Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ბიბლიოთეკა _ მშვიდობიანი მეომრის გზა

Posted by: Atm@n Jun 16 2013, 11:25 PM

http://www.radikal.ru

დენ მილმენის წიგნები რუსულ ენაზე:

http://www.koob.ru/millman_dan/


მისი პირველი წიგნის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი:

http://www.radikal.ru

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=5812

და სიურპრიზი რუსულთან მწყრალად მყოფ ფორუმელებს! გთავაზობთ მისი პირველი წიგნის თარგმანს ქართულ ენაზე. ნელა ვთარგმნი და თანდათანობით დავამატებ...

Posted by: Atm@n Jun 16 2013, 11:26 PM

დენ მილმენი

მშვიდობიანი მეომრის გზა
(მშვიდობისმოყვარე მეომრის გზა)

წიგნი, რომელიც ცხოვრებას ცვლის


სამყაროს უმაღლეს მეომარს, რომელთან შედარებითაც სოკრატე - მხოლოდ მოკრძალებული ანარეკლია.
მას, ვისაც არ აქვს სახელი და ამავდროულად უამრავი სახელი აქვს, და ვინც ჩვენთვის წყაროს სათავეს წარმოადგენს.


მადლიერება

ერთი უძველესი ანდაზა ამბობს: «ჩვენ არ გვყავს მეგობრები; ჩვენ არ გვყავს მტრები; ჩვენ გვყავს მხოლოდ მასწავლებლები». ჩემი ცხოვრების წყალობა გახდა მრავალი მასწავლებელი, რომელთაგანაც თვითოეულმა თავისი წვლილი შეიტანა ამ წიგნის დაწერაში.
ჩემი მშობლების - ჰერმან და ვივიენ მილმენების სიყვარულმა და რწმენამ მომცა საფუძველი სიმამაცისთვის, რათა გზას დავდგომოდი.
ჩემმა პირველმა რედაქტორმა, ჯენის გალაჰერმა, დასვა კითხვები და გააკეთა შენიშვნები, რომლებიც ამ წიგნის ჩამოყალიბებაში დამეხმარნენ.
განსაკუთრებული მადლობა ელ კრამერს, რომლის გამომცემლის მძაფრმა ინტუიციამ უკარნახა, რომ გამოეცა ეს წიგნი.
და ბოლოს ყველაზე დიდი მადლობა ჯოის, ჩემს მეუღლეს, კომპანიონს, მეგობარს და მასწავლებელს, რომელიც მუხტავდა ჩემს სულს მთელი გზის მანძილზე.
და რა თქმა უნდა, სოკს.


წინასიტყვაობა

მოვლენათა უჩვეულო თანმიმდევრობა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში დაწყებული 1966 წლის დეკემბრიდან, კალიფორნიის უნივერსიტეტში (ქ. ბერკლიში) სწავლების პირველი წლიდან. ყველაფერი დაიწყო დილის 3:20-ზე, როდესაც პირველად გადავეყარე სოკრატეს სადღეღამისო ბენზო-გასამართ სადგურზე (მას არ უთქვამს თავისი ნამდვილი სახელი, მაგრამ პირველივე ღამეს საუბრის შემდეგ იმპულსს დავემორჩილე და ძველი ფილოსოფოსის სახელი დავარქვი; მას მოეწონა ეს სახელი და ასე შერჩა). ამ შეხვედრამ და მოვლენებმა, რომლებიც მას მოჰყვნენ, შეცვალეს ჩემი ცხოვრება.

ცხოვრების წლები, რომლებიც 1966 წელს უძღოდნენ წინ, ბედნიერი იყო ჩემთვის. აღვიზარდე მოსიყვარულე მშობლების მიერ უსაფრთხო გარემოში, მოგვიანებით მოვიგე ლონდონის მსოფლიო ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში, ვიმოგზაურე მთელს ევროპაში და მივიღე უამრავი პრიზი. ცხოვრებას მოჰქონდა ჯილდოები, მაგრამ არა ხანგრძლივი სიმშვიდე და დაკმაყოფილება.

ახლა ვიცი, რომ რაღაც გაგებით მთელი ეს წლები მეძინა და ვხედავდი სიზმარს, რომ მღვიძავს, მანამ, სანამ სოკრატეს შევხვდებოდი, რომელიც ჩემი მასწავლებელი და მეგობარი გახდა.

იმ დრომდე ყოველთვის მჯეროდა, რომ ნაყოფიერი ცხოვრება სიხარულსა და სიბრძნეში ჩემი თანდაყოლილი უფლებაა, და იგი ავტომატურად მომეცემოდა ცხოვრების განმავლობაში.

არასოდეს მიფიქრია, რომ მომიწევდა მესწავლა - როგორ მეცხოვრა, სამყაროს ხედვის ეს განსაკუთრებული მეთოდები, რომელსაც უნდა დავუფლებოდი იმისთვის, რომ უბრალო და ბედნიერი ცხოვრებისთვის მიმეღწია.

სოკრატემ მაჩვენა ჩემი ცხოვრების მეთოდების სიმცდარე მის საკუთარ მეთოდთან - მშვიდობიანი მეომრის გზასთან შედარებით. იგი გამუდმებით ხუმრობდა ჩემს სერიოზულ, პრობლემურ ცხოვრებაზე, სანამ მისი თვალების მიღმა სიბრძნე, თანაგრძნობა და იუმორი არ დავინახე. იგი ძალისხმევას არ იშურებდა, სანამ არ გავაცნობიერე, თუ რას ნიშნავს - იცხოვრო როგორც მეომარმა.

ხშირად დილამდე ვიჯექი მასთან, ვუსმენდი, ვეკამათებოდი, და ხშირად ვიცინოდი კიდეც საკუთარ თავზე მასთან ერთად. ეს ისტორია ჩემს ცხოვრებაზეა დაფუძნებული, მაგრამ ეს რომანია. ადამიანი, რომელსაც სოკრატეს ვეძახი, სინამდვილეში არსებობს, მაგრამ მას აქვს თვისება შეერწყას სამყაროს ისე, რომ ხშირად რთულია თქმა, სად მთავრდება მისი გაკვეთილები და იწყება სხვა მასწავლებლების გაკვეთილები. მე ადვილად გავართვი თავი დიალოგებს და ზოგიერთ დროსთან დაკავშირებული თანმიმდევრულობას, ასევე გავაცოცხლე მონაყოლი ზოგიერთი ანეკდოტით და მეტაფორით, რათა თვალსაჩინო გამეხადა სოკრატეს მიერ მოცემული გაკვეთილების არსი.

ცხოვრება - ეს არაა პირადი საქმე. ეს ისტორია, მისი გაკვეთილები, სასარგებლო მხოლოდ მაშინაა, თუ მას სხვებსაც გავუზიარებ. ამრიგად, გადავწყვიტე პატივი მივაგო ჩემს მასწავლებელი და გაგიზიაროთ მისი განსაცვიფრებელი სიბრძნე და იუმორი.


ბენზო-გასამართი სადგური ცისარტყელას ქუჩაზე

«ცხოვრება იწყება!» – გავიფიქრე მე, გამომშვიდობების ნიშნად ხელი დავუქნიე მშობლებს ტროტუარს გავშორდი ჩემი ძველი და საიმედო ვალიანტით, რომლის გახუნებული თეთრი საბარგულიც სავსე იყო კოლეჯში, პირველ კურსზე წასაღებად საჭირო ნივთებით, საკუთარ თავს ძლიერად, დამოუკიდებლად და ყველაფრისთვის მზადმყოფად ვთვლიდი.

რადიოსთან ერთად ვღიღინებდი და ჩრდილოეთისკენ, ლოს-ანჯელესის ტრასაზე მივქროდი, შემდეგ 99 ტრასაზე, რომელიც მწვანე დაბლობზე იყო გადაჭიმული სან-გებრიელის მთებამდე.
ზუსტად მწუხრის წინ, ჩემმა მიზანმიმართულმა დაშვებამ ოკლანდის ბორცვებზე, მიმიყვანა სან-ფრანცისკოს ბუხტის ბრწყინვალე ხედამდე. ჩემი თრთოლა ბერკლის სტუდენტურ ქალაქთან (კამპუსთან) მიახლოებასთან ერთად იზრდებოდა.
ვიპოვე საერთო საცხოვრებელი, საძინებელი, ამოვალაგე ნივთები, და გავიხედე ფანჯრიდან, საიდანაც გოლდენ გეიტის ხიდი და სიბნელეში მოციმციმე სან-ფრანცისკოს შუქები მოჩანდა.

ხუთი წუთის შემდე ტელეგრაფ ავენიუს დავუყევი, მაღაზიების ვიტრინებში ვიხედებოდი, ჩრდილოეთ კალიფორნიის სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი და პატარა კაფეებიდან გამოსული სხვადასხვა სურნელებით ვტკბებოდი.
ამ ყველაფრით აღფრთოვანებული გვიან ღამემდე ვსეირნობდი კამპუსის შესანიშნავად გამწვანებულ ქუჩებზე.

მომდევნო დილით, საუზმობისთანავე, გავეშურე ტან-ვარჯიშის დარბაზში, სადაც მეშვიდე ოფლამდე უნდა მევარჯიშა კვირაში ექვსი დღე, და გამემაგრებინა კუნთები, იმ იმედით, რომ ჩემპიონი გავხდებოდი.
გავიდა ორი დღე და მე უკვე ჩავიძირე ადამიანების, ქაღალდების და მეცადინეობის ცხრილების ზღვაში. მალე თვეები ერთმანეთს შეერწყნენ, გადიოდნენ და მშვიდად იცვლებოდნენ, როგორც კალიფორნიის რბილი წელიწადის დროები. გაძლებაზე ვიყავი მეცადინეობებზე და ვზეიმობდი გიმნასტიკის დარბაზში. ერთხელ ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ აკრობატად ვიყავი დაბადებული. მე მართლა ასე გამოვიყურებოდი: ტანმორჩილი, მოკლე ყავისფერი თმით და დრეკადი, ამტანი სხეულით. ყოველთვის მქონდა მიდრეკილება ურთულესი ტრიუკებისადმი. ბავშვობაშიც კი მიყვარდა შიშის ზღვარზე თამაში. გიმნასტიკის დარბაზი ჩემი სიწმინდე გახდა, სადაც ვპოულობდი აღტაცებას, გამოწვევას და სიამოვნებას.
კოლეჯში მეორე წლის ბოლოს გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში გავფრინდი, სადაც აშშ-ს გიმნასტიკის ფედერაციას წარმოვადგენდი. მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში; ჩემი ჯილდოები ოთახის კუთხეში გროვდებოდა; ჩემი ფოტოები კალიფორნიის გაზეთებში ისეთი პერიოდულობით იბეჭდებოდა, რომ ქუჩაშიც კი მცნობდნენ; ჩემი რეპუტაცია იზრდებოდა. ქალები მიღიმოდნენ. სიუზი, ჩემი მშვენიერი მეგობარი გოგო, მოკლე ქერა თმით და დამაბრმავებელი ღიმილით, სულ უფრო და უფრო ხშირად მიკეთებდა ამურის ვიზიტებს. ჩემი სწავლაც კი შესანიშნავად მიდიოდა! სამყაროს მწვერვალზე ვგრძნობდი თავს.

თუმცაღა ჯერ კიდევ პირველ კურსზე, 1966 წლის ადრეულ შემოდგომაზე, რაღაც ბნელმა და ამოუხსნელმა დაიწყო ფორმის მიღება. იმ დროისთვის, საერთო საცხოვრებლიდან პატარა სახლში გადავინაცვლე. იქ მარტო ვცხოვრობდი. სწორედ მაშინ დამეწყო მელანქოლიის შემოტევები, თანაც ყველა ჩემი მიღწევის ფონზე. მალე კოშმარებიც დამეწყო. ფაქტიურად ყოველ ღამე ცივ ოფლში ვიღვიძებდი. სიზმარი თითქმის ყოველთვის ერთნაირი იყო:
ბნელი ქალაქის ცარიელ ქუჩაზე მივაბიჯებდი; მაღალი შენობები კარებისა და ფანჯრების გარეშე სევდიანად მიმზერდნენ მოშავო-მორუხო ბურუსიდან.
მზარდი აჩრდილი შავ ლაბადაში მსწრაფლად მოდის პირდაპირ ჩემსკენ. უფრო ვგრძნობ, ვიდრე ვხედავ მოჩვენებას ლაბადის ქვეშ, კაშკაშა თეთრ თავის ქალას შავი თვალებით, ღრმულებით, რომლებიც მკვდარ სიჩუმეში მიმზერენ. თეთრი ძვლის თითი ჩემსკენაა მოშვერილი; თითის თეთრი ძვლები იხრებიან და ჟესტით თავისკენ მიზიდავენ. მე შიშისგან ვშეშდები.

უცებ, ვიღაც ადამიანი თეთრი თმითა და სრულიად მშვიდი სახით ამ კაპიუშონიანი კოშმარის უკან ჩნდება. ამ ადამიანის ნაბიჯების ხმა არ ისმის. რაღაცნაირად ვგრძნობ, რომ იგი ჩემი ერთადერთი იმედია გაქცევისთვის; მას აქვს ძალა, რომ გადამარჩინოს, მაგრამ ვერ მხედავს, და მეც არ შემიძლია, რომ დავუძახო.
ჩემს შიშზე ღიმილით, სიკვდილი შავ ლაბადაში თეთრთმიანი ადამიანისკენ ბრუნდება, ის კი სახეში დასცინის მას. მე თვალმოუშორებლად ვუმზერ, მონუსხულივით. სიკვდილი გაავებული ცდილობდა მის შეპყრობას. ადამიანი ლაბადაში კიდებს ხელს მოჩვენებას და ზემოთკენ ისვრის.

უეცრად მოჩვენება ქრება. ადამიანი მბრწყინავი თეთრი კბილებით მიმზერს, ორივე ხელს ჩემსკენ იწვდის და თავისკენ მეპატიჟება. მისკენ მივდივარ, შემდეგ კი მასში შევდივარ და მის სხეულს ვერწყმი. შემდეგ თვალებს დაბლა ვხრი და ვხედავ, რომ შავი მანტია მაცვია. ხელებს მაღლა ვწევ და ვხედავ, როგორ უერთდებიან ხელის თითები ერთმანეთს ლოცვის ჟესტით.
ყრუ კვნესით ვიღვიძებ.

ერთხელ ღამით, დეკემბრის დასაწყისში, საწოლში ვიწექი და ვუსმენდი ქარის კვნესას, რომელიც ჩემს ოთახში ფანჯრის ღრიჭოდან აღწევდა. ავდექი, მაისური, გახუნებული ”ლევისი”, ბოტასები და ქურთული ჩავიცვი და ქუჩაში გავედი. დილის 3:05 იყო.
უმიზნოდ დავხეტიალობდი, ღრმად ვისუნთქავდი ნესტიან, ცივ ჰაერს, ღამის ქუჩების იშვიათ ხმებს ვუყურადებდი და ხანდახან ვარსვლავიან ცასაც ავხედავდი ხოლმე. სიცივისგან მოშიებულმა, გადავწყვიტე ღამის ბენზო-გასამართ სადგურთან გამევლო, რათა ორცხობილა და რაიმე უალკოჰოლო სასმელი მეყიდა. მოთმინებით მივავიჯებდი, ჯიბეებში ხელებით, ბენზო-გასამართი სადგურის შუქებისკენ. ეს იყო ნათელი ოაზისი ფლუორესცენტული განათებით, დაკეტილი მაღაზიებისა და კინოთეატრების ბნელ უდაბნოში.

სადგურის გვერდით ავტო-ფარეხის კუთხეში შევუხვიე და თითქმის შევეჯახე ადამიანს, რომელიც სკამზე, ჩრდილში იჯდა, სადგურის წითელი კედლის გვერდით. შეშინებულმა უკან დავიხიე. მას თავზე წითელი ბეწვის ქუდი ეხურა, რუხი შორტები ეცვა, თეთრი წინდები და იაპონური სანდალები. თითქოს საერთოდ არ სციოდა ამ მსუბუქ ქარიან ამინდში, არადა თერმომეტრი მის თავს ზემოთ 3 გრადუს ცელსიუსს აჩვენებდა.
თავიც არ აუწევია, ისე წარმოთქვა ძლიერი, თითქმის მუსიკალური ხმით:

– «მაპატიე, თუ შეგაშინე».
«არაფერია, ყველაფერი რიგზეა ბიძაჩემო, სოდიანი სასმელი ხომ არ გაქვთ?»

«აქ მე მხოლოდ ხილის წვენი მაქვს. და”ბიძას” ნუ მეძახი!» ჩემსკენ შემობრუნდა ნახევრადღიმილით, ქუდი მოიხადა და თეთრი კაშკაშა თმები გამოაჩინა, შემდეგ კი გაიცინა.

ზუსტად იგივე სიცილი! რამდენიმე წამი გამოშტერებული ვუცქერდი. სწორედ ის მოხუცია ჩემი სიზმრიდან! თეთრი თმა, ნათელი, უნაოჭო სახე, მაღალი ჩადგმული ადამიანი, ორმოცდაათი-სამოცი წლის. მან კვლავ გაიცინა. ბორძიკით, მაგრამ მაინც მოვახერხე, რომ მეპოვნა და შემეღო კარი აბრით «ოფისი». იმავდროულად, როგორც კი ოფისის კარი გაიღო, ვიგრძენი, რომ ასევე გაიღო კარი სხვა განზომილებაში. კანკალით, მოწყვეტილი დავეშვი ძველ სავარძელში, იმის შიშით, თუ რა შეიძლებოდა შემომჭროდა ამ კარიდან ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ჩემი შიში შერეული იყო უჩვეულო აღფრთოვანებასთან, რომელსაც განსაზღვრებას ვერ ვუძებნიდი. ვიჯექი, წყვეტილად და მოკლედ ვსუნთქავდი და ვცდილობდი აღმედგინა სამყაროს ჩვეული აღქმა.
მივიხედ-მოვიხედე. ოფისი ძალიან განსხვავდებოდა რიგითი ოფისის სტერილურობისგან და კანცელარულობისგან. სავარძელზე, რომელზეც მე ვიჯექი, გადაფარებული იყო გახუნებული, მაგრამ ჯერ კიდევ კოლორიტული მექსიკური გადასაფარებელი. ჩემგან მარცხნივ, შემოსასვლელის გვერდით, იდგა კარადა აკურატულად დაწყობილი საგზაო წვრილმანებით: რუქებით, ფანარებით, მზის სათვალეებით და ა.შ. კაკლის საწერი მაგიდის უკან სავარძელი იდგა, კარის გვერდით, წარწერით «შესვლა აკრძალულია», იდგა ჭურჭელი სასმელი წყლით. ჩემგან მოპირდაპირე მხარეს ავტო-ფარეხის კარი იყო.

ყველაზე მეტად ამ ოთახის საშინაო ატმოსფერომ გამაოცა. ოთახის იატაკს ღია ყვითელი სქელბეწვიანი ხალიჩა ამშვენებდა. თეთრად შეღებილ კედლებს კი - რამდენიმე პაიზაჟი. რბილი შუქი მამშვიდებდა, განსხვავებით კაშკაშა ფლუორესცენტული განათებისგან გარშემო. მთლიანობაში ოთახი იძლეოდა სითბოს, მყუდროებისა და უსაფრთხოების შეგრძნებას.

საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ეს ოთახი გახდებოდა საოცარი თავგადასავლების, ჯადოსნობის, საფრთხისა და რომანტიკის ადგილი გახდებოდა. იმ მომენტში მხოლოდ ეს გავიფიქრე: «ამ ოთახს ძალიან მოუხდებოდა ბუხარი».
მალე, ჩემი სუნთქვა თანაბარი გახდა, ხოლო ჭკუა, ბოლომდე თუ არ დამშვიდდა, ყოველ შემთხვევაში აზრების ტალღა მაინც შეაჩერა. რა თქმა უნდა, ამ თეთრთმიანი კაცის მსგავსება ადამიანთან ჩემი სიზმრიდან უბრალო დამთხვევა იყო. ჩასუნთქვასთან ერთად ელვა შევიკარი ჩემს ქურთუკზე და გარეთ გავედი, ცივ ჰაერზე.

იგი უწინდებურად იმავე ადგილას იჯდა. გვერდზე ჩავლისას შეპარვით მოვავლე მზერა მის სახეს. სინათლის გამობრწყინებამ მის თვალებში მიმიზიდა. ასეთი თვალები ადრე არასოდეს მენახა. თავიდან მეჩვენებოდა, რომ მასში ცრემლები დაგროვდა; შემდეგ ცრემლები ბრწყინვალებად იქცა, თითქოს ვარსკვლავების ანარეკლნი ყოფილიყვნენ. რაღაც დროით ბოლომდე შევერწყი ჩვილი ბავშვის ამ მტკიცე და ცნობისმოყვარე თვალებს.
არ ვიცი, რა დრო გავიდა - წამები ან წუთები - ან იქნებ მეტიც. შემკრთალი აზრზე მოვედი, დამშვიდობების ნიშნად ჩავილუღლუღე და წავედი.

როცა ტროტუარს მივუახლოვდი, შევჩერდი. კეფით ვგრძნობდი, რომ მიმზერდა. თხუთმეტი წამიც არ გასულა, რომ შემოვბრუნდი. იგი ხელებგადაჯვარედინებული ვარსკვლავებს უცქერდა, სახურავზე მდგარი! პირდაღებული მივაშტერდი ცარიელ სკამს კედელთან, შემდეგ კვლავ ზემოთ ავიხედე. ეს შეუძლებელია! საბურავიც რომ გამოეცვალა გიგანტურ კვახის კარეტაზე, რომელსაც უზარმაზარი თაგვი მართავდა, ეფექტი მაინც არ იქნებოდა უფრო განსაცვიფრებელი.
ღამის სიჩუმეში, თვალს ვერ ვწყვეტდი მის მწყობრ ფიგურას, რომელიც ამ მანძილიდანაც კი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. უეცრად თავი მოატრიალა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. იგი ოც მეტრზე ნაკლებ მანძილზე არ იყო ჩემგან, მაგრამ თითქმის საკუთარ სახეზე ვიგრძენი მისი სუნთქვა. კანკალმა ამიტანა. კარი, რომლის მიღმაც რეალობა სიზმრებში გადადიოდა, კვლავ ფართოდ გაიღო.

«დიახ? – თქვა მან – რით შემიძლია დაგეხმაროთ?» წინასწარმეტყველური სიტყვები!
«მაპატიეთ, მაგრამ…»
«გაპატიე», – გაიღიმა მან. ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა სახე. ეს ყველაფერი მაღიზიანებდა. იგი მეთამაშებოდა, მე კი თამაშის წესებიც კი არ ვიცოდი.
«კარგი! როგორ მოხვდი სახურავზე?»
«როგორ მოვხვდი სახურავზე?» – უმანკო და გაკვირვებული სახით დააზუსტა მან.
«დიახ. როგორ მოხვდი ამ სკამიდან სახურავზე ოც წამზე ნაკლებ დროში? შენ ამ სკამზე იჯექი. მე წავედი, კუთხეშჳ მოვტრიალდი, შენ კი...»
«მე ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებდი, – თქვა მან, – არაა საჭირო ამის მოყოლა ჩემთვის. საქმე იმაშია, შენ თუ იცი თავად რას აკეთებდი?»
«რა თქმა უნდა, ვიცი რასაც ვაკეთებდი!» – ახლა კი გავბრაზდი; მე ბავშვი არ ვარ, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლო! თუმცა ძალიან მინდოდა მოხუცის ამ ფანდის საიდუმლო ამომეხსნა, ამიტომ რისხვა შევიკავე და ზრდილობიანად მივმართე: «ძალიან გთხოვთ, სერ, მომიყევით, როგორ მოხვდით სახურავზე?»

მან მხოლოდ შემომხედა, ზემოდან ქვემოთ, სანამ ისევ არ გამიხურდა კეფა. ბოლოს და ბოლოს მიპასუხა:
«კიბე ავიღე. ის იქაა, მეორე მხარეს». შემდეგ ჩემდამი ინტერესი დაკარგა და კვლავ ვარსკვლავების ჭვრეტა დაიწყო.

სწრაფად შემოვუარე შენობას. იქ მართლაც იდგა ძველი კიბე, მაგრამ მისი ბოლო სახურავის კიდეს ყველაზე ნაკლები მეტრანახევრით მაინც ვერ წვდებოდა; რომც გამოეყენებინა იგი, რაც თავისთავად ძალიან საეჭვო იყო, ეს მაინც ვერ ხსნიდა, როგორ მოახერხა სახურავზე ასვლა დათვლილ წამებში.

სიბნელეში რაღაც დაეშვა ჩემს მხარზე. სუნთქვა შევიკარი და მკვეთრად მოვბრუნდი. ეს მისი ხელი იყო. მან მოახერხა, რომ სახურავიდან ჩამოსულიყო და ჩუმად მომპარვოდა. ამ დროს თავში მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტი მომივიდა. მას ორეული ჰყავდა! და ისინი კარგად გაერთნენ უდანაშაულო კლიენტის დაშინებით. სასწრაფოდ გადავედი შეტევაზე.

«მისტერ, სად არის თქვენი ორეული? მე თქვენ სულელი ხომ არ გგონივართ?!».

მან კოპები შეიკრა, შემდეგ კი გადაიხარხარა. მორჩა! საკმარისია! მე ის გავშიფრე! მაგრამ მისმა პასუხმა შეარყია ჩემი თავდაჯერებულობა.

«როგორ ფიქრობ, ორეული რომ მყავდეს, აქ ვიდგებოდი ახლა და ”ვიღაც სულელთან” საუბარში დავკარგავდი დროს? კვლავ გაიცინა და უკან წავიდა, ავტოფარეხისკენ, მე კი კვლავ პირღია დამტოვა. ამ კაცს რკინის ნერვები ჰქონდა.
სასწრაფოდ დავედევნე, რომ დავწეოდი. იგი გარაჟში შევიდა და კარბურატორის შეკეთება დაიწყო, ძველი ფორდ პიკაპის კაპოტის ქვეშ. «და მე სულელი ვარ, ხო?» – წარმოვთქვი იმაზე უფრო საბრძოლო განწყობით, ვიდრე თავად მინდოდა.
«ჩვენ ყველანი სულელები ვართ, – მიპასუხა მან, – უბრალოდ ზოგიერთმა ადამიანმა იცის ეს, სხვებმა კი საერთოდ არ იციან. შენ როგორც ჩანს ამ უკანასკნელებს ეკუთვნი. გთხოვ, აი ის პატარა ქანჩის გასაღები მომაწოდე».
მე მივაწოდე ქანჩი და შემოვბრუნდი, რათა წამოვსულიყავი. მაგრამ სანამ წამოვიდოდი უნდა გამეგო. «ძალიან გთხოვ, მითხარი როგორ ახვედი სახურავზე? მე ვერ ვხვდები».

მან ქანჩი მომაწონდა, სიტყვებით: «სამყარო – ეს გამოცანაა; არ ღირს მასში აზრის ძებნა». მან თაროზე მიმითითა ჩემს უკან. «ახლა ჩაქუჩი მჭირდება».

მე კიდევ ერთი წუთი ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ გამეხადა იძულებული, ეთქვა ის, რაც მჭირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანდა არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ჩემს იქ ყოფნას. მე დავნებდი და გასასვლელისკენ წავედი, მაშინ მან დაილაპარაკა: «დარჩი». ეს თხოვნა არ იყო; არც ბრძანება. ეს უბრალოდ მტკიცე შემოთავაზება იყო. მისი თვალების გამომეტყველება რბილი იყო.
«რატომ უნდა დავრჩე?»
«მე შემიძლია გამოგადგე», – თქვა მან, და მარჯვედ ამოიღო კარბურატორი, როგორც გამოცდილმა ქირურგმა გულის გადანერგვის დროს. ფრთხილად დადო და ჩემსკენ სახით შემობრუნდა.
«აი, – თქვა მან და კარბურატორი გადმომცა, – დაშალე და ნაწილები ამ ვედროში ჩააწყვე. ეს შენს ჭკუას კითხვებისგან მოაცდენს».

ჩემი წყენა სიცილში გადაიზარდა. ამ მოხუცს შეუძლია ძალიან უხეში იყოს, თუმცა ასევე საინტერესოც. გადავწყვიტე კომუნიკაბელური ვყოფილიყავი.
«მე დენი მქვია, – ვუთხარი და ხელი გავუწოდე არაგულწრფელი ღიმილით, – შენ?»
მან ჩემს გაწვდილ ხელში ჩაქუჩი ჩამიდო. «ჩემს სახელს არ აქვს მნიშვნელობა; არც შენსას. ის, რაც მართლა მნიშვნელოვანია, სიტყვებისა და კითხვების მიღმა დგას».
«ვერაფერი ვერ იქნება კითხვებს მიღმა, – მკვეთრად შევეპასუხე მე, – მაგალითად როგორ აფრინდი სახურავზე?»
«მე არ ავფრინდი. მე ავხტი, – მიპასუხა პოკერის მოთამაშის გამომეტყველებით, – ეს არაა მაგია, ასე რომ თავს ზედმეტად ნუ დააიმედებ. შენთან დაკავშირებით კი მართლაც სერიოზული მაგიაა საჭირო. როგორც ჩანს ვირის გონიერ არსებად გადაქცევა მომიწევს».
«ეშმაკმა დალახვროს, ვინ ხარ შენ, რომ ასეთ რაღაცეებს მეუბნები?»
«მე – მეომარი ვარ! – წარმოთქვა მან ნელა და მკაფიოდ, – ამ ცნების მიღმა, შენ შეგიძლია მხოლოდ იმად დამინახო, ვისი დანახვაც გინდა.»
«შენ რა, არ შეგიძლია პირდაპირ კითხვაზე მიპასუხო?» – ბრაზით ვეცი კარბურატორს.
«დამისვი პირდაპირი კითხვა და ვეცდები გიპასუხო», – თქვა მან, უცოდველი ღიმილით. სახრახნისი გამისხლტა და თითი «დალახვროს ეშმაკმა!» – წამოვიძახე მე, და ხელის საბანს მივვარდი, რომ ჭრილობა მომებანა. სოკრატემ ბინტი მომაწოდა.
«კარგი. აი შენ უბრალო კითხვა, – ვეცადე მოთმინება შემენარჩუნებინა ხმაში, – როგორ შეგიძლია გამომადგე?»
«მე უკვე გამოგადექი», – მიპასუხა მან და შეხვეულ თითზე მიმითითა.
ეს ბოლო წვეთი იყო. «მომისმინე, მეტ დროს აღარ დავკარგავ. სახლში უნდა წავიდე და დავიძინო», – კარბურატორი დავდე და წასვლა დავაპირე.

«რა იცი, რომ მთელი შენი ცხოვრება არ გეძინა? რა იცი, რომ ახლა არ გძინავს?» – ღიღინით და თვალებგაბრწყინებულმა წარმოთქვა მან.
«როგორც იტყვი», – ძალიან დამღალა კამათმა, – თუმცა, მაინც, მითხარი სანამ წავალ: როგორ მოახერხე ეს ფანდი სახურავთან დაკავშირებით?»

იგი მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და ჩემი ხელი აიღო: «ხვალ, დენ, ხვალ». თბილად მიღიმოდა, და მთელი ჩემი შიში და გაღიზიანება თითქოს ქარმა გაფანტა. მთელს ხელში, შემდეგ კი მთელს სხეულში მწიწკნიდა. «სასიამოვნო იყო შენთან კვლავ შეხვედრა», – დაამატა მან.

«რას გულისხმობ ამ სიტყვაში „კვლავ“? – წამოვიწყე და მაშინვე თავი შევიკავე, – გავიგე, გავიგე - ხვალ». ორივეს გაგვეცინა. კარისკენ წავედი და შევჩერდი, შემოვტრიალდი, ყურადღებით შევხედე და ვთქვი: «ნახვამდის, სოკრატე».
წამით შეყოყმანდა, შემდეგ კი კეთილი განწყობით აიჩეჩა მხრები. ვიფიქრე, რომ მოეწონა ეს სახელი. ისე წამოვედი, რომ სიტყვაც აღარ მითქვამს.

Posted by: tikoroma Jun 16 2013, 11:30 PM

Atm@n

აჰა, დაუბრუნდი ჩემს საყვარელ საქმიანობას biggrin.gif (ანუ თარგმნას , ხო იცი შენი მკითხველი ვარ biggrin.gif)

Posted by: Atm@n Jun 16 2013, 11:34 PM

tikoroma

ყველაზე ადვილი საქმეა smile.gif)

Posted by: Atm@n Jun 17 2013, 08:02 AM

მომდევნო დილით დიდხანს მეძინა და პირველი მეცადინეობა გავაცდინე. ჩემი სადილისშემდგომი ვარჯიშისთვის უკვე მთლიანად გამოვფხიზლდი და თავს მხნედ ვგრძნობდი.
ტრიბუნებზე ზემოთ-ქვემოთ სირბილის შემდეგ რიკი, სიდი და მე, გუნდის სხვა წევრებთან ერთად გაოფლილები იატაკზე ვიწექით და ფეხების, მხრებისა და ზურგის გაჭიმვებს ვაკეთებდით. ჩვეულებრივ მე ჩუმად ვიყავი ამ პროცედურის დროს, მაგრამ ამ დღეს უბრალოდ არ შემეძლო არ მომეყოლა წინა ღამის შესახებ. რაც შემეძლო მათთვის მეთქვა მხოლოდ ეს იყო: «მე შევხვდი ერთ ძალიან უჩვეულო კაცს გუშინ ღამით ბენზო-გასამართ სადგურზე».

ჩემს მეგობრებს გაჭიმვით გამოწვეული ტკივილები უფრო აღელვებდათ, ვიდრე ჩემი ამბები. ჯერ სხვადასხვა სახის აზიდვები გავაკეთეთ და გავხურდით, მერე კი აკრობატულ სავარჯიშოებზე გადავედით. სანამ ძელზე ვტრიალებდი, გიმნასტიკურ ცხენზე მაკრატელს ვაკეთებდი და ახალ კომპლექსს ვითვისებდი რგოლებზე, არა მტოვებდა ფიქრი იდუმალებით მოცულ ადამიანზე, სახელად ”სიკრატე”. გაღიზიანების გრძნობა და ბრაზი მდევნიდა მისგან, მაგრამ ამასთანავე ძალიან მინდოდა შემეცნო მისი იდუმალი პიროვნება.

ვახშამის შემდეგ სწრაფად გადავავლე თვალი დავალებებს ისტორიასა და ფსიქოლოგიაში, დავწერე თხზულების შავი ვერსია ინგლისურში და მაშინვე გავვარდი ოთახიდან. 23:00 იყო. ბენზო-გასამართ სადგურთან მიახლოებასთან ერთად ეჭვები მიპყრობდნენ. მართლა უნდოდა კიდევ ჩემი ნახვა? რა უნდა ვუთხრა ისეთი, რაც შთააგონებს, რომ მაღალგანვითარებული პიროვნება ვარ?
იგი შესასვლელში იდგა. თავი დამიხარა და ფართო ჟესტით ოფისში შემიპატიჟა.

«გთხოვ, გაიხადე ფეხსაცმელი – ასეთი წესი მაქვს».

დივანზე ჩამოვჯექი და ფეხსაცმელი იქვე დავაწყვე. ჯერ ისევ ფრთხილი თვალით ვუყურებდი ამ იდუმალ უცნობს.

გარეთ წვიმა იწყებოდა. ოფისის სითბო და სინათლე სასიამოვნო კონტრასტში იყო ბნელ ღამესთან და ავისმომასწავებელ ღრუბლებთან. მოვდუნდი, საზურგეზე გადავწექი და ვთქვი: «იცი, სოკრატე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს უკვე შემხვედრიხარ ადრე».

«შეგხვედრივარ, – მიპასუხა მან, და კვლავ გააღო კარი, სადაც სიზმრები და რეალობა ერთმანეთში იეროდა. ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დავამატე:
«მ-მ, სიზმარი მესიზმრა, და შენ იქ იყავი». ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაგრამ სახეზე არაფერი შეტყობია.
«მე ბევრი ადამიანის სიზმარში ვყოფილვარ; შენც. მომიყევი აბა შენი სიზმარი», – გამიღიმა მან.

დეტალებში მოვუყევი სიზმარი. როცა დავამთავრე მითხრა: «დიახ, ეს ძალიან კარგი სიზმარია». ვერც კი მოვასწარი რას გულისხმობდა, რომ სადგურის ზარმა დარეკა - ერთხელ, მერე მეორედ. სოკრატემ სამხედრო პონჩო მოიხურა და გარეთ გავიდა. მე ფანჯრიდან ვუყურებდი.

ზუსტად საღამოს «ცხელი» დრო იყო: პარასკევი, პიკის საათი. ერთი კლიენტი მეორეს ცვლიდა. ვიგრძენი, რომ სისულელე იყო უბრალოდ სავარძელში ჯდომა და დასახმარებლად გავედი, მაგრამ მეჩვენებოდა რომ სოკრატე ამას ვერ ამჩნევდა.

ჩემს წინ მანქანების უსასრულო რიგი იდგა: ორფერიანები, წითლები, მწვანეები, შავები, მყარი თავსახურით, პიკაპები, ასევე სპორტული უცხოური მანქანები. კლიენტების განწყობა ისეთივე ცვალებადი იყო, როგორც მანქანები. მხოლოდ თითო-ოროლა იცნობდა სოკრატეს, უმეტესობა კი ერთ-ორ მზერას სტყორცნიდა, თითქოს რაღაც უჩვეულო, მაგრამ გაურკვეველი შეამჩნიესო.

ზოგიერთი ადამიანი ბოლომდე მხიარულობდა და ხმამაღლა იცინოდა, სანამ გარეთ ველოდებოდით. სიკრატე მათთან ერთად იცინოდა. ერთი-ორმა მოღუშულმა კლიენტმა განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიეს, რომ ეუხეშათ. თუმცაღა სოკრატე ყველაფერს ერთნაირი გულისხმიერებით ღებულობდა, თითქოს ყოველი ადამიანი მისი პერსონალური სტუმარი ყოფილიყოს.
შუაღამის შემდეგ მანქანების რიცხვი შემცირდა.

როცა ოფისში შევედით, სოკრატემ მადლობა გადამიხადა დახმარებისთვის. მე გულგრილად ავიჩეჩე მხრები, მაგრამ მესიამოვნა, რომ შეამჩნია. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ვინმეს რამეში დავეხმარე.
კვლავ თბილ ოფისში აღმოჩენილს მაშინვე გამახსენდა ჩვენი დაუმთავრებელი საქმე. სავარძელზე წამოვწექი და მაშინვე ვკითხე: «სიკრატე, რამდენიმე კითხვა მაქვს».

მან ხელები მლოცველის ჟესტით შეატყუპა და ზემოთ აიხედა, თითქოს ღვთაებრივ დახმარებას ან ღვთაებრივ მოთმინებას თხოულობდა.

«მიდი, – ჩაისუნთქა მან, – დასვი შენი კითხვები».
«მაშ ასე, მე უწინდებურად მინდა გავიგო სახურავის შესახებ, ასევე მაინტერესებს რატომ თქვი ”სასიამოვნო იყო კვლავ შენთან შეხვედრა”, კიდევ მაინტერესებს რა შემიძლია გავაკეთო შენთვის და შენ რაში შეგიძია გამომადგე. და მაინტერესებს რამდენი წლის ხარ».
«მოდი ყველაზე მარტივით დავიწყოთ. მე ოთხმოცდათექვსმეტი წლის ვარ შენი დროით».
ის ვერანაირად ვერ იქნებოდა ოთხმოცდათექვსმეტის. ორმოცდათექვსმეტი შეიძლება; უკიდურეს შემთხვევაშჳ სამოცდაექვსის. მაგრამ ოთხმოცდათექვსმეტის... ის იტყუებოდა. მაგრამ რაშჳ ჭირდება ტყუილი? და კიდევ, მე უნდა გამეგო სხვა რაღაცეებიც, რაზეც დუმდა.
«სოკრატე, რას ნიშნავს ”შენი დროით”? შენ რა, აღმოსავლური დროით ცხოვრობ, ან - ვეცადე მეხუმრა - კოსმოსიდან ხარ?»
«ნუთუ ყველანი იქიდან არ ვართ?» – მიპასუხა მან. ამ მომენტისათვის ამას სრულიად შესაძლებლად
«მაგრამ, მაინც მინდა გავიგო, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთმანეთისთვის».
«მხოლოდ ერთი: მე წინააღმდეგი არ ვარ კიდევ ერთი უკანასკნელი მოსწავლისა, შენ კი ნამდვილად გჭირდება მასწავლებელი».
«მე ბევრი მასწავლებელი მყავს», – ვუთხარი ნაჩქარევად.
«მართლა?». გაჩუმდა. «გყავს თუ არა შესაფერისი მასწავლებელი იმაზეა დამოკიდებული, თუ რისი სწავლა გინდა». იგი მსუბუქად წამოდგა სავარძლიდან და კარებისკენ წავიდა. «წამო, რაღაცას გაჩვენებ».
ჩვენ კუთხეში გავედით, ქვემოთ, ავენიუზე, იშლებოდა ხედი საქმიანი რაიონისკენ, უფრო შორს კი სან-ფრანცისკოს სინათლეებისკენ.

«სამყარო ჩვენს წინ, – თქვა მან და ხელი ჰორიზონტისკენ გაიშვირა, – ეს სკოლაა, დენ. ცხოვრება ერთადერთი ნამდვილი მასწავლებელია. იგი გვთავაზობს უამრავ სხვადასხვა გამოცდილებას. და გამოცდილებას რომ თავისთავად სიბრძნე და სრულყოფილება მოჰქონდეს, მაშინ ყველა ხანშიშესული ადამიანი ბედნიერი და გასხივოსნებული იქნებოდა. თუმცაღა გამოცდილების გაკვეთილები დაფარულია. მე შემიძლია დაგეხმარო შენი გამოცდილებიდან გაკვეთილების მიღებაში, რომ მკაფიოდ შეძლო სამყაროს ხედვა, მკაფიოობა კი სწორედ ისაა, რაც ასე ძალიან გაკლია. შენმა ინტუიციამ იცის, რომ ეს სიმართლეა, მაგრამ შენი ჭკუა ეწინააღმდეგება. შენ ბევრი გამოსცადე, მაგრამ ცოტა ისწავლე».

«მე ამაში ვერ ვერკვევი, სოკრატე. და ასე შორს არც წავიდოდი».
«შენ ჯერ ეს არ იცი, დენ, მაგრამ ამაზე გაცილებით მეტს ისწავლი, გარწმუნებ».

გასამართი სადგურისკენ მივდიოდით, როცა წითელი «ტოიოტა» მოგვიახლოვდა. სოკრატე ლაპარაკს აგრძელებდა და თან ავზის სახურავს ხსნიდა.

«როგორც ადამიანთა უმეტესობას, შენც გასწავლიდნენ ინფორმაციის დაგროვებას გარედან: წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ექსპერტებისგან». პისტოლეტი ავზში ჩაყო. «ამ მანქანის მსგავსად, შენ იხსნები და საშუალებას აძლევ ფაქტებს, რომ იდინონ შენში. ხანდახან ინფორმაცია მაღალი ხარისხისაა, ხანდახან არა. შენს ცოდნას მიმდინარე საბაზრო ფასად ყიდულობ პრაქტიკულად ისევე, როგორც ბენზინს ყიდულობენ».

«გმადლობ, რომ შემახსენე. ორი დღის მერე უნივერსიტეტში გადასახადი მაქვს გადასახდელი».

სოკრატემ მხოლოდ თავი დამიქნია და ავზის გავსება განაგრძო. როცა ბაკი აივსო, სოკრატემ განაგრძო საწვავის ჩასხმა, სანამ მიწაზე არ დაიწყო გადმოღვრა. ბენზინის ნაკადმა ტროტუარზე გაირბინა.

«სოკრატე! ავზი სავსეა! ნახე, რას აკეთებ!»

ყურადღებაც არ მიუქცევია, ისე განაგრძო: «დენ, როგორც ეს ავზი, შენც გადავსებული ხარ სხვადასხვა რწმენებით, უსარგებლო ცოდნით. შენ ინახავ მრავალ ფაქტს და მოსაზრებას, საკუთარ თავზე კი ცოტა იცი. სანამ ისწავლი, ჯერ ავზი უნდა დააცარიელო». მას გაეცინა, თვალი ჩამიკრა, ტუმბო გამორთო და დაამატა: «გთხოვ, მოიყვანე ყველაფერი წესრიგში».

ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს გაცილებით მეტს გულისხმობდა, ვიდრე დაქცეულ ბენზინს. მე ნაჩქარევად გადავრეცხე საწვავი წყლის ნაკადით. სოკმა მძღოლს ფული გამოართვა, გაუღიმა და ხურდა დაუბრუნა. შემდეგ ისევ ოფისში შევედით და სავარძლებში მოვეწყვეთ.

«რის გაკეთებას აპირებ? შენი ფაქტებით გამავსებ?», – ღიმილით ვკითხე მე.

«არა, მე არ ვაპირებ სხვა ფაქტებით დაგტვირთო; მე მინდა ,,სხეულის სიბრძნე’’ გაჩვენო. ყველაფერი, რისი სწავლაც მოგიწევს, შენს შიგნითაა; სამყაროს საიდუმლოებები შენი სხეულის უჯრედებშია აღბეჭდილი. მაგრამ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს შინაგანი ხედვა. არ იცი როგორ წაიკითხო სხეული. შენი ერთადერთი წყარო წიგნები და ექსპერტები იყვნენ, და ისღა დაგრჩენოდა მათ დაყრდნობოდი იმ იმედით, რომ მართლები არიან. როცა სხეულის სიბრძნეს დაეუფლები, მასწავლებელთა შორის მასწავლებელი გახდები».

ცალყბად გამეღიმა. ეს ბენზინის ჩამსხმელი ჩემს პროფესორებს უმეცრებაში ადანაშაულებდა და მიანიშნებდა, რომ ჩემი განათლება კოლეჯში უსარგებლო იყო. «აჰ, სოკრატე, რა თქმა უნდა მე მესმის, რას გულისხმობ სიტყვებში ”სხეულის სიბრძნე”, მაგრამ მე არ ვიყიდი ამას».

მან ნელა გააქნია თავი. «შენ ბევრი რამე გესმის, მაგრამ პრაქტიკულად ვერაფერს ვერ აცნობიერებ».
«ეს როგორ გავიგო?»

«გაგება – ეს ერთი სიბრტყეა. ეს - ინტელექტუალური გააზრებაა, რომელსაც მივყავართ ცოდნამდე, რაც აქამდე დააგროვე. გაცნობიერება - ეს სამი განზომილებაა. ეს ”სხეულის მთლიანობის” ერთდროული ჩაწვდომაა - თავის, გულის და ფიზიკური ინსტინქტების. ეს მხოლოდ უშუალო განცდის შედეგად მოდის».

«მე ისევ გაურკვევლობაში ვარ».

«გახსოვს, პირველად როგორ ისწავლე მანქანის მართვა? ამ მომენტამდე შენ მგზავრი იყავი; შენ მხოლოდ გესმოდა ეს პროცესი. მაგრამ გააცნობიერე მხოლოდ მაშინ, როცა პირველად თავად გააკეთე ეს».
«სწორია! – ვთქვი მე, – მახსოვს, როგორ ვგრძნობდი: „აი, თურმე რა ყოფილა!“

«ზუსტად! ეს ფრაზა აღწერს სრულყოფილ გაცნობიერებას. ერთხელ შენ ამას იტყვი ცხოვრებასთან დაკავშირებითაც».

რაღაც მომენტში ჩავფიქრდი, შემდეგ გამოვფხიზლდი: «შენ ჯერ კიდევ არ განგიმარტავს აზრი იდეისა - ”სხეულის სიბრძნე”».

«წამომყევი, – სოკრატემ თითით მიმანიშნა კარზე, სადაც ეწერა ”შესვლა აკრძალულია”. შიგნით აბსოლუტური სიბნელე იყო. დავიძაბე, მაგრამ შიშმა ადგილი დაუთმო მწველი მოლოდინის სასიამოვნო შეგრძნებას. ახლა მე გავიგებ ჩემს პირველ საიდუმლოს: სხეულის სიბრძნეს.

შუქი აინთო. ჩვენ ტუალეტში ვიყავით და სოკრატე ხმამაღლა შარდავდა უნიტაზში.

«სწორედ ესაა, – თქვა ამაყად, – სხეულის სიბრძნე». მისი ხარხარი ექოდ გაისმა კაფელის კედლებში. მე გამოვედი, სავარძელზე ჩამოვჯექი და იატაკს, ხალიჩას დავაშტერდი.
როცა გამოჩნდა, ვუთხარი: «სოკრატე, მე ჯერ კიდევ მინდა გავიგო...»

«თუ შენ აპირებ, რომ სოკრატე მიწოდო, - შემაწყვეტინა მან, - მაშინ პატივი ეცი ამ სახელს და მომეცი საშუალება დრო და დრო კითხვები დაგისვა და პასუხები მივიღო. მოგწონს ეს წინადადება?»
«მშვენიერია! – მივუგე მე, – შენ ახლახანს დასვი კითხვა, და მე გიპასუხე. ახლა ჩემი ჯერია. ვისაუბროთ აფრენის ილეთზე, რომელიც იმ ღამით გააკეთე...»
«შენ შეუპოვარი ყმაწვილი ხარ, ასე არაა?»

«დიახ, მე ასეთი ვარ. მე ვერ გავხდებოდი ის, ვინც გავხდი დღეს, შეუპოვრობის გარეშე, და ეს მეორე კითხვაა რომელზეც პირდაპირი პასუხი მიიღე. ახლა ჩემს კითხვებზე გადავიდეთ».
იგნორირება გამიკეთა და მკითხა: «სად იმყოფები დღეს, ამ მომენტში? »

დავიწყე მოყოლა საკუთარი თავის შესახებ. მოვუყევი შორეულ და ახლო წარსულზე, ასევე ჩემს ამოუხსნელ დეპრესიებზე. ის მოთმინებით და ყურადღებით მისმენდა, თითქოს მთელ დროს განაგებდა სამყაროში, სანამ რამდენიმე საათის შემდეგ არ დავამთავრე.

«ძალიან კარგი, – თქვა მან, – მაგრამ შენ ჯერ კიდევ არ გითქვამს, სად იმყოფები ახლა».
«არა, გიპასუხე. გახსოვს, გეუბნებოდი, რის შედეგად გავხდი ის, რაც ახლა ვარ: მძიმე შრომის შედეგად».
«სად იმყოფები ახლა?»
«რა გინდა თქვა, სად ვარ?»
« სად ხარ?» – ჩუმად გაიმეორა მან. .
«მე – აქ ვარ».
«სად არის, ეს აქ?»
«ამ ოთახში, ამ ბენზო-გასამართ სადგურზე!» – ამ თამაშისგან მოთმინება მეცლებოდა.
«სად არის ეს ბენზო-გასამართი სადგური?»
«ბერკლიში».
«სად არის ბერკლი?»
«კალიფორნიაში».
«სად არის კალიფორნია?»
«შეერთებულ შტატებში».
«სად არის შეერთებული შტატები?».
«დედამიწის ზედაპირზე, დასავლეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთ კონტინენტზე. სოკრატე, მე…».
«სად არიან კონტინენტები?»
ღრმად ჩავისუნთქე: «პლანეტა დედამიწაზე. არ მოვრჩით?»
«სად არის პლანეტა დედამიწა?»
«მზის სისტემაში, მზისგან მესამე პლანეტა. მზე – ეს პატარა ვარსკვლავია გალაქტიკაში ირმის ნახტომი, მორჩა?».
«სად არის ირმის ნახტომი?»
«ო, ღმერთო, – მოუთმენლად ჩავისუნთქე და თვალები გადავატრიალე, – სამყაროში». მივეცი რა ამომწურავი პასუხი, სავარძლის საზურგეზე გადავწექი და ხელები გადავიჯვარედინე.
«და სად, – გაეღიმა სოკრატეს, – იმყოფებასამყარო?»
«სამყარო იმყოფება… ნუ, მთლიანობაში სხვადასხვა თეორიები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა მისი ფორმირება …»
«ეს ის არაა, რასაც გეკითხები. სად იმყოფება იგი?»
«არ ვიცი! როგორ უნდა ვუპასუხო ამ კითხვაზე?»

«აი, ზუსტად. არ შეგიძლია უპასუხო და ვერც ვერასოდეს შეძლებ. ამის გაგება შეუძლებელია. შენ უმეცრებაში ხარ იმასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფება სამყარო, და შესაბამისად სად იმყოფები შენ. ფაქტიურად, წარმოდგენა არა გაქვს სად რა იმყოფება, და ამასთანავე შენ არ იცი როგორ მოხვდა იგი იქ. ეს საიდუმლოა. ჩემი უმეცრება, დენ დაფუძნებულია ამ გაგებაზე. შენი გაგება კი დაფუძნებულია უმეცრებაზე. მე - სულელი ვარ იუმორის გრძნობით. შენ კი - ვირი ხარ სერიოზული სახით.»

«მომისმინე, – ვთქვი მე, – არის რაღაცეები, რაც უნდა იცოდე ჩემს შესახებ. ჯერ ერთი, მე უკვე ვარ ერთგვარი მეომარი. მე ძალიან კარგი გიმნასტი ვარ». ჩემი სიტყვების დასადასტურებლად და სპონტანურობის საჩვენებლად სავარძლიდან წამოვდექი, უკუღმა გავაკეთე სალტო და გრაციოზულად დავხტი ფეხებზე.

«ვოვ, – თქვა მან, – კლასია. კიდევ ერთხელ მაჩვენე!»
«იცი, ეს სულაც არაა ყველაზე რთული ილეთი სოკ, ჩემთვის ეს უმარტივესია». მთელი ძალით ვეცადე, მაგრამ ვერ დავფარე ამაყი ღიმილი სახეზე. მიჩვეული ვიყავი მსგავსი ტრიუკების ჩვენებას ბავშვებისთვის, პარკებში, ან სანაპიროზე. მათაც უნდოდათ კვლავ ენახათ ეს.

«კარგი, სოკ, ყურადღებით მიყურე». ზემოთ ავხტი, და იმ წამს, როცა ჰაერში ვტრიალდებოდი, ვიღაცამ, ან რაღაცამ ძლიერად მიბიძგა. სავარძელზე დავეცი და მექსიკურ გადასაფარებელში გავიხლართე. სასწრაფოდ წამოვყავი თავი, მზერით სოკრატეს ვეძებდი. ის წინანდებულად სკამზე იჯდა, ოთახის მეორე ბოლოში, ჩემგან თორმეტ ფუტში და ეშმაკურად იღიმებოდა.

«როგორ გააკეთე ეს?». ჩემი შეცბუნება ისეთივე სრული იყო, როგორც მისი უმანკო გამომეტყველება.
«მოგეწონა ფრენა?» – მკითხა მან. «გინდა კიდევ სცადო?» და დაამატა: «არ გაბრაზდე, დენ, შენი შეცდომის გამო. ისეთი დიადი მეომრებიც კი, როგორიც შენ ხარ, ხანდახან მარცხდებიან».

გაოგნებული წამოვდექი და გადასაფარებლის გასწორება დავიწყე: რაღაცით უნდა დამეკავებინა ხელები, რომ აზრები მომეკრიბა. როგორ მოახერხა ეს? კიდევ ერთი კითხვა რჩებოდა პასუხგაუცემელი.

სოკრატე ოთახიდან გავიდა, რათა პიკაპში ბენზინი ჩაესხა. «გავიდა, რომ კიდევ ერთი მგზავრი გაამხნევოს», – გავიფიქრე მე. შემდეგ თვალები დავხუჭე და დავიწყე ფიქრი სოკის ცხად შეუსაბამობაზე ბუნების კანონებთან ან, უკიდურეს შემთხვევაში საღ აზრთან.

«გინდა კიდევ გაიგო საიდუმლოებები?». არც კი გამიგია, როგორ შემოვიდა. თავის სავარძელში მოეწყო ფეხებგადაჯვარედინებული.

მეც გადავაჯვარედინე ფეხები და მოუთმენლობისგან კორპუსით წინ გადავიწიე. სავარძლის სირბილე არასწორად შევაფასე, ზედმეტად გადავიხარე და წონასწორობა დარღვეული, სანამ ფეხების გაშლას მოვასწრებდი პირდაპირ სახით დავეცი ხალიჩაზე.

სოკრატეს ხარხარი აუტყდა. მე მაშინვე წამოვხტი და წელში გასწორებული დავჯექი. ჩემი სახის ფლეგმატურმა გამომეტყველებამ კიდევ უფრო გაამხიარულა სოკრატე. მე აპლოდისმენტებს უფრო ვიყავი მიჩვეული, ვიდრე დაცინვას, ამიტომ შერცხვენილი და განრისხებული წამოვხტი. სოკი უეცრად გაჩერდა, მისი სახე და ხმა მხოლოდ ავტორიტეტს გამოხატავდა.

«ადგილზე დაჯექი!» – მიბრძანა მან და სავარძელზე მიმითითა. მე დავჯექი. «მე გკითხე, გინდა გაიგო საიდუმლო?».

«მინდა. სახურავის შესახებ».

«შენ ირჩევ მოისმინო თუ არა საიდუმლო. მე ვირჩევ რას შეეხება ეს საიდუმლო».

Posted by: MinD Jun 17 2013, 02:21 PM

aikido.gif babu.gif shok.gif l_sunny.gif

Posted by: Atm@n Jun 17 2013, 03:20 PM

«რატომ უნდა ვითამაშოთ სულ შენი წესებით?»

«იმიტომ, რომ ეს ჩემი დაწესებულებაა, აი რატომ».

სოკმა ეს გადაჭარბებული გაღიზიანები წარმოთქვა, რითაც შესაძლოა უფრო მეტად ცდილობდა ჩემს გაბრაზებას. «ახლა ყურდღებით. ხო მართლა, კომფორტულად გრძნობ თავს? გაწონასწორებული ხარ?» - თვალი ჩამიკრა მან. მე მხოლოდ კბილები მივაჭირე ერთმანეთს.

«დენ, მე ბევრი რამე მაქვს შენთვის საჩვენებელი და მოსაყოლი. შემიძლია ბევრი საიდუმლო გაგიხსნა. მაგრამ სანამ ამ მოგზაურობას დავიწყებდეთ, მხედველობაშ უნდა იქონიო, რომ საიდუმლოს ღირებულება იმაში კი არაა, რა იცი, არამედ იმაში, თუ რას აკეთებ».

სოკმა თავისი ყუთიდან ლექსიკონი ამოიღო და ზემოთ ასწია.

«გამოიყენე ნებისმიერი ცოდნა, მაგრამ გააცნობიერე მათი შეზღუდულობა. მხოლოდ ცოდნა საკმარისი არაა. ცოდნას გული არა აქვს. ვერანაირი რაოდენობის ცოდნა ვერ აღზრდის შენს სულს; ვერასოდეს მოგიტანს უმაღლეს ბედნიერებას და სიმშვიდეს. ცხოვრება უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე ცოდნაა, იგი ითხოვს ინტენსიურ გრძნობას და მუდმივ ენერგიას. ცხოვრება ითხოვს სწორ ქმედებებს, თუ ცოდნა ცხოვრებაშ უნდა შემოვიდეს».

«მე ვიცი ეს, სოკ».
«სწორედ ამაშია შენი პრობლემა - შენ იცი, მაგრამ არ მოქმედებ. შენ - არ ხარ მეომარი».

«სოკ, მე საკუთარ ყურებს არ ვუჯერებ. იცი, დრო და დრო მე ვმოქმედებდი როგორც მეომარი, როცა ბევრი პრობლემა მატყდებოდა თავს; და ერთი შეგახედა ჩემზე გიმნასტიკის დარბაზში!»

«შენ მართლაც გაქვს შესაძლებლობა, ხანდახან განიცადო მეომრის ცნობიერების მდგომარეობა - უდრეკი, მოქნილი, ნათელი და ეჭვებისგან თავისუფალი. შენ შეგიძია განავითარო მეომრის სხეული - ელასტიური, მკვრივი, მგრძნობიარე და ენერგიით სავსე. იშვიათ შემთხვევებში, შეგიძლია მეომრის გულიც კი იგრძნო - გული, რომელსაც უყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მის წინაა. მაგრამ ეს თვისებები დანაწევრებულია შენში. მთლიანობა არ გყოფნის. ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ისევ ერთ მთლიანობად აგაწყო, ბეცო თაგუნია».

«ეშაკმა დალახვროს, ერთი წუთით, სოკ. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება შენს უჩვეულო შესაძლებლობებში, და იმაში, რომ გიყვარს საკუთარი თავის იდუმალების ორეოლით გარემოცვა, არ მესმის, როგორ უნდა შემკრა ერთ მთლიანობად. მოდი პირდაპირ შევხედოთ ფაქტებს: მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ; შენ ავტომანქანებს ემსახურები. მე - მსოფლიო ჩემპიონი ვარ; შენ ავტო-ფარეხში იქექები, ჩაის ადუღებ და ელოდები, სანამ ვინმე სულელი არ მოვა შენთან, რომ კარგად შეაშინო. იქნებ პირიქით - მე შემიძლია დაგეხმარო ერთ ნთლიანობად შეკვრაში», – ანგარიშს ვერ ვუწევდი ჩემს სიტყვებს, მაგრამ შეგრძნება კარგი მქონდა.

სოკს მხოლოდ გაეცინა და თავი გაიქნია, თითქოს ბოლომდე არ სჯეროდა, რასაც ვამბობდი. შემდეგ მომიახლოვდა, ჩემს წინ მუხლებზე დაიჩოქა და მითხრა: «შენ შემკრავ ერთ მთლიანობად? შეიძება ოდესმე მოგეცეს ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ ახლა უნდა გესმოდეს ჩვენს შორის სხვაობა». თითი ნეკნებშ მატაკა, შემდეგ კიდევ და კიდევ, თან ამბობდა: «მეომარი მოქმედებს…»

«ჯანდაბა, შეწყვიტე! – წამოვიძახე მე, – უკვე ყელში ამოხვედი!»
«…, სულელი კი რეგირებს» .
«აბა შენ რას ელოდი?».

«მე გაღიზიანებ, შენ კი ღიზიანდები; მე გეუხეშები, შენ კი სიამაყით და რისხვით მპასუხობ. ბანანის ქერქზე ასრიალებული ვეცემი, და...». მან ორი ნაბიჯით უკან დაიხია გასრიალდა და ხალიჩაზე გაიშხლართა. თავი ვერ შევიკავე და სიცილისგან ღრუტუნი დავიწყე.

იგი წამოდგა, ხალიჩაზე ჩემსკენ სახით დაჯდა და დაასრულა:

«შენი გრძნობები და რეაქციები დენ, ავტომატური და წინასწარ გამოცნობადია; ჩემი არასოდეს. მე ჩემს ცხოვრებას სპონტანურად ვქმნი; შენი კი შენი წარსულითაა განპირობებული».

«როგორ შეგიძლია ასეთი დასკვნები გააკეთო ჩემთან და ჩემს წარსულთან დაკავშირებით?»
«იმიტომ, რომ წლობით გაკვირდებოდი».
«ჰო, რასაკვირველია!» – ვთქვი მე, მომდევნო ხუმრობის მოლოდინში, რომელიც არ ყოფილა.

გვიანდებოდა, და ბევრი რამე უნდა გამეაზრებინა. ვგრძნობდი, რომ შეკრული ვიყავი ახალი ვალდებულებებით, რომლებსაც შესაძლოა ვერ შევასრულებდი. სოკრატე შემოვიდა, ხელები გაიწმინდა და წყალი დაისხა. სანამ პატარა ყლუპებით სვამდა, ვუთხარი: «უნდა წავიდე, სოკ. უკვე გვიანია, კოლეჯში კი ბევრი საშინაო დავალება მომცეს».

სოკრატე არც შერხეულა, როცა ავდექი და ქურთუკის ჩაცმა დავიწყე. და როცა კარში უნდა გავსუილიყავი, მან ნელა და დამრიგებლურად დაილაპარაკა: მისი ყოველი სიტყვა რბილი სილასავით მხვდებოდა ლოყებზე.

«ჯობია გადახედო შენს „პრიორიტეტებს“, იმისთვის, რომ მეომრად გახდომის შანსი მაინც გაგიჩნდეს. შენ ვირის გონება გაქვს, შენი სული (дух) კი ფაფაა. მართლა ბევრი სამუშაო გაქვს წინ, მაგრამ სხვა საკლასო ოთახში, და არა ისე, როგორც ახლა წარმოგიდგენია».

იატაკს მიშტერებული ვიდექი. შემდეგ მკვეთრად ავწიე თავი, მაგრამ ვერ გავუძელი მის მზერას და თვალები დავხარე.

«იმისთვის, რომ ცოცხალი გადარჩე მოსალოდნელი გაკვეთილების შემდეგ, - განაგრძო მან, - გაცილებით მეტი ენერგია დაგჭირდება, რომელიც ოდესმე გქონია. აუცილებლად გჭირდება, რომ დაძაბულობისგან გაწმინდო სხეული; ჭკუა ჩაქვავებული ცოდნისგან გაასუფთავო და გული ჭეშმარიტი ემოციების ენერგიებს გაუხსნა».

«სოკ, ალბათ უნდა აგიხსნა, რა დატვირთული გრაფიკი მაქვს და როგორი დაკავებული ვარ. მინდა, რომ უფრო ხშირად გინახულო, მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს».

სოკრატე მოიქუფრა «შენ იმაზე ცოტა დრო გაქვს, ვიდრე გგონია».
«რას გულისხმობ?» – გაკვირვებისგან სუნთქვა შემეკვრა.
«ყურადღებას ნუ მიაქცევ, – თქვა მან, – წადი».

«კარგი, მაშინ გეტყვი. მე მაქვს მიზნები. მინდა გავხდე ჩემპიონი გიმნასტი. მინდა რომ ჩვენი გუნდი შეჯიბრებებზე იმარჯვებდეს. მინდა წარმატებულად დავამთავრო კოლეჯი - ეს ნიშნავს წიგნების კითხვას და საკონტროლოების წერას. როგორც ჩანს, ამის სანაცვლოდ მთავაზობ დილიდან ღამემდე ბენზინ-გასამართ სადგურზე ვიყო და, იმედია არ გეწყინება, ვუსმინო ძალიან უცნაურ ადამიანს, რომელსაც უნდა თავისი ფანტაზიების სამყაროში ჩამითრიოს. ეს - სიგიჟეა!»

«დიახ, – სევდიანად გაიღიმა მან, – ეს სიგიჟეა».

Posted by: Existence Jun 17 2013, 06:16 PM

კარგია რო თარგმი ძაან , მალადეც !

Posted by: Atm@n Jun 18 2013, 11:12 AM

სოკრატე სკამის საზურგეს მიეყრდნო და იატაკს დააჩერდა. ჩემი ჭკუა ამბოხს აწყობდა ამ მოხუცისადმი, მაგრამ ჩემს გულს იზიდავდა ეს უხეში ექსცენტრიკოსი, რომელსაც უნდოდა ვიღაც „მეომრად“ ჩაეთვალათ. ქურთუკი და ფეხსაცმელი გავიხადე და კვლავ ჩემს ადგილზე დავჯექი. მაშნვე გამახსენდა ისტორია, რომელსაც ბაბუა მიყვებოდა.

იყო ერთი მეფე. ცხოვრობდა თავის ციხესიმაგრეში, მაღალ მთაზე, თავისი სამფლობელოს შუაში. მეფე ისეთი სახელგანთქმული იყო, რომ ხალხი მეზობელი ქალაქებიდან ყოველდღიურად უგზავნიდა საჩუქრებს, მისი დაბადების დღე კი საყოველთაო დღესასწაული იყო მთელს სახელმწიფოში. ქვეშევრდომებს ძალიან უყვარდათ იგი თავისი სიბრძნისა და სამართლიანობის გამო.

ერთხელ ქალაქში ტრაგედია დატრიალდა. ქალაქის წყალმომარაგების სისტემა დაბინძურდა და ყველა ქალი, მამაკაცი, მოხუცი და ბავშვი ჭკუიდან შეიშალა. მოლოდ მეფემ, რომელსაც საკუთარი წყარო ჰქონდა, გადაურჩა ამ ხვედრს.

ტრაგედიის შემდეგ მალევე, ქალაქის მცხოვრებლები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ „უცნაურად“ იქცეოდა მათი მეფე, რომ მისი გადაწყვეტილებები უსამართლო იყო, სიბრძნისგან კი აღარაფერი შერჩა. ბევრიო იმასაც კი ამბობდა, რომ მეფე ჭკუიდან შეიშალა. მისი სახელგანთქმულობა მალე გაქრა. ხალხს აღარ მიჰქონდა საჩუქრები და აღარ აღნიშნავდნენ მის დაბადების დღეს.

მეფე სრულიად მარტო დარჩა თავის მაღალ მთაზე. ერთხელ გადაწყვიტა ქალაქში წასულიყო. ცხელი დღე იყო და ქალაქის შადრევანიდან წყალი დალია წყურვილის მოსაკლავად. იმავე ღამეს ქალაქში დიდი დღესასწაული სედგა. ხალხი ზეიმობდა: მათ საყვარელ მეფეს «ჭკუა დაუბრუნდა».



მაშინ ჩემამდე დავიდა, რომ სიგიჟე, რომელზეც სოკრატე საუბრობდა, ჩემს სამყაროს ეკუთვნოდა და არა მისას.

მე ავდექი და წასასვლელად მოვემზადე. «სოკრატე, შენ მეუბნები, რომ ვუსმინო საკუთარი სხეულის ინტუიციას და არ ვიყო დამოკიდებული იმაზე, რასაც ვკითხულობ, ან იმაზე რასაც სხვები მეუბნებიან. მაშნ რატომ უნდა ვიჯდე წყნარად და ვისმინო რასაც სენ მეუბნები?»

«ძალიან კარგი კითხვაა, – მიპასუხა მან, – არის ამაზე კარგი პასუხიც. პირველ რიგში მე მოგმართავ ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე; მე არ ვეყრდნობი აბსტრაქტულ თეორიებს, რომლებიც წიგნებში წამიკითხავს ან სხვა მცოდნეებისგან მომისმენია. მე ვარ ის, ვინც მართლა იცნობს საკუთარ სხეულს და ჭკუას, და შესაბამისად სხვების სხეულსა და ჭკუასაც. ამასთან, - გაიღიმა მან, - საიდან იცი, რომ შენი საკუთარი სხეულისმიერი ინტუიციის ხმა არ ვარ, რომელიც ამ მომენტში შენ მოგმართავს?»

იგი თავისი საწერი მაგიდისკენ შებრუნდა და რაღაც საკანცელარიო საქმეს შეუდგა. იმ ღამით სულ ეს იყო - მე გამომიშვეს. ჩემი ფიქრების ტალღამ გარეთ გამომაგდო.

Posted by: ჯი-ნია-ნი Jun 18 2013, 06:42 PM

მეორე ფორუმზე ვკითხულობდი და გაგრძელება რომ ვნახე აქ ისე გამიხარდა..
ვეღარ ვწყდები :/
რომ გითხრა მალე თარგმნე ხოლმე-მეთქი, უმადური ვიქნები smile.gif)

Posted by: Atm@n Jun 18 2013, 10:30 PM

ჯი-ნია-ნი

ვეცდები smile.gif

Posted by: Atm@n Jun 19 2013, 10:41 AM

უკანასკნელი ორი დღე გრძნობები არეული მქონდა. სუსტად და სულელადვგრძნობდი თავს ამ ადამიანის გვერდით. ვბრაზდებოდი იმაზე, თუ როგორ მეპყრობოდა. მეჩვენებოდა, რომ ქრონიკულად ვერ მაფასებდა. მე ხომ ბავში არა ვარ ბოლოს და ბოლოს! «რატომ უნდა ავირჩიო ვირის როლი ბენზნ-გასამართ სადგურზე, - ვფიქრობდი მე, - მაშინ, როცა ჩემს სამყაროში ჩემით აღფრთოვანებულნი არიან და პატივს მცემენ?»

სპორტულ დარბაზშ ისე ვვარჯიშბდი, თითქოს ჯაჭვი ავიწყვიტე. სხეული სიცხისგან ხურდა, სანამ ერთი-მეორეს მიყოლებით არ ვასრულებდი სავარჯიშოებს. თუმცა რაღაც მიზეზის გამო ეს ყველაფერი ადრინდელზე ნაკლებ სიამოვნებას მანიჭებდა. ყოველ ჯერზე, როცა ახალ მოძრაობას ვითვისებდი, ან კომპლიმენტს ვღებულობდი, მახსენდებოდა, თუ როგორ მკრა მოხუცმა ჰაერში რაღაც, და როგორ დავენარცხე სავარძელში.

ჰალი, ჩემი მწვრთნელი, ანერვიულდა და მეკითხებოდა ყველაფერი რიგზე მქონდა თუ არა. დავარწმუნე, რომ ყველაფერი მშვენივრად იყო. მაგრამ უკვე აღარ მინდოდა მეგობრებთან ერთად გართობაც კი. შეცბუნებული ვიყავი.

იმ ღამით ჩემი სიზმარი ვნახე - ბებერი სიკვდილით, მხოლოდ ერთი განსხვავებით.

სოკრატე იცინოდა, და თავად იყო გამოწყობილი ბებერი სიკვდილის ავბედით კოსტუმში. პისტოლეტი მომიშვირა და სასხლეტს გამოჰკრა. ტყვიის ნაცვლად ლულიდან პატარა დროშა გამოვარდა, წარწერით ‘ბაბახ!“. ამჯერდ სიცილისგან გამეღვიძა და არა ოხვრისგან.

მომდევნო დღეს ჩემს საფოსტო ყუთში წერილი აღმოვაჩინე. იქ მხოლოდ ორი სიტყვა იყო: «სახურავის საიდუმლოებები». საღამოს უკვე სოკრატეს ველოდებოდი, ბენზინ-გასამართი სადგურის საფეხურებზე ჩამომჯდარი. სპეციალურად მივედი ადრე, რომ გამეგო მისი სემცვლელისგან სოკრატეს ნამდვილი სახელი, და შესაძოა მისი მისამართიც; მაგრამ მან არაფერი იცოდა მასზე. «და რა მნიშვნელობა აქვს? – მთქნარებით თქვა მისმა შემცვლელმა, – კიდევ ერთი უცნაური ადამიანია, რომელსაც ღამის ცვლაში მუშაობა უყვარს».

სოკიც მოვიდა და ჩემი ქურთუკი გავიხადე.

«აბა? – ვეცი მე, – მომიყვები ბოლოს და ბოლოს, როგორ მოხვდი მაშინ სახურავზე?»
«მოგიყვები. ვფიქრობ მზად ხარ ამის მოსასმენად» – თქვა მან სერიოზულად.
«უძველეს იაპონიაში არსებობდა მეომარი-მკვლელების ელიტარული ქვეგანყოფილება».
უკანასკნელი სიტყვა ნელი ამოსუნთქვით წარმოთქვა, რითც საშუალება მომცა კარგდ გამეცნობიერებინა მკვდარი სიჩუმე და წყვდიადი გარშემო. კისერმა ადრინდელივით დამიწყო ჩხვლეტა.

«ამ მეომრებს, – განაგრძო მან, – ნინძებს უწოდებდნენ. რეპუტაცია და ლეგენდები, რომლებიც მათზე არსებობდა, საშინელი იყო. ამბობდნენ, რომ მათ შეეძლოთ ცხოველებად გადაქცეულიყვნენ; რომ შეეძლოთ ეფრინათ... მცირე მანძილზე რა თქმა უნდა».

«რა თქმა უნდა», – დავეთანხმე მე, ვგრძნობდი რა, რომ ჩემი სიზმრების სამყაროს კარი ფართოდ იღებოდა. ფიქრებში ვმსჯელობდი იმის შესახებ, თუ საით მიჰყავდა საუბარი. ამ ფიქრებშ წამიყვანა ავტო-ფარეხში, სადაც სპორტული იაპონური ავტომობილის შეკეთებას შეუდგა.

«სანთლებია გამოსაცვლელი», – თქვა სოკრატემ. თავი კაპოტის ქვეშ ჰქონდა შეყოფილი.

«კარგი. და სახურავზე რას იტყვი?» – შევუჩნდი მე.

«როგორც კი სანთლებს გამოვცვლი, დავუბრუნდები მაგას. მოითმინე. ის, რის თქმასაც ვაპირებ, ღირს მოსაცდელად, დამიჯერე».
ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე.

კუთხიდან, სადა სოკრატე იყო, მომესმა: «იცი, ეს ნამდვილად საოცარი სამუშაოა, თუ რა თქმა უნდა სათანადო ყურადღებით მოეპყრობი». შესაძლოა მისთვის ეს ასეც იყო.

უეცრად, სანთლები დაყარა, გამომრთველს ეცა და შუქი ჩააქრო. უკუნ სიბნელეში, სადაც ცხვირწინაც კი ვერაფერს ვარჩევდი, ავნერვიულდი. აზრზე არ ვიყავი რას მოიმოქმედებდა სოკრატე, ყველა ამ ამბის შემდეგ ნინძებზე...

«სოკ? სოოოკ?»

«სად იმყოფები?» – დამჭექა პირდაპირ ჩემი ზურგის უკნიდან.

წავიბორძიკე და შევროლეს კაპოტზე დავეცი. «არ ვიცი!» – ვთქვი ენის ბორძიკით.

«სრულიად მართალია, – თქვა მან და შუქი აანთო, – ვფიქრობ, უფრო ჭკვიანდები, – თქვა და გაიკრიჭა, როგორც კატა „ალისადან“.

გაბრაზებულმა თავი გავიქნიე, შევროლეს ბამპერზე ავბობღდი, გახსნილი კაპოტის ქვეშ შევიხედე და აღმოვაჩინე, რომ შიგნეულობა არ ჰქონდა. «სოკრატე, იქნებ შეწყვიტო ბოლოს და ბოლოს შენი კლოუნადა და განაგრძო ამბის მოყოლა?»

http://www.radikal.ru

სანთლები მოხერხებულად დაამაგრა, მაგნეტო შეამოწმა და განაგრძო:

«ეს ნინძები არ იყენებდნენ მაგიას. მათი საიდუმლო მდგომარეობდა ყველაზე ინტენსიურ ფიზიკურ და გონებრივ ვარჯიშებში, რაც კი კაცობრიობამ იცის».

«სოკრატე, საით მიგყავს ეს საუბარი?»

«ყველაზე კარგი საშუალება, გავარკვიოთ, საით მივყავართ გზას - ესაა აღვიჭურვოთ მოთმინებით და ბოლომდე გავიაროთ იგი, – თქვა მან და მოყოლა განაგრძო.

«ნინძებს შეეძლოთ მძიმე აღჭურვილობით ეცურათ, შიშველ კედლებზე ქვეწარმავლებვით აცოცებულიყვნენ,მხოლოდ ხელის და ფეხის თითების გამოყენებით. მათ შექმნეს წვრილი და მტკიცე თოკები, თვალისთვის პრაქტიკულად უხილავი. ისინი მოხერხებულად იმალებოდნენ: იყენებდნენ ყურადღების გადასატან ფანდებს, სხვადასხვა ილუზიებს და უბრალოდ გაქცევას. ნინძები, – დაამატა ბოლოს, – საუკეთესო მხტომელები იყვნენ».

«როგორც იქნა, რაღაცას ვუახლოვდებით!» - ხელებს ვისრესდი მოუთმენლობისგან.

«ყმაწვილ მეომარს, როცა ის ჯერ ბავშვი იყო, შემდეგნაირად ავარჯიშებდნენ ხტომაში. მას აძლევდნენ სიმინდის მარცვალს, რომელსაც მიწაში თესავდა. როგორც კი ამონაყარი გაჩნდებოდა, პატარა ნინძა მრავალჯერ და მრავალჯერ ახტებოდა მას. სიმინდი ყოველდღე იზრდებოდა, ბავშიც ყოველდღე დახტოდა. მალე სიმინდი ბავშვზე მაღალი ხდებოდა, მაგრამ მას ეს ვერ აჩერებდა. როცა ახალგაზრდა მეომარი მაინც ვეღარ ახტებოდა, მას შემდეგ მარცვლს აძლევდნენ და პროცედურა მეორდებოდა. დროთა განმავლობაშ აღარ რჩებოდა ისეთი ღერო, რომელზე გადახტომაც ახალგაზრდა ნინძას არ შეეძლო».

«და მერე? რაშია აქ საიდუმლო?» – ვკითხე უკანასკნელი გაოცხადების მოლოდინში.

სოკრატემ პაუზა გააკეთა და ღრმად ჩაისუნთქა. «ახლა გასაგებია, რომ ახალგაზრდა ნინძები სიმინდებზე ვარჯიშობდნენ. მე კი ბენზინ-გასამართ სადგურებზე ვვარჯიშობ».

შენობაშ სიჩუმე ჩამოწვა. და უეცრად სოკრატეს ხმამაღალი მუსიკალური სიცილი აუტყდა, თანაც ისეთი, რომ ავტომობილზე დაყრდნობა დასჭირდა თავის შესაკავებლად.

«სულ ესაა? ამის მოყოლას აპირებდი?»

«დენ, სულ ესაა, რაც შეგიძლია იცოდე, სანამ მოქმედებას არ შეძლებ», – მიპასუხა მან.

«შენ გინდა თქვა, რომ სახურავებზე ახტომას მასწავლი?» - სახეგაბრწყინებულმა ვკითხე მე.

«შეიძლება კი, შეიძლება არა. ყოველ ჩვენგანს თავისი უნიკალური ნიჭი აქვს. შესაძლოა ისწავლო სახურავზე ახტომა, ახლა კი გადმომიგდე აი ის სახრახნისი?»

სახრახნისი ვესროლე. ვფიცავ, ჰაერში დაიჭრა, ისე რომ სხვა მხარეს იყურებოდა! მალევე ისარგებლა მისით და უკან გადმომიგდო: «დაიჭრე!».ხელიდან გამისხლტა იგი, და ჟღრიალით დაეცა იატაკზე. ეს აუტანელი იყო! რამდენი დამცირება უნდა ამეტანა?

Posted by: Atm@n Jun 19 2013, 02:54 PM

მომდევნო კვირებმა მალე გაირბინეს, და ჩემი უძილო ღამეები ჩვევად მექცა. როგორღაც შევეჩვიე ამას. სხვა ცვლილებაც მოხდა: ჩემი ღამის ვიზიტები სოკრატესთან უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა, ვიდრე გიმნასტიკური ვარჯიშები.

ყოველ საღამოს ავტომობილებს ვემსახურებოდით - ის ბენზინს ასხამდა, მე კი ფანჯრებს ვრეცხავდი. ჩვენ ორივენი ვხუმრობდით კლიენტებთან. ის შთამაგონებდა, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ მომეყოლა. თავის ცხოვრებაზე ის უცნაურად დუმდა და ჩემს კითხვებს ლაკონური პასუხებით ხვდებოდა: «მოგვიანებით»... ან სრულ უაზრობას მიყვებოდა.

როცა ვკითხე, თუ რატომ აინტერესებდა ასე ჩემი ცხოვრების დეტალები. მან მითხრა: «მინდა გავიგო შენი პირადი ცდომილებები, რათა შენი ავადმყოფობის დიაგნოზი დავსვა. მოგვიწევს, რომ შენი ჭკუა გავწმინდოთ მანამ, სანამ მეომრის გზაზე კარი გაგეხსნება».

«ოღონდ არაა საჭირო ჩემ ჭკუასთან შეხება. მე ის ასეთიც მომწონს».

«ასეთი რომ მოგწონდეს, ახლა აქ არ იქნებოდი. შენი ჭკუა უკვე მრავალჯერ გაქვს შეცვლილი წარსულში. ახლა მოგიწევს უფრო საფუძვლიანად გააკეთო ეს». ამის შემდეგ გადავწყვიტე ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავი ამ ადამიანთან. უწინდებურად, არც ისე კარგად ვიცნობდი და ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული მის საღად აზროვნების უნარში.

სოკრატეს ქცევის სტილი ყოველთვის ასეთი იყო, მუდმივად ცვალებადი: არაორთოდოქსული, იუმორით სავსე და გასაოცარი. ერთხელ მოულოდნელად შეწყვიტა ლექცია «უდრეკი და უშფოთველი სიმშვიდის უდიდეს სარგებლობაზე» და ყვირილით გაეკიდა პატარა თეთრ ძაღლს, რომელიც კიბეებთან შარდავდა.

სხვა დროს, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, მთელი უძილო ღამის შემდეგ პატარა მდინარესთან ვსეირნობდით და ხიდზე გაჩერებულნი მის დინებას ვაკვირდებოდით.

«საინტერესოა, რა სიღრმისაა დღეს დინება?» – სასხვათაშორისოდ წარმოვთქვი მე, და გაფანტულად ვუყურებდი მსწრაფლად მიმავალ წყალს. შემდეგი მოვლენა, რომელიც გავაცნობიერე, იყო ამღვრეული, ჭუჭყიანი-ყავისფერი წყალი.

მან ხიდიდან გადმომაგდო!

«აბა, როგორია სიღრმე?»

«გადასარევი!», – გადმოვაფურთხე მე და ტყვიასავით დამძიმებული სველი ტანსაცმლით ნაპირისკენ გადმოვცურე. ესეც თქვენ გონებამახვილური გამონათქვამების შედეგი. აზრობრივად მოვინიშნე საკუთარ თავში, რომ ჩუმად უნდა ვყოფილიყავი.

