IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

162 Pages V   1 2 3 > » 

tikoroma
Posted on: Jul 12 2020, 11:35 AM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


https://sarkenews.ge/2020/07/alazani-didia-...iSf1aQo61Fd2-vI
სარკეში დაიწერა თამარის შესახებ
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მწერალი, ლიტერატორი, პროფესორი თამარ ბუკია მოულოდნელად გარდაიცვალა აპრილში. მან ფართო საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხალხური ლექსის ,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია” საიდუმლოს ამოხსნით.

,,ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი? სინამდვილეში ლექსში ის ბებერი არაზანშია ჩაკიდული.

არაზანი დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად. აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბევრ პურს აცხობს, მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდიაო”, – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ ბუკიამ და მისი გამოკვლევა დიდი ინტერესის ცენტრში მოექცა.

თამარ ბუკია პროფესიით საქონელთმცოდნე გახლდათ. მას მერე, რაც ეს პროფესია ქვეყანაში აღარავის დასჭირდა, სტუდენტებს ტურიზმს ასწავლიდა. წერდა ლექსებსა და რომანებს, ქსოვდა, ქარგავდა…

ჟურნალი სარკე საინტერესო სიახლეებით
ჟურნალი სარკე საინტერესო სიახლეებით
მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში გაოცებას ვერ მალავენ მისი გარდაცვალების გამო. მხოლოდ რამდენიმემ თუ იცის, რომ მუდამ მხიარულ ქალს ღვიძლის დაავადება აწუხებდა. გარდაცვალების წინა დღეებში თითქმის ყველა მეგობარს დაურეკა, მოიკითხა და ამით სამუდამოდ დაემშვიდობა.

– ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკის” მეშვეობით გავიცანი, – უამბობს “სარკეს” თამარ ბუკიას მეგობარი ია მშვიდობაძე, – თავიდან ვირტუალურად ვიცნობდით ერთმანეთს და მერე მითხრა, მონათესავე სულები ვართ და იქნებ შევხვდეთო. შევხვდით და მას მერე ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს.

უაღრესად ოპტიმისტი გახლდათ და ყველას გვერდში ედგა. “ურაკპარაკის” საიტზე ვინც კი ახალგაზრდა იყო, ყველას ეხმარებოდა, მათ ნაწერებს კორექტურას უკეთებდა, მართლწერაში ეხმარებოდა.

ტურიზმის ხაზით ატარებდა ლექციებს და გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე დამირეკა, რაჭის კურორტებზე მეკითხებოდა. დიდთან დიდი იყო, პატარასათან – პატარა. სტუდენტებთან მეგობრობდა, უზარმაზარ სითბოს გასცემდა.

ყოველმხრივ რაღაცნაირად ნიჭიერი იყო – ქარგავდა, ხატავდა, საოცრად წერდა… ამბობდა, ხილვები მაქვსო – ამ ადამიანს ცისფერი აურა აქვს, ამას – ყვითელიო. იმასაც ამბობდა, ჩემი გარდაცვალების დღე ვიციო. ამას ისე დამაჯერებლად იტყოდა ხოლმე… თარიღს არ ამბობდა, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ბევრჯერ უთქვამს.

მთელი ცხოვრება ერთოთახიან ბინაში გაატარა, რომელიც ათოთახიანი ხდებოდა, იმდენი მეგობარი მისდიოდა. ახლახან შეიძინეს ბინა, გაარემონტეს და მეუბნებოდა, რომ მოვრჩები, ყველას ერთად მოგიყვანთო. რა დაემართა, ისიც არ ვიცი.

– ახლობლები წერენ, რომ ღვიძლის პრობლემა ჰქონდა, რომელსაც მერე პანკრეასის პრობლემებიც დაერთო.

– ჩემთან ჯანმრთელობაზე არასოდეს დაუჩივლია. ბოლოს ძალიან გახდა და სულ მეკითხებოდა, ასე თუ მოგწონვარო. მართალი გითხრათ, სანამ გახდებოდა, უფრო მომწონდა, მაგრამ ამას ისე გეუბნებოდა, თითქოს უნდოდა და იმიტომ გახდა. დაავადებაზე არც გვიფიქრია.

