Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ ჯანმრთელობა და ახლაგაზრდობა

Posted by: ##### Nov 22 2012, 07:25 PM

მოკლედ ვაპირებ დიდი ტექსტის დაწერას. არ მინდა დაკოპირებული.


ჩემი აზრით არის რა თქმა უნდა უამრავი მიზეზები რატომაც ჩვენ ვბერდებით.

მე რამოდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას


1) თუ დააკვირდებით ჩვენ ყველას გვიყვარს იმის ჭამა, და გვეჩვენება გემრიელი ის რაც ვნებს ორგანიზმს და აბერებს შესაბამისად.... მაგალითად შემწვარი ხორცი. შემწვარი კარტოფილი. არადა ნედლი საჭმლის ჭამით უფრო დიდხანს გავძლებთ და უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ ახალგაზრდობას.

აგერ ამის დასტური 70 წლის ამერიკელი , ნედლმჭამელი (raw eater) http://www.youtube.com/watch?v=anJVHcj_rmg

2) ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრტელობისთვის. ადამიანი რომელიც იძინებს ადრე 12 საათამდე და დგება დილით მსის ამოსვლისას, უფრო დიდხანს ცოცცხლობს და უფრო ლამაზია... ძილი აღადგენს სახის ახალგაზრდულ კონტურებს. თან მნიშვნელობა აქვს როგორ ხარისხიანად გძინავთ. რაც უფრო ღრმა ძილი და უწყვეტი ძილი გაქვთ, მით უკეთესი. მე მწამს რომ ასეთ ხარისხიან ძილს შეუძლია ადამინის გამოჯანმრტელება და გაახაზლდავება. თანამედროვე ცხოვრებაში ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორებია, რომელიც ხელს გვიშლის მივაღწიოთ ასეთ ხარისხიან ძილს. აი მაგალიტათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, თუნდაც ტელევიზია. ღამე გვეძინება და ეგენი ყველაზე მეტად გვიშლიან დაძინებაში. კიდევ მწარე, ცხიმიანი, ტკბილი და კოფეინი აღიზიანებს ჩვენს ნერვებს, რაც იწვევს როგორც სულ სტრესულ შეგრძნებას და მერე ღამეც გვიჭირს დაძინება. მინდა კიდევ ყურადღება გავამახვილო წყალის დალევაზე. სასურველია წყალი დიდი რაოდენობით უფრო დღის პირველ ნახევარში დავლიოთ, რადგან დატენიანებული ორგანიზმი ისევე გვაფხიზლებს როგორც ყავა და მერე გაგვიჭირდება ძილი. ......

პირად მაგალიტზე შემიძლია ვთქვა რომ ძილი ძალიან აახალგაზრდავებს ადამიანს. მე ვარ 29 წლის, მაგრამ სულ მეუბნებიან რომ გამოვიყურები 23 წლის გოგოვით. ეგ მაშინ როცა ღამეები ვერ ვახერხებ ხოლმე თავის დროზე დაძინებას და წყვეტილიო ძილი მაქვს. აი ერტი კვირა თუ დავიძინე კარგი ხარისხიანი ძილით, მაშინ 17 წლის ადამინას ვემსგავსები....

დღისითაც თუ კიდე წაითვლემთ, კიდე უკეტესი.

3) სითხის მიღება დიდი რაოდენობით. მინიმუმ-მაქსიმუმ 1,5 ...... მეცნიერბმა დაადგინეს რომ ადამაინი, რომელიც ყოველდღე მიირთმევს 2 ლიტრ წყალს, მას 12 წლით გვიან უჩნდება ნაოჭები. იმათთან შედარებით, ვინც იღემს სითხეს მცოირე რაოდენობით........ ამ უკანასკნელმა ძილძი ხელი რო არ შეგვიშალოს, ამისთვის ჯობია სითხე მიირთვათ უფრო დღის პირველ ნახევარში.

