმერთის უმაღლესი გამოვლინებაა. უპიროვნო ბრაჰმანისა და ლოკალიზებული პარამატმას რეალიზაციები ღმერთის მხოლოდ ნაწილობრივი შეცნობაა და მის აღქმას გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტის მაღალი ასპექტის შეცნობა საკუთარ თავში მოიცავს უფრო დაბალის რეალიზაციას. ამიტომ, პარამატმას შეცნობა მოიცავს ბრაჰმანის რეალიზაციასაც, ხოლო ღმრთეების უზენაესი პიროვნების, ბჰაგავანის შეცნობა მოიცავს ბრაჰმანისაც და პარამატმასიც. სხვა სიტყვებით, მას, ვინც ღმერთი მის პიროვნულ ასპექტში შეიცნო, მისივე წყალობით სრული ცოდნა ეხსნება. უფალი ამას ბჰაგავად-გიტაშიც (15.19) ადასტურებს:

ჲო მამ ევამ ასამმუდჰო
ჯანატი პურუშოტტამამ
სა სარვა-ვიდ ბჰაჯამი მამ
სარვა-ბჰავენა ბჰარატა


«ყოვლისმცოდნეა ის, ვინც ეჭვშეუვალად მცნობს უზენაეს ღმრთაებრივ პიროვნებად. ამის გამო იგი, ო, ბჰარატას შვილო, სრული ერთგულებით მემსახურება».

რადგანაც სწორედ წმინდა ერთგული მსახურების პრაქტიკა, ანუ ბჰაკტი-იოგა, იძლევა ბჰაგავანის რეალიზაციის საშუალებას, ასეთი პრაქტიკა ცოცხალი არსების ყველაზე სრულყოფილი საქმიანობაა.

რა ემართება ადამიანს, რომელმაც მხოლოდ ნაწილობრივ შეიცნო აბსოლუტი — ბრაჰმანის ან პარამატმის დონე? დაკმაყოფილებულია იგი მიღწეული სრულყოფილებით და მთავრდება თუ არა ამით მისი სულიერი მისწრაფებები?

უპიროვნო ბრაჰმანის რეალიზაცია.

ადამიანი, რომელმაც ბრაჰმანი შეიცნო, ნეტარებას აღწევს იმის გაცნობიერებით, რომ მისი ბუნება ერთიანია ბრაჰმანის ბუნებასთან, და რომ ის და ბრაჰმანი მარადიულნი არიან. ამ ნეტარებას უწოდებენ ბრაჰმანანდას, რომელიც მომდინარეობს სიტყვებისგან ბრაჰმა (ბრაჰმანი) და ანანდა (ნეტარება). მისი მოპოვებით, ადამიანი უკვე აღარ აღიქვამს გარემოს როგორც რაიმე მნიშვნელოვანს. ყველა მისწრაფება და სურვილი, გაგება და რწმენა განიდევნება მისი ცნობიერებიდან. ის აღარაფერს ამბობს, აღარაფერს აკეთებს, და მისი აზროვნებაც კი, საკუთარი მარადიულობის შეცნობასთან ერთად, წყდება. იგი ვერ ხედავს სხვაობას საკუთარ თავსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის. ამგვარად, ბრაჰმანის გაცნობიერების საფეხურზე ყოფნის დროს ადამიანი მოიპოვებს ჭეშმარიტ ცოდნას მის გარშემო მყოფ მატერიალურ სამყაროზე და ბუნებრივ განჯაჭვულობას, რომელიც ამ ცოდნისგანაა შობილი. არაორმაგი ბრაჰმანის ბუნება ბოლომდე ვლინდება მის ცნობიერებაში.
ასეთი ადამიანი, რომელიც თვითშეცნობის შედეგად წყვეტს თავის საქმიანობას (კარმას), საკუთარი მეობიდან (ცნობიერებიდან) იღებს სიხარულს. მიუხედავად ამისა, მას უჩნდება ძალიან ნატიფი, სულიერი შეგრძნება დაუსრულებლობისა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სული თავისი ბუნებით აქტიურია და არ შეუძლია უმოქმედობა. ეს გრძნობა შეიძლება გახდეს მიზეზი ორი სახის შემდგომი ქმედებებისა:

ქველმოქმედება და ჭეშმარიტების გზავნილის სხვა ადამიანებისთვის გაზიარების სურვილი.

დაუკმაყოფილებლობის მიზეზის ძიება საკუთარ თავში.

თუ ადამიანი პირველს იღებს, მაშინ მატერიალურ სამყაროში მოქმედებისას, ისეთი კეთილი მიზნებითაც კი, როგორიცაა ქველმოქმედება და საზოგადოების განწმენდა, ის იწყებს მატერიალური ენერგიით განპირობებას, რასაც თანადათანობით დეგრადაციამდე მიჰყავს იგი.
მეორეს კი იოგური ტრანსის მდგომარეობამდე მიჰყავს, რომელშიც შეიცნობა უმაღლესი სული — პარამატმა. ასე შეუძლია ადამიანს მივიდეს ღმერთის უფრო მაღალი ასპექტის რეალიზაციამდე.






