IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> გასხივოსნებიდან წმინდანობამდე, ეზოთერული ქრისტიანობა
Maha Kali
post Jun 4 2018, 11:08 PM
Post #41


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 22-May 18
Member No.: 7,750

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მედიცინით რომ ვერ მიხედავ მაგიით მიხედე. დიახ მე ვიცვლი თვალის ფერს! ამაში გასაკვირი არაფერია. ორ აზრს შორის სიმართლე სიმართლე კიარა პრობლემაა. და რადგანაც შენი აზრია არ არის საჭირო გამოაქვეყნო და ხალხი შეცდომაში შეიყვანო. როგორც ვიცი ბანი გედო ამ ფორუმზე მაგრამ ახალი ექაუნთით გამოანათე :დდ. და წინა ჯერზე ბანი ამ მრავლისმთქმელი პოსტების გამო არ გედო? და რაც მარტივია ეფექტური სულაც არაა, ჩემთვის ეხლა მარტივია რო ვთქვა თვალის ფერი ლურჯი გახდეს მეთქი, ეს ეფექტურია? არა, ამიტომაც მიწევს დროის დახარჯვა კონცენტრაციაზე და გარკვეულ პრაქტიკებზე. 😉.
და წიგნიდან ძალებს როგორ იღებ მასწავლი? უნდა ამოვახიო? წიგნიდან ინფორმაციას იღებ. ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა ს.
შენთან საუბარს რა აზრი აქვს. წადი და რამდენიც გინდა იმდენი დაითმინე 😉
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jun 4 2018, 11:38 PM
Post #42


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Maha Kali
კარგი მაჰა კალი წავედი მე kiss1.gif იმაზე ნუ ლაპარაკობ რაც არ იცი ეს აქაუნთი 8 წლის უკანდელია და ძველი აქაუნთი მეტი წლის ამ ფორუმზე კიდე ლამის 13 წლიდან ვარ 25 ის ვარ ეხლა =)) და ნამდვილად არ მაქვს სურვილი რო გიპასუხო ყველას თავისი აზრი აქვს და ფორუმი იმიტომ არის რომ ყველამ თავისი აზრი დაწეროს
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Jun 5 2018, 01:09 AM
Post #43


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream

გასხივოსნება და წმინდანობა აშკარად სხვა და სხვა მდგომარეობაა, მაგრამ შეიძლება თუ არა გასხივოსნებული ადიანი იყოს წმინდანი? წმინდანობას სინოდი წყვეტს, ნუ იდეაში გაცილებით მარტივია იყო წმინდანი ვიდრე გასხივოსნდე. ეს უფრო ეწლიგიური საკითხია მაგრამ ჩემთვის თეთრი თეთრია.

Aum

გასხივოსნებას თავისი წინა საფეხურები აქვს, მაგრამ რადგან შენი მდგონარეობა ასე აღწერე ესე იგი საკმაოდ ძლიერი იყო. რადგან არ იცი რა იყო ესე იგი გაგიმართლა და რომელიმე იერარქმა აგწია მოგცა ენერგია, დაგმუხტა, დროთა განმავლობაში გახარჯე და დაუბრუნდი შენს ჩვეულ ენერგიას, გასხივოსნებისას ასე არ ხდება, თუმცა რაც შენ მიიღე ესეც ძალიან მაგარია. ამბობ რომ უნარები გაქვს გახსნილი და ვერ აკონტროლებ, ვინ გყავს გვერდში ეზოთერიკები რომ ვერ დაგეხმარნენ, ყოველ შემთხვევაში შეიძლება მართო ეგ უნარი, აქ ბევრი წვალიბს რომ გაააქტიურონ ეგ ჩაკრა.

