IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> კაცობრიობა და სიზმრების ისტორია
tikoroma
post Apr 20 2014, 08:09 PM
Post #21


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტიბეტური სიზმრის იოგა
ლუციდური სიზმრების პრაქტიკას ტიბეტელმა ბუდისტმა ბერებმა დაუდეს სათავე. პრაქტიკა სიზმარში გაღვიძებას და მის მართვას ითვალისწინებს, რასაც ბუდისტი ბერები უმეტესად ეზოთერული მიზნებისთვის იყენებდნენ, იღებდნენ სხვადასხვა შესაძლებლობებს, უკავშირდებოდნენ უმაღლეს ძალებს, რაც ეხმარებოდათ სულიერ განვითარებაში მომდევნო საფეხურზე ასულიყვნენ.
ეს ამოცანებია:
პრაქტიკა სადჰანა (სულიერი დისციპლინა).
მიეღოთ კურთხევა, ინიციაცია, უფლებამოსილება.
ემოგზაურათ სხვადასხვა ადგილებში, განზომილებებში, კოსმოსში.
ურთიერთობისთვის იდამთან (ტიბეტში, უმაღლესი სინათლის ღვთაება, რომელსაც უკავშირდებიან მედიტაციის დროს).
შეხვედროდნენ სხვა გონიერ არსებებს.
ეფრინათ და შეეცვალათ ფორმები, გარდასახულიყვნენ სხვა არსებებად.
ტიბეტელი იოგების საბოლოო მიზანი იყო „გაექროთ“ სიზმარი, მუდმივად ცნობიერი გაეხადათ იგი.
როცა გავთავისუფლდებით ფიზიკური სტიუმულისაგან (საძილე სხეულის მოთხოვნილებებისგან) და კონცეპტუალური სტიმულისაგან (სიზმრის გონებისგან) შესაძლებელი ხდება დავაკვირდეთ ყველაზე სუფთა ფორმას შეგნებული ცნობიერებისა.

ყოველი წუთი მღვიძარებისა აისახება ყველა ოცნებაში, რომელიც გახსოვთ. ტიბეტელ ბერებს სჯეროდათ რომ ეგო მოგზაურობს ძილის დროს, მოივლის იმავე ადგილებს, სადაც ჩვენ ვყოფილვართ რეალურ ცხოვრებაში და იმეორებს ყველაფერს, რაც გადაგვხდენია.
ამიტომ მნიშვნელოვანია გაღვიძებისას სიზმრები ჩვენს მოგონებებს შეავადაროთ. ეცადეთ არ გაინძრეთ მანამ, სანამ ყველაფერს არ გაიხსენებთ, რადგან ფიზიკური მოძრაობისას ასტრალური სხეულის სიმშვიდე ირღვევა და მოგონებები იკარგება.
როცა სიზმრებზე მედიტირებთ იმეორეთ ფრაზა: რაომ გაომ (მახვილი მოდის ო-ზე, თითოეული სიტყვა ორ მარცვლად იყოფა), ეს ხელს შეუწყობს ქვეცნობიერს თქვენს მოგონებებზე ფოკუსირდეს.

ტიბეტელმა გურუმ მარპამ შეიმუშავა სიზმრის იოგის პრაქტიკის რამდენიმე ეტაპი.
პირველ რიგში, საჭიროა სიზმარში გაღვიძება, გამორკვევა. მეორე, მან უნდა გადალახოს ყველანაირი შიში, უნდა მიაღწიოს, რომ სიზმარში ვერაფერმა ავნოს. მაგალითად, ხელით შეეხოს ცეცხლს და არ დაიწვას.
ამის შემდეგ უნდა იფიქროს, რომ ყოველი მოვლენა სიზმარსა და ცხადში მსგავსია, რადგან ყველაფერი ცვალებადია, ცხოვრება ისეთივე ილუზიაა, როგორც სიზმარი, რადგან მუდივად იცვლება. ორივე ობიექტი სიზმრისაც და ცხოვრებისაც ბუდისტური მსოფლმხედველობით ცარიელია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის სცენა სიზმრებისა, ილუზიისა, და მიაჩნიათ რომ ყოველივე გარესამყაროში მაიას (ილუზიის) გამოვლინებაა.
მეოთხე, პრაქტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას შეუძლია სიზმრების მართვა, გაკონტროლება. მაგალითად, შეუძლია შეცვალოს საგნები: დააპატარაოს, შეამსუბუქოს, გააერთიანოს, გადააქციოს სულ სხვა რამედ, მაგალითად ცეცხლი აქციოს წყლად.