აინტერესებს ვინმეს პარამატმას და ბჰაგავანის საფეხურები, თუ ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისია? smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 30 2011, 04:13 AM
Post #5


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 29th June 2011 - 08:34 AM) *
აინტერესებს ვინმეს პარამატმას და ბჰაგავანის საფეხურები, თუ ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისია?

კარგი იქნება თუ გააგრძელებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jun 30 2011, 05:28 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





kate

QUOTE(kate @ 30th June 2011 - 04:13 AM) *
კარგი იქნება თუ გააგრძელებ.



სიამოვნებით:


პარამატმას (ზესულის) რეალიზაცია.

ბრაჰმანისგან განსხვავებით, ზესულთან (პარამატმასთან) შესაძლებელია ურთიერთობის დამყარება. ამ საფეხურზე ადამიანი ყველაფერში ზესულის თანხლებას ხედავს. გაცნობიერებულობის ეს დონე წინა საფეხურისგან იმით განსხვავდება, რომ ამჯერად უკვე აბსოლუტური ფორმა შეიცნობა. პარამატმა წარმოადგენს მთელი მისტიციზმის კულმინაციას, რადგანაც ყველა მისტიური სრულყოფილება ამ სამყაროში მისგან იღებს სათავეს. ადამიანი უსაზღვრო ნეტარებას იღებს ზესულის ხატ-სახის ჭვრეტით. ასეთი ჭვრეტისას იგი ერთიანობაში შედის ზესულთან, რაც საშუალებას აძლევს, რომ რაღაც დონეზე მისტიკური შესაძლებლობები (სიდჰები) გამოავლინოს.
და მიუხედავად იმისა, რომ იოგური პრაქტიკის შედეგად ზესულის შემცნობი ადამიანი დაკმაყოფილებულია საკუთარ თავში, მაინც, ცნობიერების სიღრმეში, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, მოდის დაუსრულებლობის სულიერი შეგრძნება. ეს გრძნობა შეიძლება გახდეს მიზეზი ორი სახის შემდგომი ქმედებებისა:

მოპოვებული მისტიკური ძალების გამოყენება საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად.

სწრაფვა შემდგომი სრულყოფისაკენ.

თუ ადამიანი პირველს იღებს, მაშინ იგი ანცვიფრებს ხალხს საკუთარი მისტიკური შესაძლებლობებით და ეჯაჭვება დიდებასა და სხვებზე აღმატებულობის შეგრძნებას. ეს მალე უბინძურებს გონებას და იგი ღმერთად აღიარებს საკუთარ თავს. ასე განიცდის დეგრადაციას თავის მიმდევრებთან ერთად, რომლებიც მისი ფოკუსების ანკესზე წამოეგნენ.
ხოლო თუ იოგი-მისტიკოსი გადალახავს მისტიკური შესაძლებლობებით ტკბობის ცდუნებას და ისწრაფვის ჭეშმარიტების შეცნობისკენ, განაგდებს რა ყველა სურვილს, რომელიც წარსული საქმიანობებითაა განპირობებული, მაშინ მასთან მოდის გაგება, რომელიც შრიმად-ბჰაგავატამშია (2.2.6) გამოხატული:

«ადამიანი უნდა ემსახუროს ზესულს, რომელიც მის გულში იმყოფება. იგი ყოვლისშემძლე ღვთაებრივი პიროვნებაა, მარადიული და უსაზღვრო, ამიტომ იგია ცხოვრების უმაღლესი მიზანი, და მისდამი თაყვანისცემით, შესაძლებელია მოვიშოროთ საკუთარი განპირობებული არსებობის მიზეზი».

ასე, თანდათანობით, იოგის მედიტაცია ზესულზე, გარდაიქმნება ერთგულ მსახურებად, რომელსაც აბსოლუტური ჭეშმარიტების მესამე ასპექტის – ბჰაგავანის შეცნობამდე მიჰყავს იგი.

ბჰაგავანის — ღმრთეების უზენაესი პიროვნების შეცნობა.

ერთგული მსახურების წყალობით, იოგს გულში თავდაპირველი ღვთაებრივი პიროვნება – ბჰაგავანი ეცხადება, რომელიც უსაზღვრო ნეტარების (ანანდა) წყაროა. ამგვარად, ანანდას წყაროსთან, ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან, შეხების შედეგად, წმინდა ერთგული მსახურების პროცესის მეშვეობით, ცოცხალი არსება, უახლოვდება რა ამ ღვთაებას, ენითაღუწერელი ბედნიერების მდგომარეობაში იძირება.

დასკვნის სახით უნდა ავღნიშნოთ, რომ მანამ, სანამ სრულყოფილებას მოწადინებული ადამიანი ბჰაგავანის რეალიზაციას არ მიაღწევს, ის დაუსრულებლობას იგრძნობს და გააგრძელებს ნეტარების (ანანდას) ძიებას. ამიტომ ღმრთეების უზენაესი პიროვნების, ბჰაგავანის, წმინდა ერთგული მსახურება საქმიანობის უმაღლეს ფორმას წარმოადგენს და მას ცოცხალი არსებისთვის სრული დაკმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს.

