IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბჰაგავადგიტა, ქარათულად
tikoroma
post Dec 8 2009, 07:29 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://files.ge/file/450875/bhagavadatgita-doc.html

ქართულ ენაზე ბჰაგავადატგიტა...

(მგონი სწორად ავტვირთე)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 8 2009, 08:36 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

რაღაც ჭედავს, სხვა საიტზეც ატვირთო რა იქნებ და მოგვაწოდო ლინკი. გმადლობ წინასწარ wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 8 2009, 08:43 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უკვე გადმოვტვირთე, აღარ ჭედავს, მაგრამ შესწორებას შევიტან, ეს თავად ბჰაგავატ გიტა კი არა კომენტარია ბჰაგავატ გიტასი... ძალიან საინტერესო და ვრცელი. გმადლობ wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 8 2009, 10:47 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
გმადლობ რომ შემისწორე. ტექსტი მქონდა და მეგონა ის ავტვირთე shipwrecked.gif

მოვძებნი მაგასაც


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 9 2009, 07:17 AM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

კარგი იქნება ტექსტსაც თუ ატვირთავ. გმადლობ smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Dec 12 2009, 03:38 PM
Post #6


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბჰაგავატ გიტა და სხვა დანარჩენი კრშნას ცნობიერების წიგნები (ქართულად რაც არის გამოცემული) თუ ვინმეს გინდოდეთ შემეხმიანეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 12 2009, 03:58 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata

ელექტრონული ვერსია თუ გაქვს დადე აქ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Dec 12 2009, 04:25 PM
Post #8


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
არა, მე ჩვეულებრივ წიგნზე ვამბობ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 4 2010, 08:32 AM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირველი თავი ვიპოვე ვიკიპედიაში smile.gif


საუბარი პირველი


დჰრიტარაშტრამ თქვა:
1:1. დჰარმას ველზე, კურუს ველზე შეყრილნი ერთურთის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინით ანთებულნი, რას იქმან, ჩემო სანჯაია, შვილნი ჩემნი და პანდუს ძენი?

სანჯაიამ თქვა:
1:2. პანდავთა განლაგებულ ჯარს თვალი რომ შეავლო, რაჯა დურიოდჰანა თავის მოძღვარს დრონას მიუახლოვდა და უთხრა:
1:3. შეხედე, მოძღვარო, პანდავთა ეს რამოდენა ჯარი შეუკრებია შენს ბრძენ მოწაფეს, დრაუპადას შვილს.
1:4. იუდჰანას, ვირატას და დიდი საბრძოლო ეტლის მმართავ დრუპადას, ამ ვაჟკაცებს, მარჯვე მშვილდოსნებს, ბჰიმას და არჯუნას რომ უტოლდებიან ბრძოლაში,
1:5. დჰრიშტაკეტუს, ჩეკიტანას, მამაც რაჯა კეში პურუჯიტს, კუნტიბჰოჯას და შაივიას, კაცთა შორის ხარებს,
1:6. ტანძალად იუდჰამანიუს, სუბჰადრას უშიშარ ძეს უტამოჯას, დიად საბრძოლო ეტლებზე ამხედრებულ დრაუპადას შვილებს.
1:7. იცოდე ასევე ჩემი ჯარის მთავარსადლები, ორჯერშობილთა შორის უდიადესო, შეიტყვე მათი სახელებიც:
1:8. თავად შენ, უფალო, და ბჰიშმა, ყოვლადგამარჯვებული კარნა და კრიპა, ასევე აშვათამანი, ვიკარნა და საუმადატას ძე,
1:9. და მრავალი სხვა გმირი, ჩემთვის თავის გამწირავი, მრავალგვარად შეიარაღებული. ყველა მათგანი გამოცდილი მებრძოლია.
1:10. საეჭვოდ მეჩვენება ჩვენი ჯარის ძლიერება, მიუხედავად ბჰიშმას მთავარსარდლობისა. და უდავოდ შესამჩნევია მისი ძლიერება, მიუხედავად ბჰიმას მთავარსარდლობისა.
1:11. ლაშქრის რიგებში მყოფმა ყოველმა მდომმა, და თქვენც, მთავარსარდლებო, დაე ყოველმა დაიცვას ბჰიშმა!
1:12. მის [დურიოდჰანას] გასამხნევებლად, კურუთა შორის უმთავრესო, დიადმა ბჰიშმამ ნიჟარაში ჩაბერა, რომლის ხმა ლომის ყივილს ჰგავდა.
1:13. მის პასუხად იმწამსვე გაისმა ხმა ნიჟარათა და ლიტავრათა, დოლთა და რქათა. მათი გრუხუნი შიშისმომგვრელი იყო.
1:14. მაშინ მადჰავამ და პანდავამ, რომლებიც თეთრ რაშშებმულ დიად საომარ ეტლზე იდგნენ, თავიანთ ღვთაებრივ ნიჟარებში ჩაბერეს.
1:15. ჰრიშიკეშამ ჩაბერა ნიჟარა პანჩაჯანიაში, ჯანანჯაიამ – დევადატაში, ხოლო საგმირო საქმეებში შიშისმგვრელმა ვრიკოდარამ - თავის რქაში.
1:16. კუნტის შვილი მეფე იუდჰიშტირა ნიჟარა ანანტავიჯაიაში უბერავდა, ნაკულა – სუჰოშაში, ხოლო საჰადევა – მანუპუშპაკაში.
1:17. დიადი მშვილდოსანი კეშიაც, საბრძოლო ეტლზე მეომარი მძლევარე შიქანდაც, ასევე დაუმარცხებელი დჰრიშტადიუმნა, ვირატა, სატიაკი,
1:18. დრუპადაც ძეთურთ და მძიმედ აღჭურვილი სუბჰადრაც – ყველანი ყოველი კუთხიდან უბერავენ თავიანთ ნიჟარებში, ჩემო დედამიწის მეუფევ!
1:19. ეს შიშისმომგვრელი ყივილი დჰრიტარაშტრას შვილთა გულებს თრგუნავს, ცას და დედამიწავს გრუხუნით ავსებს.
1:20. მაშინ, საომრად მომზადებულ დჰრიტარაშტრას ძეთა შემყურე პანდავამ, რომლის მუზარადზე ჰანუმანია გამოსახული, მშვილდი აწია.
1:21. და ჰრიშიკეშას, დედამიწის მეუფეს, ამ სიტყვებით მიმართა:
1:22. შეუდრეკელო, ორ ჯარს შორის დგას ჩემი საბრძოლო ეტლი, და მე ვხედავ საომრად მომზადებულ აქ შეკრებილ მოლაშქრეებს, რომლებთანაც მძიმე ბრძოლაში შეტაკება მომიწევს.
1:23. ვხედავ დჰრიტარაშტრას პირმშოს ავ ნებას აყოლილთ.
სანჯაიამ თქვა:
1:24. შეისმინა რა არჯუნას ეს სიტყვები, ჩემო ბჰარატავ, ჰრიშიკეშამ მათი უმშვენიერესი საბრძოლო ეტლი ორ ლაშქარს შორის ჩააყენა,
1:25. და დაანახა რა მას ბჰიშმა და მსოფლიოს ყველა მბრძანებელი, თქვა: შეხედე აქ შეკრებილ კურუთ!
1:26. და პართამ იხილა ერთმანეთს დაპირისპირებული მამა-პაპანი, მოძღვარნი, ბიძანი, ბიძაშვილნი, შვილნი, შვილიშვილნი და მეგობარნი.
1:27. სიმამრნი და ძველი მეგობარნი, რომელნიც ორ მტრულ ბანაკად დაიყვნენ. ლაშქართა მწყობრში ჩამდგარ ყველა ამ ნათესავთა შემყურე კაუნტეია სიბრალულით აღივსო და დიდი გულისტკივილით შეიცხადა:
1:28. ჩემო კრიშნა, სალაშქრო მწყობრში მდგარ და ბრძოლის ჟინით ანთებულ ჩემიანებს რომ ვუყურებ,
1:29. მუხლნი მეკვეთება და ყელი მიშრება, ტანი მიკანკალებს და თმა ყალყზე მიდგება,
1:30. განდივა ხელთ მივარდება, მთელი კანი მეწვის, ზე ვეღარ ვდგავარ და თავბრუ მესხმის.
1:31. და ვხედავ ავ ნიშნობებს, ჩემო კეშავა. და ვერავითარ სიკეთეს ვჭრეტ ამ ძმათშორის ომში.
1:32. არ მსურს გამარჯვება, ჩემო კრიშნა, არც სამეფო, არც მისით ტკბობა. არაფრად ღირს სამეფო! ჩემო გოვინდა! რად ველტვით ტკბობას ან თავად სულდგმულებას?
1:33. ვისი დატკბობაც გვსურს ამ სამეფოთი, კეთილი ბედისყოფით, აგერ აქ დგანან საბრძოლო მზადყოფნაში, დათმეს რა ყოფა და სიმდიდრენი,
1:34. აგერ მოძღვარნი, მამა-პაპანი, ძენი და ბიძანი, სიმამრნი, შვილიშვილნი, მძახალნი და სხვა ნათესავნი.
1:35. არ მსურს მათი სული, თუნდაც თავად მე ვიყო მოკლული მათ მიერ, ჩემო მადჰუსუდანა! არ მსურს ეს, თუნდაც ამას ჩემთვის სამივე სამყაროზე ძალაუფლeბა მოეცა! და მხოლოდ მიწიური ძალაუფლებისთვის რად ვქნა ეგ?
1:36. რა სიამოვნებას ვიხილავთ დჰრიტარაშტრას შვილთა დახოცვით, ჩემო ჯანარდანა? დიდ ცოდვას ჩავიდენთ, ამ აჯანყებულებს სიცოცხლეს თუ გამოვასალმებთ.
1:37. არ უნდა დავხოცოთ დჰრიტარაშტრას შვილნი, ნათესავნი ჩვენნი! ჩვენიანები თუ მოვკალით, ბედნიერნი როგორ ვიქნებით, ჩემო მადჰავა?
1:38. თუკი მათი ვნებით გატაცებული გონება ოჯახის ფუძის მოსპობაში ბოროტებას ვერ ხედავს, და თუკი მეგობრის მტრად აღიარებაში იგი ვერავითარ დანაშაულს პოულობს,
1:39. მაშ ჩვენ მაინც ამ საყოველთაო ნგრევაში რახან მხოლოდ სიავეს ვთესთ, - არ შევიცნოთ იგი და თავი შორს არ დავიჭიროთ ცოდვისგან, ჩემო ჯანარდანა?
1:40. საგვარეულოს განადგურებით საუკუნო გვაროვნული წეს-ჩვეულება ირღვევა; წეს-წყობილების მოსპობით მთელ საგვარეულოს უკანონობა მოიცავს;
1:41. უკანონობის დამკვიდრებით, ჩემო კრიშნა, საგვარეულოს დედაკაცნი ირყვნებიან; დედაკაცთა გარყვნილeბისგან, ჩემო ვარშნეია, ირევა ვარნები.
1:42. ეს არევა საგვარეულოს მკვლელებს ჯოჯოხეთს უმზადებს, ვინაიდან აღარავინ წირავს წინაპრებს ბრინჯსა და წყალს, და ისინი წუხდებიან ამის გამო.
1:43. ვარნების ამრევ ამ მკვლელთა ცოდვით ნადგურდება უძველესი საგვარეულო და კასტური წეს-წყობილება.
1:44. ხოლო საგვარეულოს წესთა განმანადგურებელნი სამუდამოდ ჯოჯოხეთში რჩებიან, ჩემო ჯანარდანა! ასე გაგვიგია ჩვენ ყველას.
1:45. ვაჰ მე! სამეფოს მრძანებლობის ჟინით შეპყრობილნი მზად ვართ ცოდვა ჩავიდინოთ და ჩვენნი აჯანყებულნი ნათესავნი დავხოცოთ!
1:46. უფრო ის მემსუბუქება, რომ ბრძოლაში შეუიარაღებელი თავად დავიღუპო დჰრიტარაშტრას იარაღით აღჭურვილ შვილთა ხელით.
სანჯაიამ თქვა:
1:47. წარმოთქვა რა ბრძოლის ველზე ეს სიტყვები, გულისტკივილით აღსავსე არჯუნა საბრძოლო ეტლში დაეშვა. მან ხელი უშვა მშვილდს და ისრებს.
დალოცვილი ბჰაგავადგიტას, მეცნიერების ჭეშმარიტების შესახებ, იოგას წმინდა წერილის მართლმადიდებელ უპანიშადებში ასე და ამგვარად სრულდება პირველი თავი სახელწოდებით:
არჯუნას სასოწარკვეთილება

