IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ამაღლებულ მეუფეთა სწავლება, Ascended Master Teachings
Existence
post Oct 12 2015, 08:48 PM
Post #41

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

წესი 11

"დაე, მოსწავლემ გადაიტანოს ცეცხლი ქვედა სამკუთხედიდან ზედაში და შეინარჩუნოს ის, რაც ცეცხლის მიერ შუა წერტილში იქმნება".

სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს განდობილის ძალაუფლებას სექსუალურ იმპულსზე, როგორც იგი ჩვეულებრივ აღიქმება, და ენერგიზებული გამრავლების ორგანოებიდან ცეცხლის გადატანას ყელის ცენტრში, რაც განაპირობებს შემოქმედებითობას მენტალურ პლანზე გონების მეშვეობით. ის, რაც უნდა შეიქმნას, შემდეგ უნდა გამოიკვებოს და შენარჩუნდეს სიყვარულის ენერგიით, რომელიც გულის ცენტრიდან გამოდის.

ხსენებული ქვედა სამკუთხედი, ესაა:

1. მზის წნული.
2. ხერხემლის ფუძე.
3. გამრავლების ორგანოები.

ზედა სამკუთხედია:

1. თავი.
2. ყელი.
3. გული.

ეს წესი ზედაპირული მკითხველის მიერ შესაძლო აღქმულ იქნას, როგორც უქორწინობის აღქმა და კანდიდატის ვალდებულება - თავი შეიკავოს სექსუალური იმპულსის ყოველგვარი ფიზიკური გამოვლინებისგან. მაგრამ ეს ასე არაა. მრავალმა განდობილმა მიაღწია მიზანს იმით, რომ ბუნებრივად და კეთილგონივრულად ინარჩუნებდნენ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს. განდობილი ახდენს განსაკუთრებული გონებრივი განწყობის კულტივირებას, რომლის დროსაც გაცნობიერებული ხდება, რომ გამოვლინების ყვლა ფორმა ღვთაებრივია, და რომ ფიზიკური პლანი - ეს ასევე ღვთაებრივი გამოვლინების ფორმაა, ისევე, როგორც ნებისმიერი მაღალი პლანი.

განდობილს ესმის, რომ ღვთაების დაბალი გამოვლინება ამ შინაგანი ღვთაების ცნობიერი მმართველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, და რომ ნებისმიერი სახის მოქმედება უნდა რეგულირდებოდეს მისწრაფებით - შესრულდეს ყოველი ვალდებულება, მოხდეს ყოველი საკუთარი ქმედების კონტროლი და გამოყენებულ იქნეს ფიზიკური გამტარი ისე, რომ ეს ჯგუფის კეთილდღეობას,

მის სულიერ პროგრესს და კანონის სრულყოფილ აღსრულებას ემსახურებოდეს.
არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ზოგიერთ სტადიაზე ადამიანისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს საკუთარი კონტროლის გამყარება რაიმე სფეროში, დროებითი თავშეკავების მეშეობით, მაგრამ ეს მხოლოდ შუალედური საშუალებაა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რის შემდეგაც მოდის სტადია, როდესაც კონტროლის დამყარების შემდეგ ადამიანი სრულყოფილად ახდენს ღვთაების ატრიბუტების დემონსტრირებას ფიზიკური სხეულის მეშვეობით და ყოველი ცენტრი გამოიყენება ბუნებრივად და გონივრულად, რაც რასის მიზნების განხორციელებას ემსახურება.

ხშირ შემთხვევაში განდობილები და მასწავლებლები ცოლს ირთავენ და ქმრებისა და ოჯახის უფროსების ნორმალურ მოვალეობებს ასრულებენ, მაგრამ მთელი მათი ქცევა განისაზღვრება და რეგულირდება მიზნითა და განზრახვით, და არცერთი მათგანი არაა შეპყრობილი ვნებითა და სურვილით. სრულყოფილ ადამიანში ფიზიკურ პლანზე ყველა ცენტრი სრულადაა კონტროლირებული და მათი ენერგია კანონის შესაბამისად გამოიყენება; შინაგანი ღმერთის სულიერი ნება მთავარი ფაქტორია, და სახეზეა ძალისხმევათა ერთიანობა, დემონსტრირებული ყველა პლანზე, და ყველა პლანზე ყველა ცენტრის მეშვეობით დემონსტრირდება გაერთიანოებული სწრაფვა მეტი სიკეთისთვის რაც შეიძლება მეტი ადამიანის საკეთილდღეოდ.

