IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ინუაკი, რეპტილია ჩემში, არიანა ჰავა (Ariana Havah) – ინუაკი,
ano
post Apr 21 2013, 10:47 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვთარგმნე ეს ადრე, მინდა გითხრათ, რომ აქამდე არასდროს არაფერი მითარგმნია, ამიტომ რაც არის ეს არის
ამ ჩენელინგის მეშვიდე თავია ოღონდ ბოლომდე არა დავიწყე ვეღარ გავაგრძელე, არადა მაგარი საინტერესო იყო
დავითი არის დედამიწაზე მოვლენილი ინუაკი მოკლედ მათი დეენემი არის ყველა ადამიანში და მათ სურთ ადამიანების გადარჩენა ანუნაკებისაგან იგივე რეპტილოიდებისაგან.......... smile.gif

არიანა ჰავა (Ariana Havah) – ინუაკი, რეპტილია ჩემში.
არიანას და დავითის დიალოგი
თავი7
ა: __ შენ თქვი, რომ დღეს გინდოდა გესაუბრა დედამიწის შესახებ
დ: __ დიახ, მინდოდა მომეყოლა იმის შესახებ რაც მოხდა ინუეზე, იგივე მოხდა დედამიწაზეც, ვსაუბრობ კოლონიზაციის შესახებ
ა: __ ვინ არიან ჩვენი კოლონიზატორები?
დ: __ იგივე ანუნაკები. სადღაც 500000 წლის წინათ დედამიწაზე დაეშვა ხომალდი. წაიღეს ნიადაგის და წყლის ნიმუშები, ის გაფრინდა რათა ისევ უკან დაბრუნებულიყო სხვებთან ერთად და დამკვიდრებულიყვნენ დედამიწაზე. მათი მიზანი იყო იგივე-გამოეყენებინათ ბუნებრივი რესურსები როდესაც უკან დაბრუნდნენ თან ჩამოიყვანეს ინუაკები და ინუები. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მათ რთულ დანადგარებთან მუშაობის სწავლა იყო საკმაოდ რთული ამიტომ მათ ამისათვის ჩამოიყვანეს ინუაკები. მათ დაიწყეს მუშაობა, თუმცა ცხადი გახდა, რომ მხოლოდ მათი ძალა არასაკმარისი იყო. შემდეგ მოხდა ინუაკების აჯანყება, ამის სემდეგ ანუნაკებს მოუხდათ სამუშაოში ადამიანებიც ჩაერთოთ. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელნი თავიანთი შესაძლებლობებით ვერც კი შეედრებოდნენ ინუაკებს. ისინი უბრალოდ ყველას აბნევდნენ. ასე რომ მოხდა დედამიწელთა გენეტიკური შეცვლა, მხოლოდ დეენემი აიღეს ინუაკებისაგან და არა ანუნაკებისაგან.
ა: _ შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ ძმები ვართ?
დ: დიახ.
ა: ანუ ჩვენ ერთი და იგივე დეენემი გვაქვს?
დ: დიახ. თქვენ როგორც სახეობა ჩვენი წყალობით არსებობთ. იმ დროისათვის დედამიწაზე არსებულთა გენეტიკურ მატერიალზე დამატებულ იქნა ჩვენი გენეტიკური მატერიალი_ასე შეიქმნა თანამედროვე ადამიანთა რასა.
ა: და ფიზიკურად რატომ არ გგავართ თქვენ?
დ: ანუნაკები ყოველთვის ინახავდნენ ფიზიკურ სახეს, რადგან ის შეესაბამება გარემო პირობებს, ფიზიკური ასპექტი სრულიად შეესაბამება პლანეტა დედამიწას.
ა: სამეცნიერო წრეებში არსებობს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ადამიანის დეენემმა ევოლუციური ცვლილება განიცადა, და ჩვენ გვყავს მდედრობითი სქესის საერთო წინაპარი, რომელიც ცხოვრობდა 180-300 ათასი წლის წინათ აფრიკაში.
დ: დიახ ეს ასეა. მაშინ მოხდა პირველი გენეტიკური ცვლილება.
ა: პირველი?
დ: დიახ, სადღაც 40 ათასი წლის წინათ ანუნაკებმა ზემოდან დაამატეს თავიანთი გენეტიკური მატერიალი. მაშინ დადგა ის მომენტი, როდესაც ადამიანებმა გააცნობიერეს თუ ვინ იყვნენ. ანუნაკებმა იფიქრეს ტუ ჩვენ მათთან გენეტიკურად ახლოს ვიქნებით, ჩვენ მათ მივიღებთ
ა: ანუ ჩვენ გვაქვს ინუაკების, ანუნაკების და პრიმიტიული ადამიანის დეენემი?
დ: დიახ
ა: ანუ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ უფრო მეტად ანუნაკების.
დ: არა, რადგან ახალი გენეტიკური ცვლილების შეტანა ვერ მოხერხდა მთელს მოსახლეობაზე. ამიტომ მოხდა არევა, ზოგიერთებმა მიიღეს დამატებითი დეენემი ანუნაკებისაგან, ხოლო სხვებმა ინუაკებისაგან. ასევე არსებობდა წმინდასისხლიანი შობადობები, რომლებიც სიწმინდედ თვლიდნენ ანუნაკების სისხლის შენახვას.
ა: მაგრამ ახლა ჩვენ მეტ-ნაკლებად ერთნი ვართ ხომ?
დ: არა. ყველაფერი იგივე პრინციპით მუშაობს. არსებობს წმინდა სისხლის შობადობები.
ა: ანუ გინდა თქვა, რომ არსებობენ ოჯახები, რომლებიც პატივს სცემენ თავიანთ წარმომავლობას და არ დაუშვებენ სისხლის აღრევას?
დ: დიახ
ა: და რა დაემართათ ანუნაკებს, როდის გაფრინდნენ?
დ: ისინი არ გაფრენილან. აქ არიან ჩვენთან. ისევე, როგორც ინუეზე, ისინი დაიმალნენ.
ა: ეს თეორია განაგონი მაქვს, მაგრამ აღარ ვიცი რა უნდა დავიჯერო.
დ: მე არავის არაფერში დარწმუნება არ მინდა. მინდა ვთქვა, რომ ისინი მართავენ მსოფლიოს. მართალია ისინი მიწის ქვეშ არიან, მაგრამ მმართველები ისინი არიან.
ა:მითხარი, ეს ანუნაკები რეპტილიებს ჰგვანან, ოღონდ ორ ფეხზე?
დ: დიახ
ა: არსებობს ხალხი, რომლებიც მათ რეპტილოიდურ რასას უწოდებს.
დ: რაც გინდათ ის უწოდეთ. მაგრამ ისინი არიან ნამდვილი ანუნაკების მემკვიდრეები, მათი შთამომავლები.
ა: ვიცი ეს თეორია მაგრამ რთული დასაჯერებელია. ისინი არავის უნახავს, ზუსტად არავინ არაფერი იცის....
დ: დიახ იციან! მათ ყველა იცობს. თვით სამთავრობო სახეები_მათი ქვეშევრდომები არიან. ჩვენ _ მათი პატარა ნაწილი ვართ.
ა: რანდენადაც მივხვდი ჩვენ მათი დეენემის ნაწილი გვაქვს.
დ: არა. ასევე ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია აგრესიაზე და უარყოფით ემოციებზე.
ა: მითხარი, როგორ ხედავ, რომ ისინი ჩვენ გვმართავენ?
დ: დაახლოებით 6500 წლის წინათ ანუნაკებმა გადაწყვიტეს გადამდგარიყვნენ მასობრივი აჯანყებების გამო. ოღონდ არა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით_მუშაობა გადაწყვიტეს ჩრდილქვეშ. ამიტომ მათ დააფუძნეს რამდენიმე საიდუმლო საზოგადოება და გამოავლინეს ძირითადი შტრიხები ზოგიერთ ჩვენს თანამედროვე რელიგიებში. ასწავლეს მღვდლებს და გამუშვეს ჩვენს დასამოძღვრად. ჩამოაყალიბეს დოგმები და დამახინჯებული რწმენა, ამ ყველაფერმა მშვენივრად გაამართლა, იმიტომ რომ მოსახლეობამ დაიწყო მათი თაყვანისცემა და დამორჩილება.
ა: _ გამოდის, რომ ყველას სჯეროდა დოქტრინის
დ: არა. მათ აირჩიეს რამდენიმე ადამიანი მათ სისხლთან ყველაზე ახლოს მყოფნი. მხოლოდ მათ იცოდნენ სიმართლე. სწორედ ისინი ატარებდნენ ადამიანთა მსხვერპლშეწირვის კარგად მოფიქრებულ რიტუალებს. სისხლსა და ორგანოებს საჩუქრად უძღვნიდნენ თავიანთ ღმერთებს.
ა:_ ძველ დროში ნამდვილად იყო მსხვერპლთშეწირვები, ოღონდ მათ ღმერთების საპატივცემულოდ სჩადიოდნენ
დ: დიახ ისინი იყვნენ სწორედ ის ღმერთები. მაგრამ ეს რიტუალური მსხვერპლთშეწირვები ეხლაც ხდება. გაიგე ისინი ამაზე არიანდამოკიდებულნი, ეს მათი საკვებია. ამ საიდუმლო ორგანიზციების ერთერთი მიზანია ცოდნის გადაცემა. დღეისათვის ეს ოკულტური ორგანიზაციენი არსებობენ მთელს მსოფლიოში და მუშაობენ ყველა სოციალურ სფეროში.
ა: როგორ აკეთებენ ისინი ამას?
დ: სახელისუფლებო სახეების საშუალებით, ორგანიზაციების, ფირმების, საბანკო სისტემებით, არმიით, პოლიციით, კანონმდებლობით, განათლების სისტემით, მასმედიით. ისინი ყველგან არიან მათი წყალობით ვინც მათ ემსახურება. ამ ხალხს მათ ასწავლეს, თავის მხრივ ესენიც ასწავლან სხვებს და ა.შ. ეს ისინი არიან რომლებიც ჩვენ გვხელმძღვანელობენ მოცემული დროისათვის.
ა: კარგი მაგრამ როგორ გამოსდით მათ ეს?
დ: ეს ძალიან ძველი რასაა. მათი ცოდნა არის უდიდესი და კარგად გადანახული. მათ დაიქვემდებარეს მატერია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 21 2013, 10:57 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Аннунаки... Рептилоиды... Кто же они

