Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ხელოვნება _ ჩემი ნახატები (ფერწერა)

Posted by: ანანდა Aug 5 2011, 01:40 PM

"იესო და იოანე"


"მედიტაცია"


"იესო და მარიამ მაგდალინელი"


"გზა"


"რექვიემი"


"დევნილები"



ხარისხი ცოტა მოიკოჭლებს ვიდეო ფაილებია, ბოდიში

Posted by: td......... Aug 5 2011, 06:35 PM

ანანდა
მომეწონა .smile.gif

Posted by: kate Aug 5 2011, 06:42 PM

ანანდა
მშვენიერია! "მედიტაცია", ალბათ, ერთ-ერთი შენი ყველაზე საყვარელი ნახატი არის

Posted by: მზეონა Aug 5 2011, 07:24 PM

მეც ძალიან მოეწონა! ნაგრძნობია.. <3


Posted by: ანანდა Aug 8 2011, 02:34 PM



"ლოვე"






"?"



"პახმელიაზე"

Posted by: მზეონა Aug 8 2011, 07:23 PM

QUOTE(ანანდა @ Aug 8 2011, 03:34 PM) *


"პახმელიაზე"

გასკდა თავი! schnaepse.gif "პიწ ნადა მენშე.." ნაწყვეტი კინოფილმიდან "ბედის ირონია". ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა ))

მშვენიერი ნამუშევრებია smile.gif

(ჩავასწორე ))

Posted by: td......... Aug 8 2011, 10:29 PM

"პახმელიაზე" -მ "აბსენტი" გამახსენა smile.gif)

Posted by: ანანდა Aug 9 2011, 12:12 PM

QUOTE(td......... @ Aug 8 2011, 10:29 PM) *
"პახმელიაზე" -მ "აბსენტი" გამახსენა smile.gif)




'საღამოს ვალსი"

ესაც მაგ სერიებში შედის

Posted by: Fee Aug 9 2011, 01:07 PM

დევნილები მომეწონა განსაკუთრებით და ლოვე smile.gif

Posted by: ანანდა Aug 9 2011, 03:34 PM


"იმედგაცრუება"

Posted by: ანანდა Aug 11 2011, 04:09 PM



"allesandro with arlekin dreses"

Posted by: Fee Aug 11 2011, 04:15 PM

ეს ბოლო ძალიან მაგარია!

Posted by: ანანდა Aug 11 2011, 04:18 PM



" arlekin's sorrow"

Posted by: თამარი Aug 11 2011, 08:44 PM

ვაუ! ანანდა! მაგარია!

Posted by: td......... Aug 13 2011, 12:19 AM

ანანდა
ანანდა შენ რამე გამოფენა ხო არ გქონია, ან დევიანტზე ხო არ ხარ? ბოლო 2 ზალიან მეცნობა, ნანახი მაქვს სადღაც, მომეწონა , smile.gif)

Posted by: მზეონა Aug 13 2011, 03:00 PM

QUOTE(ანანდა @ Aug 11 2011, 05:18 PM) *


" arlekin's sorrow"

ეს არლეკინო მეც ძალიან მეცნობა, მგონი აფიშაზე მაქვს ნანახი? whistling.gif

Posted by: Star Child Aug 14 2011, 02:55 PM

მომწონს smile.gif

Posted by: David27 Aug 15 2011, 09:16 AM

ანანდა
მომეწონა შენი ნამუშევრები smile.gif

Posted by: ანანდა Aug 15 2011, 04:16 PM


"?"

Posted by: ანანდა Aug 15 2011, 04:18 PM



"?"

Posted by: ანანდა Aug 15 2011, 04:25 PM


Posted by: ანანდა Aug 15 2011, 04:31 PM

QUOTE(მზეონა @ Aug 13 2011, 03:00 PM) *
ეს არლეკინო მეც ძალიან მეცნობა, მგონი აფიშაზე მაქვს ნანახი? whistling.gif

აფიშაზე სხვა ნახატი იყო მაგას ჰგავდა "მოაზროვნე"
ეხლა მაგის ფოტო არ მაქვს თუ მოვძებნე დავდებ

Posted by: ანანდა Aug 23 2011, 02:29 PM


Posted by: ანანდა Aug 23 2011, 02:29 PM

"პასუხს ველი"

Posted by: ანანდა Aug 23 2011, 02:34 PM



"ეჭვი"

Posted by: vano kazbegi Aug 23 2011, 04:04 PM

ანანდა - ძალიან მაგარი ნახატები გაქვს smile.gif . კარგი ხედვა და კარგი აზროვნების უნარიანობა გაგაჩნია, მხატვრობა თუ იცის, მეხსიერების მახსოვრება უძლიერეში აქვს.

Posted by: ანანდა Aug 23 2011, 04:33 PM

მადლობა ვანო შენც კარგი ადამიანი ხარ smile.gif

Posted by: ანანდა Sep 2 2011, 02:31 PM

"ოპერის ფანტომი"



"ვენერა"



"მარიამ"



"სორროუ"

Posted by: ანანდა Sep 2 2011, 02:37 PM



"ავტოპორტრეტი"

Posted by: vano kazbegi Sep 2 2011, 04:47 PM

QUOTE(ანანდა @ Sep 2 2011, 02:37 PM) *


"ავტოპორტრეტი"

ეს მაგარი ნახატია -

Posted by: ანანდა Sep 5 2011, 12:13 PM

ეს ავტოპორტრეტი ტელევიზიითაც აჩვენს თავის დროზე პირველი არხით

Posted by: kate Sep 6 2011, 11:17 PM

ანანდა
ძალიან მომწონს შენი ნახატები და ზოგი ძალიან მეცნობა, გამოფენაზე არ გქონია "მხატვრის სახლში"?

Posted by: ანანდა Sep 7 2011, 11:56 AM

QUOTE(kate @ Sep 6 2011, 11:17 PM) *
ანანდა
ძალიან მომწონს შენი ნახატები და ზოგი ძალიან მეცნობა, გამოფენაზე არ გქონია "მხატვრის სახლში"?

გამოფენილი ვარ "ქარვასლაში" "თანამედროვე ხელოვნების გალერეაში" "ცისფერ გალერეაში"



"ბე ქვაიტ"

Posted by: ანანდა Sep 8 2011, 02:18 PM


Posted by: ანანდა Sep 8 2011, 02:22 PM



"მედიტაცია"

Posted by: td......... Sep 8 2011, 09:39 PM

ციტატა(haeri @ 7th September 2011 - 11:56 AM) *
"ქარვასლაში"

ანანდა
რომელ წელს? თუ საიდუმლო არ არის..

Posted by: kate Sep 8 2011, 11:08 PM

ანანდა

QUOTE(haeri @ 7th September 2011 - 03:56 AM) *
"ცისფერ გალერეაში"

და აქაც, თუ შეიძლება..

Posted by: ანანდა Sep 9 2011, 11:35 AM



("aelita"-ქაღალდი–ტუში, აქვარელი)

საკუთარ თავზე საერთოდ ვერიდები რამის თქმას, თუმცა ორიოდე სიტყვით შემიძლია გითხრათ–საერთოდ თვითნასწავლი ვარ. სანამ აკადემიაში ჩავაბარებდი უკვე მქონდა ნამუშევრები.

ქარვასლაში მქონდა ალბათ 10 წლის უკან და "ცისფერ გალერეაში" ჯგუფური 8 წლის უკან (მე და ჩემი მეგობრის რომლიც ეხლა გერმანიაში მოღვაწეობს)

ის ნამუშვრები რომელიც აქ დავდე ზოგი აღარ არსებობს (სახელოსნოში ხანძარი გაჩნდა და ნაწილი დაიწვა) ზოგიც გავაჩუქე ან გავყიდე
ამის მერე გადავედი მეგობრის სახელოსნოში. ნამუშევრები ბევრი მაქვს რომელთა უმეტესობა აქ რაც დავდე აღარ მომწონს. თქვენ რომ მოგწონათ ეს მიხარია.

ამჯერად ძალიან ცოტას ვმუშაობ. სურვილი მაქვს გადავიღო ანიმაციური ფილმი. სცენარი მე თვითონ დავწერე "საჰაერო ბურთი" და პერსონაჟებიც დახატული მაქვს. თუმცა სპონსორი ვერ მოვძებნე.


Posted by: td......... Sep 9 2011, 04:16 PM

ანანდა
ძალიან "მეცნობით", შემთხვევით ხომ არ წერ კიდეც?

Posted by: Barmalei Sep 9 2011, 08:34 PM

QUOTE(ანანდა @ Sep 9 2011, 11:35 AM) *
სურვილი მაქვს გადავიღო ანიმაციური ფილმი. სცენარი მე თვითონ დავწერე "საჰაერო ბურთი" და პერსონაჟებიც დახატული მაქვს. თუმცა სპონსორი ვერ მოვძებნე.

საინტერესოა რა ჯდება ანიმაციური ფილმი? თუ საიდუმლო არააა smile.gif

Posted by: ანანდა Sep 12 2011, 11:34 AM

QUOTE(td......... @ Sep 9 2011, 04:16 PM) *
ანანდა
ძალიან "მეცნობით", შემთხვევით ხომ არ წერ კიდეც?



თბილისი პატარაა! წერით ამჯერად აღარ ვწერ, ჩემი ნაწერი არ ჩავთვალე იმ დონის რომ მწერლობაზე მეფიქრა. (ჟურნალისტიკამ გამიტაცა და გარკვეული პერიოდი ვიმუშავე ამ სფეროში–(ვაქვეყნებდი თეატრზე, კინოზე და ზოგადად ხელოვნებაზე)


Posted by: ანანდა Sep 12 2011, 11:44 AM

QUOTE(Barmalei @ Sep 9 2011, 08:34 PM) *
საინტერესოა რა ჯდება ანიმაციური ფილმი? თუ საიდუმლო არააა smile.gif


გააჩნია ხარისხს და ქრონომეტრაჟს.


სცენარი ძალიან მარტივია. ეს სცენარი გავგზავნე კანადაში, რომ სპონსორი მომეძებნა, ინგლისურ ვერსიას დავდებ აქვე


Screenplay for Animation Project


“ AIR BALL”


The boy dreams about the girl… the girl dreams about the boy

The boy thoughtfully walking down the street ..

The girl appears in front of the street ..

They unexpectedly hit each other ..The boy keeps his mind and they look in the face each other…

“She is the one”- thinks the boy, he takes one of the near standing flowers for sale and gives the flower to the girl… The girl takes the flower, smiles and modestly looks down …

The girl and boy running leave the street by handing hands and runs to the subway…

There is an Air Ball on the broad field which has an inscription with big letters “Love,” there are full bags inside the square basket with the titles on them. Ones name is “Jealousy”, another’s name is “Egoism”, the third’s name “Intolerance”, and the fourth’s title is “Treason.”

Both of them are getting in this basket, the boy warmly embrace the girl, kissing her …

The Ball is slowly light up the Earth and flying in the Space…. They falling in love . .

The time is going on …

The Air Ball is loosing his control; The girl does not want any love, she get behind the boy… The air leaves the “Love Ball” and gets smaller.