საჭირო იყო ამ საკითხზე შეჩერება, რდგან მრავალი მოსწავლე ცდება და ან ახდენს ისეთი გონებრივი განწყობის კულტივირებას, რომელსაც ნორმალური ფიზიკური ბუნების სრულ ატროფიამდე მივყავართ. ან აღვირახსნილობას ეძლევიან საბაბით - „ცენტრების სტიმულაცია“ და ასტრალური განვითარება. ნამდვილი განდობილი თავისი ბრძნული, სუფთა ბუნებრიობით იცნობა, ურყევი მიყოლით იმ წესებისადმი, რაც უკეთესია ჯგუფისთვის და როგორც ამას განსაზღვრავენ ქვეყნის ჯგუფური კანონები საკუთარი თავის ფლობის, ნებისმიერი უკიდურესობისგან თავშეკავების მხრივ. ასევე იმით, თუ სულიერი ცხოვრების, მაღალი ეთიკისა და ცხოვრებისეული დისციპლინის როგორ მაგალითს აძლევს იგი გარშემომყოფებს.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 12 2015, 08:51 PM
Post #42

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

წესი 12

"დაე, მოსწავლემ ისწავლოს ხელების მსახურებაშ გამოყენება; დაე, იპოვნოს მაცნეს ნიშნი თავის ფეხებზე, და დაე, ისწავლოს ხედვა თვალით, რომელიც ორს შორის იმზირება".

პირველი წაკითხვისას გეჩვენებათ, რომ ამ წესის ახსნა ადვილია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი წარმოადგენს მითითებას კანდიდატისთვის, რომ გამოიყენოს ხელები მსახურებაში და ფეხები იერარქიული დავალებების შესასრულებლად, ასევე განივითაროს ნატელმხილველობა. მაგრამ მისი რეალური აზრი გაცილებით უფრო ეზოთერულია. ოკულტური გაგებით, „ხელების გამოყენება“ - ესაა ხელისგულებზე არსებული ჩაკრების (ანუ ცენტრების) გამოყენება:

1. სხეულებრივი ავადობების განსაკურნად;
2. კურთხევისთვის და ამგვარად ემოციური ავადობების განსაკურნად;
3. ლოცვის ან მედიტაციის დროს ხელების ცენტრთა გამოყენება მენტალური მატერიითა და ნაკადებით მანიპულაციისთვის.

საჭიროა ამ სამი პუნქტის გულდასმით გაანალიზება, და დასავლეთელ მოსწავლეებს შეუძლიათ ბევრი რამ ისწავლონ ქრისტეს ცხოვრების შესწავლოთ და მის მიერ ხელების გამოყენების მეთოდთა გააზრებით. აქ ამაზე მეტის მოყოლა შეუძლებელია, რადგანაც საკითხი ძალიან ფართოა ჩვენი მოკლე გადმოცემისთვის.

„მაცნეს ნიშანი“ ფეხებზე, ესაა კარგად ნაცნობი სიმბოლო - ფრთები მერკურის ქუსლებზე. ამ თემაზე მრავალი რამ გაეხსნებათ ოკულტური სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მოაგროვებენ ყველაფერს, რისი პოვნაც შესაძლებელია ღმერთების მაცნეს შესახებ, და ისინი გულდასმით გაიაზრებენ ინფორმაციას, რომლებიც დაგროვილია მოსწავლე-ასტროლოგების მიერ პლანეტა მერკურის შესახებ და მოსწავლე-ოკულტისტების მიერ - შინაგანი წრის შესახებ.

თუ ზედაპირულად განვსჯით, ჩანს, რომ „თვალი, რომელიც ორს შორის იმზირება“ აღნიშნავს მესამე თვალს, რომელსაც ნათელმხილველები იყენებენ, მაგრამ ამის აზრი გაცილებით უფრო ღრმა და შემდეგ ფაქტებში მდგომარეობს:

1. შინაგანი ხედვა არის ის, რაც ყველა თვითცნობიერ არსებაში დაწყებული ლოგოსით, დამთავრებული ადამიანით, განვითარების პროცესში იმყოფება.

