ქართული პოეზია, ლიტერატურა, საყვარელი ამონარიდები,. ცი |
ქართული პოეზია, ლიტერატურა, საყვარელი ამონარიდები,. ცი |
Feb 23 2011, 05:10 PM
Post
#41
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Feb 24 2011, 04:29 PM
Post
#42
|
|
RED soul Group: Members Posts: 206 Joined: 23-January 10 Member No.: 6,129 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE და წაიკითხო ხაზებს შორის გამეცინა, სასაცილოა, ალბათ, არა?! |
|
|
Aug 4 2011, 09:40 PM
Post
#43
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თემის ნახევარი გასაწმენდია, ნეტა რომელ მოდერს ვთხოვო?
-------------------- |
|
|
Aug 5 2011, 01:40 AM
Post
#44
|
|
RED soul Group: Members Posts: 154 Joined: 4-July 11 Member No.: 6,506 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
priad ubralo
მისი ერთ-ერთი უბანძესი ნაწარმოებია. ჩემი აზრით -რა საკვირველია. კარგია, რომ დაამატე, ჩემი აზრითო... და ვინც სხვანაირად ვფიქრობთ, - გაგვატარეთ! -------------------- ყველაში ეძებე შენი სიყვარული და ყველას სიყვარული ეძებე შენში...
ხედავ რა მაღლა აფრინდა სული? და ნუ შეეცდები, ფრთები შეკვეცო საკუთარ სულს! სულს ფრენა უნდა!!! თაია |
|
|
Jul 17 2012, 11:00 AM
Post
#45
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 616 Joined: 25-August 08 Member No.: 5,014 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
. . დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა.
ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!... ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო... აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? . . . -------------------- |
|
|
Jul 17 2012, 06:57 PM
Post
#46
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,669 Joined: 9-January 10 Member No.: 6,114 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა-ჩვეულებრივი სიტყვებია!.. <3 ჰჰ გულში ჩამწვდომი, ლამის ყოველ დღე გვჭირდება ამის შეხსენება, გვავიწყდება..
-------------------- |
|
|
Jul 17 2012, 07:44 PM
Post
#47
|
|
RED soul Group: Members Posts: 188 Joined: 12-June 12 From: თბილისი Member No.: 6,828 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ძალიან მიყვარს ჩემი
შვილები, ძალიან, იმასაც ვცდილობ ყველა მიყვარდეს, სხეულს სულ რომ ამკუწონ არ დავიშურებ არც ერთი წუთით, მარტო ჩემი შვილებისთვის კი არა ყველა პატარა ბავშვისთვის, მაგრამ სულს ეშმაკს ვერავის გულისთვის ვერ მივცემ. ვერა. არამგონია ეს სწორი იყოს. |
|
|
Mar 6 2013, 06:10 PM
Post
#48
|
|
RED soul Group: Members Posts: 148 Joined: 14-January 12 Member No.: 6,693 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა,
ხულო შუახევ ქედიდანა, დედო დვრინით დამემღერა, დიდიგოროზი მთები თანა, მთები! - ვისთვის თვალსეირი, ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, კლდის კატარში მზე ყვაოდა, კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა, გვანცას ლოცვებს ვაზის სული, გორით-გორზე გადეყვანა, ვარჯანისთან, ნაჯვარისთან, დაჯვარული მთები წვანან, მთებში ჩუმად დაქვითინებს, ჩემი დიდი ნენეს ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, ხარიტყავის გუდა თანა, შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული, ამ სირთების სევდა თანა, მიმღერია ღვინიანზე, მიტირია