Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ ნათელმხილველობა

Posted by: gio.geoo Jan 7 2011, 09:52 AM

ესეიგი მე ამ პოსტში გაგაცნობთ ნათელმხილველობის ერთ-ერთ სავარჯიშოს...

ჩვენი თვალები, კონკრეტულად თვალის გუგების უკანა მხარე წარმოადგენს ჩვენს საკუთარ ფსიქოლოგიურ მონიტორს, სადაც შეგვიძლია ვიხილოთ რაც მოგვესურვება ეს შეიძლება იყოს მოგონებები წარსულიდან და ასე შემდეგ..

ამისთვის დაგვჭირდება სხეულის უმოძრაობის მდგომარეობა... ეხლა აგიხსნით როგორ ვაკონტროლოთ სხეულის მუსკულატურა. ამისთვის საჭიროა მოვდუნდეთ და არ ვიმოძრაოთ ისე ვაკონტროლოთ ჩვენი სხეული ყოველგვარი დატვირთვის გაერშე თავიდან გაგიჭირდებათ ასე რომ დაიწყეთ 5 წუთიდან და თქვენ თითონ მოუმატეთ დროს დროთა განმავლობაში

ეხლა აგხისნით სავარჯიშოს smile.gif

1. სავარჯიშოს შევასრულებთ ძილის წინ უფრო ეფექტურია smile.gif
2. დავჯდებით ან დავწყებით და მოვალთ უმოძრაობის მდგომარეობაში მხოლოდ სუნთქვა იყოს სხეულის ერთადერთი მოძრაობა..
3. მოვდუნდებით და დავხუჭავთ თვალებს.
4. ყურადღებით დავაკვირდებით თვალის გუგის უკანა მხარეს.
5. ისე ვუყურებთ თითქოს კინოში ვიყოთ smile.gif ცოტახანში დაიწყებს სხვადასხვა ფორმების წარმოქმნას სალუტები დავარქვათ თუ გინდათ biggrin.gif
6. დავაკვირდებით ნებისმიერ ფორმას ყურადღებით... სადღაც 15 წუთში თუ არ ჩაგეძინათ იქნება კონკრეთული ფორმები... თუ ყოველ დღე გააგრძელებთ ამ სავარჯიშოს ნელ ნელა დაინახავთ სურათებს ისე თითქოს გახელილი თვალებით უყურებდეთ... როდესაც კარგად განავითარებთ თქვენ ქვეცნობიერებას დაუსვამთ კითხვას რაიმეს შესახებ და მიიღებთ სურათებს.. ეს იქნება მომავალზე პირადული და ა.შ

იმედია გასაგებად დავწერე.. smile.gif smile.gif წარმატებებს გისურვებთ

ისევ და ისევ წარმატება თქვენს მიზანსა და მონდომებაშია smile.gif




Posted by: MamuuK Jan 7 2011, 01:15 PM

აუ შენ ესეც შეგიძლია? biggrin.gif

QUOTE
ეხლა აგიხსნით როგორ ვაკონტროლოთ სხეულის მუსკულატურა. ამისთვის საჭიროა მოვდუნდეთ და არ ვიმოძრაოთ ისე ვაკონტროლოთ ჩვენი სხეული ყოველგვარი დატვირთვის გაერშე თავიდან გაგიჭირდებათ ასე რომ დაიწყეთ 5 წუთიდან და თქვენ თითონ მოუმატეთ დროს დროთა განმავლობაში

მოდუნებას რაც შეეხება 1-ს დავამატებდი თუშეიძლება :
უმჯობესია დაწვეთ (ან არ იყოთ ძალიან მოხრილი) მოდუნება დაიყწეთ ყოველთვის ფეხებიდან და ნელ ნელა აყევით ზემოთ, როცა თავამდე ახვალთ სხეული უკვე მთლიანად მოდუნებული იქნება (დამთავრების შემდეგ ეგრევე არ წამოხტეთ, ნელა წამოჯექით) ........

Posted by: balian Jan 7 2011, 01:21 PM

და მაინც ვერ ვხვდები რისთვისაა საჭირო ნათელმხილველობა, რა საჭიროა მომავალში ხელების ფათური, აწმყოში ყველაფერი რიგზე გვაქვს? smile.gif ხოლო წარსულში ხეტიალს და არქივების ქექვას ის სჯობია შოპენოს ნოკტიურნებს უსმინოს ადამიანმა (ეს ისე ...)

Posted by: temuka Feb 18 2011, 03:03 PM

სარკეზე ნათელხივა:
მოვარჯიშე სარკეში ან კრისტალში, სუსტი სინათლის წყალობით, დაინახავს მხოლოდ თავის გამოსახულებას ძალიან გაურკვევლად. თანდათან ეს უკანასკნელი ქრება და მის ადილს იკავებს ბნელი, განუსაზღვრელი სივრცე, რომელშიც ნელ ნელა გამოჩნდება ფიგურები, დასაწყისში ბუნდოვანი და გაურკვეველი, შემდეგ უფრო ნათელი და მკვეთრი. პირველ ხანებში გამოსახულება იქნება მოთეთრო ან მოყვითალო ფერის, მოგვიანებით კი ისინი გამოჩნდებიან მკვეთრი ჩრდილების სახით, გახუნებული სურათების მსგავსად. ნამდვილი ხილვისას კი გაცოცხლდებიან და ფერს მიიღებენ.
ვინმეს თუ გიცდიათ სარკეზე ნათელხილვა? smile.gif განუსაღვრელ სიცრცე დავინახე და აღარ გამიგრძელებია Laie_10.gif

Posted by: mata Feb 18 2011, 03:17 PM

temuka

მეც მიცდია და ყველაფერი როცა გაქრა და ერთიან ბურუსად გადაიქცა, მერე აღარ გამიგრძელებია smile.gif

Posted by: gio.geoo Feb 18 2011, 03:28 PM

რაც უფრო ხშირად აკეთებთ უფრო და უფრო მოკლდება დრო. დახვეწეთ და წამებშიც შეძლებთ. მთავარია გრძნობები კარგად დაიმახსოვროთ ხელოვნურად რო გამოიწყიოთ

Posted by: mata Feb 18 2011, 03:31 PM

ჰო თავიდან დიდი დრო დამჭირდა, მარა ეხლა ეფექტი მართლაც წამებში მაქვს, მარა რავი აღარ ვაგრძელებ ხოლმე, თვალები მტკივა და თანაც არ მაქვს დიდი ინტერესი რო რამე დავინახო.

Posted by: gio.geoo Feb 18 2011, 03:40 PM

თვალები იმიტომ გტკივა რომ თვალებზე აკეთებ კონცენტრაციას. თვალის გუგებს უყურე უბრალოდ. მერე ცოტა ხანს რო ივარჯიშებ მაგალითად მე ესე ვიძახი მანახე დაუშვად ეს და რამოდენიმე წამში ხვრელივით იხსნება და სურათს ვიღებ ისე თითქოს თვალგახელილი უყურებდე

Posted by: mata Feb 18 2011, 04:24 PM

მაგ სურათებს სპონტანურად არ ხედავ ხოლმე? (მაგ. ძილის დროს) თუ მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ შეგიძლია დაინახო?

