IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჩენელინგები ქართულად
Merlin
post Oct 15 2018, 01:35 PM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''''earth
ვერ დაგეთანხმები. ჩენელინგი ძალიან მაღალი დონის ქმედებაა, შეიძლება მისტერიაც ვუწოდოთ. ის,,რომ დღეს ყველანაირი სულიერი მხარე ყოფიერებისა გაპაპსავებული და მჩხიბავობის დონეზეა დაყვანილი, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის ცოდნა, სწავლება თუ ქმედება სისულელეა და ტყუილია. ეს ძალიან სუბიექტური მსჯელობაა, ირმა. მე პირადად მაქვს ბედნიერება, სრულებით განმეცადა ჩენელინგი თავის ენერგეტიკული, ვიბრაციული და სხვა პარამეტრების აღქმით. ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება, რომ ამაში ტყუილი ვერ იქნება. თუკი შარლატანის მსხვერპლი არის ვინმე, მხოლოდ ვუთანაგრძნობ...'''''


შეგიძლიათ მითხრათ, ერთი რომელიმე ავტორი ან წიგნი, რომელიც ჩენელიგებიდან წერს და ჩენელინგებით არის დაწერილი და რამე ღირებულება და ფასეულობა გააჩნია? მე შემიძლია გითხრათ უამრავი ავტორი და წიგნი, რომელიც ასეა დაწერილი და ნაგავშია გადასაყრელი უკლებლივ ყველა! ჩემთვის ცნობილი არცერთი წიგნს ასეთი მეთოდით დაწერილს არ გააჩნია არანაირი ღირებულება. და საერთოდ არ შეესაბამება ათასწლოვან ოკულტური ცოდნის ტრადიციებს, არამედ არის რაღაც ახალი, გამარტივებული, არაფრისმთქმელი ინფორმაციები, რომლებიც გარწმუნებენ, რომ ვიბრაციებში და ენერგიებში მჟღავდება სულიერება, ანუ სულის შესახებ ყოვლად მატერლიალისტურ წარმოდგენებს უქმნის ადამიანს. და არის აბსოლიტურად წინააღდეგობრივი თავის თავში და მით უმეტეს სხვა ავტორებთან და არანაირი ერთიანობა არ გააჩნია მას.


და კიდევ: შეგიძლიათ მითხრათ, როგორ იგებს მედიუმი, იმას რომ ვინც მასთან შემოვიდა კონტაქტში, მართლა ისაა ვისადაც თავს ასახებს?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 15 2018, 02:31 PM
Post #22


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
ლიტერატურა და ავტორები არსად მიხსენებია. რაც დავწერე მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვთქვი.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 02:53 PM
Post #23


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''' მე პირადად მაქვს ბედნიერება, სრულებით განმეცადა ჩენელინგი თავის ენერგეტიკული, ვიბრაციული და სხვა პარამეტრების აღქმით. ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება, რომ ამაში ტყუილი ვერ იქნება.'''

უფრო კონკრეტულად? ანუ რატომ ვერ იქნება ტყუილი? პასიურ ცნობიერებაში შედის ადამიანი და შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს ამ დროს, შემდეგ მასთან ვიღაც არსება გადის კონტაქტზე და ეუბნება, რომ ეს და ეს არის, მაგალითად ათასობით ჩანელინგები არსებობს, სადაც ვითომ მოკარნახე, ამაღლებული მეუფე კუტჰუმი და ამაღლებული მეუფე ელმორია არიან, ან იესო, ან სენ-ჟერმენი და ასე შემდეგ, ზოგჯერ მიქელი და ქრისტე, ნუ ნებისმიერი მოკლედ. ხოდა ვთქვათ ამბობს, რომ მე ვარ იესო შვილო ჩემო და სინამდვილეში ყველაფერი არის ესე და ესე და ასე შემდეგ და თქვენ თავს კარგად გრძნობთ ამ დროს (თქვენივე სიტყვებით გამოსდით ამ მდგომარეობის ენერგეტიკულ და ვიბრაციულ ეფექტს), ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აქ ის მარტივი კითხვა ჩნდება: რანაირად შეგიძლიათ თქვენ თუმდა თქვენი თავი დაარწმუნოთ იმაში, რომ ვინც გამოდის კონტაქტზე მართლა ისაა ვისადაც თავს ასაღებს, და ან იმას საიდან იგბეთ, რომ ნამდვილად კარგი უნდა ვინც მოდის, და არა ვინმე ისეთი, ვისაც ყალბი სულიერების შემოთავაზებით უნდა ხალხს სწორი გზიდან გადაყვანა?

