Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ კარმა და ეგრეგორი

Posted by: TeO Apr 30 2008, 05:48 PM

ეგრეგორი.
კარმა _ განწმენდის სისტემები და მეთოდები.
პრაქტიკული სამუშაო.


კარმა და ეგრეგორი _ ამ მცნებებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის არავითარი აბსტრაქცია, არც სუბსტანცია, რომელიც იმყოფება ჩვენი სხეულის გარეთ, უცნობ სფეროში და გვხელმძღვანელობს. ამდაგვარ წარმოდგენას, როგორც წესი, გადავყავართ ჭეშმარიტი გზიდან და არის ცრუ ინფორმაციის მატარებელი. Aადამიანი მოდუნებულია და ილუზიაშია, თითქოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია: “მძიმე კარმა მაქვს”,, “მე უძლური ვარ” _ ეს ძირშივე არასწორია! ეს თავის მოტყუებაა!
კარმა და ეგრეგორი გვერდიგვერდ იმყოფებიან და აქვთ პროექცია ჩვენს სხეულზე. განვიხილოთ ეს მცნება.

კარმა და ეგრეგორი წარმოადგენენ ენერგეტიკული ნაკადებით გამოხატულ ინფორმაციულ ველებს. Eეს ჩვენი ბიოგრაფიაა, წარმოდგენილი სხვადასხვა ხარისხის ენერგეტიკული მასის სახით. კარმა და ეგრეგორი ერთმანეთთან უშუალოდაა დაკავშირებული, ენერგეტიკულად კვებავენ ერთმანეთს და ჩვენს ნატიფ სხეულებს.
კარმა _ არის ყველა გასული განსხეულებების შესახებ ინფორმაციის მატარებელი ენერგეტიკა, ეგრეგორი კი, მიმდინარე განსხეულების ინფორმაციის მატარებელია. ძალიან ძნელია პრაქტიკულად ამის წარმოდგენა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ.

კარმის პროექცია ადამიანის სხეულზე არის ხერხემალი, ხოლო ეგრეგორის პროექციაა _ კანის ზედაპირული ფენა _ ეპიდერმისი. წარმოიდგინეთ ეგრეგორი სფეროს, კვერცხის ან მსხლის სახით _ ეს დამოკიდებულია ენერგიით შევსების ხარისხზე; ეგრეგორის ცენტრზე გადის ღერძი, რომელიც პროეცირდება ხერხემალზე.

Posted by: Alpha May 2 2008, 12:14 PM

მემგონი ტერმინოლოგიის შეცდომაა, მე რამდენადაც ვიიც "ეგრეგორი" ეს არის ენერგიის დიდი მასა, რომელიც იქმნება რაღაც იდეის გარშემო huh.gif

Posted by: old_man May 2 2008, 03:38 PM

ნეტა ჩვენს საიტს თუ ჰყავს ეგრეგორი? ჰა რას იტყვით? huh.gif

Posted by: TeO May 3 2008, 11:44 AM

მაპატიეთ ბოლომდე არ დამიდია მასალა..smile.gif

განვიხილოთ, როგორ ხდება ამ სუბსტანციების გაწმენდა და შევსება.
ყველა ქმედება, აზრი და სურვილი შეიცავს ინფორმაციას დადებითი და უარყოფითი ენერგიის სახით, ინდივიდუალური კარმული პროგრამის შესაბამისად. ეგრეგორის მარჯვენა მხარეში გროვდება დადებითი ენერგია, მარცხენაში უარყოფითი. თუ ეგრეგორში ხდება ამა თუ იმ ენერგიის გამკვრივება (საქციელის ან აზრის განმეორება), მაშინ ის მდორედ გადადის კარმაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს განუყოფელი სუბსტანციებია _ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ეგრეგორი თავისი ენერგიებით მთლიანად გადადის კარმაში და რჩება კარმულ სხეულში, და იმყოფება კაუზალურ სხეულში შემდეგ განსხეულებამდე.
მთელი დადებითი ენერგია შეფერილია ნათელი ტონებით და აქვს ნაკლებად მკვრივი კონსისტენცია, ხოლო უარყოფითი ენერგიები მუქ ტონებში წარმოგვიდგება და აქვთ მკვრივი მასა, ამიტომ ისინი ილექებიან “ფსკერზე” ეგრეგორის მარცხენა ნაწილში, ავსებენ რა კარმის სხეულს ქვემოდან. შესაბამისად _ დადებითი ენერგიები ზემოთ ადიან, კარმის მარჯვენა ნახევარში. გასული განსხეულებებისას დაგროვილი ენერგიები თავმოყრილია კარმული ღერძის ცენტრში, როგორც ეგრეგორიდან გადმომავალი “+” ზემოდან და “_” ქვემოდან.
ამგვარად, ეგრეგორში მეტი დადებითი ენერგიის დაგროვებით, ადამიანს ეძლევა თავისი კარმული სხეულის განწმენდის შესაძლებლობა. Aუცილებელია არა მარტო ამის ცოდნა, არამედ აღსრულებაც, ვინაიდან მთელი პასუხისმგებლობა გასულ და მომავალ განსხეულებებზე ეკისრება თავად ადამიანს.



Posted by: TeO May 3 2008, 11:45 AM

ჩვენს კარმას აქვს სამი მდგომარეობა: პირველი _ ეს საწყისი მდგომარეობაა, რომლითაც მოვდივართ ამ ცხოვრებაში; მეორე _ გამომუშავებული მდგომარეობა _ ეს ისაა, რაც დავაგროვეთ ცხოვრების განმავლობაში; მესამე – საბოლოო მდგომარეობა, სულის ენერგეტიკული დანაზოგი შემდგომი განსხეულებისათვის, ანუ ჯამი ან სხვაობა ბოლო და საწყისი მდგომარეობისა.
უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ადამიანის კარმა გადაბმულია ჩვენი პლანეტის კარმასთან. მოსახლეობის ცხოვრების დონის შესამჩნევი გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი უმეტესი ნაწილი Aგაწმენდს თავის საკუთარ კარმას. აქვე უნდა ითქვას პასუხისმგებლობაზე ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანების მიმართ. ცოლი არ არის პასუხისმგებელი ქმარზე, დედა _ დიდ შვილზე, ბაბუა შვილიშვილზე. სამი შვიდწლიანი ციკლის გავლის შემდეგ (21 წელი), ახალგაზრდას უკვე ეკისრება დამოუკიდებელი ენერგეტიკული პასუხისმგებლობა. პატარა ბავშვები კი იმყოფებიან მშობლების სრული ენერგეტიკული მეურვეობის ქვეშ. ბავშვის ზრდასთან ერთად მშობელთა კარმა იცვლება, შვილის სულიერი აღზრდიდან გამომდინარე.
ადამიანის ადრეული დაბერებისა და სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზია კარმის გადავსება. ცხოვრების გახანგრძლივების მიზნით ადამიანი თვალყურს უნდა ადევნებდეს კარმის გაწმენდას. უნდა ვიცოდეთ, რომ ვერცერთი წმინდანი ვერ განარიდებს თავის კარმას ცოდვილის კარმას, რადგან ყველა კარმა შედის სამყაროს ერთ საერთო ველში.

