IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა
chemikerin
post Jun 27 2020, 01:57 PM
Post #101


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთი სისუსტე მაქვს როცა მათზე ვფიქრობ.. ხანდახან შიშს ავყვები ხომლე, რაც ალბათ ძალიან არასწორია.. ეს ისევ მათ წისქვილზე ასხავს წყალს..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 27 2020, 02:03 PM
Post #102


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"აუ კარგით რაააა... საიდან გაჩნდნენ რა უნდათ.."

უშორეს წარსულში ჩამორჩენილი არსებები არიან, არიმანულ არსებებზე ერთი რანგით უფრო მაღლა დგანან. მათი ნეგატიური გავლენა მეოცე საუკუნიდან დაიწყო. ეს არსებები ზღვარსგადასულ სქესობრივ გარყვნილებაში ვლინდებიან, ამისკენ უბიძგებენ ადამიანებს და ამ გზით ახერხებენ მასზე ზეგავლენის მოხდენას. ასევე ატომურ ენერგიებთან არიან დაკავშირებულები, რაც მავარაუდებინებს, რომ ის სქესობრივი გადაგვარება, რომლისკენაც მიექანება კაცობრიობის დიდი ნაწილი, ატომურ კატასტროფებს გამოიწვევს უკუეფექტის სახით (თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 27 2020, 02:16 PM
Post #103


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი, შიში ჩამოსაცილებელია. აქ ის უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ ნეგატიურ ძალაზე გაცილებით მაღალი რანგის არსებები გვადგანან თავზე, და ყველა ეს ბოროტება მათი დაშვებით არსებობს. ამიტომაც ის ადამიანები ვისაც ცნობიერად სიკეთისკენ გვსურს სვლა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იქნება, და რომ ბოროტებას მხოლოდ იმდენი ადგილი აქვს დათმობილი, რამდენიც ღმერთმა დაუშვა და არა უმეტესი, ამიტომ იმ ადამიანებისთვის ვინც სიკეთეს ირჩევს საშიში არაფერია.

როგორც იოანეს გამოცხადებაშია: 4 შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 27 2020, 02:16 PM
Post #104


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(chemikerin101 @ 27th June 2020 - 01:38 PM) *
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არიმანულზე კიდევ უფრო ბნელი არსებებიც არიან, რომლებსაც შეუძლიათ "მე"- ცნობიერების დაზიანება

აუ კარგით რაააა... საიდან გაჩნდნენ რა უნდათ..

კიდევ უფრო უნდა შეგაშინო biggrin.gif
ისინი განსაკუთრებით ინტერესდებიან ისეთი ადამიანებით, ვინც გამოღვიძებას ცდილობს
და ხაფანგებს უგებენ.
ცხოვრებაში ისეთ სიტუაციებს აწყობენ და ისეთ აზრებს შთაგაგონებენ, რომ შეიძლება ადამიანი გადაჩეხონ


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 27 2020, 02:19 PM
Post #105


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ისინი განსაკუთრებით ინტერესდებიან ისეთი ადამიანებით, ვინც გამოღვიძებას ცდილობს
და ხაფანგებს უგებენ.
ცხოვრებაში ისეთ სიტუაციებს აწყობენ და ისეთ აზრებს შთაგაგონებენ, რომ შეიძლება ადამიანი გადაჩეხონ"

ეს კონკრეტულად ამ არსებებზე წერია სადმე? მე არ შემხვედრია.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 27 2020, 02:23 PM
Post #106


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 27th June 2020 - 02:19 PM) *
ეს კონკრეტულად ამ არსებებზე წერია სადმე? მე არ შემხვედრია.

არა ზუსტად ამათზე არა
მაგრამ არიან დემონური არსებები
რომლებიც ეგრევე ამჩნევენ ასეთ ადამიანებს და იწყება ნადირობა
მათთვის გემრიელი ლუკმაა


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jun 27 2020, 02:28 PM
Post #107


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 27th June 2020 - 02:16 PM) *
კი, შიში ჩამოსაცილებელია. აქ ის უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ ნეგატიურ ძალაზე გაცილებით მაღალი რანგის არსებები გვადგანან თავზე, და ყველა ეს ბოროტება მათი დაშვებით არსებობს. ამიტომაც ის ადამიანები ვისაც ცნობიერად სიკეთისკენ გვსურს სვლა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იქნება, და რომ ბოროტებას მხოლოდ იმდენი ადგილი აქვს დათმობილი, რამდენიც ღმერთმა დაუშვა და არა უმეტესი, ამიტომ იმ ადამიანებისთვის ვინც სიკეთეს ირჩევს საშიში არაფერია.