აი მაგალითად ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოკულტისტები, როგორებიც არიან ბლავატსკაია და შტაინერი ძალიან კრიტიკულად აფასებენ ასეთ პრაქტიკებს, და ორივენი მიიჩნევენ, რომ სიცრუისა და სიყალბის გარდა სხვა შედეგი არ ექნება ასეთი მეთოდების გამოყენებას, რისი დანახვაც ძალიან ადვილად შეიძლება თუ ამ ფორმით დაწერილ წიგნებს ნამდვილ ოკულტურ ლიტერატურას შევადარებთ. ხოდა თქვენ რა გაძლევთ ამ შემთხვევაში იმის თქმის საშუალებას, რომ აქ არავითარ ტყუილს არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი? (მით უმეტეს რომ ყველა მედიუმს თავისი ელ მორია, იესო და კუტჰუმი ჰყავს და ერთთან რომ ერთს ამბობს ვთქვათ, ელ მორია, მეორეგან სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს, და ორივე ერთად საერთოდ ეწინააღდეგება იმას რაც რეალურად წერია ამ ადამიანის წერილები. ისევე როგორც ერთი იესო ერთს ამბობს, მეორე მეორეს და არცთერი არ ეთანხმება სახარებას. და ასე შემდეგ... მოკლედ თუ არავითარი ტყუილს არ აქვს აქ ადგილი რატომაა რომ სრულიად წინააღდეგობრივია ყველა ჩანელინგიდან წამოსული ინფორმაცია თავის თავშივეც და სხვებთან შედარებითაც?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 03:11 PM
Post #24


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნეგატიური არსებების ზეგავლენა პირველ რიგში სიცრუეში გამოიხატება. ამდენად იმის ფიქრი, რომ ასეთი არსებები წითელი სახით, შავი რქებითა და წვეტიანი კუდით გამოგვეცხადებიან და გვეტყვიან ცუდი და ბოროტი თესე შვილო ჩემო, და სიკეთეზე ყველას ბოროტებით უპასუხეო, არის არასერიოზული. ჩვენ უნდა ჩავაყენოთ ჩვენივე თავი იმ არსებების პოზიციაში, რომლებიც არამატერიალური სამყაროებიდან ცდილობენ ცუდისკენ წაიყვანონ ადამიანები. ამ შემთხვევაში ჩვენ მივყვდებით, რომ ყველაზე ეფექტური ბრძოლის საშუალება სიცრუეა, ყველაზე ეფექტური სიცრუე კიდევ ის სიცრუეა, რომლის სიმართლისგან გარჩევა ძალიან ძნელია. ამდენად სიცრუის ყველაზე დახვეწილი ფორმა ის არის, რომ მასში დიდი პროცენტით სიმართლეც ერიოს, ასეთ სიცრუეს შეუძლია უამრავი რამ ასწავლოს ადამიანს ისეთი, რაც მეტნაკლებად მაინც ემგვანება სინმადვილეს. მაგალითად ალისა ბეილის წიგნები (რომლებიც ისევ და ისევ ჩანელინგების გზით არის დაწერილი), ეს წიგნები ძალიან გავს სერიოზულ ოკულტურ წიგნებს, სავსეა სქემებით, ფორმულებით, სიყვარულისა და მსახურებისკენ მოწოდებით და ასე შემდეგ. მაგრამ თავიდან ბოლომდე მიზანიმართულ ბოროტებას ემსახურება, და იმაზე უფრო მეტ ბოროტებას თესავს ვიდრე ისინი ვინც დემონების გამოძახებით, ნებაყოფლობითი შებრყობით, რიტუელური მსხვერპლშეწირვით და მსგავსი ტიპის შავი მაგიით არიან დაკავებულები. სინათლეში შეფუთული ბოროტება ყველაზე უფრო საშიშია. ჩანელინგებით რაც იწერება ბოროტებას ემსახურება ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ სიცრუეა, იმიტომ რომ მედიუმი მისთვის უცნობ და გაურკვეველ არსებებს უხსნის კარებს და აძლევს საშუალებას სხვა ადამიანებზე ზემოქმედებისა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 03:15 PM
Post #25


