IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V   1 2 3 > » 

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 17 2011, 02:35 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


ისე აქ სპეციალურად არ ვდებ კაბალისტურ ინფორმაციას თავიდანვე ასე მქონდა გადაწყვეტილი, იმიტომ რომ გამოცდილებამ შემძინა ერთი კარგი თვისება, "შეამოწმე გარემო" ვინაიდან ადამიანს განდიდების მანია უფრო იბყრობს ვიდრე სიმართლის გარკვევის სურვილი, ვისაც სიმართლე და კაბალა აინტერესებს იმათთვის კი დევს წინა გვერდებზე ლინკები და მოგვძებნის, თქვენ კი მისის ქეით ის ვერ აიტანეთ რომ ამ ფორუმზე ბერგისეული ზღაპრების საწინააღმდეგო აზრი დავწერე ამიტომ აღარ შეგეცილებით აქ ერთპიროვნულ ლიდერობას და თქვენის ნებართვით დაგტოვებთ წითელ ძაფებთან, შელოცვილ წყლებთან ნატვრის თვალებთან და ოქროს თევზებთან ერთად კარგად ბრძანდებოდეთ ყველაsmile.gif
ადამ კადმონში შეხვედრამდეsmile.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50666 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 17 2011, 02:34 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


ისე აქ სპეციალურად არ ვდებ კაბალისტურ ინფორმაციას თავიდანვე ასე მქონდა გადაწყვეტილი, იმიტომ რომ გამოცდილებამ შემძინა ერთი კარგი თვისება, "შეამოწმე გარემო" ვინაიდან ადამიანს განდიდების მანია უფრო იბყრობს ვიდრე სიმართლის გარკვევის სურვილი, ვისაც სიმართლე და კაბალა აინტერესებს იმათთვის კი დევს წინა გვერდებზე ლინკები და მოგვძებნის, თქვენ კი მისის ქეით ის ვერ აიტანეთ რომ ამ ფორუმზე ბერგისეული წღაპრების საწინააღმდეგო აზრი დავწერე ამიტომ აღარ შეგეცილებით აქ ერთპიროვნულ ლიდერობას და თქვენის ნებართვით დაგტოვებთ წითელ ძაფებთან, შელოცვილ წყლებთან ნატვრის თვალებთან და ოქროს თევზებთან ერთად კარგად ბრძანდებოდეთ ყველაsmile.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50665 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 17 2011, 02:27 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


QUOTE(Gia Amilaxvari @ Aug 17 2011, 02:17 AM) *
kate

დავიღალე უკვე მისის ქეითკაბალის ცოდნა არ არის საჭირო იმის მისახვედრად რომ აბრაამი იუდეველი არ იყო, ელემენტარულად ბიბლია უნდა გადაფურცლოთ და იქ წერია თორაში რომ ქალდეის ურიდან გამოიყვანა შემოქმედნა, ერთი ჩვეულებრივი წარმართი ბაბილონელი შუმერი იყო, ქურუმის ვაჟი და თავადაც ქურუმი აბა ებრაელებს ხედავთ აქ სადმე? ან იუდაიზმს? მან თან გამოიყოლა ბაბილონელთა 1000 კაციანი ჯგუფი და ქანაანის ქვეყანაში ანუ დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე დასახლდა, აი ეს ბაბილონელები და არა მარტო ბაბილონელები, ეგვიპტელებიც იყვნენ მის ჯგუფში პართიელებიც და აგერ უკვე დღეს ჩვენი აკადემიკოსები იქაჩებიან ქართველთა წინაპარი ტომებიც იყვნენ მაგ ჯგუფშიო. აი ამ ინტერნაციონალ კაბალისტურ ჯგუფს ეწოდა შემდეგ იშრა ელ ანი (პირდაპირ შემოქმედისკენ) და ისევე როგორც არ არსებობს ამერიკელი ერი, არ არსებობს ძირძველი ებრაელი ერი აი ამ ინტერნაციონალ ნაზავს რომელსაც თAვიდან იშრა ელ ერქვა შემდეგ დაერქვათ ებრაელები და იუდაიზმიც მას შემდეგ აღმოცენდა მათ რელიგიად რაც მოსე მიიცვალა და მცნებების მატერიალურად აღსრულება დაიწყეს. გამოვიდეს ეხლა ნებისმიერი ისტორიკოსი და მითხრას რომ ასე კი არა აი ასე იყოო? მეტყვის? ვერა.

მე.

კარგი მე ვიცნობ ებრაელებს ცუდად მე არ ვიცი კაბალა, შენ იცნობ ებრაელებს კარგად და შენ ხარ კაბალის ექსპერტი დაკმაყოფილდით?

ზოჰარის მიხედვით? ვაჰ რა დღეში ვარsmile.gif ზოჰარში ძვირფასო ქეით სიტყვა ვარდი რომ წერია ისრაელს ნიშნავს და მოდი და მიიღე ეხლა პირდაპირ რა წერია ზოჰარში და რა არა, ვარდი ისრაელია, რქა ბეჰემოტი ეკალი ეგოიზმი და ასე შემდეგ ზოჰარში არ არის პირდაპირი განმარტებები მოცემული.

ანუ რისი თქმა გსურთ რომ იუდაიზმი თორის დაწერამდე არსებობდა როგორც რელიგია?
შემთხვევით სხვა პლანეტაზე ხომ არ ვცხოვრობ სადმე სხვაგან? უკვე ეჭვი შემეპარაsmile.gif ისე მაგ 4000 სს წინ სიტყვა "დაახლოვებით" უწერია.

  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50664 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 17 2011, 02:24 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


kate
QUOTE(kate @ 17th August 2011 - 12:25 AM) *
მე უკვე გავაკეთე განსხვავება ჰერმეტულ კაბალას და დანარჩენს შორის.