როგორც იოანეს გამოცხადებაშია: 4 შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.


არაჩვეულებრივად ჟღერს....


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jun 27 2020, 02:29 PM
Post #108


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 27th June 2020 - 02:16 PM) *
ისინი განსაკუთრებით ინტერესდებიან ისეთი ადამიანებით, ვინც გამოღვიძებას ცდილობს

ეს რომ სიმართლეა ვიცი biggrin.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jun 29 2020, 07:33 PM
Post #109


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
ესეთი კითხვა დამებადა.
თქვენ თქვით რომ შტაინერის გარდა სხვა მასწავლებელი მე-20 საუკუნის მერე არ შეგხვედრიათ. ანუ რეალურად მხოლოდ მისგან შეიძლება რამის სწავლა.. ასევე წინა გვერდზე ისიც დაიწერა რომ "მე" ცნობიერების წამოწევაა მნიშვნელოვანი, რადგან ცნობიერი სამშვინველის განვითარების ეპოქაა.. აქედან დასკვნა გამომაქვს რომ ყველა ის მასწავლებელი თუ გურუ ვისი პრაქტიკებიც მიმართულია "მე"-ს წამოწევისკენ ეხმარება კაცობრიობის განვითარებას.. ანუ რეალური ამოცანა მაინც "მე"-ს წამოწევაა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთებს ამას..
შტაინერი იმით არის განსხვავებული რომ რეალურ ცოდნას იძლევა.. მაგრამ ცოდნაზე უფრო ღირებული არის "მე"-ს წამოწევა, რომელსაც სხვებიც აკეთებენ..

აგრეთვე მინდა სიყვარულის პრაქტიკაზე დაწეროთ თქვენი აზრი. ადრე თქვით ოლმეკის შეცდომა ის არის რომ "ადამიანებმა უნდა ისწავლონ მიიღონ სასურველი სიყვარულით", რაშიც აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ ეს არის ღმერთის გამოყენება მატერიალური მიზნებისთვის.. მაგრამ მოდი მოვაკლოთ "ამ სასურველის მიღება" და განვიხილოთ სიყვარულის პრაქტიკა სიყვარულისთვის მხოლოდ (და არანაირი მატერიალური სასურველისთვის). რას ფიქრობთ ამაზე?


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 30 2020, 08:30 PM
Post #110


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



" აქედან დასკვნა გამომაქვს რომ ყველა ის მასწავლებელი თუ გურუ ვისი პრაქტიკებიც მიმართულია "მე"-ს წამოწევისკენ ეხმარება კაცობრიობის განვითარებას.. ანუ რეალური ამოცანა მაინც "მე"-ს წამოწევაა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთებს ამას..
შტაინერი იმით არის განსხვავებული რომ რეალურ ცოდნას იძლევა.. მაგრამ ცოდნაზე უფრო ღირებული არის "მე"-ს წამოწევა, რომელსაც სხვებიც აკეთებენ.."

შეიძლება არსებობს პრაქტიკები, სხვაგან რომელიც მე ცნობიერებას წინ წევს - ეს შეიძლება იყოს მანტრა, ლოცვა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი სხვაგან რაც ისწავლება არ არის ცნობიერი სამშვინველის სიმაღლის შესაბამისი. ცნობიერი სამშვინველის სიმაღლის სწავლება ანთროპოსოფიის გარდა სხვაგან არსად არ შემხვედრია. ამის მარტო თეორიული ცოდნა კი არა, შეგრძნებაც შესაძლებელია. ასეთ სისავსე სხვაგან არ არის, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაშიც კი.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 30 2020, 08:58 PM
Post #111


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სულიკო ავჟანდაძემ, რომელიც საქართველოში ანთროპოსოფიის ყველაზე უფრო ღრმად მცოდნე ადამიანია, ამა წლის ერთ-ერთ ბოლო ლექციაში ასეთი რამ თქვა: "იდუმალთმეტყველების ნარკვევი" მთავრდება იმ აზრით, რომ სიყვარული უნდა დაიბადოს სიბრძნიდან. ხოლო შემდეგ მოაყოლა: სიყვარულის სწავლება არა სიბრძნიდან, არამედ პირდაპირ ქადაგება არისო ლუციფერისგანო. (მან საერთოდაც არ იცის ოლმეკისა და მისი სიყვარულის პრაქტიკის არსებობის შესახებ, ამ შემთხვევაში პეტერ დუნოვი ყავდა მხედველობაში).