10 დღით ადრე რომ მელაპარაკა, საოცრად ოპტიმისტურად იყო. ბათუმში ლექსების გამოფენაზე ვაგზავნით ხოლმე ნაწარმოებებს და მითხრა, მაშინ რომ ვიყავით ერთად, რა კარგი იყო და იქნებ ისევ გავაგზავნოთო.

ერთი შვილი დარჩა – ნიკუშა და შვილიშვილებს ნატრულობდა. მეუღლეც ჰყავდა და ძალიან მეგობრული ოჯახი ჰქონდათ.

დედა ჰყავს – საოცარი ქალი. ბოლო დაბადების დღე დედასთან გადაიხადა. როგორ გადაიტანს დედამისი ამხელა უბედურებას, არ ვიცი.

საოცრად ხალისიანი იყო, შეეძლო, პატარა ბავშვის ხმით ემღერა. ძალიან კარგად მღეროდა და ბავშვის ხმით პაროდიებს აკეთებდა. საოცარი იუმორი ჰქონდა.

იმხელა საახლობლო ჰყავს… ახლა კი მარტო დაიკრძალა, არავინ გაჰყვა სამარემდე! მაგიჟებს ამაზე ფიქრი – ამხელა სამეგობროსა და სანათესაოს პატრონი ასე მარტო წავიდა ამ გზაზე. ისეთი სიცოცხლის მოყვარული იყო… ბოლოს ყველასთან დაურეკია…

მისი გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, ბოროტი ხუმრობა მეგონა. მერე კი ისეთმა შიშმა ამიტანა – შეიძლება ასე უცებ გაქრე ადამიანი?!

.

,,მეგრელი, მაგრამ მე-7 თაობის თბილისელი ვარ. სიღნაღის უნივერსიტეტში 16 წლის განმავლობაში დეკანი და სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი ვიყავი.

საქონელთმცოდნე ვარ პროფესიით. სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზას ვასწავლიდი, მაგრამ მერე ეს პროფესია აღარავის დასჭირდა. როცა ჩვენს კათედრაზე შემოვიდა ტურიზმი, ამ სფეროში გადავერთე.

მე ვიყავი მინის, კერამიკის, ავეჯის, საშენი მასალების და საიუველირო ნაწარმის მცოდნე. თითქოს გულიდან ამომგლიჯეს და მითხრეს, აღარ არის საჭიროო. სააკაშვილის დროს რომ მონასტერი აირია, ეს მაშინ მოხდა…

ქარგვაც ვიცი, კერვაც, ქსოვაც… ბუნებით კი ნამდვილი ტურისტი ვარ. მამას დავყავდი ხშირად და მაშინ შემიყვარდა. საქართველო, რუსეთი, ბალტიისპირეთი მაქვს შემოვლილი. ახლა კი ჩემს სტუდენტებთან ერთად დავდივარ…

რამე როცა მაინტერესებს, თუ ბოლომდე არ გავარკვიე, თავს ვერ ვანებებ. მამაჩემი ამბობდა, ამან ტყუილი რომ თქვას, ისიც დაეჯერება, რადგან სანამ არ გაიგებს, არაფერს ეშვებაო. ვაჟიშვილიც ჩემნაირია – სანამ ბოლომდე არ გაიგებს, რა რატომ ხდება, სულ უკირკიტებს.

ვწერ სიყვარულზე. აბა, სიყვარულის გარეშე როგორ იქნება?! ლექსებს სიყვარულზეც ვწერ და სხვა თემაზეც. გამოვეცი ერთი რომანი – “გაცვლა”.

ჩემი მოქარგული წმინდა გიორგის ხატი პატრიარქს ვაჩუქე. მითხრა, არ არსებობს, ამას შენ ვერ შეასრულებდიო. დავიბენი, რას ამბობთ, ჩემი ნაქარგია-მეთქი. მითხრა, კი, მაგრამ უფალი თავად გკარნახობდა, რა და როგორ გაგეკეთებინაო”, – უამბობდა თამარ ბუკია რამდენიმე თვის წინ “სარკეს”.

