Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფლორა და ფაუნა _ ფენშუი

Posted by: Perl Oct 10 2007, 04:52 PM

გაქვთ ვინმეს ფენშუის მიხედვით მოწყობლი სახლი ან ოფისი?

Posted by: Uma Nov 14 2007, 12:53 AM

არავის არააქვს წიგნი ფენ შუი-ზე?

Posted by: Alpha Nov 24 2007, 10:32 AM

ისე საინტერესოა, ჩემი საწოლი, ან სამუშაო ადგილი ფენ შუის მიხედვით როგორ დგას, საინტერესო იქნებოდა გაგება blink.gif

Posted by: Zet Nov 24 2007, 03:55 PM

ისე ფენშუის აქვს ძალიან მარტივი პრინციპები და ლოგიკური ახსნა, მაგრამ წიგნებში უბრალოდ დაკანონებული რამეები წერია და არარი ახსნილი ძირითადი პრინციპები, გენდოფამ იცი მაგაზე ბევრი რამე, ანუ ძირითადი პრინციპები, და ამ პრინციპების ცოდნის მერე ბევრათ ნათელი ხდება საერთოდ რაარის და რას ეძახიან ფენშუის

Posted by: Tvalebi Apr 1 2008, 03:26 PM

მე ზოგადი წარმოდგენა მაქ მხოლოდ ფენშუის შესახებ, ისიც მას შემდეგ რაც მამაჩემი დაინტერესდა მაგით....
მარა მაინც ამ თეორიით ბევრს ვერაფერს ვერ ჩავწვდი, უფროსწორედ ნიუანსებს

Posted by: blanca Apr 3 2008, 06:35 AM

ვკითხულობდი ერთხელ. იმდენად ჩარჩოებში მომაქცია, ეს იქ უნდა დადგა, ეს აქ, დავანებე თავი.
სადაც მსიამოვნებს იქ მიდგას ყველაფერი smile.gif

ფენშუიში არა, სადღაც სხვაგან წავიკითხე რომ საწოლი თავით ჩრდილოეთისკენ უნდა იყოს (მაგნიტური რა ქვია ..)
ამ დროს უფრო აქტიურად გესიზმრება და კარგად გძინავს. მართალია.
მედიტაციის დროსაც ჩრდილოეთით თავი.

ეს უკვე მჯერა. მართლა ენერგიებზეა ბევრი რამ და მაგნიტურ ველზე
ფენშუი არ მომეწონა რა :lol3:
ცოტა სასაცილოა საგნებით ხელში ოთახში რომ დადიხარ და მის ჭკუაზე ალაგებ

Posted by: Katabua May 11 2008, 01:59 PM

ჩემი აზრით ფენშუი მნიშვნელოვანია.
ინდიელებსაც აქვთ ადგილმდებარეობაზე გამახვილებული ყურადღება. თუ დავაკვირდებით კატას (ფისო, მიაუ) ის მშვენივრად გრძნობს ენერგეტიკულად ძლიერ და სუსტ ადგილებს სახლში. არსებობს ასეთ ადგილების შეფერილობა, - ფერის მიხედვით შეიძლება გავარკჯვიოთ რამდენად მავნე თუ სასარგებლოა მისაღების შუაში მდებარე სავარძელზე ჩამოჯდომა.
და კიდევ, ინდილების მიხ. არსებობს "place of power", ძალის ადგილი, სადც შეიძლება ადამიანს შტაგონება, ხილვა, ან ისეთი სიზმარი ეწვიოს, სადაც რამეს შეასწავლიან.
მოკლედ, ის ცოდნა, სადაც მიწის ზედაპირის ადამიანზე ზემოქმედების შესახებაა საუბარი, მნიშვნელოვანია აბა რა არის.. მითუმეტეს საცხოვრებელზე. და საძინებელზე.
კარგი იქნებოდა კონკრეტული მაგალითების მოყვანა ფენ შუიდან. l_book.gif მე არა მაქვს ბევრი ინფორმაცია და მოხარ. ვიქნები თუ გავეცნ.

Posted by: Taa Oct 31 2008, 01:13 PM

თუ არ ვცდები კოსმოპოლიტანში არის ხოლმე სტატიები ფენშუიზე ხანდახან
თუმცა ჩემში დიდ დაინტერესებას არ იწვევს
ძაან ბევრ დეტალზე ითხოვენ ყურადღების გამახვილებას smile.gif

Posted by: Zet Nov 14 2008, 02:49 AM

მოკლედ ბევრი ვიფიქრე რაარის ეს ფენშუი და ბოლოს მემგონი მივხვდი... მაგალითად რატო უნდა იყოს ტუალეტის კარები ყოველთვის დაკეტილი და ბიდე ჩამოწეული...
ჯერ იქედან დავიწყოთ რომ რისთვისარი ტუალეტი ალბათ ყველამ იცით რომ შენი ორგანიზმიდან რაღაცას კარგავ, აღარ დავკონკრეტდებიsmile.gif)))))))))
საერთოდ ჯამრთელობაც და საერთოდ ყველაპერი დამოკიდებულია ენერგიებზე რომელსაც განაგებს ადამიანის ქვეცნობიერი.. და ქვეცნობიერი ყველაფერს ადამიანის ფიქრებიდან გამომდინარე ასრულებს..
მაგალითად ქვეცნობიერში უკვე დაბადებიდან ჩაბეჭდილია რო გაღებული ტუალეტის კარები ასოცირდება რაგაცის ორგანიზმიდან გადინებასთან ამიტომ როცა ჩვენ კარებს გაუვლით გვერდზე და ჩვენი ქვეცნობიერი აფიქსირებს ღია კარებს, ის ენერგიის მართვაშიც შესაბამისად იქცევა... ანუ ქვეცნობიერს ეძლევა ღია ტუალეტის კარების არსებობის სიგნალი რაც ის თავის მხრივ თარგმნის როგორც რაღაცის დაკარგვა ანუ გადინება და ენერგიასაც შესაბამისად განაგებს იმ მომენტში..
მაგალითად თქვენ ჩახლამული გაქვთ რომელიმე კუთხე ოთახში, ქვეცნობიერი ენერგიასაც იგივეს უშვება.. ან მაგალითად თქვენ დაგიგროვდათ ბევრი რამე სამსახურში და ვერაკეთებთ დროზე ენერგიაც შესაბამისად იქცევა იჩედება და ვერ მოძრაობს თავისუფლად ანუ როგორც გაკეთებული საქმეები ფერხდება - ისე ფერხდება ენერგიის მოძრაობაც.. ან მაგალითად თუ სახლი იდეალურად დალაგებულია ქვეცნობიერიც ცდილობს ენერგია იდეალურად განალაგოს და მართოს...
იგივე როცა მყუდროთ არის ადამიანი მოწყობილი..... და ასეშემდეგ..