ჩვენც გაგვიზიარეთ.
QUOTE(kate @ 17th August 2011 - 12:25 AM) *
ეგებ ცოტა დააზუსტო მაშინ, შენ თვითონ რას უწოდებ კაბალას?

„კაბალა, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ძალების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ–შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს ექვემდებარება. ძალების, რომლებიც გაერთიანებული და მიმართულია ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც „ადამიანისათვის შემქმნელის ამქვეყნად გამოვლენა“ ეწოდება.“
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50663 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 17 2011, 02:17 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


kate
QUOTE(kate @ 17th August 2011 - 12:42 AM) *
ესენი პირველ რიგში იუდეიზმის მამამთავრები არიან.

დავიღალე უკვე მისის ქეითკაბალის ცოდნა არ არის საჭირო იმის მისახვედრად რომ აბრაამი იუდეველი არ იყო, ელემენტარულად ბიბლია უნდა გადაფურცლოთ და იქ წერია თორაში რომ ქალდეის ურიდან გამოიყვანა შემოქმედნა, ერთი ჩვეულებრივი წარმართი ბაბილონელი შუმერი იყო, ქურუმის ვაჟი და თავადაც ქურუმი აბა ებრაელებს ხედავთ აქ სადმე? ან იუდაიზმს? მან თან გამოიყოლა ბაბილონელთა 1000 კაციანი ჯგუფი და ქანაანის ქვეყანაში ანუ დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე დასახლდა, აი ეს ბაბილონელები და არა მარტო ბაბილონელები, ეგვიპტელებიც იყვნენ მის ჯგუფში პართიელებიც და აგერ უკვე დღეს ჩვენი აკადემიკოსები იქაჩებიან ქართველთა წინაპარი ტომებიც იყვნენ მაგ ჯგუფშიო. აი ამ ინტერნაციონალ კაბალისტურ ჯგუფს ეწოდა შემდეგ იშრა ელ ანი (პირდაპირ შემოქმედისკენ) და ისევე როგორც არ არსებობს ამერიკელი ერი, არ არსებობს ძირძველი ებრაელი ერი აი ამ ინტერნაციონალ ნაზავს რომელსაც თAვიდან იშრა ელ ერქვა შემდეგ დაერქვათ ებრაელები და იუდაიზმიც მას შემდეგ აღმოცენდა მათ რელიგიად რაც მოსე მიიცვალა და მცნებების მატერიალურად აღსრულება დაიწყეს. გამოვიდეს ეხლა ნებისმიერი ისტორიკოსი და მითხრას რომ ასე კი არა აი ასე იყოო? მეტყვის? ვერა.
QUOTE(kate @ 17th August 2011 - 12:42 AM) *
შეგიძლია დამისახელო თანამედროვე ცნობილი არაებრაელი კაბალისტი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველა კაბალისტი სცემს პატივს?

მე.
QUOTE(kate @ 17th August 2011 - 12:42 AM) *
ან ებრაელებს იცნობ ცუდად ან კაბალისტებს, ებრაელები არ სცემენ პატივს მხოლოდ კაბალის ფსევდო-კაბალურ ინტერპრეტაციას, და არა თვითონ კაბალას

კარგი მე ვიცნობ ებრაელებს ცუდად მე არ ვიცი კაბალა, შენ იცნობ ებრაელებს კარგად და შენ ხარ კაბალის ექსპერტი დაკმაყოფილდით?
QUOTE(kate @ 17th August 2011 - 12:42 AM) *
ჰოდა ზოჰარის მიხედვით ვინ არიან ნამდვილი კაბალისტები,

ზოჰარის მიხედვით? ვაჰ რა დღეში ვარsmile.gif ზოჰარში ძვირფასო ქეით სიტყვა ვარდი რომ წერია ისრაელს ნიშნავს და მოდი და მიიღე ეხლა პირდაპირ რა წერია ზოჰარში და რა არა, ვარდი ისრაელია, რქა ბეჰემოტი ეკალი ეგოიზმი და ასე შემდეგ ზოჰარში არ არის პირდაპირი განმარტებები მოცემული.
QUOTE(kate @ 17th August 2011 - 12:42 AM) *
იუდეიზმი გაცილებით დიდი ხნისაა, ვიდრე 4000 წელი,

ანუ რისი თქმა გსურთ რომ იუდაიზმი თორის დაწერამდე არსებობდა როგორც რელიგია?
შემთხვევით სხვა პლანეტაზე ხომ არ ვცხოვრობ სადმე სხვაგან? უკვე ეჭვი შემეპარაsmile.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50662 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 17 2011, 12:13 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


kate
QUOTE(kate @ 16th August 2011 - 11:22 PM) *
ერთადერთი კაბალისტური მიმართულება რომელიც არაიუდეურია, უფრო სწორად ნარევია - არის ჰერმეტული კაბალა, ყველა დანარჩენი მიმართულება

მაგათ კაბალა არ ჰქვია, ამიტომ უნდა შეისწავლო ისინი განსხვავება რომ დაინახო მათსა და ნამდვილ კაბალას შორის.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50652 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 17 2011, 12:12 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


kate
QUOTE(kate @ 16th August 2011 - 11:22 PM) *
და რას თვლი უმეცრებად?

მატერიალურად განმარტებულ სულიერი სინამდვილის ამსახველ წერილებს.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50651 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 17 2011, 12:07 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


kate
QUOTE(kate @ 16th August 2011 - 11:22 PM) *
შეგიძლია დამისახელო თუნდაც ერთი არაებრაელი ცნობილი კაბალისტი, რომელსაც გარკვეულწილად ყველა კაბალისტი სცემს პატივს და აღიარებს?!