აქ არის ბოლომდე მეშვიდე თავი
Go to the top of the page
 
+Quote Post
MinD
post Apr 22 2013, 01:43 AM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 148
Joined: 14-January 12
Member No.: 6,693

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ გააგრძელებთ? კარგად გამოგდით.

ერთი კითხვა გამიჩნდა: ეს ყველაფერი(პარალელების ჩათვლით) 'სკოლის' ნაწილია?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 22 2013, 10:29 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(MinD @ Apr 22 2013, 01:43 AM) *
არ გააგრძელებთ? კარგად გამოგდით.

ერთი კითხვა გამიჩნდა: ეს ყველაფერი(პარალელების ჩათვლით) 'სკოლის' ნაწილია?


ეს მქონდა ნათარგმნი და თუ მივაგენი სადა მაქვს დავდებ მაგრამ ვერ ვაგნებ unsure.gif

სამაგიეროდ აგერ არის ბოლომდე ოღონდ რუსულად Инуаки, рептилия во мне

ესეც აუდიოწიგნი აქ ჩაწერეთ დამცავი კოდი და გადმოიწერეთ, მე პირადად კომპიუტერში კითხვას მოსმენა მირჩევნია

აქედან გადმოიწერთ აუდიოწიგნს

ერთი კითხვა გამიჩნდა: ეს ყველაფერი(პარალელების ჩათვლით) 'სკოლის' ნაწილია? __ აქ ვერ გავიგე რას მეკითხები დააკონკრეტე

rolleyes.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
MinD
post Apr 23 2013, 05:38 PM
Post #5


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 148
Joined: 14-January 12
Member No.: 6,693

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ano @ Apr 22 2013, 10:29 PM) *
ერთი კითხვა გამიჩნდა: ეს ყველაფერი(პარალელების ჩათვლით) 'სკოლის' ნაწილია? __ აქ ვერ გავიგე რას მეკითხები დააკონკრეტე


ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს დედამიწის და დედამიწელების 'შექმნასთან' დაკავშრებით. ყველას(თითქმის) კავშირი აქვს ერთმანეთთან(იდეა, არსი). 'სკოლაში' ვიგულისხმე 'დედამიწა', სადაც ხდება სულის 'შემეცნება', 'აღზრდა-გაფართოება', როგორც მაღალი არსების ფრაგმენტის).
ის ვიკითხე, რომ, აქვს თუ არა კავშირი ანთროპოსოფიასთან. ან ის, რომ 'მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის'.

უკვე მივხვდი ყველაფერს. შემდეგში, სანამ დავპოსტავ უფრო უფრო უფრო კარგად დავფიქრდები. smile.gif

მადლობა ყურადღებისთვის. bigarmhug.gif

რუსულად ვერ გავეცნობი, მასე კარგად არ ვიცი sad.gif . თუ მიაგენი კარგია atb_search.gif . ვინმეს არ აქვს სურვილი რომ განაგრძოს თარგმნა და დაპოსტოს? smile.gif) ძალიან მაინტერესებს. smile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 23 2013, 11:40 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბევრი მოსაზრებები არსებობს, ამ წიგნში თუ სწორად მახსოვს საუბარია იმაზე რომ ადამიანები მანამდე ველურები არ ყოფილან უბრალოდ ის ტექნიკური საკითხები არ ესმოდათ და ამიტომ იყვნენ დაბნეულები იყვნენ ძალიან კეთილები და შეიძლება ითქვას ვერ მიხვდნენ რა ხდებობა მათ თავს, ასეთი ფიზიკური შრომა მათ არ სჭირდებოდათ კმაყოფილნი იყვნენ იმის რაც ჰქონდათ,
საერთოდ ბევრი მოსაზრებები არსებობს და ძალიან მიჭირს რაიმეზე ვთქვა რომ მაინცდამაინც ეს არის სწორი,

მე ასე ვფიქრობ ხოლმე, რომ ბეწვის ხიდზე მივდივარ არც მარჯვნივ უნდა გადაიწიო არც მარცხნივ რომ წონასწორობა არ დავკარგო და არ ჩამოვარდე. მოკლედ ეს არის საინტერესოდ წასაკითხი ამბავი რომელიც ან მართალია ან არა, ან ასევე შეიძლება ვთქვათ რომ ყველაფერში რაც გვსმენია მათში არის ცოტა სიმართლე ...

საკუთარ თავს რო დავაკვირდეთ ადამიანები შეიძლება ძალიან ბევრ რამეს მივხვდეთ, მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემში კეთილიც და ბოროტიც ბუდობს მათ თანაარსებობა უჭირთ და სულ ომი აქვთ, ბევრჯერ მაქვს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები...

ნათარგმნს ვერ მივაგენი კომპიუტერის ძიებაშიც მივეცი და არაფერი არ არის, შეიძლება სხვა განზომილებაში გადავთარგმნე და ამ განზომილებაში ვერ ვაგნებ biggrin.gif

ეგება ეს მეშვიდე თავი ჩავათავო რა ვიცი მარა ვერ შეგპირდებით sweet.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 23 2013, 11:56 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაც აქ წერია ამის შესაძლებლობას ვუშვებ. ამ რეპტილიებზე პირველად რომ წავიკითხე ბევრი რამე მეცნოსავით..... biggrin.gif რელიგიაზე, სისტემაზე, მსხვერპლთშეწირვაზე.

QUOTE
ეგება ეს მეშვიდე თავი ჩავათავო რა ვიცი მარა ვერ შეგპირდებით

მადლობა თარგმანისთვის ანო. თუ გააგრძელებ კარგი იქნება. დაგიფასებს ეზოტერიკ ადმინისტრაცია ))


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Apr 24 2013, 12:02 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Apr 24 2013, 12:56 AM) *
ადმინისტრაცია ))

არამარტო!!! biggrin.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 24 2013, 07:14 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გავაგრძელე მეშვიდე თავი, მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ამ წიგნის ის ნაწილია რაც ყველას ძან გვაინტერესებს, ამის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ბევრი გაბრაზდეს მაგრამ მე ვიტყვი დარჩით "ცივსისხლიანები" წონასწორობა არ დაკარგოთ და ანუნაკებზე არ გაბრაზდეთ tongue.gif
მეტი რომ წავიკითხე მე ამ წიგნის ესეთი აზრი გამიჩნდა რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს....

აი გაგრძელება, ისე სხვაც თუ გააგრძელებს წინააღმდეგი არა ვარ laugh.gif პირველ თავებშიც საინტერესოებია

