IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  « < 11 12 13 14 15 >  
Reply to this topicStart new topic
> მეორედ მოსვლა
Merlin
post Jul 2 2020, 12:36 PM
Post #241


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"""ლუციფერის ის იყო რა, ტექნოლოგიები რომ არ იყო და საზ. განწყობას ქმნიდნენ ფილოსოფოსები, ღრუბლებში მფრენი რომანტიკოსი პოეტები და მუსიკოსები biggrin.gif"""

არა და ეგ დრო ჯობდა smile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 2 2020, 12:42 PM
Post #242


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1 და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ.

მგონი ზუსტად ამ საცდურებზე ამბობს იესო.. აბდა-უბდა ეზოთერიკაზე.....


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 2 2020, 12:44 PM
Post #243


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგეც და სხვა ყველაფერიც. ყველაფერი რაც ნეგატიურ ძალებთან არის დაკავშირებული. ცრუ-სწავლებებიც ერთ-ერთი საცდურია, მატერიალისტური ცხოვრებაც საცდურია და ყველაფერი მოკლედ რაც ნეგატიური სულებისგან მოდის.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 2 2020, 01:35 PM
Post #244


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"""ალისა ბეილი ხო ნიუ ეიჯის დამაარსებელია?"""

მოდი ერთ ისტორიას მოგიყვებით მოკლედ, რომელიც უშუალოდაა კავშირში ჩვენს თემასთან.

კაცობრიობა სულიერი სამყაროებიდან მომავალ ძალებს ბოლომდე გაემიჯნა მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მესამედიდან. ამ დროს დაღმავალმა ევოლუციამ სრულად მიაღწია აუცილებლობით განპირობებულ პიკს. ამიერიდან დაიწყო თავისუფლების ეპოქა, როდესაც ადამიანმა ჭეშმარიტების შემეცნების გზით დამოუკიდებლად უნდა შეძლოს სულიერი სამყაროებისკენ ზე-ასვლა.

აღმოსავლეთის ადეპტებმა, რადგან იცოდნენ ამ ეპოქალური ცვლილების შესახებ და ხედავდნენ მატერიალიზმის მზარდ საფრთხეს, თავიანთი ცოდნის გარკვეული ნაწილი გადასცეს კაცობრიობას ელენა ბლავატსკაიას გზით. ეს ცოდნა, თავისი ბუნებით ქრისტეშობამდელი აღმოსავლეთის სიბრძნე, დიდი დახმარება იყო კაცობრიობისათვის, რადგან მან 1985 წლიდან გარკვეულწილად შეავსო ადამიანების სულიერი კრიზისი. თუმცა ბლავატსკაიას სწავლებაში არ იყო ქრისტეს შემეცნება. ამიტომაც მორიას და კუტჰუმის (მის მასწავლებლებს ასე ერქვათ) მიერ მოწვდილ სიბრძეს არ შეუძლია მომავლისკენ წაიყვანოს კაცობრიობა. სწორედ გოლგოთას მისტერიის შემეცნებას შეუძლია ადამიანებს ყოველ ეპოქაში მიაწოდოს ის ახალი სულიერი საკვები, რომელიც მას იმ დროში ესაჭიროება. ამ მიზეზით დრო იყო დამდგარი, რომ კაცობრიობა ქრისტიანობას ახალ სიმაღლეზე დაკავშირებოდა. ამ მიზნის განსახორციელებლად დაიწყო რუდოლფ შტაინერმა კაცობრიობისათვის იმ სწავლების გადაცემა, რომელსაც ის მიქაელის სწავლებას უწოდებს. ასევე ის ამბობს: "ჩვენი მოძღვრება არის ის, რისი თქმაც სურდა ქრისტეს თავისი სიტყვებით: "მე თქვენთან ვარ დღემუდამ ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა". ჩვენ ვაყურადებთ მხოლოდ იმას, რაც მისგან მომდინარეობს და ჩვენი სურვილია, რომ ის რაც მან შთაგვაგონა, მისივე დანაპირების თანახმად ჩვენს სამშვინველში აღიბეჭდოს, როგორც სულისმეცნიერება". ამით დასაბამი დაედო ახალ სულიერ სწავლებას, რომლის მოწოდებაა მომავლისკენ წაიყვანოს კაცობრიობა.

ანუ გვაქვს ქრისტეშობამდელი აღმოსავლური ეზოთერული სიბრძნე ელენა ბლავატსკაიას მიერ გამჟღავნებული და ასევე სწავლება, რომელიც განეკუთვნება იმ სულიერ ნაკადს, რომელიც მუდამ განახლებადი იქნება კაცობრიობის ევოლუციის კვალდაკვალ. (თავად ანთროპოსოფია, როზენკროიცერული ქრისტიანობის მეტამორფოზას წარმოადგენს, და მომავალში ასევე ახალი სწავლება შემოვა, რომელიც ანთროპოსოფიის მეტამორფოზა იქნება).

ელენა ბლავატსკაიას მიერ დაარსებულ საზოგადოებაში, მისი დამაარსებლის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წელში, გაწევრიანდა ერთი ადამიანი, რომელმაც ჩემთვის ცნობილ ადამიანთაგან ყველაზე უფრო დიდი ზიანი მიაყენა ჩვენი დროის ეზოთერულ შემეცნებას. ეს გახლდათ ადამიანი სახელად ჩარლს ვებსტერ ლედბიტერი. ის იყო ყოფილი ანგლიკანი მღვდელი, და როგორც დრომ გამოაჩინა ბოროტების მსახურთა დამსახურებული წარმომადგენელი. მან სწრაფად მოიპოვა გავლენა თეოსოფისტური საზოგადოების მაშინდელ პრეზინდენტ - ანი ბეზანტზე, და აქედან დაიწყო მან თავისი ბნელთმსახურება.

