IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> გერმანული ანტარქტიკა, ახალი შვაბია
term
post Mar 24 2011, 05:39 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 101
Joined: 2-March 11
From: VEGA
Member No.: 6,404

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ინფორმაციას უკვე წლებია ვაგროვებ, მგონი დადგა დრო თქვენც გაგიზიაროთ, ვინაიდან და რადგან უამრავი მასალა დამიგროვდა გადავწყვიტე თავებად დამეყო, იმედია თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება აქ მოყვანილი ფაქტები,

შესავალი

1. ექსპედიცია

გერმანელების ინტერესი ანტრაქტიკისადმი 1873 იწყება, სერ ედუარდ დალმანმა თავისი გემით გრუნლანდით ანტრაქტიკის ახალი მარშუტები და გზები გამოიკვლია, შემდგომი ექსპედიცია უკვე 20 საუკუნის დასაწყისში განხორციელდა, ვილჰემ ფილჩნერის ხელმძღვანელობით.
1925 წელს პოლარულ რეგიონს სპეციალურად კონსტრუირებული გემი, მეტეორი მიადგა ალბერტ მერცის ხელმძღვანელობით. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანელებმა გადაწყვიტეს ანტრაქტიკა მიეთვისებინათ და დროებითი ბაზები შეექმნათ, ვინაიდან და რადგან ის არცერთ ქვეყანას არ ეკუთვნოდა და იმ დროისთვის დიდად არავინ ინტერესდებოდა, გერმანელებმა მიიჩნიეს რომ საუკეთესო ვარიანტი იქ ექსპედიციების და მოგზაურობის მოწყობა იყო, რის შემდეგაც მსოფლიო რეაქციას დააკვირდებობდნენ და ნელ ნელა თავიანთ ტერიტორიად გამოაცხადებნენ. 1938 წლის მიწურულს გერმანიამ მაშტაბური ექსპედიცია მოაწყო, სპეციალური გემის, კონსტრურირება რომელსაც თვითფრინავის გაშვებაც კი შეეძლო გემბანიდან 1 მილიონ რაიხსმარკაზე მეტი დაჯდა, ექსპედიციას ყველაზე გამოცდილი კაპიტანი გაუძღვა ალფრედ რიტშერი. ეს გემი შვაბელენდი გახლდათ, ამდაგვარ ტიპის გემებს 1934 წლიდან იყენებდნენ და ძირითად დანიშნულებას ტრანსატლანტიკური გადაზიდვები წარმოადგენდა, თუმცა უცნობია თუ რისი კონსტრუირება და დამატება მოხდა შვაბელლენდზე.
ეს ექსპედიცია რომ სამხედრო მისიასთან იყო დაკავშირებული ყველასათვის ცხადი იყო, და არც გერმანია უარყოფთა ამას დიდად, ყველაზე დიდ ინტერეს კი ის იწვევდა რომ ამ ექსპედიციის უკან თვით რაიხსმარშალი ჰერმან გიორინგი იდგა, რა სარგებელი უნდა ენახაა ნეტა ჰერმანს ამ მისიისგან რომელსაც 3 მილიონზე მეტი დაახარჯა. გერმანია საგანგებოდ ამზადებდა ამ ექსპედიციას, მათ სენსაციური გადაწყვეტილება მიიღეს და თვით რიჩარდ ბირდიც კი მიიწვიეს რომ მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში და ჯგუფი გაეწვრთნა, ბრიდლი ყველაზე ცნობილი პოლალური მკვლევარი გახლდათ, ამერიკის სიამაყე. 1938 წელს ის ჰამბურგში ჩავიდა და ჯგუფისგან 84 მომზადებული წევრი ამოარჩია, ბრიდლი მაშინ ჯერ კიდევ მოქალაქე პირი იყო და სამხედრო კარიერაზე არცკი ფიქრობდა ალბათ მაშინ, ეს სენსაციური მიწვევა გერმანელბს ძალიან ძვირი, ფატალური და ირონიული დაუჯდა რადგან სწორედ ამ ადამიანმა უკვე ამერიკის საზღვაო ძალების ადმირალმა, მიიღო 1947 წელს ზე საიდუმლო დავალება, ანტრაკტიკაში გერმანელების საიდუმლო ბაზა 211-ის განადგურების შესახებ!