მე ბევრისგან გამიგია, რო ძილში ხედავენ უცბად (სპონტანურად) რაღაც სურათებს

Posted by: td......... Feb 18 2011, 07:23 PM

QUOTE(temuka @ 18th February 2011 - 03:03 PM) *
ვინმეს თუ გიცდიათ სარკეზე ნათელხილვა?

temuka
Nათელხილვას ვერ დავარქმევ, მკითხაობას ეძახიან, მტელი ატრიბუტიკით, 7 წყაროს წყლით და სანთლებით, ჯვარნაწერი ბეჭდით და ამბებით..biggrin.gif სასაცილო ისაა , რომ ჩემი მეუღლე მართლაც დავინახე, მაშინ 11 თუ 12 წლის ვიყავი და მეუღლეც რეალურ დროში ვნახე. სხვასაც ცავუხედე სარკეში და იქ ხო მტელი კინო იყო, მძაფრსიუჟეტიანი თანაც.. biggrin.gif სახალისო იყო.

Posted by: gio.geoo Feb 18 2011, 08:25 PM

mata

ამის უამრავი გზა არსებობს მედიტაცია ტრანსი, ნახევრად ტრანსი ან.... ნახევრად ფრთხიზელ მდგომარეობაში.

Posted by: Existence Feb 18 2011, 09:20 PM

gio.geoo

QUOTE(gio.geoo @ 18th February 2011 - 03:40 PM) *
თვალები იმიტომ გტკივა რომ თვალებზე აკეთებ კონცენტრაციას. თვალის გუგებს უყურე უბრალოდ. მერე ცოტა ხანს რო ივარჯიშებ მაგალითად მე ესე ვიძახი მანახე დაუშვად ეს და რამოდენიმე წამში ხვრელივით იხსნება და სურათს ვიღებ ისე თითქოს თვალგახელილი უყურებდე


რა სურათებს იღებ პირადზე თუ ზოგადად მომავალზე ? ანუ რაც მოგინდებაა თუ რასაც დაინახავ დაინახავ.

Posted by: gio.geoo Feb 18 2011, 09:39 PM

QUOTE(Existence @ Feb 18 2011, 09:20 PM) *
gio.geoo
რა სურათებს იღებ პირადზე თუ ზოგადად მომავალზე ? ანუ რაც მოგინდებაა თუ რასაც დაინახავ დაინახავ.

თუ უბრალოდ ვაკვირდები ზოგადად მომდის დღის მანძილზე რაც ვნახე ან რაც ვაკეთე. და ჩემ თავს თუ დავუსვავ შეკითხვას მაშინ მომდის კონკრეტული პასუხი

Posted by: Existence Feb 18 2011, 10:05 PM

gio.geoo

QUOTE(gio.geoo @ 18th February 2011 - 09:39 PM) *
და ჩემ თავს თუ დავუსვავ შეკითხვას მაშინ მომდის კონკრეტული პასუხი


და შენ თავს რომ დაუსვა შეკითხვა კონკრეტულად შენ მომავალზე კი არა, ზოგადად , ზოგადსაკაცობრიო უახლოეს მომავალზე მიიღებ პასუხს ?

და თუ მომავალზე პასუხები გქონია როგორ ატყობ რამდენი პროცენტით მართლდება დაახლოებით ? smile.gif

Posted by: gio.geoo Feb 18 2011, 10:21 PM

QUOTE(Existence @ Feb 18 2011, 10:05 PM) *
gio.geoo
და შენ თავს რომ დაუსვა შეკითხვა კონკრეტულად შენ მომავალზე კი არა, ზოგადად , ზოგადსაკაცობრიო უახლოეს მომავალზე მიიღებ პასუხს ?

და თუ მომავალზე პასუხები გქონია როგორ ატყობ რამდენი პროცენტით მართლდება დაახლოებით ? smile.gif

მომავალზეც დამისვია შეკითხვები და პასუხებიც მიმიღია 0% შანსი რო არ გამართლდეს. არ მომხდარა ეგრე

Posted by: Existence Feb 19 2011, 12:33 AM

QUOTE(gio.geoo @ 18th February 2011 - 10:21 PM) *
მომავალზეც დამისვია შეკითხვები და პასუხებიც მიმიღია 0% შანსი რო არ გამართლდეს


0% huh.gif საინტერესოა

დარწმუნებულივარ მომავალ რყევებზეც დაინტერესდებოდი და ეხლა გაზაფხულზე რამე საინტერესო ხო არ იცი განსაკუთრებით მარხვის პერიოდს ვგულისხმობ

Posted by: nibiru3013 Feb 19 2011, 09:02 AM

gio.geoo
მე რამდენადაც ვიცი აუცილებლად ზურგზე უნდა იწვე.

balian
რისთვისაა საჭირო და მე მაგალითად ეკო-სამართლის გამოცდა ჩავაბარე, რომელსაც ვერ ვიტანდი და არ ვსწავლობდი, ზუსტად ვიცოდი ის 3 საკითხი რომელიც შემხვდებოდა და ისინი ვისწავლე, ნუ შეიძლება სულ ეგრე ცხოვრება უინტერესო იყოს მაგრამ მაინც კაია.

Posted by: td......... Feb 19 2011, 12:13 PM

QUOTE(nibiru3013 @ 19th February 2011 - 09:02 AM) *
ზუსტად ვიცოდი ის 3 საკითხი რომელიც შემხვდებოდა და ისინი ვისწავლე

მთელი ცხოვრება სკოლიდან მოყოლებული, უმაღლესი და მერეც.. 30 ბილეთიდან ერთს ვსწავლობდი და ის მხვდებოდა...
მსოფლიო ხალხების კულტურის გამოცდაზე მომზადება დამეზარა, წინა სარამოს კარადის დალაგება გადავწყვიტე, ზედა ტაროდან წიგნი გადმოვარდა და და გადაიშალა, ჩავუჯექი, ძალიან საინტერესო იყო, ინდოეთის კულტურის შესახებ იყო რაღაცეები.. გამოცდაზე ზუსტად ეგ საკითხი შემხვდა.. biggrin.gif

მთავარია ამაზე დამოკიდებული არ გახდე, როდესაც რაღაც მოდუნებული მდგომარეობა გიპყრობს იმის იმედით რომ მუდამ ეგრე გაგრძელდება , ეს ყველაფერი წყვეტს მოქმედებას .. მაგრად ტეხავს ხოლმე..biggrin.gif

Posted by: ირმა Feb 19 2011, 02:22 PM

td.........

QUOTE(td......... @ 19th February 2011 - 01:13 PM) *
გამოცდაზე ზუსტად ეგ საკითხი შემხვდა..

