IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ვედური ფილოსოფია, საბაზისო კურსი
Atman
post Aug 7 2011, 12:04 PM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ 7th August 2011 - 11:32 AM) *
ეჰ, ყველას თავისი თავი გონია ავტორიტეტული, აბა სხვა სკოლებს კითხე? გეტყვიან არაააა ჩვენა ვართ რაცა ვართო...


ჰკითხე სხვა სკოლებს ამ სკოლაზე და გეტყვიან...

QUOTE(mata @ 7th August 2011 - 11:32 AM) *
ნუ რავი დაარქვი ის რაც ქვია მაგ: ბრაჰმა-მადჰავა-გაუდია სამპრადაჲას ფილოსოფია, ან ვაიშნავური ფილოსოფია ან რამე სხვა, ოღონდ არა ვედური, თორე ინდურ ფილოსოფიაში ჩახედულმა რო ეს წაიკითხოს ასეთი სათაურით, თავი მოგვეჭრება.


და რამ გაყო ერთმანეთისგან ვაიშნავური ფილოსოფია და ვედური ფილოსოფია? ვაიშნავიზმი (და არა მარტო) ვედური ფილოსოფიის მთავარ და ყველაზე საკრალურ არსს იძლევა, ასე რომ... არსობრივად ზუსტად იგივე ფილოსოფია აქვს ოთხი მთავარი მოწაფეობრივი ჯაჭვიდან დანარჩენ სამსაც (შრი სამპრადაია, რუდრა-სამპრადაია და კუმარა-სამპრადაია). მაშინ გამოდის რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ამ სკოლისაა და არა მათი. ხოლო ის, რომ აქცენტი აქ შრილა პრაბჰუპადაზე და მის წიგნებზე კეთდება, ბუნებრივია, არსი კი ერთია შრილა პრაბჰუპადას წიგნებშიც და ვთქვათ რამანუჯა აჩარიას თანამედროვე მოსწავლეების წიგნებში.

მივხვდი რისი თქმაც გინდოდა და კარგად მესმის შენი, მაგრამ დარჩეს ეს სახელი. ინდურ ფილოსოფიაში მართლა ჩახედული ვინცაა, არა მგონია ამის გამო გაგვკიცხოს smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 7 2011, 12:30 PM
Post #22


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(atman @ 7th August 2011 - 12:04 PM) *
და რამ გაყო ერთმანეთისგან ვაიშნავური ფილოსოფია და ვედური ფილოსოფია?


ეს იგივეა ეხლა რომ იაღოველმა იკითხოს: რამ გაყო ერთმანეთისგან ბიბლია და იაღოველობაო?! იაღოველები არიან ერთ-ერთი ფრთა, რომელსაც პრეტენზია აქვს ბიბლიის ჭეშმარიტ განმარტებაზე, ისევე როგორც ვაიშნავები პრეტენზიას აცხადებენ ვედებზე.

ბიბლია ერთია, მარა მასზე შექმნილი მოძღვრებები და ინტერპრეტაციები - მრავალი. შენ ერთერთი მიმდინარეობის სახელით გამოდიხარ და ამბობ ეს არის "ბიბლიის ყველაზე საკრალური არსიო" და ყველაზე ავტორიტეტულიები ჩვენ ვართ "იაღოველებიო" .

ნუ იაღოველი მაგალითად მოვიყვანე იმედია არ გაბრაზდები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 7 2011, 12:49 PM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata

QUOTE(mata @ 7th August 2011 - 12:30 PM) *
ეს იგივეა ეხლა რომ იაღოველმა იკითხოს: რამ გაყო ერთმანეთისგან ბიბლია და იაღოველობაო?! იაღოველები არიან ერთ-ერთი ფრთა, რომელსაც პრეტენზია აქვს ბიბლიის ჭეშმარიტ განმარტებაზე, ისევე როგორც ვაიშნავები პრეტენზიას აცხადებენ ვედებზე.


რა პრობლემაა, დაარქვან თავიანთ ფილოსოფიას "ბიბლიის ფილოსოფია". აქვთ ამის უფლება. ვინც წაიკითხავს ხომ გაარჩევს ნამდვილი არსია გადმოცემული თუ ცრუ არსი?

QUOTE(mata @ 7th August 2011 - 12:30 PM) *
ბიბლია ერთია, მარა მასზე შექმნილი მოძღვრებები და ინტერპრეტაციები - მრავალი. შენ ერთერთი მიმდინარეობის სახელით გამოდიხარ და ამბობ ეს არის "ბიბლიის ყველაზე საკრალური არსიო" და ყველაზე ავტორიტეტულიები ჩვენ ვართ "იაღოველებიო" .


მე არ მითხვამს, რომ ვაიშნავიზმი ყველაზე ავტორიტეტულია. მე ვთქვი, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია (ვედებთან დაკავშირებით). და ოთხი მთავარი სამპრადაიადან არც ერთს არ აქვს იმის ილუზია, რომ დანარჩენებს სჯობია. აი იეღოველების ავტორიტეტულობა კი არა მგონია თავად იეღოველების გარდა ვინმე სხვა მიმართულებამ დაამოწმოს.

თან კიდევ ერთი შენიშვნა: "იეღოველების ფილოსოფია" ათწლეულებს ითვლის, ვაიშნავური ფილოსოფია კი ათასწლეულებს (თუ მეტს არა), კონკრეტულად ამ ფორმით კი მინიმუმ 500 წლისაა.

თუნდაც ამიტომ მაქვს უფრო მეტი უფლება "ვაიშნავიზმის ფილოსოფიას" "ვედური ფილოსოფია" დავარქვა, თუმცა ამის უფლება რა თქმა უნდა იეღოველებსაც აქვთ (ბიბლიასთან დაკავშირებით).

და რაც ყველაზე მთავარია: მე არაფერს არ ვარქმევ. მე გადმოვცემ წიგნს (კურსს), იმ სათაურით, როგორითაც იგია დასათაურებული, ასე რომ სახელის შეცვლა ჩემი პრეროგატივა არაა. პირიქით, უფლება არ მაქვს რომ სახელი შევუცვალო. მე მხოლოდ ვთარგმნი და თქვენ გაწვდით.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 7 2011, 12:58 PM
Post #24


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მემგონი არაფერი უნდა დამეწერა, შეცდომა დავუშვი !


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 7 2011, 01:03 PM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
QUOTE(mata @ 7th August 2011 - 12:58 PM) *
მემგონი არაფერი უნდა დამეწერა, შეცდომა დავუშვი !


შეცდომა არ დაგიშვია. გარკვეული კუთხით და თვალთახედვით მართალი ხარ, მაგრამ მე სხვა თვალთახედვაც გაჩვენე. სულ ესაა...

კათოლიკებს, ან მართლმადიდებლებს უფრო მეტი უფლება აქვთ ქრისტიანულ ფილოსოფიას "ბიბლიის ფილოსოფია" დაარქვან, ვიდრე იეღოველებს (თუმცა ისევ ვიმეორებ, უფლება მათაც აქვთ). იმედია ამაში მაინც დამეთანხმები smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 7 2011, 01:08 PM
Post #26


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(atman @ 7th August 2011 - 01:03 PM) *
შეცდომა არ დაგიშვია.

მე ვამბობ რომ დავუშვი !!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 9 2011, 06:23 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 4.

«ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის თვისებები»

ამრიგად, როგორია ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის თვისებები?

შრიმად ბჰაგავატამში 11.3.21 ნათქვამია:

ტასმად გურუმ პრაპადჲეტა
ჯიჯნასუჰ შრეჲა უტტამამ
შაბდე პარე ჩა ნიშტანამ
ბრაჰმანი უპაშამაშრაჲამ


«ამიტომ ნებისმიერმა, ვისაც ნამდვილად სწყურია ჭეშმარიტი ბედნიერება, სულიერი მოძღვარი უნდა ეძებოს, ხოლო როდესაც იპოვის, თავშესაფარი უნდა ჰპოვოს მასთან. სულიერი მოძღვრის კვალიფიკაცია ასეთია: მან ყურადღებით შესწავლის შედეგად გააცნობიერა ვედური ცოდნის დასკვნა, და შეუძლია სხვებიც დაარწმუნოს მათ ჭეშმარიტებაში. ასეთი დიადი ადამიანები, რომლებმაც უზენაეს უფალთან ჰპოვეს თავშესაფარი და ყველანაირი მატერიალური შეხედულება მიატოვეს, ჭეშმარიტ სულიერ მოძღვრებად უნდა ვაღიაროთ».

ამ ლექსში ნათქვამია სულიერი მოძღვრის ორი მთავარი და ერთი მეორეხარისხოვანი თვისების შესახებ.

ძირითადი თვისებები:

1. შაბდა-ბრაჰმანი ნიშნატა – მან ყურადღებით შესწავლის შედეგად ბოლომდე გააცნობიერა წმინდა წერილების დასკვნა, და შეუძლია სხვებიც დაარწმუნოს მათ ჭეშმარიტებაში.

ამიტომ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი:

- არასოდეს საუბრობს იმაზე, რაც ვედურ ლიტერატურაში არ გვხვდება (არაფერს არ იგონებს), ანუ აზროვნებს წმინდა წერილების კატეგორიებით;

- გამუდმებით შეისწავლის წმინდა წერილებს, ანუ არ მიიჩნევს საკუთარ თავს სულიერი ცოდნის სრულყოფილად მცოდნედ, არამედ პირიქით, განუწყვეტლივ განიცდის სრულყოფას ამაში;

- არასოდეს შედის წინააღმდეგობაში სადჰუებთან (წმინდანებთან);

- შეუძლია პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რაც სულიერ ცხოვრებას ეხება;

- ასწავლის თავისი მაგალითით (აჩარია);

- გულმართალია და მეგობრულია ყველასადმი.

2. პარა-ბრაჰმანი ნიშნატა – მან თავშესაფარი ჰპოვა უზენაეს უფალთან და სულიერ საფეხურზე მტკიცედ გამყარდა.

ამიტომ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი:

- არასოდეს ამბობს «მე – ღმერთი ვარ»;

- საუბრობს მხოლოდ ღმერთზე ან იმაზე, რაც ღმერთთანაა დაკავშირებული;

- ჩაძირულია უფლის წმინდა სახელების გალობასა და გამეორებაში და მისი დიდების ქადაგებაში;

- ჩაფლულია ღმერთის ერთგულ მსახურებაში.

მეორეხარისხოვანი თვისება:

უპასა ამაშრაჲაჰ -– იგი გულგრილია მატერიალური სამყაროს ცდუნებების მიმართ.
«სწავლების ნექტარში» (ტექსტი 1) ამის შესახებ ნათქვამია შემდეგი:

ვაჩო ვეგამ მანასაჰ კროდჰა-ვეგამ
ჯიჰვა-ვეგამ უდაროჰასთჰა-ვეგამ
ეტან ვეგან ჲო ვიშაჰეტა დჰირაჰ
სარვამ აპიმამ პრთჰივიმ სა შიშჲატ


«კეთილგონიერ ადამიანს, რომელსაც ლაპარაკის მოთხოვნილების, ჭკუის მოთხოვნილების, სიბრაზის ზემოქმედებისა და ენის, მუცლისა და სასქესო ორგანოთა მოთხოვნილებების მოთმინების ძალა შესწევს, შეუძლია მთელს მსოფლიოში ჰყავდეს მოწაფეები».

მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც პირველ ორ (მთავარ) თვისებას ფლობს, შეუძლია სრულიად განჯაჭვული იყოს მატერიისგან და აკონტროლოს თავისი ექვსი მოთხოვნილება, რომლებიც აღწერილია ამ ლექსში.

სულიერი მოძღვრის დამატებითი თვისება:

3. მიეკუთვნებოდეს მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვს.

არსებობს სამპრადაჲას – სულიერი ცოდნის გადაცემის ავტორიტეტული გზის – ოთხი სკოლა, რომლებიც საწყისს აბსოლუტური ჭეშმარიტებიდან იღებენ: ბრაჰმა-სამპრადაჲა, რუდრა-სამპრადაჲა, შრი-სამპრადაჲა და კუმარა-სამპრადაჲა. შემდეგ ყოველი ეს სკოლა იყოფა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის მრავალ ტოტად, რომლებსაც პარამპარა ეწოდება. პადმა პურანაში ნათქვამია: სამპრადაიჲა-ვიჰინა ჲე მანტრას ტე ნიშპჰალა მატაჰ. ყველა მანტრა, რომელსაც ადამიანი იმეორებს, მიღებული უნდა იყოს ერთ-ერთი ამ სამპრადაის წარმომადგენლისგან, - მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ მათ სულიერი ძალის განვითარება; წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს სულიერ ცხოვრებაში. ამიტომაც ვედების დაფარული ცოდნა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგვეხსნება, თუკი იმ სულიერი მოძღვრის მეშვეობით მივიღებთ მას, რომელიც ამ ავტორიტეტული სკოლებიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება.

მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჩვენი ჯაჭვი, რომლის დამფუძნებელიც ბრაჰმაა – ანუ პირველი ცოცხალი არსება სამყაროში, იწოდება ბრაჰმა-მადჰავა-გაუდია-სამპრადაჲად.

რაში მდგომარეობს მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვის მთავარი დანიშნულება?

პარამპარას მთავარი დანიშნულებაა — გადასცეს ვედური ცოდნა შეუცვლელი სახით, დაუმახინჯებლად. მოსწავლე სულიერი მოძღვრისგან უცვლელად ღებულობს ცოდნას. დროთა განმავლობაში, აუცილებელი თვისებების გამომუშავების შემდეგ, იგი თავად ხდება სულიერი მოძღვარი და ამ დაფარულ ცოდნას თავის მოსწავლეებს გადასცემს სწორედ იმ სახით, როგორც თავისი სულიერი მოძღვრისგან მიიღო.

სწორედ პარამპარას წყალობით იყო, რომ ვედური ცოდნა საუკუნეთა განმავლობაში დაუმახინჯებლად გადაეცემოდა და თავის სიწმინდეს ინარჩუნებდა. ახლა ეს ცოდნა მისაწვდომი გახდა მთელი დასავლური სამყაროსთვის მისი ღვთაებრივი მოწყალება ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადას წყალობით, რომელიც ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი იყო. მან თარგმნა და კომენტარები გაუკეთა ვედური ლიტერატურის ისეთი უმთავრეს ტექსტებს, როგორებიცაა ბჰაგავად-გიტა, შრიმად ბჰაგავატამი, შრი იშაუპანიშადი და სხვ., რომლებიც მთელი ვედური ლიტერატურის არსს ხსნიან.

ბჰაგავად-გიტაში (2.46) ნათქვამია:

ჲავან ართჰა უდაპანე
სარვატაჰ სამპლუტოდაკე
ტავან სარვეშუ ვედეშუ
ბრაჰმანასჲა ვიჯანატაჰ


«რასაც პატარა ჭაში ჩამდგარი იქმს, გაცილებით მეტს შეძლებს წყალუხვი მორევი. სწორედ ასევე, ვინც ვედების საბოლოო მიზანს – ბრაჰმანს დაეუფლება, მისთვის მთელი ვედების შინაარსი გასაგები ხდება».

ამიტომ უბრალოდ შრილა პრაბჰუპადას წიგნების შესწავლის შედეგად, ადამიანი შესაძლებლობას ღებულობს, რომ ვედების უმაღლეს მიზანს ჩაწვდეს და ადამიანური ცხოვრების უმაღლეს დანიშნულებას მიაღწიოს.

მაგრამ ვედები ხომ ასე ვრცელია, მართლა საკმარისია შრილა პრაბჰუპადას წიგნების შესწავლა ვედების არსის შეცნობისთვის და სრულყოფის მიღწევისთვის?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 9 2011, 06:28 PM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 5

«ვედური ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა»

მაგრამ ვედები ხომ ასე ვრცელია, მართლა საკმარისია შრილა პრაბჰუპადას წიგნების შესწავლა ვედების არსის შეცნობისთვის და სრულყოფის მიღწევისთვის?

ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, აუცილებელია დავინახოთ იმ წიგნების ადგილი მთელ მრავალფეროვან ვედურ ლიტერატურას შორის, რომლებიც შრილა პრაბჰუპადამ თარგმნა და კომენტარები გაუკეთა. ამისათვის გავაკეთოთ ვედების მოკლე მიმოხილვა.

მთელი ვედური ლიტერატურა (შემოკლებისთვის ვუწოდოთ მას ვედები) იყოფა 3 ძირითად ნაწილად: შრუტი («მოსმენილი»), სმრიტი («დამახსოვრებული»), ნჲაჲა («ლოგიკური დასკვნა»), რომლებსაც ეწოდებათ ტრაიი-პრასთჰან – «სამი გზა», რომლებსაც მივყავართ ამ მატერიალური სამყაროდან.