ეს დასტურდება შრიმად-ბჰაგავატამში (1.2.6):

სა ვაი პუმსამ პარო დჰარმო
ჲატო ბჰაკტირ ადჰოკშაჯე
აჰაიტუკი აპრატიჰატა
ჲაჲატმა სუპრასიდატი


«უმაღლეს საქმიანობას ყველა ადამიანისათვის წარმოადგენს ისეთი საქმიანობა, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ მივიდნენ ღმერთის ერთგული სასიყვარულო მსახურებამდე. იმისათვის რომ ბოლომდე დააკმაყოფილოს სული, ასეთი ერთგული მსახურება უანგარო და განუწყვეტელი უნდა იყოს».


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jun 30 2011, 12:17 PM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Jun 30 2011, 05:28 AM) *
პარამატმას (ზესულის)

ამ სიტყვის თარგმნის განსხვავებული ვარიანტები არსებობს და რა თქმა უნდა ყოველი თარჯიმანის პირადი გადასაწყვეტია რომელს აირჩევს.

მე პირადად მიმაჩნია, რომ უფრო სწორი იქნებოდა "ზე სამშვინველი", ან "უმაღლესი სამშვინველი", რადგან რუსულშიც ასეა - высшая душа, და არა высшый дух. ანუ ვფიქრობ პარამატმა არის სამშვინველიდან გამომდინარე და არა სულიდან. თუმცა ცხადია საკმაოდ არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც ეს ორი სინონიმებად მიაჩნია და ზედმეტი გართულება შეიძლება არც იყოს საჭირო.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jun 30 2011, 10:35 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სახალისო მონაკვეთი სურვილების ასრულებაზე: smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=71lMrtE9kx4...player_embedded

პ.ს. 19 ივლისს ეს გურუ ჩამოდის თბილისში (3 დღით).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 30 2011, 10:39 PM
Post #9


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Atman @ Jun 30 2011, 10:35 PM) *
სახალისო მონაკვეთი სურვილების ასრულებაზე: smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=71lMrtE9kx4...player_embedded

პ.ს. 19 ივლისს ეს გურუ ჩამოდის თბილისში (3 დღით).



biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 2 2011, 02:16 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისევ სურვილების ასრულებაზე smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=bpEBBjLvp9w...feature=related


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 3 2011, 07:15 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გონების გაფანტულობის შესახებ (9 წუთიანი მონაკვეთი):

http://www.youtube.com/watch?v=8SCBho-xMEk...embedded#at=105


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 4 2011, 09:13 PM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Желание властвовать (3 წუთიანი მონაკვეთი)

http://www.youtube.com/watch?v=G48na2_wqRc...player_embedded


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jul 7 2011, 08:26 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,511
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ქენი წაიკითხე ის ლექცია ?

კვერცხები ხო არ გესროლეს .... lol.gif .. რაღაც ისე ხარ გატრუნული..... biggrin.gif


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 7 2011, 10:21 AM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაგრძელებ ტექსტების დადებას ვედურ ფილოსოფიაში:








გაკვეთილი 2.

«ვედები – ჭეშმარიტი ცოდნის წყარო»

რას წარმოადგენს ეს ცოდნა, რომელსაც შეუძლია ასე დადებითად იმოქმედოს ჩემს ცხოვრებაზე და არსებობს თუ არა საერთოდ იგი? ვინ არის ამ აბსოლუტური ცოდნის წყარო, და რა სახით შეიძლება მისი მიღება?

არსებობს სამყაროს შეცნობის სხვადასხვა მეთოდი. ადამიანი იკვლევს მათ, მშობლებს ეკითხება, სწავლობს სკოლაში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, კითხულობს წიგნებს და გაზეთებს, უყურებს ტელევიზორს, ფიქრობს და მსჯელობს გარე სამყაროზე, განიცდის აღმოჩენებს და ა.შ. შეგვიძლია ცოდნის მიღების ასობით გზა ჩამოვთვალოთ. მაგრამ ყველა ეს გზა სამამდე დაიყვანება:


1. პრატჲაკშა-პრამანა – ესაა ცოდნის მიღების გზა გრძნობის ორგანოებით გარესამყაროს ობიექტებთან კონტაქტის მეშვეობით.

2. ანუმანა-პრამანა – ესაა ჰიპოთეზების წამოყენება იმ ცოდნის საფუძველზე, რომელიც უშუალო აღქმის შედეგად არის მიღებული («შესაძლოა ეს ასე იყო, მაგრამ სრულებით შესაძლებელია სხვაგვარად იყო»).

3. შაბდა-პრამანა – ცოდნის მიღება ავტორიტეტული წყაროს მოსმენის გზით.