Maha Kali

ეცადე კორექტულად მიუდგე ფორუმელებს, მართალია starscream თვითონაც ხშირადაა არაკორექტული მაგრამ ეს არ იქნება გამართლება. ხო და ეცადე არ დაცინო ფორუმელებს, უნარები იხსნება და იკეტება, განვითარების დინე ყველას სხვა და სხვა გვაქვს, მთავარია ურთიერთ გაგება მოხდეს თორემ საომარ მდგონერეობაში მოგვიწევს ყოფნა სულ, მეც ვიცი ვინაა მირო, რამდენიმე დღის წინ მეც მომაყენა შეურაწყოფა მაგრამ არაფერი მომიმოქმედებია, ძალა რომ გაქვს პატივი ეცი შენ ძალას და აუცილებლობების დროს გამოიყენე, წარმატებებს გისუტვებ სულიერ განვითარებაში, შენი ასაკისთცის საკმაოდ წინ ხარ წასული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Maha Kali
post Jun 5 2018, 01:13 AM
Post #44


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 22-May 18
Member No.: 7,750

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.

Maha Kali

ეცადე კორექტულად მიუდგე ფორუმელებს, მართალია starscream თვითონაც ხშირადაა არაკორექტული მაგრამ ეს არ იქნება გამართლება. ხო და ეცადე არ დაცინო ფორუმელებს, უნარები იხსნება და იკეტება, განვითარების დინე ყველას სხვა და სხვა გვაქვს, მთავარია ურთიერთ გაგება მოხდეს თორემ საომარ მდგონერეობაში მოგვიწევს ყოფნა სულ, მეც ვიცი ვინაა მირო, რამდენიმე დღის წინ მეც მომაყენა შეურაწყოფა მაგრამ არაფერი მომიმოქმედებია, ძალა რომ გაქვს პატივი ეცი შენ ძალას და აუცილებლობების დროს გამოიყენე, წარმატებებს გისუტვებ სულიერ განვითარებაში, შენი ასაკისთცის საკმაოდ წინ ხარ წასული.
[/quote]
ძლივს, საღი აზრი. აუცილებლად გავითვალისწინებ. 😊
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 5 2018, 06:40 AM
Post #45


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
QUOTE(starscream @ 5th June 2018 - 12:38 AM) *
კარგი მაჰა კალი წავედი მე იმაზე ნუ ლაპარაკობ რაც არ იცი ეს აქაუნთი 8 წლის უკანდელია და ძველი აქაუნთი მეტი წლის ამ ფო

kiss1.gif
jarmen
QUOTE(Jarmen @ 5th June 2018 - 02:09 AM) *
Maha Kali

ეცადე კორექტულად მიუდგე ფორუმელებს, მართალია starscream თვითონაც ხშირადაა არაკორექტული მაგრამ ეს არ იქნება გამართლება. ხო და ეცადე არ დაცინო ფორუმელებს, უნარები იხსნება და იკეტება, განვითარების დინე ყველას სხვა და სხვა გვაქვს, მთავარია ურთიერთ გაგება მოხდეს თორემ საომარ მდგონერეობაში მოგვიწევს ყოფნა სულ, მეც ვიცი ვინაა მირო, რამდენიმე დღის წინ მეც მომაყენა შეურაწყოფა მაგრამ არაფერი მომიმოქმედებია, ძალა რომ გაქვს პატივი ეცი შენ ძალას და აუცილებლობების დროს გამოიყენე, წარმატებებს გისუტვებ სულიერ განვითარებაში, შენი ასაკისთცის საკმაოდ წინ ხარ წასული

მადლობა საღი აზრისათვის. smile.gif

Maha Kali
QUOTE(Kalika @ 5th June 2018 - 02:13 AM) *
ძლივს, საღი აზრი. აუცილებლად გავითვალისწინებ. 😊

კარგია რომ ეზოთერიულად ამთავრებ ამ საუბრებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 5 2018, 06:45 AM
Post #46


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იცით ის მინდა ვთქვა, რომ რაც ეძებ ადამიანი ცოდნას ამ საკითხებში, რაც მეტს იგებ და ცდილობ გამოიყენო ცხოვრებაში, ისე გემატება სხივი. გასხივოსნების წინა საფეხურებია გასავლელი და ეს საფეხურები ძალიან ლამაზია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aum
post Jun 5 2018, 11:14 AM
Post #47


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 14-February 17
Member No.: 7,594

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen


კი და მე მინდა რომ დავხურო. ისეთი რაღაცეები მესმის და ვხედავ ხოლმე თან მე ვერც ვაკონტროლებ მთელი დღეებია ძილბურანში ვარ ანუ არც აქეთ ვარ და არც იქით(ფიზიკურად არაფერი მჭირს) , აზრი გონი რასაც მეტყვის ეს ხარ ის ვხვდები მაგალითად მეტყვიან ვიშნუ ხარო და ვიშნუს "ვთამაშობ".
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Jun 5 2018, 11:23 AM
Post #48