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''თავი კარგად ვიგრძენი'' ეს არამც და არამც არ შეიძლება იყოს სწორი და არასწორის განმსაზღვრელი ფაქტორი. ჭეშმარიტება და სიცრუე პირველ რიგში აზროვნებით უნდა გაარჩიოს ადამიანმა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 15 2018, 04:41 PM
Post #26


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin მართალს ბრძანებთ. ზუსტად ამიტომ, ჩენელინგი არ უნდა იყოს დაყვანილი, როგორც ირმამ ბრძანა, მკითხაობის დონეზე. რაც შეეხება სახარებას და სხვა წყაროებს რაც თქვენ დაასახელეთ, რა გარანტია გაქვთ რომ ჭეშმარიტების საქადაგებლადაა შემოტანილი ამ სიმკვრივეში?!
არ გედავებით და არ ვამტკიცებ, რომ ყველა დაირაზმოს და ჩენელინგის ჩასატარებლად წავიდეს. პირიქით, ეს პრაქტიკა, ისევე როგორც სხვა ყველა ეზოყერული და ოკულტური ქმედება ძალზე საფრთხილოა. შემზადებას საჭიროებს და აბსოლუტურად გარკვეულ მიზანს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ვეყრდნობი ჩემს პირად გამოცდილებას და "თავი კარგად ვიგრძენი"- სთვის არ მივმართავ ხოლმე ამ მეთოდს. მაგისთვის სხვა რაღაცეებიც არსებობს. ალბათ ფიქრობთ რომ სრულიად ზედაპირულად ვწერ რასაც ვწერ და გაუცნობიერებლად ვაკეთებ რამეს, ეს ასე არ არის. არც ასაკი მაქვს შესაფერისი და არც დრო ეზოთერიკობანას სათამაშოდ.
ჩენელინგი ძალიან ინტიმური პრაქტიკაა, თუ შეიძლება ასე ითქვას. თავად ბლავაცკაიაც მისდევდა მსგავს პრაქტიკებს, ასე, რომ მისი გაფრთხილება სულ სხვა რამეს ეხება. იმას, რომ გასართობად, სამკითხაოდ და მოუმზადებლად რაიმე მისტიურის გაკეთება დასჯადია.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 05:02 PM
Post #27


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''' მართალს ბრძანებთ. ზუსტად ამიტომ, ჩენელინგი არ უნდა იყოს დაყვანილი, როგორც ირმამ ბრძანა, მკითხაობის დონეზე.''''

ჩენელინგი რაც არის ეგაა, ვერც დაიყვან რამემდე და ვერც აამაღლებ სადმე. ჩენელინგი გულისხმობს მედიუმის ცნობიერების პასიურ მდგომარეობაში გადაყვანას, რათა რომელიმე გარუკვეველი წარმოშობის სულმა შეძლოს კონტაქტზე გამოსვლა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მედიუმს არასდროს არ ეცოდინება რეალურად ვინ იმყოფება მასთან კონტაქტში, ხოლო იმ მეთოდს რომელიც ასეთ გარუკვევლობაში ამყოფებს ადამიანს არ გამოიყენებს არცერთი კეთილისმყოფელი არსება.


''' რაც შეეხება სახარებას და სხვა წყაროებს რაც თქვენ დაასახელეთ, რა გარანტია გაქვთ რომ ჭეშმარიტების საქადაგებლადაა შემოტანილი ამ სიმკვრივეში?!'''

სახარებაში გადმოცემულ ცოდნას თავისი პირადი გამოცდილებით ადასტურებდნენ ქრისტეანი ხელდასხმულება საუკუნეების განმავლობაში, მათ შორისაა სწორედ რუდოლფ შტაინერიც. მათი სწავლება ლოგიკურად გამართულია, ხსნის და თანხმობაშია კაცობრიობის მთელ სულიერ მემკვიდრეობასთან, (რასაც ვერ ვიტყვით ნიუეიჯზე).

ბლავატსკაიას რაც შეეხება, ძნელად თუ მოიძებნება მეოცე საუკუნეში რომელიმე ეზოთერული სწავლება რამე კავშირი რომ არ ჰქონდეს მის თეოსოფიასთან. ბლავატსკაია პირველი იყო ვინც აღმოსავლეთში იმოგზაურა დასავლურ სამყაროს ძველი აღმოსავლური ცოდნა გადასცა. მთელი ამ ნიუეიჯის მასწავლებლებმა თუკი რამე ღირებული იციან იმისი უდიდესი ნაწილი ბლავატსკაიადან აქვთ ნასწავლი. ატლანტიდაზე და კაცობრიობის წარულ ცივილიზაციებზე ცხადად და გარკვევით პირველად ბლავატსკაია ილაპარაკა. ასე, რომ სულ მინიმუმ გასათვალისწინებელია მისი შეხედულებები. მით უმეტეს რომ ამ ჩანელინგების მკეთებლები სწორად ბლავატსკაიაზე მიუთითებენ როგორც ავტოიტეტზე (რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი).

