IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> კლინიკური სიკვდილი
ირმა
post Jul 24 2009, 12:51 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კლინიკურ-ი სიკვდილი - (მედიც.). ორგანიზმის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიცოცხლის გარეგნული ნიშნების (გულის მოქმედებისა და სუნთქვის) არარსებობა.

http://zzzeus.wordpress.com/2008/11/11/%E1...83%9A%E1%83%98/
ზემოთ მოყვანილი ლინკიდან:
კაცობრიობა ყოველთვის მიისწრაფვის შეუცნობელისაკენ ცდილობს იპოვოს პასუხი ყოველ კითხვაზე, თუმცა ეს რამდენად კარგად გამოსდის სხვა საკითხია. რა ხდება როდასაც ადამიანი განიცდის კლინიკურ სიკვდილს, ამ საკითხს უამრავი მეცნიერი და ფსიქოლოგი ჩაკირკიტებს.

ისინი ატარებენ გამოკითხვებს იმ ადამიანებს შორის ვინც განიცადა კლინიკური სიკვდილი,აჯერებ მათ პასუხებს, ადარებენ ერთმანეთს, ზოგი მათგანი ამბობს რომ მათ დაინახეს გვირაბი და გვირაბის ბოლოს სინათლე, ზოგი კი ამბობს ის ხედავდა ყველაფერს პალატას ექიმებს ახლობლებს, თუმცა რამდენად სანდოა ეს პასუხები?





დაწერეთ, რა იცით კლინიკური სიკვდილის შესახებ smile.gif




--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 24 2009, 02:05 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.zestaphoni.com/
ნახეთ ვიდეო „ჩემი სიკვდილის დღე“


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 25 2009, 10:03 AM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანები, რომლებთაც კლინიკური სიკვდილი აქვთ გადატანილი თითქმის ერთი და იგივე სიზმარს ხედავენ. ყველანი გადიან რაღაც ბნელ ტუნელში. ტუნელი შეიძლება იყოს ძალიან ვიწროც. ტუნელში არიან სიბნელეში, სრულ სიბნელეში. ტუნელის ბოლოს ჩნდება შუქი. ზოგი ამ დროს მანათობელ არსებას ხედავს, ზოგი უბრალოდ სხვა სამყაროს აღწერს, მკვდართა სამყაროს. უმრავლესობა „იქ“ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უკან ბრუნდებიან თავიანთი სურვილით.
უკან დაბრუნების მომენტიც თითქმის ყველასათვის ერთნაირია. ყველას რაღაც აწუხებდა, ზოგს პატარა შვილები ჰყავდა. ზოგს რაღაც აუცილებელი საქმე. ერთი ქალი უკან დაბრუნდა, რადგან გაახსენდა, რომ გაზი ანთებული დარჩა.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Jul 26 2009, 02:24 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შენ რასაც ამბობ, ეგ უფრო NDE (near death experience) არის. კლინიკური სიკვდილი, როგორც შენ აღნიშნე უკვე, არის მხოლოდ სიკვდილი, რომლის დიაგნოზიც კლინიკურად ხდება, ანუ სიცოცხლის ძირითადი ნიშნების არარსებობის (პულსის და სუნთქვის) საფუძველზე. NDE კიდევ (NDE ქართულად შეიძლება გადაითარგმნოს როგორც სიკვდილის ახლო მდგომარეობა) არის ის განცდა, რასაც კლინიკური სიკვდილის ქვეშ მყოფი განიცდის. ამასთანავე, კლინიკური სიკვდილიდან გამოსული ადამიანიების უმეტესობა არ იძლევა რაიმე განდცის აღწერას. მსგავს განცდებს კლინიკუირად და შექცევადად მკვდარი ადამიანების დაახლოებით 20-30 % განიცდის. თვითონ განცდების წარმოქმნის თეორიები შეიძლება 2 ჯგუფად დავყოთ: 1) მატერიალისტური თეორიები; 2) არამატერიალისტური თეორიები. მატერიალისტური თეორიები ასეთ განცდებს უკავშირებენ ჰალუცინაციებს, რომლებიც "დაავადებული" ტვინის გამო წარმოიშობა სხვადასხვა მიზეზების გამო (მაგალითად ჟანგბადის ხანგრძლივი უკმარისობა, გლუკოზის დავარდნა, თავის ტვინის სერიოზული ტრავმა და ა.შ.). ასეთი თეორიები ბევრი არსებობს და კონცეოციურ ლოგიკურ პრობლემებთან ერთად თვითონ გარკვეულ ფაქტებსაც ვერ ხსნიან. არამატერიალისტური თეორიების საფუძველი რელიგიურია და სხვადასხვა რელიგია სხვადასხვანაირად აღწერს ამ ყველაფერს. მაგალითად, ქრისტიანულ რელიგიაში ამას უწოდებენ სულის გამოსვლას და სხეულისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებას. ბუდიზმში სულის ცნება არ არსებობს და ასეთი მდგომარეობა არანაირად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ფხიზილის მდგომარეობისაგან.

