IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> კარმა და ეგრეგორი
TeO
post Apr 30 2008, 05:48 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგრეგორი.
კარმა _ განწმენდის სისტემები და მეთოდები.
პრაქტიკული სამუშაო.


კარმა და ეგრეგორი _ ამ მცნებებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის არავითარი აბსტრაქცია, არც სუბსტანცია, რომელიც იმყოფება ჩვენი სხეულის გარეთ, უცნობ სფეროში და გვხელმძღვანელობს. ამდაგვარ წარმოდგენას, როგორც წესი, გადავყავართ ჭეშმარიტი გზიდან და არის ცრუ ინფორმაციის მატარებელი. Aადამიანი მოდუნებულია და ილუზიაშია, თითქოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია: “მძიმე კარმა მაქვს”,, “მე უძლური ვარ” _ ეს ძირშივე არასწორია! ეს თავის მოტყუებაა!
კარმა და ეგრეგორი გვერდიგვერდ იმყოფებიან და აქვთ პროექცია ჩვენს სხეულზე. განვიხილოთ ეს მცნება.

კარმა და ეგრეგორი წარმოადგენენ ენერგეტიკული ნაკადებით გამოხატულ ინფორმაციულ ველებს. Eეს ჩვენი ბიოგრაფიაა, წარმოდგენილი სხვადასხვა ხარისხის ენერგეტიკული მასის სახით. კარმა და ეგრეგორი ერთმანეთთან უშუალოდაა დაკავშირებული, ენერგეტიკულად კვებავენ ერთმანეთს და ჩვენს ნატიფ სხეულებს.
კარმა _ არის ყველა გასული განსხეულებების შესახებ ინფორმაციის მატარებელი ენერგეტიკა, ეგრეგორი კი, მიმდინარე განსხეულების ინფორმაციის მატარებელია. ძალიან ძნელია პრაქტიკულად ამის წარმოდგენა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ.

კარმის პროექცია ადამიანის სხეულზე არის ხერხემალი, ხოლო ეგრეგორის პროექციაა _ კანის ზედაპირული ფენა _ ეპიდერმისი. წარმოიდგინეთ ეგრეგორი სფეროს, კვერცხის ან მსხლის სახით _ ეს დამოკიდებულია ენერგიით შევსების ხარისხზე; ეგრეგორის ცენტრზე გადის ღერძი, რომელიც პროეცირდება ხერხემალზე.


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post May 2 2008, 12:14 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მემგონი ტერმინოლოგიის შეცდომაა, მე რამდენადაც ვიიც "ეგრეგორი" ეს არის ენერგიის დიდი მასა, რომელიც იქმნება რაღაც იდეის გარშემო huh.gif


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 2 2008, 03:38 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნეტა ჩვენს საიტს თუ ჰყავს ეგრეგორი? ჰა რას იტყვით? huh.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 3 2008, 11:44 AM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაპატიეთ ბოლომდე არ დამიდია მასალა..smile.gif

განვიხილოთ, როგორ ხდება ამ სუბსტანციების გაწმენდა და შევსება.
ყველა ქმედება, აზრი და სურვილი შეიცავს ინფორმაციას დადებითი და უარყოფითი ენერგიის სახით, ინდივიდუალური კარმული პროგრამის შესაბამისად. ეგრეგორის მარჯვენა მხარეში გროვდება დადებითი ენერგია, მარცხენაში უარყოფითი. თუ ეგრეგორში ხდება ამა თუ იმ ენერგიის გამკვრივება (საქციელის ან აზრის განმეორება), მაშინ ის მდორედ გადადის კარმაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს განუყოფელი სუბსტანციებია _ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ეგრეგორი თავისი ენერგიებით მთლიანად გადადის კარმაში და რჩება კარმულ სხეულში, და იმყოფება კაუზალურ სხეულში შემდეგ განსხეულებამდე.
მთელი დადებითი ენერგია შეფერილია ნათელი ტონებით და აქვს ნაკლებად მკვრივი კონსისტენცია, ხოლო უარყოფითი ენერგიები მუქ ტონებში წარმოგვიდგება და აქვთ მკვრივი მასა, ამიტომ ისინი ილექებიან “ფსკერზე” ეგრეგორის მარცხენა ნაწილში, ავსებენ რა კარმის სხეულს ქვემოდან. შესაბამისად _ დადებითი ენერგიები ზემოთ ადიან, კარმის მარჯვენა ნახევარში. გასული განსხეულებებისას დაგროვილი ენერგიები თავმოყრილია კარმული ღერძის ცენტრში, როგორც ეგრეგორიდან გადმომავალი “+” ზემოდან და “_” ქვემოდან.
ამგვარად, ეგრეგორში მეტი დადებითი ენერგიის დაგროვებით, ადამიანს ეძლევა თავისი კარმული სხეულის განწმენდის შესაძლებლობა. Aუცილებელია არა მარტო ამის ცოდნა, არამედ აღსრულებაც, ვინაიდან მთელი პასუხისმგებლობა გასულ და მომავალ განსხეულებებზე ეკისრება თავად ადამიანს.




