Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ___ფორუმის წესები___

Posted by: Zet Feb 5 2010, 08:47 PM

გთხოვთ პოსტვის დაწყებამდე გაეცნოთ ფორუმის მარტივ წესებს:

იმისთვის რომ ფორუმმა შეინარჩუნოს ნორმალური სახე,
პირველ რიგში გთხოვთ მოერიდოთ ოფტოპიკებს..
ასევე, იქედან გამომდინარე რომ ფორუმი ეძღვნება სპეციფიურ თემას,
ის მომხმარებლები რომლებიც თავიდანვე ვერ გამოავლენენ თავიანთ ცოდნებს ან დაინტერესებას ამ სფეროს მიმართ,
ფორუმზე არ დაიშვებიან.

ასევე ფორუმზე იკრძალება:

1.1 ნებისმიერი სახის თემები, რომლებიც შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდნენ ვინმეზე ან რამეზე... ;
1.2 ნებისმიერი უხეში მიმართვა, ცინიზმი, დაცინვა, უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება... ;
1.3 წაქეზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისაკენ, ფაშიზმის, ნაციზმის, რასიზმის... ;
1.4 ნებისმიერი სახის რეკლამა
1.5 რელიგიურ ან სექტანტურ თემებზე კამათი, რეკლამირება, პროპაგანდა... ;
1.6 ნიკი ან ავატარი რომელიც შეიცავს რაიმეს, რაც ნეგატიურთან არის დაკავშირებული;
1.7 მაგიასთან დაკავშირებული თემები, განხილვა, სწავლება ან რეკლამირება.
1.8 იკრძალება მანტრების, ლოცვების და შელოცვების გავრცელება და რეკლამირება.
1.9 იკრძალება ფორუმის მომხმარებლების მხრიდან ერთმანეთისთვის ნამდვილი სახელებით მიმართვა. მიმართვა დაშვებულია მხოლოდ ნიკით.
2.0 იკრძალება რუსული პროპაგანდა ნებისმიერი სახით, ან რუსული პროპაგანდისტური წყაროების (სტატიების თუ ვიდეოების) მოშველიება ფოსტში.(NEW)

ერიდეთ:
- დიდი ტექსტების დაკოპირებას (დაკოპირებისას აუცილებლად მიუთითეთ ლინკი, ხოლო უცხო ენაზე დაკოპირებულ ტექსტს ქართულად მიუწერეთ მცირე ანოტაცია).
- ლათინური შრიფტის გამოყენებას.

არსებული ფორუმის წესების მიუხედავად ადმინისტრატორს და მოდერატორებს აქვთ უფლება გაუფრთხილებლად
- წაშალონ (თემა ან ფოსტი)
- დაადონ გაუფრთხილებლად ბანი მომხმარებელს (მისი პირველივე პოსტიდანაც კი)
- ასევე შეუძლიათ მისცენ გაფრთხილება, შეპასუხების ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მომხმარებელს ავტომატურად დაედება ბანი

საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას არსებული წესების შეცვლაზე.

...............................................



ფორუმის მომხმარებლის სტატუსი იცვლება პოსტების რაოდენობის მიხედვით,
გთხოვთ იხილოთ ცხრილი:

WHITE soul - 0 პოსტიდან
RED soul - 100 პოსტიდან
ORANGE soul - 300 პოსტიდან
YELLOW soul - 600 პოსტიდან
GREEN soul - 1000 პოსტიდან
BLUE soul - 1600 პოსტიდან
VIOLET soul - 2500 პოსტიდან
MASTER soul - 5000 პოსტიდან
MASTER of MASTERS soul - 10000 პოსტიდან

......................

ტექნიკური საკითხების გასარკვევათ გთხოვთ შეიხედოთ აქ:

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=921&view=findpost&p=25780

.......................
ვიმედოვნებ ეს ფორუმი თქვენთვის იქნება მაქსიმალურად შემეცნებითი და საინტერესო welcomeani.gif

Posted by: თაია Jul 7 2011, 12:08 PM

არ გეწყინოთ, რაა, - სულისთვის ფერების მინიჭების სასაცილო განაწილება გაქვთ!

ანუ თქვენ ჩასვით სპექტრი : თეთრი + წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, (ცისფერი,) ლურჯი და იისფერი... ??????