შვაბელლენდმა ჰამბურგის პორტი 1938 წლის 17 დეკემბერს დატოვა და ერთ თვეში ანტრაკტიკას მიადგა, ღუზა დაახლოებით ამ კოორდინატებში დაუშვა 4B0 30B” 69B0 14B
1939 წლის 20 იანვარს. ექსპედიციამ 3 კვირაზე მეტი დაჰყო კონტინენტზე, ცნობილია რომ შვაბელლენდიდან აფრნილმა თვითფრინავებმა 11,000 ზე მეტი სურათი გადაიღეს ანტრაქტიკაზე სპეციალური RMK 38b კამერით.
გერმანელებმა ანტრაკტიკის ერთ ერთი რეგიონი ამოირჩიეს კერძოდ კი დედოფალ მაუდის მიწა რომელის იდეაში დანიას ეკუთვნოდა, გერმანელბმა მას უბრალოდ სახელი გადაარქვეს და ახალიშვაბელლენდი უწოდეს, მეცნიერები და სამხედროები კალიასავით შეესივნენ რეგიონს, იკვლევდნენ ყველაფერს კლდის კანებიდან დაწყებული პინგვინით დამთავრებული, ცნობილია რომ ამ ჯგუფმა გერმანიაში უამრავი პინგვინი, სელაპი და ვეშაპი ჩამოიტანა, იკვლევდნენ მათ ცხიმს, პრიტეინებს, ვიტამინების შემცვლელობას, ატარებდნენ სხვადასხვა სახის ცდებს, რა გახლდათ ასეთი დაინტერესება ამ ყველაფერში საიდუმლოდ რჩებოდა. უკვე ყველა ხვდებოდა რომ გერმანიას ანტრაკტიკაზე დიდი ხნით დასახლება ჰქონდა დასახული მიზნად.
შვაბელლენდი ძალიან უცნაური მარშუტით დაბრუნდა უკან, პორტში 10 აპრილს 1939 წელს შევიდა, გიორნგმა ექსპედიციის ყველა წევრი მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა, ამის შემდგომ ამ ექსპედიციაზე არაფერი დაწერილა და თქმულა, ყველაფერი გაქრა, თითქოს არც კი მომხდარა ესეთი რამე. საინტერესოა ასევე ერთი ფაქტი, ექსპედიციაში ასევე გახლდათ ჰელმუტ ვოლშტატი, პირველი მსოფლიო ომის გამორჩეული სამხედრო პილოტი რომელიც ჰერმან გიორინგს ემსახურებოდა და მასთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა, ვოლშტატი ასევე გახლდათ ეკონომისტი ვაჭრობის სფეროში და მესამე რაიხის სახელით გამოდიოდა საერთაშორისო კონფერენციებზე, თუ დავუფიქრდებით ძალიან საეჭვოა რატომ უნდა ქონოდა ამ ადმიანს ასეთი მნიშვნელოვანი როლი ამ ექსპედიციაში, რომ არა ერთი ფაქტორი, ვოლშტატი გატაცებული იყო ოკულტიზმით და პარანორმალური მოვლენებით, იგი ასევე ირიცხებოდა ნაცისტური გერმანიის საიდუმლო ორგანიზაციებში, ამ ყველაფერთან ერთად კიდევ სიტუაციას უფრო მეტ ინტრიგას მატებდა ის რომ ბორტზე ჰიმლერის კონტიგენტი რომელებიც „ანენერბეს“ წევრები გახლდნენ.
ვოლფშტატმა დეტალური მოხსენბა გადაუგზავნა გიორინგს 9 მაის 1939 წელს
ოქტომბერში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შვაბელლენდი ლუფტვაფეს გადაეცა, 39წლის 17 დეკემბერს შვაბელლენდმა კვლავ გეზი აიღო ანტრაქტიკისეკენ მეცნიერებით და მოწყობილობებით დაკომპლექტებული, ამჯერად ისინი ბაზის ასაშენებლად გაემართნენ.
1940 წლის 11 აპრილს გემი ჰამბურგში დაბრუნდა გამოექცა რა სამეფო ფლოტის ბლოკადას, გერმანიაში ეკიპაჟის წევრები გმირებად აღიარეს. საინტერესოა ის ფატქი რომ ექსპედიციის ნახევარი ანტრაქტიკაში დარჩა.
to be continued..... l_book.gif