თუ უფრო მეტი ინფორმაცია გაინტერესებს, მაშინ ამ ვებგვერდზე არის ძალიან დიდი ინფორმაცია NDE-ს თაობაზე, რომელზე NDE განხილულია მრავალი მხრიდან. ამავე ვებგვერდზე აქ არის ერთ-ერთი საინტერესო NDE, რომელიც ქართველი ექიმს გიორგი როდონაიას დაემართა. youtube-ზეც შეგიძლია ნახო უამრავი ინფრომაცია თუ გააკეთებ ძებნას near death experience.

ქვემოთ ორი ლინკია იუტუბიდან, რომელშიც თვითონ გიორგი როდონაია საუბრობს:
http://www.youtube.com/watch?v=ViJXOuOjdu8
http://www.youtube.com/watch?v=vf_n8A3Q7Zw...feature=related
აქედან მეორე ლინკი არის 1-ლი ნაწილი იმ ვიდეოსი, რომელიც 6 ნაწილისაგან შედგება. ამ ვიდეოში სხვადასხვა ადამაინების (განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევების) NDE არის განხილული და 6-ვე ნაწილს უნდა უყურო, რომ სრულად გაიგო ყველა ადამიანის გადმონაცემი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Jul 26 2009, 02:31 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



P.S. განსაკუთრებით საინტერესოა დაბადებიდან ბრმა ადამიანების NDE და ე.წ. ჯგუფური NDE, როდესაც რამოდენიმე ადამიანი ერთად განიცდის NDE-ს და ამასთანავე ერთმანეთს ხედავენ ასეთ მდგომარეობაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 26 2009, 11:24 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რათა_ჰა?
QUOTE(რათა_ჰა? @ 26th July 2009 - 03:24 PM) *
ქვემოთ ორი ლინკია იუტუბიდან, რომელშიც თვითონ გიორგი როდონაია საუბრობს:
http://www.youtube.com/watch?v=ViJXOuOjdu8
http://www.youtube.com/watch?v=vf_n8A3Q7Zw...feature=related