კრიშნა და არჯუნა


მეც მაქვს კარგი წიგნი კრშნაზე, ვისაც უნდა ვათხოვებ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 4 2010, 10:41 AM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
შენ აუდიო წიგნები გიყვარს და რაღაც ვიპოვე შენთვის smile.gif
ბჰაგავატ გიტას აუდიო თეატრალური ვერსია (რუსულ ენაზე)

http://forum.ge/?f=84&showtopic=34009520&st=15
ამ გვერდზე ნახავ ლინკებს


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 4 2010, 10:43 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

ეგენი მე დავდე მაგ საიტზე biggrin.gif თან ლინკები უკვე აღარ მუშაობს. თუ ვინმეს მოუნდება თავიდან ავტვირთავ...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 4 2010, 10:51 AM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



biggrin.gif biggrin.gif
აუ, ვიფიქრე ეს ის ხო არაა-მეთქი, მაგრამ რომ გინდოდა გიტას ტექსტი ეგ გამახსენდა და გადავიფიქრე smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 4 2010, 10:56 AM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

ხო, გიტას ქართული ტექსტი სხვებისთვის მინდა თორე მე რუსულად მირჩევნია wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 5 2010, 07:34 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბჰაგავატ გიტა (აუდიოწიგნი რუსულად)




http://bin.ge/file/96146/1.zip.html
http://bin.ge/file/96151/2.zip.html
http://bin.ge/file/96162/3.zip.html
http://bin.ge/file/96171/4.zip.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 19 2010, 05:30 PM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავიწყებ პირველი და მეორე თავით. თანდათან შემოვამატებ... ელექტრონული ვერსია არსადაა სხვაგან, ასე რომ ექსკლუზივია wink.gif



ბჰაგავატ გიტა
(ბჰაქტივედანტა სვამი შრილა პრაპჰუპადას თარგმანი)
(კომენტარების გარეშე)


თავი პირველი
კურუკშეტრას ბრძოლის ველზე შეკრებილ
ლაშქართა დათვალიერება

1. დჰრტარაშტრამ თქვა: ო სანჯაია, როგორ მოიქცნენ მწირობის ადგილას, კურუკშეტრაზე შეკრებილი ბრძოლის ჟინით აღსავსე ჩემი და პანდუს შვილები?
2. სანჯაიამ თქვა: ო, მეფეო! თვალი მოავლო რა პანდუს შვილთა მიერ განლაგებულ ლაშქარს, მეფე დურიოდჰანა თავის მოძღვარს მიუახლოვდა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა.
3. ო ჩემო მოძღვარო, შეხედე პანდუს შვილთა ძლევამოსილ ლაშქარს, ასე უნარიანად რომ განულაგებია შენს გონიერ მოწაფეს, დრუპადას ძეს.
4. ამ ლაშქარში მრავალი გმირი მშვილდოსანია, რომელიც ბრძოლაში ბჰიმასა და არჯუნას არ ჩამოუვარდება. მათ შორის არიან იუიუდჰანა, ვირატა და დრუპადას დარი დიადი მებრძოლები.
5. იქ არიან დჰრშტაკეტუს, ჩეკიტანას, კაშიჯარას, პურუჯიტის, კუნტიბჰოჯასა და შაიბიას მსგავსი დიადი, გმირი, ძლევამოსილი მეომრები.
6. იქ არიან ძლევამოსილი იუდჰამინიუ და უძლიერესი უტტამაუჯა, სუბჰადრას ძედ ა დრაუპადის ვაჟიშვილები. ყოველ ამ მეომარს ეტლზე ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.
7. ო შეუდარებელო ბრაჰმანო, ნება მიბოძე ჩვენი მხედართმთავრების შესახებაც მოგახსენო, ისინი განსაკუთრებული თვისებებით არიან შემკული და ჩემი სამხედრო ძალების წინამძღოლობას იმსახურებენ.
8 ესენი ხართ შენ, ბჰიშმა, კარმა, კრპა, აშვატთჰამა, ვიკარნა და სომადატტას ვაჟი, სახელად ბჰურიშრავა, რომელთაც მუდამ თაბნ ახლავთ გამარჯვება.
9. აქ შეხვდები მრავალ სხვა გმირსაც, რომლებიც მუდამ მზად არიან თავი გასწირონ ჩემთვის. ყველა შესაფერისადაა ათასგვარი იარაღით აღჭურვილი და გამოცდილია სამხედრო ხელოვნებაში.
10. ჩვენი ძალები განუზომელია და ბაბუა ბჰიშმა მშვენივრად გვიცავს, მაშინ როცა შეზღუდულია პანდავთა ძალები, რომელთაც საგულდაგულოდ მფარველობს.
11. ახლა ყველანი ბოლომდე მხარში უნდა ამოუდგეთ ბაბუა ბჰიშმას, როგორც კი ლაშქარის რიგების შესასვლელში სათანადო სტრატეგიულ ადგილებს დაიკავებთ.
12. მაშინ კურუთა დინასტიის დიდმა, მამაცმა მამამთავარმა, მეომართა ბაბუა ბჰიშმამ ხმამაღლა ჩაბერა თავის ნიჟარას და გამოსცა ლომის ღრიალის მაგვარი ხმა, რამაც სიხარულით აავსო დურიოდჰანას გული.
13. ამის შემდეგ უეცრად გაისმა მთელი ნიჟარების დოლების, ბუკების, საყვირებისა და რქების ყურისწამღები ხმა.
14. მოპირდაპირე მხრიდან, თეთრი ცხენებით შებმულ ეტლში მსხდომმა უფალმა კრშნამ და არჯუნამ თავიანთ ტრანსცენდენტალ ნიჟარებს ჩაბერეს.
15. უფალმა კრშნამ ჩაბერა თავის ნიჟარას, რომელსაც პანჩაჯანია ერქვა; არჯუნამ თავისას, დევადატტას, ბჰიმამ კი, გაუმაძღარმა და დევგმირულ საქმეთა ჩამდენმა, - თავის შიშისმომგვრელ ნიჟარას, რომელსაც პაუნდრა ერქვა.
16-18. კუნტის ვაჟიშვილმა, მეფე იუდჰიშთჰირამ ჩაბერა თავის ნიჟარა ანანტავიჯაიას, ნაკულამ და საჰადევამ ჩაბერეს სუგჰოშასა და მანიპუშპაკას. აგრეთვე დიადმა მშვილდოსანმა კაშის მეფემ, ძლევამოსილმა მებრძოლმა შიქჰანდიმ, დჰრშტადიუმნამ, ვირატამ, დაუმარცხებელმა სატიაკიმ, დრუპადიმ, დრუპადის ვაჟიშვილებმა და სხვებმა, ო მეფეო, სუბჰადრას მკლავმაგარმა შვილმა, ყველამ თავის ნიჟარას ჩაბერა.