ეგრეგორი აქვს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს. ის აქვს აგრეთვე სახელმწიფოებს, ქალაქებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოძრაობებს, პარტიებს, პროფესიებს, რელიგიებს და ა.შ. თუ კარმას განვიხილავთ როგორც წარსულსა და აწმყოს, მაშინ ეგრეგორი _ ეს აწმყო და მომავალია. რაც მეტია ეგრეგორში დადებითი ენერგია, მით მეტი იღბალი გექნებათ ცხოვრებაში, მით უკეთესი ჯანმრთელობა გექნებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ მონათლულ ადამიანებს (ან სხვა რელიგიის მსგავსი რიტუალი, რომელიც რელიგიურ ეგრეგორთან გაერთებთ) უპირატესობა აქვთ სხვა დანარჩენ ადამიანებთან. მათი ეგრეგორი (და არა კარმა) რიტუალის შესრულების მომენტში სრულებით იწმინდება უარყოფითი ენერგიებისაგან და ნეიტრალურ მუხტს იძენს. მტირალა ბავშვები ნათლობის შემდეგ მშვიდდებიან, კარგადაც სძინავთ.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეგრეგორი _ ეს აწმყო და მომავალია, ხოლო კარმა _ წარსული და აწმყო. ამიტომ ბავშვის გაჩენის მომენტში ეგრეგორის მუხტი დადებითია ან უარყოფითი, საწყისი კარმის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ კარმაში უარყოფითი ენერგია 50%-ს სჭარბობს, მაშინ ეგრეგორსაც ექნება უარყოფითი მუხტი და პირიქით. ვიდრე ბავში არ ჩაიდენს შეგნებულ ქმედებებს, ეგრეგორი უცვლელია. Aამიტომაცაა, რომ ნათლობა შეგნებულ ასაკში, როგორც გააზრებული ქმედება, ანთავისუფლებს ადამიანს ამ ცხოვრებაში ჩადენილი ყველა ცოდვისაგან. Eეს ეგრეგორის სრული განწმენდაა. რჩება მხოლოდ საწყისი კარმა, ის რომლითაც ადამიანი მოვიდა ამ სამყაროში. ყველა ქრისტიანული რიტუალი, როგორიცაა აღსარება (მონანიება), ზიარება, მირონცხება (საზეიმო), წესის აგება _ იძლევა საშუალებას ეგრეგორის გასანთავისუფლებლად. რის შემდეგაც მრავალი ადამიანი გამოჯანმრთელდება. გამოჯანმრთელება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ ადამიანი გულწრფელად აღიარებს თავის შეცდომებს და მათ გამოსწორებას იწყებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგრეგორი სწრაფად ივსება უარყოფითი ენერგიით. ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრება, ორი საათის განმავლობაში, წმენდს ეგრეგორს. ტაძრებს აქვს თავისი ძლიერი დადებითად დამუხტული ეგრეგორები, ხოლო მსახურებაზე დასწრების დროს ადამიანთა ეგრეგორები ერთიანდებიან და ხდება აქტიური განთავისუფლება ნეგატიური ენერგიეების ზემოქმედებისაგან.
ქრისტიანობაში თითოეულ ადამიანს ყავს ანგელოზი-მფარველი. Eეს პირადი ეგრეგორია. მასთან ურთიერთობა ლოცვით შეიძლება. Dდედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანის ეგრეგორი არის დედამიწის ეგრეგორის ნაწილი. მართლმადიდებლობაში დედამიწის ეგრეგორი აისახება მთავარანგელოზ ურიილის სახებით.



Posted by: TeO May 3 2008, 11:46 AM

ქორწინების საიდუმლო _ ჯვრისწერა ეკლესიაში არის კიდევ ერთი საშუალება დადებითად დამუხტული ეგრეგორის მიღებისა ახალგაზრდა ოჯახისათვის, ანუ ოჯახის ანგელოზ-მფარველის მიღებისა. თუ ქორწინებამდე ადამიანი არის უარყოფითი ენერგიის მატარებელი, ის შეიძლება გახდეს ახალი ოჯახის ეგრეგორის ნაწილი. რიტუალის დროს ეგრეგორი არა მარტო იწმინდება, არამედ ივსება დადებითი ენერგიით. Aამიტომ ასეთი ოჯახები უფრო მტკიცე და მეგობრულებია. თუმცა არც ჯვრისწერაა პანაცეა უიღბლო ქორწინებებისგან, აქ მთავარია ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება _ რამდენადაც სწორად მოექცევიან ერთმანეთს, იმდენად ბედნიერები იქნებიან.


საყურადღებოა პროფესიონალური ეგრეგორები, რომლებიც ასევე შედგებიან ცალკეულ ადამიანთა ეგრეგორებისაგან და ორივე მუხტის მატარებელნი არიან. არასწორია გამოთქმა, რომ ეს პროფესია მავნეა ის კი არა. ყველაფერი ადამიანის ინდივიდუალურ ეგრეგორზეა დამოკიდებული. თუ თქვენ დადებითი ეგრეგორის მატარებეი ბრძანდებით, მაშინ არც ერთი პროფესია არ იქნება თქვენთვის მავნე, მთავარია თქვენს საქმეს აკეთებდეთ. ამით შეიძლება აიხსნას, რომ ადამიანები, რომელთა პროფესია სიცოცხლისათვის სარისკოა, მაგ. მეხანძრეები, მძღოლები და სხვა იყოფა ორ კატეგორიად: ზოგიერთები იღბლიანები არიან “წყლიდან მშრალი ამოდის”, სხვებს კი სულ უსიამოვნებები ხვდებათ _ ტრავმები, ავარიები, უბედური შემთხვევები. Eე.წ. პროფესიულ დაავადებებს მიიზიდავენ უარყოფითი ეგრეგორის მატარებელი ადამიანები, რადგან “მსგავსი იზიდავს მასგავსს”.



Posted by: TeO May 3 2008, 11:56 AM

კარმის გაწმენდის ორი გზა არსებობს: ეს არის გაცნობიერებისა და გამოსწორების გზა და ტანჯვის გზა. სხვა გზა არ არსებობს. თუ არ არის გააზრება იქნება ტანჯვა: წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში, ჯანმრთელობის დაკარგვა, ახლობელი ადამიანების დაკარგვა და სხვა მსგავსი. კარმა ტანჯვით იწმინდება. არჩევანი თქვენზეა. რა გზითაც წახვალთ ცხოვრებასაც ისე ააწყობთ.
გვინდა დაგიცვათ შეცდომებისაგან, რომელიც ჩვენს დროში საკმაოდ ხშირად გვხვდება _ ეს არის ექსტრასენსებისა და მკურნალების დახმარების იმედი. ადამიანებს, რომლებიც ენერგიებთან მუშაობენ შეუძლიათ თქვენი ეგრეგორიდან უარყოფითი ენერგიის რაღაც ნაწილის ამოღება. მაგრამ შემდგომ სად წავა ის? დაწვა და სხვა მისთანანი მხოლოდ ტრიუკებია _ ვინაიდან კარგად მოგვეხსენება, რომ არანაირი ენერგია უკვალოდ არ ქრება, ე.ი. საჭიროა მისი ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაციის მხოლოდ ორი გზა არსებობს _ ეს არის ან გაცნობიერება ან ტანჯვა. თუ ასე არ ხდება, მაშინ ენერგია გამოდის თქვენი ეგრეგორიდან და უერთდება თქვენი ახლობელი ადამიანების, ის ვინც თქვენთვის ძვირფასია _ ოჯახის წევრების, მეგობრების, კოლეგების ეგრეგორების უარყოფით ენერგიას. თუ ექსტრასენსი ოჯახურ ეგრეგორზე მუშაობს, ენერგია შემდეგ წრეზე მიდის _ ახლომდებარე ეგრეგორებისკენ _ ეს შეიძლება იყოს მეგობრები, სამუშაო ან თავად ექსტრასენსი. ხშირია თავად “მკურნალთა” ავადმყოფობა ან სიკვდილი. და თუ თქვენ გპირდებიან ჯანმრთელობას, ფულს, ბედნიერებას ოჯახში და ბევრ სხვა რამეს, იცოდეთ ეს ტყუილია. ამდენი ეგრეგორის გასაწმენდად ძალა არა აქვს დედამიწაზე მცხოვრებ არცერთ ადამიანს. ამიტომ საკუთარი კარმის გაწმენდა მხოლოდ თქვენ ხელგეწიფებათ. “მკურნალის” დახმარების შემდეგ დგება ხანმოკლე შვება, ხოლო შემდეგ მდგომარეობა უარესდება. მთავარი ისაა, რომ მიზეზი არ არის აღმოფხვრილი, ზემოქმედებდნენ მხოლოდ შედეგებზე.
არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც ამქვეყნად სხვების დასახმარებლად მოვიდნენ. მათი მეშვეობით აცხადებს უფალი თავის ნებას, ეხმარება, აჯანმრთელებს, შეამეცნებს და სხვა. ასეთი ადამიანები ცოტაა, მაგრამ უდაოდ არიან. როგორც წესი ისინი არ იღებენ ფულს მკურნალობისათვის, ისინი ცდილობენ დაეხმარონ ავადმყოფს, დააყენონ სწორ გზაზე. მათი მოქმედებები უანგარო და საიდუმლოა. Iსინი არ გამოდიან ტელევიზიითა და რადიოთი არ იკეთებენ რეკლამას. უფალს ისინი თავად მიყავს ავადმყოფთან, არა ყველასთან და ისიც გარკვეული დროით. თავად უნდა ვიზრუნოთ საკუთარ პრობლემებზე. სხვა გზა არ არის.