Posted by: Sophia Nov 16 2008, 05:24 PM

ფენშუი და მსგავსი რაღაცეები არ წამიკითხავს და ვერც ვერკვევი. მაგრამ სახლი გადაადგილებებს იმის მიხედვით ვაკეთებ , თუ რას ვგრძნობ. არის ადგილები სადაც ვერაფრით ვკონცენტრირდები და შესაბამისად იქ არ ვჯდები სამუშაოდ. არის რამდენიმე კუთხე ჩემს ბინაში სადაც რელაქსაცია გამომდის , სხვაგან კი ვერა.
ამ ბოლო დროს ასეთი სასიამოვნო ენერგიის, კომფპორტული ადგილები შემცირდა ჩემს ბინაში. ასე მემართება ხოლმე. ერთი - ორი წლის შემდეგგანწყობა მეცვლება, ანდა ანერგეტიკული აქცენტები smile.gif სხვადასხვაგვარად ლაგდება სივრცეში. მოკლედ დიდი გადაადგილებები დავიწყე ამის გამო. ჩემი სახლი ჩემგან ძალიან შორს დარჩა. ეს დამემართა განსაკუთრებით სექტემბერში, როცა თბილისში ჩამოვედი, სახლში შემოვედი და ჩემი ტავი იქ ვეღარ ვიპოვნე. რომ არ მეზარებოდეს სულ გავყიდდი ამ ბინას და სხვაგან გადავიდოდი. მაგრამ... ამ ეტაპზე ვცდილობ ინტერიერები შევცვალო, სულ პატარა ცვლლილებები მაინც შევიტანო. ეს საქმე კი საკმაოდ დამღლელი ყოფილა და ჯერ დიდი შედეგიც არ მაქვს. . . მაგრამ მაინც ვცდილობ blush.gif

Posted by: blanca Nov 16 2008, 09:48 PM

მოკლედ აღმოსავლეთ კუთხეში დავდგი ყულაბა, პატარა გოჭუნა biggrin.gif
მერე ამოვიღე რაც შიგ იდო თანხა. გაუტეხე ზირი.
მას მერე ჩემთანაც და მსოფლიოშიც ფინანსური კრიზისია laugh.gif

Posted by: Belladore Dec 3 2008, 12:15 AM

ძალიან დავინტერესდი ფენ-შუითი.
რაღაც სტატიებს ვკითხულობ.

ეს ფორუმიც სერჩით ვიპოვე: ფენ შუი smile.gif


Posted by: ირმა Dec 3 2008, 01:27 AM

welcomeani.gif
კეთილი იყოს შენი მოსვლა ამ ფორუმზე

Posted by: blanca Dec 15 2008, 06:42 AM

ისევ დავინტერესდი ფენ შუით wink.gif

მოკლედ საწოლი თავით ჩრდილოეთით აღარ მედგა.
იდგა ერთი გვერდით კედელთან. ფეხები 'უყურებდა' კარებს. თავი კარებს.
ეს ყოფილა ფენშუის მიხედვით 'კუბოს პოზიცია.
გარდა ამისა ბალანსი დარღვეული იყო. ენერგია მხოლოდ ერთი მხრიდან უვლიდა საწოლს. მეორეს კედელი არ ატარებდა.
მხოლოდ მარჯვნივ მედგა ღამის მაგიდა. ღამით ესეთ პოზიციაში კარგად მეძინა მიუხედავად იმისა რომ არაკომფორტულად ვგრძნობდი საწოლში თავს. მაგრამ დილით ძილი არ მყოფნიდა და დაღლილი ვიღვიძებდი

მოკლედ...
საწოლი შემოვატრიალე და მეორე მხრიდანაც დავდგი ღამის მაგიდა, ანუ დავაბალანსე. თავი ჩრდილოეთით არის და საწოლი მყარად არის კედელზე მიდგმული თავით. ფეხები კარებს აღარ უყურებს. ენერგია ყველა მხრიდან უვლის საწოლს

დაწოლისთანავე საოცარი კომფორტი ვიგრძენი. გემრიელად ჩავეფლე საწოლში. დილით ადრე გამეღვიზა და დაღლილიც არ ვიყავი

უამრავი ინფორმაციაა ფენშუიზე ინტერნეტში. მითუმეტეს თუ ინგლისურად კითხულობთ

ყველაფერი ბალანსია, ფერების - მიწის, წყლის, ჰაერის და ცეცხლის ელემენტების
არც ისე რთულია ძირითადი პრინციპის გაგება

Posted by: blanca Dec 15 2008, 06:47 AM

ფენშუის მიხედვით სახლის ცენტრში - ოთახის ცენტრში, არის ოჯახის და ჯანმრთელობის 'ცენტრი'.

შეადარეთ: კერია ყოველთვის ცენტრში იყო ხოლმე ქართულ სახლში და კერია თუ გაცივდებოდა ოჯახიც აღარ იყო.
კერიაზე მზადდებოდა საჭმელი და კერიას უსხდა ოჯახი არა მართო ფიზიკურად გასათბობად, არამედ სულიერადაც: ურთიერთობდნენ, ყვებოდნენ ამბებს, ზღაპრებს.... კერია იყო სიყვარულის და ჯანმრთელობის წყარო.

იგივეა ფენშუიც: გეუბნებიან ცენტრში, მაგიდაზე, მოათავსო მიწაში ჩარგული მზარდი მცენარე და ცეცხლის ფერებით გააკეთო დეკორაცია - უმჯობესიაო ყვითელი.

ხედავთ მსგავსებას?


Posted by: blanca Dec 15 2008, 06:50 AM

ჩემთან სახლში ძირითადად ლურჯი ფერი ჭარბობდა. საოცრად მოსაბეზრებელი და ცივი გახდა. სითბო მომინდა. ორგანიზმმა მომთხოვა სითბო. სხვადასხვა ფერი შემოვიტანე. დათბა. უკვე ვგრძნობ სად არ ფერი აკლია და ვამატებ. ეს სანამ ფენშუის წავიკითხავდი...
ანუ რამდენად ბუნებრივია რასაც ამბობენ.. თვითონ ორგანიზმი გეუბნება

ფენშუის მიხედვით ჩემს სახლში დომინირებდა წყალის ელემენტი და აკლდა ცეცხლი, ჰაერი, მიწა
შემოვიტანე თბილი ფერები და დათბა, დაბალანსდა.
კიდევ ბევრი აკლია საბოლოოდ დათბობამდე smile.gif
აღმოვაჩინე რომ სიყვარულის კუთხე ცარიელია biggrin.gif

Posted by: tikoroma May 24 2009, 01:19 AM

მოკლედ. რაც წერისუფლება მოვიპოვე ამ საიტზე, ყველაზე მეტს ვწერ მგონი biggrin.gif მარა რაღაც-რაღაცეებს ქართულადაც ვპოულობ და მინდა აქაც დავდო, რომ ჩემსავით უცხო ენების უვიცი მკითხველი რომ შემოვა, იმანაც გაიგოს რა ხდება დუნიაზე...

