IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> დახმარება მჭირდება, გამოცდილი ადამიანისგან
David Monny
post Feb 2 2021, 03:05 PM
Post #41


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ARSI
QUOTE(ARSI @ 2nd February 2021 - 01:49 PM) *
აშკარად იგრძნობა ''სიმართლე'' თქვენ პოსტებში.

შეგიძლია შენობით მომმართო, 35 წლის ვარ :დდ
დიახ, სიმართლე მხოლოდ გამოცდილიდან იგრძნობა. ცხოვრება გამოცდილებაა და არა ინტელექტულური წიაღსვლები მხოლოდ.
QUOTE(ARSI @ 2nd February 2021 - 01:49 PM) *
ამ გამონათქვამზე რა აზრის ხარ? არსებობს საგნები თუ არ დაინახე ვერ იწამებ და ასევე არსებობს საგნები თუ არ იწამებ ვერ დაინახავ? იქნებ აქ გავიჭედე და არაფრის დაჯერება აღარ მინდა და შესაბამისად ხედვის არეალიც ვიწრო გამიხდა.

დიახ, მანდ გაიჭედე. ეს გამონათქვამი სწორია, უბრალოდ მეორენ ნაწილი დასაკორექტირებელია. „ასევე არსებობს საგნები თუ არ იწამებ ვერ დაინახავ“. აი, ეს.
ეს არ არის საგანი. არც ფორმა და არც ზომა აქვს. არ აქვს განზომილება, ამიტომ უნდა ირწმუნო.
მაგრამ ეს გჭირდება ერთად-ერთხელ, ანუ რწმენა, და ისიც ბოლოში, როცა ყველაფერს გააკეთებ რაც შენზე იყო
დამოკიდებული.
ეს ჰგავს რიგში დგომას. ბოლოს შენზე არაფერია დამოკიდებული, უბრალოდ უნდა იდგე და გჯეროდეს, რომ შენი რიგი მოვა.
აი, ამ დროს გჭირდებ რწმენა, მანამდე რწმენა ნონსენსია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 2 2021, 03:07 PM
Post #42


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ARSI @ 2nd February 2021 - 01:56 PM) *
ფორუმელები თუ იკრიბებით? ან რაიმე შეხვედრას თუ დავგეგმავთ უკეთესი იქნება პირადი საუბრები და გამცდილების გაზიარება თუ სურვილი გექნებათ რა თქმა უნდა და მსურველები თუ იქნებიან.

ოოო, მე მახსოვს ძველი კარგი დრო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. 2015-16. ვიკრიბებოდით ბოტანიკურ ბაღშიც ვიყავით. მანდ გავიცანი უმეტესობა.
ჩემამდე კიდევ, უფრო ხშირად იკრიბებოდნენ.
ახლა, ამ კორონაც დროს, ვინ იქნება გმირი და მოაბამს თავს შეკრებას? მე „ზა“ :დდ


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Feb 2 2021, 05:47 PM
Post #43


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Feb 2 2021, 01:28 PM) *
brevalo

კარგი ერთი! ახლა, რო გახვალ ქუჩაში და მეზობელი შეგხვდება, არ უთხრა გამარჯობა, აზრი არ აქვს. მაღაზიაში შედი
და არ უთხრა რა გინდა, არ ილაპარაკო იმაზე, რაც გინდა, გამყიდველი დაგაყრის კითხვებს, რა გინდაო? არ უპასუხო, აზრი არ აქვს.
ბოლოს, გამოგაბურძუყებენ იქიდან, რადგან სხვის საკუთრებაში დგახარ უაზროდ.
შენ, მოსულხარ არ იცი საიდან და გვიმტკიცებ, რომ ჭეშმარიტებაზე საუბარს აზრი არ აქვს?
მოსულხარ არ იცის საიდან, იგულისხმება, რო არ იცის სად იყავი სანამ დაიბადებოდი.
ჭეშმარიტებაზე საუბარი, ჭეშმარიტების ნაწილია. ვიღაც ხედავს, ვიღაც ვერ. იმიტომ საუბრობ, რომ გინდა ყველა ხედავდეს.
მეტყველება მნიშვნელოვანი ნაწილია ჭეშმარიტების. დიალექტიკა, სიტყვა, მნიშვნელოვანია.
ის კომუნიკაციის საშალებაა. მახოლოდ შენ არ დადიხარ ამ დედამიწაზე, კიდევ 7 მლრდ. ადამიანი დავდივართ შენ გარდა.
(სწორად გამიგე, ასე მივმართავ საყოველთაო ეგოს პრინციპს და არა პირადა შენ)