2. ეგო, ანუ უმაღლესი „მე“, მონადისთვის წარმოადგენს ზუსტად იმას, რასაც წარმოადგენს მესამე თვალი ადამიანისთვის, ამიტომ აღიწერება, როგორც ერთი მხრივ მონადის, ანუ სულიერ „მე“-ს და მეორე მხრივ პიროვნულ „მე“-ს შორის მომზირალი.

შესაბამისად, ყველაზე სრული ზრით, ეს წესი უბიძგებს კანდიდატს, რომ თვითცნობიერება განივითაროს და ამგვარად ისწავლო ფუნქციონირება კაუზალურ სხეულში, მენტალური პლანის მაღალ დონეებზე, იქიდან აკონტროლოს დაბალი გაამტარები და მკაფიოდ ადევნოს თვალყური ყველაფერს, რისი დანახვაცაა შესაძლებელი სამ სამყაროში, წარსულსა და მომავალში.

წესი 13

"ოთხი საკითხი უნდა შეისწავლოს და შეიმეცნოს მოსწავლემ მანამ, სანამ მას გაენდობა ყველაზე ღრმა საიდუმლო; პირველ რიგში, იმის კანონები, რასაც შეისწავლის; მეორე, მაგნეტიზირების ხუთი მნიშვნელობა; მესამე, ტრანსმუტაცია, ანუ ალქიმიის დაკარგული ცოდნა; და ბოლოს, გადმოცემული სიტყვის, ანუ ეგოური საიდუმლო სახელის პირველი ასო".

შეუძლებელია ამ წესის უფრო ფართოდ გაშლა. იგი ეხება იმ საიდუმლოებებს და საკითხებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საყოველთაოდ განვიხილოთ აქ. იგი ჩართულია მოცემულ წესებში მხოლოდ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ საგანი მედიტაციისთვის, შესწავლისთვის და ჯგუფური განხილვისთვის.
დასკვნითი წესი ძალიან მოკლეა და ხუთი სიტყვისგან შედგება.

წესი 14

"უსმინე, შეეხე, უყურე, გამოიყენე, იცოდე".

ეს სიტყვები ასახავენ იმას, რასაც ქრისტიანი უწოდებს სამი მთავარი გრძნობის განწმენდას, რასაც მოსდევს მათი გამოყენება შინაგანი სულიერი ცხოვრების ევოლუციის პროცესში, შემდეგ კი იმის გამოყენება, რაც ათვისებული და გამოცდილია, და რეალიზებული ცოდნის ნაყოფების ცხოვრებაში განხორციელება.

თარგმნა : მამუკა გურული
Atm@n

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Oct 15 2015, 10:43 AM
Post #43

YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

მადლობა Existence, გავმდიდრდით rolleyes.gif . ძალიან საინტერესოა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 16 2015, 06:36 PM
Post #44

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ichi ვპასუხობ შეკითხვებზე:

1) '''როგორ ფიქრობთ, ჭეშმარიტებამდე მისასვლელად რამე სისტემაა საჭირო? არსებობს გზა ჭეშმარიტებისკენ'''.
- ჭეშმარიტებამდე მისასვლელი მრავალი გზა არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველა გზა რომელსაც სულიერებაზე აქვს პრეტენზია ჭეშმარიტია (პირიქით ნამდვილი ძალიან ცოტაა). სისტემა საჭიროა ყველგან სადაც რაიმეს დამორჩილებაზე არის ლაპარაკი. ევოლუცია კი გულისხმობს საკუთარი თავის დამორჩილებას (ფიზიკური სხეულის, ემოციებისა და აზროვნების სხეულების დამორჩილებას), ამიტომ იქ სადაც სულიერ განვიტარებაზეა ლაპარაკი ჩემი აზრით აუცილებელია ამა თუ იმ სისტემის - განსაზღვრული პრაქტიკის მიყოლა.

2) '''თუ ინდივიდმა თვითონ უნდა "გაკვალოს", ესეიგი საკუთარ თავში იპოვოს ის რასაც სიტყვა ვერ აღწერს?'''
- ვინც ასეთ რამეებს ლაპარაკობს ჩემი აზრით შორსაა რეალობისგან. იმდენი წინააღდეგობაა თითოეული იმ ადამიანისათვის გამზადებული, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრებას ცდილობს, რომ წარმოუდგენელ ძალისხმევას საჭიროებს რეალურად მასწავლებლის დახმარებითაც კი. ამ გზის გავლა ასე ჰაერზე ნაკლებად რეალურია.

