IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> დასავლეთ საქართველოს მითოლოგია
brevalo
post Jan 23 2018, 06:14 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხევსურეთი და ფშავი საკმაოდ მდიდარია მითოლოგიით. მაგრამ რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში?

გთხოვთ, დაწერეთ ვინ რა იცით დას. საქართველოს მითოლოგიაზე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 24 2018, 11:11 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამეგრელო, სვანეთი, აჭარა, ლაზეთი
ძალიან ბევრი მითი და რიტუალი აქვთ
თუმცა სისტემური არაა, როგორც მთაში იყო ბოლ დრომდე

აწი მთაშიც აღარაა ძვლებურად


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 1 2020, 04:55 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლაზეთში ქალიშვილი, რომელსაც გათხოვება შეაგვიანდებოდა, ზღვასთან მიჰყავდათ. თან მიჰქონდათ დაკეტილი ბოქლომი ან შეკრულ-გამონასკვული სხვა საგანი. ქალიშვილი ზურგშექცევით აგდებდა ზღვაში ამ საგანს და ევედრებოდა: ზღვაო ჩემო, გამიხსენი ეს საკეტი, მაჩვენე გზა, ჩემს ბედს შემახვედრე.

სახლის აშენების მსურველი ლაზი გავიდოდა ზღვის ნაპირზე, სილაზე სახლს დახაზავდა და ზღვას შესთხოვდა: ზღვაო ჩემო, მომასწარი, სახლი ამაშენებინე!


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 1 2020, 05:01 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლაზეთში სწამდათ, რომ მარიამობის შვიდში (ახ.20 აგვისტო) ზღვას განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და მასში ბანაობა სასარგებლოა ადამიანისთვის. საღამოს, მზის ჩასვლის წინ, მიაშურებდნენ ზღვას. ცალკე ბანაობდა ქალების ჯგუფი, ცალკე-კაცები. ძირითადად ქალები მონაწილეობდნენ. თუ ოჯახში ვინმე შეუძლოდ ჰყავდათ, "მარიამობის შვიდის ზღვის წყალი" მისთვის შინ მიჰქონდათ, რათა ტანზე გადაევლოთ. წყალი გადასავლებად მიჰქონდათ აკვნის ბავშვებისთვისაც: ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი გამოვაო.
ქალებს თან ახალი ხილი მიჰქონდათ და ნაპირზე შეექცეოდნენ.
მსაგვსებაა "ფერისცვალებასთან", რასაც 19 აგვისტოს აღნიშნავენ გურიაში.

მზიღაშ კოჩი - ლაზურად ზღვის კაცი

მზიღაშ კოჩი ყოველწლიურად 24 აპრილს (ზვ.სტ) გამოდის ხმელეთზე და მწვანით იმოსება, ხოლო 26 ოქტომბერს ისევ ზღვას უბრუნდება. ხმელეთზე ყოფნისას იგი მხვნელ-მთესველს, მიწის მუშას ეხმარება, ხოლო ზღვაში ჩასვლის შემდეგ მეთევზე-მეზღვაურებს მფარველობს.

ზღვის გაბრაზება
ლაზეთში საბავშვო სათამაშოდ არის შემორჩენილი. ზღვის "გასაბრაზებლად" და დიდი ტალღების გამოსაწვევად ბავშვები 5-9 წყვილ კენჭს გადაისვრიან ზღვაში და სწამთ, რომ წამოვა დიდი ტალღები და ნაპირს გადმოლახავს.
(ნეტა ეს რაში სჭირდებოდათ :დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post May 1 2020, 09:37 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,004
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
თიკო, ოზურგეთში არის სოფელი ლიხაური, საკმაოდ ცობილი სოფლია, ლიხაურს ზემოთ არის სოფელი აჭი, აჭის წყლის ხეობაშია და სახელიც აქედან მომდინარეობს. დთღესაც არის უზარმაზარი ქვების მასივები, რასაც დევის ქვას ეძახიან ადგილობრივები. მითოლოგიაც სხვადასხვა ლეგენდას ინახავს. ერთი ისტორიით ეს დევების საჯილდაო ქვა იყო, მეორე ვარიატით წმიდა გიორგიმ დაამარცხა დევები და გააქვავა. მოკლედ საინტერესოა მონასტერში არსებული წმ. გიორგის ფრესკა, ყველგან ხომ გიორგი გამგმირავია ურჩხულის, აქ ძაღლივით ყავს გაბომბული საბელზე და ისე მოყავს. აქ არ ვიცი როგორ უნდა ავტვირთო ფოტო, დიდი ხანია არ ამიტვირთია და ვეღარ ვიხსენებ. ლინკს დავდებ:



https://artinfo.ge/2019/05/tsminda-giorgis-...naluri-phreska/


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 1 2020, 10:02 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,159
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა საინტერესო მითებია მართლაც.

tikoroma
QUOTE(tikoroma @ 1st May 2020 - 06:01 PM) *
ზღვის გაბრაზება

biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 1 2020, 11:47 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
ვაუ. ვიცი ლიხაური, ნათესავები მყავს, ნამყოფი ვარ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 1 2020, 11:51 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გველეშაპებზე კვლევა დავდე დღეს ქართულ კულტურაში ფეისბუქზე, და მანამდე შუკრას გვერდზე. ქართველი ფილოლოგის წიგნიდან.
ის ამბობს, რომ ეს ეპიზოდი დამახასიათებელია საქართველოში - გველეშაპთან ბრძოლის. არ არის გადმოღებული სხვა კულტურიდან. ამას ამბობს ზღარების სიუჟეტის განხილვით. მეორე მხრივ ქრისტიანულმა კლუტურამ გადაამუშავა ეს ეპიზოდი და მიაწერა წმინდანებს. არა მხოლოდ წმ გიორგის.
კიდევ გვყავს წმინდანები, ვინც ებრძოდნენ და დაამარცხეს გველეშაპები. smile.gif

გველეშაპთან მებრძოლი წმინდანები
„წმინდანთა ცხოვრების“ როგორც კანონიკურ, ისე აპოკრიფულ რედაქციებში ხშირად ვხვდებით ზღაპრული ეპოსის ჩვეულებრივ მოტივებს, ან ორგანულად შერწყმულს მარტვილის თავგადასავალთან, ან მოტივტივეს მის ზედაპირზე. ბევრ შემთხვევაში ეს მოტივები გახვეულია ზეციური სასწაულთმოქმედების ბურუსში და გაზვიადებულია.
ერთ-ერთი მათგანია გველეშაპის მოკვლა და მეფის ასულის გათავისუფლება. ეს მოტივი შეტანილია რამდენიმე ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში, მთელ მსოფლიოში რომაა ცნობილი. ყველაზე ვრცლად კი იგი დამოწმებულია გიორგი კაპადუკიელის „წამებაში“, რომელიც X საუკუნეში უთარგმნიათ ქართულ ენაზე.
მოტივი მსოფლიოს მრავალი ხალხის ზეპირშემოქმედებაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე რელიეფურად გავრცელებულია ქართულ ხალხურ ეპოსში, ასევე დამოწმებულია მრავალ ქართულ ხალხურ ნოველა-მოთხრობაში(ზღაპარში): „იადონისა და ბულბულისა“, „ორი ძმაკაცი“, „ბროწეულის ზღაპარი“, „ფაშკუნდი“, „ვაშლადამი“, „ასლანის გაზრდილი“, „ბოლოლა შვილი“, „ამირანის ძმადნაფიცი“, „ავთანდილი და ყარაბოღლი“...