აი ბედიც ამას ჰქვიაოო biggrin.gif

Posted by: td......... Feb 19 2011, 07:34 PM

ირმა
biggrin.gif

Posted by: erekle.korkota Mar 7 2011, 04:36 AM

ვაიმე თუ მიშველით ვინმე ძალიან გამახარებთ..ეგეთი რაგაც მჭირს..თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდაა..ხშირად ვარ სარკესთან და ეგრე ვხედავ რაღაცეებს..სულ მაინტერესებდა მარტო მე მომდიოდა თუ სხვებსაც..მეგობრებს რო ვკითხე არავის არ მოსდის ესეთი რაგაც და ეხლა კი წავიკითხე რო შეიძლება მომავალი დაინახოო..და თუ შეგიძლიათ რომ დაწვრილებიტ ახსნათ..ძალიან მოხარული ვიქნები

Posted by: ირმა Mar 7 2011, 09:40 AM

erekle.korkota

QUOTE(erekle.korkota @ 7th March 2011 - 05:36 AM) *
ხშირად ვარ სარკესთან და ეგრე ვხედავ რაღაცეებს

welcomeani.gif
შეგიძლია გვითხრა რას ხედავ?

Posted by: teo- Mar 7 2011, 02:29 PM

აუუ
აბა ჩემზე კითხე რამე smile.gif)



მე ძილის მერე მემართება ხოლმე ..ნაირნაირ ფიქგურებს ვხედავვვ

Posted by: erekle.korkota Mar 8 2011, 01:10 AM

არა თეო მე ეგრე არ ვარ..

QUOTE(ირინი @ 7th March 2011 - 09:40 AM) *
შეგიძლია გვითხრა რას ხედავ?

აი ვხედავ თითქოს სახე მთლიანად მეცვლება და რაგაც უცნაური მიხდება..უცებ შიშის გრძნობა მეუფლებაა..და მერე სურათებივით არა მარა აი რაგაც ანიმაციასავით ვხედავ რაგაცეებს 3-4 კადრიი..აი იცით როგორ - მულტფილმებს რო აკეთებენ ფურცელზე ხო ხატავენ და მერე ამოზრავებენ..აიი ესე მაქვს..თითქოს ჭედავს მომენტიი მარა გრძელდება.. და რო გავიხსენე მაქსიმუმ მაქვს ესე ,,გაქაჩული'' 5 წამი.. შეიძლება 4.. აუ მითხარით რამე ქალბატონო ირმა Laie_10.gif

Posted by: ირმა Mar 8 2011, 05:33 PM

erekle.korkota
ეგ ყველაფერი მგონი შენი წინა ცხოვრებებია, დარწმუნებით ვერ გეტყვი, მაგრამ ძალიან ჰგავს.

Posted by: kate Mar 8 2011, 06:02 PM

erekle.korkota
სარკეები ზოგადად ენერგიის დიდი გენერატორებია რომელიც როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შეიძლება იყოს. თუ ეს მხოლოდ ერთ გარკვეულ სარკესთან გემართება, ეს უფრო ამ სარკის ენერგიაა რომელიც შენთან დაკავშირებას ცდილობს თუ ყველა სარკესთან გაქვს მსგავსი შეგრძნება მაშინ შენ გაქვს უნარი ფაქიზი სამყაროების რაღაც დონეზე აღქმისა ორივე შემთხვევაში რაღაც საინტერესო ხდება და არც თავისთავად გაქრება რაც მე შემიძლია გირჩიო კარგია პირველი ვარიანტისთვის მეორის შემთხვევაში მეტი სიფრხილეა საჭირო.
პირველ რიგში იცოდე და დაარწმუნე შენი თავი რომ მარტო არ ხარ, შენს გვერდით ყოველთვის არის შენი მფარველი ანგელოზი(თუ გიდი თუ გზის გამკვლელელი...)თხოვე ღმერთს დაგიცვას ყოველი ნეგატიურისაგან,ეცადე იგრძნო მხოლოდ სიყვარული, დაძლიე შიში და ჩაიხედე სარკეში სანამ რამე გარკვეულ სურათს ან ინფორმაციას არ მიიღებ. ღამე არ გააკეთო, არც ძალიან განათებულ ოთახში, მეორე ოთახში აუცილებლად გელოდებოდეს ოჯახის წევრი ან მეგობარი. თუ პანიკურმა შიშმა გძლია შეწყვიტე!

Posted by: kate Mar 8 2011, 06:12 PM

erekle.korkota
მთავარი დამავიწყდა , თუ ამ დროს რაიმე ინფორმაცია ან შეგრძნება გაგიჩნდა რომელიც რარაცნაირად კითხვას შეიცავს შენი პასუხი უნდა იყოს - არა, აუცილებლად არა, რასაც არ უნდა ეხებოდეს შეკითხვა, ამაზე წინასწარ იფიქრე, და დაწყებამდე სარკე სანთლით გაწმინდე ანუ მის ზედაპირზე ანთებული სანთელი გადაატარე

Posted by: gio.geoo Mar 8 2011, 08:44 PM

erekle.korkota

სარკეში ენერგია რომ დაგროვდეს აუცილებლად გატყდება. და ერეკლეს შემთხვევა არაფერი გასაოცარი არაა.

Posted by: kate Mar 8 2011, 09:33 PM

QUOTE(gio.geoo @ Mar 8 2011, 12:44 PM) *
erekle.korkota

სარკეში ენერგია რომ დაგროვდეს აუცილებლად გატყდება. და ერეკლეს შემთხვევა არაფერი გასაოცარი არაა.

ყველა სარკე როგორც ასეთი აგროვებს ანერგიას, მაგრამ მის გატეხვას ამ ენერგიათა ურთიერთწინააღმეგობა იწვევს ან ძალიან ძლიერი პოზიტიური ან ნეგატიური ენერგია, ერეკლეს შემთხვევა კი გასაოცარი ნამდვილად არ არის, მე ვთქვი და ვთვლი რომ საინტერესოა

Posted by: gio.geoo Mar 8 2011, 09:42 PM

რა არი საინტერესო თვალების ანარეკლი დიდი ხანი რო არ ახამხამებდა??
უბრალოდ ილუზია წარმოიქმნა დიდხანს რომ არ ახამხამა თვალები.

Posted by: td......... Mar 8 2011, 10:16 PM

მე ბავშვობაში სარკეში ჩემი მომავალი მეუღლე ვნახე..biggrin.gif აი სარკეში ჩახედვას რომ ეძახიან, რაღაც მკითხაობის პონტია..biggrin.gif მერე რა.. gio.geoo რო არ ვახამხამე თავლები მაგიტომ? biggrin.gif

Posted by: gio.geoo Mar 8 2011, 10:54 PM

QUOTE(td......... @ Mar 8 2011, 10:16 PM) *
მე ბავშვობაში სარკეში ჩემი მომავალი მეუღლე ვნახე..biggrin.gif აი სარკეში ჩახედვას რომ ეძახიან, რაღაც მკითხაობის პონტია..biggrin.gif მერე რა.. gio.geoo რო არ ვახამხამე თავლები მაგიტომ? biggrin.gif

მომავალ ქმრებზე არ ვიცი მაგრამ მის შემთხვევაში ეგრე რომ იყო ვიცი

Posted by: td......... Mar 8 2011, 11:01 PM

gio.geoo
smile.gif სტიქიების შერწმაზე რატო რარაფერს წერ გიო?

Posted by: gio.geoo Mar 8 2011, 11:03 PM

td.........
მაგასაც დავწერ მაგრამ ჯერ უფრო გრანდიოზულს ვგეგმავ

Posted by: td......... Mar 8 2011, 11:04 PM

gio.geoo
smile.gif აბა შენ იცი, ველით და წარმატებები!

