IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  « < 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> დეჟავიუ!, საიდან მოდის?
kevana
post Jul 25 2011, 05:09 PM
Post #101


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 18
Joined: 20-July 11
Member No.: 6,516

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხანდახან მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს ესა თუ ის სცენა უკვე მეორდება... განსაკუთრებით, როცა საქმე შეეხება ადამიანებსა და დიალოგებს...
მაგრამ ვერ ვხვდები რატომ მაინცდამაინც წამიერი გაელვებასავით, რომ თითქოს ეს როდისღაც იყო.. რატომ უფრო მეტი არ ვიცი? რატომ უფრო მეტი არ მახსოვს?

ხოდა, ამიტომ, ვფიქრობ, რაღაც სხვა რამეში უნდა იყოს საქმე : )
Go to the top of the page
 
+Quote Post
betkho
post Jul 26 2011, 04:35 PM
Post #102


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 56
Joined: 30-September 10
Member No.: 6,283

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენი გალაქტიკის (არა მარტო ჩვენი) რამდენიმე პარალელური ასლი არსებობს (ზუსტი ციფრი არ მახსოვს) სადაც ჩვენი "მე" გადის იგივე ცხოვრებას,ოღონდ განსხვავებულ გადაწვეტილებებს იღებს და რა თქმა უნდა განსხავებული რეაქცია მოყვება ამ გადაწყვეტილებებს. ალბათ იმ მომენტში,როცა ჩვენ "გვახსენდება",რომ "აქ უკვე ვიყავით",სინამდვილეში ხდება ამ რეალობების გადაკვეთა.არ ვიცი რა იწვევს ამას.ფაქტია,რომ ბევრს ბავშვობაში უფრო ხშირად ჰქონდა "დეჟავიუ" და ალბათ ზუსტად ბავშვის გონების და გულის გახსნილობის გამო.რომ ვიზრდებით,მიწიერი (ილუზორული) პრობლემებით ივსება ჩვენი ცხოვრება და კიდევ უფრო ვშორდებით ჩვენს "მე"-ს და კიდევ უფრო რთული ხდება ყველაფრის გახსენება,რადგან მიჯაჭვულები ვხვდებით სამგანზომილებიან მატერიზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 26 2011, 07:07 PM
Post #103


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(betkho @ 26th July 2011 - 04:35 PM) *
ჩვენი გალაქტიკის (არა მარტო ჩვენი) რამდენიმე პარალელური ასლი არსებობს (ზუსტი ციფრი არ მახსოვს) სადაც ჩვენი "მე" გადის იგივე ცხოვრებას,ოღონდ განსხვავებულ გადაწვეტილებებს იღებს და რა თქმა უნდა განსხავებული რეაქცია მოყვება ამ გადაწყვეტილებებს. ალბათ იმ მომენტში,როცა ჩვენ "გვახსენდება",რომ "აქ უკვე ვიყავით",სინამდვილეში ხდება ამ რეალობების გადაკვეთა.

betkho
ესეიგი ეს პარალელური სამყაროები დროში გვცდება ჩვენი რეალობიდან... თუმცა არაფერია გამორიცხული.

მე კი დეჟავიუბი ხშირად მაქვს და რაც დრო გადის ნელ-ნელა უფრო ვხვდები რომ ეს რაღაცის გამეორება კი არაა, არამედ სიზმრად ნანახი. ზუსტად მახსენდება ის დღე , როდესაც ესა თუ ის "გამეორებული სიტუაცია" უკვე ნანახი მაქვს სიზმარში. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, უბრალოდ არ მახსოვდა, ან თუ მიცხადდებოდა რამე სიზმარი ძალიან მზაფრად ნანახი იყო, რაც მახსოვდა , რომ მესიზმრა.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
betkho
post Jul 26 2011, 10:37 PM
Post #104


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 56
Joined: 30-September 10
Member No.: 6,283

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Jul 26 2011, 07:07 PM) *
betkho
ესეიგი ეს პარალელური სამყაროები დროში გვცდება ჩვენი რეალობიდან... თუმცა არაფერია გამორიცხული.