3) ''''ორგანიზებულ რელიგიებზე რას ფიქრობთ?''''
- ყველა რელიგიას აქვს ეგზოთერული და ეზოთერული მხარე. თუ რელიგიის ეზოთერულ სიღრეებამდე ჩააღწევს ადამიანი დაუახლოვდება იმას რასაც ამა თუ იმ რელიგიის ''დამფუძნებელი'' რეალურად ასწავლიდა და შესაბამისად მიეახლება ჭეშმარიტებას.
- რაც შეეხება რელიგიების გარეგან მხარეს, ჩემი აზრით ტვირთად აწევს კაცობრიობას.

4) '''რწმენა რა ფენომენია თქვენთვის, მწამს იმის რასაც ვერ ვხედავ ფაქტებით, ასეა თU არა?''''
- ჩემი აზრით რწმენა სრულიად ზედმეტი რამაა ადამიანის ცხოვრებაში. (თუმცა ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობ და ბოლომდე არ გადამიწყვეტია... ეს რთული თემაა)

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 16 2015, 06:43 PM
Post #45

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(Merlin @ 16th October 2015 - 06:36 PM) *

კარგად აყალიბებ აზრს smile.gif) მომწონს

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 16 2015, 06:47 PM
Post #46

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

5) '''რა რელიგიას მიყვება ოლმეკი? ვისი სჯერა? ვისი სწამს? რა არის მთავარი მისი ორენტირი?'''

ოლმეკი არანაირ რელიგიას არ მიყვება.

ოლმეკს სწამს თავისი პირადი გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნის. მისი მთავარი ორიენტირიც ესაა და ის სწავლება რასაც იერარქიის მასწავლებლები ასწავლიან ეთერულ აშრამებში. (ამ კითხვზე თვითონ სხავანირად გიპასუხებთან ალბათ, მე ჩემი გადმოსახედიდან დავწერე).

თუ ორიენტირში მიზანს გულისხმობთ: მიზანი არის ღვთაებრივი ბუნების მოპოვება და სხვების დახმარება, რომ მათაც მოიპოვონ. ამისკენაა მოწოდებული მთელი არსებობა.

6) '''კარგი. ოლმეკია მასწავლებელი ანუ ვინც "ასწავლის"? მაინტერესებს კი.''''

ოლმეკი მასწავლებელი არაა, თავად არის მოსწავლე. პირველ და მეორე დონის განდობილი იწოდება მოსწავლედ. მხოლოდ მეოთხე განდობილს აქვს მასწავლებლის სტატუსი. ამას თავისი მიზეზები აქვს. ოლმეკს უფრო ინსტრუქტორი შეიძლება ეწოდოს. მასწავლებელთან კონტაქტი მხოლოდ ეთერულ პლანზე ხდება.

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 16 2015, 10:48 PM
Post #47

ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(Merlin @ 16th October 2015 - 06:36 PM) *
2) '''თუ ინდივიდმა თვითონ უნდა "გაკვალოს", ესეიგი საკუთარ თავში იპოვოს ის რასაც სიტყვა ვერ აღწერს?'''
- ვინც ასეთ რამეებს ლაპარაკობს ჩემი აზრით შორსაა რეალობისგან. იმდენი წინააღდეგობაა თითოეული იმ ადამიანისათვის გამზადებული, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრებას ცდილობს, რომ წარმოუდგენელ ძალისხმევას საჭიროებს რეალურად მასწავლებლის დახმარებითაც კი. ამ გზის გავლა ასე ჰაერზე ნაკლებად რეალურია.

და რა არის რეალობა და რა არის სულიერი ცხოვრება? რეალობა ის არის რომ ჩვენში არის წარმოუდგენელი ძალები, რეალობა ის არის რომ ბავშობიდან სუ უფრო და უფრო გვსვავენ ჩარჩოებში და გარემო გვაყალიბებს ოტ ი დო. მთავარია დაინახო ვინ ხარ რას დაგამსგავსეს და ეს ავადმყოფი საზოგადოება რას აკეთებს, მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ავტორიტეტებს, ვფიქრობ წამშI შეიძლება გააცნობიერო სხვაზე მეტი, მაგის დადგენა კიდე ვინ რამდენი გააცნობიერა შეუძლებელია. თქვენ თავად სად "სწავლობდით" თუ საიდუმლო არაა? საიდან წამოვიდა ძIების იმპულსი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 17 2015, 10:06 AM
Post #48

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

მადლობა existence:)

''შორსაა რეალობისგან'' - ამ სიტყვებში ის ვიგულისხმე, რომ ასეთი მიდგომით შედეგის მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია. იმ შედეგისა რასაც მე ვეძახი შედეგს.