შრუტის მიეკუთვნება: საკუთრივ რიგ-, ჲაჯურ- , სამა- და ადჰარვა-ვედები. ყოველი ამ ოთხი ვედადან, თავის მხრივ იყოფა 4 განყოფილებად: სამჰიტები, ბრაჰმანები, არანჲაკები და უპანიშადები. მათ შორის უპანიშადები ყველაზე მაღლა დგანან, რამეთუ ვედების დაფარულ აზრს ხსნიან. 108 არსებული უპანიშადიდან გამოირჩევა 11 ძირითადი, რომელთა შორისაც ყველაზე მთავარია შრი იშა-უპანიშადი. სწორედ იგი თარგმნა და კომენტარები გაუკეთა ა.ჩ. ბჰაკტივედანტა შრილა პრაბჰუპადამ, სურდა რა მთელი მსოფლიოსთვის მიეწოდებინა ვედების გზავნილი.

მთელ ლიტერატურეს შორის, რომელიც სმრიტის კატეგორიას მიეკუთვნება, ყველაზე მნიშვნელოვანია პურანები. პურანებს შორის ყველაზე მეტად ფასობს მაჰაბჰარატა და შრიმად-ბჰაგავატამი, რამეთუ მაჰაბჰარატა შეიცავს ბჰაგავად-გიტას, - თავად კრიშნას მოძღვრებას, ხოლო შრიმად ბჰაგავატამი აღწერს კრიშნას თვისებებს და მის გასაოცარ საქმიანობებს. ამიტომ შრილა პრაბჰუპადამ ვედური ლიტერატურეს სწორედ ეს მარგალიტები შესთავაზა კაცობრიობას.
ნჲაჲას კატეგორიას მიეკუთვნება მხოლოდ ერთი ნაწარმოები – ვედანტა-სუტრა, რომელიც ყველა უპანიშადის ანალიზს შეიცავს და თავიდან გვაშორებს ყველა მოჩვენებით წინააღმდეგობას მათ შორის. ესაა ძალიან რთული ფილოსოფიური ნაწარმოები, ამიტომ შრილა ვიასადევამ (ვედური ლიტერატურეს შემდგენელმა) თავადვე დაწერა კომენტარები ვედანტა-სუტრასთვის – და ესაა სწორედ შრიმად ბჰაგავატამი.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ვედების ამაღლებული გზავნილი უკვე ყველა ადამიანისთვისაა მისაწვდომი სწორედ შრილა პრაბჰუპადას მიერ დაწერილი კომენტარების წყალობით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შევისწავლოთ ეს წიგნები და ვეცადოთ კომენტარების გაგებას, და არა ის, რომ უბრალოდ ვიკითხოთ ძველი ტექსტების თარგმანები.

მაშინ რატომღა უნდა მივიღოთ სულიერი მოძღვარი? ნუთუ ამ წიგნების კითხვა საკმარისი არაა, რომ ვედების უმაღლესი ცოდნა მივიღოთ?

მიუხედავად იმისა, რომ შრილა პრაბჰუპადას წიგნები, წინასწარმეტყველების მიხედვით, ყველა სულიერ განვითარებას მოწყურებული ადამიანის მსოფლმხედველობის საფუძველი იქნება კიდევ 10 000 წლის განმავლობაში, «ამჟამად მოქმედი» სულიერი მოძღვრის მიღება სრულიად აუცილებელია. ამის მიზეზი რამდენიმეა:

- პირველი: ადამიანს, დაბინძურებული გონებით, მიდრეკილება აქვს ინფორმაციის დამახინჯებულად აღქმისადმი. ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს შეუძლია შრილა პრაბჰუპადას გზავნილის სწორად გაგებაში დაგვეხმაროს.

- მეორე: იმისათვის, რომ სულიერი ცოდნა გაიგოს, ადამიანმა უნდა გამოიმუშაოს გარკვეული თვისებები. ამისთვის კი აუცილებელია სულიერი მოძღვრის დახმარება, რომელიც ამ თვისებების განვითარებისთვის საჭირო გარკვეული პრაქტიკით აკავებს მოწაფეს.

- მესამე: სულიერი მოძღვრის მიღებით, მოწაფე მორჩილ მდგომარეობაში აყენებს თავის თავს (ავაროჰა-პანთჰა), და ეს განაწყობს მის გულს ცოდნის მიღებისადმი. ამ პოზიციის დაკავების გარეშე დაფარული ცოდნის გაგება შეუძლებელია.

- მეოთხე: იმისათვის, რომ რწმენა განვივითაროთ, ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ცოცხალი მაგალითი იმ პიროვნებისა, რომელმაც ეს გზა გაიარა. ასეთი მაგალითი დიდ შთაგონებას გვაძლევს.

- მეხუთე: პარამპარა (მასწავლებელთა ჯაჭვი, რომელთა გზითაც ცოდნა გადაეცემა) არ უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლება დამახინჯებული გახდება.

ამრიგად ცხადია, რომ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის მიღება სრულიად აუცილებელია, მაგრამ რა არის საჭირო იმისათვის, რომ მივიღოთ იგი? რა თვისებებს უნდა ფლობდეს მოსწავლე იმისათვის, რომ ცოდნის გადაცემის პროცესი შედგეს?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Aug 11 2011, 10:17 PM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,511
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




Дзен. Махапхарата


http://vzglyadzagran.ru/duxovnost/dzen-maxapxarata.html


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 30 2011, 03:53 PM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 6.

«მოსწავლის თვისებები»



ამრიგად, რა თვისებებს უნდა ფლობდეს მოსწავლე იმისათვის, რომ ცოდნის გადაცემის პროცესი მასწავლებლიდან მოსწავლეზე შედგეს?

1. ჰარი-ბჰაკტი-ვილასაში ნათქვამია, რომ მოსწავლე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ზარმაცი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერასოდეს მიაღწევს მიზანს. თუ მოსწავლე ზარმაცია და არ ისწრაფვის თვითშეცნობისკენ, არ უნდა სულიერი მოძღვრის მითითებების მოსმენა და მიყოლა, მაშინ რითი დაეხმარება სულიერი მოძღვარი? მოსწავლეს, რომელიც მატერიალური ტანჯვის ოკეანეში იძირება, მოძღვარი საშველად სულიერი ცოდნის თოკს უგდებს, მაგრამ მოეჭიდება თუ არა მას, ეს უკვე მოსწავლის არჩევანია, - ერთნი ცდილობენ ტანჯვის მიზეზი საკუთარ თავში აღმოფხვრან, სხვანი კი საკუთარი თავის გარეთ. სანამ ადამიანი ცხოვრებაზე გარეგნული წარმოდგენების ქვეშ იმყოფება, ის ვერ ხვდება სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობის აუცილებლობას. მაგრამ ის, ვინც ღრმად გააცნობიერა შინაგანი ცვლილებების აუცილებლობა, მწვავედ შეიგრძნობს მისი დახმარების საჭიროებას.

2. ბჰაგავად-გიტაში (4.34) უფალი გვიხსნის, თუ როგორ უნდა მივიღოთ სწორად სულიერი მოძღვარი:

მად ვიდჰი პრანიპატენა
პარიპრაშნენა სევაჲა
უპადექშჲანტი ტე ჯნანამ
ჯნანინას ტატტვა-დარშანაჰ



«სულიერ მოძღვარს ეთაყვანე და მორჩილად დაუსვი კითხვები, შეიცან მისგან ჭეშმარიტება და ემსახურე მას. თავად ჭეშმარიტებას ზიარებულთ შეუძლიათ შენც გაზიარონ სიბრძნეს».

ამ ლექსში მოყვანილია 3 თვისება, რომელსაც მოსწავლე უნდა ფლობდეს:

პრანიპატენა – აუცილებელია მორჩილად მოვიხაროთ ქედი სულიერი მოძღვრის წინაშე. სიამაყე აღქმის უნარს გვიქრობს და საშუალებას არ გვაძლევს, რომ ვისწავლოთ. გურუს წინაშე მორჩილი მდგომარეობის დაკავების გარეშე, მოსმენას ვერ შევძლებთ. საჭიროა ასე ვიფიქროთ: «მე არაფერი ვიცი ღმერთის შესახებ. მე უბრალოდ უნდა ვუსმინო ჩემს სულიერ მოძღვარს (გურუს). იმან, ვისაც ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, სინამდვილეში არაფერი არ იცის». ამგვარად, მოსმენა საჭიროა მორჩილად და გახსნილი გულით.

პარიპრაშნენა – იმსჯელოს მოსმენილზე და მორჩილად დაუსვას კითხვები სულიერ მოძღვარს.

სევაჲა – უნდა ემსახუროს სულიერ მოძღვარს და სურდეს, რომ ამით სიხარული მიანიჭოს მას.

შრილა პრაბჰუპადა კომენტარებში წერს: «წარმატებული სულიერი ცხოვრების საიდუმლო მდგომარეობს თვითშეცნობილი ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის დაკმაყოფილების უნარში. მონდომებულობა და მორჩილება – აი ორი თვისება, რომლებიც თანაბრად საჭიროა იმისთვის, რომ სულიერ მეცნიერებას ჩავწვდეთ. მანამ, სანამ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის გამგონე მსახურები არ გავხდებით, ჩვენი კითხვები მისდამი ვერ მოიტანენ სასურველ შედეგს. ყველამ უნდა გაიაროს სულიერი მასწავლებლის მიერ მოწყობილი გამოცდა, და როდესაც იგი დარწმუნდება მოსწავლის გულწრფელობაში, აუცილებლად აკურთხებს მას და ჭეშმარიტ სულიერ ცოდნას გაუხსნის. ამ ლექსში უფალი უარყოფს როგორც მასწავლებლის ბრმა მიყოლას, ასევე მისთვის უაზრო შეკითხვების დასმას. საჭიროა არა მხოლოდ უბრალოდ ვუსმინოთ სულიერ მასწავლებელს, არამედ მისი მსახურებით და მისდამი კითხვების დასმით ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ სულიერ მეცნიერებაზე. ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი ყოველთვის კეთილია მოსწავლის მიმართ, ამიტომ თუ მოსწავლე გამგონეა და მზადაა ემსახუროს მას, იგი შეძლებს ყველა კითხვაზე მიიღოს პასუხი და სრულყოფილი ცოდნა მოიპოვოს».

3. მოსწავლემ სულიერი მოძღვარი როგორც ღმერთი ისე უნდა მიიღოს და მისი წარმომადგენელი დაინახოს მასში.

ამაზე საუბრობს შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა შრი გურვ-აშტაკაში:

საკშად-დჰარიტვენა სამასტა-შასტრაირ
უკშას ტათჰა ბჰავჲატა ევა საბჰიჰ
კინტუ პრაბჰორ ჲაჰ პრიჲა ევა ტასჲა
ვანდე გუროჰ შრი-ჩარანარავინდამ


«სულიერ მოძღვარს იგივე პატივი უნდა მივაგოთ, რაც უზენაეს უფალს, რამეთი იგი – მისი უახლოესი მსახურია. ასე ამბობს ყველა წმინდა წერილი, და ამ მითითებას მიჰყვება ყველა წმინდანი. სულიერი მოძღვარი – ღმერთის ჭეშმარიტი წარმომადგენელია, და მე ღრმა მოწიწებით ვეთაყვანები მისი ლოტოსის ტერფებს».

ამრიგად, მოსწავლის შედარებით უფრო მნიშვნელოვანი თვისებებია:

• სიზარმაცის არქონა, ანუ ცხოვრების სრულყოფის მწველი სურვილი;

• სულიერი მოძღვრის გახსნილი გულით მოსმენის სურვილი;

• მოსმენილი ცოდნის გააზრებისა და კითხვების მორჩილად დასმის უნარი სულიერი მეცნიერების ნათლად გაგების მიზნით;

• სულიერი მოძღვრის მსახურებისადმი მზადყოფნა და მორჩილება მისი დარიგებების შესრულებაში;

• ღრმა რწმენა სულიერი მოძღვრისადმი, როგორც კრიშნას წარმომადგენლისადმი.


ახლა საჭიროა პასუხი გავცეთ კიდევ ერთ კითხვას:

რამდენი სულიერი მოძღვარი შეიძლება ჰყავდეს ადამიანს? მათი რომელი სახესხვაობები არსებობს და რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი მოსწავლესთან მიმართებაში? როგორია მათთან ურთიერთობის ეტიკეტი?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 3 2011, 12:24 PM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 7.

«სულიერი მოძღვრის სხვადასხვა სახეები»

რამდენი სულიერი მოძღვარი შეიძლება ჰყავდეს ადამიანს? მათი რომელი სახესხვაობები არსებობს და რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი მოსწავლესთან მიმართებაში? როგორია მათთან ურთიერთობის ეტიკეტი?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ რადგანაც უფალი სხვა სულიერი მოძღვრების გამოჩენამდე არსებობდა, მას ადიდებენ როგორც უპირველეს სულიერ მოძღვარს, მხოლოდ ის ფლობს ყველაზე მთლიან და სრულყოფილ ცოდნას. მისგან მომდინარეობს გზავნილი მისი გზააბნეული შვილებისადმი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ კვლავ დაბრუნდნენ მარადიული ნეტარების სამყაროში. ყველა დანარჩენი მასწავლებელი მისი წარმომადგენელია. მათი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ტრანსცენდენტული ცოდნა დამახინჯების გარეშე გადასცენ, იმ მიზნით, რომ განპირობებული სულები სახლში, ღმერთთან დააბრუნონ. ამიტომ მათ უწოდებენ შიკშა-გურუებს, - სულიერ მოძღვრებს (გურუ – «მძიმე», ანუ სულიერი ცოდნით სავსე), რომლებიც გადასცემენ შიკშას (სულიერ ცოდნას).
ყველა მასწავლებლის როლია – გადასცეს სულიერი ცოდნა (ამიტომ ყველანი შიკშა-გურუები არიან), და მაინც, რამდენადაც სხვადასხვა მასწავლებელი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს ამ პროცესში, მათ სხვადასხვა სახელს ეძახიან:

1. სამპრადაჲა გურუ ან ადი გურუ – მოწაფეობრივი ჯაჭვის (საპრადაჲას) დამფუძნებელი. ადი-გურუ ცოდნას უშუალოდ უზენაესი უფლისგან ღებულობს და მოსწავლეებს გადასცემს. ადი გურუს მაგალითები არიან: ბრაჰმა, შივა, კუმარები და ლაქშმი.

2. აჩარია დამფუძნებელი – სულიერი მოძღვარი, რომელიც სწავლებაში არსებულ წინააღმდეგობებს გვაშორებს თავიდან და მისიის ახალ მიმართულებას იძლევა. ასეთი სულიერი მოძღვარი არის განსაკუთრებული ერთგული, რომელსაც წარმართავს და უფლებამოსილებას აძლევს თავად უფალი. აჩარია დამფუძნებლის მაგალითებია: შრი რამანუჯა, შრი მადჰავა, და ახლო წარსულში შრილა პრაბჰუპადა. აჩარია-დამფუძნებელი – ესაა შიკშა-გურუ ყველასთვის, ვინც მას მიჰყვება. ამიტომ მისი მითითებების დარღვევა ან მისი სწავლების დამახინჯება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

3. ვარტმა-პრადარშაკა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც გზას გვიჩვენებს. ის, ვინც პირველად გვიჩვენებს სწორ გზას ღმერთისაკენ.

4. შიკშა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც იძლევა დარიგებებს წმინდა წერილების საფუძველზე.

5. დიკშა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც იძლევა ინიციაციას მოწაფეობრივ ჯაჭვში.

6. სანჲასა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც სანჲასას (განდეგილობის ინიციაციას) იძლევა.

მასწავლებლის ყველა ეს სხვადასხვა სახე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს სულიერი ცოდნის გადაცემის პროცესში. ისინი ყველანი ღმერთის უფლებამოსილებით აღჭურვილნი არიან, და მათი მეშვეობით ღმერთი თავის უსაზღვრო თანაგრძნობას ავლენს განპირობებული სულების მიმართ, ანთავისუფლებს რა უგუნურების ბორკილებისგან. ამიტომ ყველა ამ სულიერ მოძღვარს უდიდესი პატივი უნდა ვცეთ. მათდამი ზერელე ან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სერიოზულ წინააღმდეგობას შეგვიქმნის სულიერ გზაზე. და იმის მიხედვით, თუ როგორაა განწყობილი მოსწავლე მათ მიმართ, შეიძლება ვიმსჯელოთ მის ღმერთთან ურთიერთობაზეც.

რა სახით ეხმარება ღმერთი სულს ამ მასწავლებლების მეშვეობით სულიერი ცოდნის მიღებაში?

1. თავდაპირველად ღმერთი პირადად მოძღვრავს მოწაფეობრივი ჯაჭვის დამფუძნებელს (ადი-გურუს), რომელიც ამ ცოდნას თავის მოსწავლეს გადასცემს, ის კი თავის მხრივ თავის მოსწავლეს და ა.შ... ასე გადაეცემა ეს ცოდნა მოსწავლიდან მოსწავლეზე დამახინჯების გარეშე.

2. თუკი ამ ეპოქის დამღუპველი გავლენის გამო სწავლების დამახინჯება ან არასწორად გაგება ხდება, მაშინ უფალი თავის განსაკუთრებულ ერთგულს - აჩარია-დამფუძნებელს - წარმართავს რომელიც ასწორებს სწავლებას და გვიხსნის, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი თანამედროვე პირობებში. ახლო წარსულში ეს ამოცანა შეასრულა მისმა ღვთაებრივმა მოწყალებამ ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადამ, წარმოგვიდგინა რა დაფარული ღვთაებრივი ცოდნა ინგლისურ ენაზე და გაავრცელა რა მთელს მსოფლიოში. წინასწარმეტყველებების თანახმად, ეს წიგნები კანონები იქნება მთელი კაცობრიობისთვის კიდევ 10 000 წლის განმავლობაში, და გულწრფელ ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ სულიერ სრულყოფას მიაღწიონ.

