IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


Hekate
Posted on: Jun 17 2023, 11:21 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 23-May 23
Member No.: 8,117


QUOTE(earth @ 28th May 2023 - 07:23 PM) *
ჩემი, შენი, სხვისი. სულის ცნობიერებაში ასეთი აღქმა არ არსებობს


მესმის რასაც ამბობ, სხვაგვარი ინტერპრეტაცია მივანიჭე უბრალოდ , ჩემი როგორც "შემოქმედის" გამოვლენას.

მაგ: მე არ შემიქმნია ჩემი თავი, გამოვვლინდი და გამოვსხივდი ყველაფრის საწყისიდან, მე არ შემიქმნია არაფერი სხვა დანარჩენი, მაგრამ მაქვს ნებელობა და მე როგორც გამოყოფილმა, განცალკავებულმა (თუმცა მთელის ნაწილმა) მსურს შევქმნა ჩემი გალაქტიკა, ჩემი კოსმიური სამყოფელი მოცემულ კოსმოსში. ანუ რომ არ ყოფილიყო მთელის დაშლა ნაწილებად საჭირო განვცალკავდებოდი? მთელმა იქნებ ვეღარ დაიტია (ახლა მეტყვით წარმოუდგენელია ყველაფრის არსმა თავის თავი ვერ დაიტიოსო smile.gif თუმცა გვაკეთოთ დაშვება) და ამიტომ ამოიწვა თავი და ამოასხივა ელემენტარულ ნაწილაკებამდე. იქნებ არის ხოლმე "ღმერთში ცვლილებები"...

აი სხვა სამყაროებში სულის მრავლი გადანაცვლების შემდეგ და საბოლოო ევოლუციის მიღწევისას მე როგორც შემოქმედმა მინდა ჩემი გალაქტიკა შევქმნა, სადაც ჩემი ფერები იქნება, ჩემი საყვარელი სულები მეყოლება (ფერადი დრაკონები და გველეშაპოებიც angelgirl.gif ) და სადაც იქნება მუსიკა :შევედიფანტაზიებში:

  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #131480 · Replies: 13 · Views: 2,708

Hekate
Posted on: May 27 2023, 10:18 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 23-May 23
Member No.: 8,117


earth
QUOTE(earth @ 26th May 2023 - 08:48 PM) *
ფობია მე მქონდა და სიზმარშიც გადადიოდა, ეს ფობია დავძლიე იმის სურათის ყურებით, რისიც მეშინოდა.

დაახლოებით მსგავსი მეთოდებით ვიმუშავე ყველა ფობიაზე და ყველა მომეხსნა რაც მქონდა, მაგრამ მოხსნის შემდეგ ისევ ხდება სიზმრად მოვლინებები გარკვეული ფობიების თუმცა არ აქვს ის მკვეთრი ეფექტი უკვე დამუშავებულზე, ვიდრე სხვა სახის გაუცნობიერებელ სიმზრებს.
QUOTE(earth @ 26th May 2023 - 08:48 PM) *
შენი სწრაფვა დაფარულის გაგებისათვის არის ალბათ მიზეზი, რომ გაქვს ამდენი სიზმარი

მიზეზი ზუსტად ვიცი, რომ დაფარულის მიმართ ინტერესია და ერთგვარი ზღვა ინფორმაცია, რომლის გენერირებაც დროთა განმავლობაში მირთულდება.
QUOTE(earth @ 26th May 2023 - 08:48 PM) *
მაგრამ ცხოვრებაში მთავარი ის არაა, რომ სიზმარში ვნახოთ რამე და აგვიხდეს

პირადად ჩემთვის არა, უბდარლოდ აღვნიშნე სიზმრის რეალობაში განცხადების შესახებ იმ მიზნით, რომ ჩემი სიზმრები მხოლოდ ზედა აქტიურ გონების ყოველდღიური პროდუქტი არ არის, არამედ უფრო ღრმა ფსიქიკიდან გამომდინარე.
QUOTE(earth @ 26th May 2023 - 08:48 PM) *
მთავარია მართო ისე სიზმარი, რომ რაც არ გინდა არ ახდეს

ვერ ვმართავ (( შესაძლოა ჩემი ფუჭი მცდელობანი იმიტომ ხდება, რომ ჩემით მარტოდ ვცდილობ ყველაფრის შემეცნებას თუ პრაქტიკას.

