IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> Saturn Moons, Saturn Moon Names, Existed Information
Shou
post Jun 24 2009, 06:41 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ კიდევ გუშინ მეგონა სატურნის გარშემო 32 მთვარე მოძრაობსთქო. თურმე ნუ იტყვით და უკვე 53 მთვარეა აღმოჩენილი. უკანასკნელი - აეგაეონი - ამა წლის 5 მაისს აღმოუჩენიათ და სახელი ასხელიანი, შეიარაღებული გიგანტის საპატივცემულოდ დაურქმევიათ.

წარმოიდგინეთ 53 (ნუ ჯერჯერობით რაც ჩვენ ვიცით) მთვარე პლანეტის გარშემო მოძრაობს, მთვარეები სხვადასხვა ზომისაა, ზოგი სატურნის რგოლებს შორის მოძრაობს და ზოგიც მოშორებით, თანაც ზოგიერთი მათგანი პლანეტის მოძრაობის ტრაექტორიის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ელიფსისებურად, როგორც ამბობენ. ზოგიერთი მთვარის ზედაპირი გლუვია და მყარი, ზოგის კი ფორიანი სხეულებია ყინულით დაფარული, ზოგს სხვადასხვა ზომის კრატერები აქვთ, ზოგს მთები და ველები, ზოგი ტექტონურად აქტიურია. ზოგიერთი სატურნის მთვარე მილიარდობით წლის წინათ შეიქმნა, ზოგიც რაღაც უფრო დიდი სხეულების დაშლის შედეგად წარმოიქმნა. ზოგს კი, მაგალითად რეას თავისი ოდნავ შესამჩნევი (აქედან რა თქმა უნდა) რგოლრბი აქვს. ტიტანი და ენსელადუსი (სატურნის 2 მთვარე) უფრო ვარსკვლავებს მოგვაგონებენ. ტიტანი თავისი სქელი ატმოსფეროთი, ღრუბლებით, მის ზედპირზე მიმობნეული დიუნებით, თხევადი მეთანის მდინარეებით და ტბებით ძალიან მოგვაგონებს გაყინულ დედამიწას მისი განვითარების ადრეულ სტადიაში. ენსელადუსის ყინულის დაფარული ზედპირის ქვეშ გეოლოგიური აქტივობები შეინიშნება თურმე სადაც მარტივი ორგანული ნაერთები და წყალია, ეს კი პოტენციურად საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

წინა საუკუნეში სატურნის მხოლოდ 18 მთვარის არსებობის შესახებ იცოდნენ, ყველა დანარჩენის აღმოჩენა მხოლოდ ამ საუკუნეში გახდა შესაძლებელი და ეს პროცესი ისევ გრძელდება. არსებობენ ეგრეთ წოდებული სატურნის მთვარეებზე მონადირეები. დედამიწის ტელესკოპებიდან საკმაოდ ძნელია მათი აღმოჩენა და დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. ერთმანეთს ადარებენ კოსმოსის სხვადასხვა დროს გადაღებულ სურათებს და რადგან ამ მანძილეზე შეუძლებელია ციური სხეულების (ამ შემთხვევასი სატურნის მთვარეების) ერთმანეთთან მიმართბეში მოძრაობაში დაჭერა, ამიტომ ნებისმიერ ცვლილებას ხედში, სავარაუდოდ ახალი მთვარის დაფიქსირება მოყვება ხოლმე. ახალ აღმოჩენილ მთვარეს დროებით ანიჭებენ პირობით სახელს S (სატურნის საპატივცემულოდ), აღმოჩენის წელს და სატელიტის ნომერს (S1, S2) და გადასცემენ საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს. ეს კავშირი 1919 წელს შეიქმნა და მის მიერ შექმნილი პლანეტარული სისტემების ნომენკლატურისათვის სამუშაო ჯგუფი იგონებს სახელს ახლად აღმოჩენილი ციური სხეულებისათვის. სახელები ძირითადად ბერძნული და რომაული მითოლოგიიდან არის. სატურნის მთვარეების შემთხვევაში თავდაპირველად აღმოჩენილებს სატურნის ძმებისა და დების, ტიტანების სახელები დაარქვეს (პირველი მთვარე, ტიტანი 1655 წელს აღმოაჩინეს). ბოლო წლებში აღმოჩენილ მთვარეებს კი სხვადსხვა მითოლოგიური ღმერთებისა და ქალღმერთების სახელები ჰქვიათ.

