Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ "ცხოვრების ხელოვნების" კურსები

Posted by: TeO Feb 8 2009, 02:38 PM

რა სარგებლობა მოაქვს "ცხოვრების ხელოვნებას":


ელ. მისამართები:
რუსული საიტის - http://www.artofliving.ru/ru/
ეს საერთაშორისოს - http://www.artofliving.org/

საკონტაქტო ტელ:
72-32-87; 893-477-684 სუსანა;
893-987-789 ირაკლი;
37-28-14, 877 79 30 17 გიორგი.

Posted by: okicha Feb 8 2009, 11:27 PM

აქ რა ხდება ? მეც გამარკვიეთ ....

Posted by: TeO Feb 9 2009, 07:55 AM

okicha თუ ზემოთ მოცემული ინფოს ვერ ჩაწვდი მაშინ სკაიპსა შინა გამოცხადდი და მანდ აგიხსნი wink.gif

Posted by: okicha Feb 9 2009, 12:16 PM

TeO
არა მაგ ინფოს კი ჩავწვდი მაგრამ უფრო დაწვრილებით დამაინტერესა smile.gif

Posted by: Sophia Feb 12 2009, 10:45 PM

ვოვ, ახლა შემოვიხედე ფორუმსში და რამდენი სიახლე დამხვდა.
ძალიან მაინტერესებს ვინ ატარეს ამ კურსებს, თუ კურსს.
გიროგი და სუსანა ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ამ საქმეში?

Posted by: TeO May 12 2009, 12:58 PM

ИСКУССТВО ЖИЗНИ http://www.youtube.com/watch?v=-nXclHQKz38&feature=related

Posted by: TeO May 12 2009, 04:13 PM

ანალოგიური თემა ლოტოსის ფორუმზე >Курс «Искусство Жизни» Шри Шри Рави Шанкара> http://ariom.ru/forum/t9557.html/
http://ariom.ru/forum/p545702.html

პ.ს. ახლა ვიპოვე wink.gif

Posted by: san May 15 2009, 04:10 PM

ძალიან მინდა მაგ კურსებამდე მივაღწიო , იმედი მაქვს მალე მოვიცლი ))

Posted by: TeO May 16 2009, 03:55 PM

QUOTE(san @ May 15 2009, 04:10 PM) *
ძალიან მინდა მაგ კურსებამდე მივაღწიო , იმედი მაქვს მალე მოვიცლი ))

მეც შენთან ერთად მოვდივარო beerchug.gif bigarmhug.gif

Posted by: TeO May 20 2009, 09:06 PM

QUOTE
Базовый курс / 6 дней по 4 часа

Это программа, которая позволяет осознать связь между дыханием и эмоциями. Обычно эмоции управляют нами и такое положение вещей считается неизбежным. На самом деле, у нас есть выбор: природа заложила в человека удивительно простые и эффективные механизмы управления своим душевным состоянием. Дыхание - вот ключ, который мы можем использовать в любую минуту. Меняется дыхание, меняются чувства, мысли, меняется окружение и само наше тело чудесно обновляется. Базовый курс создан чтобы напомнить человеку то, что он давно знает и помочь ему сознательно использовать то, что он имеет.

Posted by: Atman Nov 3 2009, 03:28 PM

QUOTE(Atman @ Oct 29 2009, 07:17 PM) *
http://www.radikal.ru

Биография

Шри Шри Рави Шанкар родился 13 мая 1956 г. на юге Индии, в Тамил-Наду. С самого рождения Шри Шри Рави Шанкар был необыкновенным ребенком. Его часто находили в состоянии медитации, а возрасте 4-х лет он поражал окружающих цитированием Бхагавад-гиты — древних текстов, написанных на санскрите[нейтральность?].

Шри Шри Рави Шанкар — ученик Махариши Махеш Йоги. В раннем возрасте отец направил его на обучение к Махариши, где он занимался изучением ведической литературы. В возрасте 17 лет Шри Шри получил степень по современной науке, а позже почетную степень Доктора по Литературе в университете Кувемпу, Карнатака, Индия[источник?].

В 1982 году Шри Шри Рави Шанкар начал обучать Сударшан Крие (Sudarshan Kriya ®) — мощной дыхательной технике, снимающей стрессы и полностью приводящей в настоящий момент. Для распространения Сударшан Крии и других техник, в том же году Шри Шри Рави Шанкар основывает фонд «Искусство Жизни» (Art of Living Foundation) — некоммерческую, общественную, благотворительную организацию, целью которой является проведение общественно-значимых проектов для человеческого развития и социальной реабилитации.

В 1992 году, вместе с Далай Ламой и другими участниками, основывает Международную ассоциацию за развитие человеческих ценностей (International Association for Human Values), направленную на обучение человеческим ценностям и реализацию социальных проектов.

Кроме того, "Искусство жизни" оказывает помощь слаборазвитым странам (строит школы, больницы, обучает молодежь профессиям), а также помогает пострадавшим в стихийных бедствиях и социальных конфликтах. В частности, волонтеры ИЖ оказали огромную помощь в реабилитации пострадавших после цунами в Индонезии, после теракта в Беслане, а также в Ираке, Югославии и других горячих точках.

В 1986 году Президент Индии вручил Шри Шри Титул "Йога Широмани" ("Величайшая драгоценность йоги"), высшую награду в йоге. Шри Шри стал первым уроженцем Азии, включенным в Консультативный Совет Йельской теологической школы, США - 1990/1991гг. Ему вручена награда "Бхарат Широмани", Нью-Дели, Индия - 20 апреля 2005г. 14 мая 2005 года в штате Иллинойс, США Рави Шанкару вручена Всемирная награда "За гуманность". 5 августа 2005 г. он награжден Национальной наградой "Дара Шикох - За гармонию", и т.д. Был номинирован на Нобелевскую премию Мира в 2005 и 2006 годах.

На 25-летнем (Серебряном) Юбилее ИЖ, который широко отмечался в Индии в феврале 2006 года, среди гостей были Президенты, министры и Премьер-министры многих стран мира (а всего около 3 миллионов гостей), делегации из более чем сотни стран мира. Шри Шри вручили множество наград различных государственных и общественных организаций, все три дня праздника звучали благодарственные слова в адрес Рави Шанкара.

Фонд "Искусство жизни" имеет особый консультативный статус при ООН, Рави Шанкар постоянно ездит по миру и встречается как с простыми людьми, так и с представителями бизнеса, науки (в частности, выступал в НАСА) и власти (от короля Непала до президента США). Выступал на 50-летии ООН, на Саммите Тысячелетия, на экономических и научных форумах по всему миру. Бывал более чем в сотне стран мира, в том числе несколько раз был в России.

