პოემა, ლექსი..., ჩვენი, სხვისი, ხალხური |
პოემა, ლექსი..., ჩვენი, სხვისი, ხალხური |
Nov 20 2008, 07:29 PM
Post
#41
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გაგა
ლოოოოლ, მაგარ პოსტებს ჩითავ ხოლმე )))) -------------------- |
|
|
Nov 26 2008, 10:21 AM
Post
#42
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
[quote name='გაგა' date='Nov 7 2008, 05:21 PM' post='11241']
საქართველო არც პოლიციური არც რელიგიური, საქარტველო პოეტური ქალაქია, მართალი ხარ გაგ, საქართველო ლამის ერთი ქალაქია, ესეც ალბათ ჩვენი პოეტური ნატურის ბრალია:-) |
|
|
Dec 3 2008, 02:07 AM
Post
#43
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სანთელს!
ოჰ, სანთლის ალო – შენ სილამაზევ, ოჰ, სანთლის შუქო – ნარნარო სხივო, შენს შუქს, თუ შენს ალს ვერ შეედრება, ვერა ნათება, ვერა სხივი, თუნდაც სამყარო. შენის მშვენებით მოხიბლულა ამ ქვეყნად ბევრი, შენ იწვევ ხალხში ტკბილ ოცნებას, ტკბილ მოგონებას, მაგ შენის ხიბლით დატყვევებულ ადამიანებს, მაგ შენს ცქერაში ღამეები უთენებიათ. შენ ხარ სიწმინდე, მაგ სილამაზით, შენ ხარ ღმერთისთვის შესაწირავი, შენ ხარ ნათელის მომტანი ეშხით და წმინდა გულით განთებენ შენ ,,დიდს“. 18 მაისი 1991 წ. სანთელი მინდა მინდა ავანთო და შევხედო მის სილამაზეს, მინდა ვუყურო, შევციცინო და გავერინდო, მინდა ვუყურო, გამუდმებით დიდხანს ვუყურო,– არ მოვაშორო თვალი წუთით და არც წამითა. სიამოვნება, სიამოვნება, სიამოვნება, ო,სილამაზე, სილამაზე და სილამაზე, ო, როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს ეს სიმარტივე , სანთლისა ალის სილამაზე და სიმარტივე. ღმერთო მომხედე გევედრები, ღმერთო მომხედე, ნუ მიმატოვებ შენ უფალო, ნუ მიმატოვებ, ჩემთან იყავი მეუფეო, ჩემთან იყავი, ნუ დამანახებ გაჭირვებას, ნუ დამანახებ... სანთელო, მშვიდო მომეცი ძალი, სანთელო ჩემო გამივსე გული, სანთელო მხოლოვ, შემაყვარე მე მთელი გულით, სანთელო შეგთხოვ, სანთელო შეგთხოვ... უფალო ჩემო ნუ მიმატოვებ, ნუ მიმატოვებ, მომეცი ძალა რომ ავანთო მე ეს სანთელი, მაშორე ყველა გაჭირვება, უბედურება და მომეც მშვიდი და ნათელი სანთლისა ხედვა. 14 ნოემბერი 2008 წელი პარასკევი p.s. ჩემს ლექსებს ნამდვილად არ ვწერ იმიტომ რომ ისინი მაგარი ლექსებია, უბრალოდ ასე გამოვთქვავ ხანდახან ჩემს აზრს . -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 7 2008, 01:03 AM
Post
#44
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება,
ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება, გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა, ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება. მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ, მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ, ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი, შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს. ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს, ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს, მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა, თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა "ის შენთან მოვა" დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით, და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით, აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ" ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ??? შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები. აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი, რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით. ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო, ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო. ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა, ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა. გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა, სიზმარი მორჩა,ჩემ გულში კი ისევ სციოდა. დავხუჭე თვალი და თვალიდან ცრემლი მდიოდა თითქოს უშენოდ გაჩერდა დრო და არ გადიოდა..." -------------------- |
|
|
Dec 7 2008, 01:06 AM
Post
#45
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება და ტკივილს,ტკივილს,ტკივილს უმწარესს რომლის ბადალიც არ მეგულება. -ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას ენაზე თრთოლვას და უძილობას მეორე შემთხვევით გასროლილ ტყვიას და მოურჩენელ მძიმე ჭრილობას. -გრძნობას გაუმარჯოს ფიქრებში დაღლილს სიყვარულს, სიყვარულს, თუ გინდ დაკარგულს -სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს -ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს -თვალებს გაუმარჯოს, თვალებს სევდიანს ერთი შეხედვით რომ ყველაფერს გეტყვიან -ეს გაუმარჯოს ცრემლიან თვალებს, უსიტყვო სევდას და უხმო ალერსს. -------------------- |
|
|
Dec 7 2008, 07:58 AM
Post
#46
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Dec 8 2008, 10:31 AM
Post
#47
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
anonymouska მომეწონა!!