4) ხო კიდევ ახალი აღმოჩენა, არა ჩემს მიერ biggrin.gif , მკლედ ექიმები მივიდნენ ერთ მეტად საინტერესო დასკვნამდე. ის ადამიანი რომელიც ბევრს ვარჯიშობს, სახე უბერდება ნაადრევად. ტანით კი იქნება ახალგაზრდა......... ეს ინფორმაცია ყოუტუბიდან გავიგე. ვინმე ექიმი მერკოლა ამბობს ამაზე...... ასე რომ ჯობია ხალხო წონაში დავიკლოთ ჯანსაღი კვებით , ნედლად ჭამა ყველაფერს ჯობია ამ შემთხვევაში


ეს 4 რაღაცა არის ძირითადად სილამაზის და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. თუ მაინც მოვკვდით ადრე, მაშინ ლამაზები მაინც მოვკვდებით biggrin.gif . (ღმერთმა გვაოროს.)


არის კიდევ ვიზუალური მხარეებიც, რომლებიც გვეხმარება სხვის მოტყუებაში... მათი გატვალისწინებით ასაკი არ დაგვეტყობა აგრეთვე......

და ეგენი უფრო გოგოებს ეხება. მაშ ასე, ეგენია:

1) წარბის კორექცია............. რაც უფრო ეტად დავიწვრილებთ წარბებს მით უფრო ასაკიანი გამოვჩნდებით.. თან ცხვირიც დიდდება ვიზუალურად დაწვრილებულ წარბზე.......

2) მაკიაჟი რაც შეიძლება ბუნებრივთან მიახლოებული უნდა იყოს. რამდენი მინახავს ცნობილი ადამიანები, თითქოს დაბერდნენო. ზედმეტი მაკიაჟი იძლევა ასეთ ეფექტს. თმის შეღებვის მერე უფრო ასაკიანი ჩანს ადამიანი. ნუ ამ შემთხვევაში ხარისხს გააჩნია.

3) ეს მესამე კიდე ორივეს ბიჭებსაც და გოგონებსაც ეხება........ წონა.......... წონაში მომატებული ადამიანი უფრო ასაკოვანი ჩანს........

იმედია მოგეწონათ ჩემი პოსტი..

კიდევ გავიმეტებ ინფომაციებს თვენი ხათრით gul.gif

Posted by: td......... Nov 22 2012, 10:13 PM

კაი რჩევებია, მარა მე ასაკი სულაც არ მაწუხებს და არც ცხოვრების ხელოვნურად გახანგრძლევებას ვაპირებ, ის კია მრტალი, რომ ადამიანი თავის არასწორი დამოკიდებულებით ცხოვრების მიმართ თვიტონიქმნის პრობლემებს!

Posted by: Qocho Nov 22 2012, 10:49 PM

ციტატა
კაი რჩევებია, მარა მე ასაკი სულაც არ მაწუხებს და არც ცხოვრების ხელოვნურად გახანგრძლევებას ვაპირებ, ის კია მრტალი, რომ ადამიანი თავის არასწორი დამოკიდებულებით ცხოვრების მიმართ თვიტონიქმნის პრობლემებს!


yes.gif

Posted by: ##### Nov 22 2012, 10:58 PM

td.........
Qocho
ხო მაგრამ სანამ ადამინები ვარ, გვქვია უნდა მივხედოთ უნდა მგონი ჩვენს მატერიულ მგომარეობასაც....... ადამიანები ვართ

ადამიანები ვერ მიქნები სულის ამარა. მე მომწონს ადამიანდ ყოფნა. ადამიანი ანუ სული და სხეული ერთად

