IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

10 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> შრილა პრაპჰუპადა, აუდიო ლექციები
Atman
post Feb 2 2010, 08:26 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ლინკზე შრილა პრაპჰუპადას ძალიან ბევრი და საინტერესო ლექციაა. ვედების მოყვარულებს (და არა მარტო) გირჩევთ მოუსმინოთ wink.gif

უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე და რა თქმა უნდა სასიკეთოს.

http://www.krishna.org.ua/world/index.php?...&Itemid=220

ძირითადად "ბჰაგავატ გიტას" და "შრიმად ბჰაგავატამის" კომენტარებია.


პ.ს. მსურველები შემიძლია ნებისმიერ კვირა დღეს წავიყვანო (თუ მეცლება) კრიშნაიტების აშრამში. მოისმენთ ლექციას, კირტანს. გაჩუქებენ წიგნებს და გაგიმასპინძლდებიან გემრიელი საჭმლით smile.gif

ყველაზე საინტერესო იქ მისვლა დღესასწაულებზეა. დაინტერესებულები შემეხმიანონ ხოლმე wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
irma
post Feb 2 2010, 09:12 PM
Post #2


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 129
Joined: 27-January 10
Member No.: 6,132

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Atman @ Feb 2 2010, 08:26 PM) *
ამ ლინკზე შრილა პრაპჰუპადას ძალიან ბევრი და საინტერესო ლექციაა. ვედების მოყვარულებს (და არა მარტო) გირჩევთ მოუსმინოთ wink.gif

უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე და რა თქმა უნდა სასიკეთოს.

http://www.krishna.org.ua/world/index.php?...&Itemid=220

ძირითადად "ბჰაგავატ გიტას" და "შრიმად ბჰაგავატამის" კომენტარებია.
პ.ს. მსურველები შემიძლია ნებისმიერ კვირა დღეს წავიყვანო (თუ მეცლება) კრიშნაიტების აშრამში. მოისმენთ ლექციას, კირტანს. გაჩუქებენ წიგნებს და გაგიმასპინძლდებიან გემრიელი საჭმლით smile.gif

ყველაზე საინტერესო იქ მისვლა დღესასწაულებზეა. დაინტერესებულები შემეხმიანონ ხოლმე wink.gif

ამ პოსტის წაკითხვისას ერტი ამბავი გამახსენდა....რამდენიმე წლის წინ ძალიან ჩავუგრმავდი რელიგიურ წიგნებს სხვადასხვა რელიგიურ წიგნებს ვკითხულობდი...და ერტ მშვენიერ დგესაც ბაჰავადგიტას წავაწყდი წიგნს ოგონდ...დავიწყე კითხვა და ნახევარი საათის შემდეგ ძალიან ცუდი ამბავი გამაგებინეს იმ დგის შემდეგ ამ წიგნს ხელს ვეგარ ვკიდებ რაგაც ცუდი შეგრძნება დამრჩა ასე მგონია კიდევ ცუდ ამბავს გავიგებ თუ ხელს მოვკიდებ...უკვე რამდენი წელია ასეტი რაგაც მჩირს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 2 2010, 09:15 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



irma
QUOTE(ariete @ 2nd February 2010 - 09:12 PM) *
ამ პოსტის წაკითხვისას ერტი ამბავი გამახსენდა....რამდენიმე წლის წინ ძალიან ჩავუგრმავდი რელიგიურ წიგნებს სხვადასხვა რელიგიურ წიგნებს ვკითხულობდი...და ერტ მშვენიერ დგესაც ბაჰავადგიტას წავაწყდი წიგნს ოგონდ...დავიწყე კითხვა და ნახევარი საათის შემდეგ ძალიან ცუდი ამბავი გამაგებინეს იმ დგის შემდეგ ამ წიგნს ხელს ვეგარ ვკიდებ რაგაც ცუდი შეგრძნება დამრჩა ასე მგონია კიდევ ცუდ ამბავს გავიგებ თუ ხელს მოვკიდებ...უკვე რამდენი წელია ასეტი რაგაც მჩირს


მე მგონი არ ღირს წიგნის ცუდ ამბავთან დაკავშირება... smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Stoned
post Feb 5 2010, 05:54 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 29
Joined: 4-February 10
Member No.: 6,139

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შრილა პრაპჰუპადას წიგნი მაქვს, "სიცოცხლე მოდის სიცოცხლისგან" ქვია. ახლახანს დავიწყე კითხვა და საკმაოდ საინტერესოა. l_book.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 5 2010, 05:57 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Stoned

დასაწყისისთვის კარგია. უფრო ღრმად თუ გინდა რომ გაეცნო "ბჰაგავატ გიტას" გირჩევ პრაპჰუპადას კომენტარებით.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 14 2010, 12:32 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პრაპჰუპადას ლექციების არქივი (დასათაურებული):



http://maharathayatra.com/arhiv.htm


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 19 2010, 09:08 AM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შრილა პრაპჰუპადას წიგნების არქივი:

http://www.zvek.info/content/view/446/112/


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 19 2010, 11:56 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შრი იშოპანიშადი
(ღვთაებრივი უპანიშადი)
(სანსკრიტიდან თარგმნა
ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაპჰუპადამ)



1. სამყაროში ყოველ სულიერსა და უსულოს კონტროლს უწევს და ფლობს უფალი. ამიტომ ადამიანმა უნდა აიღოს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი აუცილებელი წილი და ხელი არ ახლოს სხვა რამეს, კარგად ესმოდეს, თუ ვის ეკუთვნის ყოველივე.

2. ასეული წლობით სიცოცხლეს შეიძლება ესწრაფოდეს ის, ვინც ამგვარად შრომობს, ვინაიდან ასეთი მოღვაწეობა კარმის კანონის ტყვეობაში არ აქცევს მას. ადამიანს სხვა არჩევანი არა აქვს ამ გზის გარდა.

3. მკვლელი სულისა, ვინც არ უნდა იყოს იგი, უნდა წავიდეს ურწმუნოთა სამყაროების სახელით ცნობილ პლანეტებზე, რომლებიც წყვდიადითა და უგუნურებითაა მოცული.

4. თუმცა ღმრთეების პიროვნება არ ტოვებს საკუთარ სავანეს, იგი ფიქრზე სწრაფია და ყველას ასწრებს სრბოლაში. ძლევამოსილ ნახევარღმერთებს არ ძალუძთ მასთან მიახლოება. თუმცა ადგილს არ იცვლის, განაგებს მათ, ვინც ჰაერითა და წვიმით გვასაზრდოებენ. იგი ყველას აღემატება თავისი ბრწყინვალებით.

5. უზენაესი უფალი დადის და არც დადის. ძალიან შორისაა და ძალიან ახლოსაც. ყველაფერშია და მაინც ყველაფერს მიღმა მყოფი.

6. მას, ვინც ყველაფერს უზენაეს უფალთან კავშირში ხედავს, ვინც ყოველ არსებას უფლის განუყოფელ ნაწილაკებად აღიქვამს და ვინც ყველაფერში უზენაეს უფალს ჭვრეტს, არ სძულს არც არაფერი და არცერთი არსება.

7. ის, ვინც მუდამ ხედავს, რომ ყოველი ცოცხალი არსება სულიერი ნაპერწკალია, რომლებიც თვისობრივად ერთიანები არიან უფალთან, ხდება ჭეშმარიტი მცოდნე. მაშ, რაღა აღძრავს მასში ილუზიას ან შიშს?

8. ასეთი პიროვნება სინამდვილეში უნდა იცნობდეს უდიდესს, ხორცშეუსხმელს, ყოვლისმცოდნეს, უნაკლოს, უსისხლძარღვოს, წმინდასა და უბიწოს, თვითკმარ ფილოსოფოსს, რომელიც უხსოვარი დროიდან უსრულებს ნატვრებს ყველას.

9. ისინი, ვინც უმეცრების საქმიანობათა განვითარებით არიან დაკავებულნი, უმეცრების უკუნეთში მოხვდებიან. მაგრამ უფრო განწირულნი არიან ეგრეთწოდებული ცოდნის განვითარებით დაკავებულნი.

10. ბრძენთ განუმარტავთ ჩვენთვის, რომ ცოდნას განვითარება ერთ შედეგს იძლევა, და ნათქვამია, რომ სხვა შედეგს იძლევა უმეცრების განვითარებაო.

11. მხოლოდ ის, ვისაც ერთდროულად შეუძლია უმეცრებისა და ტრანსცენდენტული ცოდნის პროცესების შესწავლა, თავს აღწევს ხელახლა დაბადებისა და სიკვდილის ტყვეობას და უკვდავების სრული ნეტარებით ტკბება.

12. ისინი, ვინც თაყვანს სცემენ ნახევარღმერთებს, უგუნურების უკუნეთში მიემართებიან, ხოლო უფრო განწირულნი არიან აბსოლუტის თაყვანისმცემელნი [აქ იგულისხმება უპიროვნო ბრაჰმანი, ღმერთის უპიროვნო ასპექტი].

13. ამბობენ, რომ ერთ შედეგს იძლევა ყოველ მიზეზთა უზენაესი მიზეზის თაყვანისცემა, სხვა შედეგს კი – იმის გაღმერთება, ვინც არ არის უზენაესი. ყოველივე ეს მოუსმენიათ უშფოთველი ავტორიტეტებისგან, რომლებმაც ნათლად განმარტეს ზემოთქმული.

14. ადამიანი სრულყოფილად უნდა იცნობდეს ღმრთეების პიროვნებას დამ ის ტრანსცენდენტალ სახელს, ისევე როგორც წარმავალ მატერიალურ სამყაროს, თავისი წარმავალი ნახევარღმერთებით, ადამიანებითა და ცხოველებით. როდესაც გაიგებს ამას, იგი ამაღლდება სიკვდილზე და, მასთან ერთად, ეფემერულ კოსმოსურ გამოვლენაზეც და ღმერთის მარადიულ სასუფეველში ნეტარებითა და ცოდნით აღსავსე საუკუნო ცხოვრებით დატკბება.

15. ო, უფალო ჩემო, ყოველი სულიერის მასულდგმულებელო, შენი ნამდვილი სახე შენივე თვალისმომჭრელი ბრწყინვალებითაა დაფარული. გთხოვ, მოიცილე ეს საფარველი და უჩვენე საკუთარი თავი შენს წმინდა ერთგულს.

16. ო, ჩემო უფალო, ო, თავდაპირველო ფილოსოფოსო, სამყაროს მასულდგმულებელო, ო, მარეგულირებელო პრინციპო, წმინდა ერთგულების საბოლოო მიზანო, კაცობრიობის მამამთავართა კეთილმოსურნევ, გთხოვ, გასწიე შენი ტრანსცენდენტული სხივების სიკაშკაშე, რათა შენი ნეტარი სახე ვიხილო. შენ ხარ ღმრთეების მარადიული უზენაესი პიროვნება, სადარი მზისა, ისევე როგორც მე.