ჩარლზ ლედბიტერს სადაც კი ფეხს დაადგავდა ყველგან ადანაშაულებდნენ ბავშვების მორალურ გარყვნაში, მათთან სექსუალური სახით კონტაქტებში. ასევე ის საიდუმლოდ ასწავლიდა შავი მაგიის პრაქტიკებს მათ ვინც საკმარისად გულუბრყვილო იყო საიმისოდ, რომ მისთვის დაეჯერებინა. მოკლედ ყოვლად ნეგატიური ადამიანი იყო. მისი მოღვაწეობა ცხადყოფს, რომ ის არამარტო ბუნებით მავნებელი, არამედ ცნობიერად იყო შავი საძმოების მიერ შეგზავნილი საზოგადოებაში რათა წაეხდინა ყველაფერი. ამისათვის მანდ დაწერა უამრავ წიგნი, მათ შორის ანი ბეზანთან და სხვა დამსახურებულ კოლეგებთან ერთად და ბლავატსკაიას თეოსოფია გადააკეთა ყველა შესაძლო მიმართულებით. აქედან დაიბადა ეგრედ წოდებული ნეო-თეოსოფია, რომელიც გენიალურად ნერგავს ადამიანში ლუციფერულ და არიმანულ სიცრუეს. ანუ ნიუ ეიჯისთვის დამახასიათებელ სიცრუეთა უმთავრესი ნიადაგი სწორედ ფიზიკურ პლანზე მოღვაწე ჩარლს ლედბიტერის სახელს უკავშირდება, რომელიც შავი საძმოების დესპანი იყო (დიდი ალბათობით იეზუიტების ორდენის).

იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს ადამიანი ცნობიერად მოქმედებდა, შეგვიძლია ერთ ფაქტი გავიხსენოთ - რუდოლფ შტაინერის მიხედვით ქრისტე ეთერულ სამყაროში დაეშვა 1909 წელს. და ამ წლიდან გარკვეული სიმაღლის ნათელმხილველებს შეუძლიათ მისი ნახვა ეთერულ სამყაროში. ამ დროს ხდება რა? სწორედ ამ 1909 წელს ჩარლს ლედბიტერმა იპოვა ჯიდუ კრიშნამურტი და გამოაცხადა ქრისტეს მომავალი ფიზიკური გამოვლენისთვის საჭირო ინსტრუმენტად, სხეულის თვალსაზრისით. ანუ მოხდა ასე: შტაინერმა დაიწყო ქრისტეს ეთერულ მოვლინებაზე ლაპარაკი, და იმის გვერდით დაიწყო ამ მოვლენის გაყალბების მცდელობა ლედბიტერის მიერ. ამას მოყვა რუდოლფ შტაინერის ღია დაპირისპირება აღნიშნულ ტენდენციასთან. მაგალითად ის არავის აძლევდა თავის ჯგუფში ყოფნის უფლებას ვინც მონაწილეობდა კრიშნამურტის გარშემო მიმდინარე ამბებში და ღიად ამხელდა მათ სიცრუეს.

ლედბიტერის მიერ შექმნილი სწავლება, არამარტო თეოსოფიის მტერია, და აყალბებს მას, არამედ ასევე ქრისტიანობის ძალიან დიდი მტერიცაა. ანუ ნეგატიურმა ძალებმა შექმნეს ისეთი სწავლება, რომელიც ერთდროულად აყალბებდა როგორც აღმოსავლურ ასევე ქრისტიანულ ეზოთერულ სიბრძნეს და ანაცვლებდა მას ფრთხილად შემოპარებული არიმანულ-ლუციფერული სიცრუეებით. ამ ცრუ-თეოსოფიას შემდეგ უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა, ის ადამიანებიც კი ვისაც ჰგონია, რომ მსგავს არაფერთან არ აქვთ შეხება, ხშირად ერთი ერთში იმეორებენ იმ იდეებს, რომლების დანერგვაც ლედბიტერმა დაიწყო. ამ ცრუთეოსოფიის გამგრძელებლები არიან ალისა ბეილიც და ზემოთ განხილული გაი ბალარდიც, ასევე ელიზაბედ კლერ ფროფეთი და ოლმეკი რაღა თქმა უნდა. ის ყველაფერი რასაც ოლმეკის საიტზე კითხულობთ იერარქიასთან დაკავშირებით ლედბიტერის მიერ დანერგილი სწავლებაა. ისე მეტი სიმძაფრისთვის იმასაც გეტყვით, რომ ლედბიტერი თავის მოსწავლეებს ასწავლიდა მზის ლოგოსზე მედიტაციით მასტურბირებას. ხოლო ანთროპოსოფიიდან ვიგებთ, რომ მზის ლოგოსი ქრისტია. ანუ აქ სრულიად მიზანმიმართულ ბოროტებაზეა ლაპარაკი.

კიდევ ერთი ფაქტი - 1919 წელი იყო, როდესაც შტაინერმა დაიწყო ლაპარაკი არიმანის მომავალ ინკარნაციაზე. ამ ლექციებიდან ერთი თვის შემდეგ ვიღაც, ვინც თავისი თავი მოტყუებით წარადგინა, როგორც თეოსოფისტების მაჰატმა ჯუალ კჰული, კონტაქტზე გავიდა ლედბიტერის მიერ გამრუდებული თეოსოფისტური საზოგადოების ერთ-ერთ გულუბრყვილო წევრთან - ალისა ბეილისთან. რომელსაც უთხრა, რომ ქრისტეს ფიზიკურ სამყაროში მოვლინებისთვის მოსამზადებელი წიგნები უნდა დაეწერა მისი კარნახით. ანუ ხვდებით ხომ რა პროცესები მიდის? ეთერული ქრისტე - გვერდით კრიშნამურტით ამ მოვლენის გაყალბება, შემდეგ შტაინერი იწყებს არიმანის ინკარნაციაზე ლაპარაკს - იქვე ჩნდება ძალა, რომელიც არიმანის ინკარნაციას ხალხს ქრისტეს ინკარნაციად შეატყუებს.