ძალიან საინტერესო ლინკებია, ვნახავ აუცილებლად.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 13 2009, 10:46 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მქონდა ბავშვობაში სიზმარი, რომელიც ყველანაირად ემთხვევა იმ მდგომარეობას რასაც ადამიანი განიცდის კლინიკური სიკვდილის დროს. დაახლოებით თორმეტი წლის ვიქნებოდი, როცა ეს სიზმარი ვნახე, თუმცა სიზმარიც არის და სიზმარიც. ასეთი ხილვა რაც მაშინ მქონდა, სიზმრის ზღვარს სცდება. ჯერ ერთი ის რომ ამ სიზმრის ყველა დეტალი დღესაც მახსოვს და ემთხვევა აგრეთვე სხვა ადამიანების ხედვას. მოგიყვებით:
რაკეტაში ვჯდებოდიsmile.gif(რაკეტა აქ ტუნელს შეედრება, რადგან იგივე ფორმა იყო), მივდიოდი მთვარეზე, ქვეცნობიერად ვიცოდი აგრეთვე რომ ვკვდებოდი, დედაჩემი დაბლა იდგა და ტიროდა, ვხედავდი მის ცრემლებს სახეზე დადენილს. ცოტა ხანში საოცარ სიბნელეში მოვხვდი, ვიცოდი რომ მთვარეზე ვიყავი, ვხედავდი დაბლა მთვარის ზედაპირზე რაღაც პატარა სარკეებს სამკუთხედს, რომბს, ოთხკუთხედს(ნამტვრევებს) სხვადასხვა ფორმისას, ეს სარკეები ერთადერთი სინათლის გამოხატულება იყო ამ საშინელ სიბნელეში. უცებ დავინახე ერთი საოცარი სანახავი, ენით აღუწერელი. ერთ ადგილას მთავრდებოდა სიბნელე და იწყებოდა სინათლე, ეს ზღვარი სიბნელესა და სინათლეს შორის სასწაული იყო პირდაპირ. ძნელია გადმოცემა სიტყვებით... მოკლედ მოვხვდი სინათლეში. იქ ვიცოდი რომ მკვდრებში ვიყავი. რატომღაც უმრავლესობა მსუქნები იყვნენ, ვიცოდი შინაგანად რომ ის მსუქნები ცოდვილები იყვნენ. დავინახე ერთი ბიჭი, ვიცოდი რომ ჩემი ძმა იყო(დედაჩემს ჩემამდე პირველი შვილი მოუკვდა, ბიჭი sad.gif სწორედ ის გავიფიქრე სიზმარში)
შემდეგ მოვხვდი ერთ ადგილას სადაც ქრისტე ყველასათვის საჭმელს არიგებდა, მეც ვჭამე საჭმელი. არ ვიცი რა საჭმელი იყო, მაგრამ ასეთი გემრიელი ცხოვრებაში არაფერი მიჭამია. მაშინ ქრისტემ მითხრა იქ დავრჩენილიყავი და მეშველა მისთვის საჭმლის დარიგება ხალხისათვის. მე უარი ვუთხარი, არა უნდა წავიდე მეთქი. დედაჩემის ცრემლები გამახსენდა, არ მინდოდა რომ ეტირა ჩემს დედიკოს, ამ ძალამ დამაბრუნა უკან, თორემ იქ კარგი იყო უფროsmile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 13 2009, 10:57 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უფ, როგორც იქნა დავწერე, მინდა ხაზი გავუსვა სიბნელისა და სინათლის ზღვარს, კედელს.

ამდენი წელი გავიდა და ამ სიზმრის ყველა დეტალი მახსოვს. თუმცა არც ჩამიწერია, არც არაფერი. დღეს დავწერე პირველად.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 1 2009, 02:33 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კლინიკური სიკვდილი არ გამომიცდია. რაც შეეხება გვირაბს. ზოგჯერ ძილის წინ ვგრძნობ, რომ სადღაც ვეშვები. არასდროს დამინახავს სად, მაგრამ ვგრძნობ ვეშვები სპირალისებურ გვირაბში, ოდნავ თავბრუსხვევასაც ვგრძნობ..საერთოდ სასიამოვნო შეგრძნებაა. სამწუხაროდ, ასეთ რამეებზე ფიქრი გვიან დავიწყე. არ დავკვირვებულვარ, მაგ დროს თუ მესიზმრება ხოლმე რაიმე განსაკუთრებული სიზმარი sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Sep 9 2011, 12:25 AM
Post #10


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კლინიკური სიკვდილი ორჯერ განვიცადე, - 8 წლისამ და 15 წლისამ.

პირველად - სოფელში ვიყავით და მდინარეში ვიბანავე. ბანაობაც არის და ბანაობაც, - 2 საათი ვერ ამომაგდეს წყლიდან.
ჰოდა, მოგეცათ ლხენა, ღამე მომცა სიცხე, რომელიც 41,8-მდე ავარდა! მოიყვანეს სოფლის ექიმი. იმან თავისი შექმნილი რაღაც ფხვნილი დამალევინა და წავიდა. მისი წასვლიდან 10 წუთში ტემპერატურა 35,2 -მდე დავარდა და... კრიზი დამემართა, რომლის დროსაც სხეულიდან ვიყავი გამოსული და ყველაფერს ზევიდან, ოთახის ჭრთან შეჟული ვუყურებდი. ისევ ის ექიმი მოაბრუნეს გზიდან და თავისივე წამლის გამანეიტრალებელი სითხე ჩამასხა ამ მკვდარ ბავშვს პირში. წესით მაშინვე უნდა ემოქმედა, მაგრამ მე იმდენად ვიყავი სხეულიდან გასული, რომ ვერ დამაბრუნა. იმ სითხის მიღების მესამე მცდელობაზე მივხვდი, რომ დაბრუნება შემეძლო და ისევ სხეულში შევძვერი. მთავარი ის იყო, რომ დასაბრუნებელი კარი (ყიფლიბანდის არხი) დაკეტილი მხვდებოდა, თორემ განა არ მინდოდა დაბრუნება?