მე კი დეჟავიუბი ხშირად მაქვს და რაც დრო გადის ნელ-ნელა უფრო ვხვდები რომ ეს რაღაცის გამეორება კი არაა, არამედ სიზმრად ნანახი. ზუსტად მახსენდება ის დღე , როდესაც ესა თუ ის "გამეორებული სიტუაცია" უკვე ნანახი მაქვს სიზმარში. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი, უბრალოდ არ მახსოვდა, ან თუ მიცხადდებოდა რამე სიზმარი ძალიან მზაფრად ნანახი იყო, რაც მახსოვდა , რომ მესიზმრა.



ხო ალბათ სიზმარია ან ქვეცნობიერში ჩამალული წინასწარმეტყველების ნიჭი.მე დიდი ხანია აღარ მქონია,თუმცა ყოველ ღამე ვხედავ სიზმრებს და სულ შთაბეჭდილებებით სავსე ვიღვიძებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Misho.max
post Aug 3 2011, 05:44 PM
Post #105


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 1-August 11
Member No.: 6,531

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზოგი მეცნიერი ამტკიცებს რო დეჟავუ ბუნებრივი მოვლენაა რადგან ხანდახან ადამიანის 1 თვალი წამის მეათედებით ადრე აწვდის ტვინს იმფორმაციას ვიდრე მეორე და მაგიტო გვეუფლება ეს შეგრძნება..მარა რავიცი ზოგი კიდე ამბობს ფიქრის დროს მეამართება დეჟავუო oops.gif ..ისე ნეტა როდისმე გავიგებთ ამ შეკითხვაზე პასუხს ???
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 3 2011, 08:14 PM
Post #106


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Misho.max
ციტატა(Misho.max @ 3rd August 2011 - 05:44 PM) *
ზოგი მეცნიერი ამტკიცებს რო დეჟავუ ბუნებრივი მოვლენაა რადგან ხანდახან ადამიანის 1 თვალი წამის მეათედებით ადრე აწვდის ტვინს იმფორმაციას ვიდრე მეორე და მაგიტო გვეუფლება ეს შეგრძნება..

მაგარი ტრუხაა!

თუ მახსოვს რომ უკვე სიზმარში მაქვს ნანახი? ან მაგალიტად ვიცი რომ ეს მომენტიუკვე განვიცადე და ვიცი რომ იმ ვიგაც უცნობ ადამინს ესა და ეს ჰქვია (არადა რეალურად არ ვიცნობ, მაგრამ იმ ნანახი ,უკვე განცდილი მომენტიდან მახსოვს)?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gora
post Sep 14 2011, 09:40 PM
Post #107


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 14-September 11
Member No.: 6,567

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემთვის სინტერესოა ადამიანის მდგომარეობა(ფსიქო ემოციური) დეჯავიუს ნახვისას. რამოდენიმე წლის წინ გადატანილი სტრესის დროს თითქმის ყოველ მეორე მესამე დღეს ვხედავდი. ამას ერთვოდა სისტემატური ღამის კოშმარები. შემდეგ.....ნელ ნელა მათმა სიხშირემ იკლო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
sofitaaaaa
post Sep 15 2011, 02:08 AM
Post #108


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 11-September 11
Member No.: 6,564

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე კი დეჟავიუ ინტუიციის ნაყოფი მგონია, წამიერად ჩვენი ქვეცნობიერი თავისუფლდება და ერთგვარი ზე-ლოგიკა სურათებს გვიხატავს. მაგრამ ვერ ვიგებ, რატომ გვახსოვს ნანახი მომენტები როგორც წარსული, საშუალოდ როგორც 3 დღის წინანდელი?...
Go to the top of the page
 
+Quote Post
salome
post Dec 13 2011, 10:17 PM
Post #109


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 16
Joined: 25-April 11
Member No.: 6,452

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტაკს, ადამიანი რომ იძIნებს და რომ გადის იქ, სადაც ჯერ არს, ხედავს თავისი მომავალი დღის პროექციას, გეგმას.