QUOTE(earth @ 26th May 2023 - 08:48 PM) *
სიზმარში შიშს

ყველა ემოციას განვიცდი რეალურად შიშის გარდა , როგორი მძიმე სიზმარიც არ უნდა იყოს ყოველთვის ვგრძნობ სიზმარში გამკლავების სათანადო ძალას.
QUOTE(earth @ 26th May 2023 - 08:48 PM) *
სიზმრის დამჭერი.

ამაზე მართლა არ მიფიქრია, უცებ რაღაც ბუუმ გამოანთება იყო ამოკითხვისას :დდ თითქოს რაღაც სანდო და მართალი.

არავის ვუყვები სიმზრებს , საკუთარი თავის გარდა მერე სრული დღე გარჩევის მცდელობაში :დდ


old_man

QUOTE(old_man @ 26th May 2023 - 09:13 PM) *
5-6 ჩემი ინკარნაცია ამოყარა

როგორ შეაფასე? გადმოგყვა რამე გამოცდილებად ? რომელიმე კონკრეტულში ისურვებდი დაბრუნებას?

აი თითქოს ამ ადამიანური აღქმიდან და ამ პიროვნების ფორმით არ მინდა ვიყო სხვა. მინდა ამ პიროვნებით დავრჩე სულიერ სამყაროში, ზოგჯერ არ მხიბლავს რეინკარნაცია ამ მიზეზით, მაშინ რა აზრის აქვს ოჯახად ყოფნას მაგალითისთვის, თუ შვილიც კი რეალურად ჩემი არ იქნება, ანუ არ ვიქნები შემოქმედი და არ ექნება ჩემი სულის ნაწილაკი, ალბათ აღნიშნავთ, რომ ყველა ერთნი ვართ და ყველა ერთის სიოცხლის დნმ-ის ნაწილი, მაგრამ ეს ხომ უკვე თავისთავადი ფორმაა, რომლის ფორმირებაშიც მონაწილეობა არ მიმიღია. მაშინ როგორღა შემიძლია ვიყო ღმერთის მსგავსი შემოქმედი?

მადლობა ბავშვებო აზრების გაზიარებისათვის wub.gif ბევრი რაღაც მინდოდა დამეწერა მაგრამ აქტიურ რეჟიმში ვარ და აზრიც მიწყდება.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #131471 · Replies: 13 · Views: 2,708

Hekate
Posted on: May 23 2023, 03:19 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 23-May 23
Member No.: 8,117


old_man
მადლობა, როცა მზად ვიქნები ფიზიკურად და მენტალურად სრულად ,მივმართავ ქბტ. რუსუდანს ))

QUOTE(old_man @ 23rd May 2023 - 02:19 PM) *
დაკვირვება და განვითარება უნდა.

ყოფილა შემთხვევები შევხებივარ დაზიანებულ ცხოველს,ფრინველს და განკურნებულა ან ადამიანებისთვის ენერგია გადამიცია, თუმცა ეს არამიზნობრივად და არაკონცენტრირებულად მოხდა. როცა ენერგიის სიხშირე იწევს ვხედავ ჩემს აურას (თეთრი) და ასევე კიდევ ერთი ადამიანის აურას(ოქროსფერი), სხვებთან ვეცადე მაგრამ ვერ დავინახე. შეიძლება ეგეც ჩემი ილუზიაა. თუმცა უბრალოდ მშვიდადვიღებ ამ ყველაფერს, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც ცვლილებები მჭირდება რადგან სამყარო გამუდმებით მაბრუნებს ჩემი ნიჭის და ტალანტის გამოვლენის გზაზე და მე უბრალოდ ვფარავ. ჩვეულ მდგომარეობაშიც კი გიჟად მთვლიან :დ

QUOTE(old_man @ 23rd May 2023 - 02:19 PM) *
სიზმრებში რამე არსებებს ხომ არ ებრძვი ხოლმე?