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Aum
ბევრნი არიან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jun 5 2018, 12:06 PM
Post #49


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე როგორც ვხვედავ წმინდანობაა როცა გასხივოსნების სტაბილურობას მიაღწიე ქრისტიანულ ეზოთერიკულ ცოდნას თუ დავიხმარებთ წმინდანი ვერ ეცემა ანუ სულ რო ქალმა შიშველი იაროს ან ქალთან სექსი ქონდეს ან ვინმე მოკლას ან ასე შემდეგ მაინც წმინდანია ანუ მან გადალახა ის საზღვარი უკვე ის ადამიანიც არ არის პრაქტიკულად აღარ ააქვს ადამიანური ცნობიერება. ზოგიერთ ტიპის იოგებს გასხივოსნების პრობლემა აქვთ ანუ როგორ ავხსნა ზემოთ ადის ენერგია კუნდალინის სანსარაში. გასხივოსნდება ანუ გაწმინდანდება და მაგრამ ჩამოდის 5 წუთის მერე ან 30 საათის მერე ანუ არ არის სტაბილური თუმცა მერე აღწევენ უკვე და წმინდანები ხდებიან მერე გასხივოსნების მომენტი ანუ ენერგიის ზემოთ სანსარაში ასვლის მომენტი ხდება ხოლმე როგორც აუმს დაემართა მეც მქონდა რაღაც ეგეთი მაგრამ მე მგონია მარტო გულის ჩაკრამდე ავიდა და ჩამოვიდა. და სხვა კიდე დასავლეთში გავსხივოსნდიო არადა ჩამოვიდა ქვემოთ ენერგია და ჩვეულებრივი ადამიანია ამას ვეძახი ავანსს ანუ ძალები აძლევენ წახალისებისთვის უფასო ავანს მაგრამ ისევ მაგ მდგომარეობას რო მიაღწიო რატქმაუნდა წვალება გიწევს მედიტაცია ლოცვა და ასე შემდეგ ჩემით რომ ვთქვა იერარქები ავერბოვკებენ ესე ხალხს აქიდან მცირეს ძალიან მოეწონება და გაყვება გარკვეულ მიმდინარეობას მაგრამ ამისთვის ბერობა მოუწევს სექსუალური ენერგიის შეკავებაც ასკეტიკაც და ასე შემდეგ ერთგვარი გადაბირებაა რა ხალხის ან შეიძლება კარმულიც და რეინკაციულია და რომელირაც წინა ცხოვრებაში მაგ ასაკში გქონდა ეგეთი გამოცდილება ძნელია თქვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Jun 5 2018, 03:17 PM
Post #50