Posted by: Lashapoli Nov 22 2012, 11:15 PM

ერთადერთი მიზეზი, თუ რატო ბერდება ადამიანი (გვიან თU ადრე არ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად რატომაც ბერდება) არის მისი გენეტიკური კოდი (მემგონი მეტნაკლებად ყველამ ვიცით რა არის) ანუ ადამიანში, როგორც ესევთქვათ, კომპიუტერში ჩადებული პროგრამა დაბერების და ამ პროგრამის გარეშე შეიძლება არ დაბერდეს. თვქნ წარმოიდგინეთ და ეგ პროგრამები განსაზღვრავს, ადამიანის ყველაფერს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (ყოველშემთხვევაში ყველაფერს რაც მის სხეულს შეეხება), ხოდა თუ ძაან არ გინდათ დაბერება და დაჟე არც სიკვდილი, როგორმე მიწვდინეთ ხმა იმ პროგრამისტს ვინც ეს გააკეთა და იქნებაკეთილი ინებოს და.. ნუ მიხვდებით რაც smile.gif))

Posted by: ##### Nov 22 2012, 11:47 PM

Lashapoli
და ეგ პროგრამისტი განა დაგვიჯერებსsad.gif ....


ერთი ფაქტი კიდევ დავაფიქსირე ახლა ვფიქრობდი ამ თემაზე და......

ესიგი რო ვაკვირდები ჩვენი წინაპრები, მშობლები, ბებიები ჩვენზე უკეტ გამოიყურებოდნენ. კანი უკეთ მდგომარეობაში ქონდათ. კალები უფრო სექსუალურები იყვნენ. კაცები უფრო მაღლები და მხარბეჭიანები. ნუ ეს ჩემიანების სურთების დათვალიერებამ მაფიქრებინა და თუნდაც ძველმა ფილმებმა.... ახლანდელი თაობა კიდე უფრო ჩიები ვართ, ვიდრე ჩვენი წინაპრები....

ჩემი აზრი ამ ფაქტან დაკავშირებით ასეთია. წინათ ძველი თაობა ეწოდა კიდეც და სვამდა კიდეც. სამაგიეროდ კარგად ეძინათ. არ ქონდათ კომპიუტერი და ტელეფონები და მშვიდი ქონდათ ნერვები. ჭამდნენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. ყლაპავდნენ სუფთა ჰაერს. ელემენტარული მაშინდელი გამოშვებული უფრო ხარისხიანი იყო და ნატურალური მატერიალისგან დამზადებული. ახლა კიდე პროდუქციის სიმრავლე, მაგრამ ხარისხი არაა იმდენად კარგი წინანდელთან შედარებით.

ანუ რა ხდება ხალხო ტექნიკით წინ მივდივართ. ჯანმრთელობის მხრივ კი უკან უკან???? ვაიიიიი


ეს ექიმები კიდე არაფერი რო არ გჭირდეს მაინც თუ ერთხელ ჩაგიგდეს ხელში 1 კილო წამლებს გამოგვიწერენ და გვწამლავენ

Posted by: natuka Nov 23 2012, 12:25 AM

#####
ახლა ძალიან ლამაზი თაობააა

Posted by: td......... Nov 23 2012, 11:37 AM

მეც ვთვლი, რომ ახლანდელი თაობა ბევრად უფრო ლამაზია და პრადვინუტიც! როგორც ყველა მომდევნო თაობა იყო ხოლმე, რაც შეეხება კანის მდგომარეობას და ასე შემდეგ, ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ აზრზე- ეხლა ქალების პირველი საზრუნავი ცელულიტია, ეპილაცია და მსგავსი თვითგვემის მეთოდები, ჩვენი ბებია-ბაბუების და მათ წინაპრების თაობებში ეს არ იყო საგანგაშო პრობლემა, სილამაზე სხვაგვარად ფასდებოდა.. ხალხი უფრო ბუბერივი იყო, არ იყენებდა ამდენ მოსავლელ საშუალებებს, ეს ყველაფერი კი(ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო ძვირადღირებულია, მით უფრო ავნებს ადამიანს გარკვეული მიზეზების გამო, ამაზე სხვა თემაში თუ გინდათ) ადამიანის ბუნებრივ სილამაზეზე და მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. სად იყო ადრე, რომ 20-25 წლის გოგოები პლასტიკურ ქირურგებს უვარდებოდნენ ხელებში, გაგვალამაზეო? ამდენი სოლარიუმები და ასე შემდეგ.. მოკლედ ჩვენთვითონ ვუწყობთ ხელს ჩვენს დაბერებას და დამახინჯებას.