კიდეც განა, როცა ჩემი ზღველთი ზვარე ზვავის ნაძოვს დაემგვანა, როს სხალთაში სხალთიხატებს, უსაპნავდნენ ყელში კანაფს, ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ, ვარდიქედზე ეკლის კარავს, ეივახ! ამის შემხედვარე, ნამსხვანიდან გაველ განა, მთებს ტყეები ბანალივით აბურძგლოდა უბიდანა, ღელე-ღურდან დავეძებდი, კანკალებდა ხელში დანა, გამჩენელო, სხვა რა მექნა, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, თეთრათები ვთიბე განა, ხამიყელზე ხაოღერი, ბალახები შემრჩა თანა, მთაპერანგა გადავმუხლე, გზაბაწარამ დამახანა, ხინოს თავში თაფლი ვხილე, ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა, ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა, გულგუნდა და თვალმარყვალა, ღმერთმა რაფერ გადმომხედა, ღმერთმა რაფერ გამახარა, - გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, - ჩემებურა ვკადრე მარა, გოგო რაცხამ დააფეთა, გოგო ვინცხამ გადამალა, თოხი ტარზე დაყუდებულს ცამ სიცილი დამაყარა, შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა, ვერ წამიხვალ განდაგანა, ეგ ლიზღობა ეგ ლირწობა კმარა-მეთქი, უკვე კმარა! ჩემი სისხლი სიყვარულით, ო, რა ხანი არ დამთვრალა, მეყო! მტევნის წებო წვენში ჩემი სულის ორთქლი დგანა, ყელზე შემომეფართქალა, ვაზის ლერწი ლოფორთქანა, სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება, შატბერდი და შორი ბანა, იქ სანთლები ჩემი სისხო, ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან, მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა, რაც დამფლა და რაც დამგმანა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, წარბგახსნილი დავალ განა, საქართველოვ ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, ჩემი ყველა მქუხარება, მწუხარებაც გენაცვალა, შენი სიტყვის სიცოცხლისთვის ხიხაძირში კიდევ ვდგავარ, შენი ჭერის სიმაღლისთვის, მარადიდში ვხლიჩავ ყავარს, შენი რჯულის საჯილდაოდ, სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს, ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი, კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც! იდიდგულე რომ ამფერი აჭარელი გყავდა განა!!! -------------------- |
|
|
Mar 6 2013, 07:31 PM
Post
#49
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
MinD
ზურაბ გორგილაძე ძალიან მიყვარს http://www.youtube.com/watch?v=Qq2KBYTGQCs http://www.youtube.com/watch?v=mFiOdSCBJBk ეს ლექსებიც ძალიან მიყვარს. ეს რაც შეეეხება აჭარას. აი ამ ლექსის მეტი რომ არაფერი დაეწერა ვაჟას მაინც უდიდესი პოეტი იქნებოდა (ჩემი აზრთ) \ რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე გადმოსაგდებად ცვარად ან თოვლად ცივადა? არ გამწირავდა პატრონი ასე ოხრად და ტივლადა! ცაშივე ამიტაცებდა, თან მატარებდა შვილადა. ასე არ დამჭირდებოდა სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა. მზის მოტრფიალე ვივლიდი სიკვდილის გამაწბილადა; მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი მე მექნებოდა წილადა. გავიხარებდი, მთა-ბარსა ოდეს ვნახავდი მწვანედა, მორწყულსა ჩემის ოფლითა, ყვავილებს შიგნით, გარეთა. გადავუშლიდი გულ-მკერდსა დღისით მზეს, ღამით მთვარესა. სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი მომაკვდავ არე-მარესა. თოვლად ქცეულსა გულშია ცეცხლად იმედი მრჩებოდა, რომ ისევ ჩემი სიკვდილი სიცოცხლედ გადიქცეოდა და განახლებულ ბუნებას ყელ-ყურზე მოეხვეოდა. და დათო მაღრაძის აი ეს ლექსი "სეკუნდანტები დუელის დროს არ ამთქნარებენ" "თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის... რა ლამაზი იყავი ბიჭო..." (ამოჩხაპნილი ვარძიაში, მონასტრის კედელზე) ...