''''ჩენელინგი ძალიან ინტიმური პრაქტიკაა, თუ შეიძლება ასე ითქვას. თავად ბლავაცკაიაც მისდევდა მსგავს პრაქტიკებს, ასე, რომ მისი გაფრთხილება სულ სხვა რამეს ეხება. იმას, რომ გასართობად, სამკითხაოდ და მოუმზადებლად რაიმე მისტიურის გაკეთება დასჯადია.'''

თუ ბლავატსკაიაც ამ პრაქტიკებს მისდევდა და მისი მასწავლებლები ასე აწერინებდნენ წიგნებს მაშინ გიჟები ყოფილან, იმიტომ რომ ათასგან და ათასნაირად უწერიათ, რომ ეს პრაქტიკა სრულიად მიუღებელი ადეპტისათვის, და რომ ამ პრაქტიკით მხოლო ყველაზე დაბალ რეალობებზე შეიძლება ადამიანი გავიდეს, რომელი რეალობიდანაც კეთილისმყოფელი სულიერი არსებები არ მოქმედებენ (შეგიძლიათ ლინკებზე გადახვიდეთ და წაიკითხოთ რასაც წერენ).

(მე ის არ მითქვამს კარგად რომ იგრძნოთ თავი ამისთვის აკეთებთ რამეს მეთქი, მე ის ვთქვი ჩენელინგებისგან თუ კარგად გრძნობთ თავს ეს ამ პრაქტიკის სისწორეზე არ მეტყველებს მეთქი).

ჯერ-ჯერობით ჩემს კითხვებზე პასუხი არ გაგიციათ, არაფერი არ გითქვამთ რეალურად ამ პრაქტიკის გასამართლებლად...





--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 15 2018, 05:21 PM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 15th October 2018 - 05:41 PM) *
როგორც ირმამ ბრძანა

რა გჭირს თათა? საიდან ამდენი ბოღმა? რა მოხდა?
ჩემი შეხედულება გამოვთქვი ჩენელინგზე და ირმამ ბრძანა? ეს რა ტონია? ეს რას ნიშნავს?
მე არ მომეწონა რაღაც ჩენელინგები რომ ვვნახე და დავწერე ჩემი აზრი, შენ გამოიარე შემთხვევა, როცა კმაყოფილი დარჩი ჩენელინგით და წერ შენს აზრს.
მე მივიჩნიე როგორც მკითხაობის მაღალი ფორმა შედარებისათვის, ასე რატომ გაბრაზდი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 15 2018, 06:32 PM
Post #29


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
😮 ბოღმა?! შენი ციტატა მოვიტანე , რა ბოღმა? სად შემატყვე გაბრაზება...განვიხილავთ თემას.....
მდაა..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Oct 15 2018, 07:38 PM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩენელინგი არის მობილური ტელეფონი, დავშირგაბმულობაა :დ, არც მეტი არც ნაკლები, და შენ თუ ტელეფონით დაურეკავ ვინმე მკითხავს და კითხვებს დაუსმევ და ის რამე ისეთს არ გეტყვის რაც საჭიროა ეს მობილურის ბრალი არარის, ეს იმის ბრალი ვისაც შენ დაურეკე wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 15 2018, 07:54 PM
Post #31


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Zet
პროვაიდერს გააჩნია არა, კავშირი როგორი ხარისხის იქნება. ზოგს უფასო როუმინგიც კი აქვს ჩართული 😆