--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 3 2008, 11:45 AM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენს კარმას აქვს სამი მდგომარეობა: პირველი _ ეს საწყისი მდგომარეობაა, რომლითაც მოვდივართ ამ ცხოვრებაში; მეორე _ გამომუშავებული მდგომარეობა _ ეს ისაა, რაც დავაგროვეთ ცხოვრების განმავლობაში; მესამე – საბოლოო მდგომარეობა, სულის ენერგეტიკული დანაზოგი შემდგომი განსხეულებისათვის, ანუ ჯამი ან სხვაობა ბოლო და საწყისი მდგომარეობისა.
უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ადამიანის კარმა გადაბმულია ჩვენი პლანეტის კარმასთან. მოსახლეობის ცხოვრების დონის შესამჩნევი გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი უმეტესი ნაწილი Aგაწმენდს თავის საკუთარ კარმას. აქვე უნდა ითქვას პასუხისმგებლობაზე ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანების მიმართ. ცოლი არ არის პასუხისმგებელი ქმარზე, დედა _ დიდ შვილზე, ბაბუა შვილიშვილზე. სამი შვიდწლიანი ციკლის გავლის შემდეგ (21 წელი), ახალგაზრდას უკვე ეკისრება დამოუკიდებელი ენერგეტიკული პასუხისმგებლობა. პატარა ბავშვები კი იმყოფებიან მშობლების სრული ენერგეტიკული მეურვეობის ქვეშ. ბავშვის ზრდასთან ერთად მშობელთა კარმა იცვლება, შვილის სულიერი აღზრდიდან გამომდინარე.
ადამიანის ადრეული დაბერებისა და სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზია კარმის გადავსება. ცხოვრების გახანგრძლივების მიზნით ადამიანი თვალყურს უნდა ადევნებდეს კარმის გაწმენდას. უნდა ვიცოდეთ, რომ ვერცერთი წმინდანი ვერ განარიდებს თავის კარმას ცოდვილის კარმას, რადგან ყველა კარმა შედის სამყაროს ერთ საერთო ველში.