17. დაე ფერფლად იქცეს ეს წარმავალი სხეული და დაე სიცოცხლის ჰაერი შეუერთდეს მთელ ჰაერს. ახლა, ო, უფალო ჩემო, გთხოვ გაიხსენე ყოველი ჩემი მსხვერპლშეწირვა და რამეთუ შენ ხარ უმაღლესი განმცხრომელი, გთხოვ, გაიხსენე ყველაფერი, რაც გამიკეთებია შენთვის.

18. ო, უფალო ჩემო, ცეცხლივით ძლიერო, ყოვლისშემძლევ, ახლა მოწიწებით ქედს ვიხრი შენს წინაშე და ვემთხვევი მიწას შენს ტერფებთან. ო, უფალო ჩემო, გთხოვ მატარე სწორი გზით, რათა მოგაღწიო შენდ ა ვინაიდან შენ იცი, რაც მიკეთებია წარსულში, გთხოვ დამიხსენი წარსულ ცოდვათა საპასუხო შედეგებისაგან, რათა არავითარი დაბრკოლება არ შეხვდეს ჩემს წინსვლას.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
user name
post Mar 19 2010, 03:55 PM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 8-March 10
Member No.: 6,171

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman


უფალი რამდენია?


--------------------
Любите друг друга! (только себе не лгите).
Go to the top of the page
 
+Quote Post
user name
post Mar 19 2010, 03:56 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 8-March 10
Member No.: 6,171

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 19th March 2010 - 11:56 AM) *
. თუმცა ღმრთეების პიროვნება

QUOTE(atman @ 19th March 2010 - 11:56 AM) *
უზენაესი უფალი დადის და არც დადის



--------------------
Любите друг друга! (только себе не лгите).
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 19 2010, 03:57 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



user name
QUOTE(user name @ 19th March 2010 - 03:55 PM) *
უფალი რამდენია?


ერთი! მრავალი სახით!


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
user name
post Mar 19 2010, 04:02 PM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 8-March 10
Member No.: 6,171

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 19th March 2010 - 11:56 AM) *
ასეთი პიროვნება სინამდვილეში უნდა იცნობდეს უდიდესს, ხორცშეუსხმელს, ყოვლისმცოდნეს, უნაკლოს, უსისხლძარღვოს, წმინდასა და უბიწოს, თვითკმარ ფილოსოფოსს, რომელიც უხსოვარი დროიდან უსრულებს ნატვრებს ყველას.



ეგ ვერ გავიგე


--------------------
Любите друг друга! (только себе не лгите).
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 19 2010, 04:03 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანში არის 2 სული: ჯივ-ატმა, ანუ ინდივიდუალური სული, რომლებიც ჩვენ ვართ ოღონდ ჯერ ვერ გაგვიცნობიერებია ეს და ან სხეული გვგონია ჩვენი თავი, ან ჭკუა, ან გონება და ცრუ ეგო, ხოლო მეორეა პარამატმა, ანუ ზესული (ქრისტიანობაში სულიწმინდა), რომელიც ყველა ადამიანის გულშია და ღმერთის ერთ-ერთი ასპექტია. თავად ღმერთია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 19 2010, 04:05 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(user name @ 19th March 2010 - 04:02 PM) *
ასეთი პიროვნება სინამდვილეში უნდა იცნობდეს უდიდესს, ხორცშეუსხმელს, ყოვლისმცოდნეს, უნაკლოს, უსისხლძარღვოს, წმინდასა და უბიწოს, თვითკმარ ფილოსოფოსს, რომელიც უხსოვარი დროიდან უსრულებს ნატვრებს ყველას.

QUOTE(user name @ 19th March 2010 - 04:02 PM) *
ეგ ვერ გავიგე


მანდ ლაპარაკი სწორედ ღმერთზეა. არსებობს ღმერთის შეცნობის 3 ეტაპი: ბრაჰმანის შეცნობა, ანუ ღმერთის უპიროვნო ასპექტის შეცნობა, პარამატმის შეცნობა, ანუ ღმერთის შეცნობა ჩვენსავე გულში და ბჰაგავანის შეცნობა, ანუ ღმერთის, როგორც უზენაესი პიროვნების შეცნობა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 20 2010, 12:55 PM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შრი შიკშაშტაკა

ეს არის შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მიერ დატოვებული ერთადერთი წერილობითი ტექსტი 8 შლოკის სახით, რომელშიც მთელი ვედების და რელიგიის არსია ჩადებული. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ იყო კრშნას და რადჰას ერთობლივი ინკარნაცია და უფლის “ფარული ავატარი”. ვედებში უფალი ამბობს რომ კალი იუგის დროს ყოველთვის მოგვევლინება როგორც უფლის მსახური და არა როგორც უფალი, რადგანაც მრავალი დემონი და თაღლითი გამოაცხადებს თავს ღმერთად და მხოლოდ გულწრფელი მაძიებელნი იპოვიან მას.


1. დიდება შრი კრშნა სანკირტანას, რომელიც წლების მანძილზე დაგროვილი მტვრისაგან წმენდს გულს და განპირობებული სიცოცხლის, განმეორებადი დაბადებისა და სიკვდილის ცეცხლს აქრობს. სანკირტანას ეს მოძრაობა კაცობრიობისთვის უდიდესი მადლია, რადგან იგი კურთხევის მთვარის შუქით ანათებს. ის არის მთელი ტრანსცენდენტული ცოდნის მაცოცხლებელი. იგი ტრანსცენდენტული ნეტარების ოკეანეს ზრდის და გვაძლევს იმ ნექტარის გემოს, რომელსაც მუდამ მიველტვით.

2. ო ჩემო უფალო, მხოლოდ შენს სახელსაც კი შეუძლია მთელი კურთხევა მისცეს ცოცხალ არსებებს და ამდენად, შენ ასობით და მილიონობით სახელი გაქვს, კრშნასა და გოვინდას მსგავსი. ამ ტრანსცენდენტალ სახელებში მთელი შენი ტრანსცენდენტული ენერგიები ჩააქსოვე. ამ სახელთა გალობას მკაცრი და რთული წესებიც კი არ მოეთხოვება. ო ჩემო უფალო, შენი სიკეთის გამო უფლებას გვაძლევ, ადვილად მოგიახლოვდეთ შენი წმინდა სახელების გალობით, მაგრამ მე იმდენად უიღბლო ვარ, რომ ისინი არ მიზიდავს.

3. უფლის წმინდა სახელი ადამიანმა თავმდაბლად უნდა იგალობოს, საკუთარი თავი ქუჩაში დაგდებულ ჩალაზე მდაბლად ჩათვალოს; ხეზე მომთმენი იყოს, ყოველგვარი ცრუ სიამაყის გრძნობისგან თავისუფალი და მზად იყოს, ყოველმხრივ პატივი სცეს სხვებს. გონების ასეთ მდგომარეობაში მას შეუძლია განუწყვეტლივ იგალობოს უფლის წმინდა სახელი.

4. ო ყოვლისშემძლე უფალო, მე არ მსურს არც სიმდიდრის დაგროვება, არც ლამაზმანები, არც მიმდევრები. მე მხოლოდ შენი უმიზეზო ერთგული სამსახური მინდა, დაბადებიდან დაბადებამდე.

5. ო მაჰარაჯა ნანდას შვილო [კრშნა], მე შენი მარადიული მსახური ვარ, მაგრამ როგორღაც დაბადებისა და სიკვდილის ოკეანეში ჩამოვვარდი. გთხოვ, ამომიყვანე სიკვდილის ამ ოკეანიდან და მტვრად მაქციე შენს ლოტოსის ტერფებთან.

6. ო ჩემო უფალო, როდის დაამშვენებს ჩემს თვალებს ცრემლთა უწყვეტი ნაკადი შენი წმინდა სახელის გალობისას? როდის ჩამიწყდება ხმა და როდის დამიდგება ყალყზე თმები შენი სახელის წარმოთქმისას?

7. ო გოვინდა! შენგან განშორების გამო წამი თორმეტი წელი და მეტიც კი მგონია. ცრემლები ღვარად მდის თვალებიდან და შენს გარეშე მთელი სამყარო ცარიელი მეჩვენება.

8. მე არავის ვცნობ ჩემს უფლად კრშნას გარდა და ეს ასე იქნება მაშინაც, იგი უხეშად რომ მომეხვიოს ან გული გამიტეხოს, თუკი თვალწინ არ მეჩვენება. მისი ნებაა, როგორც უნდა, ისე მოიქცეს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში იგი მუდამ ჩემი სათაყვანებელი უფალია.


ჰარე კრშნა ჰარე კრშნა
კრშნა კრშნა ჰარე ჰარე,
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 20 2010, 01:57 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მანტრა – მედიტაცია