შედარებით ვრცელი ინფორმაცია არსებობს სატურნის მხოლოდ 18 მთვარეზე, დანარჩენების შესახებ ძირითადად ვიცით სახელები და აღმოჩენის თარიღი. შევეცდები ნელნელა მოგაწოდოთ ამ თემაზე არსებული ინფორმაცია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jun 24 2009, 06:54 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უკაცრავად, სატურნის გარშემო უნდა დამეწერა ტოპიკის დასაწყისში smile.gif მე თავად ძალიან მხიბლავს სატურნის მთვარეების იდეა, ჯერ კიდევ მაშინ მხიბლავდა 32 რომ მეგონა და ახლა მით უმეტესsmile.gif წარმოიდგინეთ თავი სატურნზე ცაზე მოძრავ 53 მთვარეს რომ უყურებ, სულ სხვადასხვა ზომის, ფერის, უზარმაზარი (ახლოს) და ერთი ციდა (შორს), და ეს ყველაფერი რგოლრბის ფონზე და ყველაფერი აქეთ იქით მოძრაობს, ანუ მოძრაობას თავად ვერ ხედავ მაგრამ ცაზე რა სახით გამოიხატება ეს ტრაექტორიები ალბათ წარმოსახვაც კი გაჭირდება.

http://saturn.jpl.nasa.gov/science/moons/

ამ ლინქზე მხოლოდ სახელებია პრინციპში და დანარჩენი თქვენი წარმოსახვის უნარისთვის მომინდვია l_sunny.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jun 26 2009, 02:16 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტიტანი

ტიტანი, სატურნის მთვარეებიდან ყველაზე პირველი აღმოაჩინეს 1655 წელს. იგი სატურნის ყველაზე დიდი ზომის მთვარეა და მოცულობით პლანეტა მერკურის აღემატება, თუმცა დედამიწის ნახევარია ალბათ დაახლოებით. ტიტანი სქელი ბურუსის საფარველშია გახვეული და ერთადერთი მთვარეა მთელს მზის სისტემაში (მიუხედავად იმისა, რომ მარტო იუპიტერის გარშემო 49 მთვარე მოძრაობსsmile.gif) რომელსაც ატმოსფერო აკრავს გარს. მისი ატმოსფერო ათჯერ უფრო სქელია ვიდრე დედამიწისა და მდიდარია ნახშირბადზე დაფუძვნებული ორგანული ნივთიერებებით. სიტყვა ”ორგანული” ამ შემთხვევაში არ ამტკიცებს ცოცხალი ორგანიზმების არსებობას ტიტანზე. ამ მთვარეზე საკმაოდ აქტიური გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. კრატერების სიმცირე გვიჩვენებს, რომ იგი შედარებით ახალგაზრდაა და მისი ზედაპირი ფორმირების პროცესშია დედამიწის მსგავსი ტექტონური პროცესებით: ეროზია, ქარები და ალბათ ვულკანებიც. მიუხედავად სქელი ბურუსისა ტიტანის ცა უღრუბლოაsmile.gif ამტკიცებენ, რომ მის ზედაპირზე მეთანისა და ეთანის ოკეანეებიაა გადაჭიმული.

მეცნიერებისათვის ტიტანი მზის სისტემაში გაყინული საბადოა, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზე სინათლის მოსაფენად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 26 2009, 02:26 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეც ილუსტრაციები wink.gif











--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 26 2009, 02:28 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 26 2009, 04:42 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოი და ტიტანი ვიცოდი, კროსვორდებშია ხოლმე tongue.gif laugh.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jun 26 2009, 05:05 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აიაპეტუსი

სატურნის მთვარე აიაპეტუსი 1671 წელს აღმოაჩინეს და ბერძნული მითებიდან აღებული ტიტანის სახელი უწოდეს. ტიტან აიაპეტუსს, როგორც პრომეთეს მშობელს ძველი ბერძნები კაცობრიობის მამად მოიხსენიებდნენ. მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ასტრონომებმა დაამტკიცეს ჯოვანი კასინის (აიაპეტუსის და სატურნის ბევრი სხვა მთვარის აღმომჩენის) ვარაუდები, რომ ამ მთვარის ერთი ნახევარსფერო ”ნახშირივით შავია”, მეორე კი შედარებით ნათელი და ამ თავისებურების გამო მას ინი და იანი უწოდეს.

მეცნიერები წლების განმავლობაში თავს იმტვრევდნენ ამ საკითხზე და სხვადასხვა ჰიპოთეზებით ხსნიდნენ აიაპეტუსის ერთი ნახევარსფეროს მსგავს სიმუქეს. ერთერთი ჰიპოთეზით მის ზედაპირზე ყინულოვანი ვულკანები მზის რადიაციის შედეგად მუქ ფერს იღებდნენ. 2007 წლის დაკვირვებებმა ახალი ვერსია წარმოქმნა თერმული სეგრეგაციების შესახებ.