ამონარიდი თამარ ბუკიას ლექსიდან:

,,სიცოცხლე გადის! გაფრენილა ეს ერთი წელიც!..

წეროებივით მიფრინავენ, გვმატებენ ასაკს!

თვალის უპესთან ნაოჭს უკვე ვერაფერს შველი

და არც ის იცი, ეს სიბერე რამდენ ხანს გასტანს”.

9 ივლისი, 2020


  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #129325 · Replies: 177 · Views: 78,685

tikoroma
Posted on: Jul 8 2020, 09:09 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


Merlin
არაფერი წამიშლია კასტანედას თემაში. აქ წავშალე, სადაც ახსენებთ.მეტი არაფერი
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #129317 · Replies: 1552 · Views: 195,832

tikoroma
Posted on: Jul 8 2020, 08:11 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ეს თემა ოლმეკზე არაა. კასტანედაზე ვისაუბროთ მხოლოდ
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #129307 · Replies: 203 · Views: 49,938

tikoroma
Posted on: Jul 8 2020, 08:10 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


old_man
არანაირი საჭიროება არაა ძველი თემის წამოწევის.
მეც ვარ გაბრაზებული ოლმეკზე, რადგან წიგნში მაგრად მიგვალანძღა დღეს კი ზოგი ჩვენი ფორუმელი დიდ პატივს სცემს და მის სახელზე მუშაობენ. მაგრამ არაა საჭირო "შურისძიება" ჩვენგან. ეგ ხალხი არ ვართ.
ობიექტურობა შევინარჩუნოთ.
რა ნიკითაც უნდა შემოვიდეს, ოღონდ ალტერ ნიკებით რომ საკუთარ თავს იმოწმებენ და პიარს იწყობენ, ეგ ფაქტი არ იყოს მთავარია.
შეუარცხყოფა არავის მიაყენოს და ზოგადად თუ თემატურად რამეს დაწერს, რა უჭირს?
თუ ვდევნით?



  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #129306 · Replies: 1552 · Views: 195,832

tikoroma
Posted on: Jul 8 2020, 01:21 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ციტატა(Merlin @ 7th July 2020 - 08:20 PM) *
მგონი აუტკივებელ თავს ვიტკივებთ ახლა. პრინციპულად დაგეთანხმეთ, რომ ადამიანს ორი ანონიმის უკან ამოფარების უფლებაც აქვს, და ჩემი მხრიდან დიდი ალბათობით არ იყო სწორი გამოაშკარავება. თეორიულად გავიგეთ და პრაქტიკაში ასე გავაკეთებთ. მაგრამ ახლა იმაზე რაც იყო აღარ ღირს მიბრუნება, ამ კუთხით. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს.

მე ნუ მეთანხმებით. ფორუმის წესებს დაემორჩილეთ unsure.gif
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #129296 · Replies: 1552 · Views: 195,832

tikoroma
Posted on: Jul 8 2020, 01:20 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ციტატა(ZipCode @ 5th February 2010 - 08:47 PM) *
1.9 იკრძალება ფორუმის მომხმარებლების მხრიდან ერთმანეთისთვის ნამდვილი სახელებით მიმართვა. მიმართვა დაშვებულია მხოლოდ ნიკით.

ეს წესებში ვიპოვნე. პირდაპირ არ მიგიმართავთ მაგრამ წესი გულისხმობს რომ არ უნდა გამოააშკარავო ნიკის უკან მდგომი საჯაროდ. ამიტომ ისე დასახალებაც დარღვევად ჩაითვლება. მაგ პოსტებს კი წავშლი და ისე პმ გაუზიარეთ ერთმანეთს მასეთი მოსაზრებები. აქ უამრავი უცხო შემოდის დაურეგისტრირებლადაც კითხულობენ და არაა წესი. ჯერ ერთი სხვა იუზერებს გაუჩნდებათ დაუცველობის გრძნობა. სხვა დროს აღარ განვიხილავ ამ საკითხს. როგორც მახსოვს, მეორე შემთხვევაა როცა ამ თემაზე ვმსჯელობთ.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #129295 · Replies: 1552 · Views: 195,832

tikoroma
Posted on: Jul 7 2020, 07:34 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