რომ იღვიძებს და მოქმედებს "გეგმის შესაბამისად", მაშინ ახსენდება, რომ "ეს თითქოს იყო". ეს შეგრძნება იმიტომ უჩნდება, რომ ის რაც გააკეთა, წინა ღამეს, პროექციის სახით ნახა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mecamete
post Jan 4 2012, 01:01 AM
Post #110


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 4-January 12
Member No.: 6,677

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველანაირად მცდარია ის მოსაზრება რომ ტვინი გვიან აგიქვამსო იმ მომენტშიო მე დეჯავიუს გავასწარი თუ რა იყო ვერ მივხვდი მარა მქონდა ესეთI შემთხვევა რომ გამახსენდა რომ აქ ვიყავი და ეს მოხდა დეჯავიუს რასაც უწოდებთ მაგრამ საინტერესო ისაა რო ერთ მასიმუმ 5 წუთი გამიგძელდა ეს და ვინ საიდან მოვიდდა კაცი ვიცოდი ვინ როდის ამოვიდოდა კორპუსტან 5 წუთის განმავლობაში პატარა ვიყავი და ვიგაც კაცი მოგვზევდა და ბიჩები წინ იყურებოდნენ და მე გავაჩერე და ესეთI რაგაც ვუთხარი მაქსიმუმ 2 წუში აქედან და აქედან მოვა თქო ჯოხი ეჩირება და ზედა ექნება გამოცვლილი თქო და ეგრეც მოხდა !!!! ზუსტად როგორც ავგწერე ....... და მაგ დროს მეჩირა მერწყულის კულონი ხელში არ ვიცი რატო მე თვიტონ მერწყული ვარ და ამ კულონს ხელს უსმევდი მაგ მომენტში !!! და ამასთან რამე კავსჰირი ხომ არ აქვს როგორ გონიათ
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 4 2012, 10:58 AM
Post #111


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mecamete
პატარა წინასწარმეტყველების მომენტი გქონდა, ეგ არაფერი ხდება ხოლმე..smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
soi
post Jan 5 2012, 02:54 AM
Post #112


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 261
Joined: 5-December 11
Member No.: 6,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბავშვობაში, როცა სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი ხშირად მქონდა დეჟავიუ და პატარა წინათგრძნობა..რაც უფრო დავწყნარდი ამ ბოლო წლებში, უფრო ნაკლებად მაქვს..შეიძლება არც ქონდეს რამე კავშირი.. მართლა საინტერესოა რა ხდება ამ დროს.. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Jan 5 2012, 03:24 AM
Post #113


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Hugues de Payens @ Dec 27 2008, 01:14 AM) *
ეს ყველაფერი მითებია..

რეალურად კი დეჟავიუ მეცნიერულად ახსნილი და დასაბუთებული მოვლენაა.. ახლა შევეცდები მარტივად ავხსნა რაში მდგომარეობს საქმე.. არავითარ მისტიკას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, არც "ადამიანები შავებში" უნდა გაგახსენდეთ, ავის მეხსიერების გამთიშავითურთ.. არაფერ შუაშია ასეთი ტიპის მითები დეჟავიუსთან დაკავშირებით..

საქმე რაშია..
ადამიანს აქვს უამრავი იმპულსი, თუმცა სამყაროს შესაგნებად და გასაგებად, ორი უმთავრესი არის მხედველობითი და აღქმითი.. ანუ როდესაც საგანს ვხედავთ თან ამ საგანს აღვიქვამთ კიდეც, აი მაგალითად როდესაც თვალი გვიშტერდება, ხდება აღქმითი იმპულსის გამოთიშვა (ნუ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ფიქრებში წასვლა და ა.შ.).. შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ საგანს ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენ მას ვერ აღვიქვამთ და რეალურად შეიძლება მეორე წამს ვერც ვთქვათ რა საგანზე დაგვიშტერდა თვალი.. ან მეორე ვარიანტი.. არის ნისლი მაგალითად და ჩვენ კონკრეტულ საგანს ვერ ვხედავთ, მაგრამ გონების დაძაბვის შედეგად ჩვენ შეგვიძლია იგი დიდი გაჭირვებით აღვიქვათ (აქ აშკარაა რომ მხედველობითი იმპულსი წინ უსწრებს აღქმითს)..