Posted by: gio.geoo Mar 8 2011, 11:06 PM

td.........
მალე იქნება დროს ვერ დავტქვავ.

Posted by: mata Mar 9 2011, 03:33 PM

ციტატა(gio.geoo @ 8th March 2011 - 11:03 PM) *
ჯერ უფრო გრანდიოზულს ვგეგმავ


გელოდებით გიო, ძაან დამაინტერესდა smile.gif

Posted by: erekle.korkota Mar 10 2011, 03:38 PM

QUOTE(kate @ 8th March 2011 - 06:02 PM) *
ღამე არ გააკეთო, არც ძალიან განათებულ ოთახში, მეორე ოთახში აუცილებლად გელოდებოდეს ოჯახის წევრი ან მეგობარი. თუ პანიკურმა შიშმა გძლია შეწყვიტე!

kate

აიი ზუსტად ეგ მომდიის..რამდენჯერაც გავაკეთე აქ დაკომენტარების შემდეგ სულ ეგ მომდიის..აიი მეშინიააა და ვთქვი კიდეც მეთქი ესეთი საშიში თვალები თუ მქონია არ ვიცოდითქოო..მართლა საშინლად შემეშინდა ძალიაანნ.. :X shipwrecked.gif velho.gif

Posted by: ირმა Mar 11 2011, 09:19 AM

erekle.korkota
მეც მქონდა ასეთი პერიოდი, როცა სარკეში ჩემი სახე ათასჯერ შეიცვალა და ცოტა უცნაური იერი მიიღო, მე უბრალოდ არასოდეს მეშინოდა და არც ჩამრჩა შიში. არაა საშიში.
მრავალი წლის შემდეგ წავიკითხე, რომ ამ სახით ხედავ შენს წინა ცხოვრებებს, როგორი სახე გქონდა წინა ცხოვრებაში.
მგონი დენიზ ლინის წიგნშია http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1119

შეკითხვა, ყველა სარკეში იგივეს ხედავ, თუ მხოლოდ ერთ სარკეში. თუ მხოლოდ ერთ სარკეშია, მაშინ საიდან გაქვს სარკე?

Posted by: erekle.korkota Mar 11 2011, 11:38 PM

ნუ ვერ მივხვდი კითხვას თუ რას ნიშნავს საიდან მაქვს სარკე უბრალოდ 2 სარკეა სახლში და ორივეში ისე მომდიის.. ზუსტადაც რომ გუშინ ვცადე მეორე სარკეში

Posted by: ირმა Mar 12 2011, 09:12 AM

erekle.korkota

QUOTE(erekle.korkota @ 12th March 2011 - 12:38 AM) *
ნუ ვერ მივხვდი კითხვას თუ რას ნიშნავს საიდან მაქვს სარკე უბრალოდ 2 სარკეა სახლში და ორივეში ისე მომდიის.. ზუსტადაც რომ გუშინ ვცადე მეორე სარკეში

კარგი... ე.ი. სარკე ამ შემთხვევაში არაფერშუაშია.
სარკე როდესაც ძველია, ან სხვა ოჯახის თუ ადამიანის ნაქონია შეიძლება მოქმედებდეს უარყოფითად, რადგან ის ენერგიის დამგროვებელია.

Posted by: Shou Mar 12 2011, 02:42 PM

erekle.korkota

ჩემი დაკვირვებით სარკეები და წყალი უფრო ააქტიურებს ამ პროცესს, ანუ ხედვის, გახსენების, ინფორმაციის მიღების. საშიშია როცა შენგან დამოუკიდებლად ხდება და ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე სასიამოვნო მაგრამ დავეთანხმები kate-ს, შეეცადე სიყვარული გააძლიერო და მიენდო, ნაკლებად შოკისმომგვრელი იქნება. ახლობელი ადამიანის ყოფნა შორიახლო კიდევ უფრო გაგიადვილებდა და კავშირს არ დაკარგავდი არსებულ რეალობასთან, ანუ "დაბრუნება" არ გაგიჭირდებოდა ისე ძალიან.

Posted by: temuka Mar 12 2011, 04:40 PM

კარლ პრახტი ,,ოკულტიზმი''

,,უმრავლესობა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ხდება წინასწარმჭვრეტელი. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში,
ისინი არასწორად ან არასაკმარისად ხსნიდნენ ამ ფენომენს. ცოტა თუ დაგვეთანხმება იმაში, რომ ხილული გამოსახულება
ისეთივე რეალობაა, როგორიც თვითონ არიან. ისინი, რა თქმა უნდა, ვერც იფიქრებენ, რომ ამ ფენომენის გამოწვევას
ხელი თვითონვე შეუწყვეს, სახელდობრ იმით, რომ შეიძლება მაგ: დიდხანს უყურეს რაიმე ბრწინავ სხეულს ან წყლის ზედაპირს.
წინასწარმჭვრეტელობა და შორსმჭვრეტელობა შეიძელბა გამოიწვიოს გაპრიალებული ქვის, მბრწყინავი ზედაპირის ხანგძლივმა ცქერამ. საპნის ბუშტი, მინა, სარკე, ეს ბრწყინავი ნივთებიც აღვიძებენ სულიერ მზერას.''
,,სისტემატიური ვარჯიშის შედეგად თვალები ხდება იმდენად მგრძნობიარე, რომ შეუძლიათ ფაქიზ-მატერიალური სამყაროს
ყოველგვარი ცვლილების შემჩნევა."
,,ვარჯიშის დროს საჭიროა ვიყოთ ჰარმონიულები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად შეიძლება გამოვიწვიოთ საზარელი
ხედვები, რომელთაც შეუძლიათ ვითარების მიხედვით საზიანოთ იმოქმედონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. მოწაფე, რომელიც ვარჯიშის
დროს დისჰარმონიულ განწყობაზეა, სრულიად ემორჩილება მავნე ზემოქმედებას, რომლის აღმოფხვრახ არც ისე იოლია."

Posted by: anouk Jul 30 2011, 02:34 AM

QUOTE(mata @ Feb 18 2011, 04:24 PM) *
მაგ სურათებს სპონტანურად არ ხედავ ხოლმე? (მაგ. ძილის დროს) თუ მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ შეგიძლია დაინახო?

მე ბევრისგან გამიგია, რო ძილში ხედავენ უცბად (სპონტანურად) რაღაც სურათებს

მე ვხედავ მაგალიტად უცბად რარაც კინოლენტასვიტ ჩამივლის, არც მძინავს ტან, ვირებ რარაც ინფორმაციებს და სურატებს მარა ვერ ვხდები ჩემტან რა კავშირშია, მიტომ არაფერ კავშირშია

Posted by: tikoroma Jul 30 2011, 11:21 PM

anouk

ციტატა(anouk @ 30th July 2011 - 03:34 AM) *
მე ვხედავ მაგალიტად უცბად რარაც კინოლენტასვიტ ჩამივლის, არც მძინავს ტან, ვირებ რარაც ინფორმაციებს და სურატებს მარა ვერ ვხდები ჩემტან რა კავშირშია, მიტომ არაფერ კავშირშია

მეც ვხედავ

Posted by: Τρισμέγιστος Nov 9 2011, 01:14 PM

რა არის ნათელმხილველობა?