3. ადამიანი, რომელიც გახვეულია ამ მატერიალური სამყაროს ხლართებში, ხვდება ვარტმა-პრადარშაკა-გურუს, რომლის მეშვეობითაც უფალი გზას უჩვენებს თავისკენ და რომელთან შეხვედრაც მისი ცხოვრების შეცვლის მიზეზი ხდება.

4. შემდეგ ღმერთის მაძიებელი ადამიანი ურთიერთობას იწყებს ღმერთის ერთგულებთან, რომლებიც ასრულებენ რა შიკშა-გურუების (სულიერი მოძღვრების) როლს, ღზრდიან და მოძღვრავენ მოსწავლეს მისი ერთგულების განვითარების პროცესში.

5. ყველა შიკშა-გურუდან ის, რომლის დარიგებებიც ყველაზე მეტად შთააგონებს მოსწავლეს სულიერი განვითარებისკენ, როგორც წესი ხდება მისი დიკშა-გურუ (სულიერი მოძღვარი, რომელიც იძლევა ინიციაციას მოწაფეობრივ ჯაჭვში). ის თავის თავზე იღებს მოსწავლის გადარჩენის მოვალეობას.

6. შემდეგ მოდიან სხვა შიკშა-გურუები, რომლებიც მის აღზრდას აგრძელებენ.
რადგანაც ყველაზე მეტად ცხოვრებაში მოსწავლეს დიკშა და შიკშა-გურუსთან აქვს შეხება, სასარგებლო იქნება, თუ უფრო დაწვრილებით აღვწერთ მათ:

«…დიკშა-გურუ არის მხოლოდ ერთი, და წარმოადგენს «თავდაპირველ» ანუ «ჭეშმარიტ» სულიერ მოძღვარს. შიკშა-გურუ შეიძლება იყოს ბევრი, - ისინი ამაგრებენ დიკშა-გურუს მოძღვრებებს, და დაქვემდებარებულ როლს ასრულებენ. შიკშა-გურუები თითქოს დიკშა-გურუს ორეულები არიან (მისი სხეულის ნაწილები და წარმომადგენლები) და მჭიდროდ თანამშრომლობენ მასთან. მათი ფუნქციაა – მიიყვანონ პოტენციური მოსწავლე დიკშა-გურუსთან. დიკშა-გურუსაც ასევე შეუძლია დამრიგებლის როლი ითამაშოს, მაგრამ ეს აუცილებელი არაა.

განსხვავებები დიკშა- და შიკშა-გურუს შორის განისაზღვრება იმით, თუ რა მოვალეობებს ასრულებენ ისინი, თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა გახდეს მიზეზი სხვების დამცირების არაჯანსაღი მიწიერი მიდრეკილებისა. ამიტომ მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს მასწავლებლებს ისევე, როგორც თავის დიკშა-გურუს. მოსწავლემ უნდა ისწავლოს იმის დანახვა, რომ ერთი დიკშა-გურუს და მრავალი შიკშა-გურუს ფორმაში მის წინ თავად უზენაესი უფალი ვლინდება. ამაში მდგომარეობს მათი ერთიანობა. ამავე დროს ისე, რომ არ უარყოს მათი ონტოლოგიური თანასწორობა, უნდა იცოდეს, რომ ყოველი მათგანი თავის ფუნქციებს ასრულებს».
(შივარამა სვამი წიგნში «შიკშა-გურუ»)

როგორ უნდა ავირჩიოთ სწორად სულიერი მოძღვარი?

«დიკშა-გურუს არჩევა – ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია მოსწავლის ცხოვრებაში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანს სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ. ნაჩქარევი სწრაფვა გურუსკენ შეიძლება ძალიან მერყევი საყრდენი აღმოჩნდეს მასთან ურთიერთობაში, სულიერი მოძღვრის ისეთ არჩევასთან შედარებით, რომელსაც დიდხანს ვუსმენთ და რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს. რადგანაც ყველა განპირობებული სულისთვის დამახასიათებელია შეცდომების დაშვების ტენდენცია, საჭიროა ჩვენი არჩევანი დიდი სიფრთხილით გავაკეთოთ, წმინდა წერილების დარიგებებზე დაყრდნობით. საწყისი მიჯაჭვულობა შეიძლება დააბინძურონ სხვადასხვა მიწიერმა წარმოდგენებმა, ამიტომ იგი ვერ იქნება ერთადერთი საყრდენი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასეთი მეორეხარისხოვანი ფაქტორების მაგალითი, რომელზეც შეიძლება დამახინჯებული მიჯაჭვულობა შეიძლება ემყარებოდეს, შეიძლება იყოს ურთიერთობის მეგობრული მანერა, პიროვნული მომხიბვლელობა, გურუს ქარიზმა, მისი ნიჭი (მაგალითად ლამაზად სიმღერის ნიჭი) ან გონებამახვილური ლექციები. სულიერი მოძღვრის არჩევისას საჭიროა უპირველეს ყოვლისა შევხედოთ იმას, თუ რამდენად მიჰყვება იგი თავად საკუთარ გურუს და აჩარია-დამფუძნებელს. გარეგნულ თვისებებზე დამყარებულ მიჯაჭვულობას არ აქვს სულიერი საფუძველი და შეიძლება დიდი ხნით გახდეს მოსწავლისათვის სირთულეების მიზეზი».

რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლეს სულიერ მოძღვარზე უარის თქმა?

სულიერი მოძღვარი შეიძლება უარვყოთ, თუკი ის ეცემა საკუთარი გრძნობებისადმი აყოლის გამო, ხდება მაიავადი (საკუთარ თავს ღმერთად აცხადებს) ან შეურაცხყოფას აყენებს ღმერთისადმი მინდობილ ადამიანებს. გურუზე უარი უნდა ვთქვათ ასევე მაშინ, როცა ის სულელურ ქმედებებს სჩადის და ამ დროს ერთგულის ნიღბის ქვეშ იმალება.

თუკი მოსწავლე უარს ამბობს დიკშა-გურუზე ნებისმიერი სხვა მიზეზით, ის სერიოზულ შეურაცხყოფას სჩადის, რაც მის დაცემას გამოიწვევს. მანამ, სანამ სულიერ მოძღვარზე უარს იტყვის, მოსწავლე თავდაპირველად უფროს ერთგულებთან უნდა მივიდეს, ცნობიერების მორჩილი მდგომარეობით თავისი ეჭვი გაუზიაროს და რჩევა ჰკითხოს.

ამგვარად უზენაესი უფალი სხვადასხვა სულიერი მოძღვრის მეშვეობით ეხმარება განპირობებულ სულს ცხოვრების უმაღლესი სრულყოფის მიღწევაში.

ვინაა ეს უზენაესი უფალი, რომელიც ყველაზე სრულყოფილ ცოდნას ფლობს? პიროვნებაა იგი თუ უპიროვნოა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 3 2011, 12:28 PM
Post #32


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 7.

«სულიერი მოძღვრის სხვადასხვა სახეები»

რამდენი სულიერი მოძღვარი შეიძლება ჰყავდეს ადამიანს? მათი რომელი სახესხვაობები არსებობს და რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი მოსწავლესთან მიმართებაში? როგორია მათთან ურთიერთობის ეტიკეტი?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ რადგანაც უფალი სხვა სულიერი მოძღვრების გამოჩენამდე არსებობდა, მას ადიდებენ როგორც უპირველეს სულიერ მოძღვარს, მხოლოდ ის ფლობს ყველაზე მთლიან და სრულყოფილ ცოდნას. მისგან მომდინარეობს გზავნილი მისი გზააბნეული შვილებისადმი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ კვლავ დაბრუნდნენ მარადიული ნეტარების სამყაროში. ყველა დანარჩენი მასწავლებელი მისი წარმომადგენელია. მათი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ტრანსცენდენტული ცოდნა დამახინჯების გარეშე გადასცენ, იმ მიზნით, რომ განპირობებული სულები სახლში, ღმერთთან დააბრუნონ. ამიტომ მათ უწოდებენ შიკშა-გურუებს, - სულიერ მოძღვრებს (გურუ – «მძიმე», ანუ სულიერი ცოდნით სავსე), რომლებიც გადასცემენ შიკშას (სულიერ ცოდნას).
ყველა მასწავლებლის როლია – გადასცეს სულიერი ცოდნა (ამიტომ ყველანი შიკშა-გურუები არიან), და მაინც, რამდენადაც სხვადასხვა მასწავლებელი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს ამ პროცესში, მათ სხვადასხვა სახელს ეძახიან:

1. სამპრადაჲა გურუ ან ადი გურუ – მოწაფეობრივი ჯაჭვის (საპრადაჲას) დამფუძნებელი. ადი-გურუ ცოდნას უშუალოდ უზენაესი უფლისგან ღებულობს და მოსწავლეებს გადასცემს. ადი გურუს მაგალითები არიან: ბრაჰმა, შივა, კუმარები და ლაქშმი.

2. აჩარია დამფუძნებელი – სულიერი მოძღვარი, რომელიც სწავლებაში არსებულ წინააღმდეგობებს გვაშორებს თავიდან და მისიის ახალ მიმართულებას იძლევა. ასეთი სულიერი მოძღვარი არის განსაკუთრებული ერთგული, რომელსაც წარმართავს და უფლებამოსილებას აძლევს თავად უფალი. აჩარია დამფუძნებლის მაგალითებია: შრი რამანუჯა, შრი მადჰავა, და ახლო წარსულში შრილა პრაბჰუპადა. აჩარია-დამფუძნებელი – ესაა შიკშა-გურუ ყველასთვის, ვინც მას მიჰყვება. ამიტომ მისი მითითებების დარღვევა ან მისი სწავლების დამახინჯება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

3. ვარტმა-პრადარშაკა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც გზას გვიჩვენებს. ის, ვინც პირველად გვიჩვენებს სწორ გზას ღმერთისაკენ.

4. შიკშა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც იძლევა დარიგებებს წმინდა წერილების საფუძველზე.

5. დიკშა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც იძლევა ინიციაციას მოწაფეობრივ ჯაჭვში.

6. სანჲასა-გურუ – სულიერი მოძღვარი, რომელიც სანჲასას (განდეგილობის ინიციაციას) იძლევა.

მასწავლებლის ყველა ეს სხვადასხვა სახე სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს სულიერი ცოდნის გადაცემის პროცესში. ისინი ყველანი ღმერთის უფლებამოსილებით აღჭურვილნი არიან, და მათი მეშვეობით ღმერთი თავის უსაზღვრო თანაგრძნობას ავლენს განპირობებული სულების მიმართ, ანთავისუფლებს რა უგუნურების ბორკილებისგან. ამიტომ ყველა ამ სულიერ მოძღვარს უდიდესი პატივი უნდა ვცეთ. მათდამი ზერელე ან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სერიოზულ წინააღმდეგობას შეგვიქმნის სულიერ გზაზე. და იმის მიხედვით, თუ როგორაა განწყობილი მოსწავლე მათ მიმართ, შეიძლება ვიმსჯელოთ მის ღმერთთან ურთიერთობაზეც.

რა სახით ეხმარება ღმერთი სულს ამ მასწავლებლების მეშვეობით სულიერი ცოდნის მიღებაში?

1. თავდაპირველად ღმერთი პირადად მოძღვრავს მოწაფეობრივი ჯაჭვის დამფუძნებელს (ადი-გურუს), რომელიც ამ ცოდნას თავის მოსწავლეს გადასცემს, ის კი თავის მხრივ თავის მოსწავლეს და ა.შ... ასე გადაეცემა ეს ცოდნა მოსწავლიდან მოსწავლეზე დამახინჯების გარეშე.

2. თუკი ამ ეპოქის დამღუპველი გავლენის გამო სწავლების დამახინჯება ან არასწორად გაგება ხდება, მაშინ უფალი თავის განსაკუთრებულ ერთგულს - აჩარია-დამფუძნებელს - წარმართავს რომელიც ასწორებს სწავლებას და გვიხსნის, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი თანამედროვე პირობებში. ახლო წარსულში ეს ამოცანა შეასრულა მისმა ღვთაებრივმა მოწყალებამ ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადამ, წარმოგვიდგინა რა დაფარული ღვთაებრივი ცოდნა ინგლისურ ენაზე და გაავრცელა რა მთელს მსოფლიოში. წინასწარმეტყველებების თანახმად, ეს წიგნები კანონები იქნება მთელი კაცობრიობისთვის კიდევ 10 000 წლის განმავლობაში, და გულწრფელ ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ სულიერ სრულყოფას მიაღწიონ.

3. ადამიანი, რომელიც გახვეულია ამ მატერიალური სამყაროს ხლართებში, ხვდება ვარტმა-პრადარშაკა-გურუს, რომლის მეშვეობითაც უფალი გზას უჩვენებს თავისკენ და რომელთან შეხვედრაც მისი ცხოვრების შეცვლის მიზეზი ხდება.

4. შემდეგ ღმერთის მაძიებელი ადამიანი ურთიერთობას იწყებს ღმერთის ერთგულებთან, რომლებიც ასრულებენ რა შიკშა-გურუების (სულიერი მოძღვრების) როლს, ღზრდიან და მოძღვრავენ მოსწავლეს მისი ერთგულების განვითარების პროცესში.

5. ყველა შიკშა-გურუდან ის, რომლის დარიგებებიც ყველაზე მეტად შთააგონებს მოსწავლეს სულიერი განვითარებისკენ, როგორც წესი ხდება მისი დიკშა-გურუ (სულიერი მოძღვარი, რომელიც იძლევა ინიციაციას მოწაფეობრივ ჯაჭვში). ის თავის თავზე იღებს მოსწავლის გადარჩენის მოვალეობას.

6. შემდეგ მოდიან სხვა შიკშა-გურუები, რომლებიც მის აღზრდას აგრძელებენ.
რადგანაც ყველაზე მეტად ცხოვრებაში მოსწავლეს დიკშა და შიკშა-გურუსთან აქვს შეხება, სასარგებლო იქნება, თუ უფრო დაწვრილებით აღვწერთ მათ:

«…დიკშა-გურუ არის მხოლოდ ერთი, და წარმოადგენს «თავდაპირველ» ანუ «ჭეშმარიტ» სულიერ მოძღვარს. შიკშა-გურუ შეიძლება იყოს ბევრი, - ისინი ამაგრებენ დიკშა-გურუს მოძღვრებებს, და დაქვემდებარებულ როლს ასრულებენ. შიკშა-გურუები თითქოს დიკშა-გურუს ორეულები არიან (მისი სხეულის ნაწილები და წარმომადგენლები) და მჭიდროდ თანამშრომლობენ მასთან. მათი ფუნქციაა – მიიყვანონ პოტენციური მოსწავლე დიკშა-გურუსთან. დიკშა-გურუსაც ასევე შეუძლია დამრიგებლის როლი ითამაშოს, მაგრამ ეს აუცილებელი არაა.

განსხვავებები დიკშა- და შიკშა-გურუს შორის განისაზღვრება იმით, თუ რა მოვალეობებს ასრულებენ ისინი, თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა გახდეს მიზეზი სხვების დამცირების არაჯანსაღი მიწიერი მიდრეკილებისა. ამიტომ მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს მასწავლებლებს ისევე, როგორც თავის დიკშა-გურუს. მოსწავლემ უნდა ისწავლოს იმის დანახვა, რომ ერთი დიკშა-გურუს და მრავალი შიკშა-გურუს ფორმაში მის წინ თავად უზენაესი უფალი ვლინდება. ამაში მდგომარეობს მათი ერთიანობა. ამავე დროს ისე, რომ არ უარყოს მათი ონტოლოგიური თანასწორობა, უნდა იცოდეს, რომ ყოველი მათგანი თავის ფუნქციებს ასრულებს».
(შივარამა სვამი წიგნში «შიკშა-გურუ»)

როგორ უნდა ავირჩიოთ სწორად სულიერი მოძღვარი?

«დიკშა-გურუს არჩევა – ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია მოსწავლის ცხოვრებაში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანს სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ. ნაჩქარევი სწრაფვა გურუსკენ შეიძლება ძალიან მერყევი საყრდენი აღმოჩნდეს მასთან ურთიერთობაში, სულიერი მოძღვრის ისეთ არჩევასთან შედარებით, რომელსაც დიდხანს ვუსმენთ და რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს. რადგანაც ყველა განპირობებული სულისთვის დამახასიათებელია შეცდომების დაშვების ტენდენცია, საჭიროა ჩვენი არჩევანი დიდი სიფრთხილით გავაკეთოთ, წმინდა წერილების დარიგებებზე დაყრდნობით. საწყისი მიჯაჭვულობა შეიძლება დააბინძურონ სხვადასხვა მიწიერმა წარმოდგენებმა, ამიტომ იგი ვერ იქნება ერთადერთი საყრდენი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასეთი მეორეხარისხოვანი ფაქტორების მაგალითი, რომელზეც შეიძლება დამახინჯებული მიჯაჭვულობა შეიძლება ემყარებოდეს, შეიძლება იყოს ურთიერთობის მეგობრული მანერა, პიროვნული მომხიბვლელობა, გურუს ქარიზმა, მისი ნიჭი (მაგალითად ლამაზად სიმღერის ნიჭი) ან გონებამახვილური ლექციები. სულიერი მოძღვრის არჩევისას საჭიროა უპირველეს ყოვლისა შევხედოთ იმას, თუ რამდენად მიჰყვება იგი თავად საკუთარ გურუს და აჩარია-დამფუძნებელს. გარეგნულ თვისებებზე დამყარებულ მიჯაჭვულობას არ აქვს სულიერი საფუძველი და შეიძლება დიდი ხნით გახდეს მოსწავლისათვის სირთულეების მიზეზი».

რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლეს სულიერ მოძღვარზე უარის თქმა?

სულიერი მოძღვარი შეიძლება უარვყოთ, თუკი ის ეცემა საკუთარი გრძნობებისადმი აყოლის გამო, ხდება მაიავადი (საკუთარ თავს ღმერთად აცხადებს) ან შეურაცხყოფას აყენებს ღმერთისადმი მინდობილ ადამიანებს. გურუზე უარი უნდა ვთქვათ ასევე მაშინ, როცა ის სულელურ ქმედებებს სჩადის და ამ დროს ერთგულის ნიღბის ქვეშ იმალება.

თუკი მოსწავლე უარს ამბობს დიკშა-გურუზე ნებისმიერი სხვა მიზეზით, ის სერიოზულ შეურაცხყოფას სჩადის, რაც მის დაცემას გამოიწვევს. მანამ, სანამ სულიერ მოძღვარზე უარს იტყვის, მოსწავლე თავდაპირველად უფროს ერთგულებთან უნდა მივიდეს, ცნობიერების მორჩილი მდგომარეობით თავისი ეჭვი გაუზიაროს და რჩევა ჰკითხოს.

ამგვარად უზენაესი უფალი სხვადასხვა სულიერი მოძღვრის მეშვეობით ეხმარება განპირობებულ სულს ცხოვრების უმაღლესი სრულყოფის მიღწევაში.

ვინაა ეს უზენაესი უფალი, რომელიც ყველაზე სრულყოფილ ცოდნას ფლობს? პიროვნებაა იგი თუ უპიროვნოა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 13 2011, 08:45 PM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 8.

«კურსის პირველი ნაწილის დასკვნა»



გაკვეთილი 1:

ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ სწორედ მსოფლმხედველობა წარმოადგენს ჩვენი ტანჯვების მიზეზს. საუკეთესო და ერთადერთი სწორი საშუალება მსოფლმხედველობის შეცვლისა – ესაა სწავლა და სწორი ურთიერთობები.

გაკვეთილი 2:

იმისათვის, რომ სამყაროს სრულყოფილად ხედვა შევძლოთ, აუცილებელია მივიღოთ ვედები – ცოდნა, რომელიც თავად ღმერთისგან მომდინარეობს, რამეთუ მხოლოდ იგია უნაკლო და სრულყოფილი ცოდნის წყარო, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს. ეს ტრანსცენდენტული ცოდნა მიუწვდომელია არასრულყოფილ გრძნობათათვის და ჭკუისთვის, ხოლო მისი წვდომა შესაძლებელია ჭეშმარიტი ავტორიტეტის მოსმენის პროცესში.

გაკვეთილი 3:

ვედების შეცნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარ თავს მორჩილ მდგომარეობაში ჩავაყენებთ. პრაქტიკაში ეს გამოიხატება იმით, რომ გულწრფელი მოსწავლე თავშესაფარს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის ქვეშ ჰპოვებს.

გაკვეთილი 4:

ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი შემდეგ თვისებებს ფლობს:

• გულმოდგინედ შესწავლის შედეგად მან შეიცნო წმინდა წერილების არსი და შეუძლია სხვებიც დაარწმუნოს მათ ჭეშმარიტებაში;
• მან თავშესაფარი ჰპოვა უზენაეს უფალთან და სულიერ საფეხურზე მტკიცედ გამყარდა;
• იგი გულგრილია მატერიალური სამყაროს ცდუნებების მიმართ;
• იგი მიეკუთვნება მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვს, რომელიც დასაბამს თავად ღმერთისგან იღებს.

გაკვეთილი 5:

მისი ღვთაებრივი მოწყალება ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადას წიგნებში მთელი ვედური ცოდნის არსია ჩადებული. ამ წიგნების “ამჟამად მოქმედი” სულიერი მოძღვრების ხეოლმძღვანელობით შესწავლის შედეგად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სრულყოფილებას მიაღწიოს თავის ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ყოველდღიურად კითხვის და შესწავლის ჩვევის გამომუშავება.

გაკვეთილი 6:

მოსწავლე შეძლებს ტრანსცენდენტული ცოდნის მიღებას, თუ იგი:

• არ ზარმაცობს, და პირიქით, ძალისხმევას მიმართავს საკუთარ თავზე მუშაობაში;
• ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს გახსნილი გულითა და მორჩილებით უსმენს;
• მოსმენილ ცოდნას იაზრებს და მორჩილად სვამს კითხვებს სულიერი მეცნიერების ნათლად გაგების მიზნით;
• სულიერი მოძღვრის მსახურებისთვის მზადყოფნაშია და მორჩილია მისი დარიგებების შესრულებაში;
• უყურებს სულიერ მოძღვარს როგორც უზენაესი უფლის წარმომადგენელს და ისეთივე პატივს მიაგებს მას.



გაკვეთილი 7:

უფალი, რომელიც ტრანსცენდენტული ცოდნის წყაროა, უფლებამოსილებას აძლევს თავის ერთგულებს, რომ ეს ცოდნა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის კანონის თანახმად გადასცენ, და სურს, რომ ამით განპირობებულ ცოცხალ არსებებს დაეხმაროს სახლში, ღმერთთან დაბრუნებაში. რადგანაც ყველაზე ხშირად მოსწავლეს დიკშა- და შიკშა-გურუსთან აქვს შეხება, სწორედ ისინი ასრულებენ მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს. მოსწავლემ უნდა ისწავლოს იმის დანახვა, რომ ერთი დიკშა-გურუს და მრავალი შიკშა-გურუს ფორმაში მის წინ თავად უზენაესი უფალი ვლინდება. ამაში მდგომარეობს მათი ერთიანობა. ამავე დროს ისე, რომ არ უარყოს მათი ონტოლოგიური თანასწორობა, უნდა იცოდეს, რომ ყოველი მათგანი თავის ფუნქციებს ასრულებს. დიკშა-გურუ «თავდაპირველ» ანუ «ნამდვილ» სულიერ მოძღვარს წარმოადგენს. შიკშა-გურუ ამყარებს დიკშა-გურუს დარიგებებს და დაქვემდებარებულ როლს ასრულებს, ეხმარება რა მოსწავლეს დიკშა-გურუსთან მიახლოებაში.

გაკვეთილი 8:

ტრანსცენდენტული ცოდნის უფრო წარმატებულად ჩაწვდომისთვის რეკომენდებულია:

1. ყოველდღიურად იკითხოთ შრილა პრაბჰუპადას წიგნები თქვენი სულიერი მოძღვრის მიერ რეკომენდებული თანმიმდევრობით;

2. გაიმეოროთ ჯაპაზე მაჰა-მანტრა:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე

ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე


ამ მაჰა-მანტრას გალობა და გამეორება გულის გაწმენდის ყველაზე ძლევამოსილი მეთოდია. შეგიძლიათ დაიწყოთ ერთი წრის გამეორებით, მაგრამ თუ გრძნობთ მეტის გამეორების შთაგონებას, გააკეთეთ ეს. უკეთესია ყოველდღიურად გაიმეოროთ წრეების ის ერთი და იგივე რაოდენობა, რომელიც ძალიან არ გაგიჭირდებათ, რადგანაც სტაბილურობას მანტრის გამეორებაში მივყავართ სტაბილურ სულიერ ზრდამდე. მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ ხარისხზე: მკაფიოდ წარმოვთქვათ სიტყვები და ყურადღებით გავიმეოროთ. თანდათანობით შესაძლებელი გახდება გამეორებული წრეების რაოდენობის გაზრდა აუცილებელ სტანდარტამდე. თუმცაღა რაოდენობის გაზრდამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს დამრიგებელს.

3. კეთილმოაწყოთ თქვენი ოთახი, რათა ატმოსფერო მასში დაეხმაროს თქვენს სულიერ ზრდას. ამისათვის მორთეთ კედლები სულიერი გამოსახულებებით. დააწყვეთ შრილა პრაბჰუპადას წიგნების კომპლექტი ყველაზე თვალსაჩინო და საპატიო ადგილას. ყოველდღიურად სველი წესით დაასუფთავეთ ოთახი, გაანიავეთ და დაანთეთ კეთილსურნელება.

ყველაფერი ეს სულიერებას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში და სულიერ განვითარებაში შეგიწყობთ ხელს.
ამრიგად ამ კურსის პირველ ნაწილში თქვენ შეიტყვეთ, რომ ვედები სრულყოფილი ცოდნის წყაროა, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრება შეცვალოს, რამეთუ იგი თავად უფალმა გადმოგვცა.

ვინაა ეს უზენაესი უფალი, რომელიც ყველაზე სრულყოფილ ცოდნას ფლობს? პიროვნებაა იგი თუ უპიროვნოა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 13 2011, 08:58 PM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გაკვეთილი 9.


«ბჰაგავანი — უზენაესი ღვთაებრივი პიროვნება — წარმოადგენს აბსოლუტური ჭეშმარიტების უმაღლეს გამოვლინებას»


მაშ ვინაა ეს უზენაესი უფალი, რომელიც ყველაზე სრულყოფილ ცოდნას ფლობს? პიროვნებაა იგი თუ უპიროვნოა?

ვედების თანახმად, ღმერთი შეიძლება გამოვლინდეს სამ ასპექტში, რომლებზეც შრიმად-ბჰაგავატამშია (1.2.11) ნათქვამი:

ვადანტი ტატ ტატტვა-ვიდას
ტატტვამ ჲაჯ ჯნანამ ადვაიტამ
ბრაჰმეტი პარამატმეტი
ბჰაგავან იტი შაბდჲატე


«აბსოლუტურ ჭეშმარიტებას შეიცნობენ სამ ასპექტად, რომლებიც ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. მათ უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმას და ბჰაგავანს».

ამრიგად, ჭეშმარიტების ამ სამ ასპექტს შორის არ არსებობს განსხვავება ხარისხობრივი თვალსაზრისით, რადგანაც სამივე მათგანი ერთიანი ღმერთის სულიერ გამოვლინებას წარმოადგენს. ამაში მდგომარეობს მათი ერთიანობა. თუმცაღა არსებობს რაღაც სულიერი განსხვავება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ამ სამი კატეგორიის არსებობის აუცილებლობა. ამ სამ ასპექტში ერთიანი ღმერთი სხვადასხვა ხარისხით ავლენს თავს. მოდით გავაანალიზოთ, ამ სამიდან რომელ საფეხურზე ვლინდება ღმერთის ჭეშმარიტი არსი უფრო სრულად:

ბრაჰმანი — ეს ღმერთის უპიროვნო გამოვლინებაა, მისი მარადიული ყოფიერების ასპექტი, რომელზეც მიგვითითებს სანსკრიტული სიტყვა სატ — «მარადიულობა». ბრაჰმანის შეცნობა აბსოლუტის შეცნობის საწყისი საფეხურია. ისინი, ვინც ბრაჰმანი შეიცნეს, მატერიალური ცნობიერებისგან თავისუფლდებიან. ამ საფეხურისკენ ისწრაფვიან ჯნანა-იოგათი დაკავებული ადამიანები, რომლის პრაქტიკის არსიც მდგომარეობს აბსოლუტის ბუნებაზე დაკვირვებაში ამ მატერიალური სამყაროს დროებითი ობიექტების უარყოფის გზით. ასეთი ადამიანები ცდილობენ გაიგონ, თუ რა არ არის აბსოლუტი: იგი არც ისაა და არც ეს, იგი არც დადის და არც წევს, მისი შეგრძნება შეუძლებელია და ა.შ.. ამგვარად იმის განხილვით, თუ რა არის სული და რა არის მატერია, ასეთი ადამიანები თანდათანობით იწყებენ სულის გამოვლინების დანახვას და შეიცნობენ ბრაჰმანს – დამაბრმავებელ ნათებას, რომელიც ღმერთის სხეულისგან გამოდის, და რომელსაც მეორენაირად ბრაჰმაჯჲოტის უწოდებენ. და თუმცა ისინი საკუთარი მარადიული არსებობის გაცნობიერების მდგომარეობას აღწევენ, ასეთი სრულყოფილება – მხოლოდ პირველი საფეხურია აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობაში.

პარამატმა (პარამა — «უმაღლესი», და ატმა — «სული») — ეს ღმერთის ლოკალიზებული გამოვლინებაა, რომელიც ქმნილების ყოველ ატომში და ყოველი ცოცხალი არსების გულშია. პარამატმას სახით უფალი განჭოლავს ყველაფერ არსებულს და ინარჩუნებს მას. ამასთან იგი თვითონ არ ერევა მატერიალური სამყაროს საქმეებში. ის უბრალოდ აკვირდება ცოცხალი არსებების სურვილებს და ნებას აძლევს, რომ დაიკმაყოფილონ ეს სურვილები, თუკი მათი კარმა (საქმიანობის შედეგები) იძლევა ამის საშუალებას. თუ უპიროვნო ბრაჰმანის შეცნობა თავისი განსაზღვრებით შეუძლებელია, ზესულის (პარამატმას) ტრანსცენდენტული ფორმის შეცნობა უკვე შეუძლიათ სრულყოფილ იოგ-მისტიკოსებს, რომლებიც აშტანგა-იოგას აპრაქტიკებენ. გაცნობიერების ამ დონის მიღწევის შედეგად ადამიანი შეიცნობს ღმერთის მარადიულობის (სატ) და ცოდნის (ჩიტ) ასპექტებს. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის მეორე საფეხურია.

ბჰაგავანი — აბსოლუტური ჭეშმარიტების სრული გამოვლინება, ტრანსცენდენტულის შეცნობის ბოლო ნაბიჯი. ამ ასპექტში აბსოლუტი ყველაფერი არსებულის წყაროა. თუკი ბრაჰმანი სადღაც, მატერიალური ქმნილების მიღმა არსებობს, ხოლო პარამატმა პასიურად ინარჩუნებს ყველაფერს მატერიალურ სამყაროში, ბჰაგავანი, არის რა ყოველ მიზეზთა მიზეზი და ყველაფერი არსებულის წყარო, აქტიურ შემოქმედებით როლს თამაშობს. ასეთი ინდივიდუალური შემოქმედებითი აქტივობა პიროვნულია თავისი ბუნებით და აღსავსეა ნეტარებით — ანანდა. ამიტომ მხოლოდ ის, ვინც შეიცნო ღმერთის სრული გამოვლინება, როგორც ბჰაგავანისა, აღწევს უსაზღვრო ბედნიერების მდგომარეობას, გაცნობიერებული აქვს რა აბსოლუტის სამივე ასპექტი: სატ — «მარადიულობა», ჩიტ — «ცოდნა» და ანანდა — «ნეტარება». პრაქტიკას, რომელიც ღმრთეების უზენაესი პიროვნების შეცნობის საშუალებას იძლევა, ბჰაკტი-იოგა — ღმერთისადმი წმინდა ერთგული სამსახური ეწოდება.


ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ყველაზე მეტი ღვთაებრივი ასპექტი ბჰაგავანის რეალიზაციის საფეხურზე გამოვლინდება, სახელდობრ სატ, ჩიტ და ანანდა (მარადიულობა, ცოდნა და ნეტარება). ამიტომ ბჰაგავანი ღმერთის უმაღლესი გამოვლინებაა. უპიროვნო ბრაჰმანისა და ლოკალიზებული პარამატმას რეალიზაციები ღმერთის მხოლოდ ნაწილობრივი შეცნობაა და მის აღქმას გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტის მაღალი ასპექტის შეცნობა საკუთარ თავში მოიცავს უფრო დაბალის რეალიზაციას. ამიტომ, პარამატმას შეცნობა მოიცავს ბრაჰმანის რეალიზაციასაც, ხოლო ღმრთეების უზენაესი პიროვნების, ბჰაგავანის შეცნობა მოიცავს ბრაჰმანისაც და პარამატმასიც. სხვა სიტყვებით, მას, ვინც ღმერთი მის პიროვნულ ასპექტში შეიცნო, მისივე წყალობით სრული ცოდნა ეხსნება. უფალი ამას ბჰაგავად-გიტაშიც (15.19) ადასტურებს:

ჲო მამ ევამ ასამმუდჰო
ჯანატი პურუშოტტამამ
სა სარვა-ვიდ ბჰაჯამი მამ
სარვა-ბჰავენა ბჰარატა


«ყოვლისმცოდნეა ის, ვინც ეჭვშეუვალად მცნობს უზენაეს ღმრთაებრივ პიროვნებად. ამის გამო იგი, ო, ბჰარატას შვილო, სრული ერთგულებით მემსახურება».