დაგისახელეთ უკვე თან ერთი კი არა ორი და აქვე სამსაც და ოთხსაც დაგისახელებ
1.აბრაამი
2. ისააკი
3. იაკობი
4. იოსები
QUOTE(kate @ 16th August 2011 - 11:22 PM) *
და იუდეიზმის და კაბალის ყოველგვარ კავშირს უარყოფ?

რა თქმა უნდა სად იუდაიზმი სად კაბალა? იუდეველი 1000 კაცში 1 კაბალისტს გამოარჩევს და იცი რითი? ზიზღით, არავის დედამიწის ზურგზე ისე არ სძულს კაბალისტები როგორც იუდაიზმის მიმდევარ იუდეველებს. ვინაიდან კაბალა ამხელს იუდაიზმის ზღაპრებს.

QUOTE(kate @ 16th August 2011 - 11:22 PM) *
შეგიძლია მითხრა ცადიკი (იმედია, სწორად ვამბობ ამ სიტყვას) შეიძლება იყოს თუ არა არაებრაელი?!

რა თქმა უნდა იმიტომ რომ იშრა ელს ებრაელები კი არა შემოქმედამდე მავალი კაბალისტური ჯგუფი ქმნის.
QUOTE(kate @ 16th August 2011 - 11:22 PM) *
ამიტომაც ვამბობ, რომ ის რასაც შენ ასახელებ უნივერსალურ ჭეშმარიტებად, ერთ-ერთი, თუმცა ძლიერი რელიგიის დამხმარე ეზოთერული საშუალებაა

და ავრცელებ კიდეც კაბალაზე საყოველთაოდ გავრცელებულ აი ამ მითს:
მითი 2

კაბალა იუდაიზმის მისტიკური სწავლებაა

პასუხი:

კაბალა დაახლოებით 4 000 წლის წინათ შუამდინარეთის ტერიტორიაზე, ბაბილონის ეპოქაში აღმოცენდა. პირველი კაბალისტი ქალდეის ძველი ქალაქის, ურის მცხოვრები აბრამი იყო, რომელმაც სამყაროს იმ სფეროს შეცნობა შეძლო, რომლის აღქმაც შეუძლებელია ადამიანის მიერ გრძნობის ხუთი ორგანოს მეშვეობით. აბრამმა მიმდევართა ჯგუფი შემოიკრიბა და თავის მოწაფეებს ადამიანისათვის დაფარული სამყაროს შეცნობის მეთოდი გადასცა. აქედან მოყოლებული, ეს ცოდნა აბრამის მიმდევართა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალისხმევით თაობიდან თაობაში გადადიოდა. ეს ჯგუფი დროთა განმავლობაში ერად ჩამოყალიბდა – ებრაელ ერად. შეიძლება ითქვას, რომ ებრაელმა ერმა კი არ დაუდო საფუძველი კაბალას, არამედ პირიქით – კაბალამ ებრაელი ერის ჩამოყალიბებას, ხოლო რაც შეეხება იუდაიზმს, თავისი დღევანდელი ფორმით, ის გაცილებით უფრო გვიან ჩამოყალიბდა.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50650 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 16 2011, 10:20 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


kate
QUOTE(kate @ 16th August 2011 - 05:52 PM) *
რადგანაც, კაბალა იუდევიზმის წიაღში იშვა

ეჰ, კიდევ მქონდა იმედი რომ ბერგებისგან მაინც შეიტყობდით კაბალის შესახებ, აბრაამი იუდეველია? იქნებ ებრაელია? ან მოსე ვინ იყო იუდაიზმის მიმდევარი? ქრისტე ქრისტიანია? იუდაიზმის წიაღში უმეცრობის გარდა არაფერი იშვა სიმართლე თუ გაინტერესებთ.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50629 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 16 2011, 10:16 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


ანანდა
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 03:35 PM) *
რატომ ცხარდებით ბატონო? მე მხოლოდ მაინტერესებს თქვენი პოზიციები. და დიალოგის წესებს ვიცავ.

ვინ გითხრათ რომ ვცხარდები? უბრალოდ მისმევთ არაადექვატურ კითხვებს, სულის ახსნას მთხოვთ მეცნიერულად, რა არ იცით რომ სული მეცნიერულად არ იხსნება? რას ელოდებით რა უნდა დავწერო? სული მოლეკულების ჯგუფია რომელიც ურთიერთთანაქმედებენ ელექტრონებისა და იონების დინამიკით? ასეთი დეფინიცია გსურთ სულის? რომ მიწერთ და ლოგიკის კანონების შესახებ მიმითითებთ სული და ღმერთი ორივე განმარტებადიაო, განმარტეთ აბა ან ერთი ან მეორე, სული შემოქმედია და შემოქმედის ახსნა რომ შემეძლოს ეხლა კომპიუტერთან კი არ უნდა ვიჯდე ცათა სასუფეველში უნდა ვნეტარებდე.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 03:35 PM) *
თქვენი წარმოდგენები შეიძლება ექვემდებარებოდეს კრიტიკას. თუ კრიტიკა განერვიულებთ

კრიტიკა ყველაფრისა შეიძლება და კრიტიკოსებიც ყოველთვის მოიძებნებიან თუმცა ეს მე ნაკლებად მაღელვებს, თუ გგონიათ რომ ვნერვიულობ ცდებით.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 03:35 PM) *
ამ პოზიციას არამართებულად ჩავთვლი, რადგან ასეთი აზრი ღმერთის – როგორც ყოვლად კეთილის და სიყვარულის გამავრცელებლის იდეას ანადგურებს

მერ ევინ თქვა რომ ღმერთი კეთილია? ან ბოროტი? ღმერთი ორივე ამ ცნებაზე მაღლა დგას თავისი არსით, კეთილებად და ბოროტებად ეს ჩვენ ვყოფთ ქმედებებს იმისდა მიხედვით მოგვწონს თუ არა, თორემ ღმერთი თუ შენთვის კეთილია, ვთქვათ სამაელისთვის ბოროტია, სემიაზა ტირანს ეძახის, აგერ მამაო არქიფო კეთილს და სინამდვილეში როგორია? უცვლელი, ვინაიდან მასში არ არის მიკერძოება.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 03:35 PM) *
"სახრებაში ბევრი სიბრძნეა, ასევე ბევრი სიბრძნეა დჰამა პადაში, ძველ აღქმაში, ვედებში, ყურანში სხავ ცნობილ ეზოთერიულ სწავლებებშიც."