დ: ეს ძალიან ძველი რასაა. მათი ცოდნა არის უდიდესი და კარგად გადანახული. მათ დაიქვემდებარეს მატერია, იციან სამყაროს ყველა ასპექტი, ძალიან კარგად ერკვევიან ასტროლოგიაში, შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის გონებაზე, ამინდზე, ენერგიაზე, სულის მდგომარეობაზე, მოკლედ რაც მოესურვებათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, როცა მოესურვებათ და რამდენჯერაც. მათ გამოიყენეს რელიგია, დაამახინჯეს, ცრუ რწმენებით რომლებიც მათ სჭირდებოდათ, დააჯერეს ადამიანები, რომ ასტროლოგია და განდობილთა ცოდნა _ ეს არის სატანური სწავლება. დაამკვიდრეს მოსაზრება, რომ სიზმრები და ხილვები ეშმაკისაგან მომდინარეობს, თუმცა ეშმაკი როგორც ვხედავთ საერთოდ არ არსებობს, ხოლო სიზმრები და ხილვები მოდის კოსმოსიდან, სამყაროდან, მატრიცადან.. დედამიწის მრავალ ადგილზე სადაც მდებარეობს სასარგებლო ენერგეტიკული ველები და ენერგიების გადაცემის პოტენციალი, მათ ააგეს სხვადასხვა შენობები და ობიექტები ამ ენერგეტიკული ველების განეიტრალების მიზნით. მათ არ შეუძლიათ დაუშვან, რომ სრული გამოთაყვანების სიტუაცია შეიცვალოს, რომელსაც ისინი ახორციელებენ საზოგადოებაზე.
ა: და მაინც, როგორ მოახერხეს მათ მსოფლიო კონტროლი?
დ: რლიგიის დახმარებით, რომელიც მათ გამოიყენეს როგორც ტვინების რეცხვის ძალიან ეფექტური პროგრამა და ინტუიციის გასანადგურებლად. ასევე ხალხის კონტროლს ახდენენ პოლიტიკის და რაც ყველაზე მთავარია ფინანსური სისტემის საშუალებით. ისინი ჩვენ გვაძლევენ, საჭმელს, სითბოს,
საცხოვრებელს, სკოლას, შვებულებას, ჯანმრთელობას აბსოლუტურად ყველაფერს.
მმართველი ოჯახები მათი პირდაპირი შთამომავლები არიან. ჩვენი პრეზიდენტების ძარღვებში მათი სისხლი ჩქეფს, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ოკულტური ორგანიზაციებით.
ა: და მმართველმა ოჯახებმა და პრეზიდენტებმა თავად ეს იციან?
დ: დიახ მათ იციან თავიანთი წარმომავლობის შესახებ და ასევე სრულიად ეთანხმებიან ორგანიზატორების გადაწყვეტილებებს, ისინი მანიპულირებენ და მართავენ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ ვიბადებით, ვცხოვრობთ ვმუშაობთ და ვიღუპებით მათთვის.
ა: კი მაგრამ ხომ არსებობს სულიერი მიმარულებები, რომლებმაც ეს ყველაფერი იციან და საუბრობენ კიდეც ამის შესახებ.
დ: კი ასეა, ოღონდ ისინი მათ მიერვე ფინანსდებიან, იმიტომ რომ წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე და დაამახინჯონ ის.
ა: ანუ გამოდის, რომ ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვიმყოფებით, რაც არ უნდა გავაკეთოთ მაინც ტყვეობაში ვრჩებით.
დ: არა. პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს სულს. არავის არ შეუძლია იყოს ვინმეზე მეტი, ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ, სწორედ ამიტომ არავის არა აქვს უფლება რომ მიგვითითოს თუ რა ვიფიქროთ, რა ვირწმუნოთ ან ვისწავლოთ.
ა: და მაინც მეცნიერება სასარგებლოა. მისი წყალობით ჩვენ განვითარდით, ბევრი საგნის დანიშნულება გავარკვიეთ.
დ: მეცნიერება მთლიანად მათ ეკუთვნით. მან დაიკავა რელიგიის ადგილი, თანამედროვე მეცნიერებას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ მატრიცასთან. ეს მეცნიერება მოგონილია, სპეციალურად იმიტომ შეიქმნა, რომ შეცდომაში შეგვიყვანოს. რომ დავიჯეროთ ის რაც სინამდვილეში არანაირ კავშირშია რეალობასთან. ადამიანის ევოლუციის გარკვეულ მომენტში გაჩნდა მოსაზრება რელიგიური დოგმების საიმედოობისა. მაშინ ანუნაკებს მოუწიათ სხვა გზების მოძებნა რათა განეგრძოთ მმართველობა, რომ გაგვასულელონ და დავიჯეროთ ის რაც საჭიროა. ასე გაჩნდა მეცნიერება.
ა: და რისი ეშინიათ მათ?
დ: მათ ეშინიათ, რომ ადამიანები გაიღვიძებენ და გააცნობიერებენ რომ ცოცხლობენ არა სხეულში, რომ არიან სამყაროს ცნობიერების ნაწილი, რომ ისინი თავისუფლები არიან და ისეთივე უსაზღვრონი როგორც თავად შემოქმედი (ან შემოქმედება არ ვიცი ეს სიტყვა როგორც შემოქმედი ისე ვთარგმნე творение)