19. ამ ნიჟარების ხმები საშინელ ხმაურში გადაიზარდა, ცა და დედამიწა შეარყია და შეძრა დჰრტარაშტრას ვაჟიშვილთა გულები.
20. ამ დროს პანდუს ვაჟიშვილმა არჯუნამ, რომლის ეტლზეც ჰანუმანის გამოსახულებით დამშვენებული დროშა იყო აღმართული, აიღო მშვილდი და ისრები სასროლად მოამზადა. ო მეფეო, მებრძოლ რიგებად დაწყობილი დჰრტარაშტრას შვილების დანახვაზე არჯუნამ ასე მიმართა უფალ კრშნას.
21-22. არჯუნამ თქვა: ო შეუცდომელო, გთხოვ გაიყვანე ჩემი ეტლი ლაშქართა შორის, რათა ვიხილო აქ შეკრებილნი, ბრძოლას მოწყურებულნი, რომლებთანაც მომიწევს შეტაკება ამ დიდ ომში.
23. მაჩვენე ისინი, ვინც საბრძოლველად შეიკრიბნენ აქ, რათა სიამოვნება მოჰგვარონ დჰრტარაშტრას ბოროტ შვილს.
24. სანჯაიამ თქვა: ო ბჰარატას შთამომავალო, არჯუნას ამ მიმართვის შემდეგ, უფალმა კრშნამ მშვენიერი ეტლი მოწინააღმდეგეთა ლაშქართა შუა გაიყვანა.
25. ბჰიშმას, დრონასა და მსოფლიოს დანარჩენი სარდლების თანდასწრებით უფალმა თქვა: ხედავ, პართჰა, ყველა კურუ აქაა შეკრებილი.
26. იქ, ლაშქართა ორივე მხარეს არჯუნამ თავის მამები, ბაბუები, მოძღვრები, დედის მხრიდან ბიძები, ძმები, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, აგრეთვე სიმამრები და კეთილმსურველები იხილა.
27. ამდენი მეგობრის და ნათესავის ხილვამ კუნტის შვილი სიბრალულით აღავსო და მან თქვა.
28. არჯუნამ თქვა: ჩემს წინაშე მდგომი ბრძოლის სურვლით შეპყრობილი მეგობრებისა და ნათესავების შემყურე ვგრძნობ, რომ კიდურები მიკანკალებს და პირი მიშრება.
29. მთელი ტანი მიკანკალებს, თმები ყალყზე მიდგება, მშვილდი განდივა ხელიდან მივარდება და კანი მეწვის.
30. აქ გაჩერება აღარ შემიძლია, თავი მავიწყდება და გონება მერევა. ამის შედეგად მხოლოდ უბედურება მესახება, ო კრშნა, დემონ კეშის მკვლელო.
31. ვერ გამიგია რას გვარგებს ბრძოლაში საკუთარი ნათესავების დახოცვა, ძვირფასო კრშნა. ამის შემდეგ ხომ ვერც ვისურვებ რაიმე გამარჯვებას, სამეფოს ან ბედნიერებას.
32-35. ო გოვინდა, რას გვარგებს სამეფო, ბედნიერება, ან თვით სიცოცხლეც კი, როდესაც ბრძოლის ველზე ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულან ისინი, ვისთან ერთადაც ყოველივე ეს გვინდოდა. ო მადჰუსუდანა, როდესაც მოძღვრები, მამები, შვილები, ბაბუები, დედის მხრიდან ბიძები, სიმამრები, შვილიშვილები, სიძეები და სხვა ნათესავები მზად არიან თავი და საკუთრება გასწირონ და ჩემს წინაშე დგანან, რად უნდა მსურდეს მათი მოკვლა, მაშინაც კი, თუკი შეიძლება მათ მომკლან. ო ყოველი ცოცხალი არსების მასულდგმულებელო, მე არ შევებრძოლები მა თარა მარტო დედამიწის, არამედ სამი სამყაროს სანაცვლოდაც კი. რა სიხარულს მოგვიტანს დჰრტარაშტრას ვაჟიშვილების დახოცვა?
36. ასეთ ბოროტმოქმედთა მკვლელობით ცოდვა მოგვეწევა. ჩვენ არ შეგვფერის დჯრტარაშტრას შვილებისა და ჩვენი მეგობრების დახოცვა. ო კრშნა, ბედის ქალღმერთის მეუღლევ, როგორ ვიქნებით ბედნიერი, თუკი საკუთარ ნათესავებს სიცოცხლეს გამოვასალმებთ?
37-38. ო ჯანარდანა, თუმცა ეს ადამიანები, გულები რომ სიხარბით აქვთ აღსავსე, საკუთარი ოჯახის მოსპობაში, ან მეგობრებთან ჩხუბში ცუდს ვერაფერს ხედავენ, რატომ უნდა ჩავიდინოთ ეს ცოდვა ჩვენ, ოჯახის განადგურებაში დანაშაულს რომ ვხედავთ?
39. საგვარეულოს მოსპობით ოჯახის საუკუნო ტრადიციები ისპობა, რის გამოც ოჯახის დარჩენილი წევრები არარელიგიურ საქმეებში ებმებიან.
40. როდესაც ოჯახში არარელიგიურობა ბატონობს, ო კრშნა, ოჯახის ქალები იბილწებიან და ქალთა დეგრადაციის შედეგად, ო ვრშნის შთამომავალო, არასასურველი შთამომავლობა ჩნდება.
41. არასასურველი მოსახლეობის მოჭარბება უთუოდ აუტანელს ხდის ოჯახისა და საოჯახო ტრადიციების დამანგრეველთა სიცოცხლეს. ასსეტ წახდენილ ოჯახთა წინაპრები ეცემიან, ვინაიდან მათთვის საჭმლისა და წყლის შეთავაზება წყდება.
42. ოჯახური ტრადიციების დამანგრეველთა ავი საქმეებით დასაბამი ეძლევათ არასასურველ შვილებს, ისპობა ერთობათა ყოველგვარი გეგმები და ოჯახური კეთილდღეობის საქმიანობები.
43. ო კრშნა, კაცობრიობის მასულდგმულებელო, მოწაფეობრივი თანმიმდევრობისაგან მსმენია, რომ ჯოჯოხეთია ოჯახური ტრადიციების დამრღვევთა საუკუნო საცხოვრებელი.
44. ვაი, რა საოცარია, რომ მზად ვართ უმძიმესი ცოდვები ჩავიდინოთ. სამეფო ბედნიერებით განცხრომას მოწყურებულთ საკუთარი ნათესავების დახოცვა განგვიზრახავს.
45. მირჩევნია უიარაღო და წინააღმდეგობის სურვილს მოკლებული იარაღასხმულმა დჰრტარაშტრას შვილებმა მომკლან ბრძოლის ველზე.
46. სანჯაიამ თქვა: წარმოთქვა რა ეს ბრძოლის ველზე, არჯუნამ მშვილდ-ისარი გადადო და ეტლში ჩაჯდა. სევდას მოეცვა მისი გონება.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 19 2010, 05:32 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეორე
გიტას მოკლე შინაარსი