ამ ყველაფრის დაუფლების შემდეგ, სიზმრის მხილველმა უნდა ირწმუნოს, რომ მისი სხეულიც ისეთივე არარეალურია, როგორც სხვა ყველა საგანი სიზმარში. მან უნდა ირწმუნოს, რომ ის არ არის სიზმრისეული ორგანო. ამის მიღწევა მღვიძარებისას ძალიან ძნელია, მაგრამ სიზმარში ეს შესაძლებელია, რადგან ის, ვისაც სიზმრის კონტროლი შეუძლია, მარტივად შეიცვლის ფორმას, ან სულაც გაიქრობს სხეულს.

ბოლოს ტიბეტელი ბერები ახდენდნენ ღვთაებების ვიზუალიზაციას ლუციდურ სიზმარში, ბუდას, ბოდისატვას ან დაქინის. ისინი ამბობდნენ, რომ უერთდებოდნენ სუფთა სინათლეს, უფრომო არსებობას. პრაქტიკოსს ევალებოდა ამ ხატებებზე კონცენტრირება ფიქრების გარეშე. საუკეთესო შედეგი იყო, რომ გაღვიძებისას რჩებოდნენ სინათლის ღვთაებებთან ერთიანობაში, ისევე, როგორც გაცნობიერებულ სიზმრებში.







--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 30 2015, 03:11 PM
Post #22


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქართული ფოლკლორული მასალებიდან:

სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით, თებერვალში იცოდნენ ხიდრიელა . ხიდრიელა ხუთ დღეს გრძელდებოდა ორშაბათიდან პარასკევამდე. ხიდრიელას უქმობდნენ სხვადასხვა მიზნით. უქმობდნენ ერთი, სამი ან ხუთი დღე. გასათხოვარი ქალი, რომელსაც ჭრა-კერვის შესწავლა სურდა, ხუთი დღე ”დაიჭერდა ხიდრიელას”. იგი დილით შეჭამდა ცოტა პურს, საღამოთიც ცოტა უნდა ეჭამა, ისე რომ არ გამძღარიყო. ასე უნდა გაეტარებინა ხუთი დღე. მეხუთე დღეს საღამოს გამოაცხობდა მტუტე მარილის კვერს, შეჭამდა და დაწვებოდა დასაძინებლად. თავქვეშ სასთუმალთან დაიწყობდა: მაკრატელს, ფერად ნაჭრებს, ნემმს, ძაფს, საქარგავს. ღამე მას სიზმარში გამოეცხადებოდნენ ანგელოზები და ასწავლიდნენ ჭრა-კერვას.
თუ ახალგარზდა გაუთხოვარ ქალს სურდა თავისი ბედის გაგება, ის თავქვეშ დაიდებდა სარკეს, სავარცხელს და მაშრაფით წყალს. ვისაც იგი სიზმარში იხილავდა, ის იქნებოდა მისი საბოლოო ბედი. ასევე იქცეოდნენ ბიჭები. ახალგაზრდა კაცი სიზმარში ვისაც დაალევინებდა წყალს, ის იქნებოდა მისი ბედი.
ხიდრიელას უფრო ახალგაზრდები იჭერდნენ - 15 წლიდან 30 წლამდე, საცოლშვილო ხალხი და ისინი, ვისაც რაიმე ხელობის შესწავლა აინტერესებდა მოკლე ხანში.