აიაპეტუსი 79 დღეს ანდომებს შემობრუნებას რაც სავარაუდოდ ხანგრძლივი დღის არსებობაზე მიუთითებს. შესაბამისად მუქ მატერიას (შავი მატერია შთანთქავს უფრო მეტ სითბოს ვიდრე კაშკაშა ყინოლოვანი ზედაპირი) შეუძლია შთანთქას მზის სინათლე და გათბეს, ამის შედეგად კი მუქი ნივთიერება კიდევ უფრო მუქდება და მის ფონზე მეორე ნახევარსფერო კიდევ უფრო ღია ფერის ჩანს.

მეორე, რითაც აიაპეტუსი გამოირჩევა, მთაგრეხილია რომელიც მის ეკვატორს მიყვება ზოლად. ამ მთების ჯაჭვის სიმაღლე ათი კოლომეტრია (დედამიწელი ალპინისტებისათვის დიდი გამოწვევა), ნათელ ნახევარსფეროში თითქოს ეს ჯაჭვი წყდება და შემდგომ უკვე ნაწილობრივ განათებული მთები მოჩანს. ამ განათებულ მწვერვალებს ასტრონომები ვოიაჯერის სახელით მოიხსენიებენ ერთმანეთში. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს მთები აიაპეტუსზე იმ დროს წარმოიქმნა როცა მთვარის მოძრაობა უფრო სწრაფი იყო ვიდრე დღეს, ხოლო სხვები ფიქრობენ, რომ ეს მთვარის რგოლების ჩამოშლის შედეგად დატოვებული ნამსხვრევებია.

ვარაუდობენ, რომ აიაპეტუსსი სამი მეოთხედი ყონულისაგან და ერთი მეოთხედი ქვისგან შედგება. იგი ძალზედ მოშორებულია სატურნს და ამ პლანეტას ყოველთვის ერთი კუთხიდან უყურებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jun 30 2009, 06:40 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რიია

რიია, სიდიდით სატურნის რიგით მეორე მთვარე, 1672 წელს აღმოაჩინეს. მას სახელი ბერძენი ქალღმერთის, კრონოსის (რომაელებთან სატურნის) ცოლის საპატივცემულოდ შეარქვეს. ქალღმერთ რიიას ღმერთების დედას უწოდებენ რადგან ბევრი ოლიმპოელი ღმერთი შვა, მათ შორის ზევსიც.

რიია, პატარა, ცივი, უაჰარეო მთვარეა და ძალზედ გავს თვის დებს დიონეს და თესის, თუმცა ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით ის უფრო მეტად დაშორებულია სატურნისაგან და ნაკლებად განიცდის მის ზემოქმედებას, მისი ზედაპირი არ არის მათი მსგავსი გლუვი დაბლობებით დაფარული. მზით განათებულ ადგილებში რიიაზე -174 გრადუსია, ხოლო ჩრდილში -220 და ამ ტემპერატურის შესაბამისად კლდეების მსგავსი ყინულებით არის დაფარული. ისიც, აიაპეტუსის მსგავსად ყოველთვის ერთი კუთხით არის მიტრიალებული სატურნისაკენ.

1980 წლამდე ასტრონომებისათვის რიია ერთი პატარა წერტილი იყო მხოლოდ კოსმოსში. როგორც აღმოჩნდა მისი ზედაპირი ერთ მხარეს 40 კილომეტრი დიამეტრის კრატერებით არის დაფარული, ხოლო მეორე მხარეს უფრო მცირე კრატერებით. რიიას ზედაპირზე ათიდან ას კილომეტრამდე სიგრძის წვრილი ხაზები მოჩანს რომელიც კრატერებს და მცირე დაბლობებსაც სერავს. როგორც 2006 წელს აღმოაჩინეს, ეს მისტიური ხაზები მაღალი კანიონების დაკბილული რელიეფია, რომლის ზედა ნაწილი ბევრად უფრო ნათელია ვიდრე ქვედა ნაწილი რადგან ჩამოშლილი მუქი მატერია ყინულის კაშკაშა ნაწილებს აშიშვლებს.

რიიას სამი მეოთხედი ყინულისაგან და ერთი მეოთხედი ქვისაგან შედგება და სპეციალისტების დასკვნით მისი გულიც (ცენტრი) ქვისაა. სატურნის მთვარე რიია ქვისა და ყინულის ნარევია და გაყინულ, ჭუჭყიან თოვლის გუნდას მოგვაგონებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 1 2009, 02:30 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Shou
ციტატა(Shou @ 30th June 2009 - 06:40 PM) *
რიია

ქართულ ლიტერატურაში რეას უწოდებენ,ასეა მიღებული


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jul 1 2009, 05:42 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მიღებულიაsmile.gif უბრალოდ მე მომწონს როგორ ჟღერს ინგლისურად l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Jul 4 2009, 12:46 AM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



wow 52 blink.gif ერთმანეთს როგორ არ ეჯახებიან


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jul 6 2009, 10:00 AM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