ფენ-შუი და ფერები

წითელი.
ჩინეთში წითელი ძალის, აქტიურობისა და ვნების ფერად ითვლება. ამ ფერს გამოყენება რეკომენდებულია იქ, სადაც აქტიური ფიზიკური და სულიერი მოქმედება ხდება, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტად მოძრაობენ, მაგალითად, სპორტულ და სათამაშო დარბაზებში, სამზარეულოში, სასადუილო ოთახში, რომელიც ცეცხლის სტიქიის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა წითელი ააქტიურებს ადამიანი ენერგიულობას და ზრდის აგრესიულ ფონს, ამიტომ, მისი გამოყენება შერჩევით უნდა მოხდეს.
არ არის სასურველია წითელი ტონი ფერი ლურჯისა და შავის გვერდით განათავსოთ, რადგან ლურჯი და შავი წყლის სტიქიის ფერებია, წითელი კი ცეცხლის, ამიტომ, ეს გააძლიერებს ნეგატიურ ენერგიას.
საძინებელში წითელი ტონების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არა ბევრი რაოდენობით, რადგან ეს გაზრდის მეუღლებს შორის უთანხმოებას. წითელის გვერდით სასურველია თეთრი ფერის განთავსება. ნუ გამოიყენებთ წითელ ფერს ეზოს ან საცხოვრებელი ბინის კარის, ფანჯრის, ასევე აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე კედლების შესაღებად.

ფორთოხლისფერი.
ეს ფერი რამდენადმე წითელ და ყვითელ ფერებს "შეიცავს", პირველი მათგანი ფორთოხლისფერს ენერგიას, მეორე კი კეთილგანწყობას ანიჭებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მისაღებ ოთახში, ასევე ბავშვების ოთახში.
ფენ-შუიში ფორთოხლისფერს ცოდნის ფერს უწოდებენ, ის ახდენს გონებრივი მონაცემების სტიმულირებას, ამიტომ, მისი გამოყენება სასურველია იმ ოთახში, სადაც გონებრივი მუშაობა ხდება და სადაც ბავშვები ამზადებენ სასკოლო გაკვეთილებს. ის შეუცვლელია ინფორმაციის მიღება-გაცემის მიმართულებით, ამიტომ, ოფისში, სკოლაში ან მსგავს დაწესებულებაში ამ ფერის გამოყენება მეტად სასურველია.

ოქროსფერი მეტალის ფერია.
ჩინეთში ამ ფერის ტანისამოსი მხოლოდ იმპერატორს, მის ნათესავებს ან დიდებულებს შეიძლებოდა სცმოდა. ეს თბილი ფერია, რომელიც ალიერებს ოპტიმიზმს, საკუთარი ღირსების შეგრძნებას. აძლიერებს მეტალის, მიწისა და წყლის სტიქიებს. ოქროსფერი უკავშირდება ფულს, სიმდიდრეს და კომფორტს. მისი გამოყენება სასურველია შესასვლელში, კაბინეტში, საძინებელში და ასევე ბავშვების ოთახში _ ეს ფერი ბავშვებში საკუთარი თავის რწმენას გააძლიერებს.

თეთრი.
უკავშირდება სისუფთავეს, განახლებას. ფენ-შუიში თეთრი აძლიერებს ენერგიას _ მსგვსად მზის ან ხელვნური შუქისა. თუმცა აბსოლუტურად თეთრი აძლიერებს სიცივის და დაუცველობის შეგრძნებას, ამიტომ, არ არის სასურველი ბავშვების ოთახში თეთრის უხვად გამოყენება. ის სასურველია გამოვიყენოთ სამზარეულოში (თუმცა არა გაზქურის სიახლოვეს), აბაზანაში, შემოსასვლელში, კაბინეტსა ან მისაღებში.

ლურჯი, ცისფერი.
ეს სიმშვიდის ფერია. ეს არის დამშვიდება და საკუთარი ადგილის მოძიება. ეს ფერი ძალიან კარგია საძინებელში, ბავშვების ან სასადილო ოთახში. ეს ფერი უკავშირდება წყლის სტიქიას, ამიტომ, მისი გამოყენება მჭახე ფერების გვერდით ფენ-შუის თვალსაზრისით არა სასურველია. მისი გამოყენება კარგია ასევე აბაზანაში, ტუალეტში.

მწვანე ხის სტიქია,
რომელიც გაზაფხულს, ზრდას, სიმშვიდეს და მშვიდობას უკავშირდება. მწვანე ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად. მწვანე ფერის უხვად გამოყენება სახლში გაზრდის ფინანსურ შემოსავლებსა და მოიტანს ჰარმონიას. ეს ფერი კარგია სადაც ადამიანებს სძინავთ, ისვენებენ და განიტვირთებიან _ დასვენების ოთახში, საძინებელში, ოფისში, სასადილო ოთახში, ბავშვების ოთახში.

ყვითელი
მზის, მხიარულებისა და წარმატების ფერია. ის აძლიერებს პოზიტიურ ენერგიას. ეს ფერი გამოიყენეთ, სადაც ხშირად იკრიბებიან ოჯახის წევრები, სადაც ხდება აქტიურობა, ბჭობა, სხვა და სხვა ტემის განხილვა. ყვითელი ადამიანებს ამხნევებს, აუმჯობესებს განწყობას, ააქტიურობას პოზიტიურ აზროვნებას. ზოგიერთი ფსიქოლოგი მას ტყუილად მიაწერს აპათიის გაძლიერებას.

Posted by: tikoroma Jun 12 2009, 02:14 PM

სახლი და ფენ-შუი

როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით

ნებისმიერ სახლში არის საგნები, რომლებიც დადებით ენერგიებს აღძრავენ (ფსიქოლოგიაში ამას "ღუზებს" ეძახიან). ეს მარტო ავეჯი არ არის, არამედ სურნელი, ფერი, მელოდია, სხეულის გარკვეული ადგილი და ა. შ.
ყოველი "ჩართვისას" "ღუზა" გვიბრუნებს სიამოვნების ეგზალტაციის, ტკბობის შეგრძნებას, რომელიც ამეორებს უკვე მომხდარ, ქვეცნობიერში აღბეჭდილ მომენტს. საყვარელი რბილი სათამაშოები შესაძლოა, დიდი ხნით დაცულობის სიმბოლოდ იქცეს, ხოლო აყვავებული იასამნის სურნელმა რომანტიკული განწყობა მოგგვაროთ. ნუ შევჩერდებით უარყოფითი "ღუზის"განმარტებაზე, აქ ყველაფერი ანალოგიურადაა, მხოლოდ ნიშანი მინუსი ("-") დაერთვის. უპირველეს ყოვლისა სახლში ჩვენ გვიზიდავს ის საგნები, რომლებიც სიხარულის, განახლების სურვილს გვიღძრავენ, ისინი გვამშვიდებენ და სიამოვნებას გვანიჭებენ.