The boy tries to keep the height and start throwing the bags. First he throws the “Intolerance”, than “Treason” and than he then he throws the “Jealousy” and stops… the girl takes her head through her hands and crying…

The Air ball flowing down, loosing its shape and the mark “Love” on the ball is disappearing… the girl is glad that they are survived jumped out from the basket and goes away…

The boy lives alone. Boring his loosing love…. Suddenly beyond the Space the Angel appears, something whispering to boy in his ear and flying away. The boy kept his mind took up the last bag “Egoism”, throwing it out and the air ball, called “Love” fly up with the boy to the Heaven following the Angel path.

Posted by: Atman Sep 12 2011, 03:44 PM

ანანდა

იქნებ ქართულადაც დადო სცენარი?

მაინტერესებს...

Posted by: td......... Sep 12 2011, 05:53 PM

ანანდა

ციტატა(haeri @ 12th September 2011 - 11:34 AM) *
თბილისი პატარაა! წერით ამჯერად აღარ ვწერ, ჩემი ნაწერი არ ჩავთვალე იმ დონის რომ მწერლობაზე მეფიქრა. (ჟურნალისტიკამ გამიტაცა და გარკვეული პერიოდი ვიმუშავე ამ სფეროში–(ვაქვეყნებდი თეატრზე, კინოზე და ზოგადად ხელოვნებაზე)

არა ესეიგი სხვაში მეშლები.. იმ ადამინს წიგნიც აქვს გამოცემული, ფანტასმაგორიული რომანი იყო...

Posted by: ანანდა Sep 13 2011, 11:04 AM

QUOTE(Atman @ Sep 12 2011, 03:44 PM) *
ანანდა

იქნებ ქართულადაც დადო სცენარი?

მაინტერესებს...


"საჰაერო ბურთი"

(სცენარის პროექტი)

ბიჭი გოგონაზე ფიქრობს..
გოგონა ბიჭზე ფიქრობს. .
ბიჭი ჩაფიქრებული მიდის ქუჩაში.. .
მოპირდაპირე მხრიდან გოგონა გამოჩნდება . .
ისინი შემთხვევით ერთმანეთს შეეჯახებიან..
ბიჭი ფიქრებიდან გამოერკვევა და გოგონას შეხედავს. . .
„ის არის“–გაიფიქრებს ბიჭი, იქვე დადგმული გასაყიდი ყვავილებიდან ერთ ცალს ამოიღებს და გაუწვდის. .
გოგონა გაუღიმებს გამოართმევს და მორცხვად თავს ჩაღუნავს.. . .
ხელიხელჩაკიდებული ბიჭი და გოგო ქუჩას სირბილით ტოვებენ და ქალაქგარეთ გადიან. .
გაშლილ მინდორზე დგას საჰაერო ბურთი, რომლის გუმბათზეც წარწერაა –„სიყვარული“
ბურთზე მიმაგრებულ ოთხკუთხა კალათზე სავსე ტომრებია ჩამოკიდული, ერთს აწერია ‘‘ეჭვი“ მეორეს „ეგოიზმი“ მესამეს „ღალატი“ მეოთხეს კი „გაუტანლობა“
ორივე კალათში ჯდება. . .
ბიჭი მოეხვევა გოგოს..ჰკოცნის. .
ბურთი ნელ–ნელა დედამიწას სცილდება და ზეცაში აფრინდება . .
სიყვარულში დრო გადის...
საჰაერო ბურთი თანდათან სიმაღლეს ჰკარგავს. . .
გოგონას სიყვარული აღარ უნდა. .
ბიჭს მოსცილდება. . .
„სიყვარულის ბურთი იფუშება“. .
ბიჭი ტომრების გადაყრით ცდილობს სიმაღლის შენარჩუნებას. .
ჯერ „გაუტანლობას გადააგდებს ძირს, მერე „ეჭვს“–„ღალატს“ და აქ შეჩერდება. . .
გოგონას თავი ხელებში აქვს ჩარგული და ტირის . .
საჰაერო ბურთი ძირს ეშვება.. იჩუტება და მასზე წარწერა „სიყვარული“ ქრება . .
გოგონას გაეხარდება, რომ გადარჩნენ, იგი კალათიდან გადმოდის და მიდის. . .
ბიჭი მარტო რჩება . .
დაღუპულ სიყვარულს გლოვობს. . .
უეცრად ანგელოზი გამოეცხადება, რაღაცას წასჩურჩულებს ყურში და გაფრინდება. . .
ბიჭი გამოერკვევა დასწვდება ბოლო ტომარას, რომელსაც „ეგოიზმი“ აწერია.. კალათიდან ძირს გადმოაგდებს. . .და საჰაერო ბურთი „სიყვარული „ ანგელოზის მიმართულებით გაფრინდება ზეცაში.

Posted by: Atman Sep 13 2011, 01:17 PM

ანანდა

მომეწონა იდეა smile.gif

Posted by: earth Sep 13 2011, 08:08 PM

ანანდა

QUOTE(haeri @ 13th September 2011 - 12:04 PM) *
"საჰაერო ბურთი"

ძალიან მომეწონა smile.gif

Posted by: ანანდა Sep 15 2011, 12:50 PM




Posted by: ანანდა Sep 15 2011, 12:54 PM



"ავტოპორტრეტი "
(ქაღალდი, პასტელი)

Posted by: David27 Sep 16 2011, 12:41 AM

ანანდა
კარგი ნამუშევრები გაქვს smile.gif

Posted by: natuka Sep 16 2011, 11:18 AM


QUOTE(haeri @ 13th September 2011 - 11:04 AM) *
"საჰაერო ბურთი"

dash2.gif

Posted by: ანანდა Sep 19 2011, 12:47 PM



"ნუციკო"

Posted by: tikoroma Sep 20 2011, 04:22 PM

ანანდა

ციტატა(haeri @ 15th September 2011 - 01:54 PM) *
"ავტოპორტრეტი "
(ქაღალდი, პასტელი)


გოგო მეგონე აქამდე biggrin.gif

Posted by: ანანდა Sep 22 2011, 01:42 PM

QUOTE(tikoroma @ Sep 20 2011, 04:22 PM) *
ანანდა
გოგო მეგონე აქამდე biggrin.gif


ხო ეგრე იცის "ავატარებმა" და "ვირტუალურმა მეგობრობამ"

ეგ კიდე არაფერი ნამდვილი სახელით ვესაუბრებოდი ახალ ზელანდიაში ერთ გოგონას და ისეთ პირადულ თემებს მიხსნიდა მიკვირდა.

მერე ფოტო გაუგზავნე და გაგიჟდა! biggrin.gif

Posted by: td......... Sep 22 2011, 07:35 PM

ნუციკოს პორტრეტი ძალიან მნომწეონა!

ანანდა
მეც გოგო მეგონე თავიდან.. და ისე ნახატებში რაღაც ქალური ენერგია იგრძნობა.. ნუ არასწორად არ გამიგო..smile.gif))

Posted by: Barmalei Sep 22 2011, 08:00 PM

QUOTE(ანანდა @ Sep 13 2011, 11:04 AM) *
"საჰაერო ბურთი"

მომეწონა smile.gif

Posted by: kate Sep 22 2011, 11:49 PM

საინტერესოა, რომ თავიდან ანანდა მეც ქალი მეგონა, ალბათ ნიკის გამო, ოღონდ ძლიერი მამაკაცური ენერგიით, მაგრამ კარგა ხანია, მივხვდი რომ კაცია smile.gif

Posted by: ანანდა Sep 23 2011, 01:24 PM

QUOTE(kate @ Sep 22 2011, 11:49 PM) *
საინტერესოა, რომ თავიდან ანანდა მეც ქალი მეგონა, ალბათ ნიკის გამო, ოღონდ ძლიერი მამაკაცური ენერგიით, მაგრამ კარგა ხანია, მივხვდი რომ კაცია smile.gif


ისე პროფილში მამრობითი სქესი ჩავწერე smile.gif

Posted by: ანანდა Sep 23 2011, 02:00 PM

QUOTE(td......... @ Sep 22 2011, 07:35 PM) *
ნუციკოს პორტრეტი ძალიან მნომწეონა!

ანანდა
მეც გოგო მეგონე თავიდან.. და ისე ნახატებში რაღაც ქალური ენერგია იგრძნობა.. ნუ არასწორად არ გამიგო..smile.gif))


ეტყობა ეს იმის ბრალია რომ ჩემი ტყუპისცალი გოგო იყო!? (მშობიარობის მერე დაიღუპა)

Posted by: td......... Sep 23 2011, 07:40 PM

ანანდა
შესაძლებელია

ყველა ნამუშევარზე არ მითქვამს, ზოგიერთი პირიქით, მაგრამ ზოგი, რომ არ ვიცოდე ავტორი, მეგონებოდა ქალის დახატული. ისე ყველა ადამიანი გარკვეულწილად ორივე ენერგიის მატარებელია.

Posted by: natuka Sep 23 2011, 07:45 PM

ანანდა თავიდან მეც გოგო მეგონა, სტრანი საინტერესო გოგოები, რომ არიან ხოლმე biggrin.gif

Posted by: ანანდა Sep 26 2011, 02:06 PM

QUOTE(natuka @ Sep 23 2011, 07:45 PM) *
ანანდა თავიდან მეც გოგო მეგონა, სტრანი საინტერესო გოგოები, რომ არიან ხოლმე biggrin.gif


ისე ცნობისთვის, ანანდა ბუდას მოწაფე იყო–მამრობითი სქესის smile.gif

Posted by: vano kazbegi Sep 26 2011, 02:24 PM

QUOTE(ანანდა @ Sep 26 2011, 02:06 PM) *
ისე ცნობისთვის, ანანდა ბუდას მოწაფე იყო–მამრობითი სქესის smile.gif

მეც ეს არ გავიფიქრე კაცო - იქნებ ბუდას მოწაფეს ნიკიამეთქი smile.gif .

Posted by: kate Sep 26 2011, 02:52 PM

ანანდა

QUOTE(haeri @ 26th September 2011 - 05:06 AM) *
ისე ცნობისთვის, ანანდა ბუდას მოწაფე იყო–მამრობითი სქესის

რომ მივხვდი კაცი იყავი, იმასაც მივხვდი რატომ აირჩიე ანანდა - ბუდას მოსწავლე და მწერალი თუ ჩამწერი smile.gif

Posted by: ანანდა Sep 26 2011, 09:03 PM

QUOTE(kate @ Sep 26 2011, 02:52 PM) *
ანანდა

რომ მივხვდი კაცი იყავი, იმასაც მივხვდი რატომ აირჩიე ანანდა - ბუდას მოსწავლე და მწერალი თუ ჩამწერი smile.gif



უკომენტაროდ!

ერთი ამბავი ბუდასა და ანანდაზე

"ერთხელ როცა ბუდა და ანანდა ბოდხის ხის ქვეშ იჯდნენ და ჰორიზონტს გაჰყურებდნენ მათთან ერთი კაცი მივიდა და ბუდას შეეკითხა"არსებობს თუ არა ღმერთი? ბუდამ შეხედა და უპასუხა არა ღმერთი არ ასებობსო. ანან დას გაუკვირდა ბუდას პასუხი მაგრამ არაფერი არ უთქვამს.

მეორე დღეს სხვა ადამიანი მივიდა ბუდასთან და შეკითხა ღმერთი არსებობს თუ არაო, ბუდამ უპასუხა რა თქმაუნდა არსებობსო!
ანანდას ეს პაუხიც გაუკვირდა.

