IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ბჰაგავადგიტა, ქარათულად
jgvenza
post Apr 23 2010, 12:19 PM
Post #41


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



serafinapekkala
პირველი პოსტი გახსენი და იქ დაარედაქტირე სახელწოდებაwink.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 23 2010, 12:42 PM
Post #42


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



serafinapekkala

გაიხარე! smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 25 2010, 06:08 PM
Post #43


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://files.ge/file/482433/gitas-komentarebi-doc.htm

პირველი ლინკი არ მუშაობს..

ეს გიტას კომენტარებია, თავიდან ავტვირთე


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 2 2010, 08:32 PM
Post #44


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატმან.

30. ო ბჰარატას შთამომავალო, შეუძლებელია იმის მოკვლა, ვინც ამ სხეულში ცხოვრობს. ამიტომ ნურც ერთ ცოცხალ არსებაზე ნუ იდარდებ. ეს კრიშნას სიტყვები ხომაა.
ვინ წყვეტს როდისაა საჭირო ბრძოლა და როდის არა კაც კლას - შესრულება...

38. იბრძოლე ბრძოლისათვის. ნუ იფიქრებ ბედნიერებისა და უბედურებაზე, ზარალსა და მოგებაზე, გამარჯვებასა და მარცხზე. ამ გზით არასოდეს დაიდებ ცოდვას.

ეს რა მოწოდებებია?
გიტა რაღაცის გაგრძელებაა ხომ? ცოტა გასაგებ ენაზე ამიხსენი რა საჭირო იყო ეს ბრძოლა, ვის ებრძვიან...

და კიდევ, ინდოეთში ხომ კასტებადაა დაყოფილი და დაბალ კასტას აკრძალული რომ აქვს ყველაფერი, მაგასაც ეთანხმები?

ისე, ამ ტექსტებს რომ ვკითხულობ, ბევრი პარალელია სახარებასთან, მამა პაისთან, ლაზარევთან და რავი რაც წავიკითხე რა ამ ბოლოს, ეხმიანება ერთმანეთს... ნუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, საერთო ფორმულა ერთია მაინც...

მიჯაჭვულობის მოხსნა და საკუთარი თავის უფლისთვის მიძღვნა _ ესაა პირველ რიგში ქრისტიანობაშიც


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post May 3 2010, 01:16 AM
Post #45


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ May 2 2010, 08:32 PM) *
ატმან.

30. ო ბჰარატას შთამომავალო, შეუძლებელია იმის მოკვლა, ვინც ამ სხეულში ცხოვრობს. ამიტომ ნურც ერთ ცოცხალ არსებაზე ნუ იდარდებ. ეს კრიშნას სიტყვები ხომაა.
ვინ წყვეტს როდისაა საჭირო ბრძოლა და როდის არა კაც კლას - შესრულება...

38. იბრძოლე ბრძოლისათვის. ნუ იფიქრებ ბედნიერებისა და უბედურებაზე, ზარალსა და მოგებაზე, გამარჯვებასა და მარცხზე. ამ გზით არასოდეს დაიდებ ცოდვას.

ეს რა მოწოდებებია?
გიტა რაღაცის გაგრძელებაა ხომ? ცოტა გასაგებ ენაზე ამიხსენი რა საჭირო იყო ეს ბრძოლა, ვის ებრძვიან...

და კიდევ, ინდოეთში ხომ კასტებადაა დაყოფილი და დაბალ კასტას აკრძალული რომ აქვს ყველაფერი, მაგასაც ეთანხმები?

ისე, ამ ტექსტებს რომ ვკითხულობ, ბევრი პარალელია სახარებასთან, მამა პაისთან, ლაზარევთან და რავი რაც წავიკითხე რა ამ ბოლოს, ეხმიანება ერთმანეთს... ნუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, საერთო ფორმულა ერთია მაინც...