ფოტოსურათებს ჩვენ იშვიათად ვიყენებთ ბინების ინტერიერის შერჩევისას, მაგრამ ეს ხომ შესანიშნავი საშუალებაა გაიუკეთესოდ ხასიათი, თუ რა თქმა უნდა, სურათზე ცხოვრების ბედნიერი მომენტია ასახული. თუ თქვენ მაინცდამაინც ფოტოგენური არ ხართ, თქვენს ალბომში მაინც მოიძებნება თქვენი კარგი ფოტოები. ასევე შესაძლოა, ეს თქვენი საყვარელი ადამიანების სურათები იყოს. საჭიროა მხოლოდ ფანტაზიის ჩართვაა საჭირო. დაფიქრდით სად მოათავსებდით სურათს და რა ჩარჩოს შეურჩევდით მას. დიდ ბინაში მცირე ზომის ფოტოები კარგად არ გამოჩნდება, სჯობს ისინი სარკის შუაგულში მოათავსოთ, მაგრამ სარკისთვის ჩარჩოს გაკეთება არ დაგავიწყდეთ, ცხადია ჩარჩო ფოტოსთან ფერითა და ფაქტურით უნდა შეეფერებოდეს. თუ სურათი სამუშაო მაგიდაზე გინდათ მოათავსოთ, მას ადგილი მარჯვენა კუთხეში მოიჩინეთ – ეს ურთიერთობების ზონაა.

სარკე სახლში ენერგეტიკული ნაკადების კორექციის უძლიერესი საშუალებაა, მას უარყოფითის მოატანაც შეუძლია. სარკე არასოდეს არ დაკიდოთ შემოსასვლელი კარის პირდაპირ, რათა მან არ აირეკლოს შემოსული ენერგია. ცუდია თუ სარკეში ცოლ-ქმრის სარეცელი ირეკლება. ის კარგად აფართოვებს სივრცეებს და ამიტომ, იგი შეუცვლელია ვიწრო ადგილებში. იგი აორმაგებს იმას, რაც მასში მოჩანს, აქედან გამომდინარე სჯობს სარკეში ყვავილები ირეკლებოდეს (ყვავილები ხელგაშლილობის ერთ-ერთი სიმბოლოცაა), მით უმეტეს, რომ სარკე მათ სინათლეს მატებს, შესაძლოა, ირეკლებოდეს ხელოვნების ნიმუშებიც. სარკე შეიძლება იყოს ცოცხალი პეიზაჟიც, თუ მას ფანჯრის ხედის წინ მოათავსებთ. სამზარეულოში სარკეები ბუნებრივი აირის ქურის წინ მოათავსეთ, ეს ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოა. პოზიტიური ენერგიის წყაროდ შეიძლება ნებისმიერი საგანი გადაიქცეს, თუ იგი ხელითაა დამზადებული და ბუნებრივი მასალისაგან შედგება. თუ ნივთი უშუალოდ თქვენთვის შეიქმნა და ოსტატი კარგ ხასიათზე იყოს, ეს ნაკეთობა უთუოდ შეუფასებელია. თუ თქვენ თავად გიტაცებძთ შემოქმედება, მხოლოდ მაშინ დაკავდით, თუ ჯანმრთელად და კარგ განწყობაზე ხართ. გახსოვდეთ, რომ ნამუშევარში შრომის გარდა ენერგიასაც დებთ, რომელიც ფორმას იძენს.

კრისტალები (მინერალები) სიცოცხლის უნიკალური ფორმაა. ძალიან საინტერესოა კრისტალზე დაკვირვება, როგორ იზრდება იგი, იერთებს შენარევებს, ქმნის გასაოცარ სტრუქტურას. კრისტალის ხშირ გამოსხივებას შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანისა და გარე სივრცის ენერგეტიკაზე. აქ აუცილებლია ინდივიდუალური მიდგომა. მის არჩევისას საჭიროა ინფორმაციის ფლობა პირად ჰოროსკოპზე, პლანეტების განლაგებაზე და იმაზე, თუ რა კრისტალი შეესატყვისება თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს. გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი კრისტალები. გაყიდვაში გამოტანილი ქვების უმეტესობა ხელოვნურებია და ისინი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ ენერგეტიკაზე. შეიძლება არაგამჭვირვალე ქვების გამოყენება (მაგ. ნეფრიტი; აღმოსავლეთის მრავალ ხალხებში მას წმინდა ქვად მიიცნევდნენ. ჩინელი მწერალი ხიუ-ჩინი ნეფრიტს მიაწერდა ხუთ ძირითად ღირსებას, რომლებიც ადამიანის სულის ხუთ თვისებას შეესატყვისებოდა). ეს მინერალი ბუნებაში დიდი რაოდენობით მოიპოვება, ამიტომ, სრულიად შესაძლებელია შეიძინოთ ნამდვილი ნეფრიტისაგან დამზადებული პატარა კუ და სახლის ჩრდილო-დასავლეთით მოათავსოთ. სახლში ფანჯრიდან შემომავალი ენერგიის ტრანსფორმაციის მიზნით კრისტალს ზონარზე კიდებენ და ფანჯრის რაფასთან ათავსებენ. ამ შემთხვევაში უმჯობესია გამჭვირვალე კრისტალების გამოყენება და ასევე სასურველია მთის ბროლი.

მცენარებს ფენ-შუის ტრადიციის თანახმად უნდა ჰქონდეთ მომრგვალებული, ოვალური ფოთლები, მაგრამ თუ თქვენ გიყვართ კაკტუსები, უარს ნუ იტყვით მათზე, ისევე როგორც ლიანებზე (ჭორიკანა), რომლებსაც უარყოფითი ენერგის უსაფუძვლოდ მიაწერენ. აქ უმთავრესი თქვენი ინტუიციაა, მთავარია თქვენს "პატარებს" კარგად მოუაროთ, წყალი და სინათლე არ მოაკლოთ და რა თქმა უნდა აღტაცება ხშირად და ხმამაღლა გამოხატოთ. ყველა მცენარე ხის ელემენტს უკავშირდება, ამიტომ, სახლის სამხრეთით განათავსეთ და ამით ცეცხლის ელემენტს გააძლიერებთ. თუ აყვავებულ მცენარეებს სამხრეთ-დასავლეთ ზონაში მოათავსებთ, ოჯახში ურთიერთობა უფრო დადებითი გახდება. ხელოვნური ყვავილები თითქმის არ მოქმედებენ სახლის ენერგეტიკაზე, სჯობს ისინი ნაკლებად განათებულ (იგულისხმება მზის შუქი) ადგილზე დადგათ, მაგ. აბაზანაში, საპირფარეშოში, დერეფანში და ნიშა-თაღებში.'