მესამე დღეს მასთან კიდევ ერთი უცხო მივიდა. ბუდამ შეხედა და მის გვერდზე დაჯდომა შესთავაზა. ასე ისხდნენ ისინი და ჰორიზონტს გაჰყურებდნენ.

ის კაცი რომ წავიდა ანანდამ ვეღარ მოითმინა და თქვა: ძლიან გავოცდი თქვენი პაუხებით ვერ გამიგია ასე რატომ მოიქეცით?

ბუდამ შეხედა ანანდას და გაიღიმა: პირველი ადამიანი მორწმუნე იყო და მას თავის რწმენაში გამყარება უნდოდა, იგი ჩემი დადებითი პასუხის მერე გულდამშვიდებული წავიდოდა და აღარ იფიქრებდა ღმერთზე, ამიტომაც მე მასში ისევ შემეცნების ცეცხლი დავტოვე.

მეორე ათეისტი იყო მასაც უნდოდა ჩემი დადებითი პასუხის მოსმენა და გულდამშვიდებული წასვლა, მაგრამ მასში მე ეჭვი შევიტანე და ჩაფიქრებული გავუშვი.

ის მესამე კი უკვე თითქმის გასხივოსნებული იყო და მე მას შევთავაზე სამყაროს ჰარმონიით დამტკბარიყო ჩემთან ერთად! უპასუხა ბუდამ

Posted by: ანანდა Sep 30 2011, 03:03 PM


"მზის ჩასვლის წინ"

Posted by: ანანდა Nov 15 2011, 12:42 PM


Posted by: ანანდა Nov 15 2011, 12:52 PM



(ეს ცხრა აპრილია” ვიდეო ფაილი გამოფენაზე გადაღებული. . . უკეთეს სლაიდს მერე დავდებ)

Posted by: ანა Nov 27 2011, 11:32 PM

ანანდა

smile.gif
რა ანიმაცია? მაინტერესებს. გაპოვნინებ სპონსორს....

Posted by: ანანდა Nov 29 2011, 02:56 PM

QUOTE(ანა @ Nov 27 2011, 11:32 PM) *
ანანდა

smile.gif
რა ანიმაცია? მაინტერესებს. გაპოვნინებ სპონსორს....



რამდენიმე ანიმაციურ სცენარს ვწერ მე ვითომ მულტფილმისთვის. ძველი ვერსია ფანტასმაგორიაა და რატომღაც სხვანაირად არ გამომდის.
მეუბნებიან სხვანაირად ქენიო. მე როგორც მინდა და რაც ვქენი აქამდე, არაფერი გამოდნა იქიდან. ისიც ვიყავი, და ესაც მაგრამ მაინც ვერ დადგა ჩემგან ვერავინ ვერც მხატვარი ვერც მულტიპლიკატორი

ანუ ვერ ვივარგე ვერაფერში. არადა, რამდენი იყო შანსები: აბა, ახლა ეს გააკეთე და ეს იმას ეს მიურბენინეო ( მეუბნებოდნენ ხშირად). ანდა, ახლა იქ მიდი და ეს წამოარბენინეო. მაინც ვერაფერი ხეირი გამოვიდა ჩემთვის.

ალღოს აღება, მარიფათი, ყისმათიო - უნდა გქონდესო მეუბნებიან მაგრამ ეს სიტყვები რა ჯანდაბად მინდა? მაგ ტიპების აზრით მაინც სიზმრებში ვარ დღემდე...

მერე ვიფიქრე რომ, მართლა არაა აქ, ამ ქვეყანაში, ჩემი ადგილი. აქ ხომ წარმატებისთვის სხვა რამეებია საჭირო, რომ აქ დამსახურებას და წარმატებას სხვა რამე უნდა - წინაპრები, ხელის წამოკვრა და კიდე ”მადლი” და ...სხვაგან რა გინდაო? რაც უნდა გეკუთვნოდეს ის უნდა გეკუთვნოდესო! უცხოეთის ქვეყნებში კი ვერავინ ვერ ვნახე... იქ არც არავის არ ასდის რაიმე სიახლის სუნი , რამდენი წელია, არაფერ აქაური, ნაცნობი განმარტოებაა. არაფერი არ იყო ისეთი, მე რომ დამეგემოვნებინა და დამმახსოვრებინა.

რაა მეტი ეს ცხოვრება - თუ ვერ ჩააატანე გემო და უნდა ითქვას, რომ ბევრი რამაა უგემური და დღემდე ასევე რჩება. არადა, უკეთ მინდა მე ყველაფერი, იმიტომ, რომ, რაც იყო, იყო- და ახალ სცენარს დავწერ მე ანიმაციურს თუ გამოვიდა - ხომ კაი. თუ არა და ისევ წავალ მე - გავიქცევი უკან უცხოეთში...

Posted by: td......... Nov 29 2011, 07:47 PM

მე კი მგონია ყველგან ყველაფერს ერთი გემო აგქვს.. გააჩნია შენ როგორ ჩაატან გემოს, მე მაგალითად უმი კარტოფილი მიყვარ სდა მეგემრიელება, ვიღაცას მწვადი ეგემრიელება, მე კი მას ვერ ჩავტან გემოს, ცუდად გამხდის.. ხოდა აქ იქნები თუ იქ ეგ არაა მთავარი. შენი განწყობა არ მომეწონა ეხლა...smile.gif თუმცა ძალიან კარგად მესმის ეს განწყობა, მე მას, ყოველ წამს ვცვლი.. ეს ცოტა რთულია მაგრამ მიღწევადია. უბრალოდ გააფერადე..smile.gif

Posted by: Lashapoli Nov 29 2011, 09:24 PM

ანანდა, საუცხოო ადამიანიხარ და ნუ მიაქცევ იმათ ყურადრებას wink.gif
ამქვეყნიური წარმატება ყველას გვინდა, მაგრამ ჩემი აზრით ე მერე უფრო მოდის, როცა მივხვდებით რო სულაც არ ყოფილა მთავარი

Posted by: td......... Nov 29 2011, 09:35 PM

ციტატა(Lashapoli @ 29th November 2011 - 09:24 PM) *
ამქვეყნიური წარმატება

ყველაზე დიდი სისულელე და ილუზია რასაც მტელ ცხოვრებას ალევ და ბოლოს ხვდები, რომ იმისატვის რაც მტავარია დრო აგარ გაქვს.biggrin.gifbiggrin.gif:D ირონია ჟიზნი!

Posted by: kate Nov 30 2011, 01:35 AM

ანანდა

QUOTE(haeri @ 29th November 2011 - 05:56 AM) *
მერე ვიფიქრე რომ, მართლა არაა აქ, ამ ქვეყანაში, ჩემი ადგილი.

ჩვენი ადგილის ძებნას გეოგრაფიულად რომ ვიწყებთ, მაშინ ვკარგავთ სწორედ ადგილსამყოფელს, საკუთარ თავს თუ ოდნავ დავუახლოვდებით, მნიშვნელობა აღარ აქვს რომელ გრძედზე და განედზე ხარ, აღარც წარმატებებს წარუმატებლობას, აღარც გამარჯვებებს და დამარცხებებს. რას გვაძლევს წარმატება ანდა მატერიალისტური ბედნიერება - ადრენალინის დროებით აფეთქებას?!, ერთერთი მოლოდინის დასარულს?!, და მერე, ადრენალინი მალე ნორმაში ჩადგება და ახალი მოლოდინი დაიწყება, ახალი შიშებით და როდემდე და რა აზრი აქვს?!
ამბობ, ჩემგან არაფერი ხეირი გამოვიდაო, მთავარი ხეირი კი, ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, არის იყო უბრალოდ კარგი ადამიანი. მე მგონი გამოგივიდა smile.gif

Posted by: tikoroma Nov 30 2011, 09:51 AM

ანანდა შენი მესმის.
და კეტის ვეთანხმებიიიი.

Posted by: ანანდა Nov 30 2011, 12:28 PM

td,
lashapoli,
kate,
tikoroma


თქვენი პოსტებიდან დიდი სითბო მოდის, მადლობა მხარდაჭერისთვის, ვცდილობდი სრულიად გულწრფელად მეთქვა ის რასაც ვფიქრობ ჩემ თავზე და იმაზე რასაც ვაკეთებდი..სიმართლე გითხრათ ეს აქ ამ ფორუმზე გამომდის, ანუ ვამბობ ხმამაღლა ჩემს სათქმელს(თავისუფლად)

ამბავი კი შემდეგია: ადამიანში შეიძლება რამოდენიმე ”ადამიანი” იყოს, პირობითად- ერთი ”თბილისელი” და მეორე კიდევ ”სხვა”. ძმაკაცობენ ესენი- დადიან ერთად. უამრავი რამ აქვთ ერთად გაკეთებული... ის თბილისელი ისეთია - ნაკითხი და აზრზე მოსული. მეორე კიდევ – სხვანაირი, მორცხვი, უშედეგო, დაჩაგრული და მარტოსული.

მაინც ძმობენ. ვითომ არ განსხვავდებიან არაფრით ერთმანეთისგან, არადა, როგორც ვთქვი -ერთი ”სხვაა”, მეორე – ”უფრო გამოსული”. აი მე ვცდილობდი მაგ გამოსულის პროტოტიპობას.

მოკლედ ეგრე იყო რა! ერთი -ერთს ფიქრობდა და ცხოვრობდა. მეორე კიდევ თვითონ იყო ”კარგი”. ერთი – ცხოვრობს, მუშაობს, ბინა აქვს ნორმალური, მეზობლები, მეგობრები, ნაცნობები, უბანი, მეორე კიდევ - ვერაა ეგეთ პირობებში: ვერ იგუებს იქაურობას, უცხოა, მარტოა, ცალკე, მხოლოდ ოთახში, ან სახელოსნოშია ძირითადად.

სახელოსნო რაა - ერთი ძველი ბინის ოთახია . ნახევრად გადატიხრული. ერთსი სახატავი გარემოა, მეორეში საწოლი ეტევა მხოლოდ და ფანჯარა აქვს ერთი, საიდანაც ქალაქის ინდუსტრიული ხედი მოჩანს. ამ სახელოსნოში ცხოვრობს ეს ორი ”ძმაკაცთაგანი” და წუხს. ვერც ერთი ვერ ამჟღავნებს თავის აზრს ხმამაღლა , მაგრამ მაინც წუხს ჩუმად.

ერთხელაც - ის მეორე, ამას, შეწუხებულს, სთავაზობს ვითომ ფულის იოლად და იაფად შოვნას. არაფრისგან ფაქტობრივად. ესეც თანხმდება უმალ, იმიტომ რომ ყელში აქვს ამოსული ხელმოცარულობა, ასე ცხოვრება, ცარიელი ჯიბე და სიცარიელე განჯინაში. მოკლედ იწყება გზა შორეთისაკენ- ემიგრაცია სხვა ქვეყანაში.

ეს ორივე ”ძმაკაცი” თავიდანვე არკვევენ, რომ ამერიკაში ბევრი აქაურია, მათიანებიც მათ შორის. მერე იქვე ნიუ- იორკში ნახულობენ კაი-ნაცნობს, რომელიც იქ არკვევს ამათ ამერიკის წეს-კანონებში, ამ ხალხის წეს ჩვეულებაში მოკლედ ყველაფერში . . .საბოლოო შედეგი ისევ ხელმოცარულობა და მორიგი სიცარიელეა.