მიჯაჭვულობის მოხსნა და საკუთარი თავის უფლისთვის მიძღვნა _ ესაა პირველ რიგში ქრისტიანობაშიც


გიტაში აღწერილია ბრძლა კურუკშეტრაში ეს დაახლოებით ესე უნდა გავიგოთ ჩემი აზრით:" 7. და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ. 8. და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა. 9. და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს. 10. და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე. 11. და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე. 12. ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას."(გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 12)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 3 2010, 12:13 PM
Post #46


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 25th April 2010 - 07:08 PM) *
http://files.ge/file/482433/gitas-komentarebi-doc.htm

პირველი ლინკი არ მუშაობს..

ეს გიტას კომენტარებია, თავიდან ავტვირთე


ეგ გიტას კომენტარები კი არა სისულელეა, ძველბიჭური ტერმინოლოგიით გაჟღენთილი biggrin.gif
წავშალე, ასე რომ ვეღარ ავტვირთავ.

QUOTE(tikoroma @ 2nd May 2010 - 09:32 PM) *
30. ო ბჰარატას შთამომავალო, შეუძლებელია იმის მოკვლა, ვინც ამ სხეულში ცხოვრობს. ამიტომ ნურც ერთ ცოცხალ არსებაზე ნუ იდარდებ. ეს კრიშნას სიტყვები ხომაა.
ვინ წყვეტს როდისაა საჭირო ბრძოლა და როდის არა კაც კლას - შესრულება...

38. იბრძოლე ბრძოლისათვის. ნუ იფიქრებ ბედნიერებისა და უბედურებაზე, ზარალსა და მოგებაზე, გამარჯვებასა და მარცხზე. ამ გზით არასოდეს დაიდებ ცოდვას.

ეს რა მოწოდებებია?
გიტა რაღაცის გაგრძელებაა ხომ? ცოტა გასაგებ ენაზე ამიხსენი რა საჭირო იყო ეს ბრძოლა, ვის ებრძვიან...



მთელი მაჰაბჰარატა ამ ბრძოლის წინაისტორია და ისტორიაა... ეს რომ ავხსნა ძალიან ბევრი უნდა ვილაპარაკო. მოკლედ იმას ვიტყვი, რომ პანდავებმა, ანუ არჯუნას მხარემ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ბრძოლა არ მომხდარიყო, თავად კრშნაც კი იყო მისული კეთილი ნების ელჩად მეორე მხარესთან და მოუწოდა ძმათა შორის ომისგან თავი შეეკავებინათ, მაგრამ მეორე მხარემ (რომლის მმართველებიც დემონური ცნობიერების ხალხი იყო ძირითადად) არ ისმინეს ეს ყველაფერი. მოკლედ აბსოლუტურად სამართლიანი ბრძოლა იყო და მითუმეტეს ყველა დემონისთვის ეს მარცხი მადლი იყო, იმიტომ რომ სიკვდილის წინ კრშნას ხედავდნენ და ეს კი პირდაპირი გზაა სულიერ სამყაროში. ანუ ეს ერთგვარი ღვთაებრივი თამაში იყო...


QUOTE(tikoroma @ 2nd May 2010 - 09:32 PM) *
და კიდევ, ინდოეთში ხომ კასტებადაა დაყოფილი და დაბალ კასტას აკრძალული რომ აქვს ყველაფერი, მაგასაც ეთანხმები?


თანამდეროვე ინდოეთი და ვედური კულტურა უკვე დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო ძველად არც ერთი კასტის წევრი არ იყო უკმაყოფუილო თავის მდგომარეობით და ყველა თავის ფუნქციას ასრულებდა. ოღონდ ახლანდელისგან განსხვავებით ბრაჰმანობაც და კშატრიობაც პირველ რიგში დამსახურებებით და ღვაწლით განისაზღვრებოდა და არა წარმომავლობით. ინიცირებამდე "ბრაჰმანს" ბრაჰმანის ნათესავად მოიხსენებდნენ" ანუ მხოლოდ მეორედ დაბადების (ინიცირების) შემდეგ ხდებოდა იგი ბრაჰმანი.

