IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ......<<ცეკვის მაგია>>....., ცეკვაც არის ერთგვარი ენა,
nandarani
post Apr 3 2014, 07:09 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.....................................<<ცეკვის მაგია>>......................

,,ბჰარატანატიამის'' სტილის ძირეული ნიშნები

(გაგრძელება-- მე-5 ნაწილი)

***ერი, რომელსაც საკუთარ ორგანიზმში განვითარებული აქვს დასაბამისეული ცეკვის გენეტიკური კოდი, არასოდეს არ შეეგუება ბოლო ჟამის (კალის ეპოქის) სხეულების დეგრადირებულ როკვას. არასოდეს არ შეეგუება ჯოჯოხეთური პლანეტებიდან ნაკარნახევ რიტმებს და მელოდიებს. არასოდეს არ დაემონება სიკვდილის, შიშის და ხორციელი ვნების ენერგიით გაჯერებულ ვიბრაციებს...(მაგალითად არავეგეტარიანელის მიერ შესრულებული ცეკვა ამ ვიბრაციებს ასხივებს და ამიტომაც მხოლოდ ბრაჰმანებს ჰქონდათ ღვთაების წინაშე ცეკვის უფლება).

დღეს სამწუხაროდ მსოფლიოს ხალხთა 95 პროცენტი ასეთი ენერგეტიკით კვებავს და აჰიპნოზებს მისიკვდილებულ სამშვინველს.. ხოლო საკუთარ მარადიულ სულს მზემომსწვრალი ჭინკასავით უყურებს დაბრმავებული... ბრმა ბრმას წინამძღოლობს და სიბრმავე და სიყრუე ზეიმობს დედამიწის დიდ ნაწილზე.

როგორც სიტყვებს გააჩნიათ დადებითი და უარყოფითი ვიბრაციები, ასევე ენებს აქვთ დაბალი და მაღალი დონის სიხშირეები.
რაც უფრო დასაბამისეულ ენასთან ახლოს არის ეროვნული ენა, მით უფრო მეტად წმინდა ვიბრაციებით არის გაჯერებული.

ცეკვაც არის ერთგვარი ენა, მეტყველება, სხეულის საშუალებით გამოვლენილი ცნობიერების დონე და ბუნება.
აქედან გამომდინარე ეროვნული ცეკაც არის ერის ცნობიერების სახე. ერის ცნობიერება გველაპარაკება როგორც ეროვნული პოეზიით და მუსიკით, ასევე ცეკვების ფორმით და სტილით. ერის ორგანიზმის სამშვინველის ხასიათი და განვითარების დონე აშკარად აისახება ამ ხალხის ცეკვის სრულყოფილების ხარისხში.

და სწორედ ამიტომ ვაგრძელებ უძველესი ინდური კლასიკური ცეკვების შესახებ საუბარს, რომ ეს ცეკვები უკვე აღარ ზის არანაირ ეროვნულ საზღვრებში.
ერის განზომილებათა ზევით არის დევადასების ცეკვა გამოვლინებული. ის თავისი უპირველესი ფორმით აბსოლიტურად ღვთაებრივია და როგორც უძლიერესი ლოცვა და საგალობელი, ისე განწმედს სხეულს და სამშვინველს(ცნობიერებას).. სული ისედაც წმინდაა..უბრალოდ ჭუჭყიანი სამშვინველი ფარავს მას..***

....ძველად ეს მოძრაობები მაგიური მოქმედების ხასიათს ატარებდენ. მაგრამ რას აღნიშნავს ეს ამდენი მოძრაობა, დღეს არავის აღარ ძალუძს გაიგოს (ოსტატის და მასწავლებლის გარდა).
როგორც ვთქვი ადრე მხოლოდ ტაძრებში სრულდებოდა ღვთაების წინაშე და მხოლოდ რელიგიური რიტუალის დროს. მაგრამ კალის ეპოქის შემოსვლისთანავე გასცდა ეს საკრალური ცეკვა ტაძრის კედლებს და თეატრში დაიწყო გამოვლინება.

კიდევ ვამბობ, რომ დევადასების ცეკვა არის უნიკალური მიწიერ სამყაროში, და უწოდებენ მოძრაობათა იოგას. რადგანაც ზუსტად იგივე წეს-კანონი და მეთოდებია, რაც იოგაში, ოღონდ დინამიური ხასიათის და მრავალფეროვანი.
ცეკვაში ხელების მიმორხევა გამოსახავს ,,მუდრებს''. ისინი უამრავ წიგნშია აღწერილი. ეს მუდრები ერთმხრივია, და არსებობს ისეთებიც, რომლებიც ორივე ხელით ერთდროულად გამოისახება. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობას იძენს, როცა სივრცე და გარემო განიმსჭვალება და ივსება მუდრებით. მუდრები არის ცეკვის პოეზიის ბაგეები, და ეს სიმბოლიკა უძველესი დროიდან მოდის--ცეკვის ენას ენა რომელიც თავისთავად საუბრობს ღმერთთან, ეწოდება ნატია. საჰიტია დარპანას მიხედვით ცეკვის ეს პოეზია ხდება ხილვადი მუდრების საშუალებით.

