IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> უსასრულობის შესახებ, უსასრულობის შესახებ მაინ
sumbula
post Aug 5 2011, 05:32 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 111
Joined: 21-February 11
Member No.: 6,392

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უსასრულობის შესახებ მაინტერესებს რა აზრის ხართ,როგორ წარმოგიდგენიათ,არსებობს კი საერთოდ? დაწერეთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Aug 5 2011, 08:23 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უსასრულობა არსებობს - რატომ დაგაინტერესდა?


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Jan 29 2013, 11:11 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის უსასრულო?
კოსმოსი უსასრულოა?
სული რომელიც ჩვენ გვაქვს ესეც უსასრულოა?
უსასრულოს დასაწყისი თუ აქვს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
kindatma
post Jan 29 2013, 11:54 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 752
Joined: 25-March 12
From: თბილისი
Member No.: 6,765

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით

უსასურულობა დასაწყისიც არის და ბოლოც,რომელსაც არც დასაწყისი არ ააქვს არც ბოლო

ყველაზე მარტივი-უსასრულობა=არ მთავრდება biggrin.gif

კოსმოსი იმდენად უსასრულოა რომ მას უსასრულობის ზომითაც ვერ გაზომავ

სულის უსასრულობა რაში მდგომარეობს არ ვიცი.რითი უნდა იყოს სული უსასრულო?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jan 30 2013, 12:28 AM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უსასულობაზე მაშინ შეგვიძლია ლაპარაკი, თუ მას სამყაროსთან მიმართებით ვამბობთ.

როგორ წარმოიშვა სამყარო?

აქვს თუ არა მას დასაწყისი?

თუ აქვს დასაწყისი, მაშინ მას ლოგიკური და გარდაუვალი დასასრულიც ექნება?

ხოლო თუ არ აქვს დასაწყისი და სამყარო წარმოიშვა არაფრიდან _ ex nihilo _ მაშინ სამყარო უსასრულოა და ის გაშლილია დროისა და სივრცის უსასრულო ბადეში.

უსასრულოს საწინააღმდეგო სასრულობაა. სასრულობა შეგვიძლია დროისა და სივრცის მახასიათებლად ჩავთვალოთ, ასევე მატერიის მახასიათებლად. ხოლო ენერგია და სული ესაა უსასრულო, ის არსად არ ქრება და მარადიულად არსებობს.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
kindatma
post Jan 30 2013, 12:36 AM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 752
Joined: 25-March 12
From: თბილისი
Member No.: 6,765

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რახან უსასრულობა ამ მატრიცის გარეთ არსებობს და ამ მატრიცაში კი არა,და რახან ლოგიკა-მატრიცისთვის დაწერილი ერთ ერთი პროგრამაა,უსასრულობის აღწერა მაგით შეუძლებელია.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jan 30 2013, 01:09 AM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაბალი სიმკვრივის სამყაროებისათვის სასრულობაა დამახასიათებელი, რადგან ის დაიყვანება როგორც მატერიალურ და სულიერ სუბსტანციათა ერთობლიობამდე, ხოლო ამათგან მატერია სასრულია, სული _ უსასრულოდ არსებული დროსა და სივრცეში (თუმცა სულსაც გააჩნია თუ ჩვენ მას მოვიაზრებთ ინდივიდუალურად თუ ზოგადს, ან როგორც რაღაც მთელის ფრაგმენტს).


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 30 2013, 07:41 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უსასრულო სამყაროა, მაგრამ აბ ბოლო დროს პატარა ნაწილაკებად დაყოფა უფრო და უფრო ხდება. მოლეკულა ატომი და უფრო ღრმად და ღრმად შეისწავლიან ამ ყველაფერს.
მახსოვს ბლეზ პასკალის ასეთი აზრი: „უსასრულოდ დიდსა და უსასრულოდ პატარას შორის არსებობს რაღაც კავშირი“. ეს აზრი საკმაოდ დამაფიქრებელი და საინტერესოა. ჩემს წარმოდგენაში ერთი წრებრუნვაა, წარმოდგენაში ასეა: პატარა უფრო დიდი, უფრო დიდი და არც დასაწყისი და არც დასასრული...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 12 2015, 01:30 PM
Post #9


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი თემაა და მიფიქრია ამაზე.

