IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> საკუთარი თავის დესტრუქცია
Sad Moon
post Mar 17 2021, 02:04 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 17-March 21
From:
Member No.: 7,998

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი. დიდი ხანია აქაურობას თვალს ვადევნებ და ბოლოს, გადავწყვიტე მეც დამეწერა რაღაც. მადლიერი ვიქნები ნებისმიერი თქვენი რჩევისთვის.
როცა დესტრუქციას, საკუთარი თავის დაზიანებას, ეხება საქმე, მაგაში მგონია პირველი ვარ. გეგონება მარათონში ვიღებ მონაწილეობას და აბა დღეს რამდენად "შორს გაირბენ". ალბათ ყველამ იცით, რომ მსხვერპლის როლი და დესტრუქცია ახლო ნათესაური კავშირით გამოირჩევიან. ღრმა წარსულში მსხვერპლიც ვიყავი და მსხვერპლიც, რო მივიწებე ეგ როლი სანამ არ გავაცნობიერე მთელი ჩემი მდგომარეობა და არ დამიტრიალდა ყველაფერი, მაქამდე ვერ მოვიცილე დაჩაგრული ცხვარის როლი. თუმცა რაც არ უნდა მძიმე იყოს მე და კიდევ ერთი ჩემი დესტრუქციული მე ხელი ხელჩაკიდებული დავდივართ ხოლმე.
1. როცა ადამიანი ჩემთვის ძვირფასია ან სისტემატური კონტაქტი მაქვს მაგის ნეგატიურ ენერგიას ან პარაზიტებს ვიკრავ მაგნიტივით, გეგონება ვითხოვდე(არადა არაა ეგრე).
2. ძალიან ხალისიანი, პოზიტიური, აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, სიცოცხლე მიხარია და ბედნიერიც ვარ, მაგრამ და ისევ და ისევ მაგრამ შეიძლება უცებ წამომეჭიმოს სუიციდური აზრები რომ ჰოპ - მოდი თავი მოიკალი რას კარგავ?. არადა რეალურად არც არაფერი მაქვს დასაკარგი, უბრალოდ მერე იმაზე მეფიქრება ჩემი ახლობლები როგორ იგრძნობენ თავს და ეგ მაჩერებს (ჯერ სხვები და მერე მე, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია. როცა ვიცი რომ ყველაფრის თავი და თავი მე ვარ, დედამიწის ჭიპიც ვარ და ღერძიც, ამის გაცნობიერებამდე კიდე ბევრი მიკლია).
3. დავდგები და უცებ ვიღაც დრამატული ადამიანი გამოჩნდება და ასე იტყვის ხოლმე ჩემი თავი მოდი ამასთან დაიწყე ურთიერთობა მაგარი ტოკსიკური ჩანს უარესად დაინგრევ თავს და მერე მეც მიდი მოვდივარ ხოლმე.😃
ხოდა იქნებ იცოდეთ ან რჩევა გქონდეთ ვინმეს რამე, რა მოვუხერხო ამ ყოველივეს ანუ როგორ ან რითი დავიწყო მდგომარეობის გამოსწორება.
დავამატებ რომ sad არ ვარ, უბრალოდ ზღაპარი მიყვარს მოწყენილ მთვარეზე. 🌝
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Lama Norbu
post Apr 16 2021, 12:42 AM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 23-December 20
Member No.: 7,980

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Lama Norbu @ Mar 18 2021, 04:32 AM) *
თვითდაკვირვება კარგია, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუების ხარჯზე ზედმეტად დიდ პრობლემებს გამოიწვევს. ეგრე იქმნება შინაგანი კომფლიქტები ამიტომ ვცდილობ რომ თავი კიარ მოვიტყუო და ნელნელა ვეცადო რაღაცების შეცვლას არამედ გავაცნობიერო მდგომარეობა. ეს ის მდგომარეობაა რის შემდეგაც იგივე ძალიანაც რომ მოგინდეს ვეღარ ხარ მაგრამ ეგ არის პრობლემა რომ გაცნობიერებამდე არ ვიცი როგორ მივიდე.