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 07:58 PM
Post #32


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და როგორ უნდა გაიგო ვის ურეკავ, როდესაც უბრალოდ ცნობიერება პასიურ მდგომარეობაში შეგყავს? (ანუ უბრალოდ ყურმილს იღებ და ნებისმიერ შეუძლია შენს ტელეფონზე შემოერთება), ან როგორ უნდა გაიგო, რომ ვინც ყურმილი აიღო მართლა ისაა, ვისადაც თავს ასაღებს? ხმაზე იცნობ თუ რამე სხვა მეთოდი არსებობს?smile.gif))) და თუ ვისაც ურეკავ რასაც იქ გელაპარაკებიან არასდროს არ არის თანხმობაში იმასთან რაც ვთქვათ სამეცნიერო კვლევებში წერია, და თან ამავდროულად ფოსტის თანამშრომელები ვინც კარგად იციან ასეთი რეკვების შესახებ გეუბნებიან, რომ ამ გზით სადაც არ უნდა დარეკო არასდროს არავინ ისეთი არ აიღებს შენთვის რომ კარგი უნდოდეს და აუცილებლად ვინმე იქნება ვინც მოგატყუებს, და როდესაც არაფერი არ გაქვს საიმისოდ, რომ ფოსტის თანამშრომლის სიტყვებში ეჭვი შეიტანო, ხომ არ ღირს იმის ფიქრი, რომ შეიძლება მართლები იყვნენ ის ადამიანები წერენ, რომ ეს პრაქტიკა შეიძლება იყოს ყველაზე დილეტანტური მეთოდი, რომლიდანაც სიცრუის მეტი არაფერი არ ჟონავს და ეს სიცრუე იმდენად გაჯდა ძვალში და რბილში, რომ სრულ სიგიჟეს ემსგავსება რაც დრო გადის ეს თანამედროვე ვითომ ეზოთერული სწავლებები?

ან იქნებ მართლა გგონიათ, რომ იუთუბზე რომ ყოველ დღე ახალ ახალი მესიჯები ჩნდება მთავარანგელოზი მიქელისგან, იესოსგან, სენ-ჟერმენისგან, გალაქტიკის ფედერაციის პრეზიდენტისგან, პლეადელებისგან და სირიუსელებისგან ნამდვილად ამ არსებების მესიჯებია კაცობრიობისათვის? მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ ემთხვევა მათ მიერ მოწოდებული ცნობები, მაგალითად იესოს ცნობები სახარებისეულს, და ასეთი იესოები არც იწუხებენ თავს რამე რეალური თქვან იმის შესახებ თუ რატომ არ ემთხვევა და ასე შემდეგ? აი მაგლითად ჩვენ გვაქვს მორიას და კუტჰუმის წერილები, და გვაქვს ელენა ბლავატსკაიას წიგნები, რომლელშიც ამ მაჰატმების ცოდნაა გადმოცემული. ამ ტექსტებში მორიაც და კუტჰუმიც არაერთგან ლაპარაკობენ მედიუმობის საზიანო შედეგების შესახებ და იმის შესახებ რომ აქედან კარგი არაფერი გამოვა. შემდეგ კიდე რამოდენიმე ხანში ჩვენ აგვიკლეს ელ მორიას და მეუფე კუტჰუმის ჩენელინგებით მედიუმებმა, რომლებიც სრულიად ურთერთგამომრიცხავ რამეებს ბოდიალობენ და საერთოდ არ ეთანხმებიან იმ სწავლებას, რაც ამ ორი მაჰატმას წერილებში და მათი მოსწავლის ბლავატსკაიას წიგნებშია გადმოცემული, და ასევე არც თავს იწუხებენ იმის ასახსნელად თუ რატომ ფარცხავენ დაღმა ვითომ მათსავე აღმახნულს. პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ის არსებები არიან, რომელთა მიზანიც რაც შეიძლება მეტი სიცრუის გავრცელებაა, და ამის შესახებ უამრავი გაფრთხილებაა თავად ამ მაჰატემბის წერილებსა და ბლავატსკაიას წიგნებში. კონკრეტულად წერია, რომ ქვენა რეალობაში, რომლებსაც ისინი ფსიქიკურ რეალობას ეძახიან, და რომელიც მატერიალურ სამყაროს უფრო ენათესავება ვიდრე სულიერს, არიან უამრავი სახის არსებები, რომლებიც დიდი მასწავლებლის სახეს იღებენ და ხალხი შეცდომაში შეყავთ. ამ არსებებს არამარტო ჩანელინგებით, არამედ სიზმრებიდანაც შეუძლიათ კონტაქტში შემოსვლა და ხალხი მოტყუება. აი მაგალითად მთელი ის იესოები და სენ-ჟერმენები რაც ოლმეკს უწერია, ამისი ნათელი მაგალითია. მას მართლა ჰგონია რომ იესო, მოსე, სენ-ჟერმენი, ლაო ძი და ქრისტე ასწავლის სიზმარში, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილ ოკულტიზმზე და მით უმეტეს ქრისტეანობაზე ძნელად თუ რაიმე სწორი წარმოდგენა აქვს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 15 2018, 08:45 PM
Post #33