ეგრეგორი აქვს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს. ის აქვს აგრეთვე სახელმწიფოებს, ქალაქებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოძრაობებს, პარტიებს, პროფესიებს, რელიგიებს და ა.შ. თუ კარმას განვიხილავთ როგორც წარსულსა და აწმყოს, მაშინ ეგრეგორი _ ეს აწმყო და მომავალია. რაც მეტია ეგრეგორში დადებითი ენერგია, მით მეტი იღბალი გექნებათ ცხოვრებაში, მით უკეთესი ჯანმრთელობა გექნებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ მონათლულ ადამიანებს (ან სხვა რელიგიის მსგავსი რიტუალი, რომელიც რელიგიურ ეგრეგორთან გაერთებთ) უპირატესობა აქვთ სხვა დანარჩენ ადამიანებთან. მათი ეგრეგორი (და არა კარმა) რიტუალის შესრულების მომენტში სრულებით იწმინდება უარყოფითი ენერგიებისაგან და ნეიტრალურ მუხტს იძენს. მტირალა ბავშვები ნათლობის შემდეგ მშვიდდებიან, კარგადაც სძინავთ.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეგრეგორი _ ეს აწმყო და მომავალია, ხოლო კარმა _ წარსული და აწმყო. ამიტომ ბავშვის გაჩენის მომენტში ეგრეგორის მუხტი დადებითია ან უარყოფითი, საწყისი კარმის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ კარმაში უარყოფითი ენერგია 50%-ს სჭარბობს, მაშინ ეგრეგორსაც ექნება უარყოფითი მუხტი და პირიქით. ვიდრე ბავში არ ჩაიდენს შეგნებულ ქმედებებს, ეგრეგორი უცვლელია. Aამიტომაცაა, რომ ნათლობა შეგნებულ ასაკში, როგორც გააზრებული ქმედება, ანთავისუფლებს ადამიანს ამ ცხოვრებაში ჩადენილი ყველა ცოდვისაგან. Eეს ეგრეგორის სრული განწმენდაა. რჩება მხოლოდ საწყისი კარმა, ის რომლითაც ადამიანი მოვიდა ამ სამყაროში. ყველა ქრისტიანული რიტუალი, როგორიცაა აღსარება (მონანიება), ზიარება, მირონცხება (საზეიმო), წესის აგება _ იძლევა საშუალებას ეგრეგორის გასანთავისუფლებლად. რის შემდეგაც მრავალი ადამიანი გამოჯანმრთელდება. გამოჯანმრთელება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ ადამიანი გულწრფელად აღიარებს თავის შეცდომებს და მათ გამოსწორებას იწყებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგრეგორი სწრაფად ივსება უარყოფითი ენერგიით. ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრება, ორი საათის განმავლობაში, წმენდს ეგრეგორს. ტაძრებს აქვს თავისი ძლიერი დადებითად დამუხტული ეგრეგორები, ხოლო მსახურებაზე დასწრების დროს ადამიანთა ეგრეგორები ერთიანდებიან და ხდება აქტიური განთავისუფლება ნეგატიური ენერგიეების ზემოქმედებისაგან.
ქრისტიანობაში თითოეულ ადამიანს ყავს ანგელოზი-მფარველი. Eეს პირადი ეგრეგორია. მასთან ურთიერთობა ლოცვით შეიძლება. Dდედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანის ეგრეგორი არის დედამიწის ეგრეგორის ნაწილი. მართლმადიდებლობაში დედამიწის ეგრეგორი აისახება მთავარანგელოზ ურიილის სახებით.




--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 3 2008, 11:46 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქორწინების საიდუმლო _ ჯვრისწერა ეკლესიაში არის კიდევ ერთი საშუალება დადებითად დამუხტული ეგრეგორის მიღებისა ახალგაზრდა ოჯახისათვის, ანუ ოჯახის ანგელოზ-მფარველის მიღებისა. თუ ქორწინებამდე ადამიანი არის უარყოფითი ენერგიის მატარებელი, ის შეიძლება გახდეს ახალი ოჯახის ეგრეგორის ნაწილი. რიტუალის დროს ეგრეგორი არა მარტო იწმინდება, არამედ ივსება დადებითი ენერგიით. Aამიტომ ასეთი ოჯახები უფრო მტკიცე და მეგობრულებია. თუმცა არც ჯვრისწერაა პანაცეა უიღბლო ქორწინებებისგან, აქ მთავარია ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება _ რამდენადაც სწორად მოექცევიან ერთმანეთს, იმდენად ბედნიერები იქნებიან.


საყურადღებოა პროფესიონალური ეგრეგორები, რომლებიც ასევე შედგებიან ცალკეულ ადამიანთა ეგრეგორებისაგან და ორივე მუხტის მატარებელნი არიან. არასწორია გამოთქმა, რომ ეს პროფესია მავნეა ის კი არა. ყველაფერი ადამიანის ინდივიდუალურ ეგრეგორზეა დამოკიდებული. თუ თქვენ დადებითი ეგრეგორის მატარებეი ბრძანდებით, მაშინ არც ერთი პროფესია არ იქნება თქვენთვის მავნე, მთავარია თქვენს საქმეს აკეთებდეთ. ამით შეიძლება აიხსნას, რომ ადამიანები, რომელთა პროფესია სიცოცხლისათვის სარისკოა, მაგ. მეხანძრეები, მძღოლები და სხვა იყოფა ორ კატეგორიად: ზოგიერთები იღბლიანები არიან “წყლიდან მშრალი ამოდის”, სხვებს კი სულ უსიამოვნებები ხვდებათ _ ტრავმები, ავარიები, უბედური შემთხვევები. Eე.წ. პროფესიულ დაავადებებს მიიზიდავენ უარყოფითი ეგრეგორის მატარებელი ადამიანები, რადგან “მსგავსი იზიდავს მასგავსს”.