რადგანაც სწორედ წმინდა ერთგული მსახურების პრაქტიკა, ანუ ბჰაკტი-იოგა, იძლევა ბჰაგავანის რეალიზაციის საშუალებას, ასეთი პრაქტიკა ცოცხალი არსების ყველაზე სრულყოფილი საქმიანობაა.

რა ემართება ადამიანს, რომელმაც მხოლოდ ნაწილობრივ შეიცნო აბსოლუტი — ბრაჰმანის ან პარამატმის დონე? დაკმაყოფილებულია იგი მიღწეული სრულყოფილებით და მთავრდება თუ არა ამით მისი სულიერი მისწრაფებები?

უპიროვნო ბრაჰმანის რეალიზაცია.

ადამიანი, რომელმაც ბრაჰმანი შეიცნო, ნეტარებას აღწევს იმის გაცნობიერებით, რომ მისი ბუნება ერთიანია ბრაჰმანის ბუნებასთან, და რომ ის და ბრაჰმანი მარადიულნი არიან. ამ ნეტარებას უწოდებენ ბრაჰმანანდას, რომელიც მომდინარეობს სიტყვებისგან ბრაჰმა (ბრაჰმანი) და ანანდა (ნეტარება). მისი მოპოვებით, ადამიანი უკვე აღარ აღიქვამს გარემოს როგორც რაიმე მნიშვნელოვანს. ყველა მისწრაფება და სურვილი, გაგება და რწმენა განიდევნება მისი ცნობიერებიდან. ის აღარაფერს ამბობს, აღარაფერს აკეთებს, და მისი აზროვნებაც კი, საკუთარი მარადიულობის შეცნობასთან ერთად, წყდება. იგი ვერ ხედავს სხვაობას საკუთარ თავსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის. ამგვარად, ბრაჰმანის გაცნობიერების საფეხურზე ყოფნის დროს ადამიანი მოიპოვებს ჭეშმარიტ ცოდნას მის გარშემო მყოფ მატერიალურ სამყაროზე და ბუნებრივ განჯაჭვულობას, რომელიც ამ ცოდნისგანაა შობილი. არაორმაგი ბრაჰმანის ბუნება ბოლომდე ვლინდება მის ცნობიერებაში.
ასეთი ადამიანი, რომელიც თვითშეცნობის შედეგად წყვეტს თავის საქმიანობას (კარმას), საკუთარი მეობიდან (ცნობიერებიდან) იღებს სიხარულს. მიუხედავად ამისა, მას უჩნდება ძალიან ნატიფი, სულიერი შეგრძნება დაუსრულებლობისა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სული თავისი ბუნებით აქტიურია და არ შეუძლია უმოქმედობა. ეს გრძნობა შეიძლება გახდეს მიზეზი ორი სახის შემდგომი ქმედებებისა:

• ქველმოქმედება და ჭეშმარიტების გზავნილის სხვა ადამიანებისთვის გაზიარების სურვილი.

• დაუკმაყოფილებლობის მიზეზის ძიება საკუთარ თავში.

თუ ადამიანი პირველს იღებს, მაშინ მატერიალურ სამყაროში მოქმედებისას, ისეთი კეთილი მიზნებითაც კი, როგორიცაა ქველმოქმედება და საზოგადოების განწმენდა, ის იწყებს მატერიალური ენერგიით განპირობებას, რასაც თანადათანობით დეგრადაციამდე მიჰყავს იგი.
მეორეს კი იოგური ტრანსის მდგომარეობამდე მიჰყავს, რომელშიც შეიცნობა უმაღლესი სული — პარამატმა. ასე შეუძლია ადამიანს მივიდეს ღმერთის უფრო მაღალი ასპექტის რეალიზაციამდე.

პარამატმას (ზესულის) რეალიზაცია.

ბრაჰმანისგან განსხვავებით, ზესულთან (პარამატმასთან) შესაძლებელია ურთიერთობის დამყარება. ამ საფეხურზე ადამიანი ყველაფერში ზესულის თანხლებას ხედავს. გაცნობიერებულობის ეს დონე წინა საფეხურისგან იმით განსხვავდება, რომ ამჯერად უკვე აბსოლუტური ფორმა შეიცნობა. პარამატმა წარმოადგენს მთელი მისტიციზმის კულმინაციას, რადგანაც ყველა მისტიური სრულყოფილება ამ სამყაროში მისგან იღებს სათავეს. ადამიანი უსაზღვრო ნეტარებას იღებს ზესულის ხატ-სახის ჭვრეტით. ასეთი ჭვრეტისას იგი ერთიანობაში შედის ზესულთან, რაც საშუალებას აძლევს, რომ რაღაც დონეზე მისტიკური შესაძლებლობები (სიდჰები) გამოავლინოს.
და მიუხედავად იმისა, რომ იოგური პრაქტიკის შედეგად ზესულის შემცნობი ადამიანი დაკმაყოფილებულია საკუთარ თავში, მაინც, ცნობიერების სიღრმეში, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, მოდის დაუსრულებლობის სულიერი შეგრძნება. ეს გრძნობა შეიძლება გახდეს მიზეზი ორი სახის შემდგომი ქმედებებისა:

• მოპოვებული მისტიკური ძალების გამოყენება საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად.

• სწრაფვა შემდგომი სრულყოფისაკენ.

თუ ადამიანი პირველს იღებს, მაშინ იგი ანცვიფრებს ხალხს საკუთარი მისტიკური შესაძლებლობებით და ეჯაჭვება დიდებასა და სხვებზე აღმატებულობის შეგრძნებას. ეს მალე უბინძურებს გონებას და იგი ღმერთად აღიარებს საკუთარ თავს. ასე განიცდის დეგრადაციას თავის მიმდევრებთან ერთად, რომლებიც მისი ფოკუსების ანკესზე წამოეგნენ.

ხოლო თუ იოგი-მისტიკოსი გადალახავს მისტიკური შესაძლებლობებით ტკბობის ცდუნებას და ისწრაფვის ჭეშმარიტების შეცნობისკენ, განაგდებს რა ყველა სურვილს, რომელიც წარსული საქმიანობებითაა განპირობებული, მაშინ მასთან მოდის გაგება, რომელიც შრიმად-ბჰაგავატამშია (2.2.6) გამოხატული:

«ადამიანი უნდა ემსახუროს ზესულს, რომელიც მის გულში იმყოფება. იგი ყოვლისშემძლე ღვთაებრივი პიროვნებაა, მარადიული და უსაზღვრო, ამიტომ იგია ცხოვრების უმაღლესი მიზანი, და მისდამი თაყვანისცემით, შესაძლებელია მოვიშოროთ საკუთარი განპირობებული არსებობის მიზეზი».

ასე, თანდათანობით, იოგის მედიტაცია ზესულზე, გარდაიქმნება ერთგულ მსახურებად, რომელსაც აბსოლუტური ჭეშმარიტების მესამე ასპექტის – ბჰაგავანის შეცნობამდე მიჰყავს იგი.

ბჰაგავანის — ღმრთეების უზენაესი პიროვნების შეცნობა.

ერთგული მსახურების წყალობით, იოგს გულში თავდაპირველი ღვთაებრივი პიროვნება – ბჰაგავანი ეცხადება, რომელიც უსაზღვრო ნეტარების (ანანდა) წყაროა. ამგვარად, ანანდას წყაროსთან, ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან, შეხების შედეგად, წმინდა ერთგული მსახურების პროცესის მეშვეობით, ცოცხალი არსება, უახლოვდება რა ამ ღვთაებას, ენითაღუწერელი ბედნიერების მდგომარეობაში იძირება.

დასკვნის სახით უნდა ავღნიშნოთ, რომ მანამ, სანამ სრულყოფილებას მოწადინებული ადამიანი ბჰაგავანის რეალიზაციას არ მიაღწევს, ის დაუსრულებლობას იგრძნობს და გააგრძელებს ნეტარების (ანანდას) ძიებას. ამიტომ ღმრთეების უზენაესი პიროვნების, ბჰაგავანის, წმინდა ერთგული მსახურება საქმიანობის უმაღლეს ფორმას წარმოადგენს და მას ცოცხალი არსებისთვის სრული დაკმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს.
ეს დასტურდება შრიმად-ბჰაგავატამში (1.2.6):

სა ვაი პუმსამ პარო დჰარმო
ჲატო ბჰაკტირ ადჰოკშაჯე
აჰაიტუკი აპრატიჰატა
ჲაჲატმა სუპრასიდატი


«უმაღლეს საქმიანობას ყველა ადამიანისათვის წარმოადგენს ისეთი საქმიანობა, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ მივიდნენ ღმერთის ერთგული სასიყვარულო მსახურებამდე. იმისათვის რომ ბოლომდე დააკმაყოფილოს სული, ასეთი ერთგული მსახურება უანგარო და განუწყვეტელი უნდა იყოს».

რას ნიშნავს სანსკრიტული სიტყვა «ბჰაგავანი» და რომელი სახელი აღწერს მას ყველაზე უკეთ? რატომ არსებობს ღმერთის მრავალი სახელი?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 14 2011, 05:01 AM
Post #35


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გაკვეთილი 10.

«კრიშნა — ღმრთეების უზენაესი პიროვნება,
იგია — ყველა გამოვლინების წყარო»




რას ნიშნავს სანსკრიტული სიტყვა «ბჰაგავანი?

ვიშნუ-პურანაში (6.5.74) დიადი ბრძენი და ვედების მცოდნე პარაშარა მუნი ამ სიტყვის მნიშვნელობას შემდეგნაირად ხსნის:

აიტ ვარჲასჲა სამაგრასჲა
ვირჲასჲა ჲაშასაჰ შრიჲაჰ
გჲანა-ვაირაგჲაჲოშ ჩაივა
სანნამ ბჰაგამ იტიგანა


«ის, ვინც სრულად ფლობს შემდეგ ექვს ღირსებას: სიმდიდრეს, ძალას, სახელგანთქმულობას, სილამაზეს, ცოდნას და განდეგილობას, უწოდებენ ბჰაგავანს».

ამქვეყნად მრავალი ადამიანია, რომელიც ძალიან მდიდარი, ძალიან ძლევამოსილი, ძალიან ლამაზი, ძალიან სახელგანთქმული, უზარმაზარი ცოდნის მქონე ანდა მაღალი დონის განდეგილია. თუმცაღა ვერც ერთ მათგანს ვერ ექნება პრეტენზია იმაზე, რომ ყველა ამ ექვს ღირსებას სრულად ფლობს. ამის საკუთარ თავზე თქმის უფლება მხოლოდ უზენაეს უფალს აქვს, რამეთუ არავინაა მასზე უფრო მაღალი ან მისი ტოლი.

რა სახელით მივმართოთ ბჰაგავანს – უზენაეს პიროვნებას?

ბჰაგავანის, ღმრთეების უზენაესი პიროვნების ზემოთ ჩამოთვლილი ექვსი ღირსება, ყველას იზიდავს. ამიტომ საუკეთესო სახელი, რომელიც შეიძლება ვუწოდოთ ბჰაგავანს — ესაა «ყოვლადმიმზიდველი», ან სანსკრიტზე — კრიშნა. ამრიგად, უზენაესი ღვთაებრივი პიროვნება, ბჰაგავან — კრიშნა, ყოვლადმიმზიდველი. ვედები არაორაზროვნად საუბრობენ ამაზე და ქვემოთ მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმეს ამ მტკიცებულებებიდან:

• ბრაჰმა სამჰიტაში (5.1) უფალი ბრაჰმა, სამყაროს პირველი ცოცხალი არსება, ამტკიცებს:

იშვარაჰ პარამაჰ კრიშნაჰ
საჩ-ჩიდ-ანანდა-ვიგრაჰაჰ
ანადირ ადირ გოვინდაჰ
სარვა-კარანა-კარანაჰ


«კრიშნა აღემატება ყველას, რამეთუ არავის ძალუძს მისი დაჩრდილვა. იგია — უზენაესი პიროვნება, ხოლო მისი სხეული სავსეა ნეტარებით და ცოდნით. იგია თავდაპირველი უფალი გოვინდა, ყოველ მიზეზთა მიზეზი ».

• შრიმად-ბჰაგავატამში (1.3.28) ჩამოთვლილია ღმრთეების უზენაესი პიროვნების მრავალი გამოვლინება. მაგრამ კრიშნა თავდაპირველ პიროვნებად, ბჰაგავანად, ყველა ამ მრავალი გამოვლინების პირველწყაროდ მოიხსენიება:

ეტე ჩამშა-კალაჰ პუმსაჰ
კრიშნას ტუ ბჰაგავან სვაჲამ
ინდრარი-ვჲაკულამ ლოკამ
მრიდაჲანტი ჲუგე ჲუგე


«ყოველი ზემოხსენებული ინკარნაცია ან უფლის სრული ნაწილია, ან სრული ნაწილების ნაწილი, მაგრამ უფალი კრიშნა ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება გახლავთ».

• ბჰაგავად-გიტაში (7.7) თავად კრიშნა ამტკიცებს, რომ არ არსებობს მასზე მაღალი ჭეშმარიტება:


მატტაჰ პარატარამ ნანჲატ
კინჩიდ ასტი დჰანანჯაჲა
მაჲი სარვამ იდამ პროტამ
სუტრე მანი-განა ივა


«ო, განძთა მპყრობელო, არ არსებობს ჩემს-უმაღლეს ჭეშმარიტება. ყველაფერი ჩემზეა ასხმული, როგორც ძაფზე მარგალიტები».

ამგვარად, მთელს ვედურ ლიტერატურაში სხვადასხვა ადგილას პირდაპირ, ან ირიბად, კომენტარებში ან განმარტებებში, მინიშნებებით ან დასკვნებით, სწორედ შრი კრიშნა, და არა ვინმე სხვა, აღიწერება როგორც უზენაესი. იგი გვევლინება როგორც პარამატმას, ასევე ბრაჰმანის წყაროდ.
ჩაიტანჲა-ჩარიტამრიტაში (ადი, 2.106) ნათქვამია:

სვაჲამ ბჰაგავან კრიშნა, კრიშნა სარვაშრაჲა
პარამა იშვარა კრიშნა სარვა შასტრე კაჲა


«ღვთაებრივი პიროვნება შრი კრიშნა პირველადი, საწყისი უფალია, თავწყარო ყველა განვრცობისა. ყველა წმინდა წერილი შრი კრიშნას უზენაეს უფლად აღიარებს».

ადამიანები ღმერთს სხვადასხვა სახელით იხსენიებენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბევრი ღმერთი არსებობს?

რა თქმა უნდა, ღმერთი ერთია. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ სიტყვა «უზენაესი» დაკარგავდა თავის აზრობრივ მნიშვნელობას. და თუმცა უზენაესი უფალი ერთია, მას აქვს მრავალი სახელი, დაკავშირებული მის სხვადასხვა თვისებებთან ან განსაკუთრებულ საქმიანობებთან და ურთიერთობებთან. იმისათვის, რომ ეს განსაკუთრებული საქმიანობები და თვისებები გამოავლინოს, უფალი თავს წარმოგვიდგენს სხვადასხვა გამოვლინებაში (ექსპანსიაში), რომლებსაც ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელებს უწოდებენ. ამიტომ, თუმცა უფალი ერთია, ამის მიუხედავად მას სახელთა უსაზღვრო რაოდენობა აქვს, რომელთა დათვლაც შეუძლებელია ისევე, როგორც ვერ დავთვლით ტალღებს ოკეანეში.

ღმერთის როგორი გამოვლინებები არსებობს?

არის რა უზენაესი პიროვნება, კრიშნას შეუძლია თავი გამოავლინოს ერთდროულად მრავალ ფორმაში და მრავალ ადგილას, ამასთან ყველა ამ ფორმას შეუძლია სხვადასხვა საქმიანობა გამოავლინოს. უფლის ასეთ ფორმებს ექსპანსიებს უწოდებენ. «ექსპანსია» სიტყვა-სიტყვით ნიშნავს «გაფართოებას, პირვანდელი საზღვრების გარეთ გასვლას». ჩვენს შემთხვევაში, რადგანაც ღმერთი უსაზღვროა, ეს ნიშნავს «ის, რაც კრიშნასგან მომდინარეობს». ამ ექსპანსიათაგან ზოგიერთი ღმრთეების უზენაესი პიროვნებას ყველა ღირსებას ფლობს. უფლის ასეთ ყოვლისშემძლე ფორმებს ვიშნუ-ტატტვებს უწოდებენ, ანუ ისინი განეკუთვნებიან აბსოლუტური ჭეშმარიტების იმავე კატეგორიას, რასაც თავად კრიშნა. ამასთან ერთად, ყველა ვიშნუ-ტატტვას შორის კრიშნას უნიკალური პოზიცია უკავია. ბრაჰმა-სამჰიტაში ვიშნუ-ტატტვები შედარებულია ანთებულ სანთლებს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს განსხვავება ამ სანთლების ალებს შორის, მაინც, ერთ-ერთი მათგანი იმით გამოირჩევა, რომ მისი მეშვეობით აანთეს ყველა «სანთელი».