იცხოვრო სულიერი ცხოვრებით ნიშნავს იყო მებრძოლი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის, საკუთარი თავის ფლობისთვის, საკუთარი მდბალი ბუნების, მატერიალური ბორკილებისა და ყველა სხვა წინააღდეგობის დასაძლევად.

'''მთავარია დაინახო ვინ ხარ რას დაგამსგავსეს'''

რომ გაიგო ვინ ხარ ამისათვის დიდი ბრძოლაა საჭირო. ეს მარტივად არ მიიღწევა.
რაც შეეხება მეორე პუნქტს: რომც დაინახო რას დაგამსგავსეს თუ არ იბრძოლე არაფერი გამოვა. თუმცა ყველაფერი დანახვიდან იწყება.

''''ვფიქრობ წამშI შეიძლება გააცნობიერო სხვაზე მეტი, მაგის დადგენა კიდე ვინ რამდენი გააცნობიერა შეუძლებელია'''

ეს გაცნობიერება ძალიან ბუნდოვანი რამაა ჩემი აზრით. გურუები რომლებიც რაღაც აბსტრაქტულ გაცნობიერებაზე ლაპარაკობენ როგორც წესი არანაირი პირადი გამოცდილებ არ აქვთ ხოლმე.

აღარაა აბსტრაქტული ლაპარაკისა და სულიერებაზე ლამაზი ზღაპრების მოსმენის დრო. დღეს უკვე მეტია საჭირო, ზუსტი ცოდნა და ამ ცოდნის გასაგებად გადმოცემა. ზუსტი და კონკრეტული მეთოდიკა, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

ავტორიტეტები, რომლებსაც უნდა დაუჯერო არაა საჭირო საერთოდ.

ძიების იმპულსი ყოველთვის მქონდა, სანამ რამე რეალურს ვიპოვიდი ბევრი რამის გამოვლა მომიხდა. ბოლოს სხეულიდან გასვლის მეთოდებს ვეძებდი. ამის ძებნაში შემხვდა ოლმეკის საიტი სადაც ეწერა ზუსტად და კონკრეტულად ამის შესახებ. მივყევი პრაქტიკას და მივიღე შედეგი ძალიან მალე. რომ ვნახე რომ მუშაობდა რასაც მეუბნებოდა, კარგად გავეცანი ყველაფერს რაც ეწერა, დავნერგე პრაქტიკაში და ამ ყველაფრის შედეგად 2 წელში სრულიად გადავატრიალე ჩემი ცხოვრება. სადღაც ასამდე ცნობიერი გასვლა მქონდა სხეულიდან. ახლაც აქტიურად მივყვები ისევ პრაქტიკას და ვიღებ კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს.

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 17 2015, 10:18 AM
Post #49

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

პ.ს. ოლმეკი ჩემთვის ავტორიტეტი არაა. ბევრ რამეში არ ვეთანხმები ხოლმე და ვკამათობთ კიდეც. მაგრამ მე პირადად მაქვს გამოდილი მის მიერ გადმოცემული პრაქტიკა და ვიცი, რომ რასაც ამბობს რეალურია. თუ არის ადამიანი რომელმაც ძალიან ბევრი იცის, მიზიარებს ცოდნას და ამ ცოდნის გამოყენებით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება - მაგრამ მე უარს ვამბობს ამ ყველაფერზე მიზეზით: მე ავტორიტეტები არ მჭირდება - მე უბრალოდ უგუნური ვიქნები, რომელიც საკუთარ თავს იტყუებს. ეს იგივეა ფიზიკის სწავლა რომ გინდოდეს და წიგნებზე უარს ამბობდე იმ მიზეზით, რომ გინდოდეს ახლიდან აღმოაჩინო ის რაც რამოდენიმე საუკუნის წინ აღმოაჩინეს.