--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 3 2008, 11:56 AM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარმის გაწმენდის ორი გზა არსებობს: ეს არის გაცნობიერებისა და გამოსწორების გზა და ტანჯვის გზა. სხვა გზა არ არსებობს. თუ არ არის გააზრება იქნება ტანჯვა: წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში, ჯანმრთელობის დაკარგვა, ახლობელი ადამიანების დაკარგვა და სხვა მსგავსი. კარმა ტანჯვით იწმინდება. არჩევანი თქვენზეა. რა გზითაც წახვალთ ცხოვრებასაც ისე ააწყობთ.
გვინდა დაგიცვათ შეცდომებისაგან, რომელიც ჩვენს დროში საკმაოდ ხშირად გვხვდება _ ეს არის ექსტრასენსებისა და მკურნალების დახმარების იმედი. ადამიანებს, რომლებიც ენერგიებთან მუშაობენ შეუძლიათ თქვენი ეგრეგორიდან უარყოფითი ენერგიის რაღაც ნაწილის ამოღება. მაგრამ შემდგომ სად წავა ის? დაწვა და სხვა მისთანანი მხოლოდ ტრიუკებია _ ვინაიდან კარგად მოგვეხსენება, რომ არანაირი ენერგია უკვალოდ არ ქრება, ე.ი. საჭიროა მისი ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაციის მხოლოდ ორი გზა არსებობს _ ეს არის ან გაცნობიერება ან ტანჯვა. თუ ასე არ ხდება, მაშინ ენერგია გამოდის თქვენი ეგრეგორიდან და უერთდება თქვენი ახლობელი ადამიანების, ის ვინც თქვენთვის ძვირფასია _ ოჯახის წევრების, მეგობრების, კოლეგების ეგრეგორების უარყოფით ენერგიას. თუ ექსტრასენსი ოჯახურ ეგრეგორზე მუშაობს, ენერგია შემდეგ წრეზე მიდის _ ახლომდებარე ეგრეგორებისკენ _ ეს შეიძლება იყოს მეგობრები, სამუშაო ან თავად ექსტრასენსი. ხშირია თავად “მკურნალთა” ავადმყოფობა ან სიკვდილი. და თუ თქვენ გპირდებიან ჯანმრთელობას, ფულს, ბედნიერებას ოჯახში და ბევრ სხვა რამეს, იცოდეთ ეს ტყუილია. ამდენი ეგრეგორის გასაწმენდად ძალა არა აქვს დედამიწაზე მცხოვრებ არცერთ ადამიანს. ამიტომ საკუთარი კარმის გაწმენდა მხოლოდ თქვენ ხელგეწიფებათ. “მკურნალის” დახმარების შემდეგ დგება ხანმოკლე შვება, ხოლო შემდეგ მდგომარეობა უარესდება. მთავარი ისაა, რომ მიზეზი არ არის აღმოფხვრილი, ზემოქმედებდნენ მხოლოდ შედეგებზე.
არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც ამქვეყნად სხვების დასახმარებლად მოვიდნენ. მათი მეშვეობით აცხადებს უფალი თავის ნებას, ეხმარება, აჯანმრთელებს, შეამეცნებს და სხვა. ასეთი ადამიანები ცოტაა, მაგრამ უდაოდ არიან. როგორც წესი ისინი არ იღებენ ფულს მკურნალობისათვის, ისინი ცდილობენ დაეხმარონ ავადმყოფს, დააყენონ სწორ გზაზე. მათი მოქმედებები უანგარო და საიდუმლოა. Iსინი არ გამოდიან ტელევიზიითა და რადიოთი არ იკეთებენ რეკლამას. უფალს ისინი თავად მიყავს ავადმყოფთან, არა ყველასთან და ისიც გარკვეული დროით. თავად უნდა ვიზრუნოთ საკუთარ პრობლემებზე. სხვა გზა არ არის.