ჰარე კრშნა მაჰა მანტრას გალობისთვის რაიმე მკაცრი და რთული წესები არ არსებობს. მანტრა მედიტაციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი საოცრება ისაა, რომ მისი შესრულკება შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას – სახლში, სამსახურში, ავტობუსში თუ მეტროში.
არსებობს გალობის ორი ძირითადი სახე. ინდივიდუალურ გალობას, როდესაც ერთგული მანტრას კრიალოსანზე კითხულობს, ჰქვია ჯაპა. როდესაც ერთგული სხვებთან ერთად მღერის, ამას კირტანი ეწოდება. კირტანის დროს, როგორც წესი, გამოიყენება მუსიკალური ინსტრუმენტები და ტაში. ორივე სახის გალობა რეკომენდებულია და სასიკეთოა.
პირველი სახის მედიტაციის შესასრულებლად საჭიროა მხოლოდ ჯაპეს მძივების (მედიტაციისთვის საჭირო კრიალოსნის) წრიული ასხმა. იგი შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ. თუკი თავად გსურთ გაკეთება, ამისთვის:
1. შეიძინეთ 109 ცალი გახვრეტილი ხის მძივი (დაახლოებით 1-2 სმ დიამეტრიც). შეიძინეთ 3-5 მ სიგრძის გამძლე, მსხვილი აბრეშუმის ძაფი.
2. გაკვანძეთ ძაფი ბოლოდან დაახლოებით 15 სმ-ის დაშორებით, ააცვით მასზე მძივები, ისე რომ თვითოეული მძივის შემდეგ კვანძი იყოს.
3. 108-ე მძივის წამოცმის შემდეგ ძაფის ორივე ბოლო უკანასკნელ მძივში გაუყარეთ.
4. ეს ბოლო მძივი კრშნას განასახიერებს და თუკი შესაძლებელია, იგი დანარჩენ მძივებზე უფრო დიდი უნდა იყოს. ძაფი იმის შემდეგ გაკვანძეთ, რაც ორივე ბოლოს გაუყრით. ზედმეტი ძაფი მოჭერით. თქვენი ჯაპა მზადაა.
კრიალოსანზე მედიტაციისთვის კრშნას მძივის მომდევნო მძივი მარჯვენა ხელის დიდსა და შუა თითს შორის დაიჭირეთ და წარმოთქვით მთელი მანტრა: ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე / ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. გადადით მომდევნო მძივზე, დაიკავეთ ისევე და ბოლომდე წარმოთქვით მაჰა მანტრა. ასე გააგრძელეთ, სანამ არ წაიკითხავთ ყოველ (108) მძივზე და არ მიხვალთ კრშნას მძივთან. ეს ჯაპას კითხვის ერთ წრეს ნიშნავს. კრშნას მძივზე არ წაიკითხოთ, მოაბრუნეთ მძივები და განაგრძეთ საპირისპირო მიმართულებით. კრიალოსანზე კითხვა განსაკუთრებით სასარგებლოა, რაგდან ამ დროს დაკავებულია შეხების გრძნობაც, რაც კითხვისას კონცენტრაციაში დაგეხმარებათ.
ჯაპა შეგიძლიათ იკითხოთ შინაც და გარეთაც. შეგიძლიათ იკითხოთ ხმამაღლა ან ხმადაბლა, მაგრამ საჭიროია მანტრის გარკვევით და გასაგონად წარმოთქმა. მანტრის კითხვისას ჭკუა სხვა ფიქრებზე გაქცევას შეეცდება, რადგან ჭკუა მერყევი და მოუსვენარია, მუდამ ფიქრის საგანს ეძებს. ეცადეთ ყურადღებით იკითხოთ ჰარე კრშნა მაჰამანტრა და მოუსმინოთ მის ყოველ სიტყვას.
მანტრის კითხვა შეიძლება ნებისმიერ დროს, მაგრამ ვედურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ დღის გარკვეული მონაკვეთი – ადრინდელი დილა – განსაკუთრებით სასიკეთოა სულიერი საქმიანობისთვის. დაიწყეთ ერთი ან ორი წრით ყოველდღიურად და თანდათანობით მიაღწიეთ თექვსმეტ წრე, რაც მოწოდებულია მათთვის ვისაც სერიოზულად სურთ გალობა და კრშნას ერთგულად გახდომა.
ჯაპა ინდივიდუალური მედიტაციაა, კირტანი კი - ჯგუფური. კირტანის დროს ხალხი მღერის ჰარე კრშნა მანტრას. ამ დროს შეიძლება მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებაც. კირტანი შეგიძლიათ იმღეროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, ან სადაც გნებავთ. წესი ასეთია – ერთი მღერის ჰარე კრშნა მაჰამანტრას, შემდეგ კი სხვები პასუხობენ. შემდეგ კვლავ წამყვანი მღერის და სხვები პასუხობენ. ასე მეორდება მრავალჯერ და კირტანს სულ უფრო მეტი სულიერი ბედნიერება მოაქვს მონაწილეებისთვის.
კირტანის დროს საკუთარი გალობის მოსმენასთან ერთად სიკეთეს სხვების გალობის მოსმენითაც ვღებულობთ. მანტრის სიმღერა შეიძლება ნებისმიერ მელოდიაზე. მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება კარგია, მაგრამ აუცილებელი არაა. კირტანის დროს იყენებენ ტრადიციულ ინდურ ინსტრუმენტებს, კერძოდ, მრდანგას (ბენგალიურ დოლსა) და კარატალებს (ლითონის პატარა თეფშებს). თუკი ისინი არა გაქვთ, სხვა ინსტრუმენტებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, დაუკარით ფორტეპიანოზე, ორღანზე, ფლეიტაზე ან გიტარაზე. ტაშის დაკვრაც კარგია. სიმღერა შეუძლიათ ბავშვებსაც, რითაც ისინი სულიერად ვითარდებიან. შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა ერთად იმღეროთ.
ჰარე კრშნას გალობას მუდამ სიხარული და ბედნიერება მოაქვს. ამის გამოცდა საკუთარ თავზე შეიძლება. აბა, სცადეთ რაიმე სხვა სიტყვის ან ფრაზის რამოდენიმე წუთის განმავლობაში სიმღერა. თუკი იმღერებთ “პეპსი-კოლა”, “პეპსი-კოლას”, დარწმუნდებით, რომ ეს აუტანელია. ამას არავითარი სიამოვნების მონიჭება არ შეუძლია. მაგრამ კრშნას სახელები ტრანსცენდენტულია და რაც მეტს გალობთ, მით უფრო მეტი გინდებათ.


როგორ გავაუმჯობესოთ მედიტაციის ხარისხი

რა ვითარებაშიც არ უნდა იგალობოთ მაჰა მანტრა, დიდ სულიერ სიკეთეს მიიღებთ. დიადი წმინდანები და ბრძენები გარკვეული პრაქტიკული წესების დაცვას გვირჩევენ და ეს გაამდიდრებს ჩვენს გალობას და სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაგვეხმარება.
რაც უფრო მეტს გალობს ადამიანი ჰარე კრშნას, მით უფრო უადვილდება მას ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვა, ვინაიდან გალობის პროცესში იგი სულიერ ძალას იღებს და უფრო მაღალი სიამოვნების გემოს ივითარებს. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ცუდ ჩვევებზე, რომლებიც აფერხებს განწმენდას, და გალობით უმაღლეს გემოს გებულობს, მისი სულიერი წინსვლა გაცილებით იოლი ხდება.
მათთვის, ვისაც სერიოზულად და გულწრფელად სურთ წინსვლა, რეკომენდებულია ქვემოთ ჩამოთვლილი მარეგულირებელი პრინციპების დაცვა:
1. არ შეიძლება ხორცის, თევზისა და კვერცხის ჭამა.
2. არ შეიძლება დამათრობელი და ამგზნები საშუალებების მიღება (სახელდობრ, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თამბაქო, ჩაი, ყავა, კაკაო და შოკოლადიც კი).
3. არ შეიძლება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.
4. არავითარი უკანონო სქესობრივი კავშირი (არავითარი სქესობრივი ურთიერთობა ქორწინების გარეშე, ქორწინების შემთხვევაში კი – მხოლოდ ღმერთის ცნობიერი შვილების გაჩენის მიზნით).
ზემოაღნიშნული ოთხი მარეგულირებელი პრინციპის დაცვით სწრაფად შეიძლება სულიერ ცხოვრებაში წინსვლა. ამ პრინციპების დაცვის გარეშე წინსვლა ძალიან ძნელია, ვინაიდან უფრო და უფრო ვეჯაჭვებით მატერიალურ საგნებს. მაგრამ გალობა იმდენად ძლიერი პროცესია, რომ მისი დაწყება შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში და იგი დიდად გვეხმარება სულიერ წინსვლაში. გარდა ამისა სავალდებულოა სხვა პრინციპების დაცვაც:
1. საჭიროა ვედური ლიტერატურის რეგულარული კითხვა, განსაკუთრებით კი “ბჰაგავატ - გიტასი” და “შრიმად - ბჰაგავატამისა”. თუკი უბრალოდ მოვისმენთ კრშნას, მისი არაჩვეულებრივი საქმიანობებისა და ტრანსცენდენტული გართობების შესახებ, მატერიალურ სამყაროსთან დიდი ხნის ურთიერთობის შედეგად გულში დაგროვილი უწმინდურობა მოგვშორდება. თუკი რეგულარულად მოვისმენთ კრშნასა და სულიერი სამყაროს შესახებ, სადაც კრშნა თავის ერთგულებთან ერთად მარადიული გართობებით ტკბება, ბოლომდე გავიგებთ სულიერ ბუნებას, ჭეშმარიტ სულიერ საქმიანობებს და მატერიალური სამყაროდან თავის დაღწევის გზას.
2. იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ თავი მატერიალური უწმინდურობებისგან, უნდა მივირთვათ მხოლოდ ვეგეტარიანული საჭმელი, განსულიერებული იმით, რომ შეთავაზებული იქნება უზენაესი უფლის, კრშნასადმი. ნებისმიერი ცოცხალი არსების მოკვლას ცოდვითი რეაქცია მოსდევს, მცენარეთა მოკვლასაც კი, მაგრამ “ბჰაგავატ გიტაში” უფალი კრშნა ამბობს, რომ თუკი ადამიანი მას შესთავაზებს ვეგეტარიანულ საკვებს, იგი გაანეიტრალებს ამ შედეგებს.
3. საჭიროა უზენაეს უფალს, კრშნას მივართვათ ჩვენი შრომის ნაყოფები. როცა ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის შრომობს, იგი საპასუხო კარმიულ რეაქციებს ღებულობს, მაგრამ თუკი მხოლოდ კრშნას დასაკმაყოფილებლად იშრომებს, არავითარი კარმიული რეაქცია არ იქნება. უფლის სამსახურში შესრულებული შრომა არა მარტო ათავისუფლებს ადამიანს კარმისაგან, არამედ უღვიძებს მის მიძინებულ სიყვარულს კრშნასადმი. კაცს შეუძლია აკეთოს საკუთარი საქმე, მაგრამ არსებობს გარკვეული სახის საქმიანობა, რომლის შესრულებაც დაუშვებელია. უნდა მიატოვოთ იუს საქმიანობა, რომელიც არღვევს, ან რაიმენაირად ხელს უწყობს ზემოაღნიშნული მარეგულირებელი პრინციპების დარღვევას.
4. ვისაც სერიოზულად სურს ჰარე კრშნას გალობა, ასეთივე ცნობიერების ხალხთან უნდა იქონიოს ურთიერთობა. ეს სულიერ ძალას მიცემს მას. როგორც წესი, ადამიანი თავის გარშემო მყოფთა თვისებებს იძენს. თუკი ვინმეს ექიმობა ან ადვოკატობა სურს, ამ პროფესიის ხალხთან უნდა იქონიოს ურთიერთობა,. ამიტომ მეტად სერიოზულად უნდა ვერიდოთ ისეთ კავშირებს, რომელიც შეაფერხებს ჩვენს სულიერ წინსვლას. ასეთია, მაგალითად, ურთიერთობა მატერიალისტებთან ან მათთან, ვისაც არ აინტერესებთ სულიერი საკითხები, ხოლო ურთიერთობა მათთან, ვინც სულიერი წინსვლისთვის იღწვიან, ჰარე კრშნას გალობენ და მარეგულირებელ პრინციპებს იცავენ, საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზაა შინ, ღმრთეებასთან დაბრუნებისთვის.



ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაპჰუპადა


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 20 2010, 06:02 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Наука самоосознания

Автор: Шрила Прабхупада
Издательство: Кришналока
Тип: аудиоспектакль
Аудио кодек: MP3
Битрейт аудио: 64 kbps

Описание: Поразителиный прогресс науки, которым отмечено наше время, принес с собой не только несомненные удобства, но и неисчислимые проблемы и бедствия. Современное общество пытается разрешить эти проблемы материальными средствами, но вместо этого только создает новые.
Как разорвать этот заколдованый круг? Что мы можем сделать для будущего? В чем смысл нашего существования? Откуда мы пришли в этот мир и что с нами происходит после смерти? В этой книге А. Ч. Бхактиведанта Свами Прабхупада дает на все эти вопросы удивительно ясные и исчерпывающие ответы, основаные на древней мудрости Вед.

გადმოსაწერი ლინკი:
http://www.allshares.ge/download.php?id=7A871C4710

ძალიან კარგი აუდიოწიგნია შრილა პრაპჰუპადას წიგნზე "Наука самоосознания". პასუხია უამრავ კითხვაზე. არის დიალოგები მეცნიერებთან ქრისტიან მღვდელთან და ა.შ. მოკლედ საინტერესოა wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 28 2010, 01:36 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი შრილა პრაპჰუპადას წიგნიდან: "უფალი ჩაიტანიას მოძღვრება" ძალიან მნიშვნელოვანი და საკრალური ცოდნაა...