ხოდა ამის შემდეგ ერთ-ერთს, ამ ძმაკაცს, რომელიც ჩემი პროტოტიპია, აღმოაჩენს რომ მეგობარი ჰყოლია აქ ოკეანს გაღმა. ჰოდა, ურეკავს და უთანხმდება რომ დაეხმაროს უკან დაბრუნებაში . .

აი ესაა მოკლედ პირველი პოსტის დაწერის წინა პირობა! ეს ყველაფერი სპონტანურად მოვიდა

ნამდვილად არ მინდოდა თქვენი, ჩემი პრობლემებით გადატვირთვა smile.gif

Posted by: tikoroma Nov 30 2011, 02:16 PM

ანანდა
დავსევდიანდი ახლა.

Posted by: tikoroma Nov 30 2011, 02:40 PM

ეს გინდა ხო smile.gif
http://imageshack.us/photo/my-images/195/eltonjohnbackbend.jpg/

Uploaded with http://imageshack.us


Posted by: ანანდა Nov 30 2011, 03:30 PM

QUOTE(tikoroma @ Nov 30 2011, 02:16 PM) *
ანანდა
დავსევდიანდი ახლა.


არა და არ მინდოდა! ეგ ნამდვილად! sad.gif


Posted by: ანანდა Nov 30 2011, 03:37 PM



დღეს აქ ყოფნა მირჩევნია smile.gif

Posted by: tikoroma Nov 30 2011, 03:44 PM

ჩემი დასევდიანება კი არ გინდოდა, smile.gif სურათზე ელ ტონ ჯონი - საყვარელი საქმის აზარტშია smile.gif აი თავის სტიქიქშია რაა... - შენც ეს გინდოდა-მეთქი. მეც.. რავი ფულზე და სახელზე მეტადაც ეგ მინდა მეც და ამას კიდე ყველაფერი აქ biggrin.gif

Posted by: ანანდა Nov 30 2011, 04:36 PM

QUOTE(tikoroma @ Nov 30 2011, 03:44 PM) *
ჩემი დასევდიანება კი არ გინდოდა, smile.gif სურათზე ელ ტონ ჯონი - საყვარელი საქმის აზარტშია smile.gif აი თავის სტიქიქშია რაა... - შენც ეს გინდოდა-მეთქი. მეც.. რავი ფულზე და სახელზე მეტადაც ეგ მინდა მეც და ამას კიდე ყველაფერი აქ biggrin.gif


"sorry" seems to be the hard is word-ეტყობა მაგას მღერის.

ყველაფერი!?

Posted by: tikoroma Nov 30 2011, 05:29 PM

ანუ - საყვარელი საქმე - ფული - სახელი - ელტონჯონს ეს ყველაფერი აქვს-მეთქი, და ისე ალბატ არის რაღაცეები რაც მასაც კი არ აქვს biggrin.gif

(ელტონ ჯონს იმიტომ ჩავეციკლე, რომ მაგის სურათი ვნახე ეგეთი ხასიათის, თორემ არაფერს ვერჩი biggrin.gif)

Posted by: tikoroma Dec 1 2011, 12:36 PM

ჰემინგუეი წერს სკოტ ფიცჯერალდზე - მის მოთხრობებს არ ბეჭდავდნენ ისე, როგორც წერდა. ამიტომ ჯერ წერდა როგორც უნდოდა, მერე გადააკეთებდა როგორც სთხოვდნენ რედაქციები. ამას მოთხრობის მოკვლა ეძახდაო (თუ რაღაც ასეთს). ანუ თავის თავში ნიჭს არ კლავდა, მაგრამ გამოქვეყნებული მოთხრობა ის აღარ იყო, რაც ჩაიფიქრა - მარა ფული სჭირდებოდა biggrin.gif

მოკლედ, ყველა ქვეყანაში არის ასეთი მომენტები.
შენ თუ წასვლის შანსი გაქვს სხვა ქვეყანაში და მაგ პროფესიით მუშაობას შეძლებ, უნდა წახვიდე აბა რა.
ყველა შემთხვევაში წერე და ხატე. მთავარია შენ გსიამოვნებდეს ეს.
წარმატებაც მოვა, ან არ მოვა biggrin.gif
ვან გოგის ბიოგრაფია რო წაიკითხო იტირებ, ასევე იმპრესიონისტების - მთავარია არ მოეშვა flowers.gif

Posted by: ანანდა Dec 2 2011, 01:00 PM



"fantasmagoria"

ეს გასაყიდად დავხატე შეკვეთით . .

Posted by: td......... Dec 3 2011, 01:04 PM

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ცუდიც კარგიც, იმედგაცრუებაც, დაცემაც..მთავარია ადგე და განაგრძო სვლა.. და ისიც არ უნდ ადაგვავიწყდეს, რომ ყევლაფერი რაც ხდება უკეთესობისკენაა მიმართული. ყველა საგნის და მოვლენის შეფასება შეიძლება სხვადასხვაგვარად. ყველაზე დიდი ტრაგედიიდანაც შეიძლება სიკეთის დანახვა. ეს არა უბრალო ფსიქოლოგიური ტრენინგი, ეს რეალობაა. რეალობას ჩვენ ვქმნით და ისე მივმართავთ როგორც გვინდა. ესაა თავისუფალი არჩევანი. smile.gif

Posted by: Existence Dec 3 2011, 05:03 PM

QUOTE(td......... @ 3rd December 2011 - 01:04 PM) *
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ცუდიც კარგიც, იმედგაცრუებაც, დაცემაც..მთავარია ადგე და განაგრძო სვლა.. და ისიც არ უნდ ადაგვავიწყდეს, რომ ყევლაფერი რაც ხდება უკეთესობისკენაა მიმართული. ყველა საგნის და მოვლენის შეფასება შეიძლება სხვადასხვაგვარად. ყველაზე დიდი ტრაგედიიდანაც შეიძლება სიკეთის დანახვა. ეს არა უბრალო ფსიქოლოგიური ტრენინგი, ეს რეალობაა. რეალობას ჩვენ ვქმნით და ისე მივმართავთ როგორც გვინდა. ესაა თავისუფალი არჩევანი.


ვახ ტედე ტედე ......... მოდი ! მოდი ! მოდი უნდა გელაზღანდარო რააა........... lol.gif

Posted by: tikoroma Dec 3 2011, 06:10 PM

ანანდა
როცა ასეთი ნამუშევრები გაქვს, სისულელე იყო ჩემი მხრიდან რჩევების მოცემა biggrin.gif

შენი ნახატებიც იმპრესიონიზმს მაგონებს smile.gif
ეს გამახსენდა მიყვარს smile.gif

http://imageshack.us/photo/my-images/214/pierrotiarlekin1888.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: td......... Dec 3 2011, 07:28 PM

Existence
მოდი მოდი მელაზღანდარავე,მეტის ღირსიც ვარ!
tongue.gif

Posted by: ანანდა Dec 5 2011, 12:24 PM

QUOTE(td......... @ Dec 3 2011, 01:04 PM) *
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ცუდიც კარგიც, იმედგაცრუებაც, დაცემაც..მთავარია ადგე და განაგრძო სვლა.. და ისიც არ უნდ ადაგვავიწყდეს, რომ ყევლაფერი რაც ხდება უკეთესობისკენაა მიმართული. ყველა საგნის და მოვლენის შეფასება შეიძლება სხვადასხვაგვარად. ყველაზე დიდი ტრაგედიიდანაც შეიძლება სიკეთის დანახვა. ეს არა უბრალო ფსიქოლოგიური ტრენინგი, ეს რეალობაა. რეალობას ჩვენ ვქმნით და ისე მივმართავთ როგორც გვინდა. ესაა თავისუფალი არჩევანი. smile.gif


ამაში გეთანხმები-თუმცა უნდა დავაკონკრეტო ის რომ თითოეული ინდივიდი ცხოვრებაში კვალს ტოვებს თავისი განვითარების მიხედვით . .

ზოგადად კი როცა რამის შექმნაზე იწყება ადამიანებთან ურთიერთობა და მითუმეტეს როცა ეს რაღაც სულიერებას (ხელოვნებას) ეხება
აი აქ აწყდება ადამიანი უხილავ ან ხილულ წინააღმდეგობას, წინააღმდეგობის გადალახვა ეს აუცილებელია იმისთვის რომ გაძლიერდე და გამოიწრთო. ჩემი აზრები უფრო დანანებით გამოთქმულია ვიდრე პესიმიზმით smile.gif

Posted by: td......... Dec 9 2011, 07:29 PM

ანანდა
მიხარია, პესიმიზმზე უაზრო მდგომარეობა არ არსებობს! smile.gif)

Posted by: Lashapoli Dec 9 2011, 11:59 PM

QUOTE(td......... @ Dec 9 2011, 08:29 PM) *
ანანდა
მიხარია, პესიმიზმზე უაზრო მდგომარეობა არ არსებობს! smile.gif)

flowers.gif

Posted by: ანა Dec 10 2011, 01:44 AM

ანანდა

წიგნი დაწერე და ილუსტრაცია თავად გაუკეთე, ეგ ადვილია.. შენ ისეთი სივრცე და ცოდნა გაქვს, რაც უცხო და მიზიდველი იქნება საზოგადებისთვის smile.gif რამდენი წლის ხარ არ ვიცი, მაგრამ ასე ხელჩაქნევით არ უნდა ლაპარაკობდე. უბრალოდ ხელოვნებას, სულს, ნიჭს და ღვთის ნაჩუქარ სხვა უნარებს ცოოტა ბიზნეს-მარკეტინგი უნდა მიუმატო, ჩვენ დროში ასეა და ყველაფერი გამოგივა kiss1.gif

თუ გადაწყვეტ შემეხმიანე და ყველანიარდ დაგეხმარები. მხოლოდ იმ მიზეზით რომ მინდა იმას რასაც წერ ჩემი სხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანები კითხულობდნენ, მე ბევრს მაძლევს და სხვებსაც მისცემს, ვიცი

Posted by: ანა Dec 10 2011, 01:50 AM

ბეთხოვენი მამამისს რომ არ გაეპიარებინა, თავის დროზე.. რომ არ მიეყვან მოეყვანაა smile.gif) დღეს მე ვერ მოვუსმენდი მას.


ანანდა

ნახატების გამოფენა გინდა? მხოლოდ ცოტა ტექტიც შეურიე, თანამედროვე ვიზუალურხელოვნებაში ბევრი რამეა, ბევრი ტექნიკა და ხერხი.. და გამოფენას მოგიწყობ smile.gif ვაპირებთ მე და ჩემი მეგობარი ახლა სახასიათო ტიპებს, განსხვავებულს.. მეორედ გითხარი, მეტს აღარ გეტყვი.

Posted by: ანანდა Dec 12 2011, 04:30 PM

QUOTE(ანა @ Dec 10 2011, 01:50 AM) *
ბეთხოვენი მამამისს რომ არ გაეპიარებინა, თავის დროზე.. რომ არ მიეყვან მოეყვანაა smile.gif) დღეს მე ვერ მოვუსმენდი მას.
ანანდა

ნახატების გამოფენა გინდა? მხოლოდ ცოტა ტექტიც შეურიე, თანამედროვე ვიზუალურხელოვნებაში ბევრი რამეა, ბევრი ტექნიკა და ხერხი.. და გამოფენას მოგიწყობ smile.gif ვაპირებთ მე და ჩემი მეგობარი ახლა სახასიათო ტიპებს, განსხვავებულს.. მეორედ გითხარი, მეტს აღარ გეტყვი.


