IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული
vkh
post May 9 2009, 10:49 AM
Post #41


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(vkh @ 9th May 2009 - 11:31 AM) *
აუცილებლად უნდა ვისწავლოთ რეალობის ასეთი ხედვა, როგორც საკუთარ თავში, ისე გარეთაც, როცა ცუდი და კარგი მკვეთრად და ნათლად არის გამიჯნული. ეს თუ არ ვისწავლეთ, როგორ ვიცხოვრებთ ჭეშმარიტად?


მართალი ხარ, თუ არ ვიცით რა არის ჭეშმარიტება, ვერც ვიცხოვრებთ მასში...

მაგრამ პრობლემა სწორედ "ცოდნაშია".

როგორც ამბობენ, ყოველგვარი ფილოსოფია, რელიგია, ეზოთერიკა... ეს თითია მთვარისკენ გაშვერილი და არა მთვარე. თითი მთვარეს გვიჩვენებს, მაგრამ ის არაა მთვარე.... თითი ბევრი შეიძლება იყოს, და ამიტომაც იგი ვერ იქნება ცოდნა... რადგან ცოდნა იმპერსონალურია, იგი არავის საკუთრება არაა და მაშასადამე მას ვერც შეიძენ და არც წაგერთმევა. იგი უბრალოდ არსებობს... და რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, არსებობს ყველაში, ოღონდ იმპერსონალურად... და ის შეიძლება იგრძნო, როცა ყოველგვარი დაპირისპირება და კამათი ქრება, როცა ქრება ჩვენი სუბიექტური გამოცდილება ცოდნაზე, როცა თითონ ეს სუბიექტიც ქრება და ყოველივე (მკვეთრად დაპირისპირებული მოვლენები) ერთიანდება... ამას კი სიჩუმე ჰქვია, სიჩუმე და მდუმარება...

მდუმარებაზე მერე ან სხვა თემაში ვილაპარაკოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 9 2009, 11:45 PM
Post #42


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



smile.gif
vkh მართალია!

QUOTE(John @ 9th May 2009 - 09:06 AM) *
სიკეთე – ბოროტება;
ჭეშმარიტება – სიცრუე;
ნათელი – ბნელი;
სილამაზე – სიმახინჯე;
სიცოცხლე – სიკვდილი;
სიყვარული – სიძულვილი;
სამოთხე – ჯოჯოხეთი;

Smith ამ ჩამონათვალის მკვეთრი ერთმანეთისგან გამოყოფა ძალიან ძნელია wink.gif
და ვგონებ არცაა მისაღები wink.gif რთულია ასეთ რეალობაში ცხოვრება!

ყოველი ადამიანი თავის რეალობას თავად ქმნის
შენ როგორი წარმოდგენაც გაქვს ცხოვრებაზე, ისეთი ჩანს.. ანუ საითკენაც არის აზრი მიმართული და რაზეც არის კონცენტრირებული..
იმაზე ხდები მიბმული

რაც შეეხება სიკეთე – ბოროტების ერთმანეთთან დაპირისპირებას biggrin.gif აქ საკმაოდ საინტერესო რამესთან გვაქვს საქმე..... wink.gif

ყველაზე კარგი გამოსავალი მთლიანობაში ხედავაა!
QUOTE
რა თქმა უნდა მკვეთრად გამიჯნული მოვლენებია, მათ ერთმანეთთან არაფერი საერთო არა აქვთ.
ხელოვნების ნაწარმოებებში ხომ მკვეთრადაა გამიჯნული.
სინამდვილეშიც ასეა. ხელოვნება სინამდვილეს ასახავს.
ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოებში არაფერია გამოგონილი რაც მასში არსებითია.

აუცილებლად უნდა ვისწავლოთ რეალობის ასეთი ხედვა, როგორც საკუთარ თავში, ისე გარეთაც, როცა ცუდი და კარგი მკვეთრად და ნათლად არის გამიჯნული. ეს თუ არ ვისწავლეთ, როგორ ვიცხოვრებთ ჭეშმარიტად?

რაც შეეხება ხელოვნების ნაწარმოოებებს, ამაში ცოტა მაინც ვერკვევი და შენ რას ამბობ ჩემთვის გაუგებარია..))