Merlin
ფორუმზე არც შენ ხარ სახელით და გვარით და ვინმემ რომ გამოდოს უკითხავად თუ ვინ ხარ, არ მოგეწონება დარწმუნებული ვარ. ასე რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს ამ საკითხში.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #129279 · Replies: 1552 · Views: 195,832

tikoroma
Posted on: Jul 7 2020, 07:19 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


Merlin
ციტატა(Merlin @ 6th July 2020 - 12:19 PM) *
აქ იყო შემოსული ოლმეკი არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ანონიმურის ანონიმურად - და გვქონდა ლაპარაკი. ეს ნაწერები არის კიდევ. შემიძლია მოგიძებნოთ.

თუ ადამიანს ანონიმურად უნდა წერა, დაე ანონიმურად წეროს. ფორუმია და ყველა ნიკით ვართ. არ შეიძლება მისი სურვილის წინააღმდეგ გამოააშკარავება. ამაზე რამე სასჯელი იქნება ალბათ წესებში.

მეორეც, ოლმეკი შეიძლება შეცდომაშია შესული, მაგრამ ასე ბნელად წარმოჩენა არ შეიძლება. შენ ხარ მაქსიმალისტი. სანამ გჯეროდა მისი, მთელი არსებით გჯეროდა სულ ამაზე პოსტავდი და ახლა რაკი აღარ გჯერა, შავ მაგს და რაღაცეებს უწოდებ.
ჩვეულებრივი მკვლევარია, უამრავი პოპულაურული ეზოთერი და ასტროლოგი ვიცი ქვეყანაში, ვისაც მცდარად ვთვლი, მაგრამ ასე გადაკიდება არასწორია.
რა დრო მოვიდა, რომ ჩემი დასაცავი გახდა ოლმეკი biggrin.gif
შეეშვი რა.

  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #129276 · Replies: 1552 · Views: 195,832

tikoroma
Posted on: Jul 7 2020, 07:10 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ციტატა(old_man @ 6th November 2018 - 01:26 PM) *
სათაური ზედმეტად პოეტურია )

დრიმვოლქერს გვითარგმნე აბა
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #129275 · Replies: 5 · Views: 2,489

tikoroma
Posted on: Jul 6 2020, 05:56 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


მეორე მოსვლის დროს შავი ჭირი თუა ნაწინასწარმეტყველები, შეგვიძლია ჩვენს თავს მივულოცოთ
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129266 · Replies: 288 · Views: 10,971

tikoroma
Posted on: Jul 6 2020, 02:54 AM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ოლმეკი თუ გაინტერესებს magma.ge-ზე ნახე ინტერვიუ.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #129245 · Replies: 1552 · Views: 195,832

tikoroma
Posted on: Jul 6 2020, 12:54 AM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 3rd July 2020 - 10:11 AM) *
კარგია ოლმეკზე რო წერთ სიმართლეს...
რეალურად რასაც მივაქციე მე ყურადღება, ოლმეკის მოსწავლეების მონაყოლიდან, სიზმრებიდან რეალური ინფორმაციის გამოტანა ვერ ხერხდება, უფრო სანახაობრივ რაღაცეებს ყვებიან, ვიდრე ინფორმაციულს... 0-ია სიზმრებისგან მიღებული ცოდნა

ძალიან ზედაპირული მსჯელობაა.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129244 · Replies: 288 · Views: 10,971

tikoroma
Posted on: Jul 2 2020, 07:21 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


და ეს თეთრი იერარქია ვინ არიამ, რომელთაც "არ შეუძლიათ" დახმარება სანამ არ ვთხოვთ და როც ვთხოვთ, მაშინაც ბუნდოვნად იმასშვებიან
ლუციკოები არიან?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129201 · Replies: 288 · Views: 10,971

tikoroma
Posted on: Jul 2 2020, 01:24 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


Merlin
ხო ძალიან მაქსიმუმებს საუბრობს
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129194 · Replies: 149 · Views: 15,126

tikoroma
Posted on: Jul 2 2020, 12:01 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