ზემოთ აღნიშნული ორივე იმპულსი აბსოლუტურად პარალელურად მოქმედებენ, ჩვენ საგანს ვხედავთ თუ არა, მაშინვე აღვიქვამთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაწვდით მის შესახებ ინფორმაციას მთელ ტვინს.. თუნდაც იმ შემთხვევაში თუ საგნის შესახებ არაფერი ვიცით, მიუხედავად ყველაფრისა ნებისმიერ საგანს, პირველად დანახულსაც კი აქვს თავისი ნიშან-ტვისებები, სწორედ ასეთი თვისებების შესახებ ინფორამცია მიეწოდება ტვინს.. ანუ საგანს ვხედავთ და აღვიქვამთ, ვხედავთ და აღვიქვამთ.. ანუ ნორმალურ პირობებში მხედველობითი იმპულსი რაღაც წამის მემილიარდედებში წინ უსწრებს აღქმითს..
დეჟავიუს შემთხვევაში კი ხდება ელემენტარული აცდენა გზიდან.. აღქმითი იმპულსი წინ უსწრებს მხედველობითს.. ესაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.. გონებაგაფანტულობით, ან პირიქით ზედმეტი მობილიზაციით, ან ფიქრებს აყოლით და ა.შ.
ანუ ხდება ისე, რომ მოცემულ სიტუაციასა თუ საგანს აღვიქვამთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხედავთ.. ეს პირობითად ვამბობ.. ანუ ტვინში ინფორმაცია მიდის ორივე, მაგრამ აღქმა უსწრებს დანახვას.. შესაბამისად იმ მომენტში როცა ჩვენ საგანს ვამჩნევთ (რეალურად უფრო ადრე შევამჩნიეთ მაგრამ ტვინს მხოლოდ ახლა მიეწოდა ინფორმაცია) ჩვენ ის უკვე აღქმული გვაქვს და ჩნდება ილუზია იმისა, რომ ეს სადღაც უკვე გვინახავს.. არსადაც არ გვინახავს, ახლა ვნახეთ, ზუსტად ამ წასმ, უბრალოდ ჯერ აღვიქვით და შემდეგ დავინახეთ ჩვენს მიერ უკვე აღქმული, შესაბამისად აღქმის ინფორმაცია მეორედ მიეწოდა ტვინს და იქ დახვდა მანამდე მიწოდებული.. იქმნება გამეორების ილუზია..
შეძლებისდაგვარად ვეცადე მარტივად აღმეწერა ეს მოვლენა, მგონი მიხვდებით smile.gif


ახსნა ადამიანმა, სავსებით ლოგიკურად და დამაჯერებლად


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Jan 18 2012, 08:05 PM
Post #114


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დეჟავუ არის გარკვეული მოვლენის მიერ გამოწვეული ემოციათა დამთხვევა. ნებისმიერ მოვლენა ადამიანში იწვევს სხვადასხა ემოციებს, როდესაც ეს ემოციები მეორდება, თუნდაც ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენით გამოწვეული, ამ დროს ადამიანს უჩნდება გრძნობა რომ ეს უკვე მოხდა, სინამდვილეში ადამიანის განცდა, ემოცია მეორდება და სწორედ ეს ახსენდება მას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Aug 30 2012, 01:42 PM
Post #115


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არის მომენტები, როცა სიტუაცია მახსენებს ხოლმე რაღაც უკვე ადრე მომხდარს. ამ დროს მიჩნდება ფიქრი: "ეს მე სადღაც უკვე მაქვს ნანახი და მე ამას ვაკეთებდი, რასაც ეხლა ვაკეთებ!"

დეჟავუ გამომიცდია. მაგრამ უცნაური ისაა, რო დეჟავუს ყოველთვის მივყავარ სიზმრამდე. ამით იმის თქმა მინდა, რო როცა მიჩნდება დეჟავუს შეგრძნება, პარალელურად მახსენდება ოდესღაც ნანახი სიზმარი...