ასეა და ამას არც უარვჰოფ, ჩემს პოსტებს თუ გადახედავთ და მხოლოდ იმას არ ამოკრებთ რითის თქვენი კამათის სურვილის გამართლებას შეეცდებით დაინახავთ რომ სწორედ ამ პოზიციას ვაფიქსირებ მეც.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 03:35 PM) *
ეგოიზმის დანიშნულებამდე ჯერ უნდა დაიდოს შეძლებისდაგვარად სრული განმარტება იმისა თუ რა არის ეგოიზმი.

ეგოიზმის სრული განმარტება უკვე დაიდო, მაგრამ შენ არ მოგწონს და დაამატე აბა საკუთარი შეხედულებები ამას, ეგოიზმი არის, მიღების სურვილი, განავრცეთ მიდით დაარედაქტირეთ, უკეთეს დეფინიციას თუ იპოვით აგერ ბურთი და აგერ კლავიატურა.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 03:35 PM) *
თეორია და პრაქტიკა ყველა საწავლებასა აქვს. თუმცა მე როგორც ვიცი არავინ არაფერის არ ამტკიცებს, ისინი ქადაგებენ.

საქმეც ეგ არის ისინი ქადაგებენ ჩვენ ვამტკიცებთ როგორ? ფილოსოფიური აბდაუბდით კი არა საქმით, გვესტუმრე ბატონო და თავად დარწმუნდი, თუ სურვილი გაქვთ, სურვილი თუ არ გაქვთ ჩვენ არავის ვახვევთ თავზე საკუთარ მოძღვრებას და ბაწრითაც არავის ვექაჩებით.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 03:35 PM) *
კაცობრიობას ამ ეტაპზე სამი რამა აქვს გასარკვევი–რა სურს? როგორ უნდა მიიღოს? და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს?

ეგ სამი რამ ჩვენ გარკვეული გვაქვს და კაცობრიობასაც სხვათა შორის, ვინაიდან კაცობრიობას სურს მიღება (ფული, სექსი, სახელი, დიდება, თანამდებობა, ჯიპი), მან იცის როგორ მიიღოს (ომებით, ძარცვით, სწავლით, ბიზნესით) და იმედი კი საკუთარი ძალაუფლებისა აქვს. აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ზოგადად კაცობრიობამ, ჩვენ კი კაბალისტებს გვსურს შემოქმედთან ერთობა, ვიცით გზა შემოქმედამდე მიმყვანი, და შემოქმედის იმედი გვაქვს. პასუხმა დაგაკმაყოფილათ თუ ატომები ცავრთო საქმეში ლოგიკურად რომ გამოიყურებოდეს?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50628 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 16 2011, 01:30 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


Guru
რომელ სახელმწიფოში ხარ გურუ?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #50591 · Replies: 350 · Views: 182,753

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 16 2011, 01:03 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


Atman
ატმან შენ უეჭველი წააგებდი გურუსთან ბრძოლას ვინაიდან თავს რომ ვთქვათ მშვილდით, რითი მოიგერიებდი აბა როდესაც ხელები კლავიატურაზე ბეჭვდვით გქონდა დაკავებული?smile.gif
ერთ მარტივ თავდაცვით ტექნიკას მეც გაგიმხელთ როგორც პაწია მებრძოლი ინფერნოს ანუ ინფორმაციულ და მენტალურ აგრეთვე ენერგეტიკულ შეტევას იგერიებს შემდეგი ტექნიკა გადაჯვარედინებული ფეხის ტერფები და მკერდზე ხელის გულით მიბრჯენილი მტევნები ოღონდ აქაც გადაჯვარედინებული ისე რომ მარცხენა ხელის გული ფარავს ანაჰატა ჩაკრას მარჯვენა ხელის გული კი მარცხენა ხელის მტევნის ზურგზე დევს, ეს მარტივი მაგრამ ეფექტური დაცვაა.
ვერ იგერიებს შეტევას, "ემპატის შეხება", "ამურის ისარი" "ეხიდას შეხება"
დანარჩენ შეტევებს იგერიებს ან ასუსტებს. შენ კი ატმან ცალი ხელით მაუსი გეჭირა და მეორეთი კლავიატურას აჩხაკუნებდი და აბა რითი უნდა დაგეცვა თავი? ისე გურუსიც მიკვირს კლავიატურას არ მოშორებია, თან ატმანის სურათი კი არა მხოლოდ კრიშნას ბავშვობის ავატარი აქვს და ვის ესხმოდა თავს ან როგორ?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #50588 · Replies: 350 · Views: 182,753

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 16 2011, 12:25 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


Guru
როგორც თქვენი პოსტებიდან ვხვდები არსებობს წარმოსახვითი იარაღები, მაგალითად შუბი და მშვილდი რითაც მოწინააღმდეგეს დისტანციაზე შეგიძლიათ მიაყენოთ დაზიანება. კითხვა მაქვს თქვენთან თავდაცვის იარაღები თუ არსებობს, მაგალითად წარმოსახვითი ფარი რითაც შევძლებ მოწინააღნდეგის მიერ ნატყორცნი ისარი ავაცილო ჩენს სათუთ ანაჰატა ჩაკრას?smile.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #50585 · Replies: 350 · Views: 182,753