Центры "Искусства жизни" (Ашрамы) есть в Индии, Канаде, Германии, Польше, России (на Байкале и на Черном море). Программы "Искусства жизни" проводятся более чем в 160 странах, вне зависимости от политического и экономического устройства, среди всех слоев населения и всех религий и идеологий. Люди разных культур составляют единую семью - человеческую, поэтому "Искусство жизни" объединяет людей разных вер и конфессий.

Лекции Мастера (как сейчас его все называют) не только содержат мудрые советы и оригинальные идеи, охватывающие все сферы жизни, но также наполнены тонким юмором и яркими примерами, что делает их чтение (или прослушивание) не только полезным, но и приятным. А разработанные им техники (запатентованные во многих странах и доступные людям разного возраста и физического состояния) доставляют удовольствие и приносят пользу всем, кто применяет их в повседневной жизни. http://www.srisri.org/

ძალიან მაგარი კაცი! უდიდესი სიყვარულით და უდიდესი იუმორით. არ ეკუთვნის კონკრეტულად არც ერთ რელიგიას და ყველა რელიგიას პატივს ცემს! მე ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მისი ლექციების მოსმენა მსიამოვნებს!

აქ ძალიან საინტერესო და იშვიათ ლექციებს დავდებ (მხოლოდ ტორენტებზე თუ იშოვით...)

დავიწყებ აშტავაკრა-გიტას კომენტარებით: თუ ვინმეს სურვილი ექნება თავად აშტავაკრა-გიტას ტექსტსაც დავდებ (რუსულად მაქვს, ქართულად ახლა ვთარგმნი)

ლექციები საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ ადვილად ისმინება. სულ 10 ნაწილია:

1- http://bin.ge/file/91091/Ashtavakra-01.mp3.html
2- http://bin.ge/file/91107/Ashtavakra-02.mp3.html
3- http://bin.ge/file/91156/Ashtavakra-03.mp3.html
4- http://bin.ge/file/91335/Ashtavakra-04.mp3.html
5- http://bin.ge/file/91338/Ashtavakra-05.mp3.html
6- http://bin.ge/file/91348/Ashtavakra-06.mp3.html
7- http://bin.ge/file/91359/Ashtavakra-07.mp3.html
8- http://bin.ge/file/91387/Ashtavakra-08.mp3.html
9- http://bin.ge/file/91420/Ashtavakra-09.mp3.html
10- http://bin.ge/file/91436/Ashtavakra-10.mp3.html


Posted by: Atman Nov 7 2009, 09:59 AM

Йога сутры

(პატანჯალის იოგა-სუტრების ძალიან საინტერესო კომენტარი და განხილვა)
(547 მბ)

00 - Вступление
01 - Дисциплина йоги
02 - Почитание практик
03 - Самадхи
04 - Кто есть Бог
05 - Преодолевая препятствия
06 - Устойчивость и самадхи
07 - Крия-йога
08 - Пелена страданий
09 - Устранение причин боли
10 - Восемь принципов йоги - ч.1
11 - Восемь принципов йоги - ч.2

http://bin.ge/file/96569/1.zip.html
http://bin.ge/file/96573/2.zip.html
http://bin.ge/file/96577/3.zip.html
http://bin.ge/file/96583/4.zip.html

Posted by: Atman Nov 13 2009, 10:00 AM



ღორის გრიპისგან თავდაცვის რჩევები შრი შრი რავი შანკარისგან wink.gif

http://www.youtube.com/watch?v=uTAsVz-EEgI

Posted by: TeO Nov 13 2009, 11:32 AM

ჰო, მართლა 19ში ექნებათ ლექცია, ინდოეთიდან ჩამოდის ვიღაც..ზუსტი ინფო არ მაქვს smile.gif სუსანას დაურეკეთ-ჩაწერა წინასწარო wink.gif

Posted by: TeO Nov 13 2009, 11:53 AM

QUOTE(Atman @ Nov 13 2009, 10:00 AM) *
ღორის გრიპისგან თავდაცვის რჩევები შრი შრი რავი შანკარისგან wink.gif

http://www.youtube.com/watch?v=uTAsVz-EEgI

Laie_61.gif l_training.gif ვეთანხმებიი!.. - ჯანსაღი ცხოვრების წესი არის უებარი წამალი smile.gif))
ძირს შაქარი! -გაუმარჯოს თაფლს! groupwave.gif l_sunny.gif
პ.ს. მეტყობა, რომ ვინი პუჰის ნათესავი ვარ biggrin.gif

Posted by: Shou Nov 14 2009, 12:35 PM

არა, TeO, უნდა გეთქვა გაუმარჯოს ჟანგბადს Just_Cuz_01.gif

Posted by: მზეონა Sep 24 2010, 04:40 PM

QUOTE(atman @ 3rd November 2009 - 03:28 PM) *
ძალიან მაგარი კაცი! უდიდესი სიყვარულით და უდიდესი იუმორით. არ ეკუთვნის კონკრეტულად არც ერთ რელიგიას და ყველა რელიგიას პატივს ცემს! მე ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მისი ლექციების მოსმენა მსიამოვნებს!

აქ ძალიან საინტერესო და იშვიათ ლექციებს დავდებ (მხოლოდ ტორენტებზე თუ იშოვით...)

დავიწყებ აშტავაკრა-გიტას კომენტარებით: თუ ვინმეს სურვილი ექნება თავად აშტავაკრა-გიტას ტექსტსაც დავდებ (რუსულად მაქვს, ქართულად ახლა ვთარგმნი)

ლექციები საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ ადვილად ისმინება. სულ 10 ნაწილია:

1- http://bin.ge/file/91091/Ashtavakra-01.mp3.html
2- http://bin.ge/file/91107/Ashtavakra-02.mp3.html
3- http://bin.ge/file/91156/Ashtavakra-03.mp3.html
4- http://bin.ge/file/91335/Ashtavakra-04.mp3.html
5- http://bin.ge/file/91338/Ashtavakra-05.mp3.html
6- http://bin.ge/file/91348/Ashtavakra-06.mp3.html
7- http://bin.ge/file/91359/Ashtavakra-07.mp3.html
8- http://bin.ge/file/91387/Ashtavakra-08.mp3.html
9- http://bin.ge/file/91420/Ashtavakra-09.mp3.html
10- http://bin.ge/file/91436/Ashtavakra-10.mp3.html