შევჩერდეთ გათვალვის, ჯადოს, და სხვა ამგვარ პრობლემაზე. რა არის ეს? ეს არის უარყოფითი ენერგია გაგზავნილი ჩვენს ეგრეგორში. ჟადოები მუშაობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც არის რაღაც “ხელმოსაკიდი”. გაიხსენეთ _ მსგავსი იზიდავს მსგავსს! Gგაწმენდა Aამგვარი ზემოქმედებისგან მრავალგვარია _ ეს არის ყველა რელიგიური რიტუალი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. თუ თქვენ გეუბნებიან, რომ ლოცვებით გშველიან, უმჯობესი არაა წახვიდეთ ეკლესიაში? ერთი ადამიანის ეგრეგორი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, ვერ შეედრება ეკლესიის ეგრეგორს. ახალ აღთქმაში ნათქვქმია: “და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო?” (მათე 12 : 26). აქ ყველაფერი გასაგებია _ თუ თავად განდევნის საკუთარ თავს, თავადვე დაეცემა.
“მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება...” (მათე 12 : 45).
რაზეა აქ საუბარი? _ უარყოფითი ენერგიის გამრავლებაზე. თუ საკუთარი კარმის განსაზღვრის, პირადი შეცდომების პოვნისა და მათი გამოსწორების შემდეგ, თქვენი ცხოვრება არ შეიცვალა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენზე მოახდინეს ზემოქმედება.
Dდა კიდევ ნათქვქმია: “ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება”


Posted by: Katabua May 11 2008, 12:47 PM

თეო, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მიხარია რომ ამ საკითხებს ეხები, რადგან ბოლო დროს ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა გავიგო, თუ რა გზებით შეიძლება გაცნობიერება?!
ანდა, გაცნობიერების დაჩქარება, იმიტომ რომ ჩემთვის ეს პროცესი საკმაოდ იმპულსურია. როცა უნდა მაშინ ამოხტება ან ქრება.
სტაბილურად როგორ უნდა ვიმუშაო ამაზეე? (გაცნობიერებაზე)
მიპასუხეთ ვინმეეემ!!.. dash2.gif
ერთ-ერთი გზა, მითხრეს ჰოლოტროპიული სუნთქვაააო. თქვენ რას ფიქრობთ. unsure.gif
განსაკუთრებით ძველი კარმა, აი, მარცხნივ და ძირში როა.. ვთქვათ ამოვალაგე, და მერე ამის დალაგება?! თუმცა, ხო, ეს ნებისყობით კიდე შეიძლება..
.. ან ასე: კარმა, გამოდი!.. (ამოდი. ამოძვერი. ციც!.. რას აკეთებ მანდ ამდენ ხანს!.. )
მესაუბრეთ, მეკამათეთ რაა, worthy.gif თორე მარტო ვიკამათებ wink.gif

Posted by: TeO May 11 2008, 12:56 PM

კაცმა არ მოინდომოს.. და ყველაფერს შეძლებს! wink.gif
შენ დაიწყე და.. smile.gif

Posted by: Katabua May 11 2008, 01:24 PM

ვაა, თეო, რა კარგია, სწრაფი პასუხის მიღებაა!..
ჰოდა, თეო, დავიწყე და, გზები მერე გამოჩნდებაა?.. თავისიიით.. blink.gif თუმცა დავიწყე ალბათ ჯერ მხოლოდ მომზადება და აი, მოთმინებას რა ვუყოო. blush.gif
"ჩაძირული" კარმის ჩქარი ამოლაგების სეანსი მჭირდება. biggrin.gif
ეტყობა ზუსტი რეცეპტები არ არსებობს.
ინდივიდუალურია, ხომ?.. თვითონ უნდა ვიპოვო გზააა?! unsure.gif
კარგი. ისედაც სულ მასე ვარ. სულ თვითონ და თვითონ.
გზების შესახებ თუ რამე იცით, მითხარით..
(თეო, smile.gif შენი იმედი მაქვს..)

Posted by: Zet May 12 2008, 05:59 PM

საერთოდ დასჯა როგორც ასეთი მცნება მემგონი არარსებობს, თუ ვინმე ვინმეს სჯის ეს თითონ ადამიანი სჯის თავისთავს ნებაყოფლობით რო თავის შეცდომა გამოასწოროს... თუ ვინმემ რამე შეცდომა დაუშვა როდისღაც ის მერე ამ ნაკლის გამოსწორებას შეეცდება.. და შეცდომებს უშვებს ყველა, უშეცდომო არაფერი არარსებობს.. ის რომ შეცდომა შენთავში რაღაც რიტუალით გამოასწორო, არვიცი, ეჩვი მეპარება..
მაგალითად: ავიღოთ ადამიანი რომელმაც მიაყენა ტკივილი სხვებს, ნუ ან დახოცა ან არვიცი))), ის ადამიანი რათქმაუნდა სიკვდილის მერე მიხვდება თავის დანაშაულს, მაგრამ ამნეზიის მერე (ანუ შემდეგი დაბადების მერე) შეიძლება იგივე გაიმეოროს იმიტომრომ მას რაღაც ნაკლი აქვს რაც უნდა გამოასწოროს, ამიტომ მან შემდეგი ცხოვრება შეიძლება ისე დაგეგმოს რომ თითონ მოხვდეს მსხვერპლის როლში, ეს მას დაეხმარება იმაში რო გააცნობიეროს რას გრძნობს სხვა ადამიანი... და ესე იქამდე სანამ სულ არ გამოსწორდება მისი ნაკლი... თუმცა ამ ნაკლის გამოსწორებას მას არავინ არ აიძულებს...