--------------------

New World Order Stalker
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Mar 25 2011, 02:17 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წყარო არ მახსოვს, მაგრამ წამიკითხავს რომ საიდუმლო ჩასასვლელს ეძებდნენ


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
harry
post Apr 8 2011, 04:08 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 27-November 10
From: T
Member No.: 6,314

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაგრძელება??? რამდენი ხანი გავიდა უკვე justcuz_hourglass.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Joy ZAZA
post May 2 2011, 03:33 AM
Post #4


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 4-December 10
From: 41.65208,41.638725
Member No.: 6,322

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(harry @ Apr 8 2011, 04:08 PM) *
გაგრძელება??? რამდენი ხანი გავიდა უკვე justcuz_hourglass.gif



--------------------
Finish it! ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫........
Dead Reckoning ♫♪♪♪♫.....
Requiem For A Tower♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫...
Requiem For A Tower - Escala ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫..
*http://www.youtube.com/watch?v=bhMz7x1ZaGM ♫ ♪ ♫ ♪ . . .
Go to the top of the page
 
+Quote Post
term
post Jun 5 2011, 02:05 PM
Post #5


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 101
Joined: 2-March 11
From: VEGA
Member No.: 6,404

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამშაბათისთვის იქნება მე მაპატიეთ გადარბენებზე ვარ smile.gif


--------------------

New World Order Stalker
Go to the top of the page
 
+Quote Post
lester
post Jun 16 2011, 12:04 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 1-June 09
Member No.: 5,966

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნიხვატკაში დაგვტოვე ხო? : D
Go to the top of the page
 
+Quote Post
გრიფონი...
post Oct 30 2011, 09:01 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 128
Joined: 29-April 11
Member No.: 6,458

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვიცი მ ე ეგ ისტორია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Hinnun
post Feb 13 2012, 09:25 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 26-November 11
Member No.: 6,631

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გრიფონი
თუ იცით, იქნებ დრო გამონახოთ და "მოგვიყვეთ" ან ლინკი რამე მასალაზე, ან რავიცი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
გრიფონი...
post Feb 14 2012, 11:10 AM
Post #9


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 128
Joined: 29-April 11
Member No.: 6,458

