IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V  « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> რეინკარნაცია
Mechanical Sheep
post Sep 29 2013, 10:56 PM
Post #201


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
კარგით დავუშვათ არსებობს ასეთი ადგილები "დროის გარეშე" რომელიც წარმოუდგენელია...
იქიდან გამომდინარე, რომ ,,სული'' მარადიულია, მას დრო არ ეხება. შორიდან უყურებს დროის სვლას. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოსმოსში ,,ბევრი დროა''. თუმცა, ის არ უხვევს იმ ,,კანონს'', რომელიც მას აქვს – კოსმოსი(წესრიგი). წესრიგი არარსებულია არეულობის გარეშე. ორივე ერთად მოქმედებს და ქმნის ერთ სრულყოფილს(მასში კიდე ბევრი რამ იღებს მონაწილეობას, რის ჩამოთვლასაც არ/ვერ დავიწყებ). ეს არ არის წარმოუდგენელი.

QUOTE
მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, არ შეგვიძლია და არც გვევალება ამის წარმოდგენა.


მართალია, წარმოდგენაში შეზღუდვა გვაქვს, მაგრამ რისი წარმოდგენაც შეგვიძლია იმის განხორციელებაც შეგვიძლია ,,რეალურად''(ეს ,,რეალურად'' დაახლოებით ამგვარი რამეა: ზემოქმედება ადამიანის ხასიათის შეცვლა ჩვენი ქმედებიდან გამომდინარე. იმ ადამიანის, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ის გვიცქერის საიდანღაც(მართალია არ არის კარგი შედარება, მაგრამ შესაძებელია პარალელის გავლება)).

ის თუ რა გვევალება, ჩვენზეა და ჩვენზე იყო დამოკიდებული. ეს ეხება კონკრეტულ სიტუაციას (შეგვიძლია თქვათ ხვალინდელი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი, წამი, რაც სულისთვის ერთ ცხოვრებად შეგვიძლია ჩავთვალოთ). ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენი მოვალეობა, მაგრამ დაახლოებით მაინც ყოველთვის ვხვდებით(ნუ, ცხოვრებაზე დაკვირვებული ადამიანი მაინც ხვდება), თუ ,,რა გვინდა იმ გარემოში, რომელშიც ვართ''. როცა მივხვდებით გაცნობიერებულად(ეს მოხდება მაშინ როცა ქვეცნობიერს სრულყოფილად დავუკავშირდებით, ანუ აფსოლუტურად გაქრება ცნობიერი და გახდება ერთი – არაცნობიერი) თუ რა გვინდა აქ, მაშინ ,,დავიფერფლებით'' ერთ წამში, წუთში, საათში – რაც უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული).

ტვინი – ეს ერთერთი იმათგანია ზუსტად, რომლის დანიშნულების ,,წარმოდგენაც'' ვერ გვიხერხდება.

QUOTE
ჩემი აზრით ის რისი წარმოდგენა და ახსნა არ შეიძლება სრულად, არ არსებობს...


კარგია როცა საკუთარი აზრი გაგაჩნია ადამიანს. 1. თუ დავუშვებთ, რომ რაც წარმოდგენაში გვაქვს რეალობაა, ამით ყველაფერი ახსნილი იქნება ამ დონეზე(წარმოდგენებს გააჩნია). ყველაფრის ახსნა შეიძლება, რაც კი ადამიანს ტვინსი ,,უმოძრავებს''.. ,,არარსებულიც'' კი უკვე ,,არსებულია''.
... ...

........ . . .
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Sep 29 2013, 10:56 PM
Post #202


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
სული როდესაც იღუპება და ტოვებს სხეულს ახსენდება ყველა განვლილი ცხოვრება?
სხეული მაშინ ამთავრებს თავის მისიას, როცა მასში მყოფი სული გადაწყვეტს(ეს გადაწყვეტა არ არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ,,ხოლმე'')

განვლილი ცხოვრება მაშინ გახსენდება როცა მზად ხარ და ამის საჭიროებაა.

QUOTE
შეიძლება თუ არა უცხო ცივილიზააციის წარმომადგენელის სული ადამიანის სახით დაიბადოს?