აკვარიუმი ოთახის იმ მონაკვეთებში უნდა მოთავსდეს, სადაც საჭიროა მუდმივი და მძლავრი ენერგეტიკული კვება, ოქროს თევზები – სიმდიდრის სიმბოლოა, მათი ლივლივა მოძრაობა კი სტრესს ხსნიან და სხეულს ადუნებენ. ეს თევზები აკვარიუმის სხვა ბინადართაგან განსხვავებით გამუდმებით მოძრაობაში არიან. აკვარიუმის ზომებს დიდი ყურადღებით უნდა მივიდგეთ, სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ოთახის შესაბამისად ირჩევა, ხოლო წყლის რაოდენობა ერთი ოქროს თევზზე ათ ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
სურათები და სკულპტურული გამოსახულებები გარე სამყაროს ენერგეტიკის ანარეკლთან გვაახლოებენ, ამიტომ, აუცილებელია შევიგრძნოთ რა გრძნობებსა და ემოციებს აღძრავს ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში და რამდენად შეესატყვისება ავტორის ხედვა და შინაგანი სამყარო ჩვენეულ სამყაროს აღქმას. წყლის პეიზაჟების, მთების, ყვავილების გამოსახულება დადებითად მოქმედებს სახლის ენერგეტიკაზე. სურათები სახლის შესაბამის ზონებში მოათავსეთ, იქიდან გამომდინარე თუ რა არის ზედ გამოსახული. თუ თქვენ მტაცებელი ცხოველების გამოსახულებები გიზიდავთ, ისეთი სურათი შეარჩიეთ, რომ აგრესიულად გამოიყურებოდეს, ეს არა მარტო თვითრწმენას და ძალის შეგრძნებას შეგმატებთ, არამდე თუ სახლის შემოსასვლელში ჩამოკიდებთ, ის დამცველი ტოტემის როლს "შეითავსებს".

ყურადღებით დააკვირდით საგნებს საკუთარ სახლში, მოიშორეთ ყველაფერი, რაც უარყოფით ემოციას აღძრავს, დაე, ყოველი ნივთი თქვენთვის პოზიტიური ენერგიის მომტანი იყოს.

Posted by: ირმა Jun 13 2009, 01:14 PM

მადლობთ tikoroma საინტერესო მასალისათვის smile.gif

Posted by: miss Dec 28 2009, 08:51 PM

ერთ-ერთი ასტროლოგი ლაპარაკობდა ტელევიზიით ფენ-შუიზე და ისე მოხდა რომ უკვე მთავრდებოდა გადაცემა და ვერ მოვუსმინე. იქნებ ამიხსნათ რა არის და რაში გამოიყენება?

Posted by: miss Dec 28 2009, 08:58 PM

ისა და.... ენერგიის მოზიდვა ახსენა ფენ-შუისთან და ამიტო ვერ გავიგე :? მართლა აქვს რამე ძალა, მუხტი?

Posted by: mata Dec 28 2009, 10:10 PM

აუ აუ მეც მაინტერესებს და ვინც ერკვევა იქნებ გაგვიზიაროთ ცოდნა smile.gif

Posted by: ირმა Dec 28 2009, 10:37 PM

miss
რადგან თემა ფენშუი უკვე არსებობდა ჩვენს ფორუმზე, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე ამ ორი თემის შეერთება.

Posted by: ირმა Dec 29 2009, 04:26 PM

http://zodiaqo.blogspot.com/search/label/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%98

ამ ბლოგზე ნახავთ მრავალ საინტერესო ინფორმაციას ფენშუის თემაზეsmile.gif

ზემოთ თიკორომას პოსტებშიც ჩანს ფენშუის თემები. ამ ლინკს ემატება ფენშუი და არომატი. ვაკოპირებ მაგ:
ჟასმინი ხსნის დეპრესიას და ადამიანს აყენებს კარგ განწყობაზე, განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს მეუღლეებს შორის ურთიერთობებზე. გარდა ამისა, მისი სურნელი ადამიანს ეხმარება ფინანსური იდეების მოფიქრებსა და ბიზნესის დაგეგმარებაში. ის აუცილებლად უნდა იყოს იქ, სადაც მეტი სინათლეა.

Posted by: ირმა Dec 29 2009, 04:28 PM

ფერების მნიშვნელობა ფენ შუის მიხედვით, წიგნიდან ”The Spiritual Feng Shui” by Mike Z. Wang ~

http://sweet.ge/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A/

Posted by: ირმა Dec 29 2009, 04:31 PM

ამ ლინკზეც საინტერესო მასალაა: http://www.factnews.ge/index.php?lang_id=GEO&id=18&info_id=4511&act=ns
სამზარეულო
ქალბატონები, რომელებიც უმეტეს დროს სამზარეულოში ატარებენ, ნამდვილად იმსახურებენ “ფენ-შუის სამზარეულოს~. ფენ-შუის წესების მიხედვით, სამზარეულო აუცილებლად ნათელი, დიდი უნდა იყოს და პლასტიკური და მომრგვალებული ფორმები ჰქონდეს. ფენ-შუის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სამზარეულოს ფანჯარასთან მცენარეები და აკვარიუმი მოვათავსოთ, რადგან წყალი, ერთდროულად, მშვიდი და ძლიერი სტიქიაა და ჩვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.

smile.gif

Posted by: mata Dec 30 2009, 05:41 PM

ირმა
მადლობა გაიხარე l_sunny.gif

Posted by: miss Dec 31 2009, 02:40 PM

QUOTE(ირმა @ Dec 28 2009, 10:37 PM) *
miss
რადგან თემა ფენშუი უკვე არსებობდა ჩვენს ფორუმზე, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე ამ ორი თემის შეერთება.



არაა პრობლემა ჩემო კარგო smile.gif
როგორც ვიცი ფენშუის მიხედვით არსებობს საგნები-თილისმის მსგავსი , რომლებიც ამ ენერგიებს იზიდავს და სპეციალური მაღაზიაცაა აქ, ერთ დღეს ვესტუმრები აუცილებლად wink.gif "ქარის სიმღერა" სამზარეულოში უნდა იყოს მაგალითად, ამას წინათ სემხვდა და არ ვიყიდე sad.gif

Posted by: Emigranti Jan 1 2010, 06:12 AM

ვიღაცამ მითხრა, თბილისში არისო ფენ-შუის მაღაზია. ხომ არაფერი იცით ვინმემ ამის შესახებ?

Posted by: TeO Jan 6 2010, 10:33 PM

QUOTE(Emigranti @ 1st January 2010 - 06:12 AM) *
ვიღაცამ მითხრა, თბილისში არისო ფენ-შუის მაღაზია. ხომ არაფერი იცით ვინმემ ამის შესახებ?