ხალხური რწმენით, გველეშაპი უზარმაზარი არსებაა, რომელიც მთვარესა და მზეს ყლაპავს. როცა ის მზეს ან მთვარეს გადაყლაპავს, მზე და მთვარე ბნელდება, ამიტომ მაშინვე უნდა ატყდეს თოფის სროლა, რომ გველეშაპი შეშინდეს და მსხვერპლი დააგდოს. ასეთი თქმულებანი მრავალი ხალხის და მათ შორის ქართველთა ზეპირშემოქმედებსაც შემოუნახავს.
ზღაპრისა და ჰაგიოგრაფიული ტექსტის საერთო ეპიზოდები:
ერთ ტბას (ან ზოგადად წყალს) დაეპატრონა ბოროტი გველეშაპი და ადამიანებს უმსხვერპლოდ წყლის აღება აუკრძალა. გადწყდა, მისთვის ყოველდრე მიეცათ თითო ადამიანი. რიგი მიდგა ხელმწიფეზე, რომელიც იძულებული გახდა თავისი ერთადერთი ქალი გაემეტებინა. ხელმწიფის ქალი გაგზავნეს მდინარის ნაპირას. ის ტირის და ელოდება საზარელ მხეცს. ქალის გადასარჩენად გამოჩნდება მამაცი რაინდი („წამებაში“ - გიორგი, ზღაპარში - მთავარი გმირი). რაინდი წყალთან პოულობს მტირალ ქალს, მათ შორის იმართება დიალოგი, ქალი ჭაბუკს ურჩევს, საფრთხეს გაშორდეს. რაინდი განგმირავს გველეშაპს, ხმლით აჩეხავს და ქალს გაათავისუფლებს.
ჩამოთვლილი ელემენტები აბსოლუტურად თანხვდენილია.
განსხვავებებიც არსებობს:
1. „წამებით“ მეფე სელინოსი იყო ბოროტი და ამის გამო უფალმა მოუვლინა გველეშაპი მის ქალაქს.
2. მეფემ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
3. მეფე დაჰპირდა სიმდიდრეს და მეფობასაც კი, ვინც მის ქალს სასჯელისგან გაათავისუფლებდა, (სანაცვლოდ თავის შვილს გასცემდა), მაგრამ მისი ხსნა არავინ ინდომა.
4. ღმერთმა განიზრახა წმ. გიორგის ხელით სასწაულების ჩვენება და მისი ნებით მივიდა გიორგი იმ დროს იმ ადგილას, როცა ვეშაპს მეფის ქალი უნდა შესწირვოდა.
5. წმ. გიორგი ლოცულობს, ღმერთი შეისმენს და დასცემს ვეშაპს მის ფერხთით.

„ვეშაპის ლოცვით მოკვდნების“ მოტივს იცნობს არა მარტო ქართული თარგმნითი ჰაგიოგრაფია, არამედ ორიგინალურიც; თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე ეს თარგმანები შესრულდებოდა.
ეს მოტივი გვხვდება გიორგის მერჩულეს თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, სადაც ნათქვამია, რომ გრიგოლის მოწაფემ ზაქარიამ „ლოცვით მოაკუდინნა“ საშინელი ვეშაპიო:
„კუალად ორნი საშინელნი ვეშაპნი გამოჩნდეს ანჩის ვენახსა, და მევენახენი ივლტოეს, ხოლო ზაქარია ლოცვითა მოაკუდინნა იგინი და კაცნი იგი სიხარულითა ჰმადლობდეს ქრისტესა“.
ასევე „დავით გარეჯელის ცხოვრებაში“ დამოწმებულია ანალოგიური მოტივი: გამოქვაბულ კლდეში ცხოვრობდა საზარელი ვეშაპი, რომელმაც ჩანთქა ირმის ნუკრი, დავით გარეჯელმა ლოცვით გააჩერა ეს ვეშაპი, ხოლო ანგელოზმა ის მეხით განგმირა“.
ყველა ეს ტექსტი მეათე საუკუნით თარიღდება.