სიტყვა, ცნობიერების მდგომარეობას გამოხატავს. დიოგენე ამბობდა, ხმა ამოიღე დაგინახოო.
ლაპარაკი, სიტყვები მისანიშნებელი საშუალებებია და არ შეიძ₾ება მათი უგულებელყოფა.
დიახ, ჭეშმარიტება არავერბალურია, მაგრამ მასზე მინიშნება შესაძლებელია ვერბალურად.
ეს ჰგავს ფიჩხს კოცონს რომელიც ანთებს, მას მერე რაც ამ პატარა ფიჩხიდან აინთება კოცონი, მერე თავად ამ კოცონში
ჩაიფერფლება და გაქრება, მაგრამ კოცონი, ამ ფიჩხით დაიწყო. ეს ფაქტია.
რაღაცით უნდა დაიწყო, ციდან ჩამოვარდნილები არავინ ვართ. ყველანი დედის საშოდან მოვდივართ.



კი ბატონო, როგორც გენებოს.

როდესაც მზეს ხედავ ამბობ რომ მე ვხედავ მზეს, ისეთს როგორიც სინამდვილეშია. ხოლო თუ მე დავიწყებ საუბარს მზეზე, როგორც მანათობელზე, რომელიც არის ისეთი, ასეთი, კაშკაშა, გამათობობელი. იქ უკვე იკარგება ჭეშმარიტება.

უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ისაუბრონ ადამიანებმა გზაზე, რომელიც მიგიყვანს "იქამდე". ვიცი რომ გზა არ არსებობს, მაგრამ თან არსებობს, რადგან მატერიალურ სამყაროში ვართ, რომელსაც ვერ ვუგულებელყოფთ და მისი გავლით უნდა მივიდეთ "იქამდე". თუმცა დადგება მომენტი, როდესაც წკაპ გადაირთვება და გზაც გაქრება და იტყვი რომ "ის" ყოველთვის აქ ყოფილა.

ამიტომ თვითონ "იმაზე" საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ გზაზე საუბარს კი.



Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 2 2021, 06:28 PM
Post #44


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 2nd February 2021 - 05:47 PM) *
ხოლო თუ მე დავიწყებ საუბარს მზეზე, როგორც მანათობელზე, რომელიც არის ისეთი, ასეთი, კაშკაშა, გამათობობელი. იქ უკვე იკარგება ჭეშმარიტება.

ჭეშმარიტება არსადაა და შენი საუბარი მას ვერ დაკარგავს.
QUOTE(brevalo @ 2nd February 2021 - 05:47 PM) *
უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ისაუბრონ ადამიანებმა გზაზე, რომელიც მიგიყვანს "იქამდე".

მერე ისაუბრონ, შენ გაჩუმდი.
ხომ ხვდები უკიდეგანო ნონსენსში ხარ და გინდა ჩენც გვამყოფო. ამბობ აზრი არ აქვს ჭეშმარიტებაზე საუბარსო და
საუბრობ. გაჩმდი, რატომ საუბრობ?

ეს ელემენტარული დიალექტიკური საკენკები კარგა ხანია გავლილი მაქვს და აქ შეიძლება ვინმე წამოეგოს, ამიტომ
უპასუხოდ ვერ დავტოვებ.