უფლის სამსახური

როდესაც ვედური ცოდნის უამრავი წიგნის დაწერის შემდეგაც კი ვიასადევა უკმაყოფილო დარჩა, ნარადა მუნიმ, მისმა სულიერმა მოძღვარმა, განუმარტა, რომ არ არსებობს თვითრეალიზაციის გზა, რომელსაც ერთგული სამსახურის გარეშე წარმატების მოტანა შეეძლოს. გულდამძიმებული ვიასადევა მდინარე სარასვატის ნაპირას იჯდა და ამ დროს მივიდა ნარადა მუნი. იხილა რა დამწუხრებული ვიასა, ნარადამ აუხსნა მის მიერ შედგენილი წიგნების ნაკლი.
- წმინდა ცოდნაც კი არ არის საკმარისი ტრანსცენდენტული ერთგული სამსახურის გარეშე, - თქვა ნარადამ. – და რაღა უნდა ითქვას ერთგულ სამსახურს მოკლებულ კარმიულ საქმიანობებზე? რა სიკეთეს მოუტონს ისინი მათ შემსრულებელს?
მსხვერპლშეწირვათა შესრულებაში გამოცდილი მრავალი ბრძენი არსებობს; არსებობს მრავალი ადამიანი, რომელიც ხელგაშლილად გასცემს მოწყალებას; არსებობს მრავალი სახელგანთქმული პიროვნება, მეცნიერი და მოაზროვნე და ვედური ჰიმნების წარმოთქმაში უაღრესად გაწაფული ადამიანი. ეს საქმიანობები სასიკეთოა, მაგრამ თუკი ადამიანი გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს და უფლის ერთგული სამსახურის მისაღწევად არ იმოქმედებს, სასურველ შედეგებს ვერ მიიღებს. ამიტომ “შრიმატ-ბჰაგავატამში” (ბჰაგ. 2.4.17) შუკადევა გოსვამი მოწიწებით ეთაყვანება უზენაეს უფალს როგორც ერთადერთ პიროვნებას, რომელსაც ჩვენთვის წარმატების მოტანა შეუძლია.
ყველა სახის ფილოსოფოსები და ტრანსცენდენტალისტები აღიარებენ, რომ ცოდნის უკმარობის შემთხვევაში მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ერთგული სამსახურის გარეშე ცოდნა განთავისუფლებამდე ვერ მიგვიყვანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯნანას ანუ ცოდნის კულტივირებას ადამიანის განთავისუფლების ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესწევს, როდესაც ერთგული სამსახურის გზაზე დააყენებს მას. ამას ადასტურებს ბრაჰმაც “შრიმად-ბჰაგავატამში” (ბჰაგ 10.14.4):
“ჩემო ძვირფასო უფალო, შენი ერთგული სამსახური თვითრეალიზაციის საუკეთესო გზაა. თუკი ვინმე მიატოვებს ამ გზას და ცოდნის განვითარების ან სპეკულაციური მსჯელობის გზას დაადგება, უბრალოდ ძნელ პროცესს გაივლის და სასურველი შედეგების მიღწევას ვერ შეძლებს. ის, ვინც ხორბლის უმარცვლო ჩენჩოს ბერტყავს, ვერ მიიღებს მარცვალს და ის, ვინც სპეკულაციური ცოდნითაა დაკავებული, ვერ მიაღწევს თვითრეალიზაციის სასურველ შედეგს. ერთადერთი მონაპოვარი გაჭირვება იქნება.”
“ბჰაგავატ-გიტაში” (ბ.გ.7.14) ნათქვამია, რომ მატერიალური ბუნება იმდენად ძლიერია, რომ უბრალო ცოცხალ არსებას მისი გადალახვა არ ძალუძს. მატერიალური ყოფიერების ოკეანეს მხოლოდ ისინი გადალახავენ, ვინც კრშნას ლოტოსის ტერფებს მიენდობიან. ცოცხალ არსებას ავიწყდება, რომ მარადიულად კრშნას მსახურია და მისი გულმავიწყობის გამო მას მატერიალური ენერგია იზიდავს და იგი განპირობებული ცხოვრების ტყვეობაში იმყოფება. მართლაც, ეს მიმზიდველობა მატერიალური ენერგიის ბორკილებია. სანამ მატერიალურ ბუნებაზე ბატონობის სურვილი არსებობს, განთავისუფლება ძალიან ძნელი გახლავთ. ამიტომ რეკომენდებულია მივმართოთ სულიერ მოძღვარს, რომელსაც ერთგულ სამსახურში ადამიანის გაწვრთნა, მატერიალური კლანჭებიდან თავის დახსნისა და კრშნას ლოტოსის ტერფების მიღწევის უნარის მიცემა შეუძლია.
ადამიანთა საზოგადოებაში მოვალეობის შესრულების გასაადვილებლად არსებობს რვა განაყოფი (ბრაჰმანები, ანუ ინტელექტუალური ხალხი; კშატრიები, ანუ მმართველები; ვაიშიები, ანუ საქმოსნები და ფერმერები; და შუდრები, ანუ მუშები.; აგრეთვე ოთხი აშრამი: ბრაჰმაჩარი, ანუ მოწაფეობის ხანა; გრჰასთჰა, ანუ მეოჯახეობის ხანა; ვანაპრასთჰა, ანუ ამქვეყნიურ ცხოვრებას ჩამოშორებული; და სანნიასი, ანუ განდეგილობის წესში მყოფი ადამიანი), მაგრამ თუკი ადამიანს ერთგულება, ანუ კრშნას ცნობიერება აკლია, იგი ვერ განთავისუფლდება მატერიალური ტყვეობიდან, მაშინაც კი, თუ მასზე დაწესებულ მოვალეობას ასრულებს. უფრო მეტიც, მატერიალური ცნობიერების გამო დაწესებული მოვალეობის შესრულებითაც კი ჯოჯოხეთში ჩაეშვება. ამიტომ მან, ვინც მასზე დაწესებულ მოვალეობას ასრულებს, ერთდროულად ერთგულ სამსახურში კრშნას ცნობიერება უნდა განივითაროს, თუკი მატერიალური კლანჭებიდან განთავისუფლება სურს.
ამ თვალსაზრისით, უფალ ჩაიტანიას მოჰყავს ნარადა მუნის მიერ წარმოთქმული ლექსი “შრიმატ-ბჰაგავატამიდან”, რაც ბჰაგავატას განვითარების გზას მიგვასწავლის. ნარადა მუნიმ აღნიშნა, რომ ადამიანთა საზოგადოების ოთხი განაყოფი, ისევე როგორც სიცოცხლის ოთხი საფეხური, უფლის გიგანტური ფორმისგან არის შობილი. ბრაჰმანები უფლის სამყაროსეული ფორმის პირიდან იშვნენ, კშატრიები ხელებიდან, ვაიშიები – წელიდან და შუდრები – ფეხებიდან. როგორც ასეთნი, ვირატა-პურუშას ფორმაში ისინი მატერიალური ბუნების სხვადასხვა მოდუსთა თვისებებს ფლობენ. თუკი პიროვნება უფლის ერთგული სამსახურით არ არის დაკავებული, იგი ეცემა თავისი მდგომარეობიდან, მიუხედავად იმისა, ასრულებდა მასზე დაწესებულ პროფესიულ მოვალეობებს თუ არა.
შემდგომ უფალი ჩაიტანია გვასწავლის, რომ მაიავადების ანუ იმპერსონალისტების სკოლის წარმომადგენლებს საკუთარი თავი ღმერთი ან განთავისუფლებულები ჰგონიათ, მაგრამ თავად ჩაიტანია მაჰაპრაბჰუსა და “შრიმად-ბჰაგავატამის” აზრით, ისინი არ არიან ჭეშმარიტად განთავისუფლებულები. ამასთან დაკავშირებით ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს კვლავ მოჰყავს ლექსი “შრიმატ-ბჰაგავატამიდან”:
“ისინი, ვინც საკუთარი თავი მაიავადთა ფილოსოფიის მიხედვით განთავისუფლებულად მიაჩნიათ, მაგრამ უფლის ერთგულ სამსახურს ჰკიდებენ ხელს, ეცემიან ერთგული სამსახურის შეუსრულებლობის გამო, უმკაცრესი ეპითიმიებისა და ასკეზების გავლისას და უმაღლესი მდგომარეობის მიღწევის შემდეგაც კი.”
ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ განმარტავს, რომ კრშნა მზეს ჰგავს, მაია ანუ მატერიალური ილუზორული ენერგია კი – წყვდიადს. მას, ვინც გამუდმებით კრშნას მზის შუქში იმყოფება, მატერიალური ენერგიის წყვდიადი ვერ შეაცდენს. ეს მეტად გარკვევით არის განმარტებული “შრიმატ-ბჰაგავატამის” ოხ ძირითად ლექსში და ასევე დადასტურებულია სხვაგანაც “შრიმატ-ბჰაგავატამში” (ბჰაგ. 2.5.13), სადაც ნათქვამია: “ილუზორულ ენერგიეს ანუ მაიას რცხვენია უფლის წინაშე დოგმა”. მიუხედავად ამისა, ცოცხალი არსებები სწორედ ამ ილუზორული ენერგიის მიერ განუწყვეტლივ არიან მოტყუებულნი. თავის განპირობებულ სტადიაში ცოცხალი არსება ათასგვარ სიტყვათა თამაშს იგონებს, რათა მაიას კლანჭებიდან მოჩვენებითი განთავისუფლება მოიპოვოს, მაგრამ თუკი გულწრფელად მიენდობა კრშნას უბრალოდ იმით, თუ ერთხელ ეტყვის: “ჩემო ძვირფასო უფალო კრშნა, დღეიდან შენი ვარ,” იგი უმალვე განთავისუფლდება მატერიალური ენერგიის კლანჭებიდან. ეს დადასტურებულია აგრეთვე “რამაიანაში”, “ლინკა-კანდაში” (18.33), სადაც უფალი ამბობს:
“ჩემი დაპირება და მოვალეობაა ყოველმხრივ დავიცვა ის, ვინც უსიტყვოდ მომენდობა”. ადამიანი შეიძლება კარმიული საქმიანობებით, განთავისუფლებით, ჯნანათი ან იოგას სისტემის სრულყოფილებით ტკბებოდეს, მაგრამ თუკი გონიერიუ გახდება, უარს იტყვის ყოველ ამ გზაზე და უფლის გულწრფელ ერთგულ სამსახურს დაიწყებს. “შრიმად-ბჰაგავატამშიც” (2.3.10) დადასტურებულია, რომ მაშინაც კი, როცა ადამიანს მატერიალური განცხრომა ან განთავისუფლება სურს, იგი ერთგულ სამსახურს უნდა ეწეოდეს. ისინი, ვისაც ერთგული სამსახურის სანაცვლოდ მატერიალური შედეგების მიღება სურთ, წმინდა ერთგულები არ არიან, მაგრამ რადგანაც ისინი ერთგულ სამსახურს ეწევიან, იღბლიან არსებებად უნდა ჩაითვალონ. მა თარ იციან, რომ ერთგული სამსახურის შედეგი მატერიალური კეთილდღეობა არ არის, მაგრამ რადგან ისინი უფლის ერთგულ სამსახურს ეწევიან, საბოლოო ჯამში ხვდებიან, რომ მატერიალური განცხრომა არ წარმოადგენს ერთგული სამსახურის მიზანს. თავად კრშნა ამბობს, რომ ისინი, ვისაც ერთგული სამსახურის სანაცვლოდ გარკვეული მატერიალური სარგებელი სურთ, უდაოდ სულელები არიან, რადგან უნდათ ის, რაც მოშხამავთ. ერთგული სამსახურის ჭეშმარიტი მიზანი ღმრთეების სიყვარულია და ვინმეს კრშნასგან მატერიალური სარგებელიც რომ სურდს, ყოვლისშემძლე უფალი ითვალისწინებს მის მდგომარეობას და თანდათანობით ანთავისუფლებს მას მატერიალური მისწრაფებებისგან და სულ უფრო მეტად ასაქმებს ერთგულ სამსახურში. ერთგული სამსახურით რეალურად დაკავებულ ადამიანს ავიწყდება თავისი მატერუიალური მისწრაფებები და სურვილები. ეს აგრეთვე დადასტურებულია “შრიმად-ბჰაგავატამშიც” (5.19.27):
“უფალი კრშნა უდაოდ უსრულებს სურვილებს თავის ერთგულებს, რომლებიც მის ერთგულ სამსახურში მოდიან, მაგრამ არ აუსრულებს იმ სურვილებს, რომლებიც კვლავ ტანჯვებს მოუტონს. მატერიალური მისწრაფებების მიუხედავად, ტრანსცენდენტული სამსახურის შესრულებით ასეთი ერთგულები თანდათანობით იწმინდებიან მატერიალური სიამოვნებისგან და მათ ერთგულ სამსახურით სიამოვნების სურვილი უჩნდებათ.”
როგორც წესი ხალხი ერთგულებთან იმისათვის იწყებს ურთიერთობას, რომ გარკვეული მატერიალური მოთხოვნილებები შეიმსუბუქოს, მაგრამ წმინდა ერთგულის გავლენა იმდენად ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი მატერიალური სურვილისგან, რომ თანდათანობით იგი ერთგული სამსახურის გემოთი ტკბობას იწყებს. ერთგული სამსახური იმდენად წმინდაა, რომ ასპეტაკებს ერთგულს და ავიწყებინებს ყოველგვარ მატერიალურ მისწრაფებას, როგორც კი სრულიად ჩაერთვება კრშნას ტრანსცენდენტალ სასიყვარულო სამსახურში. ამის პრაქტიკული მაგალითია დჰრუვა მაჰარაჯა, რომელსაც კრშნასგან მატერიალური რამ უნდოდა და ამიტომ ერთგული სამსახური დაიწყო. როდესაც უფალი ოთხხელიანი ვიშნუს სახით მოევლინა დჰრუვას, დჰრუვამ უთხრა უფალს: “ჩემო ძვირფასო უფალო, რადგან დიდი ეპითემიებითა და ასკეზებით შენს ერთგულ სამსახურს ვეწეოდი, ახლა შენ გხედავ. დიდ ნახევარღმერთებსა და დიად ბრძენებსაც უჭირთ შენი დანახვა. ახლა დავკმაყოფუილდი და ჩემი ყოველი სურვილი ასრულებულია. სხვა არაფერი მინდა. დამსხვრეულ შუშებს ვეძებდი, სანაცვლოდ კი დიდი და ძვირფასი თვალი აღმოვაჩინე”. ამრიგად დჰრუვა მაჰარაჯა სრულიად დაკმაყოფილდა და უფლისთვის რაიმეზე თხოვნაზე უარი თქვა.
ცოცხალ არსებას, რომელიც სიცოცხლის 8 400 000 სახეობაში გადასახლდება, ზოგჯერ მდინარის დინებას მოყოლილ მორს ადარებენ. ზოგჯერ მორი ნაპირს ეჯახება და ამის გამო გადაურჩება კვლავ დინების გაყოლას. “შრიმატ-ბჰაგავატამში”(10.38.5) არის ლექსი, რომელიც ასე მოუწოდებს განპირობებულ სულს: “არავის უნდა გაუტყდეს გული იმის ფიქრით, რომ ვერასოდეს დააღწევს თავს მატერიის კლანჭევს, რადგან არსებობს ხსნის შესაძლებლობა, ისევე როგორც მდინარის დინებას გაყოლილი მორის ნაპირზე გამოსვლაა შესაძლებელი.” ამ ხელსაყრელ შესაძლებლობას იხილავს უფალი ჩაიტანიაც. ასეთი იღბლიანი შემთხვევები ცოცხალი არსების განპირობებული ცხოვრების დასასრულის საწყისად ითვლება და ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი უფლის წმინდა ერთგულებთან ურთიერთობას იწყებს. წმინდა ერთგულებთან ურთიერთობაში იგი ნამდვილად ივითარებს კრშნასადმი ლტოლვას. არსებობს სხვადასხვა სახის რიტუალები და საქმიანობები და ზოგიერთი მათგანი კარმიულ საქმიანობებში გადადის., ზოგი კი – მატერიალურ განთავისუფლებაში, მაგრამ თუკი ცოცხალი არსება იმ რიტუალურ საქმიანობებს მოჰკიდებს ხელს, რომლითაც წმინდა ერთგულებთან ურთიერთობაში უფლის წმინდა ერთგული სამსახური ვითარდება, მაშინ ერთგული სამსახური ბუნებრივად მიიზიდავს მის ჭკუას. “შრიმად-ბჰაგავატამში” მუჩუკუნდა ამბობს:
“ჩემო ძვირფასო უფალო, ამ მატერიალურ სამყაროში სიცოცხლის სხვადასხვა სახეობაში მოგზაურობისას ცოცხალმა არსებამ შეიძლება განთავისუფლებისკენ წაიწიოს, მაგრამ თუკი შემთხვევით, წმინდა ერთგულთან ურთიერთობაში მოვა, ჭეშმარიტად განთავისუფლდება მატერიალური ენერგიის კლანჭებიდან და შენი, ღმრთეების პიროვნების ერთგული გახდება”.
როდესაც განპირობებული სული კრშნას ერთგული ხდება, უფალი, თავისი უმიზეზო წყალობით, ორგვარად წვრთნის მას: გარედან სულიერი მოძღვრის საშუალებით და შიგნიდან – ზესულის სახით. როგორც შრიმად-ბჰაგავატამშია”(11.29.6) ნათქვამი: “ჩემო ძვირფასო უფალო, თუკი ვინმე ბრაჰმას სიცოცხლის განმავლობაში იცოცხლებს, მაინც ვერ გამოხატავს თავის მადლიერებას იმ სიკეთის გამო, რასაც შენი გახსენება იძლევა. შენი უმიზეზო წყალობით აქრობ ყოველგვარ არასასიკეთო პირობებს, ვლინდები რა გარედან სულიერი მოძღვრისა და შიგნიდან ზესულის სახით”.
თუკი ცოცხალი არსება როგორმე სულიერ მოძღვარს მიუახლოვდება და ამით კრშნას ერთგული სამსახურის სურვილს განივითარებს, თანდათანობით ღმრთეების სიყვარულის საფეხურამდე ავა და ამით თავს დააღწევს მატერიალური ენერგიის კლანჭებს. ეს განმარტებულია “შრიმად-ბჰაგავატამშიც” (11.20.8), სადაც უფალი თავად ამბობს: “ვისაც თავისთავად იზიდავს ჩემი საქმიანობები – ვისაც მატერიალური საქმიანობები არ აცდუნებს და არც ეზიზღება – მისთვის იხსნება ღმერთის სიყვარულის სრულქმნისკენ მიმავალი ერთგული სამსახურის გზა”. მაგრამ წმინდა ერთგულის ანუ მაჰატმას, დიადი სულის წყალობის გარეშე სრულყოფილების საფეხურის მიღწევა შეუძლებელია. დიადი სულის წყალობის გარეშე გამორიცხულია მატერიის კლანჭებიდან განთავისუფლება და რაღა გვეთქმის ღმრთეების სიყვარულის საფეხურზე აღმართვაზე. ეს დადასტურებულია “შრიმატ-ბჰაგავატამშიც” (5.12.12) საუვირას პროვინციალ სინდის მეფე რაჰუგანას საუბარში მეფე ბჰარატასთან. როდესაც მეფე რაჰუგანამ განცვიფრება გამოხატა მეფე ბჰარატას სულიერი მიღწევების ხილვის გამო, ბჰარატამ უპასუხა:
“ჩემო ძვირფასო რაჰუგანა, დიადი სულის, ანუ წმინდა ერთგულის წყალობის გარეშე ვერავინ მიაღწევს ერთგული სამსახურის სრულყოფილ სტადიას. ვერავინ მიაღწევს სრულყოფილების სტადიას უბრალოდ წმინდა წერილთა მარეგულირებელი პრინციპების დაცვით, განდეგილის ცხოვრების წესის მიღებით, მეოჯახის ცხოვრების წესისთვის აუცილებელი მოვალეობების შესრულებით, სულიერი მეცნიერების დაწვრილებით შესწავლით, რეალიზაციის მიზნით მკაცრი ასკეზებისა და ეპითიმიების შესრულებით”. სწორედ ასევე, როგორც ათეისტმა მამამ, ჰირანიაკაშიპუმ ჰკითხა თავის შვილს, პრაჰლადა მაჰარაჯას, როგორ მიიზიდა იგი ერთგულმა სამსახურმა, ბავშვმა მიუგო: “სანამ ადამიანი წმინდა ერთგულთა ტერფთა მტვრის წყალობას არ მიიღებს, ვერც კი მიუახლოვდება ერთგული სამსახურის გზას, რომელიც მატერიალური სიცოცხლის ყოველი პრობლემის ამოხსნას იძლევა” (ბჰაგ.7.5.32).
ამრიგად უფალმა ჩაიტანიამ უთხრა სანატანა გოსვამის, რომ ყოველი წმინდა წერილი ღმრთეების წმინდა ერთგულებთან ურთიერთობას უსვამს ხაზს. უზენაესი უფლის წმინდა ერთგულთან ურთიერთობის შესაძლებლობა ცოცხალი არსების სრულყოფის დასაწყისი გახლავთ. ეს დადასტურებულია “შრიმატ-ბჰაგავატამშიც” (1.18.13), სადაც ნათქვამია, რომ წმინდა ერთგულთან ურთიერთობის შედეგად მიღებულ სიკეთესა და კურთხევებს ვერაფერი შეედრება ვერც ზეციურ სამეფომდე ასვლა და ვერც მატერიალური ენერგიისგან განთავისუფლება. ამას ადასტურებს უფალი კრშნაც “ბჰაგავატ-გიტას” ყველაზე საკრალურ დარიგებაში, სადაც ეუბნება არჯუნას:
“მუდამ ჩემზე იფიქრე და ჩემი ერთგული გახდი. თაყვანი მეცი და ქედი მოიხარე ჩემს წინაშე. ასე უდაოდ მოხვალ ჩემთან. მე გპირდები ამას, რადგან შენ ჩემი მეტად ძვირფასი მეგობარი ხარ”(18.65)
კრშნასგან მიღებული ასეთი უშუალო მითითება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ვედური დარიგება ან მოწესრიგებული სამსახურიც კი. ცხადია, არსებობს მრავალი ვედური დანაწესი, რიტუალისტური და სამსხვერპლო ცერემონია, მარეგულიერებელი მოვალეობა, მედიტაციის ტექნიკა და ცოდნის მისაღწევი სპეკულაციური პროცესი, მაგრამ კრშნას უშუალო ბრძანება – “მუდამ ჩემზე იფიქრე და ჩემი ერთგული გახდი” – უფლის საბოლოო ბრძანებად უნდა ვაღიაროთ და შევასრულოთ იგი. თუკი ადამიანი უბრალოდ დარწმუნებულია ამ განკარგულებაში, ტოვებს ყოველგვარ სხვა საქმიანობას და ერთგულ სამსახურს იწყებს, უეჭველად მიაღწევს წარმატებას. ამ განაცხადის დასადასტურებლად “შრიმატ-ბჰაგავატამისა” და “ბჰაგავატ გიტას” დასკვნა ის გახლავთ, რომ უფლის უშუალო ბრძანებაა, მივატოვოთ ყველაფერი და ერთგულ სამსახურს შევუდგეთ.
უფლის ბრძანების შესასრულებლად მტკიცე დაჯერებულობას რწმენა ეწოდება. თუკი კაცს რწმენა აქვს, იგი მტკიცედაა დარწმუნებული, რომ უბრალოდ უფალი კრშნასადმი ერთგული სამსახურის გაწევით თავისთავად შესრულდება ყოველი სხვა საქმიანობა – რიტუალური მოვალეობები, მსხვერპლშეწირვები, იოგასა და ცოდნის სპეკულაციური გზით ძიება. თუკი ადამიანი დარწმუნებულია, რომ უფლის ერთგული სამსახური ყველაფერს მოიცავს, არავითარი სხვა საქმიანობა არ არის საჭირო. როგორც “შრიმატ-ბჰაგავატამშია” ნათქვამი (4.31.14):
“ხის ფესვის მორწყვით ტოტები, ყლორტები და ნაყოფები თავისთავად იკვებება და კუჭისთვის საჭმლისმიწოდებით ყოველი გრძნობა კმაყოფილდება. სწორედ ასევე, კრშნასადმი ერთგული სამსახურის მიზღვით ცოცხალი არსება თავისთავად აკმაყოფილებს დანარჩენი სახის თაყვანისცემის ყოველ მოთხოვნილებასაც”. ვისაც სწამს და მტკიცედ დაჯერებულია ამაში, ღირსია წმინდა ერთგულის დონეზე ამაღლებისა.
რწმენის ხარისხის მიხედვით ერთგულთა სამი კლასი არსებობს. პირველი კლასისერთგულმა იცის მთელი ვედური ლიტერატურე და ამავე დროს ზემოაღნიშნული მტკიცე დაჯერებულობა აქვს. მას მატერიალური გაჭირვებიდან სხვების დახსნა შეუძლია. მეორე კლასის ერთგული მტკიცედ დარწმუნებულია და ურყევი რწმენა აქვს, მაგრამ დასამოწმებლად განდობილი წმინდა წერილებიდან ადგილების მოყვანა არ ძალუძს. მესამე კლასის ერთგული ისაა, ვისაც ძლიერი რწმენა არ გააჩნია, მაგრამ ერთგული სამსახურის თანდათანობით გაღრმავებით, ბოლოს მეორე ან პირველი კლასის მდგომარეობამდე ამაღლების ღირსი ხდება. “შრიმატ-ბჰაგავატამში” (11.2.45-47) ნათქვამია, რომ პირველი კლასისერთგული მუდამ ხედავს უზენაეს უფალს ყოველი ცოცხალი არსების სულად. ამრიგად, ყოველი ცოცხალი არსების ხილვისას, კრშნას ხედავს და სხვას არაფერს. მეორე კლასის ერთგულს სრული რწმენა აქვს ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა, მეგობრობს წმინდა ერთგულებთან, წყალობს უმანკოებს და ერიდება ათეისტებს ან მათ, ვინც ერთგულ სამსახურს ეწინააღმდეგებიან. მესამე კლასის ერთგული დაკავებულია ერთგული სამსახურით სულიერი მოძღვრის დარიგებათა თანახმად ან ოჯახური ტრადიციის გამო და თაყვანს სცემს უფლის ღვთაებას, მაგრამ ერთგული სამსახურის ცოდნა არა აქვს განვითარებული დ ავერ არჩევს ერთგულს არაერთგულისგან. ასეთი მესამე კლასის ერთგული სინამდვილეში წმინდა ერთგულად არ შეიძლება ჩაითვალოს; იგი თითქმის ერთგულების სფეროში იმყოფება, მაგრამ მისი მდგომარეობა მეტად სახიფათოა.
მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც პიროვნება ღმერთის სიყვარულისა და ერთგულებთან მეგობრობის ნიშნებს ავლენს, წყალობას იჩენს უმანკოთა მიმართ და გაურბის არაერთგულებთან ურთიერთობას, იგი წმინდა ერთგულად უნდა ჩაითვალოს. ერთგული სამსახურის განვითარებით, ასეთ პიროვნებას შეუძლია იმის დანახვა, რომ ყოველი ცოცხალი არსება უზენაესის განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს. მას შეუძლია ყოველ ცოცხალ არსებაში უზენაესი პიროვნება დაინახოს და ამიტომ იგი მეტად ამაღლებულია კრშნას ცნობიერში. ამ საფეხურზე იგი აღარ ანსხვავებს ერთგულსა და არაერთგულს, რადგან ყველას უფლის სამსახურში ხედავს. იგი ყოველი დიადი თვისების განვითარებას აგრძელებს და ამავე დროს კრშნას ცნობიერებითა და ერთგული სამსახურით არის დაკავებული. როგორც “შრიმატ-ბჰაგავატამშია” (5.18.12) ნათქვამი:
“ის ვინც უზენაესი უფლის წმინდა, შეურეველ ერთგულ სამსახურს აღწევს, ივითარებს ნახევარღმერთთა ყოველ კარგ თვისებას, მაშინ როცა პიროვნება, რომელიც ასეთ სამსახურს არ მიჰყვება, მთელი მატერიალური ღირსებების მიუხედავად აუცილებლად აცდება ჭეშმარიტ გზას, რადგან მენთალურ სიბრტყეზე დახეტიალობს”. ამრიგად, მატერიალურ ღირსებებს ერთგულ სამსახურში არავითარი ფასი არ გააჩნია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Mar 28 2010, 08:38 PM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
შენ მალე გამარჯობის მაგივრად ჰარე კრიშნას გვეტყვი ხოლმე biggrin.gif tongue.gif bigarmhug.gif worthy.gif kiss1.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 31 2010, 01:23 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრშნა თუ ქრისტე – სახელი ერთია