ოლმეკიც ერთ-ერთი რგოლია სიცრუის ამ ჯაჭვში, ის სხვა მრავალ ნეგატივთან ერთად ქრისტეს ფიზიკური მოვლინების მოახლოების ცრუ ინფორმაციას აწვდის ხალხს. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე რომ ქრისტე, ისევე როგორც სხვა მრავალ ცრუ-მასწავლებელს, მასაც ადამიანამდე ყავს ჩამოყვანილი, რომელიც ჰიმალაის მთებში ცხოვრობს ვითომ და რომელიც თვითმფრინავით უნდა ჩამოფრინდეს, როცა მისი გამოჩენის დრო დადგება, და ეს ყოფილა თურმე ქრისტეს იმ სიტყვების ახსნა: ღრუბლებზე მომავალს მიხილავთო. მოკლედ სიცრუის მთელი ქსელი იქსოვება და ნეგატიური ძალები ხშირად ისეთ რამეს თესავენ რასაც სრული სახით ნაყოფებები მრავალი ათწლეულების შემდეგ გამოაქვს (ეს ამ შემთხვევაში თორემ, ისეთ ნაყოფსაც თესავენ კოლოსალური დროითი მასშტაბებით რომ ითვალისწინებს სასურველი ნეგატიური შედეგების მიღებას).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 2 2020, 01:49 PM
Post #245


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი მაგალითად ლედბიტერმა შემოიტანა ისეთი აზრები, რომ სულიერ და ფიზიკურ სამყაროებს შორის განსხვავება მხოლოდ ვიბრაციებშია და თუ გინდა მაღალ რეალობებს დაუკავშირდე მხოლოდ ვიბრაციები უნდა აამაღლო. რომ არსობრივი სხვაობა არ არის ფიზიკურ, ეთერულ და ასტრალურს შორის. რომ ზენა სამყაროებიც ატომებისგან შედგებიან, და რომ იქაც ელექტროობა და მაგნეტიზმი მოქმედებს. წმინდა წყლის უშინაარსო მექანიკას როცა ვაწყდებით, მაგალითად "გადავდივართ მეექვსე განზომილებაში", ან მეშვიდე განზომილებაზე როცა არის ლაპარაკი, ან რამე მსგავსი, რომლის უკანაც არავითარი შინაარსი არ დგას - იმიტომ რომ არსობრივად აქ მხოლოდ ციფრებზეა ლაპარაკი და მკითხველში არავითარი წარმოდგენა არ ექმნება რა სხვაობაა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე განზომილებებს შორის, ანდა რა სხვაობაა ეთერულ, ასტრალურ და "მენტალურ" სამყაროებს შორის. მკითხველი ფიქრობს, რომ სხვაობა მხოლოდ ვიბრაციებშია, და რომ ამ ვიბრაციების დაჩქარებით შეიძლება გავსხივოსნდეთ.

ეს იქამდეც კი მიდის, რომ მაგალითად ოლმეკს სჯერა, რომ სენ-ჟერმენს აქვს ეგრედ წოდებული ამაღლების აპარატი, რომელზეც, თუ ვინმემ დაიმსახურა, დასვავს ადამიანს, როგორც ელექტრო სკამზე ან რაღაც ასეთი და ეს ამაღლების აპარატი ვიბრაციებს ისე აჩქარებს, რომ ადამიანის მთელი კარმა იწვება და ასეთი ადამიანი ამ აპარატიდან ამაღლებული მასწავლებელი გამოდის smile.gif

ნამდვილ ეზოთერულ ცოდნაში კი ლაპარაკია თვისობრივად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროებზე... მაგალითად პლატონი საუბრობდა იდეების სამყაროზე, რომლის რეალობასაც წარმოადგენენ ის არსები რაც ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში იდეების სახით გვაქვს მოცემული. კაბალაში ამ სამყაროს ეწოდება არქეტიპების სამყარო. ანთროპოსოფიაში ზედა დევაჰანი. იგივე შეიძლება ითქვას სხვა სამყაროებზეც, რომლებიც მატერიალურისგან არსობრივად სრულიად განსხვავებული ბუნებისანი არიან და მათზე ვერავითარ წარმოდგენას ვერ შევიქმნით რომელიმე ციფრის დაწერით და გვერდით სიტყვა განზომილების მიწერით, იმიტომ რომ ამაში არავითარი რეალური შინაარსი არ იქნება.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 2 2020, 07:21 PM
Post #246


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და ეს თეთრი იერარქია ვინ არიამ, რომელთაც "არ შეუძლიათ" დახმარება სანამ არ ვთხოვთ და როც ვთხოვთ, მაშინაც ბუნდოვნად იმასშვებიან
ლუციკოები არიან?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 2 2020, 09:07 PM
Post #247


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გამომრჩა და რითაც ნაწილობრივ თქვენს კითხვასაც გავცემ პასუხს:

რეალურ სულიერ იერარქიას წარმოადგენენ ის არსებები, რომლებიც ქრისტიანობაში ცნობილი არიან, როგორც ანგელოზთა ცხრა დასი. https://images-na.ssl-images-amazon.com/ima..._AC_SL1000_.jpg ამ არსებებს ხედავენ ხელდასხმულები, როდესაც სულიერ სამყაროში შედიან. ეს არის სულიერი იერარქია, რომლის ზემოთაც გვევლინება სამება. ხოლო ასევე არსებობს თეთრი საძმო, რომლებიც არიან დიდი ადამიანების, ხელდასხმულთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს იერარქიის მიზნები განახორციელოს დედამიწაზე.