გამოფენები რამდენიმე მქონდა ადრე ”ცუდი დრო” რო იყო მაშინ-აკადემიის პირველ კურსზე ვიყავი რო გამოფენა გავაკეთე ”ქარვასლაში”-თუ მოვნახე აფიშა დავდებ სადმე ფერწერული გამოფენები გრაფიკები და ეგეთი რამეები აღარ მიზიდავს,

ძველი ნახატები თითქმის აღარ მაქვს ”მოვიშორე” ზოგი გავაჩუქე და ზოგიც ცეცხლმა შთანთქა . . ..
გასაყიდად დახატულის გამოფენა არ მსურს ეგ არაა ხელოვნება. . .

ახალი ნამუშევარი ცოტა მაქვს-რამოდენიმე და გამოფენისთვის არაა საკმარისი-ბოლო ნამუშვრი გალერია’ჰობი”-ში მქონდა დაკიდული -მას მერე არ გამოვფენილვარ. . .


სიმართლე გიხრა ელიტარული ”სვეცკი” გამოფენა არ მომწონს- ”კოპალაში” რო აკეთებენ.. . .



მე მაქვს კონცეპტუალური პროექტი ”ადამი და ევა” რომელსაც ჭირდება

1.მაღალი დონის ფოტოკოლაჟები(კომბინირებული ფერწერა)

2. სპეც განათებები

3. მუსიკალური გაფორმება

4. პერფორმანსი (სცენარის მიხედვით)

ამის გაკეთება მინდა და მერე გამოფენაsmile.gif

მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: Green Mama Dec 13 2011, 05:05 PM

დაიდოს გია ჯაჯანიძის სურათი-ც! lol.gif dash2.gif

Posted by: ანანდა Dec 14 2011, 12:20 PM



”ორსახოვანი არლეკინი” (3)

ანუ-სანდროს პორტრეტი

Posted by: ანა Dec 14 2011, 12:42 PM

ეს იმას მაგონებს, ღმერთის და ეშმაკის პორტრეტი რომაა მოხუც კაცში გაერთიანებული, ვითომ ჩრდილი რომ ადევს და სინამდვილეში ერთადაა.. მმმ

Posted by: Existence Dec 14 2011, 07:01 PM

Existence........ ხო ოხერი ვარ მარა მაინც რა გულის პატრონი ვარ რაა ! tongue.gif




ვანო მადლობა რო არ დაგეზარა....

Posted by: David27 Dec 14 2011, 08:03 PM

QUOTE(ანანდა @ Dec 14 2011, 12:20 PM) *


”ორსახოვანი არლეკინი” (3)

ანუ-სანდროს პორტრეტი

მაგარია

Posted by: Lashapoli Dec 15 2011, 02:54 AM

QUOTE(ანანდა @ Dec 14 2011, 01:20 PM) *


”ორსახოვანი არლეკინი” (3)

ანუ-სანდროს პორტრეტი

good.gif good.gif good.gif

Posted by: td......... Dec 15 2011, 09:40 AM

ანანდა
ძალიან მომწეონა არლეკინი!



Posted by: ანანდა Dec 15 2011, 11:43 AM

QUOTE(td......... @ Dec 15 2011, 09:40 AM) *
ანანდა
ძალიან მომწეონა არლეკინი!


სიმართლე გითხრა მე არ მომწონდა-ბევრი ნახატი მაქვს ისეთი რომელიც მე არ მომწონს და არც ვაჩენ არსად-”დაძინებულია ”



გასეირნება ალუბლის ბაღში

(სერიებიდან იაპონია)

Posted by: Lashapoli Dec 15 2011, 11:57 AM

QUOTE(ანანდა @ Dec 15 2011, 11:43 AM) *
სიმართლე გითხრა მე არ მომწონდა-ბევრი ნახატი მაქვს ისეთი რომელიც მე არ მომწონს და არც ვაჩენ არსად-”დაძინებულია ”



გასეირნება ალუბლის ბაღში

(სერიებიდან იაპონია)

მაჩუქე მე რასაც არ აჩენ )))

Posted by: tikoroma Dec 15 2011, 07:40 PM

ანანდა
არლეკინიც კარგია და ალუბლის ბაღში სეირნობაც smile.gif

რატო არ მოგწონს? რაც ჩაიფიქრე არ გამოვიდა თუ ის იდეა აღარ მოგწონს რაც მაშინ ჩადე? smile.gif

იაპონური სრიიდან კიდევ დადე რაც გაქვს smile.gif

Posted by: ანანდა Dec 16 2011, 11:17 AM

QUOTE(Lashapoli @ Dec 15 2011, 11:57 AM) *
მაჩუქე მე რასაც არ აჩენ )))


ის რასაც არ ვაჩენ-”დაუმთავრებელია”, (მე ასე ვთვლი)

აი ჩუქება ცოტა რთულია-იმიტომ კი არა რო მენანება,

დიდი ზომის ტილოებია (ერთ-ერთს გადავუღებ ფოტოს, დავდებ და ნახე) . . . .

Posted by: ანანდა Dec 16 2011, 11:28 AM

QUOTE(tikoroma @ Dec 15 2011, 07:40 PM) *
ანანდა
არლეკინიც კარგია და ალუბლის ბაღში სეირნობაც smile.gif

რატო არ მოგწონს? რაც ჩაიფიქრე არ გამოვიდა თუ ის იდეა აღარ მოგწონს რაც მაშინ ჩადე? smile.gif

იაპონური სრიიდან კიდევ დადე რაც გაქვს smile.gif


საერთოდ ძალიან პრეტენზიული ვარ (ნახატების შექმნას რაც შეეხება), რამდენიმე ნახატი საერთოდ გადავწერე, ნახატზე ნახატია რა!
შეიძლება ის რაც გადავწერე უკეთესი იყო ..მაგრამ ასე ხდება

იდეას წინასწარ არ ვიღებ ტილოსთან რო ვდგებიი და ფუნჯს ვიღებ მაშინ მოდის, ინტუიციას ვენდობი ძალიან სწრაფად ვქმნი თუ დავიწყე მტელი დღე ხელს არ ვუშვებ ფუნჯს-და როგორც ”მალიარი” ეგეთი ვიდი მაქვს . .. მერე ვწყდები ამ პროცესს და სურათს ვმალავ(ვატრიალებ კედლისკენ) მერე იწყება მედიტაცია ანუ გონებაში ძებნა რაც დავხატე. . .მოკლედ ძნელი ასახსნელია

იაპონურები ძალიან ბევრი მქონდა-იმდენი ვხატე ეს იაპონელი ქალები რო ჩემმა მეგობარმა იაპონელი მოიყვანა ცოლად (ჩემი ზეგავლეენით)
biggrin.gif

Posted by: tikoroma Dec 16 2011, 02:35 PM

ანანდა
აუ ძალიან მაგარია რასაც წერ.

ყველაზე სასიამოვნო რაც მიგვრძვნია აქამდე, ეს 'შემოქმედებითი წვა' იყო biggrin.gif სამწუხაროდ, ჩემი 'შედევრები' არ ღირს გამოსაჩენად, ლექსებს ვგულისხმობ, მხატვრობის ნიჭი არ მაქვს biggrin.gif

Posted by: ანანდა Dec 16 2011, 02:57 PM

QUOTE(tikoroma @ Dec 16 2011, 02:35 PM) *
ანანდა
აუ ძალიან მაგარია რასაც წერ.

ყველაზე სასიამოვნო რაც მიგვრძვნია აქამდე, ეს 'შემოქმედებითი წვა' იყო biggrin.gif სამწუხაროდ, ჩემი 'შედევრები' არ ღირს გამოსაჩენად, ლექსებს ვგულისხმობ, მხატვრობის ნიჭი არ მაქვს biggrin.gif


შედევრები არც მე არა მაქვს smile.gif

ლექსების დახატვა სცადე-საინტერესოა!
შემოქმედებითი წვა-ჰიპნოზივითაა . . .რაღაცით სიყვარულს ჰგავს

მე დავხატე ერთხელ ჩემი ლექსი (ინგლისურად მაქვს სუყველა დაწერილი) ერთი სადღაც დავდე აქ . . .

Posted by: tikoroma Dec 16 2011, 03:45 PM

ანანდა
ხატვა არ გამომდის მართლა, ვცადე უკვე smile.gif გაფერადება კი იცოცხლე Just_Cuz_01.gif

Posted by: td......... Dec 16 2011, 03:58 PM

ციტატა
შემოქმედებითი წვა-ჰიპნოზივითაა . . .რაღაცით სიყვარულს ჰგავს


ანანდა
კი სიყვარულსაც, მისტერიაა, რომლის ახსნა შეუძლებელია,ამიტომაც ვერ ვიტან ხელოვნებათმცოდნეობას, უაზრო სიტყვების და ბრძნული აზრების კორიანტელია.. ვერცერთი ხელოვნებათმცოდნე ვერ ჩაწვდება შემოქმედის ნამდვილ მდგომარეობას და ნამუშევრის შექმნის ზუსტ მიზეზს, მითუმეტეს ვერანაირი ანალიზი ვერ გამოამჟავნებს ბოლომდე იმას თუ რას განიცდიდა მხატვარი ამ პროცესისი დროს.

მე როდესაც ვმუშაობ ასე მგონია რომ სხეულიდან გავდივარ კიდეც, გათიშული ვარ და ვინმე რომ დამიძახებს ან მკითხავს რაღაცას ისეთი გრძნობა მიჩნდება რომ უცებ საიდანღაც მომავრუნეს..biggrin.gifbiggrin.gif ამ დროს ჯობია ხმა არავინ გამცეს.biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: ანანდა Dec 16 2011, 04:09 PM

QUOTE(td......... @ Dec 16 2011, 03:58 PM) *
ანანდა
კი სიყვარულსაც, მისტერიაა, რომლის ახსნა შეუძლებელია,ამიტომაც ვერ ვიტან ხელოვნებათმცოდნეობას, უაზრო სიტყვების და ბრძნული აზრების კორიანტელია.. ვერცერთი ხელოვნებათმცოდნე ვერ ჩაწვდება შემოქმედის ნამდვილ მდგომარეობას და ნამუშევრის შექმნის ზუსტ მიზეზს, მითუმეტეს ვერანაირი ანალიზი ვერ გამოამჟავნებს ბოლომდე იმას თუ რას განიცდიდა მხატვარი ამ პროცესისი დროს.

მე როდესაც ვმუშაობ ასე მგონია რომ სხეულიდან გავდივარ კიდეც, გათიშული ვარ და ვინმე რომ დამიძახებს ან მკითხავს რაღაცას ისეთი გრძნობა მიჩნდება რომ უცებ საიდანღაც მომავრუნეს..biggrin.gifbiggrin.gif ამ დროს ჯობია ხმა არავინ გამცეს.biggrin.gifbiggrin.gif


”უაზრო სიტყვები” სიყვარულში ნახე შენ biggrin.gif

მე თუ დამიძახეს- ისეთ ფორმაში გავდივარ რო თვითონ მაბრუნებენ უკან biggrin.gif




ეს ელ გრეკოს ასლია ჩემი შესრულებით

”მოტირალი იესო”

Posted by: td......... Dec 16 2011, 04:20 PM

ანანდა
სიყვარულში სიტყვები სულ არ არის.. ის რასაც ჩვენ სიტყვებს ვეძახით..smile.gif

კიდე დადე ნამუშევრები რა..smile.gif

Posted by: kate Dec 16 2011, 07:57 PM

td.........