ეს ადამიანის ეგოისტური ბუნების სრულიად ჩვეულებრივი გამოვლინებაა და არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ მიმავალი ადამიანის ქმედება.

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 28 2015, 01:01 AM
Post #50

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ამონარიდი ოლმეკის წიგნიდან "კატისებრთა მოძრაობები"

გრავიტაციის ჯირკვალი - ადამინებს ჰგონიათ რომ გრავიტაცია საგნების ფიზიკური მახასიათებელია და მათ მასაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს მართალი არ არის. არსებობს კავშირი მასასა და გრავიტაციას შორის, მაგრამ დამოკიდებულება არა.

განდობილებს გაემხილებათ ამ ჯირკვალის რეალური და ოკულტური შესაძლებლობის შესახებ. წიგნებში ის მხოლოდ გულის ცენტრად მოიხსენიება, მაგრამ მისი შესაძლებლობები გრანდიოზულია...........

გაგრძელება და პრაქტიკა ლინკზე

http://agmdgenivarjishebi.ru/Gravitaciis%20jirkvali.htm

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Mar 15 2016, 11:50 AM
Post #51

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

დედამიწის სულიერი იერარქიის ერთ ერთი მასწავლებლის, მეუფე ჯუალ კჰულის სამუშაო ტექსტი !

- ზიანის არ მიყენების - პრინციპით ცხოვრება გამოხატავს ადამიანს რომელიც აცნობიერებს, რომ იგი არის ყველგან მყოფელი,რომელიც ცხოვრობს სულის ცნობიერებით, მისი მეთოდია სიყვარული ! იგი გრძნობს ჩართულობას საერთო პროცესში სადაც ყოველი ფორმის მიღმა აღიქმება სინათლე, ფორმები კი გამოხატავენ ამ უკიდეგანო არსებობის მრავალფეროვნებას.

- ზიანის არ მიყენების - პრინციპით ცხოვრებას შეაქვს ადამიანის ყოველდღიურობაში ახალი თვისბები, რომლებიც ვლინდებიან როგორც ბევრი ლაპარაკის შემცირება, სულიერი მიუკერძოებლობა, იმპულსური რეაქციებისგან თავის შეკავების უნარი

ამგვარი ცხოვრების წესით, ადამიანები აძლევენ საშუალებას ჭეშმარიტი სიყვარულის ძალებს სულ უფრო ნათლად გამოვლინდნენ მათ ცხოვრებაში, სწორედ ამ ძალების მეშვეობით ხდება მათი პიროვნული მეს გამოცოცხლება სწორი მოქმედებებისკენ.

ასე რო დაე - ზიანის არ მიყენება - იყოს თქვენს ცხოვრებაში მთავარი აკორდი. გამოიყენეთ ეს მეთოდი ყოველ ღამე განვლილი დღის შესაფასებლად, დაყავით დღის ანალიზი სამ ნაწილად და გადახედეთ მას ამ სამი ასპექტის გათვალისწინებით

1. ზიანის არ მიყენება ფიქრებით - მას მივყავართ ყოველდღიურობაში საუბრის კონტროლთან

2. ზიანის არ მიყენება ემოციური რეაქციებით - ასე ჩვენ ხელს შევუწყობთ სიყვარულის არხის ფორმირებას

3. ზიანის არ მიყენება მოქმედებებით - ამით მიიღწევა წონასწორობა, ეფექტური მოქმედების უნარი, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითი ნების გამოვლენას

ზემოთ აღნიშნული სამი ასპექტის ზეგავლენა უნდა იქნას შესწავლილი როგორც საკუთარ მეზე და მის განვითარებაზე ასევე იმ ადამიანებზე რომლებთანაც ხორციელდება კონტაქტი

აქვე მინდა ავღნიშნო ! ეს დასკვნები დაფუძნებულია ჩემს მიერ ოკულტური მუშაობიდან მიღებულ გამოცდილებაზე, ეს არ გიქმნით აუცილებლობას რომ თქვენც დაემოჩილოთ მას, ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ ცნობიერად საკუთარი რასის მსახურებაში მყოფ მოსწავლეებს, რომლებიც ვითარდებიან საკუთარი ძალისხმევით, თავისუფალი ნებით და სამუშაო მეთოდის ნებაყოფლობითი არჩევით რაც გამორიცხავს უსიტყვო მორჩილებაში მყოფ პასიურ მიმდევრებს.