1. სანჯაიამ თქვა: გონებადათრგუნული, სიბრალულით აღსავსე და თვალცრემლიანი არჯუნას დანახვაზე მადჰუსუდანამ, კრშნამ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა.
2. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, როგორ დაგეუფლა ასეთი უწმინდურება? ეს სრულიად არ შეშვენის მას, ვისაც შეგნებული აქვს ცხოვრების მნიშვნელობა. ეს გზა უმაღლეს პლანეტებამდე კი არა, სირცხვილამდე მიგიყვანს.
3. ო პრთჰას შვილო, ნუ დანებდები ამ დამამცირებელ უძლურებას. ეს შენ არ შეგფერის. არ აჰყვე დამაკნინებელ გულის სისუსტეს და აღსდექ, ო მტრის შემმუსვრელო.
4. არჯუნამ თქვა: ო მტრის შემმუსვრელო, ო მადჰუს მკვლელო, ბრძოლაშიისრებით როგორ მოვიგერიო სეთი ხალხი, როგორიც არიან ბჰიშმა და დრონა, ჩემი თაყვანისცემის ღირსნი?
5. უმჯობესია ამქვეყნად თავი მათხოვრობით გავიტანო, ვიდრე ჩემს მოძღვართა, დიად სულთა სიცოცხლის ფასად ვიარსებო. ამქვეყნიური მოგების სურვილიც რომ ამოძრავებდეთ, მაინც უფროსები არიან. თუკი მათ მოვკლავთ, ყველაფერი, რითაც დავტკბებით, სისხლით იქნება შეღებილი.
6. არც ის ვიცით რა გვიჯობს – დავამარცხოთ ისინი, თუ დაგვამარცხონ მათ. თუკი დჰრტარაშტრას შვილებს მოვკლავთ, სიცოცხლე არ უნდა გვინდოდეს. ახლა კი ისინი ბრძოლის ველზე ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულან.
7. ახლა მოვალეობამ საგონებელში ჩამაგდო და მდაბიურმა სისუსტემ მოსვენება დამიკარგა. გთხოვ, დანამდვილებით მითხარი, რა არის ჩემთვის უკეთესი. ახლა შენი მოსწავლე და შენზე მინდობილი სული ვარ. გთხოვ, მასწავლე.
8. არ ვიცი რით გავიქარვო სევდა, რომელიც გრძნობებს მიშრობს. მას მაშინაც ვერ ვძლევ, თუკი დედამიწაზე აყვავებულ, სწორუპოვარ სამეფოს დავიპყრობ, ისეთსავე დამოუკიდებელს, როგორიც ნახევარღმერთებს აქვ ზეცაში.
9. სანჯაიამ თქვა: ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, არჯუნამ, მტრის შემმუსვრელმა მიმართა კრშნას, “გოვინდა, მე არ ვიბრძოლებ” და ჩაჩუმდა.
10. ო ბჰარატას შთამომავალო, ამ დროს ორ ლაშქარს შუა მდგომმა პირმოცინარმა კრიშნამ ასეთი სიტყვებით მიმართა სევდით განგმირულ არჯუნას.
11. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ბრძენივით ლაპარაკობ, მაგრამ დასტირი იმას, რაც მწუხარებად არა ღირს. ბრძენნი არ გლოვობენ არც ცოცხალზე და არც მკვდარზე.
12. არასოდეს ყოფილა ისეთი დრო, როცა მე, შენ ან ყველა ეს მეფეები არ ვარსებობდით; მომავალშიც არც ერთ ჩვენგანს სიკვდილი არ გვიწერია.
13. როგორც ხორცშესხმული სული გამუდმებით გადადის ამ სხეულში ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადადის სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ ატყუებს ასეთი ცვლილება.
14. ო კუნტის შვილო, ბედნიერებისა და უბედურების წარმავალი გამოჩენა და დროთა ვითარებაში მათი გაუჩინარება ზამთრისა და ზაფხულის გამოჩენა-გაუჩინარებას ჰგავს. ისინი გრძნობათა აღქმიდან აღმოცენდება, ო ბჰარატას შთამომავალო და ადამიანმა უნდა ისწავლოს შეუშფოთებლად მათი მოთმენა.
15. ო კაცთა შორის საუკეთესოვ (არჯუნა), პიროვნება, რომელსაც არ აწუხებს ბედნიერება და ტანჯვა და რომელიც ორივეს მიმართ მტკიცეა, უდაოდ ღირსია განთავისუფლებისა.
16. ჭეშმარიტების მხილველებმა დაასკვნეს, რომ არარსებული (მატერიალური სხეული) დღეგრძელი არ არის და რომ მარადიულს (სულს) ცვლილება არ უწერია. ამ დასკვნამდე ისინი ორივეს ბუნების შესწავლის საფუძველზე მივიდნენ.
17. იცოდე, რომ ის, რაც მთელ სხეულს გამსჭვალავს, ურღვევია. არავის ძალუძს ამ უხრწნადი სულის განადგურება.
18. უხრწნადი, განუზომელი და მარადიული ცოცხალი არსების მატერიალურ სხეულს აუცილებლად სიკვდილი უწერია; ამიტომ იბრძოლე, ბჰარატას შთამომავალო!
19. ცოდნა არა აქვს მას, ვინც თვლის, რომ ცოცხალი არსება მკვლელია და არც მას, ვისაც ჰგონია, რომ ცოცხალი არსება კვდება, ვინაიდან სული არც არავის კლავს და არც კვდება.
20. სულისათვის არასოდეს არსებობს დაბადება ან სიკვდილი. იგი არც გაჩენილა, არც ჩნდება და არც გაჩნდება. არშობილი, მარადიული, მუდამ არსებული და თავდაპირველია. იგი არ კვდება სხეულის მოკვლასთან ერთად.
21. ო პართჰა, როგორ უნდა მოკლას ვინმე ან მკვლელობის მიზეზი გახდეს ის, ვინც იცის, რომ სული ურღვევი, მარადიული, არშობილი და უცვლელია?
22. ასევე როგორც ადამიანი იხდის ძველ ტანსაცმელს და ახლით იმოსება, სულიც ასევე ღებულობს ახალ მატერიალურ სხეულებს, როცა ძველსა და უვარგისს ტოვებს.
23. სული არც რაიმე იარაღით იჭრება, არც ცეცხლით იწვის, არც წყალში სველდება და არც ქარში შრება.
24. ეს ინდივიდუალური სული დაუნაწევრებელი და უხსნადია და შეუძლებელია მისი დაწვა ან გამოშრობა. იგი მარადიული, ყველგანმყოფი, უცვლელი, უძრავი და მუდამ ერთი და იგივეა.
25. ამბობენ, რომ სული უხილავი, წარმოუდგენელი და უცვლელია. თუკი ეს იცი, სხეულზე არ უნდა იდარდო.
26. თუკი მაინც ფიქრობ, რომ სული (ან სიცოცხლის ნიშნები) მუდამ იბადება და მარად კვდება, მაინც არა გაქვს გლოვეს მიზეზი, ო მკლავმაგარო.
27. ვინც იბადება მისთვის სიკვდილი გარდუვალია და სიკვდილის შემდეგ კვლავ დაბადება მოელის. ამიტომ ნუ იგლოვებ შენი გარდაუვალი მოვალეობის აღსრულებისას.
28. ყოველი შექმნილი არსება დასაწყისში გამოუვლენელია, შუალედურ მდგომარეობაში ვლინდება და მოსპობისას კვლავ გამოუვლენელი ხდება. მა შრა საჭიროა გლოვა?
29. ზოგი შეჰყურებს სულს, როგორც საოცრებას, ზოგი აღწერს მას, როგორც საოცრებას და ზოგი ისმენს მასზე, როგორც საოცრებაზე, მაშუინ როცა სხვები მოსმენის შემდეგაც კი საერთოდ ვერ ხვდებიან მას.
30. ო ბჰარატას შთამომავალო, შეუძლებელია იმის მოკვლა, ვინც ამ სხეულში ცხოვრობს. ამიტომ ნურც ერთ ცოცხალ არსებაზე ნუ იდარდებ.
31. შენი, როგორც კშატრიას განსაკუთრებულ მოვალეობაზე ფიქრისას იცოდე, რომ შენთვის არ არსებობს რელიგიური პრინციპებისთვის ბრძოლაზე უკეთესი საქმიანობა; ამიტომ ყოყმანი საჭირო არ არის.
32. ო პართჰა, ბედნიერი არიან კშატრიები, რომელთაც ძებნის გარეშე ეძლევათ ბრძოლის ასეთი შესაძლებლობა, რომელიც ზეციური პლანეტებისაკენ უხსნის მათ გზას.
33. მაგრამ თუკი ბრძოლის რელიგიურ ვალს არ მოიხდი, აუცილებლად ცოდვას მოიწევ საკუთარ მოვალეობათა უგულველყოფის გამო და მეომრის სახელს წაიხდენ.
34. ხალხი მუდამ შენ სირცხვილზე ილაპარაკებს, პატივცემულ ადამიანს კი უსახელობას სიკვდილი ურჩევნია.
35. დიადი მხედარმთავრები, რომლებიც ფრიად აფასებენ შენს სახელსა და დიდებას, იფიქრებენ, რომ მხოლოდ შიშმა დაგვატოვებინა ბრძოლის ველი და არარაობად ჩაგთვლიან.
36. მტრები აუგად მოგიხსენიებენ და აბუჩად აიგდებენ შენს უნარს. რა მოგაყენებს ამაზე მეტ ტანჯვას?
37. ო კუნტის შვილო, შენ ან ბრძოლის ველზე მოკვდები და ზეციურ პლანეტებს მიაღწევ, ან მიწიერ სამეფოს დაიმორჩილებ და მით დატკბები. ამიტომ მოუხმე სიმტკიცეს, აღსდექი და იბრძოლე.
38. იბრძოლე ბრძოლისათვის. ნუ იფიქრებ ბედნიერებისა და უბედურებაზე, ზარალსა და მოგებაზე, გამარჯვებასა და მარცხზე. ამ გზით არასოდეს დაიდებ ცოდვას.