53 l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 6 2009, 11:15 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Shou
ეს პლანეტა მეც ყოველთვის მიყვარდა, საინტერესოა ამდენი თანამგზავრის არსებობაsmile.gif





--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 6 2009, 11:16 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა







--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jul 7 2009, 10:20 AM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ლამაზიაა l_daisy.gif დამავიწყდა მეთქვა, რომ ტიტანი, სატურნის ყველაზე დიდი მთვარე ფორთოხლისფერია. წარმოიდგინეთ კოსმოსში გამოკიდებული უზარმაზარი ფორთოხალი biggrin.gif

შენი დადებული სატურნის ფოტო რომ ვნახე ეხლა გამახსენდა ირმა wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 8 2009, 03:46 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Shou @ 7th July 2009 - 11:20 AM) *
რა ლამაზიაა დამავიწყდა მეთქვა, რომ ტიტანი, სატურნის ყველაზე დიდი მთვარე ფორთოხლისფერია. წარმოიდგინეთ კოსმოსში გამოკიდებული უზარმაზარი ფორთოხალი

wub.gif Shou smile.gif
მართლაც და ბუნება სასწაულებით არის სავსე smile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jul 9 2009, 05:16 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიონი (დიონიი)

კასინიმ დიონი, სატურნის კიდევ ერთი მთვარე, 1684 წელს აღმოაჩინა. მას სახელი ბერძენი ღმერთქალის საპატივცემულოდ დაერქვა. ჰომეროსის თანახმად დიონი აფროდიტას დედა იყო.

დიონი მცირე ზომის მთვარეა და დაახლოებით იგივე მანძილი აშორებს სატურნისაგან რაც დედამიწას თავისი მთვარისაგან. დიონი 2.7 დღეში უვლის გარშემო სატურნს.

დიონის ზედაპირი სხვადასხვა დიამეტრის კრატერებიტ არის დაფარული, ზოგიერთი მათგანი სიგრძეში 100 კმ-ია. სატურნის რგოლებიდან და მთვარე ენცელადუსიდან წამოსული ყინულის ნაფხშვენები ხშირად ეყრება თავზე დიონის. ამ მთვარეზე ტემპერატურა -186 გრადუსია.

დედამიწის მთვარის მსგავსად დიონის ერთი მხარე ყოველთვის სატურნისაკენ არის მიქცეული. იგი 2 უფრო მომცრო მთვარეს შორის არის მოქცეული, ერთი, ელენე, 60 გრადუსით უფრო ზემოთ მოძრაობს ორბიტაზე, ხოლო პოლიდეუსი 60 გრადუსით უკან. დიონი აგრეთვე რეზონანსშია ორ ახლოს მდებარე მთვარესთან, მიმასთან და ენცელადუსთან, ეს მთვარეები სიჩქარეს უმატებენ ერთმანეთთან მიახლოებისას და ნელდებიან როცა ერთმანეთს შორდებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jul 9 2009, 05:50 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პატარაზე თემას გადავუხვევ (სულ პატარაზე) და ერთ ლინქს დავდებ. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ასტრონომიაში თქვენი ცოდნა დახვეწოთ (პალანეტებს და მათ მთვარეებს ზუსტი მდებარეობა მიუჩინოთsmile.gif). მე პირადად ძალიან ვიხალისე.

http://www.bbc.co.uk/science/space/playspa...aw/jigsaw.shtml
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jul 15 2009, 06:29 PM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თეზისი

თეზისიც , სატურნის ერთერთი მთვარე 1684 წელს აღმოაჩინა კასინიმ. ის დიონისა და რეას მსგავსად პატარა, ცივი, უჰაერო და ნაპრალებით დაფარული მთვარეა, თუმცა ამ ორისაგან განსხვავებით უფრო ცოტა კრატერები აქვს. თეზისს ორი მთავარი ნიშნით გამოარჩევენ: უზარმაზარი 400 კილომეტრი დიმატრის მქონე ”ოდისევსის კრატერი” მის დასავლეთ ნახევარსფეროზე და ჩრდილო პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე გადაჭიმული უშველებელი ველი ”იტაკას კანიონი”, რომელიც 100 კილომეტრია სიგანეში და 3-5 კმ სიღრმეში და მთვარის 2000 კმ-ს ფარავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Feb 4 2013, 12:28 AM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლა ძალიან ლამაზი პლანეტაა და აი 53 მთვარე რომ იქნება საოცრებააა
ნაირილია სად ხარ, წამოდი წავიდეთ, ჩვნე ხო გვიყვარს მთვარეები და აი 53 გვექნება ^_^
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:10 PM