და რატო უნდა გამოვასწოროთ ეს ნაკლები ჩვენში:

ფიზიკურ სხეულში ჩვენ ”ნაკლებს” ვერავინ ვერ ხედავს, მაგრამ ასტრალურ სამყაროში ეს ყველაფერი ჩანს..
და რაც მთავარია ნაკლი შეუშლის სულს შემდგომ განვითარებაში...

ის რომ ვიღაცა ჩვენ სამაგიეროს გადაგვიხდეს ეს ყველაფერი მოგონილია იმისთვის რომ ადამიანმა ცუდი არ ჩაიდინოს და ალბათ ეს სწორეც არის...


ისე მემგონი ცოტა თემას გადაუყვიე ჩემი ფოსტით)

Posted by: Katabua May 12 2008, 07:27 PM

სასჯელი კი არ მადარდებს, ან რამის გამოსწორება.. თუნდაც ნაკლის. ნაკლი შეიძლება "გააპიარო" biggrin.gif და დადებითისკენ შემოატრიალო..
მე ამჟამინდელი მიზნებისთვის დიდი ენერგია მჭირდება. შინაგანი ხელისშემშლელი არ უნდა დამხვდეს გზაზე.
ჰოოდა, ამისთვის სწრაფი გამონთავისუფლება მინდა, თუკი რამე სადმე არის ჩაძირული და მიშლის. (კარმული) თუ არ არის და.. ამაშიც მალე დავრწმუნდები ალბათ. (რო არ იყოს, აბა, შევწუხდებოდი?! biggrin.gif )
შენ მაინც იცი, ზეტ, რომ ჰოლოტროპკა კარგი საშუალებაა კარმული "ჩაბუდებების" საწინააღმდეგოდ.
არც ის მაინტერესებს ასტრალურ სამყაროში თუ მეტყვიან ეს შენი ნაკლი რად არ გამოისწორეო.. მხოლოდ ამჯამინდელი დრო და სივრცე. აქ მჭირდება ჩემი სისუფთავე. "ოტჩიოტ"-ებზე ჯერ არ ვფიქრობ (შეიძლება მივქარავ tongue.gif )
არც სამაგიეროს გადახდა მადარდებს.. ვაა..
როგორ გავაცნობიერო მეთქი, რა და სად და რატოა "ჩაძირული"?? გზა, ხერხი, ვარჯიში.. აი, სწორედ წავალ ახლა, ენერგეტიკულ ბურთულებს გავაკეთებ. აბა კატაბუები მეტს არაფერს ჭამენ. მარტო ფერად ბურთულებს. ოქროსფერი აჯნაში, ვარდისფერი გულში! ლურჯი კიდე მზის წნულში! იახში, იახში!.. lol.gif
გზები ჩამომიწერეთ, თორე ბუს კივილს და კატის კნავილს ერთდროულად მოვრთავ!! Just_Cuz_01.gif და გაყრუვდებით, აქ, ფორუმში!. (ხუმბრობითი შტრიხი)


Posted by: Zet May 13 2008, 01:12 AM

მოკლედ კატაბუა აი ამას რო წაიკითხავ, მაგას ბევრი ფიქრი არუნდა, დაწექი დაჰოლონტროპული გააკეთე, შენ რასაც ამბობ მაგის ერთადერთი გზა ეგარი!!

მე რაც წინა ფოსტში დავწერე ეს ზოგადათ დავწერე და არა ამ შემთხვევისთვის...

მე ჰოლონტროპიული სუნთქვამ ისე მიშველა რო ჩათვალე წარსული ჩამომაჭრა, რომელიც ჩრდილივით დამყვებოდა მთელი ცხოვრება და ვერ ვიშორებდი...

Posted by: Katabua May 13 2008, 12:57 PM

ისე, გამახსენდაა..
Laie_61.gif მექსიკელი ინდიელების გზა რეკაპიტულაციაა. კასტანედას აქვს აღწერილი. მთელ შენს წარსულს იხსენებ, დაბადებიდან. გახსენება გაცნობილი ადამიანების მიხედვით ხდება. პირველი ვინ გახსოვს, მეორე.. დედა, ბაბუა და ა.შ. მთელი ცხოვრების განმავლობაში შემხვედრი ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვან, გადამწყვეტ შემთხვევებს გვახსენებს. ამ შემთხვევებმა განსაზღვრა ჩვენი ამჟამინდელი პიროვნება, ტიპი.
მე მთელი ჩანაწერები მქონდა. მერე თავისით ამოვარდება ხოლმე კადრები. შეიძლება წინა ცხოვრებებიც ამოვარდეს. მაგრამ ნელი პროცესია. წელიწადზე მეტი შეუპოვარი შრომა უნდა. ბევრი საინტერესო ამბავი შეიძლება ამოტივტივდეს, ადრე რომ არასოდეს მიგვიქცევია ყურადღება.
პროცესი ასე ხდება: თვალებდახუჭული ვზივართ, ჩასუნთქვისას ვიხსენებთ სცენას, კადრს. მთლიანად გავდივართ ჩვენი ვიზუალური ეკრანის საშუალებით. განვიცდით იგივეს, რასაც მაშინ. (შეიძლება ავტირდეთ) ამოსუნთქვისას კადრი ქრება, მთავრდება. და ასე, გადაეზემა უსასრულობას, ანუ მთლიანად ვთავისუფლდებით მისგან. Laie_61.gif
რაც შეეხება ჰოლოტროპკას, ხო, ხვალ ნამდვილად ვაპირებ. მადლობა იმპულსისთვის. l_daisy.gif

Posted by: san May 26 2008, 11:12 AM

ინდიელების ტექნიკა მომწონს რომელსაც ამ ცხოვრების თავიდან განცდა ანუ გადახედვა ქვია. იძახიან, რომ ამ ტექნიკით სულიერ ძალებს იბრუნებენ და ენერგეტიკულად იწმინდებიან.

და რაც მთავარია იმ შეცდომებს რასაც განიცდიან და დაინახავენ საკუთარ თავში, აღარ იმეორებენ.

Posted by: Mirabella Jul 6 2008, 03:23 AM

მე მითხრეს რომ სახლში ცუდი ენერგეტიკაა ჩემთან დაგროვილი...რასაც სხვათაშორის მართლა ვგრძნობ... ეხლა სხვა ადგილას მძინავს და რაც ახალ ადგილას დავიწყე დაძინება, ყოველ დილით დაღლილობის გრძნობით ვიღვიძებ...მითხრეს რომ კედელს იქით ჩემთვის ენერგოვამპირი ცხოვრობს და ამის ბრალია...არადა არ ვიცნობ იმ მეზობელს...
მითხრეს რომ სარკე უნდა დავდო პირით კედლისაკენ , რომ ამ ენერგოვამპირის ენერგეტიკა აირეკლოს უკან დაუბრუნდესო...და სახლში აურის გასაწმენდად კი რამოდენიმეჯერ ხუთშაბათ დღეს მარილი უნდა დაწვაო ტაფაზე და სახლში მოატაროო...ისრუტავსო ცუდ ენერგიასო...
მაინტერესებს გაგიგიათ თუ არა ესეთი რამე...მართლა შეიძლება ამ გზით გავთავისუფლდე ცუდი ენერგიისაგან თუ მატყუებენ..არადა საკმაოდ სერიოზულმა ადამიანმა მირჩია, ვინც ერკვევა ესეთ რაღაცეებში...ერთხლე კი გავაკეთე ეს მარილის პროცედურა და რა ვიცი ჯერ ვერ ვგრძნობ შედეგს...
ა, ხო...კიდე მითხრეს რომ ზოდიაქოთი ჩემი ქვა რაცაა ვერცხლში უნდა ჩასვაო და ატაროო, ეგეც გავაკეთე...მაგრამ მაინც რაღაც ნე ტოდ ვგრძნობ თავს...სუსტი ბიოველი რომ მაქვს ეს კი ვიცი, მარა მირჩიეთ რა როგორ დავიცვა თავი ცუდი ენერგიებისგან... superstition.gif