დღეები გადიოდა, და უფრო და უფრო მეტ სხვაობას ვხედავდი ჩვენს შორის. ოფისში, როცა ჭამა მინდოდა, ხარბად ვსანსლავდი ტკბილეულობას; სოკი საღ ვაშლს ან მსხალს მიირთმევდა, ან ბალახეულის ჩაის აყენებდა. მე სავარძელში გავდი-გამოვდიოდი, ის კი მშვიდად იჯდა ბუდასავით მშვიდად. ჩემი მოძრაობები მოუხეშავი და ხმაურიანი იყო, ის კი დასრიალებდა იატაკზე. შეგახსენებთ, რომ იგი ხანშიშესული ადამიანი იყო.

თავიდანვე, ბევრ პატარა გაკვეთილს ვღებულობდი, ყოველ ღამე. ერთხელ წუწუნი დავიწყე, რომ ხალხი კოლეჯში არც თუ ისე მეგობრულად მეპყრობოდა. მან ხმადაბლა წარმოთქვა: «შენთვისვე იქნება უკეთესი, თუ საკუთარ თავზე აიღებ პასუხისმგებლობას შენს ცხოვრებაზე, იმის ნაცვლად, რომ სხვა ადამიანებზე, ვითარებებზე და სირთულეებზე იწუწუნო. იმის შესაბამისად, რაც მეტად გაგეხილება თვალები, დაინახავ, რომ შენი ჯანმრთელობის, ბედნიერების ან ნებისმიერი სხვა მოვლენის მდგომარეობა შენს ცხოვრებაში, უმეტესწილად შენს მიერ იყო ორგანიზებული: გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად».

«კარგად არ მესმის შენი, მაგრამ არა მგონია დავეთანხმო ამას».

«კარგი, მე მოგიყვები ისტორიას შენნაირი ბიჭის შესახებ, დენ:

შუაგულ დასავლეთში, სამშენებლო მოედანზე, როცა სასტვენი სიგნალს იძლეოდა სადილის შესახებ, ყველა მუშა ერთად იკრიბებოდა. სემი, შესაშური გამუდმებულობით, თავისი ულუფის გახსნისას წუწუნს იწყებდა.
«როგორ მომბეზრდა ერთი და იგივე! ოღონდაც არა ისევ მიწისთხილის კარაქი და სენდვიჩი!»

დღიდან დღემდე, სემი მოთქვამდა თავისი კარაქისა და სენდვიჩის გამო. მრავალი კვირა გავიდა ასე. სხვა მუშებს მობეზრდათ ამის ყურება და ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა უთხრა: «ღმერთო ჩემო, სემ, თუ ასე გძულს ეგ კარაქი და სენდვიჩი, უთხარი შენს ძვირფას მეუღლეს, სხვა რამე მოგიმზადოს!».

«რას ნიშნავს „უთხარი შენს ძვირფას მეუღლეს“? – უპასუხა სემმა, – მე არ მყავს ცოლი. მე თვითონ ვიმზადებ სენდვიჩებს!».


სოკრატემ პაუზა გააკეთა, შემდეგ კი დაამატა: «ახლა გესმის, რომ ამ ცხოვრებაში, ჩვენ ყველანი ჩვენ თვითონ ვიკეთებთ საკუთარ სენდვიჩებს». მან ყავისფერი პაკეტი გადმომცა სენდვიჩებით. «რომელს მიირთმევ, ყველით და პომიდვრით, თუ პომიდვრით და ყველით?» – მკითხა ფართოდ გაღიმებულმა.

«ორივე მოიტა», – ვუპასუხე სხარტად.

მთელი სიამოვნებით შევუდექით ღეჭვას. სოკრატემ თქვა: «როდესაც ბოლომდე პასუხისმგებელი იქნები საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინ შეძლებ, რომ ბოლომდე გონიერი იყო. ხოლო როცა ერთხელ გახდები გონიერი, მაშინ, შესაძლოა გახსნი სიტყვების მნიშვნელობა: „იყო მეომარი“.»

«გმადლობ, სოკ, გონების და მუცლის საკვებისთვის», – გადაჭარბებულად დავუხარე თავი, ქურთუკი ჩავიცვი და წასასვლელად მოვემზადე, – «რამდენიმე კვირა არ ვიქნები. მალე სესიაა, მე კი კარგად უნდა ვიფიქრო რაღაცის შესახებ». სანამ კომენტარის გაკეთებას შეძლებდა, სახლში წავედი და დამშვიდობების ნიშნად ხელი დავუქნიე.

მთელი თავით გადავეშვი სემესტრის ბოლო მეცადინეობებში. სპორტულ დარბაზში ძალიან დიდი დატვირთვით ვვარჯიშობდი. როგორც კი აღარ ვუბიძგებდი საკუთარ თავს, გრძნობები და აზრები მოუსვენრად იწყებდნენ მოძრაობას. პირველად ვგრძნობდი იმის ნიშნებს, რაც შედეგად უნდა გადაზრდილიყო ყოველდღიური სამყაროსგან განშორების გრძნობაში. პირველად ცხოვრებაში მკაფიოდ ვგრძნობდი არჩევანს ორ რეალობას შორის. ერთი იყო გიჟური, მეორე კი საღი; ოღონდ არ ვიცოდი რომელი რომელი იყო და არც ერთს არ ვეკუთვნოდი.

არ შემეძლო განვცალკევებოდი მზარდ გრძნობას, რომ შესაძლოა, უბრალოდ შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს სოკრატე არც თუ ისე ექსცენტრული იყო. შესაძლოა, მის მიერ ჩემი ცხოვრების აღწერა იმაზე მეტად ზუსტი იყო, ვიდრე წარმოვიდგენდი. სინამდვილეში დავიწყე დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ვურთიერთობდი ადამიანებთან და ის, რაც აღმოვაჩინე, უფრო და უფრო მადარდებდა. გარეგნულად საკმაოდ კარგად გამომდიოდა ურთიერთობა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავი მადარდებდა.

ბილი, ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ცხენიდან ჩამოვარდა და იდაყვი გაიტეხა. რიკმა უკუღმა სალტო გააკეთა გვერდითი ტრიალით, რომელსაც წელიწადზე მეტია სწავლობდა. მე ერთი და იგივე ემოციას განვიცდიდი ორივე შემთხვევაში: არაფერს.

მზარდი თვითგაცნობიერებულობის სიმძიმის ქვეშ ჩემი თვითშეფასება მკვეთრად ეცემოდა.

ერთ საღამოს, გამოცდის მიჯნაზე, კარზე კაკუნი გავიგე. გაკვირვებული და გახარებული ვიყავი ქერათმიანი სიუზის დანახვაზე, რომელიც უკვე რამდენიმე კვირა არ მენახა. მივხვდი, როგორი მარტოსული ვიყავი.

«ნებას მომცემ შემოვიდე, დენი?»

«ო, დიახ! ძალიან მიხარია შენი ნახვა. მომეცი შენი ლაბადა. შეჭამ რამეს? რას დალევ?»

ის უბრალოდ თვალს არ მაცილებდა.

«რაშია საქმე, სიუზი?»
«დაღლილი ჩანხარ, დენ, თუმცა..., – ხელი გამომიწოდა და ჩემს სახეს შეახო, – რაღაც… შენი თვალების გამომეტყველება სხვანაირი გახდა… რა?»
მე მის სახეს შევეხე. «დარჩი ჩემთან ღამით, სიუზი».
«ვფიქრობდი, რომ უკვე აღარ მთხოვდი. ჩემი კბილის ჯაგრისი წამოვიღე!»

მომდევნო დილით მეორე მხარეს გადავტრიალდი და სიუზის თმის სურნელი ვიყნოსე და მისი რბილი სუნთქვა შევიგრძენი ჩემს ბალიშზე. «უნდა მიხაროდეს», – გავიფიქრე მე, მაგრამ ჩემი განწყობა ისეთივე ნაცრისფერი იყო, როგორიც ბურუსი ქუჩაში.

მომდევნო რამდენიმე დღე დიდ დროს ვატარებდი სიუზისთან ერთად. არა მგონია, საკმარისად კარგი კომპანიონი ვყოფილიყავი, მაგრამ სიუს ენერგია ორივეს გვყოფნიდა. რაღაც მაკავებდა, რომ სოკრატეს შესახებ მომეყოლა მისთვის. ის სხვა სამყაროდან იყო. სამყაროდან, რომელთანაც საერთოდ არ ჰქონდა შეხება. როგორ უნდა გაეგო მას, როცა მე თვითონ არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს?

გამოცდები დაიწყო და დამთავრდა. წარმატებით ჩავაბარე, მაგრამ ფეხებზე მეკიდა. სიუზი საგაზაფხულო არდადაგებზე მშობლებთან წავიდა, და მე მიხაროდა მარტო რომ დავრჩი.

მალე, არდადაგები დამთავრდა და თბილმა ქარებმა დაუბერეს ბერკლის ქუჩებში. ვიცოდი, რომ ამ მეომრის სამყაროში დაბრუნების დრო დადგა, ამ საოცარ, პატარა სადგურზე: ამჯერად, შესაძლოა, უფრო გახსნილი და მორჩილი, ვიდრე ადრე, მაგრამ ამჯერად ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული. თუ სოკრატე ისევ მომიწყობს თავის ერთ-ერთ ოინს, ამას აღარ გავუტარებ!

Posted by: Atm@n Jun 19 2013, 04:24 PM

ციტატები ფილმიდან:

http://www.youtube.com/watch?v=-VNY4jUK7w0

Posted by: Atm@n Jun 20 2013, 09:28 AM

წიგნი პირველი

ცვლილებების ქარები

1. ჯადოქრობის შემოტევები

გვიანი საღამო იყო. ვარჯიშის და ვახშმის შემდეგ ჩავთვლიმე. როცა გამეღვიძა თითქმის შუაღამე იყო. აუჩქარებლად გავისეირნე ღამის სუფთა ჰაერზე, პირდაპირ სადგურისკენ. ძლიერი ქარი ზურგში მირტყამდა, თითქოს წინისკენ მიბიძგებდა.

როცა ნაცნობ გზაჯვარედინს მივუახლოვდი, თითქმის შევჩერდი. მცირე ცივი წვიმა დაიწყო. ოფისის თბილ შუქში სოკის სილუეტი დავინახე, რომელიც თავისი ჭიქიდან სვამდა. ერთმანეთში არეულმა შიშის და წინასწარი სიამოვნების განცდამ ფილტვები შემიკუმშა და გულისცემა გამიხშირა.

ცივი ქარი პირდაპირ კეფაში მირტყამდა. შემცივნებულმა უეცრად ავწიე თავი და დავინახე სოკრატე, რომელიც პირდაპირ კარის შესასვლელში იდგა და მგელივით იყნოსავდა ჰაერს. მეჩვენებოდა, რომ ჩემს მიღმა იყურებოდა. მაშინვე დამიბრუნდა მოგონება ჩემს სიზმარზე სიკვდილის შესახებ. ვხვდებოდი, რომ ამ ადამიანის შიგნით დიდი სითბო და თანაგრძნობა იმალებოდა, მაგრამ ასევე ვგრძნობდი, რომ მისი შავი თვალების სიღმეში უდიდესი და ამოუცნობი საფრთხეც იყო დამალული.

ჩემი შიში გაიფანტა, როცა მშვიდად მითხრა: «კარგია, რომ დაბრუნდი». ხელის მოძრაობით ოფისში შემიპატიჟა. როგორც კი ქურთუკი და ფეხსაცმელი გავიხადე, ზარმა დარეკა. ფანჯარაში გავიხედე და დავინახე ძველი პლიმუთი დაშვებული საბურავით. სოკრატე უკვე უახლოვდებოდა მანქანას თავის პონჩოში. ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, როგორ მოახერხა ჩემი შეშინება.

წვიმის ღრუბლებმა გაშავება დაიწყეს და კვლავ დამიბრუნეს კაპიუშონიანი სიკვდილის შეგრძნება ჩემი სიზმრიდან. წვიმის რბილი შხაპუნი შეცვალა სახურავზე მობრახუნე ძვლიანი თითების ხმამ. ინტენსიური ვარჯიშებისგან გადაღლილმა მოუსვენრად დავიწყე წრიალი. მომდევნო კვირას რეგიონალური ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო და დღეს ბოლო, სერიოზული ვარჯიში იყო.

სოკრატემ ოფისის კარი გააღო და ისე, რომ არც შემოსულა, თქვა: «გარეთ გამოდი. ახლავე» – და წავიდა. მე წამოვდექი, ფეხსაცმელი ჩავიცვი და ბურუსში გავიხედე. სოკრატე მოშორებით იდგა, იქ სადაც სადგურის ფანარების აურა მთავრდებოდა. წამით მომეჩვენა, რომ მას შავი კაპიუშონი ეცვა.

ნამდვილად არ მინდოდა იქ მისვლა. ოფისი ციხე-სიმაგრესავით იყო, აღმართული ღამისა და იმ სამყაროს წინააღმდეგ, რომელიც ჩემს ნერვებზე მოქმედებდა. არა, არ გავალ. სოკრატე სიბნელიდან მანიშნებდა, კვლავ და კვლავ. ბედს დამორჩილებული, გარეთ გავედი.

ფრთხილად მივუახლოვდი. მან მითხრა:
«მოუსმინე, გრძნობ?»
«რას?»
«შეიგრძენი!»

სწორედ ამ წამს, წვიმა შეწყდა, და ქარმა თითქოს მიმართულება იცვალა. უცნაურია, ქარი თბილი იყო.

«ქარი?»
«ჰო, ქარი. ის შეიცვალა. ახლა, ეს ნიშნავს ცვლილების. შენ ალბათ ვერ მიხვდი ამას. ალბათ მეც ვერ მივხვდი. მაგრამ დღეს შენთვის - კრიტიკული მომენტია დროში. შენ წახვედი, მაგრამ ისევ დაბრუნდი. და ახლა ქარები იცვლებიან». წამით შემომხედა, შემდეგ კი ფართო ნაბიჯებით გაემართა ოფისისკენ.

მე უკან გავყევი და და ნაცნობ სავარძელში მოვკალათდი. სოკრატე სრულიად უძრავად იჯდა თავის რბილ ყავისფერ სკამზე. მისი მზერა გამჭოლად მბურღავდა. საკმაოდ მაღალი, და ამავე დროს საკმაოდ დამამშვიდებელი ხმით, განმიცხადა: «ახლა ერთი რაღაც უნდა გავაკეთო, არ შეგეშინდეს».

და წამოდგა. «სოკრატე, ძალიან მაშინებ!», – წამოვიძახე გაბრაზებულმა და სავარძლის კუთხეში მივიყუჟე. ის კი მიახლოვდებოდა, როგორც ვეფხვი ნახტომის წინ. შემდეგ ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა და ჩუმად წარმოთქვა: «დენ, გახსოვს, გეუბნებოდი, რომ ერთად მოგვიწევდა შენი ჭკუის შეცვლაზე მუშაობა მანამ, სანამ მეომრის გზას დაინახავდი?»

«კი, მაგრამ არა მგონია…»

«ნუ გეშინია» – გაიმეორა სოკრატემ. «კონფუციმ თქვა, – გაიღიმა მან, – «მხოლოდ ნამდვილი ბრძენები და უმეცრები არ ყოყმანობენ» . ამ სიტყვების შემდეგ, ხელები გამოიწოდა და ფრთხილად, მაგრამ ძლიერად მომადო საფეთქლებზე.

რამდენიმე წამი არაფერი არ ხდებოდა. უცებ, მოულოდნელად მზარდი ზეწოლა ვიგრძენი თავში. ყურები მიწუოდა, შემდეგ ზღვის ნაპირზე ტალღების ხმა მომესმა, შემდეგ ზარებმა დარეკეს. ჩემი თავი გასკდომის ზღვარზე იყო. სწორედ ამ დროს დავინახე სინათლე და ჩემი ჭკუა მისი სიკაშკაშისგან აფეთქდა. რაღაც კვდებოდა ჩემში, ეს ნამდვილად ვიცოდი, და რაღაც ახალი იბადებოდა! შემდეგ სინათლემ ყველაფერი მოიცვა.

როცა გონს მოვედი სავარძელში ვიწექი. სოკრატემ ჩაი შემომთავაზა და რბილად დამადო ხელი მხარზე.
«რა დამემართა?»

«მოდი, უბრალოდ ვთქვათ, რომ მე შენი ენერგიების მანიპულირება მოვახდინე და რამდენიმე ახალი ცენტრი გავხსენი. ფეიერვერკი - ეს უბრალოდ შენი გონების აღტაცება იყო ენერგეტიკული აბაზანისგან. შედეგი კი შენი ცხოვრებისეული ილუზორული ცოდნისგან განთავისუფლებაა. ვშიშობ, ამ მომენტიდან ჩვეულებრივი ცოდნა უკვე ვეღარ დაგაკმაყოფილებს».

«ვერ ვხვდები».

«მალე მიხვდები», – თქვა მან ღიმილის გარეშე.

ძალიან დავიღალე. ჩუმად მივირთმევდით ჩაის. შემდეგ ბოდიში მოვიხადე, სვიტერი ჩავიცვი და თითქოს სიზმარში ვიყავიო, ისე წავედი სახლში.

მეორე დღეს ბევრი მეცადინეობა მქონდა, მესმოდა პროფესორების სიტყვები, რომლებმაც აზრი და მნიშვნელობა დაკარგეს ჩემთვის. ისტორიის ლექციაზე უოტსონი საუბრობდა იმაზე, თუ როგორი გავლენა მოახდინეს მსოფლიო ომის მსვლელობაზე ჩერჩილის პოლიტიკურმა ინსტინქტებმა. ლექციის კონსპექტირება შევწყვიტე. ძალიან დაკავებული ვიყავი ოთახის ფერების და ტექსტურის აღქმით, გარშემომყოფი ადამიანების ენერგიების შეგრძნებით. პროფესორების ხმის ბგერები გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე სიტყვები და მათში არსებული აზრი. სოკრატე, ეს რა მიქენი? ახლა ვერაფრით ვეღარ ჩავაბარებ გამოცდებს.

აუდიტორიიდან გამოსვლისას ნაცნობი ხმა შემომესმა.

«გამარჯობა, დენი! დიდი ხანია არ მინახიხარ. ყოველ საღამოს გირეკავ, მაგრამ სახლში არ ხარ. სად იმალები?»
«აა, გამარჯობა სიუზი. გამიხარდა შენი ნახვა. მე... ვმეცადინეობდი». მისი სიტყვები ჰაერში ცეკვავდნენ. ძლივს მესმოდა მათი აზრი, მაგრამ ვგრძნობდი, რას განიცდიდა - წყენას და ცოტა ეჭვიანობას. თუმცა მისი სახე ანათებდა, როგორც ყოველთვის.
«სიამოვნებით ვისაუბრებდი შენთან, სიუზი, მაგრამ დარბაზში მეჩქარება».
«აჰ, სულ დამავიწყდა». მისი იმედგაცრუება ვიგრძენი. «რა გაეწყობა, – თქვა მან, – იმედია, მალე შევხვდებით?»
«აუცილებლად».
«ეი, – თქვა მან, – უოტსონმა შესანიშნავი ლექცია წაიკითხა! სიამოვნებით ვისმენდი ჩერჩილის ცხოვრების შესახებ. საინტერესოა, არა?»
«კი. კარგი ლექცია იყო».
«კარგად, დენი»
«კარგად». როცა შემოვბრუნდი, სოკის სიტყვები გამახსენდა ჩემი «სირცხვილისა და შიშის შაბლონებზე». შესაძლოა მართალი იყო. მე მართლაც უხერხულად ვგრძნობდი თავს ადამიანებთან - არასოდეს ვარ დარწმუნებული იმაში, თუ რა ვუპასუხო.

იმ საღამოს, გიმნასტიკის დარბაზში, ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ჩემი ენერგიის ჭანჭიკი გავხსენი და მთელი სიმძლავრით გამოვცოცხლდი. ვთამაშობდი, ვქანაობდი, ვხტუნაობდი; კლოუნი ვიყავი, მაგი, შიმპანზე. და საერთოდ, ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო. ჩემი ჭკუა იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ ზუსტად ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა. სხეული მოდუნებული, დამყოლი, სწრაფი და მსუბუქი იყო. ვარჯიშისას გამოვიგონე უკუღმა სალტო, ერთნახევარი წტით, გვიანი ნახევარ-წრით და გამოსვლისას ტრიალით; ზემოთა ღერძიდან, შევასრულე ასხლტომა სამ ღერძზე ტრიალით, - ორივე ეს მოძრაობა პირველად იქნა შესრულებული შეერთებულ შტატებში.

რამდენიმე დღის შემდეგ გუნდი რეგიონალურ ჩემპიონატზე გაემგზავრა. ჩვენ გავიმარჯვეთ და უკან დავბრუნდით. ეს იყო სიზმარივით,რომელიც ფანფარისგან, მოძრაობებისგან და დიდებისგან შედგებოდა, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი განვშორებოდი შფოთვას, რომელიც არ მასვენებდა.

გამახსენდა მოვლენები, დაწყებული სინათლის აფეთქებიდან. როგორც სოკმა იწინასწარმეტყველა, რაღაც ნამდვილად მოხდა, მაგრამ ეს უფრო მაშნებდა, ვიდრე მომწონდა. შესაძლოა სოკრატე ის არ იყო, ვინადაც თავს ასაღებდა; შესაძლოა ის გაცილებით ჭკვიანი და მანკიერია, ვიდრე მე წარმოვიდგენდი.

ეს აზრები ქრებოდნენ, როგორც კი ოფისის ზღურბლს გადავკვეთავდი ხოლმე და მის მბრწყნავ თვალებს და ღიმილს ვხვდებოდი. დაჯდომაც ვერ მოვასწარი, სოკრატემ მითხრა:

«მზად ხარ მოგზაურობისთვის?»
«მოგზაურობისთვის?» – გავიმეორე მე.
«ჰო, მოგზაურობა, ხეტიალი, დროებითი არ ყოფნა, შვებულობა, მოკლედ თავგადასავალი».
«არა, გმადლობ. სათანადოდ არ ვარ ჩაცმული».
«სისულელეა! – დაიყვირა ისე ხმამაღლა, რომ ორივემ მივიხედ-მოვიხედეთ, ვინმე გამვლელმა ხომ არ გაიგონა. „ტსსსსს!!! – ხმამაღლა დაიშიშნა მან, – ჩუმად! თორემ ყველას გააღვიძებ“.
ამ კარგი განწყობით ვისარგებლე და გადმოვულაგე: «სოკ, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. არაფერი არ მუშაობს, თუ არ ჩავთვლით გიმნასტიკის დარბაზს. ნუთუ არ უნდა გააუმჯობესო ჩემი ცხოვრება? ვფიქრობ, ნამდვილმა მასწავლებელმა ასე უნდა გააკეთოს».

მან ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ შევაწყვეტინე.
«და კიდევ ერთი. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენით უნდა ვიპოვოთ ცხოვრების გზები. არავინ არავის არ უნდა ასწავლიდეს, როგორ იცხოვროს».

სოკრატემ შუბლზე ხელი შემოირტყა, შემდეგ თვალები ცისკენ აღაპყრო მორჩილად. «მე – შენი ცხოვრების ნაწილი ვარ, სულელო. აკვნიდან არ მომიპარიხარ და ძალით არ ჩამიკეტიხარ აქ. შეგიძლია წახვიდე, როცა მოგინდება». იგი კართან მივიდა და ფართოდ გააღო.

სწორედ ამ დროს სადგურს შავი ლიმუზინი მოუახლოვდა, და სოკმა ინგლისური აქცენტით წამოიძახა: «თქვენი მანქანა ადგილზეა, სე-ერ». დაბნეულმა ვიფიქრე, რომ სწორედ ამ ლიმუზინით წავიდოდით სამოგზაუროდ. რატომაც არა? ასე რომ უდარდელად გავეშურე ლიმუზინისკენ და უკანა სავარძელზე შევძვერი. შემდეგ მომენტში აღმოვაჩინე, რომ გამჭოლად მიყურებდა პატარა დანაოჭებული მოხუცი, მას წელზე ხელი მოეხვია თექვსმეტიოდე წლის გოგონასთვის, რომელიც შესაძლოა სულაც ბერკლის ქუჩებიდან იყო აყვანილი. ისე მიყურებდა, როგორც მტრულად განწყობილი ხვლიკი.

სოკმა სვიტერში მომკიდა ხელი და უკან გამომათრია. კარი დახურა და მოიბოდიშა:

«აპატიეთ ჩემს ახალგაზრდა მეგობარს. მას არასოდეს უმგზავრია ასეთი ძვირფასი მანქანით, ამიტომ ცოტა გაუტია. ხო ასეა, ჯეკ?»

მე სულელივით თავი დავუქნიე. «რა ხდება აქ?» – გაბრაზებულმა წავისისინე პირის კუთხით. მაგრამ ის უკვე ფანჯრებს წმენდდა. როცა მანქანა წავიდა, შეცბუნებისგან ლოყები შემეფაკლა. «რატომ არ გამაჩერე, სოკრატე?»

«სიმართლე გითხრა, ეს ძალიან სასაცილო იყო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ადვილი იყო შენი შთაგონება».

ასე ვიდექით ღამეში და ერთმანეთს ვუყურებდით. სოკრატემ ფართოდ გაიღიმა. ამან უფრო გამაბრაზა. კბილები ერთმანეთს მივაჭირე. «მე დავიღალე შენს გვერდით სულელის როლის თამაშით!» – დავიყვირე მე.

«რა გაეწყობა, უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან მონდომებულად მუშაობდი შენს როლზე: პრაქტიკულად სრულყოფილად გამოგივიდა». გამოვბრუნდი, ნაგვის ვედროს ფეხი ვკარი და უკან შევედი, ოფისში. უცებ ჩემამდე დავიდა: «მოიცა, ცოტა ხნის წინ რატომ მიწოდე „ჯეკი?“»

«შემოკლებული ვირისგან, – თქვა მან და უკან შემომყვა. (სოკმა უწოდა მას „ჯეკი“, ინგლისური სიტყვისგან “Jackass” – ვირი. (მთარგმ. შენ.))

«კარგი, ეშმაკმა დალახვროს! – ვთქვი მე. „წავიდეთ სამოგზაუროდ. მომეცი ყველაფერი, რისი მოცემაც შეგიძლია, მზად ვარ ყველაფრის მისაღებად!“

«ო ო! ეს შენი ახალი მხარეა - ფიცხო დენი».

ფიცხი ვარ თუ არა არ ვიცი, მაგრამ შენი „შესტიორკა“-კურდღელი არ ვარ. მითხარი, სად მივდივართ? თქვი, სად მივდივარ მე? ეს მე უნდა ვმართავდე პროცესებს, და არა შენ!»

სოკრატემ ღრმად ჩაისუნთქა. «დენ, მე არაფრის თქმა არ შემიძლია შენთვის. მეომრის გზის უმეტესი ნაწილი უჩინარია უზიარებლებისთვის. ამ მომენტამდე, მე გიჩვენებდი, თუ რას არ წარმოადგენს მეომარი, შენივე საკუთარი ჭკუის მაგალითით. მალე ჩაწვდები გზის არსს, მაგრამ ამისთვის თან უნდა წაგიყვანო სამოგზაუროდ. წამომყევი».

მან წამიყვანა ფარეხში, მიმალულ ადგილას, რომელიც აქამდე არ მქონდა შემჩნეული ინსტრუმენტების თაროებს მიღმა. ეს იყო ადგილი პატარა ხალიჩით და მძიმე სწორ-საზურგიანი სკამით. ნახევრად-სიბნელე სუფევდა. ჩემმა მუცელმა შეკუმშვა დაიწყო.

«დაჯექი» – რბილად მითხრა მან.
«არ დავჯდები, სანამ არ მეტყვი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?» – ხელები გულმკერდზე გადავიჭდე..
ახლა მისი აფეთქების დრო მოვიდა. «ეს მე ვარ – მეომარი! შენ კი – მაიმუნი! არაფერს არ აგიხსნი. გაჩუმდი და დაჯექი, ან გაბრუნდი უკან, შენი გიმნასტიკური დიდებისკენ და დაივიწყე, რომ მიცნობდი!»
«სერიოზულად ამბობ?»
«დიახ, სერიოზულად». წამით კიდევ ვყოყმანობდი, შემდეგ დავჯექი.
სოკრატემ ყუთისკენ გაიწია და იქიდან რაღაც ქსოვილი ამოიღო, რომლითაც ჩემს სკამზე მიბმას შეუდგა.
«რას აპირებ? უნდა მაწამო?» – მე მხოლოდ ნაწილობრივ ვხუმრობდი.
«არა. გთხოვ, გაჩუმდი ახლა» – თქვა მან, და უკანასკნელი ლენტი მომახვია, როგორც ღვედი თვითმფრინავში».
«ჩვენ რა, გავფრინდებით, სოკ?» – ნერვიულად ვკითხე მე.
«სიტყვებით თუ გამოვხატავთ, კი», – თქვა და ჩემს წინ მუხლებზე დაიჩოქა. ჩემი თავი ხელებში დაიჭირა და ცერა თითები წარბებს ქვეშ დამადო. კბილები ამიკაწკაწდა. შარდის ბუშტმა სასწრაფოდ მომთხოვა დაცლა. თუმცა მომდევნო მომენტში ეს ყველაფერი დამავიწყდა. აინთო ფერადი შუქები. მეჩვენებოდა, რომ მისი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ ვარჩევდი; ის ძალიან შორს იყო.

Posted by: ჯი-ნია-ნი Jun 20 2013, 04:42 PM

http://www.radikal.ru

Posted by: Atm@n Jun 21 2013, 01:26 PM

ჩვენ ლურჯი ბურუსით მოცულ კორიდორში მივდიოდით. ჩემი ფეხები მოძრაობდნენ, მაგრამ მიწას ვერ ვგრძნობდი. გარშემო გიგანტური ხეები მოჩანდა, რომლებიც შემდეგ შენობებად იქცნენ, შენობები ბორცვებად, და ჩვენ უკვე მაღლა ავდიოდით, მთაზე, რომელიც მოულოდნელად ციცაბო ფერდობის მწვერვალად იქცა.

ბურუსი გაქრა; ჰაერი ყინულივით ცივი გახდა. ჩვენს წინ მრავალ მილზეგადაშლილიყვნენ მწვანე ღრუბლები, რომლებიც ფორთოხლისფერ ცას ერწყმოდნენ ჰორიზონტზე.

მაკანკალებდა. ვცადე რაღაც მეთქვა სოკრატესთვი, მაგრამ ჩემი ხმა მოგუდულად და ჩუმად ისმოდა. ჩემი კანკალი უმართავი გახდა. სოკმა ხელი მზის წნულზე დამადო. ის თბილი იყო და საოცრად დამამშვიდებელი ზეგავლენა მოახდინა. მოვდუნდი. მან მაგრად მომხვია ხელები, მიბიძგა და ერთად გადავეშვით სამყაროს უფსკრულში.

მოულოდნელად ღრუბლები გაიფანტნენ და ჩვენ გადახურული სტადიონის „ბალკებზე“ ჩამოვეკიდეთ. მინდვრის ზემოთ სახიფათოდ ვირწეოდით, როგორც ორი ჩამოკიდებული ობობა.
«უიჰ! – თქვა სოკმა, – ცოტათი ვერ გავთვალე».

«რა ჯანდაბაა!» – დავიყვირე მე და უფრო მაგრად ვცადე მოჭიდება. „ბალკაზე“ ავბობღდი და ხელებითა და ფეხებით შემოვეხვიე. სოკრატე იოლად მოკალათდა ჩემს წინა „ბალკაზე“. შევამჩნიე, რომ ძალიან კარგად მოძრაობდა მოხუცის კვალობაზე.

«მხოლოდ შეხედე, – მივუთითე მე, – ეს ხომ შეჯიბრებაა გიმნასტიკაში! სოკრატე, შენ უბრალოდ შეიშალე».
«ეს მე შევიშალე?» – ჩუმად გაიცინა მან, – ჯობია შეხედო, ვინაა ბალკაზე ჩემს გვერდით».
«როგორ ჩავალთ აქედან?»
«ისევე, როგორც ამოვედით, რა თქმა უნდა».
«და როგორ ამოვედით?»

მან თავი მოიფხანა. «მთლად არ ვარ დარწმუნებული; მე იმედი მქონდა პირველ რიგში მოვხვდებოდით. ალბათ დღეს გაყიდული იყო».

ხმამაღლა გადავიხარხარე. ეს უკვე ნამეტანი იყო. სოკმა პირზე ხელი მომადო. «ტსსს!» ხელი მომაშორა. ეს შეცდომა იყო მისი მხრიდან.

«ხა-ხა-ხა-ხა!!! სიცილისგან თავს ვერ ვიკავებდი, სანამ ისევ არ გამაჩუმა. დავმშვიდდი, მაგრამ სიცილი მაინც არ მასვენებდა.

სოკმა მკაფიოდ ჩამჩურჩულა: «ეს მოგზაურობა რეალურია – უფრო რეალური, ვიდრე შენი სიზმრები ცხადში, ჩვეულებრივი ცხოვრებიდან. ყურადღებით იყავი!»

ამასობაში ქვემოთ მიმდინარე მოვლენებმა მართლაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. ამ სიმაღლიდან მაყურებლები სხვადასხვა ფერის წერტილებად მოჩანდნენ. ჩემი თვალთახედვის არეში გამოჩნდა პოდიუმი, არენის ცენტერში, ნაცნობი ლურჯი მატრასით, რომლის გარშემოც სხვადასხვა გიმნასტიკური აღჭურვილობა იყო განლაგებული. მუცელი ამიბუყბუყდა; გამოსვლისწინა ნაცნობ მღელვარებას ვგრძნობდი.

სოკრატემ პატარა ზურგჩანთაში ჩაყო ხელი (საიდან გააჩინა?) და ბინოკლი მომაწოდა, სწორედ იმ მომენტში, როცა გოგონა გიმნასტი ავიდა პოდიუმზე.

ბინოკლი გოგონასკენ მივმართე და დავინახე, რომ იგი საბჭოთა კავშირიდან იყო. გამოდის, რომ საერთაშორისო შეჯიბრებაზე მოვხვდით. სანამ ის მოძრაობებს აკეთებდა, ჩემამდე დავიდა, რომ შემეძლო მომესმინა როგორ ლაპარაკობდა საკუთარ თავთან! «აკუსტიკა აქ, – გავიფიქრე მე, – უბრალოდ ფანტასტიურია». თუმცა პრაქტიკულად მაშინვე ამ ფიქრის შემდეგ შევამჩნიე, რომ სპორტსმენის ტუჩები არ ინძრეოდნენ».

სწრაფად გადავიტანე ბინოკლი აუდიტორიისკენ და უამრავი ხმა მომესმა, თუმცა მაყურებლები ჩუმად იჯდნენ. მაშინ მივხვდი. მათ აზრებს ვკითხულობდი!

ბინოკლი უკან, გიმნასტიკენ მივმართე. მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, მესმოდა მისი აზრები: «დამშვიდდი… მოემზადე…» დავინახე, როგორ ატრიალებდა თავშ საკუთარი გამოსვლის პროგრამას.

ამის შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინე ადამიანზე მაყურებელთა დარბაზიდან, რომელიღაც ბიჭზე თეთრი მაისურით, რომელიც გართული იყო სექსუალურ ფანტაზიაში ერთ-ერთი აღმოსავლეთ-გერმანელი სპორტსმენის მონაწილეობით. მეორე ადამიანი, ალბათ მწვრთნელი, ბოლომდე ჩაფლული იყო თავისი მოსწავლის გამოსვლაზე. ერთ-ერთი ქალი ასევე გამომსვლელს უყურებდა და ფიქრობდა: «ლამაზი გოგოა… შარშან სერიოზული ტრავმა მიიღო... იმედია კარგად გაართმევს თავს».

ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ვერ ვიჭერდი სიტყვებს, მაგრამ ვგრძნობდი ცნებებს, ხანდახან ჩუმს და მიყრუებულს, ხანდახან ნათელს და მკაფიოს. ასე შემეძლო «გამეგო» რუსული, გერმანული და სხვა ენები.
კიდევ ერთი რამ შევამჩნიე. როცა საბჭოთა სპორტსმენი თავის პროგრამას ასრულებდა, მისი ჭკუა ჩუმად იყო. როცა დაასრულა და თავის სავარძელს დაუბრუნდა, მისი ჭკუა ისევ ამოძრავდა ფიქრებით. იგივე ხდებოდა გერმანელი და ამერიკელი გიმნასტების შემთხვევაშიც. უფრო მეტიც, გამომსვლელთა შორის საუკეთესოებს ყველაზე მდუმარე ჭკუა ჰქონდათ გადამწყვეტ მომენტში.

ერთი ბიჭ აღმოსავლეთ გერმანიიდან ტრიბუნებიდან ხმაურმა მოაცდინა სალტოს შესრულების დროს. ვიგრძენი, როგორ გაჰყვნენ მისი აზრები ხმაურს, მან გაიფიქრა: «რა?…» და გააფუჭა თავისი გამოსვლა».

ტელეპატივით ვაკვირდებოდი აუდიტორიის ჭკუებს. «მშიერი ვარ…, თერთმეტისთვის თვითვრინავს უნდა მივუსწრო, თორემ ჩამეშალა მთელი გეგმები დიუსელდორფში... როგორ მშია!» მაგრამ როგორც კი ვინმე იწყებდა გამოსვლას, მაყურებელთა ჭკუებიც ჩუმდებოდნენ.

პირველად გავაცნობიერე, რის გამო მიყვარს გიმნასტიკა. ის ჩემს თავში ხმაურისგან დასვენების საშუალებას მაძლევდა. როცა სალტოს ვაკეთებდი, სხვა არაფერი არსებობდა ჩემთვის. როცა ჩემი სხეული აქტიურად მოძრაობდა, ჩემი ჭკუა სიჩუმის წამებში ისვენებდა.

ფიქრების ხმაურმი აუდიტორიაში მაღიზიანებდა, ისევე როგორც ხმამაღალი რადიო. ბინოკლი დავუშვი და მინდოდა ყელზე ჩამომეკიდა, მაგრამ რემენის ჩამოკიდება დამვიწყნოდა და ბინოკლი ქვემოთ ჩავარდა, პირდაპირ პოდიუმისკენ! მე კი კინაღამ თან გადავყევი მისი დაჭერის მცდელობის დროს.

«სოკ!» – აღშფოთებულმა დავიყვირე. ის უშფოთველად იჯდა. ქვემოთ ჩავიხედე, რომ ვარდნის შედეგი მენახა, მაგრამ ბინოკლი გამქრალიყო.
«სანამ შენ აქ ხარ, ჩემთან, მოვლენები ცოტა სხვა კანონებს ემორჩილებიან», – გაეცინა სოკრატეს.

Posted by: Atm@n Jun 22 2013, 08:45 AM

ის გაქრა და მე ტრიალით წამიღო სივრცემ, მაგრამ არა ქვემოდ, არამედ ზემოთ. გამიჩნდა სუსტი შეგრძნება, რომ მთის კიდიდან დაღმართზე დავეშვი, ბურუსში, როგორც კინოში უკუღმა.

სიკრატემ სახე სველი ნაჭრით გამიწმინდა. უწინდებურად სკამზე მიბმული, ძალგამოცლილი მივეყუდე საზურგეს.

«აბა, როგორ ხარ? – მკითხა მან, – კარგი მოგზაურობა იყო?»
«რასაკვირველია. არ გამხსნი? »
«ჯერ არაა დრო», – მიპასუხა მან და ჩემი თავისკენ გადმოიწია.

მე ჩავილუღლუღე: «არა, არ გინდა!» თვალებშ მაშინვე დამიბნელდა, ქარი ამოვარდა, რომელმაც წამიღო შორს, დროსა და სივრცეში.

მე ქარად ვქეცი, ოღონდ თვალებით და ყურებით. ვხედავდი და მესმოდა შორს და ფართოდ. ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ვქროდი, დამლაგებელთან ახლოს, რომელიც იატაკს ასუფთავებდა. ჰონკ-კონგში აბრეშუმის გამყიდველის მაღაზიასთან აღმოვჩნდი. მერე სან-პაოლოს ქუჩებში ჩავიქროლე და ოფლი შევაშრე პატარა გერმანელი ტურისტების კანზე, რომლებიც ფრენბურთს თამაშობდნენ ცხელი ტროპიკული მზის ქვეშ.

ყველა ქვეყანას შემოვუფრინე, ხმაურით გავიარე ჩინეთი და მონღოლეთი, ასევე საბჭოთა კავშირის უზარმაზარი და მდიდრული სივრცეები. ავსტრიის ველები, სუსხიან ქარად მოვევლინე ნორვეგიას. ერთხელ ქარბორბალა ვიყავი ტეხასის შუაგულში, შემდეგ კი მსუბუქი ბრიზი გავხდი და თმაზე მოვეფერე ახალგაზრდა გოგოს, რომელიც რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობდა კანტონაში, ოჰაიოს შტატში.
ყველა ემოცია განვიცადე, ყველა ყვირილი და სიცილი მესმოდა. ყოველი ადამიანური მდგომარეობა გახსნილი იყო ჩემი მზერისთვის. მე შევიგრძენი ყველაფერი, და გავიგე.
სამყარო სავსე იყო აზრებით, რომლებიც ქარბუქზე სწრაფად მოძრაობდნენ გართობის ძიებაში, ცვლილებების სირთულეებისგან, სიცოცხლის და სიკვდილის დილემებისგან გასაქცევად; მიზნების, უსაფრთხოების, სიამოვნებების, საიდუმლოს არსის წვდომის ძიებაში. ყოველი ადამიანი დედამიწის ყოველ წერტილში ამ მოუწესრიგებელი და მწარე ძიებებით ცხოვრობდა. რეალობა არასოდეს ემთხვეოდა მათ ოცნებებს; ბედნიერება ყოველთვის იქვე, კუთხეშ იყო, იმ კუთხეში, სადაც თითქმის არასოდეს უხვევდნენ. და ამ ყველაფრის წყარო ადამიანის ჭკუა იყო.

სოკრატე ლენტებს მხსნიდა. მზემ ფანჯრიდან პირდაპირ თვალებში მომაჭყიტა. და ამიცრემლიანა თვალები, რომლებმაც ამდენი რამ ნახეს.

სოკრატე ოფისამდე მისვლაში დამეხმარა. აკანკალებული სავარძელში ვიჯექი და ვაცნობიერებდი, რომ ვეღარასოდეს ვიქნებოდი ის მიამიტი და მედიდური ახალგზარდა, რომელმაც იმავე სავარძელში მრავალი წუთი და საათი გაატარა. თავს ძალიან დაბერებულად ვგრძნობდი. მე დავინახე მსოფლიოს ტანჯვა და ადამიანის ჭკუის მდგომარეობა, და თითქმის ვბღაოდი უნუგეშო სევდისგან. გამოსავალი არ ჩანდა.

სოკრატე, პირიქით, ფრიად გამოცოცხლებულიყო. «თამაშის დრო ამოიწურა. ჩემი ცვლა თითქმის დამთავრდა. ახლა სახლშ წადი და გამოიძნე».

ჭრაჭუნით წამოვდექი და ხელი შეცდომით გავუყარე ქურთუკის მაორე სახელოში.

«სოკრატე, და რატომ დამაბი?»
«ვხედავ, კითხვებისთვის ყოველთვის გრჩება ძალა. იმიტომ დაგაბი, რომ სკამიდან არ გადმოვარდნილიყავი, როცა პიტერ პენს განასახიერებდი».
«მე რა, მართლა ვიფრინე? მე ვგრძნობდი ფრენას», – კვლავ მძმედ დავეშვი.
«მოდი, ჯერ-ჯერობით იმაზე შევჩერდეთ, რომ ეს წარმოსახვითი ფრენა იყო».
«დამაჰიპნოზე, თუ როგორ?»
«იმ გაგებით არა, როგორც შენ გგონია, და რა თქმა უნდა არც იმ ხარისხით, როგორც შენ თვითონ იყავი დაჰიპნოზებული საკუთარი ჭკუისმიერი პროცესებით».
მან გაიცინა, თავისი ზურგჩანთა ასწია (სად მინახავს ადრე?) და წასასვლელად მოემზადა. «რაც მე გავაკეთე, ის იყო, რომ სხვა პარალელურ რეალობაშ გამეყვანე - შენი გართობისთვის და შემეცნებისთვის».
«როგორ?»
«ეს შედარებით რთულია. მოდი მომდევნო ჯერისთვის დავტოვოთ», – სოკრატემ დაამთქნარა და კატასავით გაიზმორა. როცა კარიდან გავდიოდი, უკნიდან მომესმა: «მშვიდად იძინე, როცა გაიღვიძებ, პატარა სიურპრიზი გელოდება».
«გთხოვ, ოღონდაც სიურპრიზების გარეშე» – ჩავიბურტყუნე მე და სახლისკენ გავეშურე. ძლივს მახსოვს, როგორ დავეგდე ჩემს ლოგინზე... შემდეგ სიბნელე.

Posted by: Atm@n Jun 22 2013, 02:12 PM

დასაქოქი საათის წიკწიკის ხმამ გამაღვიძა, რომელიც კომოდზე იყო გამოსაწევი უჯრებით. მაგრამ მე არ მქონდა დასაქოქი საათი; მე არ მქონდა ცისფერი კომოდი გამოსაწევი უჯრებით; და არც ეს სქელი გადასაფარებელი მქონდა, რომელიც ჩემს ფეხებთან ეგდო. შემდეგ შევამჩნიე, რომ ფეხებიც არ იყო ჩემი. «ძალიან პატარებია», – გავიფიქრე მე. მზე ჩემთვის უცნობ ვიტრაჟულ ფანჯარაში მკვეთრად ანათებდა.

ვინ ვარ და სად ვიმყოფები? ვცადე გამეხსენებინა, მაგრამ უშედეგოდ.

ჩემმა პატარა ფეხებმა გადასაფარებლის ნარჩენი მოისროლეს და ლოგინიდან წამოვხტი სწორედ იმ მომენტში, როდესაც დედაჩემმა დაიყვირა: «დეე-ნიი, ადგომის დროა ძვირფასო». ეს იყო ჩემი მეექვსე დაბადების დღე - 1952 წლის 22 თებერვალი. პიჟამო გავიძრე და ფეხით ლოგინქვეშ შევაგდე. შემდეგ სირბილით დავეშვი კიბეზე ტრუსებშ და მაისურში, წარწერით - მარტოხელა მოგზაური. რამდენიმე საათში ჩემი მეგობრები მოვლენ საჩუქრებით, ტორტი გვექნება, ბევრი ნაყინი და მხიარულება!

მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრები დაიშალნენ, მე, ინტერესის გარეშე ვთამაშობდი ახალი სათამაშოებით. მომწყინდა. მუცელი მტკიოდა და დავიღალე. თვალები დავხუჭე და ძილს მივეცი თავი.

ვაკვირდებოდი, როგორ გადიოდა ყოველი ახალი დღე, ზუსტად ისევე, როგორც წინა: სამუშაო დღეებში სკოლა, შემდეგ შაბათ-კვირა, სკოლა, შაბათ-კვირა, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული.

წლები გადიოდნენ, და აი მე ერთ-ერთი საუკეთესო უფროსკლასელი გიმნასტი ვარ ლოს-ანჯელესში. გიმნასტიკის დარბაზში ცხოვრება დუღდა, მის გარეთ კი სრული იმედგაცრუება იყო. ყველაზე დასამახსოვრებელი რამდენიმე მომენტი გახდა: ჩემი ვარჯიშები დარბაზში და მხურვალე ხვევნა-კოცნა ფილისთან, ჩემს პირველ მომხიბვლელ გოგოსთან, ჩემი ვალიანტის უკანა სავარძელზე.

ერთ მსვენიერ დღეს ბერკლიდან მწვრთნელმა - ჰაროლს ფრაიმ დამირეკა და სტიპენდია შემომთავაზა უნივერსიტეტში! ძლივსღა ვითმენდი, სანამ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი. თუმცაღა ფილისი არ იზიარებდა ჩემს ენთუზიაზმს. ვიკამათეთ ჩემი გამგზავრების გამო და მალევე დავშორდით. გავბრაზდი, მაგრამ სტუდენტური ცხოვრების მომავალი გეგმებით დავიმშვიდე თავი. მალე, დარწმუნებული ვიყავი ამაში, ახალი ცხოვრება უნდა დაწყებულიყო!

წლები კოლეჯში მიზანსწრაფულად გადიოდა, გიმნასტიკაშ გამარჯვებებით, მაგრამ ამავე დროს სხვა დასამახსოვრებელი მომენტები ცოტა იყო. ბოლო კურსზე, ოლიმპიური ტურების შესარჩევ გამოსვლებამდე ცოტა ხნით ადრე, სიუზიზე დავქორწინდი. ბერკლიშ დავრჩით, რათა ვარჯიში შემძლებოდა. ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ არც დრო და არც ძალა აღარ მრჩებოდა ახალგაზრდა მეუღლისთვის.

შესარჩევი ფინალი ლოს-ანჯელესში ტარდებოდა. როცა ქულები დათვალეს, ექსტაზში ვიყავი. ოლიმპიურ ნაკრებში მოვხვდი! თუმცაღა, ჩემი შედეგები ოლიმპიადაზე შორს იყო მოლოდინისგან. სახლშ დავბრუნდი და შეფარდებით ანონიმურობას მივეცი თავი.

მალე ბიჭი შემეძინა, და თავს დამატყდა მზარდი პასუხისმგებლობა და მოვალეობები. სიცოცხლის დაზღვევის აგენტად მოვეწყვე, და ამას ჩემი დღეებისა და ღამეების უმეტესობა მიჰქონდა. ოჯახისთვის საერთოდ აღარ მრჩებოდა დრო. ერთი წლის შემდეგ მე და სიუზი დავშორდით; შედეგად მან განქორწინება მიიღო. ახალი ცხოვრება, სევდიანად გავიფიქრე მე.

ერთხელ, როცა სარკეში ჩავიხედე, მივხვდი, რომ ორმოცს უკვე დიდი ხანია გადავცდი; ვბერდებოდი. სად წავიდა ჩემი ცხოვრება? ფსიქოთერაპევტის მეშვეობით შევძელი ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გადალახვა. ყველაფერი მქონდა: სახლები, ფული, ქალები. ახლა კი მარტოხელა ვიყავი.
გვიანობამდე ვიწექი ლოგინში და ვფიქრობდი, თუ სად იყო ჩემი შვილი - უკვე მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე. ვფიქრობდი სიუზიზე და ჩემს მეგობრებზე ძველი კარგი დროიდან.

ახლა დროს ჩემს საყვარელ სარწეველა სავარძელში ვატარებდი, ღვინოს ვწრუპავდი, ტელევიზორს ვუყურებდი და ძველ დროს ვიხსენებდი. ვხედავდი, თუ როგორ თამაშობდნენ ბავშები ჩემი სახლის წინ. ეს კარგი ცხოვრება იყო, ვმსჯელობდი მე. ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა. მაშ, რატომ არ ვარ ბედნიერი?
ერთხელ, გუბურის წინ მოთამაშე ბიჭუნა მომიახლოვდა და მეგობრულად მკითხა, რამდენი წლის ვიყავი.
«ორასი წლის ვარ» – მივუგე მე.

მან ჩაიხითხითა და ხელები ბარძაყებზე დაიტყაპუნა: «ტყუილია». მეც გამეცინა და ხველების შეტევა დამეწყო. მერის,ჩემს სიმპათიურ ახალგაზრდა ძიძას მოუწია, რომ ბავშვისთვის წასვლა ეთხოვა.

მას შემდეგ, რაც სუნთქვის აღდგენაში დამეხმარა, ხრინწიანი ხმით ვუთხარი: «მერი, თუ შეიძლება ცოტა ხნით მარტო დამტოვეთ».

«რა თქმა უნდა, მისტერ მილმენ». არ ვუყურებდი, როგორ მიდიოდა - ეს ცხოვრების ერთ-ერთი სიხარული იყო, რომელიც უკვე დიდი ხანია მოკვდა ჩემთვის.
მარტოობაშ ვიჯექი. მეჩვენებოდა, რომ მთელი ცხოვრება მარტომ გავატარე. სარწეველას საზურგეზე გადავწექი და ვსუნთქავდი. ეს ჩემი უკანასკნელი სიხარულია. მალე ისიც მიმატოვებს. მწარედ და უხმოდ ვტიროდი. «ჯანდაბა! – ვფიქრობდი მე, – რატომ არ შედგა ჩემი ქორწინება? სად მოვიქეცი არასწორად? როგორ უნდა მეცხოვრა უკეთესად?»

უეცრად საშინელი შიში ვიგრძენი, ყველაზე ძლიერი ცხოვრებაში. იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი გავუშვი ცხოვრებაში, ის, რასაც მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა? „არა, ეს შეუძებელია!“ - ვარწმუნებდი საკუთარ თავს. ხმამაღლა ჩამოვთვალე საკუთარი ცხოვრებისეული მიღწევები. შიში მაინც არ მტოვებდა.

სასწრაფოდ წამოვდექი, აივნიდან ქვემოთ, ქალაქს გადავხედე და დავფიქრდი: «სად გაქრა ჩემი ცხოვრება? რატომ მომეცა იგი? ყველაფერი... „ოხ, ჩემი გული, ოხ, ჩემი ხელი, მტკივა!“ ვცადე დამეყვირა, მაგრამ ძალა აღარ დამრჩა.

თითები გამითეთრდა იმ ძალისგან, რომლითაც მოაჯირს მოვეჭიდე. შემდეგ ჩემი სხეული ყინულად იქცა, გული კი ქვად. უკან, სავარზელზე დავეცი, თავი გულ-მკერდზე ჩამომივარდა.

ტკივილი უეცრად შეწყდა და გამოჩნდა სინათლეები, რომლებიც აქამდე არასოდეს მენახა და ბგერები, რომლებიც არასოდეს გამიგია. ჩემს წინ ჩვენებებმა ჩაიარეს.
«ეს შენ ხარ, სიუზი?» – თქვა ხმამ ჩემს თავში. ბოლოს ყველა ჩვენება და ბგერა სინათლის ერთ წერტილად შეიკრა და გაქრა.
მე ერთადერთი შვება მოვიპოვე, რაც კი ოდესმე ვიცოდი.

მეომრის სიცილი გავიგე. შოკისგან შევხტი. წლები სწრაფად შედიოდნენ უკან, ჩემში. მე საკუთარ ლოგინშ ვიყავი, კალიფორნიაში, ბერკლიში. მე ჯერ კიდევ კოლეჯის სტუდენტი ვიყავი, ჩემი ელექტრონული საათი კი 18:25-ს აჩვენებდა. ძლის გამო ყველა გაკვეთილი და ვარჯიშ გავაცდინე!

საწოლიდან წამოვხტი და სარკეში ჩავიხედე. ჩემს უწინდებურად ახალგაზრდა სახეს შევეხე და შვებით ამოვისუნთქე. მთელი ეს ცხოვრება ერთ სიზმარშ ჩვენება აღმოჩნდა. აი ის, „პატარა სიურპრიზი“ სოკისგან.

გაოგნებული ვიყავი. ჩემს ოთახშ ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. ჩემი სიზმარი საოცრად ცოცხალი და მკაფიო იყო. ჩემი წარსული მასში აბსოლუტურად ზუსტი იყო, დეტალებშც კი, რომლებიც დიდი ხანია დამავიწყდა. სოკრატე მეუბნებოდა, რომ ეს მოგზაურობები ნამდვილია. ე.ი. ეს სიზმარი ჩემი მომავლის წინასწარმეტყველება იყო?

21:50-ზე სადგურზე მივედი და სოკრატეს შევხვდი, რომელიც ცვლაში ახალი მოსული იყო. როცა შიგნით შემოვიდა, დღის შემცვლელი კი წავიდა, ვკითხე: «კარგი, სოკ, რა იყო ეს?»

«შენ ჩემზე უკეთ იცი. მადლობა ღმერთს, რომ ეს შენი და არა ჩემი ცხოვრება იყო».

«სოკრატე, გევედრები! – მისკენ ხელები გავიწოდე, – ასეთი იქნება ჩემი ცხოვრება? თუ კი, მაშნ ვერ ვხედავ მასშ აზრს».

მან ძალიან ნელა და ჩუმად დაიწყო ლაპარაკი, როგორც ყოველთვის, როცა რაიმეზე ჩემი ყურადღების გამახვილება სჭირდებოდა: «წარსულის ახსნასთან და აწმყოს შეცვლასთან დაკავშირებულ მრავალ საშალებასთან ერთად, არსებობს შესაძლო მომავლის უსასრულო რაოდენობა. ის, რაც სიზმარში ნახე, ყველაზე მეტად სავარაუდო მომავალია - ის, საითკენაც შენ მიდიოდი, მე რომ არ შეგხვედროდი».

«გინდა თქვა, რომ იმ ღამეს სადგურის გვერდით რომ ჩამევლო, ეს სიზმარი იქნებოდა ჩემი მომავალი?»

«სრულიად შესაძებელია. და სხვათა შორის ახლაც. მაგრამ შენ შეგიძია გააკეთო არჩევანები და შეცვალო შენი აწმყოს ვითარებები. შეგიძლია შეცვალო შენი მომავალი».

სოკრატემ ცოტა ჩაი მოამზადა ჭიქა ჩემს გვერდით დამიდგა. მისი მოძრაობები გაცნობიერებული გრაციოზულობით იყო სავსე.

«სოკ, – ვთქვი მე, – არ ვიცი რა მოვუხერხო ამას. ჩემი ცხოვრება ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაშ დაუჯერებელ რომანს ჰგავს, სენ გესმის, რასაც ვგულისხმობ. ხანდახან ძალიან მინდა ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდე. ყველა ეს საიდუმლო, სიზმრები და მოგზაურობები მძიმეა ჩემთვის».

სოკრატემ ღრმად ჩაისუნთქა; ახლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს იტყვის.

«დენ, მე გავზრდი შენდამი მოთხოვნებს, შენი მზადყოფნის შესაბამისად. გარანტიას გაძლევ, რომ მოგინდება იმ ცხოვრების მიტოვება, რომელსაც იცნობ და უფრო მიმზიდველი, უფრო სასიამოვნო, უფრო „ნორმალური“ პერსპექტივების არჩევა. ახლა დაბრუნება იმაზე მეტი შეცდომა იქნებოდა შენი მხრიდან, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია».

«კი, მაგრამ მართლა ვხედავ იმის ღირებულებას, რასაც შენ მაჩვენებ».
«შესაძლოა ასეცაა, მაგრამ შენ ძველებურად გაქვს უზარმაზარი უნარი, რომ მოატყუო საკუთარი თავი. აი, რატომ დაგჭირდა საკუთარი ცხოვრების სიზმრად ნახვა. გაიხსენე ხოლმე იგი, როცა ილიზიების დევნაში გზიდან გადახვევის ცდუნება წაგძლევს ხოლმე».
«არ იდარდო ჩემზე, სოკ. მე შევძლებ».

რომ მცოდნოდა, რა მელოდა წინ. ჩუმად ვიქნებოდი.

Posted by: Atm@n Jun 24 2013, 10:24 PM

2. ილუზიების ქსელი

მარტის ქარები ჩაწყნარდნენ. გაზაფხულის ყვავილობა ყველგან ავრცელებდა თავის სურნელებას, რომელიც საშხაპეშიც კი აღწევდა, სადაც ოფლს და დაღლილობას ვიშორებდი კარგი ვარჯიშის შემდეგ.

სწრაფად ჩავიცვი და ქვემოთკენ გავიქეცი «ჰარმონ ჯიმის» კომპლექსის უკანა კიბით, და დავინახე, როგორ აფერადებდნენ ფორთოხლისფრად მზის უკანასკნელი სხივები ცას ედვარდსის ველის ზემოთ. გრილი ჰაერი მაფხიზლებდა. მოდუნებული და დამშვიდებული აუჩქარებლად მივდიოდი ქალაქის ცენტრისკენ, რათა გზად კინოთეატრისკენ ჩიზბურგერით დავნაყრებულიყავი. დღეს იქ შესანიშნავი ფილმის, დიდი გაქცევის ჩვენება იყო, ინგლისელი და ამერიკელი ტყვეების შესახებ, რომლებმაც გაქცევა გაბედეს.
როცა ფილმი დასრულდა, ზემოთ, უნივერსიტეტ-ავენიუსკენ გავირბინე, შემდეგ კამპუსისკენ, შატაკს გავცდი, მარცხნივ შევუხვიე და ბენზინ-გასამართ სადგურზე აღმოვჩნდი თითქმის სოკრატეს მისვლისთანავე. საღამო დატვირთული აღმოჩნდა და შუაღამემდე ვეხმარებოდი. ოფისში შესვლისთანავე ხელები დავიბანეთ, რის შემდეგაც სოკრატე ჩინური ვახშმით და სწავლების ახალი ფაზით გამიმასპინძლდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „დიდი გაქცევის“ შესახებ დავიწყე მოყოლა.

«როგორც ჩანს, შესანიშნავი ფილმია, – თქვა მან და თან ბოსტნეულს ალაგებდა პაკეტიდან, – ასევე ძალიან შესაფერისი».
«ეგ როგორ?»

«აი ასე. დენ, შენც ასევე უნდა მოახდინო გაქცევა. შენც ასევე საკუთარი ილუზიების ტყვე ხარ – საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ განთავისუფლდე, უფრო მეტი სიმამაცე და ძალა დაგჭირდება, ვიდრე ნებისმიერ კინოგმირს».

იმ ღამით ისე კარგად ვგრძნობდი თავს, რომ სოკის სიტყვებს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი.

«მე არ მიგრძვნია თავი ტყვედ, გარდა იმ ეპიზოდისა, როცა სკამზე მიმაბი».

მან ბოსტნეულის რეცხვა დაიწყო. «შენ ვერ ხედავ საკუთარ ციხეს იმიტომ, რომ მისი გისოსები უჩინარია. ჩემი ამოცანის ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ მიგითითო სირთულეებზე და იმედი მაქვს, რომ ეს შენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება შენს ცხოვრებაში (disillusioning experience) ».

«რა გაეწყობა, გმადლობ, მეგობარო», – ვთქვი მე, მისი ბოროტი განზრახვით შოკირებულმა.

«შენ ვერ გაიგე, იმედგაცრუება (ილუზიების დანგრევა) – ეს უდიდესი საჩუქარია, რომელიც შემიძლია მოგცე. თუმცა თუ გავითვალისწინებთ შენს მიჯაჭვულობას ილუზიებისადმი, შენ ამ ტერმინს ნეგატიურად თვლი. შენ თანაგრძნობას გამოხატავ მეგობრისადმი ფრაზით: „როგორი იმედგაცრუება გახდა ეს შენთვის!“, იმის ნაცვლად, რომ მიულოცო მას. სიტყვა „იმედგაცრუება“ (disillusion) სიტყვასიტყვით ნიშნავს «კლანჭებისგან (ილუზიებისგან) განთავისუფლებას“. მაგრამ შენ ეჭიდები შენს ილუზიებს.

«დამიმტკიცე», – გამოვიწვიე იგი.

«მტკიცებულება იმაშია, დენ», – თქვა მან, – «რომ შენ იტანჯები; შენ ვერ იღებ ფუნდამენტალურ სიამოვნებას შენი ცხოვრებისგან. შენი გართობები, შენი სასიყვარულო ინტრიგები, და შენი გიმნასტიკაც კი მხოლოდ დროებითი საშუალებებია, რომლებიც მოახლოებული შიშისგან გაცდენენ».

«ერთი წუთით, სოკ, – დავიბენი მე, – შენ რა, გინდა თქვა, რომ გიმნასტიკა და სექსი ეს ცუდია?»

«აუცილებელი არაა. თუმცა შენთვის ისინი დამღუპველი ვნებებია, და არა ჭეშმარიტი სიხარული. შენ მათ იყენებ იმისთვის, რომ ყურადღება მოაცდინო იმისგან, რაც სინამდვილეში უნდა გააკეთო: განთავისუფლდე».

«მაპატიე სოკ, ეს არაა მტკიცებულება».

«დიახ, ეს – მტკიცებულებაა, და მასში ადვილია დარწმუნება, თუმცა ეს ჯერ არ გესმის. შენ, დენ, მიღწევებზე და გართობებზე სტანდარტულ ნადირობაში თავს არიდებ ყველა ტანჯვის ძირითად წყაროს».

«ეს შენ ფიქრობ ასე!» – მკვეთრად გავაპროტესტე მე და ვერ დავფარე ხმაში აგრესია.
«ეს ის არაა, რისი გაგებაც გინდოდა, ხომ ასეა?»

«დიახაც. ეს საინტერესო თეორიაა, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემთან მიმართებაში იყოს მართალი, და მორჩა. მოდი რამე უფრო გამამხნევებელი მითხარი».

«კეთილი, – თქვა მან და კვლავ მიუბრუნდა ბოსტნეულს, – ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაშ, რომ შენი ცხოვრება მშვენივრად მიდის, და არ გაქვს ნამდვილი მიზეზი ტანჯვისთვის. მე შენ არ გჭირდები. შენ უკვე მეომარი ხარ. როგორ მოგწონს ეს?»

«უკეთესია!» – ჩემი განწყობა მაშინვე გაუმჯობესდა. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს დიდი ხნით არ იყო. «შესაძლოა, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია, როგორ ფიქრობ?»

ისე, რომ ბოსტნეულისგან თვალი არ მოუშორებია, სოკრატემ წარმოთქვა: «ჩემი აზრით, ეს შენი „შუაში“, უბრალოდ - ჯოჯოხეთია».

თავდაცვის მიზნით ვკითხე: «მითხარი, საქმე იმაშია, რომ მე ვარ ასეთი ჭკუასუსტი, თუ საერთოდ სულიერად არასრულფასოვნებზე ორიენტირდები?».

«შეიძლება ასეც ითქვას, – გაიღიმა მან, კუნჟუტის ზეთი ქვაბში ჩაასხა და ელექტრო-ღუმელზე დადგა, – თითქმის მთელ კაცობრიობას იგივე წინააღმდეგობა აქვს, რაც შენ».

«რა წინააღმდეგობა?»

«ვფიქრობდი, რომ უკვე აგიხსენი, – თქვა მან მოთმინებით, – თუ არ ღებულობთ იმას, რაც გინდათ, იტანჯებით. თუ ღებულობთ იმას, რაც არ გინდათ, იტანჯებით. და თუ ღებულობთ იმას, რაც ზუსტად გინდათ, მაინც იტანჯებით, იმიტომ რომ სამუდამოდ ვერ შეინარჩუნებთ ამას. თქვენი „ჭკუა“ თქვენი წინააღმდეგობაა. მას უნდა თავისუფალი იყოს ცვლილებებისგან, ტკივილისგან, ცხოვრების და სიკვდილის მოვალეობებისგან. მაგრამ ცვლილებები - ეს კანონია, და მოჩვენებითობის ვერანაირი რაოდენობა ვერ შეცვლის ამ რეალობას».

«სოკრატე, შენ შეგიძლია მოსაწყენი გახდე! იცოდი ეს? უკვე მადაც დავკარგე. თუ ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაა, რაღა საჭიროა იგი საერთოდ?»

«ცხოვრება - ტანჯვა არაა. უბრალოდ შენ იტანჯები, იმის ნაცვლად, რომ გაიხარო მისით. ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ არ განთავისუფლდები შენი ჭკუის მიჯაჭვულობებისგან და არ გაემგზავრები სამოგზაუროდ თავისუფლად, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს»

სოკრატემ ბოსტნეული ქვაბში ჩაყარა და მოურია. ოთახი არაჩვეულებრივმა არომატმა მოიცვა. მთელმა აღშფოთებამ გამიარა. «მგონი მადა დამიბრუნდა». სოკრატეს გაეცინა, ოქროსფერი ბოსტნეული ორ თეფშზე დააწყო და თავის საწერ მაგიდაზე დადგა, რომელიც სასადილო მაგიდის ფუნქციასაც ასრულებდა.

ის ჩუმად ჭამდა, და თავისი ჩხირებით პატარა ულუფებს იღებდა. მე კი ხარბად გადავსანსლე ჩემი ულუფა სადღაც ოცდაათ წამში. ძალიან მომშივნოდა. სანამ სოკრატე ტრაპეზს იღებდა, ვკითხე: «და როგორიღაა ჭკუის დადებითი ასპექტები?»

მან მზერა თეფშს მოაცილა: «ასეთები არ არსებობს». თქვა და მშვიდად დაუბრუნდა თავის ტრაპეზს.

«არანაირი?! სოკრატე, ეს სიგიჟეა. მაშ, რას იტყვი ადამიანური გონების ქმნილებებზე? წიგნებზე, ბიბლიოთეკებზე, ხელოვნებაზე? რას იტყვი ჩვენი საზოგადოების მიღწევებზე, რომლებიც ნათელმა გონებებმა გახადეს შესაძლებელი?»

მას ჩაეცინა, ჩხირები გვერდზე გადადო და თქვა: «არ არსებობენ არანაირი ნათელი გონებები». ამის შემდეგ კი თეფშები ნიჟარისკენ წაიღო.

«სოკრატე, შეწყვიტე შენი უპასუხისმგებლო განცხადებების კეთება და ახსენი!»

იგი საპირფარეშოდან გამოვიდა, თავზე ბრწყინვალებამდე გაპრიალებული თეფშებით.

«მომიწევს, რომ ახალი განსაზღვრება მივცე გარკვეულ ტერმინებს. „ჭკუა“ – ერთ-ერთი ისეთივე საეჭვო ტერმინია, როგორც „სიყვარული“. შესაფერისი განსაზრვრება დამოკიდებულია ცნობიერების მდგომარეობაზე. შემდეგნაირად შეხედე ამას: შენ გაქვს ტვინი, რომელიც მართავს სხეულს, აგროვებს ინფორმაციას, და ასევე თამაშობს ამ ინფომრაციით. ჩვენ ვეყრდნობით აბსტრაქტულ პროცესებს, რომლებიც ტვინშ მიმდინარეობს, როგორც „ინტელექტს“. ადრე არსად არ მიხმარია სიტყვა „ჭკუა“. ტვინი და ჭკუა - განსხვავებული ცნებებია. ტვინი რეალურია, ჭკუა - არა».

«ჭკუა – ეს ილუზორული გამონაზარდია საბაზისო ცერებრალური პროცესებისგან. იგი სიმსივნეს ჰგავს. იგი საკუთარ თავში ახდენს ყველა შემთხვევითი, უკონტროლო აზრების სუმირებას, რომლებიც ბუშტუკებივით ამოდიან ქვეცნობიერიდან ცნობიერის ზედაპირზე. ცნობიერება არ წარმოადგენს ჭკუას. გაცნობიერებულობა - ეს ჭკუა არაა. ყურადღებაც არაა ჭკუა. ჭკუა - ხელის შემშლელია, დამამძიმებელია. ეს ერთგვარი ევოლუციური შეცდომაა ადამიანის არსებაში, მთავარი სისუსტე ადამიანურ ექსპერიმენტში. მე ვერ მივცემ ჭკუას სხვანაირ განმარტებას».

Posted by: Atm@n Jun 25 2013, 08:25 AM

მე ჩუმად ვიჯექი და ნელა ვსუნთქავდი. არ ვიცოდი ზუსტად რა მეპასუხა., თუმცა მალე სიტყვებიც მოვიდნენ:

«შენ უნიკალური შეხედულება გამოთქვი, სოკ. ბოლომდე არ მესმის, რისი თქმა გინდა, მაგრამ ხმა გულწრფელი გაქვს».

მან გაიღიმა და მხრები აიჩეჩა.

«სოკ», – განვაგრძე მე, - «მე რა, მომიწევს თავი მოვიჭრა, რომ ჭკუისგან განვთავიოსუფლდე?»

მან ღიმილით მითხრა: «ეს რა თქმა უნდა მეთოდია, მაგრამ ამას არასასურველი უარყოფითი ეფექტებიც აქვს. ტვინს შეუძლია იყოს ინსტრუმენტი. მას შეუძლია გაიხსენოს ტელეფონის ნომრები, გადაწყვიტოს მათემატიკური ამოცანები და შეთხზას ლექსები. ამ თვალსაზრისით ის დანარჩენ სხეულზე მუშაობს, როგორც ტრაქტორი. მაგრამ როდესაც შენ არ შეგიძლია აღარ იფიქრო მათემატიკურ ამოცანაზე ან ტელეფონის ნომერზე, ან აკვიატებული აზრები და მოგონებები მოდიან შენი სურვილის გარეშე, მაშინ ეს შენი ტვინის მუშაობა კი არა, შენი ჭკუის უაზრო ხეტიალია. მაშინ ჭკუა გმართავს და ტრაქტორი ჭკუიდან იშლება».

«მესმის».

«იმისთვის, რომ მართლა გაიგო ეს, საკუთარ თავს უნდა დააკვირდე. შენში ამოტივტივდება ბრაზიანი ფიქრი და შენ ბრაზდები. იგივე ეხება ყველა დანარჩენ ემოციას. ისინი - მარიონეტულები არიან, უპირობო-რეფლექსურნი, რეაქციები აზრებზე, რომლებსაც ვერ მართავ. შენი აზრები ველური მაიმუნებივით არიან, რომლებსაც მორიელმა უკბინა».

«სოკრატე, მე ვფიქრობ…»

«შენ ძალიან ბევრს ფიქრობ!»

«ჰო, მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ მართლა მინდა შევიცვალო. ეს ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც დამახასიათებელია ჩემთვის: მე ყოველთვის ღია ვარ ცვლილებებისთვის».

«ეს, – თქვა სოკმა, – შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზიაა. შენ ყოველთვის გინდოდა შეგეცვალა ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ქალები, სახლები, სამუშაო. თქვენ ძალიან გინდათ შეცვალოთ ყველაფერი გარდა საკუთარი თავისა, გარდა საკუთარი სურვილებისა. ან მე აგიხელ თვალებს, ან ამას დრო გააკეთებს, მაგრამ დრო სულაც არაა ასეთი შემწყნარებელი» – თქვა მან მქუხარედ. «შენ თვითონ აირჩიე. მაგრამ ჯერ გააცნობიერე, რომ ციხეში ხარ. შემდეგ კი შენს გაქცევას დავგეგმავთ».

ამ სიტყვების შემდეგ საწერ მაგიდას მიუჯდა, ფანქარი აიღო და ჩეკების შემოწმება დაიწყო დაკავებული ადამიანის გამომეტყველებით. მკაფიოდ ვიფრძენი, რომ დღეისთვის მორჩა გაკვეთილი, და გამიხარდა.

Posted by: Atm@n Jun 26 2013, 10:00 AM

მომდევნო დღეები კვირეებად გაიჭიმნენ, ძალიან ვიყავი დაკავებული, რომ სოკრატე მენახა, მაგრამ მისი სიტყვები თავიდან არ ამომდიოდა; უნებურად მათ აზრზე ფიქრი დავიწყე.

პატარა რვეულში საკუთარი აზრების ჩაწერა დავიწყე. ორი დღის შემდეგ უფრო დიდი რვეულის ყიდვა დამჭირდა; ერთ კვირაშ ისიც გავავსე. გამაოგნა ჩემი აზრობრივი პროცესების რაოდენობამ და საერთო ნეგატიურობამ.
ამ პრაქტიკამ უფრო ცნობიერი გახადა ჩემი ჭკუის ხმაური; თუმცა ამან მხოლოდ ხმამაღალი გახადა იმ ფიქრების ხმა, რომლებიც მანამდე მხოლოდ ფონური ბგერები იყვნენ ჩემს ქვეცნობიერში. ჩანაწერების კეთება შევწყვიტე, მაგრამ ფიქრები კიდევ უფრო გამაყრუებლად ისმოდა. იქნებ, სოკი დამეხმაროს ხმის დაწევაში. გადავწყვიტე იმ საღამოსვე მივსულიყავი.

სოკრატე ავტო-ფარეხში იდგა და ძველი შევროლეს ძრავს რეცხავდა. პირის გაღება დავაპირე თუ არა, ზღურბლზე ახალგაზრდა ქალის ფიგურა გამოჩნდა. სოკმაც კი ვერ გაიგონა, როგორ შემოვიდა იგი, რაც თავისთავად უჩვეულო იყო. მან ჩემზე ცოტათი ადრე შეამჩნია ქალი და ხელებგაშლილი მისკენ გაემართა. ქალი ჰაეროვანი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ერთმანეთს გადაეხვივნენ და ოთახშ ტრიალებდნენ. მომდევნო რამდენიმე წუთი მხოლოდ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. სოკრატე თითქოს ეკითხებოდა «ხო?», ის კი პასუხობდა «ხო». სანახაობა საკმაოდ ექსცენტრული იყო.

უსაქმურობის გამო მხოლოდ მზერით ვაცილებდი ქალს, როცა ჩემთან ახლოს ტრიალებდა. ის ხუთ ფუტზე ცოტა მაღალი იყო, ძლიერად ჩამოსხმული, მიუხედავად ამისა გარემოცული იყო ნატიფი დახვეწილობის აურით. გრძელი შავი თმა შეკრული ჰქონდა და ნათელს ხდიდა ლამაზ მაღალ შუბლს და სახის მშვენიერ კანს. მისი სახის ყველაზე აღსანიშნავი შტრიხი თვალები იყო - დიდი, შავი თვალები.

როგორც იქნა ჩემი ქვედა ყბის მოძრაობამ ყურადღება მიიქცია.

სოკრატემ თქვა: «დენ, ეს – ჯოია».

იმ წამსვე გამიტაცა ამ ქალმა. მისი თვალები სინათლეს ასხივებდნენ, ღიმილი მომნუსხველი და ცოტათი ეშაკური ჰქონდა.

«ჯოი, ეს სახელია თუ შენი განწყობის მახასიათებელი?» – ვკითხე მე და ვეცადე ჭკვიანი გამოვჩენილიყავი.

«ერთიც და მეორეც», – მიპასუხა და სოკრატეს შეხედა. მან თავი დაუქნია. რის შემდეგაც ჯოი გადამეხვია. მისი ხელები რბილად და ძალიან ნაზად მოეხვივნენ ჩემს თეძოებს. უეცრად ენერგიის მოულოდნელი მოზღვავება ვიგრძენი. სრულიად განკურნებული, დამშვიდებული, დასვენებული და ელვის მსგავსად სიყვარულით განგმირული ვიყავი.

ჯოიმ თავისი დიდი მბრწყინავი თვალებით შემომხედა, და ჩემმა თვალებმა საპასუხოდ გაიბრწყინეს. «მოხუცმა ბუდამ ალბათ ცეცხლში და წყალში გამოგატარა?» – თქვა ხმადაბლა.

«მმ კი, რაღაც ეგეთი». გამოფხიზლდი, დენ!

«ღირს მაგად, დამიჯერე. ოდესღაც ჩემზეც მუშაობდა».

ჩემი პირი ძალიან დასუსტებული იყო, რომ კითხვები დაესვა. იგი სოკრატესკენ შებრუნდა და უთხრა: «მოდი, შაბათს, ათ საათზე აქ შევხვდეთ და ტილდენ პარკში წავიდეთ პიკნიკზე. მე ლანჩს მოვამზადებ. ვფიქრობ, კარგი ამინდი იქნება. კარგი?». ჯერ სოკრატეს შეხედა, შემდეგ მე. მე მხოლოდ უსიტყვოდ დავუქნიე თავი, ის კი უხმაოროდ გავიდა კარიდან.

მთელი დარჩენილი საღამო სრულიად უსარგებლო ვიყავი სოკრატესთვის. რა საღამო, მთელი დარჩენილი კვირა დაკარგული იყო. როგორც იქნა დადგა შაბათი და სადგურზე გაშიშვლებული ტორსით მივედი. მინდოდა ცოტა გავრუჯულიყავი გაზაფხულის მზეზე, მაგრამ უფრო მეტად მინდოდა ჯოიზე მომეხდინა შთაბეჭდილება ჩემი დაკუნთული ტორსით.

პარკამდე ავტობუსით მივედით, შემდეგ კი ფეხით გავიარეთ ფიჭვნარი. საჭმელი მზის გულზე გადმოვალაგეთ, პატარა შემაღლებულ მინდორზე. გადასაფარებელზე გავიშხლართე, რომ გავრუჯულიყავი, და იმედი მქონდა, რომ ჯოიც შემომიერთდებოდა.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, უეცრად ქარი ამოვარდა და ცაზე ღუბლები შეიკრნენ. ვერ ვიჯერებდი. წვიმა დაიწყო, ჯერ წვრილი, შემდეგ კი ნამდვილი თავსხმა. საკუთარი ნივთები ავკრიფე და ყველაფერს ვწყევლიდი ამქვეყნად. სოკრატე მხოლოდ იცინოდა.

«ფიქრობ – ეს სასაცილოა?» – ვბუზღუნებდი მე. «ჩვენ ახლა დავსველდებით, ავტობუსი კი მთელი საათი არ მოვა. ჩვენი პროდუქტებიც გაფუჭდება. ჯოიმ მოამზადა ყველაფერი; დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ვერ იქნება ხა...» ჯოიც იცინოდა.

«მე წვიმაზე არ ვიცინი, – თქვა სოკმა, – მე შენზე ვიცინი». გადაიხარხარა და ფოთლებზე გადაწვა. ჯოიმ რიტუალური ცეკვა შეასრულა, «წვიმის სიმღერას» მღეროდა. ვერაფერს იტყოდი – ჯინჯერ როჯერსი და ბუდა ერთად.
წვიმამ ისევე მოულოდნელად გადაიღო, როგორც დაიწყო. მზემ გამოანათა და მალე საჭმელიც და ტანსაცმელიც გაშრა.

«როგორც ჩანს ჩემმა წვიმის ცეკვამ იმოქმედა» – ჯოიმ თაყვანი სცა.

მან ჩემს უეცრად მოხრლ ზურგზე შემომხედა და დაზელვა დამიწყო. სოკრატემ თქვა: «შენთვის დადგა დრო, რომ გაკვეთილები აიღო შენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, და არა იწუწუნო მასზე ან ისიამოვნო მისით, დენ. ახლახანს შემოგთავაზეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი; ისინი უბრალოდ ციდან ჩამოვარდნენ». მე ბოლომდე ჭამით ვიყავი დაკავებული და ვცდილობდი არ მესმინა.

«პირველ რიგში, თქვა მან, თან გემრიელად ღეჭავდა სალათის ფოთოლს, – წვიმა არც შენი იმედგაცრუების და არც შენი გაბრაზების მიზეზი არ ყოფილა».

პირში სალათის ზედმეტად ბევრი პორცია მქონდა, რომ გამეპროტესტებინა.

«წვიმა ბუნების კანონების სრულფასოვანი გამოვლინება იყო შენი „გაბრაზება“ გაფუჭებული პიკნიკის გამო, ისევე როგორც შენი „სიხარული“ კვლავ გამოჩენილი მზის გამო, შედეგი იყო შენი ფიქრებისა. მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ რეალურ მოვლენებთან. მაგალითად, ყოფილხარ თუ არა „უბედური“ რაიმე დღესასწაულების დროს? ცხადია, რომ სწორედ შენი ჭკუა და არა ვითარებები, ან სხვა ადამიანები არიან შენი განწყობების მიზეზი. ამაში მდგომარეობს პირველი გაკვეთილი».

სოკმა კარტოფილის სალათის თავისი პორცია გადაყლაპა და განაგრძო: «მეორე გაკვეთილი გამომდინარეობს იმაზე დაკვირვებიდან, თუ როგორ გაბრაზდი უფრო ძლიერ, როცა შეამჩნიე, რომ მე საერთოდ არ ვიყავი გაბრაზებული. საკუთარი თავი მეომართან - უფრო სწორად ორ მეომართან შედარებით დაინახე». მან ჯოის გაუღიმა. «შენ ასეთი არ ხარ დენ, ხო მართალია? ალბათ ამან მიგიყვანა ცვლილებების აუცილებლობის აზრამდე».

ვიჯექი და მოღუშული ვისრუტავდი მის სიტყვებს. ძლივს მესმოდა, რომ ის და ჯოი უბრალოდ ხუმრობდნენ. მალე კვლავ დაიწყო წვიმა.

სოკრატე და ჯოი გადასაფარებელზე დაბრუნდნენ. სოკრატე აქეთ-იქით დახტოდა და ჩემი ცოტა ხნის წინანდელი საქციელის პაროდიას აკეთებდა. «დაწყევლილი წვიმა! – ყვიროდა იგი, – ჩვენი პიკნიკი გააფუჭა!». ხმამაღალი ოხვრით წინ და უკან დადიოდა, შემდეგ მკვეთრად შეჩერდა, გადმომხედა და იქედნურად გაიღიმა. მერე მუცლით პირდაპირ სველ ფოთლებზე გაწვა და თითქოს ცურავსო, ხელების ქნევა დაიწყო. ჯოი მღეროდა, ან იცინოდა - ზუსტად ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა.

მე საკუთარ თავს მოდუნების უფლება მივეცი და მათთან ერთად ფოთლებში გორაობა დავიწყე ჯოისთან ერთად. ეს თამაში განსაკუთრებით მომეწონა. ვფიქრობ ჯოისაც. გაუჩერებლად დავრბოდით და ვცეკვავდით, სანამ სახლში დაბრუნების დრო არ დადგა. ჯოი თამაშის მოყვარული ლეკვივით იყო, თუმცა ძლიერი, ამაყი ქალის ყველა თვისება ჰქონდა.