Atman შანკარის კიდევ რამე ახალი ლეკციები ხომ არ დაუდიათ? ძალიან მომწონს და კიდევ მინდაა))

Posted by: Atman Sep 24 2010, 05:15 PM

მზეონა

არა, ახალი არაფერია ჯერჯერობით. თუ იქნება ტორენტებში აქაც დავდებ smile.gif

Posted by: მზეონა Sep 24 2010, 06:06 PM

QUOTE(Atman @ Sep 24 2010, 05:15 PM) *
მზეონა

არა, ახალი არაფერია ჯერჯერობით. თუ იქნება ტორენტებში აქაც დავდებ smile.gif

ველოდები, გამიხარდება თუ დაგვიდებო wink.gif

Posted by: მზეონა Nov 24 2010, 10:28 PM

ხვალ ანუ 25-30 ნოემბერი, 2010 წ, იწყება მორიგი საბაზო კურსი "სუნთქვის ხელოვნება"

მსურველებს შეუძლია დაუკავშირდნენ და ჩაეწერონ - tel: 37-28-14; 31-10-97; mob: 899 51 10 97

წამყვანები: ნინა ჯაბაროვა და გიორგი ლავრელაშვილი

კურსის ღირებულება 50ლ.

მისამართი: წერეთლის გამზ 116, "დიდუბე პლაზა" III სართული, საგანმანათლებლო ცენტრი "Edu Plaza"

Posted by: Emigranti Mar 17 2011, 10:25 PM

მოკლედ თუ ვინმეს აინტერესებს ეს კურსები და ძალიან ცოტა დრო აქვს, აპრილში იქნება I ეტაპის, ექსპრეს ვერსია. ის სულ სამი დღე გრძელდება. სტანდარტული ვარიანტი ექვსდღიანია.

თუ ინტერესი გექნებათ დარეკეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე




Posted by: natuka Mar 18 2011, 01:30 PM

მე ყველა სტრესისგან მათავისუფლებს ბუნებაში სიარული. და ხერხემლის ვარჯიში. ფსიქოლოგიურად ჩემ თავს ყოველთვის თავად ვშეველი smile.gif

Posted by: Emigranti Mar 18 2011, 02:23 PM

QUOTE(natuka @ Mar 18 2011, 01:30 PM) *
მე ყველა სტრესისგან მათავისუფლებს ბუნებაში სიარული.
ჰო ეგ კარგი რამ გამახსენე. დიდი ქალაქების ბინადარნი შემთხვევით არ არიან უფრო კოპებშეკრულნი, ვიდრე სოფლებში მცხოვრებნი.

QUOTE
და ხერხემლის ვარჯიში. ფსიქოლოგიურად ჩემ თავს ყოველთვის თავად ვშეველი smile.gif
რა ხერხემლის ვარჯიშებზე ამბობ? რომელი სისტემით? თუ გინდა ცალკე თემა გახსენი ამაზე.

Posted by: natuka Mar 18 2011, 11:24 PM

ციტატა(Emigranti @ Mar 18 2011, 02:23 PM) *
ჰო ეგ კარგი რამ გამახსენე. დიდი ქალაქების ბინადარნი შემთხვევით არ არიან უფრო კოპებშეკრულნი, ვიდრე სოფლებში მცხოვრებნი.

რა ხერხემლის ვარჯიშებზე ამბობ? რომელი სისტემით? თუ გინდა ცალკე თემა გახსენი ამაზე.


ნორბეკოვს ვარჯიშები დილიტ 15 წუტი უნდა მხოლოდ

Posted by: Emigranti Mar 23 2011, 10:33 PM

„ატჩოტი“ 6 დღიანი საბაზისო კურსის შესახებ

ესეიგი, ეხლა მოვრჩი ამ კურსს და გაგიზიარებთ გამოცდილებას.

კურსი
ეს კურსი მოეწონებათ იოგას, მედიტაციის და http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=137მოყვარულებს. მასში მონაწილეობა, მომზადებას, ან წინარე ცოდნას არ საჭიროებს. გამოცდილების არ მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი. ყველაფერი მაქსიმალურად გამარტივებული და ძალიან ადვილი ასათვისებელია. ამავედროს, გამოცდილთათვისაც ბევრის მიმცემია.

მისი მიზანი არის ენერგეტიკული ბლოკებისგან, ჩაგუბებული ემოციებისგან, სტრესებისგან განთავისუფლება. მისი ძირითადი „ინსტრუმენტი“ არის სუდარშან კრიას სუნთქვის ტექნიკა. იგი ჰგავს ჰოლოტროპიულ სუნთქვას, მაგრამ ჩემი აზრით, მასზე უფრო დახვეწილია. თან აქ მისვლისთანავე სუდარშან კრიას არავინ გასუნთქებთ. მიმდინარეობს 3 დღიანი მომზადება ამისთვის. ეს ხდება როგორც ფიზკური და სუნთქვითი ვარჯიშებით, ასევე სოციალური თამაშებით და დისკუსიებით.

ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშები მარტივია და ყველა იმდენს აკეთებს, რამდენზეც მისი სხეული დაუძაბავად მიჰყვება. აქ მარტივი ასანებია, სულ 14 სახის.

სოციალური თამაშები, თუ ვარჯიშები, თავიდან მეც ვერ მივხვდი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქაც რთული არაფერია. მაგალითად, გეძლევა დავალება მეორე დღემდე მოიფიქრო ასეთ შეკითხვებზე შენი პასუხი: „ 1.რა გჭირდება ბედნიერებისთვის? და 2. როდიდან აპირებ იყო ბედნიერი?“ . შემდეგ დღეს გსვამენ 3-3 კაციან ჯგუფებად და ერთმანეთს უზიარებთ თქვენ-თქვენ შეხედულებას ამ საკითხისადმი. შემდეგ ყოველი ჯგუფიდან წარსდგება ერთი წარმომადგენელი და იტყვის ჯგუფის დასკვნას, მის საბოლოო პასუხს ამ შეკითხვაზე. ამის შემდეგ კურსის ხელმძღვანელი გააცნობს მონაწილეებს ეგრედწოდებულ სიბრძნის მარცვლებს. ესაა ერთგვარი ბრძნული გამონათქვამები თუ ფორმულები, რომლებშიც არის ამ შეკითხვებზე რავი შანკარისეული შეგონებანი.