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1947 წელს მოეწყო აშშ ს მიერ ექსპედიცია ანტაქტიდისთვის მაგრამ უჩვეოლო ექსპედიცია იყო ექსპედიციას აფინანსებდა აშშ ს საზღვაო ძალები, ექსპედიციაში შედიოდა წყალქვეშა ნავები ავია ბზიდები, კატარღები, რამოდენიმე ათეულა მდე ავიაცია, 5000 ათასამდე ქვეითი და პერსონალი.ეს სამხედრო ექსპედიცია იყო. თუმცა არ იძახდნენ.ექსპედიციამ დაიწყეს საჰაერო დაზვერვა ანტაქტიდის იღებდნენ სურათებს თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა ექსპედიცია რომელიც მთელ წელი უნდა გაგრძელებულიყო, 2 თვეში უკან დახევა დაიწყეს. ექსპედიციამ დაკარგა თავისი შემადგენლობის თითქმის ნახევარი . ექსპედიციის ადმირალმა , კონგრეს ასეთი რამ განუცხადა : თუ ახალი ომი იქნება ამერიკას მოუწევს ისეთ მტერთან შებრძოლება რომელსაც ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსზე გადასვლა შეუძლია დაუჯერებელი სისწრაფიდ. ამ ყველაფრიდან 2 წლით ადრე არგენტინის სამხერეთით ერთერთ პორტში შევიდა 2 გერმანული წყალქვეშა ნავი, ისინი ფიურერის (კორტეჟის ნავები იყო და არა ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავები. ისინი ანტაქტიდაზე წავიდნენ აშშ მ გარკვია რომ 3 კვირით ადრე ომის დამთააააავრებამდე ასევე წყალვეშა ნავი წავიდა ანტაქტიდაზე. აქამდე ერთერთი ასეთი ექსპედიცის მეთAური ჩანაწერებში ამბობს რომ მათ აღმოაჩინეს ნამდვილი სამოთხე და მიუღწევადი ციხე სიმაგრე ფიურერისთვის. რას გულისხმობდა ?? ანტაქტიდაზე აღმოაჩინეს რომ ამ ყინლოვანი საფარის ქვეშ რომელიც რამდენიმე კილომეთღს აღწევს არის ტბა მისი ტემპერატურა +18 გრადუსი. ყინულის ქვეშ წყალში მშვენიერი ადგილია ბაზისთვის. გერმანია ანტაქტიდაზე აგზავნის სამშენებლო მასალებს გემებით ასევე მკვლევარებს და ადამიანებს რომლებმაც იქ უნდა იცხოვრონ. აშშ დადგინა რომ გაქრა რამდენიმე გემი რომლებიც გადადგურებულთა სიაში არ არიან, ასევე მეცნიერები და და სხვა ადამიანები. 1947წლის ექსპედიციის ადმირალი ასევე ამბობს რომ ექსპედიციას უტევდა ფრინავი თეფშები რომლებიც წყლიდან ამოდიოდნენ. გერმანია აწარმოებდა მფრინავი თეფშების შექმნას. მათ ჯეროდათ რომ ისინი იმ გზას ადგდნენ და იმ ცოდნისკენ მიდიოდნენ რასაც მაგ :ატლანტები. ანტაქტიდაზე ზოგიერთი ადგილი აღმოჩნდა კუნძული და, ანტაქტიდა ეს იგივე ატლა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Hinnun
post Feb 14 2012, 06:35 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 26-November 11
Member No.: 6,631

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფრიად საინტერესოა, უფრო დაწვრილებით მოვისმენდი საშუალება რომ იყოს ან თუ იქნება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
appo
post Aug 15 2015, 11:44 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც ვკითხულობდი ამ საკითხზე, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი რომ რაც იქ აღმოაჩინეს გერმანელებმა უცნობია და დღემდე ოფიციალურად არ გასაჯაროვებულა, ჩვენ გვაქვს მხოლოდ მკვლევარების მიერ მოპოვებული მასალები.