საქმე იმაშია რომ როგორც უსასრულოს ვერ წარმოიდგენ სამყაროს, ასევე სასრულსაც ვერ წარმოიდგენ, დაუშვათ მიდიხარ კოსმოსში და გაიარე 1000 მილიონი სინათლის წელი და აღმოაჩინე რომ სასრულია, იმის იქით არაფერია, მაგრამ რას ნიშნავს არაფერია? კედელია? თუ რას ნიშნავს არაფერია? ანუ იმის თქმა მინდა რომ ორივე შემთხვევაში წარმოუდგენელია ჩემთვის. მემგონი ძალიან საყვარელი ფენომენია უსასრულობა, მე ვფიქრობ დროსთან კავშირშია, ერთს თუ მივხვდით მეორედამდეც მივალთ.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 12 2015, 02:41 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოქროს უსასრულობის სუტრა
ჯეკ კერუაკი

1

შევქმენი თუ არა ცა? რომ არ გაჩენილიყო ის ჩემს გონებაში, მე არ ვიტყოდი: "ცა". სწორედ ამიტომ მე ოქროს უსასრულობა ვარ. და არ არის აქ ორი ჩვენგანი, მკითხველი და მწერალი, არამედ ერთი, ერთი ოქროს უსასრულობა, ერთი, რაც ის არის და რაც ყველაფერია.

2

გზის მანიშნებელი გასხივოსნებული ბუდა და მესია, რჩეული, შესული სიკვდილში დამამცირებელი განაჩენის გამო - ოქროს უსასრულობაა. ერთი ეს არის, ოქროს უსასრულობა, ან კიდევ ღმერთი, ან, ტატჰაგარაა მისი სახელი. ამგვარად სახელდებული. ადამიანი ღმერთი. გრძნობადი ღვთაებრიობა. ცოცხალი სიწმინდე. გაღმერთებული. შემოწმებული. თავისუფალი. განმათავისუფლებელი. დასახლებული. დამკვიდრებული. ოქროს უსასრულობა. ყველაფერი კარგად არის. ცარიელი. მზადმყოფი. გამართლებული. ბედნიერი.

3

ამ ცის გარდა, სხვა ილუზია რომ ყოფილიყო ჩემს მოკვდავ გონებაში, მე არ ვიტყოდი: "ცა". ასე რომ მე შევქმენი ის და მე ოქროს უსასრულობა ვარ.

4

გავსხივოსნდი, გზა რომ გიჩვენოთ. შერჩეული ვარ, რათა მოვკვდე, რადგან მოკვდავი ოქროს უსასრულობა ვარ.

5

ოქროს უსასრულობა მომაკვდავი სხეულის ფორმით.

6

სინამდვილეში, არ ვარსებობ, რადგან ყველაფერი სიცარიელეა. მარადიული ნეტარება.

7

ჭეშმარიტების კანონის მიხედვით არ არსებობს სხვა რეალობა.

8

თქვენ ხართ ოქროს უსასრულობა, რადგან არც მე ვარსებობ და არც თქვენ. მხოლოდ ერთი ოქროს უსასრულობაა.

9

სამყარო ფილმია იმაზე, რაზეც ყველაფერი, ერთი ფილმი, შექმნილი იმ მასალისგან, რომელიც ყველაფერში გამოიყენება და არავის არ ეკუთვნის ის.


10

ყველანი ოქროს უსასრულობა რომ არ ვიყოთ, აქ არ ვიქნებოდით. მოუწოდო ადამიანს განწმენდისაკენ, რადგან ცუდი დაისჯება, დასჯილი ანგელოზის კვალად და რომ კარგი, დაჯილდოვებული ანგელოზივით მიიღებს ჯილდოს, იგივეა რომ უთხრა წყალს: "იყავი სველი" - ყველაფერი უმაღლეს რეალობაზეა დამოკიდებული, რომელიც უკვე განსაზღვრულია, როგორც კარმა ჩვენი ბედისა.

11

ღმერთი არ არის ჩვენს მიღმა, მხოლოდ ჩვენშია, ცოცხლებსა თუ მკვდრებში, იმათში ვინც არასოდეს ყოფილა ცოცხალი და მკვდარი. და ჩვენ ახლა უნდა ვისწავლოთ, შევიმეცნოთ, რომ არსებობს უმაღლესი რეალობა და ეს დიდიხნის წინ ჩაიწერა უნივერსალური გონების არქივში. ყველაფერი უკვე გაკეთდა, გასაკეთებელი არაფერია.