ან ასეთი სოციალური თამაში. მონაწილეები ჯდებიან ორ რიგად, ერთმანეთის პირისპირ და ხუჭავენ თვალებს. ყოველს ერთი ადამიანი უზის წინ. მიდის მუსიკა და კურსის ხელმძღვანელი ამბობს „გაახილეთ თვალები“ და სვავს მაგალითად ასეთ შეკითხვს: „მზად ხართ თუ არა ეს ადამიანი მიიღოთ ისეთი როგორიც ის არის“ შენ არაფერი არ უნდა თქვა, არც მიმიკით უნდა ანიშნო. უბრალოდ ყველა თავის პასუხს, თავისთვის ფიქრობს. შემდეგ გეტყვით „დახუჭეთ თავალები“. შემდეგ ისევ - „გაახილეთ თვალები“ და სვავს მაგალითად ასეთ შეკითხვს: „დასაშვებია თუ არა თქვენთვის რომ თვით ღმერთი იყოს მოსული თქვენს წინ ამ ადამიანის სახით“ და ა.შ. ისმევა რამდენიმე შეკითხვა. შემდეგ მეორე ადამიანი ჯდება შენს წინ, ან შენ ჯდები გვერდით, მეორე მონაწილის წინ და იგივე სქემა მეორდება. და ასე რამდენიმე ადამიანთან. ყველასთან არ გაგვაკეთებინა. დროის სიმცირის გამო ალბათ.

სუდარშან კრიას სუნთქვითი ვარჯიში

ეს ვარჯიში, როგორც ვთქვი ჰგავს ჰოლოტროპიულ სუნთქვას და მისი დანიშნულებაც იგივეა - სტრესებისგან განთავისუფლება. მაგრამ ჰოლოტროპიული სუნთქვისგან განსხვავებით ის ბევრად უფრო ფაქიზია. აქ არის არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე სუნთქვის რიტმი - გრძელი, საშუალო და მოკლე. მათი მონაცვლეობით, ხდება ორგანიზმის ერთგვარი დაზოგვა. თან აუდიოდისკს უსმენ, სადაც რავი შანკარის ხმა გესმის, რომ იქ მოცემულ სუნთქვის რიტმს აჰყვე - „სოოო“ ნიშნავს უნდა შეისუნთქო, „ჰამ“ ნიშნავს უნდა ამოისუნთქო.

ადრე ჰოლოტროპიული სუნთქვა ვცადე რადენიმეჯერ, მაშინ ისე დავიღალე 1 თვე სუნთქვის თავი აღარ მქონდა. wink.gif სუდარშან კრიას შემდეგ უფრო მსუბუქად ხარ. სრული ვერსია რამდენიმე დღეშივე შეგიძლია გაიმეორო. მაგრამ ჩვენ სრული ვერსია მარტო ერთხელ გვასუნთქეს (40 წუთიანია). დანარჩენ დღეებში მარტო შემოკლებულ ვერსიას გვაკეთებინებდნენ (10 წუთი). თან ინსტრუქტორი მუდამ დადის და ყველას აკონტროლებს სწორად თუ სუნთქავენ და თუ ყველაფერი რიგზეა.

ჩემი აზრით, ვისაც ჰოლოტროპიული სუნთქვის პრაქტიცირება სურს, სჯობია ჯერ ეს აითვისოს. უფრო ადვილად გადავა. თან საქართველოში ჰოლოტროპიული სუნთქვის ცენტრი და შესაბამისი ინსტრუქტორი ჯერ არც არის.

„არტ ოფ ლივინგ“ ფონდი

ეს ორგანიზაცია, რომელიც ამ კურსებს ატარებს, არის არა კომერციული ორგანიზაცია, არამედ ფონდი. ანუ ის არ არის მოგებაზე ორიენტირებული და შესაბამისად კურსების საფასურიც არაა დიდი. ექვსდღიანი კურსი 50 ლარი ღირდა. საბაზისო კურსის გავლის შემდეგ, ვისაც სურვილი ექნება შეუძლია კვირაში ერთხელ იაროს სუდარშან კრიაზე. ოთხშაბათობით ან კვირაობით. მხოლოდ 3 ლარი ღირს. კიდევ დადიან და სკოლებშიც ატარებენ კურსებს 8-15 წლამდე ბავშვებისთვის, „ბავშვები აგრესიის გარეშე“ ჰქვია მგონი. და კიდევ სხვა კურსებიც გვაქვსო ქალაქგარეთ გასვლით და ექსკურსიებით და ა.შ.

დასახვეწი ორგანიზატორული საკითხები

იმ დარბაზს სადაც ჩვენ ვიყავით, დიდუბე პლაზაში, მხოლოდ ერთი პაწაწინა გამოსაცვლელი ოთახი აქვს, ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, უნდა ელოდო სანამ მანდილოსნები გამოვლენ და ა.შ. თუმცა ორგანიზატორებისაც მესმის, რომ ჯერ თავიანთი დარბაზი არც აქვთ და რაღაცის ქირაობა რომ შესძლეს უკვე მიღწევაა.

მე რა მომცა?

გეტყვით რომ მედიტაცია და იოგა არაა, ასევქვათ ჩემი გზა. მე უფრო, (როგორც Existence-მა თქვა), ქრისტიანულ-იუდაისტურ ეგრეგორში ვმოღვაწეობ. მაგრამ ამავე დროს, ეს კურსი, ჩემთვისაც კი ბევრის მომცემი იყო და ეხლა ვფიქრობ, იმათთვის რამდენად მეტის მომცემი იქნება, ვისაც ისედაც აქვს დიდი ინტერესი ამ სფეროებისადმი.

რაც შეეხება პირადად ჩემს დაკვირვებას. თავიდან რომ მივედი, აქ შეკრებილ ხალხთა სხვადასხვაობამ გამაკვირვა და დამაბნია კიდეც. ვფიქრობდი - ნეტა ეს სად მოვხვდი, ხომ არ წავიდე, აქ ვისთან უნდა გამოვნახო საერთო ენა? თან ზოგი თავისას ისე ბეჯითად „მიერეკება“, როგორ გინდა რამე აუხსნა? საუბარის დაწყებასაც კი რა აზრი აქვს?