ა: მერე რა? თუკი გავაცნობიერებთ? რა მოხდება?
დ: ადამიანები მათ განდევნიან. პრობლება იმაში მდგომარეობს რომ მათ აღარსად აქვთ წასასვლელი. მათი პლანეტა განადგურებულია, ხოლო სხვა კოსმოსურ სხეულებზე გზა ჩაკეტილი აქვთ. ისინი იმ ზღვრამდე არიან მისული როდესაც მათ მატრიცა შეცვლით როგორც სახეობას, ანუ ჯერ მიიყვანს მოკვდინებამდე ხოლო შემდეგ მოხდება მათი ტრანსფორმაცია. მათ ეს არ სურთ, ეშინიათ.
ა: მაინც ვერ გავიგე როგორ ახერხებენ ყველაფრის გაკეთებას რაც მოესურვებათ? რატომ არ გაიყვანეს სუფთა ჰაერზე?
დ: ვინ გაიყვანდა მათ, როდესაც ისინი მართავენ ყველაფერს? ხოლო ვინც რაიმე სიმართლის მსგავსს იტყვის იმწუთას მიაკერებენ „შარლატანის“ „გიჟის“ ან „ეშმაკეულის“ იარლიყს. ჩვენმა მმართველებმა მიწისქვეშეთიდან შექმნეს ცნობიერების და გრძნობების მართვის შესანიშნავი პროგრამა. ჩვენ გვკარნახობენ თუ რა ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ რეაგირება, რა დავლიოთ, რა ვჭამოთ, რას მოვუსმინოთ. ყველაფერი დაგეგმილია, გათვლილია და სრულდება წინააღმდეგობის გარეშე, მათი ყურადღების მიღმა არაფერი რჩება. დაფიქრდი თუკი რომელიმე მეცნიერი რაიმე აღმოჩენას გააკეთებს რაც მათ არ აწყობთ, გამოჩნდება ასობით სხვა მეცნიერი რომლებიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებენ, მაგრამ თუკი მათ მოისურვეს საზოგადოებაში „სამეცნიერო“ აღმოჩენის გაშვება უამრავი მეცნიერი მას ეთანხმება, სინამდვილეში უამრავი ადამიანი არსებობს რომლებიც ვერ გაასულელეს, რომლებსაც სჯერათ სიკეთის და აჩვენებენ ამას, მაგრამ მათ დასცინიან და აწებებენ სხვადასხვა იარლიყებს, შესაძლოა შეამთხვიონ პრობლემები თუკი მოისურვეს ხმის ამოღება, ისინი ყველას აკვირდებიან.
ა: კარგი, მაგრამ თუკი ადამიანთა უმრავლესობა სხვაგვარად დაიწყებს ფიქრს? ისინი ვეღარაფერს იზამენ, მთლიან დედამიწას ხომ არ გაწყვიტავენ, ამ სისტემაშიც ხომ შესაძლოა იყოს ადამიანები რომლებმაც სიმართლე იციან და სურთ მასზე საუბარი.
დ: მათ ვინც სიმართლე იცის და სურთ ამის თქმა, ისინი ახერხებენ ამის აღმოფხვრას, უმრავლეს შემთხვევაში, ეხლა ყველაფერი რთულია. ჩვენს მართვას ახდენენ გონებაზე ზემოქმედებით და ქიმიური ნივთიერებებით.
ა: ქიმიური ნივთიერებებით?
დ: ყველა ქიმიური ნივთიერება რაც ემატება წყალში, საკვებ პროდუქტებში, კონსერვატებში, საკვებ დანამატებში, წამლებში _ შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ აიძულოს ადამიანის ტვინს რეაგირება მოახდინოს მხოლოდ განსაზღვრულ სტიმულებზე, უფრო სწორად კი არ რეაგირებდეს.
ა: მაგრამ წამლები სიცოცხლის გადარჩენაში გვეხმარება!
დ: კი ზოგიერთები, მაგრამ სხვები შეიქმნა იმისათვის, რომ გამოყოს ადამიანი საწყის წყაროს.
ა: სეიძლება ასეცაა, მაგრამ ძნელია საზღვარის დაცვა. როგორ უნდა ვიყოთ ანტიბიოტიკების ან ვაქცინაციის გარეშე....
დ: ვაქცინაცია_ ყველაზე დიდი გამყიდველობაა. ისინი ზემოქმედებენ იმუნურ სისტემაზე. მე ძალიან ცუდად გავხდი ბოლო ვაქცინაციის შემდეგ, რომლის გაკეთებაც მაიძულეს, მკვეთრად შევხდე მიკრობებიოს შეყვანამ როგორი თავდასხმა მოახდინა ჩაკრებზე, რომ შემდეგ გაბნეულიყვნენ მთელს სხეულში, იმოქმედა ლიმფურ და ჯირკვლოვან სისტემაზე.
ა: წამლები ხომ გვეხმარებიან!
დ: კი მაგრამ მათ გარეშეც შეიძლება. სინამდვილესი უფრო მეტად გვნებენ ვიდრე გვეხმარებიან, ავადმყოფობა ეს არის გამაფრთხილებელი მინიშნება იმისა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. შესაძლოა იქ სადაც ცხოვრობ გარემო დაბინძურებულია, შესაძლოა საკვები ის არ არის რაც საჭიროა, შესაძლოა ფიქრები და გრძნობები არასწორია, იმის მაგივრად რომ აბები მივიღოთ, საჭიროა დავჯდეთ და გავაანალიზოთ ეს ყველაფერი, აბები როგორც მე ვხედავ ზემოქმედებენ შედეგებზე, და არ გვეხმარებიან მიზეზის მიგნებაში. როდესაც ღებულობ აბებს ის შეიწოვება ორგანიზმში და გარდაიქმნება ენერგიდ, ეს ენერგია შესაძლოა იყოს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულია პრეპარტის შემადგენლობაზე, როგორც კი ის შედის ორგანიზმში იწყებს სეკრეციის რეგულირებას ანგაზრდის ან შეამცირებს. ამას მივყავართ გაუმჯობესებამდე, მაგრამ სინამდვილეში ეს არასწორია. ორგანიზმი გაცილებით უკეთ გაუმკლავდებოდა, თუკი მოვიშორებდით დაავადების გამომწვევ მიზეზებს.
ა: ხომ მაგრამ ანტიბიოტიკების აღმოჩენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
დ: კი მაგრამ ეხლა ამით მანიპულირებენ. რაც მეტ ანტიბიოტიკს ღებულობ მით მეტად ცდილობს ორგანიზმი მათგან თავდაცვას, შესაძლოა იქამდეც მივიდეს რომ ბოლოს მათზე რეაგირებაც კი შეწყვიტოს, მიკრობები და ვირუსები ჩვენი სიცოცხლის ნაწილია ისინი პლანეტის ნაწილი არიან, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ დასაბამიდან. ჩვენ ისინი უნდა მივიღოთ და ჩვენმა სხეულმა ეს იცის, მან იცის რომ ყველაფერი გათვლილია.
ა: და ანუნაკები რომლებზეც ამბობ, რომ ჩვენ გვმართავენ ეხლა სად იმყოფებიან?
დ: ისინი ცხოვრობენ აქ ჩვენთან ერთად, ოღონდ დაფარულნი არიან ჩვენი აღქმის სისტემისაგან, შეიძლება ითქვას სხვა განზომილებაში არიან, მაგრამ ცხოვრობენ აქ და ახლა. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ მათზე.
ა: და კონკრეტულად სად იმყოფებიან?
დ: მათ აქვთ უდიდესი მიწისქვეშა ბაზები, ქალაქის მსგავსად, იქ ცხოვრობენ, თუმცა ზედაპირზეც არიან, ისინი ჩვენს შორის არიან, ჩვენ ურთიერთვქმედებთ მათთან ერთად, უბრალოდ ამას ვერ ვაცნობიერებთ.
ა: ანუ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ? უხილავები არიან?
დ: არა მათი შეხედვა შჱსაძლებელია, უბრალოდ ისინი საკუთარი ტავის ირგვლივ აპროექტებენ რარაც ენერგეტიკული ველის მსგავსს რომელთა დახმარებითაც ნებისმიერი სახის მიღება შეუძლიათ რასაც მოინდომებენ, ამიტომ ვერ ვცნობთ.