39. აქამდე ეს ცოდნა ანალიტიკური შAესწავლის გზით დაგიხასიათე. ახლა ამ ცოდნას კარმიული შედეგების გარეშე შრომის ცნებებით აგიხსნი. ო პართჰას შვილო, ამგვარი ცოდნით მოქმედების შედეგად შრომის მარწუხებიდან განთავისუფლდები.
40. ამგვარი მცდელობისას არ არსებობს ზარალი ან დანაკარგი. ამ გზაზე მცირეოდენ წინსვლასაც შეუძლია ადამიანი ყველაზე სახიფათო შიშისგან დაიფაროს.
41. ამ გზაზე მდგომთ მტკიცე მისწრაფება ამოძრავებთ და მათი მიზანი ერთია. ო კურუთა საყვარელო შვილო, მრავლად განტოტვილია არამტკიცეთა გონება.
42-43. ღარიბი ცოდნის მქონე ადამიანები ძლიერად არიან მიჯაჭვულნი ვედების ყვავილოვან სიტყვებს, რომლებიც ზეციურ პლანეტებზე ამაღლების, კარგი დაბადების, ძალაუფლების და სხვათა მოსაპოვებლად სხვადასხვა კარმიული საქმიანობების რჩევას იძლევა. გრძნობათა დაკმაყოფილებისა და მდიდრული ცხოვრების მოსურნენი, ისინი აცხადებენ, რომ ამაზე მაღლა აღარაფერი არსებობს.
44. მათ, ვისი ჭკუაც მეტისმეტად არის მიჯაჭვული გრძნობათა დაკმაყოფილებასა და მატერიალურ სიმდიდრეს, ვინც ამგვარი საგნებით არიან მოტყუებული, მტკიცედ ვერ გადაუწყვეტიათ უზენაესი უფლისადმი ერთგული სამსახური.
45. ვედები უმთავრესად მატერიალური ბუნების სამ მოდუსს ეხება. ო არჯუნა, აღიმართე ამ სამ მოდუსზე მაღლა. განთავისუფლდი ყოველგვარი ორმაგობის, მოხვეჭისა და უსაფრთხოების გამო შფოთვისაგან და განმტკიცდი მეობაში.
46. დიდ წყალსაცავს შეუძლია შეასრულოს ყველა მიზანი, რომელსაც პატარა ჭა ემსახურება. სწორედ ასევე, ვინც ვედების საბოლოო მიზანი იცის, მისთვის ვედების ყოველი მიზანი სრულდება.
47. შენ უფლება გაქვს შეასრულო შენზე დაწესებული მოვალეობები, მაგრამ მოქმედების ნაყოფები შენ არ გეკუთვნის. ნურასოდეს მიიჩნევ თავს საკუთარ მოქმედებათა შედეგების მიზეზად და ნურც მოვალეობის შესრულებას აირიდებ.
48. გაწონასწორებულმა შეასრულე შენი მოვალეობა, ო არჯუნა, თავი ანებე ყოველგვარ მიჯაჭვულობას წარმატებასა და მარცხზე. ამგვარ სიდინჯეს იოგა ეწოდება.
49. ო დჰანანჯაია, ერთგული სამსახურით აირიდე ყოველგვარი საძულველი საქმიანობა და ამ ცნობიერებით მიენდე უფალს. ისინი, ვისაც საკუთარი შრომის შედეგებით ტკბობა სურთ, ძუნწები არიან.
50. ერთგული სამსახურით დაკავებული ადამიანი ამ ცხოვრებაშივე აღწევს თავს როგორც კარგს, ასევე ცუდ საქმიანობასაც. ამიტომ მიესწრაფე იოგას, რომელიც ყოველგვარი შრომის ხელოვნებაა.
51. უფლის ამგვარი სამსახურით დიადი ბრძენები, ანუ ერთგულები, მატერიალურ სამყაროში შრომის შედეგებისგან განთავისუფლდნენ. ამგვარად, მათ თავი დააღწიეს დაბადება-სიკვდილის ციკლს და ყოველ გაჭირვებაზე ამაღლდნენ (დაუბრუნდნენ რა ღმრთეებას).
52. როდესაც შენი გონება ილუზიის უღრანი ტყიდან გამოვა, გულგრილი გახდები ყველაფრის მიმართ, რაც მოგისმენია და რასაც მოისმენ.
53. როდესაც შენ ჭკუას აღარ შეაშფოთებს ვედების ყვავილოვანი ენა და თვითრეალიზაციის ტრანსში განმტკიცდება, მაშინ ღვთაებრივ ცნობიერებას მიაღწევ.
54. არჯუნამ თქვა: ო კრშნა, რა ნიშნები ახასიათებს მას, ვისი ცნობიერებაც ასე ჩაძირულია ტრანსცენდენციაში? როგორ ლაპარაკობს იგი და როგორია მისი ენა? როგორ ზის და როგორ დადის?
55. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ო პართჰა, როდესაც ადამიანი უარს ამბობს ჭკუის მიერ წარმოსახულისგან აღმოცენებულ გრძნობათა დაკმაყოფილების ყოველგვარ სურვილზე და როდესაც მისი ამგვარად განწმენდილი ჭკუა კმაყოფილებას მხოლოდ საკუთარ თავში პოულობს, მაშინ ამბობენ, რომ იგი წმინდა ტრანსცენდენტალ ცნობიერებაში იმყოფება.
56. ვისი ჭკუაც არ ღელავს სამგვარი ტანჯვების დროს და არც ბედნიერების ჟამს არის აღფრთოვანებული, ვინც თავისუფალია მიჯაჭვულობის, შიშისა და მრისხანებისაგან, მას მტკიცე ჭკუის ბრძენი ეწოდება.
57. ვისზედაც არ მოქმედებს მატერიალურ სამყაროში მომხდარი კარგი ან ცუდი, ვინც არც აქებს ამას და არც სძულს, მყარად არის განმტკიცებული სრულყოფილ ცოდნაში.
58. ვისაც საკუთარი გრძნობების გრძნობათა ობიექტებისგან ჩამოცილება შეუძლია ისევე, როგორც კუს შეაქვს კიდურები ჯავშანში, მყარად არის განმტკიცებული სრულყოფილ ცნობიერებაში.
59. ხორცშესხმულმა სულმა შეიძლება თავი შეიკავოს გრძნობათა დაკმაყოფილებისგან, მაგრამ გრძნობათა საგნების გემოს მაინც არ კარგავს. ხოლო უმაღლესი გემოს გამოცდის შედეგად ამგვარი საქმიანობების შეწყვეტით იგი ცნობიერებაში მტკიცდება.
60. გრძნობები იმდენად ძლიერი და მგზნებარეა, ო არჯუნა, რომ ისინი იძულებით წარიტაცებენ განრჩევის უნარის მქონე ადამიანის ჭკუას, რომელიც მათ მართვას ცდილობს.
61. ის, ვისაც ალაგმული აქვს გრძნობები მათი სრული დამორჩილების გზით და ვისი ცნობიერებაც ჩემსკენაა მომართული, მტკიცე გონების ადამიანად არის ცნობილი.
62. გრძნობათა ობიექტების განჭვრეტისას პიროვნებას მათდამი მიჯაჭვულობა უჩნდება, ასეთი მიჯაჭვულობისგან ავხორცობა ვითარდება, ავხორცობისგან კი წარმოიშვება მრისხანება.
63. მრისხანებისგან ილუზია წარმოიშვება, ილუზიისგან კი – მეხსიერების დაბნევა. როდესაც მეხსიერება დაბნეულია, გონიერება იკარგება, რის შედეგადაც ცოცხალი არსება კვლავ მატერიალურ ტბორში ვარდება.
64. მაგრამ მას, ვინც თავისუფალია ყოველგვარი მიჯაჭვულობისა და ზიზღისგან და ვინც გრძნობებს თავისუფლების მარეგულირებელი პრინციპებით მართავს, უფლის სრული წყალობის მოპოვება შეუძლია.
65. მასზე, ვინც ამგვარად არის დაკმაყოფილებული (კრშნას ცნობიერებაში), აღარ მოქმედებს მატერიალური ყოფიერების სამგვარი ტანჯვები; ასსეტ დაკმაყოფილებულ ცნობიერებაში მისი გონიერება მალე მტკიცდება.
66. მას, ვინც უზენაესთან არ არის დაკავშირებული (კრშნას ცნობიერებაში), ვერც ტრანსცენდენტული გონება ექნება და ვერც მტკიცე ჭკუა, რის გარეშეც წარმოუდგენელია მშვიდობა. და განა შესაძლოა რაიმე ბედნიერება მშვიდობის გარეშე?
67. როგორც ძლიერი ქარი იტაცებს წყალში მოცურავე ნავს, ერთ მოხეტიალე გრძნობასაც კი, რომლისკენაც ჭკუაა მიმართული, შეუძლია წარიტაცოს კაცის გონიერება.
68. ამიტომ ო მკლავმაგარო, მას, ვისი გრძნობებიც ალაგმულია მათი ობიექტებისაგან, უდაოდ მტკიცე გონიერება აქვს.
69. ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, თვითკონტროლირებულისთვის გამოღვიძების დროა; და ყოველი არსების გამოღვიძების დრო ღამეა თვითდაკვირვებული ბრძენისათვის.
70. მხოლოდ ის, ვისა ცარ აწუხებს სურვილების განუწყვეტელი ნაკადი, რომელიც მდინარეების მსგავსად მუდამ სავეს და წყნარ ოკეანეში ჩადის, აღწევს მშვიდობას და არა ის, ვინც ასეთ სურვილთა დაკმაყოფილებას ესწრაფვის.
71. მხოლოდ ის, ვინც უარი თქვა გრძნობათა დაკმაყოფილების ყოველგვარ სურვილზე, ვინც თავისუფალია სურვილებისგან, ვინც დაკარგა ყოველგვარი საკუთრების გრძნობა და ვინც მოკლებულია ცრუ ეგოს, აღწევს ჭეშმარიტ სიმშვიდეს.
72. ასეთია სულიერი და საღმრთო ცხოვრება, რომლის მიღწევის შემდეგაც ადამიანი აღარ ცდება. თუკი კაცი ამ მდგომარეობამდე სიკვდილის ჟამს მაინც მივა, ღმერთის სასუფეველში შეაღწევს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 21 2010, 10:04 AM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მესამე
კარმა იოგა

