შიში შეიქმს სიყვარულსა, ვეფხისტყაოსანი სტროფი 1054 |
შიში შეიქმს სიყვარულსა, ვეფხისტყაოსანი სტროფი 1054 |
Jan 16 2019, 01:33 PM
Post
#21
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
ჯერჯერობით უპირატესობას დემოკრატიულ წყობას ვანიჭებ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი მოდელია, ამაზე კარგი ჯერ-ჯერობით არ აქვს კაცობრიობას შემუშავებული. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jan 16 2019, 01:35 PM
Post
#22
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამავდროულად, სწორედ დემიკრატიულ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება "შიში შეიქმს სიყვარულსა". ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის კონცეფციას;
ეწინააღმდეგება ლოგიკას; ეწინააღმდეგება ფილოსოფიურ დუალიზმს და არის მხოლოდ სტოქჰოლმის სინდრომის გამომწვევი. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Apr 24 2019, 10:35 PM
Post
#23
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
David Monny
რომ დავუკვირდეთ, რუსთაველის მასშტაბის მოაზროვნემ ცოტა საეჭვოა რომ ამგვარი ფრაზა დაწეროს მისი პირდაპირი მნიშვნელობით. მე მგონია რომ "შიში შეიქმს სიყვარულსა"-ს ქვეშ იგულისხმება ადამიანის სულიერი განვითარების ძირეული პრინციპი. ანუ შიში, იგივე ცრუ ეგოა, რომელიც ყველაზე დიდი ბერკეტი და მასწავლებელია სულიერი განვითარებისთვის. მისი საბოლოო წერტილი კი აბსოლუტური სიყვარულია. ანუ ტვინის ეჭვების და ტურბულენტურობის გავლით მიიღწევა ჭეშმარიტი სიყვარული. შტაინტერსაც დაახლოებით იგივე უწერია "სულიერი თვალის" გაღვიძებასთან დაკავშირებით: Это чувство, которое сначала, может быть, совсем ничего не видит из того, о чем ему говорят, оно и есть тот волшебник, что раскрывает "око духа". Это чувство поднимается во тьме.. სიბნელიდან იზრდება, ანუ აზრონების ბურუსიდან. |
|
|
May 7 2019, 07:47 PM
Post
#24
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამაზე ბევრი თეორია მაქვს მოსმენილი. მაკიაველისა და სოთა რუსთაველის გადაკვეთის წერტილს გავს.
აქ პირველ რიგში ვფიქრობ უნდა გავითვალისწინოთ მეთორმეტე საუკუნის გაგება და აღქმა, სულხან საბას ლექსიკონს ჩახედეთ, "შიში" რიდის სინონიმად იხმარებოდა წარსულში და არა იმ გაგებით როგორც დღეს გვესმის. ერთია რიდი და პატივისცემა და მეორეა შიში და სიძულვილი. ბანდიტს ეშინია კანონის მუშაკის მაგრამ არა იმიტომ რომ პატივს სცემს, რიდი აქვს და მითუნეტეს არა იმიტომ რონ უყვარს. ეს ფრაზა დღევანდელი გაგებით უბრალოდ ნონსენსად ჟღერს და საღი აზრისგან შორს მგონია რომ რუსთაველს ესეთი ნონსენსი გაპარვოდა თავის ტექსტში. |
|
|
May 25 2019, 04:11 PM
Post
#25
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 3-October 18 Member No.: 7,781 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამაზე მეც ვფიქრობ,მეორედ რომ წავიკითხავ ვეფხისტყაოსანს იმედია "დავიჭერ" რა იგულისხმა და ჩემს აზრს დავწერ
|
|
|
Nov 9 2019, 11:49 PM
Post
#26