ბევრი წინააღმდეგობა არსებობს აქ მოხვედრისთვის(გააჩნია ვისთვის. უცხოპლანეტელი ზოგადია).

QUOTE
შეიძლება თუ არა გაგახსენდეს როგორი იყო შენი ცხოვრება სხვა პლანეტაზე?
რომ გითხრან, მომიყევი შენი გუშინდელი დღეო, როგორ გემახსოვრება? შეძლებ რო დეტალებში მოუყვე ყვეალაფერი? – ამისთვის უნიკალური და კარგად გავარჯიშებული გონებაა საჭირო(რაც სხვა რამეებსაც მოიცავს). ასევეა შესაძლებელი ,,წინა ცხოვრების'' გახსენება. ამისთვის ,,უნიკალური და კარგად გავარჯიშებული" სულია საჭირო.

QUOTE
რატომ უნდა ვასწორო წინა ცხოვრების შეცდომები ეხლა, აქ ამ დროს? მაშინ როდესაც სრულიად არ მახსოვს რა შეცდომები დავუშვი?


როგორც ასეთი, ამ ყველაფერს შენ წყვეტ, მაგრამ როცა გინდა დაიბადები ეგრე არ არის. ყველა ერთმანეთზე მაგიტომაც ვართ გადაბმული(რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებიც არსებობს, უამრავი). იქნებ, შენ გგონია რომ არ იცი? და იქნებ ეს მაგიტომ ხდება რომ არ კმარა შენი რწმენა? ანუ ძალა არ გაქვს გადაწიო ,,ფარდა''.

QUOTE
განვითარება რაში სჭირდება სულს?
ინტერესის გარეშე მაგ აზრს ვერ ჩასწვდები და პასუხსაც ვერ მიიღებ. გადახედე ფორუმს. დიახ დიახ... გა–და–ხე–დე.

QUOTE
პრიზი


პრიზია ზუსტად შენი ახლანდელი ცხოვრება. გაუფრთხილდი კარგად.

QUOTE
რა აზრი აქვს ამ გამოვდილების შეგროვებას, თუ ყველა ცხოვრებაში თავიდან იწყებ ამ გამოცდილების შეგროვებას?
ამ გამოცდილებების უკაცრავად. გამოცდილება.... გამო–ცდი–ლე–ბა.... ცდი ცდი ცდი... ლებს ლებს ლებს... ,, გამო... გამო, გეუბნები მე – შენ ! ''

QUOTE
არსება


''არის და იქნება''



გამოტოვებულები და ის ყველაფერი, რაც მე ახლა ზემოთ დავწერე, კარგად იცი. ყველაფერზე გაქვს პასუხი. ,,კარგია როცა იცი და არ ამჟღავნებ''.

მე ვლაპარაკობ ზოგადად. არანაირი დაკონკრეტებული და ფაქტობრივი მსჯელობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_12
post Sep 29 2013, 11:16 PM
Post #203


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 360
Joined: 24-August 13
From: ანას საოცრებათა სამყარო
Member No.: 7,168

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეინკარნაცია, კარმა და ეგ ყველაფერი მაგრად მომბეზრდა.... აი მაგრად smile.gif


--------------------
open your heart, I'm coming home..
Go to the top of the page
 
+Quote Post
harry
post Sep 30 2013, 03:24 AM
Post #204


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 27-November 10
From: T
Member No.: 6,314

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა

სხეული მაშინ ამთავრებს თავის მისიას, როცა მასში მყოფი სული გადაწყვეტს(ეს გადაწყვეტა არ არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ,,ხოლმე'')
ციტატა
როცა მივხვდებით გაცნობიერებულად(ეს მოხდება მაშინ როცა ქვეცნობიერს სრულყოფილად დავუკავშირდებით, ანუ აფსოლუტურად გაქრება ცნობიერი და გახდება ერთი – არაცნობიერი)


რას წარმოადგენს "მე" ამ შემთხვევაში? სული "ჩემგან" დამოუკიდებლად აზროვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს? როდესაც ვამბობთ "მე" იგულისხმე თუ არა მასში ჩემი სულიც? და საერთოდ სწორია თუ არა გამოთქმა "ჩემი სული" ?