QUOTE(td......... @ 16th December 2011 - 07:20 AM) *
კიდე დადე ნამუშევრები რა

ველოდებით smile.gif

Posted by: sociopath Dec 16 2011, 09:31 PM

უხ ძაან მაგრებია
ხედვა/ტექნიკა/წარმოსახვა ა.შ.


QUOTE(ანანდა @ Sep 2 2011, 02:37 PM) *


"ავტოპორტრეტი"


smile.gif

Posted by: ანანდა Dec 20 2011, 02:39 PM

QUOTE(td......... @ Dec 16 2011, 04:20 PM) *
ანანდა
სიყვარულში სიტყვები სულ არ არის.. ის რასაც ჩვენ სიტყვებს ვეძახით..smile.gif

კიდე დადე ნამუშევრები რა..smile.gif

რაც შეეხება სიყვარულს

ძლიერი სიყვარულისას ადამიანში ყალიბდება ”ახალი მიმღები”, გრძნობათა მაღალი სენსორები, მათი დახმარებით ინდივიდს ძალუძს სხვა მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დაფარული გრძნობების შემჩნევა.

შეყვარებულ ადამიანს უვითარდება ახალი უნარები ”შიგნით მხედველობა”, ”შორითშეგრძნება”. ამას თან ერთვის რაღაც ”განათების” მსგავსი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ახლობელი სულის შეგრძნება.

ამ ძალების და შეგრძნებების შესახებ წერდა გოეთე:

”არსებობს ისეთი მდგომარეობები, როცა ჩვენი სულის საცეცები ჩვენი სხეულის გარეთ გადის... ყოველ ჩვენგანში არსებობს ელექტრული და მაგნიტური ძლების მსგავსი ძალები, რომლებიც ნამდვილი მაგნიტის მსგავსად იზიდავენ და განიზიდავენ.

ეს მაგნიტური ძალა ძალიან დიდია და მას მანძილზე შეუძლია მოქმედება. ახალგაზრდობაში ხდებოდა ისე, რომ როცა საყვარელი გოგონას სახე ამოტივტივდებოდა ჩემს წინ, მართლაც მხვდებოდა ხოლმე იგი ცოტა ხანში”.


Posted by: td......... Dec 20 2011, 04:59 PM

კეთილი, ვეთანხმები იოჰან ვოლფგანგსაც და შენც.. და დავამატებ არის შემთხვევები, როდესა სიყვარული ამ ყველაფრის პირდაპირსაპირისპიროდაც იწყებს მოქმედებას და ადამიანს სრულებით ართმევს გონებას, აზროვნების უნარს და რაიმეს გააზრებისა და დანახვის საშუალებას.. და ამის შემდეგ ადამიანი ემსგავსება მონუსხულს..biggrin.gifbiggrin.gifანუ დებილდება..smile.gif)

Posted by: ანანდა Dec 21 2011, 12:09 PM

QUOTE(td......... @ Dec 20 2011, 04:59 PM) *
კეთილი, ვეთანხმები იოჰან ვოლფგანგსაც და შენც.. და დავამატებ არის შემთხვევები, როდესა სიყვარული ამ ყველაფრის პირდაპირსაპირისპიროდაც იწყებს მოქმედებას და ადამიანს სრულებით ართმევს გონებას, აზროვნების უნარს და რაიმეს გააზრებისა და დანახვის საშუალებას.. და ამის შემდეგ ადამიანი ემსგავსება მონუსხულს..biggrin.gifbiggrin.gifანუ დებილდება..smile.gif)

დადებილების მაგივრად-ჯობია ვიხმაროთ სიტყვა-”გონება ეკეტება”(am crazy for you!)



"Japanese girl"

Posted by: td......... Dec 21 2011, 06:57 PM

ეგ მე ვგიჟდები შენზეო.. გაგიჟება გონების ჩაკეტვა სულაც არ არის..smile.gif))


ეს "იაპონელები" მაგარია! smile.gif

Posted by: ანანდა Dec 22 2011, 03:49 PM

QUOTE(td......... @ Dec 21 2011, 06:57 PM) *
ეგ მე ვგიჟდები შენზეო.. გაგიჟება გონების ჩაკეტვა სულაც არ არის..smile.gif))
ეს "იაპონელები" მაგარია! smile.gif


ხო მაგაში მართალი ხარ! მაშინ ასე ვთქვათ ”გონებიდან გადის”



მობანავე(”კუპალშიცა”)

ასეთ ნახატებს არ ვდებ (არაეთიკურად არ ჩამითვალონ) biggrin.gif

Posted by: td......... Dec 22 2011, 07:27 PM

ანანდა
biggrin.gif მაგრად გამაცინეbiggrin.gif

Posted by: tikoroma Dec 22 2011, 08:27 PM

ვნმე შემოვა და ტანსაცმელს მიახატავს არ იდარდოთ laugh.gif laugh.gif
შენ ყველა ნახატი დადე biggrin.gif

Posted by: vano kazbegi Dec 22 2011, 10:11 PM

ამ ბოლო დროს ჩემ დამოუკიდებლად ხატვას ვსწავლობ და ვცდილობ კარგი მხატვარივით ვხატავდე. ძალიან მინდა ხატვის უნარიანობა გამიჩნდეთ. თავიდან არ ვიცი როგორ უნდა შევისწავლო ხატვა და რა უნდა გავაკეთო.

Posted by: ანანდა Dec 23 2011, 11:46 AM

QUOTE(vano kazbegi @ Dec 22 2011, 10:11 PM) *
ამ ბოლო დროს ჩემ დამოუკიდებლად ხატვას ვსწავლობ და ვცდილობ კარგი მხატვარივით ვხატავდე. ძალიან მინდა ხატვის უნარიანობა გამიჩნდეთ. თავიდან არ ვიცი როგორ უნდა შევისწავლო ხატვა და რა უნდა გავაკეთო.


ხატვის სწავლა რათქმაუნდა შეიძლება(მასწავლებლები ამიტომ არიან) პირადად მე ვერანაირ რეკომენდაციას ვერ მოგცემ, ჩემი გამოცდილება არ გამოგადგება იმიტომ რომ მე ვერც სამხატვრო სკოლაში გავჩერდი(სწავლების პროცესი არ მომწონდა) და სიმართლე გითხრა არც აკადემიაში არ ვესწრებოდი (ხატვის გაკვეთილებს)

Posted by: natuka Dec 23 2011, 02:51 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 22nd December 2011 - 08:27 PM) *
ვნმე შემოვა და ტანსაცმელს მიახატავს არ იდარდოთ
შენ ყველა ნახატი დადე

smile.gif)) ან შენ გააფერადე

Posted by: tikoroma Dec 23 2011, 03:36 PM

გ ა ვ ა ფ ე რ ა დ ე, დიახ!!! mail1.gif
http://imageshack.us/photo/my-images/266/ananda.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ანანდა ბოდიში, არ გეწყინოს რომ გავაფუჭე biggrin.gif

Posted by: ანანდა Dec 23 2011, 04:08 PM

QUOTE(tikoroma @ Dec 23 2011, 03:36 PM) *
გ ა ვ ა ფ ე რ ა დ ე, დიახ!!! mail1.gif
http://imageshack.us/photo/my-images/266/ananda.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ანანდა ბოდიში, არ გეწყინოს რომ გავაფუჭე biggrin.gif


არა არ მწყინს ოღონდ ფერი არ მომწონს! შავი თეთრი კოპლებით უფრო მოუხდებოდა biggrin.gif

Posted by: ანანდა Dec 23 2011, 04:41 PM




ეს არ გამიფერადოთ! biggrin.gif

იყიდება (სერიოზულად)

Posted by: tikoroma Dec 23 2011, 06:08 PM

ანანდა
დიდი დრო არ მქონდა ასარჩევად, სამსახურში რითი ვერთობი ხედავთ biggrin.gif

აღარ ვიზამ მეტს kiss1.gif rolleyes.gif

Posted by: td......... Dec 23 2011, 07:03 PM

ანანდა
ვაა, ერთ იჩემი მეგობარი გამახსენა, ჩეთან სწავლობდა ისიც..
რა ტექნიკაა? მომეწონა!

Posted by: ანანდა Dec 26 2011, 12:09 PM

QUOTE(td......... @ Dec 23 2011, 07:03 PM) *
ანანდა
ვაა, ერთ იჩემი მეგობარი გამახსენა, ჩეთან სწავლობდა ისიც..
რა ტექნიკაა? მომეწონა!


ასეთი ტიპის ნახატებს ძირითდად გასაყიდად ვაკეთებ-(რესტავრატორის ჩვევები მეხმარება)
მოკლედ აიღებ ტილოს და დაფარავ ერთი ტონით (ოხრა ნათელი) პასტოზური უნდა იყოს. მერე ეგ რომ გაშრება (კარქა) გაუკეთებ ორნამენტებს ან რასაც გინდა (წრეები, ხაზები წვეთები. . ) გააკეთებ მცირე ზომის მოდელს (პორტერეტს) ფერში ან შავთეთრად. მერე ამ მოდელს გადაიტან ტილოზე (როგორ ეს ფირმის საიდუმლოა) შეგიძლია პოპ არტის ელემენტებიც გამოიყენო.

მერე ესაც რო გაშრება. იღებ მარკერს და ამუშავებ მოდელს(რეტუშირებას აკეთებ) შეგიძლია ბენზინში გახსნილი გუდრონი გადაუსვა, ფეხსაცმელების მაზიც მოსულა, რომ დაძველდეს...

Posted by: Ujigro bidza. Dec 26 2011, 01:35 PM

QUOTE
შეგიძლია ბენზინში გახსნილი გუდრონი გადაუსვა, ფეხსაცმელების მაზიც მოსულა, რომ დაძველდეს...

ეხ, ბავშვებო, ბავშვებო....smile.gif

Posted by: td......... Dec 26 2011, 02:45 PM

ანანდა
კაი ,biggrin.gif რეცეპტი არ მითხოვია კაცო, ანუ შერეული ტექნიკაა სუპერსაიდუმლო ფირმენი ელემენტებით! biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: ანანდა Dec 26 2011, 02:58 PM

QUOTE(td......... @ Dec 26 2011, 02:45 PM) *
ანანდა
კაი ,biggrin.gif რეცეპტი არ მითხოვია კაცო, ანუ შერეული ტექნიკაა სუპერსაიდუმლო ფირმენი ელემენტებით! biggrin.gifbiggrin.gif


საჭმლის რეცეპტებს- ხატვის ტექნიკის რეცეპტები არ ჯობია! biggrin.gif (დიდი არაფერი საიდუმლოა, სერგომ გვასწავლა) biggrin.gif

Posted by: td......... Dec 26 2011, 03:22 PM

ანანდა
ხო სერგო კარგს რას გასწავლიდათ, ფეხსაცმლის მაზიო არაა?!:D:D ხალტურშიკებო! biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: ანანდა Dec 26 2011, 04:02 PM

QUOTE(td......... @ Dec 26 2011, 03:22 PM) *
ანანდა
ხო სერგო კარგს რას გასწავლიდათ, ფეხსაცმლის მაზიო არაა?!:D:D ხალტურშიკებო! biggrin.gifbiggrin.gif


შენ იცინე და! რო გაგესინჯა ეგ მეთოდი(ტექნიკა) სერგოს მადლობას გადაუხდიდი biggrin.gif

სხვათშორის ”ძველ სახლთან” რო იყიდება ძველი ტილოები ბენზინში გახსნილი გუდრონითაა ”დაძველებული”, ”მწვანე ფც” და იისფერი კრაფლაქი რო შეურიო და მერე ჩვარით გადაუსვა მშრალ ფერწერას დასაჭველებლად ეგაც კარქია!