Emigranti ლინ-დაო-ს მაღაზია არის გრიბოედოვის და ალ. ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე კუთხეში smile.gif)

ფენ-შუი და ფერები

წითელი. ჩინეთში წითელი ძალის, აქტიურობისა და ვნების ფერად ითვლება. ამ ფერს გამოყენება რეკომენდებულია იქ, სადაც აქტიური ფიზიკური და სულიერი მოქმედება ხდება, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტად მოძრაობენ, მაგალითად, სპორტულ და სათამაშო დარბაზებში, სამზარეულოში, სასადუილო ოთახში, რომელიც ცეცხლის სტიქიის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა წითელი ააქტიურებს ადამიანი ენერგიულობას და ზრდის აგრესიულ ფონს, ამიტომ, მისი გამოყენება შერჩევით უნდა მოხდეს.
არ არის სასურველია წითელი ტონი ფერი ლურჯისა და შავის გვერდით განათავსოთ, რადგან ლურჯი და შავი წყლის სტიქიის ფერებია, წითელი კი ცეცხლის, ამიტომ, ეს გააძლიერებს ნეგატიურ ენერგიას.
საძინებელში წითელი ტონების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არა ბევრი რაოდენობით, რადგან ეს გაზრდის მეუღლებს შორის უთანხმოებას. წითელის გვერდით სასურველია თეთრი ფერის განთავსება. ნუ გამოიყენებთ წითელ ფერს ეზოს ან საცხოვრებელი ბინის კარის, ფანჯრის, ასევე აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე კედლების შესაღებად.

ფორთოხლისფერი. ეს ფერი რამდენადმე წითელ და ყვითელ ფერებს "შეიცავს", პირველი მათგანი ფორთოხლისფერს ენერგიას, მეორე კი კეთილგანწყობას ანიჭებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მისაღებ ოთახში, ასევე ბავშვების ოთახში.
ფენ-შუიში ფორთოხლისფერს ცოდნის ფერს უწოდებენ, ის ახდენს გონებრივი მონაცემების სტიმულირებას, ამიტომ, მისი გამოყენება სასურველია იმ ოთახში, სადაც გონებრივი მუშაობა ხდება და სადაც ბავშვები ამზადებენ სასკოლო გაკვეთილებს. ის შეუცვლელია ინფორმაციის მიღება-გაცემის მიმართულებით, ამიტომ, ოფისში, სკოლაში ან მსგავს დაწესებულებაში ამ ფერის გამოყენება მეტად სასურველია.

ოქროსფერი მეტალის ფერია. ჩინეთში ამ ფერის ტანისამოსი მხოლოდ იმპერატორს, მის ნათესავებს ან დიდებულებს შეიძლებოდა სცმოდა. ეს თბილი ფერია, რომელიც ალიერებს ოპტიმიზმს, საკუთარი ღირსების შეგრძნებას. აძლიერებს მეტალის, მიწისა და წყლის სტიქიებს. ოქროსფერი უკავშირდება ფულს, სიმდიდრეს და კომფორტს. მისი გამოყენება სასურველია შესასვლელში, კაბინეტში, საძინებელში და ასევე ბავშვების ოთახში _ ეს ფერი ბავშვებში საკუთარი თავის რწმენას გააძლიერებს.

თეთრი.
უკავშირდება სისუფთავეს, განახლებას. ფენ-შუიში თეთრი აძლიერებს ენერგიას _ მსგვსად მზის ან ხელვნური შუქისა. თუმცა აბსოლუტურად თეთრი აძლიერებს სიცივის და დაუცველობის შეგრძნებას, ამიტომ, არ არის სასურველი ბავშვების ოთახში თეთრის უხვად გამოყენება. ის სასურველია გამოვიყენოთ სამზარეულოში (თუმცა არა გაზქურის სიახლოვეს), აბაზანაში, შემოსასვლელში, კაბინეტსა ან მისაღებში.

ლურჯი, ცისფერი. ეს სიმშვიდის ფერია. ეს არის დამშვიდება და საკუთარი ადგილის მოძიება. ეს ფერი ძალიან კარგია საძინებელში, ბავშვების ან სასადილო ოთახში. ეს ფერი უკავშირდება წყლის სტიქიას, ამიტომ, მისი გამოყენება მჭახე ფერების გვერდით ფენ-შუის თვალსაზრისით არა სასურველია. მისი გამოყენება კარგია ასევე აბაზანაში, ტუალეტში.

მწვანე ხის სტიქია, რომელიც გაზაფხულს, ზრდას, სიმშვიდეს და მშვიდობას უკავშირდება. მწვანე ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად. მწვანე ფერის უხვად გამოყენება სახლში გაზრდის ფინანსურ შემოსავლებსა და მოიტანს ჰარმონიას. ეს ფერი კარგია სადაც ადამიანებს სძინავთ, ისვენებენ და განიტვირთებიან _ დასვენების ოთახში, საძინებელში, ოფისში, სასადილო ოთახში, ბავშვების ოთახში.

ყვითელი მზის, მხიარულებისა და წარმატების ფერია. ის აძლიერებს პოზიტიურ ენერგიას. ეს ფერი გამოიყენეთ, სადაც ხშირად იკრიბებიან ოჯახის წევრები, სადაც ხდება აქტიურობა, ბჭობა, სხვა და სხვა ტემის განხილვა. ყვითელი ადამიანებს ამხნევებს, აუმჯობესებს განწყობას, ააქტიურობას პოზიტიურ აზროვნებას. ზოგიერთი ფსიქოლოგი მას ტყუილად მიაწერს აპათიის გაძლიერებას.

© Lakshmi Ravi Ramananda

Posted by: TeO Jan 6 2010, 10:35 PM

ეს თემა მგონი "ასტრონომია, ასტროლოგია, ქირომანტია..."შია გადასატანი?

Posted by: Emigranti Jan 7 2010, 12:41 AM

QUOTE(TeO @ Jan 6 2010, 07:33 PM) *
Emigranti ლინ-დაო-ს მაღაზია არის გრიბოედოვის და ალ. ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე კუთხეში smile.gif)
აქა?



და ნეტა ერთი რასა ჰყიდიან შიგა?huh.gif ვინმე თუ ნამყოფი ხართ, შთაბეჭდილება გაგვიზიარეთ რა.

Posted by: Emigranti Jan 7 2010, 05:38 AM

QUOTE(TeO @ Jan 6 2010, 07:35 PM) *
ეს თემა მგონი "ასტრონომია, ასტროლოგია, ქირომანტია..."შია გადასატანი?
ამ განყოფილების მეორე სახელი"ფენშუი, მებაღეობა, ფლორა, ფაუნა..."-არაა? ვფიქრობ აქ უფრო ჯდება. რა ვიცი აბა. შენ ფიქრობ, იქ აჯობებს?

Posted by: TeO Jan 7 2010, 08:19 AM

Emigranti მანდ არის smile.gif რამდენჯერ შევბოდიალებულვართ biggrin.gif აკადემიის გვერდზეა tongue.gif ბევრ რამესა ჰყიდიან და ფასებიც საკმაოდ მაღალია.. ძირითადად ბუნებრივი ქვებიძგან დამზადებული სამკაულებია სხვადასხვა დანიშნულების: ავი თვალისგან, ბარაქის მოსაზიდად და ა.შ. ))))))

QUOTE(Emigranti @ 7th January 2010 - 05:38 AM) *
ამ განყოფილების მეორე სახელი"ფენშუი, მებაღეობა, ფლორა, ფაუნა..."-არაა? ვფიქრობ აქ უფრო ჯდება. რა ვიცი აბა. შენ ფიქრობ, იქ აჯობებს?