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 3 Joined: 9-November 19 Member No.: 7,849 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შოთა რუთაველი წერს: "კარგად იტყვის მოციქული: 'შიში შექიმს სიყვარულსა'". ჩემი აზრით, შიშ შექიმს სიყვარულსა, არის აბსოლუტური ნონსენსი. ჯერ ერთი, რომელი მოციქული ამბობს ამას? თუ ვინმემ იცით, დასერჩეთ და დააციტირეთ სახარება, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ვთქვათ თქვა, მაგრამ იდოტობა რომაა რა ვუყოთ? ეს არის ადამიანური გრძნობადი აღქმების, ანუ ცნობიერების მონისტური ფილოსოფიის მიმართულებით განვითარების უსუსური მცდელობა. აქ, ორი დამოუკიდებელი ფენომენი, შიში და სიყვარული, შერწყმულია და მეტიც, თუ ფუნდამენტალიზმის ჭრილში განვიხილავთ, პირველი, გვევლინებამ მეორის ფუნდამენტალურ დონედ. ჩემი აზრით, სიყვარული, უანგაროა და ჰგავს მზეს, რომელიც ანათებს. შიში გავს ქაოსს და წყლის ერთ-ერთ აგრეგატულ მდგომარეობას, მყარს, როდესაც წყალი იყინება. შიში, ბევრნაირია, მაგრამ ყველა შიშ შიშია. ამ ლოგიკით, შიში, არის ხე, რომლის ერთი ტოტი, მოზრდილი ტოტი, სიყვარულია. ეს აბსურდია, ეს იდიოტობაა. რას ფიქრობთ თქვენ? მეთანხმებით, თუ არ მეთანხმებით? 'შიში, შეიქმს შიშს' მაქსიმუმ, რაც შიშს შეუძლია შექნას, სტოქჰოლმის სინდრომია. ის რომ, შიშ შეიქმს სიყვარულს, იმდენად უკიდეგანო იდიოტობაა, რომ ბიბლიასაც კი ეწინააღმდეგება, ანუ იმას, საიდანაც თვითონ ამოიზარდა როგორც იდეა. ბიბლიაში წერია, რომ ყველაფერი შეიქმნა ტავთავისი გვარისდა მიხედვით და თავთავისი თესლისდამიხედვით. ჰოდა, მაშინ რა საჭირო იყო ორი სათაური? თუ სიყვარულსაც შიში შეიქმს, რა ჯანდაბად გვინდოდა ორი სათაური? უვიცობა, უგუნურება და დისკრიმინაცია. აი რა არის ეს წინადადება. |
|
|
Nov 9 2019, 11:52 PM
Post
#27
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 3 Joined: 9-November 19 Member No.: 7,849 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ამას ბრძ�”ნი ისო ზირაქი ამბობს “შიში �“აა�“გ�”ნს გზათა ზ�”�“ა სიყვარულისათა” (I, 13) , ძვ�”ლი აღთქმაშია
|
|
|
Nov 10 2019, 12:15 AM
Post
#28
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 3 Joined: 9-November 19 Member No.: 7,849 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
,
|
|
|
Nov 26 2019, 09:44 PM
Post
#29
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეგრედწოდებული სტოკჰოლმის სინდრომი ხსნის ამ მოვლენას.
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 27 2019, 07:25 PM
Post
#30
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
1044
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა. 1045 გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: "ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!" არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული: "შიში შეიქმს სიყვარულსა". დავძებნე ინტერნეტში, არ მახსოვდა ზუსტად სად ეწერა შოთა რუსთაველს ეს ფრაზა და ჩავიკითხე, რადგან მართლაც დამაინტერესა, რას გულისხმობდა შოთა „მოციქულთა“ პირით ნათქვამ ამ სიტყვებში. რადგან თვითონ კი არ ამბობს, „შიში შეიქმს სიყვარულსაო“, არამედ მოციქულნი. ზედა სტროფს თუ წაიკითხავთ, 8 კაცი 9-ს შემორტყოცა და ცხრა 8-ს. ასეთი რამ ჯერ არცერთ ჰოლივუდის ფილმში არ გადაუღიათ ალბათ. ალბათ ესაა კიდევ ერთი საკითხი. რას გულისხმობდა ამ სიტყვებში. ამ ყველაფერში სადაა სინამდვილე. როგორ უნდა გავიგეთ ეს ყველაფერი. იქნებ 8 თუ 9 საუკუნე იმდენად შორეულია, სინამდვილეში ჩვენ ვერც მივცემთ ამ ყველაფერს ახსნას? ჩემი აზრით შეუძლებელია შიშით სიყვარული წარმოიშვას. შიში ნეგატიური გრძნობაა, ამ გრძნობის დაძლევა უნდა ვისწავლოთ და უნდა შევძლოთ ის გადავლახოთ. რუსთაველი უდიდესი გენიოსი იყო. მე ვფიქრობ ამ ყველაფერს მართლაც განსხვავებული ახსნა აქვს, როგორც ზემოთ აღნიშნა jarmen -მაც. |
|
|
Jan 3 2020, 05:43 PM
Post
#31
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოძალადე გენიოსი იყო
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 12:38 PM |