მეორედ - ოპერაციის დროს მოხდა ეს. მაშინ 15 წლისა ვიყავი.
პრინციპში, არც მაცალეს დაბრუნება, - მტაცეს ხელი და ”გამაქცუნეს” სხვა სამყაროში. სწორედ მაშინ მოხდა თაიას შესვლა ჩემს ორგანიზმში. smile.gif
დანარჩენი - უკვე იცით!


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Sep 9 2011, 04:25 AM
Post #11


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კლინიკური სიკვდილის დროს ხილვებს ახადეს ნახევარი ფარდა

მეცნიერებმა ახსნეს ეფექტი, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობისას, თუ რატომ ხედავს ადამიანი ტუნელის ბოლოს სინათლეს და ესმის ხმები. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ჰალუცინაციები გამოწვეულია ქიმიური პროცესების მიმდინარეობით ორგანიზმში, რომლებიც ამ დროს წარმოიშვებიან. უშუალოდ, კი ხდება სისხლში არსებული ნახშირ მჟავა აირის რაოდენობის მომატება. პაციენტებზე დაკვირვების დროს დადგინდა,რომ, ყველას ვინც ხედავდა მსგავს მოვლენებს, სისხლში მკვეთრად მომატებული ჰქონდათ ნახშირ მჟავის და კალიუმის იონების რაოდენობა. პაციენტებს, რომლებსაც ხედავდნენ უფრო მკვეთრად ამ ჰალუცინაციებს მათ უფრო მეტად ქონდათ მომატებული ნახშირმჟავა აირი. ეს ეფექტი ადრე ითვლებოდა ამოუცნელ მოვლენად. მეცნიერები თვლიან, რომ გარდა ამ აირის რაოდენობის მომატების, შესაძლებელია იყოს კიდევ ამ ჰალუცინაციების წარმომქნელი სხვა ფაქტორებიც. ამისათვის როგორც აღნიშნავენ ექსპერტები საჭიროა კიდევ დამატებითი გამოკვლევები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Sep 9 2011, 12:46 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეალისტი
შენ ამბობ ჰალუცინაციებიო...
მაშინ ისიც ახსენი, როგორ ხდება, რომ საკუთარი სხეულიდან გასული, ვხედავდი ყველაფერს და ყველას, რაც და ვინც ჩემს გარშემო იყო. ვხედავდი მათ მოქმედებას და მეორე თუ მესამე დღეს, როცა ლაპარაკი შევძელი, მათვე ვუყვებოდი, ვინ რას აკეთებდა იმ პერიოდში.
smile.gif


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
natuka
post Sep 9 2011, 01:44 PM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,268
Joined: 12-March 11
From: დედამიწა :)
Member No.: 6,417

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



5 წლის წინ ნატესავი მოყვა ავარიაში და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ქონდა კლინიკური სიკვდილი. იმ პერიოდში რა ხდებოდა ყველაფერი მოყვა ექიმების საუბარი ოპერაციის დროს და კიდევ გარეთ დედამისი როგორ ლოცულობდა მისთვის და მისი და ჩახუტებული როგორ იყო მეობართან. ამ დროს მასთან ერთად იყო გარდაცვლილი მამა...


--------------------
...


Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Sep 9 2011, 11:48 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(რეალისტი @ 9th September 2011 - 04:25 AM) *
ჰალუცინაციები

რეალისტი
როგორ შეიძლება ჰალუცინირდეს რეალური მოვლენა?

ერთი ადამიანი, რომელსაც ოპერაციის დროს კლინიკური სიკვდილი დაუდგინდა , ყვებოდა, რომ დაინახა შეშფოტებული არელვებული მედპერსონალი, რომელიც რაღაცაზე ჩოცქოლებდა მის სხეულტან. დაბნეულმა აღმოაჩინა, რომ სადღაც ფარფატებს, მიყვა საავადმყოფოსი მოგზაურობას და სხვა ბლოკში, ბავშვთა განყოფილებაში , დაინახა ისტერიულად მტირალი ახალშობილი. ტელეპატიურად დაადგინა , რომ ბავშვს საშინლად სტკივა ფეხის თითი დაამიტომ ტირის , იპყრობს ყურადღებას. როდესაც ეს პაციენტი დააბრუნეს, პირველი რაც თქვა იყო ბავშვთ აგანყოფილებაშიმტირალახალშო
ილს ფეხის თითები შეუმოწმეთო..აღმოჩნდა ,რომ 2 დღე ამ ბავშვს ვერ უსბვამდნენ დიაგნოზსს,აღმოჩნდა რომმას თითი ჰქონდა ნაღრძობი..