Posted by: მზეონა Nov 23 2012, 11:55 AM

რატომღაც ეს პოსტი გამახსენდა, ი სმეშნო, ი გრეშნო :პ

Скоро нас ждет поколение курящих бабушек, не умеющих печь пирожки, да ещё с татуировками на заднице...

Posted by: td......... Nov 23 2012, 12:16 PM

ლოლ! :მზეომზეო:

Posted by: Ever Nov 25 2012, 02:10 PM

Lashapoli
მაგაზე BBC-ის ფილმია და მოგიძებნი, თუ მივაგენი
მაგ გენზე მუშაობდნენ და შეაწყვეტინეს კვლევები. რადგან თუ გენის "ამოჭრა" შესაძლებელი გახდება, აღარავინ დაბერდება და მოკვდება თავისი სიკვდილით. პოპულაცია კი ისედაც იზრდება. მაშინ შობადობა უნდა შეწყდეს და პრობლემები იყო მოკლედ. ვიღაცეები იყიდდნენ "ახალგაზრდობას" და აშ. მოკლედ ვნახავ მაგ ფილმს

რაც შეეხება ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას ვეთანხმები თემის ავტორს
ხორცი აბერებს, უძილობაც საშინელებაა
დღე-ღამეში მინიმუმ 7 საათი უნდა გეძინოს.
სიგარეტი, ალკოჰოლი ესენიც საშინელებებია

წარბების ფორმაზე აბა რა გითხრა biggrin.gif საკმაოდ წვრილი მაქვს და ბებერს მგონი ჯერ არ ვგავარ. არადა ახალგაზრდაც აღარ მეთქმის beard.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: earth Nov 25 2012, 02:49 PM

მგონი წარბებზე მართალია, ადრე მსხვილი წარბები მქონდა, ახლა რაც ასაკში შევდივარ სასწაულად დამიწვრილდაsmile.gif

Posted by: ##### Nov 25 2012, 02:56 PM

Lashapoli
Ever
ერთი რაღაც გამახსენდა. მაქვს ასეთი წიგნი "ადამიანის ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცვოცხლის საიდუმლოებანი" ქვია. ავტორი მელენტი ყურაშვილი

ამ წიგნის ბოლოს ასეთი რაღაცა წერია.... მოკლედ ტექსტს გადავბეჭდავ, სწორად რომ მიიღოთ ინფორმაცია



"ა.ალბერტინი გვაწოდებს კიდევ ერთ სენსაციურ ინფორმაციას - მოსკოველი მკლევარები ერთ ხანს ხერხემლის ოსტეოქონდროზისა და მის სხვა დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე მუშაოდდნენ. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ დაავადები დროს "მახინჯდება" ენერგეტიკული სისტემა. მეცნიერები ცდილობდნენ იგი შეესწორებინათ" ელექტრონული სიგნალების საშუალებით და, მოულოდნელად, ერთმა 50 წელს გადაცილებულმა ქალმა გაახალზრდავება დაიწყო და თან ძლიერ სწრაფად. რომ გაგზავნილი ელექტროონული სიგნალების სიხშირემ რომელიღაც გენის ან დნმ-ს ნაწილის სიხშირის რაღაც რეზონანსი გამოიწვია, შედეგად კი გაახალგაზრდავების პროგრამა ჩაირთო. ამ ქალის აღტაცებას სასოწარკვეტამ შეცვალა, როცა იგი საკუთარ ქალიშვილზე უფრო ახალგაზრდას დაემსგავსა. უკან სვლა კი ისევ გრძელდებოდა"

მერე არ ვიცი ამ ქალი ბედი...


აი სურათიც იმ ქალის .....

