IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ამჟამინდელი მდგომარეობა
Eckstein
post Aug 19 2021, 02:20 PM
Post #21


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Sad Moon @ Aug 19 2021, 12:58 AM) *
არანაირად არ გედავები მაგაში რომ ღმერთი ჩვენშია და ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე შეიძლება "ხსნა" ვიპოვოთ, უბრალოდ ისე ხისტად გაავლე ხაზი ქრისტეს რომ ნამდვილად მეგონა ქრისტიანობის ქომაგი იყავი 😅🤣.


ქრისტიანობის მიმდევარი ნამდვილად ვარ, ასევე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქრისტიანობაშია ის სულიერი ძალები, რომლებითაც ადამიანს შეუძლია დღევანდელ ბოროტებას გაუმკლავდეს. უბრალოდ მე ქრისტიანობაში ეზოთერულ ქრისტიანობას ვგულისხმობ. ჭეშმარიტი ქრისტიანობა სწორედ ეზოთერული ქრისტიანობაა (ოღონდ რეალური ეზოთერული ქრისტიანობა და არა ნიუ ეიჯ მარაზმი). ყველა სხვა რელიგიას საკუთარი სულიერი მიესია ჰქონდა და გარკვეულწილად დღესაც აქვს, მაგრამ თითოეული რელიგია კონკრეტული დროისთვის იყო მოცემული კონკრეტული ჯგუფის ადამიანებისთვის. მხოლოდ ქრისტიანობაა ის სულიერების წყარო, რომელიც კაცობრიობის ევოლუციას სამუდამოდ გაჰყვება, რადგან თავად რელიგიების წყარო მოვიდა დედამიწაზე, სამყაროს შემოქმედი სამების მეორე ჰიპოსტასი. გოლგოთას მისტერია კაცობრიობის ევოლუციის ცენტრალური მოვლენაა. მე არ გეუბნებით, რომ მე დამიჯეროთ, ქრისტეს დაიჯერეთ, წაიკითხეთ იონაეს სახარება, იქ პირველი თავში არის მოწმობა, რომ ქრისტეს სახით თავად სამყაროს შემოქმედი განსხეულდა დედამიწაზე. ასევე მნიშვნელოვანია სახარებაში მოცემული: 5 სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.

მამა ღმერთის მოწოდება აღიქვეს მოციქულებმა, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ძე-ს ვუსმინოთ. ბუდაც და ქრისტეც ჭეშმარიტი მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ ბუდა არ ამბობს თავის თავზე რომ ღმერთი იყო, ის ადამიანი იყო, რომელმაც ევოლუციის შედეგად მიაღწია გასხივოსნებას, ხოლო ქრისტე თავის თავზე მოწმობს, რომ ღმერთია, და ამის დასტური უამრავია, როგორც ახალ ისე ძველ აღთქმაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Eckstein
post Aug 19 2021, 02:26 PM
Post #22


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე იმას რ ვამბობ, რომ სხვა რელიგიის მიმდევრები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, მე ხომ ეზოთერულ ქრისტიანობაზე მაქვს ლაპარაკი - ანუ რეინკარნაცია ფუნდამენტური საკითხია. მე იმას ვგულისხმობ, რომ ყველა ადამიანი ამავე ინკრნაციაში ვერ დაემოწაფება ქრისტეს (თუმცა თეორიული შანსი ყველას აქვს), მარა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგ და იმის შემდეგ ცხოვრებებში არ გააკეთებენ ამას. ვინც ეხლა ევროპაში ვართ შეიძლება მერე ჩინეთში დავიბადოთ და პირიქით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Eckstein
post Aug 19 2021, 02:26 PM
Post #23


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 40
Joined: 15-August 21
Member No.: 8,034

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგრამ ვისაც ძალიან სწყურია ის ჩინეთშიც მიაგნებს ჭეშმარიტებას და ზიმბაბვეშიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Aug 19 2021, 09:12 PM
Post #24


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Eckstein @ Aug 19 2021, 02:20 PM) *
ქრისტიანობის მიმდევარი ნამდვილად ვარ, ასევე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქრისტიანობაშია ის სულიერი ძალები, რომლებითაც ადამიანს შეუძლია დღევანდელ ბოროტებას გაუმკლავდეს. ყველა სხვა რელიგიას საკუთარი სულიერი მიესია ჰქონდა და გარკვეულწილად დღესაც აქვს, მაგრამ თითოეული რელიგია კონკრეტული დროისთვის იყო მოცემული კონკრეტული ჯგუფის ადამიანებისთვის. მხოლოდ ქრისტიანობაა ის სულიერების წყარო, რომელიც კაცობრიობის ევოლუციას სამუდამოდ გაჰყვება, მას უსმინეთ.