თუ ვინმე გეუბნება „არა“, „არ გეთანხმები“, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მტერია, პირიქით, შეიძლება საუკეთესო მეგობარიც კი აღმოჩნდეს,
მაგრამ თუ ვინმე გეუბნება „აზრი არ აქვს“, შეუძლებელია არ იყოს მტერი.
აზრი ყველაფერს აქვს. ძაღლი რომ ისაქმებს აი, ამ წამს ქუჩაში მაგასაც.

QUOTE(brevalo @ 2nd February 2021 - 05:47 PM) *
ვიცი რომ გზა არ არსებობს, მაგრამ თან არსებობს, რადგან მატერიალურ სამყაროში ვართ

ვინ თქვა, რო მატერიალურ სამყაროში ვართ? არავითარი სამყარო არ არსებობს.
QUOTE(brevalo @ 2nd February 2021 - 05:47 PM) *
ამიტომ თვითონ "იმაზე" საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ გზაზე საუბარს კი.


აზრი ყველაფერს აქვს, ამ დემოტივატორ წინადადებასაც კი, რო ყველამ იცოდეს მტრის და მოყვრის გარჩევა.
მეტრი აუცილებელი არ არის „რუსეთი ოკუპანტია“ იყოს, ან ცოცხალი ადამიანი.
მტერი შეიძლება სიტყვებით და ფიქრებით მოვიდეს უდნა იცოდე გარჩევა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Feb 2 2021, 06:42 PM
Post #45


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Feb 2 2021, 06:28 PM) *
brevalo

ჭეშმარიტება არსადაა და შენი საუბარი მას ვერ დაკარგავს.

მერე ისაუბრონ, შენ გაჩუმდი.
ხომ ხვდები უკიდეგანო ნონსენსში ხარ და გინდა ჩენც გვამყოფო. ამბობ აზრი არ აქვს ჭეშმარიტებაზე საუბარსო და
საუბრობ. გაჩმდი, რატომ საუბრობ?

ეს ელემენტარული დიალექტიკური საკენკები კარგა ხანია გავლილი მაქვს და აქ შეიძლება ვინმე წამოეგოს, ამიტომ
უპასუხოდ ვერ დავტოვებ.

თუ ვინმე გეუბნება „არა“, „არ გეთანხმები“, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მტერია, პირიქით, შეიძლება საუკეთესო მეგობარიც კი აღმოჩნდეს,
მაგრამ თუ ვინმე გეუბნება „აზრი არ აქვს“, შეუძლებელია არ იყოს მტერი.
აზრი ყველაფერს აქვს. ძაღლი რომ ისაქმებს აი, ამ წამს ქუჩაში მაგასაც.
ვინ თქვა, რო მატერიალურ სამყაროში ვართ? არავითარი სამყარო არ არსებობს.
აზრი ყველაფერს აქვს, ამ დემოტივატორ წინადადებასაც კი, რო ყველამ იცოდეს მტრის და მოყვრის გარჩევა.
მეტრი აუცილებელი არ არის „რუსეთი ოკუპანტია“ იყოს, ან ცოცხალი ადამიანი.
მტერი შეიძლება სიტყვებით და ფიქრებით მოვიდეს უდნა იცოდე გარჩევა.