ჩამოვთვალოთ ძირითადი ვიშნუ-ტატტვები: კრიშნასგან მომდინარეობს უფალი ბალარამა. ბალარამასგან გამოვლინდება პირველი მეოთხეული ექსპანსია (პირველი ჩატურ-ვჲუჰა) — ვასუდევა, სანკარშანა, პრადჲუმნა და ანირუდდჰა. სანკარშანასგან ჩნდება უფალი ნარაჲანა, ვაიკუნთჰას სულიერი პლანეტების განმგებელი. ნარაჲანასგან მომდინარეობს მეორე მეოთხეული ექსპანსია (მეორე ჩატურ-ვჲუჰა) ვასუდევა, სანკარშანა, პრადჲუმნა და ანირუდდჰა.

ხანდახან კრიშნა დაეშვება ანუ ევლინება მატერიალურ სამყაროში განსაზღვრული მიზნით. ასეთ გამოვლინებებს ავატარებს უწოდებენ — «ანუ მას, ვინც ეშვება». ქვემოთ მოყვანილია უფლის ავატარების ძირითადი კატეგორიები (ჩჩ, მადჰჲა, 20.245-246):

პურუშა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებშიც უფალი ანხორციელებს და ინარჩუნებს მატერიალურ ქმნილებას:

1. მაჰა-ვიშნუ
2. გარბჰოდაკაშაჲი-ვიშნუ
3. კშიროდაკაშაჲი-ვიშნუ

ლილა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებითაც იგი ეშვება, რათა წარმოუდგინოს სამყაროს თავისი საკვირველი საქმიანობები, რომელთა მიზანიცაა რელიგიოუს პრინციპების აღდგენა, ცოდვილების დასჯა, და ასევე ერთგულების დაცვა, რომლებიც უფალთან განშორებით იწვიან. არსებობს გამოვლინებების უსაზღვრო რაოდენობა, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, თუმცაღა 10 მათგანი (დაშა-ავატარები) ძირითადს წარმოადგენს და რეგულარულად ეშვება მატერიალურ სამყაროში: მატსჲა, კურმა, ვარაჰა, ნარასიმჰა, ვამანა, პარაშურამა, რამა, ბალარამა, ბუდა, კალკი.

გუნა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებშიც იგი მატერიალური ბუნების სტიქიებს მართავს:

1. «ვნება» — უფალი ბრაჰმა, სამყაროს შემოქმედი.
2. «სათნოება» — უფალი ვიშნუ, სამყაროს შემნარჩუნებელი.
3. «უმეცრება» — უფალი შივა, სამყაროს დამანგრეველი.

მანვანტარა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებშიც იგი გვაძლევს რელიგიური კანონების საერთო ნუსხას მთელი კაცობრიობისთვის. ამ გამოვლინებებს უწოდებენ მანუს. ბრაჰმას 1 დღის განმავლობაში (8.640.000.000 წელი) 14 მანუ იცვლება.

ჲუგა-ავატარები — გამოვლინებები, რომლებშიც იგი ახდენს სულიერი განვითარების ოპტიმალური მეთოდების რეგლამენტირებას სხვადასხვა ეპოქებისთვის (ჲუგა-დჰარმას). ჩვენს ეპოქაში, რომელსაც «კალი-ჲუგა» ეწოდება, ღმერთის ამ გამოვლინებას ოქროსფერი კანი აქვს, მისი სახელია შრი ჩაიტანჲა მაჰაპრაბჰუ, და მისი მოცემული მეთოდი (ჲუგა-დჰარმა) — ესაა უფლის წმინდა სახელების ერთობლივი გალობა.

შაკტიავეშა-ავატარები — გამოვლინებები ცოცხალი არსებების სახით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან რაიმე განსაკუთრებული მისიით.

თუმცა ყველა ეს გამოვლინება შეიოძლება ძალიან ძლევამოსილი იყოს, მაგრამ მაინც, ისინი კრიშნას თვისებების მხოლოდ ნაწილს ირეკლავენ და მისადმი დაქვემდებარებულ როლს თამაშობენ.


რა თვისებებს ფლობს თავად კრიშნა, და რით აღემატება ყველა დანარჩენ გამოვლინებას?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 14 2011, 07:15 PM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გაკვეთილი 11.

«კრიშნა — ყველა თვისების წყარო»


რა თვისებებს ფლობს კრიშნა?

სხვადასხვა წმინდა წერილების შესწავლის შემდეგ, შრილა რუპა გოსვამი იძლევა უფლის სულიერი თვისებების შემდეგ ჩამონათვალს:

1. მთელი სხეული მშვენიერი აქვს
2. მის სხეულს ყოველგვარი სასიკეთო ნიშანი ატყვია.
3. მისი სახე თვალებს ახარებს.
4. სხივმფენია.
5. ძლიერია.
6. მარად ჭაბუკია.
7. ჩინებულად ფლობს ენებს.
8. გულმართალია.
9. საამოდ ბაასობს.
10. ენაწყლიანია.
11. დიდად განსწავლულია.
12. ძალზე გონიერია.
13. გენიოსია.
14. არტისტულია.
15. მეტისმეტად ჭკვიანია.
16. მარჯვეა.
17. მადლიერია.
18. ძალზე მტკიცეა.
19. სრულყოფილად იცის, როგორ მოიქცეს დროისა და ვითარების შესაბამისად.
20. ყველაფერს ვედების საფუძველზე ხედავს.
21. წმინდაა.
22. თვითდამორჩილებულია.
23. შეუპოვარია.
24. მომთმენია.
25. მიმტევებელია.
26. დინჯია.
27. თვითდაკმაყოფილებულია.
28. გაწონასწორებულია.
29. ხელგაშლილია.
30. რელიგიურია.
31. მამაცია.
32. შემბრალებელია.
33. მოკრძალებულია.
34. ზრდილია.
35. დიდსულოვანია.
36. მორცხვია.
37. მინდობილ სულთა მფარველია.
38. ბედნიერია.
39. ერთგულთა კეთილისმსურველია.
40. მას სიყვარული ამოძრავებს.
41. ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელია.
42. ყველაზე ძლევამოსილია.
43. ყველაზე სახელოვანია.
44. საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს.
45. მიკერძოებულია თავისი ერთგულებისადმი.
46. ყველა ქალს ხიბლავს.
47. ყველა მას ეთაყვანება.
48. ყოვლის მფლობელია.
49. ყველას მიერ პატივცემულია.
50. უზენაესი განმგებელია.
51. უცვლელია.
52. ყოვლისმცოდნეა.
53. მარად ახალია.
54. საჩ-ჩიტ-ანანდა — მარადიული, ნეტარი სხეული აქვს.
55. ყოველგვარ მისტიკურ სრულყოფილებას ფლობს.
56. წარმოუდგენელ ენერგიებს ფლობს.
57. მისი სხეულიდან უთვალავი სამყარო წარმოიშობა.
58. იგია ყოველგვარი ინკარნაციის თავდაპირველი წყარო.
59. განთავისუფლებას აძლევს მტრებს, რომლებსაც კლავს.
60. იზიდავს განთავისუფლებულ სულებს.

ოთხი განსაკუთრებულად ტკბილი თვისება (მათჰურია):

61. რუპა-მათჰურია — იმდენად მშვენიერია, რომ მთელ სამყაროში ვერაფერი შეედრება.
62. ვენუ-მათჰურია — ფლეიტაზე დაკვრით მას ყველა სამყაროს ცოცხალ არსებათა მოხიბვლა შეუძლია.
63. პრემა-მათჰურია — მას ღმრთეების საოცარი სიყვარულით შემკული ერთგულები ახვევიან გარს.
64. ლილა-მათჰურია — იგი განსაცვიფრებლად მრავალფეროვან გართობებს ასრულებს.





რით აღემატება კრიშნა ყველა დანარჩენ გამოვლინებას?

ამ 64 თვისებიდან, პირველი 50 შეიძლება ჯივებშიც (ცოცხალ არსებებში) გვხვდებოდეს, მაგრამ ისინი უმნიშვნელო დონეზეა განვითარებული.
პირველი 50 და შემდგომი 5 თვისება ნაწილობრივ არის უფალ შივაში. ეს 55 და შემდგომი 5 თვისება, გამოვლენილი უსაზღვრო რაოდენობით, ამშვენებს ვაიკუნთჰას სულიერი პლანეტების უფლის – შრი ნარაიანას – ხასიათს.

მაგრამ კრიშნაში ეს 60 თვისება განსაკუთრებული ბრწყინვალებით ვლინდება. ამ 60-ის გარდა, შრი კრიშნა დამატებით 4 შეუდარებელ ტრანსცენდენტულ სულიერ თვისებას ფლობს, რომლებიც სიის ბოლოშია მოყვანილი.

ეს უკანასკნელი 4 თვისება შეიძლება მხოლოდ კრიშნაში ვნახოთ. ამიტომ შრი კრიშნა, აღემატება რა ყველას, ღმრთეების თავდაპირველი პიროვნებაა, ყველა გამოვლინების წყარო. იგია – ის გმირი, რომელსაც ყოველი ცოცხალი არსება ეძებს. ყველა ეძებს კრიშნას, თუმცაღა ყველა ვერ ხვდება ამას. შევეცადოთ დავრწმუნდეთ ამაში.

ნუთუ მართლა ყველა კრიშნას ეძებს მატერიალურ სამყაროში? ძნელია ამ სწრაფვის დანახვა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც კარგი სახლი, ლამაზი ცოლი, ძლიერი სხეული და სხვა მატერიალური სიკეთეები უნდა. ნუთუ ეს მართლა ასეა?

ღმერთისადმი სწრაფვა იმ ადამიანისა, რომელიც სულიერების შესახებ ცოდნას მოკლებულია, ვლინდება მის სურვილში – იყოს მარადიული, ფლობდეს ცოდნას და იმყოფებოდეს ნეტარებაში:

• ყოველი ჩვენგანი ცდილობს იყოს ჯანმრთელი. ერთნი (უფრო გონიერნი) ამაზე ზრუნვას დროულად იწყებენ, სხვები კი ჯანმრთელობაზე ზრუნვას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა მათი მდგომარეობა უარესდება. სხვადასხვა გამაჯანსაღებელი დაწესებულებისა და უფრო ეფექტური წამლების შექმნის მცდელობები სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის მარადიულობისადმი სწრაფვის გამოვლინება.

• ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ ისწრაფვის ყოველი ადამიანი ამა თუ იმ ცოდნისკენ. ყველას გვინდა გავიგოთ ყველაფერი რაღაცის შესახებ ან რაღაცა ყველაფრის შესახებ. ამგვარად, ცოდნისადმი სწრაფვა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი პრინციპია.

• ძნელი არაა მივიდეთ დასკვნამდე, რომ ადამიანი მოქმედების მიზანი სიამოვნების მიღებაა. და ზემოთ ნახსენები ჯანმრთელობა, ცოდნა და მათი გამოვლინების ყველა ფორმა საბოლოო ჯამში სხვა არაფერია, თუ არა ბედნიერების (ნეტარების) მოპოვების მცდელობა.

ამგვარად, თუკი განვიხილავთ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მისწრაფებებს, აღმოვაჩენთ ისევ იმ პირვალსაწყის «იმპულსებს» მოქმედებისაკენ, რომელთა საფუძველშიც მარადიულობის (სატ), ცოდნის (ჩიტ) და ნეტარების (ანანდა) მოპოვებისადმი სწრაფვა დევს. აქედან შეგვიძლია მივხვდეთ: თავის ცხოვრებაში ყველა ეძებს კრიშნას, ამ სამი თვისების წყაროს. ამიტომ ის, ვინც გვეხმარება კრიშნასთან მიახლოებაში, ჩვენი საუკეთესო მეგობარი და კეთილისმყოფელია.


რაში მდგომარეობს კრიშნას იმ ოთხი უკანასკნელი თვისების განსაკუთრებულობა, რომლებსაც «უტკბილესს» (მადჰურია) უწოდებენ? რას ნიშნავს ეს?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 3 2012, 06:51 AM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 12.

«კრიშნას უსაზღვრო დიდება და სიტკბოება»



რაშია კრიშნას იმ უკანასკნელი ოთხი თვისების განსაკუთრებულობა, რომლებსაც «ტკბილს» (მათჰურჲას) უწოდებენ? რას ნიშნავს ეს?

ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, ბჰაგავანს, შეუძლია თავი გამოავლინოს ორი განწყობილებით:

• აიშვარჲა — უსაზღვრო დიდებულება

• მათჰურჲა — უსაზღვრო სიტკბოება

კრიშნა უსაზღვროდ დიდებულია. არავინაა მისი ტოლი ან მასზე ამაღლებული. მაგრამ, ამავე დროს, იგი აღსავსეა უსაზღვრო სიტკბოებით. ეს ორი განწყობა შეუცნობელი სახით ერთდროულად არსებობს კრიშნაში და მის ყოვლადმიმზიდველ სილამაზეს ქმნის. და სწორედ ბოლო ოთხი თვისების წყალობით, მათჰურია, კრიშნას სიტკბოება უსაზღვრო დონით გამოვლინდება:

1. რუპა-მათჰურჲა — იგი ფლობს ენით აღუწერელ სილამაზეს, რომელსაც ვერაფერი შეედრება მთელს სამყაროში.
2. ვენუ-მათჰურჲა — თავის ფლეიტაზე დაკვრით მას შეუძლია მიიზიდოს ყველა ცოცხალი არსება.
3. პრემა-მათჰურჲა — იგი ყოველთვის თავისი ერთგულების გარემოცვაშია, რომლებიც უდიდეს სიყვარულს განიცდიან მის მიმართ.
4. ლილა-მათჰურჲა — იგი ავლენს სხვადასხვა გასაოცარ თამაშებს.

როგორც წინა გაკვეთილში ვახსენეთ, ეს ოთხი განსაკუთრებული თვისება მხოლოდ შრი კრიშნას აქვს, რომელიც მარადიულად იმყოფება თავის უმაღლეს ტრანსცენდენტალ სასუფეველში – ვრინდავანში. იქ იგი ჩაფლულია მრავალფეროვან ტკბილ თამაშებში თავის უახლოეს თანამგზავრებთან ერთად. ხოლო მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებული სხვა როლების შესასრულებლად იგი საკუთარი თავიდან გამოყოფს სხვადასხვა ექსპანსიებს, მაგრამ თავად არასოდეს ტოვებს ვრინდავანს.

როგორაა მოწყობილი სულიერი სამყარო და რომელ ფორმებში ავლენს იქ თავს უფალი?

სულიერი სამყარო უამრავი სულიერი პლანეტისგან შედგება, სადაც უფალი თავისი სხვადასხვა ფორმით სუფევს და სხვადასხვა განწყობას ავლენს. ასე ჩნდება სულიერი სამყაროს სულიერი ურთიერთობების უზარმაზარი მრავალფეროვნება. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა სულიერი პლანეტა ერთ – სულიერ დონეზე იმყოფება, მათ შორის მაინც არის განსხვავება. ეს განსხვავება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვლინდება იქ ზემოთ დასახელებული უფლის ორი განწყობილება – აიშვარჲა და მათჰურჲა. მათჰურჲას ზრდასთან ერთად შესაბამისად მცირდება აიშვარჲა. და რაც უფრო მეტად ვლინდება ღმერთის სიტკბოება - მათჰურჲა, მით უფრო მაღლა მდგომად ითვლება უფლის სასუფეველი, რამეთუ სწორედ ტკბილ და თბილ ურთიერთობებს მოაქვთ უფრო მეტი ბედნიერება როგორც კრიშნასთვის, ასევე მისი ერთგულებისათვის.
ქვემოთ ჩვენ მოვიყვანთ ღმერთის ძირითადი სასუფევლების ჩამონათვალს (მათჰურჲას ასპექტის კლების მიხედვით):

• ვრინდავანი — კრიშნას უზენაესი სასუფეველი
• მათჰურა — ვასუდევას სასუფეველი
• დვარაკა — ვასუდევას სასუფეველი
• აიოდჰჲა — უფალ რამას სასუფეველი
• ვაიკუნთჰა — უფალ ნარაჲანას სასუფეველი

ამრიგად, იმის მიხედვით, თუ როგორ ვლინდება უფლის სიტკბოება (მათჰურჲა), იკლებს მისი დიდებულების ასპექტი (აიშვარჲა). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უფალი კარგავს თავის დიდებულებას. არა, უბრალოდ კრიშნას სიტკბოების ასპექტი ფარავს მის დიდებულებას, რადგანაც უფრო მიმზიდველია. თუმცა აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ კრიშნას დიდებულების გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია მისი სიტკბოების წვდომა. იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ ღმერთის ტრანსცენდენტული ბუნება, შრილა პრაბჰუპადა რეკომენდაციას გვაძლევს ჯერ შევისწავლოთ “ბჰაგავად-გიტა, როგორიც არის”, შემდეგ თანმიმდევრულად შევისწავლოთ “შრიმად-ბჰაგავატამი”, დაწყებული პირველი სიმღერით, შემდეგ კი “ჩაიტანჲა ჩარიტამრიტა”.