რამდენად დაგვეხმარება ამ მეთოდების გამოყენება აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობაში (ჭეშმარიტების, რომელიც არ იცვლება დროის, ადგილისა და გარემოების მიხედვით)?

ცოდნის მიღების პირველი და მეორე მეთოდი მხოლოდ შეზღუდული ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა, რადგანაც ადამიანს შემდეგი ოთხი ნაკლი გააჩნია:

1. არასრულყოფილი გრძნობები

2. ილუზიაში ჩავარდნისადმი მიდრეკილება

3. შეცდომების დაშვებისადმი მიდრეკილება

4. ტყუილისადმი მიდრეკილება

მრიგად, პრატჲაკშა-პრამანა არ გამოდგება აბსოლუტური ცოდნის მისაღებად, რადგანაც ჩვენი გრძნობები არასრულყოფილია. ანუმანა-პრამანა ასევე არ გამოდგება, რამდენადაც ჭკუა წამოაყენებს ჰიპოთეზებს არასრულყოფილი გრძნობების მიერ აღქმული სამყაროდან მიღებული ცოდნის საფუძველზე. ამასთან ჭკუის ლოგიკასაც აქვს ხინჯები, ადამიანი ხომ მიდრეკილია ილუზიაში ჩავარდნისკენ, შეცდომების დაშვებისკენ და ტყუილისკენ. პრატჲაკშას და ანუმანას მეთოდები ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში, მაგრამ იმისათვის, რომ შეზღუდული ჭკუისა და გრძნობების საზღვრებს გარეთ არსებული ცოდნა მიიღოს, აუცილებელია მიმართოს შაბდა-პრამანას, ანუ ჭეშმარიტი ავტორიტეტისგან მოისმინოს იგი. მაგალითად, თუ გინდათ გაიგოთ, ვინაა თქვენი მამა, დედას უნდა ჰკითხოთ და ის ზუსტად გეტყვით. წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ დროს დაკარგავთ საკუთარი ძალებით მის ძებნაში, მაგრამ მაინც ვერ იპოვით მას.
ამგვარად, ჩვენი აღქმის მიღმა მყოფი ობიექტებიდან ცოდნის მიღების ერთადერთი საშუალებაა – შაბდა-პრამანას მეთოდი – «ავტორიტეტული წყაროსგან მოსმენა». ამიტომაც აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ ცოდნის მიღება მხოლოდ ამ მეთოდით შეიძლება.

მაგრამ ვინაა ეს უმაღლესი ავტორიტეტი, აბსოლუტური ცოდნის წყარო?

უეჭველია, რომ უმაღლესი ავტორიტეტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც სრულყოფილია. ადამიანები ასეთ უმაღლეს ავტორიტეტს ღმერთს უწოდებენ. იგი არასრულყოფილებებისგან თავისუფალია და შეუძლია არასრულყოფილ ცოცხალ არსებებს ცოდნა გადასცეს. თუკი მივიღებთ ასეთ ცოდნას, სრულ ინფორმაციას აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ, ჩვენ შევძლებთ სწორი კუთხით დავინახოთ სამყარო და სწორად შევაფასოთ მოვლენები. შედეგად ჩვენი ქმედებებიც უნაკლო გახდება და იმ ჭეშმარიტ ბედნიერებას მივაღწევთ, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით.
ცოდნას, რომელიც თავად ღმერთისგან მოდის, უწოდებენ აპაურუშეჲას – «ზეადამიანურს».

რა ნიშან-თვისებები ახასიათებს იმ ცოდნას, რომელიც აპაურუშეჲას კატეგორიას განეკუთვნება?

ცოდნას, რომელიც ღმერთისგან მომდინარეობს, უნდა ჰქონდეს შემდეგი მახასიათებლები:

მარადიულობა, უცვლელობა და სრულყოფილება. ჩვეულებრივი ადამიანური ცოდნა განუწყვეტელ ცვლილებას განიცდის, რამეთუ ადამიანს ახასიათებს ნაკლოვანებები, რომლებიც მის შეზღუდულ ბუნებას ჩვევია. მაგრამ ღმერთი სრულყოფილია, ამიტომ მისგან მოცემული ცოდნაც მარადიული სრულყოფილია. აქედან გამომდინარე იგი ერთნაირად უნდა მიესადაგებოდეს სხვადასხვა ხალხებს, კულტურებს, ტრადიციებს და ყველა დროში აქტუალური უნდა იყოს. სხვა სიტყვებით იგი არ «ძველდება».
სისრულე და ურთიერთწინააღმდეგობის არქონა. ამ ცოდნას უნდა ჰქონდეს დასრულებული და მთლიანი ბუნება, ანუ უნდა იყოს პრაქტიკული როგორც სულიერი, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, უნდა აღწერდეს სულიერი განწმენდის და ადამიანის ამაღლების თანმიმდევრულ გზას და ამასთან ასწავლოს ადამიანებს ყოველდღიური მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
შეიცავს საკუთარი ღვთაებრივი წარმომავლობის მტკიცებულებას. იმდენად, რამდენადაც არ არსებობს ღმერთზე მაღლა მდგომი ავტორიტეტი, ცოდნა, რომელიც მისგან გამომდინარეობს, საკუთარ თავში უნდა შეიცავდეს საკუთარი ღვთაებრივი წარმომავლობის მტკიცებულებას.
ეს ცოდნა უნდა გადაეცემოდეს მსაწავლებლების ჯაჭვით, რომელიც თავად ღმერთით იწყება. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ცოდნა უცვლელი სახით შენარჩუნდეს.
მტკიცდება პრაქტიკით. ამ ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებით, ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ყველაფერი ის, რაც გაიგო, ჭეშმარიტებაა.
მტკიცდება იმ ბრძენების მიერ, რომლებმაც სრულყოფილებას მიაღწიეს.
ვედები – ეს თვალნათლივი მოწმობაა. სხვა სიტყვებით, შესწავლის სწორი პროცესით ვედების შეცნობის შედეგად ყველასთვის თვალნათლივი გახდება მისი ჭეშმარიტება.