შუდრებმა რომ სახელმწიფოს სათავეში მოინდომეს მოსვლა და სიმდიდრის "ძმურად გაყოფა" ეგ იყო ზუსტად კომუნიზმი...

ვაიშიებმა (ვაჭრებმა და ბიზნესმენებმა) რომ გადაწყვიტეს მსოფლიოს მართვა ეგაა ზუსტად კაპიტალიზმი...

ჭეშმარიტი მეფე ღირსეული კშატრია უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო ადრე თუ გვიან განწირულია...

QUOTE(tikoroma @ 2nd May 2010 - 09:32 PM) *
ისე, ამ ტექსტებს რომ ვკითხულობ, ბევრი პარალელია სახარებასთან, მამა პაისთან, ლაზარევთან და რავი რაც წავიკითხე რა ამ ბოლოს, ეხმიანება ერთმანეთს... ნუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, საერთო ფორმულა ერთია მაინც...


ამ ტექსტებიდან მოდის ყველა ცოდნა. ესაა ის პირვანდელი საწყისი ცოდნა, სადამდეც ხელი მიგვიწვდება და ჩაწერილია. თუმცა ჩემთვის პირადად ბიბლიაც ვედაა (ანუ ცოდნა) ვეფხისტყაოსანიც და "ალუდა ქეთელაურიც" (მაგრამ ყველა რელიგიის წმინდა წერუილი სხვადასხვა სულიერი განვითარების ხალხისთვის არის განკუთვნილი).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 4 2010, 10:44 PM
Post #47


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტრანსცენდეტალი - რას ნიშნავს?
და მოდუსიც რა არის?

ციტატა(atman @ 3rd May 2010 - 01:13 PM) *
ეგ გიტას კომენტარები კი არა სისულელეა, ძველბიჭური ტერმინოლოგიით გაჟღენთილი
წავშალე, ასე რომ ვეღარ ავტვირთავ.

კაი,თუ არ ვარგა, ნუ იქნება... მე თარგმანი მეგონა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 5 2010, 06:30 AM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 4th May 2010 - 11:44 PM) *
ტრანსცენდეტალი - რას ნიშნავს?


ბევრნაირად შეიძლება მაგ სიტყვის ახსნა. ტრანსცენდენტალური უფრო იმას ნიშნავს, რაც მატერიალური გრძნობების აღქმის მიღმა იმყოფება...

QUOTE(tikoroma @ 4th May 2010 - 11:44 PM) *
და მოდუსიც რა არის?


კრშნაზე უკეთეს პასუხს ვინ გაგცემს ამაზე smile.gif

მოვიყვან თავს "ბჰაგავად გიტადან" სადაც მოდუსების ბუნებაა ახსნილი:

თავი მეთოთხმეტე
მატერიალური ბუნების სამი მოდუსი


1. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: მე კვლავ განგიცხადებ ამ უმაღლეს სიბრძნეს, საუკეთესო ცოდნას, რომლითაც ყოველმა ბრძენმა უმაღლეს სრულქმნას მიაღწია.
2. ის ვინც ამ ცოდნაში მტკიცდება, ჩემი ბუნების მსგავს ტრანსცენდენტალ ბუნებას იძენს. ის, ვინც ამგვარადაა განმტკიცებული, შექმნისას არ იბადება და არც განადგურებისას წუხდება.
3. მთელი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც ბრაჰმანი ეწოდება, დაბადების სათავეა და სწორედ ამ ბრაჰმანში ჩავსახავ მე სიცოცხლეს, რითაც შესაძლებელს ვხდი ყოველი ცოცხალი არსების დაბადებას, ო ბჰარატას შთამომავალო.
4. იცოდე, რომ სიცოცხლის ყოველი სახეობა, ო კუნტის შვილო, ამ მატერიალურ ბუნებაში იბადება და რომ მე ვარ თესლის მიმცემი მამა.
5. მატერიალური ბუნება შედგება სამი მოდუსისაგან: სათნოების, ვნებისა და უგუნურებისაგან. როდესაც ცოცხალი არსება ბუნებას უკავშირდება, ო მკლავმაგარო არჯუნა, იგი განპირობებული ხდება ამ მოდუსებით.
6. ო უცოდველო, სათნოების მოდუსს, როგორც სხვებზე წმინდას, სინათლე მოაქვს და ათავისუფლებს ცოცხალ არსებას ყოველი ცოდვითი რეაქციისგან. ამ მოდუსში მყოფნი ბედნიერებითა და ცოდნით ხდებიან განპირობებულნი.
7. ვნების მოდუსი უსაზღვრო სურვილებისა და წადილისაგან არის წარმოშობილი, ო კუნტის შვილო, რის გამოც ცოცხალი არსება მატერიალურ საქმიანობებზეა მიჯაჭვული.
8. ო ბჰარატას შვილო, იცოდე, რომ უგუნურებისაგან შობილ წყვდიადის მოდუსში ყოველი ხორცშესხმული ცოცხალი არსება მოტყუებულია. ამ მოდუსის შედეგებია სიზარმაცე, სიგიჟე და ძილი, რაც ატყვევებს სულს.
9. ო ბჰარატას შვილო, სათნოების მოდუსი ბედნიერებით განაპირობებს არსებას; ვნება – კარმიული საქმიანობით; უგუნურება კი სიამოვნებას მიაჯაჭვავს იმით, რომ ცოცხალი არსების ცოდნას ფარავს.
10. ზოგჯერ სათნოების მოდუსი ჭარბობს, ამარცხებს რა ვნებისა და უგუნურების მოდუსებს, ო ბჰარატას შვილო, ზოგჯერ ვნების მოდუსი ჯობნის სათნოებასა და უგუნურებას. ზოგჯერ კი უგუნურება ერევა სათნოებასა და ვნებას. ამგვარად, მუდამ პაექრობაა პირველობისთვის.
11. სათნოების მოდუსი ვლინდება მაშინ, როდესაც სხეულის ყოველი კარი ცოდნითაა განათებული.
12. ო მთავარო ბჰარატათა შორის, როდესაც ვნების მოდუსი მატულობს, ვითარდება დიდი მიჯაჭვულობის, კარმიული საქმიანობის, ძლიერი ძალისხმევის და დაუოკებელი სურვილისა და წადილის ნიშნები.
13. როდესაც უგუნურების მოდუსი მატულობს, ო კურუს შვილო, ვლინდება წყვდიადი, უმოქმედობა, სიგიჟე და ილუზია.
14. როდესაც ცოცხალი არსება სათნოების მოდუსში გარდაიცვლება, დიადი ბრძენების წმინდა, მაღალ პლანეტებს აღწევს.