1974 წელი. დასავლეთ გერმანია. მაინის ფრანკფურტი. “ისკკონ”-ის ცენტრის მახლობლად შრილა პრაპჰუპადა და მისი რამდენიმე მოწაფე დილით მამა ემანუელ იუნგკლაუსენთან, ნიდერალტაიჰის მონასტრის ბენედიქტიანელ ბერთან ერთად სეირნობენ. შენიშნავს რა შრილა პრაპჰუპადას კათოლიკური კრიალოსანის მსგავს სამედიტაციო მძივებს, მამა ემანუელი უხსნის, რომ ისიც განუწყვეტლივ იმეორებს ლოცვას: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი”. ამას მოჰყვება ქვემოთ წარმოდგენილი საუბარი.

შრილა პრაპჰუპადა: რას ნიშნავს სიტყვა “ქრისტე”?
მამა ემანუელი: ქრისტე მოდის ბერძნული სიტყვიდან “ქრისტოს” და ნიშნავს “მირონცხებულს”.
შრილა პრაპჰუპადა: სიტყვა “ქრისტოს” “კრშნას” ბერძნული ვარიანტია.
მამა ემანუელი: ძალიან საინტერესოა.
შრილა პრაპჰუპადა: კრშნას ინდოელი ხშირად კრშტას [ზოგიერთ დიალექტზე] უწოდებს. კრშტა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს “მიმზიდველობას”. ასე რომ, როდესაც ღმერთს მივმართავთ, როგორც “ქრისტეს”, კრშტას”, ან “კრშნას”, ერთი და იმავე ყოვლისმიმზიდველი ღმრთეების უზენაესი პიროვნება გვყავს მხედველობაში. როცა იესომ თქვა: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი”, ღმერთის ეს სახელი გახლდათ “კრშტა”, ანუ “კრშნა”. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: მე ვფიქრობ იესომ, როგორც ღმერთის შვილმა, ღმერთის ჭეშმარიტი სახელი გაგვიმჟღავნა: ქრისტე. ჩვენ შეგვიძლია ღმერთს “მამა” ვუწოდოთ, მაგრამ თუ გვინდა მას ნამდვილი სახელით მივმართოთ, უნდა ვთქვათ “ქრისტე”.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ. “ქრისტე” არის სხვაგვარად წარმოთქმული კრშტა. “კრშტა” კრშნას, ღმერთის სახელის წარმოთქმის სხვა სახეა. იესომ თქვა, რომ ადამიანმა ღმერთის სახელი უნდა ადიდოს, მაგრამ გუშინ ერთ თეოლოგს მოვუსმინე, რომლის თქმითაც ღმერთს არა აქვს სახელი დამ ას მხოლოდ “მამა” შეგვიძლია ვუწოდოთ. შვილმა მამას შეიძლება “მამა” დაუძახოს, მაგრამ მამას თავისი სახელიცა აქვს. მსგავსად ამისა, “ღმერთი” განზოგადებული სახელია ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა, რომლის პირადი სახელიც “კრშნა” გახლავთ. ამიტომ ღმერთს ქრისტეს ვუწოდებთ, კრშტას თუ კრშნას, საბოლოოდ ერთსა და იმავე ღმრთეების უზენაეს პიროვნებას მივმართავთ.
მამა ემანუელი: დიახ. თუ ღმერთის ჭეშმარიტ სახელზე ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა ვთქვათ “ქრისტოს”. ჩვენს რელიგიაში არსებობს სამება: მამა, ძედ ა სული წმინდა. ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთის სახელის გაგება მხოლოდ ღმერთის ძისაგან შეგვიძლია. იესო ქრისტემ მამის სახელი გაგვანდო და ამიტომ სახელ ქრისტეს ღმერთის განდობილ სახელად ვთვლით.
შრილა პრაპჰუპადა: სინამდვილეში, განსხვავება არ არსებობს – კრშნა თუ ქრისტე, სახელი ერთია. მთავარია, ვედური წმინდა წერილების მითითებებს მივყვეთ, რომლებიც ამ ეპოქაში ღმერთის წმინდა სახელის გალობას გვირჩევს. ყველაზე ადვილი გზა მაჰა მანტრას გალობაა: ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. რამა და კრშნა ღმერთის სახელებია, ჰარე კი ღმერთის ენერგია. ასე რომ მაჰა-მანტრის გალობისას მივმართავთ ღმერთს მის ენერგიასთან ერთად. ეს ენერგია ორი სახისაა – სულიერი და მატერიალური. ამჟამად ჩვენ მატერიალური ენერგიეს კლანჭებში ვიმყოფებით. ამიტომ ვევედრებით კრშნას, მიიღოს მოწყალება – მატერიალური ენერგიეს სამსახურიდან გაგვანთავისუფლოს და სულიერი ენერგიეს სამსახურში მიგვიღოს.ესაა მთელი ჩვენი ფილოსოფია. ჰარე კრშნა ნიშნავს: “ო ღმერთის ენერგიავ, ღმერთო [კრშნა] გევედრები, შენს სამსახურში მამყოფე”. მსახურება ჩვენი ბუნებაა. როგორღაც მატერიალური საგნების სამსახურში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ეს სამსახური სულიერი ენერგიეს სამსახურად გარდაიქმნება, ჩვენი სიცოცხლე სრულყოფილებას მიაღწევს. ბჰაკტი-იოგას პრაქტიკა [ღმერთის სასიყვარულო სამსახური] გულისხმობს განთავისუფლებას ისეთი დასახელებებისაგან, როგორიცაა “ინდუისტი”, “მუსულმანი”, “ქრისტიანი” და უბრალოდ ღმერთის მსახურებას. ქრისტიანული, ინდუისტური, და მუსულმანური რელიგიები ჩვენი შექმნილია, მაგრამ როდესაც მივაღწევთ რელიგიას დასახელებების გარეშე, რომლის დროსაც არ ვიფიქრებთ, რომ ვართ ინდუისტები, ქრისტიანები ან მუსულმანები, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ წმინდა რელიგიაზე, ანუ ბჰაკტიზე.
მამა ემანუელი: მუკტი?
შრილა პრაპჰუპადა: არა, ბჰაკტი. ბჰაკტიზე საუბრისას მუკტისაც [მატერიალური უბედურებებისგან განთავისუფლებასაც] ვგულისხმობთ. ბჰაკტის გარეშე მუკტი არ არსებობს, მაგრამ ბჰაკტის საფეხურზე მოქმედებაში მუკტიც შედის. ამას “ბჰაგავატ-გიტადან” [14.26] ვიგებთ:
“ის, ვინც ნებისმიერ ვითარებაში, უცვლელად, სრული ერთგულებით მემსახურება მე, უმალ გადალახავს მატერიალური ბუნების მოდუსებს და ასე მიაღწევს ბრაჰმანის დონეს.”
მამა ემანუელი: ბრაჰმანი კრშნაა?
შრილა პრაპჰუპადა: კრშნა პარაბრაჰმანია. ბრაჰმანი შეიცნობა სამ ასპექტში: როგორც უპიროვნო ბრაჰმანი, როგორც ლოკალიზებული პარამატმა და როგორც პიროვნული ბრაჰმანი. კრშნა პიროვნებაა, უზენაესი ბრაჰმანია, რამეთუ ღმერთი საბოლოო ჯამში პიროვნება გახლავთ. ეს დამტკიცებულია “შრიმატ-ბჰაგავატამში” [1.2.11]:
“სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს”. უფალს სრულყოფილად გააჩნია ექვსივე სიდიადე: იგია უძლიერესი, უმდიდრესი, ულამაზესი, ყველაზე სახელოვანი, ყველაზე ბრძენი და ყველაზე განდგომილი.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვინაიდან ღმერთი აბსოლუტურია, მისი სახელი, ფორმა და თვისებებიც აბსოლუტურია და მისგან არ განსხვავდება. ამიტომ ღმერთის წმინდა სახელის გალობა მასთან უშუალო ურთიერთობას ნიშნავს. ღმერთთან ურთიერთობით პიროვნება ღვთაებრივ თვისებებს იძენს და სრული განწმენდის შემდეგ უზენაესი უფლის თანამგზავრი ხდება.
მამა ემანუელი: მაგრამ ჩვენ ღმერთის სახელის გაგების შეზღუდული უნარი გვაქვს.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, ჩვენ შეზღუდულები ვართ, ღმერთი კი უსაზღვროა. და იმის გამო, რომ იგი უსაზღვროა, ანუ აბსოლუტურია, ურიცხვი სახელი აქვს, რომელთაგან ყოველი ღმერთია. უფლის სახელის გაგება იმდენად შეგვიძლია, რამდენადაც ჩვენი სულიერი გაგების უნარია განვითარებული.
მამა ემანუელი: ნება მომეცით, გკითხოთ: ჩვენ, ქრისტიანებიც ვქადაგებთ ღმერთის სიყვარულს, ღმერთის სიყვარულის გაგებას და მთელი სულითა და გუილტ მის მსახურებას ვცდილობთ. მაშ, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩვენს მოძრაობას შორის? რაღად გზავნით თქვენს მოწაფეებს დასავლეთის ქვეყნებში ღმერთის სიყვარულის საქადაგოდ, მაშინ როცა იესო ქრისტეს სახარება იგივე ეპისტოლეს გვამცნობს?
შრილა პრაპჰუპადა: პრობლემა ის გახლავთ, რომ ქრისტიანები არ მიჰყვებიან ღმერთის მცნებებს. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: დიახ, მეტწილად მართალი ბრძანდებით.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ რას ნიშნავს ქრისტიანთა ღმერთის სიყვარული? თუ არ ასრულებთ ღმერთის მცნებებს, სადღაა თქვენი სიყვარული? ამიტომ ჩვენ მოვედით, რათა გასწავლოთ, რას ნიშნავს ღმერთის სიყვარული: თუ გიყვართ იგი, მის ბრძანებებსაც ვერ გაუწევთ წინააღმდეგობას. და თუ არ ემორჩილებით, თქვენი სიყვარული ჭეშმარიტი არაა.
მთელ მსოფლიოში ადამიანებს ღმერთის ნაცვლად საკუთარი ძაღლები უყვართ. ამიტომ კრშნას ცნობიერების მოძრაობა იმისთვისაა საჭირო, რომ ხალხს ასწავლოს, როგორ გამოიღვიძოს ღმერთისადმი მივიწყებული სიყვარული. დამნაშავენი არიან არა მარტო ქრისტიანები, არამედ ინდუისტებიც, მუსულმანებიც და სხვებიც. მათ მოირგეს სახელწოდებები “ქრისტიანები”, “ინდუისტები” თუ “მუსულმანები”, მაგრამ ღმერთს არ ემორჩილებიან. ესაა მათი პრობლემა.
სტუმარი: ხომ ვერ მეტყვით, რაში გამოიხატება ქრისტიანთა დაუმორჩილებლობა?
შრილა პრაპჰუპადა: პირველი ის გახლავთ, რომ სასაკლაოების არსებობით ისინი უგულვებელყოფენ მცნებას “არა კლა”. მეთანხმებით, რომ ეს მცნება დარღვეულია?
მამა ემანუელი: პირადად მე გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: კეთილი. მაშასადამე, თუ ქრისტიანებს ღმერთის სიყვარული სურთ, ცხოველთა ხოცვა უნდა შეწყვიტონ.
მამა ემანუელი: განა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არაა, რომ…
შრილა პრაპჰუპადა: ერთი რამეც რომ გამოვტოვოთ, გამოთვლაში შეცდომას დავუშვებთ. რაც არ უნდა მიუმატოთ ან გამოაკლოთ, შეცდომა უკვე დაშვებულია.ამის შემდეგ ყველაფერი მცდარი იქნება. უფლება არა გვაქვს წმინდა წერილის მხოლოდ ის ნაწილი მივიღოთ, რომელიც ჩვენ მოგვწონს, უარვყოთ ის, რომელიც არ მოგვწონს, და მაინც შედეგს მოველოდეთ. მაგალითად ქათამი კვერცხს უკანა ნაწილით დებს და ნისკარტით ჭამს. გლეხმა შეიძლება იფიქროს: “ქათმის წინა ნაწილი ძალიან ძვირი ჯდება, ვინაიდან მისი გამოკვება მიწევს. ჯობია მოვაჭრა.” მაგრამ უთავოდ აღარც კვერცხი იქნება, ვინაიდან სხეული მოკვდება. მსგავსად ამისა, თუ წმინდა წერილების რთულ ნაწილს ვუარყოფთ და დავემორჩილებით იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ მოგვწონს, ასეთი ინტერპრეტაცია ვერავითარ დახმარებას ვერ გაგვიწევს. წმინდა წერილის ყველა მითითება იმ სახით უნდა მივიღოთ, რომლითაც ისინი მოცემულია, და არა მხოლოდ მათი ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაწყობს. თუ არ დავიცავთ პირველ მცნებას “არა კლა”, მაშინ სადღა იქნება ღმერთის სიყვარული?