ა: როგორ აპროექტებენ?
დ: აზრობრივად.
ა: და მეტს არაფერს არ იყენებენ?
დ: არა, მათი გონებრივი შესაძლებლობები აღემატება ადამიანისას. ამიტომ ეს მათთვის არის როგორც თამაში. ისინი აკეთებენ ამას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.
ა: და ასე თავისუფლად დადიან ჩვენს შორის?
დ: არა მარტო დადიან, _ მმართველობენ, ცხოვრობენ ჩვენთან, ის შეიძლება იყოს ხელმძღვანელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი, მეგობარი....
ა: ანუ შენი მეუღლე შეიძლება იყოს ანუნაკი და ვერც კი ხვდებოდე?
დ: შეიძლება, მაგრამ ასეთი არ ხდება, რადგან ისინი არ ახდენენ კავშირს მათთან ვიც მათი სახეობის არ არის.
ა: არც მათთან ვისაც მათი დეენემი აქვთ?
დ: მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ისინი გადაწყვიტავენ სისხლის ხაზის გაუმჯობესებას, ღებულობენ სხვა მხარის ადამიანებსაც. მხოლოდ საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
ა: და შეფასება რაში მდგომარეობს?
დ: მოწმდება გენიალოგია, ხასიათი, ასტროლოგიური ფაქტორები და მრავალი სხვა...
ა: ასტროლოგიური ფაქტორი?
დ: დიახ. პირველ რიგში, მათ იციან, რომ პლანეტების მოქმედება გადამწყვეტ როლს თამაშობენ ხასიათის ფორმირებაში, ამიტომ ასტროლოგია ყველაზე ძველი მეცნიერებაა, ის აერთიანებს სამყაროს მთელ ცოდნას.
ა: არ ვიცოდი რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანი იყო.
დ: იმიტომ, რომ ამის ცოდნა შენთვის არ არის საჭირო. ამბობდნენ, რომ ასტროლოგები მჩხიბავები არიან, რომ მათი სწავლება ეშმაკისაგან მომდინარეობს, ეხლა როდესაც ეს იარლიყები აღარ წრის ამბობენ რომ ეს სისულელეა და დროის ფუჭად კარგვა.
ა: რატომ?
დ: იმიტომ რომ ეს არის სამყაროსთან საკუთარი თავის დაკავშირება. ვარსკვლავებთან ჰარმონიაში ყოფნა, ნიშნავს უნისონში შემოქმედებასთან ცხოვრებას, ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა ვართ ქვეცნობიერის დონეზე, მზის, მთვარის და პლანეტების ზემოქმედებით. დედამიწა წარმოადგენს გიგანტურ მაგნიტს რომელიც ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, და ქმნის მაგნიტურ ველს, ეს ველი დიდ გავლენას ახნენს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე. არსებობს კოსმოსური ციკლი, მზის სისტემის პულსაცია, ელექტრული სიგნალები, ელექტრომაგნიტური ქარიშხლები, ადამიანებისატვის აუცილებელია მოიაზრებონდენ ამ ყოველივესთან ერთად. არსებობს ხელსაყრელი პერიოდი თესვისათვის, მოსავლის აღებისათვის, სხვადასხვა მოქმედებებისათვის, და ასევე პირიქით არახელსაყრელი პერიოდები, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, არაფერი არ არის ტყუილუბრალოდ.
ა: მაგრამ მე არ მესმის ამას რატომ მალავენ მათ შეუძლიათ ამით სარგებელი მიიღონ.
დ: არა, იმიტომ რომ ადამიანი გაიგებს ცხოვრების აზრს, გაცნობიერებულად ცხოვრებაში ისინი მიიღებენ მატრიცის ამოუწურავ რესურსებთან კავშირს. კოსმოსური ენერგიით ისინი განიკურნავენ თავს, გაიბრწყინებს სასიკეთო პერიოდი, აღარ გამოიყენებენ პესტიციდებს, მავნებლებთან ბრძოლა მოხდება სხვამცენარეებით, მოსავალი იქნება სასარგებლო. ვარსკვლავებს, რომ ყურადღებას აქცევდნენ ბავშვები სხვაგვარი დაიბადებოდნენ: უკეთესი შესაძლებლობებით, სხვა პროგრამით, უფრო однородным (ვერ ვთარგმნე) აგებულებით.
ა: რას ნიშნავს მავნებლებთან ბრძოლა სხვა მცენარეებით?
დ: დიახ სხვა მცენარეებით შეიძლება მავნებლების განდევნა, თ უკი ამ სასარგებლო მცენარეებს დავთესავთ ჩვენს ბოსტნეულთან და მარცვლეულთან ერთად, ან შევასხუროთ მათი წვენი, თუმცა უმჯობესია ერთად დავრგოთ, ვიდრე მოვკლათ.
ა:მოიყვანე რომელიმე მცენარის მაგალითი.
დ: Бархатец (ვერ ვთარგმნე) იცავს მარწყვს, მალინას მწერებისაგან რომლებიც მათ ჭამენ, თუ ამ მცენარეს დარგავთ ნამდვილად დაიცავს მწერებისაგან ეს ზუსტად ვიცი, ეს ბებია ბაბუსაც ვუთხარი თავიდან არ დამიჯერეს მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი.
ა: და რას აკეთებს Бархатец? როგორ მოქმედებს მავნებლებზე?
დ: ერთისმხრის ის გამოყოფს ნივთიერებას რომელიც დევნის მათ, მეორეს მხრივ ასხივებს სპეციალურ ენერგიას, რომელის იცავს მცენარეებს, ურთიერთქმედებს ენერგეტიკულ ველზე რაც პარაზიტებს აიძულებს დატოვონ ტერიტორია. სინამდვილეში Бархатец საკუთარ თავს იცავს მაგრამ ამით ირგვლივ მყოფ მცენარეებსაც ეხმარება.
ა: ასეთი მცენარეები ბევრია?
დ: დიახ, სინამდვილეში ყველა მცენარე რაიმესთვის არის საწირო, არაფერი არ რის ისე უბრალოდ. ადამიანებს შეუძლიათ მათი დახმარებით განიკურნონ, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ ორი რამ: რომელ ასტრალურ პერიოდში იყვნენ აღებულნი, და ვინ აიღო ისინი.
ა: ეს მნიშვნელოვანია?
დ: კი, იმიტომ, რომ განსაზღვრულ პერიოდებში მათი სამკურნალო თვისებები მაქსიმალური ხდება. მაგრამ ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელიცმათ იღებს ძალიან მნიშვნელოვანია_ ის პირველია ვინც მათ ეხება, და შჱსაძლოა თავისი ენერგიით შეცვალოს ის.
ა: არ ვიცოდი!
დ: ადამანი რომელიც მცენარეს იღებს, უნდა იყოს ჯანმრთელი, умиротворен, და გაწონასწორებული. ნუ მინიმუმ საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ ის ჯანმრთელია умиротворен და გაწონასწორებულია, როდესაც მიდის მცენარეების შესაგროვებლად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 24 2013, 10:40 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს თავი ძაან საინტერსოა wink.gif ყველაზე საინტერესო ჩენელინგია განსახილველად და კარგი იქნება თუ ყველა ჩავერთვებით განხილვაში.