მაგრამ შემდეგ, ყოველი შეკითხვა ტრანსფორმირდა გაკვირვებად, თუ გაოცებად (ეს შანკარის ერთერთი შეგონებაცაა - "გადააქციე ყოველი შეკითხვა გაოცებად") და ჩემთვის აქ ძალიან საინტერესო ახალ შეგრძნებასთან მოხდა შეხება. თანაც ხაზგასმით შეგრძნებასთან და არა მოსაზრებასთან, ან იდეასთან, ან ცოდნასთან, ანუ რაიმე გონებისმიერთან.

ესა შეგრძნებაა, როდესაც არავინ და არფერი არ გაღიზიანებს ამ ქვეყნად, რომ შენი ბედნიერება არავის და არაფირს რაღაცნაირობაზე არაა დამოკიდებული, მეზობლის ხმაურზე, ოჯახისწევრების უხასიათობაზე, საზოგადოების სიბნელეზე, მთავრობის უგუნურებაზე და ა.შ. შენ არ ხდები ინდეფერენტული, უბრალოდ შენს სიხარულს გარემო აღარ წყვიტავს. და იმ მომენტში ხდება ამის ყველაზე უკეთ შემეცნება. ვერცერთი ბრძნული წიგნი ვერ განგიმარტავს ასე კარგად. ამ კურსის მერეც, სულ რომ არანაირი ვარჯიშები აღარ აკეთო, იცი რომ ასეთი მდგომარეობა არსებობს და ბუნებრივად განცდადია, ისე როგორც ყოველ ბავშვს ძალუძს ეს. smile.gif

Posted by: Emigranti Mar 23 2011, 10:35 PM

სხვათა ატჩოტები

ეს ატჩოტი ინტერნეტში ვიპოვე, აი აქ: http://nextdreamhacker.blogspot.com/2009/02/blog-post_06.html მგონი 2009 წლის თებერვალშია დაწერილი, მაგრამ ავტორი ვინაა არ ვიცი.


„ჩემი იოგა -- სუდარშან კრია --- "The Art of Living"
ტაბას უთხრა ვიღააც მისმა ნაცნობმა რომ თბილისში ტარდება იოგას ძალიან საინტერესო კურსი. ექსპერიმენტის ჩასატარებლად სიამოვნებით ჩავეწერე ამ კურსზე.კურსი იყო 6 დღიანი და პირველივე დღეს როცა გვთხოვეს რომ იქ შეკრებილი ადამიანები ერთმანერთთან მივსულიყავით და გვეთქვა: "მე შენ გეკუთვნი" ვიფიქრე რომ დროზე უნდა დამეხვია იქედან. მაგრამ არ დავახვიე. და ვთვლი რომ კურსი საინტერესო იყო.ყველაზე საინტერესო ამ კურსში არის სუდარშან კრია. ეს დაახლოებით მესამე თუ მეოთხე დღეს მოხდა. პირველი რამდენიმე დღე ეთმობა ფსიქოლოგიურ გახსნას უცნობ ადამიანებთან, იოგას ასანებს, სუნთქვით ვარჯიშებს. აი მეოთხე დღეს კი ისეთი სიურპრიზი დამხვდა რომელსაც არ ველოდი.

სუდარშანკრია სუნთქვითი პრაქტიკაა. როგორც ინსტრუქტორები ("იოგა მასწავლებლები" smile.gif ჩემი და ტაბას მოგონილი ტერმინია) ამბობენ ეს არის სტრესისგან განთავისუფლების ტექნიკა. მე კიდე ვფიქრობ რომ ეს ბევრად უფრო ღრმა ტექნიკაა ვიდრე უბრალოდ სტრესისგან განთავისუფლება.ის რაც მე იმ დღეს ვიგრძენი ძალიან გავდა პირველ ელესდეს ჩემს ცხოვრებაში.ნუ თავიდან ყველაფერი დაიწყო ამ სუნთქვით. ჯერ იყო მედიტაციური მოდუნება და შემდეგ დაიწყო ღრმა სუნთქვა. მაგნიტოფონიდან ჩართული იყო რავი შანკარის (არა მუსიკოსი რავი შანკარის, ეს სხვა რავი შანკარია, კურსის დამაარსებელი) რითმი თუ როგორ უნდ აგვესუნთქა. რითმები იცვლებოდა (რაც ძალიან გავს სტანისლავ გროფის "ჰოლოტროპული სუნთქვის" ტექნიკას). საბოლოო ჯამში, რამდენიმე წუთში, ხელებში არაადამიანური ვიბრაცია ვიგრძენი, მკერდი გამიქვავადა, სახე დამეჭიმა დაყურებში გუგუნი მესმოდა. ხელები მომეკრუნჩხა და ვგრძნობდი თითქოს ხელებიდან რაღაც გამოდიოდა როგორც წყალი ძლიერად მოშვებული ონკანიდან ან სახანძრო მილიდან. პანიკაში ჩავვარდი. ეს მდგომარეობა ცოტა ხანი გრძელდებოდა და უცებ.. აი ის მომენტი. ამაზე შეიძლება ითქვა -- გავედი. აი რაც ხდებოდა ამ მომენტის შემდეგ არ აიღწერება ადამიანური რაციონალური გრამატიკით. რაც მახსოვს იყო ის რომ ვიწექი უზარმაზარ მდელოში, წელამდე ბალახები, ძალიან ბნელი ღამე.ვხედავდი ორ ჩინელ მხედარს. ვლაპარაკობდი რაღაც უცნაურ ენაზე და ვგრძნობდი უსასრულო თავისუფლებას. მე თან მე ვიყავი და თან არ ვიყავი.

ეგეთ რაღაცეებს ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე, მაგრამ ის რაც მე მემართება ზუსტად ვიცი რაცაა ხოლმე. ამ შემთხვევაში ეს რაღაც მოხდა. აი ეხლა ინტერნეტში დავსერჩე და ვიპოვე რამდენიმე საიტი რომელიც ადასტურებს ამ კურსის რეალურობას და იმას რომ ის 6 დღე არ დამსიზმრებია.

კურსი საინტერესო იყო იმითაც რომ იქ შემხვდა ისეთი ხალხი რომელიც ჩემი ყოველდღიურობიდან გამომდინარე სარეპეტიციოში ან ფართიზე ან ბიბლიოთეკაში არ შემხვდებოდა. ბერი, რომელიც 30 წელი იყო აღკვეცილი და დაუბრუნდა საერო ცხოვრებას, "უნდა იყო იქ სადაც მტვერია და დარჩე სუფთა", ნამდვილი "ხატის მიერ არჩეული" ხევისბერი რომელმაც ივლისში დამპატიჟა ხატობაზე, ცნობილი მსახიობი (სახელს და გვარს არ დავასახელებ smile.gif, ძალიან უცნობი ჩუმი მხატვრები, გურული მონადირე, რომელიც ტყეში უფო დიდხანს არის ხოლმე ვიდრე ქალაქში.. რაღაცნაირი ჩუმი და უცნაური ხალხი ცხოვრების სხვა სფეროებიდან რომლებთან შეხება არ მაქვს.