Posted by: Atm@n Jun 26 2013, 05:59 PM

იმ დროს, როცა ავტობუსი ქვემოთ, ბუხტისკენ ეშვებოდა, ცა ჩამავალი მზის სხივებმა ოქროსფერ-ვარდისფერად შეღება. სოკრატემ წარუმატებლად სცადა დასკვნა გაეკეთებინა ჩემი გაკვეთილებისთვის, მე კი მთელი ძალით ვცდილობდი მის იგნორირებას და ჯოის ვეწეპებოდი ავტობუსის უკანა სავარძელზე.

«ჰმ! ერთი წუთით შენი ყურადღება მჭირდება» – თქვა მან. ჩემი ცხვირი თითებს შორის მოიქცია და თავისკენ მიმართა.

«რა გიდ-და?» – ვკითხე მე. ჯოი ყურშ ჩამჩურჩულებდა. სოკრატეს ცხვირით ვეჭირე. «მირჩევნია ჯოის ვუსმინო», – ვთქვი მე.

«ის მხოლოდ სიამოვნებების გზაზე გატარებს», – გაეცინა მას და ცხვირზე ხელი გამიშვა, – «ახალგაზრდა სულელმაც კი, შეყვარებულობის შემოტევის დროს არ უნდა გაუშვას შეუმჩნევლად, როგორ ქმნის მისი ჭკუა მის იმედგაცრუებებს, ასევე სიხარულებს».

«შესანიშნავად შერჩეული სიტყვებია» – ვთქვი მე, ჯოის თვალებშ ჩაკარგულმა.

ავტობუსი აღმართს აუყვა, და ჩვენ საღამოს სან-ფრანცისკოს ხედებით დამტკბარნი, გავჩუმდით. ავტობუსი შეჩერდა. ჯოი სწრაფად ადგა და ჩამოვიდა, მას სოკრატეც მიჰყვა. მეც მათ უნდა გავყოლოდი, მაგრამ სოკრატე შემობრუნდა და მითხრა: «არა». და მორჩა. ჯოიმ ღია ფანჯრიდან შემომხედა.

«ჯოი, როდის გნახავ კიდევ?»

«შესაძლოა მალე. ყველაფერი დამოკიდებულია...» – თქვა მან.

«რაზეა დამოკიდებული? – ვკითხე მე, – ჯოი, მოიცა, არ წახვიდე. ეი, მძღოლო, გამიღეთ კარი!» მაგრამ ავტობუსი უკვე საკმაოდ მოშორდა მათ. მალე ჯოი და სოკრატე სიბნელეში გაქრნენ.

კვირა დღე მძიმე დეპრესიაში გავატარე, რომელთან გამკლავების ძალა საერთოდ არ მქონდა. ორშაბათს, ლექციაზე, ძლივს ვარჩევდი პროფესორის სიტყვებს. ვარჯიშის დროს მთლიანად საკუთარ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, და ჩემი ძალები მილევის ზღვარზე იყო. იმ პიკნიკის შემდეგ არაფერი მეჭამა. სადგურზე ღამის ვიზიტისთვის მოვემზადე. თუ ჯოი იქ დამხვდება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასთან ერთად წავიდე... ან ის წამოვიდეს ჩემთან ერთად.

როცა ოფისშ შევედი, ის იქ იყო, სოკრატესთან ერთად. თავს უცხოდ ვგრძნობდი და ვმარჩიელობდი, ჩემზე იცინოდნენ თუ არა. ფეხსაცმელი გავიხადე და ჩამოვჯექი.

«აბა, როგორ ხარ დენი? ცოტათი მაინც დაჭკვიანდი წინა შაბათის მერე, თუ არა?» – თქვა სოკრატემ. ჯოიმ მხოლოდ გაიღიმა, მაგრამ მისმა ღიმილმა ტკივილი მომაყენა. «არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დღეს მოხვიდოდი, დენ, შიშის გამო, რომ რაღაც ისეთს გეტყვი, რისი გაგებაც არ გინდა». მისი სიტყვები პატარა ჩაქუჩებივით იყვნენ. კბილები მაგრად მივაჭირე ერთმანეთს.

«სცადე მოდუნდე, დენ» – თქვა ჯოიმ. ვიცოდი, რომ ჩემი დახმარება უნდოდა, მაგრამ გაოგნებული ვიყავი იმით, რომ ორივე მე მაკრიტიკებდა.

«დენ, – განაგრძო სოკრატემ, – თუ ბრმა დარჩები საკუთარი სისუსტეების მიმართ, ვერც მათ კორექტირებას შეძლებ და ვერც საკუთარ ძლიერ მხარეებზე იმუშავებ. გიმნასტიკაშიც ასეა. შეხედე საკუთარ თავს!»

მე ძლივს ვლაპარაკობდი. როცა ეს მოვახერხე, ხმა დაძაბულობისგან, ბრაზისგან და საკუთარი თავისადმი სიბრალულისგან მიკანკალებდა: «მე ვხე-ე-დავ...». ძალიან არ მინდოდა ჯოის წინაშე ამ რაკურსით წარვმდგარიყავი!
ვითომც აქ არაფერიაო, სოკრატემ განაგრძო. «მე უკვე გეუბნებოდი, რომ შენი მთავარი შეცდომა სწორედ შენი აკვიატებული ყურადღებაა საკუთარი ჭკუის განწყობებისადმი და იმპულსებისადმი. თუ გაჯიუტდები, ისეთივე დარჩები, როგორიც ხარ, მე კი ვერ წარმოვიდგენ უარეს ხვედრს შენთვის!» – ამ სიტყვებთან ერთად სოკრატეს გულიანად გაეცინა, ჯოი კი დადასტურების ნიშნად თავს აქნევდა.

«იცის, როგორ იყოს მოსაბეზრებელი, ხომ ასეა?» – ფართედ გაიღიმა მან.

მე სრულიად გაუნძრევლად ვიჯექი, მუშტებშეკრული. როგორც იქნა ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა: «ვფიქრობ, რომ თქვენი ხუმრობა არ შედგა». ყველანაირად ვცდილობდი მეკონტროლებინა საკუთარი ხმა.
სოკრატე თავისი სკამის საზურგეზე გადაწვა და ცივსისხლიანი სისასტიკით წარმოთქვა: «შენ განრისხებულიხარ, არადა ცდილობ დაფარო რისხვა, ვირო». («ოღონდაც ჯოისთან არა!» – გამიელვა თავში). «შენი რისხვა, – განაგრძო მან, – შენი ფესვგამდგარი ილუზიების მტკიცებულებაა. რატომ იცავ შენს „მე“-ს რომლისაც არც კი გჯერა? როდის უნდა გაიზარდო?»

«მომისმინე, შენ, შიზოიდო ბებერო ნაბიჭვარო!» – მთელი ძალით დავიყვირე მე. «მე ყველაფერი რიგზე მაქვს! მე აქ მხოლოდ ბოქსიორის მსხალის როლს ვასრულებდი, და ვნახე ის, რაც უნდა მენახა. როგორც ჩანს შენი სამყაროა ტანჯვით სავსე, და არა ჩემი. მე მართლა დათრგუნული ვარ, ოპღონდ მაშინ, როცა აქ ვარ, შენთან!»

არც სოკრატეს და არც ჯოის სიტყვაც არ დაუძრავთ. ისინი მხოლოდ თანამიგრძნობდნენ და ამის ნიშნად თავს იქნევდნენ. ჯანდაბას მათი თანაგრძნობა! «თქვენ ორივეს გგონიათ, რომ ყველაფერი ასე ნათელია, ასე მარტივია და ასე სასაცილოა? მე არ მესმის თქვენი არც ერთის, და არა მგონია მინდოდეს, რომ გავიგო».

თავს ფიქრების ნიაღვარი დამატყდა და გარეთ გამოვედი, ეზოში. დავიფიცე, რომ დავივიწყებდი ორივეს, და დავივიწყებდი იმ დღესაც, როცა ერთ ვარსკვლავებიან ღამეს ამ სადგურზე შემოვეხეტე.

ჩემი განრისხება ყალბი იყო, და მე ვიცოდი ეს. ასევე ვიცოდი, რომ ეს მათაც კარგად იცოდნენ, და ყველაზე ცუდი სწორედ ეს იყო. მე წავაგე. სუსტი და სასაცილო აღმოვჩნდი, პატარა ბავშვივით. შემეძლო დამეკარგა სახე სოკრატეს წინაშე, ოღონდაც არა ჯოის წინაშე. ახლა კი დარწმუნებული ვიყავი, რომ სამუდამოდ დავკარგე იგი.

Posted by: Atm@n Jun 27 2013, 09:38 AM

ქუჩებში მივრბოდი, როცა შევამჩნიე, რომ სახლისგან საპირისპირო მხარეს ვმოძრაობდი. რომელიღაც ბარში შევედი უნივერსიტეტ-ავენიუზე და გათიშვამდე დავთვერი, ისე, რომ როგორც იქნა სახლს მიღწეული, მადლობელი ვიყავი იმისთვის, რომ არაფერი მახსოვდა.

უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი მქონდა. გადავწყვიტე დავბრუნებოდი ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც მრავალი თვის წინ მივატოვე. პირველ რიგში სწავლაშ უნდა ამომექაჩა იმ დონემდე, რომ უმაღლესი განათლების მიღება დამემთავრებინა. სიუზიმ თავისი ისტორიის კონსპექტი მომცა, ფსიქოლოგიის კონსპექტი კი თანაგუნდელმა მათხოვა. გვიანობამდე ვუჯექი წერილობით დავალებებს; წიგნებშ ჩავიძირე. ბევრი უნდა დამემახსოვრებინა და ბევრიც დამევიწყებინა.

დარბაზში არაქათის გამოცლამდე ვვარჯიშობდი. თავიდან მწვრთნელი და მთელი გუნდი გაკვირვებული იყო ჩემი ახალი შემართებით. საუკეთესო მეგობრები - რიკი და სიდი აღფრთოვანებულნი იყვნენ ჩემი თავგანწირულობით და ხუმრობდნენ «დენის ანდერძის» თაობაზე; ყველანაირ სავარჯიშოს ვასრულებდი, მიუხედავად იმისა, მზად ვიყავი თუ არა. ისინი ფიქრობდნენ, რომ სიმამაცის მოზღვავება მქონდა, სინამდვილეში კი ტკივილის მიყენება მინდოდა საკუთარი თავისთვის - გარეგნული, ფიზიკური ტკივილი მჭირდებოდა იმ ტკივილის ჩასახშობად, რომელიც შიგნით მქონდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ რიკის და სიდის ხუმრობა აკვიატებაშ გადაიზარდა. «დენ, თვალები შეშუპებული გაქვს? როდის გაიპარსე წვერი უკანასკნელად?» – მეკითხებოდა რიკი.
სიდს ეჩვენებოდა, რომ ძალიან გავხდი: «პრობლემები გაქვს დენ?»

«ეს ჩემი საქმეა» – ვპასუხობდი მე. «სიდ, სწორად გამიგე, ყველაფერი ნორმალურადაა».
«კარგი, მეტი იძინე, თორემ ზაფხულისთვის შენგან აღარაფერი დარჩება».
«აუცილებლად» – არ ვუთხარი, რომ უბრალოდ გაქრობა მინდოდა..

ჩემი ცხიმის ცოტაოდენი უნციები კუნთებად ვაქციე. გარედან ძლიერი ვჩანდი, როგორც მიქელანჯელოს ქანდაკება. ჩემი კანი მარმარილოს დაემსგავსა - თეთრი და ნახევრადგამჭვირვალე.

კინოშ თითქმის ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ არ შემეძლო თავიდან ამომეგდო სოკრატეს სახე, სადგურზე მჯდომის, შესაძლოა ჯოისთან ერთად. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ რომ ისინი ერთად დამცინოდნენ. როგორც ჩანს „საცდელი კურდღელი“ გავხდი მეომრისთვის.

თავს ვარიდებდი სიუზის და ყველა ნაცნობ ქალს. ყველანაირ სექსუალურ აღტკინებას სპორტულ დარბაზში ვახშობდი. ამასთან, როგორ შემეძლო სხვისთვის შემეხედა თვალებშ, როცა ერთხელ უკვე შევხედე ჯოის? ერთხელ, ღამით კარზე კაკუნმა და სიუზის მოგუდულმა ხმამ გამაღვიძა. “დენი, სახლში ხარ? დენი?” კარის ქვეშ წერილი შემოაცურა. არც კი ავმდგარვარ, რომ წამეკითხა.

ჩემი ცხოვრება წამებად იქცა. სხვა ადამიანების სიცილი გულზე მხვდებოდა. მელანდებოდა, რომ სოკრატე და ჯოი, როგორც ჯადოქარი და ალქაჯი, მორიგ ხრიკს მიმზადებდნენ. კინოფილმებმა, რომლებსაც ვუცქერდი, ფერები დაკარგეს. საჭმელმა, რომელსაც ვჭამდი, გემო დაკარგა. ერთხელ, პროფესორ უოტკინსის ლექციის დროს, წამოვხტი და თავდავიწყებულმა მთელი ძალით ვიყვირე: “სრული ნეხვობაა!” უოტკინსი შეეცადა იგნორირება გაეკეთებინა, მაგრამ ხუთასიოდე წყვილი თვალი მიყურებდა აუდიტორიიდან. ო, მსმენელებო! ახლა გიჩვენებთ! „სრული ნეხვობაა!“ - კიდევ დავიღრიალე მე. მოისმა რამდენიმე ანონიმური აპლოდისმენტი, სიცილთან და ჩურჩულთან შერეული.

უოტკინსმა, რომელიც არასოდეს კარგავდა თავის სიცივეს ხმაში, შემომთავაზა:

“იქნებ გამოხვიდეთ და აგვიხსნათ თქვენი თვალსაზრისი?”

რიგები გავარღვიე და სცენაზე გავიჭერი. უეცრად სურვილი გამიჩნდა, რომ წვერი გამეპარსა და სუფთა ტანსაცმელი ჩამეცვა. მასთან ახლოს მივედი და ვუთხარი: “რა დამოკიდებულება აქვს იმას, რასაც თქვენ გვეუბნებით, ბედნიერებასთან? ცხოვრებასთან?“ უფრო მეტი აპლოდისმენტები აუდიტორიიდან. ვხედავდი, როგორ მზომავდა თვალებით, თითქოს ამოწმებდა - სახიფათო ვარ თუ არა. ალბათ გადაწყვიტა, რომ სახიფათო ვარ. თანაც როგორ, ეშმაკმა დალახვროს! თავდაჯერებულობის მოზღვავება ვიგრძენი.

“შესაძლოა, თქვენ მართალი ხართ” – შემპარავად წარმოთქვა მან. ღმერთო ჩემო, ხუთასი ადამიანის თვალწინ დამცინოდნენ! ახლა ყველაფერს ვეტყვი მათ! ვასწავლი ჭკუას, რომ გამოფხიზლდნენ. სახით აუდიტორიისკენ შევბრუნდი და დავიწყე მოყოლა უჩვეულო ადამიანთან ბენზინ-გასამართ სადგურზე შეხვედრის შესახებ, რომელმაც მაჩვენა, რომ ცხოვრება სულაც არაა ისეთი, როგორიც გვეჩვენება. დავიწყე ზღაპრით მეფის შესახებ, რომელიც მარტო დარჩა იმის გამო, რომ ქალაქის ყველა მცხოვრები ჭკუიდან შეიშალა. თავდაპირველად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ რამდენიმე ადამიანმა სიცილი დაიწყო. რა მოხდა? სასაცილო არაფერი მითქვამს. მოყოლა განვაგრძე, მაგრამ მალე სიცილის ტალღამ მთელი აუდიტორია მოიცვა. ისინი შეიშალნენ თუ მე?

უოტკინსი ჩუმად რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ არ მესმოდა. ყურადღებას არ ვაქცევდი და ვაგრძელებდი. მან ისევ მიჩურჩულა: „შვილო, ვფიქრობ იმიტომ იმიტომ დაგცინიან, რომ შარვალზე ელვა-შესაკრავი გაქვს გახსნილი”. გახევებულმა ქვემოთ დავიხედე, შემდეგ ისევ აუდიტორიას შევხედე. არა! ოღონდ ეს არა! ისევ სულელი! ისევ ვირი! ტირილი დავიწყე და სიცილი ჩაწყნარდა.

აუდიტორიიდან სირბილით გამოვვარდი და მანამდე ვირბინე, სანამ ძალა არ გამომეცალა. გვერდით ორმა ქალმა ჩამიარა - პლასტმასის რობოტებმა, სოციალურმა დრონებმა. მათ ზიოზღით შემომხედეს, შემდეგ კი გზა განაგრძეს.
ჩემს ჭუჭყიან ტანსაცმელს შევხედე, რომელსაც ალბათ სუნიც ცუდი ჰქონდა. თმა დიდი ხნის დაუვარცხნელი მქონდა; უკვე რამდენიმე დღეა წვერი არ გამეპარსა. გონს სტუდენტურ პროფ-კავშირში მოვეგე, თუმცა არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი იქ. რომელიღაც სავარძელზე დავეგდე და ძილს მივეცი თავი. მესიზმრა, რომ ხის ცხენზე ვიჯექი და ხელში მბრწყინავი ხმალი მეკავა. ცხენი კარუსელზე იყო დამაგრებული და განუწყვეტლივ მატრიალებდა მანამ, სანამ უშედეგოდ ვცდილობდი გამომრთველს მივწვდომოდი. ისმოდა სევდიანი და უაზრო მუსიკა. და ყველაფერი ეს საშინელი ხარხარის ფონზე. გამოღვიძებულს საშინლად მეხვეოდა თავბრუ. მაშინვე სახლისკენ წავლასლასდი.

მოჩვენებასავით დავდიოდი ყოველდღიურ მეცადინეობებზე. ჩემი სამყარო ამოტრიალდა და თავდაყირა დადგა. ვცდილობდი განმეახლებინა ჩემი ძველი ცხოვრება, გამეღვიძებინა ინტერესი მეცადინეობისადმი და ვარჯიშისადმი, მაგრამ უკვე აღარაფერი მშველოდა და ყველაფერმა აზრი დაკარგა.

ამასობაშ კი პროფესორები აგრძელებდნენ რენესანსზე, ვირთხების ინსტინქტებზე და მილტონის შუა წლების შესახებ ბურტყუნს. სტუდენტური ცხოვრება ვერ მამხიარულებდა, ნარკოტიკებს არ შეეძლოთ შვების მოცემა. ორ სამყაროს შორის ვიყავი გაჩხერილი და ვერც ერთს ვერ ვეჭიდებოდი.

Posted by: Atm@n Jun 28 2013, 07:43 AM

ერთ საღამოს წითელი ხეების ხეივანში ვიჯექი, კომპუსის ქვემოთა მხარეს და გონებაში თვითმკვლელობის ვარიანტებს განვიხილავდი. უკვე აღარ ვეკუთვნოდი ამ მიწას. სადღაც ფეხსაცმელი დამკარგვოდა; მხოლოდ ერთი წინდა მეცვა, ფეხები კი ყავისფერი შედედებული სისხლით მქონდა დაფარული. ტკივილს ვერ ვგრძნობდი. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.

გადავწყვიტე უკანასკნელად მომენახულებინა სოკრატე. ფეხებს ძლივს ვადგამდი. სადგურთან მივედი და მის მოპირდაპირე, გზის მეორე მხარეს დავდექი. სოკრატე ეს-ესაა მორჩა ავტომობილის გამართვას. ამ დროს სადგურზე გამოჩნდა ლედი, ოთხი წლის გოგონათი; ალბათ გზას ეკითხებოდა მას. მოულოდნელად გოგონამ მისკენ გაიწია. სოკრატემ ხელში აიყვანა, გოგონამ კი ხელები კისერზე გადახვია. ლედი ცდილობდა მოეწყვიტა მისთვის ბავშვი, მაგრამ ნურას უკაცრავად. სოკრატე იცინოდა და ბავშვს ელაპარაკებოდა, შემდეგ რბილად დასვა მიწაზე, მუხლებზე დაიჩოქა და ერთმანეთს გადაეხვივნენ.

გამოუთქმელი სევდა შემომაწვა და ტირილი დავიწყე. სხეული ქვითინისგან მითრთოდა. შევბრუნდი, რამდენიმე ასეული იარდი გავირბინე ბილიკზე და არაქათგამოცლილი დავეცი. ძალა აღარ მქონდა, რომ სახლამდე მივსულიყავიუ, ან საერთოდ რაიმე გამეკეთებინა. შესაძლოა სწორედ ამან გადამარჩინა.

საავადმყოფოშ გამეღვიძა. ხელში წვეთოვანის ნემსი მქონდა გარჭობილი. ვიღაცამ გამპარსა და დამბანა. სხვა თუ არაფერი გამოვიძინე მაინც. მეორე დღესვე გამომწერეს. გამოსასვლელში ჯანმრთელობის ცენტრ კაუელში დავრეკე: «დოქტორ ბეიკერის მისაღები» – მიპასუხა მისმა მდივანმა.

«მე დენ მილმენი მქვია. სასწრაფოდ მჭირდება დოქტორ ბეიკერთან მიღებაზე მოსვლა».
«დიახ, მისტერ მილმენ, – თქვა მან მეგობრულ-პროფესიონალური ტონით, – დოქტორს თავისუფალი დრო ერთი კვირის შემდეგ, დღის პირველ საათზე აქვთ. გაწყობთ ეს დრო?»
«უფრო ადრე არ შეიძლება?»
«სამწუხაროდ არა...»
«ქალბატონო, მე მანამდე მოვიკლავ თავს, სანამ ეს ერთი კვირა გავა».
«შეგიძიათ დღეს მოხვიდეთ ორ საათზე?» – მისი ხმა დამამშვიდებლად ჟღერდა.
«დიახ».
«მშვენიერია. შეხვედრამდე, მისტერ მილმენ».

დოქტორი ბეიკერი მაღალი, გამხდარი მამაკაცი აღმოჩნდა, ძლივს შესამჩნევი ტიკით მარცხენა თვალთან ახლოს. უეცრად მასთან საუბრის ყოველგვარი სურვილი გამიქრა. საიდან დავიწყებ? «იცით, ექიმო, მე მყავს მასწავლებელი, სახელად სოკრატე, რომელსაც სახურავებზე ახტომა შეუძლია... არა, სახურავიდან არა - ეს ზუსტად ისაა, რის გაკეთებასაც ვაპირებ. და კიდევ, მას შორეულ მოგზაურობებშ მივყავარ, სხვა განზომილებებში და დროში, და მე შემიძლია ქარი გავხდე, კიდევ ცოტა არეული ვარ. კარგად ვსწავლობ, გიმნასტიკის ვარსკვლავი ვარ და თვითმკვლელობა მინდა».

მე წამოვდექი. «გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ, ექიმო. ბევრად უკეთ გავხდი. უბრალოდ მინდოდა მენახა როგორ ცხოვრობს კაცობრიობის საუკეთესო ნახევარი. დავრწმუნდი, რომ შესანიშნავად».

მან რაღაცის თქმა დააპირა, „საჭირო“ სიტყვებს ეძებდა, მაგრამ მე უკვე გავედი, სახლისკენ გავემართე და უბრალოდ დავწექი. იმ მომენტში ძილი საუკეთესო ალტერნატივა აღმოჩნდა.

იმავე საღამოს სადგურზე მივედი. ჯოი იქ არ იყო. ჩემი ნაწილი უკიდურეს იმედგაცრუებას განიცდიდა: ისე მინდოდა კიდევ ერთხელ ჩამეხედა მის თვალებში, ხელი ჩამეკიდა; ჩემმა მეორე ნაწილმა შვებით ამოისუნთქა. კვლავ ერთი ერთზე - მე და სოკი.

როცა ჩამოვჯექი, მას არაფერი უთქვამს ჩემს არყოფნაზე, მხოლოდ: «დაღლილი და დათრგუნული ჩანხარ». და ეს ყოველგვარი სიბრალულის გარეშე წარმოთქვა. თვალები ცრემლებით ამევსო.

«დიახ, მე დათრგუნული ვარ. დასამშვიდობებლად მოვედი. ეს ჩემი ვალია - შენი პატივისცემა. შუა გზაზე გავიჭედე და აღარ შემიძლია ამის ატანა. სიცოცხლე აღარ მინდა».

«შენ ორ რამეში ცდები, დენ». მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა სავარძელში. «პირველ რიგში, შენ არ ხარ შუა გზაზე, ამასთან ახლოსაც კი არ ხარ. მაგრამ შენ ძალიან ახლოს ხარ გვირაბის ბოლოსთან. და მეორეც, - თქვა მან და ხელი ჩემი საფეთქლისკენ გამოიშვირა, - შენ არ აპირებ თავის მოკვლას».

სოკრატეს მივაჩერდი. «ვინ თქვა ეს?» უეცრად გავაცნობიერე, რომ ოფისში აღარ ვიყავით. რომელიღაც იაფფასიანი სასტუმროს ოთახში ვიჯექით. შეცდომა შეუძლებელი იყო: მტვრის სუნი, თხელი, რუხი ხალიჩები, ორი ვიწრო საწოლი და პატარა სარკე.

«რა ხდება?» რაღაც მომენტში ჩემს ხმას სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს მოგზაურობები ყოველთვის ძრავდა ჩემს მსოფლმხედველობას. ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი.
«სწორედ ამ მომენტში აქ თვითმკვლელობა ხდება. მხოლოდ შენ შეგიძია ამის შეჩერება».

«და მე არც ვცდილობ პირდაპირ ახლა მოვიკლა თავი» – ვთქვი მე.

«შენ არა, სულელო. იქ, ფანჯრის იქით, კარნიზზე, ახალგაზრდა ბიჭი დგას. ის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობს. სახელად დონალდი ჰქვია. ფეხბურთელია, და ფილოსოფიური ფაკულტეტის უფროსკურსელი. ეს მისი უკანასკნელი სასწავლო წელია უნივერსიტეტში. და მას სიცოცხლე აღარ უნდა. წინ». სოკრატემ ჟესტით ფანჯრისკენ მიმითითა.
«სოკრატე, მე არ შემიძლია».
«მაშინ ის დაიღუპება».

Posted by: Atm@n Jun 28 2013, 08:44 AM

ფანჯრიდან გავიხედე. თხუთმეტი სართულით ქვემოთ ადამიანების პაწაწინა ფიგურები ზემოთ იყურებოდნენ, ლოს-ანჯელესის ცენტრალური ქუჩებიდან. თავი შევატრიალე და ფანჯრიდან ათიოდე ფუტში დავინახე ქერათმიანი ახალგაზრდა ყავისფერ „ლევისის“ ჯინსებში და მაისურში. იგი კარნიზზე იდგა და გადასახტომად ემზადებოდა.

რომ არ შემეშინებინა, ჩუმად დავუძახე. ვერ გაიგო. მე კვლავ დავუძახე. «დონალდ».

მან მკვეთრად შემოატრიალა თავი და კინაღამ წაიქცა. «არ მომიახლოვდე!» – გამაფრთხილა მან. «საიდან იცი ჩემი სახელი?»

«ჩემი ერთი მეგობარი გიცნობს, დონალდ. შეიძლება მეც ჩამოვჯდე კარნიზზე და გაგესაუბრო? ახლოს არ მოვალ».
«არა. არავითარი სიტყვები» – მისმა სახემ და სიტყვებმა თითქმის დაკარგეს სიცოცხლე.
«დონ? ხალხი დონს გეძახის?»
«ჰო» – მექანიკურად მიპასუხა მან.
«კარგი, დონ. ეს ხომ შენი ცხოვრებაა. რაც არ უნდა იყოს, მსოფლიოში ადამიანების 99% იკლავს თავს».
«რა ჯანდაბა გინდა ამით მითხრა?» – მის სიტყვებშ სიცოცხლის სხივები გამოკრთა. კარნიზზ უფრო მაგრად მოეჭიდა.

«გეტყვი. მრავალი ადამიანი თავისი ცხოვრებით თავს იკლავს, ასე არაა, დონ? მათ შეუძლიათ ამაზე დახარჯონ მოწევის, დალევის, ზედმეტი ჭამის და ნერვული გადაღლილობის 30-40 წელი, მაგრამ ისინი მაინც თავს იკლავენ».

რამდენიმე ფუტით მივუახლოვდი. სიტყვები ძალიან ფრთხილად უნდა შემერჩია. «დონ, მე დენი მქვია. საწყენია, რომ ადრე არ მოგვეცა ურთიერთობის საშუალება. ბევრი საერთო გვაქვს. მეც სპორტსმენი ვარ, ბერკლის უნივერსიტეტში».

«ნუ…» – უეცრად გაჩუმდა და აქეთ-იქით რწევა დაიწყო..

«მისმინე, დონ, მეშინია ამ კარნიზზე ჯდომა. ახლა ავდგები, რომ რამეს მოვეჭიდო». ნელა ავდექი. მცირე კანკალმა ამიტანა. «უფალო იესო, – გავიფიქრე მე, რას ვაკეთებ აქ, ამ კარნიზზე?»

ჩუმად ვლაპარაკობდი და მინდოდა ურთიერთგაგების ხიდი გამედო ჩვენს შორის. «დონ, გავიგე, რომ დღეს ლამაზი მზის ჩასვლა უნდა იყოს; დარწმუნებული ხარ, რომ აღარ მოგინნდება მზის ჩასვლის, ან მზის ამოსვლის ნახვა? დარწმუნებული ხარ, რომ აღარ მოგინდება მთაშ გასეირნება?»
«მე არასოდეს ვყოფილვარ მთაში».

«ვერც კი წარმოიდგენ, დონ. იქ ზემოთ, ყველაფერი სუფთაა - ჰაერი, წყალი. ყველგან ხეების სუნია. იქნებ ერთად წავიდეთ მთაში? რას იტყვი? ჯანდაბა, თუ თავის მოკვლა გინდა, ყოველთვის შეძლებ ამის გაკეთებას, ყოველ შემთხვევაში მთაში წასვლის შემდეგ».

ამჯერად ყველაფერი ვთქვი რაც შემეძლო. ახლა მან გადაწყვიტოს. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი, მით უფრო მეტად მინდოდა, რომ გადარჩენილიყო.
«კმარა! – თქვა მან, – სიკვდილი მინდა... ახლა».

მე დავნებდი. «კარგი, – ვთქვი მე, – მეც შენთან ერთად ვხტები. მე უკვე ვნახე ეს დაწყევლილი მთები».
მან პირველად შემომხედა. «შენ ამას სერიოზულად ამბობ?»
«დიახ, სერიოზულად. ვინ იქნება პირველი, შენ თუ მე?»
«მაგრამ, – თქვა მან, – რად გინდა სიკვდილი? ეს სიგიჟეა. შენ ისე ჯანმრთელად გამოიყურები – ალბათ ბევრი მიზეზი გაქვს, რომ იცოცხლო».

«მისმინე, – ვთქვი მე, – მე არ ვიცი შენ რა უსიამოვნებები გაქვს, მაგრამ ჩემთან შედარებით, ისინი არარაობაა. ვერც კი გაიგებ ჩემს პრობლემებს. მე ყველაფერი ვთქვი».

ქვემოთ ჩავიხედე. რა ადვილია, უბრალოდ გადაიხარე და დანარჩენს გრავიტაცია გააკეთებს. თუნდაც ერთხელ დავუმტკიცებ ამ ბებერ სოკრატეს, რომ ის მართალი არაა. შემიძლია გადავხტე და თან დავიყვირო: «შენ ცდები, ბებერო ნაბიჭვარო!» და უკანასკნელად ვიფრინო მანამ, სანამ ჩემი ძვლები და ორგანოები ასფალტზე არ დაიფშვნება.

«მოიცა!» ეს დონი იყო. მან ხელი გამომიწოდა. წამით შევყოყმანდი, შემდეგ კი ხელი ჩავკიდე. როცა თვალებში ჩავხედე, დონის სახე შეიცვალა. თმები გაუშავდა, სახე დაუვიწროვდა, სხეული დაუპატარავდა. ვიდექი და საკუთარ თავს ვუყურებდი. შემდეგ ანარეკლი გაქრა და მარტო დავრჩი.

შეშინებულმა უკან დავიხიე და ფეხი დამიცურდა. ტრიალით ვვარდებოდი, კვლავ და კვლავ ვტრიალებდი. შინაგანი თვალით სიკვდილის შავ კაპიუშონს ვხედავდი, რომელიც ქვემოთ მელოდა. სოკრატეს ხმა მესმოდა, რომელიც სადღაც ზემოდან ყვიროდა: «მეათე სართული – ქვედა საცვალი, თეთრეული, მერვე სართული - საოჯახო საქონელი, კამერები».

ოფისის დივანზე ვიჯექი და სოკრატეს რბილ ღიმილს ვუყურებდი.

«რა გადაწყვიტე? – მკითხა მან, – მოიკლავ თავს?»
«არა». თუმცა ამ სიტყვებთან ერთად პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, კვლავ მხრებზე დამაწვა. ჩემი შეგრძნებები აღვუწერე. სოკრატემ მხრებზე ხელი მომკიდა და მითხრა: «დაიმახსოვრე ეს, დენ».

იმ საღამოს, სანამ დავტოვებდი, ვკითხე: «სადაა ჯოი? კიდევ მინდა მისი ნახვა».

«თავის დროზე. ის მოვა შენთან, შესაძლოა შემდეგ».

«კი მაგრამ, რომ შემეძლოს დაველაპარაკო, გაცილებით კარგად გავხდებოდი».

«ვინ გითხრა, რომ ეს ადვილი იქნება?»

«სიკრატე, მე ის უნდა ვნახო! »

«შენ არაფერი არ უნდა გააკეთო, გარდა იმისა, რომ სამყაროს მხოლოდ შენი სურვილების (მოთხოვნილებების) თვალთახედვით ხედვა შეწყვიტო. მოეშვი! როცა გაუშვებ შენს ჭკუას, შეგრძნებები დაგიბრუნდება. მანამდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მინდა, რომ დააკვირდე შენი ჭკუის ნარჩენებს».

«რომ შემეძლოს, დავურეკო მაინც…»

«წინ, სიმღერით!» – მომიჭრა მან.

Posted by: Atm@n Jun 29 2013, 08:33 PM

მომდევნო რამდენიმე კვირა ჩემს თავში ნამდვილი დომხალი იყო. დაუმორჩილებელი, შემთხვევითი, სულელური აზრები, დანაშაულის შეგრძნება, შფოთვა, სურვილების მოზღვავება - სრული დომხალი. ღამითაც კი სიზმრების აურაცხელი რაოდენობა არ მასვენებდა. სოკრატე თავიდანვე მართალი იყო. მე ციხეშ ვიმყოფებოდი.

სამშაბათს, საღამოს ათ საათზე სადგურზე შევირბინე. ოფისში შევვარდი და ამოვიხვნეშე:

«სოკრატე! მე ჭკუიდან შევიშლები თუ ამ ხმაურს არ გავაჩერებ თავში! ჩემი ჭკუა გაგიჟდა - შენ თავიდან ბოლომდე მართალი ხარ!»
«შესანიშნავია!» – თქვა მან. «მეომრის პირველი გაცნობიერება».
«თუ ეს პროგრესია, მაშინ რეგრესი მირჩევნია».
«დენ, როცა ველურ ცხენზე ჯდები და ფიქრობ, რომ ის გახედნილია, რა ხდება ამ დროს?»
«გადმომაგდებს და კბილებს დამაყრევინებს».
«ცხოვრებას კბილების ჩამტვრევის ბევრი მეთოდი აქვს».
შესაწინააღმდეგებელი არგუმენტი არ მქონდა.
«თუმცაღა როცა იცი, რომ ცხენი ველურია, შეგიძლია შესაბამისად მოეპყრა მას».
«ვფიქრობ, რომ მესმის შენი, სოკრატე».
«შენ გინდა თქვა, რომ გესმის რას ფიქრობ?» – გაიღიმა მან.

მე წამოვედი ინსტრუქციით - შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმეცა ჩემი გაცნობიერებულობისთვის სტაბილიზაციის საშუალება. ვცდილობდი, როგორც შემეძლო. უკანასკნელ რამდენიმე თვეში ჩემი გაცნობიერებულობა გაიზარდა, თუმცა ოფისში უწინდებური კითხვებით შევდიოდი: «სოკრატე, მე ვაცნობიერებ ჩემი ჭკუისმიერი ხმაურის დონეს; ჩემი ცხენი - ველურია, როგორ გავხედნო იგი? როგორ შევამცირო ხმაური? რა შემიძლია გავაკეთო?»

მან თავი მოიფხანა: «ნუ, მოგიწევს კარგი იუმორის გრძნობა განავითარო». სიცილი აუტყდა, შემდეგ დაამთქნარა და გაიზმორა - ისე არა, როგორც ამას ადამიანების უმეტესობა აკეთებს ხელების განზე გაშლით, არამედ ზუსტად ისე, როგორც კატამ. მან ზურგი გამოზნიქა, და მისი ხერხემლის მალების ტკაცუნი გავიგე.

«სოკრატე, იცი, კატას ჰგავდი, როცა იზმორებოდი».

«ჰო, ალბათ» – უდარდელად მიპასუხა მან. «ცხოველების ზოგიერთი სასარგებლო ჩვევის კოპირება - კარგი ვარჯიშია, სწორედ ასევე შეგვიძლია ზოგიერთი დადებითი ადამიანური თვისების იმიტაცია მოვახდინოთ. ერთხელ ძალიან აღვფრთოვანდი კატით. ის მეომარივით მოძრაობდა. შენ მაგალითად კარგად გამოგდის ვირის იმიტაცია. დრო მოვიდა შენი რეპერტუარი გაამდიდრო, ასე არაა?»

«დიახ, ვფიქრობ მართალი ხარ» – მშვიდად ვუპასუხე მე, მაგრამ შინაგანად გავბრაზდი. შუაღამის შემდეგ მოვიბოდიშე და სახლში წავედი. ხუთი საათი მეძინა, სანამ მაღვიძარა გამაღვიძებდა, შემდეგ კი ისევ სადგურისკენ გავწიე.

იმ ღამით გადაწყვეტილება მივიღე: აღარ მინდა მსხვერპლის როლის თამაში, რომელთან დამოკიდებულებაშიც ის ყოველთვის სიმაღლეზეა. გადავწყვიტე ახლა მონადირე ვყოფილიყავი; ეს მე ვადევნებ მას თვალყურს.

განთიადამდე ანუ მისი მორიგეობის შეცვლამდე კიდევ ერთი საათი რჩებოდა. სადგურის მახლობლად ბუჩქებში დავიმალე. ვუთვალთვალებ და იქნებ ჯოიმდეც მიმიყვანოს.
ფოთლებს მიღმა ვიყურებოდი და მის ყოველ მოძრაობას ვადევნებდი თვალყურს. ინტენსიური დაკვირვების შედეგად თავშ გამინათდა. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო - მეტი გამეგო მის ცხოვრებაზე სადგურის გარეთ - ამ თემას იგი ყოველთვის დუმილით უვლიდა გვერდს. ახლა თავად მოვძებნი ყველა პასუხს.

ბუსავით ვუმზერდი მას. ვაკვირდებოდი მისი მოძრაობების გრაციოზულობას. ფანჯრებს ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე წმენდდა, და მსახიობივით არჭობდა გასამართ პისტოლეტს მანქანის ავზის ყელში.

სოკრატე ავტო-ფარეხს მიეფარა. ალბათ ავტომობილის შესაკეთებლად შევიდა. მოლოდინისგან ვეღარ ვითმენდი. ცა უკვე მთლიანად განათდა, როცა წუთიერი თვლემისგან გამომეღვიძა. ო, არა! მე ხელიდან გავუშვი იგი!

ამ დროს დავინახე - წასასვლელად ემზადებოდა. გული შემეკუმშა, როცა ოფისიდან გამოვიდა, ქუჩა გადაკვეთა და პირდაპირ იმ ადგილისკენ გამოემართა, სადაც ვიყავი ჩასაფრებული: ერთ ადგილზე ყოფნით გაშეშებული, მაგრამ კარგად შენიღბული. უკან დავიხიე, ფოთლებისკენ და სუნთქვა შევიკარი. წყვილმა სანდალმა გვერდით ჩამიარა, სამი-ოთხი ფუტის მოშორებით. ძლივს მესმოდა მისი მსუბუქი ნაბიჯის ხმა. მარჯვნივ შეუხვია, გზისკენ.

სწრაფად, მაგრამ ფრთხილად, ციყვივით გავიქეცი გის გასწვრივ. სოკრატე საოცრად სწრაფად მოძრაობდა, ძლივს ვეწეოდი მის ფართო ნაბიჯებს და თითქმის ხელიდან გავუშვი იგი, როპცა მოულოდნელად კვლავ დავინახე თეთრთმიანი თავი. ის ბიბლიოთეკაში შევიდა. «რა დარჩენია იქ? – გავიფიქრე მე და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი მივუახლოვდი.

მუხის ხის მიღმა აღმოვჩნდი და სტუდენტების ჯგუფს გავყევი, რომლებმაც შემამჩნიეს და გაეცინათ. ყურადღება არ მიმიქცევია და გრძელ კორიდორს გავუყევი. დავინახე, როგორ შეუხვია მარჯვნივ და გაქრა. სირბილით მივვარდი იმ ადგილას, საიდანაც გაუჩინარდა. შეცდომა შეუძლებელი იყო. ის ამ კარებში შევიდა. ეს მამაკაცების ტუალეტი იყო, საიდანაც სხვა გამოსასვლელი არ არსებობდა.

შესვლას ვერ ვბედავდი. უახლოეს სატელეფონო კაბინასთან მოვეწყვე. ათი წუთი გავიდა; ოცი წუთი. როგორ შემეძლო ხელიდან გამეშვა? ჩემი შარდის ბუშტი განგაშს სიგნალებს მიგზავნიდა. უნდა შევსულიყავი, არა მხოლოდ სოკრატეს მოსაძებნად, არამედ უბრალოდ იმისთვისაც, რომ ტუალეტით მესარგებლა. და რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს ეს ჩემი სამფლობელო იყო და არა მისი. პირიქით, აქეთ უნდა მოვთხოვო ახსნა, მაგრამ რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობდი თავს.

ტუალეტშ შევედი. თავიდან ვერავინ დავინახე. როცა საკუთარი საქმე მოვითავე, უფრო გულმოდგინედ დავიწყე ძებნა. სხვა გასასვლელი არ იყო, ამიტომ სადღაც აქ უნდა ყოფილიყო. კაბინიდან გამოსულმა ერთმა ახალგაზრდამ დამინახა - წელში მოხრილი და კაბინის ქვეშ მოთვალთვალე. ამ უცნაური სანახაობისგან აღშფოთებულმა შუბლი შეიჭმუხნა, თავი გააქნია და გავიდა.

ჩემი საქმე განვაგრძე. რიგ-რიგობით ყველა კაბინის ქვეშ შევიხედე. როცა უკანასკნელს მივუახლოვდი სანდალების წყვილის ქუსლები შევაჩნიე. და მოულოდნელად, კაბინის კარის ქვედა სივრცეში სოკის სახე გამოჩნდა, ნიკაპით ზემოთ, ცალყბაღიმილით. ის კარისკენ ზურგით იდგა და კიდევ უფრო დაიხარა ისე, რომ სახე მუხლებს ქვემოთ ჰქონდა.

გაოგნებულმა უკან დავიხიე. არ ვიცოდი, ტუალეტში ამ სულელური ქცევისთვის რა ახსნა მომეძებნა.

სოკრატემ კაბინის კარი ფართოდ გააღო და ღიმილად იქცა: «ვააააჰ, შეიძლება შეკრულობა აიკიდო, როცა ახალგაზრდა მეომარი გითვალთვალებს!». მისი ხარხარი კედლებს ექოდ მოეფინა, მე კი სირცხვილის ალმურმა სახე ამიწითლა. ისევ გააკეთა ეს! თითქმის ვგრძნობდი, როგორ გრძელდებოდა ჩემი ყურები და ვირისას ემგვანებოდა. ჩემს სხეულში სირცხვილი და რისხვა ერთმანეთში არეულიყო.

სახე სიწითლისგან მეწვოდა. სარკეშ ჩავიხედე და იქ, ჩემს თმებში აკურატულად გაკეთებული ყვითელი ბაფთა აღმოვაჩინე. გონებაშ სურათი აღმიდგა: შემხვედრი ადამიანების ღიმილი და სიცილი, ბიჭი, რომელმაც საპირფარეშში უცნაურად შემომხედა. ალბათ სოკრატე, მაშინ გამიკეთა ბაფთა, როცა ბუჩქებში ჩავთვლიმე. დაღლილობისგან დამძიმებული კარს მივეყრდენი.

მანამ, სანამ კარი დაიკეტებოდა, სოკრატეს სიტყვები გავიგე, ხმაში ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე: «ეს მხოლოდ იმისთვის, რომ შეგახსენო, ვინ არის მასწავლებელი და ვინ მოსწავლე».

ამ დღეს გაცოფებული ვვარჯიშობდი. არავისთან მილაპარაკია და საბედნიეროდ სხვებსაც სიტყვა არ დაუძრავთ ჩემთან. გულში დავიფიცე საკუთარ თავთან, რომ ყველაფერს გავაკეთებდი რაც შემეძლო იმისთვის, რომ სოკრატეს მეომრად ვეღიარებინე.

ერთ-ერთმა თანაგუნდელმა დარბაზიდან გასვლის წინ კონვერტი გადმომცა. «ვიღაცამ მწვრთნელის ოთახში დატოვა. შენთვისაა, დენ. თაყვანისმცემელია, ხო?»
«არ ვიცი, გმადლობ, ჰერბ».

გარეთ გამოვედი და კონვერტი გავხსენი. ფურცელზე ეწერა: «რისხვა უფრო ძლიერია, ვიდრე შიში; უფრო ძლიერია, ვიდრე სიბრალული; შენი სული ძლიერდება. მზად ხარ მახვილი მიიღო. სოკრატე» .

Posted by: Atm@n Jun 30 2013, 12:29 PM

3. ბილიკი თავისუფლებისკენ

მომდევნო დილას ბუხტა ბურუსმა მოიცვა, მზე დაფარა და ჰაერი უფრო ცივი გახადა. გვიან გავიღვიძე, ჩაი მოვიდუღე და ვაშლი მივირთვი.

სანამ ყოველდღიურ საქმიანობას შევუდგებოდი, გადავწყვიტე მოვდუნებულიყავი: ტელევიზორთან მოვკალათდი და ვაზაში ორცხობილები ჩავიყარე. საპნის ოპერების არხზე გადავრთე და სხვების პრობლემების სამყაროში ჩავიძირე. ეკრანზე მომხდარი მოვლენებით დაჰიპნოზებულმა რაღაც მომენტშ შევამჩნიე, რომ ვაზა დაცარიელებულიყო. ნუთუ მე თვითონ შევჭამე მთელი ეს ორცხობილები?

მოგვიანებით ედვარდსის ველის გარშემო ვირბინე. იქ დუაიტს შევხვდი - ლოურენსის სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომელს. მომიწია, რომ თავიდან მეკითხა სახელი, რადგანაც პირველ ცდაზე „გარკვევით“ ვერ გავიგე. კიდევ ერთი დადასტურება ჩემი უყურადღებობისა და მოხეტიალე აზრებისა. რამდენიმე წრის შემდეგ დუაიტმა აღნიშნა, თუ როგორი ლამაზი და ცისფერი იყო ცა. იმდენად ჩავიძირე ფიქრებში, რომ ცაც კი ვერ შევამჩნიე. ცოტა ხნის მოცდის შემდეგ ის გორებისკენ გაიქცა: მარათონულ მანძილებზე დარბოდა, მე კი სახლში დავბრუნდი და საკუთარ ჭკუაზე ფიქრს მივეცი თავი, საქმეს, რომელიც თავიდანვე განწირული იყო.

ვამჩნევდი, რომ გიმნასტიკის დარბაზში ვინარჩუნებდი ყურადღების სიმახვილეს ყოველ მოძრაობაზე, მაგრამ როცა ვწყვეტტი დაძაბულ მოძრაობებს, ფიქრები კვლავ ავსებდნენ ჩემს აღქმას.

იმ საღამოს სადგურზე ადრე მივედი, რათა სოკრატეს მისი ცვლის დასაწყისშივე შევგებებოდი. ამ მომენტისთვის ვეცადე დამევიწყებინა წინა დღის ინციდენტი ბიბლიოთეკაში, და მზად ვიყავი ნებისმიერი წამალი მიმეღო ჩემი ჰიპერაქტიური ჭკუის წინააღმდეგ, რასაც კი სოკრატე შემომთავაზებდა.

შუაღამე მოახლოვდა, და მალე სოკიც გამოჩნდა.

როგორც კი მოვკალათდით, ცემინება დამაწყებინა. ცოტათი გავცივდი. სოკმა ღუმელზე ჩაიდანი დადგა და მე როგორც ყოველთვის კითხვით დავიწყე.

«სოკრატე, რა საშუალებით უნდა გავაჩერო ჩემი ფიქრები, ჩემი ჭკუა, იუმორის გრძნობის განვითარების გარდა?»

«დასაწყისისთვის უნდა გაიგო, საიდან მოდიან შენი ფიქრები, როგორ გამოდიან პირველ პლანზე. მაგალითად, ახლა შენ სურდო გაქვს - ეს ფიზიოლოგიური სიმპტომია, რათა გაჩვენოს, რომ შენს სხეულს გადაბალანსება სჭირდება, მას სჭირდება კავშირის აღდგენა მზის სინათლესთან, სუფთა ჰაერთან, უბრალო საჭმელთან; მოკლედ გარესამყაროსთან ჰარმონიაში მოსვლა».

«რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ჩემს ჭკუასთან?»

«პირდაპირი. მოუწესრუიგებელი ფიქრები, რომლებიც გაწუხებენ და გაცდენენ, ასევე წარმოადგენენ გარესამყაროსთან დისჰარმონიის სიმპტომს. როცა ჭკუა სიცოცხლეს ეწინააღმდეგება, ჩნდება აზრები. როცა ხდება რაღაც, რაც რაიმე რწმენას ეწინააღმდეგება, ჭკუაში აურზაური იწყება. აზრი - ესაა არაცნობიერი რეაქცია სიცოცხლეზე».

სადგურზე შემოვიდა ავტომობილი ხანშიშესული, მკაცრად ჩაცმული ოჯახური წყვილით. ისინი გაჭიმულები იჯდნენ წინა სავარძლებზე. «წამომყევი» – მითხრა სოკმა. მან წელსზემოთ გაიხადა და გაიშიშვლა ფართე მკერდი ლამაზი რელიეფური კუნთებით გლუვი და ნახევრადგამჭვირვალე კანის ქვეშ. და შოკირებულ წყვილს მიუახლოვდა მძღოლის მხრიდან: «რით შემიძლია დაგეხმაროთ ბავშვებო? ბენზინი ჩავასხა, რომ თქვენი სული გავამაგრო? იქნებ, ზეთი, რომ დღის გაუწონასწორებლობა შევზეთოთ? რას იტყვით ახალ აკუმულატორზე, რომ ახალი მუხტი მივცეთ თქვენს ცხოვრებას?» დემონსტრატიულად ჩაუკრა მათ თვალი და იმავე ადგილზე მდგარი იღიმებოდა, ამასობაშ კი მანქანა სასწრაფოდ მოწყდა ადგილს და სადგურს მოშორდა.

სოკრატემ თავი მოიფხანა. «შესაძლოა გაახსენდათ, რომ სახლში ონკანი დარჩათ მოშვებული?»

ოფისში ვისვენებდით და ჩაის ვწრუპავდით, სოკრატე კი თავის გაკვეთილს მიხსნიდა.

«შენ დაინახე, როგორ შეეწინააღმდეგნენ ეს ქალი და მამაკაცი იმას, რაც მათ თვალში არანორმალური სიტუაცია იყო. თავისი ღირებულებებით და შიშებით შეკუმშულებმა ვერ ისწავლეს, რომ საქმე ჰქონდეთ სპონტანურობასთან, მე კი შემეძლო დღის ყველაზე ნათელი მოვლენა გავმხდარიყავი მათთვის!
გესმის, დენ, როცა ეწინააღმდეგები იმას,რაც ხდება, შენი ჭკუა სირბილს იწყებს; იგივე ფიქრები, რომლებიც სასტიკად გცემენ, სინამდვილეში შენივე შექმნილია».


«და შენი ჭკუა სხვანაირად მუშაობს?»

«ჩემი ჭკუა გუბეს ჰგავს ტალღების გარეშე. შენი ჭკუა პირიქით, ტალღებითაა სავსე, იმიტომ რომ შენ განპირობებულად გრძნობ თავს და დაუგეგმავი არასასურველი მოვლენების საფრთხის შიშით ხარ მოცული. შენი ჭკუა გუბეს ჰგავს, რომელშიც ვიღაცამ დიდი ქვა ჩააგდო!»

ვუსმენდი მას და დაჟინებით ვუმზერდი ჩემი ჩაის ჭიქის ძროს, როცა უცებ ყურებს უკან შეხება ვიგრძენი. მოულოდნელად ჩემი ყურადღების ინტენსივობა მკვეთრად გაიზარდა; ჩემი მზერა უფრო და უფრო ღრმად შედიოდა, უფრო და უფრო ქვემოთ ეშვებოდა...

წყლის ქვეშ აღმოვჩნდი. ეს უბრალოდ სასაცილო იყო! ნუთუ საკუთარ ჩაის ჭიქაში ჩავვარდი? ფარფლები და ლაყუჩები მქონდა, ნამდვილი თევზივით. კუდი გავაქნიე და ქვემოთ დავეშვი, სადაც ყველაფერი წყნარად და მშვიდად იყო.

უცებ უზარმაზარმა ქვამ, აფეთქებასავით შეძრა გლუვი ზედაპირი. ტალღამ უკან გადმომისროლა. თავშესაფარის ძიებაში კვლავ ავამოძრავე ფარფლები. დავიმალე, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდა. დროთა განმავლობაში შევეჩვიე პატარა ქვებს, რომლებიც წყალშ ვარდებოდნენ და ტალღებს წარმოქმნიდნენ. დიდი ქვები კვლავინდებურად მაშინებდნენ.

ისევ სავარძელში ვიჯექი, ხმებისა და სიმშრალის სამყაროში, და ფართოდ გახელილი თვალებით სოკის ღიმილს შევცქეროდი.

«სოკრატე, ეს არაჩვეულებრივი იყო!»
«ოღონდაც კიდევ ერთი თევზური ისტორია არ მომიყვე. მიხარია, რომ კარგად იცურავე. შემიძლია განვაგრძო?» პასუხს არც დალოდებია.

«შენ აღმოჩნდი ნერვიული თევზი, რომელიც ყოველ ღელვაზე რეაგირებდა. შეძელი რომ მცირე ღელვებს შეჩვეოდი, მაგრამ მაინც ვერ ჩაწვდი მათ მიზეზებს. ახლა გასაგებია, რომ თევზისთვიოს საჭიროა გაცნობიერებულობის ჯადოსნური გაბრწყინება, რათა თავისი ხედვა იმ წყლის საზღვრებს მიღმა გააფართოოს, რომელშიც თვითონაა. თავად წყარომდე.

გაცნობიერებულობის ასეთი გაბრწყინება მოითხოვება შენგანაც. როცა წყაროს ნათლად დაინახავ, გააცნობიერებ, რომ შენი ჭკუის ტალღებს არანაირი კავშირი არ აქვთ შენთან; შენ უბრალოდ დააკვირდები მათ, მიჯაჭვულობის გარეშე, და აღარ დაგჭირდება უნებურად შეკრთე ყოველ ქვის ჩამოვარდნაზე. თავისუფალი გახდები ამ სამყაროს ტურბულენტობისგან, როგორც კი დაამშვიდებ შენს ფიქრებს. გახსოვდეს: როცა რაიმეზე დარდობ, გაუშვი შენი ფიქრები და დაკავდი საკუთარი ჭკუით!»


«სოკრატე, როგორ?»

«კარგი კითხვაა!» – წამოიძახა მან. «როგორც უკვე იცი შენი ფიზიკური ვარჯიშების გამოცდილებიდან, გიმნასტიკური გაბრწყინებები, ისევე როგორც შენი ცნობიერების გაბრწყინებები არ ხდება ისე, უბრალოდ; ისინი მოითხოვენ დროს და ვარჯიშს. ხოლო მომზადებად შენი საკუთარი ტალღების წყაროს გაცნობიერებისთვის წარმოადგენს მედიტაცია».

ამ გრაციოზული განცხადების შემდეგ მოიბოდიშა და ტუალეტში გავიდა. ახლა ჩემი დრო დადგა, რომ გამეკვირვებინა. სავარძლიდან ისე ვიყვირე, რომ ტუალეტში გაეგო «მე შენზე ერთი ნაბიჯით წინ ვარ, სოკრატე. მედიტაციის ჯგუფში უკვე ერთი კვირაა რაც დავდივარ. თვითონ მომივიდა იდეა, რომ დავკავებულიყავი საკუთარი ჭკუით.
ნუთუ ვერ შეამჩნიე, რამდენად უფრო მშვიდი გავხდი? მითხარი სოკ, შენც აკეთებ მედიტაციებს? თუ არა, მაშნ შემიძლია გაჩვენო, რაც ვისწავლე...»

ტუალეტის კარი ხმაურით გაიღო, და პირდაპირ ჩემთან მოვარდა სოკრატე, საბრძოლო, გულისგამყინავი ყიჟინით და ხელში მბრწყინავი სამურაის ხმლით თავს ზემოთ! სანამ განძრევას შევძლებდი, ხმალმა ჰაერი გააპო და ჩემს თავს ზემოთ დიუიმზე გაშეშდა. ხმალს ავხედე, შემდეგ სოკრატეს. მას გულღიად გაეცინა.

«ჰო, შენ ეფექტური გამოჩენების ოსტატი ხარ. სიკვდილამდე შემაშინე!» – სული მოვითქვი მე.


Posted by: Atm@n Jun 30 2013, 04:04 PM

ხმალი ნელ-ნელა აიწია. მეჩვენებოდა, რომ ჩემს თავზე გაჩერებული, ოთახის სინათლეს იკრებდა და აძლიერებდა. ხმლის პირს მიშტერებულმა გადავწყვიტე გავჩუმებულიყავი.

ამასობაში სოკრატემ მუხლებზე დაიჩოქა, ჩვენს შორის, პირდაპირ ჩემს წინ დადო ხმალი, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და გაქვავდა. რამდენიმე ხანი ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, თავს დამესხმებოდა თუ არა ეს „მთვლემარე ვეფხვი“, თუკი გავინძრეოდი. გავიდა ათი წუთი. შემდეგ ოცი. შემდეგ მომივიდა იდეა, რომ შესაძლოა უნდოდა მასთან ერთად გამეკეთებინა მედიტაცია, ამიტომ თვალები დავხუჭე და ნახევარ საათამდე ასე ვიჯექი. თვალები გავახილე, ის კი იმავე ადგილას იჯდა, ბუდასავით. ჩუმად ავდექი, რომ წყალი დამელია. იმ მომენტში, როცა ჭიქას ვავსებდი, ხელი მხარზე დამადო. წავიბორძიკე და წყალი ფეხებზე გადამესხა.

«სოკრატე, მეტჯერ ასე აღარ მომეპარო. უნდა გამაფრთხილო ხოლმე!»

მან გაიღიმა და თქვა:

«სიჩუმე – ეს მეომრის ხელოვნებაა, მედიტაცია კი - მისი მახვილია. ეს მთავარი იარაღია, რომელიც უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ საკუთარი ილუზიების ხლართებში გააღწიო. მაგრამ დაიმახსოვრე: მახვილის სარგებლობა მის მფლობელზეა დამოკიდებული. შენ ჯერ კიდევ არ იცი, როგორ გამოიყენო ეს იარაღი, ასე რომ ის შეიძლება სახიფათო, მატყუარა და უსარგებლო ინსტრუმენტი იყოს შენს ხელში.

თავდაპირველად, მედიტაცია შეიძლება მოდუნებაშ დაგეხმაროს. შენ კი საჯაროდ ყველას აჩვენებ შენს „მახვილს“; ამაყად აჩვენებ შენს მეგობრებს. ამ ხმლის ბრწყინვალება მრავალ მედიტატორს შემდგომ ილუზიებში აგდებს, სანამ ბოლომდე არ ამბობენ უარს მედიტაციაზე, სხვა „შინაგანი ალტერნატივის“ ძიებაში.

მეომარი, პირიქით, მედიტაციას მარჯვედ და ღრმა გაგებით იყენებს. მისი მეშვეობით საკუთარ ჭკუას ნაწილებად ჰკვეთს, აზრებს აქეთ-იქით მიმოფანტავს, რათა გამოვლინდეს მათი მნიშვნელოვანობის არარსებობა. მომისმინე და დასკვნები თავად გამოიტანე:

ალექსანდრე მაკედონელს თავისი არმია უდაბნოს გავლით მიჰყავდა და ისინი ორ მსხვილ თოკთან მივიდნენ, რომლებიც მასიურ, ძლიერ კვანძად იყვნენ შეკრულნი. არავის შეეძლო მისი გახსნა, სანამ საქმეს ალექსანდრე არ შეუდგა. ერთი წამითაც არ შეყოყმანებულა, თავისი ხმალი დააძრო და ერთი ძლიერი დარტყმით გაჰკვეთა კვანძი. ის ნამდვილი მეომარი იყო!

«შენ უნდა ისწავლო საკუთარი ჭკუის კვანძების ასევე გაკვეთა - მედიტაციის მახვილით. მანამ, სანამ ერთხელ გადააბიჯებ მოთხოვნილებას საერთოდ ნებისმიერ იარაღისადმი».


ზუსტად ამ მომენტში სადგურზე, ძველი ფოლკსვაგენი შემოგორდა. მასშ ექვსი ადამიანი იჯდა, რომელთა ცნობაც ერთი შეხედვით ძნელი იყო. როცა მივუახლოვდით, დავინახეთ, რომ მათ შორის ორი ქალი და ოთხი მამაკაცი იყო. ყველანი ერთნაირ ცისფერ მანტიებში გამოწყობილიყვნენ. მათში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სულიერი საზოგადოების წევრები ვიცანი. კონკრეტულად, ეს ადამიანები სათნო სახით იჯდნენ და ვერ ამჩნევდნენ ჩვენს იქ ყოფნას, თითქოს ჩვენი ა,ქვეყმიური დამიწებულობა წაბილწავდა მათ.

სოკრატეს არ შეეძლო, რომ არ მიეღო ეს გამოწვევა. მაშინვე მიიღო სულელის გამომეტყველება. ღიად იფხანდა სხვადასხვა ადგილებს და ნამდვილ კვაზიმოდოოს ჰგავდა. «ჰეი, ჯეკ, – მიმართა მან მძღოლს, რომელსაც ყველაზე დიდი წვერი ჰქონდა, რაც კი ცხოვრებაშ მენახა, – „რა გინდა? ბენზინი, თუ რა?“

«დიახ, ჩვენ ბენზინი გვინდა», – თქვა მან დაზეთილი ხმით.

სოკრატე ავხორცულად მიაშტერდა ორ ქალს უკანა სავარძელზე, თავი ფანჯარაშ შეყო და ხმამაღლა დაიშიშინა: «მისმინე, თქვენ რა, მედიტაციებს აკეთებთ?». ეს ისეთი ტონით თქვა, თითქოს სექსუალური სიამოვნების იშვიათ ფორმაზე საუბრობდა.

«დიახ, ჩვენ ვმედიტირებთ», – წარმოთქვა მძღოლმა. მის ხმაში კოსმიური უპირატესობა გამოსჭვიოდა, – «ახლა კი შეგიძლიათ ჩაასხათ ბენზინი ჩვენს ავტომობილში?»

სოკმა ხელი დამიქნია და მანიშნა, რომ ავზი გამევსო, მანამდე კი განაგრძობდა მძღოლის ყველა სუსტ წერტილზე წიხლის დაჭერას. «მისმინე, იცი, რომ ქალს ჰგავხარ ამ კაბაში; ა-არა ჯიგარ, სწორად გამიგე, საერთოდ საკაიფოა... და წვერს რატომ არ იპარსავ? რას მალავ წვერის ქვეშ?»

სანამ მე მორჩილად ვემსახურებოდი ავტომობილს, ის ცუდიდან უარესზე გადავიდა: «ეი», – მიმართა ერთ-ერთ ქალს, – «ეს ტიპი შენი კაცია, ხო?» «მითხარი, – მიმართა მეორე მამაკაცს წინა სავარძელზე, – „ხშირად ხართ მაგით დაკავებული, თუ ძალებს ინახავთ, როგორც „ნეიშენელ ენქვაერში“ წავიკითხე?»

სანამ ის იდგა და მტანჯველად დიდხანს ითვლიდა ხურდას (ყოველ ჯერზე თვლა ეშლებოდა და თავიდან იწყებდა)მე ძლივს ვიკავებდი სიცილს, ავტომობილში მყოფი ხალხი კი ბრაზისგან კანკალებდნენ. მძღოლმა ხურდა მოხვეტა და სრულიად უაზროდ გაუხვია სადგურიდან. როცა მიდიოდნენ, სოკრატემ დაუყვირა: «გიხდებათ მედიტაცია! მასე განაგრძეთ!»

Posted by: Plasmodium Jul 1 2013, 09:39 AM

ბიჭო ამდენიხანი მედიტაციაზე შეყავდა?
მე მეგონა სამურაიდ ამზადებდა ან ნინძად ph34r.gif

Posted by: Atm@n Jul 1 2013, 09:48 AM

ოფისში დაბრუნებაც ვერ მოვასწარით, სადგურზე დიდი შევროლე შემოვიდა. ზარების წკრიალი არ იყო მინელებული, და ამას თან დაერთო თავად ავტომობილის სიგნალიც. მე სოკრატეს დასახმარებლად გავედი.

საჭესთან ორმოცი წლის „თინეიჯერი“ იჯდა, ფერად ტანსაცმელში და ბუმბულიანი დიდი სანადირო შლიაპით. ძალიან ნერვიული ჩანდა და წამდაუწუმ უკაკუნებდა საჭეზე. მის გვერდით ცხვირზე ფხვნილს ისვამდა და წამწამებს აფახულებდა გაურკვეველი ასაკის ქალბატონი.

რაღაც მიზეზით ისინი უარყოფით ემოციას იწვევდნენ ჩემში. სულელურად გამოიყურებოდნენ. მინდოდა მეთქვა: «რატომ არ გინდათ ასაკის შესაფერისად მოიქცეთ?» – მაგრამ მე მხოლოდ ვაკვირდებოდი და ველოდი.

«ეი, შენ, არის აქ სიგარეტის ავტომატი?» – იკითხა ზეაქტიურმა მძღოლმა.

სოკრატემ შეწყვიტა თავისი საქმე, თავი ასწია და თბილად გაიღიმა: «არა, სერ, მაგრამ აქვე გზაზე სადღეღამისო მაღაზიაა». შემდეგ კი თავის საქმეს დაუბრუნდა. ზეთის დონეს ამოწმებდა მთელი ყურადღებით. ხურდა ისე დაუბრუნა, თითქოს ჩაი მიართვა იმპერატორს.

როცა ავტომობილი წავიდა, ტუმბოს გვერდით ვიდექით და ღამის ჰაერს ვსუნთქავდით. «შენ ასე გულითადად ეპყრობოდი ამ ადამიანებს, არადა ძალიან შეურაცხმყოფელად იქცეოდი ჩვენს სულიერ ძმებთან ციოსფერ მანტიებში, რომლებიც ევოლუციის აშკარად უფრო მაღალ საფეხურზე იყვნენ. რაშია საქმე?»

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა პირდაპირი პასუხი მომცა: «ყველა საფეხური, რომელიც უნდა გაღელვებდეს, - ეს შენი და ჩემი საფეხურია», – თქვა და თან ჩაეცინა.

«ამ ადამიანებს სიკეთე და სითბო სჭირდებოდათ. სულიერი მაძიებლებისთვის კი აუცილებელი იყო, რაღაცაზე დაფიქრებულიყვნენ».

«მე რა მჭირდება?»

«მეტი პრაქტიკა», – სწრაფად მიპასუხა მან. «შენი ერთკვირიანი მედიტაციის პრაქტიკა ვერ დაგეხმარა, როცა ხმლით დაგადექი თავზე, ისევე როგორც ვერ დაეხმარა ჩვენს მეგობრებს ცისფერ მანტიებში, როცა ცოტათი გავეხუმრე.

«მოდი ასე ვთქვათ: წინ გადატრიალება – ეს ჯერ კიდევ არაა მთელი გიმნასტიკა. მედიტაცია – ეს ჯერ კიდევ არაა მეომრის მთელი გზა. თუ მთელ სურათს ვერ გაიგებ, შესაძლოა მოტყუებული დარჩე, მთელი ცხოვრება წინ ტრიალი ან მედიტაცია აპრაქტიკო და ამგვარად სწავლებისგან მხოლოდ ფრაგმენტალური სარგებელი მიიღო.

«ამიტომ, იმისათვის, რომ სწორ გზაზე დარჩე, შენ გჭირდება განსაკუთრებული რუქა, რომელიც კვლევების მთელ ველს მოიცავს. მაშინ შეძლებ, რომ მედიტაციის უპირატესობა და ნაკლი დაინახო. და მე გეკითხები, სად შეიძება იპოვო კარგი რუქა?»

«რა თქმა უნდა ბენზინ-გასამართ სადგურზე!»

«მაშინ წინ, სერ, ოფისში შებრძანდით და ყველაზე საჭირო რუქას მოგართმევთ». სიცილით შევედით შიგნით. მე მაშინვე სავარძელში დავეხეთქე; სოკრატე უხმაუროდ მოთავსდა თავის სავარძელში. ის დაჟინებით მიყურებდა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში. «ოი-ოი», – წარმოვთქვი და ნერვიულად ამოვისუნთქე, – «ახლა რაღაც იქნება».

«პრობლემა იმაშა, – თქვა როგორც იქნა, – „რომ მე არ შემიძლია აღგიწერო ეს ველი, ყოველ შემთხვევაშ სიტყვების ამ დიდი რაოდენობით“. წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა, თვალების ისეთი გამომეტყველებით, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემოდნების ჩალაგების დრო იყო: ჩვენ სამოგზაუროდ მივდიოდით.

Posted by: Atm@n Jul 1 2013, 05:59 PM

ერთ მომენტში შევიგრძენი, როგორ ვფართოვდებოდი, შორეული კოსმოსის ყველაზე მაღალი წერტილიდან სინათლის სიჩქარით ვმოძრაობდი, ყოფიერების კიდეებამდე ვფეთქდებოდი, სანამ სამყაროდ არ ვიქეცი. ჩევს გარეთ აღარაფერი დარჩა. მე ვიქეცი მთლიან ცნობიერებად, რომელიც საკუთარ თავს აცნობიერებს; ვიყავი სუფთა სინათლე, რომლებსაც ფიზიკოსები მთლიან მატერიასთან აიგივებენ, პოეტები კი სიყვარულს უწოდებენ. მე ვიყავი ერთადერთი, და მე ვიყავი ყველაფერი, ვაღწევდი რა ყველა სამყაროში. ამ მომენტში მარადიული და შეუცნობელი მთელი თავისი გამოუთქმელი განსაზღვრულობით გაიხსნა ჩემს წინაშე.

წამიც და მე ისევ სპორტულ ფორმაში ვარ და ვარსკვლავებს შორის ვწევარ. დავინახე ადამიანის გულის ფორმის პრიზმა, რომელიც ნებისმიერ გალაქტიკას დაჩრდილავდა. პრიზმა ცნობიერების სინათლე კაშკაშა ფერების აფეთქებად გადააქცია, ცისარტყელის ფერებად, რომლებიც მთელს სამყაროშ გაჭიმულიყვნენ.

ჩემი საკუთარი სხეულიც პრიზმად იქცა, რომელიც ყველა მხარეს სინათლის სხვადასხვა ფერებს ასხივებდა. და მე მივხვდი, რომ ადამიანის სხეულის უმაღლესი მიზანია სუფთა გამტარი გახდეს ამ სინათლისთვის, ისე რომ მისმა სიკაშკაშემ ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს და ყველა კვანძი გახსნას.
http://radikal.ru/fp/9943ab7c20dd45c8a429069e33ec09fd

ვიგრძენი სინათლე, რომელიც ჩემი სხეულის ყველა ორგანოშ გადიოდა. მაშინ გავიგე, რომ გაცნობიერებულობა - ესაა ის, თუ როგორ განიცდის ადამიანი ცნობიერების სინათლეს.

მე შევიცანი ყურადღების არსი - ესაა გაცნობიერებულობის ნებელობითი მიმართულება. ჩემი სხეული სავსე ჭურჭლად იქცა. ფეხებს შევხედე, ისინი თბილი სინათლით აივსნენ და მასში აითქვიფნენ. იგივე გამოვცადე ხელებზე დახედვის შედეგადაც. ყურადღების ფოკუსირებას ვახდენდი სხეულის თვითოეულ ნაწილზე, სანამ ისევ მთლიან სინათლედ არ ვიქეცი. შედეგად ნამდვილი მედიტაციის პროცესი გავაცნობიერე: გავაფართოვოთ გაცნობიერებულობა, მივმართოთ ყურადღება, რათა ბოლომდე მივეცეთ ცნობიერების სინათლეს.

სიბნელეში შუქმა გაიელვა. გონზე იმით მოვედი, რომ სოკრატე ფანარს თვალებში მანათებდა. «შუქი ჩაქრა», – თქვა მან, და კბილები დააღრჭიალა ისე, თითქოს ჰელოვინის კვახი ყოფილიყოს, რომელსაც ქვემოდან ფანარს ანათებდნენ. «აბა, ასე უფრო გასაგებია?» – მკითხა მან, თითქოს მე ეს-ესაა უბრალო ელექტრო-ნათურის მუშაობის პრინციპს გავცნობოდი, და არა სამყაროს სულს. ძლივს ვლაპარაკობდი.

«სოკრატე, მე ვალში ვარ შენთან, რომელსაც ალბათ ვერასოდეს გადავიხდი. ახლა მე ყველაფერი მესმის და ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ვფიქრობ აღარ მჭირდება შენთან შეხვედრები». სევდა შემომაწვა იმის გამო, რომ ჩემი გამოსაშვები დღე დადგა. მომენატრება სოკრატე.

მან გაოცებულ გაურკვეველი მზერით შემომხედა, შემდეგ კი სიცილი აუტყდა, თანაც ისე ძლიერად, როგორც არასოდეს აქამდე. მთლიანად თრთოდა სიცილისგან და თვალებიდან ცრემლები მოდიოდა. როგორც იქნა გაჩერდა და ახსნა თავისი სიცილი.

«შენ ჯერ არ დაგიმთავრებია სწავლა, პირველკლასელო. შენი მუშაობა ეს-ესაა იწყება. შეხედე საკუთარ თავს, შენ ფუნდამენტალურად იგივე ხარ, როგორიც მრავალი თვის წინ, როცა აქ პირველად გამოჩნდი. ის, რაც დაინახე, ჩვენება იყო და არა კანონზომიერად დასრულებული გამოცდილება. ჩვენება ბლაგვდება მეხსიერებაში, მაგრამ ამ სახითაც კი იგი შენი ვარჯიშის საფუძველი იქნება. ახლა კი მოეშვი და ნუ ხარ ასეთი სერიოზული!

იგი კვლავ ჩამოჯდა, ისეთივე ეშმაკური და ბრძნული გამომეტყველებით, როგორც ყოველთვის. «გესმის», – თქვა მან, – «ეს მოგზაურობები მანთავისუფლებენ ხანგრძლივი ახსნების აუცილებლობისგან, რომლებიც უნდა გადმოგცე შენი გასხივოსნების (განათების) გზაზე». ზუსტად იმავე წამს ელექტრული შუქიც განათდა, და ორივეს გაგვეცინა.

სოკრატემ თავისი პატარა მაცივრიდან ორი ცალი ლიმონი გამოიღო. მათგან წვენს წურავდა და თან საუბარს აგრძელებდა. «უნდა იცოდე, რომ მეც სამსახურს მიწევ. მეც „გავიჭედე“ აქ, დროსა და სივრცეში, და მე თვითონაც მაქვს ერთგვარი ვალი. ჩემი მნიშვნელოვანი ნაწილი მჭიდროდაა დაკავშირებული შენს პროგრესთან. იმასთან, რომ გასწავლო», – ამბობდა იგი, და ისე, რომ უკან არც კი იხედებოდა, ლიმონის ქერქებს ზურგსუკან ზუსტად სანაგვე ვედროში ისროდა, - «მე, ასე ვთქვათ შენში საკუთარი თავის ნაწილი უნდა ჩავდო. გარწმუნებ, ეს კარგი ინვესტიციაა. ყველა შემთხვევაში ეს ჯგუფური (ორმხრივი) ძალისხმევაა».

მან დაასრულა და წვენით სავსე ჭიქა მომაწოდა. «თუ ასეა, მინდა სადღეგრძელო ვთქვა: წარმატებულ პარტნიორობაზე!»
«მოსულა!» – გაიღიმა მან.
«დაწვრილებით მომიყევი ამ ვალზე. ვისგან ხარ დავალებული?»
«ასე ვთქვათ, ეს საშინაო წესების ნაწილია».
«ეს პასუხი არაა. ეს სისულელეა».

«შეიძლება ეს სისულელეა, მაგრამ მაინც უნდა დავემორჩილო წესების გარკვეულ რაოდენობას ჩემს საქმეში. მან პატარა ბარათი ამოიღო. იგი საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, სანამ მისი სუსტი ნათება არ შევნიშნე. მასზე ეწერა:

მეომარი, ინკორპორეიტედი.
სოკრატე
წამყვანი სპეციალისტი საკითხებში:
პარადოქსი, იუმორი, ცვლილებები.


«გაუფრთხილდი ამას. შეიძება გამოგადგეს. როცა დაგჭირდები..., როცა ნამდვილად დაგჭირდები, უბრალოდ აიღე ორივე ხელში და დამიძახე. ასე თუ ისე, მაინც მოვალ.

სავიზიტო ბარათი ფრთხილად ჩავიდე საფულეში. «მე მოვუფრთხილდები ამას, სოკრატე. შეგიძლია მენდო. და-ა შემთხვევით ჯოის მისამართის „ვიზიტკა“ ხომ არ გაქვს, ჰა?»

მან ჩემს კითხვას იგნორირება გაუკეთა.

ჩვენ გავჩუმდით, და სოკრატე თავისი ერთ-ერთი ცნობილი სალათის კეთებას შეუდგა. ამასუბაში კითხვაც მოვიფიქრე.

«სოკრატე, როგორ აკეთებ ამას? როგორ შემიძლია მე თვითონ გავუხსნა საკუთარი თავი გაცნობიერებულობის სინათლეს?»

«მაშასადამე, – თქვა მან და კითხვაზე კითხვით მიპასუხა, – „რას აკეთებ, როცა გინდა რაიმე დაინახო?“

გამეცინა. «ვუყურებ! ა-ა! შენ ალბათ მედიტაციას გულისხმობდი, მართალია?»

«ზუსტად!» – მიპასუხა მან. «და ეს მთავარია» – თქვა და ბოსტნეულის დაჭრა დაამთავრა. «არსებობს ორი ერთდროული პროცესი:

– ერთი მათგანი «გამობრწყინებაა» (insight) – ესაა ნებელობითი ყურადღება, გაცნობიერებულობის მიმართვა იქითკენ, რისი დანახვაც გინდა.
– მეორე, ესაა «განჯაჭვულობა» (surrender) – ყველა გაჩენილი ფიქრის გაშვების პროცესი.

სწორედ ესაა ნამდვილი მედიტაცია; ასე შეგიძლია შენი ჭკუის საზღვრებს გასცდე.


ამასთან დაკავშირებით შესაფერისი ისტორია მაქვს:

მედიტაციის შემსწავლელი ღრმა სიჩუმეშ იჯდა სხვა მოსწავლეების მცირე ჯგუფთან ერთად. გონებაში სისხლის, სიკვდილის და დემონების გამოცხადებით შეშინებული წამოდგა, მასწავლებელთან მივიდა და დაიჩურჩულა: «როში, ამ წუთას საშინელი ჩვენება მქონდა!»

«გაუშვი ის», – თქვა მასწავლებელმა.

რამდენიმე დღის შემდეგ მოსწავლე ტკბებოდა ფანტასტიური ეროტიული ფანტაზიებით, ცხოვრების აზრის წვდომით, ანგელოზებით, კოსმიური დეკორაციების ფონზე - რაღაც არაჩვეულებრივით.

«გაუშვი ისინი» – თქვა მასწავლებელმა, რომელიც უკნიდან მიეპარა და თავში ჯოხი ჩაუკაკუნა.


გამეცინა ამ ისტორიაზე, შემდეგ კი ვუთხარი: «იცი, სოკრატე, ამ ისტორიის აზრზე დავფიქრდი...». სოკრატემ სტაფილო ჩამიკაკუნა თავში: «გაუშვი ის!».

Posted by: Atm@n Jul 2 2013, 09:21 AM

ჭამას შევუდექით. ჩანგლით ჩემს ბოსტნეულს ვეცი; ის პატარა ულუფებს იღებდა თავისი ჩინური ჩხირებით და ღეჭვის დროს უხმაუროდ სუნთქავდა. არასოდეს იღებდა შემდეგ პორციას მანამ, სანამ ბოლომდე არ ღეჭავდა და ყლაპავდა წინას, თითქოს თვ9ითოეული ულუფა უკვე თავისთავად ტრაპეზი იყო. აღფრთოვანებული ვიყავი ამ პროცესის დაკვირვებით, მიუხედავად ამისა თვითონ ისე ვყლაპავდი, პრაქტიკულად არც კი ვღეჭავდი. პირველმა შევჭამე ყველაფერი, უკან გადავწექი და განვაცხადე:

«მგონია, რომ უკვე მზად ვარ ნამდვილი მედიტაციისთვის».

«აჰ, რა თქმა უნდა», – მან ჩხირები გვერდზე გადადო, – «ჭკუაზე გამარჯვება». შენ რომ მართლა გაინტერესებდეს».

«მაინტერესებს! მინდა თვითგაცნობიერება. აი, რატომ ვარ აქ».

«შენ თვით-იმიჯი გინდა და არა თვით-გაცნობიერება. აქ იმიტომ ხარ, რომ უფრო მიმზიდველი ალტერნატიოვები არ გაქვს».

«კი, მაგრამ მე მართლა მინდა ჩემი მოუსვენარი ჭკუისგან განთავისუფლება» – გავაპროტესტე მე.

«ამაშია შენი ყველაზე დიდი ილუზია, დენ. შენ იმ ბიჭივით ხარ, რომელიც უარს ამბობს სათვალის ტარებაზე და ამტკიცებს: „ისინი აღარ ბეჭდავენ გაზეთებს გარკვეული შრიფტით“.

«სულაც არა», – ვთქვი და თავი გავიქნიე.

«მე არ ველოდი, რომ შეიცნობდი ჭეშმარიტებას, მაგრამ შენ უნდა მოისმინო იგი».

«საითკენ უმიზნებ?» – მოუთმენლად ვკითხე მე, ჩემი ყურადღება ხელიდან მისხლტებოდა.

«გინდა მორალი, აი შენ მორალი», – წარმოთქვა სოკრატემ ხმით, რომელმაც ჩემი ყურადღება ისევ მიიპყრო. «შენ თვითიდენტიფიკაციას ახდენ საკუთარ წვრილმან, მოსაწყენ და ძირითადად მშფოთვარე ფიქრებთან და რწმენებთან; შენ გჯერა, რომ შენ ხარ შენი ფიქრები».

«სისულელეა!»

«შენი ჯიუტი ილუზიები – ეს გემია, რომელიც იძირება. გირჩევ გაუშვა ისინი, სანამ დროა».

შევეცადე შემეკავებინა ჩემი მზარდი რისხვა. «შენ რა იცი, მე როგორ ვახდენ „თვითიდენტიფიკაციას“ საკუთარ ჭკუასთან?»

«კარგი», – ჩაისუნთქა მან. «დაგიმტკიცებ. რას გულისხმობ, როცა ამბობ: „მე მივდივარ სახლში“? ნუთუ თავისთავად არ გულისხმობ, რომ შენ სახლისგან მოშორებით იმყოფები, საითღა მიდიხარ?»

«რა თქმა უნდა, ეს სისულელეა!».

ყურადღება არ მოუქცევია, ისე მკითხა: «რას გულისხმობ, როცა ამბობ: „ჩემი სხული დღეს ჯანმრთელად არაა“? ვინ არის ეს „მე“, რომელიც სხეულისგან ცალკეა და ლაპარაკობს მასზე, როგორც საკუთრებაზე?»

იძულებული ვიყავი გამცინებოდა. «სემანტიკა, სოკრატე. რამე ხომ უნდა თქვა».

«ძირითადად მართალია. მიუხედავად ამისა, ენობრივი საშუალებები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, ასახავენ ჩვენი სამყაროს აღქმის მეთოდებს. სინამდვილეშ ისე იქცევი, თითქოს შენ ხარ „ჭკუა“, ან რაღაც მოუხელთებელი სხეულის შიგნით».

«და რაში მჭირდება ასე მოქცევა?»