ალექსანდრე ღლონტი,
ქართული ხალხური ნოველა, 1966 წ.
(ტექსტი იდება შემოკლებით)

რაც შეეხება გიორგის - წმინდა გიორგის გარდა მთაში რამდენიმე ხატს ქვია გიორგი. მე მგონი რაღაც საერთო სახელი იყო და შემდეგ ჩამოყალიბდა საკუთარ სახელად


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 1 2020, 11:54 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




აჭის წმ გიორგი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 1 2020, 11:56 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავით გარეჯელის ხატი


https://radikal.ru/ აქ ატვირთე ფოტო


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 3 2020, 07:52 PM
Post #11


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(tikoroma @ May 1 2020, 05:55 PM) *
ლაზეთში ქალიშვილი, რომელსაც გათხოვება შეაგვიანდებოდა, ზღვასთან მიჰყავდათ. თან მიჰქონდათ დაკეტილი ბოქლომი ან შეკრულ-გამონასკვული სხვა საგანი. ქალიშვილი ზურგშექცევით აგდებდა ზღვაში ამ საგანს და ევედრებოდა: ზღვაო ჩემო, გამიხსენი ეს საკეტი, მაჩვენე გზა, ჩემს ბედს შემახვედრე.

სახლის აშენების მსურველი ლაზი გავიდოდა ზღვის ნაპირზე, სილაზე სახლს დახაზავდა და ზღვას შესთხოვდა: ზღვაო ჩემო, მომასწარი, სახლი ამაშენებინე!

მშვენიერი ვიზუალიზაციური პრაქტიკებია
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 29 2020, 07:09 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
elli

შემთხვევით ვნახე, მგონი პაპია გამოსახული დაბმული გველეშაპით


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post May 29 2020, 10:25 PM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,004
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ციტატა(tikoroma @ 29th May 2020 - 07:09 PM) *
შემთხვევით ვნახე, მგონი პაპია გამოსახული დაბმული გველეშაპით


გურული იქნება ეს პაპი, აჭიდანაა უეჭველი


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 30 2020, 05:48 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
ხო, გურულები ხო იტალიელები არიან, პაპობას რო მორჩა,აქეთ ჩამოსულა, ეკლესია მოუხატავს


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 30 2020, 08:46 PM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
კი გავს აჭარელს


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post May 31 2020, 07:41 AM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,004
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(td......... @ 30th May 2020 - 08:46 PM) *

მემ, გაგანათლოთ უნდა, აჭი არის გურიის სოფელი, კერძოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში.


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Apr 5 2024, 10:25 PM
Post #17


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,004
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურული დიალექტი, საზოგადოდ ბევრ საინტერესო სიტყვას ინახავს. მაგ: ნასახი - გურულად ნამცეცს, უმცირეს ნაწილს ნიშნავს, გურული იტყვის: ნასახი არ დაუტოვებიაო, ანუ კვალი არ დაუტოვებიაო ან ნამცეცი არ დაუტოვებიაო, ნასახი მთავარი ღმერთია ქართულ მითოლოგიაში.
ასევეა ბოგინე, ბოგინე ე.წ. ბატონების, გამოგზავნი ნახევრად ღმერთია, რომელიც თუ სწორად მახსოვს, ულამაზესი ახალგაზრდაა ცხენზე ამხედრებული, ვისაც შეეხება ბატონებს უგზავნის, მეორე გადმოცემით ვინც გააჯავრებს მხოლოდ იმას უგზავნის, მოკლედ ბოგინი რასაც ნიშნავს კი ვიცით. მოკლედ დედა ენის გადამრჩენელები გამოვდგებით გურულები საბოლოოდ. იმ დედა ენის მართლა ნასახიც რომ არ დატოვეს ოდესღაც


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 6 2024, 07:46 AM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,159
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნასახი, ალბათ ჩანასახი... საინტერესოა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Apr 15 2024, 09:59 AM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,004
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
ციტატა(earth @ 6th April 2024 - 07:46 AM) *
ნასახი, ალბათ ჩანასახი... საინტერესოა..

შესაძლებელია, ოღონდ გურული დიალექტით ერთადერთ ფრაზეოლოგიზმმა შემოინახა: ,,ნასახეი არ ვნახო შენი", ,,ნასახი არ დარჩენია" ანუ უარყოფით კონტექსში მხოლოდოდ


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 10th November 2024 - 11:49 PM