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
შენი პოზიცია გასაგებია. ყველას გვაქვს უფლება რაღაცა მივითოთ ან არ მივიღოთ. იუთუბზე დადებულ მასალას არც განვიხილავთ მგონი...არასერიოზულია ეს(ჩემთვის, ამაში სუბიექტური ვარ).
თუ შეიძლება განმარტე შენი შეხედულებით რა არის "ნამდვილი ოკულტიზმი და ქრისტეანობა"...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Oct 15 2018, 08:52 PM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვის ელაპარაკები მაგის გაგების გზა მარტო ისარი რომ შენთითონ უნდა გქონდეს წაკითხული ბევრი ჩენელინგი, და უნდა ერკვეოდე კარგად, თუმცა მაინც შეიძლება მოტყუვდე, გარანტია არარსებობს..
თითო ნათქვამი წინადადედაბა უნდა დააყენო ეჭქვეშ და გაანალიზო. იმისდამიუხედავად როცა იცი ვის ურეკავ.. ნუ როცა არიცი ვის ურეკავ მაშინ ხო საერთოდ სად მოხვდები კაცმა არიცის :დ

იუთუბზე მრინავი თეფშების ვიდეოების 90 პროცენტი ყალბია მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ მფრინავი ხომალდები არარსებობენ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 09:07 PM
Post #35


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''ვის ელაპარაკები მაგის გაგების გზა მარტო ისარი რომ შენთითონ უნდა გქონდეს წაკითხული ბევრი ჩენელინგი, და უნდა ერკვეოდე კარგად, თუმცა მაინც შეიძლება მოტყუვდე, გარანტია არარსებობს..'''

საქმეც იმაშია, რომ საკმაოდ ბევრ ნიუ ეიჯ მასწავლებლების სწავლებას გავეცანი, რომლებიც ჩენელინგებიდან წერენ წიგნებს და ხალხსაც აქედან გამომდინარე ასწავლიან. ხოდა მე რაც ვნახე იყო სიცრუე და არაფერი სიცრუის გარდა. მაგრამ მე არ მიკითხავს, წიგნს რომ წაიკითხავ როგორ იგებ ნამდვილად იესო არის თუ არა მეთქი (თუმცა ეს კითხვაც ლეგიტიმიურია), მე ვიკითხე, თავად მედიუმს რა მეთოდები აქვს, რომ გაარჩიოს რომ ვისაც ელაპარაკება, ნამდვილად ის არის ვისადაც ასაღებს თავს?


''''თითო ნათქვამი წინადადედაბა უნდა დააყენო ეჭქვეშ და გაანალიზო. იმისდამიუხედავად როცა იცი ვის ურეკავ.. ნუ როცა არიცი ვის ურეკავ მაშინ ხო საერთოდ სად მოხვდები კაცმა არიცის '''


მე როგორც ვიცი და რაც მინახავს, ჩენელინგებით მიზანმიმართულად ვერავის დაურეკავ. უბრალოდ პასიურ მდგომარეობაში გადახიარ და ვიღაც შემოდის კონტაქტში და გეუბნება ვინ არის. სიზმართხილვაშიც იგივე მდგმარეობაა, ვიღაც გესიზმრება კონრეტული გარეგნობით... მაგრამ ორივე შემთხვევაში შენ არანაირი შესაძლებლობა არ გეძლევა გაარჩიო რეალურად ვისთან გაქვს საქმე. იუთუბზე ის ხშირად ის დევს, რაც წიგნებში წერია, და რაც იუთუბზე დევს იგივე წერია წიგნებში, იუთუბი სალანძღავ სიტყვად არ გამომიყენებია ამ შემთხვევაში, იმისდამიუხედავად რომ 99% რაც იქაა საერთოდ ყველანაირ ღირებულებასაა მოკლებული, არის კარგი რამეებიც. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ვისაც არ ეზარება ყველა მედიუმია დღეს, და ყველა ჩანელინგებს აკეთებს და ყველა მათგანს თავისი პერსონალური იესო, ბუდა და უცხოპლანეტელები ჰყავს, რომლებიც ვითომ რაღაც დიად სიბრძნეს ასწავლიან ახალ ეპოქაში შესასვლელად, მაშინ როდესაც, ერთგვაროვანი, უსახური, არალოგიკური, ურთიერთწინააღდეგობრივი არაფრისმთქმელი ფრაზების კორიანტელია და მეტი არაფერი.