ამის ანალოგიურ არსებობს ზემოთ აღნიშნულ არსებათა დეგრადაციის შედეგები - ბოროტების მომტანი სულები (მათ შორის პირველ რიგში ლუციფერული და არიმანული არსებები, რომლებიც ანგელოზთა და მთავარანგელოზთა რანგს განეკუთვნებიან) და მათ შესაბამისად არსებობენ შავი საძმოები, შავი მაგების ჯგუფები რომლებიც მათ ემსახურებიან.

ანუ არსებობს სულიერი იერარქია სულიერ სამყაროში და ადეპტების საძმო დედამიწაზე (რომელთა წევრებიც რა თქმა უნდა სულიერ სამყაროებში მიმდიანრე პროცესებშიც მონაწილეობენ) მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სულიერი იერარქია და საძმოები ერთმანეთში არ ავურიოთ.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 2 2020, 09:25 PM
Post #248


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ლედბიტერმა გააკეთა, ეს იყო სულიერი არსებების იერარქიის ჩანაცვლება დიდი ადეპტების სახელებით დაკომპლექტებული გამოგონილი ჯგუფით, რომელსაც დღეს ხშირად დიდ თეთრ საძმოს ეძახიან. მან და მისმა მიმდევრებმა რეალური სულიერი იერარქია და სულიერი არსებები ყურადღების მიღმა დატოვეს და მათი ადგილი დააკავებინეს ადეპტების საძმოს (ფანტაზიაში რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ფანტაზიას ცრუ-იერარქიებიც უჭერენ მხარს სულიერი სამყაროდან). ამის შედეგად დღეს ბევრს წარმოუდგენია, რომ დედამიწაზე მთელ სულიერ პროცესებს მაჰატმები, ამაღლებული მეუფეები (რომლებიც არ არსებობენ) და დიდი ადეპტები განაგებენ. მაგრამ რეალურად საქმის უდიდეს წილს სწორედ სულიერ არსებები აკონტროლებენ, ხოლო ადეპტები ცდილობენ მათი მიზნები დედამიწაზე ჩამოიტანონ და განახორციელონ.

რა თქმა უნდა ის არსებები, რომლებითაც ლედბიტერმა და მისიანებმა დააკომპლექტეს დედამიწის ვითომ სულიერი იერარქია მართლა არსებობენ, მაგრამ თვითმარქვიები არიან, ერთდროულად რამოდენიმე ათეული იესო, ბუდა, სენ-ჟერმენი, ლაო ძი და მოსეა გაშვებული დაბალ განზომილებებში და ხალხი გადის ამ რეალობებში და ჰგონიათ, რომ მართლა იესოს და მოსეს ხვდებიან.

ანუ რომ შევაჯამო, ცრუ სწავლებებში რეალური იერარქია ჩახსნილია და მათ ადგილას დააყენებულია განვითარებული ადამიანების [რეალურად თვითმარქვია სულიერი არსებების] საძმო. ამით საძმო და იერარქიის მნიშვნელობები გააერთიანეს და შედეგად ეხლა ადამიანების გარკვეული ნაწილი რასაც საძმოს და იერარქიას ეძახის (ერთი მნიშვნელობით) რეალურად არც თეთრი საძმოა და არც სულიერი იერარქია. არამედ თვითმარქვია არსებები არიან, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გზას ააცდინონ ადამიანი ათასგვარი გენიალურად მოფიქრებული სიცრუისა და სიმართლის ნაზავით.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jul 2 2020, 10:08 PM
Post #249


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ მე რაც წავიკითხე ალისა ბეილი,ჩარლზ ლედბიტერი, კიდე ელიზაბეთ პროფეტი ბევრი ვიკითხე ამაზე სისულელე არც წამიკითხია არანაირი პრაქტიკა არ ააქვთ მოცემული თავიანთ წიგნებში. ლედბიტერს მთელი წიგნი აქვს დაწერილი ასტრალური პლანის შესახებ და არაფერი არ უწერია როგორ უნდა გავიდეს ადამიანი სხეულიდან მოკლედ სისუელელე შტაინერს ყველაფერი აქვს აღწერილი და სავარჯიშოებიც მოცემული. დროის კარგვაა ამათი თეოსოფიის კითხვა. პროფესიონალი დამბოლებლები არიან.

მეორედ მოსვლას და ანტიქრისტეს რაც შეეხება მე როგორც მივხვდი ანტიქრისტე წინაზეც იყო ბევრჯერ მოსული და დედამიწის და ადამიანების დამონებას ცდილობდა და ცდილობს
ანტიქრისტეს უნდა ადამაინის ტოტალური კონტროლი დედამიწის და დედამიწის გარშემო სულიერი განზომილების აი ადამიანი როცა კვდება სანამ სულიერი სამყაროში გადავა ხომ არის დედამიწაზე აი მაგ სფეროსს. ტოტალური კონტროლი.

პირამიდები კიდე ზოგს მიაჩნია მისტერიის სკოლებად და მაგისთვის ააშენეს ზოგს ენერგიის გასაწონასწორებლად მე კიდე მგონია ეს პირამიდები ნეფილიმების აშენებული ნახევრად ადამიანების ნახევრად დემონების ენერგეტიკულ წერტილებზე რომ შეექმნათ ის განზომილება სადაც დაიმალებოდნენ ადამაინებისაგან და სინათლის ძალებისაგან.