ღმერთის დიდებულების განწყობილება ვაიკუნთჰას სულიერ პლანეტებზე სუფევს, სადაც ერთგულები ეთაყვანებიან მას, როგორც უზენაეს ბატონს. ამასთან ისინი განიცდიან ისეთ გრძნობებს, როგორიცაა აღტაცებული მოწიწება, გაოცება და აღფრთოვანება მისი დიდებულებისადმი. ამ პლანეტებზე უფლის ასპექტი - მათჰურჲა პრაქტიკულად არ ვლინდება.
აიოდჰჲაში, დვარაკაში და მათჰურაში უფლის სიტკბოების ასპექტი თანდათან მატულობს.
და მხოლოდ ვრინდავანში, ღმერთის უმაღლეს სასუფეველში, მათჰურიას ასპექტი იმდენად უსაზღვროდაა გამოვლენილი, რომ აიძულებს ერთგულებს – დაივიწყონ კრიშნას დიდებულება და ნებას აძლევს მათ, რომ გამოავლინონ გულწრფელი, სპონტანური სიყვარული მისადმი. სწორედ ვრინდავანში კრიშნა იმყოფება თავის პირვანდელ, ტრანსცენდენტალ ფორმაში, და მოკაზმულია უზენაესი ღვთაებრივი პიროვნების 64 თვისებით. ხოლო უფლის ყველა დანარჩენ სასუფეველში იგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება და 60 თვისებაზე მეტი არ აქვს.

რატომაა, რომ უფლის ურთიერთობა ვრინდავანში მის თანამგზავრებთან, მასაც და მის თანამგზავრებსაც უფრო მეტ ბედნიერებას ანიჭებს, ვიდრე სულიერი სამყაროს ყველა სხვა პლანეტაზე?

ურთიერთობა ღმერთთან, როგორც «უსაზღვროდ დიდთან», ზღუდავს ურთიერთობებს, რამეთუ დიდებულება დიდ დისტანციას წარმოშობს მასსა და მის ერთგულს შეორის. მაგრამ ვრინდავანში, სადაც ურთიერთობები გულწრფელ, სპონტანურ სიყვარულზე შენდება, ღმერთსა და მის ერთგულს შორის ჩნდება საოცრად ახლო, თბილი ურთიერთობები, რომლებიც შეზღუდული არაა მოწიწებისა და მოკრძალების გრძნობით. ასეთი ურთიერთობები ვლინდება სიტკბოებით სავსე ურიცხვი თამაშებით, რომლებიც უსაზღვრო ბედნიერების წყაროა როგორც თავად კრიშნასთვის, ასევე მისი ერთგულებისთვის.

როგორ შევიცნოთ კრიშნა მის უზენაეს სასუფეველში? როგორ მივაღწიოთ ამ სასუფეველს?

ბჰაგავად-გიტაში (8.6) კრიშნა ახდენს მნიშვნელოვანი კანონის ფორმულირებას:

ჲამ ჲამ ვაპი სმარან ბჰავამ
ტჲაჯატი ანტე კალევარამ
ტამ ტამ ევაიტი კაუნტეჲა
სადა ტად-ბჰავა-ბჰავიტაჰ


«ყოფიერებიდან რა მდგომარეობაც გაახსენდება ცოცხალ არსებას სხეულის დატოვებისას, ო, კუნტის შვილო, აუცილებლად იმავე მდგომარეობას დაუბრუნდება ახალ სიცოცხლეში».

უეჭველად, იმისათვის, რომ ვრინდავანს მიაღწიოს, ადამიანისთვის აუცილებელია კრიშნას და მისი წმინდა ერთგულის წყალობა. თუმცაღა ზემოთ მოყვანილი კანონის შესრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ წყალობის მოსაპოვებლად. ამრიგად, რა მდგომარეობაზეცაა კონცენტრირებული ადამიანი, სწორედ იმ მდგომარეობას მიაღწევს. ამიტომ, იმისათვის, რომ ყოფიერების უმაღლეს მდგომარეობას მივაღწიოთ კრიშნას უზენაეს სასუფეველში, ვრინდავანში, აუცილებელია ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია კრიშნას, უზენაესი ღვთაებრივი პიროვნების სახელზე, ფორმაზე, თვისებებზე და თამაშებზე მოვახდინოთ.

• აი რას წერს შრილა პრაბჰუპადა ამასთან დაკავშირებით ბჰაგავად-გიტას (18.65) კომენტარებში:

«…ეს სიტყვები ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანმა მთელი გულისყური უნდა მიაპყროს კრიშნას – მის სახებას: პირმშვენიერ ყმაწვილს ფლეიტა რომ უკავია, ლეგა ფერი გადაჰკრავს, ფარშევანგის ბუმბულით დაუმშვენებია თმები. კრიშნას ხატება აღწერილია “ბრაჰმა-სამჰიტაში” და სხვა ვედურ ნაწარმოებებში. აი, ამ ხატებას, უფლის პირველსახეს უნდა მიაპყროს ჭკუა ადამიანმა ისეთი დაჟინებით, რომ ღმერთის სხვა სახეებზედაც კი არ უნდა გაექცეს ყურადღება. უფალს მრავალ სახე აქვს: ვიშნუ, ნარაიანა, რამა, ვარაჰა და სხვ., მაგრამ ერთგული მთელი არსებით და თვალმოუშორებლად უნდა ეთაყვანოს იმ ფორმას, არჯუნას გვერდით რომ იყო გაცხადებული. კრიშნას ფორმაზე ჭკუის დაუნჯება ცოდნის ყველაზე საიდუმლო ნაწილია, იგი უფალმა თავად გაანდო არჯუნას, როგორც მეგობარს.».

• ასევე ბჰაგავად-გიტას (8.6) კომენტარებში შრილა პრაბჰუპადა ამტკიცებს:

«…იმისათვის, რომ სიცოცხლის ბოლოს ყოფიერების უმაღლეს მდგომარეობას მივაღწიოთ, ყველაზე საუკეთესო გზაა გავიმეოროთ:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარ ».


ღმერთს უამრავი სხვადასხვა სახელი აქვს. თუ ადამიანი ღმერთის სხვა სახელებს გაიმეორებს, რა შედეგს მიაღწევს ამით?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 3 2012, 06:12 PM
Post #38


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 13


«ჰარე კრიშნა – მაჰა მანტრის სიტკბოება და ძალმოსილება»

ღმერთს უამრავი სხვადასხვა სახელი აქვს. თუ ადამიანი ღმერთის სხვა სახელებს გაიმეორებს, რა შედეგს მიაღწევს ამით?

ღმერთის ნებისმიერი სახელის გამეორება ძალიან კეთილსასურველია, რადგან იგი წმენდს და აღამაღლებს ადამიანს. თუმცა სხვადასხვა სახელის გამეორების წყალობა შესაძლოა განსხვავებული იყოს.

დიადი წმინდანი, ბჰაქტივენოდა თჰაკურა, ხსნის, რომ არსებობს უფლის წმინდა სახელების სამი ტიპი:

გაუნა-ნამა — «მეორეხარისხოვანი სახელები». ღმერთის ეს სახელები დაკავშირებულია მის მატერიალურ ენერგიასთან, რომელიც მატერიალურ სამყაროებს ქმნის. ასეთი სახელებია სრიშტი-კარტა — «სამყაროს შემოქმედი», ჯაგატ-პატი — «სამყაროს მმართველი», ბრაჰმანი, პარამატმა, იშვარა. ასეთი სახელები მატერიალურად განპირობებული სულების თვალთახედვით აღწერენ ღმერთს. საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი მათთან. ამ სახელებს როგორც წესი იმეორებენ ის ადამიანები, რომლებიც ღმერთისგან რაიმე მატერიალური სიკეთის მიღებას ცდილობენ, და ასევე ის ადამიანები, რომლებიც მატერიალური სამყაროსგან განთავისუფლებას ცდილობენ. მაგრამ ღმერთის ერთგულები ასეთ სახელებს არ იმეორებენ. ღმერთის მეორეხარისხოვანი სახელების გამეორება იძლევა კეთილდღეობას, მატერიალურ ამაღლებას და ხსნას.

მუქჰჲა ნამა — «მთავარი სახელები». ესაა ღმერთის ის წმინდა სახელები, რომლებიც მის ზე-სამყაროსეულ თამაშებს აღწერენ. ამ სახელების გამეორება, რომლებიც კრიშნას თამაშებთანაა დაკავშირებული, იძლევა კრიშნა-პრემას (ღმერთისადმი სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას) და ვრინდავანამდე – სულიერი სამყაროს უმაღლეს სასუფეველამდე – აღამაღლებს პიროვნებას. ასეთი სახელებია გოვინდა, გოპალა, რამა, შრი ნანდა-ნანდანა, რადჰა-ნათჰა, ჰარი, იაშომატი-პრანა-დჰანა, მადანა-მოჰანა, შიამასუნდარა, მადჰავა, გოპინადჰა, ვრაჯაგოპალა.

მათჰურჲა ნამა — «ტკბილი სახელები».

თავის წიგნში «კრიშნა სამჰიტა» ბჰაქტივენოდა თჰაკურა წერს:

«…მაჰა მანტრა შედგება ღმერთის ყველაზე ტკბილი სახელებისაგან. ურთიერთობის ყველა სახე ჰარე-კრიშნა-მაჰა-მანტრაშია. ეს სახელები არაა დაჩრდილული არც ღმერთის დიდებულებით (აიშვარია), და არც განთავისუფლებისაკენ სწრაფვით (მუკტი). ეს მაჰა-მანტრა ეხსნება მხოლოდ იმ სულებს, რომლებიც სიყვარულის ჯაჭვებითაა ღმერთთან დაკავშირებული. სახელები «ჰარე», «კრიშნა» და «რამა» განსაკუთრებით ძვირფასია მათთვის, ვინც მათჰურჲა რასას (კრიშნასთან ურთიერთობის უზენაესი სახე, რომელიც უმაღლესი დონითაა სავსე გრძნობათა სიტკბოებით) გზაზე დგას. ამ სახელების გამუდმებული გამეორებით და მათზე მედიტირებით ადამიანი საუკეთესო მსახურებას ასრულებს უზენაესი უფლისთვის».

ამრიგად, ჰარე-კრიშნა-მაჰა-მანტრის (მაჰა — «უდიადესი სიმღერა», მანას — «ჭკუა», ტრაჲა — «განწმენდა») გამეორება წარმოადგენს ჩვენში მთვლემარე ღმერთისადმი სიყვარულის გამოღვიძების ყველაზე მძლავრ მეთოდს.

• ბრიჰან-ნარადჲა-პურანაში (3.8.126) ხაზგასმულია:

ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაევა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანჲათჰა


«კალის ამ ეპოქაში (სამყაროს არსებობის მიმდინარე პერიოდში) არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა».

• «კალისანტარანა უპანიშადში» ნათქვამია:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე
იტი სოდაშაკამ ნამნამ კალი-კალმაშა-ნაშანამ
ნამაჰ პარატაროპაჲაჰ სარვა-ვედეშუ დრიშჲატე


«თექვსმეტი წმინდა სახელი მაჰა მანტრაში — ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე — ანადგურებს კალის ეპოქის უკეთურ გავლენას. ასეთია მთელი ვედების დასკვნა».

• «აგნი-პურანაში» ნათქვამია:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
რამანტი ჰალაჲა ვაპი ტე კრიტართჰა ნა სამშაჲაჰ


«ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე: ვინც არ უნდა გაიმეოროს ეს მაჰა-მანტრა, გაუცნობიერებლადაც კი, ცხოვრების უმაღლეს მიზანს აღწევს. ამაში არავითარი ეჭვი არაა».

უფლის წმინდა სახელის გამეორებას შეუძლია ძალიან სწრაფად განწმინდოს ადამიანის გული, თუ იგი ათი შეურაცხყოფის გარეშე გაიმეორებს მას. ამ შეურაცხყოფების სია ასეთია:

1. იმ დიდი ერთგულების გმობა, რომლებიც ცდილობდნენ განევრცოთ წმინდა სახელის დიდება მთელ მსოფლიოში. კრიშნას სახელი არ არის განსხვავებული კრიშნასგან და ის ვინც ცდილობს მოჰფინოს წმინდა სახელები მთელ სამყაროს, მისთვის საყვარელია. კრიშნა არ შეიწყნარებს მისი წმინდა ერთგულების შეურაცხყოფას.

2. უარყოფა იმისა, რომ უფალი ვიშნუ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. არ არსებობს განსხვავება მის სახელს, ხარისხს, ფორმას, გართობებსა და ქმედებებს შორის, და ვინც ამ განსხვავებებს ხედავს, შეირაცხმყოფლად მიიჩნევა. უფალი უზენაესია და არავინაა მისი თანასწორი ან უპირატესი. შესაბამისად, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ უფლის სახელი არ განსხვავდება ნახევარღმერთების (მაგალითად ისეთების, როგორიცაა ბრაჰმა და შივა) სახელებისგან, ის სცოდავს. უზენაესი უფალი და ნახევარღმერთები არასოდეს უნდა იქნენ მიჩნეულნი ერთ დონეზე მყოფებად.

3. ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის ჩვეულებრივ ადამიანად მიჩნევა და მისდამი არ დამორჩილება.

4. გმობა ვედური ლიტერატურისა ან იმ წერილებისა, რომლებიც ვედურ ლიტერატურას ეთანხმება.

5. იმ დიდების გადამეტებულად მიჩნევა, რომელსაც წმინდა სახელს მიაკუთვნებენ.

6. წმინდა სახელთან დაკავშირებით დამახინჯებული თეორიების შეთხზვა.

7. ცოდვილი ქმედებების ჩადენა იმის იმედით, რომ წმინდა სახელების გალობა დაგიცავს მათი რეაქციებისგან.

8. წმინდა სახელის გალობის მიჩნევა რიტუალების, ასკეტიზმის, მსხვერპლშეწირვებისა და ქონებაზე უარის თქმის თანასწორად. წმინდა სახელების გალობა უთანაბრდება ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან კავშირის ქონას. წმინდა ქმედებები მხოლოდ უფალთან მიახლოვებას გულისხმობს და ისინი მატერიალური მიზნისთვისაც კი შეიძლება შესრულდეს.

9. უფლის წმინდა სახელის დიდების ქადაგება ურწმუნო და ისეთი ადამიანისთვის, რომელიც ინტერესს არ ავლენს მსგავსი საკითხისადმი.

10. უფლის წმინდა სახელის მღერისა და სმენის შემდეგაც კი მატერიალური მიჯაჭვულობის შენარჩუნება. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ცოდვების გარეშე წმინდა სახელების გალობამ ადამიანი შეუძლია აიყვანოს განთავისუფლების საფეხურამდე. განთავისუფლებულ დონეზე ადამიანი თავუსუფლდება ყოველგვარი მატერიალური მიჯაჭვულობისგან. ამგვარად, თუ ვინმე გალობს წმინდა სახელებს და კვლავ იმყოფება მატერიალურზე მიჯაჭვულობის მდგომარეობაში, მას აუცილებლად ჩადენილი აქვს ცოდვა.

მაჰა-მანტრას უყურადღებოდ გამეორება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეურაცხყოფის საფუძველს წარმოადგენს. ყველა, ვინც ამ შეურაცხყოფების გარეშე იმეორებს ჰარე-კრიშნა-მაჰა-მანტრას, უცილობლად განივითარებს უფლისადმი წმინდა სიყვარულს და სიცოცხლის ბოლოს მის სასუფეველს დაუბრუნდება.

რა არის უყურადღებობის მიზეზი და როგორ შეიძლება მისი დაძლევა?

უყურადღებობის მიზეზს წარმოადგენს ადამიანში ღრმად ფესვებგადგმული ჩვევა, რომ კონცენტრაცია მოახდინოს საკუთარ თავზე ან იმაზე, რაც მას ეკუთვნის. ეს ტენდენცია – ეგოისტური ცნობიერების შედეგია, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს სიამაყე – ადამიანის ყველა უბედურების მიზეზი. სწორედ ადამიანის გულში არსებული სიამაყე შობს კონფლიქტებს და ომებს, რომლებიც მატერიალურ სამყაროში წარმოიშობა და უცილობელ ტანჯვამდე მივყავართ, რამეთუ «დაცემამდე სიამაყე მოდის», ხოლო დაცემას ყოველთვის თან ახლავს მწუხარება და ტანჯვა. სიამაყე — ესაა მცდელობა, რომ საკუთარი თავი ღმერთის მდგომარეობამდე ავიყვანოთ. ამ ნეგატიური თვისებისგან განთავისუფლება ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი კრიშნას უზენაეს მდგომარეობას და საკუთარ უმწეო და დაქვემდებარებულ მდგომარეობას აცნობიერებს. ცოდნა, რომელსაც სემინარის ამ ნაწილში მიიღებთ, დაგეხმარებათ ამის გაცნობიერებაში. მნიშვნელოვანია, რომ შესწავლა ჰარე-კრიშნა-მაჰა-მანტრას გალობას შევუთავსოთ. აუცილებელია მოთმინებით აღვიჭურვოთ, რადგანაც სულიერი თვითრეალიზაციის და განწმენდის პროცესი დიდ დროს მოითხოვს. თუ ძალისხმევას მივმართავთ იმისკენ, რომ ყურადღებით ვიყოთ მაჰა-მანტრას გამეორების დროს და მოთმინებით გავაგრძელებთ ამ პროცესს, მაშინ წმინდა სახელზე კონცენტრაციის უნარიც გაძლიერდება. და ამ გზაზე უმნიშვნელო ნაბიჯიც კი სიხარულის მომტანია.