შევჩერდეთ გათვალვის, ჯადოს, და სხვა ამგვარ პრობლემაზე. რა არის ეს? ეს არის უარყოფითი ენერგია გაგზავნილი ჩვენს ეგრეგორში. ჟადოები მუშაობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც არის რაღაც “ხელმოსაკიდი”. გაიხსენეთ _ მსგავსი იზიდავს მსგავსს! Gგაწმენდა Aამგვარი ზემოქმედებისგან მრავალგვარია _ ეს არის ყველა რელიგიური რიტუალი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. თუ თქვენ გეუბნებიან, რომ ლოცვებით გშველიან, უმჯობესი არაა წახვიდეთ ეკლესიაში? ერთი ადამიანის ეგრეგორი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, ვერ შეედრება ეკლესიის ეგრეგორს. ახალ აღთქმაში ნათქვქმია: “და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო?” (მათე 12 : 26). აქ ყველაფერი გასაგებია _ თუ თავად განდევნის საკუთარ თავს, თავადვე დაეცემა.
“მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება...” (მათე 12 : 45).
რაზეა აქ საუბარი? _ უარყოფითი ენერგიის გამრავლებაზე. თუ საკუთარი კარმის განსაზღვრის, პირადი შეცდომების პოვნისა და მათი გამოსწორების შემდეგ, თქვენი ცხოვრება არ შეიცვალა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენზე მოახდინეს ზემოქმედება.
Dდა კიდევ ნათქვქმია: “ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება”



--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post May 11 2008, 12:47 PM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თეო, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მიხარია რომ ამ საკითხებს ეხები, რადგან ბოლო დროს ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა გავიგო, თუ რა გზებით შეიძლება გაცნობიერება?!
ანდა, გაცნობიერების დაჩქარება, იმიტომ რომ ჩემთვის ეს პროცესი საკმაოდ იმპულსურია. როცა უნდა მაშინ ამოხტება ან ქრება.
სტაბილურად როგორ უნდა ვიმუშაო ამაზეე? (გაცნობიერებაზე)
მიპასუხეთ ვინმეეემ!!.. dash2.gif
ერთ-ერთი გზა, მითხრეს ჰოლოტროპიული სუნთქვაააო. თქვენ რას ფიქრობთ. unsure.gif
განსაკუთრებით ძველი კარმა, აი, მარცხნივ და ძირში როა.. ვთქვათ ამოვალაგე, და მერე ამის დალაგება?! თუმცა, ხო, ეს ნებისყობით კიდე შეიძლება..
.. ან ასე: კარმა, გამოდი!.. (ამოდი. ამოძვერი. ციც!.. რას აკეთებ მანდ ამდენ ხანს!.. )
მესაუბრეთ, მეკამათეთ რაა, worthy.gif თორე მარტო ვიკამათებ wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 11 2008, 12:56 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაცმა არ მოინდომოს.. და ყველაფერს შეძლებს! wink.gif
შენ დაიწყე და.. smile.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post May 11 2008, 01:24 PM
Post #10


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაა, თეო, რა კარგია, სწრაფი პასუხის მიღებაა!..
ჰოდა, თეო, დავიწყე და, გზები მერე გამოჩნდებაა?.. თავისიიით.. blink.gif თუმცა დავიწყე ალბათ ჯერ მხოლოდ მომზადება და აი, მოთმინებას რა ვუყოო. blush.gif
"ჩაძირული" კარმის ჩქარი ამოლაგების სეანსი მჭირდება. biggrin.gif
ეტყობა ზუსტი რეცეპტები არ არსებობს.
ინდივიდუალურია, ხომ?.. თვითონ უნდა ვიპოვო გზააა?! unsure.gif
კარგი. ისედაც სულ მასე ვარ. სულ თვითონ და თვითონ.
გზების შესახებ თუ რამე იცით, მითხარით..
(თეო, smile.gif შენი იმედი მაქვს..)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post May 12 2008, 05:59 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საერთოდ დასჯა როგორც ასეთი მცნება მემგონი არარსებობს, თუ ვინმე ვინმეს სჯის ეს თითონ ადამიანი სჯის თავისთავს ნებაყოფლობით რო თავის შეცდომა გამოასწოროს... თუ ვინმემ რამე შეცდომა დაუშვა როდისღაც ის მერე ამ ნაკლის გამოსწორებას შეეცდება.. და შეცდომებს უშვებს ყველა, უშეცდომო არაფერი არარსებობს.. ის რომ შეცდომა შენთავში რაღაც რიტუალით გამოასწორო, არვიცი, ეჩვი მეპარება..
მაგალითად: ავიღოთ ადამიანი რომელმაც მიაყენა ტკივილი სხვებს, ნუ ან დახოცა ან არვიცი))), ის ადამიანი რათქმაუნდა სიკვდილის მერე მიხვდება თავის დანაშაულს, მაგრამ ამნეზიის მერე (ანუ შემდეგი დაბადების მერე) შეიძლება იგივე გაიმეოროს იმიტომრომ მას რაღაც ნაკლი აქვს რაც უნდა გამოასწოროს, ამიტომ მან შემდეგი ცხოვრება შეიძლება ისე დაგეგმოს რომ თითონ მოხვდეს მსხვერპლის როლში, ეს მას დაეხმარება იმაში რო გააცნობიეროს რას გრძნობს სხვა ადამიანი... და ესე იქამდე სანამ სულ არ გამოსწორდება მისი ნაკლი... თუმცა ამ ნაკლის გამოსწორებას მას არავინ არ აიძულებს...