ბრძოლით არა, უბრალოდ ყველა სიზმარში სადაც ხდება ჩემდამი ძალადობა ვპასუხობ სიჩუმით, შეუმჩნევლობით ან ლავირებით. მაგალითისთვის სიზმარში შიშს არ განვიცდი, როცა ცოცხლად მანაწევრებენ, უბრალოდ ვაკვირდები და ენერგიით ვცდილობ მოძალადე ძალის დამორჩილებას. მაგრამ ვგრძნობ ტკივილს, მცემს სისხლის სუნი და ა.შ ანუ ყველა შეგრძნება ჩართული მაქვს.

ხშირად მესიზმრება ვირთხები, ფობია მაქონდა პანიკური ბავშვობიდან და რადგან გვაცნობიერე, რომ შესაძლოა წინა ცხოვრებიდან მოდიოდეს სადღაც დილეგში ყოფნიდან ფობიაც მომეხსნა და თუ სიზმრებში ისევ ცდილობენ ჩემს ცოცხლად შეჭმას ვირთხები, უბრალოდ აღარ გამოდით :დდ
ხშირად მესიზმრება ომი (ეგეც წინა ცხოვრებიდან ალბათ ).
მესიზმრება ბავშვი "ბიჭი" ოქროსფერ თმიანი, რომელიც ყოველთვის ავად არის და ვცდილობ მის გადარჩენას. ანუ განმეორებადი სიზმრები მაქვს.



  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #131467 · Replies: 13 · Views: 2,708

Hekate
Posted on: May 23 2023, 11:53 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 23-May 23
Member No.: 8,117


QUOTE
ნიკიც შეიძლება რაღაცაზე მიგვანიშნებდეს )
ჩემი ძირითადი არქეტიპია, ბოლოსდაბოლოს მივხვდი რატომ მეშინოდა უეცარი დაცემის, რატომ ვიზიდავ ჭიანჭველებს და ძაღლებს როცა შევისწავლე არქეტიპები :დდ

QUOTE
ჰოლოტროპული სუნთქვა სცადე

ჩემით ვცადე ინდივიდუალურად მაგრამ ვერ ვაკონტროლე.

QUOTE
შეიძლება ამ ცხოვრებას არა, მაგრამ წინა ცხოვრებებს უკავშირდებოდეს ეს ნეგატივი
აკაშას ქრონიკების პრაქტიკას ვცდილობდი ისევ ჩემით :დდ და ისევ ვცდილობ, რაც ცნობიერი მახსოვს სამყაროს და ადამიანდ ყოფნას ვიკვლევ, თუმცა ეს ხდება ფარულად ჩემს სამყაროში, არასდროს ვსაუბრობ ამ თემებზე, ახლაც რასაც ვწერ ან დავწერ ვთვლი რომ ამ ფორუმზე მოსულა :დ

QUOTE
რეგრესული ჰიპნოზის ცდაც შეიძლება. არიან საქართველოშიც ამის სპეციალისტები

თუ მიმითითებ პიროვნებებს თუნდაც პმ დიდად მეამება )) კითხვებზე პასუხის გასაცემად მჭირდება წინა ცხოვრების ცოდნა. დაახლოებით ვხვდები რა კარმა მაქვს მაგრამ მინდა დავაზუსტო.

QUOTE
მაგიის მიმართ ინტერესი ხომ არ გაქვს გამოყოლილი?