ქვე სათაურში კი წერია, მაგრამ ზე სათაურთან "ბუნება, ცხოველთა სამყარო, ეკოლოგია" თითქოს არ მიდის)) არ ვიცი, ჩემთვის სულერთია..უბრალოდ ადვილი მოსაძებნი რომ ყოფილიყო? laugh.gif

Posted by: miss Jan 10 2010, 04:54 PM

კი ვიცი ეგ მაღაზია სადაც არის მაგრამ ცეცხლის ფასი ექნება ალბატ sad.gif

Posted by: მზეონა Jan 10 2010, 05:25 PM

QUOTE(miss @ 10th January 2010 - 04:54 PM) *
კი ვიცი ეგ მაღაზია სადაც არის მაგრამ ცეცხლის ფასი ექნება ალბატ

ფასები იცოცხლე! biggrin.gif ცივ ზამთარში გაგათბობს wink.gif laugh.gif ეგ იმიტომ რომ ანალოგიური მაღაზია სხვა არ არის და კონკურენციის გარეშე ოოო smile.gif))))))))))

Posted by: Emigranti Jan 10 2010, 06:10 PM

QUOTE(მზეონა @ Jan 10 2010, 02:25 PM) *
ფასები იცოცხლე! biggrin.gif ცივ ზამთარში გაგათბობს wink.gif laugh.gif ეგ იმიტომ რომ ანალოგიური მაღაზია სხვა არ არის და კონკურენციის გარეშე ოოო smile.gif))))))))))
და კიდევ რა არის იცით. პატარა მაღაზიებისთვის, რომლებსაც საქონელი საზღვარგარეთიდან ჩამოაქვთ (ახლობელმა მითხრა, მაგ მაღაზიის მფლობელს ჩინეთიდან ჩამოაქვსო ყველაფერი), დაბალი ფასების დადება ძალიან ძნელია. ისინი ერთ წასვლაზე 10 მაღაზიისთვის რომ ყიდულობდნენ საქონელს, ეს ხარჯები 10-ზე განაწილდებოდა და მყიდველისთვის ისე ძვირი აღარ იქნებოდა. მაგრამ როცა ყველაფერი ერთ-ზე უნდა გადატყდეს და მცირე რაოდენობის პროდუქტი იყიდება, ეს ძალიან ძნელი ხდება. მერე საგადასახადოც ეკვეტება და...

მე რომ ამ მაღაზიის კონსულტანტი ვიყო, ვურჩევდი ერთის ნაცვლად რამდენიმე გაეხსნა (არაერთ ქალაქში). ეს მას საშუალებას მისცემდა ფასები დაეწია. რა თქმა უნდა ეს უფრო მეტ სამუშაოს და საზრუნავს ნიშნავს. როცა ბიზნესი იზრდება, ბიზნესმენის თავისუფალი დრო მცირდება smile.gif

Posted by: Shou Jan 11 2010, 02:02 PM

QUOTE(Emigranti @ Jan 10 2010, 06:10 PM) *
და კიდევ რა არის იცით. პატარა მაღაზიებისთვის, რომლებსაც საქონელი საზღვარგარეთიდან ჩამოაქვთ (ახლობელმა მითხრა, მაგ მაღაზიის მფლობელს ჩინეთიდან ჩამოაქვსო ყველაფერი), დაბალი ფასების დადება ძალიან ძნელია. ისინი ერთ წასვლაზე 10 მაღაზიისთვის რომ ყიდულობდნენ საქონელს, ეს ხარჯები 10-ზე განაწილდებოდა და მყიდველისთვის ისე ძვირი აღარ იქნებოდა. მაგრამ როცა ყველაფერი ერთ-ზე უნდა გადატყდეს და მცირე რაოდენობის პროდუქტი იყიდება, ეს ძალიან ძნელი ხდება. მერე საგადასახადოც ეკვეტება და...

მე რომ ამ მაღაზიის კონსულტანტი ვიყო, ვურჩევდი ერთის ნაცვლად რამდენიმე გაეხსნა (არაერთ ქალაქში). ეს მას საშუალებას მისცემდა ფასები დაეწია. რა თქმა უნდა ეს უფრო მეტ სამუშაოს და საზრუნავს ნიშნავს. როცა ბიზნესი იზრდება, ბიზნესმენის თავისუფალი დრო მცირდება smile.gif


არა მგონია მსგავს პროდუქციას მომხმარებელთა დიდი სეგმენტი ყავდეს ჩვენთან. რამოდენიმე მაღაზიის შემთხვევაში კლიენტების საკმარისი რაოდენობა არ იქნებოდა და საქონელი "ჩაწვებოდა":)

Posted by: Emigranti Jan 11 2010, 02:53 PM

QUOTE(Shou @ Jan 11 2010, 11:02 AM) *
არა მგონია მსგავს პროდუქციას მომხმარებელთა დიდი სეგმენტი ყავდეს ჩვენთან. რამოდენიმე მაღაზიის შემთხვევაში კლიენტების საკმარისი რაოდენობა არ იქნებოდა და საქონელი "ჩაწვებოდა":)
ფანტასტიური ჟანრის ყველაზე მოკლე ამბავი: ერთმა ქალმა სამკაულების მაღაზიას გულგრილად ჩაუარა
biggrin.gif

Posted by: Shou Jan 11 2010, 04:11 PM

Emigranti

რა ვიცი, ეს მე არ აღვიქვამ მაგ მაღაზიას სამკაულების მაღაზიად როგორც ჩანსsmile.gif ისე სამკაულების მარაზიად რომ აღვიქვავდე მე პირადად ნამდვილად გულგრილად ჩავუვლიდი biggrin.gif

Posted by: Emigranti Jan 11 2010, 05:18 PM

QUOTE(Shou @ Jan 11 2010, 01:11 PM) *
ისე სამკაულების მარაზიად რომ აღვიქვავდე მე პირადად ნამდვილად გულგრილად ჩავუვლიდი biggrin.gif
რა თქმა უნდა biggrin.gif wink.gif

Posted by: miss Jan 11 2010, 06:47 PM

QUOTE(Emigranti @ Jan 10 2010, 06:10 PM) *
და კიდევ რა არის იცით. პატარა მაღაზიებისთვის, რომლებსაც საქონელი საზღვარგარეთიდან ჩამოაქვთ (ახლობელმა მითხრა, მაგ მაღაზიის მფლობელს ჩინეთიდან ჩამოაქვსო ყველაფერი), დაბალი ფასების დადება ძალიან ძნელია. ისინი ერთ წასვლაზე 10 მაღაზიისთვის რომ ყიდულობდნენ საქონელს, ეს ხარჯები 10-ზე განაწილდებოდა და მყიდველისთვის ისე ძვირი აღარ იქნებოდა. მაგრამ როცა ყველაფერი ერთ-ზე უნდა გადატყდეს და მცირე რაოდენობის პროდუქტი იყიდება, ეს ძალიან ძნელი ხდება. მერე საგადასახადოც ეკვეტება და...