რეალური ადეპტები ამ მეთოდებით არ მუშაობენ. რომ დავუშვათ რომ ათასში ერთხელ კარგი მედიუმებიც გამოერევიან ხოლმე, და ეს კარგი მედიუმები ნამდვილად დიდი ადეპტებისგან ან ანგელოზებისგან იღებენ მართლაცდა მესიჯებს, ეს იმ დასკვნის გამოტანის ტოლფასი იქნება, რომ ეს ადეპტები და ანგელოზები ლეგიტიმაციას უწევენ იმ პრაქტიკას, რომელი გზითაც წარმოუდგენელი სიცრუე შემოედგინება ადამიანთა ცნობიერებაში. ასეთ რამეს კიდევ ისინი არასდროს არ გააკეთებენ. მთელი ეს ნიუ ეიჯი ერთი დიდი სიცრუეა, რომელიც ხალხს უნივერსალური სიბრძნის სახვევში შეფუთულ ყალბ ეზოთერიკას ატყუებს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 09:16 PM
Post #36


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''შენი პოზიცია გასაგებია. ყველას გვაქვს უფლება რაღაცა მივითოთ ან არ მივიღოთ. იუთუბზე დადებულ მასალას არც განვიხილავთ მგონი...არასერიოზულია ეს(ჩემთვის, ამაში სუბიექტური ვარ).


რა თქმა უნდა, არჩევანის თავისუფლებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. უბრალოდ ჩვენ რახან ვლაპარაკობთ, და ვწერთ საჯარო სივრცეში, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტნაკლებად მაინც პრეტენზია გვაქვს, იმაზე რომ რისაც ჩვენ გვჯერა ის მეტნაკლებად მაინც ობიექტურად ასახავს რეალობას, და არ არის მხოლოდ პირადად თქვენი რწმენა. და რახან ობიექტურ სფეროში შევდივართ, ეს იმას ნიშნავს რომ ყველა საკითხზე რასაც მტკიცებით ფორმატში დავწერთ, მეტნაკლებად დასაბუთების მცდელობას მაინც უნდა ჰქონდეს ადგილი. ანუ მე გეუბნებით თუ რატომ არის ჩანელინგები სიცრუის წყარო, და შემიძლია მთერლი რიგი არგუმენტების მოტანა ამის ნათელსაყოფად. თქვენ რა თქმა უნდა უფლება გაქვთ არ დამეთანხმოთ. მაგრამ ობიექტური თვალსაზრისით ის დებულება რასაც დასაბუთება ახლავს თან უფრო ძლიერ პოზიციას გამოხატავს.


იუთუბზე კარგი ბევრი არაფერი დევს, მაგრამ რაც იუთუბზე დევს ჩენელინგები იგივე დონეა უმრავლეს შემთხვევაში იმ წიგნებშიც, რომლებიც ჩენელინგებით იწერება. და ხშირად იუთუბზე რაც დევს წიგნების აიუდიო ვერსიებია. ასე რომ ერთი და იგივე იუთუბზე იდება თუ სხვაგან დიდი აზრი არ აქვს.




--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 09:24 PM
Post #37


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''თუ შეიძლება განმარტე შენი შეხედულებით რა არის "ნამდვილი ოკულტიზმი და ქრისტეანობა"...''''


მოდი თქვენის ნებართვით გავაერთიანებ და გეტყვით ქრისტეანული ოკულტიზმი რა არის პირველ რიგში. ქრისტეანული ოკულტიზმი, ან ოკულტური ქრისტეანობა, ან მისტიური ქრისტეანობა, ან ეზოთერული ქრისტეანობა ეწოდება იმ ცოდნას და სიბრძნეს, რომელსაც ადამიანი იღებს უშუალო სულიერი შემეცნების გზით და რომელი სულიერი ცოდნა და სიბრძნეც უნდა ემთხვეოდეს და ხსნიდეს იმას, რაც ქრისტეანობის პირველწყაროში - ახალი აღთქმის წიგნებშია ასახული.