კი ბატონო, როგორც გენებოს. თუ გინდა მტერი ვიქნები, თუ გინდა მოყვარე.
ყველას თავის გზა აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Feb 2 2021, 07:02 PM
Post #46


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მემგონი მივხვდი რაც ბრევალომ იგულისხმა თუ მეტყვი რომ ჭეშმარიტება არსებობს ამას გავიგებ და მეცოდინება რომ არსებობს მაგრამ თუ ამიხსნი როგორია ჭეშმარიტება ამას ვერ გავიგებ თუ თავად არ ვეზიარები . თუ ყველას გზა ერთია ეგრედწოდებულ ჭეშმარიტებამდე მაშინ გზასაც მასწავლი მაგრამ მე ვფიქრობ ყველას მიდგომა ინდივიდუალურია. და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რომ ჭეშმარიტების ახსნას აზრი არა აქვს justcuz_hourglass.gif მაგალითად დავით შენ რომ ამიხსნა ის ჭეშმარიტება რასაც ეზიარე ეს ხომ შენი ინტერპრეტაციები იქნება და მე შეიძლება არარეალური წარმოდგენები შემექმნას თუ ვცდები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 2 2021, 07:07 PM
Post #47


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ARSI
QUOTE(ARSI @ 2nd February 2021 - 07:02 PM) *
მემგონი მივხვდი რაც ბრევალომ იგულისხმა თუ მეტყვი რომ ჭეშმარიტება არსებობს ამას გავიგებ და მეცოდინება რომ არსებობს მაგრამ თუ ამიხსნი როგორია ჭეშმარიტება ამას ვერ გავიგებ თუ თავად არ ვეზიარები . თუ ყველას გზა ერთია ეგრედწოდებულ ჭეშმარიტებამდე მაშინ გზასაც მასწავლი მაგრამ მე ვფიქრობ ყველას მიდგომა ინდივიდუალურია. და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რომ ჭეშმარიტების ახსნას აზრი არა აქვს

მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა იგულისხმა, რაც უნდა ის იგულისხმოს. სინტაქსი შემდეგი შინაარსით, რომ რაიმეს აზრი არ აქვს, დემოტივატორულია
მტრული, ეს მტერია და უნდა შეხედო, როგორც მტერს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Feb 2 2021, 07:12 PM
Post #48


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Feb 2 2021, 07:07 PM) *
ARSI

მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა იგულისხმა, რაც უნდა ის იგულისხმოს. სინტაქსი შემდეგი შინაარსით, რომ რაიმეს აზრი არ აქვს, დემოტივატორულია
მტრული, ეს მტერია და უნდა შეხედო, როგორც მტერს.


''აზრი არ აქვს'' სიტყვის მასალადაც ცუდი ფრაზაა მაგაში გეთანხმები. უბრალოდ შინაარსობრივად მივუხვდი რის თქმასაც ცდილობდა. ამ ფილმს ვუყურე სამადჰიზე https://www.youtube.com/watch?v=Bw9zSMsKcwk და შენი თემიდანაც რასაც წერ ბევრი რამე ერთი ერთში აჯდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ARSI
post Feb 2 2021, 07:15 PM
Post #49


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 29-January 21
Member No.: 7,986

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და ერთი შეკითხვაც მაქვს რამდენად კავშირშია ქართული სიტყვა სამოთხე სამადჰისთან? თუ უბრალო მსგავსებაა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 2 2021, 07:43 PM
Post #50


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ARSI
QUOTE(ARSI @ 2nd February 2021 - 07:12 PM) *
ამ ფილმს ვუყურე სამადჰიზე https://www.youtube.com/watch?v=Bw9zSMsKcwk და შენი თემიდანაც რასაც წერ ბევრი რამე ერთი ერთში აჯდება.

კი ეგ ძალიან კარგი ფილმია. ადრე გამოვიდა და მომეწონა.
QUOTE(ARSI @ 2nd February 2021 - 07:15 PM) *
და ერთი შეკითხვაც მაქვს რამდენად კავშირშია ქართული სიტყვა სამოთხე სამადჰისთან? თუ უბრალო მსგავსებაა?