თუშეთში ყველიერის ორშაბათს უქმობდნენ. ახალგაზრდები მთელი დღე პონილაობდნენ, ანუ შიმშილობდნენ. საღამოს გათხოვილი ქალი ”ცეფისკვერს” გამოუცხობდათ. ცერით 9-ჯერ დაფქულ მარილს და ფქვილს აზელდა, კვერს გამოაცხობდა. პონილა ძილის წინ შეჭამდა კვერს, რომ თავისი საბედო ენახა.

კახეთში დიდმარხვის პირველ ორშაბათს ახალგაზრდები მთელი დღე იშიმშილებენ. ბედისკვერებს დედ-მამიანს გამოაცხობინებდნენ. ცერა თითით სამჯერ აიღებდნენ ფქვილს, მარილს აურევდნენ და გამოაცხობდნენ. დაწოლის წინ, ჯვარედინ გზაზე გავიდოდნენ და კვერს უმძრახად შეჭამდნენ. ასევე უმძრახად ბრუნდებოდნენ სახლში და დაიძინებდნენ. ამ მარხვას და შემდეგ კვერის შეჭმას ზოგჯერ წუმის შენახვას ეძახდნენ. ხევშიც ჭამდნენ მარილის კვერს მკითხაობის მიზნით და მას ზოგან ქმრის მარხვა ეწოდებოდა.


ინდიელთა ერთი ტრადიცია, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავს ჩვენებურ „ხიდრიელას“.
ინდილთა ტომის Yahi-ის უკანასკნელი წარმომადგენელი Ishi (გარდ.1916 წ.) – აღწერს თავისი ხალხის ტრადიციებს წიგნში – Black Elk Speaks.

იგი ყვება, რომ რიტუალს ათის წლის ასაკში ბებიის მეთვალყურეობით ასრულებდა. ეს მოხდა „პატარა დათვის თვის შუა რიცხვებში“, ანუ თებერვალში. მარხვის წესი აქაც დაცულია – აიში აღწერს, რომ დილით ცოტა რამ ჭამა, შუადღით არაფერი, საღამოს კი მხოლოდ პურის ნაჭერი და წყალი მიიღო. მარხვა ათ დღეს გაგრძელდა. ბებია თვალყურს ადევნებდა, რომ ბავშვს არაფერი ეჭამა. აიში ყვება, მეხუთე დღეს იმდენად მშიოდა, რომ ღამით გავიპარე და კარგად გეახელითო. დილით ბებიამ შეიტყო მისი მსუნაგობის ამბავი და მარხვა თავიდან დააწყებინა. ამის შემდეგ პატარა ზუსტად იცავდა მარხვას, რადგან არ უნდოდა ეს პროცესი კიდევ ათ დღეს გაგრძელებულიყო.




ამასობაში ოჯახმა მისთვის სახლიდან მოშორებით, მუხის ქვეშ ცალკე ვიგვამი ააგო, სადაც ბიჭს სიზმრები უნდა ენახა. ბებიამ გააფრთხილა, რომ არ მოესმინა იმ სულებისთვის, რომლებიც პირველნი მოვიდოდნენ. უამრავი ბოროტი სული არსებობს, რომლებიც შენს შეცდენას მოისურვებენ და თუ მათგან კურთხევას მიიღებ, დაიღუპებიო.