Merlin
ციტატა(Merlin @ 30th June 2020 - 08:58 PM) *
სულიკო ავჟანდაძე
ამბობდა, რომ 4 სახარება ზეპირად უნდა იცოდეს კაცმაო. თქვენ რამდენად იცით? მის გარეშე ამ ყველაფერის გააზრებას, როგორ ახერხებთ?
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #129178 · Replies: 149 · Views: 15,126

tikoroma
Posted on: Jul 2 2020, 11:58 AM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


Merlin
ესე იყო?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129177 · Replies: 288 · Views: 10,971

tikoroma
Posted on: Jul 2 2020, 11:48 AM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ქრისტე ამბობს მიეცით კეისარს კეისრისა. ასე რომ ფიზიკური კანონები, სახელმწიფოს კანონები ვერ შეაკავებს განვითარების მსურველს მით უმეტეს 5ჯი და ელექტროობა
დაოსებიც ამას გვეუბნებიან, ნუ ფიქრობთ ბევრსო
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129173 · Replies: 288 · Views: 10,971

tikoroma
Posted on: Jul 2 2020, 11:46 AM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


არც ბუნებაში ისნტიქტებით ცხოვრებაა სწორი
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129172 · Replies: 288 · Views: 10,971

tikoroma
Posted on: Jul 2 2020, 11:42 AM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


chemikerin
შამბალა არ ვიცი და ტიბეტელი ბუდისტები თანაუგრძნობდნენ ლენინს, როგორც ქრსიტიანობასთან მებრძოლს, ხოლო ჰიტლერის სს-ს ასევე სისასტიკეშI წვრთნიდნენ ბუდისტი ბერებიო. ქრისტიანულ ვიდეოში მოვუსმინე, და რამდენად სწორია არ ვიცი
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129170 · Replies: 288 · Views: 10,971

tikoroma
Posted on: Jul 2 2020, 11:40 AM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


მარტო მე მგონია, რომ რაც ისტორიიდან ვიცით, საუკეთესო დროს ვცხოვრობთ? როცა განათლება ხელმისაწვდომია და წარმომავლობა არ გისაზღვრავს სად წახვიდე, რა გააკეთო, ვის შეხვდე
უარესს არ ველი
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129168 · Replies: 288 · Views: 10,971

tikoroma
Posted on: Jun 29 2020, 08:44 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ვაჩოვსკები იმ ცნობილ ადამიანთა სიაში არიან, რომლებიც სიზმარხილვებს აპრაქტიკებენ. ეს ინფორმაცია, ჯერ კიდევ მატრიცის გამოსვლის დროიდანაა მაყურებლისათვის ცნობილი. თუმცა იდეა, რაც sense8-შია გაჟღერებული, კიდევ უფრო გაბედულია - რომ ადამიანები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან რეალურად ხვდებიან ერთმანეთს, გადასცემენ ერთმანეთს აზრებსა და უნარებს. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობები, რა პოტენციალი დევს მასში.