მსგავსებაა, თუმცა ზოგიერთ მოსაზრების თანახმად, ქართლი მნიშვნელობა შეიძინა.
თუმცა სანსკრიტზე იშფრება სამადჰი სიტყვა-კომპოზიტია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 3 2021, 02:51 AM
Post #51


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(David Monny @ Feb 2 2021, 12:20 PM) *
ჯევ ვუპასუხებ ანოს, Ladies First
ano

შენ კარგად მოგეხსენება როგორ დეტალებზე ვსაუბრობ სამადჰის თემაში, უბრალოდ შეგახსენებ,
სმადჰი ძირითადად ორგვარია, პირველი, დიახ, სავიკალპა სამადჰი, არ არის ბოლო ინსტანცია
და იცი რატომაც, სწორედ დამკვირვებლის გამო, ასმიტას გამო, მაგრამ ამის შემდეგ იწყება სამადჰი, სამადჰიში,
ანუ ნირვიკაპლა სამადჰი. ეს უბრალოდ ტერმინია, თუ შენთვის უფრო მოსახერხებელია და გინდა ბოლო
ინსტანციის წარმოდგენა, მაშინ ნირვანა უფრო გესიამოვნება. ახლა არ მითხრა ნირვანაც არაა ბოლო ინსტანციაო.
ნირვიკალპა სამადჰი და ნირვანა, სინონიმებია, ასევე ინდუისტური მოკშა, იაპონური კენშო, ქრისტიანული ცათა სასუფეველი,
სუფისტური ფანა და ა.შ. ვინმე დაიბადა იესოს მერე გასული 2000 წლის განმავლობაშ და მე გამომრჩა, რო ეთქვას,
არა, ცათა სასუფეველი არ არის საბოლოო ინსტანცია, კიდევ არის რაღაც სხვაო? არამგონია. ამიტომ, სახელებს არ აქვს მნიშვნელობა და
ეს შენ ძალიან კარგად იცი.


თუ მიაღწია ადამიანმა გასხივოსნებას მან უკვე ყველაფერი იცის?
იცის რა არის მატერია? რატომ გაჩნდა? სულ პირველად რა იყო და საერთოდ იყო თუ არა დასაწყისი?
იესოს ეკითხებოდნენ როგორი იქნება სამყაროს აღსასრულიო და მან უპასუხა დასაწყისი უკვე იპოვეთ? რომ აღსასრულს ეძიებთო? რადგან სადაც დასაწყისია დასასრულიც იქვე არისო.

ეს გზა რომელსაც ცნობიერება ქვია როცა იცი რომ არსებობ
არსებობს საერთოდ ბოლო და იმის იქეთ აღარ არის განვითარება? ანუ აღარაფერია უკვე შესაცნობი და ყველაფერი იცი. თუ უბრალოდ იმ მდგომარეობაში უბრალოდ ადამიანს ისევ ილუზია აქვს რომ ყველაფერი იცის.

კითხვებზე პასუხი საიდან დაიწყო, რა იყო პირველი, და რატო შეიქმნა ან ვინ შექმნა ყოველივე რატომ?


Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Feb 3 2021, 03:20 AM
Post #52


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ARSI @ Feb 2 2021, 07:02 PM) *
მემგონი მივხვდი რაც ბრევალომ იგულისხმა თუ მეტყვი რომ ჭეშმარიტება არსებობს ამას გავიგებ და მეცოდინება რომ არსებობს მაგრამ თუ ამიხსნი როგორია ჭეშმარიტება ამას ვერ გავიგებ თუ თავად არ ვეზიარები . თუ ყველას გზა ერთია ეგრედწოდებულ ჭეშმარიტებამდე მაშინ გზასაც მასწავლი მაგრამ მე ვფიქრობ ყველას მიდგომა ინდივიდუალურია. და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რომ ჭეშმარიტების ახსნას აზრი არა აქვს justcuz_hourglass.gif მაგალითად დავით შენ რომ ამიხსნა ის ჭეშმარიტება რასაც ეზიარე ეს ხომ შენი ინტერპრეტაციები იქნება და მე შეიძლება არარეალური წარმოდგენები შემექმნას თუ ვცდები?