Posted by: Tamo_Tamo Jul 6 2008, 10:45 PM

Mirabella ჩემი რჩევაა ეგეთ რაგაცეებს მოეშვა, რა იცი შეიძლება პირიქით ცუდი ენერგია შემოუშვა მაგით! მარილი გაძვირდა დაა ჯობია ფინანსებს გაუფრთხილდე hilarioustu8.gif ეს ხუმრობით მაგრამ ესე ჯობია მოეკიდო, ჩაციკვლა არაფერზე არ ვარგა, ფსიქიკა ხო იცი რა ძლიერია... ხოდა ადექი ეხლა შენ და სადმე ბუნებაში სუფთა ჰაერზე გადი, ბალახზე ფეხშიშველა იარე, ცივი აბაზანა მიიგე, ილოცეე, ჰოლოტროპკა გააკეთე და ყველაფერი გაგივლის!:) და საერთოდ რა იცი რო სუსტი ბიოველი გაქვს? და ან ის რა იცი რო ის შენი მეზობელი ენერგოვამპირია??? ამაზე თუ დაფიქრდები და ნამდვილად გააცნობიერებ შინაგან ღიმილს გამოიწვევს wink.gif და ეს კარგია... smile.gif

Posted by: Mirabella Jul 7 2008, 12:33 AM

Tamo_Tamo

ჰოლონტროპკამ შემაშინა და აღარ ვცდი მაგას... მაგრამ სუსტი რომ მაქვს , მაგას ვგრძნობ, იმიტომ როგორც კი ვინმე აქტიური ადამიანი მელაპარაკება და თან ბევრს მთიშავს...თვალები მიელმდება ხოლმე ლამის...და თავის ტკივილი მეწყება ... ეს ხშირად ხდება, ჩემს მეგობრებშიც კი მყავს ესეთი ხალხი, ვისაც ვერასოდეს ვერ შეველევი მაგრამ სასწაულად მაცლიან ენერგიას... სუსტი ბიოველი მაქვს აბა რა ჯანდაბაა ეს sad.gif

Posted by: blanca Jul 7 2008, 06:33 AM

QUOTE
ა, ხო...კიდე მითხრეს რომ ზოდიაქოთი ჩემი ქვა რაცაა ვერცხლში უნდა ჩასვაო და ატაროო, ეგეც გავაკეთე...მაგრამ მაინც რაღაც ნე ტოდ ვგრძნობ თავს...სუსტი ბიოველი რომ მაქვს ეს კი ვიცი, მარა მირჩიეთ რა როგორ დავიცვა თავი ცუდი ენერგიებისგან...



რამ შეიზლება უკეთ დაგიცვას ვიდრე ჯვარმა? smile.gif

ძალიან ცუდად მეზინა დიდი ხნის განმავლობაში და კოშმარებსაც ვხედავდი
თავთან დავკიდე ჯვარი, ორი, ორივე ნაჩუქარია, ერთი ნაკურთხია მეორე არა როგორც მითხრეს
მე ვერ ვერკვევი ამ დეტალებში მაგრამ მჯერა რომ ჯვარი მიცავს
საოცარ და ლამაზ სიზმრებს ვხედავ + ძალიან კარგად მძინავს
+ დეპრესია მაქვს. არ ვიცი ეს ორი ერთმანეთს როგორ უთავსდება მაგრამ ფაქტია შესანიშნავად მძინავს smile.gif

Posted by: Mirabella Jul 7 2008, 12:42 PM

blanca

ათეისტი არ გეგონო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ეს ყველაფერი ჯვარმა კი არა, შენმა ფსიქიკამ გააკეთა...ანუ ქვეცნობიერად დაწყნარდი,იმიტომ რომ გჯერა რომ ის გიცავს ...მე ამ შემთხვევაში სხვა რაე მინდა ვიპოვო, რასაც ასევე დავიჯერებ რომ მიშველის და დავიჯერებ და სიმშვიდესაც მოვიპოვებ, თუნდაც ცოტა ხნით....

Posted by: Tamo_Tamo Jul 7 2008, 02:56 PM

mirabella არ არის სწორი მიდგომა, თუ კი მარილის, სარკის და ეგეთი რაგაცების სიძლიერის გჯერა რატო არ გგონია რო ჯვრის სიმბოლიკას აქვს დატვირთვა, ფსიქიკას რო თავი დავანებოთ... თუ კი ყველაფერი + - ენერგეტიკითაა დატვირთული რატოოო ჯვარი არ შეიძლება იყოს რაიმე ენერგეტიკით დატვირთული?!... როცა რამის გჯერა და გწამს, ფსიქიკა კონცერტრირდება ერთ რაიმე კონკრეტულზე, და ეს ქმნის ორ მხრივ ენერგო ვიბრაციას, რომელიც ისევ და ისევ შენში შემოდის! ყველა სიტყვას ხო აქვს თავის დატვირთვა? ანუ შესაბამისად ყველას თავის ენერგო ვიბრაციაა აქვს, დადებითი ან აურყოფითი, ან ორივე ერთად, მაგრამ ეს დატვირთვა ხო ჩვენ ადამიანებმა მივანიჭეთ, ანუ ჩვენვე შევუქმენით რაიმე ნივთს, სიმბოლიკას, ცხოველს, ნებისმირს რაც არსებოობს თავის ენერგო ველი, ანუ ისინი ჩვენ ადამიანებმა დავტვირთეთ დროთა განმავლობაში. ანუ ის სიმბოლიკები რაც არსებოობს უკვე დატვირთულია რაგაც ენერგიით, ანუ რაგაც დონეზე ისინი უკვე მოქმედებენ, ჩვენი დაჯერების ან არ დაჯერების გარეშეც. მაგრამ წარმოიდგინე შენ მისი დადებითი ან უარყოფითის ირწმუნო, რა გამოვა?! გამოვა ის რომ, გაერთიანდება ენერგეტიკა, და ერთ მთლიან ბირთვს შექმნის, რომელიც ძალიან ძლიერი იქნება იმ ენერგიით რითაც იქნება დატვირთული...... (მაგრამ აქ ადამიანის ბიოველის, სიძლიერეზეაა დამოკიდებული)
რაც უფრო შენ ირწმუნებ იმას რო შენზე მეგობრები, მეზობლები მოქმედებენ ისინი აუცილებად იმოქმედებენ... იმედია გამიგე რას გეუბნები? smile.gif wink.gif

Posted by: Mirabella Jul 7 2008, 05:17 PM

მე კი გავიგე რასაც მეუბნები და მეც იგივეს გეუბნები biggrin.gif ანუ რწმენის ამბავია რა, და მე რომ მარილის და სარკის მწამდეს ისე რომ მაგან შვება მომგვაროს აქ არც ვიკითხავდი, მაგრამ რატომაც არა, საინტერესოა ყველაფერი... მასე შეიძლება რაიმე ლამაზი კენჭი ვიპოვო და ჩემს თილისმად წარმოვიდგინო, და იმდენად რწმენით აღვიჭურვო, რომ მართლა დავმუხტო რაღაც ენერგეტიკით...