Posted by: ##### Nov 25 2012, 03:06 PM

Ever

QUOTE
წარბების ფორმაზე აბა რა გითხრა საკმაოდ წვრილი მაქვს და ბებერს მგონი ჯერ არ ვგავარ. არადა ახალგაზრდაც აღარ მეთქმის


რავიცი მე მასე ვარ დაკვირვებული . შენ ეტყობა ძაან ახალგაზრდა ხარ smile.gif

Posted by: Ever Nov 25 2012, 07:22 PM

#####
ძალიან არა smile.gif


ისე, ისეთები ვართ და როგორც საკუთარ თავს აღვიქვამთ. ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ფიქრები ჩვენსავე გარეგნობაზე.
არ დაკვირვებულხართ?

Posted by: ##### Nov 26 2012, 12:48 AM

http://gnozis.info/?q=node/22201
ამას მოუსმინეტ ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით...........

Posted by: chemikerin Dec 14 2012, 05:26 PM

არ ვიცოდი სად დამესვა ეს კითხვა... ამიტომ აქ ვიკითხავ...
მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს რა იწვევს? ძალიან ბევრს აწუხებს (მეც მათ შორის) და რამე ეზოთერული ახსნა აქვს???
კიდევ ერთი საინტერესო დეტალია... მქონდა სხვებთანაც მხედველობაზე საუბარი და აღმოჩნდა რომ უმეტესობა (ვისაც ველაპარაკე) მარჯვენა თვალით უფრო ცუდად ხედავს ვიდრე მარცხენათი (მეც მათ შორის)... როგორც იცით, ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მართავს სხეულის მარჯვენა მხარეს (და პირიქით) და რამე კავშირში შეიძლება იყოს ეს??? რამე ვერსიები გაქვთ? ეზოთერული ახსნა იქნებოდა ძალიან საინტერესო...

Posted by: td......... Dec 14 2012, 11:31 PM

chemikerin
მე არაეზოტერულ ახსნას დავდებ, პირველ ეტაპზე ეს გაითვალისწინე. ჩვენი ცოვრების სტილის და რიტმიდან გამომდინარე ძალიან იმატა თვალის გადაღლის სინდრომმა. თვალის ნერვის სპაზმის გამო იკლებს მხედველობის ხარისხი. საჭიროა თვალის დასვენება და ეზოთერიულად გადასარევია რელაქსაცის ჩატარება, მოდნება.. არაეზოტერიულად კი ოფთალგელი და ვამელანის მიღება 1 თვე. smile.gif

Posted by: teepurple Dec 14 2012, 11:51 PM

მარტო ჯანმრთელობაზე მაქვს კითხვა. საკუთარი თავი როგორ განვკურნო. აი პატარა მიმართულება მინდა და მერე ჩემით მივხედავ.

Posted by: ##### Dec 15 2012, 12:02 AM

teepurple
ფილმი როა სეკრეტი. მაგას უყურე ისიც დაგეხმარება რაღაცეებში გაგარკვევს. მე მოკლედ დაგიწერ, რომ დადებით აზროვნებას მაგარი გავლენის მოხდენა შეუძლია ასევე ჯანმრთელობაზე. არ უნდა იფიქრო შენს დაავადებაზე. თორე რაც უფრო მეტად გაამახვილემ მასძე ყურადღებას, მით უფრო მიიზიდავ ისევ იმ სიტუაციას, რომელშიც ახლა ხარ (ავადმყოფობის მხრივ). ლოცვასავით თქვი ასჯერ მანც "მე კარგად ვარ, მე არაფერი მჭირს ცუდი, ვარ სიცოცხლიტ სავსე და , ჩემი ორგანიზმი სუფთაა ნეგატიური ენერგიისგან". ასეთ ტექს ხშირად რო გაუმეორებ შენს ტავს, მერე შენ იჯერებ ამას ქვეცნობიერის დონეზე, ქვეცნობიერიკი ძლიერი ძალაა, ის მერე იწყებს თავის სამუშაოს, მიიზიდავს დადებით ენერგიას და აი შენდაუნებურად განიკურნები. უფრო მატერიალურად რომ ვთქვა ასეთი თვით ჩაგონების მერე გამოჩნდება შენიი დაავადების კარგი სპეციალისტი, შეიძლება სულ ისეთი სიტუაციები შეგექმნას რომ მოგიწიოს ხშირად სიცილი , ხარხარიც თუ გინდა და როგორც ცნობილია სიცილი , ხარხარი ადამიანს კურნავს. ან შეიძლება ორგანიზმა თვითონნ განკურნოს საკუტარი დაავადება. ასეთი შანსები შეგექმნება.