წარსულის ძალიან ბევრი წმინდანი, როგორებიც არიან ბრაჰმა (პირველი ცოცხალი არსება სამყაროში), ნარადა მუნი, ვიასადევა, მადჰავაჩარია, შანკარაჩარია, რამანუჯა, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ და მრავალი სხვა, აღიარებდნენ “ვედურ ცოდნას” (ან უბრალოდ “ვედებს”) ასეთ ყოვლადსრულყოფილ ცოდნად, რომელიც აპაურუშეჲას კატეგორიას განეკუთვნება. “ვედები” შედარებულია “სათვალეებს”, რომლებიც ეხმარებიან “ახლომხედველ” ცოცხალ არსებებს ჭეშმარიტი რეალობის დანახვაში.

სად მტკიცდება ვედურ ლიტერატურაში, რომ ვედები თავად ღმერთის მიერაა მოთხრობილი?

შრიმად ბჰაგავატამში (11.14.3) თავად ღმერთი ყვება იმის შესახებ, თუ როგორ მოუთხრო ეს ვედური ცოდნა სამყაროს შექმნის დასაწყისში პირველ შექმნილ ცოცხალ არსებას ბრაჰმას:

«ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: დროის გავლენით, სამყაროს მოსპობისას, ვედური ცოდნის ტრანსცენდენტული ბგერები დაიკარგა. ამიტომ, როდესაც დაიწყო სამყაროს მომდევნო შექმნა, მე ხელმეორედ გადავეცი ვედური ცოდნა ბრაჰმას, რამეთუ მე თვითონ ვარ რელიგიური პრინციპების განსახიერება, როგორც ეს ვედებშია დადასტურებული».

• ბჰაგავად-გიტაში (15.15) ღმერთი საუბრობს მის მიერ მოცემული ვედური ლიტერატურის დანიშნულებაზე:

სარვასჲა ჩაჰამ ჰრიდი სანივიშტო
მატტაჰ სმრიტირ ჯნანამ აპაჰანამ ჩა
ვედაიშ ჩა სარვაირ აჰამ ევა ვედჲო
ვედანტა-კრიდ ვედა-ვიდ ევა ჩაჰამ


«მე ყველას გულში ვსუფევ – თავად ვარ ხსოვნა, ცოდნა და დავიწყება. მე დავუდე სათავე მთელ ვედურ სიბრძნეს და მის მიზანს – ჩემ შეცნობას. ვედანტას შემოქმედი და ვედების მცოდნეც მე ვარ».


ამრიგად, უზენაესი უფალი, რომელიც ყველა სულიერი და მატერიალური სამყაროს წყაროა, გვატყობინებს, რომ ვედური ცოდნა მან თავად გადმოგვცა. ამ ცოდნის გამოყენებით, ადამიანს შეუძლია აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ჩაწვდეს და ცხოვრების უმაღლეს სრულყოფას მიაღწიოს.

და როგორ მოვიპოვოთ ეს ვედური ცოდნა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 7 2011, 10:26 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გაკვეთილი 3.


«როგორ შევიცნოთ ვედები?»

როგორ მივიღოთ ვედური ცოდნა?

არსებობს ორი გზა ანუ ორი პოზიცია ადამიანისა, რომელიც ვედების შესწავლას შეუდგა:

1. აროჰა-პანთჰა – ცოდნის მიღების აღმავალი გზა

2. ავაროჰა-პანთჰა – ცოდნის მიღების დაღმავალი გზა

ცოდნის მიღების აღმავალი გზა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი არ მიმართავს ავტორიტეტებს და ცდილობს, რომ საკუთარი ძალისხმევითა და მსჯელობებით შეიცნოს ჭეშმარიტება, ანუ მთლიანად ეყრდნობა საკუთარ გრძნობებსა და ჭკუას. ამასთან იგი აკეთებს საერთო დასკვნას, ეყრდნობა რა რამდენიმე კერძო შემთხვევას. მაგალითად, თუ გვინდა შევამოწმოთ მოკვდავია თუ არა ადამიანი, შეიძლება ჩავატაროთ გარკვეული კვლევები, ანუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შევეცადოთ გავარკვიოთ, მოკვდავია თუ არა მოცემული ადამიანი, და ასე დაახლოებით 8 მილიარდჯერ. მაგრამ ასეთი კვლევის ჩატარების შემდეგაც კი შესაძლოა ვიფიქროთ, რომ სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც არასოდეს მოკვდება, უბრალოდ ჯერ არ შეგვხვედრია ასეთი. ამ – აღმავალი – მიდგომის დროს ყოველთვის რჩება გაურკვევლობა, რაც ცოდნას ფარდობითს ხდის.

შესწავლის დაღმავალი მეთოდის გამოყენებისას ადამიანი ცოდნას ავტორიტეტული წყაროსგან ღებულობს. ამასთან კეთდება კერძო დასკვნა, დამყარებული საერთო წესზე. მაგალითად ვედებში ნათქვამია, რომ ადამიანი მოკვდავია. ამიტომ თქვენ არ ატარებთ ექსპერიმენტებს და უბრალოდ ღებულობთ როგორც ფაქტს, რომ ადამიანი მოკვდავია. ასეთი დასკვნა ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი და სარწმუნო იქნება. ამ მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია ზუსტი ცოდნა მივიღოთ.
ამგვარად ჩვენი გრძნობებისა და ჭკუის მიღმიერი ვედური ცოდნა რომ მიიღოს, ადამიანმა ზემოდან წყალობის მიღების მომლოდინეს პოზიციაში უნდა ჩააყენოს საკუთარი თავი, ანუ უნდა მიმართოს ავაროჰა-პანთჰას გზას. სწორედ ასე აღიქმება შაბდა – სულიერი ბგერა. მაგრამ თუკი ადამიანი საკუთარ არასრულყოფილ გრძნობებსა და ჭკუას ეყრდნობა (პრატიაქშა და ანუმანა), იგი ვერასოდეს მიიღებს ვედების ცოდნას, რადგანაც ეს ამაყი ადამიანის პოზიციაა. მორჩილი მდგომარეობის დაკავების გარეშე შეუძლებელია უბრალო ყოფითი ცოდნის მიღებაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე.

რას ნიშნავს უფრო ზუსტად ავაროჰა-პანთჰას მიღება?

ეს ნიშნავს სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობის მიღებას. თავად უფალი ამბობს ბჰაგავად-გიტაში (4.34):

მად ვიდდჰი პრანიპატენა
პარიპრაშნენა სევაჲა
უპადეკშჲანტი ტე ჯნანამ
ჯნანინას ტატვა-დარშანაჰ


«სულიერ მოძღვარს ეთაყვანე და მორჩილად დაუსვი კითხვები, შეიცან მისგან ჭეშმარიტება და ემსახურე მას. თავად ჭეშმარიტებას ზიარებულთ შეუძლიათ შენც გაზიარონ სიბრძნეს».

ამგვარად, ავაროჰა-პანთჰა – ესაა გზა, რომელზე დადგომითაც ჩვენ ღმერთის წყალობის იმედად ვართ და სულიერი მოძღვრის მეშვეობით ვღებულობთ მას.

შვეტაშვატარა უპანიშადში 6.23 ნათქვამია:

ჲასჲა-დევე პარა ბჰაკტირ
ჲათჰა-დევა ტათჰა გურაუ
ტაშჲაიტე კათჰიტა ჰი ართჰაჰ
პრაკაშანტე მაჰატმანაჰ


«მხოლოდ იმ დიად სულებს, რომლებსაც ურყევი რწმენა გააჩნიათ ერთდროულად ღმერთისადმიც და სულიერი მოძღვრისადმიც, ვედების მთელი არსი თავისთავად ეხსნებათ».

რა სახით მოხდება ვედური ცოდნის ათვისების პროცესი, თუკი ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს მივიღებ?

თუ ადამიანი ვედური ცოდნის ათვისების ჭეშმარიტ მეთოდს – ავაროჰა-პანთჰას – ღებულობს, მისი საწვლება ხუთ საფეხურად წარიმართება:

1. შეცნობა საკუთარი გრძნობების მეშვეობით (პრატჲაქშა). სულიერ მოძღვარზე დაკვირვებით, მოსმენითა და მისი მაგალითის მიყოლით, მოსწავლე იწმინდება. სულიერ მოძღვარს უწოდებენ აჩარიას – ანუ იმას, ვინც საკუთარი მაგალითით ასწავლის, თუ როგორ უნდა შევიმეცნოთ ვედური ცოდნა. ეს მისაწვდომია ნებისმიერი ადამიანის აღქმისთვის.