«იმიტომ, რომ შენი ყველაზე დიდი შიში - ეს სიკვდილია და ყველაზე დიდი სურვილი - გადარჩენა. შენ გინდა მთელი დრო, გინდა მარადისობა. შენს მცდარ რწმენაში, რომ შენ ხარ ეს „ჭკუა“ ან ეს „სული“, პოულობ ხელმოსაჭიდს შენს კონტრაქტში სიკვდილთან. შესაძლოა „ჭკუის“ სახით შეძლებ სხეულიდან ამოხტე, როცა ის მოკვდება, ასე არაა?»

«აი, მესმის იდეა» – ჩამეცინა მე.

«ეს ზუსტად ისაა, რაც არის, დენ. იდეა, რომელიც იმაზე რეალური არაა, ვიდრე ჩრდილი ჩრდილისგან. ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ ცნობიერება კი არ იმყოფება სხეულში, არამედ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სხეული იმყოფება ცნობიერებაში. და შენ ხარ ეს ცნობიერება; ეს - არაა ჭკუა-ფანტომი, რომელიც ასე გაწუხებს. შენ წარმოადგენ სხეულს, მაგრამ ასევე ყველაფერ დანარჩენსაც. სწორედ ეს გაგიხსნა შენმა ჩვენებამ. მხოლოდ ჭკუა ცდება და ეშინია ცვლილებების. ამგვარად, თუკი მოდუნდები და ყველა ფიქრზე უარს იტყვი, საკუთარ სხეულში, ბედნიერი, თვითკმარი და თავისუფალი გახდები, და აღარ განიცდი განცალკევებულობას. უკვდავება უკვე გეკუთვნის, მაგრამ არა ისე, როგორც წარმოგიდგენია და იმედოვნებ. შენ უკვე იყავი უკვდავი, დიდი ხნით ადრე, სანამ დაიბადებოდი, და იქნები უკვდავი კიდევ დიდი ხნით, მას შემდეგ, რაც შენი სხეული გაიხრწნება. სხეული სწორედ ცნობიერებაა; იგი უკვდავია. იგი მხოლოდ იცვლება. ჭკუა - შენი საკუთარი რწმენები, შენი ისტორია, პირადი ინდივიდუალობა - ეს ყველაფერი მოკვდავია; მაშინ გეკითხები, ვის სჭირდება ეს?»

სოკრატე გაჩუმდა და სკამის საზურგეზე გადაწვა.

«სოკ, დარწმუნებული არა ვარ, რომ შენი ნათქვამიდან ყველაფერი აღვიქვი».

«რა თქმა უნდა არა!» – გაეცინა მას. «ყველა შემთხვევაში, სიტყვები ბევრს არ ნიშნავენ, სანამ თავად არ გააცნობიერებ მათ უკან მდგარ ჭეშმარიტებას. მხოლოდ მაშინ განთავისუფლდები და უმწეოდ ჩაუვარდები მარადისობას მკლავებში.
«ძალიან მიმზიდველად ჟღერს
».

მას გაეცინა. «სწორედაც, ძალიან მიმზიდველად. თუმცა ამ მომენტში მე მხოლოდ ფუნდამენტს ვყრი იმისას, რაც შემდეგში უნდა მოხდეს».

«სოკრატე, თუ მე ჩემი ფიქრები არ ვარ, მაშინ ვინ ვარ?»

ისე შემომხედა, თითქოს ახლახანს ამიხსნა, რომ ერთს პლუს ერთი ორია, და მე ვკითხე: «გასაგებია, მაგრამ მაინც რამდენი იქნება ერთს პლუს ერთი?» მაცივრისკენ გაიწია, ხახვი გამოიღო და ხელში ჩამიდო. «გაფრცქვენი, შრიდან შრემდე», მე გაფრცქვნა დავიწყე...

«რა აღმოაჩინე?»
«კიდევ ერთი შრე».
«განაგრძე».
«კიდევ რამდენიმე შრე, სოკ».
«განაგრძე, სანამ შრეები აღარ დარჩება. რა აღმოაჩინე?»
«არაფერი აღარ დარჩა».
«მერედა როგორ დარჩა, დარწმუნებული იყავი დარჩა».
«და რა არის ეს?»
«სამყარო. მიიღე ეს მხედველობაში. შენი სახლში დაბრუნების დროა».

ფანჯარაში გავიხედე. უკვე თენდებოდა.

Posted by: Atm@n Jul 2 2013, 12:40 PM

სოკრატესთან მომდევნო საღამოს მივედი, მანამდე გულმოდგინედ ვცდილობდი მედიტაციას, ფიქრები კი მაინც მასვენებდნენ. რადგანაც ადრეული საღამო არც ისე დატვირთული იყო კლიენტებით, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დავმჯდარიყავით და ჩაი დაგველია, და ამასობაში საკუთარი წარუმატებელი მედიტაციის შესახებ მოვუყევი.

«დიახ, შენი ყურადღება წინანდებურად გაფანტულია. მოისმინე ასეთი ისტორია:

მოსწავლემ კითხვა დაუსვა მასწავლებელს ძენის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის შესახებ.
მასწავლებელმა უპასუხა: «ყურადღება».
«დიახ, გმადლობ, როში», – თქვა მოსწავლემ. «და რომელია ძენის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი?. «ყურადღება», – უპასუხა მასწავლებელმა.


გაკვირვებული ვუყურებდი სოკს. «აი ზღაპარიც მორჩა», – თქვა მან.

მე ავდექი, რომ წყალი დამელია, სოკრატემ კი მკითხა:

«უთმობ განსაკუთრებულ ყურადღებას იმას, თუ როგორ დგახარ?»
«ნუ, დიახ», – ვუპასუხე ისე, რომ სულაც არ ვიყავი ამაში დარწმუნებული, თან ამ დროს წყლით სავსე ავზს ვუახლოვდებოდი.
«უთმობ საკმარის ყურადღებას იმას, თუ როგორ დადიხარ?» – მკითხა მან.
«დიახ, ვუთმობ», – ვუპასუხე, თამაშში ჩართულმა.
«უთმობ საკმარის ყურადღებას იმას, თუ როგორ ლაპარაკობ?»
«ვფიქრობ, რომ კი», – წარმოვთქვი და საკუთარ ხმას დავუგდე ყური.
«უთმობ საკმარის ყურადღებას იმას, თუ როგორ აზროვნებ?» – მკითხა მან.
«სოკრატე, შემეშვი! მე ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც შემიძლია!»

ის ჩემსკენ გადმოიხარა. «ის ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ, არაა საკმარისი! შენი ყურადღება ინტენსიურობისგან უნდა იწვოდეს. გიმნასტიკის დარბაზში უაზრო ბოდიალი ვერ გაქცევს ჩემპიონად; თვალდახუჭული ჯდომა ყურადღების კონცენტრაციის გარეშე ვერ გაზრდის შენს გაცნობიერებულობას. მხოლოდ შენი პრაქტიკის ხარისხი მოგიტანს პროპორციულ შედეგს. აი შენ, კიდევ ერთი ისტორია:

მონასტერშ ყოფნისას, დღეებს ვატარებდი იმაში, რომ ამომეხსნა კოანი, ამოცანა, რომელიც მასწავლებელმა მომცა, იმისთვის, რომ ჩემი ჭკუის პროვოცირება მოეხდინა და მისი ნამდვილი ბუნება ეჩვენებინა ჩემთვის. მე არ შემეძლო ამოცანის ამოხსნა. ჩემი სწავლება ძალიან ნელა მიიწევდა წინ, და ეს სასოწარკვეთილებაშ მაგდებდა. მასწავლებელმა მითითება მომცა, რომ ჩემს კოანზე მუშაობა კიდევ ერთი თვით გამეგრძელებინა. «ამ დროში», – გამამხნევა მან, – «შენ აუცილებლად ამოხსნი მას».

თვე გავიდა, და მე მთელი ძალით ვცდილობდი, კოანი კი ისევ ამოუხსნელი დარჩა.

«განაგრძე მისი ამოხსნა კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, გულში ცეცხლით!» – თქვა მან. დღე და ღამე კოანი ჩემს თავშ იწვოდა, მაგრამ ვერაფრით შევაღწიე მის საიდუმლოში.

როშიმ მითხრა: «კიდევ ერთი დღე, მთელი შენი სულით». დღის დასასრულისთვის გამოფიტული ვიყავი, და ვუთხარი მას: «მასწავლებელო, აზრი არა აქვს. გავიდა თვე, კვირა, დღე, და მე არ შემიძლია ამ ამოცანის ამოხსნა». მასწავლებელმა დაჟინებით შემომხედა და მითხრა: «იმედიტირე კიდევ ერთი საათი, და თუ ვერ მოახერხებ კოანის ამოხსნას ამ დროშ, თავის მოკვლა მოგიწევს».


«რაში ჭირდება მეომარს მედიტაცია? მე ვფიქრობდი, რომ გზა - ეს მოქმედებაა»

«მედიტაცია – ეს უმოქმედო მოქმედებაა; თუმცა შენ სრულიად მართალი ხარ იმაში, რომ მეომრის გზა უფრო დინამიურია. საბოლოო ჯამში შენ ისწავლი ყოველი შენი ქმედების მედიტირებას. თუმცა დასაწყისში მჯდომარე მედიტაცია ცერემონიის როლს ასრულებს, განსაკუთრებულად გამოყოფილი დროა, როცა ქმედების ინტენსივობა უნდა გაზარდო. შენ სრულყოფილად უნდა დაეუფლო რიტუალს, რომ იგი მთელს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გაავრცელო.

როგორც მასწავლებელი, მე გამოვიყენებ ნებისმიერ მეთოდს და საშუალებას, რაც ჩემს განკარგულებაშია, რათა შევინარჩუნო შენი ინტერესი და დაგეხმარო წინააღმდეგობების გადასალახად შეუპოვრად შრომაში.

მე რომ უბრალოდ მოვიდე და ყურში ჩაგჩურჩულო ბედნიერების საიდუმლო, არც კი მომისმენდი. შენ გჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მოგაჯადოებდა, ფოკუსს გიჩვენებდა, სახურავზე ახტებოდა, რათა როგორმე გაეღვიძებინა შენი ინტერესი.
რა გაეწყობა, მე არ ვარ თამაშების წინააღმდეგი, ყოველ შემთხვევაშ ჯერ-ჯერობით, მაგრამ დგება დრო, როდესაც თვითოეული მეომარი მარტო უნდა გაემგზავროს თავის გზაზე. ამჟამად კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქ დაგტოვო, გზის შესასწავლად».


მომეჩვენა, რომ ჩემით მანიპულირებდნენ, და ამან გამაბრაზა. «და რა გამოდის, მე დავბერდები აქ, ამ სადგურზე, ისევე როგორც შენ, რომელიც ელოდება მომენტს, რომ გამვლელ სტუდენტს დაესხას თავს». მაშინვე ვინანე ამ რეპლიკაზე, როგორც კი ჩემს ბაგეებს მოწყდა.

სოკრატე მოდუნდა, გაიღიმა და წყნარად წარმოთქვა: «შეცდომაში არ შეგიყვანოს ამ ადგილმა ან შენი მასწავლებლის გარეგნობამ, დენ. საგნები და ადამიანები ხშირად ისეთი არაა, როგორადაც გვეჩვენება. მე სამყაროთი განვისაზღვრები, და არა ამ სადგურით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა დარჩე, ნუთუ ცხადი არაა, რა შეგიძლია მოიპოვო აქ? მე - სრულიად ბედნიერი ვარ. და შენ?»

მანქანა მოგვიახლოვდა. მის რადიატორს ორთქლის ღრუბელი ედგა თავზე. «წამოდი», თქვა სოკმა. «ეს მანქანა იტანჯება, და შეიძლება მისი დახვრეტა მოგვიწიოს, რომ ტანჯვისგან გავანთავისუფლოთ». ორივენი გარეთ გავედით, ტანჯულ მანქანასთან მდუღარე რადიატორით და მის პატრონთან, რომელიც ცუდ ხასიათზე იყო.

«ჯანდაბა! სად ხართ ამდენ ხანს? მთელი ღამე ვერ გელოდებით!»

სოკრატე სიყვარულით სავსე ინტერესით უყურებდა მას. «მოდი, შევხედოთ სერ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძება ნაკლებად დაგაყოვნოთ». მანქანა ავტო-ფარეხში შეაყვანინა, რადიატორს შლანგი მიუშვირა წნევით და იპოვა, საიდანაც გამოდიოდა წყალი. რამდენიმე წუთში შეადუღა ბზარი და მიუხედავად ამისა დაჟინებით მოუწოდა მძღოლს, რომ შეეცვალა ძველი რადიატორი. «ყველაფერი კვდება და იცვლება, რადიატორებიც კი», – თქვა და თვალი ჩამიკრა.

როცა ავტომობილი წავიდა, სოკრატეს სიტყვების ჭეშმარიტება როგორც იქნა დავიდა ჩემამდე. ის მართლაც აბსოლუტურად ბედნიერი იყო! მეჩვენებოდა, რომ ვერაფერი ვერ მოქმედებდა მისი სულის ბედნიერ განწყობაზე. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ვიცნობდი, იგი ყოფილა გაბრაზებული, სევდიანი, რბილი, სასტიკი, მხიარული და დადარდიანებულიც კი, მაგრამ ბედნიერება ყოველთვის ანათებდა მისი თვალებიდან მაშინაც, კი როცა ისინი ცრემლებით ივსებოდნენ.

სახლში მიმავალი სოკრატეზე ვფიქრობდი. განთიადამდე ცოტა დრო რჩებოდა. საწოლში ვიწექი და ვერ ვიძინებდი იმაზე ფიქრში, გამოვიცნობდი თუ არა მისი ბედნიერების საიდუმლოს. ახლა ეს უფრო მნიშვნელოვნდა მიმაჩნდა, ვიდრე სახურავზე ახტომა.

ამ დროს სავიზიტო ბარათი გამახსენდა, რომელიც მან გადმომცა. სწრაფად წამოვხტი, შუქი ავანთე და საფულედან ბარათი ამოვიღე. გული ამიჩქარდა. სოკრატემ თქვა, რომ თუ დამჭირდებოდა, ორივე ხელში უნდა ამეღო ბარათი და უბრალოდ დამეძახა. მაშ, ახლა გამოვცდი.

ერთი წუთი მოკანკალე მუხლებით ვიდექი. რბილი ნათებით გარემოცული ბარათი ორივე ხელით ავიღე და დავუძახე: «სოკრატე, მოდი სოკრატე. დენი გიძახებს». თავი სრულ იდიოტად ვიგრძენი, რომელიც დილის ხუთ საათზე დგას ვიზიტკით ხელში და ჰაერს ელაპარაკება. არაფერი არ ხდებოდა. ზიზღით მოვისროლე ბარათი იატაკზე. სწორედ ამ დროს შუქი ჩაქრა.

«ვინ არის აქ!» – ვიყვირე მე და მკვეთრად დავტრიალდი, რომ მისი აქ ყოფნა მეგრძნო. კლასიკურად, როგორც კინოებშია, ფეხი ამიცურდა, სკამს შევეჯახე, საწოლის კუთხეს გამოვედე და იატაკზე გავიშხლართე.

შუქი კვლავ აინთო. ვინმე რომ ყოფილიყო ახლო-მახლო, იფიქრებდა, რომ სტუდენტს პრობლემები აქვს ძველ ბერძნულთან. აბა რატომ უნდა ეყვირა დილის 5:04-ზე: «ეშმაკმა დალახვროს, სოკრატე!»

მე ვერასოდეს გავიგებდი, შუქის გამორთვა დამთხვევა იყო თუ არა. სოკრატემ თქვა, რომ მოვიდოდა, მაგრამ არ უთქვამს - როგორ. მექანიკურად ავიღე ბარათი და უკან ვდებდი, საფულეში, როდესაც თვალის კუთხით შევამჩნიე, რომ ის შეცვლილი იყო. უკანასკნელი ხაზის ქვეშ, სიტყვებით: «პარადოქსი, იუმორი, ცვლილებები» გაჩნდნენ ახალი სიტყვები, უფრო მსხვილი შრიფტით: «მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში!».

გულიანად ვიცინე, და მაშინვე დამეძინა.

Posted by: Atm@n Jul 2 2013, 10:12 PM

ცნობისათვის, სოკრატე თავისი ნამდვილი წარმომავლობით კაზაკი იყო (დედით ებრაელი), სახელად სერგეი, და თავისი უმძიმესი ბავშვობა და ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა... smile.gif

Posted by: Existence Jul 2 2013, 10:19 PM

QUOTE(Adidas @ 2nd July 2013 - 10:12 PM) *
ცნობისათვის, სოკრატე თავისი ნამდვილი წარმომავლობით კაზაკი იყო (დედით ებრაელი), სახელად სერგეი, და თავისი უმძიმესი ბავშვობა და ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა...


სერგეი ლაზარევი ? huh.gif

Posted by: Atm@n Jul 2 2013, 10:23 PM

Existence

არა რა ლაზარევი, 187-რაღაცა წელს დაიბადა biggrin.gif

ახლა ვკითხულობ მაგის ბიოგრაფიაზე წიგნს და...

ჰოდა მერე კავკასიაში უწევს მგონი ყოფნა. უმაღლესი ასკეტური სკოლა გაიარა რა... რუსეთი, კავკასია... biggrin.gif

Posted by: Atm@n Jul 2 2013, 10:34 PM

და სხვათა შორის ბავშვობაში ებრაელმა ბაბუამ (დედის მამამ) ზედმეტსახელად სოკრატესი შეარქვა. ამ წიგნშიც მილმენმა სოკრატე შეარქვა, მგონი არაა შემთხვევითი და ნამდვილი სოკრატეს ინკარნაცია ხომ არ იყო ჰა?> huh.gif

Posted by: Atm@n Jul 3 2013, 09:17 AM

საზაფხულო ვარჯიშები იწყებოდა. სასიამოვნო იყო ძველი ნაცნობების სახეების დანახვა. ჰერბმა წვერი მოუშვა. რიკი და სიდი გარუჯულიყვნენ. ორივენი როგორც არასოდეს, ისე ძლიერად და ტანადად გამოიყურებოდნენ.
ძალიან მინდოდა მათთვის გამეზიარებინა ჩემი ცხოვრებისეული მოვლენები და გაკვეთილები, მაგრამ არ ვიცოდი რით დამეწყო. და ამ დროს სოკის სავიზიტო ბარათი გამახსენდა. ვარჯიშის დაწყებამდე რიკი გვერდზე გავიხმე.

«მისმინე, რაღაც მინდა გაჩვენო». როცა დაინახავს მანათობელ ვიზიტკას, სოკის „სპეციალობების“ ჩამონათვალით, აუცილებლად დაინტერესდება; შესაძლოა ყველა დაინტერესდეს.

პაუზა გავაკეთე, ბარათი ამოვიღე და მივაწოდე. «შეხედე ერთი, ხო მართლა დამაინტრიგებელია? ეს პიროვნება - ჩემი მასწავლებელია».

რიკმა ბარათს დახედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა.მისი სახე ისეთივე ცარიელი იყო, როგორც ბარათის ზედაპირი. «ეს რა, ხუმრობაა? არ მესმის, დენ».

ბარათს დავხედე, შემდეგ ამოვატრიალე. «მმმ…», – დავიზმუვლე მე და სასწრაფოდ უკან შევინახე ბარათი, – «უბრალოდ შეცდომაა, რიკ. წავიდეთ ვარჯიშზე». უხმოდ ჩავისუნთქე. ეს მოვლენა კიდევ უფრო გაამყარებს გუნდში ჩემი ექსცენტრიულობის რეპუტაციას.

სოკრატე, გავიფიქრე მე, რა იაფფასიანი ტრიუკია – გაქრობადი მელანი!

იმ საღამოს, როცა სადგურის ოფისში შევედი, ბარათი ხელში მეჭირა. მაშინვე საწერ მაგიდაზე დავაგდე. «გეყოფა იაფფასიანი ტრიუკების მოწყობა, სოკრატე. დავიღალე იმით, რომ იდიოტივით გამოვიყურები».

მან თანაგრძნობით შემომხედა: «ნუთუ კიდევ იდიოტივით გამოიყურებოდი?»

«საკმარისია, სოკრატე. გთხოვ, შეწყვიტე».
«რა შევწყვიტო?»
«ეს სისულელე გაქრობადი მელნით... ». თვალის კუთხით ნათება შევნიშნე მაგიდაზე:

მეომარი, ინკორპორეიტედი.
სოკრატე
წამყვანი სპეციალისტი საკითხებში:
პარადოქსი, იუმორი, ცვლილებები.
მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში!


არ მესმის», – ჩავიბურტყუნე მე, – «ეს ბარათი იცვლება?»
«ყველაფერი იცვლება », – მიპასუხა მან.
«კი, ვიცი, მაგრამ ის გაქრა და ისევ გაჩნდა?»
«ყველაფერი ქრება და თავიდან ჩნდება».
«სოკრატე, როცა ვიზიტკას რიკს ვუჩვენებდი, მასზე არაფერი ეწერა».
«ეს საშინაო წესებია», – ღიმილით მხრები აიჩეჩა.
«ჩემთვის გაუგებარია შენი ახსნა. მინდა გავიგო, როგორ...»
«გაუშვი ეს », – თქვა მან, – «გაუშვი».

ზაფხულმა სწრაფად გაიარა. იგი სავსე იყო ვარჯიშებით და სადგურზე ღამის ვიზიტებით. ნახევარ დროს მედიტაციის პრაქტიკაშ ვატარებდით. მეორე ნახევარს ავტო-ფარეხშ ვმუშაობდით, ან უბრალოდ ჩაის ვსვამდით. ასეთ შესვენებებზე როგორც წესი ჯოიზე ვუსმავდი კითხვებს; ვიწვოდი მისი ნახვის სურვილით. სოკრატე არაფერს მეუბნებოდა.

ზაფხულის არდადაგების დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩემი ჭკუა კვლავ მოიცვა მომავალ მეცადინეობებზე ფიქრმა. გადავწყვიტე ერთი კვირით ნიუ-იორკში ჩავფრენილიყავი, მშობლების მოსანახულებლად. ჩემს ვალიანტს აქ, ამ სადგურზე დავტოვებ, ლოს-ანჯელესში კი მოტოციკლს ვიყიდი და იმით დავბრუნდები.

ტელეგრაფ-ავენიუს მაღაზიებში დავდიოდი, და აფთიაქიდან გამოვდიოდი კბილის პასტით ხელში, როდესაც გამხდარი მოზარდი მომიახლოვდა საშინელი ოფლის სუნით. «ხურდა არ გაქვს?» – მკითხა ისე, რომ არც კი შემოუხედავს.
«სამხუხაროდ არა», – ვთქვი ყოველგვარი მწუხარების გარეშე. შევბრუნდი და გავიფიქრე «სამუშაო იშოვე». შემდეგ გაჩნდა ძლივს გარჩევადი დანაშაულის გრძნობა. მე ვუთხარი „არა“ მათხოვარს კაპიკის გარეშე. გაჩნდა ბრაზიანი ფიქრები. «მან არ უნდა მიმართოს ადამიანებს ასეთი თხოვნებით!»

კვარტალის ნახევარი გავიარე, სანამ გავაცნობიერებდი მთელ ამ ჭკუისმიერ ხმაურს, რომელიც ასეთი დაძაბულობის მიზეზი გახდა. და ყველაფერი იმის გამო, რომ ვიღაც ბიჭმა ფული მთხოვა და მე უარი ვუთხარი. ამ მომენტშ მე გავუშვი ეს. შვება ვიგრძენი, ღრმად ჩავისუნთქე, დაძაბულობა ჩამოვიფერთხე და მთელი ყურადღება მშვენიერ დღეს მივაპყარი.

იმ ღამით სოკრატეს ვუთხარი:

«სოკ, მე ლოს-ანჯელესში მივფრინავ, მშობლებთან, რამდენიმე დღით. იქ მოტოციკლის ყიდვას ვაპირებ. ასევე ახლახანს შევიტყვე იმის შესახებ, რომ გიმნასტიკის ამერიკის ფედერაცია მე და სიდს ლუბლიანაში, იუგოსლავიაში გვაგზავნის, რათა გიმნასტიკის მსოფლიო ჩემპიონატი ვნახოთ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ პოტენციური ოლიმპიელები ვართ, და უნდათ, რომ შანსი მოგვცენ. როგორ მოგწონს ახალი ამბები?»

ჩემდა გასაკვირად სოკრატე მხოლოდ მოიქუფრა, და თქვა: «რაც მოსახდენია, ის მოხდება».

გადავწყვიტე იგნორირება გამეკეთებინა ამ სიტყვებისთვის და კარისკენ გავემართე. «ნახვამდის სოკ. რამდენიმე კვირაშ შევხვდებით».

«რამდენიმე საათში შევხვდებით», – მიპასუხა მან, – «ლუდვიგის შადრევანთან ვხვდებით, შუადღეს».

«ო’ქეი!» – ვუპასუხე და წამოვედი.

ექვსი საათი მეძინა და მაშინვე სირბილით გავეშურე შადრევანისკენ, რომელიც სტდ-ქალაქთან ახლოს იყო. შადრევანს ლუდვიგი დაარქვეს იმ ძაღლის საპ[ატივცემულოდ, რომელიც ხშირად დადიოდა ამ ადგილას. რამენიმე ძაღლი ახლაც იკრიბებოდა ხოლმე იქ, აგვისტოს სიცხისგან თავდასაცავად.

როგორც კი კამპანელამ - ბერკლიში ცნობილმა საათიანმა კოშკმა - შუადღის ზარი ჩამოჰკრა, მაშინვე სოკის ჩრდილი დავინახე ჩემს ფეხებთან.

«წამოდი, გავისეირნოთ», – თქვა მან. კომპუსის გავლით წავედით, საფეხბურთო სტადიონი გავიარეთ და მარწვის კანიონზე ავედით. როგორც იქნა დაილაპარაკა.

«შენთვის დენ, გაცნობიერებული ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო. ეს უაზროდ არ უნდა მიუშვა. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გაქვს. როგორც კი მობრუნებას გადაწყვეტ, სიგიჟით დაამთავრებ. ამ მომენტიდან შენ შეგიძლია მხოლოდ წინ იარო. ახლა უკვე ვალდებულებით ხარ შებოჭილი».

«გინდა თქვა, როგორც ინსტიტუტში?» – ვეცადე გამეხუმრა.

გაეცინა. «შესაძლოა იყოს ამაშ პარალელებიც».

ჩუმად მივაბიჯებდით სარბენ ბილიკზე, ბუჩქებს შორის.

«განსაზღვრული ნიშნულის იქით, ვეღარავინ დაგეხმარება, დენ. მე რაღაც პერიოდი გატარებ, მაგრამ დადგება დრო, როდესაც მეც უნდა გაგეცალო და მარტო დარჩები. დიდ განსაცდელებს მოგიწყობენ მანამ, სანამ სწავლას დაამთავრებ. მოგიწევს, რომ დიდი შინაგანი ძალა განივითარო. ვიმედოვნებ, რომ დროულად მოგისწრებს ეს ძალა».

მსუბუქი გრილი ნიავი ბუხტის მხრიდან შეწყდა და სიცხე ჩამოწვა. თუმცაღა მე სიცივეს ვგრძნობდი. სიცხეში ვკანკალებდი და ხვლიკს ვუმზერდი, რომელიც ბალახში მიცოცავდა. სოკის უკანასკნელი სიტყვები მკაფიოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში. მივიხედ-მოვიხედე. ის არსად არ იყო.

შეშინებული, თვითონაც არ ვიცი რატომ, უკან გავბრუნდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი ინიციაცია დასრულდა. ძალიან მალე ნამდვილი გაკვეთილები უნდა დაწყებულიყო, და უნდა დაწყბულიყო კოშმარით, რომელიც ძლივს გადავიტანე.

http://radikal.ru/fp/9583a34634734b6d999d5bb8e1ee5a04

Posted by: Plasmodium Jul 3 2013, 06:04 PM

QUOTE(Atm@n @ Jul 2 2013, 10:23 PM) *
ჰოდა მერე კავკასიაში უწევს მგონი ყოფნა. უმაღლესი ასკეტური სკოლა გაიარა რა... რუსეთი, კავკასია... biggrin.gif

მერე შენ რა გიხარია smile.gif

Posted by: Existence Jul 3 2013, 06:42 PM

QUOTE(Plasmodium @ 3rd July 2013 - 06:04 PM) *
მერე შენ რა გიხარია


რა უხარია და ეგ წიგნი რო პოპულარული გახდება საქართველოში , საშუალო ასაკის შეპუტკუნებული დეიდები იტყვიან რომ სინამდვილეში ის სერგეი (სოკრატუსი) - არის ვაჟას ბიჭი სერგო
და კიდევ ერთი კაცი გვეყოლება საუკეთესო ქართველების სიაში სომხების ჯინზე

Posted by: Atm@n Jul 4 2013, 12:10 AM

Plasmodium

არ გაგიგია? "терпи казак, атаманом Будеш!" ატმანთან ასოცირდება და მეამა...

და კიდევ, სოკრატეს ნათესავს სახელად ლია ჰრქმევია და ესეც მეამა... (გიხარია ქართულ სახელს რომ ხვდები ამერიკულ ბესტსელერში)

და როგორც ეგზიმ აღნიშნა, ქართველ შოვინისტებსაც მაგრად ეამებათ, ჩვენგან წაიღო ეს ცოდნაო, იტყვიან!

ვოტ!

Posted by: Atm@n Jul 4 2013, 10:42 AM

წიგნი მეორე

მეომრის სწავლება

4. ხმალი ილესება

ჩემი ვალიანტი ფასიან ავტო-სადგომზე დავტოვე და ავტობუს «F»-ში ჩავჯექი, რომელიც აეროპორტში მიდიოდა და რომელიც ამჯერად საცობში მოყვა; როგორც ჩანს დავაგვიანებ ჩემს რეისზე. გაჩნდა შემაწუხებელი ფიქრები; ჩემი კუჭი სპაზმმა მოიცვა - როგორც კი შევამჩნიე ეს, გავუშვი ფიქრები, როგორც მასწავლეს. მოვდუნდი; დავიწყე პეიზაჟით ტკბობა ჩქაროსნული ტრასის გასწვრივ და ვფიქრობდი ჩემს გაზრდილ ოსტატობაზე სტრესული აზრების განდევნაში. ისე გამოვიდა, რომ დათვლილი წამებით მივუსწარი რეისს.

მამა, ჩემივე თავის უფრო ადრეინდელი ვერსია, ღია ცისფერ მაისურში, რომელიც მჭიდროდ უფარავდა დაკუნთულ გულ-მკერდს, აეროპორტში შემხვდა ხელგაშლილი და ფართო ღიმილით. მაშინვე დაიწყო ახალი ამბების მოყოლა ჩემი დის და დიშვილების შესახებ.

იმ საღამოს პატივი მერგო დედის საფორტეპიანო შესრულება მომესმინა, - ვფიქრობ ეს ბახი იყო. დილით ადრე მე და მამა უკვე გოლფს ვთამაშობდით. მთელი ეს დრო ვერ ვითმენდი, ისე მინდოდა ჩემი სოკრატესთან თავგადასავლების შესახებ მომეთხრო მათთვის, მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე. შესაძლოა წერილში ავუხსნა ყველაფერი, ოდესმე. სახლში კარგად ვგრძნობდი თავს, თუმცა ყველაფერი წარსულად და შორეულად მეჩვენებოდა.

გოლფის თამაშის შემდეგ, მე და მამა საუნაში ვიჯექით, ჯეკ ლალანის ჯანრთელობის ცენტში. მამამ თქვა: «დენ, კოლეჯში ცხოვრება აშკარად გიხდება. შეიცვალე, უფრო გაწონასწორებული გახდი და ურთიერთობაში სასიამოვნო; იმას არ ვამბობ, რომ ადრე უხეში იყავი, მაგრამ...». საჭირო სიტყვებს ეძებდა, თუმცა მე უკვე მივხვდი რისი თქმაც უნდოდა. გამეღიმა. რომ იცოდეს...

ლოს-ანჯელესშ დროის უმეტესი ნაწილი მოტოციკლის ძიებაში გავატარე და როგორც იქნა ვიპოვნე “ტრიუმფი-500“. რამდენიმე დღე დამჭირდა, რომ შევჩვეოდი და ორჯერ თითქმის გადმოვვარდი, რადგან ვიფიქრე, რომ ჯოი გამოვიდა მაღაზიიდან, ან კუთხეში შემოუხვია.

ჩემი ყოფნა ლოს-ანჯელესშ დასასრულს უახლოვდებოდა. მომდევნო დღის ადრიანი დილით ბერკლის სანაპიროსკენ წავალ, საღამოს სიდს შევხვდები და იუგოსლავიაშ გავფრინდებით მსოფლიო ჩემპიონატზე გიმნასტიკაში. ბოლო დღეს მშობლების სახლის სიმყუდროვით ვტკბებოდი. ვახშმის შემდეგ ხელში ჩაფხუტი ავიღე და მომდევნო დღისთვის საგზაო საყიდლებისთის გავედი. კარიდან გასვლისას მამამ მითხრა: «ფრთხილად იყავი, დენი, მოტოციკლი ძალიან ცუდად ჩანს ღამით». მისი ჩვეული გაფრთხილება.

«კარგი, მა, ფრთხილად ვიქნები», – ვუთხარი და წამოვედი. შემდეგ სწრაფად შევუერთდი საგზაო დინებას და თავს მაჩოდ ვგრძნობდი, მსუბუქ მაისურში, გახეხილ ლევისებში და სქელძირიან ჩექმებში. საღამოს გრილი ჰაერით დამტვრალი სამხრეთისკენ მივქროდი, ვილშირის მიმართულებით. ძალიან მალე ჩემი მომავალი უნდა შეცვლილიყო, რადგანაც იმ მომენტში ჩემგან სამ კვარტალში მძღოლი ჯორჯ ვილსონი მარცხნივ, დასავლეთ ავენიუზე შემოსახვევად ემზადებოდა.
მწუხრი იყო და გრიალით მივქროდი; აქეთ-იქით ქუჩის ფანარები ციმციმებდნენ. გზაჯვარედინს მივუახლოვდი და უკვე უნდა გადამეკვეთა იგი, როდესაც პირდაპირ ჩემს წინ თეთრი ბიუიკი შევნიშნე, ანთებული მარცხენა მოსახვევის შუქით. მე დავამუხრუჭე - ალბათ სწორედ ამ სიფრთხილემ გადამირჩინა სიცოცხლე.

როგორც კი გზაჯვარედინზე შევედი, ბიუიკმა სწრაფად დაიწყო მარცხნივ შეხვევა, პირდაპირ ჩემს წინ. კიდევ რამდენიმე წამი, სხეული, რომლითაც დავიბადე, ჯერ კიდევ მთელი იყო.

დრო სრულიად მყოფნიდა იმისთვის, რომ მეფიქრა, მაგრამ არა იმისთვის, რომ მემოქმედა. «მარცხნივ!» – დაიყვირა ჩემმა ჭკუამ. მაგრამ იქ შემხვედრი მოძრაობა იყო. «მკვეთრად მარჯვნივ!» ბამპერს ვერ ავუვლიდი გვერდს. «ჩაუწექი!» ბორბლების ქვეშ გავძვრები. ყველა ჩემი ვარიანტები ამოწურული იყო. მუხრუჭებს დავარტყი და დაველოდე. ეს არარეალური იყო, როგორც სიზმარი, მანამ, სანამ მძღოლის შიშისგან დამანჭული სახე არ დავინახე. საშინელი ყრუ ბრახუნით ჩემი მოტოციკლი ავტომობილს წინა ბამპერს შეეჯახა, ჩემი მარჯვენა ფეხი კი ნაფლეთებად იქცა. შემდეგ ყველაფერი საშინლად დაჩქარდა და სამყარო გაჩერდა.

ალბათ დავკარგე გონება და ისევ მოვედი გონზე მაშინვე, როდესაც ტრიალით გადავიფრინე ავტომობილზე და ტრასის ბეტონზე დავენარცხე. კურთხეული უმეცრების წამების შემდეგ მოვიდა ტკივილი, რომელიც მწველი, გავარვარებული მარწუხებივით მიჭერდნენ ფეხზე მანამ, სანამ ვეღარ მოვითმინე და დავიყვირე. ველოდი, მინდოდა, რომ ტკივილი შემწყდარიყო და ვლოცულობდი, რომ შეგრძნება აღარ მქონოდა.შორეული ხმები: «…მე ის უბრალოდ ვერ დავინახე…» «…მშობლების ტელეფონი…» «ნუ ღელავთ, ისინი მალე მოვლენ».

შემდეგ სირენის ხმა გავიგე, ვიღაცის ხელებმა ჩაფხუტი მომხადეს და საკაცეზე დამაწვინეს. ქვემოთ დავიხედე და დავინახე თეთრი ძვლის ნატეხი, რომელიც ჩექმის გაგლეჯილი ტყავიდან გამოშვერილიყო. სასწრაფო დახმარების მანქანის დაკეტვის ხმასთან ერთად სოკის სიტყვები გამახსენდა: «…და დიდ განსაცდელებს მოგიწყობენ მანამ, სანამ სწავლას დაამთავრებ».

მომეჩვენა, რომ სულ რაღაც წამები გავიდა, მე კი უკვე რენტგენის მაგიდაზე ვიწექი ლოს-ანჯელესის ორთოპედიულ საავადმყოფოში. ექიმი წუწუნებდა, რომ დაღლილი იყო. ჩემი მშობლეი პალატაში შემოიჭრნენ. ძალიან გაფითრებულები და მობერებულები ჩანდნენ. სწორედ ამ მომენტშ დავიდა ჩემამდე რეალობა. განცდილი შოკისგან ტირილი დავიწყე.

ექიმი მარჯვედ და ეფექტურად მუშაობდა, გაუტკივარების შემდეგ უკან დააბრუნა მომტვრეული თითები და ტერფის გაკერვა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ, საოპერაციოში, მისმა სკალპელმა ღრმა წითელი ჭრილობა გააკეთა ჩემს კანზე და კუნთებზე, რომლებიც ასე კარგად მემსახურებოდნენ. მან ჩემი თეძოს ძვლიდან აიღო ნაწილი და დამტვრეულ ძვლებზე მიამაგრა. ბოლოს წვრილი ლითონი ჩადგა ძვალში, დაწყებული ბარძაყიდან; ერთგვარი შინაგანი კარკასი.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ნახევრადცნობიერ მდგომარეობაში ვიყავი, მედიკამენტოზურ თავდავიწყებაში, რომელიც ძლივს მაშორებდა აგონიურ, უმოწყალო ტკივილს. რაღაც მომენტშ, მესამე საღამოს სიბნელეშ გამეღვიძა იმის შეგრძნებით, რომ ვიღაცის ჩრდილი იჯდა ჩემს გვერდით.

ჯოი წამოდგა და ჩემს გვერდით მუხლებზე დაიჩოქა. სირცხვილისგან თავი გავწიე. იგი შუბლზე მომეფერა და ჩამჩურჩულა: «მე მაშინვე მოვედი, როგორც კი გავიგე». როგორ მინდოდა, რომ ჩემი გამარჯვებები გაეზიარებინა; მაგრამ ის მხოლოდ ჩემს მარცხებს ხედავდა. ტუჩზე ვიკბინე და ცრემლების გემო ვიგრძენი. ჯოიმ ნაზად შეატრიალა ჩემი სახე თავისკენ და თვალებში ჩამხედა: «სოკრატემ მთხოვა მოკითხვა გადმომეცა და ერთი ისტორია მომეყოლა, დენი».

თვალები დავხუჭე და დაძაბული ვუგდებდი ყურს.

მოხუცი და მისი შვილი პატარა ფერმაშ მუშაობდნენ. მათ მხოლოდ ერთი ცხენი ჰყავდათ, რომ მიწა დაეხნათ. ერთხელ, ცხენი გაიქცა.

«რა საშნელებაა», – თანაუგრძნობდნენ მეზობლები, – «როგორ არ გაუმართლათ».
«ვინ იცის, გაგვიმართლა თუ არა», – პასუხობდა ფერმერი.

ერთი კვირის შემდეგ ცხენი დაბრუნდა და ველური ულაყები მოიყვანა თან.

«როგორ გაუმართლათ!» – თქვეს მეზობლებმა.
«გამართლება? არ გამართლება? ვინ იცის?» – ამბობდა ფერმერი.

მეორე დღეს მისი ვაჟი ულაყის გახედნას ცდილობდა, ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა.

«რა საშინელებაა. როგორ არ გაუმართლა!»
«გაუმართლა? არ გაუმართლა?

ომი დაიწყო, და დასახლებიდან ყველა ახალგაზრდა არმიაში გაიწვიეს. რადგანაც ფერმერის ვაჟს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ის არ წაიყვანეს.


«კარგი? ცუდი?»

სევდიანად გაღიმებულმა ტუჩზე ვიკბინე უეცრად მოწოლილი ტკივილის ტალღისგან.

ჯოი მეფერებოდა და ამბობდა: «ყველაფერს აქვს მიზანი, დენი; ყველაფერი იმისთვისაა, რომ შენ საუკეთესოდ გამოიყენო».

«როგორ შემიძლია უბედური შემთხვევით ვისარგებლო?»

«უბედური შემთხვევები არ არსებობს, დენი. ყოველი მოვლენა - ეს გაკვეთილია. ყველაფერს აქვს მიზანი, მიზანი, მიზანი», – ჩურჩულით მიმეორებდა პირდაპირ ყურში.

«მაგრამ ჩემი გიმნასტიკა, ჩემი სწავლება – ყველაფერს ბოლო მოეღო».

«სწორედ ესაა შენი სწავლება. ტკივილს შეუძლია გაწმინდოს შენი ჭკუა და სხეული; შეუძლია მრავალი წინააღმდეგობა დაწვას». მან უსიტყვო კითხვა დაინახა ჩემს თვალებში და დაამატა: «მეომარი არ ეძებს ტკივილს, მაგრამ თუ ტკივილი მოდის, იყენებს მას. ახლა კი დაისვენე, დენი, დაიძინე». და გავიდა.

«არ წახვიდე, ჯოი», – ჩავილუღლუღე და ღრმა ძილს მივეცი თავი.

Posted by: Atm@n Jul 5 2013, 08:08 AM

ჩემს სანახავად მოდიოდნენ მეგობრები, მშობლები ყოველდღე. თუმცა დროის უმეტეს ნაწილს მარტოობაში ვატარებდი. თეთრ ჭერს ვუმზერდი და საათობით ვმედიტირებდი, საკუთარი თავისადმი შეცოდებით და მელანქოლიით შეპყრობილი.

სამშაბათ დილით, ახალ ყავარჯნებზე დაყრდნობილი გამოვედი საავადმყოფოდან და მშობლების მანქანამდე მივლასლასდი. ათ კილოგრამზე მეტი დავიკელი. ჩემი მარჯვენა ფეხი ისე გამოიყურებოდა, როგორც ჯოხი გრძელი წითელი ნაიარევით გვერდიდან.

გრილი ბრიზი მირტყამდა სახეში. ქარს სურნელოვანი ჰაერი მოჰქონდა, რომლის სუნიც უკვე დამვიწყნოდა; ჩიტების ჭიკჭიკი ქუჩის მოძრაობის ხმაურს უერთდებოდა, სიმფონიას ქმნიდა და კვლავ აღვიძებდა შეგრძნებებს.

რამდენიმე დღე მშობლებთან გავატარე. მზეზე ვთბებოდი, ნელ-ნელა ვცურავდი აუზში. მიუხედავად ტკივილისა, ვაიძულებდი კუნთებს, რომ ემუშავათ. ვჭამდი მხოლოდ იოგურტს, თხილეულს, ყველს და საღ ბოსტნეულს მცირე რაოდენობით, და თანდათან დავიწყე სასიცოცხლო ძალების აღდგენა.

მეგობრებმა თავის სახლში, სანტა-მონიკაშ მიმიპატიჟეს, სანაპიროდან ხუთ კვარტალში. დავთანხმდი, და გამიხარდა, რომ დროს სუფთა ჰაერზე გავატარებდი.
ყოველ დიულით ნელ-ნელა მივდიოდი თბილ ქვიშასთან. ყავარჯენს გვერდზე ვდებდი და ტალღებთან ახლოს ვჯდებოდი. თოლიების და ტალღების ხმას ვისმენდი, თვალებს ვხუჭავდი და საათობით ვმედიტირებდი. ბერკლი, სოკრატე და ჩემი წარსული სხვა განზომილებაში დაკარგულად მეჩვენებოდა.

მალე ვარჯიში დავიწყე. თავიდან ფრთხილად, შემდეგ უფრო ინტენსიურად მანამდე, სანამ რამდენიმე საათის გატარება არ დავიწყე მზეზე, ოფლში მცურავმა. ვაკეთებდი აზიდვებს, ბუქნებს, როგორც შემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი. კვლავ და კვლავ ვარჯიშობდი, სანამ ყოველი კუნთი ბოლომდე არ მუშავდებოდა, შემდეგ კი მარილიანი წყალი მაცლიდა ოფლს და გრანდიოზულ ოცნებებს.

შეუპოვრად ვვარჯიშობდი მანამ, სანამ კუნთებმა კვლავ არ დაიბრუნეს სიმაგრე და მარმარილოს ქანდაკების რელიეფურობა. დროის უდიდეს ნაწილს სანაპიროზე ვატარებდი. მალკოლმი, მასაჟისტი ჩემს პირსახოცზე ჯდებოდა და ანეგდოტებს მიყვებოდა. დოკი, რენდის კომპანიიდან, ყოველდღე მიწევდა კომპანიონობას და პოლიტიკასა და ქალებზე მელაპარაკებოდა. უფრო ქალებზე.

ბევრი დრო მქონდა, რომ მეფიქრა, რა გადამხდა იმის შემდეგ, რაც სოკრატეს შევხვდი. ვფიქრობდი სიცოცხლეზე და მის მიზანზე, სიკვდილზე და მის საიდუმლოზე. და გამახსენდა ჩემი იდუმალებით მოცული მასწავლებელი და მისი სიტყვები, მისი გამომხატველი ჟესტები და მანერები, თუმცაღა ყველაზე მეტად მისი სიცილი მახსენდებოდა.
მალე ნოემბერი დადგა. სანაპიროზე ნაკლები ხალხი დადიოდა. განმარტოების ამ პერიოდში სიმშვიდით ვტკბებოდი, რომელიც მრავალი წელია არ განმეცადა. მეგონა, რომ შემეძლო მთელი დარჩენილი ცხოვრება გამეტარებინა ნაპირზე, თუმცა ვიცოდი, რომ შობის შემდეგ მეცადინეობებს დავუბრუნდებოდი.

Posted by: Atm@n Jul 6 2013, 08:10 PM

ჩემმა მკურნალმა ექიმმა რენტგენოგრაფიის მონაცემები შემატყობინა: «თქვენი ფეხი კარგად ხორცდება, მისტერ მილმენ, მე ვიტყოდი უჩვეულოდ კარგად. თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ: დიდი იმედიც არ გქონდეთ. თქვენი ტრავმის ბუნება შანსს არ გიტოვებთ, რომ გიმნასტიკას დაუბრუნდეთ». მე ჩუმად ვუსმენდი.

მალე მშბლებს დავემშვიდობე და თვითმფრინავში ჩავჯექი; ბერკლიში დაბრუნების დრო მოვიდა.

რიკი აეროპორტში შემხვდა; მასთან და სიდთან დავრჩი რამდენიმე დღით, სანამ ოთახი არ ვიპოვე ძველ სახლში, კამპუსთან ახლოს.

ყოველ დილით, ყავარჯენზე მაგრად ჩაჭიდებული დარბაზში მივდიოდი და ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდი, შემდეგ კი დაუძლურებული საცურაო აუზში ვეშვებოდი. წყლის ამომგდები ძალა მეხმარებოდა, რომ ფეხი დამესვენებინა. ვცდილობდი ხშირად მევლო - ტკივილის ზღვარამდე.

ამის შემდეგ კუნთების გაჭიმვაზე ვვარჯიშობდი, რომ მათთვის მომავალი ვარჯიშებისთვის აუცილებელი ელასტიურობა დამებრუნებინა. დასასრულს ბიბლიოთეკაში ვკითხულობდი, სანამ არ ჩამეთვლიმებოდა.

სოკრატეს დავურეკე, რომ ჩემი დაბრუნება შემეტყობინებინა. ტელეფონში ბევრი არ ულაპარაკია და მითხრა მივსულიყავი, როცა ყავარჯნის გარეშე სიარულს შევძლებდი. ეს ზუსტად ის იყო, რაც მე მინდოდა - ჯერ მზად არ ვიყავი მის სანახავად.

იმ წელს შობას მარტო შევხვდი. მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს. პატმა და დენისმა, ჩემმა თანაგუნდელებმა, ფაქტიურად ამიყვანეს და მანქანაში ჩამაგდეს. რენოში წავედით, თოვლიან მთებზე და მწვერვალ დონერთან ახლოს გავჩერდით. სანამ პეტი და დენისი თოვლში გორაობდნენ და გუნდაობდნენ, მე ფრთხილად მივაღწიე რომელიღაც კუნძამდე და ჩამოვჯექი.

ჩემი აზრები წინ, მომავალი სემესტრისკენ ისწრაფვოდნენ და გიმნასტიკის დარბაზისკენ. ვფიქრობდი, გახდებოდა თუ არა ჩემი დამტვრეული ფეხი ისეთივე ძლიერი, როგორც ადრე. ხიდან თოვლი ჩამოვარდა, თავზე დამეცა და ოცნებებისგან გამომაფხიზლა.

მალე სახლშ დავბრუნდით. პეტი და დენისი უხამს სიმღერებს მღეროდნენ. ჩემს დანგრეულ მომავალზე ვფიქრობდი და მინდოდა ჩემი ფიქრები წარსულში დამეტოვებინა, თოვლით დაფარულ თეთრ სასაფლაოზე.

შობიდან მალევე ლოს-ანჯელესში ჩავედი, ექიმთან ვიზიტისთვის, რომელმაც უფლება მომცა ყავარჯნები შავი ჯოხით შემეცვალა. შემდეგ კი უკან დავუბრუნდი - მეცადინეობებს და სოკრატეს.

ოთხშაბათს საღამოს 11:40-ზე, როცა კოჭლობით შევედი სადგურის ოფისში, ღიმილიანი სოკრატეს სახე დავინახე. კვლავ სახლში აღმოვჩნდი. თითქმის დამავიწყდა, რა კარგია ჯდომა და ღამის სიჩუმეში სოკრატესთან ერთად ჩაის სმა. ეს უფრო დახვეწილი სიამოვნება იყო, ვიდრე ყველა ჩემი სპორტული გამარჯვება ერთად აღებული. ვუყურებდი ამ ადამიანს, რომელიც ჩემი მასწავლებელი გახდა დავინახე ის, რაც აქამდე არასოდეს შემიმჩნევია...

წარსულში ყოველთვის ხშირად შემიმჩნევია სინათლის ათინათი მის გარშემო, თუმცაღა ყოველთვის თვალების დაღლილობას მივაწერდი ამას. ახლა დაღლილი არ ვიყავი, და ამაში ეჭვსაც ვერ შევიტანდი, მას გარს ერტყა ძლივს შესამჩნევი ნათელი აურა. «სოკრატე», – ვთქვი მე, – «შენი სხეული სინათლითაა მოცული. საიდანაა იგი?»

«ცხოვრების სუფთა წესი», – გაეცინა მას. ზარმა დარეკა და ვიღაცის გასამხიარულებლად გავემართეთ, ავტომობილების მომსახურების საბაბით. სოკრატე ასხამდა უფრო მეტს, ვიდრე ბენზინია. შესაძლოა ეს ხდებოდა აურის გამო, რომელიც ენერგიას და ემოციებს იძლეოდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, პრაქტიკულად ყოველთვის ადამიანები მიდიოდნენ უფრო ბედნიერნი, ვიდრე მოსვლამდე.

თუმცაღა ეს ნათება ისე არ მანცვიფრებდა, როგორც მისი უბრალოება, და მისი მოძრაობების და ქმედებების ეკონომიურობა. ადრე ამას ვერ ვაფასებდი; ყოველ ახალ გაკვეთილთან ერთად თითქოს უფრო ღრმად ვიხედებოდი სოკრატეში. იმის შესაბამისად, რაც ჩემი ჭკუის სირთულეს და პრობლემატურობას ვაცნობიერებდი, ვხვდებოდი, თუ რამდენად დაძლია მან თავისი.

როცა ოფისშ დაბრუნდა, ვკითხე: «სოკრატე, სადაა ახლა ჯოი? მალე ვნახავ?»

მან ისე გამიღიმა, თითქოს გაუხარდა ჩემი მორიგი კითხვა: «დენ, მე არ ვიცი სადაა იგი; ეს გოგო - ჩემთვისაც გამოცანაა. ის ყოველთვის ასეთი იყო».

შემდეგ ყველაფერი მოვუყევი, რაც თავს გადამხდა. ყურადღებით მისმენდა და ჩუმად თავს მიქნევდა.

«დენ, შენ – უკვე აღარ ხარ ის ახალგაზრდა სულელი, რომელიც აქ ერთი წლის წინ მოხეტიალდა».
«ერთი წლის წინ? მგონი სულ რაღაც ათი თვე გავიდა », – გავიხუმრე მე, – «გინდა თქვა, რომ სულელი აღარ ვარ?»
«არა, შენ უბრალოდ ახალგაზრდა აღარ ხარ».
«შენც თქვი რა, სოკ».
«ახლა შენ – სულელი ხარ სულით (с духом), დენ. ამაში დიდი განსხვავებაა. შენ კიდევ გაქვს შანსი, რომ იპოვო ჭიშკრები და გაიარო ისინი».
«ჭიშკრები?»
«მეომრის სამეფო, დენ, ჭიშკრებითაა დაცული. ეს ჭიშკრები კარგადაა დამალული, როგორც მონასტრები მთებში. ბევრი აკაკუნებს, მაგრამ ბევრს არ შეუძლია შესვლა».

«კარგი, სოკ, მაჩვენე ეს ჭიშკრები. მე მზად ვარ და მოვიფიქრებ, როგორ შევიდე შიგნით».

«ეს არც ისე ადვილია, სოფლელო. ჭიშკრები შენშია, და შენ დამოუკიდებლად უნდა მოძებნო ისინი; მე შემიძლია მხოლოდ მიმართულება გაჩვენო. მაგრამ შენ ჯერ არ ხარ მზად, ოდნავადაც კი. ახლა რომ გეცადა ჭიშკარში შესვლა, ეს ფაქტიურად სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ჯერ ბევრი უნდა იშრომო, სანამ მზად იქნები რომ დააკაკუნო».

როცა სოკრატემ კვლავ დაილაპარაკა, ამან ოფიციალური განცხადებასავით გაიჟღერა: «დენ, ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ; გქონდა გამოცხადებები, და ღებულობდი გაკვეთილებს. მე გასწავლი ცხოვრების მეთოდს და მოქმედების მეთოდს. შენთვის დადგა დრო, რომ ბოლომდე აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და საკუთარ ქცევაზე. იმისთვის, რომ ჭიშკარი იპოვნო, პირველ რიგში უნდა მიჰყვე...»

«საშინაო წესებს?» – შევაწყვეტინე მე.

მას გაეცინა, და ამ დროს ზარმა დარეკა. სადგურზე ავტომობილი შემოვიდა. წვიმა იყო, და სოკრატე პონჩოთი გავიდა გარეთ. პისტოლეტი ავზში ჩადო, მანქანას შემოუარა და წვერებიან მძღოლს რაღაც უთხრა. შემდეგ დავინახე, როგორ იცინოდნენ ერთად.

სოკრატემ ოფისის კარი შემოაღო და დაბერილმა ნიავმა მაგრძნობინა, რომ კარგად ვერ ვგრძნობდი თავს. სოკრატე ჩაის მოდუღებას აპირებდა, როცა ვუთხარი: «სოკ, დაჯექი გთხოვ. მე გავაკეთებ ჩაის». ის დაჯდა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. საწერ მაგიდას დავეყრდენი, რადგან თავბრუსხვევა ვიგრძენი. ყელი მტკიოდა; იქნებ ჩაიმ მიშველოს.

ჩაიდანი გავავსე, ღუმელზე დავდე და ვკითხე: «მაშინ ბილიკისმაგვარი რაღაც უნდა გავიყვანო ჭიშკრამდე?»

«და, რაღაც მხრივ, ამას ყველა უნდა აკეთებდეს. შენ შენი საკუტარი შრომით იკვლევ გზას».

სანამ შემდეგ კითხვას დავსვამდი, დამასწრო და თქვა: «ნებისმიერი – ყოველი გონიერი არსება, ქალი თუ მამაკაცი, დაჯილდოვებულია შინაგანი უნარით - იპოვონ ჭიშკრები და გაიარონ ისინი, მაგრამ ძალიან ცოტას აქვს მოთხოვნილება, რომ ამ მიმართულებით იმოძრაოს; ძალიან ცოტას აინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მე გადავწყვიტე მესწავლებინა შენთვის არა რაიმე თანდაყოლილი ნიჭის გამო, სინამდვილეში საშინელი სისუსტეები გაქვს ძლიერ მხარეებთან ერთად, არამედ იმიტომ, რომ შენ ამ მოგზაურობის განხორციელების სურვილი გაქვს».

ეს ჩემში მკაფიო ექოდ გაისმა: «ალბათ ეს შეგვიძლია გიმნასტიკას შევადაროთ, სოკ. ისიც კი, ვისაც ჭარბი წონა აქვს ან ის, ვინც სუსტი და მოუხეშავია, შესაძოა შესანიშნავი გიმნასტი გახდეს, თუმცაღა მომზადების პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივი იქნება».

«სრულიად მართალია. შემიძლია მხოლოდ შემდეგი დავამატო: შენი აღმასვლა ძალიან მკვეთრი იქნება».

ციებ-ცხელებამ შემიპყრო, მთელი სხეული მტკიოდა. კვლავ საწერ მაგიდას დავეყრდენი და თვალის კუთხით შევნიშნე, როგორ მომიახლოვდა სოკრატე და ხელი თავზე დამადო. «ო, არა. ოღონდ ახლა არა. არ მაქვს მაგის თავი», – გავიფიქრე მე. მაგრამ მან მხოლოდ გახურებულ შუბლზე შემეხო. შემდეგ გლანდები გამისინჯა ყელზე, თვალებში ჩამხედა და დიდხანს მისინჯავდა პულსს მაჯაზე.

«დენ, შენი ენერგიების ბალანსი ძალიან დარღვეულია. შესაძლოა ელენთა გაქვს გადიდებული. გირჩევ ექიმთან მიხვიდე დღესვე, ახლავე».

იმ მომენტისთვის, როცა ძლივს მივაღწიე კაუელის ჰოსპიტალამდე, უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. ყელი მიხურდა, სხეული მტკიოდა. ექიმმა სოკის დიაგნოზი დაადასტურა: ჩემი ელენთა ძალიან გასივებულიყო. სტაციონარში მძიმე მონონუკლეოზის დიაგნოზით დამაწვინეს.

Posted by: Atm@n Jul 6 2013, 09:26 PM

ამ მშფოთვარე და ციებ-ცხელებიან ღამეს მესიზმრა, თითქოს ერთი უზარმაზარი ფეხი მაქვს, ერთი კი გამხმარი. ყოველ ჯერზე, როცა ძელზე ქანაობას ან სხვა მოქმედებას ვცდილობდი, ყველაფერი მრუდდებოდა და მე ვეცემოდი, ვეცემოდი, ვეცემოდი. ასე გაგრძელდა მეორე დღის მეორე მახევრამდე, სანამ სოკი შემოვიდოდა პალატაში, გამხმარი ყვავილების ბუკეტით ხელში.

«სოკრატე», – სუსტად წარმოვთქვი მე, მისი მოულოდნელი ვიზიტით აღფრთოვანებულმა, – «არ ღირდა შეწუხება».

«ღირდა», – მიპასუხა მან.

«მედ-დას ვთხოვ ვაზაში ჩადოს, და შენ გამახსენდები ხოლმე, როცა შევხედავ», – გამეცინა მე.

«ესენი საჭმელად მოვიტანე, და არა საყურებლად», – თქვა მან და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ცხელი წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა. ყვავილების ნაწილი თავის მიერ მოტანილ მარლაში გაახვია და ადუღებულ წყალში ჩადო. «ეს ჩაი გაგამაგრებს და სისხლს გაწმენდს. დალიე. ძალიან მწარეა, მაგრამ ძლიერი საშუალებაა».

შემდეგ ბოთლი ამოიღო ყვითელი სითხით, რომელშიც რაღაც მცენარეები დაცურავდნენ და ჩემი მარჯვენა ფეხის დაზელვა და მასში ამ სითხის შეზელვა დაიწყო, უშუალოდ ნაიარევის რაიონში. გავიფიქრე, რომ შემოსულიყო რას ეტყოდა ამ ყველაფრის დანახვაზე ჩემი მედ-და, ძალიან მიმზიდველი საქმიანი გოგონა.
«ეს რა სითხეა, სოკ?»

«ურინა, ბალახთან ერთად».

«ურინა!» – ვიყვირე მე და ზიზღით ფეხი გავწიე.

«ნუ სულელობ!» – ფეხზე ხელი მტაცა და უკან დააბრუნა. «ურინა – ძალიან პატივსაცემი ელექსირია უძველეს სამკურნალო საქმეში».

გადაღლილი თვალები დავხუჭე; თავი ბარაბანივით მიგუგუნებდა. ტემპერატურამ ისევ მოიმატა. სოკრატემ შუბლზე დამადო ხელი, შემდეგ კი მაჯაზე პულსი მომისინჯა.

«კარგი. ბალახმა მოქმედება დაიწყო. დღეს ღამე კრიზისი გექნება, ხვალ უკეთ იქნები».

ძლივს გასაგონად ვუთხარი: «გმადლობ, დოქტორ სოკ».

მან ხელი მზის წნულზე დამადო. მაშინვე ყველა პროცესი ჩემს სხეულში დაჩქარდა. ვიფიქრე, რომ თავი გამისკდებოდა. სიცხე მწვავდა; გლანდები პულსირებდა. ყველაზე საშინელი კი ტრავმის ადგილის ტკივილი იყო ფეხზე.

«გეყოფა სოკრატე! საკმარისია!» – ვყვიროდი მე.

ხელი გასწია და გაშეშდა. «უბრალოდ შენს სხეულში ცოტა ენერგია დავამატე», – ამიხსნა მან, – «რომელიც გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს. იქ გტკივა, სადაც კვანძები გაქვს. შენ რომ თავისუფალი იყო დაბრკოლებებისგან..., შენი ჭკუა რომ სუფთა იყოს, გული გახსნილი, სხეული კი დაძაბულობისგან თავისუფალი, შენ ამ ენერგიას შეიგრძნობდი, როგორც აღუწერელ ნეტარებას..., უკეთესს, ვიდრე სექსია. იფიქრებდი, რომ სამოთხეში აღმოჩნდი, და ნაწილობრივ მართალიც იქნებოდი».
«ხანდახან მაშინებ, სოკ».

«უმაღლესი ადამიანების ყოველთვის ეშინიათ და მოწიწებული დამოკიდებულება აქვთ», – ჩაეცინა მას. «რაღაც მხრივ, შენც უმაღლესი ხარ, დენ, ყოველ შემთხვევაში გარედან. შენ მეომარივით გამოიყურები, კარგი აღნაგობის, მოქნილი და ძლიერი - ეს შენი გიმნასტიკის ვარჯიშების შედეგია. თუმცაღა ბევრი მუშაობა მოგიწევს, სანამ იმ განწყობას გამოიმუშავებ, რომლითაც მე ვტკბები». ძალიან დასუსტებული ვიყავი იმისთვის, რომ მეკამათა.

Posted by: Atm@n Jul 7 2013, 09:43 AM

მედ-და შემოვიდა. «ტემპერატურის გაზომვის დროა, მისტერ მილმენ». სოკი მისი შემოსვლისთანავე თავაზიანობის ნიშნად წამოდგა. მე საწოლშ ვიწექი ფერმკრთალი და უბედური. იმ მომენტში ჩვენს შორის კონტრასტი იმხელა იყო, როგორც არასოდეს. მედ-დამ სოკრატეს გაუღიმა, მანაც საპასუხო ღიმილი შეაგება. «ვფიქრობ, თქვენი შვილი კარგად იქნება, უბრალოდ ძალების მოკრება დასჭირდება», – თქვა მან.

«ახლა ზუსტად ამას ვეუბნებოდი», – თქვა სოკმა თვალებში ონავრული ნაპერწკლებით. მედ-დამ გაუღიმა... „ეფლირტავება“ თუ რა ხდება? თეთრი ხალათის ფრიალით გავიდა, ძალიან სექსუალური იყო.

სოკრატემ ჩაისუნთქა: «და მაინც, არის რაღაც ამ უნიფორმიან ქალებში». შემდეგ შუბლზე ხელი დამადო და ღრმა ძილს მივეცი თავი.

მომდევნო დილას ახლადდაბადებულივით ვგრძნობდი თავს. ექიმს წარბები შუბლზე აუვიდა, როცა ჩემს ელენთას ამოწმებდა და გლანდებს მისინჯავდა. აშკარად განცვიფრებული იყო. «თქვენ ყველაფერი ნორმაშ გაქვთ, მისტერ მილმენ», – მან თითქმის მოიბოდიშა, – «ლანჩის შემდეგ შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ… და კარგად დაისვენეთ». გარეთ გავიდა, და თან ჩემს სამედიცინო ბარათს აკვირდებოდა.

კართან მედ-დამ ჩაიარა. «დამეხმარეთ!» – დავიყვირე მე.
«დიახ?» – თქვა მან და პალატაშ შემოირბინა.
«ვერ გამიგია რაშია საქმე. ყოველ ჯერზე, როცა გვერდზე ჩაივლით ხოლმე, ჩემი პულსი უფრო ეროტიული ხდება» (erotic).
«გინდათ თქვათ, ნევროტული? (erratic)» – თქვა მან.
«დიახ, ზუსტად».
გამიღიმა და მითხრა: «როგორც ჩანს მზად ხართ გასაწერად».
«ყველა ამას მეუბნება, მაგრამ ცდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ მკურნალობის დამატებითი კურსი უნდა გავიარო, პირადად თქვენთან».

მაცდუნებელი ღიმილით, შებრუნდა და კორიდორშ გავიდა. «დაო! არ წახვიდეთ!» – დავიყვირე მე.

დღის მეორე ნახევარში, სახლისკენ მიმავალ გზაზე მივდიოდი და განცვიფრებული ვიყავი საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების გამო. განსაკუთრებით ეს მარჯვენა ფეხს ეხებოდა. ძალიან ვკოჭლობდი, მაგრამ უკვე თითქმის შემეძლო ჯოხის გარეშე სიარული. შეიძლება ეს დაკავშირებული იყო სოკის ურინო-თერაპიასთან ან ენერგიის იმ მუხტთან, რომელიც გადმომცა.

მეცადინეობები დაიწყო და ჩემი გარემოცვა კვლავ სტუდენტები, წიგნები და დავალებები გახდა, მაგრამ ეს ყველაფერი ამჯერად მეორე პლანზე გადავიდა. მე შემეძლო მეთამაშა და არ ჩავრთულიყავი თამაშში. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა სადგურზე, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა.

კარგად გამოვიძინე და სადგურზე მივედი. როგორც კი ჩამოვჯექი, სოკრატემ თქვა:

«წინ ბევრი სამუშაო გაქვს».
«რა მოხდა?» – ვთქვი ზმორვით და მთქნარებით.
«გენერალური გადაწყობა».
«ა-აა. დიდი ამბავი».
«ეს განსაკუთრებით დიდია, რადგანაც შენი გადაწყობა მოგვიწევს».
«მართლა?» – ვთქვი ხმამაღლა, «ჯანდაბა!» – გავიფიქრე ჩემთვის.
«ფენიქსივით ცეცხლში უნდა დაიწვა და ფერფლიდან ისევ აღსდგე».
«მზად ვარ!» – ვთქვი მე, – «გაზრდილი მოვალეობის გამო გპირდები, მომავალ წელს ფუნთუშებზე უარს ვიტყვით».

სოკრატეს გაეცინა: «ეს რომ ასე ადვილი იყოს. ამ მომენტში შენ წარმოადგენ გამრუდებული ენერგეტიკული ნაკადების და მოძველებული ჩვევების გროვას. მოგიწევს შეცვალო მოქმედებები, აზრები, ოცნებები და მსოფლმხედველობა. დიდი ნაწილი იმისა, რასაც წარმოადგენ - მავნე ჩვევების ნაკრებია».

ეს უკვე მაღიზიანებდა. «ეშმაკმა დალახვროს, სოკრატე, მე უკვე ამდენი წინააღმდეგობა გადავლახე და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. შეგიძლია ჩემდამი მცირე პატივისცემა მაინც გამოავლინო?»

სოკრატემ თავი უკან გადააგდო და გაიცინა. შემდეგ მოვიდა და პერანგზე მომქაჩა. როცა ავიჯაგრე, თმა ამიჩეჩა და თან ამბობდა: «მომისმინე, შენ, ო, დიდო მაიმუნო, ყველას სურს პატივისცემა. მაგრამ საქმე იმაშ არაა, რომ უბრალოდ განაცხადო: „გთხოვთ, პატივი მეცით“. შენ უნდა დაიმსახურო პატივისცემა იმით, რომ პატივისცემის ღირსი საქმეები აკეთო; მეომრის პატივისცემის მოპოვება კი არც ისე ადვილია».

გულში ათამდე დავითვალე და ვთქვი: «როგორ დავიმსახურო შენი პატივისცემა, ო, დიადო ძლევამოსილო მეომარო?»

«შეცვალე შენი ქცევები».

«რომელი ქცევები?»

«რა თქმა უნდა შენი „შემიცოდეთ“ ქცევები. გეყოფა ჩვეულებრივობით სიამაყე; შენი სულის ძალა მანახე! » მავნებელი ღიმილით, სოკრატე წამოხტა და ხუმრობით ლოყაზე შემომილაწუნა, შემდეგ ნეკნებში მატაკა თითი.

«შეწყვიტე!» – დავიყვირე მისი თამაშებით გაცოფებულმა. გავიწიე, რომ ხელი მეტაცა, მაგრამ ის ადვილად შეხტა საწერ მაგიდაზე, შემდეგ თავზე გადამახტა, შემობრუნდა ხელი მკრა და უკან, დივანზე დამაგდო. განრისხებული წამოვხტი და ვცადე მეც იგივე გამეკეთებინა, მაგრამ როგორც კი შევეხე, კვლავ საწერ მაგიდაზე შეხტა.

წონასწორობა დავკარგე და ხალიჩაზე დავეცი. «ჯანდაბა!» – თვალები წითლად ამენთო. ფარეხისგენ გამავალ კარში გავიდა. მაშინვე კოჭლობით დავედევნე.

სოკრატე ბამპერზე მოკალათდა და თქვა: «უყურე შენ, დენ, გაბრაზებული ხარ».

«გასაოცარი დაკვირვების უნარი გაქვს», – ხმაურიანად ამოვისუნთქე მე.

«კარგი», – თქვა მან, – «თუ მხედველობაშ მივიღებთ შენს წინააღმდეგობას, უნდა იყო კიდეც გაბრაზებული... მაგრამ დარწმუნდი, რომ ბრძნულად მართავ შენს რისხვას». ვითომც აქ არაფერიო, სოკმა ფოლკსვაგენის შეკეთება დაიწყო. «რისხვა შენი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ძველი ჩვევების ახლებად ტრანსფორმაციისთვის».
«რისხვას შეუძლია გამოწვას ძველი ჩვევები. შიში და დარდი ახშობენ ქმედებას, რისხვა კი პირიქით. როცა ისწავლი შენი ბრაზის სწორად მართვას, შეძლებ, რომ შიშ და შეცოდება რისხვად აქციო, რისხვა კი მოქმედებად. სწორედ ამაშა შენი სხეულის შინაგანი ალქიმიის საიდუმლო».


ოფისში დაბრუნებულმა, წყალი დაისხა და ვარდის ფურცლების განსაკუთრებული ჩაის მოდუღებას შეუდგა, თან აგრძელებდა: «შენ ბევრი ჩვევა გაქვს, რომლებიც გასუსტებენ. ცვლილების საიდუმლო იმაშია, რომ კონცენტრაცია მოახდინო ახლის შექმნაზე, და არა ძველთან ბრძოლაზე».

«როგორ შემიძლია ჩემი ჩვევები ვმართო, როცა საკუთარ ემოციებსაც კი ვერ ვუმკლავდები, სოკ?»

იგი სავარძელში დაჯდა. «დაახლოებით ასე: როცა შენი ჭკუა პრობლემას ქმნის, როცა იგი ეწინააღმდეგება ცხოვრებას ისეთს, როგორიც მოცემულ მომენტშია მის წინ, შენი სხეული იძაბება და შეიგრძნობს ამ დაძაბულობას როგორც „ემოციას“, ინტერპრეტირებულს სხვადასხვა სიტყვებით: „შიში,“ „მწუხარება“ ან „რისხვა“. ნამდვილი ემოცია, დენ, ეს - ის ენერგიაა, რომელიც თავისუფლად მოძრაობს სხეულში».

«მაშინ გამოდის, რომ მეომარი არასოდეს განიცდის ნორმალურ ნეგატიურ ემოციებს?»

«რაღაც კუთხით, ეს მართალია. და მაინც, ემოციები ბუნებრივი ადამიანური უნარებია, გამოხატულების ფორმებია. ხანდახან დამახასიათებელია შიშის, შეცოდების ან რისხვის გამოხატვა, მაგრამ ენერგია ბოლომდე გარეთ უნდა გამოდიოდეს და შიგნით არ რჩებოდეს. ემოციის გამოხატულება სავსე და ძლიერი უნდა იყოს, შემდეგ კი უკვალოდ გაქრეს. ამგვარად, სწორედ ამაში მდგომარეობს ემოციების მართვის მეთოდი: მიეცი მათ საშუალება მოვიდნენ, და წავიდნენ».

მე ავდექი, ჩაიდანი ღუმელიდან ავიღე და ჩაი ჭიქებში დავასხი. «სოკრატე, შეგიძლია კონკრეტული მაგალითი მოიყვანო?»

«რა თქმა უნდა», – თქვა მან, – «გაჩერდი ცოტა ხნით ახალშობილთან».

გავიღიმე და ჩაის სული შევუბერე: «სასაცილოა, არასოდეს მიფიქრია, რომ ახალშობილები სრულყოფილად ფლობენ ემოციებს».

«როცა ბავში გაბრაზებულია, იგი საკუთარ თავს ხმამაღალი ტირილით გამოხატავს – სუფთა ტირილით. ის არ ფიქრობს იმაზე, უნდა იტიროს თუ არა. ხელში აიყვანე, ან აჭამე, და ცოტა ხანში მისი ტირილისგან კვალიც აღარ დარჩება. თუ ბავში გაბრაზებულია, მთელი სიცხადით გაგაგებინებს ამას. მაგრამ ეს ბრაზი სწრაფადვე ქრება; და შეგიძლია წარმოიდგინო ბავშვი, რომელიც დანაშაულის გრძნობას განიცდის თავისი ბრაზის გამო? ბავშვები საშუალებას აძლევენ მას, რომ მოვიდეს და წავიდეს. ბოლომდე გამოხატავენ თავს, და ჩუმდებიან. ბავშვები – მშვენიერი მასწავლებლები არიან, რომლებიც ენერგიის სწორად გამოყენების დემონსტრირებას ახდენენ. ისწავლე ეს, და ნებისმიერი ჩვევის ტრანსფორმირებას შეძლებ».

Posted by: Atm@n Jul 8 2013, 10:56 AM

სადგურზე ფორდ რანჩერო ვეგონი შემოვიდა. სოკრატემ მანქანას შემოუარა და მძღოლთან მივიდა. ამასობაში ბენზინ-გასამართი პისტოლეტი ავიღე და ავზში ჩავდე. აღფრთოვანებულმა განმანათლებლური დარიგებისგან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვმართო ემოციები, ავტომობილის სახურავის ზემოდან დავიყვირე: «სოკ, მითხარი რა გავაკეთო და გამიშვი. ამ საძაგელ ჩვევებს ნაკუწებად ვაქცევ!» შემდეგ მგზავრებს შევხედე – სამი შოკირებული მონაზონი. დაბნეულმა და გაწითლებულმა ფანჯრების წმენდა დავიწყე. სოკრატემ სახეზე ხელისგულები მიიფარა.

მას შემდეგ, რაც ჩემდა საბედნიეროდ რანჩერო წავიდა, სადგურზე სხვა მნახველი შემოვიდა. ეს იყო ქერა მამაკაცი, ხვეული წვერით. ის მანქანიდან გადმოხტა და დათვივით ძლიერად გადაეხვია სოკრატეს. «მიხარია შენი ნახვა, ჟოზეფ», – თქვა სოკრატემ.

«მეც ასევე…, სოკრატე, ასე არაა?» – თქვა და ფართოდ გამიღიმა.

«ჟოზეფ, ამ ახალგაზრდა ავტომატ-კითხვარს „დენი“ ჰქვია. დააჭირე ღილაკს და მორიგ კიტხვას დაგისვამს. უბრალოდ შეუცვლელია, როცა არავინ მყავს დამლაპარაკებელი».

ჟოზეფმა ხელი ჩამომართვა: «ძალიან კეთილი ხომ არ გახდა ჩვენი მოხუცი, სეიბერის ჟამს?» – მკითხა მან და მომხიბვლელად გაიღიმა.

მანამ, სანამ დავარწმუნებდი, რომ სოკრატე ისე მხეცივით მექცეოდა, როგორც არასოდეს ადრე, «მოხუცმა» შემაწყვეტინა: «დიახ, მართლაც გავზარმაცდი. დენს იმდენი არ მოხვედრია ჩემგან, რამდენიც შენ».

«აჰა, მესმის», – წარმოთქვა ჟოზეფმა და სახის სერიოზული გამომეტყველება შეინარჩუნა, – «არავითარი გარბენა 100 მილზე? ჯერ არ გიმუშავიათ გავარვარებული ნახშირით?»

«ასეთი რამ ჯერ არც მიხსენებია. ჩვენ მხოლოდ ვაპირებთ, რომ ანა-ბანათი დავიწყოთ, მაგალითად როგორ უნდა ჭამო, როგორ უნდა იარო და როგორ უნდა ისუნთქო».

ჟოზეფმა მხიარულად გაიცინა; აღმოვაჩინე, რომ მეც მასთან ერთად ვიცინოდი. «რაც შეეხება საჭმელს», – თქვა მან, – «მოდი ამ დილით ჩემთან, კაფეში შემოიარეთ. ჩემი პირადი სტუმრები იქნებით, და საუზმედ რაიმე განსაკუთრებულს მოვამზადებ».

ვერც მოვასწარი მეთქვა რაღაც ამდაგვარი: «ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ...», მაგრამ მაშინვე სოკრატე ჩაერია და თქვა: «სიამოვნებით! ჩემი ცვლა ნახევარ საათში სრულდება და მაშინვე შენთან გამოვივლით».

«ძალიან კარგი. მაშინ შევხვდებით». სოკს ხუთ დოლარიანი ბანკნოტი მიაწოდა და წავიდა.

მე ჟოზეფის შესახებ დავინტერესდი: «ის ისეთივე მეომარია, როგორიც შენ, სოკ?»

«ისეთი მეომარი, როგორიც მე, მეტი არ არსებობს» – მიპასუხა სიცილით, – «და არც არავის მოუნდებოდა ასეთად გახდომა. ყოველ მამაკაცს და ქალს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს. მაგალითად შენ რაღაცას მიაღწიე გიმნასტიკაში, ჟოზეფი კი კერძებს ამზადებს სრულყოფილად».

«ანუ როგორც შენ ამბობ კარგად წვავს ან ხარშავს?»

«მთლად ეგრეც არაა. ჟოზეფი არ აცხელებს პროდუქტებს ზედმეტად - ეს ანადგურებს მათში ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც საჭიროა საჭმლის სრული ათვისებისათვის. ის ამზადებს ბუნებრივ კერძებს ისე, რომ თუ ერთხელ იგემებ მის კულინარიულ ხელოვნებას, უკვე ვეღარ მიეკარები სწრაფი კვების ობიექტების მენიუს».

«რა არის ასეთი განსაკუთრებული მის კერძებში?»

«მხოლოდ ორი რამ, ორივე პრაქტიკულად უხილავი. პირველ რიგში, ის სრულ ყურადღებას უთმობს მზადების პროცესს. მეორეც - სიყვარული - ეს მისი კერძების მთავარი ინგრედიენტია. მისი შეგრძნება ჭამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლია».

სოკის შემცვლელიც გამოჩნდა – მოზარდი, რომელიც ჩუმად მოგვესალმა. ჩვენ ქალაქის სამხრეთისკენ გავემართეთ. ჩემი კოჭლი სიარული უკვე საშუალებას მაძლევდა, რომ სოკის დიდ ნაბიჯებს დავწეოდი.

გამხმარი ფოთლები ჩვენს ფეხებქვეშ ხრაშუნობდნენ. უნდა ავღნიშნო, რომ ქალაქის არქიტექტურული სტილი სხვადასხვა სტილების აღუწერელ ნაზავს წარმოადგენდა: ვიქტორიანულიდან და ესპანურ კოლონიალურიდან ახალ-შვეიცარიულ ფანკამდე და უსახურ ყუთებისმაგვარ შენობებამდე. აქ ცხოვრობდა უმეტესობა 30 000 სტუდენტიდან.

სიარულის დროს საუბარი განვაგრძეთ. სოკრატემ დაიწყო: «დენ, იმისათვის, რომ საკუთარი ჭკუის ბურუსს გასცდე და ჭიშკარი იპოვნო, ენერგიის აღუწერელი რაოდენობა დაგჭირდება. ამგვარად, განწმენდა და აღდგენითი პრაქტიკები - ეს საფუძველია».

«კარგად ვერ გავიგე».

«ჩვენ დავიწყებთ შენს გაწმენდას: ნაწილებად დაგშლი და ისევ აგაწყობ».

«ჰოდა თავიდანვე გეთქვა ასე!» – ვთქვი მე.

«შენ მოგიწევს თავიდან აითვისო ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქცია - მოძრაობა, ძილი, სუნთქვა, აზროვნება, შეგრძნება და... კვება. ადამიანის ქმედებებიდან - კვებაა ყველაზე მთავარი, რომელიც სტაბილიზაციას პირველ რიგში ექვემდებარება».

«ერთი წუთით, სოკრატე. საკვები ჩემთვის - არაა პრობლემა. მე კარგი აღნაგობა მაქვს, და საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ამას ადასტურებენ ჩემი გიმნასტიკის ვარჯიშებიც. საკმარისი ენერგია მაქვს. როგორ შეუძლიათ უმნიშვნელო ცვლილებებს ჩემს დიეტაში - საფუძვლიანი ზეგავლენა მოახდინონ?»

«შენი დღევანდელი დიეტა,» – თქვა მან და მაღლა, ხეებისკენ აიხედა, სადაც ფოთლებს შორის მზის სხივები ანათებდნენ, – «გაძლევს ენერგიის „ნორმალურ“ რაოდენობას, მაგრამ ბევრი რამ, რასაც ჭამ, არამდგრადს გხდის, გავლენას ახდენს შენი განწყობის ცვლილებებზე, ამცირებს შენი გაცნობიერებულობის დონეს და ხეს უშლის შენს სხეულს, რომ ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობის ფუნქცია შეინარჩუნოს. შენი არეული კვების სტილი ვლინდება ტოქსიკურ ნარჩენებში, რომლებიც შენს სიცოცხლეს ამცირებენ ამის პირდაპირი გაგებით. შენი მენტალური და ემოციური პრობლემების უმეტესობა შეიძლება გადაწყვეტილ იქნეს უბრალოდ სწორი კვებისადმი ყურადღებით».

«როგორ უნდა იმოქმედოს ჩემი დიეტის ცვლილებამ ჩემს ენერგიაზე?» – ვკითხე მე, – «იმის თქმა მინდა, რომ მე კალორიების გარკვეულ რაოდენობას ვღებულობ, და სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ ენერგიას, რომელსაც ვითვისებ».

«ეს ტრადიციული შეხედულებაა, მაგრამ ის ზედაპირულია. მეომარი ანგარიშს უნდა უწევდეს საკუთარ თავს იმაში, რომ არსებობს უფრო ნატიფი ზეგავლენები. ჩვენი მთავარი წყარო ამ სისტემაში», – თქვა მან და ხელის ჟესტით მზის სისტემა გამოსახა, – «ეს მზეა. მთლიანობაში ადამიანური არსებას, ამ შემთხვევაშ კი შენ, ევოლუციის ამ ეტაპზე არ განუვითარებია უნარი - უშუალოდ მიიღოს და გამოიყენოს მზის ენერგია; შენ არ შეგიზლია მზის სინათლით კვება, მხოლოდ ირიბად, გარკვეული სახით შეგიძლია ეს. როცა ადამიანი ამ უნარს განივითარებს, საჭმლის მომნელებელი ორგანოები თითქმის გაქრება და საფაღარათო საშუალებების მწარმოებელი კომპანიები გაკოტრდებიან. ახლა კი, საჭმელი - ეს მზის სინათლის დაგროვილი ენერგიის ის ფორმაა, რომელიც შენ გჭირდება.»