მოკლედ სეკრეტის ყურებას გირჩევ. ლოცვასაც ძლიერი ძალა აქვს. მაგრამ შენ თუ რაღაც ნეგატივებისგან თუ ხარ ასეთ მდგომარეობაში, მაშინ ლოცვაც არ მოგინდება. უნდა სცადო და გადალახო ეს მომენტი. და სცადე დიდხანს ილოცო კონკრეტულად ჯანმრთელობაზე და რწმენით რომ ილოცებ შედეგიც გექნება. საერთოდ რწმენას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა..


იმედია გამოგადგება ჩემი რცევები

Posted by: teepurple Dec 15 2012, 12:06 AM

QUOTE(##### @ Dec 15 2012, 12:02 AM) *
teepurple
ფილმი როა სეკრეტი. მაგას უყურე ისიც დაგეხმარება რაღაცეებში გაგარკვევს. მე მოკლედ დაგიწერ, რომ დადებით აზროვნებას მაგარი გავლენის მოხდენა შეუძლია ასევე ჯანმრთელობაზე. არ უნდა იფიქრო შენს დაავადებაზე. თორე რაც უფრო მეტად გაამახვილემ მასძე ყურადღებას, მით უფრო მიიზიდავ ისევ იმ სიტუაციას, რომელშიც ახლა ხარ (ავადმყოფობის მხრივ). ლოცვასავით თქვი ასჯერ მანც "მე კარგად ვარ, მე არაფერი მჭირს ცუდი, ვარ სიცოცხლიტ სავსე და , ჩემი ორგანიზმი სუფთაა ნეგატიური ენერგიისგან". ასეთ ტექს ხშირად რო გაუმეორებ შენს ტავს, მერე შენ იჯერებ ამას ქვეცნობიერის დონეზე, ქვეცნობიერიკი ძლიერი ძალაა, ის მერე იწყებს თავის სამუშაოს, მიიზიდავს დადებით ენერგიას და აი შენდაუნებურად განიკურნები. უფრო მატერიალურად რომ ვთქვა ასეთი თვით ჩაგონების მერე გამოჩნდება შენიი დაავადების კარგი სპეციალისტი, შეიძლება სულ ისეთი სიტუაციები შეგექმნას რომ მოგიწიოს ხშირად სიცილი , ხარხარიც თუ გინდა და როგორც ცნობილია სიცილი , ხარხარი ადამიანს კურნავს. ან შეიძლება ორგანიზმა თვითონნ განკურნოს საკუტარი დაავადება. ასეთი შანსები შეგექმნება.

მოკლედ სეკრეტის ყურებას გირჩევ. ლოცვასაც ძლიერი ძალა აქვს. მაგრამ შენ თუ რაღაც ნეგატივებისგან თუ ხარ ასეთ მდგომარეობაში, მაშინ ლოცვაც არ მოგინდება. უნდა სცადო და გადალახო ეს მომენტი. და სცადე დიდხანს ილოცო კონკრეტულად ჯანმრთელობაზე და რწმენით რომ ილოცებ შედეგიც გექნება. საერთოდ რწმენას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა..
იმედია გამოგადგება ჩემი რცევები

ჰო ლოცვა არ მინდა, მაგრამ თითქოს ნეგატივებითაც არ ვარ ძაან სავსე. ზემოთ რაც თქვი ყველაფერი გააზრებული მაქვს, აი იცი რა მიანტერესებს, უკვე რომ არსებობს რაღაც დაავადება ის როგორ შეიძლება რომ გააქრო, ანუ თვითდაჯერება მთავარია მაგრამ როგორ მივაღჭიო მაგას? მარტო თქმა არ შველის :///
მადლობა გამოხმაურებისთვის : ))

Posted by: teepurple Dec 15 2012, 12:10 AM

ანუ თვითშთაგონებას ვერ მივხვდი კარგად.