ეხლაც იგივე ხდება რაც წინაზე ღმერთმა მაჩვენა ეხლა უბრალოდ ჯერ ადამიანი ტექნოლოგურად არ არის ისე ძალიან განვიტარებული რომ ყველაფერი აკონტროლონ ანუ თუ დაიწყო ანტიქრისტემ თავისი გეგმის განვითარება ამ თემებში აუცილებლად წამოიწევს წინ უცხოპლანეტელების და ჩენელერების და ამ "თეთრი საძმოს" თემა და ესენი "მოვლენ" ერთად ადამიანების გადასარჩენად. მაგაზე გამახსენდა ერთი წმინდა მამის წინასწარმეტყველება ყველა სულიერი ლიდერის სახით ჩამოვლენ ქრისტეს მუხამედის და მშვიდობის ქადაგებას დაიწყებენ ერთადერთი ბუდისტები იეჭვებენ რომ რაღაც აქ ვერ არისო იმიტომ რომ ბუდას არასოდეს დაუბარებია მეორედ მოვალ ან რამე ესეთიო.

ეს ჩენელერები და უცხოპლანეტელებთან კონტაკტიორები ყველა არის შეპყრობილი რომ იცოდეთ
მე ბევრი მიტრიალეს ხან რა იქნეს ხან რა და მერე ძალებზე მაცდუნეს და ზუსტად ისეთი სიმპტომები ენერგიების მომატებები მესამე თვალის ძალით გახსნები მქონდა.
სანამ უარი არ ვთქვი ამ ყველაფერზე. ზუსტად მაგიტო ვამბობ რომ აი ეს "ფლაიერები" რაც კასტანედაშია უცხო კოსმოსური ცივილიზაცია რომელიც დიდმა არსებამ ჩამოაგდო დედამიწაზე ზუსტად არიან ეს დემონები და მშვენივრად ვხვედავდი ამათ ზუსტად ისე როგორც კასტანედა აღწერს ესენი არიან ზუსტად დემონები ქრისტიანობაში რასაც უძახიან დარწმუნებული ვარ.

მაშინ რამდენი შეპყრობილი იყო და ეხლა უფრო მეტი იქნება კიდე კაი აღარ ვხვედავ ამათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 3 2020, 10:11 AM
Post #250


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 2nd July 2020 - 01:35 PM) *
ოლმეკიც ერთ-ერთი რგოლია სიცრუის ამ ჯაჭვში, ის სხვა მრავალ ნეგატივთან ერთად ქრისტეს ფიზიკური მოვლინების მოახლოების ცრუ ინფორმაციას აწვდის ხალხს. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე რომ ქრისტე, ისევე როგორც სხვა მრავალ ცრუ-მასწავლებელს, მასაც ადამიანამდე ყავს ჩამოყვანილი, რომელიც ჰიმალაის მთებში ცხოვრობს ვითომ და რომელიც თვითმფრინავით უნდა ჩამოფრინდეს, როცა მისი გამოჩენის დრო დადგება, და ეს ყოფილა თურმე ქრისტეს იმ სიტყვების ახსნა: ღრუბლებზე მომავალს მიხილავთო. მოკლედ სიცრუის მთელი ქსელი იქსოვება და ნეგატიური ძალები ხშირად ისეთ რამეს თესავენ რასაც სრული სახით ნაყოფებები მრავალი ათწლეულების შემდეგ გამოაქვს (ეს ამ შემთხვევაში თორემ, ისეთ ნაყოფსაც თესავენ კოლოსალური დროითი მასშტაბებით რომ ითვალისწინებს სასურველი ნეგატიური შედეგების მიღებას).


კარგია ოლმეკზე რო წერთ სიმართლეს...
რეალურად რასაც მივაქციე მე ყურადღება, ოლმეკის მოსწავლეების მონაყოლიდან, სიზმრებიდან რეალური ინფორმაციის გამოტანა ვერ ხერხდება, უფრო სანახაობრივ რაღაცეებს ყვებიან, ვიდრე ინფორმაციულს... 0-ია სიზმრებისგან მიღებული ცოდნა


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 3 2020, 11:23 AM
Post #251


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ ოლმეკის მოსწავლეებისა რა გითხრა, მაგრამ თვითონ ოლმეკი ახერხებს სიზმრებიდან გარკვეული ცოდნის გამოტანას, ოღონდ ამ ცოდნაში სიცრუე და სიმართლე ისეა გადაზელილი ერთმანეთში, რომ საბოლოვოდ ისევ სიცრუეს ემსახურება.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 4 2020, 12:43 PM
Post #252


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ Jul 2 2020, 01:17 PM) *
ახლა არიმანის დომინირების ხანაა, პრაგმატიზმის, მატერიის, მაღალტექნოლოგიური განვითარების ეპოქა
ლუციფერის ის იყო რა, ტექნოლოგიები რომ არ იყო და საზ. განწყობას ქმნიდნენ ფილოსოფოსები, ღრუბლებში მფრენი რომანტიკოსი პოეტები და მუსიკოსები biggrin.gif

საინტერესოა არიმანი ლუციფერი და იესო ერთად თუა შესაძლებელი


ციტატა(Merlin @ Jul 2 2020, 01:17 PM) *
"""კრისტალები ტოტის მიერ იქნა დაპროგრამებული"""

საიდან მოაქვს დრუნვალო მელქისედეკს ის ყველაფერი რასაც ლაპარაკობს?


მედიტაციით შედის მეორე ცნობიერებაში და ასე ეკონტაქტება, მელქისედეკი ამ მისიით დაიბადა დედამიწაზე რომ ეს სამუშაო გაეწია, ტოტი იყო მისი ხელმძღვანელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 4 2020, 12:47 PM
Post #253


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Merlin @ Jul 2 2020, 01:22 PM) *
"""ანუ შტაინერი ფიქრობს რომ ელექტროობა და მაგნიტური მოწყობილობები არის ლუციფერის და არიმანის,
მაშინ რომელია სწორი გზა დავბრუნდეთ ბუნების წიაღში და დავივიწყოთ კომპიუტერები ინტერნეტი ავტომობილები?"""