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოტა ძნელია ვისაუბროთ წმინდანობაზე თეოსოფიურ ჭრილში, იმიტომ რომ არ არის მკვეთრად გამოხატული ასპექტები რითაც ვიმსჯელებდით ამა თუ იმ ადამიანის წმინდანობაზე, საინტერესოა იმის განსაზღვრა ვინ უფრო წმინდანია, ან ეს წმინდანობა მდგომარეობაა თუ სტატუსი, დღეს წმინდანის სტატუსი განისაზღვრება სინოდის გადაწყვეტილებით შესაბამისადწმინდანად ირაცხება ის ადამიანიც ვინც ხოცავდა დატყნაურობდა და დაქეიფობდა ამასთან ისიც ვინც მთელი ცხოვრება სულიერ პრაქტიკას მიუძღვნა, შესაბამისად აქ კონკრეტული შტამპი არ არსებობს. რაც შეეხება აღმოსავლურ სწავლებას, გასხივოსნება არ არის იოგური პრაქტიკა, ეს არის წმინდა წყლის ბუდას გზა, თავის მხრივ გასხივისნებას გააჩნია თავისი წინა ეტაპები რომელსაც ეძახიან გასინათლებას და ყველა ეტაპს აქვს თავისი მახასიათებელი ექსტაზური მდგომარეობა და არ გამოიხატება კუნდალინის სახასრარა ჩაკრაში ასვლით(არსებობს სხვა მაღალი ჩაკრებიც, ეს არ არის გზის ბოლო), ეს უფრო პოპულისტური დასავლური შეხედულებაა აღმოსავლურ მისტიციზმზე. რაც შეეხება იოგურ პრაქტიკებს, იოგაში არის 112 გზა იმის მისაღწევად რასაც ინდუისტები ეძახიან მოკშას, იგივე გათავისუფლება, სამსარიდან, ინკარნაციის ჯაჭვიდან ამოსვლა. თუმცა თავის მხრივ მოკშა არ ათავისუფლებს არსებას მიზეზშედეგობრიობიდან, რადგან ის მაინც არის ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილი, რადგან მისი ენერგიის ნაწილი ამ სამყაროშია, თუმცა თეორიულად მისი ატმა სამყაროს გართ არსებობს, ხოლო მისი ჯივა მიეკუთვნება ჩვენს, 4 განზომილებიან სამყაროს. რაც შეეხება დაცემას დაცემა ყველა წერტილიდანაა შესაძლებელი, მაგალითისთვის სემიტური მითოლოგიის მთავარანგელოზის დაცემა შეიძლება მოვიტანოთ, ასევე შეიძლება დაეცეს ნებისმიერი წმინდანი და გასხივოსნებული, უნდა აღინიშნოს რომ დაცემაში იგულისხმება, ცნობიერების(მიდგომების, დამოკიდებულებების) შეცვლა/გაჩენა ამიტომ ბუდისტური გზა ირჩებს მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებას. თუმცა საკითხავია რა აეის მერე რა არის ამ ყველაფრის ბოლო წერტილი. შეგიძლიათ წაიკითხოთ პატანჯალი იოგას სუტრა, სადაც პატანჯალი აღწერს როგორ მიაღწია მოკშას, იგივე გასხივოსნებას და მიხვდა რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა და ამ დროს აღწერს გამოცხადებას "ღმერთისა რომელიც გულშია" სადაც იგი ეუბნება რომ აძლევს წყალობას აძლევს ენერგიის ულევ და მარადმზარდ წყაროს, აქვევუხსნის რომ ეს არ იყო დამსახურება პატანჯალის რთული მისტიური პრაქტიკებისა და ასკეზების, არამედ ეს ყველაფეეი იყო მხოლოდ და მხოლოდ წყალობა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aum
post Jun 5 2018, 03:24 PM
Post #51


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 14-February 17
Member No.: 7,594

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen

კი. სამწუხაროდ

-----
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jun 5 2018, 03:27 PM
Post #52


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
ხო გეთანხმები ეგრეა ქრისტიანობაში ისაა რო ადამიანი ანუ ბერი როცა რეალურად ხდება წმინდანი და ეს თავის სიცოცხლეშივე ხდება როცა ცოცხალია ამ ბერს რა მოუხერხონ მაღალმა ქრისტიანმა იერარება არ იციან ხან მღვდელმსახურებას უწყვეტავენ ხან სადღაც ძალიან შორ მონასტერში გზავნიან და იქ გამოკეტავენ
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Nov 19 2018, 11:26 PM
Post #53


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ მიხვვდი ჩემთვის ვინ არის წმინდანი და ვინ არის გასხივოსნებული და მაგას რომ მივხვდი ასევე მივხვდი აწი უკვე წმინდა ბერი გაბრიელი რატომ ამბობდა რომ მე ღმერთი ვარ და ანი და ჰოე ალფა და ომეგა და ასე შემდეგ. ამიტომ ამბობდა მე ვერ გამიგო ქართველმა ხალმაო კიდე ამბობდა ბერებში დირექტორი მე ვარო. იმიტო რო არ იყო წმინდანი უფრო სწორედ წმინდანი იყო მაგრამ დროის რაღაც მონაკვეთში და გასხივოსნდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Feb 6 2019, 06:05 AM
Post #54


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაინც ვერ გავიგე ვინ იყო ქრისტე

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 6 2019, 09:58 PM
Post #55


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zeppelin
QUOTE(zeppelin @ 6th February 2019 - 06:05 AM) *
მაინც ვერ გავიგე ვინ იყო ქრისტე