და რატო უნდა გამოვასწოროთ ეს ნაკლები ჩვენში:

ფიზიკურ სხეულში ჩვენ ”ნაკლებს” ვერავინ ვერ ხედავს, მაგრამ ასტრალურ სამყაროში ეს ყველაფერი ჩანს..
და რაც მთავარია ნაკლი შეუშლის სულს შემდგომ განვითარებაში...

ის რომ ვიღაცა ჩვენ სამაგიეროს გადაგვიხდეს ეს ყველაფერი მოგონილია იმისთვის რომ ადამიანმა ცუდი არ ჩაიდინოს და ალბათ ეს სწორეც არის...


ისე მემგონი ცოტა თემას გადაუყვიე ჩემი ფოსტით)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post May 12 2008, 07:27 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სასჯელი კი არ მადარდებს, ან რამის გამოსწორება.. თუნდაც ნაკლის. ნაკლი შეიძლება "გააპიარო" biggrin.gif და დადებითისკენ შემოატრიალო..
მე ამჟამინდელი მიზნებისთვის დიდი ენერგია მჭირდება. შინაგანი ხელისშემშლელი არ უნდა დამხვდეს გზაზე.
ჰოოდა, ამისთვის სწრაფი გამონთავისუფლება მინდა, თუკი რამე სადმე არის ჩაძირული და მიშლის. (კარმული) თუ არ არის და.. ამაშიც მალე დავრწმუნდები ალბათ. (რო არ იყოს, აბა, შევწუხდებოდი?! biggrin.gif )
შენ მაინც იცი, ზეტ, რომ ჰოლოტროპკა კარგი საშუალებაა კარმული "ჩაბუდებების" საწინააღმდეგოდ.
არც ის მაინტერესებს ასტრალურ სამყაროში თუ მეტყვიან ეს შენი ნაკლი რად არ გამოისწორეო.. მხოლოდ ამჯამინდელი დრო და სივრცე. აქ მჭირდება ჩემი სისუფთავე. "ოტჩიოტ"-ებზე ჯერ არ ვფიქრობ (შეიძლება მივქარავ tongue.gif )
არც სამაგიეროს გადახდა მადარდებს.. ვაა..
როგორ გავაცნობიერო მეთქი, რა და სად და რატოა "ჩაძირული"?? გზა, ხერხი, ვარჯიში.. აი, სწორედ წავალ ახლა, ენერგეტიკულ ბურთულებს გავაკეთებ. აბა კატაბუები მეტს არაფერს ჭამენ. მარტო ფერად ბურთულებს. ოქროსფერი აჯნაში, ვარდისფერი გულში! ლურჯი კიდე მზის წნულში! იახში, იახში!.. lol.gif
გზები ჩამომიწერეთ, თორე ბუს კივილს და კატის კნავილს ერთდროულად მოვრთავ!! Just_Cuz_01.gif და გაყრუვდებით, აქ, ფორუმში!. (ხუმბრობითი შტრიხი)

Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post May 13 2008, 01:12 AM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ კატაბუა აი ამას რო წაიკითხავ, მაგას ბევრი ფიქრი არუნდა, დაწექი დაჰოლონტროპული გააკეთე, შენ რასაც ამბობ მაგის ერთადერთი გზა ეგარი!!

მე რაც წინა ფოსტში დავწერე ეს ზოგადათ დავწერე და არა ამ შემთხვევისთვის...