«სწორი დიეტა საშუალებას გაძლევს, რომ საუკეთესო სახით გამოიყენო მზის ენერგია. მისგან გამონთავისუფლებული ენერგია გახსნის შენი გრძნობის ორგანოებს, გაზრდის შენს გაცნობიერებულობას და შენი კონცენტრაციის უნარს მჭრელ მახვილად აქცევს».

«ყველაფერი ეს მოხდება, თუ მე უბრალოდ „პონჩიკებს“ ამოვიღებ მენიუდან?»

«დიახ, „პონჩიკებს“ და კიდევ რამდენიმე სხვა საკვებ „შეუსაბამობას“».

«ერთმა გიმნასტმა, იაპონელმა, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა თქვა ერთხელ, რომ ანგარიშში გვეთვლება არა ცუდი ჩვევები, არამედ კარგი».

«ეს ნიშნავს, რომ შენი კარგი ჩვევები იმდენად უნდა გაძლიერდეს, რომ მათ დაშალონ (გააუქმონ) არც თუ ისე კარგები». სოკრატემ მცირე კაფეზე მიმითითა ეშბის გვერდით. უამრავჯერ გამივლია აქ, ისე რომ ეს კაფე არც შემიმჩნევია.

«ამგვარად, სოკრატე, შენ გჯერა ბუნებრივი კვების?» – ვკითხე მას შემდეგ, რაც ქუჩა გადავკვეთეთ.

«საქმე რწმენაში კი არა, კეთებაშია. შემიძლია აი ეს გითხრა: მე ვჭამ მხოლოდ იმას, რაც სასარგებლოა და ზუსტად იმდენს, რამდენიც აუცილებელია. იმისთვის, რომ ღირსეულად დააფასო ის, რასაც ბუნებრივ კვებას ეძახი, მოგიწევს „გააშალაშინო“ შენი ინსტინქტები და ბუნებრივი ადამიანი გახდე».

«ძალიან ასკეტურად ჟღერს. შენ რა, იშვიათად მაინც არ აძლევ საკუთარ თავს ნაყინის ჭამის უფლებას?»

«ჩემი რაციონი შესაძლოა თავიდან სპარტანულად მოგეჩვენოს, იმ ზედმეტ რაღაცეებთან შედარებით, რასაც შენ „ზომიერ კვებას“ ეძახი, მაგრამ კვების სტილი უკვე თავისთავად სავსეა სიამოვნებით, იმიტომ რომ ჩემს თავში განვავითარე უნარი - დავტკბე უბრალო საკვებით. შენც ისწავლი ამას».

Posted by: Atm@n Jul 9 2013, 02:00 PM

კარზე დავაკაკუნეთ და კარი ჟოზეფმა გაგვიღო. «მობრძანდით, მობრძანდით», – ენთუზიაზმით თქვა მან და სახლში შეგვიპატიჟა. იატაკს სქელი ხალიჩები ფარავდნენ. თავად კაფეს შენობაში განლაგებული იყო მძიმე, ლაქით დაფარული მაგიდები და რბილი სკამები მაღალი სწორი საზურგეებით. ინტერიერი ძველებური იყო. კედლები გობელენებით დამშვენებული, გარდა ერთისა, რომელსაც თითქმის ბოლომდე ფარავდა ულამაზესი აკვარიუმი სხვადასხვა ფერის თევზებით. შუშის ჭერიდან ოთახში მზის შუქი აღწევდა. ჩვენ ცენტრში დავჯექით. ამასობაში ჟოზეფიც მოვიდა თავზე ორი დიდი თეფშით. გრაციოზულად დაგვილაგა თეფშები ჯერ სოკრატეს, შემდეგ მე. «აჰ, რა საოცრად გამოიყურება!» – თქვა სოკრატემ, და ხელსახოცი საყელოში ჩაიდო. მე თვალები დავხარე. თეფშზე ჩემს წინ წრეებად ელაგა დაჭრილი სტაფილო და სალათის ფურცელი. გაოცებული ვუყურებდი ამ ყველაფერს.

სოკრატემ შემომხედა და კინაღამ გადაყირავდა სიცილისგან, ჟოზეფს კი მაგიდაზე დაყრდნობა დასჭირდა, რომ თავი შეეკავებინა. «ა-ა», – ვთქვი და შვებით ამოვისუნთქე, – «ე.ი. ეს ხუმრობაა».

ჟოზეფმა უხმოდ აიღო თეფშები და ორი ლამაზი ხის ჯამით დაბრუნდა. ყოველ ჯამში მთის მინიატურული ასლი იყო. თავად მთა კომბინირებული იყო მუსკუსის და სპილენძისფერი ნესვით. მენდალის და ბერძნული თხილის კარგად დამუშავებული ნატეხები ლოდებივით იყო დალაგებული. ვაშლის და ყველის თხელი ნაჭრები კლდის ქანებს ქმნიდნენ. ხეების ოხრახუშის მწვერვალები განასახიერებდნენ. ყოველ ხეს სრულყოფილი ფორმა ჰქონდა მინიჭებული, როგორც ჯუჯა ხეებს ქოთნებშ. იოგურტის ყინული მწვერვალს ფარავდა. მთის ძრთან ყურძნის მარცვლები და მარწყვი ელაგა.

თვალს ვერ ვწყვეტდი ამ სანახაობას. «ჟოზეფ, ეს ძალიან ლამაზია. არ შემიძლია ამის ჭამა. მინდა ფოტო გადავუღო». სოკრატე, როგორც შევამჩნიე, უკვე შეუდგა ტრაპეზის მიღებას თავის ჩვეულ მანერაში: აუჩქარებლად, ცოტ-ცოტათი. მეც სიამოვნებით შევუდექი მთის ჭამას. როცა ვამთავრებდი, სოკრატემ მოულოდნელად ხარბად, თითქმის დაუღეჭავად დაიწყო თქვლეფა. მივხვდი, რომ ჩემს პაროდიას აკეთებდა.

მთელი ძალით ვცდილობდი, პატარა ნაჭრები ამეღო, და ღრმად მესუნთქა შუალედებში, ისე როგორც სოკრატე აკეთებდა, მაგრამ ეს საოცრად დამღლელი მეჩვენებოდა.

«სიამოვნება, რომელსაც შენ იღებ ჭამისგან, დენ, შემოიფარგლება მხოლოდ საჭმლის გემოთი და სავსე კუჭის შეგრძნებით. უნდა ისწავლო მთელი პროცესით სიხარულის შეგრძნება: ჯერ შიმშილით, გულმოდგინე მზადებით, მაგიდის ლამაზად გაწყობით, სუნით, ღეჭვით, გემოთი, ყლაპვით, ასევე სიმსუბუქის და ენერგიის შეგრძნებით ტრაპეზის შემდეგ. და ბოლოს, შეგიძლია დატკბე საჭმლის სრული და თავისუფალი გამოყოფით მას შემდეგ, რაც იგი მონელებული იქნება. როცა ყურადღებას მიაქცევ ყველა ამ ელემენტს, მაშინ დააფასებ უბრალო საჭმელს; და აღარ დაგჭირდება ამდენი ჭამა.

შენი ამჟამინდელი კვების ჩვევების ირონია იმაში მდგომარეობს, რომ სანამ გეშინია, რომ საჭმლის მიღებას გაუშვებ ხელიდან, შენ ვერ აცნობიერებ ბოლომდე იმ ულუფას, რომელსაც ამჟამად მიირთმევ».

«მე არ მეშინია, რომ საჭმლის მიღებას გავუშვებ ხელიდან», – გავაპროტესტე მე.

«მიხარია ამის მოსმენა. ეს მომდევნო კვირის განმავლობაშ დაგეხმარება. ეს საუზმე – უკანასკნელი საჭმელია, რომელსაც მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში მიიღებ». სოკმა განაგრძო ახსნა, რომ განმწმენდი შიმშილობა დაუყოვნებლივ უნდა დამეწყო. ჩემი რაციონი მხოლოდ გაზავებული ხილის წვენი და უშაქრო ბალახის ჩაი იქნებოდა.

«კი მაგრამ, სოკ, მე აუცილებლად მჭირდება პროტეინი და რკინა, რომ ფეხზე ვიმკურნალო; ენერგია მჭირდება გიმნასტიკის ვარჯიშებისთვის». ყველაფერ უსარგებლო იყო. სოკრატეს შეეძლო სრულიად არალოგიკური ყოფილიყო.

ჟოზეფს მილაგებაში დავეხმარეთ, ცოტა ვისაუბრეთ, მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით. მე უკვე მშიერი ვიყავი. კამპუსისკენ გზაზე სოკრატმა შეაჯამა დისციპლინა, რომელიც უნდა დამეცვა მანამ, სანამ ჩემი სხეული ბუნებრივ ინსტინქტებს არ დაიბრუნებდა.

«რამდენიმე წლის შემდეგ წესების არავითარი მოთხოვნილება აღარ იქნება. მაგრამ ახლა შენ უნდა ამოიღო რაციონიდან ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიცავს რაფინირებულ შაქარს და ფქვილს, ხორცს, კვერცხს, ასევე ყავას, ალკოჰოლს, ნიკოტინს და სხვა უსარგებლო საკვებს. შეჭამ მხოლოდ საღ, არარაფინირებულ, დაუმუშავებელ საკვებს ქიმიური დანამატების გარეშე. პრინციპში საუზმესზე შეგიძია მიირთვა საღი ხილის კერძები, შეგიძლია დაამატო ხაჭო ან იოგურტი. სადილზე – ეს ძირითადი საკვებია, უნდა იყოს უმი სალათი, გამომცხვარი ან ორთქლზე მოხარშული კარტოფილი, შესაძლოა ცოტა ყველი, და მსხვილად დაღერღილი ხორბლისგან მომზადებული პური. ვახშმად – უმი სალათი, ხანდახან ორთქლზე მსუბუქად მოხარშული ბოსტნეული. აქცენტი გააკეთე უმ და უმარილო მარცვლეულზე და თხილეულზე (კაკლებზე)».

«ჰო, ვგრძნობ რომ მომხვდა შენგან „კაკლებზე“, - უკმაყოფილოდ დავიბუზღუნე მე.

გზაზე საბაყლო მაღაზიასთან გავიარეთ. უკვე მოვემზადე, რომ შევსულიყავი და ცოტა ორცხობილა მეყიდა, და გამახსენდა, რომ მაღაზიის ორცხობილა მთელი ცხოვრების განმავლობაშ აღარ უნდა მეჭამა! და რომ მომდევნოექვსი დღის და ოცდასამი საათის განმავლობაში საერთოდ არ უნდა მეჭამა.

«სოკრატე, მე მშია».

«მე არასოდეს მითქვამს, რომ მეომრის ვარჯიში ეს „კრემიანი ტორტია“».

სტუდქალაქში მივაბიჯებდით. სპრაულ პლაზა სავსე იყო ხალხით. მე მოწყენილი შევცქეროდი მადისაღმძვრელ ლამაზმანებს. სოკრატემ ხელზე ხელი ჩამკიდა. «ზუსტად ახლა გამახსენდა, დენ, რაღაც დროით უარი უნდა თქვა არა მხოლოდ კულინარიულ ფუფუნებაზე».

«კაი ერთი», – გავშეშდი ადგილზე, – «მინდა დავრწმუნდე, რომ სწორად გაგიგე. კონკრეტულად მოახდინე ფორმულირება».

«ადვილზე უადვილესია. სანამ საკმარის სიმწიფეს არ მიაღწევ, შენ შეგიძლია ყოველგვარი ეჭვის გარეშე დატკბე ახლო, გულითადი ურთიერთობებით. მაგრამ სრულიად უნდა განთავისუფლდე სექსუალური სურვილებისგან. ბოლომდე ნათელი რომ იყოს შენთვის: შენი ბიჭი შარვალში შეინახე».

«მაგრამ სოკრატე», – გავაპროტესტე მე, თითქოს საქმე ჩემს სიცოცხლეს ეხებოდა, – «ეს მოძველებული, პურიტანული, არალოგიკური და არაჯანმრთელი წინადადებაა. როცა საჭმელზე მათქმევინებ უარს ეს ერთია, მაგრამ რაც ახლა მითხარი ეს სულ სხვაა!» მე დავიწყე «პლეიბოის ფილოსოფიის», ალბერტ ელისის, რობერტ რიმერის, ჟაკლინ სიუზენის და მარკიზ დე სადის ციტირება. სერიალი „ძვირფაასო ებბიც“ კი გავიხსენე, მაგრამ სოკზე ვერაფერი მოქმედებდა.

მან თქვა: «აზრი არ აქვს ჩემი მოტივების ახსნას. შენ უბრალოდ მოგიწევს შენი მომავალი სიამოვნების ნახვა უბრალოდ სუფთა ჰაერში, სუფთა საკვებში, სუფთა წყალშ, სუფთა გაცნობიერებულობაშ და მზის სინათლეში».

«როგორ მოვერიო ყველა ამ დისციპლინას, რასაც მასწავლი?»

«მხედველობაშ მიიღე უკანასკნელი რჩევა, რაც ბუდამ თავის მოსწავლეებს დაუტოვა».

«რა რჩევა?» – შთაგონებული მოლოდინით გავშეშდი.

«მოიქეცით ყველაზე საუკეთესოდ», – თქვა და ხალხს შეერია.

Posted by: Atm@n Jul 10 2013, 09:35 AM

მომდევნო კვირას ჩემი ინიციაციის პროცესი ძალაში შევიდა. იმ დროს, როცა ჩემი კუჭი ბუყბუყებდა, სოკი ჩემს ღამეებს „ძირითადი“ სავარჯიშოებით ავსებდა და მასწავლიდა, როგორ მესუნთქა უფრო ნელა და ღრმად: პირი ოდნავ ღია უნდა ყოფილიყო, ენა კი სასაზე მიბჯენილი. მთელი ძალით ვცდილობდი და მოუთმენლად ველოდი ჩემს გაზავებულ ხილის წვენს და ბალახის ჩაის, და ამ დროს ფუნთუშებზე და მსუყე საჭმელზე ვოცნებობდი.

ერთ დღეს მიბრძანა, რომ მუცლით მესუნთქა, სხვა დღეს გულ-მკერდით. იგი აკრიტიკებდა ჩემი სიარულის მანერას, ჩემი საუბრის მანერას, ჩემს გაფანტულ მზერას, რომელიც «სამყაროში დახეტიალობდა ჩემს ჭკუასთან ერთად». მეჩვენებოდა, რომ არაფერი, იქიდან რასაც ვაკეთებდი, არ აკმაყოფილებდა.

კვლავ და კვლავ მისწორებდა: ხანდახან რბილად, ხანდახან მკაცრად. «შესაბამისი პოზა – ეს გრავიტაციასთან შერწყმის საშუალებაა, დენ. შესაბამისი ურთიერთობა კი - ცხოვრებასთან შერწყმის საშუალება». და ა.შ.

შიმშილობის მესამე დღე ყველაზე მძიმე იყო. უძლური და კაპრიზული ვიყავი; თავი მტკიოდა, სუნთქვა მივარდებოდა. «ყველაფერი ეს განმწმენდი პროცესის შემადგენელი ნაწილია, დენ. შენი სხეული იწმინდება და დაგროვილი ტოქსინებისგან თავისუფლდება». ყველაფერი, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდი, წოლით და კუნთების გაჭიმვით შემოიფარგლებოდა.

მეშვიდე დღეს ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა, შესანიშნავიც კი გახდა. ვგრძნობდი, რომ შემეძლო შიმშილობის გაგრძელება. შიმშილის შეგრძნება საერთოდ გამიქრა; მის ნაცვლად სასიამოვნო დაღლილობას და სიმსუბუქეს ვგრძნობდი. ვარჯიშების ხარისხიც გაუმჯობესდა. მხოლოდ ჩემი სუსტი ფეხით შეზღუდული, ინტენსიურად ვვარჯიშობდი და არაჩვეულებრივ მოქმნილობასა და მოდუნებას ვგრძნობდი.

როცა საკვების მიღება დავიწყე მერვე დღეს, ხილის უმნიშვნელო რაოდენობით, მთელი ჩემი ნების დაძაბვა დამჭირდა, რომ ბოლომდე არ გამევსო მთელი კუჭი იმით, რისი ჭამაც ჩემთვის შეიძლებოდა.

სოკრატე ვერ იტანდა წუწუნს და გულისგამაწვრილებელ საუბრებს. ფაქტიურად უნდოდა, რომ საერთოდ არ მელაპარაკა, თუ რაიმე აბსოლუტურად აუცილებელის თქმა არ დამჭირდებოდა. «გეყოფა უაზრო ლაყბობა», – თქვა მან, – «ის, რაც შენი პირიდან ამოდის, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რაც ჩადის». ამგვარად ვახერხებდი შინაგანი ცენზურისთვის მიმეცა ჩემი ის რეპლიკები, რომლებსაც სულელად გამოვყავდი. მე თვითონაც მომეწონა ნაკლები ლაპარაკი, როგორც კი ამის „საუკეთესო მხარე“ შევიგრძენი. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ დავიღალე ამისგან.

«სოკრატე, დოლარს ვდებ იმაზე, რომ გაიძულებ ორ სიტყვაზე მეტი თქვა».

მან ხელისგული გამომიწოდა სიტყვებით: «შენ წააგე».

პირველ ეტაპზე ნების ძალით და თავდაჯერებულობით სავსე ვიყავი, გიმნასტიკის წარსული მიღწევების გამო, მაგრამ მალე დავიწყე გაცნობიერება, რომ როგორც სოკრატემ თქვა, მეომრის მომზადება ეს არაა «კრემიანი ტორტი».

ჩემი მთავარი პრობლემა მეგობრებთან ურთიერთობა გახდა. რიკი, სიდი და მე მეგობარ გოგონებთან ერთად პიცერიაშ წავედით. ყველამ შეუკვეთა სუპერ დიდი პიცა ძეხვით. მე პატარა, ვეგეტარიანული პიცით დავკმაყოფილდი. ისინი რძის კოქტეილებს ან ლუდს სვამდნენ, მე კი ჩემს ვაშლის წვენს ვწრუპავდი. შემდეგ ფენტონის ნაყინის სახლშ წასვლა მოინდომეს. სანამ შეექცეოდნენ ხილის, ნაღების და თხილის ნაყინებს, მე ყინულის ნატეხს ვწუწნიდი. შურით ვუცქერდი მათ, ისინი კი უცნაურად მიყურებდნენ. როგორც ჩანს ვაიძულებდი, რომ სინდისის ქენჯნა ეგრძნოთ. ჩემი დისციპლინის სიმძიმის ქვეშ, ჩემი სოციალური ცხოვრება ქვემოთ და ქვემოთ მიდიოდა.

შორს ვუვლიდი ყველა საკონდიტრო მაღაზიას, დახლებს პროდუქტებით და ქუჩის რესტორნებს კამპუსის შემოგარენში. ჩემი სურვილები და ძალდატანება უფრო გამოიკვეთა და ცხადი გახდა, მაგრამ როგორც შემეძლო ვიგერიებდი. ფუნთუშის გამო „პატარა ლაწირაკს“ თუ დავემგვანებოდი, სოკრატეს თვალებში ვერ შევხედავდი.

თუმცა დროთა განმავლობაშ წინააღმდეგობა უფრო იოლი ხდებოდა. ერთხელ დავიწუწუნე სოკრატესთან, მიუხედავად მისი მძიმე მზერისა: «სოკ, შენთან უკვე ისე მხიარულად ვეღარ ვარ, როგორც ადრე. ჩვეულებრივ ბუზღუნა მოხუცად იქეცი. აღარც კი ანათებ ძველებურად».

ან გაბრაზებული მზერით დამაჯილდოვა. «ფოკუსები აღარ იქნება». აი მესმის ცხოვრება: არც ფოკუსები, არც სექსი, არც კარტოფილის ჩიპსები, არც ჰამბურგერები, არც ტკბილეულობა, არც მხიარულება, არც დასვენება; დისციპლინა ყველგან და ყველაფერში.

როგორც იქნა დასრულდა იანვარი; თებერვალმაც ჩაიარა, ახლა კი მარტიც თითქმის მთავრდებოდა. გუნდი სეზონს ჩემს გარეშე ასრულებდა.

მე კვლავ ვუთხარი სოკრატეს ჩემი გრძნობების შესახებ, მაგრამ მას არავითარი თანაგრძნობა და თანადგომა არ გამოუხატავს. «სოკრატე, მე ხომ სულიერი ბოი-სკაუტი არა ვარ. ჩემს მეგობრებს უკვე აღარ უნდათ ჩემი დაპატიჟება. შენ ჩემი ცხოვრება დაანგრიე! მეშინია, რომ ვიქცევი გამომშრალ, ბებერ...»

სიტყვები მისმა სიცილმა შემაწყვეტინა. «დენ, გარწმუნებ, თუ გამოშრობის გეშინია, ჩემი უკანასკნელი ცოლი „წვენით სავსე“ მამაკაცად მთვლიდა».

«შენი ცოლი?»

მას კვლავ გაეცინა ჩემი შოკირებული სახის დანახვაზე. შემდეგ შემომხედა; ვიფიქრე, რომ კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სამუშაოს დაუბრუნდა და თქვა «მოიქეცი ყველაზე საუკეთესოდ».

«ნუ, გმადლობ სულიერი რჩევისთვის». სულის სიღრმეში ნაწყენი ვიყავი იმით, რომ ჩემს ცხოვრებას სხვა ადამიანი წარმართავდა, თუნდაც ისეთი, როგორც სოკრატე.

მიუხედავად ყველაფრისა ყველა წესს ვიცავდი იმ მომენტამდე, ვიდრე ერთხელ ვარჯიშის დროს დარბაზში სწორედ ის მომხიბვლელი მედ-და შემოვიდა, რომელიც ჯერ კიდევ საავადმყოფოშ არ აძლევდა მოსვენებას ჩემს ეროტიულ ფანტაზიებს. ის მშვიდად დაჯდა და თვალყურს ადევნებდა ჩვენს საჰაერო პირუეტებს. შევამჩნიე, რომ თითქმის მაშინვე ყველა ბიჭს დარბაზში ენთუზიაზმი მოემატა და გაორმაგებული ძალით დაიწყეს ვარჯიში. გამონაკლისი არც მე ვიყავი.

თავს ვაჩვენებდი, რომ ბოლომდე ჩაფლული ვიყავი ვარჯიშში, მაგრამ ყოველ ხელსაყრელ შემთხვევებში თვალის კუთხით მისკენ ვიხედებოდი. მისი მოკლე კაბა და ტოპიკი ბრეტელებზე ჩემს ყურადღებას იპყრობდა; ჭკუა კი გიმნასტიკის უფრო ეგზოტიკური ფორმებისკენ მიისწრაფვოდა. დარჩენილი ვარჯიშის მანძილზე მკაფიოდ ვგრძნობდი მის ყურადღებას ჩემდამი.

იგი ვარჯიშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გაუჩინარდა. შხაპი მივიღე, ჩავიცვი და კიბეებზე ავდიოდი. კიბეების ზემოთ კი ის იდგა და მაცდუნებლად დაყრდნობოდა მოაჯირს. აღარც კი მახსოვს როგორ ავიარე დარჩენილი საფეხურები.

«გამარჯობა, დენ მილმენ. მე ვალერია მქვია. გაცილებით უკეთ გამოიყურები მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გივლიდი».

«მე გაცილებით უკეთ ვარ, დაო ვალერია», – გავიღიმე მთელი პირით, – «ძალიან მიხარია, რომ მივლიდი». მან გაიცინა და გამომწვევად გაიზმორა.

«დენ, ერთი დიდი სათხოვარი მაქვს შენთან. სახლამდე ვერ მიმაცილებ? უკვე ბნელდება და ვიღაც საეჭვო ტიპი ამეკიდა».

მინდოდა მეთქვა, რომ უკვე აპრილია და მზე მხოლოდ ერთ საათში ჩავიდოდა, მაგრამ შემდეგ გავიფიქრე: «ეშმაკმა დალახვროს! რა წვრილმანებია!».

ჩვენ მივდიოდით, ვსაუბრობდით და დავასრულეთ ვახშმით მის ბინაში. მან თავი მოხადა თავის «განსაკუთრებულ ღვინოს განსაკუთრებული სტუმრებისთვის». მე ოდნავ მოვწრუპე; მაგრამ ეს დასასრულის დასაწყისი იყო. საკუთარ თავს კატლეტად ვგრძნობდი გავარვარებულ ტაფაზე. რაღაც მომენტში შინაგანმა ხმამ მკითხა: «კაცი ხარ თუ ლაწირაკი?» და მეორე ხმამ უპასუხა: «მე აგზნებული ლაწირაკი ვარ!» იმ ღამეს ყველა წესი დავარღვიე. ყველაფერი შევჭამე რაც კი მომცა. დავიწყე მოლუსკების სუპით, შემდეგ სალათი და ბივშტექსი დავაყოლე, დესერტად კი თავად ვალერიას რამდენიმე პორცია მერგო.

მომდევნო სამი დღე თითქმის უძულოდ გავატარე და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეღიარებინა ეს ყველაფერი სოკრატესთან. ყველაზე უარესისთვის ვემზადებოდი.

იმ საღამოს მის ოთახში შევედი, ყველაფერი მოვუყევი თავის გამართლების გარეშე და სულგანაბული დაველოდე მის რეაქციას. სოკრატე დიდხანს დუმდა. ბოლოს როგორც იქნა თქვა: «ვამჩნევ, რომ ჯერ კიდევ ვერ ისწავლე ისე სუნთქვა, როგორც საჭიროა». სანამ პირს გავაღებდი, ხელისგული ასწია. «დენ, მე შემიძლია გავიგო, როგორ შეგიძლია აირჩიო ნაყინი და ფლირტი ლამაზ ქალთან იმ გზის ნაცვლად, რომელზეც მე მიგითითე..., მაგრამ შენ თუ შეგიძია ამის გაგება?» მან პაუზა გააკეთა. «შენ ახლა ხედავ შენი ხორცის სურვილების გადაულახავ ძალას. ეს კარგია. მაგრამ გაითვალისწინე, მე გთხოვე გაგეკეთებინა ყველაფერი, რაც შეგეძლო. ეს ყველაფერია, რაც შეგიძლია?»

სოკრატემ თავის თვალებში «შუქი» ჩართო; სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამჭოლა თავისი მზერით. «ერთი თვის შემდეგ დაბრუნდი, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ წესებს დაიცავ. შეგიძლია შეხვდე ხოლმე იმ გოგოს, თუ გინდა; მიეცი შენი ყურადღება და ნამდვილი გრძნობები, მაგრამ არ აყვე ვნებებს, რომლებიც გაგიჩნდება, დაე უმაღლესი დისციპლინა გმართავდეს

«მე გავაკეთებ ამას, სოკრატე! ვფიცავ, ასე იქნება! ყველაფერი გასაგებია».

«ვერც ნების ძალა და ვერც გაგება ვერ გაგხდიან ძლიერს. ნებას გააჩნია გულწრფელობა, ლოგიკას - სიცხადე, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს არ აქვს ენერგია, რომელიც შენ დაგჭირდება. დაე რისხვა იყოს შენი ნება, შენი ლოგიკა. ერთი თვის შემდეგ შევხვდებით».

ვიცოდი, რომ კიდევ ერთხელაც თუ გადავუხვევდი წესებს, მე და სოკრატეს მომავალი აღარ გვქონდა. მზარდი ენთუზიაზმით ვუთხარი საკუთარ თავს: «ვერანაირი მომხიბვლელი ქალი, ფუნთუშა და შემწვარი ხორცის ნაჭერი ვერ მოდრეკს ჩემი ნების ძალას კიდევ ერთხელ. ან ვისწავლი ჩემი იმპულსების კონტროლს, ან მოვკვდები».

Posted by: Atm@n Jul 11 2013, 08:13 AM

ვალერიამ მეორე დღესვე დამირეკა. ნაცნობი შეგრძნება ვიგრძენი შიგნით, როცა მისი ხმა გავიგე, ის ხმა, რომელიც ცოტა ხნით ადრე ვნებიანად კვნესოდა ჩემს ყურებთან. «დენი, ძალიან მინდა ამ საღამოს შეგხვდე. შენ როგორ ხარ? ჰოდა ძალიან კარგი, მე საღამოს შვიდზე ვამთავრებ. დარბაზში შევხვდეთ? კარგი, შეხვედრამდე»

იმ საღამოს ჟოზეფის კაფეში წავიყვანე შესანიშნავ სალათ-სიურპრიზზე. შევამჩნიე, რომ ვალერია ჟოზეფს ეკეკლუცებოდა. ის როგორც ყოველთვის, თავად სულგრძელება იყო, მაგრამ არ პასუხობდა ვალერიას პროვოკაციებს.
მოგვიანებით მის ბინაში დავბრუნდით. რაღაც დროის განმავლობაშ ვიჯექით და ვსაუბრობდით. მან ღვინო შემომთავაზა. მე წვენი ვთხოვე. თმაზე მომეფერა და ნაზად მკოცნიდა, თან ყუში ვნებიანად ჩამჩურჩულებდა. მეც გრძნობით ვაკოცე საპასუხოდ. შემდეგ ჩემი საკუთარი მკაფიო და ხმამაღალი შინაგანი ხმა გავიგე: «გამოფხიზლდი. გახსოვდეს რა უნდა გააკეთო».

წამოვჯექი და ღრმად ჩავისუნთქე. ამის თქმა ადვილი არ იქნება. თმები მსუბუქად აიჩეჩა და თვითონაც წამოჯდა, თან გაიზმორა. «ვალერია, სენ ხომ იცი, რომ ძალიან მომხიბვლელად და მიმზიდველად გთვლი... მაგრამ ახლა დაკავებული ვარ, ერთგვარი პირადი მომზადებით, რომელიც არ მაძლევს იმის გაკეთების უფლებას, რაც ახლა უნდა მომხდარიყო. ძალიან მომწონს შენთან ყოფნა და მინდა შენი ნახვა, მაგრამ ამ მომენტიდან მინდა ისე იფიქრო ჩემზე, როგორც ახლო მეგობარზე, მოსიყვარულე მ-მ-მოძღვარზე». ძლივს ამოვღერღე ბოლო სიტყვა.

მან ღრმად ჩაისუნთქა და კიდევ ერთხელ შეიჩეჩა თმა. «დენ, მართლა ძალიან კარგია იმასთან ყოფნა, ვინც მხოლოდ სექსით არაა დაინტერესებული».

«ჰოდა ძალიან კარგი», – ვთქვი უფრო გამხნევებულმა, – «მიხარია, რომ იზიარებ ჩემს გრძნობებს. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს საწოლის გარდა».

მან საათს შეხედა. «ოჰო, რა გვიანია..., დილით მეც ადრე უნდა ავდგე..., ასე რომ დროა ტკბილი ძილი ვუსურვოთ ერთმანეთს. დენ, გმადლობ ვახშმისთვის. ყველაფერი შესანიშნავი იყო».

მეორე დღეს დავურეკე, მაგრამ დაკავება იყო. მომდევნო დღეს ისევ დავურეკე და როგორც იქნა გამაგონა. «უახლოეს რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან რთული გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი მედიცინაში».

ერთი კვირის შემდეგ შევხვდით, როცა ის ვარჯიშს ბოლოს ჩემი თანაგუნდელის, სკოტის სანახავად მოვიდა. ჩემს გვერდით ჩაიარეს, როცა კიბეზე ავდიოდი. მან თავაზიანად დამიკრა თავი და მომესალმა. სკოტმაც შემომხედა და მრავლისმეტყველად ჩამიკრა თვალი. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ თვალის ჩაკვრას ამხელა ტკივილის მოყენება შეუძლია.

მშიერ სასოწარკვეთილებაში, რომელსაც ვერანაირი სალათი ვერ შველის, ჩარბროილერის სასადილოს წინ აღმოვჩნდი. ჰამბურგერების სურნელმა ცხარე სოუსით თავბრუ დამახვია. ცხოვრების ყველა კარგი მომენტი გამახსენდა, როცა მეგობრებთან ერთად ჰამბურგერებით ვტკბებოდი. თითქოს სიზმარშ ვიყავი, დაუფიქრებლად შევედი და გავიგე როგორ უკვეთავდა ჩემი ხმა დახლთან მდგარ ქალბატონს: «ორმაგი ჩისბურგერი, გთხოვთ».

მან ჩისბურგერი მომართვა. მაგიდასთან დავჯექი, პირთან მივიტანე და კარგად ჩავკბიჩე. მოულოდნელად გავაცნობიერე, რასაც ვაკეთებდი: არჩევანს ვაკეთებდი სოკრატესა და ჩისბურგერს შორის. გადმოვაფურთხე, განრისხებულმა მოვისროლე სანაგვე ყუთში და გარეთ გამოვიქეცი. ჩემი მონობა შემთხვევითი იმპულსებისადმი დასრულდა.

ის საღამო ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა ჩემი მზადრი თავდაჯერებულობისა და პირადი ძალისათვის. ვიცოდი, რომ ამის შემდეგ უფრო გამიადვილდებოდა.

ჩემს ცხოვრებაში თითქმის უმნიშვნელო ცვლილებები ხდებოდა. ბავშვობიდან სურდოთი ვიტანჯებოდი, როგორც კი აცივდებოდა ხოლმე, თავის ტკივილებისგან, კუჭის აშლილობებისგან და ხასიათის მკვეთრი ცვლილებებისგან. ყველაფერი ეს, ჩემი აზრით, გარდაუვალი ნორმალური მოვლენები იყო. ახლა ეს ყველაფერი გაქრა.

მუდმივ სიმსუბუქეს და ენერგიას ვგრძნობდი, რომელიც ჩემში და ჩემს გარშემო ჩქეფდა. შესაძლოა ამის გამო ბევრ ქალს უნდოდა ჩემთან ფლირტის გაბმა, ბევრი ბავშვი და ძაღლი მოდიოდა, რომ ჩემთან ეთამაშათ. ზოგიერთი თანაგუნდელი რჩევებს მეკითხებოდა პირად პრობლემებთან დაკავშრებით.უკვე აღარ ვიყავი უსუსური ნავი მღელვარე ზღვაში.

სოკრატეს მოვუყევი ჩემი შეგრძნებების შესახებ. მან თავი დამიქნია. «შენი ენერგიის დონე იზრდება. ადამიანები, ცხოველები და საგნებიც კი მიიზიდებიან და კარგად გრძნობენ თავს ენერგეტიკულ ველთან ახლოს. ამაშია საქმე».
«საშინაო წესები?» – ვკითხე მე.

«საშინაო წესები», – და დაამატა, – «მეორე მხრივ, ნაადრევია სიხარული. იმისთვის, რომ პერსპექტივა შეინარჩუნო, ჯობია მე შემეჯიბრო. მაშინ ცხადი გახდება შენთვის, რომ ჯერ საბავშვო ბაღს ამთავრებ».

უნივერსიტეტის მეცადინეობები თითქმის შეუმჩნევლად დასრულდა ჩემთვის. გამოცდებმა იდეალურად ჩაიარა. მეცადინეობებზე, რომლებიც ადრე ძალისხმევის დიდ ნაწილს ითხოვდნენ, ამჯერად მისი მხოლოდ მცირე ნაწილი მიდიოდა. გუნდი მოკლე საზაფხულო არდადაგებზე გაუშვეს, შემდეგ კი საზაფხულო ვარჯიშები დაიწყო. მე ჯოხის გარეშე დავდიოდი და სირბილსაც კი ვცდილობდი - ძალიან ნელა, კვირაში რამდენჯერმე. ტკივილის, დისციპლინის და გამძლეობის ბოლო ზღვარამდე ვვარჯიშობდი, და რა თქმა უნდა ვცდილობდი საუკეთესოდ მეკვება, მემოძრავა, მესუნთქა..., მაგრამ ჩემი საუკეთესო ძალისხმევები საკმარისი არ იყო.

სოკრატემ მოთხოვნების ზღვარი ასწია. «ახლა, როცა შენი ენერგია ფორმირდება, შეგვიძლია უფრო სერიოზულ ვარჯიშებს შევუდგეთ».

ვვარჯიშობდი ისე ნელა სუნთქვაში, რომ ყოველ ჩასუნთქვაზე წუთი გადიოდა. კუნთების გარკვეული ჯგუფის კონტროლთან ერთად ეს სუნთქვითი ტექნიკა ისე ახურებდა ჩემს სხეულს, როგორც საუნაში და საშუალებას მაძლევდა კომფორტულად მეგრძნო თავი ნებისმიერ ტემპერატურაზე.

აღტაცებული ვიყავი იმის შეგრძნებით, რომ იმავე ძალას ვანვითარებდი, რომლის დემონსტრაციაც სოკმა მოახდინა ჩვენი პირველი შეხვედრის დროს. პირველად დავიჯერე, რომ შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა მისი დონის მეომარი გავხდე. აღარ დამრჩა სინანულის გრძნობა, და ახლა უპირატესობასაც ვგრძნობდი მეგობრებთან შედარებით. როცა რომელიმე მათგანი წუწუნებდა ავადმყოფობაზე ან სხვა პრობლემებზე, რომლებიც ძალიან ადვილად განიკურნებოდა სწორი კვების შედეგად, მაშნ ვეუბნებოდი იმ ყველაფერს, რაც პასუხისმგებლობაზე და დისციპლინაზე გავიგე.


Posted by: Atm@n Jul 11 2013, 11:37 AM

ერთ საღამოს სადგურზე მზადყოფნის ისეთი შეგრძნებით მივედი, რომ ინდოეთის, ჩინეთის და ტიბეტის რაიმე საიდუმლოებებს ჩავწვდებოდი. ამის ნაცვლად, როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, ხელში პარალონის ღრუბელი მომაწოდეს და ტუალეტის გახეხვა მიბრძანეს: «სანამ სარკესავით არ იპრიალებს». მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მე მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რომ სხვადასხვა წვრილმან დავალებებს ვასრულებდი სადგურზე და საერთოდ არ მრჩებოდა დრო უფრო მნიშვნელოვანი ვარჯიშებისთვის. ერთხელ მთელი საათი ვათრევდი საბურავებს, მეორედ კი ნაგავი გამქონდა. ავტოფარეხს ვხვეტდი და ინსტრუმენტებს ვალაგებდი. ადრე ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, მაგრამ სოკრატესთან მოსაწყენი ხდებოდა.

ამავე დროს მისი მოთხოვნები შეუძლებელამდე იზრდებოდა. მინიმუმ ნახევარი საათის სამუშაოს მაძლევდა და მოითხოვდა, რომ ხუთ წუთში შემესრულებინა იგი, შემდეგ კი შეუწყალებლად მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ როგორც წესი იყო ისე არ ვასრულებდი ამ სამუშაოს. ის უსამართლო იყო, არათანმიმდევრული და უხეშიც კი. ერთხელ, ზუსტად იმ დროს, როცა ერთგვარ ფიქრებს მივეცი თავი, სოკრატე შემოვიდა და შემატყობინა, რომ თურმე ჭუჭყი დამიტოვებია ტუალეტის იატაკზე.

«ალბათ ვიღაც იყო ტუალეტშ მას შემდეგ, რაც მე დავასუფთავე», – ვთქვი მე.

«არავითარი გამართლება», – თქვა მან და დაამატა, – «გადაყარე ნაგავი».

ისე გავცოფდი, რომ აქანდაზის სახელურს ხმალივით ვტაცე ხელი. ამ დროს ყინულოვანი სიმშვიდე ვიგრძენი. «სოკრატე, ნაგავი ხუთი წუთის წინ გადავყარე. გახსოვს ეს, თუ მოხუცებულობითმა მარაზზმა შეგიპყრო?»
ის დაიჯღანა. «ამ ნაგავზე გეუბნები, უტვინო!» მან მსუბუქად დაიტყაპუნა თავზე ხელი და თვალი ჩამიკრა. აქანდაზი ხმაურით დაეცა იატაკზე.

მეორე ღამეს, როდესაც ავტოფარეხს ვხვეტდი, სოკრატემ ოფისში მიხმო. მოღუშული დავჯექი მორიგი დავალების მოლოდინში. «დენ, შენ ჯერ კიდევ ვერ ისწავლე ბუნებრივად სუნთქვა. ზარმაცობ იმ დროს, როცა უფრო მეტი კონცენტრაცია გჭირდება».

ეს უკანასკნელი წვეთი იყო. დავუყვირე: «ეს შენ ხარ - ზარმაცი! შენს მაგივრად ვაკეთებდი მთელ სამუშაოს!»

ის გაჩუმდა და მომეჩვენა, რომ მის თვალებში მართლა გაიელვა ტკივილმა. თითქმის უხმოდ წარმოთქვა: «არაა ლამაზი საკუთარ მასწავლებელზე ყვირილი, დენ».

აქ მე კვლავ გამახსენდა, რომ ყველაფერი ამის მიზანი ის იყო, რომ ეჩვენებინა ჩემი ჭკუისმიერი და ემოციური აფეთქებები, გადაექცია ჩემი რისხვა ქმედებად. ბოდიშის მოხდაც კი ვერ მოვასწარი, მითხრა: «დენ, ჯობია წახვიდე და არ დაბრუნდე, სანამ გულისხმიერებას და სწორად სუნთქვას არ ისწავლი. იქნებ გარემოს შეცვლამ გააუმჯობესოს შენი განწყობა».

თავდახრილი და მოწყენილი წავედი სახლში. გზაზე იმაზე ვფიქრობდი, რამდენად მომთმენი იყო ჩემი გაღიზიანების, წუწუნის, კითხვების და აფეთქებების წინაშე. ყველა მისი მოთხოვნა ჩემთვისვე იყო სასარგებლო. ფიცი დავდე საკუთარ თავთან, რომ ამის შემდეგ აღარასოდეს დავუყვირებდი.

საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი უფრო მეტად ვცდილობდი შემეცვალა ჩემი სუნთქვითი ჩვევები, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ისინი უარესი ხდებოდნენ. თუ ღრმად ვსუნთქავდი, ენის სასაზე მიბჯენა მავიწყდებოდა; თუ ეს მახსენდებოდა, სუნთქვა მიწყდებოდა. ჭკუიდან ვიშლებოდი.

სასოწარკვეთილი სადგურზე წავედი, რათა სოკისთვის მეკითხა რჩევა. ის ფარეხში რაღაცას აკეთებდა. ერთი მზერა მტყორცნა და მითხრა: «წადი». ნაწყენი და გაბრაზებული უსიტყვოდ გამოვედი და ჩემს უკან ხმა გავიგე: «იმის შემდეგ, რაც სწორად სუნთქვას ისწავლი, შენს იუმორის გრძნობასაც მოუხერხე რამე». მეჩვენებოდა, რომ მისი სიცილი კიდევ ნახევარი გზის განმავლობაშ მომყვებოდა სახლამდე.

Posted by: Atm@n Jul 11 2013, 04:09 PM

.............

Posted by: Atm@n Jul 12 2013, 07:49 AM

როცა სახლის ზღურბლს მივაღწიე, კიბის საფეხურებზე ჩამოვჯექი და გაფანტული მზერით მივაშტერდი მცირე ეკლესიას მოპირდაპირე მხარეს. საკუთარ თავს ვუთხარი: «საკმარისია ეს შეუძლებელი ვარჯისები». ამის წარმოთქმის დროსაც კი არ დავუჯერე არც ერთ ამ სიტყვას. ვაგრძელებდი სალათების ჭამას, ნებისმიერი ცდუნების თავის არიდებას და თავგანწირვით ვებრძოდი საკუთარ სუნთქვას.

ნახევარი ზაფხული გავიდა, როცა კვლავ გამახსენდა ჟოზეფის კაფე. ისეთი დაკავებული ვიყავი დღისით დარბაზში ვარჯიშებით, ღამით კი სოკთან სადგურზე ყოფნით, რომ ერთხელაც ვერ გამოვნახე მასთან მისასვლელი დრო. ახლა ჩემი ღამეები სრულიად თავისუფალი იყო. კაფეში ზუსტად იმ დროს მივედი, როცა იხურებოდა. კლიენტები უკვე აღარ იყვნენ. ჟოზეფი სამზარეულოში მოვძებნე. ის გულმოდგინედ რეცხავდა ფაიფურის თეფშებს.

ჩვენ ისე განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. მე დაბალი ვიყავი, დაკუნთული, ათლეტური აღნაგობის, მოკლე თმით და სუფთად გაპარსული. ჟოზეფი მაღალი იყო, გამხდარი, რბილი ხვეული წითური წვერით. მე სწრაფად ვმოძრაობდი და ვლაპარაკობდი, ის ყველაფერს აუჩქარებელი ყურადღებით აკეთებდა. მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, უფრო სწორად კი სწორედ ამის გამო, მისკენ მიმიწევდა გული.

გვიანობამდე ვსაუბრობდით. თან ჭურჭლის რეცხვაში და იატაკის დასუფთავებაში ვეხმარებოდი. საუბრის დროსაც კი შეძლებისდაგვარად ვცდილობდი სუნთქვაზე მომეხდინა კონცენტრაცია. ამის გამო თეფში გავტეხე და ფეხით ხალიჩის კიდეს წამოვედე.

«ჟოზეფ», – ვკითხე მე, – «სოკრატე მართლა გაიძულებდა ასი მილის გარბენას?»

«არა, დენ», – გაეცინა მას, – ჩემი ტემპერამენტი არ შეესაბამება ათლეტურ გმირობებს. ნუთუ სოკრატეს არ უთქვამს შენთვის? მე მისი პირადი მზარეული და მსახური ვიყავი მრავალი წლის განმავლობაში».

«არა, არასოდეს უთქვამს. მაგრამ რას გულისხმობდი როცა თქვი, რომ მრავალი წლის განმავლობაშ ემსახურებოდი? გარეგნულად ოცდარვა ან ოცდაცხრა წლისაზე მეტად არ გამოიყურები».

ჟოზეფს სახე გაუნათდა და გაეღიმა. «ცოტა უფროსი ვარ – ორმოცდათორმეტის».

«სერიოზულად?»

მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ეჭვგარეშეა, ყველა ამ ვარჯიშებშ იყო რაღაც.

«მაგრამ თუ ფიზიკურად არ ემზადებოდი, რას აკეთებდი? რაშ მდგომარეობდა შენი სწავლება?»

«დენ, მე ძალიან გაბრაზებული და საკუთარ თავზე დაციკლული ახალგაზრდა ვიყავი. მან მანახა, თუ როგორ უნდა მივცე საკუთარი თავი სხვებს ნამდვილი ბედნიერებით და სიყვარულით, და უკიდურესად მკაცრ მოთხოვნებს მიყენებდა ამისთვის».

«და მსახურების სასწავლებლად რომელი ადგილია უკეთესი, ვიდრე „სერვისული მომსახურების სადგური“!»

ჟოზეფმა ღიმილით თქვა:

«იცი, ის ყოველთვის სადგურზე არ მუშაობდა. მან უკიდურესად უჩვეულო და მრავალფეროვანი ცხოვრება გაიარა».
«მომიყევი მასზე!», დაჟინებით ვთხოვე მე.
«თავად სოკმა მოგიყვა თავისი წარსულის შესახებ?»
«არა. საიდუმლოდ ინახავს. ისიც კი არ ვიცი სად ცხოვრობს».
«არ მიკვირს. მაშ რა გაეწყობა, მეც ჩუმად ვიქნები, სანამ თვითონ არ მოუნდება, რომ მეტი გაიგო მასზე».

იმედგაცრუება დავფარე და ვკითხე:

«შენც სოკრატეს ეძახდი? საოცარი დამთხვევაა».
«არა. მაგრამ მის ახალ სახელში დიდი სული დევს, ისევე როგორც მის ახალ მოსწავლეში» – გაეღიმა მას.
«შენ ამბობდი, რომ მკაცრ მოთხოვნებს გიყენებდა».
«უკიდურესად მკაცრს. რაც არ უნდა გამეკეთებინა, საკმარისი არ იყო მისთვის - და ერთი ნეგატიური აზრიც რომ მქონოდა, მეჩვენებოდა რომ იცოდა მის შესახებ და რამდენიმე კვირით თავისგან შორს მიშვებდა».
«შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ვეღარასოდეს ვნახო».
«რატომ?»
«მან მითხრა, რომ ვერ დავბრუნდები, სანამ სათანადოდ სუნთქვას არ ვისწავლი - მოდუნებულად და ბუნებრივად. ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის».
«აჰ, ეგ?», – თქვა და ცოცხი გვერდზე გადადო. მომიახლოვდა და ერთი ხელისგული მუცელზე დამადო, მეორე კი გულ-მკერდზე, – «ახლა ისუნთქე».

მე ღრმად სუნთქვა დავიწყე, ისე როგორც სოკი მასწავლიდა. «არა, არა, ძალიან ნუ ცდილობ». რამდენიმე წუთის შემდეგ მუცელსა და მკერდში უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. შიგნით რაღაც გათბა, მოდუნდა და გაიხსნა. მოულოდნელად ბავშვივით ავტირდი, დიდი ბედნიერებისგან, თვითონაც არ ვიცი რატომ. ამ მომენტში ყველანაირი ძალისხმევის გარეშე ვსუნთქავდი; ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემით სუნთქავენ. იმდენად სასიამოვნო იყო, რომ გავიფიქრე: «რა საჭიროა კინოში სიარული? გასართობად?» იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ თავს ძლივს ვიკავებდი! თუმცა კვლავ ვიგრძძენი როგორ იძაბებოდა ისევ ჩემი სუნთქვა.

«ჟოზეფ, მე ვკარგავ მას!»

«ნუ ღელავ, დენ. ცოტა კიდევ გჭირდება მოდუნება. მე დაგეხმარე ამაში. ახლა შენ იცი, რას ნიშნავს ბუნებრივი სუნთქვა. იმისთვის, რომ სტაბილური გახადო იგი, უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს ბუნებრივად ისუნთქო, ნაბიჯ-ნაბიჯ, სანამ ეს ნორმალური არ გახდება. სუნთქვის მართვა - ეს ნიშნავს ყველა ემოციური კვანძის გახსნას. და როდესაც მოახერხებ ამას, შენთვის სხეულებრივი ბედნიერების ახალი დონე გაიხსნება.

«ჟოზეფ», – ვთქვი და გადავეხვიე, – «არ ვიცი, როგორ გააკეთე ის, რაც გააკეთე, მაგრამ უღრმესი მადლობა».

მის სახეზე სწორედ იმ ღიმილმა გაიელვა, რომლის გამოც მთელ სხეულში სითბო ჩამეღვარა. ცოცხი გვერდზე გადადო და მითხრა: «ჩემგან მოკითხვა გადაეცი... სოკრატეს».

ჩემი სუნთქვა მაშინვე არ გაუმჯობესებულა. ძველებურად ვებრძოდი. მაგრამ ერთხელ, დარბაზში ადრეული ვარჯიშის შემდეგ, სახლისკენ გზაზე, შევამჩნიე, რომ ყველანაირი ძალისხმევის გარეშე სრულიად ბუნებრივად ვსუნთქავდი. და შეგძნება ძალიან ჰგავდა იმას, რაც კაფეში განვიცადე.

იმ საღამოს ოფისში შევვარდი, რათა სოკრატე ჩემი წარმატებებით გამეხარებინა და ბოდიშ მომეხადა მაშნდელი საქციელისთვის. ისე შემომხედა, თითქოს მელოდა, და როცა გაქცეულზე მის წინ დავამუხრუჭე, თქვა: «კარგი, განვაგრძოთ», – თითქოს ტუალეტიდან დავბრუნებულიყავი, და არა ექვსკვირიანი დაძაბული ვარჯიშიდან!
«მეტი არაფერი გაქვს სათქმელი სოკ? არავითარი „კარგად გამოიყურები“ ან „ყოჩაღ“?»

«იმ გზაზე, რომელიც შენ აირჩიე, არც ქებაა და არც ძაგება. ქება და ძაგება – ეს მანიპულირების ფორმებია, რომლებიც შენ უკვე აღარ გჭირდება».

უკმაყოფილოდ გავიქნიე თავიო, შემდეგ კი ძალით გავიღიმე. და თუმცა მთელი ძალით ვცდილობდი უფრო მეტი პატივისცემა გამომეჩინა, ნაწყენი ვიყავი მის გულგრილობაზე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე კვლავ მასთან ვიყავი.

Posted by: Atm@n Jul 14 2013, 09:02 AM

როცა ტუალეტის დალაგებით არ ვიყავი დალაგებული, ახალ და უფრო მეტად ნერვებისმომშლელ სავარჯიშოებს ვაკეთებდი: მედიტაცია შინაგან ხმებზე მანამდე, სანამ ერთდროულად რამდენიმე მათგანის მოსმენას არ ვისწავლიდი. ერთხელ, ღამით, როცა ამ სავარჯიშოს ვაკთებდი, სიმშვიდის და რელაქსაციის ისეთ მდგომარეობაშ აღმოვჩნდი, რომელიც აქამდე არასოდეს განმეცადა. რაღაც პერიოდი სხეულის გარეშე ვგრძნობდი თავს. პირველად მოხდა, რომ ჩემი ძალისხმევა ჩემი ექსტრაორდინალური გამოცდილების მიზეზი გახდა: აღარ იყო საჭირო, რომ სოკრატეს დაედო ხელი თავზე.

მღელვარებით აღვსილმა ეს ყველაფერი მას მოვუყევი. იმის ნაცვლად, რომ მოელოცა, მითხრა: «დენ, ნუ მოგაცდენენ შენი შთაბეჭდილებები. გაარღვიე ჩვენებების და ხმების ბურუსი და შეიცანი შენი გაკვეთილები. შთაბეჭდილებები და შეგრძნებები - ეს ტრანსფორმაციის ნიშნებია, მაგრამ თუ მათზე შორს არ წახვალ, ვერსად ვერ მიხვალ».

«თუ შთაბეჭდილებები გჭირდება, კინოში წადი; ეს უფრო ადვილია, ვიდრე იოგა. მთელი დღე იმედიტირე, თუ მოგწონს; უსმინე ხმებს და უყურე ცეცხლს, ან უსმინე ცეცხლს და უყურე ხმებს. შენ მაინც ვირად დარჩები, თუ შენი შეგრძნებების ხაფანგში მოექცევი. გაუშვი ისინი! მე გთავაზობ იმას, რომ ჭამო ბოსტნეული, და არა იმას, რომ დაემგვანო მათ».

იმედგაცრუებულმა ვთქვი: «მე „ვგრძნობ“, როგორც შენ ამბობ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მითხარი ასე!»

თითქოს გაუკვირდაო, სოკრატემ შემომხედა: «ყველაფერი უნდა გითხრა ხოლმე?»

სწორედ იმ წამს, როდესაც მზად ვიყავი გავმსკდარიყავი მოწოლილი რისხვისგან, საკუთარი სიცილის ხმა გავიგე. ისიც იცინოდა და თითს ჩემსკენ იშვერდა: «დენ, შენ ახლახანს საოცარი ალქიმიური ტრანსფორმაცია განიცადე. შენ რისხვა სიცილად გადააქციე. ეს ნიშნავს, რომ შენი ენერგეტიკული დონე საგრძნობლად ამაღლდა. წინააღმდეგობები ინგრევა. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს დაიწყე ცოტათი პროგრესირება». სიცილი არ გვქონდა დამთავრებული, მაშინვე ღრუბელი მომაწოდა.

მომდევნო ღამეს, პირველად, სოკრატემ სრული დუმილი შეინარჩუნა ჩემს ქცევებთან დაკავშირებით. ჩემამდე დავიდა: «დღეიდან მე თვითონ ვატარებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თვალყური ვადევნო ჩემს ქცევებს. მაშინ მივხვდი მისი კრიტიკული შენიშვნების დადებით მხარეს. თითქმის მენატრებოდა ისინი.

მაშინ ვერ გავაცნობიერე ეს, და კიდევ დიდხანს ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ იმ დღეს სოკრატემ შეწყვიტა „მშობლის“ როლში ყოფნა და მეგობარი გახდა.

გადავწყვიტე ჟოზეფი მომენახულებინა და მომეყოლა, რაც მოხდა. სანამ ქვემოთ მივდიოდი, შატაკზე, გვერდზე ორმა სახანძრო მანქანამ ჩამიქროლა. არ გამხსენებია ისინი, სანამ კაფეს არ მივუახლოვდი და ყვითელი ნათება არ შევამჩნიე. მაშინვე გავიქეცი.

როცა მივირბინე, ბრბო გაიფანტა. თავად ჟოზეფი ახლახანს მოსულიყო და თავისი გადამწვარი და დანგრეული კაფეს პირდაპირ იდგა. მე მისგან ოც იარდში ვიდექი, როცა მისი ყვირილი გავიგე, ტანჯვით სავსე, და დავინახე როგორ დაეცა მუხლებზე და იტირა. შემდეგ გაცოფებული ყვირილით წამოხტა; და მოდუნდა. ამ დროს მეც დამინახა. «დენ! მიხარია შენი ნახვა!» მისი სახე სრულიად უშფოთველი იყო.

სახანძრო რაზმის მეთაური მიუახლოვდა და შეატყობინა, რომ ხანძარი სავარაუდოდ მეზობელი ქიმ-წმენდის შენობიდან გაჩნდა. «გმადლობ», – უთხრა მას ჟოზეფმა.
«აჰ, ჟოზეფ, ძალიან ვწუხვარ». ჩემმა ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა. «ჟოზეფ, წუთის წინ დაგინახე. ძალიან გაბრაზებული იყავი».

მან გაიღიმა. «დიახ, ძალიან გავბრაზდი, ამიტომ ამ გაბრაზებას ნამდვილი გამოსვლის საშუალება მივეცი». სოკის სიტყვები გამახსენდა: «მიეცი ამას საშუალება მოვიდეს, და წავიდეს». ამ დრომდე ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები იყო, მაგრამ აქ, თავისი მშვენიერი კაფეს შავი და სველი ნარჩენების წინ, ამ გამხდარმა მეომარმა საქმით მოახდინა ემოციების სრულყოფილი მართვის

«ეს ისეთი ლამაზი ადგილი იყო, ჟოზეფ», – ჩავისუნთქე და თავი გავაქნიე.
«ზუსტად, – თქვა ჩაფიქრებულმა, – ნუთუ ასე არაა?»

რაღაც მიზეზის გამო მისმა სიმშვიდემ მე ამაღელვა. «ნუთუ ახლა საერთოდ აღარ წუხხარ ამაზე?»

მან მშვიდად შემომხედა და მითხრა: «შენთვის ერთი ისტორია მაქვს. გინდა მოისმინო?»
«კი… რა თქმა უნდა».

იაპონიაში, მეთევზეების ერთ პატარა დასახლებაში, ცხოვრობდა ახალგაზრდა გოგო, რომელმაც ბავშვი შობა. მისი მშობლები ძალიან განრისხდნენ და უნდოდათ მამის სახელი გაეგოთ. მან უარი თქვა. მეთევზემ, რომელიც მას უყვარდა, საიდუმლოდ უთხრა, რომ სიმდიდრის საძებნელად მიემგზავრებოდა და როცა დაბრუნდებოდა, აუცილებლად დაქორწინდებოდა მასზე. მშობლები დაჟინებით მოითხოვდნენ სახელის გამხელას. სასოწარკვეთილმა გოგომ ჰაკუინი დაასახელა - ბერი, რომელიც მთებში ცხოვრობდა.

გაცოფებულმა მშობლებმა ხელი სტაცეს ბავშვს და ჰაკუინის სახლთან მიიყვანეს. მანამდე აკაკუნეს, სანამ კარი არ გაიღო. ბავში გადასცეს და უთხრეს: «ეს შენი ბავშია; იზრუნე მასზე!»

«მართლა?» – თქვა ჰაკუინმა, ბავში ხელში აიყვანა და დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია გოგოს მშობლებს.

გავიდა ერთი წელი და ბავშვის ნამდვილი მამა დაბრუნდა. იგი მაშინვე ჰაკუინთან მივიდა, რომ ბავშის დაბრუნება ეთხოვა მისთვის.

«ეს ჩვენი შვილია», – თქვეს მათ.

«მართლა?» – თქვა ჰაკუინმა და ბავში მიაწოდა.


ჟოზეფი გაღიმებული ჩემს რეაქციას ელოდებოდა.
«საინტერესო ისტორიაა, ჟოზეფ, მაგრამ არ მესმის ახლა რატომ მიყვები ამას. მინდა ვთქვა, რომ შენი კაფე ბოლომდე დაიწვა!»

«მართლა?» – თქვა მან. შემდეგ გაგვეცინა, როცა ჩემამდე დავიდა და თავი გავაქნიე.

«ჟოზეფ, შენ ისეთივე შეშლილი ხარ, როგორც სოკრატე».

«ო, მადლობას გიხდი, დენ – შენ ჩვენგან ორივესგან მოგხვდა. მაგრამ ჩემზე არ იდარდო. მე უკვე მზად ვიყავი ცვლილებებისთვის. ალბათ მალე სამხრეთისკენ წავალ... ან ჩრდილოეთისკენ. სულ ერთია».

«კარგი. დაუმშვიდობებლად არ წახვიდე».

«რა გაეწყობა, მშვიდობით», – თქვა და გულიანად გადამეხვია, – «ხვალ მივემგზავრები».

«სოკრატეს არ დაემშვიდობები?»

მას გაეცინა: «მე და სოკრატე იშვიათად ვესალმებით, ან ვემშვიდობებით ერთმანეთს. ამას მოგვიანებით მიხვდები». ამ სიტყვებით დავშორდით.

პარასკევს, დაახლოებით დილის სამ საათზე სადგურზე წავედი. აქამდე არასოდეს გამიცნობიერებია, რამდენი რამის სწავლა მჭირდებოდა.

ოფისში შევედი სიტყვებით: «სოკრატე, ჟოზეფის კაფე გუშინ საღამოს მთლიანად გადაიწვა».

«უცნაურია», – თქვა მან, – «ჩვეულებრივ კაფეები ლურჯ ბოლს უშვებენ». ის ხუმრობდა! «ვინმე დაშავდა?» – მკითხა პრაქტიკულად გულგრილად.
«არ ვიცი. შენ საერთოდ გესმის ჩემი? ნუთუ ასაერთოდ არ ხარ შეწუხებული ამ ამბით?»
«ჟოზეფი იყო შეწუხებული, როცა ელაპარაკე?»
«ნუ-უ… არა».
«ჰოდა ძალინ კარგი». თემა ამით დაიხურა.

შემდეგ ჩემდა გასაკვირად, სოკრატემ სიგარეტის კოლოფი ამოიღო და გააბოლა. «ჰო მართლა, რაც შეეხება ბოლს», – «ნუთუ არ მითქვამს, რომ არაფერია ცუდ ჩვევაზე უარესი?»

საკუთარ თვალებს და ყურებს არ ვუჯერებდი. მეგონა, რომ ეს სიზმარში ხდებოდა.

«არა, შენ არ გითქვამს ეს, მაგრამ მე უზარმაზარი ძალისხმევა გავწიე, რომ შემეცვალა ჩემი საკუთარი ცუდი ჩვევები».

«იცი, ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ შენი ნების ძალა გაძიერებულიყო და შენი ინსტინქტები გემართა. შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად ჩვევა – ნებისმიერი გაუცნობიერებელი, აკვიატებული რიტუალი – ნეგატიური მოვლენაა. მაგრამ ცალკეული ქმედებები – მოწევა, დალევა, ნარკოტიკების მიღება, ტკბილეულის მიღება და სულელური კითხვების დასმა – ცუდიცაა და კარგიც ერთდროულად; ყოველ ქმედებას თავისი ფასი და თავისი სიამოვნება აქვს. როცა ანგარიშს უწევ საკუთარ თავს ამ ორ მხარეში, რეალისტური ხდები და პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე. და მხოლოდ მაშინ შეგიძლია გააკეთო მეომრის თავისუფალი არჩევანი – გააკეთო ან არ გააკეთო.
არის ასეთი ანდაზა: «როცა ზიხარ – იჯექი; როცა დგახარ – იდექი; რაც არ უნდა გააკეთო – არ იყოყმანო». როცა არჩევანს გააკეთებ, მიყევი მას მთელი შენი სულით. ნუ დაემგვანები ევანგელისტს, რომელიც ლოცვაზე ფიქრობდა ცოლთან სექსის დროს და სექსზე ფიქრობდა ლოცვის დროს».


ეს სურათი ცოცხლად წარმოვიდგინე და გამეცინა. ამასობაში სოკრატე უზადოდ უშვებდა კვამლის რგოლებს.

«ჯობია შეცდომა დაუშვა საკუთარი არსების მთელი ძალით, ვიდრე გაურბოდე შეცდომებს და შიშით თრთოდე. პასუხისმგებლობა ნიშნავს როგორც საფასურის, ასევე სიამოვნების აღიარებას. ასევე ამ აღიარებაზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთებას და ამ არჩევანით ცხოვრებას სინანულის გარეშე».

«უკიდურესობებს ჰგავს: „აან ან“. და რას იტყვი ზომიერებაზე?»

«ზომიერება?», – მაგიდაზე შეხტა და ევანგელისტივით წარმოთქვა: «ზომიერება, ეს შენიღბული საშუალოობა, შიში და დაბნეულობაა. ეს – კეთილგონივრული ეშმაკური ტყუილია. ეს – მყიფე კომპრომისია, რომელმაც ვერავინ გახადა ბედნიერი. ზომიერება – ეს რბილი, წარა-მარა ბოდიშის მომხდელი სამყაროზე დამკვირვებლებისთვისაა, რომლებსაც ეშინიათ რაიმე მოიმოქმედონ. ეს – მათთვისაა, ვისაც ეშინია გაცინების ან ტირილის, მათთვის, ვისაც ეშინია სიცოცხლის ან სიკვდილის. ზომიერება», – ბევრი ჰაერი ჩაისუნთქა და დასკნითი განაჩენისთვის მოემზადა, – «ეს თბილი ჩაია, რომელსაც თავად ეშმაკი ამზადებს!»

გამეცინა. «სოკ, შენი გამოსვლები გრუხუნივით იწყება, მაგრამ სუსტი „ფაჩუნით“ მთავრდება. მეტი პრაქტიკა გჭირდება».

მხრები აიჩეჩა და მაგიდიდან ჩამოვიდა. «იგივეს მეუბნებოდნენ სემინარიაშიც». აზრზე არ ვიყავი, სერიოზულად ამბობდა თუ არა ამას. «სოკ, მე მაინც ვფიქრობ, რომ მოწევა – საზიზღრობაა».

«ნუთუ ახლახანს არ აგიხსენი მთავარი? მოწევა არა; ჩვევა – აი რა არის საზიზღრობა. მე შემიძლია თითო კოლოფი მოვწიო დღეში, შემდეგ კი ექვსი თვე აღარ მოვწიო; მე შემიძლია სიამოვნება მივიღო ერთი ღერის მოწევით დღეში, ან კვირაში ისე, რომ არ გამიჩნდეს კვლავ მოწევის უკონტროლო მოთხოვნილება. და როცა მე ვეწევი, არ ვაჩვენებ თავს, რომ ჩემი ფილტვები არ გადაიხდიან საფასურს; შემდეგ, მე ვაკეთებ შესაბამის ქმედებას, რომ დავაბალანსო უარყოფითი შედეგები».

«მე უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მეომარს შეუძლია მოწიოს».

მან პირდაპირ ჩემს ცხვირწინ გამოუშვა რგოლები.

«მე არასოდეს მითქვამს ის, რომ მეომარი ისე იქცევა, როგორც ჩვენ სრულყოფილად მიგვაჩნია, ან ის, რომ ყველა მეომარი ისე მოქმედებს, როგორც მე. თუმცა ჩვენ ყველანი ვიცავთ საშინაო წესებს.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, პასუხობენ თუ არა ჩემი ქცევები შენს სტანდარტებს, უნდა გესმოდეს, რომ მე ყველა ჩემს სურვილს, ჩემს ქცევას დავეუფლე. მე არ მაქვს ჩვევები; ჩემი ქმედებები გაცნობიერებულია, წინასწარ განსაზღვრული და გულდასმით შესრულებული».


სოკრატემ სიგარეტი ამოიღო და მითხრა: «შენ მოსაწყენი გახდი მთელი ამ დისციპლინით და სიამაყით. დროა პატარა საზეიმო სუფრა მოვაწყოთ».

შემდეგ თავისი საწერი მაგიდიდან ჯინის ბოთლი დააძრო. მოულოდნელობისგან მე მხოლოდ თავს ვიქნევდი. მან ჯინი გამიკეთა, ტონიკით.

«“შიპუჩკა“ ბიძაჩემო?»
«ჩვენ მხოლოდ ხილის წვენი გვაქვს, და ნუ მეძახი „ბიძაჩემოს“, – თქვა მან და ამით შემახსენა სიტყვები, რომელიც ოდესღაც ადრე მითხრა. ერთი შეხედეთ, ჯინს მთავაზობდა ტონიკით, თვითონ კი გაუზავებელ ჯინს სვამდა.

«მაშასადამე», – თქვა მას შემდეგ, რაც სწრაფად დალია თავისი ჯინი, – «დრო მოვიდა კარგად გავერთოთ».
«მომწონს შენი ენთუზიაზმი, სოკ, მაგრამ ორშაბათს მნიშვნელოვანი ვარჯიში მაქვს».
«ქურთუკი ჩაიცვი, შვილო, და მომყევი». ასეც მოვიქეცი.

Posted by: Atm@n Jul 15 2013, 09:50 AM

სან-ფრანცისკოშ შაბათი საღამო იყო, და ეს ერთადერთია რაც მკაფიოდ მახსოვს მოციმციმე შუქებიდან, „ბოკალების“ წკრიალისა და სიცილის ხმებიდან. ჩვენ გამუდმებით მოძრაობაში ვიყავით.

კარგად დამამახსოვრდა კვირა დილა. დაახლოებით ხუთი საათი იყო. თავი მიგუგუნებდა. ჩვენ მეოთხე სტრიტზე მივაბიჯებდით. ძლივს ვარჩევდი ქუჩის კონტურებს დილის ნისლის გამო. უცებ სოკი გაჩერდა და ბურუსს დააკვირდა. მე უკნიდან შევეჯახე, გამეცინა და უცებ გამოვფხიზლდი; რაღაც რიგზე ვერ იყო. ბურუსიდან დიდი ჩრდილი გამოძვრა. ჩემი ნახევრად დავიწყებული სიზმარი კვლავ გაცოცხლდა, თუმცა იგი გაქრა, როდესაც ბურუსიდან მეორე ჩრდილი გამოიკვეთა, მერე მესამე: სამი მამაკაცი. ორი მათგანი - მაღლები, გამხდრები და დაძაბულები - გზას გვიღობავდნენ. მესამე მოგვიახლოვდა და დანა დააძრო გაცვეთილი ტყავის ქურთუკიდან. საფეთქლებში მძიმე პულსაციას ვგრძნობდი.

«მოგვეცით ფული!», – გვიბრძანა მან.

ანგარიშს ვერ ვუწევდი საკუთარ თავს, ნაბიჯი გადავდგი მისკემ, საფულე ამოვიღე და თან წავიბორძიკე.

ისიც შეკრთა და დანის ქნევით გამოექანა ჩემსკენ. აქამდე არასოდეს მენახა, თუ სოკრატე ასე სწრაფად მოძრაობდა. თვალისდახამხამებაში თავდამსხმელს მაჯაზე ეცა, ხელი გადაუბრუნა და შორს მოისროლა. ზუსტად ამ მომენტშიმეორე ხისთავიანი გამოექანა, მაგრამ ვერ შეძლო ჩემთან მოახლოება. სოკრატემ ელვისებური ფეხის მოძრაობით ძირს დასცა იგი. მესამემ განძრევაც ვერ მოასწრო, სოკრატეს უკვე წაქცეული ჰყავდა იგი და ხელი ჰქონდა ამობრუნებული. ზემოდან დააჯდა და თქვა: «რას იტყვი არაძალადობრივ მეთოდებზე?»

ერთ-ერთმა წამოდგომა სცადა, მაგრამ სოკრატემ უძლიერესად დაიყვირა და ის უბრალოდ ზურგზე დაეცა. ამასობაში მეთაურიც გამოფხიზლდა, დანა იპოვნა და გაავებული სოკრატესკენ გამოემართა. სოკრატე ადგა, ასწია ბიჭი, რომელზეც იჯდა და მეთაურისკენ მოისროლა ყვირილით: «დაიჭრე!» ორივე ასფალტზე დაეცა. შემდეგ სამივე გაცოფებული დაგვესხა თავს.

მომდევნო წუთები თითქოს ძილბურანში გავატარე. მახსოვს როგორ მკრა ხელი სოკმა და ასფალტზე დავეცი. შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა. მხოლოდ ვიღაცის კვნესის ხმა ისმოდა. სოკრატე გაუნძრევლად იდგა, შემდეგ თავისუფლად დაუშვა ხელები და ღრმად ჩაისუნთქა. დანა შორს მოისროლა და ჩემსკენ შემობრუნდა.

«ყველაფერი კარგადაა?»
«კი, თავის გარდა».
«დაშავდი?»
«მხოლოდ ალკოჰოლისგან. რა მოხდა?»

იგი ტროტუარზე დაცვენილი სამეულისკენ შებრუნდა, დაიხარა და მათი პულსის გასინჯვა დაიწყო. ფრთხილად გადააბრუნა და ტრავმებზე შეამოწმა. მხოლოდ მაშინ მივხვდი - ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მოერჩინა. «სასწრაფო გამოიძახე». მე უახლოეს სატელეფონო ჯიხურთან მივირბინე და დავრეკე. შემდეგ სწრაფად გავემართეთ უახლოესი ავტობუსების გაჩერებისკენ. სოკრატეს შევხედე. თვალის კუთხეებში ცრემლები უკრთოდა, და პირველად, მას შემდეგ რაც გავიცანი, გაფითრებული და დაღლილი გამოიყურებოდა.

ავტობუსში, სახლისკენ მიმავალ გზაზე, თითქმის არ გვილაპარაკია. როცა ავტობუსი უნივერსიტეტთან გაჩერდა, სოკრატემ თქვა: «მომდევნო ოთხშაბათს ჩემთან გეპატიჟები, სადგურზე, რომ დავლიოთ...», – და ჩემს ტკივილისგან დაღმანჭულ საღეზე გაცინებულმა დაამატა, – «…ბალახის ჩაის რამდენიმე ჭიქა».

სახლთან ახლოს ავტობუსიდან ჩამოვედი. ჩემი თავი აფეთქებას ლამობდა. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ჩხუბშ წავაგეთ და კვლავ აგრძელებდნენ ჩემს თავზე წიხლების დარტყმას. ვცდილობდი ნაკლებად გამეხილა თვალები. «აი თურმე რას ნიშნავს - იყო ვამპირი», – ვფიქრობდი მე, – «მზის შუქმა შესაძლოა მოგკლას».

ჩვენმა ღრეობამ ალკოჰოლით ორი გაკვეთილი მომცა: პირველ რიგში ნაკლებად მორცხვი და მეტად თავისუფალი უნდა გავხდე; მეორეც - მე გაცნობიერებულ არჩევანს ვაკეთებდი - არანაირი სასმელი; ის ამად არ ღირს. თანაც მისით მიღებული სიამოვნება იკარგებოდა იმასთან შედარებით, რასაც ახლა ვგრძნობდი.

Posted by: Atm@n Jul 16 2013, 09:18 AM

ორშაბათის ვარჯიში საუკეთესო აღმოჩნდა ბოლო თვეებს შორის და მეტი შთაგონება მომცა, რომ სულიერი და ფიზიკური მთლიანობა მომეპოვებინა. ჩემი ფეხი უკეთ ხორცდებოდა, ვიდრე შემეძლო წარმომედგინა; თავისი ფრთის ქვეშ არაჩვეულებრივმა ადამიანმა შემიფარა.

სახლისკენ მიმავალმა მადლიერების ისეთი მოზღვავება ვიგრძენი, რომ სახლთან ახლოს მუხლებზე დავეშვი და მიწას შევეხე. მიწის მთელი ბღუჯა ავიღე და ზურმუხტისფერ ფოთლებში მოციმციმე მზის სხივებით ვტკბებოდი. რამდენიმე ძვირფასი წამის განმავლობაში სამყაროს შევერწყი. ამ მომენტში, პირველად მას შემდეგ რაც პაწაწინა ბავში ვიყავი, შევიგრძენი არსებობა, რომელიც სიცოცხლეს იძლეოდა და რომელსაც სახელი არ ჰქონდა.

შემდეგ ჩემი ანალიტიკური ჭკუა ჩაერთო: «აჰა, აი თურმე როგორია ის – სპონტანური მისტიური განცდა», – და მისტიკა შეწყდა. ჩემს მიწიერ ფორმას დავუბრუნდი – ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი, ნეკერჩხლის ქვეშ, ხელში ჭუჭყის გროვით. ჩემს ბინაშ შევედი, ნახევრად მთვლემარემ ცოტა ვიკითხე და დავიძინე.
სამშაბათს სიჩუმე იყო. სიჩუმე ქარიშხლის წინ.

ოთხშაბათს თავით გადავეშვი მეცადინეობებში. უშფოთველობის შეგრძნებამ, რომელიც როგორც მეგონა მუდმივი გახდა, ადგილი დაუთმო მოუხელთებელ დარდს და ძველ მიდრეკილებებს. ყველა ჩემი ძალისხმევის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი. მაშინ რაღაც ახალს მივხვდი: ჩემში იღვიძებდა მძლავრი ინტუიტიური სიბრძნე, რომლის ფორმულირებაც შემეძლო სიტყვებით: «ძველი მიდრეკილებები კვლავაც გაჩნდება, შესაძოა კიდევ მრავალი წელი. მიდრეკილებას არ აქვს მნიშვნელობა; მოქმედებას აქვს. იბრძოლე, როგორც მეომარმა».

თავიდან მეგონა, რომ ჩემი ჭკუა აკეთებდა თავის ფოკუსებს. მაგრამ ეს არ იყო აზრი, არ იყო ხმა; ეს იყო შეგრძნება-განსაზღვრულობა. ვგრძნობდი, რომ სოკრატე ჩემს შიგნით იყო - მეომარი შიგნით. და ეს შეგრძნება ჩემთან უნდა დარჩენილიყო.

იმ საღამოს სადგურზე წავედი, რათა მომეყოლა სოკრატესთვის ჩემი ჭკუის აქტიურობაზე, ასევე შეგრძნებაზე. ის გენერატორს ცვლიდა გვარიანად შელახულ მერკურიზე. მან თვალები ასწია, მომესალმა და გულგრილად წარმოთქვა: «დღეს დილით ჟოზეფი მოკვდა». ჟოზეფის სიკვდილის ამბის და სოკრატეს გულგრილობის გამო მუხლები მომეკვეთა და იძულებული ვიყავი კედელს მივყრდნობოდი.

როგორც იქნა მოვიკრიბე ძალები, რომ მეკითხა. «როგორ მოკვდა?»

«ო, მე ვფიქრობ ძალიან კარგად», – გაეღიმა სოკრატეს, – «იცი, მას ლეიკემია ჰქონდა. მრავალი წლის განმავლობაშ ავადმყოფობდა. ძალიან დიდხანს იბრძოდა. შესანიშნავი მეომარი იყო». სიყვარულით ლაპარაკობდა, მაგრამ თითქმის არასერიოზულად, მწუხარების ნასახის გარეშე.

«სოკრატე, ნუთუ ოდნავაც არ გეწყინა ეს ამბავი?» მან ქანჩის გასაღები გადადო.

«ამან ერთი ძველი ისტორია გამახსენა დედაზე, რომელიც მწუხარებას მოეცვა ადრეულად გარდაცვლილი ახალგზარდა შვილის გამო.
«აღარ შემიძლია ამ ტკივილის და უბედურების ატანა», – უთხრა მან თავის დას.
«დაო, წუხდი შენს შვილზე მის დაბადებამდე?»
«არა, რა თქმა უნდა არა», – თქვა სასოწარკვეთილმა ქალმა.
«ჰოდა ძალიან კარგი. აღარ გჭირდება მისი დატირება. ის უბრალოდ დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც დაბადებამდე იმყოფებოდა».


«ეს ისტორია გამშვიდებს, სოკრატე?»

«ვფიქრობ, ეს კარგი ისტორიაა. შესაძლოა დროთა განმავლობაშ შენც დააფასებ მას», – მიპასუხა ბედნიერებისგან გაბრწყინებულმა.
«მეგონა კარგად გიცნობდი, სოკრატე, მაგრამ არასოდეს მეგონა, თუ ასეთი უგულო იყავი».
«მიზეზები, რომ უბედური იყო, არ არსებობს».
«არა სოკრატე, ის მოკვდა!»

სოკმა გაიცინა: «შესაძლოა მოკვდა, შესაძლოა არა. და შესაძოა აქ საერთოდაც არ ყოფილა!» მისი სიცილისგან ფარეხის კედლები შეზანზარდა.

«მინდა გაგიგო, მაგრამ არ შემიძლია. როგორ შეგიძლია ასეთი უდარდელი იყო სიკვდილთან დაკავშირებით? ასევე იგრძნობ თავს, მე თუ მოვკვდები?»

«რა თქმა უნდა!» – იცინოდა იგი, – «დენ, არსებობს რაღაცეები, რაც ჯერ არ გესმის. ამ მომენტში მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ სიკვდილი ტრანსფორმაციაა და უფრო რადიკალური, ვიდრე სქესობრივი მომწიფება», – ამბობდა გაღიმებული, – «მაგრამ ისეთი არაფერია, რის გამოც უნდა დამწუხრდე. ეს სხეულის ერთ-ერთი ცვლილებაა და მაშნ ხდება, როცა ხდება. მეომარი არ ეძებს სიკვდილს, მაგრამ არც გაურბის მას».

ამის შემდეგ მოიქუფრა და თქვა: «საწყენი სიკვდილი არაა; საწყენი ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა საერთოდ არასოდეს არ ცოცხლობს ნამდვილად». თვალები ცრემლებით აევსო. ჩვენ ჩუმად ვიჯექით სიჩუმეში. ორი მეგობარი. მოგვიანებით სახლში წავედი. როგორც კი გვერდითა ქუჩაზე შევუხვიე, მაშინვე მეწვია გრძნობა: «ტრაგედია – ეს ძალიან განსხვავებული მოვლენაა მეომრისთვის და სულელისთვის». სოკრატე არ დარდობდა უბრალოდ იმიტომ, რომ არ მიიჩნევდა ჟოზეფის სიკვდილს ტრაგედიად. კიდევ მრავალი თვე არ შემეძლო ამის გაგება, სანამ ერთ გამოქვაბულში არ აღმოვჩნდი, მთების სიღრმეში.

იმ დროს ვერ ვშორდებოდი რწმენას, რომ მეც და სოკრატეც უნდა დავმწუხრებულიყავით, როცა სიკვდილი მოდიოდა. ამ გაურკვეველი აზრებით როგორც იქნა ჩამეძინა.
დილით პასუხი მომივიდა. სოკრატემ უბრალოდ არ უპასუხა ჩემს მოლოდინებს. ამის ნაცვლად მან ბედნიერების უპირატესობის დემონსტრირება მოახდინა. მე ახალმა გადაწყვეტილებამ შემიპყრო; უკვე მესმოდა ცხოვრების უაზრობა სხვა ადამიანების და ჩემი საკუთარი ჭკუის საზომის თვალსაზრისით. მე როგორც მეომარი, ავირჩევ - სად, როდის და როგორ ვიფიქრო და ვიმოქმედო. მივიღე რა ეს მტკიცე გადაწყვეტილება, ვიგრძენი, რომ უკვე ვიგებდი მეომრის ცხოვრების აზრს.

იმ საღამოს მივედი და ვუთხარი სოკრატეს: «მე მზად ვარ. ახლა ვეღარაფერი შემაჩერებს».

მისმა გამჭოლმა მზერამ მთელი ჩემი თავდაჯერებულობა გააქარწყლა, რაც მრავალი თვის განმავლობაში ვაგროვე. შევკრთი. მან ჩურჩულით დაილაპარაკა, მაგრამ ამის გამო მისი ხმა უფრო აღწევდა ჩემში: «ნუ იქნები ასეთი ქარაფშუტა! შეიძლება მზად ხარ, შეიძება არა. განსაზღვრულია მხოლოდ ერთი: შენ ცოტა დრო დაგრჩა! ყოველი დღე სიკვდილთან გაახლოვებს. ჩვენ აქ თამაშებს არ ვთამაშობთ, გესმის ეს?»

მომეჩვენა, რომ უკრიდან ქარმა დაიწყო წუილი. გაფრთხილების გარეშე სოკრატეს შეხება ვიგრძენი საფეთქლებზე.

დაბალ ბუჩქებში ვიჯექი განაბული. ჩემი თავშესაფარისგან რამდენიმე ფუტში იდგა გიგანტი ხმლით, ორ მეტრზე მაღალი. მისი მასიური, დაკუნთული სხეულიდან გოგირდის ორთქლი ამოდიოდა. მისი თავი და შუბლი დაფარული იყო უწესრიგოდ გადმოყრილი თმის ბღუჯებით. სქელი წარბები კარგად გამოკვეთდნენ მის სიძულვილით სავსე სახეს.

იგი ბოროტი მზერით უყურებდა ახალგაზრდა მეომარს, რომელიც მის პირისპირ იდგა. უეცრად მოხდა გიგანტის ხუთი ერთნაირი ასლის მატერიალიზება; ისინი გარს შემოერტყნენ ახალგაზრდა მეომარს. ექვსივემ ერთდროულად დაიწყო ხარხარი - საშინელი, ყრუ ხმით. გული მერეოდა ამის შემყურეს.