ამაზე მე სულ ეხლახანს წავიკითხე ერთერთი მკვლევარის წიგნში რომელიც ნაცისტების დაკარგულ ისტორიას იკვლევს. ნაცისტების ერთერთი ყველაზე საიდუმლო მიმართულება ამ ყინულოვანი კონტინენტის კვლევა და ათვისება იყო. მათ სჯეროდათ რომ უძველეს არიელებს -ანტარქტიდაზე იპოვიდნენ, ამიტომ გამალებით ეძებდენ აქ ნებისმიერ უძველეს ცივილიზაციების კვალს. როგორც წიგნის ავტორი აღგვიწერს ამ კონტინენტის გამიზნული კვლევებისთვის მსვლელობები ნაცისტებმა 1935 წელს დაიწყეს. პირველად ექსპედიციებში მათ აღდგომის კუნძულები აღმოაჩინეს, შემდეგ ჰქონდათ ვერსია რომ ეს მოაის ქანდაკებები თეთრმა რასამ დატოვა და ამ რასის კვალის ძიება ანტარქტიდაზე დაიწყეს. როდესაც ისინი კონტინენტის ერთერთ ნაპირს მიადგნენ იქ დაარსეს ერთერთი პირველი სადგური ეხლა ცნობილია სახელით "სან მარტინი" და ისევ განაგძეს გემებმა გზა. ამ სადგურიდან მათი მზვერავი თვითმფრნავები გამუდმებით მიფრინავდენ გამოსადეგი ადგილების დასაზვერად. მათ იპოვეს ოაზისი, რომელიც უბრალოდ ოაზისი არ იყო, როდესაც სურათები გაამჟღავნეს ჩანდა რაღაც ნაგებობების კვალი. შემდეგ როცა შეისწავლეს სურათები მიხვდნენ რომ ეს იყო პატარა ქალაქის რუინები შემორტყმული კლდეებით და მთებით. მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ უკვე ორი თვითმფრინავით დასაჯდომად. ისინი ცენტრალურ გზაზე დაჯდნენ რომელიც ისეთი სიგანის იყო რომ პატარა ასაფრენ ზოლად გამოდგებოდა. ეს იყო მკდარი ქალაქი, შენობების ნანგრევები, სხვადასხვა საფანჯრე და საკარებე ადგილებით დარჩენილი, კიბის საფეხურები, შავი ობელისკები. მიწაზე სადაც ისინი იდგნენ ვერ ხვდებოდნენ ხელოვნურად დამუშავებული კლდე იყო თუ ქვის ბლოკები ერთმანეთთან იდეალურად მიბჯენილი. ქალაქში ჩანდა საფეხურებიანი ტაძარი აცტეკების პირამიდის მსგასი. ქალაქი შედგებოდა ქვის სახლებისგან, ზოგი განადგურებული იყო, ზოგი გადარჩენილი, კვარტლები მართკუთხა ფორმით იყო განლაგებული. ცენტრალური ქუჩა რომელიც ასაფრენ ზოლად გამოიყენეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა, ქუჩის ერთი ბოლო საფეხურებიან პირამიდის მსგავს ტაძრამდე მიდიოდა, ხოლო მეორე რაღაც დიდ შენობამდე რომელსაც სასახლე უწოდეს პირობითად. ტაძრის წინ მოედანზე იდგა გრძელი შავი ობელისკი, დაფარული ნახატებით და ნაწერებით. მეცნიერები იეროგლიფებს ელოდებოდნენ თუმცა აღმოჩნდა რაღაც გაურკვეველი ალფავიტი, გერმანელებმა რუნებს მიამსგასეს მაგრამ ვერაფერი გაუგეს. მოედნის კიდეებში იდგა ოთხი დიდი სკულპტურა გოლიათური ზომის. ტაძარს შესასვლელი ვერ უპოვეს. ცენტრალურ ქუჩის პერპედიკულარულად იყო მეორე ქუჩაც, როდესაც ამ ქუჩას გაუყვნენ ბოლომდე ის მიდიოდა პატარა გვირაბში, რომლის დასაწყისშიც იდგა ორი ქვის ობელისკი. ისინი შევიდენ გვირაბში სადაც ნახეს რომ პოლზე ორი ჩაღრმავებული კანაო მიუყვებოდა როგორც სარელსე ადგილი, კედლებს კი უცანური ორნამეტი მიუყვებოდა გადახლართული ხაზებისგან. გვირაბი გაუვალი იყო და გადაწყვიტეს გამოსაკვლევად შემდგომში დაბრუნებულიყვნენ. უძველესი ქალაქის დათარიღება ვერ შეძლეს. ამ ქალაქს გერმანელებმა პირობითად ეაროდრომი უწოდეს და გადადეს შემდგომი კვლევებისთვის ამ კლდოვან ხეობაში დაბრუნება.