მამა ღმერთის მოწოდება აღიქვეს მოციქულებმა, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ძე-ს ვუსმინოთ. ბუდაც და ქრისტეც ჭეშმარიტი მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ ბუდა არ ამბობს თავის თავზე რომ ღმერთი იყო, ის ადამიანი იყო, რომელმაც ევოლუციის შედეგად მიაღწია გასხივოსნებას, ხოლო ქრისტე თავის თავზე მოწმობს, რომ ღმერთია, და ამის დასტური უამრავია, როგორც ახალ ისე ძველ აღთქმაში.

კი ეგრეა ყველა რელიგიას ჰქონდა და აქვს თავის მისია რაღც მხრივ ყველას მიჰყავხარ ჭეშმარიტებამდე უბრალოდ სხვადასხვა გზებით
ქრიტიანობას რაც შეეხება მე ვფიქრობ ერთ დღესაც ყველა რელიგია და სწავლება შეიკვრება გაერთიანდება ამ ყველაფრის საძირკველი კი
ქრიტაინობის ძირითად პრინციპებზე იქნება აგებული .
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 21 2021, 08:20 PM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 18th August 2021 - 04:43 AM) *
კონფლიქტში და აქოთებულ სიტუაციაში იწრთობა განვითარების გზები, მაგ დროს ხდება უვარგისი ადამიანური თვისებების ზედაპირზე ამოტანა, ამყრალება, ხოლო შემდეგ ამ თვისებების გამოწვა. ეხლა რაც ხდება აუცილებელი პროცესია. ეს ყველაფერი უნდა გამოიაროს კაცობრიობამ.
თორემ დამტკბარი და დამშვიდებული სიტუაცია არაფერს არ ცვლის. სიმშვიდეში მყოფი ადამიანი მშვიდად დარჩება და ერთ ადგილას იდგება, ხოლო ეს ტკბობა კი ყალბი და მოჩვენებითი იქნება.

გეთანხმები... თითქოს ჩემს თავზეც ვარ დაკვირვებული, თითქოს „ვიძინებ“, როცა სრული სიმშვიდეა ირგვლივ. მერე ფეხზე ვდგები და ვძლიერდები.
toresi9
QUOTE(toresi9 @ 18th August 2021 - 02:15 PM) *
ერთადერთი ჭეშმარიტი ხსნა არა რომელიმე რელიგიაში არამედ თავად ჩვენშია იმედია როდისმე ამას შევიგნებთ ადამიანები .

wub.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ასფალტი...
post Sep 26 2021, 11:34 PM
Post #26


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 24
Joined: 21-August 21
Member No.: 8,038

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მიშა ჩამოდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ისსს
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Sep 27 2021, 03:44 PM
Post #27


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დედამიწაზე არაფერი ხდება ახალი, რაც არ მომხდარა ადრე. ადამიანი ისეთივეა, როგორიც იყო საუკუნეების წინ, იგივე მოთხოვნელებებით, იგივე სურვილებით, მისწრაფებებით და მსოფლმხედველობით. სისტემაც კი იგივეა. იცვლება ტექნოლოგიები. დრო და მდგომარეობა, რომელსაც ქვეცნობიერად ვესწრაფით, სულიერ განვითარებას, სიმშვიდეს, სიყვარულს და კეთილდღეობას, გვახსოვს წინა ინკარნაციებიდან გადმოყოლილი მოგონებებით. ნამდვილად იყო ასეთი პერიოდი დედამიწაზე, მაგრამ მაშინ მოქმედებდა სხვა სისტემა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შეიცვალა. ამაზე გვიყვება მრავალი ძველი ეპოსი და თქმულება, სადაც აღწერილია ღმერთების ომები და სხვადასხვა კატაკლიზმები. რაც დღეს ხდება კიდევ გაგრძელდება გარკვეული პერიოდი დედამიწაზე. გააჩნია ადამიანების უმრავლესობა როგორ გაატარებს თავის ინკარნაციებს და რა მიმართულებით განაგრძობს სვლას, იმის მიხედვით ან დარჩება იგივე სისტემა და ეს ჯოჯოხეთი ან შეიცვლება.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:24 AM