აი სპეციალური თემაცაა გახსნილი - http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...ic=278&st=0 -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 8 2008, 07:40 PM
Post
#48
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 88 Joined: 19-December 07 From: . Member No.: 200 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE მართალი ხარ გაგ, საქართველო ლამის ერთი ქალაქია როგორც იტყვიან: 100% ოკეი. მაპატიეთ ჩემი ლაფსუსია, "თბილისი" უნდა დამეწერა,(სულ დაგაბნევენ ეს მწერლები კაცს) ისე კი,საქართველო კი არა თბილისიც არ არის ერთი მთლიანი ქალაქი,და შენ რა მოგეჩვენა არ ვიცი. თბილისი ხომ "ვაკელებად", "ვერელებად " "გლდანელებად" და "კარენოი თბილისელებად" ქვეყნის დამყოფების ქალაქია, გოგი გვახარიას თუ დავესესხებით: "რომ ჯერ, თავისსავე შექმნილ სივიწროვეში ამოგხადონ სული და მერე გამოგიგლოვონ როგორც თავისიანიო". მაგარი ხართ გოგი მასწ ძალიან მაგარი, ნეტა გოგი გვახარიას თუ აინტერესებს ეზოთერიკა?. ფუუ რა.. სნობური პოსტი გამომივიდა საკუთარი ნაწერის წაკითხვა შეგზიზღდება კაცს. |
|
|
Dec 11 2008, 05:20 AM
Post
#49
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Years have sped by, time has flown,
To forget you- that is what I had sworn, To wipe off my memories from my heart, To live on, knowing that we are poles apart. But often on silent, lonely nights, When the moon is shining bright, Your thought come stealthily to my mind, And prod other memories left far behind. Of times we had both good and bad, Of tears we shared and fun we had, But what went wrong, I have no clue, But as long as it lasted, I know it was true. Time heals all wounds but not this one, The scar remains, the harm is done, Memories are to be treasured, or so they say, That's why you will remain in my heart to this very day... -------------------- |
|
|
Dec 14 2008, 03:17 PM
Post
#50
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
С шелестом облетели
Горных роз лепестки... Дальний шум водопада. БАСЁ -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 17 2008, 03:41 AM
Post
#51
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ტირი?
_ჰო, ვტირი... _მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ. _გიყვარს? _ჰო, მიყვარს... _რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება: _რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია? _დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია... _პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია. _გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად... უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული: _მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე? ვუწყრებით იმას, ვინც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს. და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, ზეცა და წვიმაც. -------------------- |
|
|
Dec 17 2008, 09:38 AM
Post
#52
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
anonymouska
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 17 2008, 03:05 PM
Post
#53
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://www.nodardumbadze.ge/audio.php
დუმბაძის აუდიო ჩანაწერი -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 18 2008, 03:32 AM
Post
#54
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება,
ზოგს მოსასხამი მოხატული ოქროსფერებით, ზოგიც ამაყობს თუკი მკლავში ძალა დაჰყვება, ზოგს ბედაური ან მწევარი ესახელება. ყველას თავისი გასართობი მოუნახია, ყველას თავისი მიზანი აქვს დასაფიცარი, მე კი ამ ქვეყნად საფიცარი სხვა რამ მგონია, ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი. მე შენი ტრფობა მირჩევნია ყველა წოდებას, მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით, მწევრით გართული მონადირეც შემცოდებია, გზააბნეული შენი ტრფობით დავიქანცები. შენს შეგიძლია გულს ისარი არ ამარიდო, გრძნობა წამართვა და ერთ წუთში გამაღარიბო!.. -------------------- |
|
|
Dec 18 2008, 03:35 AM
Post
#55
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძნელია როცა გიყვარს და იცი ეს სიყვარული აკრძალულია,
როცა ცხოვრობ და ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია, ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ, გრძნობ როგორ ქრება და შენს სიყვარულს გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ. ძნელია როცა შეგცვალა დრომ და გულს არაფერი არ შეუცვლია, ძნელია როცა გიყვარს და იცი მას სიყვარული არ შეუძლია. ამ ლექსზე ამბობენ ანონიმოუსკაზეა ნათქვამიო -------------------- |
|
|
Dec 18 2008, 08:08 PM
Post
#56
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და კიდე ამბობენ ძაან დამწვარიაო...