ამ დროს გემებმა, რომლებიც კონტინენტის ნაპირებს მიუყვებოდნენ, მალე აღმოაჩინეს თბილი დინება, რომელიც ყინულების ქვეშიდან გამოდიოდა, ასევე ჩამქრალი ვულკანი რომლის შორიახლოსაც ეს დინება იყო. აქ იპოვეს მათ პირველად გიგანტური ყინულქვეშა გვირაბები რომლებითაც შიგნით შევიდნენ როდესაც უკვე წყალქვეშა გემებით იყვნენ მომზადებული. შიგნით იყო დიდი ტბები, ხოლო ამ ტბების ქვეშ მღვიმეების კიდევ ერთი საფეხური ცარიელა ადგილები სადაც დასახლება შეიძლებოდა, ფატიურად იდეალური ადგილი ბაზის ასაშენებლად. აქ გავიხსენებ იმ ბოლო აღმოჩენას რომელიც რუსებმა ეხლა ბოლო წლებში გააკეთეს, მათ აღმოაჩინეს ანტარქტიდაზე მიწისქვეშა ტბა და იმის ქვეშ კიდევ დინებით უკავშირდება იმის ქვედა კარსტულ მღვიმეებსო, სწორედ იგივინაირი სისტემები აღმოაჩინეს მაშინაც გერმანელებმა. სადაც დიდი ცარიელი ადგილები ნახეს იქ მომავალში განათავსეს გერმანელბმა თავიანთი ბაზები და მაგ ადგილს ვალჰალა დაარქვეს, თუმცა ჩემთვის საინტერესო სულ სხვა რამე იყო აქ. ერთერთ ასეთ მღვიმეში აქაც წააწყდნენ ადამიანურ კვალს, ერთერთი მღვიმის შესასვლელთან იდგა ორი ობელისკი ნაწერებით. აქ გადმოგზავნილი იქნენ ის მკვლევარები რომლებმაც მკვდარი ქალაქი უკვე აღმოაჩინეს და სპელეოლოგბთან ერთად ამ მღვიმეების კვლევას შეუდგნენ. ამ მღვიმეებში ბევრი ცარელა ადგილი აღმოაჩინეს და ნაყოფიერი მიწაც კი, მაგრამ არანაირი მცენარეულობა არ იყო მზის სინათლის არ არსებობის გამო. შემდეგ მოხდა უფრო საინტერესო, მღვიმეების ბოლოში იპოვეს შახტა, რომელიც ქვემოთ მიდიოდა, მის შესასვლელთან იდგა ქვის სტატუა - ოთხფეხა ფრთებიანი ცხოველის ლომის მსგვსი. ამ დღეებში მთელი ხალხი გრიპის ვირუსმა მოიცვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ შახტაში გაგზავნეს მკვლევარები, მაგრამ ისინი არ დაბრუნდენ, შემდეგ მეორე ჯგუფი გაგზავნეს რომლებმაც ისინი დახოცილები იპოვეს თუმცა მიზეზები ვერ დაადგინეს, მეორე ჯგუფის სიღრმეში გაგზავნის შემდეგ როდესაც ისინის დაიკარგნენ სულ 17 ადამიანი დაიკარგა ანუ დაიღუპა გაურკვეველი მიზეზით, ამის მერე შეწყვიტეს მაგ შახტის კვლევა.
ამ დროს უკვე დაიწყეს გერმანლებმა ამ ადგილის ზემოდან კვლევაც, იმავე დროს ქვედა მღვიმეებიდან ეძებდენ ამოსასვლელს ზემოთ. ამ მღვიმეების თავზე მათ იპოვე მსგავსი მიტოვებული ქალაქი როგორიც მანამდე აღმოაჩინეს, ოღონდ ეს უფრო მეტად იყო დაზიანებული და თოვლით დაფარული, ამიტომ ზემოდან შორი ხედიდან არაფერი არ ჩანდა. აქ შექმნეს მეორე პოლარული სადგური. ამ ქალაქშიც იპოვეს ერთი მსგავი გვირაბი კანაოებით და კედლის უზორებით, რომელიც უკავშირდებოდა მათ მიერ უკვე აღმოჩენილ ქვედა კარსტულ მღვიმეებს, ანუ ქვედა და ზედა ადგილები დაკავშირებული იყო ერთმანთთან.