QUOTE
რლიგიის დახმარებით, რომელიც მათ გამოიყენეს როგორც ტვინების რეცხვის ძალიან ეფექტური პროგრამა და ინტუიციის გასანადგურებლად. ასევე ხალხის კონტროლს ახდენენ პოლიტიკის და რაც ყველაზე მთავარია ფინანსური სისტემის საშუალებით. ისინი ჩვენ გვაძლევენ, საჭმელს, სითბოს,
საცხოვრებელს, სკოლას, შვებულებას, ჯანმრთელობას აბსოლუტურად ყველაფერს.
QUOTE
ხოლო ვინც რაიმე სიმართლის მსგავსს იტყვის იმწუთას მიაკერებენ „შარლატანის“ „გიჟის“ ან „ეშმაკეულის“ იარლიყს. ჩვენმა მმართველებმა მიწისქვეშეთიდან შექმნეს ცნობიერების და გრძნობების მართვის შესანიშნავი პროგრამა. ჩვენ გვკარნახობენ თუ რა ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ რეაგირება, რა დავლიოთ, რა ვჭამოთ, რას მოვუსმინოთ. ყველაფერი დაგეგმილია, გათვლილია და სრულდება წინააღმდეგობის გარეშე, მათი ყურადღების მიღმა არაფერი რჩება.