კი ბატონო, თითქმის ეგ ვიგულისხმე smile.gif


............................


პ.ს. ერთმანეთის სიტყვებზე გამოკიდებით და სიტყვების თამაშით წინ ვერ წავალთ. მთავარია ერთმანეთის ნათქვამის დედაარსს ჩავწვდეთ და გავიგოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 3 2021, 01:38 PM
Post #53


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
თუ მიაღწია ადამიანმა გასხივოსნებას მან უკვე ყველაფერი იცის?

არა. ცოდნა, კოგნიტური უნარია თავისი ლიმიტით. გასხივოსნება ცოდნა არ არის.
ის რაც არის, ცოდნის და არცოდნის მიღმაა, ხოლო არის, ანუ არსებობს, მხოლოდ ადამიანის ნამდვილი „მე“, ანუ
ატმანი. ატმანი და ბრაჰმანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ერთია.
ცოდნა და არცოდნა, ორივენი ატმანში განისვენებენ. ცოდნა, რომ შემოსაზღვრავდეს ატმანს,
მაშინ ცოდნა იქნებოდა ატმანი. ატმანი არასდროს გეცოდინება, ანუ კოგნიტური უნარებით ვერასდროს გარეშემოწერ მას.
თუ გასაგებად არ ვხსნი, შემაჩერე, თორემ სიტყვების რახა-რუხია ეს.

QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
იცის რა არის მატერია?

მე ვიცი რაც არის მატერია. მატერია არის ის, რაც გრავიტირებს. უმრავლეს შემთხვევაში ატომები, და ზოგჯერ თავისუფალ
სვლაში მყოფი რადიაცია. მატერია შედგება მოლეკულებისგან. მოლეკულა - ატომებისგან. ატომი - ბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან.
ელექტრონი უმცირესი ნაწილაკია და აღარ აქვს ქვესტრუქტურა.
ბირთვი კი შედგება პროტონების და ნეიტრონებისგან.
პროტონი და ნეიტრონი, შედგება კვარკებისგან. კვარკი ერთი ცალი არასდროსაა. ის ან ორია, ან სამი.
მათ არ აქვთ ქვესტრუქტურა, ანუ აღარ იყოფიან.
QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
რატომ გაჩნდა?

ამ კითხვაზე დანამდვილებით პასუხი არ მაქვს, სამაგიეროდ მაქვს ვარაუდები, რომელიც ჩემს წიგნში მაქვს განხილული, შეგიძლია გაეცნო ვრცლად.
QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
სულ პირველად რა იყო და საერთოდ იყო თუ არა დასაწყისი?

სულ პირველად იყო ატმანი, იგივე ბრაჰმანი და მისგან გაჩნდა ყველაფერი დანარჩენი.
ის კი უდროობაში იყო. ანუ კითხვა სულ პირველად, არარელევანტურია მასთან მიმართებაში.
QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
იესოს ეკითხებოდნენ როგორი იქნება სამყაროს აღსასრულიო და მან უპასუხა დასაწყისი უკვე იპოვეთ? რომ აღსასრულს ეძიებთო? რადგან სადაც დასაწყისია დასასრულიც იქვე არისო.

ნამდვილად, დასაწყისია, ატმანი, ანუ გასხივოსნება და დასასრულიც. ყველაფერი მასშია.
QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
არსებობს საერთოდ ბოლო და იმის იქეთ აღარ არის განვითარება?

ყველაფერი რაც იწყება ვითარდება და მთავრდება. გასხივოსნება არასდროს არ დაწყებულა, ამიტომ მისი განვითარება და დასასრული შეუძლებელია.
QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
ანუ აღარაფერია უკვე შესაცნობი და ყველაფერი იცი.