"იოგა მასწავლებელი" იყო ორი, ერთი ფიზიკოსი და ერთი მშენებელი. ისინი საუბრობდნენ პრინციპზე "აქ და ეხლა" და იმაზე, რომ მოლოდინი ამცირებს ბედნიერებას. smile.gif) მშვენიერი უწყინარი პრაქტიკა უზარმაზარი გამოცდილებით. ბოლო დღეს ჩვენ არ მივედით იმიტომ რომ წინა დღეს ევამ შემაცდინა და ჩვენ შევჭამეთ მკვდარი ცხოველი. გამიტყდა და არ მივედი. ბოლო დღეს ყველას უნდა მოეტანა ერთი საჩუქარი რომელიც შეხვდებოდა აბსოლუტურად დაუგეგმავად რომელიმეს იმ 17 ადამიანიდან. რენდომის პრინციპით. მაინტერესებს რა შემხვდებოდა და რას ვიტყოდი ამაზე.

მანამდე კი ჩვენ ვიჯექით ორ მწკრივად და წარმოვიდგენდით რომ --
ნებისმიერი შენს წინ ჯდომარე ადამიანი შეიძლება უცებ აღმოჩნდეს ღმერთი.


"Sudarshan Kriya is a unique rhythmical breathing process that is said to have been revealed to Sri Sri Ravi Shankar during a spell of silent meditation that he had gone into for 10 days in 1982. The theory is that the kriya allows a healthy and pleasant mind to produce chemical messengers, which travel from the nervous system to the immune system, resulting in the overall betterment of both body and mind.
Ravi Shankar has described the working of the Sudarshan Kriya thus:
"There is a rhythm in nature. Seasons come and go. In your own body also, there is a rhythm. Life has a particular rhythm. Similarly, your breath also goes in a pattern. Your emotions move in a particular rhythm, as well as your thoughts. All these rhythms arise from your being, which has its own rhythm.
"In Sudarshan Kriya, we get into the rhythm of our being and see how our being is permeating our emotions, our thoughts, our breath and our bodies. Soon, every cell of our body becomes alive and releases all the toxins and negative emotions it has stored from times past. Once again, we are able to smile from our hearts."


http://erichware.com/aolf/ijistor.htm


http://www.srisri.org/


http://www.artofliving.ru/ru/news/


http://www.sudarshankriya.org/sudarshan-kriya.html “

Posted by: I AM Mar 24 2011, 10:18 PM

Emigranti


გაიხარე, კაი ინფოა smile.gif

Posted by: Alpha Mar 24 2011, 10:34 PM

Emigranti
მაგარია, წასვლა მომინდა.

Posted by: Emigranti Apr 11 2011, 01:54 PM

გუშინ ველაპარაკე ნინას და აპრილის ექსპრეს კურსი ალბათ აღდგომის მერე იქნებაო. თარიღი სპეციალურად არ დამიფიქსირებია ჯერო. ვისაც უნდა დამირეკონო და როდესაც ეცლებათ ვეცდები იმ დროზე შევუთანხმოო, რომ ყველამ შეძლოსო. ეს სპეციალურად იმ ხალხისთვისაა ვინც მუშაობს და მარტო 3 (თუ 2,5) დღე სცალიაო.

მობ. 8 55 79 37 14
სახლ. 72 32 87

Posted by: Gopi Apr 12 2011, 10:19 PM

ციტატა(Emigranti @ Apr 11 2011, 02:54 PM) *
გუშინ ველაპარაკე ნინას და აპრილის ექსპრეს კურსი ალბათ აღდგომის მერე იქნებაო. თარიღი სპეციალურად არ დამიფიქსირებია ჯერო. ვისაც უნდა დამირეკონო და როდესაც ეცლებათ ვეცდები იმ დროზე შევუთანხმოო, რომ ყველამ შეძლოსო. ეს სპეციალურად იმ ხალხისთვისაა ვინც მუშაობს და მარტო 3 (თუ 2,5) დღე სცალიაო.

მობ. 8 55 79 37 14
სახლ. 72 32 87


თუ შეძლებ ზუსტი თარიღის დადგენას დაგვიწერე. დამაინტერესა და თუ მოისურვეს ზებუნებრივებმა დავესწრები სიამოვნებით biggrin.gif

Posted by: tikoroma Apr 13 2011, 01:46 PM

Emigranti
6 დღიანი კურსის გარეშე არ შეიძლება მხოლოდ კვირაობით სიარული? მხოლოდ კვირა დგე მაქვს თავისუფალი sad.gif

Posted by: Emigranti Apr 13 2011, 09:35 PM

QUOTE(tikoroma @ Apr 13 2011, 01:46 PM) *
Emigranti
6 დღიანი კურსის გარეშე არ შეიძლება მხოლოდ კვირაობით სიარული? მხოლოდ კვირა დგე მაქვს თავისუფალი sad.gif
კვირაობით და ოთხშაბათობით კი ტარდება კურსი, მაგრამ ის მხოლოდ იმათთვისაა განკუთვნილი ვინც საბაზისო კურსი უკვე გაიარა. ანუ სტაჟი უკვე აქვს biggrin.gif

tikoroma
Gopi

იქნებ მოიცალოთ 3 დღე აპრილის ბოლოს, ჯერ დაფიქსირებული არაფერია, ამიტომ შეგიძლიათ თვითონ შეუთანხმოთ რომელი სამი დღეც გერჩივნებათ. თუ აპრილში არა და მერეც იქნება 6 დღიანი კურსები. მგონი ივნისში უნდა ჩამოვიდეს ირაკლი კიდევ ერთხელ.

