გენიოსები ან გენიოსების კასკადის დაბადება |
გენიოსები ან გენიოსების კასკადის დაბადება |
Jan 17 2018, 10:53 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყოფაში არსებობს ერთი კანონზომიერება: ყველა სფეროში, ეს იქნება მუსიკა, მხატვრობა, მეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა თუ სხვა, მაინც და მაინც ერთ დროის მონაკვეთში მოეყრება ხოლმე ნიჭიერი და გენიოსი ადამიანები. მაგალითად, კლასიკურ მუსიკაში ერთ პერიოდში დაიბადა ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი და სხვები. მხატვრობაშიც იგივე სიტუაცია იყო. რენესანსის ეპოქაში მოეყარა უამრავი გენიოსი მხატვარი. იმპრესიონისტულ ეპოქაშიც იგივე მოხდა. რა თქმა უნდა, ყველა მოვლენას თავისი ახსნა აქვს. კი ბატონო, ვთქვათ რომანტიზმის ეპოქაში ხალხში მოთხოვნა იყო, რომ რომანტიზმი დაბადებულიყო მუსიკაში და დაიბადა კიდეც, მაგრამ ხომ შეიძლებოდა რომანტიზმის სულის შთამბერავები არ ყოფილიყვნენ გენიოსები? მაგრამ ყოველ ახალ ეპოქას ქმნიან გენიოსები. ამ კანონზომიერებას აუცილებლად ექნება ეზოთერული ახსნა.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: რატომ დაიბადა ჰიტლერი მაინც და მაინც იმ პერიოდში, როდესაც გერმანიას ყველაზე ძალიან უჭირდა? ჩემი ახსნა არის ის, რომ რადგან გერმანიას ასე ძალიან უჭირდა, როდესაც გერმანელები პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობდნენ, ხოლო ებრაელები გერმანიაში ბიზნესების და საწარმოების უმეტესობის მფლობელები იყვნენ, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ერთი აზრი: აზრი გადამრჩენელის გამოჩენისა. ხოლო აზრი და ფიქრი ქმნის ერთგვარ ეგრეგორულ ენერგეტიკულ ველს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ჰიტლერის, როგორც მხსნელის დაბადება. ჰიტლერმა უამრავი ცუდი რამ გააკეთა, მაგრამ გერმანია ნამდვილად ააღორძინა ეკონომიკურად რამოდენიმე წლის მანძილზე. |
|
|
Jan 17 2018, 11:47 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
brevalo
მართლაც ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე. კარგია, რომ თემა გახსენი და განვიხილოთ ეს საკითხი ეზოთერულად. ახლა მომივიდა ერთი აზრი, გენიოსი იბადება მაგალითად მხატვრობაში, მერე მისი ძლიერი ველი გადაედება სხვასაც და ნელ-ნელა იქმნება მხატვრების დიდი რაოდენობა, რომლებიც ეგრეგორის ქვეშ არიან გაერთიანებული. ალბათ რაღაც მასეთი მუშაობს. ალბათ... ეს პირველი აზრია რაც მომივიდა, თუმცა პასუხი შეიძლება სხვაგან იყოს. ახლა ჰიტლერი... მანდ ცოტა განსხვავებულადაა საქმე, თუმცა მანდაც ეგრეგორი თამაშობს ალბათ როლს. ბევრი ადამიანის ერთდროულად რაღაცაზე ფიქრი, ენერგიის გაზრდა ამ საკითხზე და შედეგი. ხშირად გვესმის ისეთი „წინასწარმეტყველობები“, ვიტყოდი ცრუ წინასწარმეტყველობები სხვადასხვა საკითხზე, ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ 2000 წელიო, ისაო, ესაო... მერე 2012 წელიო, მერე აი ის თვეო, ესო, ( მეზარება მაგაზე წერა, ცოტა სასაცილოდ გამომივიდა), იმის თქმა მინდა და ეს სასაცილო არაა, რომ არის „ვიღაც“ თუ რაღაც ძალა, რასაც ადამიანის თუ დედამიწის განადგურება უნდა, აყალიბებენ ცრუ წინასწარმეტყველებას, ადამიანი ადვილად იტაცებს ამ თეორიას, ნგრევის თეორიას, ყალიბდება ძლიერი ეგრეგორი განადგურების მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩით. ალბათ გვეხმარება ამ ძალის საწინააღმდეგო ძალა, სიყვარულის ძალა. |
|
|
Jan 18 2018, 12:10 AM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 615 Joined: 7-November 10 From: თბილისი Member No.: 6,302 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართალი ხარ მოთხოვნა მიწოდება ყოფილა თურმე სულიერ სამყაროში =)) კაპიტალიზმია ფაქტიურად =D
|
|
|
Jan 18 2018, 01:11 AM
Post
#4
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აბა საქართVელო რომ ელოდება, ბაზალეთის ტბის ფსკერიდან ამოსულ ოქროს აკვნიან ყრმას და ამირანის ახსნას, მაგათ მოსვლამდე არაფერი გვეტკინოს? თუ საკმარისი რაოდენობა არ გველოდება?
ეგენი თუ არ მოვლენ,არაფერია იბერია გაბრწყინდება მრევლის ლოცვა კურთხევით ;დ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 4th May 2024 - 03:04 PM |