2. შეცნობა სხვა ადამიანის გრძნობების მეშვეობით (პაროქშა). სულიერი მოძღვრის ქცევების მიბაძვის შედეგად მოსწავლე პრატჲაქშადან შესწავლის მეორე დონეზე – პაროქშაზე გადადის. პაროქშა – ეს არაპირდაპირი ცოდნაა, როცა ჭეშმარიტებას სხვისი, სულიერი თვალსაზრისით უფრო სრულყოფილი ადამიანის თვალებით ვხედავთ.

3. უშუალო, პირდაპირი შეცნობა (აპარაკშა). სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით, მოსწავლე ისმენს და იმეორებს ავტორიტეტულ მოწმობებს (წმინდა წერილებს) და თავს არიდებს არაზუსტ განმარტებებს. შედეგად თანდათანობით იგი ღებულობს ფილოსოფიურ გაგებას და ხედვას, რომელიც ამ გაგებაზეა დამყარებული. აპაროკშა – პირდაპირი შეცნობაა სარწმუნო წყაროსგან მოსმენილი ცოდნის ათვისების გზით, ამას ხანდახან «გაცნობიერებას» ან «რეალიზაციას» უწოდებენ. ამ საფეხურზე ადამიანი იყენებს ანუმანას (ლოგიკას და მსჯელობას). თუმცაღა ეს ის ანუმანა არაა, რომელიც ცოცხალი არსებების ოთხი ნაკლოვანებითაა გამყარებული. ესაა ფილოსოფიური მსჯელობა მოსწავლისა, რომელიც მკაცრად მისდევს სულიერი მოძღვრის მაგალითს და დარიგებებს.

4. გამოცხადება (ადჰოკშაჯა). აპაროკშას მოსწავლე ვედური ცოდნის შეცნობის მეოთხე დონემდე მიჰყავს, რომელსაც ეწოდება ადჰოკშაჯა. ეს სიტყვა შედგება ორი სიტყვისგან: ადჰაჰ, რაც ნიშნავს «ქვემოთ» და აკშა-ჯა, რაც ნიშნავს «გრძნობებისგან შობილს». ამ ცნების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადჰოკშაჯა ცვლის (სიტყვა-სიტყვით «ქვემოთ აგდებს») გრძნობებისგან და ჭკუისგან შობილ ყოველგვარ ცოდნას. ადჰოკშაჯას დონე უნიკალურია იმით, რომ ცოდნა აღიქმება ისეთად, როგორც იგი ვედებშია მოცემული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დონეზე ადამიანის მიერ მიღებული ვედური ცოდნა გრძნობებისა და ჭკუის არასრულყოფილ «შრეს» გადაახტება. მხოლოდ ამ დონიდან შეუძლია ადამიანს გადავიდეს მეხუთე დონეზე, რამეთუ მის გონებას აღარ ფარავს არასწორი აღწმის მტვერი.

5. სულიერი ხედვა (აპრაკრიტა). ვედების შეცნობის მეხუთე და უკანასკნელ დონეზე ადამიანი იწყებს ჭეშმარიტი სულიერი რეალობის და აბსოლუტური პიროვნების ღვთაებრივი საქმიანობების შეცნობას, რომლებიც არანაირ კავშირში არაა მატერიალური ბუნების მექანიკურ ფუნქციებთან. აპრაკრიტა – ეს სულიერი საქმიანობის დონეა. სიტყვა აპრაკრიტა სიტყვა-სიტყვით ნიშნავს «არამატერიალურს», ანუ მატერიალური ბუნების მიღმა მყოფს.

ამგვარად, ადამიანს რომელიც ცოდნის ჭეშმარიტი შეცნობის (ავაროჰა-პანთჰა) გზაზე დგას, ნაბიჯ-ნაბიჯ ეხსნება მისი ჭეშმარიტი სულიერი არსის შესახებ დაფარული საიდუმლო.

ბჰაგავად-გიტაში (9.2) ამ ცოდნის შესახებ ნათქვამია შემდეგი:

რაჯა-ვიდჲა რაჯა-გუჰჲამ
პავიტრამ იდამ უტტამამ
პრატჲაქშავაგამამ დჰარმჲამ
სუ-სუქჰამ კარტუმ ავჲაჲამ


«ღვთიური ცოდნა ზოგადად განათლების მეფეა, საიდუმლოთა იდუმალება. წმინდაა იგი და განმწმენდელი მისი, ვინც მისი საშუალებით სული შეიცნო საკუთარ თავში. რწმენის სრულმქმნელი და სამარადისოა ეს მეფური სიბრძნე, რომლის გაგებას უდიდესი ნეტარება ახლავს».

ამგვარად, იმისათვის რომ ნამდვილად მივიღოთ ცოდნა, რომელსაც ჩვენი გაბედნიერება შეუძლია, საჭიროა ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის მიღება. ასეთია გზა ნამდვილი ბედნიერებისკენ.

როგორ ამოვიცნოთ, ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარია ჩვენს წინაშე თუ უბრალოდ მატყუარა? როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის თვისებები?