ახალგაზრდა მეომარი მკვეთრად ატრიალებდა თავს აქეთ-იქეთ. ტრიალებდა, უმისამართოდ იქნევდა ხმალს და ჰაერს აპობდა. უმცირესი შანსიც კი არ ჰქონდა.
ექვსივე მოჩვენება ღრიალით ეცა. უკნიდან ერთ-ერთმა გიგანტმა ხმალი დაიქნია და ხელი მოაჭრა მეომარს. მან ტკივილისგან დაიყვირა: ჭრილობიდან ნაკადად გადმოიღვარა სისხლი. ახალგაზრდა თავგანწირვით და უშედეგოდ განაგრძობდა თავდაცვას. უზარმაზარმა ხმალმა გაიელვა და ახალგაზრდა მეომრის თავი მიწაზე გაგორდა. სახეზე შოკი გაეყინა.

«ოოოჰჰჰ!» – დავისკვნესე და ღებინების შემოტევა დამეწყო. გოგირდის სუნმა ძირს დამცა. ამ დროს ტკივილამდე ძიერად მტაცეს ხელი, ბუჩქებიდან გამომათრიეს და მიწაზე დამაგდეს. როცა თვალები გავახილე, ახალგაზრდა მეომრის მოჭრილი თავი ჩემს წინ ორ დიუიმში ეგდო და მდუმარედ მაფრთხილებდა ჩემს ახლო ხვედრზე. ამ დროს გიგანტის ხრინწიანი ხმა გავიგე.

«დაემშვიდობე სიცოცხლეს სულელო ღლაპო!» – დაიღრიალა მაგმა. მისმა დაცინვამ გამაცოფა. გვერდზე გადავხტი, ახალგაზრდა მეომრის ხმლისკენ და მის პირისპირ აღვიმართე.

«“სულელს“ შენზე გაცილებით უკეთესი ადამიანი მეძახდა, აყროლებულო საჭურისო!» ყვირილით და ხმლის ქნევით ვეცი.

მისი დარტყმის ძალამ ძირს დამცა. ისინი კვლავ ექვსნი გახდნენ. ფეხზე წამომდგარი, ვცდილობდი ნამდვილზე შემეჩერებინა მზერა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.
მათ დაიწყეს მონოტონური სიმღერა, ნელ-ნელა მეპარებოდნენ და ყრუ, მომაკვდინებელ ხმას გამოსცემდნენ.

ამ მომენტში ჩემთან შეგრძნება მოვიდა და გავიგე, რაც უნდა გამეკეთებინა. «გიგანტი შენი ყველა უბედურების წყაროს წარმოადგენს – ეს შენი ჭკუაა. ის დემონია, რომელიც უნდა დაამარცხო. არ მოტყუვდე, როგორც ახალგაზრდა მეომარი: შეინარჩუნე კონცენტრაცია!» ამ დროს სულელურმა აზრმა გამიელვა: «აი მესმის ადგილი გაკვეთილებისთვის!» შემდეგ ყინულოვანი სიმშვიდე დამიბრუნდა.

ზურგზე წამოვწექი, თითქოს გარდაუვალობას დავემორჩილე, ხელში ხმალი მეჭირა - მკერდზე და ლოყაზე მიდებული. ილუზიებს შეეძლოთ ჩემი თვალები მოეტყუებინათ, მაგრამ არა სმენა. მხოლოდ ნამდვილი მეომარი გამოსცემდა ხმებს სიარულის დროს. მივხვდი, რომ ჩემს უკან იდგა. მას ორი არჩევანი ჰქონდა - წასულიყო, ან მოვეკალი. მან მოკვლა აირჩია. მე დაძაბული ვაყურადებდი. იმ მომენტში, როცა ვიგრძენი, რომ მისი ხმალი ახლა დაეშვებოდა, მთელი ძალით აღვმართე მახვილი და ვიგრძენი, როგორ განჭოლა მისი ტანსაცმელი, ხორცი და კუნთები. საშინელი ღრიალი, და მისი სხეული ყრუდ დაეცა. დემონი დაბლა ეგდო, ჩემი მახვილით განგმირული.
«ამჯერად ძლივს დაბრუნდი უკან», – თქვა სოკრატემ და წარბები მოქუფრა.

ტუალეტშ გავვარდი, და ფაქტიურად ყველაფერი ამოვიღე, რაც კუჭში მქონდა. როცა გამოვედი გვირილის ჩაი მომაწოდა: «კუჭს და ნერვებს უხდება».
ჩემი მოგზაურობის შესახებ მოვუყევი სოკრატეს. «შენს უკან, ბუჩქებში ვიმალებოდი და მთელი სპექტაკლი ვნახე», – შემაწყვეტინა მან. «ერთხელ კინაღამ დავაცემინე, მაგრამ თავი შევიკავე. სულაც არ მინდოდა მაგ ტიპთან შერკინება. რაღაც მომენტში ჩარევაც მინდოდა, მაგრამ შენც კარგად გაართვი თავი ამას, დენ».

«გმადლობ, სოკ», – სიხარულისგან ვბრწყინავდი, – «უბრალოდ მე…»

«მეორე მხრივ, კინაღამ მთავარი გაუშვი ხელიდან, რაც შეიძება სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდა».

ამჯერად მე შევაწყვეტინე. «ამ გიგანტის ხმალი – ეს იყო მთავარი, რაც მაღელვებდა», – ვიხუმრე მე, – «და არ გავუშვი მისი დარტყმა».

«მართლა?»

«სოკ, მე ილუზიებს ვებრძოდი მთელი ჩემი ცხოვრება, და წვრილმან პრობლემებში ვძვრებოდი. ცხოვრება თვითგანვითარებას შევწირე, მაგრამ ხელიდან გავუშვი მთავარი, რაც ყველა ჩემი ძიების მიზეზი იყო. ვცდილობდი, რომ გარესამყაროს ემუშავა ჩემზე, სინამდვილეშ კი საკუთარი ჭკუის მსხვერპლი ვხდებოდი, რომელიც ყოველთვის საკუთარი თავით, საკუთარი თავით და კიდევ საკუთარი თავით იყო შეპყრობილი. სწორედ გიგანტი იყო ჩემი მთავარი პრობლემა ცხოვრებაში - ჩემი ჭკუა. და გეტყვი სოკრატე», – მზარდი მღელვარებით განვაგრძობდი მე, და ეს-ესაა ვაცნობიერებდი, თუ რა გავაკეთე, – «მე ის ბოლომდე განვგმირე!»

«ამაში არავითარი ეჭვი არაა», – თქვა მან.
«რა მოხდებოდა, მას რომ გაემარჯვა? რა იქნებოდა მაშინ?»
«არ ღირს ამაზე საუბრაი», – თქვა მწუხარე ხმით.
«მინდა გავიგო. ამ შემთხვევაში სინამდვილეშც მოვკვდებოდი?»
«სრულიად შესაძლებელია», – თქვა მან, – «ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, ჭკუიდან შეიშლებოდი».

ადუღებულმა ჩაიდანმა სტვენა დაიწყო.

Posted by: Atm@n Jul 17 2013, 10:25 AM

5. ბილიკი მთაზე

სოკი ცხელ ჩაის ჩვენს ტყუპ-ჭიქებში ასხამდა და პირველად მეუბნებოდა გამამხნევებელ სიტყვებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. «შენი გამარჯვება ამ დუელში არის პირველი რეალური მოწმობა იმისა, რომ შეგიძლია შემდგომი პროგრესირება ერთადერთი მიზნისკენ».

«და რას ნიშნავს ეს?»

«როცა საიდუმლო გაგეხსნება, შენ ამოიცნობ მას. უახლოეს დროშ შენი სწავლების აქცენტი სხვა სფეროში გადავა».

ცვლილება! პროგრესის ნიშანი. აღელვებული ვიყავი. როგორც იქნება განვაგრძობთ რაღაც ახლისკენ სვლას, ვფიქრობდი მე. «სოკრატე», – ვკითხე მე, – «რა არიოს ეს ახალი სფერო, რომელიც ახსენე?»

«ერთი შემიძლია ზუსტად გითხრა - მე აღარ ვაპირებ ავტომოპასუხე მოწყობილობის როლში ყოფნას. მოგიწევს თავად იპოვო პასუხები საკუთარ თავში».

«და ყველაფერი ახლა იწყება. გადი გარეთ. სადგურს შემოუარე. სანაგვე ყუთთან, ყველაზე შორეულ კუთხეში დიდ ბრტყელ ქვას იპოვნი. იჯექი ამ ქვაზე მანამ, სანამ თავშ რეიმე ღირებული არ მოგივა, რისი თქმაც შეგიძია ჩემთვის».

მე ველოდი. «სულ ესაა?»

«ზუსტად. დაჯექი და გაუხსენი შენი ჭკუა შინაგან სიბრძნეს».

ქუჩაში გავედი, ქვა ვიპოვნე და სიბნელეში ჩამოვჯექი. თავიდან ჩემს თავშ შემთხვევითი აზრები მოძრაობდნენ. შემდეგ გავიფიქრე ყველა მნიშვნელოვან ცნებაზე, რომელთა შესახებაც სკოლასა და უნივერსიტეტში მთელი სწავლების განმავლობაში გამიგია. გაიარა საათმა, შემდეგ ორმა, შემდეგ სამმა. რამდენიმე საათში მზე უნდა ამოსულიყო. მციოდა. სუნთქვა შევანელე და ცოცხლად წარმოვიდგინე, რომ ჩემი მუცელი თბებოდა. მალე კვლავ კომფორტულად ვიგრძენი თავი.

გათენდა. ერთადერთი, რის შესახებაც მინდოდა მეთქვა მისთვის, ეს იყო გამობრწყინება, რომელიც ფსიქოლოგიის ლექციაზე მეწვია. წამოვდექი ჩემს დაბუჟებულ და დაღლილ ფეხებზე და ოფისისკენ გავემართე. სოკრატემ დამინახა და წამოიძახა: «ო, ასე მალე? აბა რა გინდა რომ მითხრა?»

მე თითქმის მრცხვენოდა ლაპარაკის, მაგრამ იმედი მქონდა, რომ კმაყოფილი დარჩებოდა. «კარგი, სოკ. ჩვენი ხილული განსხვავებულობის მიღმა, ჩვენ ყველას ერთი და იგივე ადამიანურ მოთხოვნილებებს და შიშები გაგვაჩნია; ჩვენ ყველანი ერთ გზაზე ვიმყოფებით, და ამ გზისკენ ერთმანეთს ვუთითებთ. და ამის გაგებას შეუძლია თანაგრძნობა მოგვცეს».

«ცუდი არაა. დაბრუნდი ქვასთან»

«კი მაგრამ, უკვე თენდება. შენ მალე მიდიხარ».

«არაა პრობლემა», – ფართოდ გაიღიმა მან, – «დარწმუნებული ვარ, რომ საღამომდე რამეს მოიფიქრებ».

«საღამოს, მე…». მან კარებზე მიმითითა.

ქვაზე ვიჯექი, სახსრებს ვეღარ ვგრძნობდი და ფიქრებით ბავშვობაში ვიყავი დაბრუნებული. გამობრწყინების მოლოდინში წარსულზე ვფიქრობდი. ვცდილობდი სოკრატესთან მიღებული მთელი გამოცდილება ერთ გონებამახვილურ აფორიზმად შემეკუმშა.

გაცდენილ მეცადინეობებზე და ვარჯიშზეც გავიფიქრე. შესაძლოა მოვუყვე მწვრთნელს, რა საპატიო მიზეზი მქონდა და როგორ ვიჯექი სადგურის უკან ქვაზე. ეს ისტორია საკმაოდ სულელურია, რომ გააცინოს იგი.

მზე ნელა მოძრაობდა ცის კაბადონზე, თითქოს ნელ აგონიაში, მე კი დაღამებამდე ვიჯექი - მშიერი, გაბრაზებული და სასოწარკვეთილი. არაფერი მქონდა სათქმელი სოკრატესთვის. შემდეგ, ზუსტად იმის წინ, ვიდრე ცვლაში გამოვიდოდა, ჩემამდე დავიდა. მას უნდოდა გაეგო რაიმე ღრმა, უფრო კოსმიური! ახალი ძალით მოვახდინე კონცენტრაცია. დავინახე როგორ შემოვია სადგურზე და ხელი დამიქნია. ძალისხმევა გავაორმაგე, და დაახლოებით შაღამისას გამომივიდა. ხოხვაც კი არ შემეძლო, ამიტომ რამდენიმე წუთი გავარჯიშება მომიწია, რომ ოფისამდე მიმეღწია.

«ადამიანების სოციალურ ნიღბებს მიღმა მათი საერთო შიშები და აწრიალებული ჭკუები დავინახე, და ამან ცინიკოსი გამხადა, რადგანაც მზად არ ვიყავი უფრო ღრმად შემეღწია, რომ სინათლე დამენახა მათში». ვფიქრობდი, ეს ნამდვილი გამოცხადება იყო.

«შესანიშნავია», – განაცხადა სოკმა. მაგრამ როგორც კი შვებით ამოვისუნთქე, დაამატა, – «მაგრამ მთლად ის არაა, რაც მჭირდება. შეგიძლია მითხრა რაღაც მართლა ამაღელვებელი და ცოცხალი?». არავისადმი მიმართული რისხვით დავიღმუვლე და ჩემს ფილოსოფიურ ქვას დავუბრუნდი.

«რაღაც ამაღელვებელი და ცოცხალი», – ამბობდა ის. იქნებ ეს მინიშნება იყო? თავისთავად მოხდა ისე, რომ სპორტულ დარბაზში ჩემს ვარჯიშებზე დავიწყე ფიქრი. ჩემი თანაგუნდელები დედებივით ზრუნავდნენ ჩემზე. ცოტა ხნის წინ წრიულ მოძრაობას ვაკეთებდი ძელზე. ხელების შეცვლის დროს ხელი ამისხლტა და პირუეტის უმაღლესი წერტილიდან მომიწია გადმოხტომა. ვიცოდი, რომ ამის გამო ფეხებზე უხეშად დახტომა მომიწევდა, მაგრამ სიდმა და ჰერბმა ჰაერში დამიჭირეს და რბილად დამიშვეს ძირს. «ფრთხილად, დენ», – მითხრა სიდმა, – «გინდა მანამდე დაიზიანო ფეხი, სანამ შეხორცდება?»

ცნობიერებას მოდუნების საშუალება მივეცი და იმედი მქონდა, როპმ შესაძოა გრძნობები დამეხმარონ. სხეული გახევდა და ამტკივდა, და მეტად აღარ შემეძლო კონცენტრაცია. გავიფიქრე, რომ ცუდი არაფერი იქნებოდა იმაში, თუ ქვიდან წამოვდგებოდი და ტაი-ჩის ნელ მოძრაობებს გავაკეთებდი. ჩინურ გიმნასტიკას, რომელიც სოკმა მასწავლა.

მუხლები მოვხარე და ხელებით გრაციოზული მოძრაობების კეთება დავიწყე, ნელა ვირწეოდი წინ და უკან, საკუთარი ღერძის გარშემო ვტრიალებდი და სუნთქვას საშუალებას ვაძლევდი, რომ სიმძიმის ცენტრის გადატანა ეკონტროლებინა. ჩემი ჭკუა დაცარიელდა, შემდეგ კი შემდეგი სცენით შეივსო:

რამდენიმე დღის წინ აუჩქარებელი და ფრთხილი გარბენა გავაკეთე პარკში. იმისთვის, რომ უკეთ მოვდუნებულიყავი, ტაი-ჩის მოძრაობები გავაკეთე. სირბილეზე და მოძრაობის წონასწორობაზე გავაკეთე კონცენტრაცია და თავს წყალმცენარესავით ვგრძნობდი ოკეანეში.

რამდენიმე უფროსკლასელი, ბიჭი და გოგო, შეჩერდა, რომ თვალყური ედევნებინა ჩემთვის, მაგრამ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი მათ და საშუალებას ვაძლევდი ჩემს ყურადღებას, რომ მოძრაობებთან ერთად ედინა. დავამთავრე და სპორტული შარვლის ჩაცმა დავიწყე სარბენ შორტებზე, და ამ დროს ჩემმა ყოველდღიურმა ცნობიერებამ გამოავლინა თავი: «საინტერესოა, კარგად გამოვიყურებოდი?» ჩემი ყურადღება ორმა სიმპათიურმა თინეიჯერმა გოგონამ მიიპყრო, რომლებიც თვალს მადევნებდნენ და ხითხითებდნენ. «ალბათ დანახულის შთაბეჭდილების ქვეშ არიან», – ვფიქრობდი მე, ამ დროს კი ორივე ფეხს შარვლის ერთ ტოტში ვყოფდი, ბუნებრივია წონასწორობა დავკარგე და საჯდომით დავეცი.

გოგონებსაც და ყველა გარშემომყოფს ხმამაღლა გაეცინათ. ერთი წამით შევცბი, შემდეგ კი ზურგზე გადავწექი და მათთან ერთად გულიანად ვიცინე.

ქვაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რით იყო ეს ეპიზოდი მნიშვნელოვანი. და ამ დროს გამოანათა; მინდა სოკრატეს რაღაც ნამდვილი ვუთხრა.

«ოთახში შევედი, სოკის საწერი მაგიდის წინ გავჩერდი და ვთქვი: „არ არსებობს ჩვეულებრივი წამები!“

მას გაეღიმა. «კეთილი იყოს შენი მობრძანება!» არაქათგამოცლილი დივანზე დავეგდე, მან კი ჩაის მოდუღება დაიწყო.

Posted by: Atm@n Jul 18 2013, 08:44 AM

ამის შემდეგ ყოველ მომენტს სპორტულ დარბაზში - იატაკზეც და ჰაერშც - ვეპყრობოდი როგორც განსაკუთრებულს, ჩემისრული ყურადღების ღირსს. შემდგომი მეცადინეობები, როგორც არაერთხელ ამიხსნა სოკმა, დამჭირდებოდა იმისთვის, რომ გამეფართოებინა ეს სამართებელივით ბასრი სამყაროს აღქმა ყოველდღიური ცხოვრების ყოველ გაელვებაში. და ეს რა თქმა უნდა გაცილებით მეტ პრაქტიკას მოითხოვდა.

მომდევნო დღის პირველ ნახევარში, ვარჯიშის წინ, თბიული და მზიანი დღე გამოვიყენე იმისთვის, რომ წითელი ხეების ხეივანში დავმჯდარიყავი მედიტაციისთვის. ათი წუთიც არ იყო გასული, როდესაც უკნიდან ვირაცამ მტაცა ხელი და აქეთ-იქეთ დამიწყო ქანაობა. გვარდზე გადავბრუნდი და ოთხზე დავდექი. და დავინახე ვინც ყოფილა.

«სოკრატე, ხანდახან საერთოდ არ გყოფნის კარგი მანერები».
«ძილისგუდა!» – თქვა მან, – «გეყოფა ძილი, წინ სამუშაო გელის».
«ახლა არაა ჩემი სმენა, – გავაჯავრე მას, – „სადილის შესვენებაა, სხვა კლერკს მიმართეთ“.
«დროა უკანალი გაანძრიო, ქვის უკანალიანო შერიფო. წადი და ბოტასები ჩაიცვი, ათ წუთში აქ შევხვდებით».

სახლში დავბრუნდი, ჩემი ძველი ადიდასები ჩავიცვი და წითელი ხეების ხეივანისკენ გავიქეცი. სოკრატე იქ არ აღმოჩნდა. და ამ დროს ის დავინახე.

«ჯოი!» მას ცისფერი სარბენი შორტები და ტაიგერის ყვითელი ბოტასები ეცვა. მივირბინე და გადავეხვიე. ვიცინოდი და ვცდილობდი, რომ ბალახზე წამექცია და მეჭიდავა, მაგრამ იგი მყარად იდგა ფეხებზე. მინდოდა დამელაპარაკა, გრძნობები გამომეხატა, ჩემი გეგმების შესახებ მომეყოლა, მაგრამ ხელიგული პირზე მომადო და თქვა: «დენი, დღეს საღამოს გვექნება საუბრის დრო. ახლა კი ჩემთან ერთად გაიმეორე».

მან მაჩვენა ვარჯიში, რომელიც ტაი-ჩის მოძრაობებისგან, ვიზუალიზაციებისგან, რიტმული გიმნასტიკისგან და კოორდინირებაზე მიმართული მოძრაობებისგან შედგებოდა. მისი თქმით ეს შედგებოდა «ახურებდა ჭკუას და სხეულს». რამდენიმე წუთში მსუბუქი და თავისუფალი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი.

მოულოდნელად ჯოის სიტყვები გავიგე: «მოვემზადოთ, სტარტი! ყურადღება, მარში!» მან კამპუსის გავლით მარწყვის კანიონების ბორცვებისკენ გაირბინა. მე ორთქმავალივით ვქშინავდი და უკან მივდევდი, და უფრო და უფრო მეტად უკან ჩამოვრჩი, რადგანაც შორს ვიყავი სირბილისთვის საჭირო ფორმისგან. გაბრაზებუილი მთელი ძალით ვცდილობდი დავწეოდი, ჩემი ფილტვები გაცხელდა. წინ და შორს, ჯოის შემაღლებულზე გაჩერდა და დამელოდა. თითქმის ვეღარ ვსუნთქავდი, როცა მასთან მივირბინე.

«რატომ ამდენ ხანს, ძვირფასო?» – თქვა მან, ხელებით თეძოებზე დაყრდნობილმა. და შემდეგ კვლავ გაფრთხიალდა, მთის ბილიკის დასაწყისისკენ. მე შეუპოვრად მივყვებოდი და ვიტანდი ტკივილს, სავსე გადაწყვეტილებით, რომ არ დავნებდებოდი.

როცა ბილიკს მივუახლოვდით, მან სირბილის ტემპი ადამიანურამდე შეამცირა. და როდესაც ბილიკის დასაწყისს მიაღწია, ჩემდა სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკან მობრუნებულიყო, უფრო შორეული ბორცვებისკენ გაიქცა.

მე მადლიერების უხმო ლოცვა აღვავლინე, როცა ბილიკის ბოლოს შემობრუნდა და აღარ წამიყვანა ოთხი მილის სიგრძის სასიკვდილოდ ციცაბო აღმართისკენ, რომელიც ქვედა და ზედა ბილიკებს აერთიანმებდა. როცა მსუბუქი ტემპით ქვემოთ მოვრბოდით, ჯოიმ დაილაპარაკა: «დენი, სოკრატემ მთხოვა მომზადების ახალ საფეხურზე გადავსულიყავი შენთან. მედიტაცია - ძალიან სასარგებლო ვარჯიშია. მაგრამ დრო მოვიდა თვალები გაახილო და გაიხედ-გამოიხედო. ცხოვრება ბრძოლაა», – აგრძელებდა იგი, – «ეს უბრალოდ მჯდომარე პრაქტიკა არაა. ეს ამაღელვებელი, მოძრაობით სავსე გამოცდილებაა! როგორც სოკრატემ უკვე გითხრა», – ამბობდა იგი, როცა უფრო ციცაბო დაღმართზე მოვრბოდით, – «ეს გზა – მოქმედებების გზაა, მოქმედებებს კი საკმარისად მიიღებ

ამასობაში ჩაფიქრებული და თავდახრილი ვუსმენდი: «დიახ, მე მესმის შენი, ჯოი. აი რატომ ვვარჯიშობ სპორტულ დარბაზში...». როცა თავი ავწიე, მისი პატარა ფიგურა თითქმის ქრებოდა ჰორიზონტიდან.

დღის ვარჯიშისთვის ბოლომდე ძალგამოცლილი ვიყავი. მატრასზე დავწექი და გაჭიმვებს ვაკეთებდი მანამ, სანამ მწვრთნელი არ მოვიდა და არ მომმართა: «შენ მთელი დღე აქ იწვები, თუ მოსინჯავ ერთ შესანიშნავ ვარჯიშს, რომელიც მოგიმზადეთ?»

«ო’ქეი, ჰოლ», – გავუღიმე მე. შემდეგ ფრთხილად მოვსინჯე რამდენიმე აკრობატული სავარჯიიშ და ამით ფეხი შევამოწმე. სირბილი სირბილად, მაგრამ აკრობატიკა - აკრობატიკაა. რთული აკლრობატული პირუეტების დროს ფეხებზე დატვირთვამ შესაძლოა ერთნახევარ ტონაზე მეტს მიაღწიოს. პირველად ტრავმის შემდეგ, ბატუტზე ვარჯიში მოვსინჯე, რიტმულად დავხტოდი და სალტოებს ვაკეთებდი.

პეტი და დენისი ახლოს იდგნენ და ერთხმად დაიყვირეს: «მილმენ! ფრთხილად! ხომ იცი რომ შენი ფეხი ბოლომდე არ შეხორცებულა!» გავიფიქრე, რას იტყოდნენ რომ ცოდნოდათ, რომ დღეს რამდენიმე მილი ვირბინე გორებზე.

იმ დღეს ისე დავიღალე, რომ ძლივს მივლასლასდი სადგურამდე, ჩაის და რაიმე მშვიდი საუბრის იმედად. ადრე მაინც მცოდნოდა.

«აქ დადექი. ჩემსკენ სახით, აი ასეთ პოზაში», – სოკრატემ მაჩვენა: მუხლები მოხრილი, ბარძაყები წინ, ზურგი სწორი და მხრები გამართული. ხელები წინ გაშვერილი, თითქოს უჩინარი ბურთი გიჭირავს. «შეინარჩუნე ეს პოზა და არ გაინძრე, და ნელა ისუნთქე, მანამდე კი რაღაცეებს აგისხნი».

ის თავის საწერ მაგიდასთან დაჯდა და მაკვირდებოდა. თითქმის მაშინვე მუხლებმა კანკალი დამიწყო და ამტკივდა. «რამდენ ხანს უნდა ვიდგე ასე?» – დავიკვნესე მე.
მან ჩემს კითხვას იგნორირება გაუკეთა და თქვა: «საშალო ადამიანთან შედარებით, შენ კარგად მოძრაობ, დენ, მაგრამ შენს სხეულში მაინც საკმაოდაა კვანძები. შენს კუნთებში ბევრი დაძაბულობა დაგროვდა, დაძაბული კონთების მოძრაობისთვის კი მეტი ენერგიაა საჭირო. ამგვარად პირველ რიგში უნდა ისწავლო დაგროვილი დაძაბულობისგან განთავისუფლება».

ფეხები ძალიან მიკანკალებდა და მტკიოდა. მათზე კონტროლს ვკარგავდი. «მტკივა!»

«გტკივა მხოლოდ იმიტომ, რომ კუნთები ქვასავით გაქვს».

«ძალიან კარგი. შენ თვალები ამიხილე!»

სოკრატემ მხოლოდ გაიღიმა და მოულოდნელად ოთახიდან გავიდა, მე კი ნახევრადმოხრილი მუხლებით დამტოვა, აკანკალებული და გაოფლილი. შემდეგ მოზრდილი რუხი კატით ხელში დაბრუნდა, რომელმაც ჩემი აზრით ბევრ ქუჩის ბრძლაში მიიღო მონაწილეობა.

«შენ ისეთივე კუნთები უნდა განივითარო, როგორც ამ კატას აქვს, რომ ჩვენსავით მოძრაობა შეძლო», – თქვა და კატას ყურთან მოეფერა. კატა განაბული კრუტუნებდა.
შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები მომდიოდა. ტკივილი მხრებში და ფეხებში თითქმის აუტანელი ხდებოდა. ბოლოს და ბოლოს სოკრატემ თქვა: «თავისუფლად». მე დაუყოვნებლივ გავასწორე ფეხები, შუბლი მოვიწმინდე და კუნთები მოვადუნე. «მოდი, გაგაცნობთ ერთმანეთს». კატა ხმამაღლა კრუტუნებდა სიამოვნებისგან, როცა სოკრატე ყურების უკან ეფერებოდა. «ჩვენ ორივენი თვალსაჩინოება ვიქნებით შენთვის, არა ფისუნია?» კატამ ხმამაღლა დაიკნავლა დასტურის ნიშნად.

«ახლა ხელი დააჭირე მისი უკანა თათის კუნთს, სანამ ძვალს არ იგრძნობ».
«ეგრე შემიძლია ტკივილი მივაყენო».
«დააჭირე!»
მე მზარდი ძალისხმევით ვაჭერდი კატას კუნთზე, სანამ ძვალი არ ვიგრძენი. კატა ცნობისმოყვარეობით მიყურებდა და კრუტუნს აგრძელებდა.
«ახლა ჩემი წვივის კუნთს დააჭირე», – თქვა სოკმა.
«არ შემიძლია სოკ. ჩვენ საკმარისად კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს».

«დროზე, ჭკვიანო». მე დავაჭირე და გაკვირვებულმა აღმოვაჩინე, რომ შეგრძნებით, მისი კუნთები ზუსტად კატის კუნთებივით იყო, ძალიან დამყოლი და ელასტიური.

«ახლა ჩემი ჯერია», – თქვა მან, დაიხარა და ჩემი წვივის კუნთს დააჭირა.

«ოი-ოი!», დავიყვირე მე. «ყოველთვის მეგონა, რომ მაგარი კუნთები – ეს ნორმალურია», – ვთქვი და კუნთები დავიზილე.

«ეს ნორმალურია, დენ, მაგრამ შენ ნორნალურობის ზღვარს უნდა გასცდე, ჩვეულებრივის, ორდინალურის და ახსნადის ზღვარს, იმისთვის, რომ მეომრის სამყოფელს მიუახლოვდე. შენ ყოველთვის ცდილობდი საუკეთესო ყოფილიყავი ჩვეულებრივ რეალობაში. ახლა მოგიწევს რიგითი გახდე - მაღალ რეალობაში».

სოკრატე კიდევ ერთხელ მოეფერა კატას და გარეთ გაუშვა. სოკრატემ ფიზიკური მომზადების ნატიფი ელემენტები გამაცნო... «ახლა შენ იცი, როგორი დაჭიმულობა შეუძია ჭკუას, რომ სხეულს მიანიჭოს. შენ აგროვებდი დარდს, დაძაბულობას და სხვა ნაგავს წლების განმავლობაში. ახლა დრო მოვიდა გაგანთავისუფლო ამ ძველი დაჭიმულობისგან, რომელიც შენს კუნთებშია გამჯდარი».

სოკრატემ სარბენი შორტები მომაწოდა და მითხრა, რომ გამომეცვალა. როცა დავბრუნდი ისიც შორტებშ იყო. ხალიჩაზე თეთრი ზეწარი იყო გაშლილი. «კლიენტი რომ მოვიდეს რას იზამ?». მან ლაბადა-პონჩოზე მიმითითა, რომელიც შემოსასვლელთან ახლოს ეკიდა.

«ახლა ზუსტად ჩემსავით გააკეთე». მან სურნელოვანი ზეთის შეზელვა დაიწყო მარცხენა ტერფზე. მე მის ყოველ მოძრაობას ვაკოპირებდი, თუ როგორ აწვებოდა, ზელდა და გულდასმით ამუშავებდა ქუსლს, ყოველ თითს და მთლიანად ტერფს.

«ძვლები დაზილე, არა მხოლოდ კანი და კუნთები – უფრო ღრმად», – თქვა მან. ნახევარ საათში მარცხენა ტერფს მოვრჩით. იგივე პროცესი მარჯვენა ტერფზეც გავიმეორეთ. მთელი პროცესი რამდენიმე საათი გაგრძელდა და სხეულის ყოველ ნაწილს შეეხო. ჩემს კუნთებზე ისეთი რაღაცეები გავიგე, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა. შემეძლო მეგრძნო ადგილი, სადაც მიმაგრებული იყო ყოველი კუნთი; შემეძო მეგრძნო ძვლების ფორმა. გამაოცა იმან, რომ მე, ათლეტმა, არ ვიცნობდი ჩემს საკუთარ სხეულს.

როცა ხუთი საათის შემდეგ კვლავ გადავიცვი ტანსაცმელი, მომეჩვენა, რომ მასთან ერთად ახალი სხეული ჩავიცვი. კლიენტისგან დაბრუნებულმა სოკრატემ თქვა: «შენ ბევრი შიში მოიშორე სხეულიდან. გამოყავი დრო ამ პროცედურისთვის მინიმუმ კვირაში ერთხელ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ფეხებს მიაქციე; ტრავმის ადგილი დღეში ორჯერ დაამუშავე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში».

«უფრო მეტი საშინაო დავალება» – გავიფიქრე მე. ცა რუხი გახდა. დავამთქნარე. სახლშ წასვლის დროა. როცა კარიდან გავდიოდი, სოკრატემ მიბრძანა მთის ბილიკის დასაწყისთან ვყოფილიყავი ზუსტად დღის პირველ საათზე.

Posted by: sentimennte Jul 19 2013, 01:17 AM

Atm@n
wignebs rom damibruneb,gagrzeleba momiyevi kai? smile.gif)

Posted by: Atm@n Jul 19 2013, 08:17 AM

sentimennte

ნო პრობლემ.

Posted by: Atm@n Jul 19 2013, 03:25 PM

ადგილზე ადრე მივედი. ზანტად ვაკეთებდი გაჭიმვებს და ვარჯიშებს; ჩემი სხეული ძალიან დამყოლი და მსუბუქი გახდა «ძვლების მასაჟის“ შემდეგ, თუმცა რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ, ვერ მოვახერხე რიგიანად დასვენება. მსუბუქი წვიმა დაიწყო; რაც არ უნდა ყოფილიყო, არავისთან ერთად სირბილი არ მინდოდა. ამ დროს ბუჩქებში ტოტების მტვრევის ხმა გავიგონე. გავშეშდი მოლოდინით, რომ ბუჩქებიდან ირემი გამოვიდოდა. მაგრამ მის ნაცვლად ჯოი გამოვიდა. ელფების პრინცესას ჰჰგავდა. მუქი მწვანე შორტები ეცვა და ღია მწვანე მაისური წარწერით: «ბედნიერება – სავსე ავზია». ეჭვგარეშეა – სოკის საჩუქარი იყო.

«ჯოი, სანამ სირბილს დავიწყებთ, მოდი დავჯდეთ და დავილაპარაკოთ: იმდენი რამე მაქვს სათქმელი...» მან გამიღიმა და გაიქცა.

ბილიკის განაპირა ნაპირზე მივდევდი და თითქმის მივცურავდი სველ თიხაში. გუშინდელი დატვირთვის შემდეგ ძალიან გადაღლილი მქონდა ფეხები. ცოტა ხნის შემდეგ ვეღარ ვსუნთქავდი. მარჯვენა ფეხი არ მასვენებდა, მაგრამ არ ვწუწუნებდი. მიხაროდა, რომ ჯოის გუშინდელთან შედარებით უფრო მოწყალე ტემპი ეჭირა.

ქვედა ბილიკის ბოლოსთან უხმოდ მივირბინეთ. გაჭირვებით ვსუნთქავდი. ძალა აღარ მრჩებოდა. უკვე უკანმოვბრუნდი, როდესაც მითხრა: «მომყევი, მორბენალო», – და ციცაბოზე დაიწყო ასვლა. «არა!» – დაიყვირა ჩემმა ჭკუამ. «ცალსახად, არა!» – დაუდასტურეს გასავათებულმა კუნთებმა. შემდეგ ზემოთ ავიხედე და დავინახე, თუ რა მსუბუქად უახლოვდებოდა ჯოი ბორცვის მწვერვალს, თითქოს ეს დაბლობი ყოფილიყო.

მხეცური ყვირილი აღმომხდა და მეც ციცაბოს ავუყევი. მთვრალი გორილასავით გამოვიყურებოდი, ორად გაკეცილი, აღრენილი, ბრმად მცოცავი. ორ ნაბიჯს წინ ვდგამდი, ერთი ნაბიჯით უკან ვცოცდებოდი.

ზემოთ ციცაბო უფრო თანაბარი ხდებოდა. ჯოი იდგა და სველი ხავსის არომატს სუნთქავდა. ის ისეთივე მშვოდად და ბედნიერად გამოიყურებოდა, როგორც ბემბი. ჩემი ფილტვები იხვეწებოდნენ ჰაერის დიდ რაოდენობას. «იდეა მაქვს», – ამოვისუნთქე მე. «მოდი დანარჩენი გზა უბრალოდ ვიაროთ... არა, მოდი ვიხოხოთ... ეს მეტ დროს მოგვცემს საუბრისთვის. როგორ მოგწონს ეს წინადადება? თანახმა ხარ?»

«გავიქეცით», – მხიარულად თქვა მან.

ჩემი მწუხარება რისხვად იქცა. დედამიწის კიდემდე ვარბენინებ მას! გუბეში შევტოპე, ფეხი ამისხლტა და პატარა ტოტს რომ არ შევჩეხებოდი ციცაბოზე დავგორდებოდი. ყვირილის ძალაც კი აღარ მქონდა.

მცირე ბორცვს შევერკინე, ჩემი აზრით ეს კოლორადო როკიზი იყო, და ამ დროს დავინახე როგორ თამაშობდა ჯოი და როგორ ეჯიბრებოდა გასწრებაში ორ ველურ კურდღელს. მისკენ გავიქეცი. ჩემი მიახლოებიისთანავე კურდღლები ბუჩქებში შეძვრნენ. ჯოიმ შემომხედა, გაიღიმა და თქვა: «აი, თურმე სად ყოფილხარ!» გმირული ძალისხმევა გავწიე და რამდენიმე ნაბიჯით გადავუსწარი, მაგრამ მან კვლავ მოუმატა ტემპს და სადღაც წინისკენ გაქრა.

ჩვენი აღმასვლა დაახლოებით სამიათას მეტრს შედაგენდა. ზემოდან საუნივერსიტეტო ქალაქს ვხედავდი, სადღაც შორს. მაგრამ იმ დროს უნივერსიტეტისთვის და დედამიწის სილამაზისთვის არ მცხელოდა. ძალიან ახლოს ვიყავი სიკვდილთან. საკუთარი საფლავი მომელანდა ამ მთაზე, ამ სველ მიწაში, წარწერით: «აქ წევს დენი. მარჯვე ბიჭი».

წვიმამ იმატა, და მე მაინც მივრბოდი, თითქოს ტრანსში. ჩემი ბოტასები ტყვიასავით დამძიმდნენ. მალე აღმართის ბოლო მონაკვეთი დავინახე, რომელიც პრაქტიკულად ვერტიკალური იყო. და ჩემმა სხეულმა და ჭკუამ კვლავ უარი მითხრეს დამორჩილებაზე. მაგრამ იქ, ზემოთ, გამომწვევად იდგა ჯოი. არ მახსოვს, როგორ მოვახერხე გზის ადგილიდან დაძვრა. ზემოთ მივიწევდი, უკიდურესად ვიძაბებოდი და ვკვნესოდი, და ამ უსასრულო ნაბიჯებს ვდგამდი მანამ, სანამ პირდაპირ ჯოის არ შევეჩეხე.

«უჰ, რა მაგარი ბიჭი ხარ!», – გაეცინა მას, – «მორჩა. შენ შეძელი».

მასზე ჩაჭიდებულმა, აგონიურ ჩასუნთქვებს შორის ამოვიხრიალე: «კი-დევ, მი-თხა-რი».

უკან აუჩქარებლად მოვდიოდით. საშუალება მქონდა ძალები აღმედგინა და მესაუბრა. «ჯოი, მე ვფიქრობ, რომ ასეთი გრძელი და სწრაფი გარბენები არ მოიტანენ სარგებლობას ჯანმრთელობისთვის. უფრო პირიქით. მე არ მქონდა ამისთვის სათანადოდ მომზადების საშუალება. ასეთი დატვირთვა უბრალოდ არაბუნებრივია სხეულისთვის».

«მართალი ხარ», – თქვა მან, – «ეს შემოწმება იყო არა შენი სხეულისთვის, არამედ სულისთვის. შემოწმება, რომელმაც აჩვენა, რომ შენ არა მხოლოდ მთებზე სირბილი შეგიძია, არამედ სწავლის გაგრძელებაც. შენ რომ გაჩერებულიყავი, სწავლა დამთავრდებოდა. მაგრამ შენ არ დანებდი, დენი, შესანიშნავად გაართვი თავი».

ქარმა დაუბერა და წვიმა თქეშად იქცა. ჯოი გაჩერდა და ჩემი თავი ორივე ხელით დაიჭირა. წყლის ნიაღვარი ჩვენს ლოყებზე მოედინებოდა. თეძოებზე მოვხვიე ხელი და მის მბრწყინავ თვალებში ჩავიძირე. ერთმენეთს ვაკოცეთ.
მე ახალმა ენერგიამ აღმავსო. გამეცინა იმის გამო, როგორ დავსველდით. «მოგკლავ სირბილისგან!» - ვთქვი და მაღალი ტემპით გავიქეცი. «რა ჯანდაბაა», – გამიელვა აზრმა, – «შეიძება დავგორდე ამ დაწყევლილ ციცაბოზე». რა თქმა უნდა მან გაიმარჯვა.

ამავე დღის მეორე ნახევარში გამშრალი და გამთბარი ზანტად ვაკეთებდი გაჭიმვებს სპორტ-დარბაზში სიდთან, ჰარისთან, სკოტთან და ჰერბთან ერთად. დარბაზის სითბო და სიმყუდროვე განსაკუთრებულად ჩანდა გარეთ არსებული თქეშა წვიმის ფონზე.

მიუხედავად გამომფიტველი სირბილისა, ძალების რეზერვი დამრჩენოდა. თუმცა იმ დროისთვის, როცა საღამოს სადგურზე მივედი, ეს რეზერვი საბოლოოდ ამოიწურა. მინდოდა სავარძელში დავგდებულიყავი და ათი-თორმეტი საათი მეძნა. ამ სურვილს შევეწინააღმდეგე და რაც შეიძება გრაციოზულად მოვეწყვე, სახით სოკრატესკენ.

გაკვირვებულმა აღმოვაჩინე, რომ დეკირაცია შეცვლილიყო. კედლებს გოლფის და ჩოგბურთის მოთამაშეთა და გიმნასტთა ფოტოები ამშვენებდა; მის მაგიდაზე ბეიზბოლის და ფეხბურთის ხელთათმანები იდო. სოკრატემ ჩაიცვა კიდეც მაისური წარწერით: «ოჰაიოს შტატის გუნდის მწვრთნელი». როგორც ჩანდა ჩემი მომზადების სპორტულ ფაზაში შევდიოდით.

სანამ სოკი თავის განსაკუთრებულ მატონიზირებელ ჩაის ამზადებდა, რომელსაც «მეხის დარტყმას» ეძახდა, მე ვუყვებოდი ჩემს ახალ წარმატებებზე სპორტულ დარბაზში. ის კმაყოფილებით მისმენდა, მისმა ნათქვამმა სიტყვებმა კი საერთოდ დამაინტრიგეს:

«გიმნასტიკა შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი გახდეს შენთის, ვიდრე ახლა აცნობიერებ. იმისთვის, რომ უფრო ადვილად გაიგო, უნდა განსაზღვრო, რა გიზიდავს აკრობატულ ხელოვნებაში».

«გარკვევით ამიხსენი».

მან მაგიდის უჯრიდან სამი სასიკვდილო ლითონის დანა ამოიღო. «კარგი რა, სოკ», – ვთქვი მე, – «თავიდანვე ყველაფერს მშვენივრად მივხვდი».

«ადექი», – მიბრძანა მან. როცა ავდექი, მან დაუმიზნებლად, ხელის ქვეშიდან მესროლა დანა პირდაპირ გულმკერდში. მე უკან გადავხტი და სავარძელზე დავეგდე, დანა კი უხმოდ დაეცა ხალიჩაზე. შოკირებული ვიყავი და გული სწრაფად მიცემდა.

«კარგი», – თქვა მან. «ცოტა ზედმეტი რეაქციაა, მაგრამ მარგია. ახლა ადექი და შემდეგი დანა დაიჭირე».

სწორედ ამ მომენტში ჩაიდანმა დაიწყო სტვენა. «ასე», – ვთქვი მე და გაოფლილი ხელისგულები გავიმშრალე, – «შესვენება ჩაიზე».

«ჩაი არ გაცივდება», – თქვა მან. «ყურადღებით დამაკვირდი». სოკმა მბრწყინავი დანა ჰაერში ააგდო. ვუყურებდი, როგორ ტრიალებდა და დაბლა ეშვებოდა. სოკმა გამოთვალა მოძრაობის სიჩქარე და ტრაექტორია, და ხელის ქვემოთკენ მოძრაობით მაგრად დაიჭირა ტარი ცერა და საჩვენებელი თითებით, როგორც პინცეტით.

«ახლა შენი ჯერია. ყურადღება მიაქციე, როგორ დავიჭირე დანა. ის ვერ გამჭრიდა, დანის პირითაც რომ დამეჭირა. შემდეგი დანა ჩემსკენ ისროლა. ცოტათი მოდუნებული გვერდზე გავიწიე და მცირე ძალისხმევა გავწიე დანის დასაჭერად.
«თუ შემდეგი დანაც დაგივარდება, მკლავის უკნიდან გესვრი», – შემპირდა იგი.

ამჯერად ჩემი თვალები ტარს მიეწეპნენ; იგი მომიახლოვდა და ხელი გავწიე. «დავიჭირე!»

«ნუთუ სპორტი შესანიშნავი არაა?» – თქვა მან. რაღაც პერიოდი მხოლოდ დანის სროლით და დაჭერით ვიყავით დაკავებული. შემდეგ მან პაუზა გააკეთა.

«ახლა კი მოგიყვები ისტორიას, რომელიც ძენის ერთ-ერთ კონცეფციას ეხება. სატორი – ეს მეომრის არსებობის მდგომარეობაა; იგი დგება იმ მომენტში, როცა ჭკუა ფიქრებისგან თავისუფლდება და სუფთა გაცნობიერებულობად ტრანსფორმირდება; სხეული - აქტიურია, მგრძნობიარეა და მოდუნებულია; ემოციები ღია და თავისუფალია; სატორი - ეს ისაა, რასაც განიცდიდი, როცა დანა შენსკენ მოდიოდა».

«იცი, სოკ, ეს შეგრძნება ხშირად მქონია, განსაკუთრებით შეჯიბრებების დროს. ხშირად ისეთ კონცენტრაციას ვაკეთებ, რომ აპლოდისმენტების ხმაც კი არ მესმის».

«დიახ, სწორედ ესაა სატორის განცდა. ახლა კი, თუ შემდეგი სიტყვების არსს დაიჭერ, მაშნ გაიგებ სპორტის სწორად გამოყენების აზრს... ან ხატვის, ან მუსიკის, ან სატორიმდე მისვლის ნებისმიერ სხვა აქტიურ და შემოქმედებითი სვლის გზას. შენ გგონია, რომ გიმნასტიკაზე ხარ შეყვარებული, მაგრამ ეს მხოლოდ საშუალებაა იმ ნიჭის გამოვლინებისა, რომელიც შიგნით გაქვს - სატორი. გიმნასტიკის სწორად გამოყენების საიდუმლო მდგომარეობს ყურადღების და შეგრძნებების სრულ ფოკუსირებაში საკუთარ მოძრაობებზე; მაშინ შეძლებ სატორის მიღწევას. გიმნასტიკას ჭეშმარიტების მომენტამდე მიჰყავხარ, როცა სასწორზე შენი სიცოცხლე დევს, როგორც მებრძოლი სამურაის შემთხვევაში. და ეს სრულ ყურადღებას მოითხოვს: სატორი ან მოკვდი!»

«ისე როგორც ორმაგი სალტოს შესრულების დროს».

«აი, რატომაა გიმნასტიკა მეომრის ხელოვნება, ჭკუის, ემოციების და სხეულის ვარჯიშს გზა; კარი სატორისკენ. უკანასკნელ ნაბიჯს მეომრისთვის წარმოადგენს წმინდა გაცნობიერებულობის გაფართოება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაშინ სატორი შენი რეალობა გახდება, შენი გასაღები ჭიშკრისკენ; მხოლოდ მაშნ გავხდებით თანაბარნი».

მე ჩავისუნთქე. «როგორც ჩანს, ეს მალე არ მოხდება სოკრატე».

«როცა ჯოის მისდევდი მთაზე», – ფართოდ გაეღიმა მას, – «შენ არ უყურებდი სევდიანად მწვერვალს, თვალწინ იყურებოდი და ნაბიჯს ნაბიჯზე დგამდი. სწორედ ასე ხდება ეს».
«საშინაო დავალებები, მართალია?» საპასუხოდ გამიღიმა.

მე დავამთქნარე და გავიზმორე. სოკრატემ მირჩია: «ჯობია გამოიძინო. ხვალ დილის შვიდი საათიდან სწავლების განსაკუთრებულ პროგრამას ვიწყებთ. ჰაი სკულთან შევხვდებით».

Posted by: Atm@n Jul 20 2013, 10:27 AM

როცა ჩემმა მაღვიძარამ 6:15-ზე დარეკა, მომიწია, რომ მომეწყვიტა ჩემი თავი საწოლისთვის, თავი ცივი წყლის ნაკადის ქვეშ შემეყო, გამეკეთებინა რამდენიმე სუნთქვითი ვარჯიში ღია ფანჯარასთან და ბალიშზე დამეყვირა, რომ გამღვიძებოდა.

ქუჩაში გასვლის შემდეგ გონს მოვედი. იმ ადგილისკენ გავემართე, სადაც სოკრატე მელოდებოდა.

მალე აღმოვაჩინე, რომ მან ჩემთვის ვარჯიშების მთელი კომპლექსი დაგეგმა. ყველაფერი დაიწყო ნახევარსაათიანი დგომით ამ აუტანელ პოზაში მოხრილი მუხლებით, რომელიც მაშინ, სადგურზე მიჩვენა. შემდეგ ორთაბრძოლის ზოგიერთი პრინციპი დავამუშავეთ. «საბრძოლო ხელოვნების ჭეშმარიტი სკოლები ასწავლიან ჰარმონიას, ანუ არაწინააღმდეგობას – მაგალითად, ხის ტოტები სწორედ ასე იღუნებიან ქარის ზეწოლის დროს. ასეთი დამოკიდებულება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ტექნიკა».

აიკიდოს პრინციპების გამოყენებით, სოკრატეს შეეძლო აქეთ-იქეთ მოვესროლე რაიმე ხილული ძალისხმევის გარეშე, მიუხედავად ჩემი მცდელობისა ხელი მეკრა, დამეჭირა, დამერტყა ან წამექცია. «არასოდეს არაა საჭირო შეეწინააღმდეგო ვინმეს ან რამეს. როცა ხელს გკრავენ, მოზიდე; როცა თავისკენ გწევენ, ხელი ჰკარი. იპოვე მოძრაობის ბუნებრივი მიმართულება და მიჰყევი მას; მაშინ შენ შეუერთდები ბუნებრივ ძალას». მისი მოქმედებები მისივე სიტყვების დადასტურება იყო.

მალე დაბრუნების დრო მოვიდა. «ხვალ შევხვდებით, იგივე დროს, იგივე ადგილას. დღეს საღამოს სახლშ დარჩი და ვარჯიშები გააკეთე. გახსოვდეს, შენი სუნთქვა ისეთი აუჩქარებელი უნდა იყოს, რომ ბუმბული შენს ცხვირთან არ უნდა შეირხეს». ის წავიდა, მე კი სახლისკენ გავეშურე, უჩვეულოდ მოდუნებული: ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქარიუკნიდან მიბიძგებდა და მოძრაობაში მეხმარებოდა.

იმ დღეს, ვარჯიშზე, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი გამომეყენებინა ის, რაც გავიგე. «საშუალება მიმეცა მოძრაობებისთვის მომხდარიყვნენ» ნაცვლად იმისა, რომ მათი შესრულება მეცადა. ჩემი მოძრაობები ძელზე, თითქოს თავისთავად ხდებოდა; მე ვტრიალებდი, დავხტოდი და სალტოებს ვაკეთებდი; ჩემი მოძრაობები გიმნასტიკურ ცხენზე ისე მიმდინარეობდა, თითქოს ნაკადზე უხილავი ძაფებით ვიყავი მიერთებული და ისინი უწონადს მხდიდნენ. როგორც იქნა დამიბრუნდა ჩემი ფეხები. გიმნასტის ფეხები!

მე და სოკი ყოველ დილით გამთენიისას ვხვდებოდით. მე დავრბოდი, სოკრატე კი გაზელივით ჩემს გარშემო დარბოდა და დახტოდა. დღითიდღე უფრო და უფრო მოდუნებული ვხდებოდი, ჩემი რეფლექსები კი ელვისებური ხდებოდა.
ერთხელ, ჩვენი გასახურებელი სირბილის დროს, იგი უეცრად გაჩერდა და ძალიან გაფითრდა.

«ჯობია ჩამოვჯდე…», – თქვა მან.
«სოკრატე…, შემიძლია რამით დაგეხმარო?»
«დიახ», – მეჩვენებოდა, რომ ლაპარაკი უჭირდა, – «სირბილი განაგრძე, დენ. მე აქ ვიჯდები». ისე გავაკეთე, როგორც მითხრა, მაგრამ თვალს არ ვწყვეტდი მის უძრავ ფიგურას. თვალდახუჭული იჯდა, სწორად და კეთილშობილურად, თუმცა თითქოს ცოტათი მობერდა.

მისი თხოვნით, იმ საღამოს არ მივედი სადგურზე, მაგრამ დავურეკე ამბის გასაგებად, და შვებით ამოვისუნთქე, როცა მიპასუხა.

«როგორაა საქმე, მწვრთნელო?»
«ყველაფერი რიგზეა», – მიპასუხა მან, – «მაგრამ მომდევნო რამდენიმე კვირით მწვრთნელი- ასისტენტი დავიქირავე».
«კარგი, სოკ. თავს გაუფრთხილდი».

მეორე დღეს ასისტენტ-მქვრთნელს შევხვდი და სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე. ეს თავად ჯოი (სიხარული) იყო. ნაზად გადავეხვიე მას, და ყურში ჩავჩურჩულე; მან თამაშით, მაგრამ ასევე ნაზად ბალახზე მომისროლა. ჩემი შეურაცხყოფები ამით არ დამთავრებულა. ის იგერიებდა ჩემი ბეიზბოლის ჩაწოდებებს ორმოცდაათი იარდიდან ჩემს თავს ზემოთ, ან ისე აწოდებდა, რომ ვერცერთ ჩაწოდებას ვერ ვიგერიებდი. რაც არ უნდა გვეკეთებინა, რა თამაშიც არ უნდა გვეთამაშა, იგი უზადოდ თამაშობდა და მაიძულებდა მე, მსოფლიო ჩემპიონს, რომ სირცხვილისგან... რისხვისგან გავწითლებულიყავი».

მე გავაორმაგე სოკრატეს მიერ ნასწავლები ვარჯიშების რაოდენობა. უკიდურეს კონცენტრირებას ვახდენდი. ყოველდღე დილის 4 საათზე ვიღვიძებდი. განთიადამდე ტაი-ჩის ვვარჯიშობდი და ყოველდღე მთებში დავრბოდი ჯოისთან შეხვედრამდე. და რა თქმა უნდა ხმას არ ვიღებდი ჩემი დამატებითი მომზადების თაობაზე.

უნივერსიტეტში და სპორტულ დარბაზში მეცადინეობებზე ვცდილობდი ჯოის სახე წარმომედგინა.მინდოდა მენახა, ჩავხუტებოდი; მაგრამ ჯერ უნდა დავწეოდი. ამ დროს მხოლოდ იმედი შეიძებოდა მქონოდა, რომ მისივე თამაშებში მოვუგებდი.

რამდენიმე კვირის შემდეგ, მწყობრში დაბრუნებულ სოკრატესთან ერთად დავრბოდი. ჩემი ფეხები საოცრად ძლიერნი და ზამბარისმაგვარნი გახდნენ.

«სოკრატე», – ვთქვი მე, – «ყოველთვის ჩუმად იყავი შენი ყოველდღიური ჩვევების შესახებ. აზრზე არ ვარ, როგორი ხარ მაშინ, როცა ერთად არ ვართ. მეტყვი რამეს?»

მან გამიღიმა, ტემპს აუჩქარა და ათი ფუტით გამასწრო. გამოვეკიდე და როცა საკმარისად ახლოს არ მივუახლოვდი ვკითხე:

«გამცემ პასუხს?»

«არა-ა», – თქვა მან. თემა დაიხურა.

Posted by: Atm@n Jul 20 2013, 06:15 PM

როცა დავასრულეთ გაჭიმვის ვარჯიშები და მედიტაციები, სოკრატე მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: «დენ, შენ კარგი და უნარიანი მოსწავლე აღმოჩნდი. ამ მომენტიდან დამოუკიდებლად შეადგენ სასწავლო განრიგს; აკეთე სავარჯიშოები საჭიროების მიხედვით. ჯილდოდ რაღაც მოგიმზადე. შენი მწვრთნელი გავხდები გიმნასტიკაში».

თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. «შენ უნდა მავარჯიშო გიმნასტიკაში? მგონი ამჯერად ზედმეტს იღებ საკუთარ თავზე, სოკ». ბილიკზე გავიქეცი, წრე გავაკეთე, უკუღმა დგომი ხელებზე და მაღალი სალტო ორმაგი ტრიალით.

სოკრატე მომიახლოვდა და თქვა:
«იცი, მე არ ვიცი ამის კეთება».
«გამოგიჭირე!!», – ვიყვირე მე, – «როგორც იქნა მოიძებნა რაღაც, რასაც მე ვაკეთებ და შენ ვერა».
«თუმცა მე შევამჩნიე», – დაამატა მან, – «რომ უფრო უნდა გამართო ხელები ტრიალის დროს… და კიდევ, შენი თავი ძალიან უკან იყო გადაწეული ახტომის დროს».
«სოკ, შე ბებერო მატყუარა… მართალი ხარ», – ვთქვი მე, და გავაცნობიერე, რომ ჩემი თავი მართლაც ზედმეტად იყო უკან გადაწეული, ხელები კი უკეთ უნდა გამემართა.
«როცა ჩვენ ცოტათი დავხვეწავთ შენს ტექნიკას, შენს დამოკიდებულებაზეც ვისაუბრებთ», – შეაჯამა თავისი სიტყვები, – «დარბაზში შევხვდებით».
«კი მაგრამ, სოკ, მე უკვე მყავს მწვრთნელი – ჰალი, და თან არ ვიცი რა რეაგირებას მოახდენენ შენზე ბიჭები».
«ო, დარწმუნებული ვარ რამეს მოიფიქრებ».
«სხვა რა გზაა», – გავიფიქრე მე.

დილით, ვარჯიშის წინ, გუნდის საერთო შეკრების დროს, მე შევატყობინე მწვრთნელს და ბიჭებს, რომ ჩემთან ჩიკაგოდან ჩემი ექსცენტრიული ბაბუა ჩამოვიდა, რომელიც ადრე ტერნერის გიმნასტიკური კლუბის წევრი იყო, და უნდა ჩემს ვარჯიშებს დაესწროს. «ის – სუპერ ბაბუაა. თუ წინააღმდეგი არავინაა, ვფიქრობ ხელს არ შეგვიშლის ვარჯიშში და კარგადაც გაართობს მსურველებს - ყოველთვის დალაგებული ვერაა, თუ ხვდებით რასაც ვგულისხმობ».

უმეტესობა დადებითად იყო განწყობილი. «ჰო, მართლა, მას უყვარს, როდესაც მერილინს ეძახიან». ძლივს ვინარჩუნებდი სახის სერიოზულ გამომეტყველებას.
«მერილინს?» – გაიმეორა ყველამ ერთხმად.

«ჰო, ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ როცა ნახავთ თვითონ მიხვდებით».

«შესაძლოა „მერილინთან“ პირისპირ შეხვედრა შენს გაგებაში დაგვეხმარება, მილმენ. ამბობენ, რომ ეს მემკვიდრეობით გადაეცემა». გაიცინეს და ვარჯიში დაიწყეს. ამჯერად სოკრატე ჩემს ტერიტორიაზე შემოდიოდა, ამიტომ ვაჩვენებ რა შემიძლია. ნეტავ მოეწონება ახალი მეტსახელი, რომელიც მოვუფიქრე?

დღეს სიურპრიზი გუნდისთვისაც მქონდა. დარბაზში თავის შეკავება მიწევდა და გუნდს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რამდენად გავიუმჯობესე ფორმა. მწვრთნელის კაბინეტში შევედი. ის რაღაც ქაღალდებში იქექებოდა თავის მაგიდაზე.

«ჰალ», – ვთქვი მე, – «მინდა შესარჩევ შეჯიბრებებში მივიღო მონაწილეობა».

ჰალმა სათვალეებს ზემოდან ამომხედა და თანაგრძნობით მითხრა: «ხომ იცი, რომ ჯერ საკმარისად არ გამოჯანმრთელებულხარ. ჩვენს ექიმს ველაპარაკე და მითხრა, რომ მინიმუმ სამი თვე დაგჭირდება».

«ჰალ», – ვუთხარი ხმადაბლა და მკაფიოდ, – «მე დღეს შემიძლია, ახლა! დამატებით ვვარჯიშობდი დარბაზის გარეთ. მომეცი შანსი!»

მწვრთნელი ყოყმანობდა. «ნუ, კარგი. თითო სავარჯიშო თითო ჯერზე. შემდეგ შევხედავთ».

ყველანი ვხურდებოდით, სავარჯიშოდან სავარჯიშომდე, ობიექტიდან ობიექტამდე, მთელს დარბაზში, ვიწელებოდით, ვტრიალებდით, დგომებს ვაკეთებდით. მე იმ მოძრაობების კეთება დავიწყე, რასაც წლის განმავლობაში ვაკეთებდი. ძირითად სიურპრიზს შემდეგისთვის ვინახავდი.

შემდეგ შერჩევის პირველი ეტაპი დაიწყო – თავისუფალი ვარჯიშები ხალიჩაზე. გაშეშებული ყველა მე მიყურებდა, სავარჯიშოსთვის მზადმყოფს, და ფიქრობდნენ, გაუძლებდა თუ არა ჩემი ფეხი ასეთ დატვირთვას.

ყველაფერი კარაქივით წავიდა; ორმაგი უკუღმა ტრიალი, რბილი გადასვლა ხელებით დგომზე, მხატვრული ელემენტების მსუბუქი და მკაფიო ტემპი, რომელიც მე მოვიგონე, და კიდევ ერთი თავბრუდამხვევი საჰაერო ტრიალი. ბოლოს მსუბუქად დავეშვი, აბსოლუტური წონასწორობით. მაშინვე სტვენა და აპლოდისმენტები ატყდა.სიდი და ჯოში შოკირებულნი უყურებდნენ ერთმანეთს. «საიდან მოვიდა ეს ბიჭი?» «ეი, ჩვენ ის გუნდში უნდა ავიყვანოთ».

შემდეგი სავარჯიშო. რგოლებთან პირველი ჯოში მივიდა, შემდეგ სიდი, ჩაკი და ჰარი. როგორც იქნა ჩემი ჯერიც დადგა. რგოლებზე დავეკიდე. კუნთები მიხურდა, მოძრაობის მოლოდინში. ჩავისუნთქე და უკუღმა გავჩერდი, შემდეგ ჯვარედინი ფორმა მივიღე.

მოყრუებული ამოოხვრები და აღფრთოვანების ხმა მესმოდა, როცა ნელა დავეშვი, შემდეგ კი კვლავ ავიწიე. აუჩქარებლად გავაკეთე დგომი გამართულ ხელებზე, გამართული ფეხებით. «ეშმაკმა დამლახვროს», – თქვა ჰალმა, და ეს ყველაზე არანორმატიული ლექსიკა იყო მისი შესრულებით. დგომიდან ადვილად შევასრულე ორი სრული ტრიალი და დაძაბული ტრემორის გარეშე დავაფიქსირე იგი. ორმაგი სალტოს შემდეგ იატაკზე დავეშვი, ისე რომ მხოლოდ პატარა ნაბიჯი გადავდგი გვერდით. ცუდი არაა. და ა.შ.

ბოლო სავარჯიშოს შესრულების შემდეგ კვლავ სტვენით და შეძახილებით შემხვდნენ. ამ დროს სოკრატე შევამჩნიე. ის ჩუმად იჯდა კუთხეში და იღიმებოდა. ალბათ თავიდანვე მიყურებდა. ხელი დავუქნიე და დავუძახე.

«ბიჭებო, მინდა ჩემი ბაბუა გაგაცნოთ», – ვთქვი მე, – «ეს სიდია, ტომი, ჰერბი, ჰარი, ჯოელი, ჯოში. ბიჭებო, ეს...».

«გვიხარია თქვენი გაცნობა, მერილინ», – ერთხმად წამოიძახეს მათ. წამის მეასედით სოკრატე დაიბნა, შემდეგ კი თქვა: «გამარჯობათ, ბიჭებო! მინდოდა გამეგო, როგორ ბიჭებთან ერთად ვარჯიშობს დენი». ყველას გაეღიმა, ალბათ ყველას მოეწონა იგი.

«იმედია უცნაურად არ გეჩვენებათ ჩემი მეტსახელი მერილინი», – სასხვათაშორისოდ თქვა მან, – «ჩემი ნამდვილი სახელი – მერილია, მაგრამ მეტსახელი კარგად მომეწეპა. და დენმა გითხრათ სახლში რას ეძახდნენ?» – ცბიერად გაეღიმა მას.

«არა», – მოუთმენლად თქვეს ბიჭებმა, – «რას?»

«ნუ, მე არც კი ვიცი ღირს თუ არა. არ მინდა შევაცბუნო. ყოველთვის შეუძია თვითონ თქვას, თუ მოუნდება». სოკრატემ, ბებერმა მელამ შემომხედა და თითქმის საზეიმოდ განაცხადა: «ამის არ უნდა გრცხვენოდეს, დენი».

როცა ყველა სათითაოდ მემშვიდებოდა, ასე მომმართავდნენ: «ნახვამდის, სიუზეტ», «ნახვამდის, ჟოზეფინა», «შევხვდებით, ჯერალდინა».

«ჯანდაბა! შეხედე რა გააკეთე, მერილინ!» საშხაპეში შევვარდი.

მთელი დარჩენილი კვირის განმავლობაში სოკრატე თვალყურს მადევნებდა. იშვიათად სხვებსაც აქცევდა ყურადღებას, რომ შეუფასებელი რჩევა მიეცა. და ეს რჩევა ყოველთვის ამართლებდა. განცვიფრებული ვიყავი მისი ცოდნით. უსასრულოდ მომთმენი სხვებისადმი, მე გამოსავალს არ მიტოვებდა. ერთხელ, საოცრად კარგად შევასრულე სავარჯიშო ცხენზე, ბედნიერი წავედი და თან ელასტიურ ბინტს ვიხსნიდი. სოკმა დამიძახა და მითხრა: «რა საოცრად გამოიყურებოდი ცხენზე, მაგრამ რა საზიზღრად იხსნიდი ბინტს. დაიმახსოვრე, ნებისმიერ მომენტში - სატორი».

ძელის შემდეგ მან მითხრა: «დენ, შენ უნდა იმედიტირო საკუთარ მოძრაობებზე».

«რას ნიშნავს „მოძრაობებზე მედიტირება“?»

«მედიტირება მოძრაობაზე – ეს იგივე არაა, რაც მისი შესრულება. მოძრაობისთვის აუცილებელია ის, ვინც მას ასრულებს - თვითშემეცნებადი სუბიექტი. მაგრამ მოძრაობის მედიტაციის დროს შენ უშვებ ყველა აზრს, და „მე“-ზე ფიქრსაც კი. „შენ“ უკვე არ ხარ, არ არის ის, ვისაც ამაზე დაფიქრება შეუძლია. შენი ტავის დავიწყებით ერთი მთლიანობა ხდები იმასთან, რასაც აკეთებ. შენი ქმედება თავისუფალი ხდება, სპონტანური, ამბიციების, დათრგუნვის და შიშის გარეშე».

ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. ის აკვირდებოდა ჩემი სახის ყოველ გამომეტყველებას, ყოველ სიტყვას, რასაც წარმოვთქვამდი. მითითებებს მაძლევდა, რომ გამუდმებით დამეთმო ყურადღება საკუთარი მენტალური და ემოციური ფორმისთვის.

ზოგიერთმა შეიტყო, რომ ძველი ფორმა დავიბრუნე. სიუზიმაც დაიწყო შემოვლა. თან ორი მეგობარი მოიყვანა - მიშელი და ლინდა. ლინდამ მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ეს იყო კარგი აღნაგობის წითურთმიანი ქალი, სასიამოვნო სახით და მოდური სათვალით. ტანზე უბრალო კაბა ეცვა, რომლის მიღმაც შესანიშნავი ფორმების ფიგურა იკვეთებოდა. იმედი მქონდა კიდევ ვნახავდი მას.

მომდევნო დღეს, ძალიან წარუმატებელი ვარჯიშის შემდეგ, როცა მეჩვენებოდა, რომ სათანადოდ არაფერი გამომდიოდა, სოკრატემ გვერდზე გამიხმო სკამზე. «დენ», – თქვა მან, – «შენ ოსტატობის მაღალ დონეს მიაღწიე. შენ – გამოცდილი გიმნასტი ხარ».

«გმადლობ, სოკრატე».

ეს კომპლიმენტი არ იყო». სახით ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: «გამოცდილი გიმნასტი ფიზიკურ სხეულს ავარჯიშებს იმისთვის, რომ შეჯიბრებებზე გაიმარჯვოს. ოდესღაც შენ გახდები გიმნასტიკის ოსტატი. ოსტატი თავის ვარჯიშს ცხოვრებას უთმობს; ამიტომ ის ყოველთვის აკეთებს აქცენტს თავის ჭკუასა და ემოციებზე».

«მესმის სოკ. ათასჯერ გითქვამს…»

«ვიცი, რომ გესმის. ის რაზეც ახლა გელაპარაკები, ჯერ არ გაქვს გაცნობიერებული; შენ არ ცხოვრობ ამით. შენ ამაყოფ რამდენიმე ახალი ფიზ-კულტურის ტრიუკკებით, შემდეგ კი დეპრესიაში ვარდები, როცა ერთ-ერთმა ფიზიკურმა ვარჯიშმა არც ისე კარგად ჩაიარა. მაგრამ საბოლოო გაგებასთან ერთად მოვა სწრაფვა ჭკუისმიერი და ემოციური ფორმისკენ - მეომრის პრაქტიკისკენ, აი მაშინ ფიზიკური აღმასვლები და ვარდნები მნიშვნელობას დაკარგავენ. რა მოხდება, თუ ერთხელ კოჭს იღრძობ?»

«სხვა რამეზე ვიმუშავებ, კუნთების სხვა ჯგუფზე».

«იგივე ეხება შენს სამ ცენტრს. თუ ერთ სფეროში ახლა გიძნელდება, ყოველთვის არის სხვა ცენტრების ვარჯიშის შესაძლებლობა. ზოგიერთ ყველაზე რთულ დღეს, ფიზიკური თვალსაზრისით, შენ შეგიძლია ბევრი გაიგო საკუთარ ჭკუაზე». და დაამატა: «მე მეტჯერ აღარ ვივლი დარბაზში. უკვე საკმარისად გელაპარაკე. მინდა იგრძნო, რომ შენს შიგნით ვიმყოფები, თვალყურს გადევნებ და ვასწორებ ნებისმიერ შეცდომას, წვრილმანსაც კი».

მომდევნო რამდენიმე კვირა ფრიად დაძაბული იყო. დილის ექვსზე ვდგებოდი, ვიწელებოდი, შემდეგ კი ვმედიტირებდი უნივერსიტეტის მეცადინეობებამდე. მეცადინეობების უმეტეს ნაწილს ვესწრებოდი და დავალებებსაც სწრაფად და იოლად ვასრულებდი. ვარჯიშის წინ უბრალოდ ჯდებოდი და ნახევარი საათის განმავლობაში საერთოდ არაფერს ვაკეთებდი.

ამ პერიოდში სიუზის მეგობარ ლინდასთანაც დავიწყე შეხვედრა. ის ძალიან მიზიდავდა, მაგრამ არ მრჩებოდა არც დრო და არც ენერგია მეტისთვის, ვიდრე რამდენიმე წუთიანი საუბრები ვარჯიშამდე ან მის შემდეგ. მეცადინეობებს შორის ბევრს ვფიქრობდი მასზე... და ჯოიზე. შემდეგ კვლავ მასზე.

Posted by: Atm@n Jul 21 2013, 09:55 AM

გუნდის რწმენა ჩემში და ჩემს შესაძლებლობებში ყოველ ახალ გამარჯვებასთან ერთად იზრდებოდა. ახლა ყველასთვის ცხადი იყო, რომ მე უბრალოდ არ აღვიდგინე ჯანმრთელობა. თუმცა გიმნასტიკა არ იყო ჩემი ცხოვრების ცენტრი, ის მაინც მნიშვნელოვან ნაწილად რჩებოდა და ძალისხმევას არ ვიშურებდი მასში სრულყოფისათვის.
მე და ლინდას რამდენიმე პაემანი გვქონდა და ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. ერთხელ, ჩემთან მოვიდა სახლშ პირადი პრობლემის მოსაყოლად და საბოოლოოდ მთელი ღამით დარჩა. ეს იყო სიახლოვის ღამე, მაგრამ ჩემს მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში. ისე სწრაფად ვეჯაჭვებოდი, რომ ეს მაშინებდა. ის არ შედიოდა ჩემს გეგმებში. მიუხედავად ამისა ჩემი მისადმი სიმპათიები იზრდებოდა.

ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჯოის «ვღალატობდი». ამავდროულად წარმოდგენა არ მქონდა, როდის გამოჩნდებოდა ეს იდუმალებით მოცული ქალი ჩემს ცხოვრებაში, თუ საერთოდ გამოჩნდებოდა. ჯოი ჩემი შინაგანი და გარეგნული ცხოვრების იდეალი იყო. ლინდა ნაზი იყო, მოსიყვარულე... და ა.შ.

ჩვენი მწვრთნელი დღითიდღე უფრო ღელავდა, ამიტომ გაღიზიანებული და ნერვიული გახდა. ახლოვდებოდა 1968 წლის ნაციონალური საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ტაკქონში, არიზონას შტატში. თუ ამ ჩემპიონატს მოვიგებდით, ეს პირველი იქნებოდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიაში. ჰალი შეძლებდა თავისი მიზნის მიღწევას ოცწლიანი სამწვრთნელო პრაქტიკის შემდეგ.

საკმაოდ მალე ჩვენ ერთ სპორტულ მოედანზე აღმოვჩნდით სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის გუნდთან ერთად. ორი გასული დღის შედეგების მიხედვით კალიფორნიის და ილინოისის გუნდები ერთმანეთს როგორც იტყვიან ქუსლებზე აბიჯებდნენ ქულებით. ფინალის მიჯნაზე უკანასკნელი სამი სახეობის მიხედვით ილინოისი სამ ქულიან უპირატესობას ფლობდა.

ეს კრიტიკული წერტილი იყო. ჩვენ რომ რეალისტები ვყოფილიყავით, დამშვიდებული გულით დავკმაყოფილდებოდით საპატიო მეორე ადგილს. სხვაგვარად შეუძლებელი უნდა გაგვეკეთებინა.

რაც შემეხება პირადად მე, მზად ვიყავი შეუძლებელისთვის – ამას ითხოვდა ჩემი სული. მწვრთნელს და გუნდის წევრებს მივმართე: «გეუბნებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. ამჯერად ვერაფერი შეგვაჩერებს. მოდი გავაკეთოთ ეს!»

ჩემი სიტყვები ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ის, რასაც განვიცდიდი ამ მომენტში, – რაღაც ელექტრო-ნაკადისმაგვარს – დავარქვათ მას აბსოლუტური ნება, დამეხმარა, რომ მომეხდინა ძალების გენერირება ყოველ სპორტსმენში.

ყოველი გამოსვლის დროს მიზნისკენ მივიწევდით. მაყურებლები, რომლებიც აქამდე ლეთარგიას იყვნენ მიცემულნი, მოწოლილი ვნებათაღელვისგან ნერვიულად აწრიალდნენ თავიანთ სკამებზე. რაღაც უჩვეულო ხდებოდა და ყველა გრძნობდა ამას.

აშკარაა, რომ ილინოისმაც შეიგრძნო ჩვენი ძალა, იმიტომ რომ მათ კანკალი დაიწყეს ხელებით დგომის დროს და წაიბორძიკეს დაშვების დროს. მიუხედავად ამისა ბოლო სახეობის შეჯიბრებისთვის, მათ შეინარჩუნეს სხვაობა მთელი ერთი ქულით, ღერძი კი ყოველთვის ითვლებოდა მათ მთავარ სახეობად.

შედეგად, კალიფორნიას ორი უკანასკნელი გამოსვლა დარჩა - სიდის და ჩემი. მაყურებლები დადუმდნენ. სიდი მივიდა ძელთან, შეხტა და ისე შეასრულა თავისი მოძრაობების სერია, რომ ყველას სუნთქვა შეგვეკრა. მან გამოსვლა ყველაზე მაღალი ახტომით დაასრულა ტრიალთან ერთად, რომელიც აქამდე არავის ენახა ამ დარბაზში. ხალხი ჭკუაზე აღარ იყო. უკანასკნელი გამოსვლა ჩემზე იყო - გადამწყვეტი გამოსვლა. შეჯიბრების წერტილი.

უკანასკნელმა გამომსვლელმა ილინოისის გუნდიდან ყველაფერი შესანიშნავად შეასრულა. ისინი თითქმის მიუღწეველნი იყვნენ ქულებით. მაგრამ ეს „თითქმის“ იყო ყველაფერი, რაც მე მჭირდებოდა. მე მჭირდებოდა 9.8 ქულა იმისთვის, რომ გავთანაბდებოდით მათ, არადა აქამდე ახლოსაც არ ვყოფილვართ ასეთ ქულასთან ღერძზე გასვლისას.

აი ისიც, ჩემი გადამწყვეტი გამოცდა. მოგონებების კასკადი მომაწვა: ტკივილის ის ღამე, როცა ჩემი ფეხი გაგლეჯილი იყო; ჩემი ფიცი, რომ გამოვჯანმრთელდებოდი; ექიმების დაჟინებული რჩევები, რომ დამევიწყებინა გიმნასტიკა; ჩემი და სოკრატეს ხანგრძლივი მომზადება; დაუსრულებელი სირბილი მთაზე ჯოისთან ერთად. და მე ვიგრძენი ძალის მოზღვავება, რისხვის ტალღა ყველას წინააღმდეგ, ვინც მეუბნებოდა, რომ ვეღარასოდეს გამოვიდოდი შეჯიბრებაზე. ჩემი ემოციების აფეთქება ყინულოვან სიმშვიდედ იქცა. მაშინ, იმ მომენტში, მომეჩვენა, რომ ჩემი ბედი და მომავალი წონასწორობაშ მოვიდა. ჭკუა გამინათდა. სხეული ენერგიას ვეღარ იტევდა. გააკეთე ან მოკვდი.

სულის და ნების მთელი ძალა მოვიკრიბე და ძელს მივუახლოვდი. ყველა გაშეშდა. სიჩუმის წამი, ჭეშმარიტების მომენტი.

აუჩქარებლად, ცარცით დავიმუშავე ხელები. ნაბიჯი გადავდგი და ხელი ავწიე მსაჯებთან მისალმების ნიშნად. ჩემს თვალებშ მთავარ მსაჯს შეეძო მხოლოდ ერთი რამ წაეკითხა: «ახლა შენ იხილავ საუკეთესო გამოსვლას ღერძზე მთელი შენი ცხოვრების მანძილზე».

მე ავხტი და ფეხები ავწიე. ხელებზე დგომიდან წრიული მოძრაობები დავიწყე. ჩემი ხელების ხმა, რომლებიც ტრიალისას უშვებდნენ და ისევ ეჭიდებოდნენ ღერძს, და ყველა შესაძო სვლას აკეთებდნენ, ერთადერთი ხმა იყო მთელ დარბაზში.

მხოლოდ მოძრაობები, მეტი არაფერი. არც ოკეანეები, არც სამყაროები, არც ვარსკვლავები. მხოლოდ ღერძი და ერთი «შეშლილი» გიმნასტი...

შევასრულე რა ელემენტი, რომელიც აქამდე არასოდეს გამიკეთებია შეჯიბრებებზე, ვაგრძელებდი მოძრაობას ჩემი შესაძლებლობის ზღვარს მიღმა. ჩემი ტრიალი ჩქარდებოდა და კვანძის გახსნას უახლოვდებოდა - ახტომს ორმაგი პირუეტით.

ვტრიალებდი, ვემზადებოდი, რომ ხელი გამეშვა და გავფრენილიყავი სივრცეში, და მეტრიალა ბედის ხელში, რომელიც თავად ავირჩიე. რამდენიმე სწრაფი მოძრაობა შევასრულე ფეხებით, ერთხელ დავტრიალდი, მეორედ, და ტრიალის დროს მოვწყდი და სხეული გავასწორე დასაშვებად. ჭეშმარიტების მომენტი დადგა.

მე შევასრულე უზადო დაშვება, რომელიც ექოდ გაისმა მთელ არენაზე. სიჩუმე... შემდეგ დაიწყო რაღაც ენითაღუწერელი. შეფასება 9,85 ქულით – ჩვენ ჩემპიონები ვართ!
ჩემი მწვრთნელი არსაიდან მოვარდა, ხელზე ხელი ჩამკიდა და გაცოფებული აჯანჯღარებდა აღტაცებისგან გაგიჟებული. თანაგუნდელები გარს შემომეხვივნენ. ყვიროდნენ, დახტოდნენ და მეხვეოდნენ; ზოგიერთს თვალებზე ცრემლი მოადგა. მოვისმინე აპლოდისმენტების მზარდი ხმა. ძლივს ვახერხებდით სიხარულის შეკავებას დაჯილდოების ცერემონიის პროცესში. გამარჯვებას მთელი ღამე ვზეიმობდით.

შემდეგ ყველაფერი დასრულდა. დიდხანს ნანატრი მიზანი მიღწეული იყო. მხოლოდ მაშნ მივხვდი დანამდვილებით, რომ ჩემი დამოკიდებულება აპლოდისმენტებისადმი, შედეგებისადმი და გამარჯვებებისადმი შეიცვალა. ძირეულად შეიცვალა. გამარჯვებების ძიება როგორც იქნა დასრულდა.

ეს იყო 1968 წლის ადრეულ გაზაფხულზე. ჩემი სწავლება კოლეჯში დასასრულს უახლოვდებოდა, და აზრზე არ ვიყავი რა მელოდა მომავალში.

სიცარიელეს ვგრძნობდი, როცა ჩემს გუნდს ვემშვიდობებოდი არიზონაში და თვითმფრინავში ვჯდებოდაი უკან ბერკლიში, სოკრატესთან... და ლინდასთან. ოცნება წართმეული ღრუბლებს ვუყურებდი. მთელი ეს წლები ვცხოვრობდი ილუზიით - ბედნიერება გამარჯვებით მოიპოვება, ახლა კი ეს ილუზია ფერფლად იქცა. ჩემმა მიღწევებმა ვერ გამხადა უფრო ბედნიერი და უფრო მთლიანი.

როგორც იქნა განთიადი ვიხილე. მივხვდი, რომ არასოდეს მისწავლია ცხოვრებით სიხარული, მხოლოდ მიღწევა. მთელი ცხოვრება ბედნიერების ძებნაში გავატარე, მაგრამ ვერასოდეს ვახერხებდი მის პოვნას და შენარჩუნებას.

თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო. თავი სავარძელის საზურგეს მივადე. თვალებში ცრემლები ჩამიდგა. ჩიხში ვიყავი და არ ვიცოდი საით წავსულიყავი.

Posted by: Atm@n Jul 24 2013, 08:48 AM

6. სიამოვნება ჭკუის საზღვრებს მიღმა

ხელში ჩემოდნით პირდაპირ ლინდას ბინას მივადექი. კოცნებს შორის მოვუყევი ჩემპიონატზე, მაგრამ არაფერი მითქვამს იმ სევდიანი განწყობის და აღმოჩენების შესახებ, რომელიც ბოლოს განვიცადე.

ლინდამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ მამცნო, რითაც დროებით საკუთარ საზრუნავს მომწყვიტა: «დენი, მე სწავლას თავს ვანებებ. ბევრი ვიფიქრე ამაზე. სამუშაოს ვიპოვნი, თუმცა არ მინდა მშობლებთან დაბრუნება. რას იტყვი?»

მაშინვე გამახსენდა ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ძალები აღვიდგინე ავარიის შემდეგ. «ლინდა, მე შემიძლია სანტა-მონიკაში შარლოტას და ლუს დავურეკო. ისინი - ძალიან კარგები არიან, გახსოვს, გიყვებოდი მათზე, და თავს დავდებ, რომ ძალიან დიდი სიხარულით მიგიღებენ».

«აჰ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა! შემიძლია სახლში მივეხმარო მათ, სამუშაოზე მოვეწყო, რომ პროდუქტებითაც დავეხმარო».

ხუთწუთიანი საუბარი ტელეფონზე და ლინდას მომავალი გაუჩნდა. როგორ მინდოდა, რომ ჩემთვისაც ყველაფერი ასე მარტივი ყოფილიყო.
სოკრატე გამახსენდა და ლინდას ვუთხარი, რომ ერთი ვინმე უნდა მენახა.

«ამ შუაღამეს?»
«დიახ. მე... უჩვეულო მეგობრები მყავს, რომლებიც გვიანობამდე არ იძინებენ. მართლა უნდა წავიდე». კიდევ ერთი კოცნა და წავედი.