ისე კი თუ დავუშვათ ჩვენი ფორუმელებიც გადაწყვიტავდნენ და მინიმუმ 10 ადამიანი მაინც მოგროვდება, შეიძლება ნებისმიერ დროს ვთხოვოთ და დანიშნავენ საბაზისო კურსს. მთავარია 10 დან 20 მსურველამდე მოგროვდეს. smile.gif

Posted by: tikoroma Apr 13 2011, 10:02 PM

რა ხანგრძლივობისაა დაახლოებით, რამდენი საათი გაგრძელდება ? Emigranti

Posted by: Gopi Apr 13 2011, 10:03 PM

Emigranti
მე აუცილებლად დავესწრები . თუ სხვა ფორუმელებიც იქნებიან მსურველები კარგი იქნება

Posted by: Emigranti Apr 13 2011, 10:14 PM

QUOTE(tikoroma @ Apr 13 2011, 10:02 PM) *
რა ხანგრძლივობისაა დაახლოებით, რამდენი საათი გაგრძელდება ? Emigranti
ესეიგი. მე 3 დღიანი არ გამივლია. 6 დღიანი კი ასე იყო. პირველი ორი დღე 3,5 საათი, მესამე და მეოთხე დღე 5 საათამდე (ხანგრძლივობას ვგულისხმობ ანუ) და მეხუთე მეექვსე დღე 3,5 საათამდე. მგონი ასე იყო.

Posted by: Emigranti Apr 22 2011, 11:55 PM

ტაქს:

6 დღიანი საბაზისო კურსი ჩატარდება 5-10.05.2011 (ინსტრუქტორი: გიორგი)

3 დღიანი საბაზისო ექსპრეს კურსი 13-15.05.2011 (ინსტრუქტორი: ნინა)

ღირებულება კაცზე: 6 დღიანი კურსი 50 ლარი, 3 დღიანი 63 ლარი. მაგრამ თუ ერთ პიროვნებას მიიყვანთ, მისთვის უფასო იქნებაო.





***

ფონდი ივლისში ზეიმობს 30 წლისთავს და ბერლინში ტარდებაო მსოფლიო კულტურის ფესტივალი, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნებიდან ეპატიჟებიან ხალხს მონაწილეობის მისაღებათო. აი ეს ლინკი მომცეს და თქვენც დაათვალიერეთ.

http://www.worldculturefestival.org/en/

Posted by: მზეონა May 1 2011, 10:15 AM

QUOTE(Emigranti @ 23rd April 2011 - 12:55 AM) *
3 დღიანი საბაზისო ექსპრეს კურსი 13-15.05.2011 (ინსტრუქტორი: ნინა)

ვნახოთ, იქნებ მოვახერხო smile.gif

Posted by: td......... May 1 2011, 10:57 AM

ძალიან საინტერესოა....

Posted by: Barmalei May 1 2011, 11:51 PM

QUOTE(td......... @ May 1 2011, 10:57 AM) *
ძალიან საინტერესოა....

ხოდა წავიდეთ smile.gif

Posted by: td......... May 2 2011, 12:49 AM

QUOTE(Barmalei @ 1st May 2011 - 11:51 PM) *
ხოდა წავიდეთ

წავიდეთ!

Posted by: Gopi May 2 2011, 06:49 PM

წავიდეთ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: td......... May 5 2011, 01:14 AM

სად , ვისტან , როდის...

Posted by: Barmalei May 6 2011, 05:08 PM

QUOTE(td......... @ May 5 2011, 01:14 AM) *
სად , ვისტან , როდის...

აქ ამ თემაში როგორც წერია 6 დღიანი კურსი 5 მაისს იწყებაო,ანუ დაიწყო უკვე და ჩვენ შეგვაგვიანდა smile.gif იქნებ სამდღიანზე მაინც მივიდეთ,შენ გაიგე რა თუ შეგიძლია აქ ვინმეს კითხე,მე არავის არ ვიცნობ smile.gif

Posted by: მზეონა May 6 2011, 06:20 PM

QUOTE(Emigranti @ 23rd April 2011 - 12:55 AM) *
3 დღიანი საბაზისო ექსპრეს კურსი 13-15.05.2011 (ინსტრუქტორი: ნინა)

ღირებულება კაცზე: 6 დღიანი კურსი 50 ლარი, 3 დღიანი 63 ლარი. მაგრამ თუ ერთ პიროვნებას მიიყვანთ, მისთვის უფასო იქნებაო.

QUOTE(Emigranti @ 11th April 2011 - 02:54 PM) *
ნინა მობ. 8 55 79 37 14
სახლ. 72 32 87

Barmalei რა გაგება უნდა მთელი ინფო აქ დევს ხელისგულივით, ჰოდა დაურეკეთ ნინას და ჩაეწერეთ

ისე, ალბათ მეც წამოვალ სამდღიანზე, ვნახოთ პარასკევს რომლი საათიდან იწყებენ და თუ გამანთავისუფლებენ smile.gif

Posted by: td......... May 6 2011, 07:57 PM

გავმაზე..sad.gif

Posted by: Barmalei May 8 2011, 01:12 PM

მზეონა...
td.........

მივდივართ?

Posted by: td......... May 8 2011, 01:51 PM

Barmalei
მგონი დაგვიანდა არა? ტუ არა მოვდივარ, ოგონდ ვინმემ გაარკვიოს სად და როდის.. sad.gif მე მაგას ვერ მოვაბამ თავს..მემაპატიეტ!

Posted by: მზეონა May 12 2011, 09:39 AM

მე პას) ჯერ-ჯერობით

Posted by: მზეონა Jun 6 2011, 10:35 PM

ახლა გადმომიგზავნეს ინფო. მოკლედ, ამ პარასკევსაც იწყება მორიგი 3 დღიანი კურსი, მსურველებო - აბა თქვენ იცით! gossip.gif



მორიგი საბაზო კურსის „სუნთქვის ხელოვნება“

ჩატარების თარიღები:

10; 11; 12 ივნისი, 2011


Для участников этого курса
СПЕЦИАЛЬНОЕ ПРЕДЛОЖЕНИЕ:
1 + 1
Оплатив стоимость курса, сможете
привести с собой еще 1 человека БЕСПЛАТНО!


დრო:
10 ივნისი: 17:00- 21:00

11 ივნისი: 10:00-16:00, 12 ივნისი: 10:00-15:00



ადგილი:

ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 116,

“Didube Plaza”, მე III სართული,

საგანმანათლებო ცენტრი “Edu Plaza”
კურსის ღირებულება: 63 ლ.