ფეხსაცმლის მაზით გაკეთებულს დავდებ და მერ ნახე...იაპონური ფერწერა მაგარი გამოდის yes.gif

Posted by: td......... Dec 26 2011, 08:16 PM

ანანდა
ამისთანა ფილარმონია სპეციალისტს მაგეებს მასწავლი? biggrin.gifbiggrin.gif დაძველების მინიმუმ 100 მეთოდი ვიციbiggrin.gifbiggrin.gifთAნაც იეთი რომ ექსპერტებსაც შევიყვან შეცდომაში..biggrin.gifbiggrin.gif

მარა სერგოს რას ვერჩი, მხოლოდ კარგი მახსენდება მაგ ადამიანზე..smile.gif ეჰ, ჩვენი ბუხარი! smile.gif)

Posted by: ანანდა Dec 27 2011, 12:01 PM

QUOTE(td......... @ Dec 26 2011, 08:16 PM) *
ანანდა
ამისთანა ფილარმონია სპეციალისტს მაგეებს მასწავლი? biggrin.gifbiggrin.gif დაძველების მინიმუმ 100 მეთოდი ვიციbiggrin.gifbiggrin.gifთAნაც იეთი რომ ექსპერტებსაც შევიყვან შეცდომაში..biggrin.gifbiggrin.gif

მარა სერგოს რას ვერჩი, მხოლოდ კარგი მახსენდება მაგ ადამიანზე..smile.gif ეჰ, ჩვენი ბუხარი! smile.gif)

ეგ პოსტი მოყვარულებისთვი იყო და არა ”ფილარმონიების” და სპორტის სასახლეებისთვის biggrin.gif




ეს სამურაია რომლიც ფხსაცმელების მაზითაა დაფარული biggrin.gif

Posted by: td......... Dec 27 2011, 07:46 PM

იფფ, კაი სამურაია, ფეხსაცმლის მაზიც გადასარევი! biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: vano kazbegi Dec 28 2011, 09:53 PM


ამ ბოლო დროს ნაკლებად ვახერხებ ხატვას. მაგრამ ძალიან ძნელია ხატვა. ნელ ნელა ვამუღამებ. smile.gif თურმე რა სიამოვნება ყოფილა ხატვა.

Posted by: td......... Dec 29 2011, 12:51 AM

vano kazbegi
ძერწვაც დიდი სიამოვნებაა , თანაც მაგრად ეხმარება ადამიანს დავიწყებულის გახსენებაში..smile.gif

Posted by: vano kazbegi Dec 29 2011, 11:57 AM

QUOTE(td......... @ Dec 29 2011, 12:51 AM) *
vano kazbegi
ძერწვაც დიდი სიამოვნებაა , თანაც მაგრად ეხმარება ადამიანს დავიწყებულის გახსენებაში..smile.gif

ნამდვილად +100 გეთანხმები .

Posted by: ანანდა Dec 29 2011, 12:49 PM

ძერწვის რა მოგახსენოთ, სამხატვრო სკოლაში ისე შემაძულეს ეს პლასტელინი რო ძერწვვა მას მერე არც მიცდია!

სამაგიეროდ ხატვის ტექნიკები იცოცხლე



”მადონა მღვიმეში” ანგელოზის ფიგურა

მუყაო, ზეთი, ბენზინი გუდრონი biggrin.gif (უმბრას მაგივრად)

Posted by: ანანდა Jan 6 2012, 01:50 PM



I'm still there everywhere
I'm the dust in the wind
I'm the star in the northern sky
I never stayed anywhere
I'm the wind in the trees
Would you wait for me forever?

(ლინოგრავიურა)

Posted by: GIORGI LELUASHVILI Jan 9 2012, 07:52 PM

..

Posted by: ანანდა Jan 17 2012, 02:09 PM




”არლეკინი”

Posted by: td......... Jan 17 2012, 09:42 PM

ანანდა
good.gif

Posted by: Sylvia Feb 1 2012, 09:58 AM

http://www.radikal.ru

ამისი ცოტა მეშინია კიდეც. გავაჩუქე, და მერე დამიბრუნეს, ცუდად მოქმედებსო. justcuz_hourglass.gif

Posted by: Lashapoli Feb 1 2012, 08:16 PM

QUOTE(Sylvia @ Feb 1 2012, 09:58 AM) *
http://www.radikal.ru

ამისი ცოტა მეშინია კიდეც. გავაჩუქე, და მერე დამიბრუნეს, ცუდად მოქმედებსო. justcuz_hourglass.gif

ვა მე მომეწონა. სხვებიც დადე რა...

Posted by: ანა Feb 1 2012, 10:32 PM

რამ დაგახატინა kiss1.gif

Posted by: td......... Feb 1 2012, 11:17 PM

არადა ძალიან მომეწონა.. რატო მოქმედებს ცუდად? ! ასე არ ეტობა მძიმე ენერგეტიკა.. რავიცი...

Posted by: Sylvia Feb 2 2012, 10:22 AM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


არ მაქვს ბევრი ნახატი, თან გავაჩუქე უმეტესობა და პირველად რაც დავდე ეგ და კიდევ ერთი დამრჩა :დ

Posted by: Sylvia Feb 2 2012, 10:24 AM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს სულ ძველებია :დ აღარც მახსოვდა,ესენი კი უნდა ჰქონდეს შენახული დედაჩემს.

Posted by: Sylvia Feb 2 2012, 10:48 AM

თქვენც გკითხავთ, გართულება მაქვს ასეთ ნახატებზე, ერთი პერიოდი სულ ვხატავდი და ვხატავდი, ნაცნობმა ფსიქოლოგმა მითხრა, აგრესია გაქვს ვიღაცის მიმართო. არადა, შეიძლება ვღიღინებდე, მშვენიერ განწყობაზე ვიყო, და ამდაგვარი რამ დავხატო. :შ ნუთუ მანიაკი ვარ :დ

http://www.radikal.ru

Posted by: ანანდა Feb 2 2012, 01:46 PM

QUOTE(Sylvia @ Feb 2 2012, 10:48 AM) *
თქვენც გკითხავთ, გართულება მაქვს ასეთ ნახატებზე, ერთი პერიოდი სულ ვხატავდი და ვხატავდი, ნაცნობმა ფსიქოლოგმა მითხრა, აგრესია გაქვს ვიღაცის მიმართო. არადა, შეიძლება ვღიღინებდე, მშვენიერ განწყობაზე ვიყო, და ამდაგვარი რამ დავხატო. :შ ნუთუ მანიაკი ვარ :დ

http://www.radikal.ru


ტრაგიზმი და მელანქოლია(მოწყენილობა)

Posted by: ანანდა Feb 2 2012, 01:56 PM



ტრაგიზმი, სევდა, ტკივილი

Posted by: JENNY. Feb 3 2012, 12:12 AM

http://www.radikal.ru

Posted by: Lashapoli Feb 3 2012, 03:59 AM

JENNY. მომწონს ძალიან good.gif
ისე მართლა რაღაცნაირი ფსიქოლოგიური ენერგია აქვს შენს ნახატებს...

Posted by: JENNY. Feb 3 2012, 07:10 PM

Lashapoli
JENNY. მომწონს ძალიან
ისე მართლა რაღაცნაირი ფსიქოლოგიური ენერგია აქვს შენს ნახატებს...

დადებითი ენერგია მოდის თუ უარყოფითი??? ხატვა კი არ ვიცი, როცა ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე მაშინ ვხატავ, ფერები მიყვარს ძალიან smile.gif

Posted by: Lashapoli Feb 3 2012, 08:22 PM

QUOTE(JENNY. @ Feb 3 2012, 07:10 PM) *
Lashapoli
JENNY. მომწონს ძალიან
ისე მართლა რაღაცნაირი ფსიქოლოგიური ენერგია აქვს შენს ნახატებს...

დადებითი ენერგია მოდის თუ უარყოფითი??? ხატვა კი არ ვიცი, როცა ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე მაშინ ვხატავ, ფერები მიყვარს ძალიან smile.gif

არვიცი, ზუსტად ვერ გეტყვი. უფრო ესევთქვათ შენი შინაგანი ემოციური სამყარო (ნუ ალბათ ყვლა ნახატში მხატვრის შინაგანი სამყაროა მარა აი რავი ისეთი რა ხო ლამაზი ნახატებია, ძალიან ლამაზიფერებით მარა უფრო ალბათ ცუდი ხასიათის გავლენაა.)
ისე გეცადა კარგ ხასიათზეც დახატვა smile.gif

Posted by: Qocho Feb 3 2012, 10:39 PM

ციტატა(Lashapoli @ 3rd February 2012 - 08:22 PM) *
ისე გეცადა კარგ ხასიათზეც დახატვა

საჭირო რჩევაა... smile.gif
ბევრი ხელოვანისგან გამიგია, განსაკუთრებით პოეტებისგან და კომპოზიტორებისგან, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე რომ არიან მაშინ იწყებენ ნაწარმოების შექმნას.. მგონი ჯობია იმას რასაც სხვას წარვუდგენთ შეძლებისდაგვარად დადებით განწყობაზე შევქმნათ... smile.gif

JENNY.
კარგი ნახატია wink.gif

Posted by: td......... Feb 4 2012, 01:26 AM

JENNY.
ძალიან გავს დამხმარე საშუალებებით დანახულ სამყაროს..smile.gif რამეს იყენებ, ძველი მეხსიერებაა თუ გაუაზრებელი და უნებლიე გამოხატულება ამ სამყაროსი?

Posted by: JENNY. Feb 4 2012, 09:08 AM

td.........
რა თქმა უნდა უნებლია გამოხატულებაა, უცებ მოდის რა ასე ვთქვათ მუზა და ბოლოს ნახატის მსგავსი იქმნება smile.gif

Posted by: JENNY. Feb 4 2012, 09:24 AM

http://www.radikal.ru

Posted by: JENNY. Feb 4 2012, 09:30 AM

http://www.radikal.ru

Posted by: one Feb 16 2012, 12:13 AM

JENNY.
girl_sigh.gif

დადე რა კიდე

Posted by: ანანდა May 18 2012, 11:04 AM



ეს ჩემი ძველი ნამუშევრებია



Posted by: Cyber May 19 2012, 12:02 AM

:good:

Posted by: ანანდა May 29 2012, 11:23 AM



”ორსახოვანი არლეკინი”

Posted by: kate Jun 3 2012, 01:37 AM

ანანდა
ძააააააალიან მომწონს შენი არლეკინები smile.gif

Posted by: ანანდა Jun 8 2012, 11:18 AM

QUOTE(kate @ Jun 3 2012, 01:37 AM) *
ანანდა
ძააააააალიან მომწონს შენი არლეკინები smile.gif


”იუ ველქომ”-

დუალიზმი smile.gif

Posted by: ანანდა Jun 28 2012, 12:47 PM


ნუციკო

Posted by: tamriko_faso Jun 28 2012, 03:39 PM

ესეც ჩემი ნახატი, თუ შევძელი და ავტვირთე, რადენიმეს ავტვირთავ, ფერებში ნამუშევრები არ მაქვს გადაღებული, ის ფერები რომლებიც ნახატზეა ვერ გადმოდის აქ, და არ მიყვარს ზეტით ნამუშევრების გადაღება.