როდესაც ადამიანში ხდება გასხივოსნება, რაღაცეები იცვლება ფიზიკურ დონეზეც, თუმცა უმნიშვნელოდ.
ძირითადად ყველაფერი იგივე რჩება. თუ მწვადი გიყვარდა, ისევ გეყვარება. თუ კომბოსტო გძულდა, ისევ არ გეყვარება და ა.შ.
გარეგნულად არაფერი იცვლება, რაც იცოდი, ან არ იცოდი, ისე ის იცი და არ იცი.
QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
თუ უბრალოდ იმ მდგომარეობაში უბრალოდ ადამიანს ისევ ილუზია აქვს რომ ყველაფერი იცის.

გასხივოსნება არ არის მდგომარეობა, რომელიც მოდის და მიდის. ის მართალია იწყება, როგორც მდგომარეობა, ანუ სამადჰი,
მაგრამ მისგან განსხვავებით არასდროს მთავრდება. მარადისობას მხოლოდ ერთხელ შეეხები, რადგან ეს შეხება გრძელდება მარადიულად.
გასხივოსნება უკანდაუბრუნებელი გზაა. ის არასდროს წავა, რადგან არ არის მდგომარეობა, შესაბამისად, პირიქით, რაც მოდის და მიდის, ის არის ილუზია,
ხოლო რაც მუდამ არის, ის არის ჭეშმარიტება. გასხივოსნება ილუზიისგან გათავისუფლებაა და არა ილუზიაში ყოფნა.


QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
კითხვებზე პასუხი საიდან დაიწყო, რა იყო პირველი, და რატო შეიქმნა ან ვინ შექმნა ყოველივე რატომ?

წაიკითხე ჩემი წიგნი. მე არ მაქვს ზუსტი პასუხი, მხოლოდ ვარაუდები.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 3 2021, 02:02 PM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 3rd February 2021 - 02:51 AM) *
თუ მიაღწია ადამიანმა გასხივოსნებას მან უკვე ყველაფერი იცის?

კიდევ ვიმეორებ ამ კითხვას და საერთოდ, მეგობრებო, ანო, შენ არ გეხება,
ეს სივრცე ცოდნის დემონსტრირების სივრცე არ არის. აქ ჩვენ ვინ მეტი იცის და ვინ ნაკლები არ ვეჯიბრებით ერთმანეთს.
მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარ და სრულად ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას. კირკიტი და ჩასაფრებული პოზიციები,
აბი იმან ეს თუ იცის, არ იცის, ესა, ისა, ეს ჩემთვის უინტერესოა, უსაგნო ლაი-ლაია და დარწმუნებული ვარ ბევრისთვის ამ საიტზე.

ახლა კი კითხვა. ანო, მინდა რომ კარგად გაიგო ეს ეტალი. შენ არ გჭირდება ცოდნა, რომ იყო ის, რაც უკვე ხარ.
შენ მხოლოდ შეგიძლია იყო ის, რაც ხარ. შენ ხარ ატმანი. აბსილუტური ჭეშმარიტება და შენი ნაწილი, ანუ ცოდნა,
კოგნიტური შესაძლებლობები, ვერ გაწვდებიან შენსავე თავს. ნაწილი როგორ გაწვდება მთელს?
ცოდნა არ არის ჭეშმარიტება და არც არცოდნაა ჭეშმარიტება.
ჭეშმარიტება ხარ შენ და შენ არასდროს გეცოდინება ეს ჭეშმარიტება, შენ მხოლოდ შეგიძლია იყო ეს ჭეშმარიტება.
ცოდნა არ არის უპირატესი ყოფნაზე. ყოფნაა უპირატესი ცოდნაზე, რადგან გარეშემოწერს მას, მოიცავს მას.
მომცველი მეტია მოცულზე. მოცული ვერასდროს მოიცავს მომცველს, მას მხოლოდ მისი ნაწილის მოცვა შეუძლია.
შენ ყოველთვის შენი თავის რაღაც ნაწილი გეცოდინება, არასდროს გეცოდინება სრულად და არცაა საჭირო.
გასხივოსნება არ ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, როგორც ყოვლის მცოდნის.
გასხივოსნება ნიშნავს საკუთარი თავის პოვნას ისეთის, რომელსაც ვერასდროს შეიცნობ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 3 2021, 02:35 PM
Post #55


