Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ხილვები

Posted by: lexa May 22 2022, 11:13 AM

სალამი, რამდენიმე წელია მაქვს ხილვები, სრულიად უაზრო, არაფერს რომ არ ნიშნავს, მაგ. ამ დილას მღვიძავს, თვალები მაქვს დახუჭული, ვხედავ რამდენიმე ბავშვს ასე 4,5წლ, წინ გოგონაა აცვია მწვანე ზოლიანი კაბა, დიდი თვალები, წინამო, უკან შეკრული თმა, რაღაცას ტყლიპინებს და ხილვა ქრება, სრულიად რომ არაფერს ნიშნავს.

ადრე აზრიანი ხილვაც მქონია, მაგ. ვხედავ დიდ ჯიპს ბავშვს ჰაერში აგდებს და ბავშვის თავი ....

რამდენიმე ხანში ვკითხულობ კუს ტბაზე მომხდარ საშინელ ამბავს, ალბათ გეხსომებათ ახალგაზრდა გოგომ ბავშვს რაც უყო...ასე ჰაერში ასროლილი ვნახე ეს ბავშვი იმ ხილვაში

მსგავს რამეებს რომ ვხედავ არ მძინავს. არც ძილ-ღვიძილში ვარ, უბრალოდ თვალები მიხუჭია და ვხედავ ფილმივით, წამიერ გაელვებასავით კადრს რომ ვუყურებ ფილმისას იმ წამსვე ქრება, არ ვიცი რა ხდება და რატომ.

თუ ვინმეს იგივე გჭირთ ან იცით რა ხდება დაწერეთ

ისე ბავშვობიდან ვხედავ პარანორმალურ სიზმრებს რომლებიც 10, 20 და მეტი წლის მერეც ამხდარა. კაი ხანია მსგავსი სიზმარი აღარ მინახავს მადლობა ღმერთს მარა ეს უაზრო ხილვები ახლაც მაქვს, კიდევ კარგი უკვე იშვიათად. ადრე რომ ვხედავდი თითქოს წინა ცხოვრებაში/დან ვხედავდი ჩემს თავს. მაგ. ვიჯექი სახლში დიდი კიბეები იყო ამავალი ფილმებში რომ გვინახავს, ანუ, ჩემთვის სრულიად უცხო სამყარო...სხვა ცხოვრება, სხვა ქვეყანა...არ კი ვიცი სად, ვერაფერს ვცნობ, ვზივარ კიბეზე, რაღაცას ვკითხულობ, სავარაუდოდ წერილს, რა მეცვა ისიც მახსოვს შავი შარვალი, თეთრი ბლუზა, ელეგანტურად ვარ ჩაცმული, თმა მაქვს ბობი, რომელსაც ახლაც ხშირად ვატარებ, თუმც ეს ქალი მე არ მგავს, უფრო მაღალი და ლამაზია, მარა ვიცი რომ ეს მე ვარ, სახლი არის მდიდრული ამავალი კიბეებით, მგონი ეს ჩემი ქმრის სახლია. ასე მახსოვს...ეს ასე 10 წლ წინ ვნახე. არ მეძინა. ხილვა იყო. წინა ცხოვრებიდან.

ვისაც იგივე გჭირთ ანუ მსგავსი ხილვები გაქვთ ეგებ დაწეროთ
მადლობა


Posted by: chemikerin May 23 2022, 08:29 PM

იშვიათად მაქვს ხოლმე ეგეთი მომენტები, როცა გონება კადრს ამომიგდებს, ზოგი წარსულიდან და ხანდახან არის ხოლმე სრულიად უცხო კადრებიც.. ძირითადად ძილის წინ ხდება თვალდახუჭულზე.. თან მარტო კადრი არ არის, მთლიანი მომენტის შეგრძნება ცოცხლდება ხოლმე..
არ ვიცი რატომ ხდება ხოლმე... იშვიათად რადგან არის, არ ვამახვილებ დიდად ყურადღებას..
თუმცა ძალიან საკვირველია ხოლმე, თუნდაც წარსულის კადრები, იმდენად სპონტანურად ხდება ხოლმე...

