Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ყრბან ბაირამი

Posted by: tikoroma Mar 22 2023, 11:59 AM

ყრბან ბაირამი - „მსხვერპლშეწირვის დღესასწაული“) — ისლამის მეორე ყოველწლიური რელიგიური დღესასწაული, რომელიც რამადანის (გლოვის) თვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება.
ასე ვიცოდი მეც, მაგრამ გუშინ ვუსმინე გადაცემაში, რომ ესაა გაზაფხულის და აღდგომის დღესასწაული, მზადება ერთი თვით ადრე იწყება და თითოეული კვირა ოთხი სტიქიიდან თითოეულს ეძღვნებაო - ეს კი სიახლე იყო ჩემთვის. რაიმე ხომ არ იცით , გამოცდილება, მონაწილეობა მიგიღიათ ან ლიტერატურას ხომ ვერ მიმითითებთ?

Posted by: earth Mar 22 2023, 08:49 PM

ეს პერიოდია მგონი, მთელი დღე არაფერს ჭამენ, არც წყალს სვამენ, ხოლო მზის ჩასვლის მერე ჭამენ და სვამენ.

მე ვფიქრობ საკმაოდ ცუდი იქნება ჯანმრთელობისათვის, ჯერ ორგანიზმისათვის ღამე ჭამა არ ვარგა, ახლა მთელი დღის ნაშიმშილები, უწყლობა...


Posted by: td......... Mar 22 2023, 09:57 PM

მიყვარს ეს დღესასწაული, სიცოცხლის, გაზაფხულის და სიყვარულის დღესასწაულთან ასოცირდება. და აჭარაში უგემრიელეს "ხალვას" აკეთებენ ამ დღეს smile.gif))

Posted by: old_man Mar 24 2023, 11:21 AM

ძველად დღესასწაულებს სამყაროში, ბუნებაში მიმდინარე პროცესების შესაბამისად აღნიშნავდნენ. როგორც უნდა იყოს.
ხოლო როცა გაჩნდა ორგანიზებული რელიგიები, მიითვისეს ეს დღესასწაულები და თავისი ღმერთების პანთეონებს მოარგეს
შედეგად დაიკარგა მათი არსი

Posted by: earth Mar 24 2023, 05:13 PM

old_man
ზუსტად მასეა.

Posted by: td......... Mar 24 2023, 06:05 PM

old_man
ასეა ნამდვილად, უფრო აბრამიტულ რელიგიებში ჩანს მკაფიოდ. უფრო ძველ რელიგიებში უფრო ჰარმონიულად ერწყმოდა და ცოდნა მაინც იყო რას ზეიმობდნენ.

Posted by: tikoroma Mar 28 2023, 12:10 AM

ეს სტიქიებისადმი მიძღვნილმა რიტუალებმა დამაინტერესა, არც აღწერა მინახავს. ნიუსში გაიჟღერა და ძალიან გამიკვირდა თანამედროვე ქართულ რეალობაში ეს ყველაფერი

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)