ამხელა დისკუსიისთვის არ დამიწერია ისე biggrin.gif უბრალოდ გაგიგიათ თუ არა ესეთი რიტუალის შესახებ თქო მაინტერესებდა smile.gif

Posted by: old_man Jul 11 2008, 10:11 AM

QUOTE
ათეისტი არ გეგონო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ეს ყველაფერი ჯვარმა კი არა, შენმა ფსიქიკამ გააკეთა...ანუ ქვეცნობიერად დაწყნარდი,იმიტომ რომ გჯერა რომ ის გიცავს ...მე ამ შემთხვევაში სხვა რაე მინდა ვიპოვო, რასაც ასევე დავიჯერებ რომ მიშველის და დავიჯერებ და სიმშვიდესაც მოვიპოვებ, თუნდაც ცოტა ხნით....

მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას.
მასე შეიძლება კომუნისტმა ლენინის სურათი დაიდოს თავთან და ის ამშვიდებდეს და სულიერ სიმშვიდეს ძენდეს. ანუ ნებისმიერ ობიექტს შეიძლება დადებითი ენერგია მოგვანიჭებინოს. დაახლოებით პლაცებოს ეფექტია. ისე კი ჯვარი წარმართული სიმბოლოებიდან მოდის, სვასტიკის ბიძაშვილია...
ათეისტი არც მე არ ვარ smile.gif

Posted by: Sophia Jul 11 2008, 06:52 PM

სვასტიკა კიდევ ბორჯღალის შვილია biggrin.gif რომ არა ნაცისტები, რომლებმაც სვსატიკა სიმბოლოდ აირჩიეს, სვასტიკა ერთი უწყინარი ვინმეა, მხოლოდ დადებითი მნიშვნელობის მატარებელი.
უწყვეტი მოზრაობა _ სიცოცხლის მარადიულობა და ჯვარი _ მტელი სამყაროს ერთიანობა _ დაახლოებიტ ამ მნიშვნელობებს ატარებს ერთი და მეორე.
ისე ქრისტიანობის ყველა სიმბოლო იშიფრება და აღმოვაჩენთ პარალელებს არა მხოლოდ წარმართულთან, არამედ სხვა რელიგიებთან. საწყისები და ძირითად საკითხები ყველგან ერთია. განსხვავებაა ჰუმანიზმში და რადიკალიზმში. ქრისტიანობა რიგ საკითხებში ბევრად თავისუფალი და ჰუმანურია. მე ვამბობ ქრისტიანობას და არა ეკლესიას. არ შეიძლება რელიგიაზე მსჯელობისას ეკლესიის დოგმებით ვიხელმძღვანელოთ. დამიჯერეთ, ხშირად ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. ისევე როგორც ისლამი და თანამედროვე რადიკალური ისლამისტური ფრთა, რომლის მიღმაც კამიკაძეები და ტერორისტები დგანან. ყურანში სულ სხვა რაღაცეები წერია და თანაც ძალიან კარგი და კეთილი რაღაცეები rolleyes.gif
სხვათაშორია ყურანი ქართულად პირველად სულ ახლახანს გამოიცა. გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა. მას ამ თარგმანისთვის ირანის სახელმწიფო პრემია გადაეცა და კიდევ ქართული ლიტარატურული პრემია "საბა".

Posted by: blanca Jul 11 2008, 08:27 PM

QUOTE
ათეისტი არ გეგონო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ეს ყველაფერი ჯვარმა კი არა, შენმა ფსიქიკამ გააკეთა...ანუ ქვეცნობიერად დაწყნარდი,იმიტომ რომ გჯერა რომ ის გიცავს ...მე ამ შემთხვევაში სხვა რაე მინდა ვიპოვო, რასაც ასევე დავიჯერებ რომ მიშველის და დავიჯერებ და სიმშვიდესაც მოვიპოვებ, თუნდაც ცოტა ხნით....


არ ვიცი, უბრალოდ დავკიდე. არ ვარ ეკლესიური. მაგრამ ვინ 'ჩავა' ქვეცნობიერში? შეიზლება ხო, ჩემმა ფსიქიკამ გააკეთა, შეიზლება არა. რა ვიცი. ფაქტია მაგრად მზინავს. ჩრდილოეთით დგას ჩემი საწოლი. შეიზლება ამის ბრალია + გარშემო სულ ეკლესიებია. მარტო ქრისტიანული არა, ბუდისტური, კატოლიკური, ბაპტისტური, სინაგოგა, მეჩეთი და რავიცი კიდევ რა არა. ანუ ალბათ კარგი ენერგიაც ტრიალებს. ადრე სადაც ვიყავი იქ საერთოდ არ მეზინებოდა .. სულ ვფიქრობ რატო მზინავს კარგად. მოკლედ არ ვიცი, შეიზლება დეპრესიის გამო. ნუ არის ღამეები როცა გაცილებით ცუდად მძინავს, მაგრამ ზილის პრობლემა როგორც ესეთი არ მაქვს
მე უფრო 'ღვიძილის' პრობლემა მაქვს. ეს ცუდია ..

იმედია მალე იპოვი იმას რასაც დაუჯერებ smile.gif

Posted by: blanca Jul 11 2008, 08:58 PM

ისე, რა მნიშვნელობა აქვს ათეისტი ხარ თუარა და მგონია თუ არა რომ ათეისტი ხარ
მე თვითონ არ ვიცი რა ვარ smile.gif

Posted by: blanca Jul 11 2008, 09:01 PM

ანუ არ გებრზვი, ვიღებ იმას რასაც ამბობ, მიუხედავად იმისა ქრისტიანი ხარ თუ ბუდისტი smile.gif

აუუ რამდენი ვილაპარაკე და განვმარტე biggrin.gif

Posted by: ირმა Jul 30 2008, 12:02 PM

Mirabella პირველი რაც უნდა ქნა, დაანებო ფიქრს რომ შენს გვერდით ენერგოვამპირი ცხოვრობს. „დაწვი“ ეს ფიქრი.
ჯვარს მართლა დიდი ენერგია აქვს. შეეცადე

Posted by: TeO Aug 8 2009, 01:26 PM

welcomeani.gif
ძველი თემა აღდგაა! Laie_61.gif

Posted by: TeO Aug 8 2009, 07:48 PM

მართალია წელიწადზე მეტია გასული მისი შექმნიდან, მაგრამ იმედია თემას აქტუალობა არ დაუკარგავს wink.gif biggrin.gif

Posted by: ირმა Aug 8 2009, 11:24 PM

თავიდან გადავიკითხე და ძალიან ძალიან კარგი თემაა, კარგია რომ აღდგა. smile.gif

l_daisy.gif

Posted by: Mizani Aug 17 2009, 11:31 PM

QUOTE(old_man @ 11th July 2008 - 10:11 AM) *
მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას.
მასე შეიძლება კომუნისტმა ლენინის სურათი დაიდოს თავთან და ის ამშვიდებდეს და სულიერ სიმშვიდეს ძენდეს. ანუ ნებისმიერ ობიექტს შეიძლება დადებითი ენერგია მოგვანიჭებინოს.

++100%
QUOTE(old_man @ 11th July 2008 - 10:11 AM) *
ისე კი ჯვარი წარმართული სიმბოლოებიდან მოდის, სვასტიკის ბიძაშვილია...

არა ჯვარი ვერ ჩაითვლება წარმართობის სიმბოლოს გადმონაშთად. აი რაც შეეხება სვასტიკას ანდაც ბორჯხალოს..... (ეხლა მეძინება, და ხვალ დავწერ.)

Posted by: ირმა Aug 18 2009, 09:44 AM

QUOTE(Mizani @ 18th August 2009 - 12:31 AM) *
არა ჯვარი ვერ ჩაითვლება წარმართობის სიმბოლოს გადმონაშთად.