Posted by: earth May 28 2022, 10:02 PM

lexa
ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ალბათ კარგიც შენთვის, რადგან დაგაფიქრებს... დაგაფიქრებს რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი სამყარო, რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი შესაძლებლობები.
დაგაფიქრებს და დაგაყენებს ძიებაში, რომ მოძებნო, ისწავლო და ახვიდე მაღალ საფეხურებზე. რომ შეასრულო შენი მისია ამ ქვეყნად დაბადებისა, რომ ახვიდე მაღლა.

ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია და უსასრულო, როგორც ჩვენი სამყარო. ყველას ეძლევა თავისი, ყველამ თვითონ უნდა იპოვოს პასუხები და გზები. უნდა აირჩიოს საით წავიდეს. ამ ეპოქაში ხდება დაყოფვა, აშკარაა ეს დაყოფვა... ბევრი სულები ქვევით მიდიან გაუცნობიერებლად, ხოლო მათ ვისაც უნდა ზედა საფეხურებზე გადასვლა გაღვიძება მოგვიწევს.

lexa

ციტატა(lexa @ 22nd May 2022 - 12:13 PM) *
ადრე რომ ვხედავდი თითქოს წინა ცხოვრებაში/დან ვხედავდი ჩემს თავს.

ყველა ჩვენი განვლილი წინა ინკარნაცია იყო ერთი გაკვეთილი, რომელიც დაგვავიწყდა, მაგრამ არის ქვეცნობიერში. უნდა მოხდეს ჩვენში ყველაფრის გადახარშვა და და ერთგვარი სწავლება, ცოდნა. ამით შევძლებთ წინ წასვლას.

Posted by: Soproma Mar 24 2023, 11:10 PM

QUOTE(earth @ May 28 2022, 10:02 PM) *
lexa
ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ალბათ კარგიც შენთვის, რადგან დაგაფიქრებს... დაგაფიქრებს რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი სამყარო, რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი შესაძლებლობები.
დაგაფიქრებს და დაგაყენებს ძიებაში, რომ მოძებნო, ისწავლო და ახვიდე მაღალ საფეხურებზე. რომ შეასრულო შენი მისია ამ ქვეყნად დაბადებისა, რომ ახვიდე მაღლა.

ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია და უსასრულო, როგორც ჩვენი სამყარო. ყველას ეძლევა თავისი, ყველამ თვითონ უნდა იპოვოს პასუხები და გზები. უნდა აირჩიოს საით წავიდეს. ამ ეპოქაში ხდება დაყოფვა, აშკარაა ეს დაყოფვა... ბევრი სულები ქვევით მიდიან გაუცნობიერებლად, ხოლო მათ ვისაც უნდა ზედა საფეხურებზე გადასვლა გაღვიძება მოგვიწევს.

lexa

ყველა ჩვენი განვლილი წინა ინკარნაცია იყო ერთი გაკვეთილი, რომელიც დაგვავიწყდა, მაგრამ არის ქვეცნობიერში. უნდა მოხდეს ჩვენში ყველაფრის გადახარშვა და და ერთგვარი სწავლება, ცოდნა. ამით შევძლებთ წინ წასვლას.

სად და ვისგან არის შესაძლებელი ეს სწავლა?

Posted by: earth Mar 25 2023, 06:50 PM

Soproma
უმთავრესი ჩემი აზრით სწავლის სურვილია, ამის მერე ხდება ისე, რომ ნელ-ნელა მოგდის ლიტერატურა და ინფორმაციები და სწავლობ.
თუ შენთვის აუცილებლობაა მასწავლებელი ესეც თუ ითხოვე, მოგეცემა, რადგან უმეტესობა ჩვენგანისათვის აუცილებლობაა მასწავლებელი.
ბევრი რამ ჩვენშია, ჩვენს ქვეცნობიერში და კარგად ვიცით, უბრალოდ ვერ ვხედავთ და არ გვესმის. ამიტომ მასწავლებელი ხშირად იმ საკითხებისათვის რაც ძალიან ძლიერია არ გჭირდება, მაგრამ ყველა ჩვენგანში არის საკითხები, რაც ითხოვს მასწავლებელს. ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურს.

Posted by: Forumeli19960811 Nov 29 2023, 10:36 AM

ბავშვობაში მქონდა ხოლმე, რაღაც მომენტებს წინასწარ ვხედავდი რაც უნდა მომხდარიყო. შემდეგ რატომღაც შემიწყდა

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)