წამყვანები:
სუსანა ტაიროვა და ნინა ჯაბაროვა

ინფორმაცია და ჩაწერა:
ტელ.: 2 72-32-87;
მობ.: 893-477 684; 898-763 162
ელ. ფოსტა: aol_nina@yahoo.com


საერთაშორისო ვებგვერდი: www.artofliving.org

საერთაშორისო ფონდი The Art of Living და

არტ ოფ ლივინგ ჯორჯია გთავაზობთ ზოგად გამაჯანსაღებელ ანტისტრესულ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს:

-გონების დამშვიდებას

-სულიერი ტრავმებისაგან გათავისუფლებას

-ენერგიის სწრაფ აღდგენას

-ღრმა სტრესებით გამოწვეული

დაძაბულობის მოხსნას

Posted by: jadobazi Jul 2 2011, 02:07 PM

თუ ვინმეს დაგაინტერესებთ შემიძლია ჩაგაყენოთ საქმის კურსში, როდის სად და როგორ ჩაერთოთ.
ერთი კია, საბაზო კურსს გადის ხალხი და მერე აღარ აგრძელებენ პრაქტიკას, ამ დროს შედეგი სისტემატურ პრაქტიკაზეა დამოკიდებული და არა ამბულატორიის პრინციპზე, რომ რახან კურსი გავიარე შედეგი მუდმივად გარანტირებული იქნება

Posted by: jadobazi Jul 17 2011, 09:58 PM

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ArtOfLiving of Georgia

28 ივლისი-2აგვისტოს ჩატარდება საბაზო კურსი "სუნთავის ხელოვნება"
სამუშაო დღეებში 18:00–21:00
შაბათ კვირას 10:00–15:00
6 დღიანი კურსის ღირებულება 50 ლარი

მისამართი წერეთლის გამზირი 116 საგანმანათლებლო ცენტრი "Edu Plaza"
ინფორმაცისთვისა: 231–10–97
მობ. 599–51–10–97

Posted by: jadobazi Aug 23 2011, 12:00 AM

ყველაფერი იგივე ოღონდ თარიღები ...... 25აგვისტოდან 30 აგვისტომდე.........

Posted by: Atman Aug 30 2011, 03:36 PM

ძალიან კარგი ვიდეოსემინარი მათთვის, ვისაც სიმშვიდე და ღმერთის დედობრივი ასპექტის მზრუნველობა სჭირდება. ვფიქრობ მოსახლეობის 99%-ზე მეტი ამ კატეგორიას ეკუთვნის.

როგორც ვიცით ბავშვს 5-6 წლამდე ძირითადად დედის სიყვარული და მზრუნველობა სჭირდება, მერე კი თანდათან უფრო მამამ უნდა გამოწვრთნას.

ჰოდა ვისაც სულიერად ჯერ არ შესრულებია 6 წელი, ეს სემინარი ძალიან გამოადგებათ! მე პირადად ძალიან გამომადგა! smile.gif

http://pix.ge/

ტორენტის ლინკი:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3564233

იგივე სემინარის აუდიო-ვერსია:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1853079

როცა იგრძნობთ, რომ გაიზარდეთ, ახალ სემინარს შემოგთავაზებთ Laie_61.gif

Posted by: jadobazi Aug 31 2011, 02:54 PM

QUOTE(jadobazi @ 23rd August 2011 - 12:00 AM) *
ყველაფერი იგივე ოღონდ თარიღები ...... 25აგვისტოდან 30 აგვისტომდე.........

ვინც დააგვიანა იმათთვის
ხვალიდან 1 სექტემბიდან იწყება
QUOTE(jadobazi @ 17th July 2011 - 09:58 PM) *
ისამართი წერეთლის გამზირი 116 საგანმანათლებლო ცენტრი "Edu Plaza"
ინფორმაცისთვისა: 231–10–97
მობ. 599–51–10–97


Posted by: მზეონა Oct 5 2011, 05:18 PM

Шри Шри Рави Шанкар. Миром правит любовь http://www.youtube.com/watch?v=wzLZmgqLv3Y&feature=player_embedded

Posted by: Atman Oct 5 2011, 05:47 PM

მაგრად მიყვარს ეს კაცი, განსაკუთრებით მისი ხმა smile.gif

Posted by: მზეონა Oct 5 2011, 09:53 PM

smile.gif ძალიან მხიარული პასუხებია შეკითხვებზე wink.gif
http://www.youtube.com/watch?v=JENW9j3WDoU&feature=player_embedded

Posted by: Atman Oct 6 2011, 01:51 PM

შრი შრი რავი შანკარი და რადჰანათჰა სვამი:

http://pix.ge/

Posted by: მზეონა Oct 9 2011, 09:17 AM

http://www.ssravishankar.ru/

მისი ვიდეოები იუთუბზე > http://www.youtube.com/user/ssravishankar

Posted by: jadobazi Feb 17 2012, 03:02 PM

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ArtOfLiving of Georgia

1-6 მარტი 2012 წელი. ჩატარდება ქართულენოვანი საბაზო კურსი, პირველი ნაწილი–სუნთავის ხელოვნება.
სამუშაო დღეებში 18:00–21:00
შაბათ კვირას 10:00–15:00
6 დღიანი კურსის ღირებულება 50 ლარი

მისამართი წერეთლის გამზირი 116 საგანმანათლებლო ცენტრი "Edu Plaza"
ინფორმაცისთვისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: ბილაინი 597 32 37 00
მაგთი 599 18 03 00
სილქნეტი(ქალაქის ქსელიდან ზარი უფასოა) (0)570 70 14 61 ზურაბი

Posted by: soi Feb 18 2012, 01:24 AM

რაღაც საინტერესო ჩანს..smile.gif

Posted by: jadobazi Apr 4 2012, 09:06 PM

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ArtOfLiving of Georgia

24-29 აპრილი 2012 წელი. ჩატარდება ქართულ-რუსულ ენოვანი საბაზო კურსი, პირველი ნაწილი–სუნთქვის ხელოვნება.
სამუშაო დღეებში 18:00–21:00
შაბათ კვირას 10:00–15:00
(მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია დროის ცვლილება).
6 დღიანი კურსის ღირებულება 50 ლარი.
გასაუბრება-ღია კარის დღე 20 აპრილს.
მისამართი წერეთლის გამზირი 116 საგანმანათლებლო ცენტრი "Edu Plaza"
ინფორმაცისთვისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: ბილაინი 597 32 37 00
მაგთი 599 18 03 00
სილქნეტი(ქალაქის ქსელიდან ზარი უფასოა) (0)570 70 14 61 ზურაბი

Posted by: jadobazi Nov 14 2012, 08:39 PM

http://www.facebook.com/ArtOfLivingGerogia
soi
რაღაც საინტერესო ჩანს..smile.gif

ვისაც აინტერესებს მათთვის wink.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)