Posted by: რეალისტი Nov 9 2011, 06:37 PM

ფანტაზია -ანუ ილუზია იმ შეთხვევაში როდესაც არის რეალური საგანი, ან ჰალუცინაცია როდესაც არ არის რეალური საგანი.
მეორე განმარტება - ადამიანის შთაგონების შედეგი, როდესაც მას ამის ჯერავს და სხვაც უნდა რომ დაარწმუნოს, და ამისთვის ეძებს ყველანაირ ხრიკებს დაწყებული ფსიქოლოგიით დამთავრებული პლაცებოთი.
მესამე განმარტება - ყველანაირი სუბიექტურის ობიექტური წარმოდგენა სხვის გონებაში
მეოთხე განმარტება - აბრაკადავრას ლოგიკურ ჩარჩოებში ჩაჯენა
მეხუთე განმარტება - სასოწარკვეთილის პურის საშოვნელი საშუალება
ბოლო - ადამიანის მიუღწეველი ოცნება-ფანტაზია რომელიც მას ანიჭებს ქვეცნობიერ დამალულ სიამოვნებას.
რომელიც გნებავთ ის მიიღეთ განმარტებად რომელიც არა - არა
ჰოდა ეს იქნება ნათელმხილველობა
პატივისცემით
თქვენსმიმართ

Posted by: kate Nov 9 2011, 07:52 PM

რეალისტი
სულ ეს არის?!
არანაირ შანსს არ ტოვებ თუნდაც ვანგასთვის?! smile.gif

Posted by: რეალისტი Nov 9 2011, 11:11 PM

მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან!
რაც დავწერე ეს იყო გამომდინარე მხოლოდ იმ კატეგორიის რესპოდენტისთვის ვინც დასვა ეს კითხვა და არა იმათთვის ვინც ცნობისმოყვარეობის ეს ეტაპები გაიარა. მაშინ მისთვის ადვილი ხდება აზროვნების არაორდინალური მიმართულება, და ის იწყებს საკუთარი შეკითხვის პასუხის გაცემას თვითონ.
რა თქმა უნდა რეალური ნათელმხილველები (ესენი დედამიწის არსებობის ისტორიაში მხოლოდ ხელზე ჩამოსათვლელები არიან) განსხვავდებიან კიდევ პირონული (ანუ ონტოგენეზური განვითარების ინდივიდუალობით). მაგრამ ადამიანმა რომ გაიგოს ნათელმხილველობის არსი მან უნდა დაუსვას საკუთარ თავს ზემოთ მოცემული შეკითხვები და თუ ამ პასუხებში ის მიხვდება სხეულის ნატიფ ფორმაციის არა მატერიალურ ბუნებას, მისი აზროვნება გაცისკროვნებული ხდება კლასიკური სტერეოტიპის დასარღვევად.

Posted by: რეალისტი Nov 10 2011, 05:47 PM

მეგობარო როგორც თქვენ ისე კაკულიამ იცის. ამიტომ თქვენსა და იმ ქალბატონს შორის სხვაობა მხოლოდ მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაშია.

Posted by: hermes Nov 11 2011, 12:59 AM

Τρισμέγιστος
რა არის ნათელმხილველობა?

სულიერი შემეცნების სახე, ამჟამად მთვლემარე უნარი, რომელიც ყველა ადამიანში ძევს და რომელსაც ყველა ადამიანი მიაღწევს ევოლუციის შესაბამის ეტაპზე - უნარი, რომელიც სწორად განვითარების შეთხვევაში სულიერი სამყაროს თანამონაწილედ, მის მხილველად და ამავე დროს თანაშემოქმედად აქცევს ადამიანს - ანუ ხელდასხმულად, რომელმაც გადააბიჯა სულიერი სამყაროს ზღურბლს ხელდასხმის გარკვეული საფეხურების გავლით, სხვაგვარ ნათელხილვას არაფერი აქვს საერთო სულიერ შემეცნებასთან

Posted by: რეალისტი Nov 11 2011, 12:46 PM

მოგესალმებით Hermes !

წავიკითხე ნათელმხილველობის თქვენებისეული ახსნა.
მე მართლა დამაინტერესა თქვენს კონცეფციაში მოყვანილმა ტერმინებმა "სულიერი შემეცნების სახე" , "ხელდასმული" და ფრაზამ "სხვაგვარ ნათელხილვას არაფერი აქვს საერთო სულიერ შემეცნებასთან" ?
არ იფიქროთ რომ, იმიტომ გეკითხებით რომ, ამით ჩაგაგდოთ უხერხულ მდგომარეობაში.
რა თქმა უნდა თუ, თქვენ არ შეწუხდებით და წარმოგექმნებათ სურვილი გამანათლოდ ამ ჭეშმარიტებებში, და თუ ეს არ არის სპონტანურად ნაკითხი ადამიანის ფანტაზიური მოსაზრებები, ანდა მყარ დაუსაბუთებელ გამოცდილებებზე დამყარებული ადამიანის აზროვნებებში წარმოქმნილი ზღაპარ- წარმოსახვები, ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით.
თუ, თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამიხსნათ ზემოთ მოცემული ტერმინები უდიდესი თხოვნაა რელიგიური მცნებები, წმინდანთა გამონათქვამები, საყოველთაოდ არ აღიარებული ავტორიტეტების ილუზიური ჰიპოტეზები და სხვა ბელეტრისტიკა არ მოიშველიოთ. ვინაიდან ეს მოკლებული იქნება ყოველნაირ საღ, რეალურ ობიექტურ აზრს.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ, ამ ჩემი ინტერესის ქვეშ არ მოისაზრება თქვენს მიმართ მზაკვრული ან ჩასაჭრელი მოსაზრებები.
პატივისცემით თქვენს მიმართ
რეალისტი

Posted by: hermes Nov 11 2011, 03:49 PM

რეალისტი
[qoute]თქვენს კონცეფციაში[/qoute]

არანაირი ჩემი, მეგობარო (უპირველესად გმადლობ გულწრფელი მომართვისთვის), მე არა მაქვს და ვერც მექნება ჩემი კონცეფცია, თუ რატომ, ამის ახსნას ცალკე დრო უნდა, რომელიც ინტერენტ სივრცეში, სამწუხაროდ, საკმაოდ ცოტა მაქვს, ხოლო შემეცნების გზა, ალბათ კიდეც წაიკითხავდით სტრიქონებს შორის, გახლავთ ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულისმეცნიერება smile.gif