ჩვენ ახლობელს გარდაეცვალა და და არ უმხელდნენ,რადგან თვითონაც ასაკოვანი და ავადმყოფი იყო,ლოგინად ჩავარდნილი.. ერთ-ერთი შეტევისას განუვითარდა ისეთი მდგომარეობა რომ დაფიქსირდა კლინიკური სიკვდილი. ეს ადამიანი მოაბრუნეს. ის განაწყენებული იყო ახლობლებზე, რომლებმაც დაუმალეს დის გარდაცვალაბა, იზახდა მან გამომაცილა აქეთკენ ,მითხრა შენი დრო ჯერ არ დამდგარაო..



--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Sep 10 2011, 02:22 AM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით და გამოვხატავ პატივისცემას ყველას მიმართ

”ირმა.” - დაწერეთ, რა იცით კლინიკური სიკვდილის შესახებ”
იყო თხოვნა მეც მოგეცით ამონაკრები.


პოლემიკა გამართედ წყაროსთან
მე ამ პოლემიკაში შევალ
მხოლოდ ბიოორგანული ქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის ანდა ფსიქონეიროიმუნოლოგიის სპეციალისტებთან.
ჩემი მოსაზრებაა წყაროსთან შედარებით ოდნავ განსხვავებულია .ამიტომაც ამონაკრების დასახელება შევარბილე ”Раскрыт секрет появления «света в конце тоннеля»” კლინიკური სიკვდილის დროს ხილვებს ახადეს ნახევარი ფარდა



Ученые объяснили эффект того, почему человек в состоянии клинической смерти, видит
"свет в конце тоннеля" и слышит голоса. Они отмечают, что эти галлюцинации вызываются химическими процессами, которые при этом происходят. А именно, происходит повышение количества углекислого газа, который содержится в крови.
По результатам исследования 52 пациентов, которые находились в состоянии клинической смерти, было установлено,
что все, кто видел подобные явления, были подвержены резкому повышению концентрации углекислого газа и ионов
калия в крови. При этом те пациенты, которые видели более резкие проявления галлюцинаций, были подвержены
концентрации углекислого газа значительно сильнее.
Ранее данный факт считался необъяснимым, так как не проводилось достаточно глубоких исследований. Ученые
отмечают, что кроме повышения концентрации углекислого газа, могут быть еще и другие факторы, вызывающие эти
галлюцинации. Однако в настоящее время они пока еще не установлены. Для этого, как отмечают эксперты,
необходимы дополнительные исследования.
Автор: Александр Невеселов
(Источник: Science.YoRead.ru)
პატივისცემით
რეალისტი
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Sep 11 2011, 08:35 PM
Post #16


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეალისტი
გამარჯობა, ბატონო ჩემო
QUOTE(რეალისტი @ 9th September 2011 - 06:22 PM) *
ჩემი მოსაზრებაა წყაროსთან შედარებით ოდნავ განსხვავებულია