ჯერ-ჯერობით საკმარისია. იქნებ შეკითხვები გაქვთ? smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 7 2011, 10:34 AM
Post #16


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

ეს ყველაფერი რომელი ვედებიდან არის კონკრეტულად?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 7 2011, 10:50 AM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
QUOTE(mata @ 7th August 2011 - 10:34 AM) *
ეს ყველაფერი რომელი ვედებიდან არის კონკრეტულად?


ციტატები რაცაა მოყვანილი მითითებულია წყარო და ზოგადად საუბარი თავად ვედებს ეხება, შესაბამისად ვედებიდან ვერ იქნება. ეს არის ბრაჰმა-მადჰავა-გაუდია სამპრადაჲას (რომლის ერთ-ერთი ტოტია შრილა პრაბჰუპადა) ხაზის მიერ შემუშავებული კურსი, რა თქმა უნდა ვედებზე დაყრდნობით. ამოსავალი წერტილი კი ვედების ყველაზე მთავარი ნაწილებია: კერძოდ ბჰაგავად-გიტა, შრიმად-ბჰაგავატამი, უპანიშადები. ასევე ეს სისტემა ეყრდნობა იმ უამრავი სულიერი მოძღვრის გამოცდილებას, რომელმაც ეს გზა გაიარა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 7 2011, 11:09 AM
Post #18


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ეს ვედური ფილოსოფია არ არის. არვიცი ასე ვინ უწოდა, მარა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.

ვედები რა არის და რას წარმოადგენს ზოგადად ალბად შენც მშვენივრად იცი. აი ეს კი აქ რაც წერია არის ვედების ერთერთი ინტერპრეტაცია იმ უამრავი ინტერპრეტაციისგან, რაც მოგვიანებით ვედებზე იწერებოდა. არსებობს ამისი საპირისპირო ფილოსოფიები, ასევე ვედებზე დაყრდნობით.
აქ რასაც წერ არის ორთოდოქსული სკოლებიდან (სანქჰია, იოგა, მიმანსა, ნიაია, ვაიშეშიკა, ვედანტა) რომელიღაცა ერთერთის განშტოებაა ალბათ. ამ სკოლებმა კი ვედურ ცოდნას მინდა გითხრა რომ სხვადასხვა ინტერპრეტაცია და განმარტება გაუკეთეს, ეს სკოლები ერთმანეთ ეწინააღმდეგებიან ბევრ რამეში და ერთი თუ ამბობს რომ ეს ასეა, მეორე იმის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. რომელია მართალი და ნამდვილი ვედური (ცოდნა) ფილოსოფია ეს კაცმა არ იცის. ყველა იმას ამტკიცებს არა მე ვარ მართალიო.

ამიტომაც შეგეკითხე, გამიკვირდა ასეთი ტექსტები და თანაც ასეთი პრეტენზიული სათაურით "ვედური ფილოსოფია" .
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 7 2011, 11:19 AM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata

რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი მიმართულებაა და ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. და არ აცხადებს პრეტენზიას, რომ ყველა სხვა მიმართულება მცდარია.

და რა უნდა ერქვას აბა: "ვედური ცოდნის ერთ-ერთი მიმართულება"? თუ "ვედური ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმართულება"? smile.gif

მინდა გითხრა ეს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სკოლაა, ასე რომ პრეტენზიულად სულაც არ ჟღერს. მგონი თავად უფრო ხარ პრეტენზიული ამ შემთხვევაში smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 7 2011, 11:32 AM
Post #20


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ციტატა(atman @ 7th August 2011 - 11:19 AM) *
და რა უნდა ერქვას აბა: "ვედური ცოდნის ერთ-ერთი მიმართულება"? თუ "ვედური ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმართულება"?


რავი აბა, ყოველშემთხვევაში "ვედური ფილოსოფია" ძაან ზოგადი სახელია და მასში იგულისხმება ყველა ის ფილოსოფიური სკოლა რაც ვედებზე დაყრდნობით შექმნილა, ეგ ყველა ვედური ფილოსოფიაა.
ნუ რავი დაარქვი ის რაც ქვია მაგ: ბრაჰმა-მადჰავა-გაუდია სამპრადაჲას ფილოსოფია, ან ვაიშნავური ფილოსოფია ან რამე სხვა, ოღონდ არა ვედური, თორე ინდურ ფილოსოფიაში ჩახედულმა რო ეს წაიკითხოს ასეთი სათაურით, თავი მოგვეჭრება.
ციტატა(atman @ 7th August 2011 - 11:19 AM) *
ს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სკოლაა

ეჰ, ყველას თავისი თავი გონია ავტორიტეტული, აბა სხვა სკოლებს კითხე? გეტყვიან არაააა ჩვენა ვართ რაცა ვართო...

ნუ რავი როგორც გინდა, პრეტენზიად კი არ მიიღო, უბრალოდ დავინახე შეცდომა (ძაან მომხვდა თვალში, თორე არც გეტყოდი) და გითხარი მეგობრულად. მეტი არაფერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 31st March 2020 - 11:45 AM