15. როდესაც ცოცხალი არსება ვნების მოდუსში გარდაიცვლება, იბადება მათ შორის, ვინც კარმიულ საქმიანობებს ეწევიან; და როდესაც არსება უგუნურების მოდუსში გარდაიცვლება, იბადება ცხოველთა სამყაროში.
16. ღვთაებრივი საქმიანობის შედეგი წმინდაა და ამბობენ, რომ სათნოების მოდუსს მიეკუთვნება, მაგრამ ვნების მოდუსში შესრულებულ საქმიანობას მოჰყვება ტანჯვა, უგუნურების მოდუსში შესრულებულს კი - სიგიჟე.
17. სათნოების მოდუსიდან ვითარდება ჭეშმარიტი ცოდნა, ვნების მოდუსიდან – სიხარბე, უგუნურების მოდუსიდან კი – ჭკუასუსტობა, სიგიჟე და ილუზია.
18. ისინი, ვინც სათნოების მოდუსში იმყოფებიან, თანდათანობით მაღალ პლანეტებზე აღიმართებიან, ვნების მოდუსში მყოფნი დედამიწის მაგვარ პლანეტებზე იცხოვრებენ; ისინი კი, ვინც უგუნურების შემზარავ მოდუსში არიან, ჯოჯოხეთის სამყაროებში ეშვებიან.
19. როდესაც ცოცხალი არსება სწორად ხედავს, რომ მოქმედებენ მხოლოდ ბუნების მოდუსები და ცნობს უზენაეს უფალს, რომელიც მთელ ამ მოდუსებზე მაღლა დგას, ჩემს სულიერ ბუნებას აღწევს.
20. როდესაც ხორცშესხმული არსება მატერიალურ სხეულთან დაკავშირებულ ამ სამ მოდუსზე ამაღლდება, თავს აღწევს დაბადებას, სიკვდილს, სიბერესა და გაჭირვებებს და ამ ცხოვრებაშიც იგემებს ნექტარს.
21. არჯუნამ იკითხა: ო ჩემო ძვირფასო უფალო! რა ნიშნებით უნდა იცონ ის, ვინც გადალახა ეს სამი მოდუსი? როგორ იქცევა და როგორ გადალახავს ბუნების მოდუსებს?
22-25. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ო პანდუს შვილო, ის, ვისა ცარ სძულს გასხივოსნების, მიჯაჭვულობისა და ილუზიის მოსვლა და ვინც არ შენატრის მათ, როდესაც ქრებიან; მატერიალური თვისებების ნებისმიერი ურთიერთქმედების მიმართ შეუდრეკელი და უშფოთველია, ნეიტრალური და ტრანსცენდენტული, ვისაც კარგად ესმის, რომ მხოლოდ მატერიალური მოდუსები მოქმედებენ; ვისი ყურადღებაც საკუთარ მეობაზეა მიპყრობილი და ვინც თანაბრად ხვდება ბედნიერებასა და უბედურებას; ვინც მუჭა მიწას, ქვასა და ოქროს ნაჭერს ერთი თვალით შეჰყურებს; ვინც თანაბრად შეჰყურებს სასურველსა და არასასურველს, ვინც მტკიცეა, ვინც ერთნაირად ექცევა შექებასაც და საყვედურსაც, პატივსაც და ლანძღვასაც; ვინც ერთნაირად ექცევა მეგობრებსაც და მტრებსაც; და აღკვეთილია ყოველგვარი მატერიალური საქმიანობისაგან – ამბობენ, რომ ასეთმა პიროვნებამ გადალახა ბუნების მოდუსები.
26. ის, ვინც ნებისმიერ ვითარებაში უცვლელად, სრული ერთგული სამსახურით მემსახურება მე, უმალ გადალახავს მატერიალური ბუნების მოდუსებს და ასე აღწევს ბრაჰმანის დონეს.
27. და მე ვარ ფუძე უპიროვნო ბრაჰმანისა, რომელიც უკვდავი, უხრწნადი, მარადიული და საბოლოო ბედნიერების კონსტიტუციური მდგომარეობაა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 5 2010, 09:36 PM
Post #49