კარგი იქნებოდა, თქვენი მოსახრება დაგეწერათ ამ თემასთან დაკავშირებით, და არა მარტო კლინიკურ სიკვდილზე, ასევე ჰალუცინაციებზე.
ჩემი აზრი კი ასეთია: ყველა სულიერ მოვლენას, დავარქვათ მას ხილვა თუ ჰალუცინაცია(გააჩნია რას ვუწოდებთ, და როგორ აღვიქვამთ ჰალუცინაციას), ფიზიკურ პლანზე აუცილებლად მოყვება რაღაც ცვლილება: სისხლის ქიმიური შემადგენლობა იქნება ეს თუ ტვინში მიმდინარე ნეირო-ფიზიოლოგიური პროცესები, მაგრამ ეს ცვლილებები ვერაფრით ვერ განსაზღვრავენ თვითონ მოვლენას და მათ შორის კანონზომიერების დადგენაც ძალიან ძნელი მოსახერხებელია. ტვინში ჯანგბადის ნაკლებობა, ე.წ. ჟანგბადის შიმშილი, რომ ჰალუცინაციებს იწვევს, ეს დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ რა არის ეს ჰალუცინაცია, ეს უკვე აღარ იციან. მაგალითად ვანო ყაზბეგის ტვინის გულმოდგინედ სკანირებისას, განსაკუთრებით იმ ადგილების, რომელიც მხედველობას აკონტროლებს, დარწმუნებული ვარ, მიაგნებთ, რაღაც მცირე, მაგრამ უჩვეულო ცვლილებას, მაგრამ ეს არაფრით არ იქნები გასაღები იმისა თუ რას და რატომ ხედავს ვანო, ეს უკვე ის სფეროა, რაზედაც მეცნიერებას, ამ შემთხვევაში მედიცინას, ხელი არ მიუწვდება.
კლინიკურ სიკვდილს, რაც შეეხება, რამდენიც არ უნდა იკვლიონ და ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ცვლილებებს დააკვირდნენ, ვერასდროს ვერ მიაგნებენ პასუხს, გარდა იმისა რაც უკვე იციან, პროცესი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულბრივი სიკვდილისაგან, იმ განსხვავებით, რომ სანამ ტვინში ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევდეს ზოგჯერ ხერხდება ორგანიზმის სიკვდილის პროცესის შეჩერება. და ის, რასაც ამ დროს პაციენტი ხედავს, ასევე აღარ განეკუთვნება ტრადიციული მეცნიერების სფეროს. ოთხი წუთზე მეტი ვიყავი მკვდარი, და სისხლში ჯანგბადის რაოდენობა კატასტროფულად დაბლა დაეცა ამ დროს, მაგრამ ტრადიციული გვირაბი არ მინახავს, არც ჩემი სხეული დამინახავს ზემოდან, ეს სულ სხვა და სიტყვებით ძალიან ძნელი ასხსნელი მოვლენა იყო. თუმცა გვირაბში მანამდე და მერეც "მიმოგზაურია" და ჩემი თავიც ზემოდან დამინახავს ყოველგვარი სიკვდილის გარეშე. ასე რომ, სხეულში მიმდინარე პროცესებით, მათი შეჯერებით და ანალიზით, შეუძლებელია სულიერი მოვლენების ახსნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jul 3 2018, 06:50 AM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE(kate @ 11th September 2011 - 09:35 PM) *
კლინიკურ სიკვდილს, რაც შეეხება, რამდენიც არ უნდა იკვლიონ და ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ცვლილებებს დააკვირდნენ, ვერასდროს ვერ მიაგნებენ პასუხს

+++
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jul 3 2018, 07:00 AM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემს ბავშვობაში გამიგია ერთი ამბავი კლინიკური სიკვდილისა, ერთი პიროვნება მოკვდა და დასამარხადაც ემზადებოდნენ და სამი დღის შემდეგ გაცოცხლდა. მისი მონათხრობი იყო საინტერესო მაშინ ჩემთვის. ის პიროვნება ჩემი მოგვარე იყო და შორეულ პაპად ითვლებოდა ჩემთვის. თურმე ამ სოფელში მისი მოსახელე სხვაც ყოფილა და ეს წაუყვანიათ მის მაგივრად biggrin.gif როგორც კი გაახილა თვალი იკითხა იმ ადამიანზე სადააო... კაცო ამ დილას წავიდაო ვენახში,–უპასუხეს. რაღა ბევრი გავაგრძელო, როგორც კი ეს გაცოცხლდა ის მეორე მოკვდა. მერე ბევრ ამეს ყვებოდა, როგორ ნახა ერთი მკვდარი მეზობელი და რომ უთხრა, ვენახში დამალული ჰქონია ერთი თოხი და იმის დარდი ჰქონდა, ამ პიროვნებამ აუხსნა თავის ნათესავებს ამის შესახებ და მართლაც იპოვეს თოხი. ასევე ამბობდნენ ახლა იცის როდის დაიღუპებაო.ე.ი. იცოდა როდის მოკვდებოდა. მახსოვს ის პაპა,– მაშინ ბავშვი ვიყავი,– მშვიდი და საყვარელი პაპა იყო. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 10:29 AM