გამოდის რომ ადამიანის, პიროვნებას ორ ნაწილად ვყოფთ. ცნობიერად და ქვეცნობიერად... აქედან სული სახლობს ქვეცნობიერში ხოლე "მე" ვარ ცნობიერი რომელსაც არ შეუძლია ზღვარი გაარღვიოს და შეიცნოს ქვეცნობიერი... მაშინ იბადება კითხვა ვარ თუ არა "მე" (ცნობიერი ნაწილი) ცოცხალი? არა ჩერმი ქვეცნობიერი ნაწილი, რომელშიც "ვიღაც" სული ცხოვრობს და როცა "გაუსწორდება" მაშინ მომიღებს ბოლოს და დატოვებს ჩემს სხეულს... არამედ "მე ცნობიერი" ვარ თუ არა ცოცხალი?...

ციტატა
იქიდან გამომდინარე, რომ ,,სული'' მარადიულია, მას დრო არ ეხება. შორიდან უყურებს დროის სვლას. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოსმოსში ,,ბევრი დროა''. თუმცა, ის არ უხვევს იმ ,,კანონს'', რომელიც მას აქვს – კოსმოსი(წესრიგი). წესრიგი არარსებულია არეულობის გარეშე. ორივე ერთად მოქმედებს და ქმნის ერთ სრულყოფილს(მასში კიდე ბევრი რამ იღებს მონაწილეობას, რის ჩამოთვლასაც არ/ვერ დავიწყებ). ეს არ არის წარმოუდგენელი.
და საიდან დაასკვენი რომ სული მარადიულია? მარადიული და უკვდავი არაფერი არ არსებობს სამყაროში... ყველაფერი დროზეა დამოკიდებული... თვითონ დროც კი არაა მარადიული, მასაც გააჩნია საწყისი წერტილი და აუცილებლად ექნება დასასრულიც...

ციტატა
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოსმოსში ,,ბევრი დროა''


ის რომ გრავიტაცია მოქმედებს დროის სვლაზე და ცვლის დროის მიმდინარეობას კოსმოსის სხვადასხვა ნაწილში არ ნიშნავს იმას რომ კოსმოსში "ბევრი დროა"... დრო ერთია უბრალოდ მის რაღაც ნაწილში შეიძლება მოხდეს მისი მიმდინარეობის შენელება ან აჩქარება... მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს უკვე ცალკე დამოუკიდებელი დროის ნაკადია... (მე არაფერს ვამტკიცებ უბრალოდ ეს ჩემი აზრია)

ციტატა
განვლილი ცხოვრება მაშინ გახსენდება როცა მზად ხარ და ამის საჭიროებაა.
რისთვის ხარ მზად? ო უკაცრავად... რისთვის უნდა იყოს სული მზად? ან რა საჭიროება უნდა იყოს ? და სერთოდ მოდით პირდაპირ ვიტყვი... რა ში სჭირდებათ სულებს მთელი ეს უსუსური, დადგმული სპექტაკლი დედამიწაზე, რომელსაც"სიცოცხლეს" ვეძახით?

ციტატა
პრიზია ზუსტად შენი ახლანდელი ცხოვრება. გაუფრთხილდი კარგად.


სულისათვის ყოველი ახალი ცხოვრება "პრიზია"? biggrin.gif იქნებ სპეციალურად უშვებენ შეცდომებს რომ შემდეგში გამოსასწორებლად თავიდან დაიბადონ და რაც შეიძლება მეტი "პრიზები" აგროვონ?

ისე მე სრულიად სხვა რაღაც ვიკითხე... ( ო არ გეგონოს რომ ამ სიტყვება არ მომხიბლეს "პრიზია ზუსტად შენი ახლანდელი ცხოვრება. გაუფრთხილდი კარგად." ნამდვილად ფეისბუქის სტატუსზე დასაწერი, ფილოსოფიური ანდაზასავით ჟღეს... )

რათქმაუნდა გავუფრთხილდები... მე შენგან განსხვავებით არ მჯერა რომ კიდევ დავიბადები ამ უსუსურ პლანეტაზე... და არ ვაპირებ ჩემი ( დიახ სრულიად ჩემი ) სიცოცხლე ფუჭად გავხარჯო... იმედით რომ "მე" (რომელიც სრლიად არ ვარ "მე" ) მარადიულია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
harry
post Sep 30 2013, 03:33 AM
Post #205


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 27-November 10
From: T
Member No.: 6,314

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
ინტერესის გარეშე მაგ აზრს ვერ ჩასწვდები და პასუხსაც ვერ მიიღებ. გადახედე ფორუმს.
კაი გადავხედავ...