უყურეთ: შტაინერი ამბობს: სულიერი ჭეშმარიტებების შემეცნება ბადებს სიყვარულს. ლეონარდო წერდა: დიდი სიყვარული დიდი შემეცნების შედეგია!

შეადარეთ ეს ორი აზრი და მიხვდებით, რომ ერთსა და იმავეს ამბობენ. როგორ დაემთხვა? იმიტომ დაემთხვა, რომ ორივე დიადი ქრისტიანი ხელდასხმულია, და ასეთი სიმაღლის ხელდასხმულთა სიბრძნე ყოველთვის თანხვედრაშია ერთმანეთთან.

ეხლა შეადარეთ ეს იმას, რასაც ოლმეკი ასწავლის... ლეონარდოს არ უთქვამს დიდი სიყვარული კრიალოსნის პრაქტიკის დამსახურებააო. (ასე რომ ეთქვა ისე (:

მოკლედ აი ჩემი არგუმენტები:

1) ანთროპოსოფიული თვალსაზრისით ეს პრაქტიკა ლუციფერულია.
2) თეოსოფიური თვალსაზრისით ეს პრაქტიკა შავი მაგიაა.
3) ასე მარტივად რომ საკუთარი თავის შველა და დახმარება შეიძლებოდეს და ყველა პრობლემის მოგვარება, როგორც ამას ოლმეკი ასწავლის - ანუ სიყვარული გამოიწვიე ხელოვნურად და ყველაფერი კარგად იქნება - მაშინ ეს უამრავ რელიგიურ წიგნებში იქნებოდა დაწერილი. ამხელა ბიბლიას გაავსებდნენ იმ ცოდნით რაც ოლმეკის საიტზე წერია. და იგივე შეიძლება ითქვას სხვა რელიგიურ წიგნებზეც. სავსე იქნებოდა მსგავსი ტიპის ხელოვნურად სიყვარულის გამოწვევის მეთოდებით და ამდენ ჰაე ჰუის და მაღალფარდოვნებას თავიდან ავიცილებდით (რაღად გვინდა ბრძნული მჭერმეტყველება თუ ასე მარტივია ყველაფერი?).
4) რადგან ავღნიშნეთ, რომ სიყვარულზე ასეთი რამეები ჩვენთვის ცნობილ ძველ სულიერ ლიტერატურაში არ შეგვხვედრია. მოდი ისიც ვთქვათ თუ საიდან მოდის სიყვარულზე ასეთი ინფორმაცია?
თავდაპირველად ეს მოდის მეტწილად ორი ავტორისგან:
https://en.wikipedia.org/wiki/Guy_Ballard
https://en.wikipedia.org/wiki/Baird_T._Spalding

ეს ორი ავტორი ერთის მხრივ ერთმანეთს იცნობდნენ, და მეორეს მხრივ ორივენი ერთი და იგივე ნიუ ეიჯ ეკლესიისგან იღებენ თავიანთ საფუძვლებს: https://en.wikipedia.org/wiki/Unity_Church რომელიც თავის მხრივ ნიუ თოთ მუვმენტის განშტოებას წარმოადგენს.

სწორედ ამ ავტორებთან გვხვდება პირველად (მე რაც გამოვიკვლიე) სიყვარულთან დაკავშირებული მსგავსი ტიპის ინფორმაციები. ოლმეკმა ეს ორი ავტორი ერთის მხრივ იცის, მაგრამ რაც აქედან წაიკითხა სიზმრებიდანაც დაამატა ბევრი რამე თავისი ძვირფასი მასწავლებლებისგან, რომლებიც თავის მხრივ იგივე კატეგორიის არსებები უნდა იყვნენ, როგორიც ამ ზემოთაღნიშნული ავტორების ინსპირატორები არიან.

გაი ბალარდს გავეცანი თავის დროზე და შემიძლია დადასტურებულად გითხრა, რომ ცრუმასწავლებელია. შემიძლია წიგნიც გამოგიგზავნო იმასთან დაკავშირებით, თუ რეები აქვთ ნაკეთები და რეებს ასწავლიდნენ ეგა და მისი ცოლი და როგორ აუბედურებდნენ ხალხს.