არა, ეგ არ არის გამოსავალი, რაც შემოდის ევოლუციაში იმას ვერ გააჩერებ, ელექტროობა მაგნეტიზმი და ატომური ენერგია, ერთ-ერთი ანთროპოსოფისტის აზრით არის ანტიქრისტესთვის იგივე ძღვენი როგორც ქრისტესთვის - ოქრო, გუნდრუკი და მური. ანუ არსობრივად ბოროტ ძალებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამ ძალებს ვერ გაემიჯნება ადამიანი, გამსავალი იმაშია, რომ სწორი პოზიცია უნდა მონახოს ადამიანმა ამ ძალებთან მიმართებაში. ბუნების წიაღს ვეღარ დავუბრუნდებით.


ამ სამყაროში მაგნეტიზმიც და ელექტროობა ბუნებრივი მოვლენაა, ასე რომ გამორიცხულია გაემიჯნო
ტექნოლოგიები ამ მიმართულებით განვითარდება, გამონაბოლქვის საწვავსაც ეს ორი ენერგია შეცვლის, ბოროტებაა თუ სიკეთე ასეთია ეს სამყარო ვინც შექმნა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 4 2020, 12:54 PM
Post #254


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Merlin @ Jul 2 2020, 01:31 PM) *
""მთვარეზე რას ამბობს შტაინერი ბარემ ესეც ექნება ნათქვამი""

მთვარეზე არიან სასიკეთო სულები, მაგალითად ის ღმერთია რომელსაც იაჰვე ელოჰიმის სახით ვიცნობთ მთვარეზე იმყოფება და იქიდან ეხმარება კაცობრიობას. მაგრამ ამასთან ერთად მთვარე მართლაც ძალიან დიდი ბოროტების წყაროა. ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ბოროტებასაც ატარებს მთვარე და სიკეთესაც.

""დედამიწაზე მიმდინარე მოსალოდნელ ცვლილებებზე არაფერს ამბობს შტაინერი?

ანუ მე როგორც მივხვდი ახლა დომინირებს არიმანის და ლუციფერი, და რამე გამოსავალი ან გზა ან ის მაინც ასე თუ გავაგრძელეთ საით წავალთ""

რა თქმა უნდა ამბობს. მაგრამ შტაინერი ლაპარაკობს უახლოესი მომავლიდან მოყოლებული დამთავრებული დედამიწის მომავალი რამდენიმე ინკარნაციით. ანუ რომელი მომავალი გვაინტერესებს?


ებრაელებს იაჰვემ თავი გააცნო სამყაროს ერთადერთ შემოქმედად, აქ ამბობ რომ ელიჰიმია სასიკეთო ძალების წარმომადგენელი, იმყოფება მთვარეზე, მაგრამ მთვარეზე დიდი ბოროტებაა ამასთანავე
რატომ არის რომ ამ იაჰვეს ირგვლივ მუდამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია მუდამ.

დედამიწას რაც შეეხება მაინტერესებს ახლო მომავლის პერსპექტივები
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 4 2020, 01:11 PM
Post #255


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(starscream @ Jul 2 2020, 11:08 PM) *
მეორედ მოსვლას და ანტიქრისტეს რაც შეეხება მე როგორც მივხვდი ანტიქრისტე წინაზეც იყო ბევრჯერ მოსული და დედამიწის და ადამიანების დამონებას ცდილობდა და ცდილობს
ანტიქრისტეს უნდა ადამაინის ტოტალური კონტროლი დედამიწის და დედამიწის გარშემო სულიერი განზომილების აი ადამიანი როცა კვდება სანამ სულიერი სამყაროში გადავა ხომ არის დედამიწაზე აი მაგ სფეროსს. ტოტალური კონტროლი.

პირამიდები კიდე ზოგს მიაჩნია მისტერიის სკოლებად და მაგისთვის ააშენეს ზოგს ენერგიის გასაწონასწორებლად მე კიდე მგონია ეს პირამიდები ნეფილიმების აშენებული ნახევრად ადამიანების ნახევრად დემონების ენერგეტიკულ წერტილებზე რომ შეექმნათ ის განზომილება სადაც დაიმალებოდნენ ადამაინებისაგან და სინათლის ძალებისაგან.

ეხლაც იგივე ხდება რაც წინაზე ღმერთმა მაჩვენა ეხლა უბრალოდ ჯერ ადამიანი ტექნოლოგურად არ არის ისე ძალიან განვიტარებული რომ ყველაფერი აკონტროლონ ანუ თუ დაიწყო ანტიქრისტემ თავისი გეგმის განვითარება ამ თემებში აუცილებლად წამოიწევს წინ უცხოპლანეტელების და ჩენელერების და ამ "თეთრი საძმოს" თემა და ესენი "მოვლენ" ერთად ადამიანების გადასარჩენად. მაგაზე გამახსენდა ერთი წმინდა მამის წინასწარმეტყველება ყველა სულიერი ლიდერის სახით ჩამოვლენ ქრისტეს მუხამედის და მშვიდობის ქადაგებას დაიწყებენ ერთადერთი ბუდისტები იეჭვებენ რომ რაღაც აქ ვერ არისო იმიტომ რომ ბუდას არასოდეს დაუბარებია მეორედ მოვალ ან რამე ესეთიო.