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Dec 19 2008, 02:38 AM
Post
#57
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და საბრალო ის, შენს ავატარზე. კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით, მადლი ხელის გულზე მოუყარეთ, ქალებს დაულოცეთ ქალობა და ბაღის ყვავილივით მოუარეთ. თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა ქალი ათასგვარად გადაგაქცევს ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს. ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. -------------------- |
|
|
Dec 19 2008, 12:37 PM
Post
#58
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იავნანა
იოსიფ ბროდსკი უდაბნოში უქმად არ გშვი - ვცნობ ამ არეს: აქ ხელმწიფიც ხსენებაც კი არსად არის. აქ არ ძალუძთ შენი ძებნა, ვერვინ სცოდავს: აქ ზამთრობით სივრცე ხდება სუსხზე ცოტა. სხვებს თამაშით რა არ ართობთ!... კოშკიც აქვთ და.... სათამაშო შენთვის მარტო ქვიშა გახდა. შეეგუე, როგორც წილხვედრს, ამ ვრცელ ხრიოკს, რადგან მან შენ უნდა ცისქვეშ ყველგან გდიოს... მე გაწოვე ძუძუ დიდიხანს, მან კი წამსვე სიმარტოვეს შეგრთო, რითაც არის სავსე. იმ ვარსკვლავში - შიშით შორეთს შუბლს რომ უღლის - ელვარება მოჩანს სწორედ შენი შუბლის. შეეგუე ხრიოკს ფენილს, როგორც ფარდაგს - არსადაა სხვა საყრდენი, ამის გარდა... აქ ხედავ ბედს - არსაიდან მჩინარ ნათელს... აქ გორაკზე ჯვარს აიტან უფრო მჩატედ... აქ გზა არვის გაუვლია და დრო დაფნობს- დროთა დღესასწაულია ეს უდაბნო. შეეგუე ქვიშის ხარხარს, როგორც ლოცვის ჩქამი ქარს და იგრძენ: არ ხარ მხოლოდ ხორცი. შეეგუე ფარულ ყოფნას, გრძნობებს ნატკენს - უსასრულო, ციურ სოფლად გამოგადგეს! ის სიგრძითღა მეტობს მრუჯავ ამ ჩვენს მზვარეს და შენდამი ტრფობა უჩანს ზღაპრულ მხარედ... შეეგუე უდაბნოს და სხივთა მფანტველ ვარსკვლავს, რაც მას ისე მოსავს, თითქოს ანთებს ლამპარს, როცა ელტვის ხსოვნით უმანკო შვილს, ის, ვინც ჩვენზე მეტხანს ცხოვრობს უდაბნოში. |
|
|
Dec 22 2008, 01:41 PM
Post
#59
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
TeO, რავი როცა მეორე დღეს წავიკითხე ასეთი ვიყავი >>>>
როდესაც გიჭირს და ვერ უგებ მას მიენდე ყოველთვის შენს მეგობარს გაგიგებს, გაგიხსნის გულისკენ გზას და რჩევის სახით შენ მოგაწვდის აზრს. თუ ვინმემ გაგიგო, გულის გზა გაგიღო თუ რჩევა მოგცა მან სათადარიგო ზოგჯერ ჯობია მადლი გაიღო მეგობრის რჩევა შენ უნდა გაიგო. მაგრამ თუ მაინც მათ მახე დაგიგეს მეგობრის გარდა შენ ვერავინ გაგიგებს ვინც არ გენდობა, არ გინდა, გარიყე მეგობრის რჩევით შენ ფიქრი დაიწყე. როდესაც გენდობა ენდობი მას ვერავინ შეძრავს თქვენს ერთობას იცოდე როდესაც უყურებ მას მარტო არ გაივლი ეკლიან გზას. მოვა მწუხარება მოგიტანს სევდას მოვა მონატრება შენს ტვალთან ცრემლად მოვა ემოცია მაგ გულთან დარდით მაშინ გაიხსენებ მეგობარს ნატვრით. მოვა მეგობარი გაანდობ ფიქრებს მოვა და გეტყვის საოცარ სიტყვებს მოვა დაგამშვიდებს თან გულს გაგიხარებს ნამდვილ მეგობრობას ვერავინ დაიბრალებს. -------------------- |
|
|
Dec 22 2008, 02:29 PM
Post
#60
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
TeO, რავი როცა მეორე დღეს წავიკითხე ასეთი ვიყავი >>>> როდესაც გიჭირს და ვერ უგებ მას მიენდე ყოველთვის შენს მეგობარს გაგიგებს, გაგიხსნის გულისკენ გზას და რჩევის სახით შენ მოგაწვდის აზრს. თუ ვინმემ გაგიგო, გულის გზა გაგიღო თუ რჩევა მოგცა მან სათადარიგო ზოგჯერ ჯობია მადლი გაიღო მეგობრის რჩევა შენ უნდა გაიგო. მაგრამ თუ მაინც მათ მახე დაგიგეს მეგობრის გარდა შენ ვერავინ გაგიგებს ვინც არ გენდობა, არ გინდა, გარიყე მეგობრის რჩევით შენ ფიქრი დაიწყე. როდესაც გენდობა ენდობი მას ვერავინ შეძრავს თქვენს ერთობას იცოდე როდესაც უყურებ მას მარტო არ გაივლი ეკლიან გზას. მოვა მწუხარება მოგიტანს სევდას მოვა მონატრება შენს ტვალთან ცრემლად მოვა ემოცია მაგ გულთან დარდით მაშინ გაიხსენებ მეგობარს ნატვრით. მოვა მეგობარი გაანდობ ფიქრებს მოვა და გეტყვის საოცარ სიტყვებს მოვა დაგამშვიდებს თან გულს გაგიხარებს ნამდვილ მეგობრობას ვერავინ დაიბრალებს. ძალიან მაგარია!! შენი დაწერილია? -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 05:37 PM |