მართლა ერთი წუთით გარედან რომ შევხედოთ, არის დაწესებული ცხოვრების მკაცრი ფორმულები, რომელიც ადამიანს აიძულებს იცხოვროს შიშში, მექანიკურად და გაუცნობიერებლად. როგორ უნდა დავიჯეროთ რომ ეს ცმხოლოდ იმიტომ არის რომ კაცობრიობა უბრალოდ ამ განვითარების ფაზაშია შესული. ძნელი დასაჯერებელია.
მარტივად რომ დავუკვირდეთ თუკი ამ ფორმულებს გადაუხვევ, როგორ გაიძულებენ რომ ისევ ამას დაუბრუნდე. ეგერევ მოდის ძაან ძლიერი წნეხები argue2.gif
რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება გაცნობიერებული განვდევნით ამ რეპტილიებს როცა იქნება skull.gif ესაა გამოსავალი
ჰო კა კიდე ანტიბიოტიკებზე მინდოდა მეთქვა. ქვეცნობიერად საერთოდ ვერიდები წამლების დალევას იმიტომ რომ მართლა ეგრეა რაც წერია ავადმყოფობა რაღაცაზე გაფრთხილებს. რომ სვამ ამ წამლებს ახშობ ამ სიგნალებს. ამიტომ გტენიან რომ კიდევ უფრო გამოთაყვანდე და უფრო გარობოტდე. ორი კვირის წინ დავლიე ანტიბიოტიკები პირველად და ვიგრძენი ძაან ძლიერი ენერგეტიკული დარტყმა მივიღე. უფრო უარესი მიქნა. დავიშალე ტაკ სკაზაწ


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 25 2013, 12:24 AM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან რთულია მა ყველაფრიდან გასვლა, თანაც სრული გასვლა შეუძლებელიც მგონია, რადგან აქ მოვედით, ნაწილობრივ მზად ვიყავით ამ ყველაფრისათვის. ასე მგონია. სადაც არ უნდა გაიხედო, რა სფეროშიც, რა საკითხშიც ყველგან გამოჭერილი ხარ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად ყველა წნეხის და ლავუშკის, შეიძლება დარჩე თავისუფალი ამ ყველაფრისგან , ტUნდაც ანტიბიოტიკები დალიო და ასე შემდეგ... ეს არის ის ნაწილი რასაც სულს ვეძახით. თუ აცნობიერებ ამას გამუდმებით რაც არ უნდა გააKეტო , მათ არხს უკეტავ. სხვას ვერ ვხედავ... რაც მეტი ადამიანი მოვა აზრზე, მით ნაკლები გავლენა ექნება ამ ყველაფერს და საბოლოოდ დაიშლება კიდეც. გაცნობიერებით ცვლი გასაღებს, კოდს, რავიცი რა დავარქვა...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
MinD
post Apr 25 2013, 03:27 PM
Post #12