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ იყო ქრისტე, არამედ ის, თუ ვინ არის ის დღეს ადამიანებისთვის. ქრისტე კონცეფციაა, ისევე როგორც სხვა უამრავი კონცეფცია. ყველაფერი და ყველა, რაც იყო, კონცეფციაა. კონცეფციაა აგრეთვე ისიც, თუ რა იქნება მომავალში. ქრისტე, არსად არ წასულა. ჯერ კიდევ როდესაც ცოცხალი იყო, მაშინ ეუბნებოდა ებრაელებს, რომ სანა აბრაამი იქნებოდა მე ვარო, მაგრამ ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ გებულობენ რა უთხრა მათ ქრისტემ. ის აქ არის. არსად არ წასულა. ქრისტე სულ აწმყოშია, რადგან რეალობა, მხოლოდ აწმყოშია. მან თქვა, რომ მე კი არ ვიყავი ან ვიქნები, არამედ ვარო. მე ვარ, ნიშნავს, რომ კი არ იყო ან იქნება, არამედ სულ არის და რადგან სულ არის, ამიტომ სულ იყო და სულ იქნება და არა პირიქით, რომ რადგან სულ იყო, ამიტომ არის და ამიტომ იქნება. წარსული და მომავალი, აწმყოდან იბადება. აწმყოა მბადი. აწმყოში იბადება ყველაფერი. ამიტომ, ქრისტე 'მე'-ა. თუ ვინმეს აინტერესებს ქრისტეს კონცეფცია, იკითხოს კონცეფციები, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს ქრისტეს ნახვა, მაშინ უნდა ნახოს ის 'მე'-ში. ქრისტეს შენს 'მე'-ში იპოვნი, რადგან ყველა ადამიანის 'მე' ერთად აღებული, არის ქრისტე, როგორც რეალობა, ხოლო ქრისტე, როგორც კონცეფცია ფურცლებზე, ფილმებში, კომპაქტ დისკებზე, ნახატებზე, ფოტოებზე და ა.შ. არის.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 6 2019, 10:03 PM
Post #56


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როდესაც ადამიანი იპოვნის თავის 'მე'-ს, იპოვნის ქრისტეს, ხოლო როდესაც დაკარგავს თავის 'მე'ს, მხოლოდ იმის შემდეგ რაც ჯერ იპოვნის მას, მას საძებარი აღარაფერი ექნება, რადგან გათავისუფლდება ბოლო რაღაცისგანაც, თავისი მესგან, იგივე ქრისტესგან. ეს არის აბსოლუტური თავისუფლება. ეს არის, როდესად ქრისტე გათავისუფლებს ქრისტესგან.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 6 2019, 10:06 PM
Post #57


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქრისტე, ატმანია, რომელიც ადამიანის გულში ზის. მე მინახავს ის ჩემს გულში და ამიტომ ვსაუბრობ იმაზე, რაც მინახავს. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რაც არ მინახავს, ანუ არ ვსაუბრობ ქრისტეს კონცეფციაზე.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 6 2019, 10:09 PM
Post #58


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ გეგონებათ, რომ ქრისტე წვერებიანი, ქერათმიანი, ცისფერთვალება მამაკაცია. ქრისტე, ატმანია და ადამიანის გულში იმყოფება. ის არათუ სახეა, არამედ ვისაც ეს სახე უნდა ქონდეს ის. ის არათუ მეტყველებს, არამედ თავად არის მეტყველაბა. ის არათუ სიტყვებს ამბობს, არამედ ტავად არის სიტყვა. ის არათუ ცოცხალია, არამედ თავად არის სიცოცხლე და ის ყველას გულში ზის. არათუ ვინმეა, არამედ ის, ვინც ეს ვინმე უნდა იყოს, ანუ არის ის, ვინც ვინმეს ანიჭებს ვინმეობას. ის თავად არის ყველა შესაძლო ვინმეობა რაც შეიძლება არსებობდეს, რადგან ის ანიჭებს ვინმეობას ვინმეობას.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Feb 7 2019, 10:23 AM
Post #59