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 16 2011, 12:16 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


ანანდა
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 12:04 PM) *
კითხვა ასეთი იყო: ყოველივე იმის გათვალისწინებით რაც ხდებოდა და ხდება, (უბედურებებათა მთელი კასკადი) რას აკეთებს ღმერთი?( ის ღმერთი რომლისაც თქვენ გჯერათ)

რას აკეთებს და ამ "უბედურებების კასკადის ავტორია", მისგან არის მოვლენილი ყველა მოქმედება, უბრალოდ უბედურობებს ჩვენ ვარქმევთ ხოლმე, იმას რაც სინამდვილეში არ არის უბედურობა.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 12:04 PM) *
თუ თქვენ მეცნიერებაზე გაქვთ პრეტენზია განმარტებებიც უფრო სრული უნდა იყოს.
მსგავსი პოზიცია უამრავ სწავლებებსაც აქვთ მაგრამ მათ მეცნიერებაზე არა აქვთ პრეტენზია, ისინი იძახიან ჩვენ ასე გვჯერა და გაგვატარეთო. . .მეცნიერებას არა აქვს უფლება თქვას ჩვენ ასე გვჯერაო!

პრაქტიკა გაინტერესებთ? გვეწვიეთ.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 12:04 PM) *
ას ხშირად 'მატერიაზე" აპელირებაც გაუგებარია, ფაქტია რომ სურვილები მაქვს და ეს სურვილები მატერიაზეა მიჯაჭვული, რატომ არის ეს ასე? ვინ მომცა მე ეს სურვილები, ან საიდან გაჩნდა ეს " არასასურველიმატერია" რომელიც მიფუჭებს ცხოვრებას?
თუ ეს სურვილები ღმერთმა შემიქმნა და მატერიაც ღმერთმა გააჩინა, ეს ორივე კი ხელს მიშლის სულყოფილებისკენ სვლაში

ასე ხშირად მატერიაზე იმიტომ ვაპელირებ რომ ეს აღარ დაწეროთ:
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 12:04 PM) *
ღმერთს შეცდომა მოსვლია!

როგორც ჩანს ვერ გაიგეთ ეგოიზმის დანიშნულება და ამიტომ პოსტს დაგიკოპირებთ
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 12:04 PM) *
ადამიანს რომ ეგოიზმი, ანუ პირობითად ბოროტება არ ჰქონდეს ვერანაირად ვერ შეიცნობდა სიკეთეს ანუ ალტრუიზმს ანუ შემოქმედს, ეს იგივეა დღის სინათლეზე ანთებული ფანრით რომ გახვიდე საგნების დასანახად, ნათელში ნათელს აზრი ააქვს? ან ნათელს გაიგებ რომ ნათელია თუ სიბნელე არ გაქვს ნანახი? ასე რომ შემოქმედმა მისსავე შესაცნობად ჩადო ქმნილებაში ეგოიზმის მცირე ნაწილი მაგრამ ადამიანმა ეს მცირე ეგოიზმი იმდენად გაზარდა საკუთარ თავში რომ თავად მასში მყოფი შემოქმედი გადააქცია ეგოიზმის ტყვეობაში მყოფ პატარა წერტილად, "

QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 12:04 PM) *
კითხვაზე რა არის სიკეთე და ბოროტება?–გამოდის რომ სიკეთე ალტრუიზმი ყოფილა და ბოროტება ეგოიზმი!? შემოქმედი ალტრუიზმიც ყოფილა სიკეთეც და კიდევ. . .

კითხვაზე რა არის სიკეთე და ბოროტება, ვერანაირად ვერ გიპასუხებდით იმიტომ რომ ასეთი კითხვა ჩემთვის არ დაგისვიათ, ეხლა კი გპასუხობთ რომ არ არსებობს სიკეთე და ბოროტება.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 12:04 PM) *
"სული ღმერთია"–ესაც არამეცნიერულია(ლოგიკა მეცნიერება აზროვნების წესების შესახებ) არ შეიძლება ერთი განმარტებადი ცნების(სული) განსაზღვრა მეორე გნმარტებადი ცნებით(ღმერთი)

რა გსურთ? ტაში დაგიკრათ და ბრძენ ფსიქოლოგად გაღიაროთ? opaa.gif groupwave.gif clap2.gif
არამეცნიერულია თუ არაქურდული სხვა განმარტება სულს არ აქვს სული ღმერთია, ღმერთი სულია.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 12:04 PM) *
სახარებიდან ციტატების მოყვანის მეთოდი სუსტი მეთოდია არგუმენტების გასამყარებლად.

სახარებიდან ციტატები ეს თქვენთვის მომყავს ვინაიდან ჯერ კიდევ ქრისტიანი მგონიხართ და მგონია რომ სახარება ავტორიტეტული წყაროა თქვენთვის.
QUOTE(haeri @ 16th August 2011 - 12:04 PM) *
ასეთ ხერხს ძირითადათ რელიგიური სექტები იყენებენ. ბიბლიიდან ციტირება ან რომელიმე ტექსტიდან ციტირება პოზიციის მართებულობის გასამყარებლად არამეცნიერეულია.