როდესაც გაცნობიერება გვსურს, ეს იმას ნიშნავს რომ საკუთარი თავი - ცნობიერი, მთლიანად უნდა მოვიცვათ, და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილი. რადგან ამ ნაწილით მთელს ვერ მოვიცავთ და ნებისმიერი თითდაკვირვების პროცესი ან რაღაცის გაცნობიერება იქნება ილუზია. როდესაც ჩვენ მის ფრაგმენტებად დანაწევრებას ვახდენთ ისინი იწყებენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებას, რაც ქმნის ერთმანეთისგან განსხვავებულ შეგრძნებებს, განცდებს, აღქმებს ანუ სრულ ქაოსს, დისჰარმონიას. და ხშირად როდესაც საკუთარ თავს რაიმეს ჩავეკითხებით და ჩავუღრმავდებით სხვადასხვა იმიტაციებს მივიღებთ, რაც თავის მოატყუების საფუძველია.
პირველ რიგში რაც საჭიროა, ეს არის ტოქსიკური ზეგავლენებისგან განთავისუფლება, და ასევე მათი მიზეზშედეგობრივობის გაგება. გაცნობიერება არ უნდა ჰგავდეს საკუთარი თავის დარწმუნებას, ნუ დავჯერდებით ინტელექტუალურ ანალიზს, ჩვენ უნდა გავიაზროთ ის როგორც ფაქტი, მისი მთელი შინაგანი სტრუქტურა, რეალურობა თუ არეალურობა.
როდესაც ვცდილობთ საკუთარ თავში შევცვალოთ ხედვა ან გამოვაღვიძოთ მასში რაღაც, უნდა გავითვალისწინოთ ამ სურვილის ფორმა, შესაძლოა ჩვენ უბრალოდ მეთოდებს და ახალ სისტემას ვეძებთ სადაც თავს შეწუხებულად აღარ ვიგრძნობთ, ეს იგივე ავტორიტეტია, თავისუფლების იდეა და არა თავად თავისუფლება.
საკუთარ თავს გარე საგნებთან, ადამიანებთან, მოვლენებთან ურთიერთობაში დააკვირდით, შეისწავლეთ თქვენი თავი ისეთ როგორიც ხართ და არა ისეთ როგორიც გსურთ რომ იყოთ, ცოდნა და შესწავლა ამ შემთხვევაში სხვადასხვა ცნებებია, როდესაც თქვენს თავს მასზე შეგროვებული ცოდნით ეკიდებით, ეს წარსულით ცხოვრებაა, ისევე როგორც გარკვეული იდეის ქონა რომელიც აწმყოში აღქმაზე ახდენს ზეგავლენას, ნუ მოახდენთ არასაჭირო და გაუცნობიერებელი სურვილების პროვოცირებას სამყაროში რადგან ეს თქვენზე დამახინჯებულად იმოქმედებს. განთავისუფლდით ობიექტური იდეებისგან, მოძღვრებებისგან, მხოლოდ დაიხმარეთ ისინი სწორად რომ ქვეშ არ მოყვეთ. ისწავლეთ საკუთარ თავთან
გულწრფელობა, დააკვირდით მოვლენების განპირობებულობას, მიხვდებით რომ ხშირად თქვენც განპირობებული ხართ, რაღაცისგან, ვიღაცისგან.
- გადადგით მარტივი ნაბიჯები, მსუბუქად, შიში ჩაანაცვლეთ გამბედაობით, ყოველი დღე აღიქვით ახალ შესაძლებლობად სამყაროსა და საკუთარი თავის გასაცნობად, წარსული ფიქრების და დამოკიდებულებების გარეშე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 22nd May 2024 - 09:31 PM