ჩემი ამგვარი გამოცდილებები სპონტანური და ქაოტურია, თუმცა ჩემი პრაქტიკებიც ასეთივე იყო. მაინც შემიძლია წარმოვიდგინო, რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, თუ მოინდომებს.
ფილმი sense8 არის ძალიან კეთილი ფილმი, რომელიც აერთიანებს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს -კულტურით, სოციალური მდგომარეობით, სექსუალური ორიენტაციით და ა.შ. და მიუხედავად პრობლემებისა, მათ ყველაფერი გამოსდით. შენიშვნებიც მაქვს, მაგრამ რაღაც ჰოლივუდური ტრიუკები უკანა პლანზე იწევს, როცა ფილმის ყურება გსიამოვნებს. კიდევ რაც მომწონს, ერთმანეთთან დაკავშირებული მონაწილეები ერთად შეკრული გუნდია, თავისი იუდა არა ჰყავთ და ეს ძალიან მესიამოვნა. იმედია შემდეგ სეზონშიც ასე დარჩება. ეს ისეთი იშვიათი მოვლენაა, ერთნაირი მისწრაფებების, ინტერესების ადამიანების გაერთიანება რეალურ ცხოვრებაში, მხოლოდ ოცნება შეიძლება ამაზე biggrin.gif ჩემთვის საეჭვოა მხოლოდ აზრი - რომ ეს მგრძნობიარე ადამიანები გენეტიკურად განსხვავდებიან ჩვეულებრივებისაგან. ვფიქრობ, ეს გამოცდილებები სიზმარხილვის და სხვადასხვა მედიტაციების პრაქტიკების შედეგია და ყველა ადამიანი გაივლის მას.
კიდევ რაც ძალიან მომწონს მთელ ამ ამბებში ისაა, რომ ადამიანები თავიანთ სულიერ გამოცდილებების რეალიზებას ახდენენ შემოქმედებაში. ეს ძალიან სახალისო და საინტერესო პროცესია. ამ სიაში ვაჩოვსკებთან ერთადაა კრისტოფერ ნოლანი, ჯეიმს კამერონი და ალბათ, ტერი გილიამი და სხვა ფენტეზებისა თუ ფანტასტიკის ავტორები, არა მხოლოდ რეჟისორები. მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანის პოვნა რეალში საკმაოდ იშვიათია, ამიტომ მათ შემოქმედებაში გაშლილი თემები ადამიანების ფართო წრეს აერთიანებენ და აწვდიან ინფორმაციას.

  Forum: ვიდეოთეკა · Post Preview: #129142 · Replies: 1 · Views: 612

tikoroma
Posted on: Jun 28 2020, 04:32 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ეს მაგალითი აქაც უნდა იყოს:

ვნახოთ, როგორ იგება სიზმარი რეალობაში მომხდარი მოვლენების გავლენით.

1.გუშინ წავიკითხე ჩემი რაიონის მერის პოსტი, ერთ-ერთ სოფელში გზის დაგებასთანდ აკავშირებით. გავიფიქრე, ნეტავ ჩემს სოფელში თუ დააგებენ, რადგან შარშან დაგვპირდა გაკეთებას.

2. ჩემს სოფლამდე გზა ძირითადად დასახლებაში მიდის, მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთი მიუყვება კლდის ნაპირს, მეორე მხარეს ხევია. ბავშვობაში მუდამ მეშინოდა ამ ადგილზე გავლისას. გზა ვიწრო მეჩენებოდა ავტობუსისთვის და როცა ჩავამთავრებდით ამოვისუნთქავდი ხოლმე.

გუშინდელ სიზმარში ფეხით მივუყვებოდი ამ გზას. უკან მომყვებოდა ორი ასაკოვანი ქალი. შუა გზაზე კოკისპირულად გაწვიმდა. უკან მივბრუნდი, ამ ქალებს შავი ქოლგა მივეცი. მეორე ჩემთვის გავშალე. გამომართვეს მადლობით და წავიდნენ წინ მშვიდობიანად. ამის შემდეგ ვიღაცეებთან შევიარე, შემდეგ კი ერთმა ადამიანმა (სიზმარში ვიცნობდი) შემოთავაზა მოტოციკლით წაყვანა. სხარულით დავთანხმდი, მშვიდად მივდიოდით. თან მიყვებოდა, რომ გზის მშენებლობა დაიწყესო და გადათხრილია ყველაფერიო. ამ საშიშ მონაკვეთს რომ მივუახლოვდით სიჩქარეს მოუმატა, ქარივით გავქროლდით. ვყვიროდი, შეანელე-მეთქი. ამაოდ. წინ შემხვედრი ავტობუსის ხმა გავიგე. ვიფიქრე გვერდს ვერ ავუქცევდით და თვალი დავხუჭე. ასე ვიქროლე, სანამ არ გააჩერა. გზა დამთავრდა. თხრილები გამოჩნდა და ვფიქრობდი, აქედან როგორ წავალთ-ნეტავ? თუმცა მადლობელი ვიყავი, რომ გადავრჩი იმ მონაკვეთს..

ეს მგონი გასაგებია, რომ სიზმარში ჩამყვა სოფელში საგზაო სამუშაოების მონაკვეთი, ქვეცნობიერმა კი ბავშვობის შიში ამოაგდო და სიზმარი გააფორმა.