სტუმარი: ქრისტიანებს ეს მცნება ადამიანების მიმართ ესმით და არა ცხოველების მიმართ.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ, გამოდის, რომ ქრისტე გონიერი არ ყოფილა, რომ სწორი სიტყვა ეხმარა: მკვლელობა. არსებობს მოკვლა და არსებობს მკვლელობა. მკვლელობა ეხება ადამიანებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ქრისტეს გონიერება აკლდა იმისთვის, რომ მკვლელობის ნაცვლად, სწორი სიტყვა – მოკვლა გამოეყენებინა? მოკვლა ნიშნავს ნებისმიერიუ სახეობის, განსაკუთრებით კი ცხოველთა მოკვლას. იესოს რომ მხოლოდ ადამიანთა ხოცვა ჰქონოდა მხედველობაში, გამოიყენებდა სიტყვას მკვლელობა.
მამა ემანუელი: მაგრამ ძველ აღქმაში მცნება “არა კლა” ნამდვილად მკვლელობას ეხება. როდესაც იესომ თქვა: “არა კლა”, ამ მცნებაში გულისხმობდა იმას, რომ ადამიანმა არა მარტო სხვა ადამიანების ხოცვისგან უნდა შეიკავოს თავი, არამედ სიყვარულით უნდა მოეპყრას მათ. იგი არაფერს ამბობდა ადამიანის სხვა ცოცხალ არსებებთან ურთიერთობაზე, იგი მხოლოდ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საუბრობდა. როდესაც მან თქვა: “არა კლა”, ამას მენთალური და ემოციური გაგებითაც გულისხმობდა – არავინ უნდა შეურაცხყო, სხვას არაფერი დაუშავო, სხვას ცუდად არ მოექცე და ა.შ.
შრილა პრაპჰუპადა: ჩვენ გვაინტერესებს არა ესა თუ ის აღთქმა, არამედ მცნებებში გამოყენებული სიტყვები. თუ ამ სიტყვების ინტერპრეტაცია გსურთ, ეს სხვა საქმეა. ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობა გვესმის. “არა კლა” ნიშნავს: “ქრისტიანებმა არ უნდა მოკლან”. თქვენ შეიძლება მრავალი განმარტება მოუნახოთ ამას თქვენი დღევანდელი მოქმედების გასამართლებლად, მაგრამ ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ინტერპრეტაცია საჭირო არ არის. განმარტება საჭიროა მაშინ, როცა საგნების მნიშვნელობა გაურკვეველია. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. “არა კლა” ნათელი მითითებაა. რა საჭიროა მისი განმარტება?
მამა ემანუელი: განა მცენარეების ჭამაც მკვლელობა არაა?
შრილა პრაპჰუპადა: ვაიშნავური ფილოსოფია გვასწავლის, რომ თუ ამის საჭიროება არ არსებობს, მცენარეებიც კი არ უნდა მოვკლათ. “ბჰაგავატ-გიტაში”
(9.26) კრშნა ამბობს:
“თუ ვინმე სიყვარულითა და ერთგულებით შემომთავაზებს ფოთოლს, ყვავილს, ნაყოფს ან მცირეოდენბ წყალს, მე მივიღებ მას.” ჩვენ კრშნას მხოლოდ იმ საკვებს ვთავაზობთY, რომელსაც იგი მოითხოვს და შემდეგ ნარჩენებს მივირთმევთ. კრშნასათვის ვეგეტარიანული საკვების შეთავაზება ცოდვა რომ იყოს, ეს კრშნას ცოდვა იქნებოდა და არა ჩვენი. მაგრამ ღმერთი არის აპაპავიდდჰა – ცოდვილიანი შედეგები არ ეხება მას. იგი ჰგავს მზეს, რომელიც იმდენად ძლევამოსილია, რომ შარდის განწმენდაც კი შეუძლია. მსგავსი რამ ჩვეს ძალებს აღემატება. კრშნა მეფესა ჰგავს, რომელმაც შეიძლება მკვლელის ჩამოხრჩობა ბრძანოს, მაგრამ თავად სასჯელს არ ექვემდებარება, ვინაიდან მეტად ძლევამოსილია. უფლისთვის შეთავაზებული საკვების ჭამა ჰგავს ჯარისკაცის მიერ ომში ხალხის ხოცვას. მორჩილი ჯარისკაცი, რომელიც მეთაურის ბრძანებით კლავს მტერს, ჯილდოს ღებულობს. მაგრამ თუ იგივე ჯარისკაცი თვითნებურად კლავს, იგი დაისჯება. მსგავსად ამისა, როდესაც მხოლოდ პრასადს [კრშნასთვის შეთავაზებული საკვების ნარჩენებს] მივირთმევთ, აღარ ვცოდავთ. ეს დადასტურებულია “ბჰაგავატ-გიტაში” (3.13):
“უფლის ერთგულებს მოხსნილი აქვთ ყოველგვარი ცოდვის სიმძიმე, რამეთუ მსხვერპლად გაღებული საჭმლით იკვებებიან. სხვები, ვინც საკვებს საკუთარ გრძნობათა დასაკმაყოფილებლად ამზადებენ, სინამდვილეში ცოდვას მიირთმევენ მხოლოდ.”
მამა ემანუელი: შეუძლია თუ არა კრშნას ცხოველთა ჭამის ნება დართოს?
შრილა პრაპჰუპადა: შეუძლია, ცხოველთა სამეფოში. მაგრამ ცივილიზებული ადამიანის, მორწმუნე ადამიანის დანიშნულება არ არის ცხოველთა ხოცვა და ჭამა. თუ ცხოველთა ხოცვას შეწყვეტთ და ქრისტეს წმინდა სახელს იგალობებთ, ყველაფერი სრულყოფილად მოგვარდება. მე თქვენს სასწავლებლად არ მოვსულვარ, არამედ იმისთვის მოვედი, რომ ღმერთის სახელის გალობა გთხოვოთ. ბიბლიაც ამასვე მოითხოვს თქვენგან. მაშ, მოდით, სასიკეთოდ ვითანამშრომლოთ და ვიგალობოთ, და თუ კრშნას სახელის გალობის მოწინააღმდეგენი ხართ, მაშინ “ქრისტოს” ან “კრშტა” იგალობეთ – რა განსხვავებაა. შრი ჩაიტანიამ თქვა: “ღმერთს უამრავი სახელი მილიონობით სახელი აქვს და ვინაიდან არ არსებობს განსხვავება ღმერთის სახელსა და თავად ღმერთს შორის, ყოველი ეს სახელი იგივე ძალას ფლობს, რასაც ღმერთი”. ამიტომ მაშინაც კი, თუ მიიწერთ ისეთ დასახელებებს, როგორიცაა “ინდუისტი”, “ქრისტიანი” ან მუსულმანი”, მაგრამ ამასთან ერთად უბრალოდ გალობთ თქვენს წმინდა წერილებში მოხსენიებულ ღმერთის სახელს, სულიერ საფეხურს მიაღწევთ. ადამიანის სიცოცხლის დანიშნულებას თვითრეალიზაცია – ღმერთის სიყვარულის სწავლა წარმოადგენს. ამაში მდგომარეობს ადამიანის ჭეშმარიტი მშვენიერება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ასრულებთ ამ მოვალეობას – როგორც ინდუისტი, ქრისტიანი თუ მუსულმანი – მთავარია, შეასრულოთ!
მამა ემანუელი: გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: [მიუთითებს 108 სამედიტაციო მძივისგან შემდგარ კრიალოსანზე] ჩვენ ყოველთვის თან დაგვაქვს ეს მძივები, როგორც თქვენ კრიალოსანი. თქვენ გალობთ, მაგრამ რატომ სხვა ქრისტიანები არ გალობენ? რისთვის უშვებენ ხელიდან ადამიანად ყოფნის ამ შესაძლებლობას? კატებსა და ძაღლებს არ შეუძლიათ გალობა, ჩვენ კი შეგვიძლია, ვინაიდან ადამიანის ენა გვაქვს. ღმერთის წმინდა სახელების გალობით არაფერს დავკარგავთ, პირიქით, ძალიან ბევრს მოვიგებთ. ჩემი მოწაფეები გამუდმებით გალობენ ჰარე კრშნას. მათაც შეეძლოთ კინოში სიარული ან მრავალი რამის კეთება, მაგრამ ყველაფერი მიატოვეს. ისინი არ ჭამენ არც თევზს, არც ხორცს და არც კვერცხს, არ ღებულობენ ნარკოტიკებს, არ სვამენ, არ ეწევიან, არ მონაწილეობენ აზარტულ თამაშებში, არ ერევიან სპეკულაციებში და არა აქვთ უკანონო სქესობრივი კავშირები. ისინი ღმერთის წმინდა სახელს გალობენ. თუ ჩვენთან თანამშრომლობა გსურთ, მაშინ წადით ეკლესიებში და იგალობეთ “ქრისტე”, “კრშტა” ან “კრშნა”. გაქვთ თუ არა რაიმე საწინააღმდეგო?
მამა ემანუელი: არაფერი. ჩემი მხრიდან სიხარულით შემოგიერთდებით.
შრილა პრაპჰუპადა: არა, ჩვენ გესაუბრებით როგორც ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელს. იმის ნაცვლად, რომ ეკლესიები დაკეტილი გქონდეთ, რატომ ჩვენ არ გვაძლევთ მათ? იქ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიგალობებდით ღმერთის წმინდა სახელს. ჩვენ მრავალგან შევისყიდეთ ეკლესიები, რომლებიც ფაქტიურად დაკეტილი იყო, ვინაიდან იქ არავინ დადიოდა. ლონდონში ასობით დაკეტილი ან მიწიერი მიზნებისთვის გამოყენებული ეკლესია ვნახე. ერთ-ერთი ასეთი ეკლესია ლოს-ანჯელესში შევიძინეთ. იგი გაყიდეს, რადგან ცარიელი იყო, მაგრამ თუ დღეს იმავე ეკლესიას ესტუმრებით, ათასობით კაცს ნახავთ. ნებისმიერი გონიერი კაცი ხუთ წუთში მიხვდება, ვინ არის ღმერთი; ამისათვის ხუთი საათიც არ არის საჭირო.
მამა ემანუელი: მესმის.
შრილა პრაპჰუპადა: მაგრამ ხალხს არ ესმის. მათი ავადმყოფობა ისაა, რომ გაგებაც არ უნდათ.
სტუმარი: ჩემი აზრით, ღმერთის გაგება გონების კი არა, თავმდაბლობის საქმეა.
შრილა პრაპჰუპადა: თავმდაბლობა გონიერებას ნიშნავს. თავმდაბალი და მოკრძალებული აღწევს ღმერთის სამეფოს. ეს ბიბლიაშია ნათქვამი, არა? მაგრამ არამზადათა ფილოსოფია ის გახლავთ, რომ ყველა ღმერთია და ეს იდეა დღეს პოპულარული ხდება. ამიტომ არავინაა თავმდაბალი და მოკრძალებული. თუ ყველა იმას ფიქრობს, რომ ღმერთია, რაღა თავმდაბლობასა და მოკრძალებაზეა ლაპარაკი? ამიტომ ჩემს მოწაფეებს ვასწავლი, როგორ გახდნენ თავმდაბალნი და მოკრძალებულნი. ისინი ყოველთვის მოწიწებით ხრიან თავს ტაძარში და თავიანთი სულიერი მოძღვრის წინაშე, და ამ გზით წინ მიიწევენ. თავმდაბლობას და მოკრძალებულობას ძალზე სწრაფად მიჰყავს სულიერ რეალიზაციამდე. ვედურ წმინდა წერილებში ნათქვამია: “მათ, ვისაც ღმერთის და სულიერი მოძღვრის – უფლის წარმომადგენლის – მტკიცე რწმენა აქვს, ვედური წმინდა წერილების მნიშვნელობა ენდობათ”.
მამა ემანუელი: მაგრამ ეს თავმდაბლობა სხვათა მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ?
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, მაგრამ არსებობს ორი სახის პატივისცემა: განსაკუთრებული და ჩვეულებრივი. შრი კრშნა ჩაიტანია გვასწავლიდა, რომ პატივისცემას სხვებისგან არ უნდა მოველოდეთ, ყოველთვის სხვას უნდა მივაგოთ პატივი, რაც არ უნდა უპატივცემულოდ იყოს იგი ჩვენდამი განწყობილი. მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემა ღმერთისა და მისი წმინდა ერთგულის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვფიქრობ ქრისტიანმა მღვდლებმა კრშნას ცნობიერების მოძრაობასთან უნდა ითანამშრომლონ. მათ ქრისტეს, ანუ ქრისტოსის სახელი უნდა იგალობონ და შეწყვიტონ ცხოველთა მკვლელობისათვის ცოდვათა მიტევება. ეს სრულიად შეესაბამება ბიბლიის სწავლებას; ეს ჩემი ფილოსოფია არ გახლავთ. სათანადოდ იმოქმედეთ და ნახავთ, როგორ შეიცვლება ვითარება მსოფლიოში.
მამა ემანუელი: დიდ მადლობას მოგახსენებთ.
შრილა პრაპჰუპადა: ჰარე კრშნა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

10 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2020 - 07:24 PM