ზოგადად ოკულტიზმი შეიძლება იმ სულიერ ცოდნას ეწოდოს, რომელიც ადამიანს უშუალო გამოცდილებით მიეცემა. და ზოგადად ქრისტეანობა კიდევ იმ სწავლებას, რა სწავლებაც ახალ აღთქმაზეა დაფუძნებული. ქრისტეანული ოკულტიზმი შესაბამისად ამ ორი ცნების შინაარსს მოიცავს ერთდროულად.


თუ რატომ არის ქრისტეანული ოკულტიზმი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ზოგადად სულიერების ყველა სხვა ფორმა და რომელია ქროსტეანული ოკულტიზმის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინება ეს უკვე სხვა საკითხებია.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Oct 15 2018, 09:50 PM
Post #38


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
QUOTE(Merlin @ 15th October 2018 - 09:07 PM) *
მე როგორც ვიცი და რაც მინახავს, ჩენელინგებით მიზანმიმართულად ვერავის დაურეკავ. უბრალოდ პასიურ მდგომარეობაში გადახიარ და ვიღაც შემოდის კონტაქტში და გეუბნება ვინ არის.

არა მიზანმიმართულად უნდა გააკეთო თუ უბრალოდ გახვედი კონტაკტზე 90 პროცენტი ვიღაც დაბალი სიხშირის არსება მოვა და ანმაიმუნობას დაიწყებს ან თავს სხვა არსებათ გაასაღებს. ნუ აი როგორც მატარებლით რო ჩახვიდე სადმე გაუგებარ სადგურში, და იქ თუ სპეციალურად ვიღაც არ დაგხვდა, მაშინ დაგხვდებიან ბომჟები და ვინც ათენებს ვაგზალზე, და იმ ბომჯებს რო დაუწყო მაღალ ფარდოვანი ეზოთერიულ თემებზე ლაპარაკი იგივე პონტია რა :დ

და რათქმაუნდა თეორიულად იმის შანსიც არის ვინც დაგხვდება ისიც იტყუებოდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 15 2018, 09:56 PM
Post #39


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
"რომელი სულიერი ცოდნა და სიბრძნეც უნდა ემთხვეოდეს და ხსნიდეს იმას, რაც ქრისტეანობის პირველწყაროში - ახალი აღთქმის წიგნებშია ასახული."
სახარების კანონიკურ წიგნებს გულისხმობთ, ხომ?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 10:16 PM
Post #40


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''და რათქმაუნდა თეორიულად იმის შანსიც არის ვინც დაგხვდება ისიც იტყუებოდეს'''

და რა გარანტია გაქვთ, რომ 100% ისეთ არსებებთან არ შედიხართ კონტაქტში, რომლებსაც მოტყუება უნდათ? ან შეიძლება არ მოგატყუონ მარა რაღაც ისეთი გასწავლონ, რაც ადამიანის ევოლუციას ფართო მასშთაბებში არ წაადგება. ანუ მე ის მაინტერესებს ხომ არის ერთი პრეცენდენტი მაინც არა, რომ აი ეს იყო წარმატებული ჩანელინგის პრაქტიკა, ხოდა აი ამ დროს საიდან ასკვნით რომ ვისთანაც იყო კონტაქტი ის კეთილისმყოფელი არსებაა?

და კიდევ ისიც მაინტერესებს, მიზანმიმართულად კავშირზე გასვლას რაც ეძახით? რა განსხვავებაა? როგორ ახერხებს ვთქვათ რომელიმე მედიუმი მიზანმიმართულად გავიდეს კავშირზე, მაგალითად გალაქტიკის ფედერაციის (4 წლის ვანდით არჩეულ) პრეზიდენტ პატივცემულ აშტარ შერანთანbiggrin.gif ან მაგალითად წმინდან სერაფიმ საროველთან, და რატომ არ გვაფიქრებს კიდევ ის ფაქტი, რომ აშტარ შერანიცა და ვთქვათ წმინდანი სერაფიმ საროველიც ერთსა და იმავეს ბოდიალობენ მედიუმის გავლით? მე თუ მკითხავთ არ შეიძლება აშტარ შერანი, პლეადელები, მორია, იესო და სერგეი რადონეჟენსკი ერთი და იმავეს ლაპარაკობდნენ ერთი და იმავე ტერმინებით, და მით უმეტეს ეს ყველაფერი საერთოდ იყოს აცდენილი ყოველგვარ ლოგიკასა და მთელი კაცობრიობის სულიერ მემკივდრეობასთან...

თუმცა ამ ორ კითხვაზე გამეცით პასუხი ჯერ...


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:15 PM