12

ეს არის ცოდნა, ოქროს უსასრულობა რომ ჭვრეტს საგნებში. რაც ვართ ჩვენ, შენ, მე, ისიც ვინც უკვე ჩვენ აღარა ვართ, არც შენ, არც მე.

13

რა დავარქვათ იმას, რასაც სახელი არ აქვს, გონების მარადიული საკითხავი? ესენციას თუ დავარქმევთ, ზოგი იფიქრებს, რომ ეს - სუნამოა, ან ოქრო, ან თაფლი. ეს ცნობიერიც კი არაა. ვერ განვიხილავთ, ვერ ავხსნით სიტყვებით. იდეაში, ეს რა არის საიდუმლო, არც იდუმალებით მოცული საკითხი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ოქროს უსასრულობას "ის" დაუძახოთ. მაგრამ "რაა სახელში?" - იკითხა შექსპირმა. ოქროს უსასრულობის სხვა სახელიც ისეთივე ტკბილი იქნება. ტატჰაგატა, ღმერთი, ბუდა, ალაჰი, კრშნა, კოიოტი, ბრაჰმა, მაზდა, მესია, ამიდა, არემედია, მაიტრეია, პალალაკონუ, 1 2 3 4 5 6 7 8 ასევე ტკბილი იქნება. ოქროს უსასრულობა არის X, ოქროს უსასრულობა არის A, ოქროს უსასრულობა არის / \, ოქროს უსასრულობა არის 0, ოქროს უსასრულობა არის [], ოქროს უსასრულობა - ო-ქ-რ-ო-ს უ-ს-ა-ს-რ-უ-ლ-ო-ბ-ა-ა. თავდაპირველად იყო სიტყვა; ხოლო მანამდე ესენცია. სიტყვის არსი - სიცარიელეა. სიცარიელის ფორმა, ან სიცარიელე - ფორმის ფორმა რომ მიუღია, რასაც ხედავ და რაც გესმის, რასაც ეხები და ფიქრობ ამ მომენტში. მოდი, დახუჭე თვალები, 3 წამით შეწყვიტე სუნთქვა და მიუგდე ყური სამყაროს საშოში დასადგურებულ სიჩუმეს, შენი ხელები ნერვულ დაბოლოებებს ეხებიან, გააცნობიერე ნეტარება, სიცარიელე და ექსტაზი, როცა იყავი ოქროს უსასრულობა, რომლადაც რჩები. ესეც შენი დავიწყებული გაკვეთილი.


14

დიდი ხნის წინ მიიღეს ეს გაკვეთილი სხვა ცივილიზაციებმა, ბუნებრივად სიცარიელედ რომ გადაიქცნენ და ახლა აქ ჩვენი ღიმილით იღიმიან და ჩვენი მოღუშვით იღუშებიან და თითქოს ეს მხოლოდ ოქროს უსასრულობა იღიმოდეს და იღუშებოდეს; როგორც წყლის ჭავლი ცოდნის გლუვ ოკეანეში. კაცობრიობის ბედისწერა - ოქროს უსასრულობაში დანთქმაა, შემდეგ დაბრუნდება მისსავე ხელისგულზე, რომელიც არ არის ხელისგული. ხორცის ბეჭედი იხურება.

15

საქმე იმაშია, რომ ველოდებით და არა იმაში, თუ რამდენად სასიამოვნოა ეს მოლოდინი. პირველყოფილი ადამიანი გამოქვაბულში ელოდებოდა, რომ გაეცნობიერებინა რისთვის არსებობდა. ნადირობდა; თანამედროვე ადამიანები თავიანთ კეთილმოწყობილ სახლებში ელოდებიან, ცდილობენ დაივიწყონ სიკვდილი და დაბადება. ველოდებით, რომ გავაცნობიეროთ. ეს არის ოქროს უსასრულობა.

16

ის დროზე დაბრუნდა.

17

აუცილებლად უნდა გვწამდეს ნეტარების, რომ ყველაფერი მარადიული ექსტაზში იმყოფება, ახლაც და სამუდამოდ.