თუმცა ამითაც არ ამოიწურება ყველაფერი...... იქნებ ეს უფრო მეტია, ვიდრე სიზმარი?! _ ამასაც ვფიქრობ... ხანდახან ეჭვიც შემაქვს ხოლმე იმაში, მართლა სიზმარში ვნახე კონკრეტული სიტუაცია, თუ ეს რაღაც "ძველი მეხსიერების საცავის" მაგვარი მოვლენაა. ცნობიერების ამა თუ იმ დონეზე შენახული ინფორმაცია (სავარაუდოდ, ქვეცნობიერ დონეზე) შეიძლება გაიხსნას სიზმარში, მერე კი ცხადში ახდეს, ანუ ცნობიერ დონეზე მოხდეს მისი გადმოტანა და განხორციელდეს. ხოლო როცა წინ უსწრებს მომხდარ ამბავს მისი წინასწარი ხილვა სიზმარში, დეჟავუც ამ დროს მიჩნდება.

რაც ავხსენი ეს ჩემეული დაკვირვების შედეგია, შესაძლოა გარკვეული უზუსტობებიც მქონდეს გამოთქმული. ამის მიუხედავად, ერთი რამ ფაქტია: დეჟავუ წინმსწრები მოვლენაა, რაღაც ძველის გახსენება აწმყოში, კონკრეტულ მომენტში.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Aug 30 2012, 01:52 PM
Post #116


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(salome @ Dec 13 2011, 10:17 PM) *
ტაკს, ადამიანი რომ იძIნებს და რომ გადის იქ, სადაც ჯერ არს, ხედავს თავისი მომავალი დღის პროექციას, გეგმას.

რომ იღვიძებს და მოქმედებს "გეგმის შესაბამისად", მაშინ ახსენდება, რომ "ეს თითქოს იყო". ეს შეგრძნება იმიტომ უჩნდება, რომ ის რაც გააკეთა, წინა ღამეს, პროექციის სახით ნახა.



ამ აზრთან ახლოს ვარ!


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
bako
post Nov 11 2012, 01:55 PM
Post #117


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 110
Joined: 2-December 11
Member No.: 6,639

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იქნებ ესეთი რამე სიზმარში ნახე,მერე აღარ გახსოვს სიზმარი და უცბად ახდება,ხო შეიძლება ესე რო მოხდეს?სიზმარი ხო სეიცავს მომავალში მომხდარი ამბის რაღაც ნაწილს?მე მჯერა და რავი,კარგი იქნება თუ გამარკვევთ ამ საკითხში
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mel
post Nov 11 2012, 06:09 PM
Post #118


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 101
Joined: 31-October 11
Member No.: 6,603

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დეჟა ვუ-ს ადამიანები ქვეცნობიერს, რეინკარნაციას, სხვა სამყაროდან შემორჩენი ფრაგმენტებს, სიზმრებს და ვინ იცის კიდევ რას აღარ უკავშირებენ.
მუდმივად მიდის მსჯელობა ამ ფენომენის შესახებ, მეცნიერები ამას ტვინის სახვადასხვა სფეროების არათანმიმდევრულ მუშაობას უკავშირებენ, ანუ როდესაც ერთი ნახევარსფერო აღიქვამს საგანს მეორე ნახევარსფერო შედარებით გვიან ამუშავებს აღქმით მიღებულ სურათს და როდესაც აღქმა დამუშავების ეტაპი მთავრდება გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს უკვე იყო, მარტივად ეს ყველაფერი დაახლოებით ასე იქნება >