ახლა თემასაც დავუბრუნდები biggrin.gif

და იცით რა ფაქტს დავუკვირდი... აი, ჩემ ნაცნობებში 5 შექმნილი წყვილისგან, მხოლოდ ერთ წყვილში იყო აქტიური მამაკაცი, ხოლო დანარარჩენ 4-ში გოგოებმა "შეაბეს" (მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, მაგრამ ეგ ყველაზე კარგად გამოხატავს სათქმელის არსს) მეუღლეები..
და ასეთი ფაქტები საკმაოდ ბევრია smile.gif
ჩემი აზრით, აშკარად დიდი ცვლილებებია და როლების გაცვლასთანაც გვაქვს საქმე..ქალი ქალის სახეს კარგავს და კაცი კაცისას..
მე მაინც "ტრადიციონალისტი" გამოვდივარ, რადგან არ მომწონს ასეთი ცვლილებები სქესში და ძველი ჯანსაღი ურთიერთობები მირჩევნია სადაც ქალი ქალობს და კაცი კაცობს wink.gif



--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post May 10 2009, 11:58 AM
Post #43


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Tea @ 10th May 2009 - 12:45 AM) *
გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარდისფერ სათვალეებში

გვიმრავლოს ეგეთები smile.gif და ნეტავ ბევრი ფიქრობდეს შენნაირად

პ.ს. ისე, ნიკის შეცვლაზე არ გიფიქრია? wink.gif ხუმრობით, რა თქმა უნდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post May 11 2009, 03:38 AM
Post #44


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(TeO @ May 9 2009, 11:45 PM) *
Smith ამ ჩამონათვალის მკვეთრი ერთმანეთისგან გამოყოფა ძალიან ძნელია wink.gif
და ვგონებ არცაა მისაღები wink.gif რთულია ასეთ რეალობაში ცხოვრება!


კი, არაა ადვილი. მაგრამ:

„შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.
ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას“. (მათეს სახარება.თავი მეშვიდე.13–14).
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post May 11 2009, 04:00 AM
Post #45


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(vkh @ May 9 2009, 10:31 AM) *
Aრეოპაგიტიზმის მიხედვით, მარჯვენა სვეტში ჩამონათვალი არც კი არსებობს - არსი არა აქვს: ბოროტება სიკეთის როგორც სინათლის ნაკლულობაა, სიმახინჯე - სილამაზის და ასე შემდეგ... პრაქტიკულად კი : უბრალოდ სიკეთე არ მყოფობდა "იქ" იმ "დროს"... მაგრამ როგორც კი ის "მოვიდა", ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩა...
ამიტომ მათ ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან


რაღაც ძალიან მოდაში შემოვიდა ასეთი აზრი ბოროტებაზე. რას ამბობ მეგობარო? ბოროტება როგორ არ არსებობს? და არც არეოპაგი და არც სხვა არავინ არ ამბობს, რომ ბოროტება არ არსებობს.
ამ მცდარი აზრის გავრცელების მიზეზია არეოპაგის და იოანე დამასკელის ქართულ თარგმანში გამოყენებული სიტყვა – ნაკლებობა, ნაკლულობა და მოკლება.
აი ქართული თარგმანი იოანე დამასკელის წიგნიდან:„... საიდან არის ბოროტება? მართლაც, შეუძლებელია, რომ ბოროტებას სიკეთისგან ჰქონდეს წარმოშობა. ამიტომ, ვამბობთ, რომ ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა“.
(ციტირებულია: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეცამეტე. იმის შესახებ, რომ არ არსებობს ორი დასაბამი.http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/93.htm)

და აი რუსული: „зло есть не что иное, как лишение добра“(http://www.vehi.net/damaskin/04.html)
აქედან ნათლად სჩანს, რომ ბოროტება სიკეთის მოკლება, ნაკლები სიკეთე კი არ არის, არამედ სიკეთის მოცილება, წართმევაა.
თუ ყურადღებით წავიკითხავთ წმინდა იოანე დამასკელის ნაშრომს, ვერსად ვერ ვნახავთ ადგილს სადაც ის ამბობდეს რომ არ არსებობს ბოროტება. ნათქვამში, რომ „ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა“ , უარყოფილი კი არაა ბოროტების არსებობა, არამედ განმარტებულია თუ რა არის ის.
მერე კიდევ, თქვენი მოყვანილი ციტატა: “უბრალოდ სიკეთე არ მყოფობდა "იქ" იმ "დროს"... მაგრამ როგორც კი ის "მოვიდა", ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩა“.., განა ადასტურებს, რომ როგორც ამბობთ ციტატის მერე: „მათ ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთანო“. განა ციტატა საპირისპიროს არ ამბობს: „როგორც კი სიკეთე მოვიდა, ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩაო“.

კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედეთ ამ საკითხებს.

მეც ნუ ჩამითვლით კამათში.

P.S.
ცოდნაზე გამოთქმულ აზრებშიც ვერ დაგეთანხმებით. მასეთი ცოდნით, თქვენ და თეო რომ გვთავაზობთ, ვერ გავფრინდებით smile.gif

კეთილი სურვილებით,
ჯონ სმიტი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post May 11 2009, 04:09 PM
Post #46


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოდესღაც მეგონა, რომ ბოროტება არ არსებობს l_daisy.gif მერე ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს და ძალიან მძიმეა sad.gif ეხლა ვფიქრობ, რომ თუმცა სიბნელე არსებობს და არც თუ ისე უგულებელსაყოფია, მაინც არ ღირს მისი შიში, რადგან მთავარია სულ ერთი ბეწო სხივი შემოუშვათ და უკვე უძლურდება, ქრება, ლღვება. პრინციპში მთავარია რაც შეიძლება უფრო ცნობიერები გავხდეთ რათა ნიადაგი მოვუსპოთ. არ მჯერა შუბების, ავტომატების, ხმლების, ატომური იარაღის და საერთოდ ცივი იარაღის და ბრძოლის, არამედ მჯერა იმის, რომ სინათლე უძლეველი იარაღია და რომ სიყვარული ყველანაირი ბრძოლის გარეშე ამარცხებს ყველაფერს იმით, რომ უბრალოდ არის.

ხო, ისე, მე არ ვხმარობ მზის სათვალეებს, მათ შორის არც ვარდისფერს wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post May 11 2009, 06:00 PM
Post #47


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Smith
მეგობარო, პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი შინაარსიანი და გრძელი პოსტისთვის.

არეოპაგიტიკაში კამათს ნამდვილად არ ვაპირებ, მგონი, ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი, უბრალოდ სწორად გაგება უნდა, ამისთვის კი "არსსა" და "არსებობას" შორის განსხვავების დანახვაა საჭირო.

რუსთაველთანაც შეიძლება მოვიძიოთ დამხმარე ფრაზა: "სახე ყოვლისა ტანისა...." და "სახიერი..." (არსებობს ნარკვევები რუსთველოლოგიაში, სადაც ნათლადაა განმარტებული, თუ რას ნიშნავს „ტანის სახე“ და „სახიერი...“ ანუ კეთილი.

ციტატა(John @ 11th May 2009 - 05:00 AM) *
თქვენი მოყვანილი ციტატა: “უბრალოდ სიკეთე არ მყოფობდა "იქ" იმ "დროს"... მაგრამ როგორც კი ის "მოვიდა", ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩა“.., განა ადასტურებს, რომ როგორც ამბობთ ციტატის მერე: „მათ ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთანო“. განა ციტატა საპირისპიროს არ ამბობს: „როგორც კი სიკეთე მოვიდა, ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩაო“.

რისი თქმა გინდათ?
დაპირისპირება ცნებებს შორის როგორ არ არსებობს, მაგრამ ჩვენ არსებითად „არსზე“ ვსაუბრობთ (ჰაიდეგერის არარაზე საუბარი არა მაქვს). სიკეთის და ბოროტების ერთმანეთისაგან გარჩევა (=დაპირისპირება), კი ბავშვური თემაა და მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებდი, რადგან ეს წმინდა სუბიექტური წარმოდგენებია...

ციტატა(John @ 11th May 2009 - 05:00 AM) *
კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედეთ ამ საკითხებს.

ვეცდები არ მივიღო ჭკუისსწავლებად...

ციტატა(John @ 11th May 2009 - 05:00 AM) *
ცოდნაზე გამოთქმულ აზრებშიც ვერ დაგეთანხმებით. მასეთი ცოდნით, თქვენ და თეო რომ გვთავაზობთ, ვერ გავფრინდებით


დათანხმება თქვენი ნებაა, სხვისი ცოდნის შეფასებისას კი კორექტულობა არ გაწყენდათ... თუმცა სტრიქონებს შორის წაკითხვას არ შევეცდები.

Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post May 11 2009, 10:28 PM
Post #48


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Shou @ 11th May 2009 - 05:09 PM) *
ოდესღაც მეგონა, რომ ბოროტება არ არსებობს l_daisy.gif მერე ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს და ძალიან მძიმეა

რომელს დავუჯეროთ, როცა გეგონათ, თუ პირველად - როცა არ გეგონათ? smile.gif
ციტატა(Shou @ 11th May 2009 - 05:09 PM) *
ეხლა ვფიქრობ, რომ თუმცა სიბნელე არსებობს

მაგრამ არსი არა აქვს, თუნდაც შედარებითვის მუდმივი დენის შემთხვევაში, როცა ორი პოლუსი პლუს - მინუსი არსებობს, მაგრამ მუხტი, ელექტრონები, მხოლოდ პირობითად პლუს სადენზეა smile.gif


ციტატა(Shou @ 11th May 2009 - 05:09 PM) *
ხო, ისე, მე არ ვხმარობ მზის სათვალეებს, მათ შორის არც ვარდისფერს

არადა საჭიროა მზეზე, ამბობენ wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 13 2009, 10:15 AM
Post #49


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემას ნუ გადაუხვევთ პლზ smile.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sophia
post May 14 2009, 03:09 PM
Post #50


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 455
Joined: 2-June 08
Member No.: 2,176

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოოოო, რა რთული თემაა ჩემთვის - ცოლ-ქმრული ურთიერტობები. რთულია იმიტომ რომ ამ ტიპის ურთიერთობები არ მქონია და რაიმე გამოცდილებას დავაგროვებ თუ არა, აუცილებლად მოგწერთ ჩემს მოსაზრებებს smile.gif))))))))))))

საერთოდ ყველაფერი ინდივიდუალურია. სიყვარულითაც ყველას თავსებურად უყვარს და ყოველი ჩვენთაგანი განსხვავებულად ხედავს ამ მისთვის აუცილებელ ან საჭირო სიყვარულს. ურთიერთობათა განსხვავებული სისტემებიდან იმას ვირჩევთ რაც მოცემული დროისთვის ჩვენთვის კომფორტული გვგონია. შეხედულებათა ცვლილებაც დროს მოაქვს, მოთხოვლინელებების ცვლას. დღეს შეიძლება რაღაც სტატუსი გჭირდებოდეს, გრძნობის რაღაც ხარისხი, ხვალ კი ეს ძალიან ცოტა აღმოჩნდეს ადამიანისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi.
post May 16 2009, 10:21 PM
Post #51


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 46
Joined: 22-April 09
Member No.: 5,943

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე რეალისტი ვარ და არ ვეყრდნობი იმას, ის რაც აღარ არსებობს. სვედენბორგი კი არა და გინდა მამა ღმერთი ჩამოვიდეს ციდან.

ოჯახური იმედგაცრუება ყოველთვის პირდაპირპროპორციულია ქორწინებით გათვლილი მოლოდინების ჯამისა! რას ნიშნავს ცოლ-ქმრული სიყვარული? მარტივი ენით რომ ვთქვათ ესაა შეუღლება. მოკლედ, უღელს და უღლებას ვერსად გაექცევით, ადრე თუ გვიან ვიტყვით - ჩემ პურს ჭამ და კიდევ მე მლანძღავო. და გვეტყვიან - მწარეა ეგ შენი პური სვედენბორგ მწარეო...! lol.gif და მერე მიდის დაკა დაკა.... laugh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post May 16 2009, 10:30 PM
Post #52


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



giorgi.
არსებობს გამონაკლისიც, დამიჯერე biggrin.gif
ცოტაა, მაგრამ არსებობს.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post May 17 2009, 11:49 PM
Post #53


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სვედენბორგის ეს ნამუშევარი სიმბოლოა. რეალიზმში კი გიორგის ხედვა აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. სამოთხეში არც ქორწინდებიან და არც განქორწინდებიან. იქ ეს დუალიზმი არ არსებობს. ბუდას ერთხელ შეეკითხა ცოლ-ქმარი, შემდეგ ცხოვრებაშიც ერთად ვიქნებითო? ბუდას პასუხი იყო, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთნაირი გონებრივი ვიბრაცია ექნებოდათ, რაც ძალზე იშვიათად ვითარდება ერთნაირად ცოლ-ქმარში და ცხოვრების მანძილზე სხვადასხვანაირად იცვლებაო.

პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ადამიანურად ვუთანაგრძნობთ (გვიყვარს) ჩვენს მიწიერი მეორე ნახევარებს და ვცდილობთ არ დაემსხვრეთ მათ ილუზია, რომ ვნებები ("სიყვარული") არ მომკვდარა. თუმცა მათაც შეიძლება ვეცოდებოდეთ იმისთვის, რომ ჩვენ ცოლ-ქმრულ ილუზიას რეალობად არ აღვიქვავთ.