1. არჯუნამ თქვა: ო ჯანარდანა, ო კეშავა, რატომ გვსურს ამ საშინელ ომში ჩამაბა, თუკი თვლი, რომ გონება ჯობს კარმიულ მოღვაწეობას?
2. შენი ორაზროვანი დარიგებების გამო ჩემი გონება საგონებელშია ჩავარდნლი. ამიტომ გთხოვ დანამდვილებით მითხარი. რა იქნება ჩემთვის ყველაზე სასიკეთო.
3. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ო უცოდველო არჯუნა, მე უკვე განვმარტე, რომ არსებობენ ორი სახის ადამიანები, რომლებიც საკუთარი მეობის შეცნობას ცდილობენ. ამას ზოგი ემპირიული, ფილოსოფიური სპეკულაციებით ესწრაფვის, ზოგიც – ერთგული სამსახურით.
4. ადამიანი რეაქციებისგან ვერც შრომაზე უბრალო უარის თქმით განთავისუფლდება და ვერც მხოლოდ განდეგილობით მიაღწევს სრულყოფილებას.
5. ყოველი ცოცხალი არსება იძულებულია იმოქმედოს უმწეოდ იმ თვისებათა თანახმად, რომელიც მატერიალური ბუნებისგან შეიძინა; ამიტომ წამითაც შეუძლებელია მოქმედებისგან თავის შეკავება.
6. ის, ვინც სამოქმედო გრძნობებს აკავებს, მაგრამ ვისი ჭკუაც გრძნობათა ობიექტებზე ფიქრობს, უდაოდ თავს იტყუებს და თვალთმაქცი ჰქვია.
7. მეორე მხრივ თუკიუ გულწრფელი ადამიანი ჭკუის საშუალებით ცდილობს მოქმედი გრძნობების მართვას და მიჯაჭვულობის გარეშე იწყებს კარმა-იოგას (კრშნას ცნობიერებაში), იგი გაცილებით მაღლა დგას.
8. შეასრულე შენზე დაწესებული მოვალეობა, ვინაიდან ასეთი მოქმედება ჯობია უშრომლობას. შრომის გარეშე შეუძლებელია ფიზიკური სხეულის შენარჩუნებაც კი.
9. შრომა ვიშნუს სამსხვერპლოდ უნდა შესრულდეს; წინაარმდეგ შემთხვევაში შრომას მატერიალურ სამყაროში ტყვეობა მოჰყვება. ამიტომ, ო კუნტის შვილო, მის დასაკმაყოფილებლად შეასრულე შენზედ დაწესებული მოვალეობები და არასოდეს მოექცევი ტყვეობაში.
10. სამყაროს შექმნის დასაწყისში ყოველი არსების უფალმა დასაბამი მისცა კაცთა და ნახევარღმერთთა მოდგმას და ამ სიტყვებით აკურთხა ისინი: “იბედნიერეთ ამ იაჯნათი (მსხვერპლშეწირვით), ვინაიდან მისი შესრულება მოგიტანთ ყველაფერს ბედნიერი ცხოვრებისა და განთავისუფლებისათვის.”
11. მსხვერპლშეწირვებით დაკმაყოფილებული ნახევარღმერთები შენც დაგაკმაყოფილებენ და კაცთა და ნახევარღმერთთა თანამშრომლობით ქვეყანა ყველასთვის აყვავდება.
12. იაჯნას (მსხვერპლშეწირვლის) ჩატარებით დაკმაყოფილებული ნახევარღმერთები, რომელთაც სხვადასხვა სასიცოცხლო საჭიროებანი ავალიათ, ყოველივე აუცილებელს მოგცემენ. მაგრამ ის, ვინც ტკბება ასეთი საჩუქრებით და სანაცვლოდ ნახევარღმერთებს არ სთავაზობს მატ, უდაოდ ქურდია.
13. უფლის ერთგულებს მოხსნილი აქვთ ყოველგვარი ცოდვის სიმძიმე, რამეთუ თავიდან სამსხვერპლოდ შეთავაზებული საჭმლით იკვებებიან. სხვები, ვინც საკვებს საკუთარ გრძნობათა დასაკმაყოფილებლად ამზადებენ, სინამდვილეში ცოდვას მიირთმევენ მხოლოდ.
14. ყოველი ცოცხალი არსება საკვები მარცვლეულით საზრდოობს, რომელიც წვიმისგან წარმოიქმნება. წვიმას წარმოშობს იაჯნას (მსხვერპლშეწირვის) შესრულება, იაჯნა კი დაწესებული მოვალეობებისგან არის შობილი.
15. მოწესრიგებული საქმიანობა დაწესებულია ვედებში, ვედები კი უშუალოდ ღმრთეების უზენაესი პიროვნებისგან ვლინდება. ამიტომ მსხვერპლშეწირირვის აქტებში მარადიულად იმყოფება ყოვლისგამჭოლი ტრანსცენდენცია.
16. ჩემო ძვირფასო არჯუნა, ის, ვინც ადამიანის სიცოცხლეში არ მიჰყვება ვედების მიერ დაწესებულ მსხვერპლშეწირვის ციკლს, უთუოდ დიდად ცოდვილ ცხოვრებას ეწევა. ასეთი ადამიანის ცხოვრება ამაოა, რადგან მხოლოდ გრძნობათა დაკმაყოფილებაში ხედავს აზრს.
17. მაგრამ ვინც სიამოვნებას საკუთარ თავში პოულობს, ვინც ადამიანის სიცოცხლეს თვითრალიზაციისთვის იყენებს და ვინც მხოლოდ საკუთარ მეობაშია კმაყოფილი, მას ყოველგვარი მოვალეობა მოხსნილი აქვს.
18. დაწესებული მოვალეობიოს შესრულებისას თვითრეალიზებულ პიროვნებას არავითარი მიზნის მიღწევა არ სურს და არც ამგვარი შრომის შეუსრულებლობისათვის გააჩნია რაიმე მიზეზი. იგი არც სხვა ცოცხალ არსებებზეა დამოკიდებული.
19. ამიტომ ადამიანმა უნდა იმოქმედოს მოვალეობის გამო, მოქმედების ნაყოფზე მიჯაჭვულობის გარეშე, ვინაიდან მიჯაჭვულობის გარეშე შრომით იგი უზენაესს აღწევს.
20. ისეთმა მეფეებმა, როგორიც იყო ჯანაკა, სრულქმნას მიაღწიეს მხოლოდ დაწესებულ მოვალეობათა შესრულებით. ამიტომ ხალხის განათლების მიზნით მაინც უნდა შეასრულო შენი საქმიანობა.
21. რასაც დიდი ადამიანი ჩადის, უბრალო ხალხიც მას მიჰყვება. და რა ნორმებსაც ამკვიდრებს მაგალითით, მთელი მსოფლიოც იმ გზას ადგას.
22. ო პრთჰას შვილო, სამივე პლანეტარულ სისტემაში არ არსებობს ჩემთვის დაწესებული საქმე. მე არც არაფერი მსურს და არც არაფრის მოპოვება მჭირდება – და მაინც, ვასრულებ დაწესებულ მოვალეობებს.
23. ვინაიდან ოდესმე განუხრელად რომ არ შემესრულებინა დაწესებული მოვალეობები, ო პრთჰა, მთელი ხალხი უდაოდ ჩემს გზას დაადგებოდა.
24. დაწესებული მოვალეობები რომ არ შემესრულებინა, მთელი სამყარო განადგურდებოდა. მე ვიქნებოდი არასასურველი მოსახლეობის წარმოშობის მიზეზი, რითაც ყოველ ცოცხალ არსებას სიცოცხლეს მოვუსპობდი.
25. როგორც უგუნური ასრულებს საკუთარ მოვალეობებს შედეგებზე მიჯაჭვულობით, სწავლულმაც შეიძლება ასე იმოქმედოს, მაგრამ მიჯაჭვულობის გარეშე, რათა სწორი გზით გაუძღვეს ხალხს.
26. იმისათვის, რომ არ დაარღვიოს დაწესებულ მოვალეობათა კარმიულ შედეგებზე მიჯაჭვული უგუნური გონება, სწავლულმა არ უნდა შეაწყვეტინოს მათ შრომა. ნაცვლად ამისა, ღვთის ერთგულების სულით მოქმედებით, ათასგვარი საქმიანობით უნდა დააკავოს ისინი (კრშნას ცნობიერების თანდათანობით განვითარებისათვის).
27. ცრუ ეგოს გავლენით მოტყუებული სული თვლის, რომ თავად ასრულებს მოქმედებებს, რომლებიც სინამდვილეში მატერიალური ბუნების სამი მოდუსით სრულდება.
28. ვინც იცის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ო მკლავმაგარო, არ არის დაკავებული გრძნობებისა და გრძნობათა დაკმაყოფილების საქმეებით, კარგად ესმის რა განსხვავება უფლისადმი ერთგულებით შრომასა და კარმიული შედეგების გამო შრომას შორის.
29. მატერიალური ბუნების მოდუსებით მოტყუებული უგუნურები მთლიანად მატერიალისტურ საქმიანობებში არიან ჩაბმული და მიჯაჭვული ხდებიან. მაგრამ ბრძენმა არ უნდა შეაწუხოს ისინი, თუმცა შემსრულებლის მცირე ცოდნის გამო ეს მოვალეობები დაბალი დონისაა.
30. ამიტომ, ო არჯუნა, ყოველი საქმიანობა მომიძღვენი მე, იქონიე ჩემზე სრული ცოდნა, უარი თქვი გამორჩენის სურვილებზე, არ განაცხადო უფლება საკუთრებაზე, განაგდე უხალისობა და იბრძოლე.
31. პიროვნებები, რომლებიც ჩემი დანაწესების თანახმად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და ამ მოძღვრებას რწმენით, შურის გარეშე მიჰყვებიან, თავისუფლდებიან კარმიულ საქმიანობათა ტყვეობიდან.
32. მაგრამ ისინი, ვინც შურის გამო უგულვებელყოფენ და არ მიჰყვებიან ამ სწავლებებს, უნდა ჩაითვალონ ყოველგვარ ცოდნას მოკლებულად, გასულელებულად და განადგურებულად სრულქმნის თავიანთ მცდელობებში.
33. ცოდნის მქონე ადამიანიც კი საკუთარი ბუნების თანახმად მოქმედებს, ვინაიდან ყველა იმ ბუნებას მისდევს, რომელიც სამი მოდუსისგან აქვს მიღებული. რას მოიტანს დათრგუნვა?
34. არსებობს გრძნობებსა და მათ ობიექტებთან დაკავშირებული მიჯაჭვულობისა და განდეგილობის მომაწესრიგებელი კანონები. ცოცხალი არსება არ უნდა მოექცეს ასეთი მიჯაჭვულობისა და განდეგილობის გავლენის ქვეშ, ვინაიდან ისინი თვითრეალიზაციის გზაზე დამაბრკოლებელი ლოდებია.
35. უმჯობესია შენზედ დაწესებული მოვალეობები შეასრულო, შეცდომითაც კი, ვიდრე სხვისი მოვალეობები – სრულყოფილად. საკუთარი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა სჯობს სხვისი მოვალეობების შესრულებას, ვინაიდან სახიფათოა სხვის გზაზე დადგომა.
36. არჯუნამ თქვა: ო ვრშნის შთამომავალო, რა უბიძგებს ცოცხალ არსებას ცოდვის ჩასადენად, მისი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი, თითქოსდა რაღაც ძალა ამოქმედებდეს?
37. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ეს მხოლოდ ავხორცობაა, არჯუნა, რომელიც ვნების მატერიალურ მოდუსთან ურთიერთობის შედეგად წარმოიშვება და მოგვიანებით მრისხანებად გადაიქცევა, რომელიც ამ სამყაროში ყოვლის შთანმთქმელი მტერია.
38. როგორც ცეცხლი იფარება კვამლით, სარკე – მტვერით ან ჩანასახი – საშვილოსნოთი, ეს ავხორცობაც სხვადასხვაგვარად ფარავს ცოცხალ არსებას.
39. ამდენად, ბრძენი ცოცხალი არსების წმინდა ცნობიერება იფარება მისი მარადიული მტრის, ავხორცობის მიერ, რომელიც მუდამ დაუკმაყოფილებელია და იწვის ვითარცა ცეცხლი.
40. გრძნობები, ჭკუა და გონება ამ ავხორცობის სამყოფელია. მათი გზით ავხორცობა ფარავს ცოცხალი არსების ჭეშმარიტ ცოდნას და აბრიყვებს მას.
41. ამიტომ, პ არჯუნა, ბჰარატათა შორის საუკეთესოვ, გრძნობათა რეგულაციის საშუალებით თავიდანვე ალაგმე ცოდვის ეს დიდი სიმბოლო (ავხორცობა) და განგმირე ცოდნისა და თვითრეალიზაციის ეს დამანგრევლი.
42. მოქმედი გრძნობები დუნე მატერიაზე მაღალია; ჭკუა გრძნობებზე მაღლა დგას; გონება თვით ჭკუას აღემატება; და იგი (სული) გონებაზეც მაღლა დგას.
43. როცა შეიცნობ რომ შენი მეობა მატერიალური გრძნობების, ჭკუისა და გონების მიღმა დგას, ო მკლავმაგარო არჯუნა, უნდა განიმტკიცო ჭკუა ჩაფიქრებული სულიერი გონებით (კრშნას ცნობიერებით) და სულიერი ძალით დაამარცხო ეს დაუცხრომელი მტერი, რომელსაც ავხორცობა ჰქვია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 21 2010, 11:22 AM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
bf_nonew.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 22 2010, 04:41 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეოთხე
ტრანსცენდენტული ცოდნა