მე ჰოლონტროპიული სუნთქვამ ისე მიშველა რო ჩათვალე წარსული ჩამომაჭრა, რომელიც ჩრდილივით დამყვებოდა მთელი ცხოვრება და ვერ ვიშორებდი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Katabua
post May 13 2008, 12:57 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 329
Joined: 21-March 08
From: Earth
Member No.: 500

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისე, გამახსენდაა..
Laie_61.gif მექსიკელი ინდიელების გზა რეკაპიტულაციაა. კასტანედას აქვს აღწერილი. მთელ შენს წარსულს იხსენებ, დაბადებიდან. გახსენება გაცნობილი ადამიანების მიხედვით ხდება. პირველი ვინ გახსოვს, მეორე.. დედა, ბაბუა და ა.შ. მთელი ცხოვრების განმავლობაში შემხვედრი ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვან, გადამწყვეტ შემთხვევებს გვახსენებს. ამ შემთხვევებმა განსაზღვრა ჩვენი ამჟამინდელი პიროვნება, ტიპი.
მე მთელი ჩანაწერები მქონდა. მერე თავისით ამოვარდება ხოლმე კადრები. შეიძლება წინა ცხოვრებებიც ამოვარდეს. მაგრამ ნელი პროცესია. წელიწადზე მეტი შეუპოვარი შრომა უნდა. ბევრი საინტერესო ამბავი შეიძლება ამოტივტივდეს, ადრე რომ არასოდეს მიგვიქცევია ყურადღება.
პროცესი ასე ხდება: თვალებდახუჭული ვზივართ, ჩასუნთქვისას ვიხსენებთ სცენას, კადრს. მთლიანად გავდივართ ჩვენი ვიზუალური ეკრანის საშუალებით. განვიცდით იგივეს, რასაც მაშინ. (შეიძლება ავტირდეთ) ამოსუნთქვისას კადრი ქრება, მთავრდება. და ასე, გადაეზემა უსასრულობას, ანუ მთლიანად ვთავისუფლდებით მისგან. Laie_61.gif
რაც შეეხება ჰოლოტროპკას, ხო, ხვალ ნამდვილად ვაპირებ. მადლობა იმპულსისთვის. l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
san
post May 26 2008, 11:12 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 2,675
Joined: 3-June 07
Member No.: 36

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინდიელების ტექნიკა მომწონს რომელსაც ამ ცხოვრების თავიდან განცდა ანუ გადახედვა ქვია. იძახიან, რომ ამ ტექნიკით სულიერ ძალებს იბრუნებენ და ენერგეტიკულად იწმინდებიან.

და რაც მთავარია იმ შეცდომებს რასაც განიცდიან და დაინახავენ საკუთარ თავში, აღარ იმეორებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mirabella
post Jul 6 2008, 03:23 AM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 12-November 07
From: Tbilisi
Member No.: 124

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მითხრეს რომ სახლში ცუდი ენერგეტიკაა ჩემთან დაგროვილი...რასაც სხვათაშორის მართლა ვგრძნობ... ეხლა სხვა ადგილას მძინავს და რაც ახალ ადგილას დავიწყე დაძინება, ყოველ დილით დაღლილობის გრძნობით ვიღვიძებ...მითხრეს რომ კედელს იქით ჩემთვის ენერგოვამპირი ცხოვრობს და ამის ბრალია...არადა არ ვიცნობ იმ მეზობელს...
მითხრეს რომ სარკე უნდა დავდო პირით კედლისაკენ , რომ ამ ენერგოვამპირის ენერგეტიკა აირეკლოს უკან დაუბრუნდესო...და სახლში აურის გასაწმენდად კი რამოდენიმეჯერ ხუთშაბათ დღეს მარილი უნდა დაწვაო ტაფაზე და სახლში მოატაროო...ისრუტავსო ცუდ ენერგიასო...
მაინტერესებს გაგიგიათ თუ არა ესეთი რამე...მართლა შეიძლება ამ გზით გავთავისუფლდე ცუდი ენერგიისაგან თუ მატყუებენ..არადა საკმაოდ სერიოზულმა ადამიანმა მირჩია, ვინც ერკვევა ესეთ რაღაცეებში...ერთხლე კი გავაკეთე ეს მარილის პროცედურა და რა ვიცი ჯერ ვერ ვგრძნობ შედეგს...
ა, ხო...კიდე მითხრეს რომ ზოდიაქოთი ჩემი ქვა რაცაა ვერცხლში უნდა ჩასვაო და ატაროო, ეგეც გავაკეთე...მაგრამ მაინც რაღაც ნე ტოდ ვგრძნობ თავს...სუსტი ბიოველი რომ მაქვს ეს კი ვიცი, მარა მირჩიეთ რა როგორ დავიცვა თავი ცუდი ენერგიებისგან... superstition.gif