ეს ექსპედიციები ზოგჯერ მიადგებოდა ისეთ ადგილებს სადაც ხდებოდა უცნაური მოვლენები და ამოუხსნელი ფაქტბი, სხვადასხვა გაურკვეველ მოვლენებთან ერთად კვდებოდენ ადამიანები და იკარგებოდენ თვითმფრინავები, თუმცა ნაცისტებს ეს არ აშინებდათ და სხვა ადგილას აგრძელებდენ ხოლმე კვლევებს, ასე აღმოაჩინეს მათ ზემოთ აღწერილი ადგილები სადაც შემდგოში თავიანთი ბაზები განათავსეს, რომლებიც ფუნქციონირებდა ნახევარი საუკუნის წინ, მაგ ადგილებს ახალი შვაბია უწოდეს. იქვე გააკეთეს დიდი მადნის კარიერი, რომლითაც ომის პერიოდში მარაგდებოდა გერმანია.
რაც შეეხება ადმირალ ბერდის ექსპედიციას, მათ დავალებული ჰქონდათ გერმანელების ბაზის პოვნა და განადგურება, თუმცა ნაცისტები მომზადებული დახვდენენ და ალყაში მოაქციეს ისინი, თავიანთი ტექნიკის დემონსტრაციით დააშინეს და საბოლოოდ უკან გაუშვეს მოლაპარაკებების წყალობით. ამერიკელებმა რა თქმა უნდა ამის შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაცია გაავრცელეს. ბერდი რამდენიმე წელი საგიჟეთშიც ჩასვეს რომ მისთვის ჟურნალისტებს აღარ დაეჯერებინათ.
ასევე ავტორი ეხება ჟაკ-ივ კუსტოს ისტორიასაც, ერთ დროს ის თანამშრომლობდა ფრანგულ დაზვერვასთან და დავალებული ჰქონდა ეპოვნა ანტარქტიდაზე გერმანული ბაზები. თუმცა კუსტომ ვიდრე ბაზების კვალს დაადგებოდა საინტერესო რამე იპოვე - ერთერთი დიდი მიწისქვეშა გვირაბი რომელიც ასევე შიგნით შედიაოდა სხვა კარსტულ მღვიმეებთან, იქ კი სიცარიელე და ტბა იყო, ეს დიდი აღმოჩენა იყო კუსტოსთვის და კარგად იკვლევდენ ამ ადგილს, ტბა იმდენად ამოუცნობი იყო რომ ეშინოდათ კიდევაც მისი, ერთ დღეს მან ნათება დაიწყო, რომელიც ვერავინ ვერ ახსნა რითი იყო გამოწვეული, ასევე ტბაში ქვემოდან დინება ამოდიოდა.
საინტერესო რაც იყო აქ ტბის ნაპირზე იდგა ორი ობელისკი, ერთი მათგანი კუსტომ უბრძანა რომ საფრანგეთში წაეღოთ, მაგრამ ვერანაირი იქ არსებული ტექიკით ვერ მოხსნეს იგი ადგილიდან და დაანებეს თავი. გვირაბების ქსელში კუსტოს ჯგუფმა იპოვა ერთერთი ისეთი გვირაბი რომელიც სიღრმში მიდოდა, მის წინ კი ფრთიანი ლომის მსგავსი ცხოველის ქვის სტატუა იდგა. პირველი ჯგუფის გაგზავნის შემდეგ რომელიც არ დაბრუნდა მეორე ჯგუფი გააგზავნეს, მათ ისინი მკვდები იპოვნეს და მათი გამოტანაც ვერ მოახერხეს ისე წამოვიდნენ უკან. ამ ექსპედიციიდან 5 ადამიანი დაიკარგა და დაიხოცა გაურკვევლად ამ გვირაბში, ამის გათვალისწინებით კუსტოს იქ აღარავინ გაუგზავნია.