Posted by: ##### Dec 15 2012, 12:26 AM

teepurple
ქვეცნობიერი დაარწმუნე რომ კარგად ხარ. ქვეცნობიერის დარწმუნება შეიძლება რაღაც ფრაზის ხშირი განმეორებით, მაგ: მე ჯანმრთელი გული მაქვს, მე არ ამიჩქარდებ აგული რო ვირბენ და ა.შ. ეს ბევრჯერ უნდა თქვა და გააზრებულად. ისე კი არა რო გაიმეორებ ავტომატურად. ყოველი სიტყვა უნდა თქვა შეგნებულად. ან გულში თქვი არაა აუცილებელი ხმამაღმა თქვა............. არსებობს კიდევ სხვა ხერხი ესა . ქვეცნობიერის დარწმუნება შეიძლება გააზრებული სიზმრებით ან ასტრალში გასვლით (თუმცა მე მგონია რომ ეს ერთი და იგივე, და მიხეილ რადუგაც ამ აზრზეა) ანუ გააზრებულ სიზმარში შენ შეგიძლია დაუძახო ძალიან ძლიერ ექიმს, ან მფარველ ანგელოზს. და სთხოვო მოგცეს წამალი ამა და ამ დაავადების სამკურნალო. იმ წამალს რომ დალევ გაცნობიერებულ სიზმარში, გამოგვიძებულს უკვე მოქმედებს ის წამალი... ამ უკანასკნელზე ასტრალში გასულები ამბობენ ყოუტუბში. სამწუხაროდ კონკრეტულად რომელი ვიდეოა არ მახსოვ. ერთი ვიცი რომ მხეილ რადუგა და ვალერია ლუკიანოვა (ამატუე) ამახვილებენ ამაზე ყურადღებას. როცა ვიპოვი აუცილებლად დავდებ ლინკს.


ჩემი აზრი ქვეცნობიერი, იგივე არაცნობიერი , ნუ ეს სახელები იმიტომ ქვია ეტყობა ეს არის ის რასაც ადამინის გონება ვერ აღიქვამს ჩვეულებრივ მდგომარეობაში. მაგრამ ასტრალში გასვლებით და გაცნობიერებული სიზმრებით შესაძლებელია დაუკავშირდეს შენი ცნობიერი ქვეცნობიერს. საერთოდ ქავეცნობიერი მართავს ჩვენ შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას, აი მაგალიტად ჩვენ ხო არ ვმართავთ ცნობიერად გულის მუშაობას და რითმას. სისხლის მიმოქცევას. ვერ ავუკრძავავთ ცნობიერად ნაწლავებს მუშაობის შეწყვეტას. ამას ყველაფერ წყვეტს ქვეცნობიერი. ქვეცნობიერი (ჩემი აზრით ეს სულია) პასუხისმგებელია ჩვენს ჯანმრთელობაზე. რამე რო შეეშალოს ქვეცნბიერს ორგანოები არასწორად იწყებენ მუშაობას და ჩნდება დაავადებებიუ. ჩემი აზრით ჯადოც ასე მოქმედებს ადამიანზე. აი მაგალიტად ვიღაცამ მოახდინა შენს ქვეცნობიერზე (სულზე) ცუდი გავლენა და მაშინ ქვეცნობიერი მუშაობას იწყებას არასწორად და ისევ და ისევ ჩნდება დაავადებები. ქვეცნობიერის მოშლა შეიძლება აისახოს ფსიქოლოგიაზე. ფსიქოლოგიაც ხომ მატერიალურია ანუ ადამინის ჯანმრთელი ფსიქიკა, პიურაპირ პროპორციული ჯანმრთელი ნერვების. მაგრამ ქვეცნობიერზე ცუდ გავლენას ახდენს აგრეთვე არასწორი ცხოვრება. არაჯანსაღი ცხოვრება...... ხშირად ჩვენი დაავადებები ჩვენი ბრალია. მაგრამ ქვეცნობიერის დაჯერებით, დარწმუნებით შესაძლებელია პრობლემის გამოსწორება.....