1. ღმრთეების პიროვნებამ, უფალმა შრი კრიშნამ თქვა: იოგას ეს უკვდავი მეცნიერება მე მზის ღმერთ ვივასვანს ვასწავლე, ვივასვანმა ასწავლა მანუს, კაცობრიობის მამამთავარს, მანუმ კი, თავის მხრივ, იგი იკშავაკუს გადასცა.
2. ეს უმაღლესი მეცნიერება გადაეცემოდა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვით და წმინდანი მეფეებიც ასე გებულობდნენ მას. მაგრამ დროთა განმავლობაში თანმიმდევრობა დაირღვა, ამიტომ მეცნიერების ჭეშმარიტი სახე დაკარგული ჩანს.
3. დღეს უზენაესთან ურთიერთობის სწორედ ამ უძველეს მეცნიერებას გიყვები, ვინაიდან შენ ჩემი ერთგული და მეგობარი ხარ და ამიტომ ამ მეცნიერების ტრანსცენდენტალი საიდუმლოების გაგება შეგიძლია.
4. არჯუნამ თქვა: მზის ღმერთი ვივასვანი დაბადებით შენზე უფროსია. რას ნიშნავს, რომ თავად შენ ასწავლე მას ეს მეცნიერება?
5. ღმრთეების პიროვნებამ თქვა: მრავალი, მრავალი დაბადება გავიარეთ შენც და მეც. მე მახსოვს ყოველი მათგანი, შენ კი – არა, ო მტრის შემმუსვრელო.
6. თუმცა მე არშობილი ვარ და ჩემი ტრანსცენდენტული სხეული არასოდეს იხრწნება, თუმცა მე ვარ უფალი ყოველი ცოცხალი არსებისა, მაინც ყოველ ეპოქაში ჩემი ტრანსცენდენტული სახით ვევლინები.
7. როდესაც და სადაც ქვეყნად რელიგიური სამსახური ეცემა, იმ დროს მე ვევლინები, ო ბჰარატას შთამომავალო.
8. წმინდანების გასანთავისუფლებლად და არამზადების მოსასპობად, აგრეთვე რელიგიური პრინციპების აღსადგენად მე თავად ვევლინები ეპოქიდან ეპოქაში.
9. ვინც იცის ქვეყნად ჩემი მოვლენისა და საქმიანობების ტრანსცენდენტული ბუნება, სხეულის მიტოვების შემდეგ მატერიალურ სამყაროში აღარ იბადება, არამედ ჩემს მარადიულ სასუფეველში აღწევს, ო არჯუნა.
10. მიჯაჭვულობის, შიშისა და მრისხანებისაგან განთავისუფლებული, მთლიანად ჩემით მოცული, ჩემი თავშესაფრის მიღებით მრავალი და მრავალი პიროვნება განიწმინდა წარსულში ჩემი შეცნობით და ჩემს ტრანსცენდენტალ სიყვარულს მიაღწია.
11. როგორც ყველა მომენდობა მე, მეც ისე ვასაჩუქრებ მათ. ყველა ყოველმხრივ ჩემს გზას მიჰყვება, ო პართჰას შვილო.
12. ადამიანებს ამქვეყნად კარმიულ საქმიანობებში წარმატების მიღწევა სურთ, ამიტომ ნახევარღმერთებს სცემენ თაყვანს. მართლაც, სულ მალე ადამიანები ღებულობენ ამქვეყნად გაწეული კარმიული შრომის შედეგებს.
13. მატერიალური ბუნების სამი მოდუსისა და მათთან დაკავშირებული შრომის თანახმად ადამიანთა საზოგადოებაში ოთხი განაყოფი შევქმენი. და თუმცა ეს სისტემა მე შევქმენი, იცოდე, რომ მაინ ცარ ვმოქმედებ, ვინაიდან უცვლელი ვარ.
14. არ არსებობს შრომა, რომელიც ჩემზე გავლენას ახდენს; მე არც საქმიანობის ნაყოფებს ვესწრაფვი, ვისაც ჩემს შესახებ ეს ჭეშმარიტება ესმის, არც ის იხლართება შრომის კარმიულ რეაქციებში.
15. გარდასულ დროთა ყოველი განთავისუფლებული სული ჩემი ტრანსცენდენტული ბუნების ასეთი გაგებით მოქმედებდა. ამიტომ მათ კვალდაკვალ შენი მოვალეობა უნდა შეასრულო.
16. გონიერიც კი ცდება, იმის განსაზღვრისას, რა არის მოქმედება და რა არის უმოქმედობა. ახლა მე აგიხსნი, რა არის მოქმედება, რისი ცოდნითაც ყოველგვარი განსაცდელისგან განთავისუფლდები.
17. მოქმედების სირთულეები ძნელად გასაგებია. ამიტომ საჭიროა იმის სწორად ცოდნა, თუ რა არის მოქმედება, რა არის აკრძალული მოქმედება და რა არის უმოქმედობა.
18. ის ვინც ხედავს უმოქმედობას მოქმედებაში და მოქმედებას უმოქმედობაში, გონიერია კაცთა შორის და ტრანსცენდენტალ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ყოველთვის დაკავებულია სხვადასხვა საქმიანობით.
19. ის, ვისი ყოველი მცდელობაც გრძნობათა დაკმაყოფილების სურვილს მოკლებულია, სრული ცოდნის მქონედ ითვლება. ბრძენებს უთქვამთ მასზე, რომ იგი მოღვაწეა, რომლის შრომის რეაქციები სრულყოფილი ცოდნის ცეცხლით არის დამწვარი.
20. უარს ამბობს რა თავისი საქმიანობის შედეგებისადმი ყოველგვარ მიჯაჭვულობაზე, მუდამ კმაყოფილი და დამოუკიდებელი, იგი არავითარ კარმიულ მოქმედებას არ ჩადის, თუმცა ათასგვარ საქმიანობას ეწევა.
21. ასეთი ცოდნის მქონე ადამიანი სრულიად დამორჩილებული ჭკუითა და გონებით მოქმედებს, უარს ამბობს ყოველგვარი საკუთრების გრძნობაზე და იღწვის მხოლოდ იმისთვის, რაც სიცოცხლისთვის ყველაზე აუცილებელია. ასეთი შრომისას იგი ცოდვითი რეაქციების გავლენაში არ ექცევა.
22. ვისაც აკმაყოფილებს თავისით მოსული მონაპოვარი, ვინც თავისუფალია ორმაგობისა და შურისგან, ვინც ურყევი რჩება წარმატებისა და დამარცხების დროს, მოქმედების მიუხედავად არასოდეს ექცევა ტყვეობაში.
23. შრომა იმ ადამიანისა, რომელიც მიჯაჭვული არ არის მატერიალური ბუნების მოდუსებს და სრულ ტრანსცენდენტალ ცოდნას ფლობს, მთლიანად იძირება ტრანსცენდენციაში.
24. პიროვნება, რომელიც სრულად არის დანთქმული კრშნას ცნობიერებაში, აუცილებლად მიაღწევს სულიერ სასუფეველს, ვინაიდან ყველაფერს წირავს სულიერ საქმიანობებს, რომელშიც შთანთქმულიცაა და შენაწირიც ერთი და იგივე აბსოლუტური სულიერი ბუნებით ხასიათდება.
25. ზოგი იოგი სხვადასხვა მსხვერპლშეწირვებით სრულყოფილად სცემს თაყვანს ნახევარღმერთებს, ზოგიერთს კი უზენაესი ბრაჰმანის ცეცხლში მიაქვს მსხვერპლი.
26. ზოგიერთებს (წმინდა ბრაჰმაჩარებს) ჭკუის მართვის ცეცხლში მოსმენის პროცესი და გრძნობები მიაქვთ მსხვერპლად, სხვებს კი (ვინც მოწესრიგებულ საოჯახო ცხოვრებას ეწევიან) გრძნობათა ცეცხლში გრძნობათა ობიექტები მიაქვთ მსხვერპლად.
27. სხვები, რომლებიც ჭკუისა და გრძნობების მართვის გზით მიიწევენ თვითრეალიზაციისკენ, გრძნობებისა და სასიცოცხლო სუნთქვის ქმედებებს დამორჩილებული ჭკუის ცეცხლს სწირავენ.
28. მკაცრი აღთქმების დადების შედეგად, ზოგი გასხივოსნებას აღწევს საკუთრების მსხვერპლად გაღებით, ზოგი – მკაცრი ასკეტიზმის გავლით, რვასაფეხურიანი მისტიური იოგას შესრულებით ან ვედების შესწავლით, რომლის მიზანიც ტრანსცენდენტული ცოდნის განვითარებაა.
29. სხვები კი, რომელთაც სუნთქვის შეკავების პროცესით ტრანსში დარჩენის მიდრეკილება აქვთ, ამომავალი სუნთქვის მოძრაობას შემომავალს და შემომავალ სუნთქვას ამომავალს სწირავენ და საბოლოოდ ტრანსში რჩებიან, წყვეტენ რა ყოველგვარ სუნთქვას. სხვები კვების პროცესის შემცირებით ამომავალ სუნთქვას ამომავალ სუნთქვასვე სწირავენ.
30. ყოველი შემსრულებელი, რომელმაც მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობა იცის, ცოდვითი რეაქციებისგან იწმინდება და მსხვერპლშეწირვების სიტკბოს გაგების გამო უმაღლეს მარადიულ ატმოსფეროს უახლოვდება.
31. ო კურუთა შორის საუკეთესოვ, მსხვერპლშეწირვის გარეშე ადამიანი ვერასოდეს იქნება ბედნიერი ამ პლანეტაზე ან ამ სიცოცხლეში: მაშ, რაღა ითქმის შემდეგ სიცოცხლეზე?
32. ვედებში ნებადართულია ყველა ეს სხვადასხვა სახის მსხვერპლშეწირვა და ყოველი მათგანი სხვადასხვა სახის შრომით არის შობილი. მათი ამგვარი ცოდნით განთავისუფლებას მიაღწევ.
33. ო მტრის შემმუსვრელო, ცოდნით შესრულებული მსხვერპლშეწირვა ჯობია მატერიალური ქონების უბრალო შეწირვას. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ო პრთჰას შვილო, შრომის ყოველი მსხვერპლშეწირვა მწვერვალს ტრანსცენდენტალ ცოდნაში აღწევს.
34. უბრალოდ სულიერი მოძღვრისადმი მიმართვით სცადე ჭეშმარიტების გაგება. მორჩილად დაუსვი კითხვები და ემსახურე მას. თვითრეალიზებულ სულებს შეუძლიათ გაგინდონ ცოდნა, რამეთუ მათ იხილეს ჭეშმარიტება.
35. თვითრეალიზებული სულისგან ცოდნის მიღების შედეგად, აღარასოდეს მოექცევი ასეთ ილუზიაში, ვინაიდან ამ ცოდნის წყალობით დაინახავ, რომ ყოველი ცოცხალი არსება უზენაესის ნაწილია მხოლოდ. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ჩემი არიან.
36. ყოველ ცოდვილთა შორის უდიდეს ცოდვილადაც რომ ითვლებოდე, ტრანსცენდენტული ცოდნის გემზე ასვლისას ტანჯვის ოკეანეს გადალახავ.
37. როგორც მოგიზგიზე ცეცხლი ფერფლად აქცევს შეშას, ო არჯუნა, ცოდნის ცეცხლიც ფერფლად აქცევს მატერიალურ საქმიანოვ\ბათა ყოველ რეაქციას.
38. ამ სამყაროში არაფრია ტრანსცენდენტალ ცოდნასავით ამაღლებული და წმინდა. ასეთი ცოდნა მთელი მისტიციზმის მწიფე ნაყოფია. და ვინც ერთგულ სამსახურში სრულყოფას მიაღწია, დროთა განმავლობაში საკუთარ თავში დატკბება ამ ცოდნით.
39. რწმენით სავსე ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ტრანსცენდენტალ ცოდნას მიუძღვნა და გრძნობებს იმორჩილებს, ასეთი ცოდნის მოპოვების ღირსია და ამის შემდეგ, მალე უმაღლეს სულიერ მშვიდობას მიაღწევს.
40. მაგრამ უგუნური და ურწმუნო პიროვნებები, რომლებსაც განდობილ წერილებში ეჭვი ეპარებათ, ვერ აღწევენ ღმერთის ცნობიერებას;
41. ის, ვინც ერთგულ სამსახურში მოქმედებს, უარს ამბობს თავისი საქმიანობის ნაყოფებზე, და ვისი ეჭვებიც ტრანსცენდენტული ცოდნითაა განადგურებული, ნამდვილად განმტკიცებულია საკუთარ მეობაში. ამრიგად, შრომის რეაქციები არ ბოჭავს მას, ო სიმდიდრის დამპყრობელო.
42. ამიტომ უგუნურების გამო შენს გულში აღმოცენებული ეჭვები ცოდნის იარაღით უნდა ჩაიჩეხოს. იოგათი შეიარაღებული, ო ბჰარატავ, აღსდექ და იბრძოლე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 23 2010, 11:22 AM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეხუთე
კარმა იოგა – მოქმედება კრშნას ცნობიერებაში