ადამიანს გააჩნია უამრავი იმპულსი, თუმცა სამყაროს შესაგნებად და გასაგებად, ორი უმთავრესი არის მხედველობითი და აღქმითი. რაღაც საგანს ვხედავთ, თან ამ საგანს აღვიქვამთ კიდეც, აი მაგალითად როდესაც თვალი გვიშტერდება, ხდება აღქმითი იმპულსის გამოთიშვა, სხვადასხვა მიზეზების გამო (ფიქრებში წასვლა და ა.შ.). შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ საგანს ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენ მას ვერ აღვიქვამთ და რეალურად შეიძლება მეორე წამს ვერც ვთქვათ რა საგანზე გაგვიშტერდა თვალი. ან მეორე ვარიანტი – ბინდში ჩვენ კონკრეტულ საგანს ვერ ვხედავთ, მაგრამ გონების დაძაბვის შედეგად ჩვენ შეგვიძლია იგი დიდი გაჭირვებით აღვიქვათ (აქ აშკარაა რომ მხედველობითი იმპულსი წინ უსწრებს აღქმითს)

ზემოთ აღნიშნული ორივე იმპულსი აბსოლუტურად პარალელურად მოქმედებენ, ჩვენ საგანს ვხედავთ თუ არა, მაშინვე აღვიქვამთ, ანუ ვაწვდით მის შესახებ ინფორმაციას მთელ ტვინს, იმ შემთხვევაშიც კი თუ საგნის შესახებ არაფერი ვიცით. ნებისმიერ საგანს, პირველად დანახულსაც კი აქვს თავისი ნიშან-თვისებები, სწორედ ასეთი თვისებების შესახებ ინფორამცია მიეწოდება ტვინს. ანუ საგანს ვხედავთ და აღვიქვამთ, ვხედავთ და აღვიქვამთ. ნორმალურ პირობებში მხედველობითი იმპულსი რაღაც წამის მემილიარდედებში წინ უსწრებს აღქმითს..

დეჟავიუს შემთხვევაში კი ხდება აცდენა გზიდან. აღქმითი იმპულსი წინ უსწრებს მხედველობითს სხვადასხვა მიზეზიის გამო (გონებაგაფანტულობით, ან პირიქით ზედმეტი მობილიზაციით ან ფიქრებს აყოლით და ა.შ.). ანუ პირობითად რომ ვთქვათ, ჯერ აღვიქვამთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხედავთ. ტვინში ორივე ინფორმაცია მიდის, მაგრამ აღქმა უსწრებს დანახვას. შესაბამისად იმ მომენტში, როცა ჩვენ საგანს ვამჩნევთ (რეალურად უფრო ადრე შევამჩნიეთ, მაგრამ ტვინს მხოლოდ ახლა მიეწოდა ინფორმაცია), ჩვენ ის უკვე აღქმული გვაქვს და ჩნდება ილუზია იმისა, რომ ეს სადღაც უკვე გვინახავს. არადა დავინახეთ ზუსტად ამ წამს, უბრალოდ ჯერ აღვიქვით და შემდეგ დავინახეთ, შესაბამისად აღქმის ინფორმაცია მეორედ მიეწოდა ტვინს და იქ დახვდა მანამდე მიწოდებული. ასე იქმნება გამეორების ილუზია.



თუმცა დეჟა ვუ იყოფა ტიპებად. ეს ტიპებია: დეჟა ვეკუ (ანუ ნიშნავს:უკვე გიცხოვრია), დეჟა სენტი(უკვე შეგრძნებულს ნიშნავს),დეჟა ვიზიტე(იქ უკვე ნამყოფს ნიშნავს).
დეჟა ვუს შესახებ ინფო დაახლოებით ასე ჟღერს, ვეცადე გარკვევით ყოფილიყო ყველაფერი დაწერილი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Nov 11 2012, 06:38 PM
Post #119