ეს ჩენელერები და უცხოპლანეტელებთან კონტაკტიორები ყველა არის შეპყრობილი რომ იცოდეთ
მე ბევრი მიტრიალეს ხან რა იქნეს ხან რა და მერე ძალებზე მაცდუნეს და ზუსტად ისეთი სიმპტომები ენერგიების მომატებები მესამე თვალის ძალით გახსნები მქონდა.
სანამ უარი არ ვთქვი ამ ყველაფერზე. ზუსტად მაგიტო ვამბობ რომ აი ეს "ფლაიერები" რაც კასტანედაშია უცხო კოსმოსური ცივილიზაცია რომელიც დიდმა არსებამ ჩამოაგდო დედამიწაზე ზუსტად არიან ეს დემონები და მშვენივრად ვხვედავდი ამათ ზუსტად ისე როგორც კასტანედა აღწერს ესენი არიან ზუსტად დემონები ქრისტიანობაში რასაც უძახიან დარწმუნებული ვარ.

მაშინ რამდენი შეპყრობილი იყო და ეხლა უფრო მეტი იქნება კიდე კაი აღარ ვხვედავ ამათ.


ანტიქრისტე თუ მოვიდა ის იქნება მთელი დედამიწის ერთპიროვნული მმართველი, ახლა ამის წინამოსამზადებდლი სამუშაოები მიმდინარეობს.

ერთი ჩენელინგი მოვისმინე რდპტილოიდების, სადაც ამბობენ რომ ჩვენ ბუნების ევოლუციის შედეგად გავჩნდით ღმერთს არ გავუჩენივართო, თავიდან გვჭირდებოდა სხვადასხვა სახით მოპოვებული ენერგიის წყაროები ახლა კი ღმერთს სრულიად გავემიჯნეთ სრულიად არავინ გვჭირდება საკუთარ პლანეტაზე საკუთარი ულევი ენერგიის წყარო გვაქვსო,
ახლა ადამიანებთანაც ვთანამშრომლობთო.

უცხოპლანეტელების გამოჩენას თან დაკავშირებითაც უკვე დაიწყეს ლაპარაკი.

რაც შეეხება რეპტილოიდური, დრაკონული, ასტრალურ არსებებს ენერგოვამპირული არსებები არიან "უფასოდ" არაფერს არ გააკეთებენ, ნებისმიერ ინფორმაციაში ენერგიას გადაგახდევინებენ.

სადჰგურუც ამბობს ბევრი სიდჰი მყავს საკმაოდ მაგრამ არ ვთანამშრომლობო
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 4 2020, 01:12 PM
Post #256


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



""საინტერესოა არიმანი ლუციფერი და იესო ერთად თუა შესაძლებელი""

ერთად რა კუთხით?

""მედიტაციით შედის მეორე ცნობიერებაში და ასე ეკონტაქტება, მელქისედეკი ამ მისიით დაიბადა დედამიწაზე რომ ეს სამუშაო გაეწია, ტოტი იყო მისი ხელმძღვანელი""

კარგად ეტყობა რა მისიითაც დაიბადა. და რა ტოტიც არის მისი ხელმძღვანელი ესეც ჩანს თუმდაც იქიდან რაც განვიხილეთ.

""ებრაელებს იაჰვემ თავი გააცნო სამყაროს ერთადერთ შემოქმედად, აქ ამბობ რომ ელიჰიმია სასიკეთო ძალების წარმომადგენელი, იმყოფება მთვარეზე, მაგრამ მთვარეზე დიდი ბოროტებაა ამასთანავე
რატომ არის რომ ამ იაჰვეს ირგვლივ მუდამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია მუდამ.""

ებრაელებს გააცნო თავი ერთადერთ ღმერთად, არა იმ გაგებით, რომ სხვა ღმერთები არ არიან, არამედ იმ გაგებით, რომ თქვენი ღმერთი მხოლოდ მე უნდა ვიყვეო. (თუ ამის საპირისპირო წერია ბიბლიაში, და იაჰვე ამბობს სხვა ღმერთი არ არსებობსო დაწერეთ, ჩემთისაც საინტერესო იქნება, მე არ მახსენდება ასეთი მუხლი ახლა).

ებრაელებისთვის იაჰვე უნდა ყოფილიყო წინამძღოლი. იაჰვეს ირგვლივ მართლაც ბევრი საწინააღდეგო მოსაზრებაა, თუმცა დასავლურ ოკულტურ ტრადიციაში მე არ შემხვედრია იაჰვეზე ნეგატიური შეხედულება. (სერიოზულ ოკულტურ წყაროებს ვგულისხმობ).




--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 6 2020, 12:54 AM
Post #257


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 3rd July 2020 - 10:11 AM) *
კარგია ოლმეკზე რო წერთ სიმართლეს...
რეალურად რასაც მივაქციე მე ყურადღება, ოლმეკის მოსწავლეების მონაყოლიდან, სიზმრებიდან რეალური ინფორმაციის გამოტანა ვერ ხერხდება, უფრო სანახაობრივ რაღაცეებს ყვებიან, ვიდრე ინფორმაციულს... 0-ია სიზმრებისგან მიღებული ცოდნა

ძალიან ზედაპირული მსჯელობაა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 6 2020, 12:30 PM
Post #258


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Merlin @ Jul 4 2020, 02:12 PM) *
""საინტერესოა არიმანი ლუციფერი და იესო ერთად თუა შესაძლებელი""

ერთად რა კუთხით?


ანუ ამ სამის გავლენა ერთდროულად, ბალანსი,
ვთქვათ თუ არიმანი ტექნოლოგიებს თუ მატერიას უზრუნველყოფს, ე.ი ტექნოლოგიებზე უარს ვერ ვიტყვით, თუ იესო სიყვარულია და მასზე უარს ვიტყვით ამ მატერიალურ სამყაროს აზრი არ აქვს და საბოლოოდ განადგურდება, ლუციფერი ვერ მივხვდი რას საქმიანობს მარა მაინც

ციტატა(Merlin @ Jul 4 2020, 02:12 PM) *
""ებრაელებს იაჰვემ თავი გააცნო სამყაროს ერთადერთ შემოქმედად, აქ ამბობ რომ ელიჰიმია სასიკეთო ძალების წარმომადგენელი, იმყოფება მთვარეზე, მაგრამ მთვარეზე დიდი ბოროტებაა ამასთანავე
რატომ არის რომ ამ იაჰვეს ირგვლივ მუდამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებია მუდამ.""