მე რომ ამ მაღაზიის კონსულტანტი ვიყო, ვურჩევდი ერთის ნაცვლად რამდენიმე გაეხსნა (არაერთ ქალაქში). ეს მას საშუალებას მისცემდა ფასები დაეწია. რა თქმა უნდა ეს უფრო მეტ სამუშაოს და საზრუნავს ნიშნავს. როცა ბიზნესი იზრდება, ბიზნესმენის თავისუფალი დრო მცირდება smile.gif


მე მაგ მაღაზიის სესახებ ერთი ასტროლოგისგან გავიგე და თვითონვე აღნიშნა მაღაზიას ჩინური სახელი კი ქვია მაგრამ ჩინეთიდან ჩამოტანილი სულაც არ არის, ქართულია და უფრო უკეთესიოოოოო. აი ასე თქვა smile.gif რავიცი რავიცი

Posted by: Emigranti Jan 11 2010, 07:08 PM

QUOTE(miss @ Jan 11 2010, 03:47 PM) *
მე მაგ მაღაზიის სესახებ ერთი ასტროლოგისგან გავიგე და თვითონვე აღნიშნა მაღაზიას ჩინური სახელი კი ქვია მაგრამ ჩინეთიდან ჩამოტანილი სულაც არ არის, ქართულია და უფრო უკეთესიოოოოო. აი ასე თქვა smile.gif რავიცი რავიცი
მაშ მე ბოდიში უნდა მოვიხადო არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. თუ უხარისხო ჩინური ნაწარმი არაა მით უკეთესი. ძალიან კარგი.

მაგრამ რაც ხარჯების შემცირებაზე ვთქვი უცვლელი რჩება. რაც უფრო უკეთესი ხარისხისაა რაიმე (არა აქვს მნიშვნელობა რა) მით უფრო ძვირი ჯდება იმის დამზადება. ფასის დაწევის კარგი საშუალება, იმავე ხარისხის შენარჩუნებით, არის ყოველთვის რაოდენობის ზრდა.

Posted by: Emigranti Jan 11 2010, 07:11 PM

და ფენშუის თემას რომ დავუბრუნდეთ. იმ მაღაზიაში ფენშუის კონსულტაციებსაც ატარებენ? ნუ აი ავეჯი როგორ უნდა დადგა და ეგეთი რამეები.

Posted by: miss Jan 11 2010, 07:13 PM

QUOTE(Emigranti @ Jan 11 2010, 07:08 PM) *
მაშ მე ბოდიში უნდა მოვიხადო არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. თუ უხარისხო ჩინური ნაწარმი არაა მით უკეთესი. ძალიან კარგი.

მაგრამ რაც ხარჯების შემცირებაზე ვთქვი უცვლელი რჩება. რაც უფრო უკეთესი ხარისხისაა რაიმე (არა აქვს მნიშვნელობა რა) მით უფრო ძვირი ჯდება იმის დამზადება. ფასის დაწევის კარგი საშუალება, იმავე ხარისხის შენარჩუნებით, არის ყოველთვის რაოდენობის ზრდა.


ალბათ სწორედ მაგის გამოა მაღალი ფასები რომ უხარისხო არაა. გამოცდილებით ვერ გეტყვი, არ ვიცი ჩემი ფინანსებით თუ გავწვდებიsmile.gif

Posted by: david6david Jan 11 2010, 08:30 PM

ფენ შუი არის ის, როდესაც ზეპირად იცი რომელი კვადრატი რას ნიშნავს და მათ შორის თავდაჯერებული მოძრაობ.

Posted by: flower Mar 6 2011, 11:27 PM

მოგახსენებთ მაღაზია ლინდაოს შესახებ, პროდუქცია ძირითადა ჩამოდის ტიბეტიდან და ჩინეთიდან, მაღალი ხარისხის, რაც მანდ ნატურალური ქვები იყიდება პროფესიონალებით გასინჯულია რომ ნამდვილად ნატურალურია. რაც შეეხება ფასებს ფასები იწყება 1 ლარიდან 500 ლარის ჩათვლით, გააჩნია მასალას და ზომას. და ყველანაირი მყიდველის სირვილს დააკმაყოფილებენ. ამ ბოლო დროს მანდ ცალკეული მძივებით ნატურალური ქვების გაყიდვაც დაიწყო, მოკლედ ფენ შუიზე რამე თუ გაინტერსებთ მომწერეთ, ყველაფერს მოგახსენებთ.

Posted by: mata Mar 7 2011, 11:46 AM

flower

ციტატა(flower @ 6th March 2011 - 11:27 PM) *
მაღაზია ლინდაოს


სად არის ეს მაღაზია?

Posted by: priad ubralo Mar 7 2011, 02:30 PM

ლინდაო არის სამხატვრო აკადემიის გვერდით. გრიბოედოვზე
მანდ ერთი ”ფუკის” ბეჭედი ვნახე მარა, რო გავიკეთე მერე გადავიფიქრე! laugh.gif

Posted by: flower Mar 7 2011, 06:00 PM

არარ არის აკაადემიის გვერდზე ცოტა მოშორებით გადავიდა, ჭავჭავაძის ნომერ 3 ში ოპერის პირდაპირ გზა რომ ადის გრიბოედოვის და ჭავჭავაძის გადაკვეტაზე

Posted by: td......... Mar 8 2011, 03:18 PM

საინტერესოა...

Posted by: ჯინიანი Jun 17 2011, 07:50 PM

ქართულად არის წიგნი? : )

Posted by: ჯი-ნია-ნი Nov 26 2011, 10:59 PM

კიდევ არის ეს მაღაზია?
წიგნი არ იყიდება ფენშუიზე ქართულად? sad.gif

Posted by: ჯი-ნია-ნი Nov 26 2011, 10:59 PM

კიდევ არის ეს მაღაზია?
წიგნი არ იყიდება ფენშუიზე ქართულად? sad.gif

Posted by: ჯი-ნია-ნი Jan 5 2012, 02:40 AM

http://jiniani.com/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98/

Posted by: stalkeri May 8 2013, 12:31 AM

otaxs ver valageb to. bevri dzveli cignebis gadakra minda da ver vkri meore dgea ukve. Oh, es mogonebisamshleli sirobebi. iqneb jobia davcva?

Posted by: td......... May 9 2013, 02:23 PM

stalkeri
გააჩუქე.. რეგიონებში იხვეწებიან წიგნებს...

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)