ხოლო დასაწყისისთვის, თავს ნებას მივცემ, ერთი მშვენიერი პოსტი დავაკოპირო, იმედია არ მიწყენს ავტორი wink.gif როცა იცნობს თავისას:
"შემმეცნებელი ადამიანის პოზიცია უნდა იყოს მუდმივ დამკვირვებლობა და ამ დაკვირვების პროცესში საკუთარი ხმის გაკმენდა. მთლიანად დადუმება და ყურადღებად გადაქცევა. თავისი თავის მთლიანად დათმობა შემეცნებს საგნის მიმართ. ადამიანმა შემეცნების საგანი უნდა აცხოვროს თავის თავში. ამისათვის საკუთარი არსება მთლიანად უნდა დაუთმოს იმას, რასაც იმეცნებს.მხოლოდ ასეშეძლებს ადამიანი გაიგოს და გაუგოს იმას, რასაც მისგან დამოუკიდებელი სიცოცხლე გააჩნია. მხოლოდ ასე - თუ საკუთარ თავში აცხოვრებს და აცოცხლებს მას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
ეს აქტი კი სხვა არაფერია თუ არა სიყვარული"

Posted by: Τρισμέγιστος Nov 11 2011, 04:04 PM

რეალისტი

QUOTE
რაც დავწერე ეს იყო გამომდინარე მხოლოდ იმ კატეგორიის რესპოდენტისთვის ვინც დასვა ეს კითხვა და არა იმათთვის ვინც ცნობისმოყვარეობის ეს ეტაპები გაიარა.
თქვენ რა იცით რა კატეგორიისაა "რესპოდენტი ვინც დასვა ეს კითხვა"?
თქვენ არ იცით ვინაა რესპოდენტი და ამიტომ თქვენი პასუხი უნდა იყოს პირდაპირი და გულრფელი, ვისაც არ უნდა პასუხობდეთ.
სწორად შესრულებული მარტივი მათემატიკური მოქმედება ერთნაირად ჭეშმარიტია სკოლის მოსწავლისთვისაც და პროფესორისთვისაც.smile.gif
QUOTE
"შემმეცნებელი ადამიანის პოზიცია უნდა იყოს მუდმივ დამკვირვებლობა და ამ დაკვირვების პროცესში საკუთარი ხმის გაკმენდა. მთლიანად დადუმება და ყურადღებად გადაქცევა. თავისი თავის მთლიანად დათმობა შემეცნებს საგნის მიმართ. ადამიანმა შემეცნების საგანი უნდა აცხოვროს თავის თავში. ამისათვის საკუთარი არსება მთლიანად უნდა დაუთმოს იმას, რასაც იმეცნებს.მხოლოდ ასეშეძლებს ადამიანი გაიგოს და გაუგოს იმას, რასაც მისგან დამოუკიდებელი სიცოცხლე გააჩნია. მხოლოდ ასე - თუ საკუთარ თავში აცხოვრებს და აცოცხლებს მას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
ეს აქტი კი სხვა არაფერია თუ არა სიყვარული"

იო მოდო, იო მოდო ლა კაზა! biggrin.gif ბაჯაღლო განწყობაა. ვისთვისაც უცხოა ეს განწყობა, მისთვის დროულია, რომ ამ ეტაპზე ხმა მაინც გაკმინდოსbiggrin.gif
რაც შეეხება ქ-ნი ქეთევანის შენიშვნას, ვუპასუხებ თუ ნებას დამრთავს

Posted by: Τρισμέγιστος Nov 11 2011, 04:17 PM

რეალისტი

QUOTE
მე მართლა დამაინტერესა თქვენს კონცეფციაში მოყვანილმა ტერმინებმა "სულიერი შემეცნების სახე" , "ხელდასმული" და ფრაზამ "სხვაგვარ ნათელხილვას არაფერი აქვს საერთო სულიერ შემეცნებასთან" ?

ნება მომცით გიპასუხოთsmile.gif
ზოგადად ნათელხილვა რა ტქმა უნდა გულისხმობს ადამიანის სამშვინველში დავანებულ ამჟამად მთვლემარე უნარებს, რომლებიც ოდესღაც, ადამიანის ევოლუციის უშორეს ეტაპებზე ადამიანური ცნობიერების ერთადერთ ფორმას წარმოადგენდა.
ევოლუციის კანონზომიერებით, ცნობიერების ეს ტიპი ჩაანაცვლა სხვა სახის ცნობიერებამ.
რატომ მოხდა ასე? მოხდა იმიტომ რომ ევოლუციის რაღაც ეტაპზე ადამიანმა შეიძინა თავისი არსების, თავისი შინაგანი ორგანიზაციის ახალი წევრი, რაც მას მანამდე არ გააჩნდა. ეს გახლავთ მე ორგანიზაცია.
ადამიანმა "მე" რომ აღიქვას, ამისათვის ის უნდა გაემიჯნოს იმ ყველაფერს რაც არის "არა მე":)
და ადამიანი ასეთნაირად გაემიჯნა სამყაროს- როგორც სულიერს, ასევე მატერიალურს, გაემიჯნა თავისი ამ ახალი და თავის თავად იზოლირებული არსების- მე-ს წყალობით.
ეს შეუძლებელი იქნრბოდა ფიზიკურ მატერიაში, ფისიკურ სხეულში განკერძოების გარეშე. და ეს შეუძლებელი იქნებოდა სულიერი სამყაროს აღქმის ძალების დაბინდვის გარეშე, რადგან ამ სამყაროში (სულის სამყაროში) ყოველივე მსჭვალავს ერთმანეთს და ყოველივე განუწყვეტელ მოძრაობაშია.
სულის სამყაროში არ არსებობენ საგნები. არ არსებობენ გაჩერებული ფორმები. მატერიალურ სამყაროში ფერს ვერ შეხვდებით საგნისგან ამოუკიდებლად, ხოლო სულის სამყაროში ასე არაა...
ადამიანის მიერ საკუთარი თავისა და არსების აღქმა სულის სამყაროში სრულიად შეუძლო რამ იქნებოდა.
და რა მოხდა ამის შემდგომ?

Posted by: Τρισμέγιστος Nov 11 2011, 04:39 PM

ამის შემდგომ მოხდა ის, რომ ადამიანის "მე" იმდენად მოძლიერდა, რომ მას უკვე ძალუძს და ეგების, რომ თავის თავში დავანებული სულიერი აღქმის ორგანოები კვლავ შეაღვიძოს და სწორად მოიყვანოს მოქმედებაში სულის სამყაროში შესაბიჯებლად.
ამ პროცესს გარკვეული კანონები გააჩნია, ისევე როგორც მანქანის მართვას, საგზაო წესების ცოდნას, ქალაქში მოძრაობისა და ტრასაზე მოძრაობის სპეციფიკას და ა.შ და ა.შ.

როდესაც ადამიანი კანონმართებულად და კანონზომიერად, რაც ნიშნავს მთელი მისი შემეცნებითი, გრძნობადი და მორალური ძალების სათანადო დახვეწას და გაწვრთნა-მზაობას- იწყებს მუშაობას სულიერი აღქმის ორგანოებზე, ის გადის გარკვეულ "საგნებს" , როგორც მოწაფე, სტუდენტიsmile.gif და შემდეგ "აბარებს" ამ გამოცდებს. წარმატებით ჩაბარების შემდგომ ის ღებულობს ხელდასხმას!
მას უკვე გააჩნია როგორც უფლებამოსილება, აგრეთვე პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და სამყაროს უსაფრთხოების წინაშე, როდესაც ის გადააბიჯებს სულიერი სამყაროს ზღურბლს და აღმოჩნდება სულიერ არსებათა და მდგომარეობათა გამაოგნებლად განსხვავებულ სინამდვილეში.
................