ჯვრის ხმარება უძველესი დროიდან მოდის.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D1%80%D0%B5%D1%81%D1%82 აქჯვრის ისტორია და მრავალი ფორმის ჯვარია აღწერილი : ))) ეს რუსულად, და ეს ინგლისურად: )))
http://en.wikipedia.org/wiki/Cross

Posted by: Guru Oct 23 2009, 02:35 PM

ციტატა(ირინი @ 30th July 2008 - 12:02 PM) *
Mirabella პირველი რაც უნდა ქნა, დაანებო ფიქრს რომ შენს გვერდით ენერგოვამპირი ცხოვრობს. „დაწვი“ ეს ფიქრი.

თვით ვამპირი დაწვას დაფერფლოს. wink.gif პენტაგრამაც საკმაოდ ძლიერი სიმბოლოა . მე პირადად ბევჯერ გამომადგა good.gif

Posted by: tikoroma Dec 2 2009, 07:51 PM

Katabua
Katabua

ციტატა(Mirabella @ 7th July 2008 - 12:42 PM) *
ექსიკელი ინდიელების გზა რეკაპიტულაციაა. კასტანედას აქვს აღწერილი. მთელ შენს წარსულს იხსენებ, დაბადებიდან. გახსენება გაცნობილი ადამიანების მიხედვით ხდება. პირველი ვინ გახსოვს, მეორე.. დედა, ბაბუა და ა.შ. მთელი ცხოვრების განმავლობაში შემხვედრი ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვან, გადამწყვეტ შემთხვევებს გვახსენებს. ამ შემთხვევებმა განსაზღვრა ჩვენი ამჟამინდელი პიროვნება, ტიპი.
მე მთელი ჩანაწერები მქონდა. მერე თავისით ამოვარდება ხოლმე კადრები. შეიძლება წინა ცხოვრებებიც ამოვარდეს.


ამ დროს რაც გაგახსენდება მერე უნდა ჩაიწერო? თუ რა ჩანაწერებზეა საუბარი?

Posted by: Barmalei Sep 7 2011, 02:37 AM

http://www.youtube.com/watch?v=NegcXYaiRJg&feature=related მამა თეოდორე გაგნიძე ,კარმის და ბედისწერის შესახებ

Posted by: mata Aug 23 2012, 04:00 PM

ამ ბოლო დროს კარმამ ძაან დამიბრიყვა

შეკრებიდან მარილი წამოვიღე სახლში, მეთქი გამომადგება, მარა ვინ შეგარგო !!
დღეს გადავწყვიტე მომეყარა საჭმელზე და
და შიგნით სულ ნესტიანია და არ გადმოდის. ეტყობა წვიმა რო იყო ჩავიდა... მერე კიდე პლასმასშია დახუფული და არც იხსნება, მოკლედ მომიწევს გადაგდება ))

დაკვირვებული ვარ რაც ჩემი არ არის, სხვისი არაფერი მერგება
ავტობუსში 100 ჯერ რო ავიღო ბილეთი არავინ შემამოწმებს და 1 ხელ თუ არ ავიღე, ეგრევე ჯარიმა !!

ისე მე მიყვარს წესრიგი smile.gif
დაე იყოს სრული წესრიგი

Posted by: matashi Aug 24 2012, 10:58 AM

მე როგორც ვიცი ეგრეგორი არის ინფორმაცია რომელიც წაროიშვება რაღაც ქმედებაზე ან ენფალობაზე.აი მაგალითად ჩვენ ვართ ქრისტიანულ ეგრეგორზე.

Posted by: fawos Oct 4 2012, 08:43 PM

TeO

არასწორია კარმისა და ეგრეგორის ასე დაკავშირება , ჯერ ერთი იმიტომ რომ კარმის მცნება ინდოეთიდან მოდის ხოლო ეგრეგორის ევროპული ოკულტიზმისგან , და ეგრეგორი სულ სხვა რამეა ...

Posted by: Keidi Mar 22 2016, 06:40 PM

მემგონი ცოტა ურევთ გაგებებს.
ქრისტიანობა არის ერთერთი უზარმაზარი ეგრეგორი. რომელიც იკვებება მრევლის ენერგიით. მათი ლოცვით , რწმენით. ხოლო სანაცვლოდ ხშირშემთხვევაში არაფერს იღებს.
ასევე სხვა დიდი რელიგიები და გაერთიანებები.
ნათლობისას იკეტება თითქმის შვიდივე ჩაკრა. ანუ განწირულია ადამიანი მონობისთვის , შიშის ქვეშ ცხოვრებითვის და უძლურობის განცდისთვის.
ასევე ნათლობისას თმას აჭრიან , უკავშირებენ მის დნკს ამ უზარმაზარ ეგრეგორს.
იმისათვის რომ ადამიანმა ვერ შეძლოს გამოიყენოს ის უნარი, რაც დაბადებიდან აქვს და ეკუთვის.
კარმა საერთოდ სხვა თემაა..

Posted by: tikoroma Mar 22 2016, 09:14 PM

აქ საკუთარ ეგრეგორებზეა ალბათ საუბარი

Posted by: earth Mar 22 2016, 10:13 PM

Keidi

QUOTE(Keidi @ 22nd March 2016 - 07:40 PM) *
ნათლობისას იკეტება თითქმის შვიდივე ჩაკრა. ანუ განწირულია ადამიანი მონობისთვის , შიშის ქვეშ ცხოვრებითვის და უძლურობის განცდისთვის.

მეც მომნათლეს, მაგრამ არამგონია მონა ვიყო. როცა ვისწავლე, წავიკითხე,–შევცვალე ჩემი ხედვა.
თუმცა, როცა მე მომნათლეს შეიძლება არ იყო ჯერ ასეთი მდგომარეობა,–46 წლის წინ biggrin.gif

Posted by: tty_ Mar 22 2016, 11:27 PM

Keidi
good.gif

სამაგიეროდ დაცული ხარ ;დდ ვერაფერს გრძნობ და ვერაფერს ხედავ. biggrin.gif

Posted by: old_man Mar 23 2016, 07:00 PM

QUOTE(Keidi @ 22nd March 2016 - 06:40 PM) *
ნათლობისას იკეტება თითქმის შვიდივე ჩაკრა. ანუ განწირულია ადამიანი მონობისთვის , შიშის ქვეშ ცხოვრებითვის და უძლურობის განცდისთვის.
ასევე ნათლობისას თმას აჭრიან , უკავშირებენ მის დნკს ამ უზარმაზარ ეგრეგორს.

ეს საინტერესოა, მეც მივაქციე რამდენჯერმე ყურადღება. თმას რომ ჭრიან ბავშვს და მერე სადღაც ინახავენ მღვდლები. ამით ენერგეტიკულად აბამენ ეგრეგორს ნათელია. მონობაზე გეთანხმები, გააჩნია გაცნობიერებულობის დონეს, თუ შეძლო ადამიანმა თვალის გახელა და თავის დაღწევა
და რატომ ხდება ნათლობისას ჩაკრების დაკეტვა, ეს არ ვიცი, შეგიძლია ახსნა?

Posted by: tikoroma Mar 23 2016, 07:29 PM

ციტატა(old_man @ 23rd March 2016 - 07:00 PM) *
ეს საინტერესოა, მეც მივაქციე რამდენჯერმე ყურადღება. თმას რომ ჭრიან ბავშვს და მერე სადღაც ინახავენ მღვდლები.