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აჰ, მეთოთხმეტე თავამდე არ ვიყავი მისული ეგ რომ ვიკითხე. laugh.gif მეცამეტეზე ვარ... 10-11-12-ე მაგარი იყო


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 5 2010, 09:39 PM
Post #50


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

თუ რომელიმე სუტრის განმარტება განსაკუთრებით დაგაინტერესებს მითხარი და პირადად შრილა პრაპჰუპადას კომენტარს დაგიდებ smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 27 2010, 07:39 PM
Post #51


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს არის ბჰაგავად-გიტა ქართულად, შრილა პრაპჰუპადას განმარტებებით. ჯერჯერობით მხოლოდ 6 თავის განმარტებებია დანარჩენს მერე დავამატებ (სულ 18 თავია):



http://bin.ge/file/11169/Bhagavad-gita--Geo-.zip.html




ეს ორიგინალური ინგლისური ტექსტი (სანსკრიტთან ერთად) შრილა პრაპჰუპადას თარგმანით და კომენტარებით.

ვინც ინგლისური იცით ყველას გირჩევთ. ორიგინალ თარგმანსაც წაიკითხავთ და ინგლისურის ცოდნასაც გაიღრმავებთ biggrin.gif



გადმოსაწერი ლინკი:
http://allshares.ge/download.php?id=E217AEF026



ეს კი აუდიოწიგნია ინგლისურ ენაზე:

http://www.bhaktibox.net/index.php?option=...1&Itemid=63


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 8 2010, 01:02 PM
Post #52


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ვინაიდან შენ არასოდეს გსურს ჩემი, მე გაგინდობ ამ ყველაზე საკრალურ ცოდნასა და რეალიზაციას, რომლის ცოდნითაც განთავისუფლდები მატერიალური არსებობის ტანჯვებისგან.

ეს ცოდნა განათლების მეფეა, საიდუმლოთა საიდუმლო. წმინდა ცოდნაა და ვინაიდან მისი საშუალებით სული უშუალოდ აღიქმება რეალიზაციის გზით, რელიგიის სრულქმნას წარმოადგენს. იგი სამარადისოა და მის შესრულებას ბედნიერება მოაქვს.

ვისაც ერთგული სამსახურის არა სწამთ, ვერ აღწევენ ჩემამდე, ო მტრის შემმუსვრელო. ამიტომ უბრუნდებიან დაბადებისა და სიკვდილის გზას მატერიალურ სამყაროში.

(ბ.გ. 9.1-3)


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 12 2010, 09:20 PM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



15 სექტემბერს ერთი დღით თბილისის აშრამში ჩამოდის ირლანდიელი გურუ - პრაბჰავიშნუ სვამი, ამ დღესვე ემთხვევა ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაული, შრიმატი რადჰარანის მოვლინების დღე.



16 სექტემბერს კი ჩამოდის ასევე ძალიან ცნობილი გურუ რუსეთიდან - ბჰაკტი ვიგიანა გოსვამი მაჰარაჯი



ლექციები ჩატარდება საღამოს, დაახლოებით 6 საათიდან. მისამართი: ავჭალა. კაჭარავას 16. დასწრების მსურველები დამიკავშირდით პმ-ში (თქვენით მოგნება გაგიჭირდებათ)


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Jan 3 2012, 12:20 AM
Post #54


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

ფურცლებიანი წიგნი თუ გაქვს, ვიყიდი ერთს.. კომპიუტერში ბევრს ვერ ვკითხულობ


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jan 3 2012, 12:49 AM
Post #55


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,511
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ბიჭო ამხელა ასოებით ნუ წერ ტო biggrin.gif ......... წაკითხვა მინდოდა


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 3 2012, 06:32 AM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანა
QUOTE(ანა @ 3rd January 2012 - 12:20 AM) *
ფურცლებიანი წიგნი თუ გაქვს, ვიყიდი ერთს.. კომპიუტერში ბევრს ვერ ვკითხულობ


არის ტაძარში, ძველი თარგმანი და შეგიძლია შეიძინო. ახალი თარგმანი როდის დაიბეჭდება ჯერ არავინ იცის.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Jan 3 2012, 01:05 PM
Post #57


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ Jan 3 2012, 12:49 AM) *
ბიჭო ამხელა ასოებით ნუ წერ ტო biggrin.gif ......... წაკითხვა მინდოდა

hilarioustu8.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
daliela
post Mar 22 2012, 10:59 PM
Post #58


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 119
Joined: 11-October 10
Member No.: 6,289

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბჰაგავადგიტას,სახარებას და ყურანის ნაწილებს ვკითხულობ ერთად უკვე რამდენი ხანია .
დასკვნა : სიბრძნე ერთია !



--------------------
God is God
Go to the top of the page
 
+Quote Post
Doors
post Apr 25 2013, 07:50 PM
Post #59


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 26-February 13
Member No.: 7,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://bin.ge/dl/24758/Bhagavad-Gita--Geo-new-.zip.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalkeri
post May 10 2013, 10:17 PM
Post #60


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 47
Joined: 5-May 13
Member No.: 7,078

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



bhagavatgita unda davicko. ki ara maqvs cakitxuli. smile.gif devs devs devs, verafrit ver movabi tavi.
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 31st March 2020 - 11:55 AM