სრულიად სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენ ვაწყდებით იმგვარ შემთხვევებს, როგორიცაა, ვთქვათ ვანგა, ან რომელიმე სხვა ცნობილი ნათელმხილველი.
ხელდასხმულსა და ნათელმხილველს შორის ის სხვაობაა, რომ ამ უკანასკნელს სულიერი სამყაროს რაღაც მონაკვეთი, რაღაც მოვლენათა ჭრილი ეხსნება არა ზემოთაღქერილი პროცესის შედეგად, არამედ სტიქიურად, რასაც ამ პიროვნების კარმული მდგომარეობა განაპირობებს.
აღნიშნულ შემთხვევაში, ნათელხილივის უნარები ქმედებენ ადამიანის "მე ცნობიერისაგან" დამოუკიდებლად და პატიოსან, გულწრფელ ნათელმხილველს არ შეუძლია პასუხის გაცემა იმაზე თუ რა ძალაა ის რისი მეშვეობითაც ხედავს, რასაც ის ხედავს.
მას ასევე არ შეუძლია შეამოწმოს სანდოობა (სინამდვილე) იმისა, რასაც ხედავს. ის სრულიად ვერ აღიქვამს უმთავრესს: ვინაა თვითონ ამ დროს და როგორ გამოიყურება იმ ადგილას სადაც იმყოფება.
ის მხოლოდ იმას გადმოსცემს რასაც ხედავს.მაგრამ ვისი ძალით ხედავს, ვინ, რა არსება დგას იმ კონკრეტული მოვლენის უკან, რასაც ის ხედავს, ამაზე პასუხის გაცემა ნათელმხილველს არ ძალუძს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი სულიერი აღქმები მიმდინარეობს მისი მე ცნობიერების გარეშე.

ეს არის არსებითი განსხვავება ხელდასხმულსა და ნათელხილვას შორის.

გამორიცხული არაა, რომ (თუმცა ძალიან ძნელი იქნება მისთვის ამ "მიღწევაზე" უარის თქმა) ნათელხილვის უნარის მქონე, სწორად ქმედების შემთხვევაში ხელდასხმის გზას დაადგეს. საამისოდ მან უნდა "შეაჩეროს" და გარდაქმნას ეს კარმული მოვლენა. მან უნდა ითანამშრომლოს კარმასთან. და წინ წაიწიოს ცნობიერ ძალთა განვითარებაში.

Posted by: bako Dec 7 2011, 09:47 AM

გუგის უკანა მხარეს როგორ ვუყურო?საერთოდ გუგა რომელია?

Posted by: gio.geoo Dec 7 2011, 02:36 PM

bako
დახუჭე თვალები და ეგაა laugh.gif laugh.gif

Posted by: bako Dec 7 2011, 05:34 PM

ციტატა(gio.geoo @ Dec 7 2011, 03:36 PM) *
bako
დახუჭე თვალები და ეგაა laugh.gif laugh.gif

კარგი

Posted by: ჯი-ნია-ნი Jan 8 2012, 03:39 PM

გუშინ ვსინჯე პირველი სავარჯიშოს შესრულება,რა რთულია,მაშინ მომინდა დაცემინება და ა.შ..ასე მგონია რაღაც მიშლის ხელს,საბოლოოდ 15 წუთი გამომივიდა..
რამდენი ხანი უნდა ვივარჯიშო რომ დავინახო რამე?

Posted by: bako Jan 11 2012, 01:34 PM

მე რაგაცეებს ვხედავ მაგრამ თითქოს ანათებსო მერა რაგაცნაირებადა 30-წუთი გაშეშებული ვიყავი და მარტო "სალტოებს" ვხედავდი და რამდენ ხანში ვნახავ სურათებს

Posted by: ძმიტრი Jul 17 2012, 09:52 AM

გუგებს როგორ უნდა უყურო? blink.gif

Posted by: bako Jul 18 2012, 05:40 PM

ძმიტრი
თვალები დახუჭე და ეგაა,შეცდობით წერია

Posted by: ძმიტრი Jul 19 2012, 10:59 PM

მადლობა

Posted by: gio.geoo Jul 20 2012, 12:13 AM

bako
რა წერია შეცდომით? თუ გამარკვევ კარგს იზავ smile.gif

Posted by: wox1997 Sep 13 2012, 04:15 PM

ესეიგი თვალებით ვხედავ , რაც დავიბადე იქიდან რაღაც წერტილებს , რომლებიც დარბიან. აი მაგალითად გაფუჭებულ არხზე , რომ გადართავ და შავი წერტილები დარბიან ეგრე. რაც უფრო ღამდება მით უფრო დიდდება. თვალებს , რომ ვხუჭავ მაშინაც კი ვხედავ და თვალ დახუჭულზე შემიძლია, ანუ გონებაში კი არა აი პირდაპირ რა საგანსაც მინდა რასაც მინდა მოდზრავს ან უძრავს დავხატავ. მერე ვშლი ამ წერტილებს და რასაც მინდა იმას ვძერწავ რა.
თან ყოველ ღამე დღე არა , მარტო ღამე აი 12 საათს , რომ გადასცდება მეწყება ყურში რაღაც ხმაური აი ტუუუუუუუ ესეთი ხმა რა biggrin.gif ხოდა ვიფიქრე ალბათ წნევა მაქვს თქო მაგრამ არა. ამ წერტილებს დღე ცოტას ვხედავ ღამე დიდდება და ბევრდება . ერთხელ ვითამაშე ლატარია , ხოდა 6 ციფრი უნდა შემევსო. ვღადაობდი რა საქმე არ მქონდა და თვალები დავხუჭე მეთქი რა ციფრებიც ამოვა ამ წერტილებისგან იმას დავწერ თქო , ხოდა 6 ციფრიდან 4 დავსვი.

რასთან შეიძლება , რომ გვქონდეს საქმე??



მოკლედ ექიმებთან დ ავდივარ 1 წლიდან ამის გამო. 100% მხედველობა გაქვსო არ ვიცი რისი ბრალიაო , ყველა მაგას მეუბნება.

Posted by: Lashapoli Sep 13 2012, 04:19 PM

გაანებე ექიმებს თავი )))

Posted by: wox1997 Sep 13 2012, 04:47 PM

QUOTE(Lashapoli @ Sep 13 2012, 04:19 PM) *
გაანებე ექიმებს თავი )))

აბა წერტილები დავიტოვო ჩემთან სამუდამოდ? biggrin.gif

Posted by: mata Sep 13 2012, 05:19 PM

ციტატა(wox1997 @ Sep 13 2012, 04:15 PM) *
ესეიგი თვალებით ვხედავ , რაც დავიბადე იქიდან რაღაც წერტილებს , რომლებიც დარბიან. აი მაგალითად გაფუჭებულ არხზე , რომ გადართავ და შავი წერტილები დარბიან ეგრე. რაც უფრო ღამდება მით უფრო დიდდება. თვალებს , რომ ვხუჭავ მაშინაც კი ვხედავ და თვალ დახუჭულზე შემიძლია, ანუ გონებაში კი არა აი პირდაპირ რა საგანსაც მინდა რასაც მინდა მოდზრავს ან უძრავს დავხატავ. მერე ვშლი ამ წერტილებს და რასაც მინდა იმას ვძერწავ რა.
თან ყოველ ღამე დღე არა , მარტო ღამე აი 12 საათს , რომ გადასცდება მეწყება ყურში რაღაც ხმაური აი ტუუუუუუუ ესეთი ხმა რა biggrin.gif ხოდა ვიფიქრე ალბათ წნევა მაქვს თქო მაგრამ არა. ამ წერტილებს დღე ცოტას ვხედავ ღამე დიდდება და ბევრდება . ერთხელ ვითამაშე ლატარია , ხოდა 6 ციფრი უნდა შემევსო. ვღადაობდი რა საქმე არ მქონდა და თვალები დავხუჭე მეთქი რა ციფრებიც ამოვა ამ წერტილებისგან იმას დავწერ თქო , ხოდა 6 ციფრიდან 4 დავსვი.