მე რასაც შევესწარი თმას პატარა პარკში დებდნენ და ნათლობის სანთლებთან და პირსახოცთან ერთად პატრონს აძლევდნენ შესანახად. მე მდინარეში მოვინათლე, ბევრნი ვიყავით და ჩემი თმა გადაყარეს სხვებთან ერთად. მაგის დრო არიყო სათითაოდ შეენახათ. biggrin.gif

Posted by: earth Mar 23 2016, 09:48 PM

მე კიდევ სოფელში მომნათლეს, ნათლობის ჯვარი არ მაქვს, არ გიყიდესო ნათლიებმა, ასე მითხრა დედაჩემმა, მაგრამ ნათლობის ჯვრის გარეშე რა ნათლობის რიტუალი ჩატარდა არ ვიცი. შეიძლება რამე უბრალო ჯვრით მოხდა, მაგრამ არავის ახსოვდა biggrin.gif

Posted by: svirski444 Mar 27 2016, 09:31 AM

QUOTE(Keidi @ 22nd March 2016 - 06:40 PM) *
ნათლობისას იკეტება თითქმის შვიდივე ჩაკრა


მაინტერესებს როგორ ხვდება იოგის პრაქტიკით დაკავებული სუბიექტი იმას რომ , ჩაკრა გაეხსნა???

Posted by: tty_ Mar 28 2016, 10:37 AM

QUOTE(svirski444 @ 27th March 2016 - 09:31 AM) *
მაინტერესებს როგორ ხვდება იოგის პრაქტიკით დაკავებული სუბიექტი იმას რომ , ჩაკრა გაეხსნა???


მანიპურა ჩაკრამდე ვერაფერს იგრძნობ. თუმცა მანიპურა ჩაკრა ისედაც გახსნილი აქვს ზოგიერთს მაგრამ არა უმრავლესობას. რაღაც პრაქტიკების შემდეგ, შეგიძლია გაივარჯიშო და მოქნილი გახადო ეთერული სხეული. როცა მანიპურას გაცდები, შეგეძლება იგრძნო ენერგიის შემოდინება და გადინება. მსგავსი შეგრძნებით ხვდები ჩაკრის მდგომარეობას. ამავე დროს იცვლება ხასიათი, იცვლება შეხედულებები, აღქმა, აზრები, გეცვლება ემოციები და ეს ყველაფერი იასახება აურაზე.

Posted by: tty_ Mar 28 2016, 10:44 AM

QUOTE(old_man @ 23rd March 2016 - 07:00 PM) *
რატომ ხდება ნათლობისას ჩაკრების დაკეტვა, ეს არ ვიცი, შეგიძლია ახსნა?


არხები იკეტება როცა რეალურად პირიქით უნდა იყოს. თუმცა დღეს ნათლობას ვერ ატარებენ სწორედ. ნათლობისას ხელახლა უნდა დაიბადო, ანუ გადახვიდე და გადმოხვიდე. ზღვარამდე უნდა მიგიყვანოს და შემდეგ დაგაბრუნოს. მსგავსი მსჯელობა იყო ფეისბუქ გვერდზე. არ მახსოვს კარგად. და ამ მოსაზრებას ვეთანხმები. თუმცა, არასწორი რიტუალი ყველგან და ყოველთვის აზიანებს არხს. ამგვარად იკეტება არხი და თან ედება ჯადო, ეგრეგორთან შეეთება ;დდდ. შავმაგიურია ჩემი ;დდდ არასამართლიან ხელს გვარტყამენ, ჩაქოლეთ! ;დდდდდდდდდ

Posted by: ano Mar 30 2016, 08:20 AM

მონათლული არა ვარ,
ნათლობას დავესწარი დაახლოებით 1 - 2 წლის წინ მანამდე არ მქონდა ნანახი, ცოტა არ იყოს ამ რიტუალმა შემაშინა, საიდან მოიგონეს, რა უბედურებაა,
"განვედ ეშმაკო" ყვირილი რო დაიწყო თან შემეშინდა თან სიცილი კინაღამ დავიწყე.
იესო ასე არ მოუნათლავთ იმ წყაროს მიხედვით რასაც ეკლესია ასწავლის, და ეს რა რიტუალი მოიგონეს, საიდან მოიტანეს?

ცოდნა კონკრეტული არა მაქვს მაგრამ შეგრძნებით დონეზე, ანუ რასაც ვგრძნობ ამით ადამიანებს რაღაც ჯგუფს უერთებენ, რომელსაც მატერიალურად ვერ ვხედავთ, ამით რა შედეგს მიიღებენ არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ბრმად აბარებენ საკუთარ თავს, თავისუფლებას...

მაგრამ ვინც მონათლულია იმანაც რომ თქვას რას გრძნობს მონათვლის შემდეგ საინტერესო იქნებოდა, ანუ რამე განსხვავებას თუ გრძნობენ?
ხომ არიან ისეთებიც ვინც გვიან ინათლებიან, რომ დააკვირდნენ რამე თუ ხდება rolleyes.gif

Posted by: old_man Mar 30 2016, 11:37 AM

კარგი იქნება თუ ნათელმხილველი უშუალოდ ნათლობის პროცესში ნახავს რა ცვლილებები ხდება ბავშვის ენერგეტიკაში.
ბევრგან წერენ რომ ნათლობისას პირველ რიგში მესამე თვალი იკეტებაო... კავშირი სამყაროსთან, ბუნებასთან. სამაგიეროდ ხდება ეგრეგორში ჩართვა...
მე უფრო მგონია რომ ქრისტიანული ეგრეგორი მოწიფულ ასაკში უფრო უტევს ადამიანებს დამნშავეობის გრძნობის გაღვიძებით. მუდმივად იმის ძახილი: ცოდვილი ხარ, ცოდვაში ჩაისახე, მატლი ხარ, არარაობა ხარ...ერთი ცოდვების ჩამონათვალი ნახეთ რა, ყველაფერი ცოდვად ითვლება, ყველაფრის უნდა გეშინოდეს გაცინების, დანაყრების, ემოციის გამოხატვის. მუდმივად უსაფუძვლო დანაშაულის შეგრძნება და სინანული კი კეტავს ვიშუდხას. შემდეგ არის სექსუალური ინსტინქტით ადამიანის დამორჩილება, მეორე ჩაკრა. ანუ ამ ენერგიის გამოვლინება შეგიძLია მხოლოდ ჩემი ნებართვით და ჩემ მიერ მითითებულ დროს. ამით ადამიანი კარგავს ბედნიერების გრძნობას...
ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი რამ არის რაც საკუთარი დაკვირევებებით შეგიძლია მიხვიდე. ერთი რამის თქმა შეიძლება დანამდვილებით, ეს არის ტანჯვა-წამების, მაზოხისტური ეგრეგორი და რაც უფრო ადრე დააღწევს ადამიანი თავს მით უკეთესი

Posted by: ano Apr 8 2016, 03:06 AM

მართლაც საინტერესოა რა ხდება ნათვლის დროს ან შემდეგ,

ისე მგონია რომ რაც მეტ ყურადღებას აქცევს ადამიანი თავის ჯვარს, ან რიტუალებს და ასე შემდეგ მით მეტ გავლენაშია სხევბთან შედარებით,
ზოგი უბრალოდ ბავშვობაში მონათლეს და არ აქცევენ ყურადღებას რელიგიას, ასეთები ბევრი არიან ...
მე ეს დიდი პრობლემა არ მგონია, მაგრამ მაინც მეტი ინფორმაცია მაინტერესებს ამ თემაზე,
თუ რამე ვიპოვე დავდებ.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)