არ დაივიწყოთ შემდეგი ! თუნდაც მიიღოთ კონკრეტული რჩევა იმ მასწავლებლების წრიდან რომელთა მოკრძალებული წევრი მეც გახლავართ, ყოველთვის მისდიეთ საკუთარი სულის მინიშნებებს და დიქტატს.

პირადი გამოცდილების, ლექციების და პრაქტიკის ჯგუფი facebook - სიყვარულის პრაქტიკა და პირადი გამოცდილება

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
past
post Mar 15 2016, 03:27 PM
Post #52

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 27
Joined: 29-December 15
From: Now, here
Member No.: 7,476

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

სალამი და მადლობა ინფორმაციისთვის,

მე Robert Bruce-ის Astral Dynamics: A NEW Approach to Out-of-Body Experiences ამ წიგნს მივყვები და აქ ეწერა რომ მარტო სავარჯიშოები კარგი არ არისო. მასწავლებელი არ მყავს და რას მირჩევთ?

Merlin შეგიძლია ოლმეკზე მეტი ინფორმაცია დადო? რაც შენ გაიარე. smile.gif

--------------------
See you in lucid dreams
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Mar 15 2016, 09:34 PM
Post #53

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

past

გირჩევ რომ დაემატო ზემოთ მითითებულ ჯგუფში ,იქ ნახავ რო ყოველ შაბათს ვიკრიბებით 20 ლარი ღირს ლექცია , კარგი იქნება თუ პირველი ლექცია როცა დაანონსდება მაშინ მოხვალ, პირველი ბაზაა რაც აუცილებელია, ასევე გირჩევ ოლმეკის წიგნი შეიძინო მთლიანად პრაქტიკაზეა და იმ გზაზე რაც მან გაიარა

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
past
post Mar 15 2016, 11:15 PM
Post #54

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 27
Joined: 29-December 15
From: Now, here
Member No.: 7,476

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Existence

ეს ჯგუფები?
FB ჯგუფები: ზეადამიანები

https://www.facebook.com/groups/zeadamianebi/

სიყვარულის პრაქტიკა და პირადი გამოცდილება

https://www.facebook.com/groups/sikvarulisp...adigamocdileba/

აღმდგენი ვარჯიშები

https://www.facebook.com/groups/Agmdgenivarjishebi/

სამივეში დავემატო?
და წიგნი სად უნდა შევიძინო?
მადლობა

--------------------
See you in lucid dreams
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Mar 16 2016, 12:10 PM
Post #55

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

past

კი ეგ ჯგუფებია, თუ ვერ დაემატე მე დამიმეგობრდი და დაგამატებ ზეადამიანების ჯგუფში https://www.facebook.com/nikoloz.chikhladze

ოლმეკის წიგნი საჯაროდ არ იყიდება, ლექციაზე როცა მოხვალ შეგეძლება შეძენა ორი წიგნია ერთი ქართული მეორე რუსული და ორივე ერთად იყიდება ,15 ლარი ღირს თუ არ ვცდები, ამ წიგნის და პირველი ლექციის მერე შეგეძლება საერთოდ აღარ იარო ლექციებზე აუცილებელი მინიმუმი გეცოდინება დანარჩენი შენი მონდომების საკითხია

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Mar 16 2016, 01:21 PM
Post #56

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

past: ოლმეკზე მეკითხები თუ იმაზე რაც მე გავიარე ვერ მივხვდი... უფრო კონრკეტულად მითხარი.