რასთან შეიძლება , რომ გვქონდეს საქმე??
მოკლედ ექიმებთან დ ავდივარ 1 წლიდან ამის გამო. 100% მხედველობა გაქვსო არ ვიცი რისი ბრალიაო , ყველა მაგას მეუბნება.



ესეთ საკითხებში ერთი ვიცი ვინც გამოცდილია და რეალურად ერკვევა ... .
აი ამ ფორუმზეა http://olmek.info/ და დაუსვი თუ გინდა იგივე შეკითხვა....

Posted by: anima mundi Sep 13 2012, 09:50 PM

QUOTE(wox1997 @ Sep 13 2012, 04:15 PM) *
თან ყოველ ღამე დღე არა , მარტო ღამე აი 12 საათს , რომ გადასცდება მეწყება ყურში რაღაც ხმაური აი ტუუუუუუუ ესეთი ხმა რა biggrin.gif


აი აი ზუუუსტად! როგორ გამიხარდა ვიღაც როა კიდე ჩენაირად smile.gif)))))) თლა ტყუილა არ მოსულხარ შენ ამ ფორუმზე. სიყვარულის თემ მხოლოდ კატალიზატორია შენი განვიტარების..
და
მეც ზუსტად ეგრე, ღამის 12 საათის მერე რაღაც სხვანაიი ვხდები, ჩემი აღქმა შეგრძნებებით და აზრებითაც. ყურებში წუილი მესმის მეც. ვან გოგის სინდრომიაო გამიგია, მგრამ ვან გოგი როგორც ვიცი ასევე გადიოდა ასტრალებში და ირებდა ინფორმაციებს ანუუ, თლა რაღაც არაა smile.gif
თუ აგვიხსნით ვინმე რა არის, მადლობელი ვიქნებით

mata

რაღაც საჭმელთნ ასოცირდება და ვერ ვიღებ სერიოზულად მაგ სახელს :|

Posted by: anima mundi Sep 13 2012, 09:55 PM

QUOTE
6. დავაკვირდებით ნებისმიერ ფორმას ყურადღებით... სადღაც 15 წუთში თუ არ ჩაგეძინათ იქნება კონკრეთული ფორმები... თუ ყოველ დღე გააგრძელებთ ამ სავარჯიშოს ნელ ნელა დაინახავთ სურათებს ისე თითქოს გახელილი თვალებით უყურებდეთ... როდესაც კარგად განავითარებთ თქვენ ქვეცნობიერებას დაუსვამთ კითხვას რაიმეს შესახებ და მიიღებთ სურათებს.. ეს იქნება მომავალზე პირადული და ა.შ


გუტ, ილლ დუ იტ! ტჰენკ ყოუ კეთილო შამანო

Posted by: bako Sep 17 2012, 04:27 PM

ციტატა(gio.geoo @ 7th January 2011 - 10:52 AM) *
4. ყურადღებით დავაკვირდებით თვალის გუგის უკანა მხარეს.

ამას ვერ უყურებ,ესაა შეცდომა

Posted by: shay Oct 1 2012, 12:52 PM

gio.geoo
ამის გაკეთება დავიწყე :დ
ჰოოდა ნუ ადრეც მქონდა მცდელობა (ზამთარში), მაგრამ თავი დავანებე არ ვიყავი რაღაც მზად..
ჰოოდა 2 დღე ვაკეთებდი ეხლა და მარჯვენა თვალი ჩასიებული და გუგა გაწითლებული მაქვს :დ
შეიძლება რომ ამის ბრალი იყოს? თან 5 წუთით დაიწყეთო ეგ გამომრჩა რატომღაც და 10-20 წუთი ვშვებოდი..
ნუ შეიძლება ჩემი რეჟიმის ბრალიც არის გამთენიას ვიძინებ ხოლმე ძირიტადად მაგრამ არ ვიცი რაღა ეხლა მოუნდა :ს

Posted by: marissa Oct 1 2012, 01:01 PM

მეც ზუსტად ეგრე, ღამის 12 საათის მერე რაღაც სხვანაიი ვხდები, ჩემი აღქმა შეგრძნებებით და აზრებითაც. ყურებში წუილი მესმის მეც. ვან გოგის სინდრომიაო გამიგია, მგრამ ვან გოგი როგორც ვიცი ასევე გადიოდა ასტრალებში და ირებდა ინფორმაციებს ანუუ, თლა რაღაც არაა smile.gif
თუ აგვიხსნით ვინმე რა არის, მადლობელი ვიქნებით

უი ეგ რაღაც მეც მესმის ოღონთ მარტო ღამე არა ზოგჯერ დღეც მარა ღამე მატულობს,სუ მაინტერესებს რა არის მე რადიაციიის ხმას ვეძახი,რავიცი ახსნა ვერ მოუძებნე იქნებ სმენის დარღვევაა რამე მაგრამ რაც არ უნდა იყოს ძალიან შემაწუხებელია

Posted by: gio.geoo Oct 1 2012, 01:28 PM

shay
თუ თვალებს ქაჩავდი რავიცი. მაგრამ არამგონია ამის ბრალი ყოფილიყოს რამე smile.gif

Posted by: shay Oct 1 2012, 01:50 PM

gio.geoo
არ ვქაჩავდი ))
ჩემი უძილობის ბრალია ალბათ და უბრალოდ დამეთხვა )

Posted by: gio.geoo Oct 1 2012, 01:53 PM

shay
უძილობამ იცის რა თქმა უნდა wink.gif

Posted by: bako Oct 1 2012, 03:46 PM

shay
უძილობის ბრალი იქნება მე 30წუთი ვაკეათებ ეგრე მარა შედეგი ჯერ არ მაქ

Posted by: tikoroma Dec 19 2013, 11:54 PM

td.........

ციტატა
smile.gif სტიქიების შერწმაზე რატო რარაფერს წერ გიო?
gio.geoo
ციტატა
მაგასაც დავწერ მაგრამ ჯერ უფრო გრანდიოზულს ვგეგმავ

რა კაი ბიჭი იყავი სავარჯიშოებს რომ წერდი, ახლა კი სადა ხარ სად მოგზაურობ, ქარდაქარ სად გიქროლია ....
შენც და დანარჩენებსაც, 2იანები sad.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)