ახლა რაც შეეხება ქალებს: მას შემდეგ, რაც პრაქტიკები დავიწყე, ასე მემართება: მესიზმრება ძველი კოშმარები, უსიამოვნო სიზმრები, ოღონდ შეცვლილი, გამოსწორებული სიუჟეტით. ქალებთან შეხვედრა ალუზიაა ჩემი ძველი სიზმრისა, რომელშიც მოვდიოდი სოფლიდან რაიონისკენ (წუხელ - სოფელში მივდიოდი), უკან მომყვებოდა ორი ასაკოვანი ქალი, რომლებმაც რაღაც მახე დამიგეს და მაგრად შემაშინეს. ასე რომ წუხანდელ ვარიანტში ძველი სიზმარი გაბათილდა.

აი, ასე მარტივად მისახვედრი სიზმარი მქონდა.

ამიტომ ამბობენ, რომ სიზმარი ყველაზე გასაგები, სიზმრის მნახველისთვისაა.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #129137 · Replies: 48 · Views: 12,970

tikoroma
Posted on: Jun 28 2020, 04:24 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ყველას, ყველას იზიდავს საკუთარი თავის კვლევა. დააკვირდით რა აინტერესებთ ასტროლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ცხოვრებაში, მეგობრობსა და სიყვარულშიც - მხოლოდ საკუთარი თავი.

ასე მარტივად წამოვეგებით ანკესზე, თითქოს საკუთარ თავში რაღაც განსაკუთრებულს ვატარებდეთ და შემდეგ იმედგაცრუებულები ვრჩებით. თუმცა
სინამდვილეში საკუთარ წარმოსახვებთან მარტო დარჩენილიც შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ მისი წარმოსახვაც ყალბია, როგორც რეალური ცხოვრება.

გთავაზობთ მშვენიერ ფილმს ექიმ პარნასის წარმოსახვა. გაერთობით.

ამ ფილმში რამდენიმე მომენტია ჩემი სიზმრებიდან და ალბათ, სხვებისაც, აბა ავტორს ჩემი სიზმრები ხომ არ დაესიზმრებოდა biggrin.gif
სასურველ პიროვნებასთან შეხვედრა.
სარკეში ჩახედვისას შეცვლილი გარეგნობა
კიბე და სიმაღლესთან ჭიდაობა და ა.შ>
ფილმი სიმბოლოებითაა სავსე.

https://www.adjaranet.com/movies/1324/The-I...qcCd_sBXfUeOTZw
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #129136 · Replies: 0 · Views: 352

tikoroma
Posted on: Jun 28 2020, 02:01 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ფესბუქზე ჯგუფი გავაკეტე სადაც სიზმრებზე ვისაუბრებთ ყველა კუთხით
ცოტა მოსაუბრე მყავს, შეგიძლიათ შემომიერთდეთ დაინტერესებულები
https://www.facebook.com/groups/2353050721664934/
ძირითადად რაც იქ ვწერე, ფორუმზეც მიწერია. ამიტომ ცალკე თემას არ გავხსნი. მინდა რომ ახალ პრაქტიკულ გამოცდილებებზე ვისაუბრო იქ. რაც სიახლე იქნება ფორუმზეც აუცილებლად განვავრცობ.

  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #129135 · Replies: 48 · Views: 12,970

tikoroma
Posted on: Jun 28 2020, 01:57 PM


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,271
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947


ano
გამარჯობა. მეც გამომიცდია ეგ. ბრძოლები ხდება და ვიმარჯვებდი. ისიც მიკვირდა, რატომ ვიბრძოდი, ან რა ძალა მამარჯვებინებდა. ალბათ ახასიათებს ასტრალს. როცა ენერგიას აგორვებ, ვიღაცეები გამჩნევენ და მოდიან.
რაც შეეხება მასწავლებელთან ურთიერთობას, ეს ერთ-ერთი სასიამოვნო გამოცდილებაა, სასარგებლოზე აღარ ვლაპარაკობ
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #129134 · Replies: 119 · Views: 26,440

162 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 5th August 2020 - 05:01 AM