ისევ ჩემოდნით, ამჯერად სადგურს მივადექი.

«ჩემთან გადმოდიხარ?» – გაიხუმრა სოკმა.
«არ ვიცი, რა გავაკეთო, სოკ?»
«ნუ, ჩემპიონატზე ხომ იცოდი რა უნდა გეკეთებინა. გაზეთში წავიკითხე შენი ამბები. გილოცავ. ალბათ ძალიან ბედნიერი ხარ».
«შენ ძალიან კარგად იცი, რასაც ვგრძნობ, სოკ»
«რა თქმა უნდა, ვიცი», – თქვა მსუბუქად და ავტო-ფარეხისკენ გაემართა ძველი ფოლკსვაგენის ტრანსმისიის გასაცოცხლებლად, – «შენ პროგრესი გაქვს… ზუსტად განრიგით».

«მოხარული ვარ», – ვუპასუხე ენთუზიაზმის გარეშე, – «მაგრამ განრიგით საით?»

«ჭიშკრებისკენ! ნამდვილი სიამოვნებისკენ, თავისუფლებისკენ, სიხარულისკენ, უმიზეზო ბედნიერებისკენ! იმ ერთადერთი მიზნისკენ, რომელიც ოდესღაც გქონდა; და დასაწყისისთვის დრო მოვიდა კვლავ გავაღვიძოთ შენი გრძნობები».

გავჩუმდი და გადავხარშე, რაც მითხრა. «ისევ?» – ვკითხე მე.

«ო, დიახ. ერთხელ შენ იცურავე ნათებაში და უბრალო რაღაცეებში პოულობდი ბედნიერებას».
«ეს დიდი ხნის წინ იყო».
«არც ისე დიდი ხნის წინ», – თქვა მან, ჩემი თავი ხელებშ დაიჭირა და ახალშობილობისკენ დამაბრუნა.

ფართოდ გახელილი თვალებით კაფელის იატაკზე მივღოღავდი და ყურადღებით ვაკვირდებოდიფერთა ფორმებს ჩემი ხელისგულების ქვეშ. ხალიჩას შევეხე, ის კი საპასუხოდ შემეხო. ყველაფერი ისეთი ნატელი და ცოცხალია.

პაწაწინა ხელით კოვზს ვიღებ და ჭიქაში ვაწკარუნებ. ჟღერადი ხმები ჩემს სმენას ელამუნება. ხმამაღლა ვყვირი! შემდეგ თავს ვწევ და ვხედავ კაბის ქვედაბოლოს, რომელიც ჩემს ზემოთ ფრიალებს. ხელში ავყავარ. დედის არომატში ჩაძირული, ჩემი სხეული მის სხეულს ერწყმის. ნეტარება მავსებს.
მოგვიანებით ბაღში მივღოღავ. ჩემს სახეს გრილი ნიავი ეხება. გარშემო მკაფიო და ცოცხალი ფერებია, ახალი სურნელები. ერთ-ერთ ყვავილს ვწყვეტ და ვკბენ მას. ჩემს პირს მწარე გემო ავსებს. უკან ვაფურთხებ.

დედა მიახლოვდება. ხელს ვუწვდი, რომ დავანახო მცოცავი შავი რაღაც, რომელიც ჩემს ხელზე დადის. ის იხრება და მაშორებს მას: «საზიზღარი ობობა!» შემდეგ რაღაც ნაზს მადებს სახეზე; ის ჩემს ცხვირს ესაუბრება. «ვარდი», – წარმოთქვა მან, შემდეგ ისევ იმეორებს ამ ხმაურს, – «ვარდი». ზემოთ ვიხედები მისკენ, შემდეგ გარშემო და კვლავ ვიძირები სურნელოვანი ფერების სამყაროში.

სოკის ანტიკვარულ მაგიდას ვუყურებ და ქვემოთ ყვითელ ხალიჩას. თავი გავაქნიე. ყველაფერი ისეთი ფერმკრთალი მეჩვენება; ფერებს სიცოცხლე არ ჰყოფნით. «სოკრატე, მეჩვენება, რომ ნახევრად მძინავს, თითქოს ცივ წყალში უნდა ჩავიძირო, რომ გამოვფხიზლდე. დარწმუნებული ხარ, რომ ამ მოგზაურობამ ზიანი არ მომიტანა?»

«არა, დენ, ზიანი მრავალი წლის განმავლობაში მოდის. როგორ? მალე თვითონ ნახავ».
«ეს ადგილი… ეს ბაბუაჩემის ბაღია. მახსოვს იგი; სამოთხეს ჰგავდა».
«აბსოლუტურად მართალია, დენ. ეს იყო კიდეც სამოთხე. ყოველი ახალშობილი ნათელ ბაღში ცხოვრობს, სადაც ყველაფერი უშუალოდ აღიქმება, ფიქრების ჩარევის გარეშე».

«სამოთხიდან განდევნა» ყოველ ჩვენგანს გვემართება, როცა ვიწყებთ ფიქრს, როცა ვხდებით ისინი, ვინც სახელებს არქმევს, და ისინი, ვინც შეიცნობს. გესმის, არა მხოლოდ ადამი და ევა, ყოველი ჩვენგანი. ჭკუის დაბადება – ეს გრძნობების სიკვდილია… ეს სულაც არაა ის, როცა ვაშლს მივირთმევთ და ეს ცოტათი აგვაღელვებს ხოლმე!»

«როგორ მინდა იქ დაბრუნება», – ჩავისუნთქე მე, – «იქ ყველაფერი ისეთი მკაფიო და ნათელი იყო, სიხარულით სავსე».

«ის, რამაც ბავშობის დროს მოგიტანა სიხარული, შესაძლოა ისევ შენი გახდეს. იესომ ნაზარეთიდან, ერთ-ერთმა უდიადესმა მეომარმა, ერთხელ თქვა, იმისთვის, რომ ღმერთის სასუფეველში შეხვიდეთ, პატარა ბავშვებივით უნდა გახდეთო. ახლა შენ გესმის ეს».

«სანამ დღეს ჩემგან წახვალ, დენ», – თქვა და ჭიქაში წყალი დაისხა, – «გინდა კიდევ ჩაი?»
«გმადლობ, სოკ. ჩემი ავზი დღეს სავსეა».
«კარგი. ხვალ დილის რვა საათზე ბოტანიკურ ბაღთან შევხვდეთ. დროა ნორჩი ნატურალისტებიც გავხდეთ».

მე წამოვედი, და უკვე მოუთმენლად ველოდი ამ მომენტს. რამდენიმე საათიანი ძლისი შემდეგ საღმა და ფხიზელმა გავიღვიძე. შესაძლოა დღეს, შესაძლოა ხვალ, ბედნიერების საიდუმლოს ამოვხსნიდი.

მარწყვის კანიონამდე სირბილით ვიარე და სოკრატეს ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან დაველოდე. როცა მოვიდა, ჩვენ გავისეირნეთ ყველა შესაძო სახის ხესთან, ბუჩქთან და ყვავილთან. ამის შემდეგ შევედით დიდ გუმბათის ფორმის სათბურში. ჰაერი თბილი და ტენიანი იყო. სოკმა ხელი მოატარა გარშემო ტროპიკულ მცენარეულობას და თქვა:

«როცა ბავში იყავი, მთელი სამყარო წარსდგებოდა შენი მხედველობის, სმენის და შეხების წინაშე, თითქოს პირველად. ახლა კი დასახელებები და კატეგორიები გაქვს ყველაფერ ამისთვის – ეს კარგია, ეს ცუდია, ეს მაგიდაა, ეს სკამია, ეს მანქანაა, სახლი, ყვავილი, ძაღლი, კატა, წიწილა, მამაკაცი, ქალი, დაისი, ოკეანე, ვარსკვლავი. შენთვის მოსაწყენი ხდება სამყაროს გამოვლინებები, რადგანაც ისინი მხოლოდ დასახელებებად დარჩნენ. მშრალი ჭკუისმიერი ცნებები ზღუდავენ შენს ხედვას».

სოკრატემ მიმითითა პალმებზე, რომლებიც თითქმის ეხებოდნენ შუშის ჭერს.

«ახლა შენ აღიქვამ გარემოცვას ასოციაციების ჭრილში, რომლებიც ფარავენ პირდაპირ, უშუალო გაცნობიერებულობას. შენ „უკვე ნახე ეს ყველაფერი ადრე“; ეს იგივეა, რომ კინოს უყურო მეოცედ. შენ ხედავ მხოლოდ მოგონებებს საგნებზე, და ეს მოსაწყენი ხდება. გესმის, მოწყენილობა - ეს ცხოვრების ფუნდამენტალური გაუცნობიერებლობაა; მოწყენილება გაცნობიერებულობაა, რომელიც ჭკუის ჩაფხუტში მოექცა. უნდა მოადუნო ჭკუა, რომ „გრძნობაზე მოხვიდე“.

მომდევნო ღამეს ოფისში ზუსტად იმ დროს შევედი, როდესაც ჩაიდანს ღუმელზე ადგამდა. ფრთხილად გავიხადე ფეხსაცმელი და სავარძლის გვერდით ხალიჩაზე დავდე. ისე რომ არც შემოტრიალებულა, მითხრა: «რას იტყვი პატარა შეჯიბრებაზე? შენ ტრიუკს აკეთებ, მერე კი შევხედოთ, ვინ აჯობებს».

«კარგი, თუ ასე გინდა...». არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაშ ჩამეყენებინა, ამიტომ უბრალოდ დგომი გავაკეთე ცალ ხელზე, მის საწერ მაგიდაზე, შემდეგ ხელი გავმართე და უკუღმა სალტოთი ხალიჩაზე დავეშვი.

სოკრატემ თავი გააქნია, ცხადია, რომ დემორალიზებული იყო. «ვიმედოვნებდი, რომ ეს ნამდვილი შეჯიბრი იქნებოდა, მაგრამ ჩემმა იმედებმა არ გაამართლა».
«მაპატიე, სოკ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს შენ არ ხდები უფრო ახალგაზრდა, მე კი ამ საქმეშ ძალიან მაგარი ვარ».

«მინდოდა მეთქვა», – ფართოდ გაეღიმა მას, – «რომ არანაირი შანსი არა გაქვს».

«ეს როგორ?»

«აი ასე», – თქვა მან, შეტრიალდა და აბაზანაში შევიდა. მე ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს. ყოველი შემთხვევისთვის, რომ ადრინდელივით ხმლით არ გამოვარდნილიყო, შემოსასვლელთან გავიწიე. მაგრამ ის მხოლოდ თავისი ჭიქით ხელში გამოვიდა. ჭიქა წყლით გაავსო, გამიღიმა, ხელში ასწია, თითქოს სადღეგრძელოს ამბობდა და ნელა დალია.

«და რა მერე?» – ვკითხე მე.
«ზუსტად ის».
«რას ნიშნავს, ზუსტად ის“? შენ არაფერი არ გაგიკეთებია».
«ზუსტადაც, რომ გავაკეთე. უბრალოდ შენი თვალები არ გაძლევენ საშუალებას, რომ მომხდარი შეაფასო. მე მსუბუქ დაბინძურებას ვგრძნობდი თირკმელებზე; რამდენიმე დღეში ეს ნეგატიურად აისახებოდა მთელს სხეულზე. ამგვარად, იმისთვის რომ თავიდან ამეცილებინა შემდგომი გართულებები, პრობლემის ლოკალიზება მოვახდინე და თირკმელები გავიწმინდე».

გამეცინა. «სოკ, შენ უდიდესი და ყველაზე ტკბილადმოუბარი მატყუარა ხარ, რომელსაც შევხვედრივარ. აღიარე წაგება. შენ ბლეფობ».

«მე სრულიად სერიოზულად ვამბობ. ის, რაც მე აღვწერე, მართლა მოხდა. ეს მოითხოვს მგრძნობიარობას შინაგანი ენერგიებისადმი და ზოგიერთი ნატიფი მექანიზმის მართვას. მეორე მხრივ, შენ», – თქვა და ჩემს ჭრილობას მარილი მოაყარა, – «ძლივს აცნობიერებ იმ პროცესებს, რაც კანის ამ ტომარაში ხდება. როგორც თოკზე მოსიარულე, რომელიც ხელებზე დგომას სწავლობს, შენ ჯერ კიდევ არ შეგიძლია იგრძნო, როდის კარგავ წონასწორობას და შეიძლება ძველებურად გადმოვარდე ავადმყოფობისგან შეპყრობილი».

«საქმე იმაშია, სოკ, რომ მე საკმაოდ კარგი წონასწორობა გამოვიმუშავე გიმნასტიკაში. ეს უბრალოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ასეთი რთული...».

«სისულელეა. შენ უბრალოდ გაცნობიერებულობის უხეში დონე განივითარე; რომლებიც საკმარისია მხოლოდ ზოგიერთი ელემენტარული ფიზიკური მოძრაობისთვის, მაგრამ ამაში არაფერია განსაკუთრებული».

«გააკეთე ეს, შეასრულე სამმაგი სალტო და მერე მელაპარაკე».

«ადვილზე ადვილია. ესაა ტრიუკი, რომელიც მოითხოვს რამდენიმე ორდინალურ თვისებას. მაგრამ როდესაც იგრძნობ ენერგიის დინებებს საკუთარ სხეულში და შეძლებ განწყობის შექმნას, აი მაშინ იქნები გმირი. ასე რომ განაგრძე ვარჯიში, დენ. გაანატიფე შენი შეგრძნებები დღითიდღე ცოტ-ცოტათი; გაწელე ისინი, ისევე როგორც დარბაზში იწელები. შედეგად შენი გაცნობიერებულობა ღრმად შეაღწევს შენს სხეულში და სამყაროში. მაშინ შეძლებ, რომ ნაკლები იფიქრო ცხოვრებაზე და მეტად იგრძნო იგი. მაშინ შეძლებ სიხარულს წვრილმანებით და მეტად აღარ იქნები მიჯაჭვული მიღწევებზე და ძვირფას გართობებზე. შემდეგ ჯერზე», – გაეცინა მას, – «შესაძლოა გამოგვივიდეს კიდეც ნამდვილი შეჯიბრება».

კიდევ ერთხელ გავაცხელე წყალი ჩაისთვის. ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით, შემდეგ კი ფარეხში შევედით და სოკს მივეხმარე, ფოკსვაგენიდან ძრავის ამოღებაში და კიდე ერთი გაფუჭებული ტრანსმისიის დაშლაში.

გარეთ გავედით, რომ შავ ლიმუზინს მოვმსახურებოდით. ამის შემდეგ, როცა ოფისში დავბრუნდით, ვკითხე სოკს, ფიქრობდა თუ არა, რომ მდიდრები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისეთი ღარიბები, როგორებიც „ჩვენ ვართ“.

ჩვეულებისამებრ მისი პასუხი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის. «მე ღარიბი არ ვარ, დენ. მე უკიდურესად მდიდარი ვარ. და საერთოდ, ბედნიერი რომ იყოს, ადამიანი მდიდარი უნდა გახდეს». მას გაეღიმა ჩემი გამოშტერებული სიფათის დანახვაზე, კალამი აიღო და სუფთა ფურცელზე დახატა:

ბედნიერება = დაკმაყოფილება / სურვილები

«დენ, თუ შენ საკმარისი ფული გაქვს, რომ სურვილები დაიკმაყოფილო – მდიდარი ადამიანი ხარ. მაგრამ არსებობს მდიდრად ყოფნის ორი საშუალება: შენ შეგიძლია გამოიმუშაო, მემკვიდრეობით მიიღო, ისესხო, ითხოვო ან მოიპარო ფული შენი ძვირფასი სურვილების დასაკმაყოფილებლად; ან შეგიძლია მოახდინო უბრალო ცხოვრების სტილის კულტივირება მცირე სურვილებით; ამ შემთხვევაშ ყოველთვის გექნება საკმარისზე მეტი ფული.

მხოლოდ მეომარს ჰყოფნის უნარი და დისციპლინა, რომ მეორე გზაში ნახოს სარგებელი. სრული ყურადღება ყოველი წამისადმი, ეს არის ჩემი ვნება და ჩემი სიამოვნება. ყურადღება არ ღირს ფული; შენი ერთადერთი ინვესტიცია – სწავლაა. აი, მეომრის კიდევ ერთი უპირატესობა, დენ – ეს უფრო იაფია! ბედნიერების საიდუმლო მცირედით სიხარულშია და არა უსასრულო ძიებებში».


მსიამოვნებდა მისი სიტყვების მოსმენა. გაუთავებელი ძიებები და სასოწარკვეთილი მცდელობები უკვე აღარ არსებობდნენ ჩემთვის. სოკრატემ მაჩვენა საგანძური ჩემს საკუთარ სხეულში.

სოკრატემ ალბათ შეამჩნია ჩემი ოცნებები, ამიტომ უეცრად ხელი მტაცა და მაღლა ამისროლა, ისე მაღლა, რომ კინაღამ თავი ავარტყი ჭერს! ვარდნისას კი დამიჭირა და რბილად დამსვა ფეხებზე.

«უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი შენს ყურადღებაში ჩემი საუბრის მომდევნო ნაწილის მიმართ რომელი საათია ახლა?»
ჯერ კიდევ ფრენის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ვუპახუხე: «დრო ფარეხის კედელზე ღამის 2:35-ს აჩვენებს.
«პასუხი არასწორია! დრო ყოველთვის იყო, არის და იქნება - ახლა! ახლა – ეს ნამდვილი დროა; ნამდვილი დრო – ეს ახლაა! გასაგებია?»
«ნუ, კი… ყველაფერი გასაგებია».
«სად ვიმყოფებით?»
«ბენზინ-გასამართი სადგურის ოფისში… ჩვენ ხომ ვითამაშეთ ეს თამაში ადრე?»
«დიახ, ვითამაშეთ, და შენ ჯერ კიდევ მაშინ გაიგე, რომ შენ სრული სიზუსტით იცი, რომ აქ იმყოფები, სადაც არ უნდა იყოს ეს „აქ“. ამ მომენტიდან, როცა არ უნდა გაიქცეს შენი ყურადღება სხვა დროსა და ადგილებში, მინდა რომ დაუყოვნებლივ დააბრუნო იგი. გახსოვდეს, დრო – ახლა, ადგილი – აქ».

Posted by: Atm@n Jul 27 2013, 01:39 PM

ზუსტად ამ მომენტში ოფისში შემოვარდა კოლეჯის სტუდენტი და თან სახელურზე თავის მეგობარს ექაჩებოდა. «არ შემიძლია ამის დაჯერება!», – უთხრა თავის მეგობარს და სოკრატეზე მიუთითა, შემდეგ კი მას მიმართა, – «აქვე მივდიოდი ქუჩაზე და შემთხვევით შიგნით შემოვიხედე, დავინახე როგორ აისროლეთ ეს ბიჭი პირდაპირ ჭერში. ვინ ხართ?»

სულ ცოტაც და სოკრატეს სამუდამოდ გაშიფრავდნენ. მან სტუდენტს გაუგებარი თვალებით შეხედა, შემდეგ კი გაეცინა. «ა-ა!», სიცილით თქვა მან, – ნომერი ცოდად არ გამოსულა! არა, ჩვენ უბრალოდ ვვარჯიშობდით, რომ დრო მოგვეკლა. დენ, შენ ხომ გიმნასტი ხარ?» მე თავი დავუქნიე. სტუდენტის მეგობარმა თქვა, რომ მიცნობდა; ის რამდენჯერმე დაესწრო შეჯიბრებებს გიმნასტიკაში. სოკის ვერსია სიმართლეს ემსგავსებოდა.

«ჩვენ აქ მინი-ბატუტი გვაქვს საწერი მაგიდის უკან», – სოკრატე საწერი მაგიდის უკან დადგა და ჩემდა გასაკვირად დაიწყო არარსებული მინი-ბატუტის „დემონსტრირება“ იმდენად კარგად, რომ მე თვითონაც კი დავიჯერე მისი არსებობა. უფრო და უფრო მაღლა ხტებოდა, ისე რომ თითქმის ჭერს მიწვდა, შემდეგ კი მისი ნახტომების ამპლიტუდა შემცირდა. ბოლოს სულ გაჩერდა და ქედი მოიხარა. მე ტაში დავუკარი.

დამშვიდებული ბიჭები წავიდნენ. მე მაშინვე საწერ მაგიდას შემოვუარე. რა თქმა უნდა იქ არანაირი ბატუტი არ იყო! ისტერიული ხარხარი ამიტყდა. «სოკრატე, შენ საოცრება ხარ!»

«აჰა», – თქვა მან. იგი არასოდეს იტანბჯებოდა ცრუ თავმდავბლობისგან.

ამ დროისთვის ცა უკვე განათდა, და მე და სოკმა წასვლა გადავწყვიტეთ. ვგრძნობდი რომ ეს ჩემი განთიადიც იყო.

სახლისკენ მივაბიჯებდი და იმ ცვლილებებზე ვფიქრობდი, რომლებიც იმდენად გარეთ არა, რამდენადაც ჩემს შიგნით მოხდა. ახალი სიცხადით ვგრძნობდი, საით მივყავდი ჩემს გზას და სად იყო ჩემი პრიორიტეტები. როგორც ამას ოდესღაც მოითხოვდა ჩემგან სოკი, გავუშვი მოლოდინები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეესაბამებოდეს სამყარო ჩემს მოლოდინებს, ამიტომ ჩემი იმედგაცრუებებიც გაქრა. ეჭვგარეშეა, გავაგრძელებ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ყოველდღიურ სამყაროშ ვიცხოვრო, მაგრამ ამჯერად ჩემი საკუთარი პირობებით. თავისუფლებას ვგრძნობდი.

ასევე შეიცვალა ჩემი სოკისადმი დამოკიდებულებაც. აღარ დამრჩა ჩემთვის ძვირფასი იმდენი ილუზია, რაც ადრე მქონდა. თუ ვირს მიწოდებდა, შემეძო მხოლოდ გამცინებოდა, იმიტომ რომ ვიცოდი: ყოველ შემთხვევაში, მისი სტანდარტებით ის მართალი იყო. და ამჯერად უკვე აღარც მაშინებდა.

როცა ჰერიკის საავადმყოფოსთან გავიარე, ვიღაცამ მხარზე მტაცა ხელი და მე ინსტინქტურად დავიხარე, როგორც კატა, რომელსაც არ უნდა, რომ მოეფერონ. შემოვრუნდი და სოკრატე დავინახე.

«ო, შენ უკვე აღარ ხარ დამფრთხალი თევზი, ასე არაა?»
«აქ რას აკეთებ, სოკ?»
«სასეირნოდ მივდივარ».
«ჰოდა ძალიან კარგი».

ცოტა ხანს ჩუმად მივდიოდით. შემდეგ მკითხა: «რომელი საათია?»
«ახლა-ა დაახლოებით…», – და მაშინვე გამოვფხიზლდი, – «დაახლოებით ახლაა».
«და სად ვართ?»
«აქ».

მეტი არაფერი უთქვამს, მე კი ლაპარაკი მომინდა და მოვუყევი თავისუფლების ახალ შეგრძნებაზე, მომავალ გეგმებზე.

«რომელი საათია?»
«ახლა», – ჩავისუნთქე მე, – «არაა საჭირო ყოველ წუთში…»
«სად ვართ?» – უცოდველად მკითხა ისევ.
«აქ, მაგრამ…»

«მომისმინე», – შემაწყვეტინა მან, – «დარჩი აწმყოში. შენ არაფერი შეგიძლია შეცვალო წარსულში, მომავალი კი არასოდეს მოვა ზუსტად ისე, როგორც წარმოგედგინა, ან ისურვებდი. არასოდეს არ ყოფილან წარსული მეომრები, და არც მომავალი მეომრები იქნებიან. მეომარი - აქაა, ახლა. შენი ტანჯვა, შიში და რისხვა, მწუხარება და დანაშაულის გრძნობა, შური, გეგმები და სურვილები ცხოვრობენ მხოლოდ წარსულით... ან მომავლით».

«მოიცა, სოკრატე. მე ზუსტად მახსოვს, როგორ ვბრაზდებოდი აწმყოში».

«ასე არა», – თქვა მან, – «შენ გულისხმობ, რომ გაბრაზებული მოქმედებდი იმ მომენტში. ეს ბუნებრივია; მოქმედება ყოველთვის აწმყოში ხდება, იმიტომ რომ ეს სხეულის გამოხატულებაა, რომელსაც მხოლოდ აწმყოში არსებობა შეუძლია. მაგრამ ჭკუა, ჰგავს ფანტომს, და ფაქტიურად არასოდეს არსებობს აწმყოში. მისი ერთადერთი ძალაუფლება შენზე მდგომარეობს იმაში, რომ მოწყვიტოს შენი ყურადღება აწმყოს».

მე დავიხარე, რომ ფეხსაცმლის თასმები შემეკრა, და ამ დროს საფეთქლებთან შეხება ვიგრძენი.

თასმები შევიკარი და როცა გავიმართე, აღმოვაჩინე, რომ პატარა, მტვრიან კოშკში აღმოვჩნდი, ანჯრების გარეშე. ნახევრად სიბნელეში ძლივს ვარჩევდი ძველ კუბოებს, რომლებიც ვერტიკალურად იდგნენ კედელთან.

მაშინვე საშინელმა შიშის გრძნობამ შემიპყრო. განსაკუთრებით მაშინ, როცა მივხვდი, რომ ამ მყრალ ჰაერში ვერ ვარჩევდი ვერანაირ ბგერას, თითქოს ყველა ბგერა მოკვდაო. როცა ნაბიჯი გადავდგი, მივხვდი, რომ პენტაგრამის - ხუთქიმიანი ვარსკვლავის შიგნით ვიმყოფებოდი, რომელიც იატაკზე ყავისფერ-წითელი ფერით ეხატა. კარგად დავაკვირდი... ეს გამხმარი სისხლი იყო.

ჩემს უკან ხარხარი მესმოდა. იმდენად საზიზღარი, იმდენად შემზარავი, რომ პირშ მაშნვე ლითონის გემოს შეგრძნება გამიჩნდა. ინსტინქტურად შევბრუნდი საზიზღარი არსებისკენ. ის პირდაპირ სახეშ მასუნთქებდა და მკვდრის სიმყრალემ კინაღამ ძირს დამაგდო.

არსებამ კბილები დააღჭრიალა და ეშვები გამოაჩინა. შემდეგ დაიშიშინა: «მო-ო-დი ჩე-ე-მთან!» მინდოდა დავმორჩილებოდი, მაგრამ ინსტინქტები ჩამერთო და არ გავნძრეულვარ.

მან ხმამაღლა დაიღრიალა: «შვილებო! შეიპყარით იგი!» კუბოები ოთახის კუთხეში ჯერ შეინძრნენ, შემდეგ გაიხსნენ და მათგან ზომბებივით დაიწყეს ამოსვლა საზიზღარმა, ხრწნადმა ადამიანთა გვამებმა. მაშნვე გასასვლელის ძებნა დავიწყე. ამ დროს ოთახის კარი ჩემს უკან გაიღო და შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, ცხრამეტიოდე წლის. იგი პირდაპირ პენტაგრამის საზღვართან დაეცა. კარი ღია დარჩა და გარედან სინათლის ნაკადი შემოიჭრა.

ქალი მშვენიერი იყო; თეთრებში ჩაცმული. დაიკვნესა, თითქოს ტკივილისგან, და ძლივს გასაგონი ხმით წარმოთქვა: «დამეხმარე. გთხოვ, დამეხმარე». მისი თვალები ცრემლით იყო სავსე და ვედრებას გამოხატავდნენ. მათში აისახებოდა მადლიერების, ჯილდოს და მწველი სურვილის დაკმაყოფილების პირობა.

ამასობაშ გვამები მიახლოვდებოდნენ. ქალს შევხედე, შემდეგ კარისკენ გავიხედე.

ამ დროს ჩემთან შეგრძნება მოვიდა: «დარჩი იქ, სადაც დგახარ. პენტაგრამა – ეს ნამდვილი მომენტია. მის შიგნით შენ უსაფრთხოდ ხარ. დემონი და მისი ამფსონები – ეს წარსულია. კარი – ეს მომავალია. ყურადღებით იყავი».

ზუსტად ამ მომენტში ქალმა კვლავ დაიკვნესა და ზურგზე გადატრიალდა. კაბა თითქმის თეძოებამდე აეწია და ერთი ფეხი გაუშიშვლა. ჩემსკენ ხელს იწვდიდა, მევედრებოდა და მნუსხავდა: «დამეხმარე…»

სურვილით მთვრალმა პენტაგრამას გადავაბიჯე.

ქალმა დაიჩხავლა და წითელი ეშვები გამოაჩინა. დემონმა და მისმა კომპანიამ გამარჯვების ნიშნად დაიხუვლეს და მეცნენ. მე პენტაგრამაში დავბრუნდი.
ტროტუარზე მწოლიარე სოკრატეს მივშტერებოდი.

«თუ საკმარისად დაისვენე, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ კიდე გავისეირნოთ?» – მითხრა მან.

«აუცილებელია, რომ ყოველ ჯერზე სასიკვდილოდ შემაშინო, როცა რაიმეს ახსნა გჭირდება?» – ძლივს აღმომხდა მე.

«ალბათ», – მიპასუხა მან, – «როცა საქმე რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს ეხება».

ცოტა მოგვიანებით სულელური გამომეტყველებით ვკითხე: «ალბათ შენ არ გამოართმევდი ტელეფონს იმ ქალბატონს, ასე არაა?» სოკრატემ ხელი შუბლზე შემოირტყა და თვალები ზეცისკენ აღაპყრო.

«იმედი მქონდა მაინც აიღებდი გაკვეთილს ამ მელოდრამიდან».

«მთლიანობაში», – ვთქვი მე, – «უნდა დარჩე აწმყოში – ეს უფრო უსაფრთხოა. და არ უნდა გადააბიჯო პენტაგრამას, ვისი გულისთვისაც არ უნდა მოგიწიოს, განსაკუთრებით თუ მას ეშვები აქვს».

«მართალია», – გაეცინა მას, – «არ მისცე ნება, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნა იყოს, მითუმეტეს შენს ფიქრებს, რომ აწმყოდან მოგაცდინონ. ალბათ გსმენია ეს ლეგენდა ორ ბერზე:

ორი ბერი, ერთი მოხუცი და ერთი ახალგაზრდა, მიდიოდნენ წვიმისგან დასველებულ ტყის ბილიკზე. ისინი იაპონიაში, თავიანთ მონასტერში ბრუნდებოდნენ. გზად ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი ქალი შეხვდათ, რომელიც ჭუჭყიანი და მჩქეფარე მდინარის ნაპირთან იდგა. როცა მისი გაჭირვებული მდგომარეობა დაინახა, მოხუცმა ხელში აიყვანა ქალი და მდინარეზე გადაიყვანა. ქალმა გაუღიმა და ყელზე ხელებით მოეხვია, სანამ ნაპირზე არ დასვამდა. შემდეგ მადლობა გადაუხადა, თაყვანი სცა და ორივე ბერმა გზა განაგრძო.

როცა მონასტრის ჭიშკარს მიუახლოვდნენ, ახალგაზრდა ბერმა, ბოლოს და ბოლოს ვეღარ გაძლო: «როგორ შეგეძლო ის ლამაზმანი ხელში აგეყვანა? ვფიქრობ ასეთი საქციელი არ შეეფერება სულიერ გზაზე მყოფ ადამიანს?»
მოხუცმა შეხედა თავის ახალგაზრდა მეგობარს და უთხრა: «მე იქ დავტოვე იგი, შენ კი ახლაც თან ატარებ?»


«როგორც ჩანს წინ ბევრი სამუშაო გველის», – ჩავისუნთქე მე, – «სწორედ მაშინ, როცა მეჩვენებოდა, რომ უკვე მივედი სადღაც».

«შენი საქმეა არა „სადმე მისვლა“ – არამედ აქ ყოფნა. დენ, ჯერ კიდევ ძლივს ცხოვრობ აწმყოში. შენ ჭკუის ფოკუსირებას აქ და ახლა მხოლოდ მაშინ ახერხებ, როცა სალტოს აკეთებ, ან მე გაჯანჯღარებ. დრო მოვიდა, ძალისხმევა არ დაიშურო, რომ შანსი მაინც გაგიჩნდეს ჭიშკრის პოვნისთვის. ის აქაა, შენს წინ; თვალები გაახილე, ახლა!»

«კი მაგრამ, როგორ?»

«უბრალოდ შეინარჩუნე ყურადღება აწმყო მომენტში, დენ, და ამით განთავისუფლდები ფიქრებისგან. როცა ფიქრები აწმყოს ეხებიან, ისინი იფანტებიან». იგი წასასვლელად მოემზადა.

«მოიცადე, სოკრატე. სანამ წახვალ მითხარი, ეს მოხუცი ბერი შენ იყავი? მგონია, რომ შენც ასე მოიქცეოდი».

«შენ ჯერ კიდევ ატარებ მას?» გაეცინა და ქუჩის კუთხეს მიეფარა.

Posted by: Atm@n Jul 28 2013, 10:19 AM

სახლამდე დარჩენილი რამდენიმე კვარტალი სირბილით გავიარე, შხაპი მივიღე და მაშინვე ღრმად დამეძინა.

როცა გავიღვიძე სასეირნოდ გავწიე და განვაგრძე მედიტაცია ისე, როგორც სოკმა მირჩია. უფრო და უფრო მეტად ვახდენდი ყურადღების ფოკუსირებას აწმყო მომენტზე. სამყაროსთან მიმართებაში ვიღვიძებდი და ბავშვივით კვლავ ვუბრუნდებოდი გრძნობებს. ცა უფრო ნათელი მეჩვენებოდა, მაისის ბურუსიან დღეებშც კი.

სოკრატესთვის ლინდაზე არაფერი მითქვამს. შესაძოა ამავე მიზეზით ლინდასაც არაფერს ვუყვებოდი ჩემს მასწავლებელზე. ისინი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილები იყვნენ; და მე ვგრძნობდი, რომ სოკრატეს უფრო მეტად აინტერესებდა ჩემი შინაგანი მომზადება, ვიდრე ჩემი მიწიერი ურთიერთობები.

ჯოისგან არანაირ შეტყობინებებს არ ვიღებდი, გარდა მოგონებებისა და სიზმრებისა. ლინდა თითქმის ყოველდღე მწერდა, და ზოგჯერ მირეკავდა, რადგანაც ბელლის სატელეფონო კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ.

უნივერსიტეტის მეცადინეობებიც კარგად მიდიოდა. მაგრამ ჩემი ნამდვილი სასწავლო კლასი მარწყვის კანიონი გახდა, სადაც ქარივით დავქროდი მთებზე და კურდღლებს ვეჯიბრებოდი სირბილში. ხანდახან ვჩერდებოდი, ხეების ქვეშ ვჯდებოდი და ვმედიტირებდი, ან უბრალოდ მსუბუქი ბრიზის სურნელებას ვისუნთქავდი. ვჯდებოდი და ნახევარი საათის განმავლობაში ვუმზერდი ამომავალ მზეს ან ღრუბლებს ჩემს თავზე.

მე თავისუფალი ვიყავი წარსულის ყველა «მნიშვნელოვანი მიზნისაგან» გარდა ერთისა: ჭიშკრებისა. ზოგჯერ, სპორტულ დარბაზში ესეც კი მავიწყდებოდა, ექსტატიურად ვთამაშობდი და ბატუტზე დავხტოდი: ხან სწრაფად ვაკეთებდი რთულ სალტოებს, ხან კი ტალღისებურად და თანაბარზომიერად ვმოძრაობდი.

მე და ლინდა მიმოწერას ვაგრძელებდით და მალე ჩვენი წერილები პოეზიად იქცა. მაგრამ ჯოის ხატ-სახე უცვლელად მყავდა თვალწინ, და ეშმაკურად და ბრძნულად მიღიმოდა, სანამ არ გავაცნობიერე ვინ და რა მინდა სინამდვილეში.
ამასობაშ ჩემი სწავლება უნივერსიტეტში დასასრულს უახლოვდებოდა. გამოსაშვები გამოცდები უბრალო ფორმალობა გახდა ჩემთვის. ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება იცვლებოდა, როცა საგამოცდო ფურცლებზე პასუხებს ვწერდი. იდეები უბრალოდ ცვიოდა ჩემი თავიდან. მათ ხელს არ უშლიდა დაძაბულობა და შფოთვები. შემდეგ ყველაფერი დასრულდა, და მივხვდი - ჩემი საუნივერსიტეტო განათლება დამთავრდა.

სადგურზე ახალი ვაშლის წვენი მივიტანე, რათა ეს მოვლენა აღმენიშნა სოკრატესთან ერთად. სანამ ვიჯექით და წვენს მივირთმევდით, ფიქრები გამოსხლტდნენ ჩემი ყურადღებიდან და მომავლისკენ გასწიეს.

«სად ხარ?» – მკითხა სოკრატემ, – «რომელი საათია?»
«აქ, სოკ, ახლა. მაგრამ ჩემი ამჟამინდელი რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ პროფესია უნდა ავირჩიო. რას მირჩევ?»
«აი ჩემი რჩევა: აკეთე ის, რაც გინდა».
«ეს არც ისე პრაქტიკული რჩევაა. შეგიძია რაიმე დაამატო?»
«კარგი, აკეთე ის, რაც უნდა აკეთო».
«კი, მაგრამ რა?»
«არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რამდენად კარგად აკეთებ ამას. სხვათაშორის», – დაამატა მან, – «ამ შაბათ-კვირას ჯოი შემოგვიერთდება».
«შესანიშნავია! რას იტყვი პიკნიკზე შაბათს? დილის ათ საათზე ნორმალურია?»
«მშვენიერია. აქ შევხვდეთ».

მე დავემშვიდობე და ივნისის გრილ და ვარსკვლავებიან ღამეში გამოვედი. დაახლოებით ღამის ორის ნახევარი იყო, როცა სადგურიდან წამოსულს რაღაცამ მაიძულა შევტრიალებულიყავი და სადგურის სახურავისკენ ამეხედა. იქ ის იდგა, ზუსტად ისეთი, როგორიც მრავალი თვის წინ ვნახე. სრულიად უძრავად იდგა და მაღლა ვარსკვლავებს უცქერდა, მისი სხეულის გარშემო კი რბილი ნათება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან ოცდათხუთმეტ მეტრშ იმყოფებოდა და ძალიან ჩუმად ლაპარაკობდა, მისი ხმა ჩემთან ახლოს გავიგე: «დენ, მოდი აქ».

მე სწრაფად შემოვუარე სადგურს, და ზუსტად იმ მომენტში, შევხვდი მას, როცა სიბნელიდან გამოდიოდა.

«სანამ წახვალ, არის კიდევერთი რაღაც, რაც უნდა დაინახო. იგი ორივე საჩვენებელი თითით ჩემს ყვრიმალებს შეეხო. შემდეგ ნაბიჯით უკან დაიხია და სახურავზე ახტა. მე მოჯადოებულივით ვიდექი და თვალებს არ ვუჯერებდი. სოკი ისევ ჩამოხტა და თითქმის უხმოდ დაეშვა მიწაზე. „საიდუმლო“, – ფართოდ გაეღიმა მას, – „წვივების ძალაშია“.

მე თვალები მოვისრისე. «სოკრატე, ეს ნამდვილად მოხდა? ანუ იმის თქმა მინდა, რომ დავინახე ეს; მაგრამ შენ ხომ ჯერ ჩემს თვალებს შეეხე».

«არ არსებობს რეალობის მკვეთრად გამოხატული საზღვრები, დენ. დედამიწა არაა მყარი. ის მოლეკულებისგან და ატომებისგან შედგება – სივრცით სავსე პაწაწუნა სამყაროებისგან. ეს ადგილი – სინათლის და ჯადოსნობის ადგილია, თუ შენ მხოლოდ გაახელ თვალებს».

ერთმანეთს მშვიდობიანი ღამე ვუსურვეთ და წამოვედი.

Posted by: გოგა Jul 28 2013, 11:02 PM

ატმან რამდენი დაგრჩა კიდე სათარგმნი? 2 ამდენი? ამის ნახევარი თუ დაახლოებით რამდენი?

Posted by: Atm@n Jul 28 2013, 11:41 PM

გოგა

ცოტა დარჩა. დაახლოებით 20 გვერდი.

Posted by: გოგა Jul 29 2013, 12:26 AM

Atm@n
ძალიან კარგი, გამიხარდა, მადლობა უანგაროდ რომ თარგმნი...


Posted by: Atm@n Jul 29 2013, 06:29 AM

გოგა

რატო უანგაროდ? ზემოთ დამიფასდება! biggrin.gif

Posted by: Atm@n Jul 29 2013, 10:25 AM

როგორც იქნა შაბათიც მოვიდა. მე ოფისში შევედი და სოკი თავისი სავარძლიდან წამოდგა. ამ დროს ვიგრძენი ნაზი ხელის შეხება, რომელიც თეძოზე მომეხვია და თვალის კუთხით შევამჩნიე ჯოი, ჩემს გვერდით.
«როგორ მიხარია შენი დანახვა», – ვუთხარი და გადავეხვიე.

მისი ღიმილი სინათლეს ასხივებდა. «ოი-ოი», – თქვა მან, – «შენ მართლა ძლიერდები. ოლიმპიადისთვის ემზადები?»

«სიმართლე გითხრა», – სერიოზულად თქვი მე, – «ვაპირებ მივატოვო სპორტი. გიმნასტიკამ უკვე მომცა, რაც შეეძლო; დრო მოვიდა უფრო წინ ვიარო». მან კომენტარების გარეშე დამიქნია თავი.

«კარგი, წასვლის დროა», – თქვა სოკრატემ და თავისივე მოტანილ საზამთროს ხელი დაავლო. მე ზურგჩანთაში სენდვიჩები მქონდა.

ზემოთ, მთებისკენ დავიძარით. დღე მშვენიერი გამოდგა. ლანჩის შემდეგ სოკმა გადაწყვიტა მარტონი დავეტოვებინეთ და ხეზე აძვრა.

მოგვიანებით ჩამოვიდა და გაიგო, ჩვენი საუბარი.

«ჯოი, ოდესმე წიგნს დავწერ სოკრატესთან გატარებულ ამ დროზე».
«შეიძება ამაზე ფილმიც გადაიღონ» – თქვა მან. სოკრატე ხესთან იდგა და გვისმენდა.

ენთუზიაზმმა შემიპყრო. «და მაისურებსაც გააკეთებენ მეომრებისთვის…»
«და საპნებს მეომრებისთვის».
«სახაზავს მეომრებისთვის».
«და საღეჭ რეზინს!»

სოკრატესთვის ეს საკმარისი იყო. თავი გააქნია და კვლავ ხეზე აძვრა.

ორივეს გაგვეცინა და ბალახზე დავიწყეთ გორაობა. სასხვათაშორისოდ ვკითხე: «მერი-გოუ-რაუნდისკენ სირბილში ხომ არ შევჯიბრებოდით ერთმანეთს?»
«დენ, შენ ალბათ წაგებების საიდუმლო მოყვარული ხარ» – დაიტრაბახა ჯოიმ, – «მამაჩემს გეპარდს ეძახიან, დედაჩემს ანტილოპას, ჩემს დას - ქარს, და...»
«და შენს ძმებს – პორშეს და ფერარის», – მან სიცილით შეიკრა ბოტასების თასმები.
«წაგებული მინდორს დაასუფთავებს» – ვთქვი მე.

ვანესა ფილდსის იდეალური პაროდირებით, ჯოიმ თქვა: «ყოველ წუთში ქვეყანაზე ახალი მახინჯი იბადება». და მაშინვე სტარტი აიღო. ფეხსაცმელს ვიცვამდი და თან დავუყვირე: «ალბათ ბიძაშენს კურდღელი ერქვა!» «მალე დავბრუნდებით», – დავუყვირე სოკრატეს და ჯოის გავეკიდე, რომელიც უკვე შორს წასულიყო.

ის სწრაფად დარბოდა…, მაგრამ მე უფრო სწრაფად დავრბოდი და ვიცოდი ეს. ჩემმა მომზადებამ ფიზიკური ფორმის ისეთ მწვერვალამდე მიმიყვანა, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი.

ტემპის დაგდების გარეშე, ჯოიმ უკან გამოიხედა და თავისდა გასაკვირად, თუ არ ვიტყვით რომ შოკირებულმა, აღმოაჩინა რომ მის უკან, ახლოს ვიყავი. მე მივრბოდი და თანაბრად ვსუნთქავდი.

მან ტემპს მოუმატა და ისევ მოიხედა. საკმარის მანძილს ვინარჩუნებდი იმისთვის, რომ ოფლის წვეთები შემემჩნია მის კისერზე. როცა გადავასწარი, ჯოიმ ამოისუნთქა: «რას აკეთებდი? არწივებს ეჯიბრებოდი?»

«დიახ», – ვუთხარი ღიმილით, – «ერთ ბიძაშვილს». შემდეგ ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და უფრო სწრაფად გავიქეცი.

უკვე შემოვურბინე მერი-გოუ-რაუნდს და საპიკნიკე ადგილისკენ უკან მოვრბოდი, როცა დავინახე, რომ ჯოი ასიოდე იარდით ჩამომრჩა. როგორც ჩანს მთელი ძალით ცდილობდა და უკვე დაიღალა. შემეცოდა და გავჩერდი, ჩამოვჯექი და ველური მდოგვის ყვავილი მოვწყვიტე. როცა მომიახლოვდა ტემპი შეანელა, რათა შევეთვალიერებინე, თუ როგორ ვყნოსავდი ყვავილს. მე ვუთხარი: «კარგი დღეა, არა?»

«იცი, ამან გამახსენა ისტორია კუზე და... კურდღელზე». რის შემდეგაც საოცარი სიჩქარე აკრიფა.

გაოგნებული წამოვხტი და გავეკიდე. ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად ვეწეოდი, მაგრამ უკვე ვუახლოვდებოდით ჩვენს ადგილს, მას კი საკმაო ფორა ჰქონდა. ვუახლოვდებოდი, სანამ მისი ძვირფასი ქშენა არ გავიგე. უკანასკნელი ოცი იარდი ფეხდაფეხ, მხარდამხარ ვირბინეთ. შემდეგ ხელი ჩამკიდა და სიცილით გავჩერდით. ბოლოს ინერციით დავეცი და სოკრატეს მიერ დაჭრილი საზამთრო აქეთ-იქით მიმოვფანტე.

როცა საზამთროს რბილობით გათხვრილი სახე ავწიე, სოკრატემ ტაში დაუკრა და ხიდან ჩამოვიდა.

ჯოიმ შემომხედა და მანჭვით თქვა: «ძვირფასო, არაა საჭირო ასე გაწითლება! ბოლოს და ბოლოს კინაღამ მომიგე».

ხელით სახე მოვიწმინდე: «ეჰ ჩემო წიწაკა, სულელიც კი მიხვდება, რომ მე გავიმარჯვე».

«აქ მხოლოდ ერთი სულელია», – თქვა სოკმა, – «და ამ სულელმა ამწუთას საზამთრო გაანადგურა».

ყველას გაგვეცინა და ჯოისკენ შევბრუნდი, სიყვარულით სავსე თვალებით. თუმცა როდესაც დავინახე, როგორ შემომხედა, სიცილი შევწყვიტე. ხელი ჩამკიდა და მინდვრის კიდესტან მიმიყვანა, საიდანაც იშლებოდა ხედი ტილენდ პარკის მთებისკენ.

«დენი, მე რაღაც მაქვს სათქმელი. შენ – ძალიან განსაკუთრებული ადამიანი ხარ ჩემთვის. მაგრამ როგორც სოკრატე ამბობს», – მან სოკრატეს შეხედა, რომელიც იდგა და თავს ნელა აქნევდა აქეთ-იქეთ, – «შენი გზა არასაკმარისად ფართოა ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში ახლა. მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ, დენი... და მეც ბევრ რამეს უნდა მივაქციო ყურადღება».

მე მაკანკალებდა. «მაგრამ ჯოი, მე მინდა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. მინდა ბავშები გვყავდეს, მინდა ღამე გათბობდე. ჩვენი ერთობლივი ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა».

«დენი», – თქვა მან, – «არის კიდევ ერთი რამ, რაც ადრე უნდა მეთქვა შენთვის. ვიცი, რომ გამოვიყურები და ვიქცევი... ნუ, იმ ასაკში, რომელზეც ფიქრობ. მაგრამ მე მხოლოდ თხუთმეტი წლის ვარ».

მე მივაშტერდი და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. «ეს ნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში უკანონო ფანტაზიების აურაცხელი რაოდენობა მქონდა?».

სამივეს გაგვეცინა, მაგრამ ჩემი სიცილი ნაძალადევი იყო. ჩემი ცხოვრების ნაწილი ნამსხვრევებად იქცა. «ჯოი, მე დაგელოდები. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი».

ჯოის თვალები ცრემლებით აევსო. «ო, დენი, შანსი ყოველთვის არის... რისთვისაც გინდა. მაგრამ სოკრატემ მითხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ დამივიწყებ».

როცა ჯოის სხივოსან თვალებს ვუმზერდი, სოკრატე უხმოდ მომიახლოვდა უკნიდან. ხელები ჯოისკენ გავიწვდინე და ამ დროს იგი თავის ქალის გუძესთან შემეხო. ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და მე მაშნვე დამავიწყდა, რომ ოდესღაც ვიცნობდი ქალს - სახელად ჯოი.

Posted by: Atm@n Jul 29 2013, 09:39 PM

წიგნი მესამე
ბედნიერება მიზეზის გარეშე

7. უკანასკნელი ძიებანი


როცა თვალები გავახილე ზურგზე ვიწექი. ცას შევხედე.

ალბათ ცოტა ხნით ჩამეთვლიმა. გავიზმორე და ვთქვი: «ჩვენ ორივეს გვჭირდება პიკნიკებზე ხშირად სიარული, როგორ ფიქრობ?»
«დიახ», – ნელა წარმოთქვა მან, – «მხოლოდ მე და შენ».

ჩვენი ნივთები მოვკრიბეთ და ავტობუსამდე მილზე მეტი ტყის ბილიკით გავიარეთ. მთელი უკანა გზა შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცის თქმა ან რაღაცის გაკეთება დამავიწყდა, თუმცა როცა ავტობუსმა დაბლობს მიაღწია, ეს შეგრძნება გაქრა.

სანამ ავტობუსიდან გადმოვიდოდი, ვკითხე: «მომისმინე, სოკ, ხვალ მთებში ხომ არ ვირბინოთ?»

«ხვალინდელ დღეს რატომ ველოდოთ?» – მიპასუხა მან, – «ხიდთან შევხვდეთ 23:30-ზე. შესანიშნავ შუაღამის გარბენს გავაკეთებთ მთის ბილიკებზე».

იმ ღამით სავსე მთვარემ ვერცხლისფრად შეაფერადა ხის კენწეროები. ბნელოდა, მაგრამ ჩემთვის ამ ადგილების ყოველი ფუტი ნაცნობი იყო და სრულ სიბნელეშც შემეძო მერბინა.

ციცაბო აღმართის შემდეგ ჩემი სხეული ტოსტერზე გამომცხვარი პურივით გაცხელდა. მალე მწვერვალს მივუახლოვდით და მასზე გადარბენა დავიწყეთ. ის, რაც თვეების წინ გადაულახავად მეჩვენებოდა, ახლა ოდნავ ძალისხმევას მოითხოვდა ჩემგან. სირბილის დროს თანაბრად და ღრმად ვსუნთქავდი, სისულელეებს ვაკეთებდი და უკან მყოფ სოკრატეს ვეღლაბუცებოდი: «მიდი, ბებერო… დამეწიე, თუ შეგიძლია!»

რაღაც მომენტში უკან გავიხედე და სოკი ვეღარ დავინახე. სიცილით გავჩერდი, მისგან მოსალოდნელი ხაფანგის მოლოდინში. დაე ირბინოს და მეძებოს. ჩამოვჯექი და სან-ფრანცისკოს შუქებისკენ დავიწყე ყურება.

ამ მომენტშ ქარმა დაიქროლა და მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო... წამოვხტი და უკან გავიქეცი.

სოკრატე ბილიკის შემაღლების მიღმა აღმოვაჩინე. ცივ მიწაზე მუცლით უძრავად გაწოლილიყო. სწრაფად დავეშვი მუხლებზე, ფრთხილად გადმოვატრიალე ზურგზე და ყური მკერდზე დავადე. გული არ უცემდა. «ღმერთო, ო ღმერთო», – წარმოვთქვი მე, ქარის ძლიერმა დაქროლვამ კი ჩემი ხმა ქვემოთ, კანიონისკენ წაიღო.

პირი პირზე დავადე და ჰაერი ჩავბერე; მზარდი პანიკით მკვეთრად ვაჭერდი ხელებს გულმკერდზე.

საბოლოოდ მხოლოდ ის შევძელი, რომ მისი თავი ხელებში დავიკავე და ჩუმად წარმოვთქვი: «სოკრატე, არ მოკვდე… ძალიან გთხოვ, სოკრატე». ეს ჩემი იდეა იყო გარბენის მოწყობა. გამახსენდა, რა გაჭირვებით ამორბოდა შუალედური კიბეების საფეხურებზე. ოღონდაც..., უკვე ძალიან გვიანია. მე სამყაროსადმი უსამართლობის და რისხვის გრძნობამ შემიპყრო; ეს რისხვა უზარმაზარი იყო.

«არაააააააააააა!» – დავიყვირე მე, და ჩემი ყვირილი ტკივილად გაისმა მთელს კანიონში.

ის არ უნდა მოკვდეს… არ მივცემ სიკვდილის საშუალებას! მე ვიგრძენი ენერგიის დინება, რომელმაც ხელებში, ფეხებში და მკერდში დამიარა. მთელს ენერგიას მივცემ მას. თუ საფასური ჩემი საკუთარი სიცოცხლე იქნება, სიამოვნებით გადავიხდი მას. «სოკრატე, იცოცხლე, იცოცხლე!» ხელები მკერდზე ჩავჭიდე და თითები ნეკნებში ჩავავლე. დაელექტროებული ვიყავი და ნათებას ვხედავდი ხელების გარშემო, როცა ვაჯანჯღარებდი, რათა მისი გული ამემუშავებინა. «სოკრატე», – გავცემდი ბრძანებას, – «იცოცხლე!»

მაგრამ არაფერი ხდებოდა… არაფერი. ჩემს ჭკუაში გაურკვევლობა შემოიჭრა და დავნებდი. ყველაფერი დამთავრდა. უძრავად ვიჯექი და ცრემლები ღვარ-ღვარით მომდიოდა. «გთხოვ», – თვალები მთვარით შევერცხლილი ღრუბლებისკენ აღვაპყრე. «გთხოვ», – ვუთხარი უფალს, რომელიც არასოდეს მინახავს. «დაე მან იცოცხლოს». ბოლოს და ბოლოს შევწყვიტე ბრძოლა, შევწყვიტე იმედოვნება. ის უკვე ჩემი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა იყო. ვერ შევძელი დახმარება.

ორი პატარა კურდღელი გამოძვრა ბუჩქებიდან, რათა ეცქირათ, როგორ ვიჯექი თავჩაღუნული მოხუცი ადამიანის უსიცოცხლო სხეულის წინ.
აი მაშინ ვიგრძენი – ზუსტად ის თანამყოფობის შეგრძნება, რომელიც მრავალი თვის წინ მეწვია. მან ჩემი სხეული აღავსო. მე ვსუნთქავდი მისით, ის კი ჩემით სუნთქავდა. «გთხოვ», – ვუთხარი უკანასკნელად, – «ჯობია მე წამიყვანო». არ ვხუმრობდი. და ამ მომენტში პულსი ვიგრძენი სოკის კისერზე. სწრაფად მივადე ყური მკერდზე. ძლიერმა გულისცემამ ყურში დამარტყა. ჰაერს შთავბერავდი მასში მანამ, სანამ მისმა მკერდმა დამოუკიდებლად არ დაიწყო გაბერვა და შეკუმშვა.

როცა სოკრატემ თვალები გაახილა, მე დამინახა, მოცინარი და მადლიერი ცრემლებით. მთვარის შუქი კი ვერცხლის ფერში გვაცურავებდა.

«სოკრატე, შენ ცოცხალი ხარ».

«ვხედავ, რომ შენი დაკვირვების უნარი როგორც ყოველთვის მაღალ დონეზეა» – სუსტად წარმოთქვა მან.

წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ძალიან სუსტად იყო. გულმკერდი ტკიოდა. მაშინ მხრებზე მოვიკიდე და ზემოთ, ბილიკის ბოლოსკენ წავათრიე ორ მილში. ღამის მორიგეს ლოურენსის სამეცნიერო ლაბორატორიაში შეეძლო ტელეფონით სასწრაფო გამოეძახა.

გზის დიდი ნაწილი ჩუმად ეკიდა ჩემს მხრებზე, მე კი დაძაბული და გაოფლილი მივათრევდი. დროდადრო ამბობდა: «მოგზაურობის ერთადერთი საშუალება – ამის ხშირად კეთებაა» ან «თავბრუ მეხვევა».

სახლში მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდი, რაც ჰერიკის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის პალატაში მოვათავსე იგი. იმ ღამით ჩემი სიზმარი დაბრუნდა. სიკვდილმა სოკრატესკენ გაიწია და მე ყვირილით გამეღვიძა».

მთელი მომდევნო დღე მასთან გავატარე. დროის უმეტესი ნაწილი ეძინა, საღამოსკენ კი ლაპარაკი მოინდომა.

«კარგი… რა მოხდა?»
«მე მიწაზე სახით მწოლიარე აღმოგაჩინე. გული არ გიცემდა და არ სუნთქავდი. მე... ვისურვე, რომ გეცოცხლა».
«გამახსენე, რომ ჩემს ანდერძში მოგიხსენიო. რას გრძნობდი?»
«ეს ყველაზე უცნაურია, სოკ. თავიდან ენერგიის ნაკადი ვიგრძენი, რომელიცჩემში გადიოდა. ვეცადე, რომ შენთვის გადმომეცა. უკვე თითქმის დავნებდი, როდესაც...»
«არასოდეს არ თქვა - მოკვდა», – წამოიძახა მან.
«სოკრატე, მე სერიოზულად ვამბობ!»
«განაგრძე… ყურადღებით გისმენ. მაინტერესებს, როგორ გამოვიდა ეს ყველაფერი».

ფართოდ გამეღიმა. «ეშაკმა დალახვროს, შენ უკეთ იცი როგორც გამოვიდა. გული ისევ აგიძგერდა..., მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა მცდელობა შევწყვიტე. ეს თანამყოფობის გრძნობა, რაც ადრეც შევიგრძენი – ეს მან აიძულა შენს გულს ამუშავება».

მან თავი დამიქნია. «შენ გრძნობდი მას». ეს კითხვა კი არა მტკიცება იყო.

«დიახ».
«ეს კარგი გაკვეთილი იყო», – თქვა მან და მსუბუქად გაიზმორა.
«გაკვეთილი! შენ გულის შეტევა გქონდა, და ეს იყო პატარა, საოცარი გაკვეთილი ჩემთვის? შენ ასე ხედავ ამას?»

«დიახ», – თქვა მან, – «და იმედი მაქვს, რომ დიდ სარგებლობას მიიღებ მისგან. მიუხედავად იმისა, რა ძლიერებიც არ უნდა ვჩანდეთ, ყოველთვის არსებობს დაფარული სისუსტე, რომელიც შესაძლოა დამღუპველი წინააღმდეგობა აღმოჩნდეს ჩვენთვის. საშინაო წესი: ყველა ძალაშია სისუსტე… და პირიქით. ჩემი სისუსტე ბავშვობიდან გული იყო. შენ კი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, „გულის შეტევის“ სხვა სახეობით იტანჯები.

«მართლა?»

«დიახ. შენ ჯერ კიდევ ვერ გახსენი შენი გული ბუნებრივად, რომ ემოციები გაუშვა ცხოვრებაში, როგორც წარსულ ღამეს მოახერხე ეს. შენ ისწავლე სხეულის მართვა და ცოტა ჭკუის მართვაც, მაგრამ შენი გული კვლავაც არაა გახსნილი. შენი მიზანი დაუმარცხებლობა კი არა, უმწეობაა... სამყაროსთან, ცხოვრებასთან, და ამგვარად თანამყოფობის გრძნობასთან, რომელიც შენ შეიგრძენი.

მე ვეცადე, მაგალითით მეჩვენებინა შენთვის, რომ მეომრის ცხოვრების გზა შედგება არა წარმოსახვითი სრულყოფისგან და გამარჯვებებისგან; მეომრის ცხოვრების აზრი – სიყვარულშია. სიყვარული – ეს მეომრის მახვილია; იქ, სადაც ურტყამს, სიცოცხლე მოაქვს და არა სიკვდილი».


«სოკრატე, მომიყევი სიყვარულზე. მინდა გავიგო».

მან წყნარად გაიცინა. «ეს ის არაა, რისი გაგებაც შეიძება; ეს შეიძება მხოლოდ შეიგრძნო».

«კარგი. მაშინ მითხარი, რა გრძნობაა ეს?»

«ხედავ?» – თქვა მან, – «შენ გინდა კიდევ ერთ მენტალურ კონსტრუქციად აქციო იგი. უბრალოდ დაივიწყე საკუთარი თავი და იგრძენი!»

შევხედე მას და ვიგრძენი მისი მსხვერპლის მთელი სისავსე..., ის, თუ როგორ მავარჯიშებდა და ბოლომდე იხარჯებოდა, თუმცა იცოდა თავისი სუსტი გულის ამბავი... და ყველაფერი ეს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ჩემი ინტერესი სწავლებისადმი. თვალები ცრემლებით ამევსო. «მე მართლა ვგრძნობ, სოკ…»

«გრძნობ არა, ნეხვი! სიბრალული არ გამოდგება».

ჩემი გრძნობა გაღიზიანებით შეიცვალა. «ხანდახან ზღვარამდე მიგყავარ, ბებერო ჯადოქარო! რა გინდა ჩემგან, სისხლი?»

«რისხვაც არ გამოდგება». – წარმოთქვა დრამატული ტონით, და თვალებს ისე ატრიალებდა, როგორც კინოს ბოროტი გმირი.

«სოკრატე, შენ ნამდვილად შეიშალე!» – გამეცინა მე.

«აი! სიცილი გამოდგება!»

ჩვენ ორივემ აღტაცებულებმა გავიცინეთ; შემდეგ კი მომღიმარეს ჩაეძინა. წყნარად გამოვედი პალატიდან.

Posted by: Atm@n Jul 30 2013, 08:40 AM

როცა მეორე დილით მივედი სანახავად, შესამჩნევად მოძლიერებული ჩანდა. მაშნვე საყვედურით მივმართე. «სოკრატე, რატომ არ შეწყვიტე სირბილი, უფრო მეტიც, მთელი ეს ნახტომები და ფოკუსები, თუ იცოდი, რომ მათ შეეძოთ სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდნენ ყოველ წამს?»

«რა საჭიროა ნერვიულობა? ჯობია ვიცხოვროთ იმ მომენტამდე, სანამ არ მოვკვდებით. მე – მეომარი ვარ. ჩემი გზა – მოქმედებაა», – თქვა მან, – «მე მასწავლებელი ვარ. მე მაგალითით ვასწავლი. ოდესმე, შესაძოა შენც ასწავლო სხვებს ის, რაც მე გასწავლე. მაშინ მიხვდები, რომ სიტყვები არაა საკმარისი; შენც მაგალითით უნდა ასწავლო, და მხოლოდ ის, რაც შენი უშუალო გამოცდილებით გააცნობიერე».
შემდეგ ისტორია მომიყვა:

დედამ თავისი ბიჭი მაჰატმა განდისთან მიიყვანა. ევედრებოდა: «გთხოვ, მაჰატმა. უთხარი ჩემს შვილს, რომ შაქარი არ ჭამოს».
განდი დუმდა. შემდეგ კი თქვა: «ისევ მოიყვანე შენი შვილი ორი კვირის შემდეგ». გაკვირვებულმა დედამ მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ასე მოიქცეოდა.

ორი კვირის შემდეგ შვილთან ერთად დაბრუნდა. განდიმ თვალებში შეხედა ყმაწვილს და უთხრა: «აღარ ჭამო შაქარი».

მადლიერმა, მაგრამ გაკვირვებულმა ქალმა ჰკითხა: «რატომ მთხოვე ორი კვირის შემდეგ მოყვანა? მაშინვე არ შეგეძლო ამის თქმა?».

განდიმ უპასუხა: «ორი კვირის წინ მე თვითონ ვჭამდი შაქარს».


«დენ, აკეთე ის, რასაც ასწავლი, და ასწავლე ის, რასაც აკეთებ».

«რა უნდა ვასწავლო გიმნასტიკის გარდა?»

«გიმნასტიკა საკმარისი იქნება, თუ მას უფრო უნივერსალური გაკვეთილების გადაცემის საშუალებად გამოიყენებ», – თქვა მან, – «პატივი ეცი სხვებს. თავიდან მიეცი ის, რაც მათ უნდათ, და შესაძლოა თანდათან, ზოგიერთმა მათგანმა მოგთხოვოს მისცე ის, რაც შენ გინდა. მოთმინებით ასწავლე ილეთები, სანამ ვინმე მეტს არ მოგთხოვს».

«როგორ გავიგებ, რომ მეტი უნდათ?»

«გაიგებ».

«მაგრამ, სოკრატე, რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ მე მასწავლებელი გავხდები? რაღაც არ მხიბლავს ეს იდეა».

«როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მიდიხარ».

«ამას იმ კითხვამდე მივყავართ, რომელიც დიდი ხანია მინდოდა დამესვა…, ხშირად შენ იცნობ ხოლმე ჩემს ფიქრებს ან იცი ჩემი მომავლის შესახებ. დროთა განმავლობაშ მეც გამიჩნდება მსგავსი უნარები?» ამის მოსმენისთანავე დისტანციური მართვის პულტი აიღო, ტელევიზორი ჩართო და მულტფილმების ყურება დაიწყო. მე გამოვრთე ტელევიზორი.

იგი ჩემსკენ შემობრუნდა და ჩაისუნთქა: «იმედი მქონდა, რომ ბოლომდე გადალახავდი უნარებით მოხიბლულობას. მაგრამ რადგან რადგანაც ამოგიტივტივდა, შეგვიძლია მისგანაც განვთავისუფლდეთ. აბა, რა გინდა რომ გაიგო?»

«დასაწყისისთვის, მომავლის წინასწარმეტყველება. მგონი ხანდახან შეგიძია ამის გაკეთება».

«მომავლის წინასწარმეტყველების საფუძველი აწმყოს რეალური აღქმაა. მომავლის თემა არ უნდა გაღელვებდეს, სანამ მკაფიოდ არ დაინახავ აწმყოს».

«და აზრების კითხვაზე რას იტყვი?»

სოკრატემ ჩაისუნთქა: «რა გაინტერესებს?»

«ცხადია, რომ ჩემს აზრებს ხშირად კითხულობ».

«კი, ფაქტიურად ასეა», – აღიარა მან, – «მე მართლა ვიცი, რაზე ფიქრობ დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. შენი „ჭკუა“ ადვილად იკითხება, იმიტომ რომ შენი ყველა აზრი შენს სახეზე წერია».

მე შეცბუნებისგან მოვიღუშე.

«ხედავ რას ვგულისხმობდი?» – გაეცინა მას და ჩემს შეკრულ კოპებზე მიმითითა, – «და ამისთვის არაა საჭირო, რომ ჯადოქარი იყო; პოკერის მოთამაშეები შესანიშნავად კიტხულობენ სახეებზე».

«კი მაგრამ, რას იტყვი ნამდვილ უნარებზე?»

ის საწოლზე წამოჯდა და თქვა: «განსაკუთრებული უნარები რა თქმა უნდა არსებობს. მაგრამ მეომრისთვის ისინი სრულიად უმნიშვნელოა. დაე ამან შეცდომაშ არ შეგიყვანოს. ბედნიერება – ეს ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს. შენ არ შეგიძია მიაღწიო ბედნიერებას; ის აღწევს შენამდე..., მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერ დანარჩენზე უარს ამბობ».

მომეჩვენა, რომ სოკრატე დაიღალა. ცოტა ხანი დაჟინებით მიყურებდა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა. შემდეგ ერთდროულად კეთილი და მტკიცე ხმით წარმოთქვა სიტყვები, რომლებისაც ყველაზე მეტად მეშინოდა: «ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ შენ უწინდებურად ხაფანგში ხარ, დენ..., უწინდებურად ეძებ ბედნიერებას ყველგან. დაე იყოს ასე. ეცდები მის პოვნას მანამ, სანამ არ დაიღლები ყველანაირი ძიებისგან. ჩვენ უნდა დავშორდეთ რაღაც დროის განმავლობაში. ეძებე ის, რაც გჭირდება და ისწავლე ის, რასაც შეძლებ. შემდეგ შევხედოთ».

ხმაში ბზარი გამიჩნდა: «რამდენი... რამდენი ხნით უნდა დავშორდეთ?»

მისმა სიტყვებმა საერთოდ ამომაყირავა: «ცხრა ან ათი წელი საკმარისი უნდა იყოს».

გაოგნებული ვიყავი. «სოკრატე, მე არც ისე მაინტერესებს ეს უნარები. მართლა გავიგე, რასაც მეუბნებოდი. გთხოვ, მომეცი უფლება, რომ შენთან დავჩე».

მან თვალები დახუჭა. «ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ნუ გეშინია. შენი გზა იქნება შენი მეგზური; გზას არ აცდები».

«მაგრამ, როდის გნახავ ისევ, სოკრატე?»

«როცა შენი ძიებები დასრულდება…, ნამდვილად დასრულდება».

«როცა მეომარი გავხდები?»

«მეომარი – ეს ის არაა, ვინც ხდებიან, დენ. ისინი ან არიან მოცემულ მომენტში, ან არა. გზა თავისთავად ქმნის მეომარს. ახლა კი საერთოდ უნდა დამივიწყო. წადი და გასხივოსნებული დაბრუნდი».

მე ძალიან გავხდი დამოკიდებული მის განსჯაზე, მის განსაზღვრებებზე. ჯერ კიდევ ვკანკალებდი, შემოვბრუნდი და გასასვლელისკენ წამოვედი. შემდეგ კიდე ერთხელ, ბოლოჯერ შევხედე სხივმფენ თვალებში. «ისე გავაკეთებ, როგორც მთხოვე, სოკ…, გარდა ერთისა. მე არასოდეს არ დაგივიწყებ».

საავადმყოფოდან გამოვედი და კამპუსის ქუჩებით გაურკვეველი მომავლისკენ გავემართე.

Posted by: Plasmodium Jul 30 2013, 12:13 PM

დამთავრდა?

Posted by: Atm@n Jul 30 2013, 04:20 PM

Plasmodium

ჯერ არა.

Posted by: Plasmodium Jul 30 2013, 05:30 PM

Atm@n

საინტერესოა მადლობა

Posted by: Atm@n Aug 1 2013, 09:11 PM

გადავწყვიტე ლოს-ანჯელესში, ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნებულიყავი. ავტოსადგომიდან ჩემი ძველი ვალიანტი წამოვიყვანე და უკანასკნელი შაბათ-კვირა ნივთების ჩალაგებაშ გავატარე. ლინდაზე გავიფიქრე, სატელეფონო ჯიხურთან მივედი და მისი ახალი ბინის ნომერი ავკრიფე. როცა მისი ნამძინარევი ხმა მომესმა, უკვე ვიცოდი, რისი გაკეთებაც მინდოდა.

«ძვირფასო, მე რამდენიმე სიურპრიზი მაქვს. ლოს-ანჯელესში გადმოვდივარ; შეგიძლია ხვალ რაც შეიძლება ადრე ჩამოფრინდე ოკლენდში? შეგვეძლო ავტომობილით დავბრუნებულიყავით; რაღაცაზე უნდა დავილაპარაკოთ».

ხაზის მეორე ბოლოზე სიჩუმე ჩამოწვა. «ო, სიამოვნებით! დილის 8 საათზე ჩამოვფრინდები. ე-ეე… (გრძელი პაუზა)… რაზე გინდა საუბარი, დენი?»

«იმაზე, რაზეც მხოლოდ პირისპირ საუბარი შეიძლება, თუმცა მინიშნებას მოგცემ: ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაზე, შვილებზე, დილით ერთად, ჩახუტებულებს გაღვიძებაზე». ამას ძალიან გრძელი პაუზა მოჰყვა. «ლინდა?»

ხმა უკანკალებდა. «დენ…, ახლა არ შემიძლია ლაპარაკი. დილით ჩამოვფრინდები».
«გამოსასვლელთან შევხვდებით. დროებით, ლინდა».
«დროებით, დენი». მოკლე ზუმერები ხაზზე.

გამოსასვლელთან 8:45-ზე ვიყავი. ის უკვე მელოდებოდა: ლურჯთვალება ლამაზმანი დამაბრმავებელი წითური თმით. ჩემთან სიცილით მოირბინა და ხელები მომხვია: «ო, რა კარგია შენთან ჩახუტება, დენი!»

ვგრძნობდი, როგორ იღვრებოდა მისი სხეულის სითბო ჩემსაში. სწრაფი ნაბიჯით გავემართეთ ავტოსადგომისკენ. თავიდან არ ვიცოდი რაზე მელაპარაკა.

ავტომობილი უკან, ტილდენ პარკისკენ წავიყვანე და შთაგონების ადგილას გავაჩერე. ყველაფერი წინასწარ დავგეგმე. ვთხოვე სკამზე ჩამომჯდარიყო და უკვე მზად ვიყავი დამესვა კითხვა, როცა იგი ყელზე ჩამომეკიდა და თქვა «დიახ!», შემდეგ კი ატირდა. «რაღაც ისე ვერ ვთქვი?» – იყო ჩემი სუსტი მცდელობა გახუმრებისა.

ჩვენ ლოს-ანჯელესის მუნიციპალიტეტის შენობაშ დავქორწინდით. საქორწინო ცერემონია ლამაზი და მცირერიცხოვანი იყო. ჩემი ნაწილი ძალიან ბედნიერი გახდლათ; მეორე ნაწილი კი გაურკვეველ დეპრესიაში იყო. შუაღამისას გამეღვიძა და ფეხაკრეფით გავიპარე ახალდაქორწინებულთათვის განკუთვნილი ჩვენი ნომრის აივანზე. უხმოდ ვტიროდი. რატომ არ მტოვებდა გრძნობა, თითქოს ხელიდან გავუშვი, დავივიწყე რაღაც მნიშვნელოვანი?» ეს გრძნობა არასოდეს არ მტოვებდა.

მალე ახალ ბინაშ გადავედით. მე ძალები სიცოცხლის დაზღვევის სფეროში მოვსინჯე; ლინდა ბანკშ მოეწყო მოლარედ, ნახევარ განაკვეთზე. ძალიან დაკავებული ვიყავი, რომ საკმარისი დრო დამეთმო ჩემი ახალგაზრდა ცოლისთვის. ღამ-ღამობით, როცა მას ეძინა. მედიტაციისთვის ვჯდებოდი. დილით სავარჯიშოების კომპლექსს ვაკეთებდი. თუმცა სამუშაოს გამო დრო თითქმის აღარ მრჩებოდა მსგავსი ვარჯიშებისთვის; მთელი ჩემი მომზადება და დისციპლინა დნებოდა.

სადაზღვეო აგენტად მუშაობის ექვსი თვის შემდეგ, უკვე ყელში მქონდა ამოსული ეს ყველაფერი. პირველად, მრავალი კვირის შემდეგ, მე და ლინდა დავჯექით, რომ სერიოზულად დაგველაპარაკა.

«ძვირფასო, რას ფიქრობ უკან, ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაბრუნებაზე და სხვა სამსახურის მოძებნაზე?»
«თუ ეს ისაა, რაც შენ გინდა, დენი. მე შენ გამოგყვები. თანაც კარგი იქნებოდა, თუ ჩემს მშობლებთან ახლოს ვიცხოვრებდით. ისინი შესანიშნავი ძიძები არიან»
«ძიძები?»
«დიახ. შენ მალე მამა გახდები».
«გინდა თქვა, რომ მალე ბავშვი გვეყოლება? შენ… მე… და ბავშვი?» – მოვეხვიე და დიდხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები.

ამის შემდეგ აღარ შემეძლო დაუფიქრებელი ნაბიჯები გადამედგა. ჩრდილოეთში გადასვლიდან რამდენიმე დღეში, ლინდამ თავისი მშობლები მოინახულა, მე კი ახალი სამუშაოს საძებნად გავემართე. ჩემი ძველი მწვრთნელისგან, ჰელისგან, შევიტყვე, რომ სტემფორდის უნივერსიტეტში გიმნასტიკის მწვრთნელის ვაკანსია გამოჩნდა. ამავე დღეს გავიარე გასაუბრება და ლინდას მშობლებთან წავედი, ახალი ამბის შესატყობინებლად. როცა მივედი, მათ მითხრეს, რომ სტენფორდის უნივერსიტეტიდან სპორტის ათლეტური სახეობების დირექტორმა დამირეკა და მწვრთნელის ადგილი შემომთავაზა სექტემბრიდან. მე დავთანხმდი; ასე მარტივად და სწრაფად ვიპოვე კარიერა ჩემთვის.

აგვისტოს ბოლოს ჩვენი საყვარელი ქალიშვილი - ჰოლი დაიბადა. ჩვენი ყველა ნივთი მენლოს პარკის რაიონში გადავიტანე, ახალ, კომფორტულ ბინაში. ლინდა და ბავშვი ორი კვირის შემდეგ ჩამოფრინდნენ. რაღაც პერიოდი ცხოვრებით ვტკბებოდით, მაგრამ მალე თავით გადავეშვი ახალ სამუშაოში. სტემფორდისთვის გიმნასტიკის პროგრამაზე ვმუშაობდი. ყოველ დილით მრავალმილიან გარბენს ვასრულებდი გოლფის მოედნებზე და ხანდახან ლაგუნიტის ტბის ნაპირთანაც ჩამოვჯდებოდი ხოლმე. და კვლავაც, ჩემი ყურადღება და ძალები მრავალი მიმართულებით მოძრაობდნენ, მაგრამ არა ლინდას მიმართულებით.

ასე შეუმჩნევლდ გავიდა ერთი წელი. ყველაფერი ისე შესანიშნავად იყო, რომ ვერ ვახერხებდი რაღაც ადრეული დანაკარგის შეგრძნების წყაროს გაცნობიერებას. ჩემი და სოკრატეს ერთად ყოფნის ნათელი და მკაფიო სურათები - მთებზე სირბილი, უჩვეულო ვარჯიშები ღამით, მრავალსაათიანი საუბრები - ყველაფერი ეს თანდათან ფერსა და სიმკვეთრეს კარგავდა ჩემს მეხსიერებაში.

ცოტა მოგვიანებით, ჩვენი ქორწინების წლისთავის შემდეგ, ლინდამ მითხრა, რომ უნდოდა მიემართა კონსულტანტისთვის ქორწინების საკითხში. ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი გახდა, და ეს სწორედ მაშნ მოხდა, როცა ვიგრძენი, რომ ჩემთვის მოდუნების და ოჯახთან მეტი დროის გატარების ჟამი დადგა.

კონსულტანტი მართლაც დაგვეხმარა, და მაინც, რაღაც სიცივემ გაირბინა მე და ლინდას შორის..., ან იქნებ ეს სიცივე მიმალულად არსებობდა ჩვენი ქორწინების პირველი ღამიდან მოყოლებული. ის უფრო თავდაჭერილი და ჩაკეტილი ხდებოდა. მე ყოველდღე ლიმონივით გამოწურული ვბრუნდებოდი სამუშაოდან. თითქმის არ მრჩებოდა ძალები არც ლინდასთვის და არც ჰოლისთვის.

სტემფორდში მუშაობის მესამე წელს განცხადება შევიტანე საუნივერსიტეტო ქალაქში დასახლების თხოვნით იმისთვის, რომ ლინდას მეტად შეძლებოდა ხალხთან ურთიერთობა. მალე ცხადი გახდა, რომ ამ მეთოდმა ძალიან კარგად იმუშავა, განსაკუთრებით სასიყვარულო ინტრიგებთან მიმართებაში. მან თავისი სოციალური წრის ფორმირება მოახდინა, მე კი განვთავისუფლდი ტვირთისგან, რომლის ტარებაც არ შემეძლო, ან არ მინდოდა. მე და ლინდა გაზაფხულზე დავშორდით, სტენფორდშ ყოფნიდან მესამე წელს. უფრო მეტი ყურადღება დავუთმე სამუშაოს და კვლავ დავიწყე ჩემი შინაგანი ძიებანი: დილაობით ძენის ჯგუფის ვარჯიშებზე ვიჯექი ჩვენს სპორტულ დარბაზში, საღამოობით კი აიკიდოს ვსწავლობდი. უფრო და უფრო მეტს ვკითხულობდი და იმედი მქონდა, რომ რაიმე გასაღებს ან მინიშნებას მოვძებნიდი ჩემს დაუმთავრებელ საქმესთან დაკავშირებით.

როცა სტაბილური თანამდებობა შემომთავაზეს თავისუფალი სტილის ხელოვნებებზე ობერლინის კოლეჯში, ოჰაიოს შტატში, მომეჩვენა, რომ მეორე შანსი გვეძლეოდა. იქ უფრო მეტი გულმოდგინებით შევუდექი ბედნიერების ძიებას. გაძლიერებულად დავიწყე გიმნასტიკის სწავლება და ორი კურსი შევიმუშავე: «ფსიქო-ფიზიკური განვითარება» და «მშვიდობიანი მეომრის გზა», სადაც გამოხატულება ჰპოვა ზოგიერთმა ილეთმა და უნარ-ჩვევამ, რომლებიც სოკრატესგან ვისწავლე. პირველი წლის ბოლოსთვის სპეციალური გრანტიც მივიღე კოლეჯისგან: მემოგზაურა და ჩამეტარებინა კვლევები ჩემს მიერ არჩეულ სფეროში.

ჩვენი ოჯახური ცხოვრების ყველა პერიპეტიის შემდეგ მე და ლინდა დავშორდით. დავტოვე ლინდა და პატარა ჰოლი და გავემგზავრე უკანასკნელ, როგორც მაშინ ვიმედოვნებდი ძიებებისთვის.

მრავალი ადგილი მოვინახულე მთელს მსოფლიოში – ჰავაი, იაპონია, ოკინავა, ინდოეთი და მრავალი სხვა ადგილი, სადაც ბევრი ექსტრაორდინალური მასწავლებელი, იოგას, საბრძოლო ხელოვნების და ჯადოქრობის სკოლა გავიცანი. დიდი გამოცდილება მივიღე, მეტი ცოდნა შევიძინე, მოკლედ ყველაფერი გარდა ხანგრძლივი სიმშვიდის გრძნობისა.

ჩემი მოგზაურობის დასასრულთან ერთად იზრდებოდა ჩემი სასოწარკვეთილება, გამოწვეული უმოწყალო კითხვებით: «რა არის გასხივოსნება? როდის მივაღწევ სიმშვიდეს?» სოკრატე მეუბნებოდა ამის შესახებ, მაგრამ იმ დროს არ შემეძლო მისი სიტყვების აზრის გაგება.
როცა ჩემი მოგზაურობის უკანასკნელ პუნქტში ჩავაღწიე, მცირე ადგილ კასკასში, პორტუგალიის სანაპიროზე, ამ კითხვებმა ღრმად და განუწყვეტლივ დაიპყრეს ჩემი გონება.

დილით ცარიელ სანაპიროზე გამეღვიძა, სადაც ორი დღის წინ კარავი გავშალე. ჩემი მზერა წყალმა მიიპყრო. მოქცევამ ჩემი ციხე-სიმაგრეს ნარჩენები შთანთქა, რომელიც დიდი გულმოდგინებით აღვმართე ჯოხებისგან და ქვიშისგან.

რაღაც მიზეზით ამან ჩემი სიკვდილი გამახსენა, და ის, რისი თქმაც სოკრატეს უნდოდა. მისი სიტყვები და ჟესტები ნაგლეჯებად ამოტივტივდნენ მეხსიერებაში, როგორც ჩემი ციხე-სიმაგრრის ნარჩენები ქვიშაზე. «იფიქრე წლებზე, რომლებიც გარბიან, დენი. ერთხელ აღმოაჩენ, რომ სიკვდილი სულაც არაა ის, რასაც ელოდი; მაგრამ იმ მომენტში თავად სიცოცხლე შეიცვლის თავის მნიშვნელობას. ორივე ეს მოვლენა შეიძლება საოცარი იყოს, ცვლილებებით სავსე; სხვაგვარად, თუ არ გაიღვიძებ, ისინი შესაძლოა სასტიკ იმედგაცრუებად გექცნენ».

მისი სიცილი მთელი ძალით გაჟღერდა ჩემს მეხსიერებაში. მაშინ გამახსენდა ერთი ეპიზოდი, რომელიც სადგურზე მოხდა. მე ნახევრადმძინარე ვმოქმედებდი; სოკრატემ მოულოდნელად ხელი მტაცა და შემანჯღრია. «გაიღვიძე! ვთქვათ იცი, რომ განუკურნებელი სენით ხარ ავად და ცოტა დაგრჩა სიცოცხლე, დაკარგავდი ცხოვრების რომელიმე ძვირფას მომენტს? გეუბნები დენ, შენ მართლა უკურნებელი სენით ხარ ავად – შენს ავადმყოფობას დაბადება ჰქვია. რამდენიმე სწრაფადმავალი წლის მეტი არ დაგრჩა. არავის არ დარჩა! ასე რომ იყავი ბედნიერი ახლა, უმიზეზოდ... ან საერთოდ არასდროს არ იქნები ბედნიერი».