სპალდინგს რაც შეეხება, ეგეც მატყუარა იყო, რომელიც ამ ზემოთაღნიშნული ეკლესიის იდეოლოგიას წერდა და ვითომ ეს ყველაფერი ძველ ინდოეთში სითჰებისგან ისწავლა (რაც კვლევებითაც არის დადასტურებული, რომ საერთოდაც არ ყოფილა ინდოეთში, როცა ამ წიგნებს წერდა).

ორივე ავტორის შეხედულებები სრულიად ლუციფერული ბუნებისაა და მრავალმხრივ წინააღდეგობაშია ქრისტიანობასთან. გაი ბალარდი, თაღლითთან და მატყუარასთან ერთად პლაგიატიც იყო, და თუ კი რაიმე კარგი შეიძლება ადამიანმა მის წიგნებში იპოვოს, სხვების წიგნებიდან არის გადაწერილი (ეს ფაქტი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წყაროებიდან მაქვს გაგებული და ნანახიც მაქვს ამ პლაგიატობის მაგალითები).

ანუ ამ სიყვარულის პრაქტიკას მივყავართ ცრუ მასწავლებლებთან. და იმათ რომ თავი დავანებოთ, თუ ადამიანი, მაგალითად ოლმეკი თეორიაში ასწავლის სიცრუეს, პრაქტიკაში რომ სწორი ასწავლის ამისი რა შანსი შეიძლება იყოს?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 30 2020, 09:15 PM
Post #112


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისე სხვა მასწავლებლებს რაც შეეხება, მეც დავეძებდი ბევრს და ვქექავდი და ვეძებდი, რომ კიდევ მეპოვა ვინმე. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მარტო შტაინერის წიგნები არის სამას ორმაცდაათზე მეტი ტომი. ერთი ცხოვრება შეიძლება არ ეყოს ადამიანს ამ ყველაფრის ასათვისებლად. ამას რომ დაუმატო მისი უშუალო მოსწავლეებისა და სხვა ღრმად გარკვეული ადამიანების კვლევები, ხომ საერთოდ. თუ ესეც ცოტაა, არსებობს მეოცე საუკუნემდელი უამრავი ავტორი და წიგნი, რომლებიც ეზოთერული ცოდნის ფუნდამენტურ წყაროებადაა მიჩნეული. თუ ესეც ცოტაა, ამას დაუმატეთ ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებები, კიდევ მხატვრული ლიტერატურის შედევრები, რელიგიური და მითოლოგიური ტექსტებიც ვთქვათ და ეს ყველაფერი მეტნაკლებად შეგვიქმნის წარმოდგენას თუ რამდენი რამ გვიდევს უკვე წინ... კიდევ თუ არის დრო ამ ყველაფრის ფონზე საეჭვრო ღირებულების ნიუ ეიჯ ეზოთერიკისთვის ეს თავად განსაჯეთ.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jun 30 2020, 10:09 PM
Post #113


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაც მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ "ერთი კაცია მართალი" და სხვა არავინ.. რაც ცოტა რთული მისაღებია... მაშინ გამოდის რომ შტაინერის წიგნები არის ბიბლიის დონე, რომელიც უნდა იყოს ყველა სახლში მაგრამ ეს ასე არ არის...


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 30 2020, 10:16 PM
Post #114


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ან იქნებ არის? რა სიმაღლეზე და მასშტაბებზეა ლაპარაკი ძნელია ადამიანმა ადვილად წარმოიდგინოს სანამ სრულად არ გააცნობიერებს რასთან აქვს საქმე.

რთულად მისაღები ნამდვილად არის. ამიტომაც გითხარით კიდევაც, ეს ჩემთვისაც სრულიად მიუღებელი იყო მეთქი. რა თქმა უნდა, მე არ უნდა დამიჯეროთ, თავად თქვენ უნდა გააკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნა კვლევიდან გამომდინარე.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 2 2020, 08:31 AM
Post #115


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 30th June 2020 - 10:16 PM) *
ან იქნებ არის?


შეიძლება ნამდვილად არის.... არ ვიცი....
მაგრამ რასაც დავაკვირდი "მე"-ზე ნამდვილად რეალურად მოქმედებს ეს ინფორმაცია..... ასტრალურ სხეულზე ცვლილება თუ უნდა ადამიანს მგონი "ქვემოდან" ამას ვერ მოახერხებს ვერასდროს... ზემოდან უნდა ქნას და ზემოთ "მე"-ა.