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს გავს მაგნიტს. ქრისტე, ატმანია, ატმანი კი მაგნიტივითაა. ის, ყველაზე მძლავრი მაგნიტია მაგნიტებს შორის. როგორც სიამოვნება, განცხრომა და ჰედონიზმის სხვა ფორმები იზიდავს ადამიანს, თუკი მისი ყურადღება მიპყრობილია სიამოვნების მომნიჭებელ ობიექტებზე, სწორედ ასე იზიდავს ატმანი ადამიანს, როდესაც ის ყურადღებას მიაპყრობს ატმანს, იგივე ქრისტეს. ატმანი, უმაღლესი ნეტარებაა, ამიტომ თუკი ერთხელ დაინახე უმაღლესი ნეტარება, სხვა ყველა სიამოვნებები, ძალას კარგავენ შენს თვალში და ამიტომ ვერ გიზიდავენ. ატმანი გაცილებით უფრო ძლიერი მაგნიტია, ვიდრე ჰეროინი, სუბუტექსი, ელესდი, კოკაინი, ორგაზმი, შეყვარებული, შვილი, მამა, ძმა, ქმარი, საყვარელი, სამშობლო და ა.შ. ამიტომ ამბობდა ქრისტე, რომ თუ ჩემთან გინდა, ყველაფერი დაივიწყე აიღე შენი ჯვარი და გამომყევიო და მკვდრები მიხედავენ მკვდრებსო. ქრისტე არ იყო მატყუარა. ის ამბობდა იმას, რაც არის. ამიტომ ამბობდა, რომ მე ყველაზე დიდი მაგნიტი ვარო. მე ვინც დამინახავს, ის არასდროს მომშორდებაო. ეს გავს ტრანსპორტით მგზავრობას. ფანჯრიდან უამრავ რამეს მოკრავ თვალს, მაგრამ მხოლოდ მოკრავ, ტრანსპორტი აგრძელებს მოძრაობას, ამიტომ შენ თუ ატმანს თვალს მოკრავ, დიდი ალბათობით ვერაფერსაც ვერ იგრძნობ ისეთს, რადგან ცხოვრება ტრანსპორტია და არ ჩერდება, არამედ სულ მიდის. ამიტომ თუ ლამაზი გოგო დაინახე ტრანსპორტიდან, გააჩერე და ჩადი, დაელაპარაკე, ანუ შენი ყურადღება ბოლომდე მიაპყარი, განა გაკვრით, არამედ ყურადღებით დააკვირდი. კი არ გადაიიკითხო ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტები, არამედ ჩაუჯექი და გულდასმით იკითხე. მთელი ყურადღება მიაპყარი. ეს ქრისტეს იგავს გავს პურის მარცვლებზე, რომელიც ქვა-ღორთიან ადგილას დაეცა ფესვი ვერ გაიკეთა და მალე მოეშთო. თქვენ რა გგონიათ რას განასახიერებს აქ ნიადაგის ფორმები? ნიადაგი ყურადღებაა. ვინ რა დოზითაც მიაპყრობს ყურადღებას ატმანს, იმ დოზით დაინახავს. როგორც შავ ხვრელს აქვს მოვლენების ჰორიზონტი, ასევე ატმანს აქვს წერტილი, რომლის დანახვის დროსაც, ვეღარასდროს დარჩები ძველებურად. ეს უკანმოუბრუებლობის მომენტია. მანამ უნდა მიაპყრო ყურადღება, სანამ ამ უკამოუბრუნებელ წერტილამდე არ მიხვალ. ეს არის გასხივოსნება. ეს არის ქრისტე.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 9 2019, 11:39 AM
Post #60


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(zeppelin @ Feb 6 2019, 02:05 AM) *
მაინც ვერ გავიგე ვინ იყო ქრისტე



იოანეს სახარების პირველ თავში ქრისტეზე არის ნათქვამი შემდეგი სიტყვები:

3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.

ანუ სახარება გვეუბნება, რომ ქრისტე არის სამყაროს შემოქმედი, 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.