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დეჟავუ (ფრ.déjà vu უკვე ნანახი) ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს, რომ ის უკვე იყო მსგავს სიტუაციაში, თუმცა ეს გრძნობა საერთოდ არ უკავშირდება წარსულს, იმიტომ, რომ როდესაც დეჟავუს განვიცდით, ჩვენ ვერ ვიხსენებთ მთელს წარსულს, ჩვენ გვეჩვენება მხოლოდ განსაზღვრული მომენტის განმეორება.
ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ფსიქოლოგმა Émile Boirac მა(1851—1917) წიგნში L’Avenir des sciences psychiques (მომავლის ფსიქოლოგია).
დეჟავუს წარმოქმნა და ამ ფენომენის მიზეზები
განცდა რომ ზუსტად დეტალებში ეს უკვე იყოზუსტად ეს სიტუაცია ზუსტად ამ ადგილას და თქვენ იცოდით რომ ეს მოხდებოდა. დეჟავუს შთაბეჭდილება შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს რომ წლების განმავლობაში დაგვრჩეს მეხსიერებაში. თუმცა, როგორც წესი ადამიანი ვერ ახერხებს აღიდგინოს მეხსიერებაში მსგავსი შემთხვევის შესახებ, რომელიც ეჩვენება, რომ ახსოვს როდესაც განიცადა დეჟავუ
დეჟავუ საკმაოდ გავრცელებულია და როგორც გამოკვლევებმა აჩვენა ჯანმრთელი ადამიანების 97%ს გამოცდილი აქვს იგი ცხოვრებაში ერთხელ მაინც,
უბრალოდ დეჟავუს დროს ტვინის ნახეფარსფეროები მუშაობს არათანაბარი სიჩქარით და ერთიდაიგივე ინფორმაციას ვიღებთ ორჯერ............
მე ასეთი განმარტება მაქვს მონასმენი, მაგრამ მის სიმართლეში ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ მე პირადად დეჟავუს დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს მომენტი ერთხელ კი არა მინიმუმ ხუთჯერ და მეტჯერ მაქვს ნანახი ზუსტად იგივე სიტუაცია დეტალურად
Go to the top of the page
 
+Quote Post
#####
post Nov 15 2012, 01:54 PM
Post #120


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 367
Joined: 11-November 12
Member No.: 6,924

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE
დეჟავუ (ფრ.déjà vu უკვე ნანახი) ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს, რომ ის უკვე იყო მსგავს სიტუაციაში, თუმცა ეს გრძნობა საერთოდ არ უკავშირდება წარსულს, იმიტომ, რომ როდესაც დეჟავუს განვიცდით, ჩვენ ვერ ვიხსენებთ მთელს წარსულს, ჩვენ გვეჩვენება მხოლოდ განსაზღვრული მომენტის განმეორება.
ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ფსიქოლოგმა Émile Boirac მა(1851—1917) წიგნში L’Avenir des sciences psychiques (მომავლის ფსიქოლოგია).
დეჟავუს წარმოქმნა და ამ ფენომენის მიზეზები
განცდა რომ ზუსტად დეტალებში ეს უკვე იყოზუსტად ეს სიტუაცია ზუსტად ამ ადგილას და თქვენ იცოდით რომ ეს მოხდებოდა. დეჟავუს შთაბეჭდილება შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს რომ წლების განმავლობაში დაგვრჩეს მეხსიერებაში. თუმცა, როგორც წესი ადამიანი ვერ ახერხებს აღიდგინოს მეხსიერებაში მსგავსი შემთხვევის შესახებ, რომელიც ეჩვენება, რომ ახსოვს როდესაც განიცადა დეჟავუ
დეჟავუ საკმაოდ გავრცელებულია და როგორც გამოკვლევებმა აჩვენა ჯანმრთელი ადამიანების 97%ს გამოცდილი აქვს იგი ცხოვრებაში ერთხელ მაინც,
უბრალოდ დეჟავუს დროს ტვინის ნახეფარსფეროები მუშაობს არათანაბარი სიჩქარით და ერთიდაიგივე ინფორმაციას ვიღებთ ორჯერ............
მე ასეთი განმარტება მაქვს მონასმენი, მაგრამ მის სიმართლეში ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ მე პირადად დეჟავუს დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს მომენტი ერთხელ კი არა მინიმუმ ხუთჯერ და მეტჯერ მაქვს ნანახი ზუსტად იგივე სიტუაცია დეტალურად



მეც მგონია რომ ამსეა....... ანუ მეცნიერული ახსნა ექნება ამას აუცილებლად
Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  « < 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 23rd April 2024 - 06:11 PM