დღესდღეობით არსებობს რამდენიმე სკოლა, რომელიც მუდრებს იყენებს სამკურნალო მიზნით.
ბჰარატანატიამის ცეკვის სიმბოლურ ელემტებს შორის უმთავრესი არის ცეცხლის ელემნტი.
მოძრაობა გგვაგონებს აალებულ ცეცხლს, და ცეკვის პლასტიკაში ის უფრო მეტად მოთამაშე ჩანს. კიდევ გავიმეორებ რომ ბჰარატანატიამი უძველესი ცეკვის სტილია, და მის შესახებ ჩანაწერები ემთხვევა 5000 წლისწინადელ დროს.

მარცვალი <<ბჰა>> აღნიშნავს <<ბჰავას>>-გძნობას, ემოციას. -რა- არის -რაგა-, ანუ მელოდია, ხოლო -ტა- ანუ -ტალამ- ნიშნავს რიტმის ხელოვნება. ,,ნატიამ'' ნიშნავს ცეკვას. დასაბამისეული ცეკვა გამონაკლის საკრალურ ცოდნას, ამიტომაც სხვადასხვა ცეკვის პოზებით არის მოხატული სამხრეთ ინდოეთის უამრავი ტაძარი--ბჰარატანატიამის ტრადიციული ცენტრი.

ახლა ვიბსაუბრებ დევადასების ყველაზე ამაღლებულ დონეზე, რომელთაც ბჰაკტი დევადასები ერქვათ.
შეგახსენებთ, ბჰაკტებად იწოდებოდნენ ისინი, რომლებიც წმინდა ერთგულებით ცეკვავდენ ღვთაებისთვის.
დევადასების ცეკვა იწყებოდა ტაძრის კარიბჭიდან. მოცეკვავე მიმართავდა უფალს თაყვანისცემით, ასევე ,მასწავლებელს და მაყურებელს. ამ ყველაფერს ყვავილების სიმბოლური შეწირვით ასრულებდა.

ამის შემდეგ თაყვანს სცემდა უფლის ყველა მთავარ გამოვლინებას, ანუ ინკარნაციას და ექსპანსიას. ამ ცერემონიის დასრულებისთანავე მოულოდნელად ქვავდებოდა მომხიბვლელ პოზაში და ისევე მოულოდნელად იწყებდა მოძრაობას, როგორც ელვისებურად გაშლილი ყვავილი. სხეულის ყოველი ნაწილი იწყებდა ცეკვას, და გაფურჩქვნას. ცეკვის ამ ნაწილს უწოდებენ ყვავილის კვირტის გაშლას. ის უფალს სიმბოლურად თავაზობდა ყვავილებს, და თვითონაც ყვავილივით იფურჩქნებოდა ღვთაების წინაშე. მოცეკვავე ბჰაკტა საკუთარ სხეულს და სულს ცეკვით სწირავდა ღმერთს, როგორც ახლად აყვავილებულ ყვავილს.

დღესაც ასე სრულდება ეს ცეკვა.
....რიტუალი 4-ჯერ მეორდება, და მეორდება სამყაროს ოთი მხარის მიმართულებით. შემდეგ მოდის მკაცრად გათვლილი ტეხნიკური კომპოზიცია, რის დროსაც მოცეკვავე აჩვენებს სხვადასხვა რიტმულ სქემებს. დემონსტრირებას უკეთებს საკუთარი სხეულის მოქნილობას და ელასტიურობას, რის დროსაც საოცრად ნაზად და უდიდესი სისწრაფით გადადის ილეთიდან ილეთზე..

შემდეგ მგალობელთა გუნდის გახმოვანებით მოცეკვავე აღავლენს ლოცვას-- უფლის ან მეფის სადიდებელს. ცეკვის ამ ნაწილს უწოდებენ ,,შაბდამს''(ლოცვის ხილული ცეკვა..ლოცვა ცეკვავს.. ლოგოსი ხდება ხილული წმინდა ერთგულის სხეულით- და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს სხეული არის ღვთის ტაძარი..მოცეკვავე ტაძარი).

(გაგრძელება იქნება)
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:09 AM