და ეს როგორი განაწილებაა?

თეთრი სული, რომელიც აქ ახალშემოსულ პირს ენიჭება, - სინამდვილეში სულის უმაღლეს იერარქიას უახლოვდება! და მერე საით უნდა განვითარდეს ეს თეთრი სული, , წითლისკენ? smile.gif)))

წითელი - აგრესიული სულია, რომელიც თითქმის ყველა სხვა სულის მიმართ - აგრესიითაა განმსჭვალული... მძიმე სულია!

ნარინჯისფერი, - საოცრად დაბალგანვითარებული სულია და ადვილშეღწევადია ყველა უარყოფითი ინფორმაციისთვის... ძალიან ადვილად ექვემდებარება სულის "დაბინძურებას"...

ყვითელი - ძალიან ძლიერი სულია(!) მაღალი სულიერი განვითარებით და კავშირით კოსმოსთან!

მწვანე სული - ძალიან ძლიერი სულია (!) ინტელექტუალი, ღრმა და ხარისხიანი ცოდნით!

ცისფერი, (რომელიც თქვენ სულ არ გაქვთ!) - ძალიან ძლიერი სულია(!) მაღალი სულიერი განვითარებით და კავშირით ცოცხალ პლანეტებთან!

ლურჯი სული, - საკმაოდ მძიმე და "ჯიუტი" სულია... დაბალი ინტელექტით...

იისფერი სული, - ფანატიკოსია ყველაფერში, ცოდნაშიც და არცოდნაშიც! ვერ გადაარწმუნებ!


თეთრზე მაღლა დგას მხოლოდ ვერცხლისფერი და ოქროსფერი სული!

მაპატიეთ, თუ არამკითხესავით შემოვიჭერი, მაგრამ... ცუდად მოხვდა თვალს!

Posted by: old_man Jul 7 2011, 12:34 PM

თაია

QUOTE(თაია @ 7th July 2011 - 12:08 PM) *
და ეს როგორი განაწილებაა?

სულის ფერების ეს განაწილება დავესესხეთ ჰიპნოტერაპევტს მაიკლ ნიუტონს, რომელსაც დაწერილი აქვს წიგნები: "სულის მოგზაურობა" და "სულის დანიშნულება". ამ წიგნებში აღწერს თავისი პაციენტების მიერ ჰიპნოზის ქვეშ გახსენებულ წინა ცხოვრებებს და იმ პერიოდებს როცა სიცოცხლეებს შორის იმყოფებიან. იქ კარგად ხედავენ სულის ენერგიის ფერს და ეს ფერები არის მათი სულიერი განვითარების შესაბამისი. თეთრიდან იისფერამდე..
ოღონდ იქ master და master of master souls არ არის. ეს ზეტის ფანტაზიაა ))

Posted by: თაია Jul 7 2011, 01:07 PM

ხო, არ ვიცი მაშინ...
მოკლედ, თქვენი საქმისა და თქვენი საიტისა - თქვენ იცით... smile.gif
მე კი - მხოლოდ წარმატება და შემდგომი განვითარება მისურვებია! smile.gif

Posted by: kate Jul 7 2011, 03:57 PM

თაია
შენ აურის ფერებს გულისხმობ, და ძირითადად გეთანხმები old man-ი კი სულის განვითარების ფერებს - დედამიწაზე ინკარნაციათა შორის, რადგან სული ჩვენს პლანზე ვერც გარდაცვალებისას შეიმეცნებს საკუთარ თავს ბოლომდე, ხოლო აურის ფერს მისი ნამდვილი წარმოშობა და განვითარება განსაზღვრავს, ამდენად აურის ფერი და ჩვენს პლანზე სულის განვითარების ფერები არ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა გავლენას მაინც ახდენს აურის ფერზე. და თუ შენ ჩვენთან სხვა სამყაროდან ინკარნაციის გარშე მოხვედი, ეს ფერები არ გეცოდინება.

Posted by: თაია Jul 7 2011, 04:25 PM

არ გეკამათები, ქეთი... smile.gif

ალბათ მასეა... smile.gif

Posted by: vano kazbegi Oct 30 2011, 02:09 PM

ZET-ს ვეთანხმები და ყველა აზრიანად არის გაფრთხილება.