XX საუკუნის მეორე ნახევარში ანტარქტიდის ოაზისის საკვლევად რუსებმაც მოიცალეს. მათი აღწერით აღმოჩენილი ოაზისი 4-5 ათას კვ.კმ.-ს შეადგენდა, ტბა ოაზისში ტემპერატურას ასტაბილურებდა და ათბობდა. ტბის შორი ახლოს იპოვეს ნაგებობები ბეტონისგან როგორც აღწერეს ზემოდან გადაღებილი შენიღბვის მიზნით. ადამიანური კვალი ყველგან იყო. მეორე დღეს რუსებმა გვირაბიც იპოვეს და იქ შესვლისას ეს უკანასკნელი აფეთქდა ჩამოინგრა და მოკვდა იქ 3 ადამიანი. მათ გადაწყვიტეს ექსპედიცია გადაეტანათ და რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუდნენ შეაიარაღებულები ტექნიკით, თუმცა აღარც ტბა დახვდათ, აღარც ოაზისი და ის ადგილიც საერთოდ ვეღარ იპოვეს, როგორც ჩანს ყინულმა და თოვლმა ყველაფერი გადაფარა.
შემდგომში რუსულმა დაზვერვამ შეიტყო ინფორმაცია კუსტოს ექსპედიციიდან და 1979 წელს ამ ადგილის გამოსაკვლევად გადმოგზავნილი იყო 3 გემი, მას შემდეგ რაც წყალქვეშა დინებები აღმოაჩინეს, წყალქვეშა ნავებით შევიდნენ კარსტულ მღვიმეებში და ადვილად იპოვეს ოდესღაც კუსტოს ექსპედიციის ადგილი. მათაც იპოვეს ის გვირაბი რომლიც სტატუასთან იწყებოდა და მის სირრმეში შეღწევა სცადეს. ისინი აღწერდნენ: ყველას უკვირდა კარგად დამუშავებული კედლები გვირაბში, თითქოს მათ დიდი ხანია ამუშავებდენ. მათ იპოვეს ფრანგული ექსპედიციის წევრების ჩონჩხები გვირაბში და გააგრძელეს გზა, ნახევარ კილომეტრში მათ ქვის ბლოკი დახვდათ ჩახერგილი გვირაბში. დინამიტით სცადეს აეფეთქებინათ ეს ქვა, თუმცა დინამიტმა ვერაფერი უყო მას, ისევე როგორ გვირაბის კედლებიდან ერთი ქვაც არ ჩმოვარდნილა აფეთქებისას. მოკლედ ჩათვალეს რომ ეს ქვის ბლოკი არაა და რაღაც გაურკვეველი მასალაა, რომლსაც ვერაფერს უზავენ და წამოვინენ უკან.
ყველა ეს ექსპედიციაები არ იქნა გასაჯაროებული და შეიძლება კიდევ იყო სხვებიც რომლებზეც ჩვენ არაფერი ვიცით. ერთი რამ ცნობილია რომ ანტარქტიდის ძეგლები ხალხისთვის ოფიციალურად ჯერ კიდევ აღმოუჩენელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 15 2015, 12:02 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესე იგი გერმანენელებამც ვერ შეაღწიეს ბოლომდე იქ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 04:32 PM