1. არჯუნამ თქვა: ო კრშნა, ჯერ შრომაზე უარის თქმას მეუბნები, შემდეგ კი კვლავ ერთგულებით შრომას მირჩევ. გთხოვ გამარკვიე, რომელია ამ ორთაგან უფრო სასიკეთო?
2. ღმრთეების პიროვნებამ უპასუხა: შრომისაგან განდგომაცა და ერთგულებით შრომაც კარგია განთავისუფლებისთვის. მაგრამ ამ ორიდან ერთგულ სამსახურში შრომა ჯობია შრომისგან განდგომას.
3. ის, ვისაც არც სძულს საკუთარი საქმიანობების შედეგები და არც შენატრის მათ, მუდამ განდეგილად არის ცნობილი. ასეთი პიროვნება, თავისუფალი ყოველგვარი ორმაგობისგან, ადვილად აღწევს თავს მატერიალურ ტყვეობას და სრულიად განთავისუფლებულია, ო მკლავმაგარო არჯუნა.
4. მხოლოდ უგუნურები ანსხვავებენ ერთმანეთისგან ერთგულ მსახურებას (კარმა იოგას) და მატერიალური სამყაროს ანალიტიკურ შესწავლას (სანქჰია-იოგას). სწავლულნი ამბობენ, რომ ერთ-ერთ ამ გზაზე მდგარი ორივეს შედეგს მიაღწევს.
5. ვისაც ესმის, რომ ანალიტიკური შესწავლით მიღწეული მდგომარეობა ერთგული სამსახურითაც მიიღწევა და ამის გამო ანალიტიკურ შესწავლას და ერთგულ სამსახურს ერთ დონეზე აღიქვამს, ჭეშმარიტი სახით ხედავს საგნებს.
6. ყოველგვარ საქმიანობაზე უბრალოდ უარის თქმა, უფლის ერთგული სამსახურის გარეშე, ვერავის გააბედნიერებს. მაგრამ მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ერთგულად ემსახურება უფალს, უმალ აღწევს უზენაესს.
7. ვინც ერთგულ სამსახურში შრომობს, ვინც წმინდა სულია და საკუთარ ჭკუასა და გრძნობებს მართავს, ძვირფასია ყველასთვის და ყველა ძვირფასია მისთვის. ასეთი კაცი, თუმცა მუდამ შრომობს, არასოდეს ექცევა ტყვეობაში.
8-9. თუმცა ღვთაებრივ ცნობიერებაში მყოფი პიროვნება ხედავს, ისმენს, ეხება, ყნოსავს, ჭამს, მოძრაობს, ძინავს და სუნთქავს, შინაგანად მუდამ ესმის, რომ სინამდვილეში იგი არაფერს აკეთებს. ვინაიდან ლაპარაკის, დაცლის, მიღების ან თვალების გახელისა თუ დახუჭვისას მუდამ გაცნობიერებული აქვს, რომ მხოლოდ მატერიალური გრძნობები ურთიერთმოქმედებენ თავიანთ ობიექტებთან და რომ თვითონ განზე დგას მათგან.
10. მასზე, ვინც მიჯაჭვულობის გარეშე ასრულებს საკუთარ მოვალეობას და შედეგებს უზენაეს უფალს უძღვნის, არ მოქმედებს ცოდვითი საქმიანობა, როგორც ლოტოსის ყვავილი არ სველდება წყალში.
11. იოგები, უარს ამბობენ რა მიჯაჭვულობაზე, სხეულით ჭკუით, გონებითა და გრძნობებითაც მხოლოდ განწმენდის მიზნით მოქმედებენ.
12. განუხრელად ერთგული სული ჭეშმარიტ მშვიდობას აღწევს, ვინაიდან მთავაზობს ყოველგვარი საქმიანობის შედეგებს; მაშინ როდესაც პიროვნება, რომელიც ერთიანობაში არ არის ღვთაებასთან და დახარბებულია თავისი შრომის ნაყოფებს, ტყვეობაში ექცევა.
13. როდესაც ხორცშესხმული ცოცხალი არსება ცონტროლს უწევს საკუთარ ბუნებას და ჭკუით უარს ამბობს ყოველგვარ საქმიანობაზე, ბედნიერად ცხოვრობს ცხრაკარიან ქალაქში (მატერიალურ სხეულში), არც შრომობს და არც შრომის მიზეზი ხდება.
14. ხორცშესხმული სული, საკუთარი სხეულის ქალაქის ბატონი, არ მოქმედებს, არც აიძულებს ხალხს იმოქმედოს, არც მოქმედების ნაყოფებს ქმნის. ყოველივე ამას მატერიალური ბუნების მოდუსები ასრულებს.
15. არც უზენაესი უფალი აგებს პასუხს ვინმეს ცოდვილ ან ღვთაებრივ საქმიანობაზე. მაგრამ ხორცშესხმული არსებები გაბრიყვებულნი არიან უგუნურების გამო, რომელიც მათ ჭეშმარიტ ცოდნას ფარავს.
16. მაგრამ როდესაც ცოცხალი არსება უმეცრების გამანადგურებელი ცოდნით გასხოვოსნდება, მისი ცოდნა ნათელს მოჰფენს ყველაფერს, ისევე როგორც მზე ანათებს ყველაფერს დღისით.
17. როდესაც ცოცხალი არსების გონება, ჭკუა, რწმენა ა თავშესაფარი უზენაესშია დაფუძნებული, სრული ცოდნის საშუალებით იგი ბოლომდე იწმინდება ეჭვებისგან და წინ მიიწევს განთავისუფლების გზაზე.
18. თავმდაბალი ბრძენები ჭეშმარიტი ცოდნის წყალობით ერთნაირი თვალით ხედავენ სწავლულსა და კეთილშობილ ბრაჰმანს, ძროხას, სპილოს, ძაღლსა და ძაღლისმჭამელს (უკასტოს)
19. მათ, ვისი ჭკუაც განმტკიცებულია იგივეობასა და წონასწორობაში, უკვე გაიმარჯვეს დაბადებასა და სიკვდილზე. ისინი ბრაჰმანივით უნაკლონი არიან და უკვე იმყოფებიან ბრაჰმანში.
20. პიროვნება, რომელსაც არც სასიამოვნოს მიღება უხარია და არც არასასიამოვნოს მიღებისას გლოვობს, ვინც თვითგონიერია, გაუბრიყვებელია და ესმის მეცნიერება ღმერთზე, უკვე ტრანსცენდენციაში იმყოფება.
21. ასეთ განთავისუფლებულ პიროვნებას არ იზიდავს მატერიალურ გრძნობათა სიამოვნება, არამედ მუდამ ტრანსშია, რამეთუ განცხრომას შინაგანად პოულობს. ამრიგად, თვითრეალიზებული პიროვნება უსაზღვრო ბედნიერებით ტკბება, ვინაიდან ყურადღება უზენაესზე აქვს მიპყრობილი.
22. გონიერი პიროვნება არ ერევა გაჭირვების მიზეზებში, რომლებიც მატერიალურ გრძნობათა ურთიერთობით არის გამოწვეული. ო კუნტის შვილო, ასეთ სიამოვნებებს აქვს დასაწყისი და დასასრული, ამრიგად, ბრძენი კაცი მათგან სიამოვნებას არ ღებულობს.
23. თუკი ცოცხალი არსება ახლანდელი სხეულის მიტოვებამდე მატერიალურ გრძნობათა წადილების მოთმენას და სურვილისა და მრისხანების ძალის შეკავებას შეძლებს, კარგ მდგომარეობაში იმყოფება და ბედნიერია ამქვეყნად.
24. ის, ვისი ბედნიერებაც შინაგანია, ვინც მოქმედია, შინაგანად ტკბება და ვისი მიზანიც შიგნით არის მიმართული, ჭეშმარიტად სრულყოფილი მისტიკოსია.
25. ვინც ეჭვებისგან წარმოშობილ ორმაგობებზე მაღლა დგანან, ვისი ჭკუაც შინაგანად დაკავებულია, ვინც მუდამ შრომობენ ყოველი ცოცხალი არსების საკეთილდღეოდ და თავისუფალი არიან ყოველგვარი ცოდვებისგან, უზენაესში განთავისუფლებას აღწევენ.
26. ვინც თავისუფალი არიან მრისხანებისა და ყოველგვარი მატერიალური სურვილებისგან, ვინც თვითრეალიზებული, თვითდისციპლინირებული არიან და მუდმივად სრულქმნისათვის იღწვიან, უახლოეს მომავალში განაღდებული აქვთ განთავისუფლება უზენაესში.
27-28. არ უშვებს რა შიგნით გარეგან გრძნობათა ობიექტებს, მიმართავს რა თვალებისა და მხედველობის კონცენტრაციას წარბებს შორის, ნესტოებში აკავებს რა ჩასუნთქულ და ამოსუნთქულ ჰაერს და ამგვარად აკონტროლებს ჭკუას, გრძნობებსა და გონებას, ტრანსცენდენტალისტი, რომელიც განთავისუფლებას ესწრაფვის, თავს აღწევს სურვილს, შიშსა და მრისხანებას. ის, ვინც ყოველთვის ამ მდგომარეობაში იმყოფება, უდაოდ განთავისუფლებულია.
29. ჩემს სრულ ცნობიერებაში მყოფი პიროვნება, რომელიც მიცნობს, როგორც ყოველი მსხვერპლშეწირვისა და ასკეზის საბოლოო განმცხრომელს, ყოველი პლანეტისა და ნახევარღმერთის უზენაეს უფალს და ყოველი ცოცხალი არსების კეთილისმყოფელსა და კეთილისმსურველს, მატერიალურ გაჭირვებათა ტანჯვებისგან მშვიდობას აღწევს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 31st March 2020 - 12:00 PM