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 148
Joined: 14-January 12
Member No.: 6,693

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://martlmadidebeli.wordpress.com/bneldzaltakreba


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 25 2013, 06:37 PM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე არ ვიცი გამოსავალი რაშია, პირადად ჩემს ძალებს აღემატება ზოგჯერ ისე ვარ რომ ლოცვასაც კი ვერ ვაბამ თავს, სხვა რომ არაფერი ვთქვა. იმედი მაქვს ვინმე დაგვეხმარება ვინც ჩვენზე უფრო ძლიერია სულიერად....
ისე ამ ბოლო დროს რასაც მივაღწიე ის არის რომ ხორცს არ ვჭამ, აქამდე სანამ ასეთ ინფორმაციებს გავეცნობოდი ხორცს სულ ვჭამდი მეგონა, რომ მის გარეშე მშიერი ვიყავი ახლა თავში ჩავიბეჭდე, რომ ხორცი მავნებელია და ჩემი საქციელით ხელს ვუწყობდი ცხოველთა კვლას, არადა რა საყვარლები არიან rolleyes.gif

ვიცი რომ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს როდესაც გულით და სულით ილოცებ, საჭიროა აზრი კარგად ჩამოაყალიბოთ თუ რას ითხოვთ, სხვა თუ არაფერი საკუთარ თავში მაინც გავერკვევით ლოცვის დროს, ერთგვარი ავტოთრენინგია.

რაც შეეხება პრეპარატებს სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ მათ გარეშე ვერ ვართ, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში ესე გაგრძელდება. თუმცა ქვეცნობიერად თუ ინსტიქტურად ყველამ ვიცით, რომ მათი მიღება არც თუ უვნებელია და შეძლებისდაგვარად უნდა მოვერიდოთ.


QUOTE
old_man
ორი კვირის წინ დავლიე ანტიბიოტიკები პირველად და ვიგრძენი ძაან ძლიერი ენერგეტიკული დარტყმა მივიღე. უფრო უარესი მიქნა. დავიშალე ტაკ სკაზაწ

მალაძეც აქამდის თუ ანტიბიოტიკი თუ არ დაგილევია laugh.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 25 2013, 08:00 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მალაძეც აქამდის თუ ანტიბიოტიკი თუ არ დაგილევია

ბავშვობაში კი მჭყიპავდნენ, მაგრამ შეგნებული ცხოვრებიდან აღარაფერს ვსვამდი. თვითგანკურნების მექანიზმს ვრთავდი. სახლში კი მეჩხუბებოდნენ ჯიუტი ხარო, ცუდად დაამთავრებო. მაგრამ პირიქით იყო
ჰოდა ეგრე გრძელდებოდა მაგრამ ახლა შემაცდინეს რეპტილიებმა biggrin.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Apr 26 2013, 05:32 PM
Post #15


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano

QUOTE
ეს არის საინტერესოდ წასაკითხი ამბავი რომელიც ან მართალია ან არა, ან ასევე შეიძლება ვთქვათ რომ ყველაფერში რაც გვსმენია მათში არის ცოტა სიმართლე ...

საკუთარ თავს რო დავაკვირდეთ ადამიანები შეიძლება ძალიან ბევრ რამეს მივხვდეთ


მომწონს შენი მიდგომა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
marissa
post Apr 27 2013, 02:53 PM
Post #16


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 342
Joined: 25-May 12
Member No.: 6,810

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თქვენი არ ვიციდა მე ყველაფერი რაც ზემოთ წერია რატომღაც მჯერასავით, რაღაც ძალიან რელაურად მეჩვენბა ,თითქოს მთელი ამ სისტემის ახსნაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 28 2013, 02:27 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა ვუყურე გადაცემას ანუნაკებზე. იქ იყო ლაპარაკი ძველ შუმერულ ტექსტებზე. იქ არის ასეთი ისტორია რომ პირველად შექმნეს ადაი, მას ჰყავდა ერთი ცოლი რომელიც მისი ნეკნიდან შექმნეს (გეცნოთ? biggrin.gif) და მეორე ცოლი - ქალი რეპტილია ლილიტი. ხვლიკისებრი ქალი კუდით. მათგან წამოვიდა გიბრიდული შთამომავლობა.
კიდევ აჩვენეს ანუნაკების გამოსახულებები ძველ ეგვიპტურ თუ შუმერულ ქვებზე. ხომალდებით ჩამოსული ხვლიკისებრი არსებები, რომლებიც ადამიანებს ასწავლიან რაღაცეებს...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 28 2013, 04:14 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE
ახლა ვუყურე გადაცემას ანუნაკებზე. იქ იყო ლაპარაკი ძველ შუმერულ ტექსტებზე. იქ არის ასეთი ისტორია რომ პირველად შექმნეს ადაპი, მას ჰყავდა ერთი ცოლი რომელიც მისი ნეკნიდან შექმნეს (გეცნოთ? ) და მეორე ცოლი - ქალი რეპტილია ლილიტი. ხვლიკისებრი ქალი კუდით. მათგან წამოვიდა გიბრიდული შთამომავლობა.კიდევ აჩვენეს ანუნაკების გამოსახულებები ძველ ეგვიპტურ თუ შუმერულ ქვებზე. ხომალდებით ჩამოსული ხვლიკისებრი არსებები, რომლებიც ადამიანებს ასწავლიან რაღაცეებს...

ხოდა ევა კი არა ადამი ყოფილა დამნაშავე biggrin.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 28 2013, 08:25 PM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხოდა ქართველები რომ შუმერების შთAმომავლობით ვამაყობთ დავფიქრდეთსავით ვინ ვართ სინამდვილეში..biggrin.gifbiggrin.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Doors
post Apr 28 2013, 10:42 PM
Post #20


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 26-February 13
Member No.: 7,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
დაგვიილინკე რა გადაცემა იყო რაა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 05:56 PM