და ფრთების ცახცახში თრთოდა სიდონია, ელვა სტრიქონია თმაში გალამბული, ეს ღამე კაეშნის ცასთან მიმქონია და წარსულს მისტირის ლომის ნატერფალი. თავლაში ტირიან ულაყი ცხენები, ავად იმზირება ავაზის მწვანე თვალი. სამარეს ნატრობენ დაყრილი ცხედრები და კივის ჩამშრალი ლომის ნატერფალი. აღარც ნაღვლიანი მეურმის სიმღერა...გზებზე სიკვდილია, გზებზე სიცილია. ყელი მოიღერა მეძავმა მიგერამ და საფლავს გაიყოლა ღამის იდილია. ილოცავს, ილოცავს მწუხრისას სიდონია, დაო ბედისწერა კარზეა მომდგარი, ღმერთო რაც შეგცოდე შენდობა მითხოვია, გულში მჭირს სიყვარული გულში მჭირს ხონთქარი. მუხლები სტკენია ლოცვით სიდონიას, ორი თეთრი მტრედი მიწას მიაცვითა. შეხმიანებია ზეცის სიმფონიას სული, გაქროლილი ლოცვის წიაღიდან. მუხლები სტკენია ლოცვით სიდონიას... ფიქრში გადამქრალი ახალუხებია, დაო, ბედისწერა კარზე მოგდგომია მწუხრისას ილოცვიდე, რა დროს მუხლებია. ცაში წაგყოლია სევდა კაი ყმისა, ამ ლექსსაც სასთუმლად გაგატანს პოეტი, დაო, ილოცვიდე, გული გაისისხლა და ბნელში ლოცვასავით დასტვენს კაპოეტი. მთვარევ შობისაო, თარეშობისაო, მოგისაკლისეო, როგორც ეკლესია უუდაბნოეთის. ახალ წელს ელიან ვეება ჯიხვის რქები, წელზე აღარ სწვდება აზნაურს ქამარი. დაო სათნოების, ალბათ მიმიხვდები?... წყურვილთ იღრჩობა პირღია სამარე. ცრემლი ქართველისთვის ნაცნობი ხილია, ლომობის ბეჭედი დაიკრეს გავაზე, ტყე წიწამურისკენ გამოთოფილია და ელოდებიან თავად ჭავჭავაძეს. მხრისთავთა ცახცახში ფრთონავს სიდონია, ავად იმზირება ავაზის მწვანე თვალი, ელვა - გახლართული თმაში სტრიქონია, ჩაბღავის ნაპრალებს ლომის ნატერფალი. დაო, ილოცვიდე გული დაისისხლა, ცაში წაგყოლია სევდა კაი ყრმისა, ამ ლექსაც სასთუმლად გაგატანს პოეტი და ბნელში ალილოს დასტვენს კაპოეტი. მთვარე შობისაო, თარეშობისაო. მოგისაკლისეო, როგორც ეკლესია უუდაბნოეთის. სასანთლეებში ჩაგუბდა ცრემლი, გასროლილია სიტყვა ლიტონი, ქარში იხრება რტოები ტყემლის, ოო... დაო სიდონი... ლეკური ნაბდებით და თუშური ქუდებით თვლემას მისცემიან მთანი პირქუშები. ჩემი ბედისწერა თურმე დუელია, ვამბობ აღსარებას ბრძოლის წინა ღამეს, ეს ეპისკოპოსი იქნებ რუელია? მამაო დავთმე სულის სიანკარე. ლხინი გაუმართავთ სულით ხეიბარებს, ეს ღამე კაეშნის ცასთან მიმქონია, დაო, შემიცოდე, დაო, შემიბრალე...დაო სათნოების, დაო სიდონია... ცაში წაგყოლია სევდა კაი ყმისა, ამ ლექსსაც გაგატანს ჭაბუკი პოეტი, დაო, ილოცვიდე გული დაისისხლა და ბნელში ალილოს დასტვენს კაპოეტი: მთვარევ შობისაო, თარეშობისაო, მოგისაკლისეო, როგორც ეკლესია უუდაბნოეთის. ჩემი ბედისწერა თურმე დუელია, ნეტართა მოელის ზეცაი მეშვიდე, ეს ეპისკოპოსი იქნებ რუელია?... გზებზე სიმშვიდეა, გზებზე სიწყნარეა... ლომის ნატერფალი ვერავინ წაშალა, თავლაში ცხენები ჭიხვინით დაღალეს, და ბედის სასწორზე გადადის გზა-შარა, მე, მგლების არჩივი ჩავძახი ამ ღამეს, მიეცი უკუნო, შენი ნაფლეთი ჩემ ცოლს თავშალად!!! ... გზებზე სიმშვიდეა............... -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Mar 6 2013, 08:08 PM
Post
#50
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 342 Joined: 25-May 12 Member No.: 6,810 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