Posted by: tamriko_faso Jun 28 2012, 03:40 PM

ვერ ავტვირთე, როგორ უნდა დავდო? მასწავლეთ.

Posted by: tamriko_faso Jun 28 2012, 10:45 PM

http://a6.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash4/313550_285117524835454_213258513_n.jpg

Posted by: earth Jul 16 2012, 10:17 PM

tamriko_faso
ახლა ვნახე, არ მქონდა ნანახიsmile.gif
ძალიან საინტერესოა, მომეწონა დადევი კიდევ smile.gif

Posted by: tamriko_faso Jul 16 2012, 10:53 PM


ესც ფერადი

Posted by: earth Jul 17 2012, 07:41 AM

QUOTE(tamriko_faso @ Jul 16 2012, 11:53 PM) *

ესც ფერადი

ჩემთან არ გაიხსნა.

Posted by: David27 Jul 17 2012, 03:20 PM

QUOTE(tamriko_faso @ Jun 28 2012, 10:46 PM) *

მაგარია.

Posted by: tamriko_faso Jul 17 2012, 06:54 PM

David27 მადლობა.

Posted by: ანანდა Jul 18 2012, 11:01 AM



”ტექნოკრატია”

Posted by: tamriko_faso Jul 18 2012, 02:19 PM

ანანდა ძალიან კარგად ხატავ. l_daisy.gif

Posted by: ანანდა Jul 18 2012, 03:51 PM

QUOTE(tamriko_faso @ Jul 18 2012, 02:19 PM) *
ანანდა ძალიან კარგად ხატავ. l_daisy.gif


მადლობა!

სიმართლე გითხრა ბევრი იქიდან რაც დახატული მაქვს არ მომწონს, ხშირად როცა უყურებ ესენი ჩემი გაკეთებული არ მგონია. ესეთები საერთოდ დამალული მაქვს და ნახვაც კი არ მინდა sad.gif

Posted by: tamriko_faso Jul 18 2012, 07:22 PM

მე შენი მესმის, მე სხვა რაღაც მჭირს ეგრევე გავაჩუქებ ხოლმე და როცა დროის მერე ვნახულობ მერე ძალიან მომწონს. მაგრამ ხომ ვეღარ დაიბრუნებ? არც მენანება, მიხარია რომ სხვას მოწონს და ახარებს.

Posted by: earth Jul 19 2012, 12:44 AM

tamriko_faso

QUOTE
მე შენი მესმის, მე სხვა რაღაც მჭირს ეგრევე გავაჩუქებ ხოლმე და როცა დროის მერე ვნახულობ მერე ძალიან მომწონს. მაგრამ ხომ ვეღარ დაიბრუნებ? არც მენანება, მიხარია რომ სხვას მოწონს და ახარებს.

ამ ფორუმზე გვყავს კიდევ ერთი შენნაირი მხატვარი, არიგებს თავის ლამაზ ნახატებს, ასე რომ კეთილი იყოს შენი ამ ფორუმზე დამკვიდრება l_daisy.gif

Posted by: tamriko_faso Jul 19 2012, 09:54 AM

l_daisy.gif wub.gif l_daisy.gif

Posted by: ანანდა Jul 23 2012, 12:38 PM


Posted by: tamriko_faso Jul 23 2012, 04:04 PM

დამთხვევა არ არსებობს ჩემი აზრით, ასე არარის? ანანდა შენი ნახატი და ჩემი ძალიან გავს ერთმანეთს, სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული თორე აზრი იდენტურია.

Posted by: ანანდა Jul 23 2012, 04:45 PM

QUOTE(tamriko_faso @ Jul 23 2012, 04:04 PM) *
დამთხვევა არ არსებობს ჩემი აზრით, ასე არარის? ანანდა შენი ნახატი და ჩემი ძალიან გავს ერთმანეთს, სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული თორე აზრი იდენტურია.


აქ დამთხვევას ადგილი არა აქვს, ასე მგონია. რაც შეეხება აზრს, სახელის დაწერა დამავიწყდა ”ქალთევზა”.
საკმაოდ ძველი ნამუშევარია smile.gif მე პირადად არ მომწონდა და . . .

Posted by: ანანდა Jul 23 2012, 04:58 PM

მხატვრობაში ხშირად ხდება ერთი დაი იგივე თემის სხვადასხვა ინტერპრეტაცია

Posted by: tamriko_faso Jul 23 2012, 10:18 PM

კი გეთანხმები, მე დამთხვევაში ვიგულისხმე არალოგიკურობა იმისა რომ ადამიანი და თევზი ერტდ გვაქვს გამოსახული ნამუშევარზე. რატომ არ მოგწონს? მე ძალიან მომწონს შენი ნამუშევრები.

Posted by: მზეონა Jul 24 2012, 10:08 AM

QUOTE(tamriko_faso @ Jul 23 2012, 04:10 PM) *

ძალიან მომეწონა, თამრიკო გამოფენა როცა გექნება აუცილებად მითხარი! bigarmhug.gif მოვდივაააარ l_daisy.gif l_sunny.gif

Posted by: tamriko_faso Jul 24 2012, 10:34 AM

ჩემო საყვარელო მზეო, ეგ ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა, ეს ძველი ნამუშევრებია და უკვე გამოიFინა თავის დროზე. ახალს ვეღარ ვხატავ, ვჟღაბნი ფანქრით რაღაცეებს სამსახურში, ფერებს დიდი დრო და მონდომება უნდა, მე კი ისე ვარ დაკავებული ვერ ვახერხებ, მადლობა ისე მოგიწვევ როდისმე და ჩვენ მოვაწყოთ გამოფენაც და ლიტერატურული საღამოც. smile.gif <3

Posted by: ანანდა Jul 24 2012, 12:04 PM

QUOTE(tamriko_faso @ Jul 23 2012, 10:18 PM) *
კი გეთანხმები, მე დამთხვევაში ვიგულისხმე არალოგიკურობა იმისა რომ ადამიანი და თევზი ერტდ გვაქვს გამოსახული ნამუშევარზე. რატომ არ მოგწონს? მე ძალიან მომწონს შენი ნამუშევრები.


ეტყობა მოწონება არ მოწონება დამოკიდებულია განწყობაზე, იმ დორს როცა რამეს ქმნი-სულის მოპძრაობა ხდება და თუ მისი მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა და სხვა განწყობა დადგა ნახატი უცხოს მიერ შესრულებულად გეჩვენება. ეს საკმაოდ რთული თემაა და ამის გაშლა ეხლა მეზარება smile.gif

Posted by: nutsa Jul 26 2012, 03:13 AM

ტამრიკო ფასო . Annie Stegg -ი ხარ ?smile.gif ise cota damtxveva maincaa. is atlantis georgiadanaa smile.gif)

Posted by: nutsa Jul 26 2012, 03:13 AM

http://www.anniestegg.com/news/

http://www.google.de/imgres?imgurl=http://www.cuded.com/wp-content/uploads/2011/03/20110306_6ce9df73e571f3d864b25020e44a4493.jpg&imgrefurl=http://www.cuded.com/2011/03/illustrations-by-annie-stegg/&h=857&w=600&sz=411&tbnid=2X1CKQPJAgmblM:&tbnh=97&tbnw=68&zoom=1&usg=__N0E8EodxHgtaAy5VTi8Q437IFuw=&docid=OGYVFrs8ItS1mM&hl=de&sa=X&ei=CX4QUNmHJsX44QTivICoCg&ved=0CIUBEPUBMAk&dur=1145

Posted by: ანანდა Jul 27 2012, 01:06 PM



"Egypt Mistery"

Posted by: tamriko_faso Jul 28 2012, 03:24 PM

Annie Stegg --არ ვარ ეს ნახატი მართლა ჩემია, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დახატული და ეხლაც საძინებელში მიკიდია, უბრალოდ ორიგინალი არარის გადმოხატულია და მადლობა რომ შემახსენე ვისგან გადმოვიხატე.

Posted by: td......... Jul 29 2012, 02:31 PM

tamriko_faso
არაჩვეულებრივი ტექნიკა გაქვს, მომეწონა შენი ნახატები..

ისე თევზების თემა ჩემი განუყრელი თემაა რაც თავი მახსოვს! არ მაქვს ჩანახატიც კი თევზი რომ არ ფიგურირებდეს..

Posted by: nutsa Aug 2 2012, 04:43 PM

Annie Stegg --არ ვარ ეს ნახატი მართლა ჩემია, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დახატული და ეხლაც საძინებელში მიკიდია, უბრალოდ ორიგინალი არარის გადმოხატულია და მადლობა რომ შემახსენე ვისგან გადმოვიხატე.


მაპატიე მაგრამ ეს ნახატი ორიგინალი სულ რამოდენიმე წლის წინ დაიხატა 1 ან მაქსიმუმ 2 smile.gif) და მეორეც სჰენ რაც გიდევს ავატარად. ოკ როგორც გინდა ჩემო კარგო smile.gif)) ისე არსებობს გუგლის საძიებო სისტემა შედი და ნახე რა ინფო შენს მიერ ნაწისაწარმეტკველებ ასლებზე smile.gif)))))))

Posted by: earth Aug 2 2012, 07:08 PM

nutsa
ძალიან მომეწონა Annie Stegg-ის ნახატები, მადლობაsmile.gif

Posted by: tamriko_faso Aug 3 2012, 09:37 AM

clap2.gif

Posted by: tamriko_faso Aug 3 2012, 09:38 AM

http://a6.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash4/313550_285117524835454_213258513_n.jpg

Posted by: tamriko_faso Aug 3 2012, 09:40 AM

http://a5.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc7/301556_284581638222376_1555792525_n.jpg
http://a5.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc7/s720x720/428136_403709676309571_322946440_n.jpg
http://a4.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash4/s720x720/419758_402947106385828_1333571885_n.jpg
http://a3.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash4/309426_284581604889046_447812452_n.jpg

Posted by: ##### Nov 25 2012, 05:11 PM

tamriko_faso
სამწუხაროდ თქვენი ნახატები არცერთი არ იხსნება. შეიძლება ჩემი ბრასერის ბრალი იყოს.........

Posted by: tikoroma Dec 24 2012, 07:11 PM

ანანდა

ანანდა, დაბრუნდი და ჩემი პორტრეტი დახატე ფანქრით smile.gif
(ეგოისტი ვარ ვიცი)

Posted by: earth Nov 7 2017, 08:24 PM

ეს თემა წავიკითხე და მერე სიზმარში უცნაურად მესიზმრა, თითქოს ანანდა იყო, რაღაც პრობლემა იყო...
ნეტავ რა ქნა ანანდამ? თუ გააკეთა რამე გამოფენა ან მულტფილმი?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)