ამრიგად, ჭეშმარიტი გზა ბედნიერებისკენ — ესაა სიამაყისგან განთავისუფლების და იმ ბუნებრივი მორჩილების განვითარების გზა, რომელიც სულის ჭეშმარიტ საგანძურს წარმოადგენს. ზემოთ მოყვანილი მეთოდები (ჭეშმარიტი ცოდნის მიღება და წმინდა სახელების გამეორება) — ბედნიერების მიღწევის საუკეთესო მეთოდებია. თავად კრიშნა, მოვიდა რა თავის ყველაზე მოწყალე ავატარად – შრი ჩაიტანიას სახით, სწორედ ამას ასწავლის და ამბობს (შრი-შიკშაშტაკა 3):

ტრინად აპი სუნიჩენა ტარორ აპი საჰიშნუნა
ამანინა მანადენა კირტანია სადა ჰარიჰ


«უფლის წმინდა სახელი ადამიანმა თავმდაბლად უნდა იგალობოს, საკუთარი თავი ქუჩაში დაგდებულ ჩალაზე მდაბლად ჩათვალოს; ხეზე მომთმენი იყოს, ყოველგვარი ცრუ სიამაყის გრძნობისგან თავისუფალი და მზად იყოს, ყოველმხრივ პატივი სცეს სხვებს. გონების ასეთ მდგომარეობაში მას შეუძლია განუწყვეტლივ იგალობოს უფლის წმინდა სახელი.».

ვინ არის კრიშნას ეს ავატარი — შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, და რატომ უწოდებენ მას ყველაზე მოწყალეს?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 5 2012, 07:28 PM
Post #39


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაკვეთილი 14

«უფალი ჩაიტანიას უსაზღვრო სულგრძელობა და გულმოწყალება»


ვინ არის კრიშნას ეს ავატარი — შრი ჩაიტანჲა მაჰაპრაბჰუ, და რატომ უწოდებენ მას ყველაზე მოწყალეს?

ამგვარად ჩვენ აღვწერეთ ორი განწყობილება — აიშვარია (უსაზღვრო დიდებულება) და მათჰურჲა (უსაზღვრო სიტკბოება), რომლებსაც ღმერთის უზენაესი პიროვნება ავლენს. მათგან უფრო მეტად მიმზიდველია მათჰურიას განწყობა. კრიშნას უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებს ვრინდავანში თავის უახლოეს თანამგზავრებთან ურთიერთობა. სურს რა, შეიცნოს ის სიყვარული, რომელსაც მისი წმინდა ერთგულები გრძნობენ მისადმი, კრიშნა მოდის როგორც შრი ჩაიტანია, სულიერი სამყაროს ყველაზე ამაღლებული ერთგულის – შრიმატი რადჰარანის განწყობითა და გრძნობებით. ამგვარად კრიშნა და რადჰარანი შრი ჩაიტანიას ერთ ფორმაში არიან შერწყმულნი, რომელსაც გამდნარი ოქროს მსგავსი ფერი აქვს. ერთგულის როლის თამაშისას. კრიშნა ტკბება საკუთარი თავისადმი სიყვარულით და ამავე დროს გულუხვად ურიგებს ამ სიყვარულს ყველას, მიუხედავად იმისა, გააჩნია ადამიანს აუცილებელი თვისებები თუ არა, იმსახურებს ასეთ საჩუქარს თუ არა, ითხოვს თუ არა. ამიტომ შრი ჩაიტანჲას ადარებენ მთვრალ მეფეს, რომელიც უხვად არიგებს თავის სიმდიდრეს. უფლის ამ განსაკუთრებულ განწყობას უწოდებენ აუდარჲას – «უსაზღვრო თანაგრძნობას, სულგრძელობასა და გულუხვობას».
რამდენადაც უფალი ჩაიტანია სხვა გამოვლინებებისგან განსხვავებით უხვად აჯილდოებს ყველას კრიშნა პრემათი – კრიშნასადმი წმინდა სიყვარულით, და ამასთან არავითარ პირობას არ აყენებს, მას უწოდებენ «ყველაზე მოწყალე ავატარს»:

ნამო მაჰა-ვადანჲაჲა
კრიშნა-პრემა-პრადაჲატე
კრიშნაჲა კრიშნა-ჩაიტანჲა-
ნამნე გაურა-ტვიშე ნამაჰა


«ო, უფლის ყველაზე მოწყალე გამოვლინებავ! შენ ხარ თავად კრიშნა, მოვლენილი შრი კრიშნა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სახით. შენმა სხეულმა შრიმატი რადჰარანის სხეულის ოქროსფერი შეფერილობა მიიღო, და უხვად არიგებ კრიშნასადმი წმინდა სიყვარულს. ღრმა მოწიწებით ქედს ვიხრით შენს წინაშე».


როდის და რა მიზნით ევლინება შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ მატერიალურ სამყაროში?

უფალი ჩაიტანია ძალიან იშვიათად მოდის – მხოლოდ ერთხელ იმ დროის განმავლობაში, რომელიც უდრის 8.640.000.000 დედამიწის წელიწადს. ამიტომ ეს პერიოდი მისი წყალობის მოპოვების ძალიან იშვიათი შესაძლებლობაა. ჩვენდა საბედნიეროდ, მისი თამაშები უკანასკნელად ხუთასი წლის წინ (1486 – 1534 წწ.) გამოვლინდა. თავად უფლის წინასწარმეტყველების თანახმად, დედამიწაზე ათიათას წლიანი «ოქროს ხანა» უნდა გამოვლინდეს (სიკეთის, სიბრძნის და რელიგიურობის ხანა). ეს «ოქროს ხანა» დაიწყო უფალი ჩაიტანიას მისიის მთელ მსოფლიოში გავრცელების მომენტიდან (დაახლოებით 1996 წლიდან). ამ უახლოესი კეთილსასურველი ათიათასი წლის განმავლობაში ცოცხალი არსებების ურიცხვი რაოდენობა ამაღლდება სულიერ სამყარომდე, ექნება რა შეხება უფალი ჩაიტანიას მოძრაობასთან და მოიპოვებს რა ამგვარად მის უმიზეზო წყალობას.

ამგვარად, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ მატერიალურ სამყაროში ორი მიზნით ევლინება: დატკბეს საკუთარი თავისადმი სიყვარულით და უხვად დაასაჩუქროს სხვები ამ სიყვარულით. სადაც არ უნდა მოევლინოს უზენაესი უფალი, მისი ყველა გამოვლინება, ენერგია და თანამგზავრი თან ახლავს მას. ამიტომაც, როდესაც უფალი ჩაიტანია დედამიწას მოევლინა, მასთან ერთად მოვიდნენ მისი თანამგზავრებიც, რომლებიც გართობებში ეხმარებოდნენ. ესენი პირველ რიგში არიან: მისი უშუალო ექსპანსია შრი ნიტიანანდა პრაბჰუ (ბალარამას გამოვლინება), მისი გამოვლინება შრი ადვაიტა პრაბჰუ (მაჰა-ვიშნუს და სადა-შივას ერთობლივი გამოვლინება), მისი შინაგანი ენერგია შრი გადადჰარა პრაბჰუ (შრიმატი რადჰარანის გამოვლინება) და მისი მოსაზღვრე ენერგია შრივასა თჰაკურა (დიადი ერთგულის, ნარადა მუნის გამოვლინება). უფალ ჩაიტანიასთან ერთად მათ უწოდებენ პანჩა-ტატტვას (პანჩა — «ხუთი», ტატტვა — «ჭეშმარიტება»), ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტების ხუთ გამოვლინებას. რადგანაც ეს ხუთი ჭეშმარიტება ყოველთვის ერთადაა, მხოლოდ მათი ყველას თაყვანისცემა წარმოადგენს ღმერთისადმი სრულ თაყვანისცემას. უფრო დაწვრილებით აღვწეროთ ეს ხუთი ღვთაებრივი გამოვლინება:



უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ.

უფალი ჩაიტანია – ეს თავდაპირველი უზენაესი უფალი კრიშნაა, რომელიც მოვიდა როგორც ერთგული, რათა წმინდა სახელის დიდება ექადაგა. გამოავლინა რა ღმერთისადმი უსაზღვრო სიყვარული, შრი ჩაიტანიამ შრიმატი რადჰარანის, ღმერთის უდიადესი ერთგულის, განწყობილება მიიღო და შეეცადა შეეგრძნო ის, რასაც რადჰარანი გრძნობდა. სხვანაირად უფალ შრი ჩაიტანიას მაჰაპრაბჰუს უწოდებენ, რაც ნიშნავს - «უდიადეს უფალს».

უფალი ნიტიანანდა.

შრი ნიტიანანდა – ეს კრიშნას პირველი ექსპანსია – უფალი ბალარამაა. ისევე როგორც ბალარამა, უფალი ნიტიანანდაც ყოველთვის უზენაესის მსახურის განწყობაში იმყოფება. სულიერ სამყაროში იგი ცოდნისა და ყოფიერების ენერგიებს განაგებს. ნიტიანანდა – ყველა ცოცხალი არსების წინამძღოლია და სამ პურუშა-ავატარად ავრცელებს საკუთარ თავს, დაწყებული მაჰა-ვიშნუთი, რომელიც ამ მატერიალურ სამყაროს ქმნის. არის რა თავდაპირველი სულიერი მოძღვარი, იგი ყველგან ქადაგებდა კრიშნას წმინდა სახელების დიდებას და ყველაზე უკანასკნელ ცოდვილებსაც კი აძლევდა წყალობას. ჩვენ შეგვიძლია უფალ ჩაიტანიას მხოლოდ ნიტიანანდა პრაბჰუს წყალობის მოპოვებით მივუახლოვდეთ.

უფალი შრი ადვაიტა აჩარია.

ადვაიტა აჩარია — ეს უფალი მაჰავიშნუს გამოვლინებაა, რომელიც ყველა მატერიალური სამყაროს შემოქმედად გვევლინება. იგი – წყაროა ყველა ავატარისა და გამოვლინებისა, რომლებიც მატერიალურ სამყაროში მოდიან, რათა დაცემული სულები გაანთავისუფლონ. შრი ჩაიტანიას თამაშებში იგი ერთგულის როლს თამაშობდა. სწორედ ადვაიტა აჩარია იყო ის, ვისმა განპირობებული სულებისადმი თანაგრძნობამაც აიძულა უფალი ჩაიტანია ამ სამყაროში მოსულიყო ამ საუკუნის უმეცარი ბინადრები სახსნელად.

უფალი გადადჰარა.

უფალი მარტო არაა სულიერ სამყაროში. იგი მრავალრიცხოვან ფორმებად ავრცელებს საკუთარ თავს და ტკბება ურთიერთობებით თავისივე ენერგიებთან, შაკტებთან, რომლებიც ორი სახისაა. პირველს განეკუთვნებიან სრულყოფას მიღწეული სულები, რომლებიც ჯივა-შაკტის – მოსაღვრე ენერგიას განეკუთვნებიან. ისინი უფალს ემსახურებიან სულიერ სამყაროში როგორც მისი თანამგზავრები. მეორე სახეს განეკუთვნებიან ღმერთის განსაკუთრებული ერთგულები, და განეკუთვნებიან ჰლადინი-შაკტის – შინაგან ენერგიას. სულების მსგავსად ისინიც ემსახურებიან უფალს, მაგრამ ამასთან ერთად გაცილებით უფრო დიდ ძლევამოსილებას ფლობენ. მთავარი მათ შორის – შრიმატი რადჰარანია. როცა კრიშნა ამ სამყაროში უფალი ჩაიტანიას სახით მოვიდა, ის ერთგულის როლს თამაშობდა, ხოლო მისი ტკბობის ენერგია – ჰლადინი შაკტი, გადადჰარას სახით მოვიდა. გადადჰარა ასევე მოქმედებდა, როგორც უზადო ერთგული, ამიტომ მისი ურთიერთობა უფალთან არ ჰგავდა ცოლ-ქმრულს, როგორც ეს ხდება ვრინდავანის გართობებში. მაგრამ მიუხედავად ამისა უფალი ჩაიტანია და გადადჰარა განუყრელნი იყვნენ, სადაც არ უნდა ჩაეტარებინა უფალს თავისი გართობები.

შრივასა თჰაკურა.

შრივასა თჰაკურა წარმოადგენს უზადო ცოცხალ არსებებს, ჯივებს, რომლებმაც ცხოვრება უფლის მსახურებას მიუძღვნეს. სრულყოფილი სულების რაოდენობა უთვალავია. ისინი ყველანი წმინდა სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურებიან უფალს და მის მეუღლეს. ნარადა მუნი, მარადიული მქადაგებელი და უდიადესი ერთგული, უფალი ჩაიტანიას თამაშებში შრივასას სახით მოევლინა. იგი მთელი გულით ემსახურებოდა უფალ ჩაიტანიას, ნიტიანანდას და ადვაიტა აჩარიას. სწორედ შრივასა თჰაკურას სახლში დაიწყო უფალი ჩაიტანიას სანკირტანას მოძრაობა. მთელი წლის განმავლობაში მაჰაპრაბჰუ და მისი თანამგზავრები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ შრივასას სახლში, რათა დახურულ კარს მიღმა ეგალობათ კრიშნას წმინდა სახელები. ერთ-ერთ ასეთ დღეს უფალმა ჩაიტანიამ გაუხსნა შრივასას და სხვა ერთგულებს თავისი ღვთაებრივი არსი. ოცდაერთი საათის განმავლობაში ერთგულები ზეიმით ეთაყვანებოდნენ უფალს, ხმამაღლა მღეროდნენ მის წმინდა სახელებს და უხვად უძღვნიდნენ თაყვანისცემას.

ამგვარად, ამ სამყაროში მოვლინებით, უფალმა ჩაიტანიამ გახსნა უფალი კრიშნას თამაშების დაფარული არსი და აგვიხსნა, თუ როგორაა შესაძლებელი მათი წვდომა. ამიტომ, იმისათვის, რომ შრი რადჰასა და შრი კრიშნას ვრინდავანის გართობების საიდუმლო არსი გავიგოთ, აუცილებელია ამ გართობებს შრი ჩაიტანიას თამაშებისა და სწავლების პრიზმით შევხედოთ. გვევლინება რა იუგა-ავატარად (გამოვლინებად, რომლებმაც უმაღლესი რელიგია დაამკვიდრა ამ ხანისთვის), უფალი ჩაიტანია ყველას ასწავლიდა მაჰა-მანტრას გალობას და გამეორებას:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე


თუმცაღა უფალი ჩაიტანიასა და მისი თანამგზავრების წყალობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, რომ შეურაცხყოფებისგან განვთავისუფლდეთ მანტრის გამეორების დროს. ამიტომ მანამ, სანამ ჰარე კრიშნას გავიმეორებთ, აუცილებელია თავიდან პანჩა-ტატტვას შევთხოვოთ მოწყალება, და გავიმეოროთ შემდეგი ლოცვა:

(ჯაჲა) შრი კრიშნა ჩაიტანჲა პრაბჰუ ნიტჲანანდა
შრი ადვაჲტა გადადჰარა შრივასადი-გაურა-ბჰაკტა-ვრინდა


«ღრმა მოწიწებით ვეთაყვანები შრი კრიშნა ჩაიტანიას, პრაბჰუ ნიტიანანდას, შრი ადვაიტას, გადადჰარას, შრივასასა და უფლის ყველა სხვა მიმდევარს».

შრი კრიშნა ჩაიტანია იმდენად მოწყალეა, რომ გვპატიობს შეცდომებსა და შეურაცხყოფებს, რომლებიც შესაძლოა წმინდა სახელების გამეორების პროცესში დავუშვათ. ამიტომ ის, ვინც მუდამ შესთხოვს წყალობას უფალ ჩაიტანიასა და მის თანამგზავრებს, ყველა წინააღმდეგობას გადალახავს სულიერ გზაზე და თანდათანობით შეიცნობს კრიშნას – უზენაეს ღვთაებრივ პიროვნებას.



ყოველი პიროვნება ფლობს ენერგიას, რომლის მეშვეობითაც საკუთარ სურვილებს ასრულებს და მოქმედებს. რა ენერგიებს ფლობს თავად კრიშნა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jan 6 2012, 07:05 AM
Post #40


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 3rd January 2012 - 09:12 AM) *
2. უარყოფა იმისა, რომ უფალი ვიშნუ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. არ არსებობს განსხვავება მის სახელს, ხარისხს, ფორმას, გართობებსა და ქმედებებს შორის, და ვინც ამ განსხვავებებს ხედავს, შეირაცხმყოფლად მიიჩნევა. უფალი უზენაესია და არავინაა მისი თანასწორი ან უპირატესი.

ეს მეცამეტე გაკვეთილიდანაა, აი, აქ ისევ ვიჭედები biggrin.gif , თუ ვიშნუ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, არავინაა მისი თანასწორი ან უპირატესი, მაშინ როგორღაა კრიშნა უზენაესი და თუ ვიშნუ კრიშნას გამოვლინებაა, მაშინ როგორ არის ვიშნუ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 31st March 2020 - 11:59 AM