აიში იხსენებს, ოთხი ღამის განმავლობაში ღრმად მეძინა და არაფერი მინახავსო, მეხუთე ღამეს, სიზმარში ფრინველი ესტუმრა და ბევრ რამეს დაჰპირდა, თუმცა ბიჭს ბებიის გაფრთხილება ახსოვდა და უარით გაისტუმრა იგი. მისი სიზმრისეული სტუმარი პატარა ფრინველი Chickadee (Черношапочная гаичка) აღმოჩნდა. ინდიელები მას წარმატების მომტან ფრინველად თვლიდნენ, სამართლიანობის და ცოდნის სიმბოლოდ. ფიქრობდნენ, რომ Chickadee აფრთხილებდა მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ამცნობდა მომავალს – თუმცა ასე ჩეროკის ტომის ინდიელები ფიქრობდნენ. ბიჭს კი ბებიამ უთხრა, რომ Chickadee ხშირად ატყუებს ადამიანებს და არ ღირს, მას დაუჯეროს.


მერვე ღამეს ბიჭს კიდევ ერთი ფრინველი ეწვია სიზმარში. აიში ამბობს, უკვე დაღლილი ვიყავი მარხვითა და ლოდინით და გადავწყვიტე, მისი საჩუქარი აუცილებლად მიმეღოო. სიზმარში ფრინველს შორეულ ჩრდილოეთში, ყინულებით დაფარულ ველებზე შეხვდა. იქ უამრავი მსგავსი ფრინველი იხილა. მათ აიშის შესთავაზეს ხანგრძლივი სიცოცხლე და დაავადებებისგან დაცვა. ეს სრულიად განსხვავდებოდა Chickadee-ს შემოთავაზებებისგან და ბიჭმა მიიღო მათი საჩუქარი. სანამ წავიდოდა, ფრინველმა გააფრთხილა ბიჭი, ეცქირა მისთვის ვიდრე არ გაუჩინარდებოდა. ამ მომენტში მან დაინახა, რომ ეს ფრინველი White Loon (Гагары , ალკა) იყო. (ალკას ზოგიერთი ტომი თავის ტოტემად თვლის). ბებიამ ძალიან გაიხარა მისი გამოჩენით, რადგან თეთრი ალკასგან დალოცვას ცოტანი თუ იღებენ და ბიჭს სახელადაც White Loon დაარქვა.


სიზმრის მეშვეობით აიშიმ მხოლოდ სახელი კი არ მოიპოვა, არამედ ზრდასრულობის სტატუსი და ოჯახისა და ტომის პატივისცემაც დაიმსახურა. ასევე მიიღო რწმენაც, რომ ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრება ექნებოდა.

P.S.

სამწუხაროდ, მაშინ დაავადებებზე მეტი საფრთხე და უბედურება ინდიელებს ევროპელებმა მოუტანეს. 1865 წელს Yahi-ის ტომზე თავდასხმის დროს აიშის ტომის ნახევარი ამოხოცეს. გადარჩენილები მინდვრებში იმალებოდნენ და მათ მწყემსები კლავდნენ. აიში დიდხანს იმალებოდა თავის ოჯახთან ერთად. 1908 წელს მისი ბანაკიც იპოვნეს, ოჯახის წევრებიდან ზოგი გაიქცა, ზოგი კი დაიღუპა. შემდეგი 3 წელი აიშიმ სრულიად მარტომ, თითქმის მშიერ-მწყურვალმა გაატარა. 1911 წელს, დაახ.50 წლის ასაკში, ტყვედ ჩავარდა. “ველური კაცი”-ს შეპყრობას დიდი გამოხმაურება მოყვა. აიში კალიფორნიაში, ბერკელის ანთროპოლოგიის მუზეუმის პროფესორებმა შეიფარეს და იქ გაატარა ხუთი წელი, იგი 1916 ტუბერკულოზით გარდაიცვალა. აიში თავისი ტომის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო.

https://totartgirls.wordpress.com/


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Nov 12 2017, 09:27 AM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 30th May 2015 - 04:11 PM) *
აიში თავისი ტომის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო.

სამწუხაროა....


თიკორომა ეს რა კარგი თემაა, ბევრი ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია წავიკითხე, მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 13 2017, 01:09 PM
Post #24


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
სუ გახარებული იყავი l_daisy.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 03:13 PM