სულიერ სამყაროში არსებობს სულიერი არსებების იერარქია. ადამიანის ზემოთ საფეხურზე დგანან ანგელოზები, შემდეგ მთავარანგელოზები, არქეები, შემდეგ ფორმის სულები (ელოჰიმები), ძრაობის სულები, სიბრძნის სულები (იგივე ძალნი, უფლებანი და ხელმწიფებანი), შემდეგ ბოლო ტრიადა: საყდარნი, ქერუბიმები და სერაფიმები, ანუ სულ ცხრა საფეხურია. ყველა ამ არსების ზემოთ არის სამება: მამა, ძე და სულიწმინდა. ქრისტეშობამდე კაცობრიობას ზემოთდასახელებული იერარქიული არსებები წარმართავდნენ, მაგალითად, ძველი აღთქმის ღმერთი მამა ღმერთი ან სამება კი არ არის, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ, არამედ ელოჰიმების რანგის არსებაა, ბერძნული, ეგვიპტური თუ სხვა ღმერთები ასევე იმ არსებებს განეკუთვნებიან, რომებსაც ანგელოზთა და მთავარანგელოზთა (და ასე შემდეგ) დასის სახელით იცნობს ქრისტიანობა.

პირველ საუკუნეში კი მოხდა უდიდესი მისტერია როგორც მთელი დედამიწისთვისა და კაცობრიობისათვის, ასევე მთელი კოსმოსისა და ყველა სულიერი არსებისათვის: სამების სიმაღლეზე მყოფი არსება, ძე ღმერთი დაეშვა ფიზიკურ სამყაროში, ეს აქამდე არასდროს მომხდარა. სახარება გვეუბნება, და ხელდასხმულებიც, რომლებიც იმეცნებენ სულიერ სამყაროებს თავისი პირადი გამოცდილებით ამოწმებენ, რომ თავად სამყაროს შემოქმედი განსხეულდა ადამიანად. ამიერიდან ქრისტე უშუალოდაა კაცობრიობის წარმმართველი, ამიერიდან მხოლოდ ქრისტესგან უნდა მიიღოს სწავლება იმ ადამიანმა, ვისაც სურს სიკეთეს და ჭეშმარიტებას ემსახუროს. ამაზე ამბობს ქრისტე:

30 ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.

ქრისტეს რაობასთან დაკავშირებით მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს, ერთი ისაა, რომ იესო უბრალოდ კარგი ადამიანი იყო და კარგ მორალს ასწავლიდა (ასე ფიქრობს მატერიალისტების დიდი ნაწილი), სხვანი ფიქრობენ, რომ ქრისტე კონკრეტული არსება კი არაა, არამედ ყველა ადამიანში დავანებული ღვთაებრივი ბუნება, ეგრედ წოდებული ქრისტეს ცნობიერება, რომელიც იესომ, როგორც ერთ-ერთმა ადეპტმა გამოავლინა, (ანუ ამ გაგებით ქრისტეს ცნობიერება იგივეა რაც ბუდას ცნობიერება, ან კრიშნას ცნობიერება, ანუ ზოგადად ღვთაებრივი ცნობიერება), ამ თვალსაზრისის მომხრეები უმრავლეს შემთხვევაში არიან აღმოსავლური რეალიგიების მიმდევრები, მაგალითად ბლავაცკაია, ანუ ამ გაგებით იესო ქრისტე ერთ-ერთი რიგითი ადეპტია, სხვა მრავალს შორის. არსებობს კიდევ მოსაზრება, რომ ქრისტე კი ღმერთია, მაგრამ ერთ-ერთი არაგამორჩეული სხვა მრავალს შორის (ასე ფიქრობდა, თუ სწორად ვიცი, მაგალითად რამაკრიშნა).

ეს ყველა განსხვავებული შეხედულება არ ემთხვევა სახარების შინაარსს, და არ ემთხვევა ქრისტიანი ხელდასხმულების უშუალო გამოცდილებას. ქრისტიანობა იმის აღიარებით იწყება, რომ სამყაროს სათავეში სამება დგას, რომლის მეორე ჰიპოსტასი მხოლოდშობილი ძე ღმერთი ადამიანად განსხეულდა და ამიერიდან ის არის ჩვენთვის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

(ეს არის ქრისტიანული თვალსაზრისი ქრისტეზე, მეტადრე ეზოთერულ ქრისტიანული, რომლის პოზიციის დაფიქსირებაცაა ჩემი მიზანი და არაუმეტეს ამისა).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 10:15 AM