და თქვენ სულის არსებობის დამტკიცებას მეცნიერული მეთოდებით აქ მთხოვთ ფორუმზე? აქ ჩავატარო ექსპერიმენტი? ამის თქმა გსურთ? გვეწვიეთ იხილეთ.smile.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50582 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 16 2011, 12:02 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


sentimennte
QUOTE(iziko @ 16th January 2010 - 07:30 PM) *
ვაა მართლა?? წარმოიდგინე atman-ს მარტო ენით ვერევი და ვთიშავ

lol.gif hilarioustu8.gif Just_Cuz_01.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #50577 · Replies: 350 · Views: 182,753

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 15 2011, 10:13 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


natuka
kiss1.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50551 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 15 2011, 09:39 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


natuka
QUOTE(natashka55 @ 15th August 2011 - 06:45 PM) *
ერთი შეკითხვა გამიჩნდა
შოთა რუსთაველი კაბალისტი იყო?

არა, პოეტი იყოsmile.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50549 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 15 2011, 05:59 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


ანანდა
QUOTE(haeri @ 15th August 2011 - 12:40 PM) *
ღმერთი რას აკეთებს ამ დროს?

არ არსებობს ის ღმერთი, რომლელიც ადამიანებმა დახატეს, სულ იესოზე რომ აქვთ საუბარი, მარტივი გამოსავალი, რომ იპოვეს და ადამიან იესოს, რომ დააკისრეს შემოქმედის თვისებები და პასუხისმგებლობა, არ დაკვირვებიხარ რომ მამა ღმერთზე არავინ არაფერს, რომ არ ამბობს? არ დაკვირვებიხარ რომ ძველი აღთქმის ღმერთი ახალი აღთქმის ღმერთისაგან განსხვავდება? როგორ? აი ასე: "თქვენ გსმენიათ რომ თქმულა შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი, მე კი გეუბნებით შეიყვარე მტერი შენი, დალოცე შენი მაწყევრები" რა გამოდის? ძველი აღთქმის ღმერთის შეცდომებს ახალი აღთქმის ღმერთი ასწორებს? არანაირად, საქმე იმაშია რომ ღმერთი რომელიც მოსემ განაცხადა საკუთარ თავში იმ მცნებას დებდა და მოსე უფრო იყო იმ მცნების ავტორი ვიდრე ღმერთი, ღმერთის აღქმა უჭირს ადამიანს, ადამიანი არ იცნობს ღმერთს, ხოლო ის რაც ადამიანს ღმერთი ჰგონია არ არის ღმერთი, ასეთი ღმერთი არ არსებობს. ღმერთი არის სული და ეს სული დევს ყველაში და ყველაფერში. ახალ აღთქმაში ერთი ძალიან დამაფიქრებელი ფრაზა წერია, მაგრამ როგორც წესი ასეთ საჩოთირო ფრაზებზე ყურადღებას არ ამახვილებენ ხოლმე აი რას გვწერს მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში:
კორინთელთა მიმართ I ეპისტოლე თავი 6 მუხლი 17
17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.
აი მთელი კაბალა და აი მთელი ფილოსოფია, კაბალა გასწავლის როგორ შეუერთდე შემოქმედს რათა ერთი სული იყო მასთან ერთად.
QUOTE(haeri @ 15th August 2011 - 12:40 PM) *
1. კაბალას აზრით ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი ეგოიზმია.
(ეგოიზმის განმარტება–აქ არ ჩანს)

კი კაბალის ახსნით ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება ეგოიზმია, ახსნა როგორ არ ჩანს აბა? ეს უკვე ახსნაა, ეგოიზმი=მიღების სურვილს, მშვენიერი ახსნაა. საქმე იმაშია რომ ეგოიზმი ადამიანს ცუდი რაღაც ჰგონია, არადა "ცუდი" კი არა საჭიროა, იმიტომ რომ ეგოიზმია სწორედ საშენი მასალა, თუ სურვილი არ გაქვს სულიერი წინსვლის როგორ განვითAრდები? არადა სურვილის ქონა უკვე რაღAცის მისაღებად უკვე ეგოიზმია.
QUOTE(haeri @ 15th August 2011 - 12:40 PM) *
2. ალტრუიზმი–გაცემის სურვილი გაცემისთვის (სუსტი განმარტებაა)
"ალტრუიზმი" ეს ტერმინი შემოიტანა ოგიუსტ კონტმა და მას აქვს მისი განმარტება.

სუსტი განმარტება არ არის უბრალოდ დეფინიციებით შეულამაზებელი განმარტებაა, ალტრუიზმი უანგარო გაცემის სურვილია.
QUOTE(haeri @ 15th August 2011 - 12:40 PM) *
3. სულიერი სამყაროების აღქმის უნარი–არის უნარი. უნარი კი სულია!?

უნარი სული არ არის, სულს აქვს მხოლოდ სულიერი სამყაროს აღქმის უნარი, ეს უნარი რომ შეიძინოს ადამიანმა ჯერ სული უნდა მიიღოს, ვინაიდან ის რაც მასში დევს და რასაც სულს ეძახიან წერტილს გულში მკვდარია თუ არ გააცოცხლებ, თუ გააცოცხლებ და გაზრდი მაშინ იღებ ამ უნარს და კიდევ ბევრ სხვა უნარებსაცsmile.gif
QUOTE(haeri @ 15th August 2011 - 12:40 PM) *
4. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით მიღებული სიამოვნება რატომაა საშიში?

ვინ თქვა რომ საშიშია? არანაირად არ არის საშიში და რაც მთავარია ცუდიც არ არის, ადამიანმა ეგოიზმის გამოყენება უნდა ისწავლოს ალტრუისტად გარდასაქმნელად, დღეს კი ადამიანი ეგოიზმს მიწიერი ტკბობისთვის იყენებს, შედეგია ასე ვთქვათ ცუდი, შედეგი გაჯაჭვებს მატერიას და ილუზიაში გტოვებს თორემ იგივე ეგოიზმით სხვა შედეგის მიღწევაც შეიძლება.
QUOTE(haeri @ 15th August 2011 - 12:40 PM) *
თუ ადამიანი ღმერთის შექმნილია, თუ ჩვენ ქმნილებები ვართ და ის კი შემოქმედი. რატომ არის ადამიანი მისი პროდუქტი, არასრულფასოვანი–რატომ აქვს მას ეგოიზმი?