ებრაელებს გააცნო თავი ერთადერთ ღმერთად, არა იმ გაგებით, რომ სხვა ღმერთები არ არიან, არამედ იმ გაგებით, რომ თქვენი ღმერთი მხოლოდ მე უნდა ვიყვეო. (თუ ამის საპირისპირო წერია ბიბლიაში, და იაჰვე ამბობს სხვა ღმერთი არ არსებობსო დაწერეთ, ჩემთისაც საინტერესო იქნება, მე არ მახსენდება ასეთი მუხლი ახლა).

ებრაელებისთვის იაჰვე უნდა ყოფილიყო წინამძღოლი. იაჰვეს ირგვლივ მართლაც ბევრი საწინააღდეგო მოსაზრებაა, თუმცა დასავლურ ოკულტურ ტრადიციაში მე არ შემხვედრია იაჰვეზე ნეგატიური შეხედულება. (სერიოზულ ოკულტურ წყაროებს ვგულისხმობ).


ბიბლიიდან აღარ მახსოვს, თუ ვნახე მერე დავწერ,
მთვარის თემა განავრცო იქნებ რატომ არის რომ ის კეთილი ელიჰიმია და მთვარეზე დიდი ბოროტებაა, ეს არის ურთიერთგამომრიცხავი.

იაჰვე ბაალის თაყვანისცემას უკრძალავდა ეს მახსოვს რომ ძალიან განრისხდა როცა ებრაელებმა ბაალის ხბოს ოქროს კერპი გააკეთეს და ეთაყვანებოდნენ, ამ მხრივ შეიძლება ითქვას რომ მართალი ხარ ის ებრაელი ხალხის ღმერთი იყო.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 6 2020, 01:00 PM
Post #259


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"""ანუ ამ სამის გავლენა ერთდროულად, ბალანსი,
ვთქვათ თუ არიმანი ტექნოლოგიებს თუ მატერიას უზრუნველყოფს, ე.ი ტექნოლოგიებზე უარს ვერ ვიტყვით, თუ იესო სიყვარულია და მასზე უარს ვიტყვით ამ მატერიალურ სამყაროს აზრი არ აქვს და საბოლოოდ განადგურდება, ლუციფერი ვერ მივხვდი რას საქმიანობს მარა მაინც"""

ეს სამი გავლენა ერთდროულად არის ყოველთვის. ანუ ჩვენში სამივე ნაკადი შემოდის. ხოლო ქრისტეს წონასწორობა მოაქვს.

მატერიალური სამყარო განადგურდება ადრე თუ გვიან მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას აზრი არ აქვს, პირიქით, ძალიან ღრმა აზრი აქვს მატერიალურ ევოლუციას.

იესო სიყვარული არ არის, პირველ რიგში აქ ქრისტეზეა ლაპარაკი - ქრისტე ღმერთია, ხოლო იესო ადამიანი, ეს ორი არსება სხვა და სხვაა. იესომ თავისი სხეულები დაუთმო ქრისტეს რათა მას დედამიწაზე შეძლებოდა განსხეულება. იესო დიადი ხელდასხმულია, რომელიც მრავალჯერ იბადება დედამიწაზე, ხოლო ქრისტე სამების მეორე ჰიპოსტასია, რომელიც მხოლოდ ერთხელ - სამი წლით განსხეულდა დედამიწაზე. ხელდასხმული იესო ქრისტეს მსახურია.

ლუციფერი ადამიანის მიწიდან მოწყვეტას ცდილობს, ესაა მისი საბოლოვო ამოცანა, რომ დედამიწიდან წაიყვანოს სულები თავის სამყაროში. რომ აქ აღარ განსხეულდნენ ისინი, არამედ მის რეალობაში დარჩნენ. ამ მიზნის განხორციელებას ის არასწორი სულიერების შეთავაზებით ცდილობს, რომელიც ადამიანს ფიზიკურისადმი უკარგავს ინტერესს. აქვე იმასაც გავიმეორებ, რომ ლუციფერი ნათელი არსებაა, ანუ ესაა სინათლე, რომელიც სიკეთე არ არის... ამიტომ ძალიან ძნელია მისი გარჩევა ქრისტესგან. მაგალითად სიყვარული, რომ ახსენეთ, სიყვარულშიც შეუძლიათ ლუციფერულ არსებებს მონაწილეობა იმდენად, რამდენადაც ეს სიყვარული არ არის სრულიად დაცლილი ყველანაირი პირადი მოტივებისგან...

მაგრამ ამას გარდა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მრავალფეროვანი არსებები არიან, ასე ერთი ორ წინადადებაში ვერ ამოიწურება ვერცერთი. უდიდესი მაშტაბისა და სირთული არსებებზეა ლაპარაკი.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 6 2020, 01:01 PM
Post #260


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



""მთვარის თემა განავრცო იქნებ რატომ არის რომ ის კეთილი ელიჰიმია და მთვარეზე დიდი ბოროტებაა, ეს არის ურთიერთგამომრიცხავი.""

მთვარეზე იაჰვე ერთადერთი სიკეთე არ არის. ანუ სხვა მრავალი სიკეთეა მთვარეზე, მაგრამ ასევე დიდი ბოროტებაც.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  « < 11 12 13 14 15 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 06:19 AM