ამოზიდული დიდგორსა, შვიდპირად მაკრავს ღრუბელი, გველი მილოკავს ლიბოსა. ვერ იქამს წუთისოფელი, ფეხებზე დამიკიდოსა. ხმალი მომეცი, სამკლავე, ფარიც აქ გვერდით იდოსა, ამოვყვე,ქშენით ამოვძოვ სასხლით დაღვარულ მინდორსა. მოყვარეს მოყვრის მივუზღო, მტერმა კი სამტრო ზიდოსა. მერე ჩამიქრეს ნათელი, მზე წითლად დამებინდოსა... ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი, მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა. ტარიელ ხარხეალაური |
|
|
Mar 6 2013, 10:32 PM
Post
#51
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
marissa
+10000 -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Mar 7 2013, 12:55 PM
Post
#52
|
|
RED soul Group: Members Posts: 148 Joined: 14-January 12 Member No.: 6,693 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოდეს კნინ იქმნა ზნეობა და მიიტაცა სულმოკლებამან უფლება განსჯა-განგებისა საქმეთა,სულგრძელობისა მიერ განსაგებელთა,ჰრქვეს კაცთა-ვიეთთაგან მოვიღო ჩემდა რგება ნივთიერი,იგონი იყვნენ მოყვასნი ჩემნი!
ვინათგან შემოადგა მოალყე დიდი მეციხოვნეთა რიცხვით მცირეთა-მათ,რომელნი იდგნენ იდგეს ზნეობასა ძველსა ზედა,ეყოთ ზიანი ძნელი და დარჩა წიაღსა შინა კაცთასა სიყვარული იგი ,ვითა ბოლქვი უმწეო ნიადაგსა ზედა მწირსა და მოუსავალსა... ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისა, თინიბექაურთ ციხესა კუთხე მარჯვენა სკდებისა, ზედა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა, შიგა სწევს თინიბექაი, გულსუწადუნოდ კვდებისა, გვერდს უზის ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა. -------------------- |
|
|
Mar 9 2013, 09:32 PM
Post
#53
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 20 Joined: 7-March 13 Member No.: 7,038 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ქართული პოეზია, ლიტერატურა ქართული პოეზია ძალიან დაბალი დონისაა, ძალიან... |
|
|
Mar 9 2013, 09:44 PM
Post
#54
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 342 Joined: 25-May 12 Member No.: 6,810 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ავიდათ!
ქალაქი არ მინდა, დღეს მთაში წამოდი... ავიდათ. იქ იქნებ გაწვიმდა, აცივდა და მზეიც, ცას ამოუსვლელ ჩავიდა. გავიდა ზაფხული, გაჭენდა, გაფრინდა, ზამთარ მაგველისო, ნატვრამდე - ნატვრიდან, ზაფხული არ მოვა, არსიდან... ლექსებს გადავიწერ, ჩემს სავსე რვეულში... ფიფქების დაფიდან. ჩაფიდან - არაყს ჩამოვასხამ, გადავსვამ-დავთვრები, ვიყვირებ,გავწყრები და ექოს მოვუცდი... ამ მთიდან, ამ კლდიდან. ამ ტბიდან - იახსრის ამოვა ბორგვა და ყველა გაცოცხლდება, ბალღობის ზღაპრიდან. ფიფქები წამოვა... დაგათოვს შავ ციდან, ფანტელ ჩამოგადნა, სახიდან... ამ შუა ზამთარში, ქალაქ რაად გინდა?! წამო რა... მთებისკე წავიდათ....... ხიჩიბა. (მერაბ არაბული |
|
|
Jun 25 2015, 12:41 PM
Post
#55
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად
რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი; მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი. ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდათ გარდიქცეოდა; გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ-ა. სკოლაში მეზიზღებოდა და ახლა მსიამოვნებს კითხვა ;დ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 09:14 PM |