ადამიანს რომ ეგოიზმი, ანუ პირობითად ბოროტება არ ჰქონდეს ვერანაირად ვერ შეიცნობდა სიკეთეს ანუ ალტრუიზმს ანუ შემოქმედს, ეს იგივეა დღის სინათლეზე ანთებული ფანრით რომ გახვიდე საგნების დასანახად, ნათელში ნათელს აზრი ააქვს? ან ნათელს გაიგებ რომ ნათელია თუ სიბნელე არ გაქვს ნანახი? ასე რომ შემოქმედმა მისსავე შესაცნობად ჩადო ქმნილებაში ეგოიზმის მცირე ნაწილი მაგრამ ადამიანმა ეს მცირე ეგოიზმი იმდენად გაზარდა საკუთარ თავში რომ თავად მასში მყოფი შემოქმედი გადააქცია ეგოიზმის ტყვეობაში მყოფ პატარა წერტილად, "თუ თქვენში მყოფი ნათელი სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?" დააკვირდი აბა ამ სიტყვებს, მოთხრობასავით რომ კითხულობენ წმინდა წერილს იმიტომაც არის ღმერთი სადღაც ცაში ტახტზე მჯდომი მოხუცი ხოლო სულით თუ წაიკითხავ მიხვდები რომ შენშია და ის რაც შენს გარეთაა იმასთან კავშირის აღდგენას გასწავლის რაც შენშია, როგორ? როგორ და ასე: თუ ღმერთი ჩემშია შენშია სხვაშია ყველაფერშია, მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია გავაერთიანოთ ჩვენში მყოფი ღვთის სული, ამას აღნიშნავდა იესოც ლოცვაში:
21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.

22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.

23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
აი ამის შემდეგ კი ხდება ეს:
კორინთელთა მიმართ I ეპისტოლე თავი 6 მუხლი 17
17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.
და ხდები ვინ? შემოქმედი.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50540 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 15 2011, 05:38 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


Qocho
QUOTE(Qocho @ 14th August 2011 - 11:13 PM) *
როგორ ფიქრობ ამ დიდ პიროვნებებს გადასცეს ''შემოქმედისგან მიღებული სიბრძნე'', აჩუქეს თუ საკუთარი გამოცდილებით მივიდნენ ამ დონემდე?

საკუთარი გამოცდილებით, ბუნებაზე და საკუთარ თავზე დაკვირვებით, ამ ადამიანებმა საკუთარ თავში გახსნეს ღმერთი და სინამდვილეშიც არსად სხვაგან ის არ არსებობს. ღმერთი შენშია.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50514 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 15 2011, 02:26 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


Qocho
QUOTE(Qocho @ 14th August 2011 - 11:13 PM) *
შემოქმედამდე მიღწევა მხოლოდ კაბალით არის შესაძლებელი

QUOTE(Qocho @ 14th August 2011 - 11:13 PM) *
მიტომ სადაც მე კაბალას დავწერ ყოველთვის სულიერი სიბრძნე იგულისხმეთ და ყველაფერი დალაგდება

  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50513 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 14 2011, 10:25 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


Existence
QUOTE(Existence @ 14th August 2011 - 09:00 PM) *
იცი რამეეე ?..........

ეგ ამბავი დაწვრილებით აქ არის აღწერილი რა როგორ იყო და თუ დრო გაქვს გაეცანი.
http://old-ru.ru/03-50-1.html
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50505 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 14 2011, 08:06 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


td.........
ეგ თქვენი ირონია თქვენთვის შეინახეთ გამოგადგებათ დახვეწილი პროვოკატორის სტატუსის მისაღებად.smile.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50501 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 14 2011, 08:03 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


td.........
QUOTE(td......... @ 14th August 2011 - 05:25 AM) *
თქვენი ქალებისადმი სიყვარული ბოლო-ბოლო დაგღუპავთ, ლუდისა არ იყოს!:D:D

თუ დაღუპვისთვის ვარ განწირული, სჯობს სიყვარულმა დამღუპოსsmile.gif
QUOTE(td......... @ 14th August 2011 - 05:25 AM) *
ფაქტი ჯიუტია, რომ არა ქალი, კაცობრიობა გადაშენდებოდა

ასეა.
QUOTE(td......... @ 14th August 2011 - 05:25 AM) *
ეტყობა ცოლებთან ცუდი გამოცდილება გაქვთ

მოდი დასკვნებსა და დიაგნოზებს მოვეშვათ ჰო? შეგიძლიათ მეწვიოთ და თქვენც გაგიზიარებთ იმ გამოცდილებას და მერე შეაფასეთ.
QUOTE(td......... @ 14th August 2011 - 05:25 AM) *
ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ, კაცები მხოლოდ გარკვეულ სტერეოტიპების დანერგვით ხართ დაკავებული და ყოველ წამს, ყველა გამოვლინებით ცდილობთ ქალის გვერძზე გაწევას

კაცი რომ ქალის გვერდზე გაწევას ცდილობდეს დიდი ხნის წინ გასწევდა, ამის შესაძლებლობა აქვს კაცს.
QUOTE(td......... @ 14th August 2011 - 05:25 AM) *
ეს პოსტიც ამის დამადასტურებელია რაც თქვენ ზემოთ დაწერეთ.