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 2 2020, 08:42 AM
Post #116


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასევე არსებების გავლენაზე ძალიან ზუსტად ლაპარაკობს........


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 2 2020, 10:27 AM
Post #117


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთ რამესაც მიაქციეთ ყურადღება. ცრუ-სწავლებებში ბოროტებაზე ან ძალიან იშვიათად არის ლაპარაკი, ან კიდევ ბუნდოვანი წარმოდგენებია მათზე შექმნილი. ანუ ცხადლივად ვერ წარმოიდგენ ამ სწავლებებიდან რა არის ბოროტება, რატომ არის, რომელი სულები ემსახურებიან მას, როგორ მოქმედებენ ისინი, რა მიზნები აქვთ, მათი საწყისები სადაა, რატომ არიან ბოროტები და როგორ მოაქვთ ჩვენამდე ეს ბოროტება, როდის გამოსწორდებიან, როგორ დავძლიოთ მათგან მოსული წინააღდეგობა და ასე შემდეგ... ეს კითხვები თითქმის არასდროს არაა ხოლმე პასუხგაცემული. არის მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენები, რომ შავი საძმო გვებრძვის ან რაღაც ამის მსგავსი. მაგრამ რეალურად და კონკრეტულად ვინ არიან და რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ, სად მჟღავნდებიან და ასე შემდეგ ეს სრულიად ბუნდოვანია ხოლმე.

ანთროპოსოფიაში ყველა ზემოთ აღნიშნულ კითხვას აქვს პასუხი გაცემული ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი დედამიწაზე შავი ადეპტები როგორ მოქმედებენ ისიც არის გარკვეულად დაწერილი, სად მჟავნდებიან, რა და როგორ გამოაქვთ სოციალურ ცხოვრებაში და რა მიზნით... მოკლედ სულიერ სამყაროებში არსებულ ბოროტებაზეც არის ლაპარაკი და იმათზეც ვინც ამ ბოროტებას ემსახურება დედამიწაზე. ხოდა ბედის ირონია ისაა, რომ რაც ანთროპოსოფიაში წერია ბოროტი ძალები ამას და ამას აკეთებენ და მომავალშიც ამას და ამას გააკეთებენო სწორედ ამ ცრუ-სწავლებებშია განხორციელებული (ამ ეტაპზე სწავლების სახით მხოლოდ, ხოლო მომავალში ცხოვრებაშიც გადავა საუბედუროდ).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 2 2020, 12:01 PM
Post #118


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
ციტატა(Merlin @ 30th June 2020 - 08:58 PM) *
სულიკო ავჟანდაძე
ამბობდა, რომ 4 სახარება ზეპირად უნდა იცოდეს კაცმაო. თქვენ რამდენად იცით? მის გარეშე ამ ყველაფერის გააზრებას, როგორ ახერხებთ?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 2 2020, 12:40 PM
Post #119


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ, სულიკოს უყვარს გაზვიადებებით ლაპარაკი, უნდა იცნობდეს მას ადამიანი, რომ სიტყვა სიტყვით არ ჩამოართვას კაცმა რასაც ამბობს. მანდ ძალიან ძალიან კარგად ცოდნას გულისხმობდა და არა მართლა ზეპირად. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სახარების ტექსტი და ზოგადად ბიბლიის ტექსტი კარგად ვიცი. მაგრამ რაც დრო გავა უფრო და უფრო უკეთ მეცოდინება. სახარებასთან დაახლოვება ერთჯერადი პროცესი არ არის, რომ დაჯდე დაიზუთხო და ამიერიდან იცი. არამედ მთელი ცხოვრება უნდა იკითხოს ადამიანმა. ანთროპოსოფისტების გარკვეული ნაწილი ყოველ წელს კითხულობენ სახარებას აღდგომის წინა თვეს. მაგალითად სულიკო ყოველ წელს რამოდენიმეჯერ კითხულობს აღდგომის დღეებში. ოთხი კვირის შესაბამისად.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 2 2020, 12:54 PM
Post #120


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველაზე რთული გადასალახი ადამიანში მგონია, წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი შეცდომების მარცვლები, რომლებიც დაბადებიდანვეა ჩანერგილი ადამიანში, და გამოუვლენელი სახით ფარულად არიან..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 02:41 AM