Posted by: teepurple Dec 15 2012, 12:32 AM

ძალიან დიდი მადლობა. ბევრი რამ გამომადგება : )))

Posted by: ##### Dec 15 2012, 12:32 AM

ჯანმრთელ სულს აქვს ჯანმრთელი სხეული....... ჯანმრთელი სულია ჩემი აზრით იგივე ქვეცნობირი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანოების სწორ ფუნქციონიაზე

Posted by: ##### Dec 15 2012, 12:34 AM

teepurple
არაფრის beerchug.gif

Posted by: Ever Dec 15 2012, 01:41 AM

QUOTE
მე არაფერი მჭირს ცუდი, ვარ სიცოცხლიტ სავსე და , ჩემი ორგანიზმი სუფთაა ნეგატიური ენერგიისგა

ნწ. არასწორია
ცუდ რაღაცას ასწავლი და უარესი შეიძლება მოუტანოს

"არაფერი მჭირს ცუდი" - უკვე ნეგატიურია. უნდა იყოს "ყველაფერი კარგად მაქვს"
"ჩემი ორგანიზმი სუფთაა ნეგატიური ენერგიისაგან" - ამას ჯობია თქვა "ჩემი ორგანიზმი სავსეა პოზიტიური ენერგიით"

სურვილების სწორად ჩაფიქრებაა საჭირო smile.gif

Posted by: ##### Dec 15 2012, 01:45 AM

Ever
es magalitad moviyvane, magram mainc martali xar.

Posted by: earth Dec 15 2012, 09:00 AM

ვეთანხმები ევერს, მნიშვნელოვანია ყველა სიტყვა რომელსაც ვხმარობთ გამოჯანმრთელობისათვის იყოს პოზიტიური.
არ არის სწორი ცუდად არ ვარ, სწორი ფორმაა კარგად ვარ.
teepurple ეჭვის თვალით ნუ მოეკიდები ეს უდიდესი ენერგიის მომცემი იქნება შენთვის, მე კარგად გავხდი და კარგად ვარ, გამოცდილია 100 %-ით.

Posted by: chemikerin Dec 15 2012, 02:14 PM

QUOTE(chemikerin @ Dec 14 2012, 05:26 PM) *
არ ვიცოდი სად დამესვა ეს კითხვა... ამიტომ აქ ვიკითხავ...
მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს რა იწვევს? ძალიან ბევრს აწუხებს (მეც მათ შორის) და რამე ეზოთერული ახსნა აქვს???
კიდევ ერთი საინტერესო დეტალია... მქონდა სხვებთანაც მხედველობაზე საუბარი და აღმოჩნდა რომ უმეტესობა (ვისაც ველაპარაკე) მარჯვენა თვალით უფრო ცუდად ხედავს ვიდრე მარცხენათი (მეც მათ შორის)... როგორც იცით, ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მართავს სხეულის მარჯვენა მხარეს (და პირიქით) და რამე კავშირში შეიძლება იყოს ეს??? რამე ვერსიები გაქვთ? ეზოთერული ახსნა იქნებოდა ძალიან საინტერესო...

მადლობთ td........

Posted by: ##### Dec 16 2012, 12:35 AM

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=23497&LQ

Posted by: ##### Dec 17 2012, 12:51 AM

http://www.youtube.com/watch?v=NoWKwkBsATQ

Posted by: ##### Dec 21 2012, 09:09 PM

ქვეცნობიერის შთაგონება http://www.youtube.com/watch?v=p1sFg6DqPms

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)