მოკლედ მიზანმიმართულად ცდილობ რომ გამომიწვიო სხვა მონახე, მე ჩემი აზრი გითხარი უკვე და წამებულის გვირგვინი შეიძლება სხვამ მოგარგოს.
მე მიმაჩნია რომ ქალი და მამაკაცი თანაბარუფლებიანები არიან ყველა ასპექტში.
QUOTE(td......... @ 14th August 2011 - 05:25 AM) *
ბავშვობაში ბრჭყვიალა კანფეტების ქარალდებს არ აგროვებდით? ლოლიკი-ბოლიკის ნაკლეიკებს კიდე?

ალბათ კიი აღარ მახსოვს, თქვენ თუ გახსოვთ რეზინობანას და ჰოპ ზილინას თამაში?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50500 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 14 2011, 07:30 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


Qocho
QUOTE(Qocho @ 14th August 2011 - 06:47 PM) *
კაბალა რომ არ ყოფილიყო, ბუდა, ლაო ძი, მაჰარში და ა.შ. ვერაფერს იტყოდნენ ისეთს რაც ადამიანს ღმერთამდე მიიყვანდა. სულიერი სიბრძნის პირველწყაროდ არ შეიძლება დავასახელოთ ისინიც?

თქვენ როგორც ჩანს თავად ტერმინი კაბალა გაფიქრებთ ან გაღიზიანებთ ამიტომ სადაც მე კაბალას დავწერ ყოველთვის სულიერი სიბრძნე იგულისხმეთ და ყველაფერი დალაგდება, ბუდაც ლაო ძიც, კონფუციც და ასე შემდეგ სწორედ რომ სულიერი სიბრძნის მქონე პიროვნებები იყვნენ და რომ არა ეს სიბრძნე ვერავინ ვერაფერს ვერ მიაღწევდა, პირველწყარო კი სწორედ რომ სიბრძნეა.
ამიტომ კაბალა არ არის რელიგია, ვერ იტყვი სიბრძნეზე რელიგიააო.
QUOTE(Qocho @ 14th August 2011 - 06:47 PM) *
და კაბალის ჩამოყალიბებაში ადამიანმა არ მიიღო მონაწილეობა?

არანაირად, ეს ცოდნა ადამიანმა შემოქქმედისაგან მიიღო.
QUOTE(Qocho @ 14th August 2011 - 06:47 PM) *
კაბალაში ორგანიზებულ მოძღვრებას არ გულისხმობ?

არ არსებობს ორგანიზებული მოძღვრება, როგორც კი კაბალას ჩარჩოში მოაქცევ წარმოიშვება რელიგიური მიმდინარეობა, ამიტომ ჩვენ მას მიკერძოების გარეშე შევისწავლით ანუ სულიერს და ადამიანის წარმოსახვებს ერთმანეთში არ ვურევთ.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50497 · Replies: 416 · Views: 232,980

Gia Amilaxvari
Posted on: Aug 14 2011, 05:12 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524


Qocho
QUOTE(Qocho @ 14th August 2011 - 09:46 AM) *
და როგორ ფიქრობ, დაო დეძინს არ ასწავლის? ან ვედებს? მხოლოდ კაბალის გავლენაა?
კაბალის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით ბევრი არაფერი მსენოდა და რომ წავიკითხე შენი პოსტები დამაინტერესა, მაგრამ იმ მოსაზრებამ რომ ერთადერთი გზაა ჭეშმარიტებამდე, სხვა რელიგიური მოძღვრებების არასწორი ინტერპრეტატორები გამახსენა.

მეგობარო კაბალა არის სულიერი სიბრძნე ეს სულიერი სიბრძნე კი ვედებშიც არის წარმოდგენილი დაოიზმშიც და ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობაში, უბრალოდ მოხდა მარტივი რამ სულიერ სიბრძნეს ანუ კაბალას ადამიანმა ადამიანური წარმოსახვები მიაკერა და რელიგიაც წარმოიშვა.
კაბალა კი ანუ სულიერი სიბრძნე ყველა რელიგიაში დევს რაღაც დოზით აქ ადამიანმა მხოლოდ ერთი რამ უნდა ქნას, კაბალას ჩამოაშოროს მითოლოგია და რაც დარჩება ის განავითარებს მას.
როდესაც ვიძახი შემოქმედამდე მიღწევა მხოლოდ კაბალით არის შესაძლებელი აქ ვამბობ რომ შემოქმედამდე მიღწევა მხოლოდ სულიერი სიბრძნით არის შესაძლებელი და არა ადამიანის მიერ მოგონილი მითოლოგიით რომელთა კაბალასთან შერწყმამ შვა რელიგია.
QUOTE(Qocho @ 14th August 2011 - 09:46 AM) *
ანუ უბრალოდ კაბალისტი რომ მერქვას და ''ვისაჩკაო'' ვიღაც სხვა ჩემს საქმეს გააკეთებს და ღმერთთან მიმიყვანს? ამის ყველაზე ნაკლებად მწამს,

რატომ? ნუთუ იესომ სწორედ ეს არ ქნა? "კაცობრიობა საჩკაობდა" ერთი აკეთებდა ყველას საქმეს.

QUOTE(Qocho @ 14th August 2011 - 09:46 AM) *
დახმარება რომ შეიძლება ამის ძალიან მჯერა, მაგრამ სხვისი ხელში აყვანა და ღმერთან მიყვანა?

კიდევ გიმეორებთ შეკითხვას ნუთუ იესომ სწორედ ეს არ ქნა? ასეთი სულები არიან მაშიახები ანუ მესიები ანუ მხსნელები რომელთაც სხვა დანარჩენები აჰყავთ შემოქმედამდე.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #50492 · Replies: 416 · Views: 232,980

9 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 01:29 AM