მე რაღაც საჩქაროს მზარდმა გრძნობამ შემიპყრო, მაგრამ გასაქცევი არსად იყო. ამიტომ სანაპიროზე დავრჩი, ქვიშის მწმენდავის მსგავსად, რომელიც არ წყვეტდა კითხვების დასმას: «ვინ ვარ მე? რა არის გასხივოსნება?»

ოდესღაც ადრე, სოკრატემ მითხრა, რომ მეომრისთვისაც კი არ არსებობს სიკვდილზე გამარჯვება; არსებობს მხოლოდ იმის გაცნობიერება, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.

მზეზე ვიწექი და ვიხსენებდი, როგორ ვაცილებდი ხახვის უკანასკნელ შრეს სოკრატეს ოფისში, იმისთვის, რომ გამეგო - «ვინ ვიყავი». გამახსენდა სელენჯერის რომანის ერთი გმირი, რომელიც იმის დანახვაზე, თუ როგორ სვამს ვიღაც რძეს, ამბობს: «თითქოს ღმერთი ერწყმის ღმერთს, თუ გესმით რასაც ვამბობ».

ლაო-ძის სიზმარი გამახსენდა:

ლაო-ძის ეძინა და ხედავდა სიზმარს იმის შესახებ, თუ როგორ იქცა პეპელად. გაღვიძებისას კითხვა დაუსვა საკუთარ თავს: «ის ადამიანი ვარ, ვისაც ეძინა და პეპელა ესიზმრა, თუ მე ვარ სწორედ ის პეპელა, რომელსაც ჩაეძინა და ხედავს, როგორ იქცა ადამიანად».

ნაპირზე ვსეირნობდი და საბავშვო ლექსს ვღიღინებდი:

«იცურე ჩემო ნავო, ქვემოთ, დინებისკენ,
ცხოვრება მხოლოდ მსგავსებაა სიზმრებისა».


ერთხელ, სეირნობის შემდეგ, ჩემს კარავთან დავბრუნდი და ზურგჩანთიდან წიგნი ამოვიღე, რომელიც ინდოეთში მქონდა ნაყიდი. ეს იყო სულიერი ლეგენდების და ზღაპრების უხეში ინგლისური თარგმანი. ფურცლებს ვშლიდი და გადავაწყდი ისტორიას გასხივოსნებაზე:

«მილარეპა ყველგან გასხივოსნებას ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა პასუხს... სანამ ერთხელ არ შეხვდა მოხუცს, რომელიც მთის ბილიკზე ნელა მიაბიჯებდა, ზურგზე მძიმე ტვირთით. უეცრად მილარეპამ იგრძნო, რომ ამ ადამიანმა იცოდა პასუხი, რომელსაც ის ასე შეუპოვრად ეძებდა მრავალი წლის განმავლობაში.

«მოხუცო, გთხოვ, მითხარი: რა არის გასხივოსნება?» (enlightenment – გასხივოსნება, შემსუბუქება)

მოხუცმა გაიღიმა, ტვირთი მიწაზე დააგდო და გასწორდა.

«დიახ! მე გავიგე!» – დაიყვირა მილარეპამ, – «გმადლობ, მოხუცო. მაგრამ ჰქმენ სიკეთე, მიპასუხე კიდევ ერთ კითხვაზე. რა ხდება გასხივოსნების შემდეგ?»

მოხუცმა ისევ გაიღიმა, კვლავ მოიკიდა თავისი ტომარა ბეჭებზე, შეისწორა და გზა განაგრძო».


იმ ღამით სიზმარი მესიზმრა:

სიბნელეში ვიდექი, დიდი მთის ძირას, და ყოველი ქვის ქვეშ ძვირფას ალმასს ვეძებდი. ბნელოდა და ვერ ვპოულობდი ჩემს ძვირფასეულობას.

შემდეგ მთის მბრწყინავ მწვერვალს შევხედე. თუ მეწერა ალმასის პოვნა, ეს მხოლოდ მწვერვალზე მოხდებოდა. დამქანცველი გზა განვვლე რომელიც მრავალი წელი გაიწელა. როგორც იქნა მივაღწიე მოგზაურობის მიზანს. ვიდექი და კაშკაშა სინათლეში ვცურავდი.

ახლა ჩემს ხედვას აღარაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ ალმასი მაინც არსად ჩანდა. ჩემს ქვეშ დაბლობს გადმოვხედე, საიდანაც აღმასვლა დავიწყე მრავალი წლის წინ. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ ალმასი ყოველთვის ჩემთან იყო, ქვემოთაც კი, და მისი შუქი ყოველთვის ბრწყინავდა. მაგრამ ჩემი თვალები იყო დახუჭული.

ღამით გამეღვიძა, ნათელი მთვარის ქვეშ. ჰაერი თბილი იყო, გარესამყარო კი მდუმარე. ისმოდა მხოლოდ ტალღების რბილი და რითმული ხმები. სოკის ხმა მომესმა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ მოგონება იყო: «გასხივოსნება, დენ, ეს მონაპოვარი არაა; ეს გაცნობიერებაა. და როცა გაიღვიძებ, ყველაფერი შეიცვლება და არაფერი არ შეიცვლება. თუ ბრმა მიხვდება, რომ ხედვა შეუძლია, ამით სამყარო შეიცვლება?»

ვიჯექი და წყალზე არეკლილ ვერცხლისფერ მთვარის შუქს ვუმზერდი. «რას ამბობდა მთებზე, მდინარეებზე და ძიებებზე?» «აა, ჰო», – გამახსენდა მე:

«თავიდან მთები – ეს მთებია, მდინარეები კი მდინარეებია.
შემდეგ – მთები აღარაა მთები, და მდინარეები – აღარაა მდინარეები.
საბოლოოდ კი, მთები ხდებიან მთები, მდინარეები კი მდინარეები».


მე ავდექი, ქვემოთ, სანაპიროსკენ დავეშვი, ბნელ ოკეანეში შევვარდი და შორს გავცურე. როცა ხელის მოსმა შევწყვიტე, უეცრად ფეხებქვეშ რაღაც არსება ვიგრძენი, რომელიც ოკეანის სიღრმეებიდან მეპარებოდა. რაღაც ძალიან სწრაფად მიახლოვდებოდა: ეს სიკვდილი იყო.
გაცოფებულმა გავცურე ნაპირისკენ და აქოშინებული სველ ქვიშაზე დავეგდე. ჩემს ცხვირწინ პატარა კიბორჩხალამ ჩაიარა და მოვარდნილმა ტალღამ სველ ქვიშაში დამარხა იგი.

მე წამოვდექი, ტანი შევიმშრალე და მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი. მთვარის შუქზე ნივთები მოვკრიფე, ზურგჩანთა მოვიკიდე და საკუთარ თავს ვუთხარი:

«ჯობია არასოდეს დაიწყო; მაგრამ თუ დაიწყებ დაასრულე!».

ჩემი სახლში დაბრუნების დრო მოვიდა.

როცა რეაქტიული თვითმფრინავი კლივლენდში, ჰოპკინსის აეროპორტზე დაეშვა, მე შევიგრძენი მზარდი შფოთვა ჩემს ქორწინებასთან და მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ექვს წელზე მეტი გავიდა. ვგრძნობდი, რომ გავიზარდე, მაგრამ ბრძენი ვერ გავხდი. რა შემეძლო მეთქვა ცოლ-შვილისთვის? ვნახავდი სოკრატს კვლავ?.. თუ კი, რითი უნდა მივსულიყავი მასთან?»

აეროპორტში ლინდა და ჰოლი დამხვდნენ. ჰოლიმ ჩემთან მოირბინა და აღტაცებული გადამეხვია. ლინდას ნაზად და თბილად გადავეხვიე, მაგრამ ნამდვილი ვნების გარეშე, თითქოს უბრალოდ ძველი მეგობრები ვიყავით. აშკარა იყო, რომ წლებმა და ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ჩვენი გზები გაჰყარა.

ლინდამ აეროპორტიდან სახლშ წაგვიყვანა. კმაყოფილ ჰოლის ტკბილად ეძინა ჩემს მუხლებზე.

როგორც გავიგე, ლინდა არ იტანჯებოდა მარტოობით ჩემს არყოფნაში. მან იპოვა მეგობრები... და სიახლოვე. ისე მოხდა, რომ ობერვილში ჩემი დაბრუნების შემდეგ, მალევე, გავიცანი განსაკუთრებული ადამიანი – სტუდენტი, ახალგაზრდა და თავბრუდამხვევი გოგო, სახელად ჯოისი. შეჭრილი შავი თმა სასიამოვნო სახეს და დამაბრმავებელ ღიმილს უმშვენებდა. მაღალი არ იყო, მაგრამ სიცოცხლით იყო სავსე. მაგნიტივით მიზიდავდა. ყოველ თავისუფალ წუთს ერთად ვატარებდით, ვსეირნობდით და ვსაუბრობდით პარკის შემოგარენში. შემეძლო მასთან ისე მელაპარაკა, როგორც ვერასოდეს დაველაპარაკებოდი ლინდას..., არა იმიტომ, რომ ლინდას არ შეეძლო გაგება, არამედ იმიტომ, რომ მისი ინტერესები და გზა სხვა ცხოვრებისეულ სფეროებში იყო.

ჯოისმა უნივერსიტეტი გაზაფხულზე დაასრულა. უნდოდა ჩემს გვერდით დარჩენილიყო, მაგრამ ვალს ვგრძNობდი ჩემი ოჯახის წინაშე, და დაშორება მოგვიწია. ვიცოდი, რომ ვერასოდეს დავივიწყებდი მას, მაგრამ ოჯახი პირველ ადგილზე უნდა დარჩენილიყო.

მომდევნო ზამთარში ლინდა, ჰოლი და მე კვლავ ჩრდილოეთ კალიფორნიაშ გადავედით. ალბათ ჩემი შეპყრობილობა სამსახურით და საკუთარი თავით უკანასკნელი დარტყმა გახდა ჩვენი ქორწინებისთვის. თუმცა სხვა ვერანაირი ნიშანი ვერ იქნებოდა უფრო სევდიანი, ვიდრე ის ეჭვები და მელანქოლია, რაც პირველ საქორწინო ღამეს განვიცადე... – ის ავადმყოფური ეჭვები, გრძნობა, რომ უნდა მახსოვდეს რაღაც, რაც მრავალი წლის წინ დავტოვე. მხოლოდ ჯოისთან ვიყავი თავისუფალი ამ გრძნობებისგან.

განქორწინების შემდეგ, ლინდა და ჰოლი ლამაზ ძველებურ სახლში გადავიდნენ, მე კი თავით გადავეშვი სამუშაოში. ბერკლის უნივერსიტეტში გიმნასტიკას და აიკიდოს ვასწავლიდი.

სიკვდილამდე მინდოდა ბენზინ-გასამართი სადგურის მონახულება, მაგრამ არ შემეძლო ამის გაკეთება, სანამ არ დამიძახებდნენ. თანაც როგორ უნდა დავბრუნებულიყავი? არაფერი მქონდა სათქმელი ამდენი წლის შემდეგ».

პალო ალტოში გადავედი და განმარტოებით ცხოვრება დავიწყე. ხშირად ვფიქრობდი ჯოისზე, მაგრამ ვიცოდი რომ არ მქონდა მასთან დარეკვის უფლება. ჯერ კიდევ დარჩენილი მქონდა დაუმთავრებელი საქმე.

ჩემი მომზადება განვაახლე. ვვარჯიშობდი, ვკითხულობდი, ვმედიტირებდი, და საშალებას ვაძლევდი კითხვებს უფრო და უფრო ღრმად შემოსულიყვნენ ჩემში, მახვილის მსგავსად. რამდენიმე თვეში კვლავ მოვიპოვე კეთილდღეობის ის შეგრძნება, რომელიც ამდენი წელი აღარ განმიცდია. იმ დროს დავიწყე სოკრატესთან გატარებულ დროზე მოგონებების ჩაწერა. იმედი მქონდა, რომ ეს საიდუმლოს გასაღების პოვნაშ დამეხმარებოდა. რეალურად არაფერი შეცვლილა..., ყოველ შემთხვევაში ჩემთვის შესამჩნევი..., მას შემდეგ, რაც მან გამომიშვა.

ერთხელ, დილით, ჩემი პატარა სახლის ზღურბლთან ვიჯექი. ფიქრებით ცხოვრების ბოლო რვა წელს დავუბრუნდი. დავიწყე სულელად ყოფნით და თითქმის მეომარი გავხდი. შემდეგ სოკრატემ სამყაროში გამომიშვა, რომ მესწავლა, მე კი კვლავ სულელი გავხდი.

მეჩვენებოდა, რომ მთელი ეს რვა წელი უაზროდ დავკარგე. ასე ვიჯექი და შორეულ მთებს ვუცქერდი. უცებ ჩემი ყურადღება გამახვილდა და მცირე ნათება შევამჩნიე მთების ირგვლივ. ამ წამს ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.

გავყიდე ჩემი მცირე ქონება და სამხრეთში, ფრესნოსკენ გავწიე. შემდეგ აღმოსავლეთისკენ შევუხვიე სიერა-ნევადას მთებისკენ. ზაფხულის ბოლო იყო – ყველაზე შესაფერისი დრო მთებში მოგზაურობისთვის.

Posted by: Atm@n Aug 4 2013, 06:43 PM

8. ჭიშკრები იღება

ვიწრო გზით, რომელიც ედისონის ტბასთან ახლოს გადიოდა, მე დავიწყე ჩემი გზა იმ იდგილებში, რომლებიც ერთხელ ახსენა სოკრატემ – სიღრმეში და ზემოთ, მთების გულში. ვგრძნობდი, რომ აქ, მთებში ვიპოვიდი პასუხს... ან მოვკვდებოდი.

კლდეებსა და მწვანე მცენარეებს შორის მივაბიჯებდი მთის ტბების ქვეყნისკენ, სადაც ადამიანები უფრო იშვიათად გვხვდებიან, ვიდრე პუმა, ირემი ან პატარა ხვლიკები, რომლებიც ჩემი გამოჩენისთანავე გაირბენდნენ ხოლმე ქვებში.

ბანაკი მწუხრის ჟამამდე გავშალე. მეორე დღეს, ტვირთშემსუბუქებულმა, აღმასვლა განვაგრძე ტყის უმაღლეს ზონამდე, შემდეგ კი გრანიტის ფართო სივრცეებში. გავიარე კანიონები და ხეობები. გზად საკვებად ვარგის ფესვებს და ნაყოფებს ვაგროვებდი. დასასვენებლად კამკამა მდინარის პირას ჩამოვჯექი. მეჩვენებოდა, რომ მრავალი წლის შემდეგ პირველად ვიყავი კმაყოფილი.

საღამოსკენ ქვემოთ, ჩემი ბანაკისკენ დავეშვი, კოცონისთვის ფიჩხი მოვაგროვე, ნაყოფების ერთი მუჭა შევჭამე და ფართე ფიჭვის ქვეშ მოვეწყვე მედიტაციისთვის. ღრმად შევდიოდი მთების განწყობაში. თუ მთები მზად იყვნენ რაიმე მოეცათ, მე მზად ვიყავი მისაღებად.
მას შემდეგ, რაც ცა გაშავდა, მოგიზგიზე ცეცხლთან ვიჯექი, სახეს და ხელებს ვითბობდი, როცა უეცრად სიბნელიდან სოკრატე გამოვიდა!

«აქვე მეზობლად ვსეირნობდი და გადავწყვიტე ცეცხლზე შემომევლო», – თქვა მან.

დაბნეული და აღტაცებული გადავეხვიე მას, და სიცილით წავაქციე მიწაზე. შემდეგ კოცონთან ჩამოვჯექით. «შენ ისევ ისეთ მომწიფებულ მეომრად გამოიყურები – ოდნავაც კი არ დაბერებულხარ». (მართლაც დაბერდა, მაგრამ მის რუხ თვალებში იგივე ონავრული ნაპერწკალი ბრწყინავდა).

«შენ პირიქით, საკმაოდ დაკაცებული ხარ», – ფართოდ გაეღიმა მას, – «მაგრამ, უფრო დაჭკვიანებულს არ ჰგავხარ. მომიყევი, რა ისწავლე?»
ჩავისუნთქე და ცეცხლს მივაშტერდი. «რა გაეწყობა, ვისწავლე საკუთარი ჩაის მოდუღება». პატარა ქვაბით წყალი დავადგი ცეცხლზე და ჩაი მოვადუღე ბალახებისგან, რომლებიც იმ დღეს მოვაგროვე. ვინაიდან სტუმრებს არ ველოდი, ჩაი ჩემი ჭიქით მივაწოდე, ჩემთვის კი პატარა „მისკაში“ დავისხი. როგორც იქნა დავიწყე. თხრობასთან ერთად, სასოწარკვეთილებამ, რომელიც ამდენი წლის მანძილზე დაგროვილიყო ჩემში, თანდათან გარეთ ამოხეთქა.

«მე არაფერი მაქვს სატრაბახო. დაბნეული ვარ... ნაბიჯითაც ვერ მივუახლოვდი ჭიშკრებს მას შემდეგ, რაც პირველად გნახე. მე შენ გაგიცრუე იმედები, ცხოვრებამ კი მე გამიცრუა; ცხოვრებამ გული მატკინა».

ის ზეიმობდა. «დიახ! შენი გული გატეხილია, დენ… გატეხილია, რომ მიგითითოს ჭიშკრის სინათლეზე შენს შიგნით. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არ გიძებნია. გაახილე თვალები, სულელო – თითქმის მიზანთან ხარ!»

შეცბუნებულს და გაღიზიანებულს, შემეძლო მხოლოდ უმწეოდ ვმჯდარიყავი.

სოკი მარწმუნებდა: «შენ თითქმის მზად ხარ…, ძალიან ახლოს ხარ».

მის სიტყვებს ჩავეჭიდე: «ახლოს რასთან?»

«დასასრულთან». ერთ მომენტში შიშმა შემიპყრო. სწრაფად შევძვერი ჩემს საძილე ტომარაში. სოკრატემ თავისი საძილე ტომარა გაშალა. იმ დღის ბოლო შთაბეჭდილება იყო მასწავლებლის თვალები, რომლებიც ცეცხლის ალის ზემოდან მიმზერდნენ, ჩემს სიღრმეში, სხვა სამყაროში.

ამომავალი მზის პირველ სხივებს სოკრატე მდინარესთან შეეგება. მდუმარედ შევუერთდი მას. წყლის სწრაფ ნაკადში კენჭებს ვისვრიდი და ხმებს ვაყურადებდი. სოკრატე უსიტყვოდ შემოტრიალდა ჩემსკენ და ყურადღებით მაკვირდებოდა.

საღამოს, მთელი დღის უდარდელი სეირნობის, ბანაობის და გარუჯვის შემდეგ, მან მითხრა, რომ უნდოდა გაეგო ყველაფერი, რაც მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ მიგრძვნია. ჩემი მონაყოლი სამი დღე და სამი ღამე გრძელდებოდა..., ჩემი მოგონებების მთელი მარაგი დავხარჯე. სოკრატე სულ ჩუმად იყო და მისმენდა, თუ არ ჩავთვლით მომენტებს, როცა დამაზუსტებელ კითხვებს მისვამდა.

მზის ჩასვლისთანავე ნიშანი მომცა, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი კოცონთან. სრულიად უძრავად ვიჯექით, ფეხებგადაჯვარედინებულნი, სიერა ნევადას მაღალ მთებში, მოხუცი მეომარი და მე.

«სოკრატე, ყველა ჩემი ილუზია დამსხვრეულია, მაგრამ მეჩვენება, რომ არაფერი დარჩა ისეთი, მათი ადგილი რომ დაიკავოს. შენ ძიების ამაოება მაჩვენე. მაგრამ რას იტყვი მშვიდობისმოყვარე მეომრის გზაზე? ნუთუ ეს ბილიკი არაა? ძიება არაა?»

სიამოვნებისგან გაეცინა და მხრებში შემანჯღრია. «ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა ნამდვილი კითხვა დასვი! თუმცა პასუხი პირდაპირ შენს ცხვირწინაა. მთელი ეს დრო მშვიდობისმოყვარე მეომრის გზას გიჩვენებდი, და არა მშვიდობისმოყვარე მეომრისკენ გზას. სანამ მიჰყვები ამ გზას, ხარ კიდეც მეომარი. უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში შენ უარი თქვი შენს «მეომრობაზე» და მის საძებნელად წახვედი. მაგრამ გზა ახლაა; და ყოველთვის იყო».

«მაშ, რა ვაკეთო ახლა? საით წავიდე?»

«ვისი რა საქმეა?» – დაიყვირა აღტაცებულმა, – «სულელი „ბედნიერია“, როცა მისი სურვილები კმაყოფილდება. მეომარი ბედნიერია უმიზეზოდ. აი რა აქცევს ბედნიერებას უმაღლეს დისციპლინად – ყველა იმ ილეთზე მაღლა აყენებს მას, რაც კი მისწავლებია შენთვის».

როცა საძილე ტომრებში ვძვრებოდით, სოკის სახე ნარინჯისფრად ირეკლებოდა კოცონისგან მომავალი შუქისგან. «დენ», – თქვა მან, – «აი, უკანასკნელი დავალება, რასაც გაძლევ, სამუდამოდ. იმოქმედე ბედნიერმა, იგრძენი თავი ბედნიერად, იყავი ბედნიერი ამ სამყაროში ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაშინ შეძლებ შეიყვარო და აკეთო ის, რაც გინდა».

მე უკვე ვთვლემდი. როცა თვალები მეხუჭებოდა, ვუთხარი: «სოკრატე, მაგრამ არის ადამიანები და საგნები, რომელთა შეყვარებაც ძალიან ძნელია; თითქმის შეუძლებლად მეჩვენება მუდამ ბედნიერად ყოფნა».

«რაც არ უნდა იყოს, დენ, აი რას ნიშნავს იყო მეომარი. მე ხომ არ გეუბნები, როგორ იყო ბედნიერი, მე გეუბნები, იყავი ბედნიერი». ამ სიტყვებთან ერთად ჩამეძინა.

სოკრატემ მზის ამოსვლისთანავე გამაღვიძა. «წინ დიდი გზა გველის», – თქვა მან. მალე მაღალი მთებისკენ წავედით.

სოკრატეს სუსტი გულის ერთადერთი ნიშანი მისი ნელი ტემპი იყო აღმასვლის დროს. კიდევ ერთხელ გამახსენდა მისი სუსტი გული და მისი მსხვერპლი. სიარულის დროს გამახსენდა ერთი ისტორია, რომელსაც ადრე ვერ ვგებულობდი:

ქალი ჯანსაღი აზროვნებით უფსკრულის პირას მიდიოდა. ქვემოთ, რამდენიმე ასეულ ფუტში, მან დაინახა მკვდარი ძუ ლომი და პატარა ბოკვერები, რომლებიც გარს უვლიდნენ მას. ქალი უყოყმანოდ გადაეშვა კლდიდან ქვემოთ, იმისთვის, რომ ბოკვერებს საჭმელი ჰქონოდათ.

შესაძლოა სხვა დროს და სხვა ადგილას სოკრატეს იგივე ჩაედინა.

მაღლა და მაღლა ავდიოდით, მალე მწვერვალის ძირსაც მივაღწიეთ. უმეტესწილად მდუმარედ მივდიოდით.

«სოკრატე, საით მივდივართ?» – ვკითხე მე, როცა დასასვენებლად ჩამოვჯექით.

«ჩვენ მივდივართ განსაკუთრებულ ადგილას, წმინდა ადგილას, ყველაზე მაღალ პლატოზე, რომელიც აქედან რამდენიმე მილში მდებარეობს. ეს იყო სამარხი ერთ-ერთი უძველესი ამერიკული ტომისთვის, რომელიც იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ ისტორიის წიგნებში საერთოდ არაა მოხსენიებული, თუმცაღა ეს ადამიანები სიმშვიდეში და განმარტოებულად ცხოვრობდნენ».
«საიდან იცი ეს?»
«წინაპრები მყავს ამ ტომიდან. გზა განვაგრძოთ. პლატოს დაბნელებამდე უნდა მივაღწიოთ».

ამ მომენტში მინდოდა ყველაფერი დამეჯერებინა, რასაც სოკრატე ამბობდა…, მაგრამ არ მტოვებდა სასიკვდილო საფრთხის შეგრძნება, და იმის შეგრძნება, რომ ის რაღაცას ბოლომდე არ მეუბნებოდა.

მზე სახიფათოდ ქვემოთ ეშვებოდა; სოკრატემ ტემპს მოუმატა. ქშინვით გადავედით ერთი უზარმაზარი ბორცვიდან მეორეზე. უკვე მწუხრის ჟამი იყო. სოკრატე ორ კლეს შუა ნანგრევებს შორის გაუჩინარდა, და მეც მას მივყევი ამ ვიწრო გვირაბში, რომელიც ორი მასიური ნამტვრევისგან იყო ფორმირებული. «იმ შემთხვევაში, თუ მარტო მოგიწევს სახლშ დაბრუნება, ამ გვირაბში უნდა გამოიარო», – ამბობდა სოკრატე, – «ეს ერთადერთ შესასვლელი და გამოსასვლელია». კითხვების დასმა დავიწყე, მაგრამ ჟესტით შემაჩერა.

სინათლე თითქმის მილეულიყო ზეცაზე, როცა დამასრულებელ ციცაბო აღმართს შევუდექით. ქვემოთ, ჩვენს წინ უზარმაზარი ქვის თასისებური პლატო გადაიშალა, მძლავრი კლდეებით გარშემორტყმული. ბნელდებოდა. ქვემოთ, თასისკენ დავეშვით.

«მალემივალთ სამარხების ადგილას?» – ნერვიულად ვკითხე მე.

«ჩვენ უკვე მასზე ვდგავართ», – თქვა მან, – «ვდგავართ უძველესი გვარის მოჩვენებებს შორის, მეომრების ტომიდან».

ქარმა დაუბერა, თითქოს მისი სიტყვები დაადასტურაო. შემდეგ მომესმა ყველაზე საზარელი ხმა, რაც კი ოდესმე გამიგია..., თითქოს ადამიანის ხმა კვნესოდა.

«ეშმაკმა დალახვროს, რა არის ეს, ქარი?»

სოკრატე უსიტყვოდ შეჩერდა შავ ხვრელთან კლდეში და წარმოთქვა: «წავედით».

მოახლოებული საფრთხისგან ჩემი ინსტინქტები აჯანყდნენ. სოკრატე უკვე შევიდა. ფანარი ავანთე, მწივანა ქარი უკან მოვიტოვე და მისი ფანარის სუსტ შუქს გავყევი გამოქვაბულის სიღრმეში.

«სოკ, მე არ მომწონს მთებში დამარხვის იდეა». მან მზერით გამბურღა. თუმცა ჩემდა სასიხარულოდ გამოქვაბულიდან გასასვლელს მივადექით. განსხვავება არ იყო. გარეთ ისევე ბნელოდა, როგორც შიგნით. შიგნითვე გავჩერდით. სოკრატემ თავისი ზურგჩანთიდან შეშის ნაჭრები ამოიღო. «ვიფიქრე, რომ გამოგვადგებოდა», – თქვა მან. მალე ცეცხლი აგიზგიზდა და კედელზე ჩვენი ჩრდილები გამოჩნდა.

სოკრატემ ჩრდილებზე მიმითითა და თქვა: «გამოქვაბულის ეს ჩრდილები ილუზიის და რეალობის მნიშვნელოვანი ხატ-სახეა. აი ძველი იგავი, რომელიც პლატონმა გახადა პოპულარული:

დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ერი, რომლის ხალხიც მთელ ცხოვრებას ილუზიის გამოქვაბულში ატარებდა. ასე ხდებოდა რამდენიმე თაობის მანძილზე, და იმის რწმენა, რომ ჩრდილები კედლებზე რეალობის სუბსტანციაა, ძალიან გამყარდა ამ ხალხში. მხოლოდ მითები და რელიგიური ზღაპრები მოუთხრობდნენ უფრო ნათელი შესაძლებლობების შესახებ.

ჩრდილების თამაშით შეპყრობილი ხალხი შეეჩვია ამას და საკუთარი ბნელი რეალობის ტყვე გახდა.


მე ჩრდილებს ვაკვირდებოდი, ცეცხლის ალი კი ზურგს მიხურებდა. ამასობაში სოკრატე განაგრძნობდა:

«მთელი ისტორიის მანძილზე, დენ, მოხდა იღბლიანი განთავისუფლება გამოქვაბულის ტყვეებისა. ეს ისინი იყვნენ, რომლებიც დაიღალნენ ჩრდილთა თამაშებით, დაეჭვდნენ მათში, აღარ აკმაყოფილებდათ ჩრდილები, მიუხედავად მათი ზომისა და ფორმებისა. ისინი სინათლის მაძიებელნი გახდნენ. რამდენიმე იღბლიანმა შეძლო მეგზურის პოვნა, რომელმაც მოამზადა ეს ადამიანები და ილუზიების მიღმა, ღვთიური სინათლისკენ გაიყვანა».

მისი ნაამბობით დატყვევებული ჩრდილებს ვუმზერდი, გრანიტის კედელზე. სოკმა თქვა:

«ამ სამყაროს ყველა ადამიანი, დენ, დატყვევებულია მათი საკუთარი ჭკუის გამოქვაბულის ხაფანგში. მხოლოდ ის ზოგიერთი მეომარი, რომლებიც ხედავენ სინათლეს, თავისუფლდებიან და ყველაფერზე უარს ამბობენ, მხოლოდ მათ შეუძიათ გაიცინონ მარადისობაში. ასე იქნები შენც, ჩემო მეგობარო».

«თითქმის შეუძლებლად ჟღერს, სოკ… და რაღაცნაირად საშიშად».

«ეს ძიებებისა და შიშების საზღვრებს მიღმაა. როცა ეს მოხდება, დაინახავ, რომ ეს თვალნათლივია, უბრალოა, მარტივია, ჩვეულებრივია, მკაფიოდ აღქმადია და სასიხარულოა. ესაა, ის ერთადერთი რეალობა ჩრდილებს მიღმა».

ჩვენ სრულ სიჩუმეში ვიჯექით, რომელსაც მხოლოდ კოცონის ტკაცუნი არღვევდა. ვაკვირდებოდა სიკრატეს, რომელიც თითქოს რაღაცას ელოდა. სიმძიმის შეგრძნება მქონდა, მაგრამ სუსტმა, განთიადისწინა სხივებმა სულის სიმხნევე დამიბრუნეს.

თუმცაღა იმ მომენტში გამოქვაბული კვლავ სიბნელეში ჩაიძირა. სოკრატე ადგა და სწრაფად გაემართა გასასვლელისკენ. ნაბიჯითაც კი არ ვშორდებოდი მას. როგორც კი გარეთ აღმოვჩნდით, ჰაერში ოზონის სუნი გვეცა. გარე ატმოსფეერო დაელექტროებული იყო. კეფაზე თმები დამებურძგლა. შემდეგ ქარბუქი ამოვარდა.

სოკრატე მკვეთრად შემოტრიალდა ჩემსკენ. «ძალიან ცოტა დრო დარჩა. გამოქვაბულიდან უნდა გაიქცე. მარადისობა ახლოსაა!»

გაიელვა. მეხმა რომელიღაც ახლო მთას დაარტყა. «იჩქარე!» – თქვა სოკრატემ, ასეთი დაჟინებულობა მის ხმაში აქამდე არ მსმენია. ჩემთან გრძნობა მოვიდა – ზუსტად ის, რომელიც არასოდეს ცდებოდა. ის მეუბნებოდა: «ფრთხილად იყავი! შენსკენ სიკვდილი მოდის!»

სოკრატემ კვლავ დაილაპარაკა ავისმომასწავებელი ხმით. «აქ სახიფათოა. უკან წადი, გამოქვაბულის სიღრმეში». ზურგჩანთაში დავიწყე ქექვა, რაღა ფანარი მომეძებნა, მაგრამ მან დამიყვირა: «გაინძერი!»

უკან დავიხიე, გამოქვაბულის სიბნელეში და კედელს მივეყრდენი. ველოდებოდი, როდის მოვიდოდა ჩემთან, მაგრამ ის გაქრა.

უკვე ვაპირებდი დამეძახა, მაგრამ უეცრად ჩემს უკან მარწუხებივით ჩამავლო რაღაცამ კეფაში და საშინელი ძალით წამათრია გამოქვაბულის სიღრმეში. «სოკრატე» – ვყვიროდი მე, – «სოკრატე!»

მარწუხებმა გამიშვეს, მაგრამ მაშინვე სხვა ტკივილი დაიწყო, გაცილებით უფრო საშინელი: ჩემს თავს რაღაც აწვებოდა უკნიდან. მე ვყვიროდი, მთელი ძალით ვყვიროდი. ზუსტად იმის წინ, სანამ საშინელი ზეწოლისგან ჩემი თავის ქალა გასკდებოდა, ეს სიტყვები გავიგონე – ეჭვგარეშეა, ეს სოკრატეს ხმა იყო: «სწორედ ესაა შენი უკანასკნელი მოგზაურობა».

დაფშვნის საშინელ ხმასთან ერთად ტკივილი გაქრა. მე გამოქვაბულის იატაკზე დავეცი. გაიელვა და მომენტალურ შუქში დავინახე სოკრატე, რომელიც თავზე მადგა. შემდეგ გაისმა გაელვება სხვა სამყაროდან. აი მაშინ მივხვდი, რომ ვკვდებოდი.

სოკრატემ უფსკრულშ გადამიშვა. მე ვვარდებოდი, ქვებზე ვენარცხებოდი და უფრო და უფრო მივიწევდი სიღრმისკენ, შემდეგ კი რაღაც ხვრელიდან გადმოვვარდი. მთამ გამიშვა, მზეზე, სადაც ჩემი დასაახიჩრებული სხეული ქვემოთ მიექანებოდა, სანამ ცვრიან ბალახზე არ დაენარცხა, ქვემოთ, შორს.

ამჯერად ჩემი სხეული დამტვრეულ ხორცის გროვად იქცა. ლეშისმჭამელი ფრინველები, მღრღნელები, მწერები და მატლები მოდიოდნენ და ჩემი ხრწნადი ხორცით იკვებებოდნენ. ზუსტად იმით, რომელსაც ოდესღაც «საკუთარ თავად» ვთვლიდი. დრო უფრო და უფრო სწრაფად გადიოდა. დღის სინათლეს სწრაფად ცვლიდა ღამის წყვდიადი; დღეები კვირეებად იქცეოდნენ, კვირები თვეებად.

იცვლებოდნენ წელიწადის დროები და ჩემი სხეულის ნარჩენები ნიადაგად იქცა. თოვლის ყინულოვანმა საფარმა დროებით შემოინახა ჩემი ძვლები, თუმცა დროთა განმავლობაშ ისინიც მტვრად იქცნენ. იკვებებოდნენ რა ჩემი სხეულით, ამ მინდორზე იზრდებოდნენ და კვდებოდნენ ყვავილები და ხეები. საბოლოოდ თავად მინდორიც გაქრა.

მე გავხდი ნაწილი ლეშიჭამია ფრინველებისა, რომლებმაც ჩემი ხორცი შეჭამეს, მღრღნელებისა და მწერებისა, ასევე მათი მტაცებლებისა სიცოცხლისა და სიკვდილის დიდ წრებრუნვაში.

დენ მილმენი, რომელიც ოდესღაც, დიდი ხნის წინ ცხოვრობდა, სამუდამოდ გაქრა – მყისიერი ნაპერწკალი დროში. მაგრამ მე ძველებურად ვრჩებოდი მთელი ეპოქების განმავლობაში. ახლა საკუთარი თავი გავხდი, ცნობიერება, რომელიც აკვირდებოდა ყველაფერს, და იყო ყველაფერი. ჩემი ყოველი ცალკეული ნაწილი მარადიულად იცოცხლებს; მარად შეიცვლება და მარად ახალი იქნება.

ახლა ვაცნობიერებდი, რომ მოხუცი, სიკვდილი, რომლისაც ასე ეშინოდა დენ მილმენს, უდიდესი ილუზია იყო – პრობლემა, არა უმეტესი, ვიდრე სასაცილო ეპიზოდი, როცა ცნობიერებამ დაივიწყა საკუთარი თავი.

სანამ დენი ცხოვრობდა, მან ვერ გაიარა ჭიშკრები; მან ვერ გააცნობიერა თავისი ჭეშმარიტი ბუნება; ის ცხოვრობდა მოკვდავ ფორმაში და შიშში, მარტო.

ახლა მე ვიცოდი. აჰ, რომ შეძლებოდა მხოლოდ მიმხვდარიყო იმას, რაც ახლა ვიცი.

გამოქვაბულის იატაკზე ვიწექი, გაღიმებული, გაოფლილი კედელს მივეყრდენი და სიბნელეშ დავიწყე ცქერა, ცნობისმოყვარეობით, მაგრამ შიშის გარეშე.

როცა თვალები მიეჩვივნენ, დავინახე თეთრთმიანი ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და იღიმებოდა. ყველაფერი აწმყოს დაუბრუნდა ათასწლეულოვანი მომავლიდან, და მე წამიერად სევდის შემოტევა ვიგრძენი მოკვდავ ფორმაში დაბრუნების გამო. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა – არაფერს არ აქვს დიდი მნიშვნელობა!

ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენა; ყველაფერი ილუზია ყოფილა…, და ბედნიერად გამეცინა. სოკრატეს შევხედე; ჩვენი თვალები ექსტაზისგან ანათებდნენ. ვიცოდი, რომ მან იცოდა ის, რაც მე ვიცოდი. წამოვხტი და გადავეხვიე. ვცეკვავდით და ველურებივით ვხარხარებდით ჩემს სიკვდილთან დაკავშირებით.

ცოტა მოვიცადეთ, ნივთები ჩავალაგეთ და ქვემოთ დავეშვით, ძირითადი ბანაკისკენ.

მე ცოტას ვლაპარაკობდი, მაგრამ ბევრს ვიცინოდი. ყოველ ჯერზე, როცა მიწას, ცას, მზეს, ხეებს, ტბას და მდინარეებს ვუმზერდი, მახსენდებოდა, რომ ეს ყველაფერი მე ვარ!

მთელი ეს წლები დენ მილმენი იზრდებოდა, იბრძოდა იმისთვის, რომ «ვინმე ყოფილიყო». სხვათაშორის, რაც შეეხება წარსულს! დენი იყო ვიღაც, ჩაკეტილი საკუთარ შეშინებულ ჭკუაში და მოკვდავ სხეულში.

«კარგი», – ვფიქრობდი მე, – «ახლა ისევ ვითამაშებ დენ მილმენს, მარადისობის კიდევ რამდენიმე გაელვება და, მივეჩვევი კიდეც მას ცოტა ხნით, სანამ არ გაქრება. თუმცა მე ახლა ვიცი, რომ მხოლოდ ხორცის ნაგლეჯი არ ვარ – ეს საიდუმლო კი ძვირი ღირს!

არ არსებობს გამოთქმა, რომ ამ ცოდნის ჩემზე ზეგავლენა აღწეროს. მე უბრალოდ გამოვიღვიძე.

ამგვარად, მე გამოვიღვიძე რეალობაში, რომელიც ყველანაირი მნიშვნელობისგან და ძიებისგან იყო ცარიელი. რა უნდა ვეძებო კიდევ? ყველაფერი, რაზეც სოკი მელაპარაკებოდა, ჩემს სიკვდილთან ერთად გაცოცხლდა. ამაში მდგომარეობს მთელი პარადოქსი, სიტუაციის მთელი იუმორი და დიადი ცვლილება. ყველა ძიება, ყველა მიღწევა, ყველა მიზანი ერთნაირად სასიხარულო და ერთნაირად უსარგებლო იყო.

ჩემს სხეულში ენერგია მოძრაობდა. ბედნიერებით სავსე ვიყავი. და სიცილი ამიტყდა; ეს იყო უმიზეზოდ ბედნიერი ადამიანის სიცილი.

Posted by: გოგა Aug 4 2013, 10:58 PM

ვაჰ რა კაია რო დადე, გუშინ ლომკა მქონდა ყოველ 5 წუთში ვარეფრეშებდი ხო არ დად ოგაგრძელებათქო, არადა გვერდზე სხვა წიგნი მედო და რაღაცა ვეღარ ვუმუღამებდი ამაზე მეფიქრებოდა და.. :დ

Posted by: Atm@n Aug 4 2013, 11:01 PM

ხვალ ან ზეგ დავასრულებ ალბათ...

Posted by: Atm@n Aug 5 2013, 02:48 PM

მაღალი მთის ტბების გასწვრივ განვაგრძობდით დაშვებას. მცენარეულობის საზღვარი გადავკვეთეთ და ხშირ ტყეში შევედით, წყაროს მიმართულებით, სადაც რამდენიმე დღის წინ... ან ათასი წლის წინ... ვიყავით.

მე დავკარგე ყველა ჩემი წესი, ყველანაირი მორალი ყველა ჩემი შიში ზემოთ, მთებში დარჩა. ამიერიდან ჩემი მართვა შეუძლებელი გახდა. რა სასჯელით უნდა დავეშინებინე? ამასთან, თუმცა მე არ შემომრჩა კარგი ტონის მანიშნებელი არანაირი წესი, ვგრძნობდი, რომ სწორად ვიქცეოდი და სიყვარულით სავსე ვიყავი. უნარი მქონდა მხოლოდ სიყვარულით სავსე ქმედებებისა და სხვა არაფრისა. იგი ასეც მეუბნებოდა; რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ძალა?

მე დავკარგე ჩემი ჭკუა და ჩავიძირე ჩემს გულში. ჭიშკრები როგორც იქნა გაიღო და ფრენით გავიარე ისინი, სიცილით, იმიტომ რომ ესეც ხუმრობა იყო. ეს იყო კარი კარის გარეშე, კიდევ ერთი ილუზია, კიდევ ერთი ხატ-სახე, რომელიც სოკრატემ ოდესღაც მომიქსოვა. საბოლოოდ დავინახე ის, რაც უნდა დამენახა. გზა გაგრძელდება, უსასრულობისკენ; თუმცაღა ახლა გზა სინათლით იყო სავსე.

როცა ჩვენს ბანაკში მივედით, უკვე ბნელდებოდა. ცეცხლი გავაჩაღეთ და ცოტა მზესუმზირა მივირთვით – უკანასკნელი ჩემი მარაგიდან. როცა ცეცხლის ალმა ჩვენი სახეები გაანათა, სოკრატემ თქვა:

«იცი, შენ დაკარგავ ამას».
«რას დავკარგავ?»
«შენს ხედვას. ის იშვიათობაა… შესაძლოა მხოლოდ იშვიათ ვითარებებში..., ის მხოლოდ გამოცდილებაა, ასე რომ დაკარგავ მას».
«შესაძლოა, ეს მართალია, სოკრატე, მაგრამ ვიღაც იდარდებდა ამის გამო, მე კი არა», გამეცინა მე, – «მე დავკარგე ჩემი განსჯის უნარი და ვეღარსად ვპოულობ მას!»

სასიამოვნოდ გაკვირვებულმა წარბები ასწია. «ჰოდა ძალიანაც კარგი. როგორც ჩანს ჩემმა შრომამ ტყუილად არ ჩაიარა. ჩემი ვალი გადახდილია».
«ოჰო!» გამეღიმა მე, – «გინდა თქვა, რომ ჩემი გამოსაშვები დღე დადგა?»
«არა, დენ, ჩემი გამოსაშვები დღე დადგა». ის ადგა, თავისი ზურგჩანთა მოიკიდა, წავიდა და სიბნელეს შეერია.

მოვიდა დრო სადგურზე დაბრუნებისა, იქ, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო. რაღაცნაირად ვიცოდი, რომ სოკი იქ იყო და მელოდა. მზის ამოსვლასთან ერთად ნივთები ზურგჩანთაში ჩავალაგე და დაშვება განვაგრძე. მთებში მოგზაურობას რამდენიმე დღე დასჭირდა. ავტოსტოპით ფრესნომდე ჩავაღწიე, იქიდან 101-ე ავტობუსით სან-ხოსემდე, შემდეგ პალო-ალტომდე. ძნელად ვიჯერებდი, რომ საკუთარი სახლი რამდენიმე კვირის წინ დავტოვე, უიმედო «ვიღაცამ».

ნივთები ამოვალაგე და ბერკლისკენ გავემართე. სოკრატეს ცვლამდე ბევრი დრო იყო, ამიტომ კამპუსში გავისეირნე. ტელეგრაფ ავენიუ მოვინახულე. ვაკვირდებოდი მაღაზიების გამყიდველებს, რომლებიც სრულყოფილად ასრულებდნენ მაღაზიების გამყიდველების როლებს. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველგან – ქსოვილების მაღაზიაში, ბუტიკებში, კინოთეატრში და სამასაჟო სალონში – ყოველი ადამიანი უზადოდ ასრულებდა იმ როლს, რისიც სჯეროდა.

მივაბიჯებდი საუნივერსიტეტო ქალაქში, როგორც ბედნიერი ფანტომი, ბუდას აჩრდილი. მინდოდა ადამიანებისთვის ყურში ჩამეჩურჩულა: «გამოფხიზლდით! გაიღვიძეთ! მალე, ადამიანი, რომელიც როგორც ასე ძალიან გჯერათ თქვენ ხართ, მოკვდება. ასე რომ გაიღვიძეთ ახლა და ისიამოვნეთ ამ ცოდნით: ძიება – არაა საჭირო; მიღწევას – არსად არ მივყავართ. მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. ამიტომ იყავით ბედნიერები ახლა! გაიგეთ, სიყვარული – ეს სამყაროს ერთადერთი რეალობაა, რადგანაც ყველაფერი ერთი მთლიანობაა, ხოლოდ ერთადერთი კანონებია პარადოქსი, იუმორი და ცვლილება. პრობლემები არასოდეს ყოფილან, არ არიან და არც იქნებიან. მიატოვეთ თქვენი ბრძოლა და გაუშვით თქვენი ჭკუა. განაგდეთ თქვენი დარდები და შეერწყეთ სამყაროს. არაა საჭირ0ო ცხოვრებასთან წინააღმდეგობა; უბრალოდ გააკეთეთ ყველაფერი საუკეთესოდ. გაახილეთ თვალები და დაინახავთ, რომ თქვენ უფრო მეტი ხართ, ვიდრე გგონიათ. თქვენ ხართ მსოფლიო, თქვენ ხართ სამყარო – თავად თქვენც და სხვებიც! ეს ღმერთის საოცარი თამაშია. გაიღვიძეთ და აღადგინეთ თქვენი იუმორი. არ ინერვიულოთ, უბრალოდ იყავით ბედნიერნი. თქვენ უკვე თავისუფალი ხართ!»

მინდოდა ეს მეთქვა ყველასთვის, ვინც გზაზე მხვდებოდა, მაგრამ რომ მეცადა ამის გაკეთება, ჩათვლიდნენ, რომ ჰალუცინაციები მაქვს, ან სოციალურად საშიში ვარ. მე შევიცანი დუმილის სიბრძნე.

მაღაზიები იკეტებოდა. რამდენიმე საათში სადგურზე სოკის მორიგეობა დაიწყება. მთაში წავედი. მანქანა დავტოვე და ქვაზე ჩამოვჯექი სახით ბუხტისკენ. სან-ფრანცისკოს შორეულ შუქებს და გოლდენ ჰეიტის ხიდს ვუმზერდი. შემეძლო ყველაფერი მეგრძნო: ტყის ფრინველები გარშემო, ქალაქის ცხოვრება, შეყვარებულებიც ხვევნა, დამნაშავეები საქმის პროცესში, სოციალური მოხალისეები, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს, რისი გაღებაც შეეძლოთ. და მე ვიცოდი, რომ ყველაფერი ეს, კარგიც და ცუდიც, მაღალიც და დაბალიც, ბრძნულიც და სულელურიც, ყველაფერი სრულყოფილი პიესის ნაწილია. ყველა მსახიობი უზადოდ თამაშობდა! მე ყველაფერი ეს ვიყავი, ამ ყველაფრის ყოველი ნაწილაკი. ვჭვრეტდი ამ უკიდეგანო სამყაროს და მთლიანად მიყვარდა იგი.

თვალები მედიტაციისთვის დავხუჭე, მაგრამ ამ დროს გავაცნობიერე, რომ ყოველთვის ვმედიტირებდი, ფართოდ გახელილი თვალებით.

შუაღამის შემდეგ სადგურზე მივედი; ზარმა დარეკა ჩემი მისვლის ნიშნად. თბილად განათებული ოფისიდან გამოვიდა ჩემი მეგობარი, რომელიც ძლიერი, ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცივით გამოიყურებოდა, ტანადი და გრაციოზული. მანქანას შემოუარა მძღოლის მხრიდან და ფართოდ გაღიმებულმა მკითხა: «ბოლომდე გავავსოთ?»

«ბედნიერება – ეს სავსე ავზია», – ვუპასუხე მე, და დავფიქრდი იმაზე, თუ სად მქონდა ეს ფრაზა გაგებული. რა უნდა გამეხსენებინა?

სანამ სოკრატე ბენზინს ასხამდა, მე ფანჯრები გავწმინდე. შემდეგ მანქანა სადგურის უკანა მხარეს დავაყენე და უკანასკნელად შევედი ოფისში. ეს ადგილი ჩემთვის წმინდა გახდა – უჩვეულო ტაძარი. მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს შენობა დაელექტროებული იყო; რაღაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო, მაგრამ აზრზე არ ვიყავი - კონკრეტულად რა.

სოკრატემ ყუთიდან დიდი რვეული ამოაძრო, დროისგან გახუნებული და გაცრეცილი, და მე მომაწოდა. მასში იყო ჩანაწერები, მკაფიო, თანაბარი ხელწერით. «ეს ჩემი ჟურნალია – ჩემი ცხოვრების ჩანაწერები ახალგაზრდობის დროიდან. აქ იპოვი პასუხებს ყველა შენს დაუსმელ კითხვაზე. ახლა ეს შენია - ეს ჩემი საჩუქარია. ყველაფერი მოგეცი, რაც შემეძლო. ჩემი შრომა დასრულებულია, მაგრამ შენ კიდევ ბევრი სამუშაო გელის წინ.
«რა მაქვს კიდევ გასაკეთებელი?» – გამეღიმა მე.

«შენ უნდა წერო და ასწავლო. იცხოვრებ კეთილდღეობით და ისწავლი, თუ როგორ დარჩე უბრალო ამ მშფოთვარე სამყაროში, რომელსაც შენ, რაღაც კუთხით, უკვე აღარ ეკუთვნი. დარჩი უბრალო და სასარგებლო იქნები სხვებისთვის».

სოკრატე თავისი სავარძლიდან წამოდგა თავისი ჭიქა ზუსტად ჩემის გვერდით დადგა. მის ხელს შევხედე. ის ანათებდა, უფრო ძლიერად და მკაფიოდ, ვიდრე ადრე.

«უცნაურად ვგრძნობ თავს», – წარმოთქვა გაკვირვებული ტონით, – «ვფიქრობ, ჩემი წასვლის დროა».
«რით შემიძლია დაგეხმარო?» – ვკითხე მე, რადგან ვფიქრობდი, რომ კუჭის პრობლემებმა შეაწუხა.
«არა». თითქოს უკვე ვეღარ გვამჩნევდა ვერც მე, და ვერც გარემოს, დაიძრა კარისკენ წარწერით «შესვლა აკრძალულია», ხელი ჰკრა და მის მიღმა გაუჩინარდა.

ავნერვიულდი მის გამო. ვგრძნობდი, რომ ჩვენმა მოგზაურობამ მთებში საკმაოდ დაასუსტა იგი. მიუხედავად ამისა, მისი ნათება იმდენად ძლიერი იყო, როგორც არასოდეს ადრე. როგორც ყოველთვის, სოკრატე არ ჯდებოდა ჩვეულ სქემებში.

სავარძელში ვიჯექი და დახურულ კარს ვუმზერდი, მისი დაბრუნების მოლოდინში: «ეი, სოკრატე, შენ დღეს ნათურასავით ანათებ. საშობაოდ უნდა დაგპატიჟო; ყველაზე კაშკაშა მორთულობა იქნები ჩემი ნაძვის ხისთვის».

მომეჩვენა, რომ სინათლის მცირე გაელვება დავინახე კარის ქვემოთა ღრიჭოში. ალბათ გადამწვარმა ნათურამ პროცესი გაურთულა. «სოკ, მთელი ღამე აპირებ მანდ ჯდომას? მეგონა მეომრებს არ ჰქონდათ კუჭის აშლილობა».

გავიდა ხუთი წუთი. ათი. ვიჯექი და მისი ნაჩუქარი ჟურნალი ხელში მეჭირა. დავუძახე, შემდეგ კიდევ ერთხელ, მაგრამ პასუხი მხოლოდ დუმილი იყო. უცებ მივხვდი. ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ვიცოდი, ეს მოხდა.

ფეხზე წამოვხტი, კართან მივირბინე, და იმდენად ძლიერად ვკარი ხელი, რომ კაფელის კედელს მკვეთრად მიენარცხა და ლითონის ხმა ექოდ გაისმა ცარიელ საპირფარეშოში. გამახსენდა სინათლის გაელვება რამდენიმე წუთის წინ. სოკრატე განათებული შემოვიდა აქ და გაქრა.

დიდხანს ვიდექი, სანამ ზარის ხმა და მოუთმენელი სიგნალი არ შემომესმა. გავედი და მექანიკურად მოვემსახურე ავტომობილს, ავიღე ფული და ხურდა საკუთარი ჯიბიდან მივეცი. როცა ოფისში დავბრუნდი, შევამჩნიე, რომ თურმე გამოსვლისას ფეხსაცმელიც კი არ ჩამიცვამს. ვიცინოდი მანამ, სანამ ჩემი სიცილი ისტერიკაშ არ გადაიზარდა. შემდეგ ჩავწყნარდი. სავარძელზე ჩამოვჯექი, ძველ, მექსიკურ ზეწარზე. მივიხედ-მოვიხედე: ყვითელი, გახუნებული ხალიჩა კაკლის მაგიდასთან, დასალევი წყლით სავსე ავზი; ორ ჭიქას ვუყურებდი, ჩემსას და სოკისას, რომლებიც უწინდებურად ერთად იდგნენ, და ბოლოს მის დაცარიელებულ სავარძელს შევხედე.

მაშინ დაველაპარაკე. სადაც არ უნდა ყოფილიყო ეს ონავარი მეომარი, ბოლო სიტყვას ჩემზე დავიტოვებ.

«კარგი, სოკრატე, აი მეც, წარსულსა და მომავალს შორის, კვლავ დავხეტიალობ ცასა და მიწას შორის. რა შემიძლია გითხრა, რომ გამიგო? გმადლობ, ჩემო მასწავლებელო, ჩემო შთამაგონებელო, ჩემო მეგობარო. მომენატრები. მშვიდობით!».

სადგურს უკანასკნელად ვტოვებდი საოცრების შეგრძნებით. ვიცოდი, რომ არ დამიკარგავს იგი, ეს სამუდამოდ არ იყო. რამდენი წელი დავხარჯე იმაზე, რათა მთელი სიცხადით დამენახა, რომ ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა მანძლი. მთელი ეს დრო, ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით.


ეპილოგი

სიცილი ქარში


მე ჭიშკრები გავიარე და ვნახე ის, რისი ნახვაც მჭირდებოდა; იქ, მაღალ მთებში გავაცნობიერეჩემი ჭეშმარიტი ბუნება. რაც არ უნდა ყოფილიყო, მსგავსად იმ მოხუცისა, რომელმაც თავისი ტვირთი ასწია და გზა განაგრძო, ვიცოდი, რომ თუმცა ყველაფერი შეიცვალა, ამავე დროს არაფერი არ შეცვლილა.

მე ძველებურად ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებით და ჩვეულებრივი ადამიანური მოვალეობებით. მჭირდებოდა შეგუება ბედნიერ და სასარგებლო ცხოვრებასთან სამყაროშ, რომელიც განაწყენებული იყო ჩემზე, მასზე, ვისაც უკვე აღარ აინტერესებდა ძიებები და პრობლემები. გავიგე, რომ უმიზეზოდ ბედნიერმა ადამიანმა შეიძლება ძალიან იმოქმედოს სხვების ნერვებზე! ხდებოდა ბევრი მოვლენა, როცა მესმოდა და ხშირად მშურდა კიდეც ბერებისა, რომლებიც შორეულ გამოქვაბულებში განმარტოვებულიყვნენ. მაგრამ მე უკვე ვიყავი გამოქვაბულში. ჩემი დრო მიღებისა დასრულდა; ახლა გაცემის დრო დადგა.

პალო-ალტოდან სან-ფრანცისკოში გადავედი და დავიწყე მუშაობა შენობების მხატვარ-დეკორატორად. როგორც კი დავსახლდი, კიდევ ერთ დაუმთავრებელ საქმეს შევუდექი. ობერლინის შემდეგ ჯოისთან აღარ მილაპარაკია. ვიპოვე მისი ტელეფონი ნიუ-ჯერსიში და დავურეკე.

«დენ, რა სიურპრიზია! როგორ ხარ?»
«ძალიან კარგად, ჯოის. იმდენი რამ გადამხდა ბოლო დროს».
ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა: «და როგორაა შენი შვილი... და შენი მეუღლე?»
«ლინდა და ჰოლი კარგად არიან. მე და ლინდა დავშორდით რაღაც დროის უკან».
«დენ», – კიდევ ერთი ხანგრძლივი პაუზა, – «რატომ დამირეკე?»

ღრმად ჩავისუნთქე. «ჯოის, მე მინდა, რომ კალიფორნიაშ გადმოხვიდე და ჩემთან იცხოვრო. არანაირი ეჭვები არ მაქვს შენთან დაკავშირებით... ჩვენთან დაკავშირებით. აქ ბევრი ადგილია...»
«დენ, – ეს ძალიან ნაჩქარევია ჩემთვის! როდის აპირებ ამ პატარა გადაწყობას?»
«ახლავე. ან როცა შეძლებ. ჯოის, მე იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი... იმაზე, რაზეც არავისთვის მომიყოლია. იმდენ ხანს ვინახავდი ამას ჩემში. მაშინვე დამირეკე, როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებ».
«დენ, შენ დარწმუნებული ხარ?»
«კი, დამიჯერე. მე ყოველდღე დაველოდები აქ შენს ზარს».

ორი კვირის შემდეგ სატელეფონო ზარის ხმა გაისმა, დაახლოებით დილის 7:15-ზე.

«ჯოის!»
«აეროპორტიდან გირეკავ».
«ნიუ-იორკის აეროპორტიდან? ჩემთან მოფრინავ?»
«სან-ფრანცისკოს აეროპორტიდან. მე უკვე ჩამოვფრინდი».
რაღაც პერიოდი ვერ ვიჯერებდი. «სან-ფრანცისკოს აეროპორტიდან?»
«დიახ», – გაეცინა მას, – «აბა, მოხვალ თუ ტაქსი დავიჭირო?»

მომდევნო დღეებში ერთად გავატარეთ ყოველი თავისუფალი წუთი. მე მხატვარ-დეკორატორის სამუშაო მივატოვე და გიმნასტიკის სწავლება დავიწყე სან-ფრანცისკოს მცირე სპორტულ დარბაზში. ჩემს ცხოვრებაზე ვუყვებოდი მას, უფრო მეტს, ვიდრე ამ წიგნშია აღწერილი, ყველაფერს ვუყვებოდი სოკრატეზე. ის ყურადღებით მისმენდა.

«იცი, დენ, მე საოცარი შეგრძნება მაქვს, როცა ამ ადამიანზე მიყვები... თითქოს მე თვითონაც ვიცნობდი მას».
«ყველაფერია შესაძლებელი», – გამეღიმა მე.
«არა, მართლა, როგორც ჩანს ვიცნობდი! შენთვის არ მითქვამს დენი, რომ სახლიდან სწორედ სკოლის ბოლო კლასების წინ წამოვედი».
«ეს უჩვეულოა, მაგრამ არც ისე დაუჯერებელი».
«ყველაზე დაუჯერებელი იმაში მდგომარეობს, რომ მე აბსოლუტურად არ მახსოვს პერიოდი სახლიდან წამოსვლასა და ობერლინის უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის. და ეს ყველაფერი არაა. ობერლინში, მანამ, სანამ შენ ჩამოხვიდოდი. ვნახულობდი სიზმრებს, ძალიან უცნაურ სიზმრებს ვიღაც შენნაირზე... და თეთრთმიან ადამიანზე! და ჩემი მშობლები დენი, ჩემი მშობლები...». მისი დიდი, მანათობელი თვალები გაფართოვდნენ და ცრემლებით აივსნენ. «ჩემი მშობლები მეტსახელად…» მხრებზე მოვკიდე ხელები და თვალებში ჩავხედე. მომდევნო წამს, თითქოს ელექტრულმა განმუხტვამ, ჩვენი მეხსიერება მოგონებების ნაკადმა განჭოლა, და მან წარმოთქვა: «ჩემი მეტსახელი იყო - ჯოი».

კალიფორნიის მთებში დავქორწინდით, მეგობრების თანდასწრებით. ყველაფერს მივცემდი იმისთვის, რომ ამ დღის ჩვენთან ერთად გაზიარება სოკრატესაც შეძლებოდა. მაშინ გამახსენდა სავიზიტო ბარათი, რომელიც ოდესღაც გადმომცა..., ის, რომლის გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა. ჩავთვალე, რომ ახლა ზუსტად შესაფერისი შემთხვევა იყო.

გვერდზე გამოვიპარე. ბილიკით პატარა ბორცვზე ავედი, ტყეებსა და სხვა ბორცვებს შორის. იქ ბაღი იყო, ბაღში კი ვენახი. საფულე ამოვიღე და სხვა ქაღალდებს შორის სავიზიტო ბარათი მოვძებნე. იგი გაცვეთილიყო, მაგრამ ძველებურად ანათებდა.

მეომარი, ინკორპორეიტედი.
სოკრატე
წამყვანი სპეციალისტი საკითხებში:
პარადოქსი, იუმორი, ცვლილებები.

მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში!


ორივე ხელი მოვკიდე ბარათს და ჩუმად წარმოვთქვი. «აბა, სოკრატე, ბებერო ჯადოქარო. მოახდინე შენი საოცრება. დაგვენახე, სოკ!» მოვიცადე და კიდევ ერთხელ გავიმეორე. არაფერი არ ხდებოდა. საერთოდ არაფერი. მხოლოდ ქარი უბერავდა მკვეთრად - სულ ეს იყო.

ჩემმა იმედგაცრუებამ მე თვითონვე გამაკვირვა. ვინახავდი იდუმალ იმედს, რომ რაღაც საოცარი გზით მოვიდოდა. მაგრამ ის არ ბრუნდებოდა; არც მაშინ; არც არასოდეს. ხელები ჩამოვუშვი: «მშვიდობით, სოკრატე! მშვიდობით, ჩემო მეგობარო!»

საფულე გავხსენი, რომ ბარათი უკან ჩამედო, და კვლავ მივაქციე ყურადღება მის ნათებას. ბარათი შეიცვალა. ადგილზე «მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში!», ახლა მხოლოდ ერთი სიტყვა იყო, რომელიც სხვებზე მეტად ანათებდა. სიტყვა: «ბედნიერება!». მისი საქორწინო საჩუქარი.

ამ მომენტში თბილი ქარი სახეზე მომეალერსა, თმებზე მომეფერა, და ზემოდან ჩამოვარდნილი თელას ფოთოლი ლოყაზე შემეხო.

თავი გადავწიე და აღტაცებისგან სიცილი დავიწყე, შემდეგ თელას გრძელ ტოტებს მიღმა ღრუბლებს შევხედე. ქარის კიდევ ერთი წამოქროლვა და მარტოხელა ჩიტმა დაიწყო გალობა.

მაშინ შევიგრძენი ეს ჭეშმარიტება. სოკრატე არ მოსულა, იმიტომ რომ ის არც არასოდეს წასულა. ის მხოლოდ შეიცვალა. ის იყო თელა ჩემს თავზე, ღრუბლები, და ჩიტი. ისინი ყოველთვის იქნებიან ჩემი მასწავლებლები, ჩემი მეგობრები.
სანამ ჩემს მეუღლეს, ჩემს სახლს, მეგობრებს და მომავალს დავუბრუნდებოდი, გარშემო მიმოვიხედე. სოკრატე აქ იყო. ის ყველგან იყო.









მორჩა!

Posted by: Atm@n Aug 5 2013, 02:56 PM

აქ ავტვირთე წიგნის სრული ტექსტი ვორდის ფაილში:

http://bin.ge/dl/85484/Mshvidobiani-Meomris-Gza.rtf.html

თუ ვინმე ამ ფაილიდან წაიკითხავთ, მექანიკური შეცდომებიც გაასწორედ გზადაგზა და გასწორებული ვარიანტი დამიბრუნეთ! smile.gif მარჯვენა ზედა კუთხეში koob.ru-საც თუ მოაშორებთ კარგი იქნება (მე ვერ მოვახერხე).

გმადლობთ ყურადღებისთვის!

შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ!


Posted by: Atm@n Aug 5 2013, 02:59 PM

ამ წიგნის გაგრძელება ესაა:

http://www.klex.ru/7r6

მცირე ანოტაცია:

Мистическое путешествие мирного война

Вторая книга Дэна Миллмэна - продолжение международного бестселлера «Путь Мирного Воина». Через четыре года после обучения у старого Воина, которого он называет Сократус, Дэн Миллмэн, несмотря на все полученные знания, сталкивается с личными неудачами и возрастающей неудовлетворенностью. Разочарованный своей жизнью, неспособный заполнить промежуток между знанием и действиями, Дэн отправляется в кругосветное путешествие, цель которого - заново пересмотреть цели своего существования и найти источник одухотворения жизни.

Туманные воспоминания отправляют Дэна в поиск женщины-шамана, живущей в глуши гавайских джунглей. Она становится для него вратами надежды и преодоления страха - и только она оказывается способной подготовить его к тому, кем ему предстоит стать в будущем.


კარგი იქნება თუ ვინმე აიღებს საკუთარ თავზე ამ წიგნის თარგმნას.

მე პასს! smile.gif

Posted by: Plasmodium Aug 5 2013, 10:37 PM

QUOTE
მარჯვენა ზედა კუთხეში koob.ru-საც თუ მოაშორებთ კარგი იქნება
http://bin.ge/dl/85505/Mshvidobiani-Meomris-Gza.rtf.html

rtf-ში რატომ გაქვს?

QUOTE
Мистическое путешествие мирного война

Вторая книга Дэна Миллмэна - продолжение международного бестселлера «Путь Мирного Воина». Через четыре года после обучения у старого Воина, которого он называет Сократус, Дэн Миллмэн, несмотря на все полученные знания, сталкивается с личными неудачами и возрастающей неудовлетворенностью. Разочарованный своей жизнью, неспособный заполнить промежуток между знанием и действиями, Дэн отправляется в кругосветное путешествие, цель которого - заново пересмотреть цели своего существования и найти источник одухотворения жизни.

Туманные воспоминания отправляют Дэна в поиск женщины-шамана, живущей в глуши гавайских джунглей. Она становится для него вратами надежды и преодоления страха - и только она оказывается способной подготовить его к тому, кем ему предстоит стать в будущем.


ამას ქართულად არავინ არ თარგმნის და დავიწყებ ისევ რუსულად კაი რამე ჩანს

Posted by: გოგა Aug 5 2013, 10:58 PM

ატმან მადლობა....

რაღაცნაირი წიგნი გამოდგა, ეს დღეები მთლიანად ამ წიგნის ვკითხულობ სხვას ვეღარ ვკიდებდი ხელს..

ნუ მამენტ ადამიანი კი კითხულობ ბუდას ფრაზებს 8 მეთოდზე სწორი ცხოვრების და 4 ჭეშმარიტებას და მსგავსებს მარა ესეთი მეთოდით რაც ამ წიგნშია ბევრად ცოცხლად აღიქვავ ყველაფერს და სიამოვნებისგან გაკვირვებულს და გამოლენჩებულივით მომღიმარს გტოვებს ბევრ მომენტში...

კიდე ბევრჯერ გადავიკითხავ, ეხა ვერ ვწერ ჩემ აზრებს წესიერად ამ წიგნითან დაკავშირებით...

ატმან მახსოვს ერთხელ სხვა წიგნსაც წავაწყდი და მთარგმნელად იქაც შენ იყავი მოხსენიებული, მოკლედ ეს საქმე შეგიძლია და ცოდნა გაძლევს იმის საშუალებას რომ კარგად თარგმნო, იქნებ გეცადა და რომელიმე კონკურსისთვისაც გეთარგმნა ბარემ, გონი საბას აქვს მსგავსი ნომინაცია, შეიძლება საერთოდ არ გაიტნერესებს ნომინირება მაგრამ მაინც...


მოკლედ დიდი, ძალინ ძალიან დიდი მადლობა.. ამ წიგნზე კიდევ დავწერ ჩემ აზრს ცოტა მერე...

Posted by: Atm@n Aug 5 2013, 11:32 PM

გოგა

გმადლობ გამამხნევებელი კომენტარისთვის! smile.gif ჩემზეც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ წიგნმა და მაგიტომაც ვთარგმნე.

გაგრძელებას რაც შეეხება, ჯერ შევისვენებ, მერე ვნახოთ. ინფორმაცია თუ ვერ მოინელე, ინფორმაციად რჩება. ჰოდა ჯერ ეს მოინელოს ქართულმა საზოგადოებამ smile.gif

Posted by: Atm@n Aug 5 2013, 11:33 PM

Plasmodium

rtf რას ნიშნავს არ ვიცი. ჩვეულებრივ ვორდის ფორმატშია.

Posted by: გოგა Aug 6 2013, 12:02 AM

QUOTE
გაგრძელებას რაც შეეხება, ჯერ შევისვენებ, მერე ვნახოთ. ინფორმაცია თუ ვერ მოინელე, ინფორმაციად რჩება. ჰოდა ჯერ ეს მოინელოს ქართულმა საზოგადოებამ


არა არა ატმან ამის თარგმნა გააგრძელეთქო არ მითქვას, პირიქით - წინა ვერდებზეც დავწერე უანგაროდ რო გვითარგმნი მადლობათქო..

მე გითხარი ზოგადად თარგმნას რო მიჰყო ხელი თავისუფალ დროს კარგი იქნებათქო და თან საკმაოდ ნორმალური კონკურსებიც არის ხოლმე საუკეთესო ნათარგმნებს რომ ავლენენ..

Posted by: Plasmodium Aug 6 2013, 12:11 AM

rtf რომ აქვს "რასშირენია" ბოლოში ეგ არაფერში არ გჭირდება რეალურად. ტყუილად მატებს ზომას და გახსნასაც დიდ დროს ანდომებს. ეს სცადე აბა http://bin.ge/dl/85510/Mshvidobiani-Meomris-Gza.doc.html

Posted by: Plasmodium Aug 6 2013, 12:20 AM

QUOTE
Дэн Миллмэн, несмотря на все полученные знания, сталкивается с личными неудачами и возрастающей неудовлетворенностью. Разочарованный своей жизнью, неспособный заполнить промежуток между знанием и действиями

აი აქ გვერხევა ყველას

Posted by: Atm@n Aug 6 2013, 12:31 AM

Plasmodium

აჰა, გასაგებია. გმადლობ.

Posted by: Atm@n Aug 6 2013, 12:33 AM

გოგა

ჯობია ჩემით წერა დავიწყო. ამისთვის ჯერ თარგმნა უნდა შევწყვიტო smile.gif

Posted by: გოგა Aug 13 2013, 12:34 AM

ატმან დღეს ვკითხულობდი "ბჰაგავადგიტა"-ს შესახებ, გეცოდიენბა მგონი შენ, კრიშნა რო არიგებს არჯუნას - მგონი ანალოგიურს ამბობს სოკრატეც ხო სიკვდილზე როცა კაფის მეპატრონე მეგობარი გარდაეცვლება (სახელი აღარ მახსოვს) ?

Posted by: Atm@n Aug 13 2013, 03:31 AM

გოგა

კი, დაახლოებით იგივეს ეუბნება...

Posted by: Atm@n Aug 17 2013, 09:28 PM

აქედან შეგიძლიათ ქინდლის ფორმატში გადმოწეროთ:

http://clouds.ge/node/291

Posted by: გოგა Aug 31 2013, 02:36 AM

ამან პატარა გაკვირვება გამოიწვია ჩემში, გასაგებია რო ეს იდეა არც დემ მილენის და არც ოშოს გამოგონება არაა მარა ესეთი ზუსტი გამეორება ფრაზების მართლა უცნაურია..
აბზაცის დასაწყისზე ვამბობ :
http://www.picz.ge
ეს ნაწყვეტი ოშოს წიგნიდანაა

Posted by: Atm@n Aug 31 2013, 06:20 AM

გოგა

ეს ფრაზა უკვე ძალიან ბევრმა თქვა და გაიმეორა...

Posted by: გოგა Sep 23 2013, 01:22 AM

კიდევ ერთი ნაწყვეტი იგივე ციკლიდან,საიდანაა თავად მიხვდებით : )

http://www.picz.ge

Posted by: Atm@n Jul 16 2014, 07:23 PM

მონაკვეთი დენ მილმენის მესამე წიგნიდან - "სოკრატესის მოგზაურობა"


გავიდა რამდენიმე კვირა, და ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, როცა სერგეი ვარჯიშის წინ ხურდებოდა, სერაფიმემ უეცრად მუშტი გამოუქანა სახეში. სერგეისთვის ეს დარტყმა მოულოდნელი იყო, მაგრამ მაინც აიცილა - წარსულმა ვარჯიშებმა ნაყოფი გამოიღო. სერაფიმეს შემდგომი დარტყმა, წრიული სვინგი, სერგეიმ მანევრით ესეც აიცილა.
— ბუნებრივად იმოძრავე, — თქვა ბერმა. მხრებში მოკიდა ხელები და წინ და უკან ჯანჯღარი დაუწყო. - ეცადე იმოძრაო არა როგორც ჯარისკაცმა, არამედ როგორც ბავშვმა. ძალიან დაჭიმული ხარ. მოძრაობის დროსაც კი მოდუნდი... ყოველთვის მოდუნდი.
— მე ისედაც მოდუნებული ვარ.
— ეს შენ გეჩვენება ასე, — უთხრა სერაფიმემ. — კი არ უნდა გეჩვენებოდეს, ასე უნდა იყოს. თანაც ყოველთვის.
— მაშინაც კი, თუ შეტაკება სასიკვდილოა?
— მითუმეტეს, — უპასუხა მან. — ადამიანები საკუთარი თავის მოკვლის ნებას იმიტომ კი არ აძლევენ, რომ მომზადება აკლიათ, არამედ უფრო ხშირად იმიტომ, რომ უაზროდ ფლანგავენ ძალებს. მხოლოდ მაშინ, როცა ისწავლი მოდუნებას ყველაზე სასტიკი შეტევის დროსაც კი, უფრო დიდხანს იბრძოლებ და უფრო დიდხანს იცოცხლებ. ამიტომ ივარჯიშე მოდუნებაში ყველგან, სადაც არ უნდა იყო, და ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდე. რომ შენ მიჰყვებოდე მოძრაობას, და არა მოძრაობა შენ, გაიგე? - სერაფიმე გაჩუმდა, და უცებ ღიმილით დაამატა: — მოთმინებით აღიჭურვე, სერიოჟა. ძველ ჩვევებს მომეტებული სიცოცხლისუნარიანობა აქვთ, რასაც ვერ იტყვი მებრძოლებზე, რომლებმაც მოდუნება არ იციან.

მთელი მომდევნო კვირა სერგეი იმეორებდა სიტყვას „ვდუნდები“ სუნთქვასთან ერთად, დღეში მრავალი ასეული რაოდენობით, აკეთებდა ჩასუნთქვას და ამოსუნთქვის დროს ყველა უსარგებლო დაძაბულობას იშორებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიზიკურად შრომობდა ან ვარჯიშობდა.
— გახსოვდეს, შენი ვარჯიში — არაა უბრალოდ ხელებით და ფეხებით დარტყმები, — უმეორებდა სერაფიმე. — ვარჯიში შეიძლება გახდეს ყველაფერი, რისი კეთებაც გიწევს. ამიტომ არ დაგავიწყდეს: ყველგან და ყოველთვის - სუნთქვა და მოდუნება - ბრძოლაში და ცხოვრებაში.
სერგეი უფრო შებორკილად გრძნობდა თავს, ამიტომ გაღიზიანება ვერ შეიკავა და თქვა:
— გთხოვთ, სერაფიმე, საკმარისია შეხსენება, რომ უნდა ვისუნთქო და მოვდუნდე. გავიგე, რაც უნდა გავაკეთო!
— გაგება — ნიშნავს კეთებას, — უპასუხა სერაფიმემ.
კუნძულის ბილიკებზე სეირნობისას, სერაფიმე ასწავლიდა სერგეის, რომ ნაბიჯების თვლაზე ესუნთქა. ბოლოს და ბოლოს სერგეიმ შეძო, რომ ოც ნაბიჯზე ჩაესუნთქა და ამდენივეზე ამოესუნთქა. სერაფიმე კი ათი თვლით უფრო ხანგრძლივად სუნთქავდა - თიოთქოს ფილტვები კი არა მჭედლის საბერველები ჰქონდა.

დადგა ზამთარი და დაიწყო მათი ერთობლივი ვარჯიშების ახალი წელი. ისინი უფრო ნაკლებად გასაგებნი ხდებოდნენ და უფრო მეტი იმედგაცრუება მოჰქონდათ, ვიდრე წარმატება. სერაფიმე არ იღლებოდა შენიშვნების მიცემისგან:
— შენ უწინდებურად შებოჭილი ხარ, სოკრატეს, ეჭიდები ტექნიკებს, რომლებიც შეისწავლე და მექანიკურად ათასჯერ დაამუშავე. მაგრამ არ შეგიძია წინასწარ გათვალო ყველაფერი. ნამდვილი ბრძოლა - ყოველთვის რაღაც სიურპრიზია.
ვარჯიშების ამ ეტაპზე სერაფიმე ყველაზე მოულოდნელ მომენტებშჳ ესხმოდა თავს. მოხუც ბერს შეეძლო ნებისმიერ დროს დაერტყა, დღისითაც და ღამითაც, იმ დროს, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდა, - როცა სერგეი დავალებით მიდიოდა მონასტერში მოლიპულ და უსწორმასწორო ბილიკზე, ტბასთან ან ტყეში, და ხანდახან კორიდორებშიც. ოდესღაც ასე რაზინიც უკეთებდა. სერგეი კვლავ გახდა ბიჭუნა, რომელსაც ურტყამდნენ.
მაგრამ რაზინისგან განსხვავებით მოხუცმა ბერმა თავისი ტაქტიკისგან გამოცანა არ შექმნა.
— ყოველი სიტუაცია განუმეორებელია, სოკრატეს, — განმარტა მან. — შენ ხომ არ იცი, როგორ მოიქცევა შენი მოწინააღმდეგე. მაგრამ მანაც არ უნდა იცოდეს, როგორ დაიცავ თავს. რეალურ შეტაკებაში ყველაფერი გამოდგება, რაც მუშაობს, — მნიშვნელობა არ აქვს, წესების დაცვით ხდება ეს თუ არა. მთავარი — მოულოდნელობაა. ნებისმიერ რამეს შეიძლება ელოდო. როგორც წესი მოულოდნელობის გარეშე არ ხდება: შენს მოწინააღმდეგეს შესაძოა იარაღი ჰქონდეს დამალული, ან მეგობრები ყავდეს ჩასაფრებული და ალყაში მოგაქციონ. უყურებ და თითქოს მთვრალია, არადა უცებ შენზე ფხიზელი აღმოჩნდება. ან ყველაზე მოულოდნელ მომენტში აღმოჩნდება, რომ შენზე სწრაფად მოძრაობს და ამასთან ფიზიკურადადც უფრო ძლიერია, არადა პირველი შეხედვით პირიქით ჩანდა. არ უნდა გქონდეს არანაირი პირველი განწყობა, არანაირი საშინაო მომზადება, გაიგე? არასოდეს გამოიცნო წინასწარ, ვინ და როგორ მოიქცევა. უბრალოდ ყურადღებით იყავი და ბუნებრივად მოახდინე რეაგირება ყველაფერზე, რასაც შემოგთავაზებს ორთაბრძოლის ნებისმიერი მომენტი.
— თქვენ გინდათ თქვათ, რომ ფიქრის გარეშე უნდა ვიმოძრაო? საერთოდ არ უნდა ვიფიქრო?
— ბრძოლაში ფიქრის დრო არაა. წინასწარ რატომაც არ უნდა წარმოიდგინო, რა და როგორ შეიძება მოხდეს. მაგრამ გახსოვდეს: ყოველგვარი გეგმა, მხოლოდ მონახაზია იმისა, რაც სინამდვილეში შეიძლება მოხდეს, არ დაკარგო მოქნილობა და შეიტანე ცვლილებები საჭირო მომენტებში. რაც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია - ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც წინასწარ ელოდი. ასე რომ არაფერს ელოდო წინასწარ, ყველაფრისთვის მზად იყავი. მოდუნდი და საკუთარი სხეულის სიბრძნეს მიენდე. მას ყველაფერზე აქვს თავისი პასუხი.
— ვფიქრობ, უკვე განვიცადე მსგავსი რამ... რაზინთან.
სერაფიმემ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
— განიცადე, ვხედავ ამას. მაგრამ ახლა სრულად უნდა დაეუფლო ამ უნარს. თანაც მიუხედავად იმისა, როგორ გრძნობ თავს მოცემულ მომენტში — დაჭრილი ხარ, ძალებისგან დაიცალე, თუ უბრალოდ უიღბლო დღე გაქვს. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოიშორო ყველანაირი წინასწარ შექმნილი წარმოდგენა შენს მოწინააღმდეგეზე, იმაზე, თუ ვინაა იგი და რას წარმოადგენს. რაც არ უნდა გემუქრებოდეს: მუშტი, ხმალი თუ ცხენი, რომელიც გალოპით შენსკენ მოფრინავს, შენს წინ შემხვედრი ძალაა, შენ კი — შენ მოძრაობ, სუნთქავ, და ყოველ სიტუაციაში შენი სხეული თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.
— სათქმელად ადვილია, — თავი გააქნია სერგეიმ.
სერაფიმეს გაეღიმა:
— შენ უკვე დაიწყე გაგება...
ერთხელ სერაფიმემ მუშტისხელა ქვა აიღო და სერგეისგან დაახლოებით სამ მეტრში მდგარმა წამოიძახა:
— დაიჭირე!
და ისეთი ძალით ისროლა, რომ კინაღამ ხელისგული გაუნგრია სერგეის.
— დაიმახსოვრე ეს ტკივილი, — თქვა მან. — მისი სახელია — წინააღმდეგობა. ცხოვრებაშჳ სტრესი მაშინ ხდება, როცა ეწინააღმდეგები. იგივე ეხება ბრძოლასაც. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოფრინავს შენსკენ, — თუ უხეშ (в жесткой) პოზიციაში ხარ, ტკივილს გრძნობ. არასოდეს უპასუხო ძალით ძალას. ამის ნაცვლად შეისრუტე იგი და გამოიყენე. ახლა შეგიძლია ისწავლო, თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროს უკან დახევა შენზე აღმატებულ ძალაზე გამარჯვებაში.
სერაფიმემ იმით დაიწყო, რომ მსუბუქად და გაფრთხილების გარეშე ესროდა მუშტის ზომის ქვებს, და პირდაპირ გულ-მკერდში უმიზნებდა.
— გვერდზე გაიწიე და რბილად დაიჭირე ქვები, — თქვა მან. — შეუფარდე ხელის მოძრაობა ქვის სისწრაფეს, ისე რომ საერთოდ არ ისმოდეს ქვის ხელისგულთან შეხების ხმა...
შემდეგ ბერმა მძიმე მუხის კვერთხი მოიტანა და გვერდიდან შემოსცხო სერგეის. ჯერ უბრძანა, რომ მყარი დგომის პოზიცია მიეღო, მსგავსად უძრავი კედლისა, და დაემახსოვრებინა, რას წარმოადგენდა დარტყმისგან მიღებული ტკივილი. ამის შემდეგ სერაფიმემ უბრძანა სერგეის უბრძანა მისთვის მოექნია კვერთხი და აჩვენა, უკანასკნელ მომენტში როგორ მიიღო დარტყმა, ისევე როგორც სერგეი ახშობდა ქვების ძალას თავისი ხელისგულით, და როგორ შეამცირა დარტყმის ძალა ნახევარზე მეტჯერ.
— კარგია, თუ ვინმე კვერთხს მოგიქნევს, მაგრამ თუ ხმალი იქნება? — თქვა სერგეიმ. — მე ხომ ვერ მივიღებ ბასრი ხმლის დარტყმას?
სერაფიმემ წვერზე ჩამოისვა ხელი, თითქოს ჩაფიქრდაო, და მაშინვე უპასუხა.
— ვინ იცის, როგორ უნდა მოიქცე მაგ დროს... იქნებ საერთოდ არაა საჭირო, რომ დაუდგე? — და გაეცინა. — უბრალოდ დარტყმის აცილება... როგორ ფიქრობ, შესაძლებელია,თუ არა?..

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)