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
შენ, შენი საკუთარი თვალებით, ყურებით და არსებით თუ არ დაინახე ცოდნის ლიმიტირებულობა,
მანამდე ის გეგონება უპირატესი. როდესაც ადამიანში ატმანი იღვიძებს, მის გასხივოსნებულ ციალში
გარკვევით ჩანს ცოდნის გაბარიტები. როგორც შავი ლაქა მზის ზედაპირზე, ან შენს თეთრ მაისურზე,
აი, ასე მოჩანს ცოდნა, კოგნიტური უნარი ატმანის წიაღში.
ანუ, ატმანმა რომ იცოდეს თავის თავი, უნდა შეძვრეს ამ შავ პატარა ლაქაში და იქიდან ცადოს
თავისივე თავის შეცნობა. როგორ? რანაირად?
ცოდნა ინსტრუმენტია და ზღვარი აქვს. ზომები აქვს. ფორმა და ზომა აქვს. იწყება და მთავრდება.
იწყება ცოდნით და მთავრდება არცოდნაში. მერე უკვე არცოდნა იწყება. ამასაც ზომები აქვს, რომელიც
მთავრდება ცოდნაში. ხოლო ეს ორივე კი ატმანშია, როგორც წინწკალი, პატარა შავი ლაქა.
ეს თუ არ დაინახე, მანამდე ცოდნა გეგონება უპირატესი და უზომო და უსასრულო.
დამიჯერე.
აი, როცა დაინახავ ატმანს, მაშინ დაინახავ ცოდნის უსუსურობას. ეგოს, „ცრუ მეს“, ცოდნა ქმნის.
ჩენ გვგონია, რომ ცოდნა ვართ, ანუ მაშინ ვართ, როცა ვიცით რამე.
ეს არის ეგო, ეს არის ილუზია. ილუზია ცოდნაა და ასევე არცოდნა, ხოლო ის რაც ამ ორივეს მიღმაა, ხარ შენ,
მაშ, როგორღა შეიცნობ ან ცოდნით, ან არცოდნით შენ თავს?
შენ თუ შენი თავიდან არ შეხედე შენ თავს, ცოდნიდან შენახედი ან არცოდნიდან შენახედი, ვერ დაინახავ შენსავე თავს.
ვერც შენი თავიდან დაინახავ შენ თავს, სამაგიეროდ შენი თავიდან შენახედი დაინახავ ცოდნას და არცდოდნას, როგორც
ლაქებს, პატარა წერტილებს. ეს არის გასხივოსნება. შენ განიცდი, რომ არასდროს არც გეცოდინება და არც არგეცოდინება შენი თავი,
უბრალოდ ყოველთვის იქნები ის.
ძალიან გთოხვ თანმიმდევრულად და დაკვირვებით წაიკითხე რაც დავწერე. არა, როგორც მხატვრული ლიტერატურა, რადგან
ახლა, ვინმეს რო წააკითხო ეს, შეშლილიაო, გაგიშდაო იტყვის, გადადგა ჭკუიდანო.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 3 2021, 05:05 PM
Post #56


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანო
ჩემი წიგნი, ბიბლუსში
ჩემი წიგნი, Booksale-ზე


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 4 2021, 01:18 AM
Post #57


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყოჩაღ დავით წარმატებებს გისურვებ, საქართველოში რომ ჩამოვალ შევიძენ წიგნს, ძალიან საინტერესო ჩანს.

პოსტები ზუსტად მიმიხვდი რასაც გეკითხებოდი და საკმაოდ გასაგებად ხსნი
მადლობა გაიხარე
rolleyes.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 01:45 PM