სადღაც სამი წლის წინ გავიცანი, წავიკითხე საიტი და პრაქტიკაში დავნერგე ყველაფერი რაც მისგან ვისწავე, სიზმართხილვა, სიყვარულის პრაქტიკა, მაგიური პასები და ასე შემდეგ. სიზმართხილვაში გარკვეული გამოცდილება დავაგროვე, შემიძლია გითხრა რომ რაც გავიარე სიზმართხილვაში და ზოგადად სრულიად ემთხვევა იმას რასაც ოლმეკი მეუბნებოდა წინასწარ, ამიტომ მე ვიცი რომ ოლმეკს მართლა აქვს გავლილი ის რასაც წერს, მისი მეთოდები ნამდვილად მუშაობს. მე ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შევცვალე იმ ყველაფერის წყალობით რაც მისგან ვისწავლე. თეორიას რაც შეეხება: ბევრს ჰგონია რომ ის ყველაფერი რაც ოლმეკს უწერია საიტზე: იერარქია, ამაღლებული მასწავლებლები და ასე შემდეგ მისი მოგონილია ან რამე მსგავსი, და რომ ასეთ რამეებს მხოლოდ ოლმეკი წერს, არა და ეს ასე არ არის. მთელი თეოსოფიური საზოგადოების წევრების მიერ გადმოცემულ წიგნებში დასტურდება იგივე, და არა მარტო თეოსოფებისა.... სიყვარულის კუთხით თუ გაინტერესებთ რაც ოლმეკს უწერია ლაზარევთან შეგიძლია იგივე წაიკითხოთ, სიზმართხილვა და მაგიური პასები - კასტანედასთან, იერარქიისა და მისი წევრების შესახებ თეოსოფისტებთან (და არამარტო).... ჩემი პირადი გამოცდილებით სიყვარულის პრაქტიკის ვარგისიანობაც დასტურდება, სიზმართხილაში ''ნანახის ობიექტურობაც'' და იერარქიის მასწავლებლების არსებობაც.

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ სცადეთ პრაქტიკა და თავად ნახავთ.

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
past
post Mar 16 2016, 03:03 PM
Post #57

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 27
Joined: 29-December 15
From: Now, here
Member No.: 7,476

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

Existence
მოგწერე ფეისბუქზე, შაბათს თუ შეიკრიბებით მოვალ და იმ წიგნსაც ავიღებ.

Merlin
ოლმიკის მიხედვით გავიარეო რომ გეწერა ეგ მაინტერესებს. ახლა გასაგებია იმ წიგნს ვნახავ მეც.

მადლობა.

--------------------
See you in lucid dreams
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Mar 16 2016, 09:08 PM
Post #58

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(past @ 16th March 2016 - 03:03 PM) *
Existence
მოგწერე ფეისბუქზე, შაბათს თუ შეიკრიბებით მოვალ და იმ წიგნსაც ავიღებ.

დაგამატე ჯგუფებში , შაბათს შევიკრიბებით 2 ზე ან 3 ზე , ჯგუფშიც ნახავ ანონს, ფეისბუქზე პირადში ჩემ ნომერს მოგწერ, დამიკავშირდი ერთი დღით ადრე და შაბათს ერთად წავიდეთ( რო არ გაგიჭირდეს მოგნება )
კვირას შეგიძლია ვარჯიშზეც დაესწრო , კასტანედას მაგიურ პასებს აკეთებს ჯგუფი ...

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Mar 18 2016, 07:07 PM
Post #59

VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ერთ-ერთი მთავარი პირობა რომელიც უნდა შეასრულოს მოსწავლემ რათა გახდეს შესაძლებელი გრძნობდეს იმ სივრცეებს საიდანაც მომდინარეობს მასწავლებლების ზეგავლენა და ასევე შესაძლებელი გახდეს მისთვის ამ ზეგავლენებისადმი მორჩილება არის - შინაგანი მარტოობა -

,,სული იზრდება მარტოობაში'' და მხოლოდ შინაგან მარტოობაშია შესაძლებელი საკუთარ თავში ,,მაღალი მე''-ს შეგრძნება, მარტოობაში ხდება იმ თვისებების და სიკეთეების გაფურჩქვნა ,,პიროვნულ მე''-ში რომლებსაც მხოლოდ ადამიანის მაღალი მე ფლობს.

მარტოობაში ხდება მასწავლებლის მოახლოვება და მოსწავლის უშფოთველ სულში ცოდნის ჩანერგვა, ამ მდგომარეობაშია შესაძლებელი იმ გაკვეთილების სწავლება რომლებიც უნდა იქნას ათვისებული, მეთოდის და გასაწევი სამუშაოს დონის განმარტება რომელიც უნდა აიღოს მოსწავლემ საკუთარ თავზე, მხოლოდ შინაგან მარტოობაში ისმის მასწავლებლის ხმა !

მეუფე ჯუალ კჰული

ჯგუფი facebook-ში : სიყვარულის პრაქტიკა და პირადი გამოცდილება

--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....

Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Aug 16 2017, 04:20 PM
Post #60

YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

.......

--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

8 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 18th April 2024 - 01:44 PM