ციტატა
დიახ დიახ... გა–და–ხე–დე.


გადავხედავ მეთქი.. გა-და-ვხე-დავ...

გ-ა-დ-ა-ვ-ხ-ე-დ-ა-ვ... ახლა გასაგებია? (კაი გავატარეთ)


ციტატა
ამ გამოცდილებების უკაცრავად. გამოცდილება.... გამო–ცდი–ლე–ბა.... ცდი ცდი ცდი... ლებს ლებს ლებს... ,, გამო... გამო, გეუბნები მე – შენ ! ''
ციტატა
გამო–ცდი–ლე–ბა.... ცდი ცდი ცდი... ლებს ლებს ლებს... ,, გამო... გამო, გეუბნები მე – შენ !


კაია... მომწონს...

სრულიად მართალი ხარ ამ შემთხევაში... (ალბათblink.gif)

ციტატა
იქნებ, შენ გგონია რომ არ იცი? და იქნებ ეს მაგიტომ ხდება რომ არ კმარა შენი რწმენა? ანუ ძალა არ გაქვს გადაწიო ,,ფარდა''.
შენ თუ ქაქვს გაწეული "ფარდა" ? (არ გეგონოს რომ ეს ის ბანალური შემთხვევაა როდესაც კითხვაზე პასუხი არ გაქვს და იგივე კითხვას უკან უტრიალებ... არა... მართლა მაინტერესებს... არის თუ არა ასეთი რამ შესაძლებელი... გაიხსენო შენი წინა ცხოვრება... თუნდაჩ სულ მცირე ნაწილი. და დარწმუნებული იყო რომ ეს სწორედ შენი წინა ცხოვრების მოგონებაა და არა სიზმარი ან ჰალუცინაცია... )

ციტატა
ბევრი წინააღმდეგობა არსებობს აქ მოხვედრისთვის(გააჩნია ვისთვის. უცხოპლანეტელი ზოგადია).


გააჩნია ვისთვის? უცხოპლანეტელი ზოგადია?

გინდა თქვა რომ შენ შეგიძლია ჩამომითვალო სხვა ცივილიზაციების რასები, სახელები, კულტურა და კოსმოსში მათი პლანეტის ადგილმდებარეობები? თუ ამას ჩემგან მოელი? მე პირადად არ მქონია შეხება უცხოპლანეტელებთან... biggrin.gif (ერთს კი ვიცნობ საეჭვოს... მაგრამ ვფიქრობ მიუხედავად გარეგნობისა მაინც დედამიწაზეა დაბადებული)
Go to the top of the page
 
+Quote Post
litasi
post Oct 2 2013, 08:18 PM
Post #206


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 10-March 10
From: in my soul
Member No.: 6,174

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



samkaro da ra tqma unda sicocxle crebrunvas da ciklurobas eqvemdebareba,sesabamisad reinkarnaciaze, rogorc sicocxlis crebrunvis formazd, seizleba seriozuli dafiqreba :-)
Go to the top of the page
 
+Quote Post
litasi
post Oct 2 2013, 08:21 PM
Post #207


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 10-March 10
From: in my soul
Member No.: 6,174

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



inglisuri fonti ar seimcniot, isedac zlivs semovagcie mobilit :-D
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_12
post Oct 3 2013, 11:10 AM
Post #208


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 360
Joined: 24-August 13
From: ანას საოცრებათა სამყარო
Member No.: 7,168

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეინკარნაციის ჯაჭვისგან უნდა განთავისუფლდე მერე, არსებობს არსებობს.. როდემდე. მე ვიცი რომ არც კარმა და არც რეინკარნაციაა არაა საჭირო,
იმ პლანეტაზე მინდა სადაც ეს ვისწავლე smile.gif


--------------------
open your heart, I'm coming home..
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V  « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:42 PM