Posted by: vano kazbegi Nov 9 2011, 12:29 PM

ხუმრობით ( ისე ხომ არ ჯობდა რომ, 7 ფორუმელით ხმით , დროებით , დაიბლოკოს ის ფორუმელი, რომელის არღვევ ზემოთა მოხსენიებული გაფრთხილებას ,რამოდენიმე დღით ? ) პირველ რიგში პრივატში უნდა მოუვიდეთ გაფრთხილება რომ, 7 ფორუმელი ხმით მოთხოვნაა რომ, არ დაარღვიოთ წესები და თუ გაგრძელდა დარღვევა დაიბლოკოს .
მგონი ამის გამაფრთხილებელი უფრო გამოასწორებს ფორუმით წესებ .

Posted by: Teddybear May 6 2014, 03:49 AM

ვერაფრით ვიპოვე როგორ უნდა გავიგო გამომეხმაურა თუ არა ვინმე რომელიმე თემაზე ანუ თუ ვინმემ ჩასვა ჩემი ნიკი პოსტში.
მადლობა

Posted by: Grey Admen Jun 10 2021, 05:42 PM

საინტერესოა, მაგიასთან დაკავშირებული თემები რატომ იკრძალება?

Posted by: jarmen Jun 12 2021, 12:08 AM

QUOTE(Grey Admen @ Jun 10 2021, 05:42 PM) *
საინტერესოა, მაგიასთან დაკავშირებული თემები რატომ იკრძალება?


იმიტომ რომ არ იციან რა არის მაგია და არც ის იციან, რომ თემების უმრავლეობა რაც ფორუმზეა მაგიასთან არის დაკავშირებული wink.gif

Posted by: td......... Jun 21 2021, 05:48 PM

ცხოვრება მაგიაა, ნებისმიერი ქმედება მაგიაა, ნებისმიერი რელიგია მაგიაა და თუ ეს გესმით, რატომ მოითხოვთ ასე ისტერიულად მაგიის თემას?! ეს ერთი, მეორეკი, ის რასაც აქ მაგიას ეძახიან, და რატომაც ითხოვენ არის ე.წ "პრაქტიკული მაგია", რომელიც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური მისწრაფებების შესასრულებლად უნდა ადამიანებს და ზუსტადაც არ ესმით ამით, როგორ იზიანებენ თავს. ფორუმის ადმინისტრაციას კი, არ სურს თავის პასუხიმგებლობა აიღოს ადამიანების დაზიანებაში.. smile.gif

Posted by: jarmen Jun 21 2021, 11:27 PM

td.....

თუ ადამიანს არ სურს პასუხისმგებლობა აიღოს სხვების დაზიანებაში, გეტყვით როგორ მოიქცეთ ან ფორუმი გააუქმეთ ან კიდევ დატოვეთ მხოლოდ ის ინფორმაცოა რომელმაც შეუძლებელია ვინმე ოდესმე დააზიანოს. ეს "პრაქტიკული მაგია" იქნებ აგვიხსნათ

Posted by: td......... Jun 22 2021, 04:04 PM

ციტატა(Jarmen @ 21st June 2021 - 11:27 PM) *

ჩემი მხრიდან გეტყვით, თუ არ მოგწონთ ეს ფორუმი და მისი წესები, შექმენით საკუთარი. მარტივია...)) აქ იქნება ის წესები, რომრლიც არის, ამაზე ბევრი დაიწერა , ითქვა და განხილვას არ ვაპირებ, მითუმეტეს კამათს.

Posted by: jarmen Jun 22 2021, 11:48 PM

ანუ აღიარებთ რომ ადამიანების დაცვა და მათ დაზიანებაზე პასუხისმგებლობის არიდების აფიშირება, უბრალოდ ფასადია ეგოისტური, გაუაზრებელი, დდაუსაბუთებელი და სუბიექტური წესების "გასაპრავებლად" მადლობა.

Posted by: td......... Jun 23 2021, 11:31 PM

jarmen
ეს შენი სუბიექტური აზრია. არაფრის ))

Posted by: jarmen Jun 25 2021, 01:17 AM

ხომ არ გეწყინათ?

Posted by: td......... Jun 25 2021, 04:31 PM

jarmen არანაირად ))

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)