ზოგადად ყველაფერი დაფარული მაინტერესებს. მაქვს ძალიან ღრმა ინტუიცია, საკმარისა რაიმე წამოვიდეს სუფთა არაგონისმიერი მდგომარეობიდან, ის უნდა განცხადდეს, თუმცა ეს ხდება როცა მშვიდ ყოფნაში ვარ და დაახლოებით 10 წუთი მაინც რამე კონკრეტულზე არ ვფიქრობ.
ან ვიღაც უცხო ადამინები უეცრად გულწრფელად მესაუბრებიან ღრმა პირადზე (არ ვიცი რატომ).
სიზმრის გარკვეულ კატეგრიებს , რომ შევეხო ( აღვწერ არაკოშმარულს) ასრულებადია.
მაგალითად სამი დღე მესიზმრებოდა, რომ კიბეზე ავდიოდით მე და ჩემი ძმა , წინა პოზიცია მეჭირა მე თავისუფლად ავდიოდი და ჩემს ძმას საფეხურები ეცლებოდა , მე მეჭირა ხელით და ამყავდა. მოხდა ისე რომ სამი დღის მერე სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩემს ძმას და სრული სამი თვე ჩემზე იყო დამოკიდებული ფიზიკურად დ ამენტალურად.
სამი კვირა მესიზმრბოდა რომ ვიღაც მითვალთვალებდა და რეალურადაც ეგრე აღმოჩნდა, სამი კვირის განმავლობაში ვიღაც ნამდვილად მითვალთვალებდა.

კიბეებზე ასვლა ძალიან ხშირად მესიზმრება, ასევე გზა და გარკვეული სახის ტრანსპორტი და ყველგან ყველა მოცემულობაში მარტოდ ვარ განცალკავებულად, თუმცა სიზმრში ყოველთვის ბევრი ხალხია, ან დამკვირვებელი ვარ და თანადროულად ყველა მონაწილეც მაგრამ მაინც კონკრეტულად მე.


არ ვიცი სწორად ვციტირე თუარა , ძნ ნერვი წაიღო :დ

  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #131465 · Replies: 13 · Views: 2,708

Hekate
Posted on: May 23 2023, 09:38 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 23-May 23
Member No.: 8,117


მოგესალმებით,

ვადევნებ ხოლმე-ხოლმე თქვენს ფორუმს თვალს და მეტად სასარგებლო ინფორმაციები მივიღე.

არ ვიცი პასუხს მივიღებ თუარა მაგრამ მაინც ვცდი smile.gif

ძილიც მაწუხებს და უძილობაც. ჩვეულებრივად ვიტანჯები ყოველი ძილისას, მაწუხებს კოშმარები ან იმდენად არაკომფორტული სიზმრები რომ გაღვიძებულზე ენერგია საერთოდ აღარ მაქვს. ღამის განმავლობაში წყვეტით მძინავს, გარკვეულ საათებში მეღვიძება რამდენიმეჯერ. ასეა უკვე გრძელდება წლები, ვიკვლიე კიდეც ეს საკითხი, გარკვეული პრაქტიკები, მედიტაცია, ცხოვრების და კვების სტილის შეცვლა მაგრამ უშედეგოდ. გამოკვლეულია ყველა წარსულის ტრამვა და უმეტესობა დამუშავებული, აქტიური გონება მაქვს 24/7-ზე 360 გრადუსით ოვერსინქინგ ვარ და ვიცი, რომ ერთ-ერთი მიზეზი ეს ზე აქტიური გონებაა სიზმრის სიხშირის მაგრამ რატომ აუცილებლად ნეგატიურის? ყოველდღიური რიტმით შინაგან სიმშვიდეს ვცდილობ და არც ნეგატიურზე ვფიქრობ, პოზიტიური ხედვა მაქვს ცხოვრებისადმი, ნაკლებად მავნებლური ჩემთვისა და სხვათათვის (ანუ ხაზს ვუსვამ რომ ბოღმით და ნეგატივით არ ვცხოვრობ :დდდ ძან ემპათიური ვარ)


ბოლოსდაბოლოს რამე მეშველება smile.gif ? რა მეთოდი შეიძლება გამოვიყენო რომ დავასრულო ან შევამცირო მაინც ძილით გამოწვეული დისკომფორტი.

  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #131463 · Replies: 13 · Views: 2,708


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 4th May 2024 - 10:27 PM