სიყვარული და საკუთარი მეორე ნახევრის პოვნა არ არის ბიოლოგიური აქტი ან კონტრაქტი. ის არც ორი სულის ერთად ქცევას ნიშნავს. ასეთი რამე საერთოდ ნონსენსია. ეს უბრალოდ ალქიმიური ან ოკულტისტური პოლარიზაციაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post May 18 2009, 12:49 PM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ სასწაულები შესაძლებელია, თუმცა იმის მოლოდინი, რომ ერთადერთი ადამიანი შეგხვდება თუნდაც ერთ ცხოვრებაში არასწორად მიმაჩნია. ამის ალბათობა რასაკვირველია არსებობს მაგრამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და არა სხვებს (ან სხვას) დავაკისროთ პასუხისმგებლობა ჩვენს ”სიყვარულსა” და ”ბედნიერებაზე”. მგონია, რომ ეს ”კერძო” ინტერესები ძალიან გვზღუდავს და გვაბრკოლებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Dec 8 2009, 02:41 PM
Post #55


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემა განვაახლე და ვისაც სურვილი აქვს დაპოსტოს wink.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Dec 8 2009, 08:23 PM
Post #56


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(anuchi @ 15th April 2009 - 09:45 AM) *
ვერ ვხვდები აქ რა უნდა დავპოსტო.. ცოლ-ქმრული სიყვარული ჩემი აზრით მეგობარობაა და შეჩვევა, ვნება თუ არ გაივლის კარგი იქნება

+1 ვეთანხმები ამის დაწერა მინდოდა biggrin.gif


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Dec 10 2009, 11:20 AM
Post #57


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(moonbayer @ 8th December 2009 - 08:23 PM) *
(anuchi @ 15th April 2009 - 09:45 AM)
ვერ ვხვდები აქ რა უნდა დავპოსტო.. ცოლ-ქმრული სიყვარული ჩემი აზრით მეგობარობაა და შეჩვევა, ვნება თუ არ გაივლის კარგი იქნება

QUOTE
+1 ვეთანხმები ამის დაწერა მინდოდა biggrin.gif
ეგ მარტო მეგობრობა რომ იყოს, არ იქნება საჭირო ოჯახების შექმნა, მეგობრები ისედაც გვყავს და გვეყოლება )))

როგორც ადრე vkh -მ დაპოსტა ცოლ-ქმრობა -
QUOTE(vkh @ 1st May 2009 - 01:10 AM) *

პირიქით, ყველაზე საინტერესო და რთული ფორმაა, რადგან საერთოდ 2 ადამიანის ურთიერთობაა ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად.

smile.gif)) girl_witch.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Dec 11 2009, 03:15 PM
Post #58


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოლ-ქმრული სიყვარული, ჰმმმ.. მგონი უფრო უპრიანი იქნება ოჯახის ფენომენი განვიხილოთ. ოჯახი რაღაც უფრო მეტია ვიდრე ქალის და კაცის სიყვარული, სექსი, სისხლით ნათესაობა, მეგობრობა, სულიერი ერთობა ა.შ. არა, რა თქმა უნდა ამას ყველაფერს შეიძლება მოიცავდეს ოჯახის ფენომენი მაგრამ მაინც უფრო მეტია თავისი არსით. ეს ერთგვარი თავშესაფარია შენი "კოსმოსი", შენი "სახლი", შენი "ნავსაყუდელი", შენი "ხიდი" კაცობრიობასთან და ღმერთთან, შენი "სიმშვიდე". თუ ვინმეს ამ ფორუმზე თავისი "ოჯახი" უპოვია ალბათ დამეთანხმება, რომ არაფერი არ არის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ერთი კერძო ცხოვრებისათვის და ვერანაირი სიმდიდრე და გამოცდილება ვერ შეედრება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Dec 11 2009, 03:22 PM
Post #59


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Shou სათაური მეც რაღაცნაერად არ მომწონს, რა დავაწეროთ?? დამეხმარეთ :*


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 11 2009, 03:29 PM
Post #60


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Shou @ 11th December 2009 - 04:15 PM) *
მგონი უფრო უპრიანი იქნება ოჯახის ფენომენი განვიხილოთ

QUOTE(Tea @ 11th December 2009 - 04:22 PM) *
Shou სათაური მეც რაღაცნაერად არ მომწონს, რა დავაწეროთ?? დამეხმარეთ :*

ოჯახი, ამაზე ახალი თემა გაგვეხსნა ჯობდა )


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post

8 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:18 AM