--------------------
Нигде не найти покоя тому, кто не нашел его в самом себе...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tamo_Tamo
post Jul 6 2008, 10:45 PM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 64
Joined: 23-May 08
Member No.: 1,746

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Mirabella ჩემი რჩევაა ეგეთ რაგაცეებს მოეშვა, რა იცი შეიძლება პირიქით ცუდი ენერგია შემოუშვა მაგით! მარილი გაძვირდა დაა ჯობია ფინანსებს გაუფრთხილდე hilarioustu8.gif ეს ხუმრობით მაგრამ ესე ჯობია მოეკიდო, ჩაციკვლა არაფერზე არ ვარგა, ფსიქიკა ხო იცი რა ძლიერია... ხოდა ადექი ეხლა შენ და სადმე ბუნებაში სუფთა ჰაერზე გადი, ბალახზე ფეხშიშველა იარე, ცივი აბაზანა მიიგე, ილოცეე, ჰოლოტროპკა გააკეთე და ყველაფერი გაგივლის!:) და საერთოდ რა იცი რო სუსტი ბიოველი გაქვს? და ან ის რა იცი რო ის შენი მეზობელი ენერგოვამპირია??? ამაზე თუ დაფიქრდები და ნამდვილად გააცნობიერებ შინაგან ღიმილს გამოიწვევს wink.gif და ეს კარგია... smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mirabella
post Jul 7 2008, 12:33 AM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 12-November 07
From: Tbilisi
Member No.: 124

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Tamo_Tamo

ჰოლონტროპკამ შემაშინა და აღარ ვცდი მაგას... მაგრამ სუსტი რომ მაქვს , მაგას ვგრძნობ, იმიტომ როგორც კი ვინმე აქტიური ადამიანი მელაპარაკება და თან ბევრს მთიშავს...თვალები მიელმდება ხოლმე ლამის...და თავის ტკივილი მეწყება ... ეს ხშირად ხდება, ჩემს მეგობრებშიც კი მყავს ესეთი ხალხი, ვისაც ვერასოდეს ვერ შეველევი მაგრამ სასწაულად მაცლიან ენერგიას... სუსტი ბიოველი მაქვს აბა რა ჯანდაბაა ეს sad.gif


--------------------
Нигде не найти покоя тому, кто не нашел его в самом себе...
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 7 2008, 06:33 AM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ა, ხო...კიდე მითხრეს რომ ზოდიაქოთი ჩემი ქვა რაცაა ვერცხლში უნდა ჩასვაო და ატაროო, ეგეც გავაკეთე...მაგრამ მაინც რაღაც ნე ტოდ ვგრძნობ თავს...სუსტი ბიოველი რომ მაქვს ეს კი ვიცი, მარა მირჩიეთ რა როგორ დავიცვა თავი ცუდი ენერგიებისგან...



რამ შეიზლება უკეთ დაგიცვას ვიდრე ჯვარმა? smile.gif

ძალიან ცუდად მეზინა დიდი ხნის განმავლობაში და კოშმარებსაც ვხედავდი
თავთან დავკიდე ჯვარი, ორი, ორივე ნაჩუქარია, ერთი ნაკურთხია მეორე არა როგორც მითხრეს
მე ვერ ვერკვევი ამ დეტალებში მაგრამ მჯერა რომ ჯვარი მიცავს
საოცარ და ლამაზ სიზმრებს ვხედავ + ძალიან კარგად მძინავს
+ დეპრესია მაქვს. არ ვიცი ეს ორი ერთმანეთს როგორ უთავსდება მაგრამ ფაქტია შესანიშნავად მძინავს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mirabella
post Jul 7 2008, 12:42 PM
Post #20


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 12-November 07
From: Tbilisi
Member No.: 124

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



blanca

ათეისტი არ გეგონო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ეს ყველაფერი ჯვარმა კი არა, შენმა ფსიქიკამ გააკეთა...ანუ ქვეცნობიერად დაწყნარდი,იმიტომ რომ გჯერა რომ ის გიცავს ...მე ამ შემთხვევაში სხვა რაე მინდა ვიპოვო, რასაც ასევე დავიჯერებ რომ მიშველის და დავიჯერებ და სიმშვიდესაც მოვიპოვებ, თუნდაც ცოტა ხნით....


--------------------
Нигде не найти покоя тому, кто не нашел его в самом себе...
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:59 PM