18

ჩაიხედე სამყაროში, როგორც სიცარიელეში: იქ იმალებიან უთვალავი წმინდა აჩრდილები, პატარა ბუდები და მხსნელი ღმერთები, გაღიმებულნი. ატომები ასხივებენ სინათლეს. სახლში შეიძლება კოლიბრები შემოგიფრინდნენ, ხვლიკი კი - არა: იყავი მშვიდი და თავდაჯერებული. სინათლის ძიებაში შეიძლება სიბნელემ გშთანთქოს და ჭეშმარიტ სინათლეს მიაგნო.

19

საგნები ტრიალისგან არ იღლებიან და ბუზები დელიკატესებში ხვდებიან.

20

აინშტაინმა გამოითვალა, რომ ჩვენი სამყარო ბუშტივით ფართოვდება და თქვენ იცით ეს რასაც ნიშნავს.

21

მოიშორე წარმოდგენები პიროვნებებზე, შენ, მზის მტვრის მასისგან ხარ შემდგარი. წმინდაა თითოეული მტვრის ნაწილაკი. შიში სხვისი "მე"-ს წინაშე, როცა საკუთარი "მე", უსასრულო რაოდენობის არსებებადაა დაყოფილი. იყავი ვალდებული და კეთილშობილი, გულუხვად განკარგე შენი დრო, რადგან იმ პატარა ხორცის ნაგლეჯის სიცარიელე, შენ რომ ატარებ და სულს ეძახი, თანაბრად მიემართება სიცარიელეში ყველა მიმართულებით, ყველგან ერთიდაიგივე წმინდა სიცარიელე: რატომ უნდა იყო ის ვინც ხარ, შეზღუდული, ღმერთკაცი, სიზმარში? გაიღვიძე, იყავი თავდაუზოგავი და თავისუფალი. "თანაბარი და ვერტიკალურია შენი გონება, არსად მყოფი", - გვასწავლის ჰუეი ნენგი, ჩინელი ბრძენი. ჩვენ ყველანი სამოთხეში ვართ.

22

მშფოთვარე სიზმრები იდეალურად ჩუმ გონებაში იკავებენ ადგილს. ჩვენ ეს უკვე ვიცით, მოიშორე სიმძიმე.

23

ცოდვა და სათნოება – მხოლოდ ჩვენი კონცეფციებია. ოქროს უსასრულობა მათ მიღმა რჩება.

24

ურთიერთობა - ღიმილია მთელს სახეზე და ღიმილი არაფერია, თუ არა კბილები. შეისვენე და იყავი კეთილი.

25

არ არის საჭირო უარყო ბოროტი, რომელსაც გოოგოო ეწოდება, რომელიც არ არსებობს, ისევე, როგორც არ არის საჭირო სქესის უარყოფა, და თავიდან დაბადებისა, რომელიც ასევე არ არსებობს, რადგან ის მხოლოდ სიცარიელის ფორმაა. სპერმის წვეთი გაღვიძებული ბუნების გრძელ ხაზში გაჩნდა, შენი მშობლების წმინდა ძაბვაში, მხსნელის საშოში, შავი სიცარიელიდან და უკან, ნათების ჯადოსნურ წარმოსახვაში, ელვა, თამაშში, თამაშშიც არა, სიზმარში.

26

იმედიტირე ღია ცის ქვეშ. შავი ხეები ღამეში სულ არ არიან შავი ხეები – ეს ოქროს უსასრულობაა.

27

იყავი კეთილი სიზმრებშიც კი, რადგან მაინც არ არსებობს დრო, სივრცე და გონება. „არაფერი შექმნილა“ – თქვა იაპონელმა ბანკეიმ, ვისი დედაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, როგორც იტყოდნენ: „მოკვდა ბედნიერი“, და თუნდაც უბედური მომკვდარიყოს, ეს სულაც არ არის უბედური სიკვდილი. ასეთია ოქროს უსასრულობა. შეუძელებელია იარსებო, შეუძლებელია დაისაჯო, შეუძლებელია ხელიდან გაუშვა შენი ჯილდო.

28

თუ გაიგებ ამ სუტრას, გადააგდე ის. თუ ვერ გაიგებ, მაინც გადააგდე. განთავისუფლდი.

29

შეხედე შენს ნეკა თითს, სიცარიელე მასზე არაფრით არ განსხვავდება სიცარიელისგან უსასრულობაში.

30

კატები ამთქნარებენ, რადგან იციან არაფერია გასაკეთებელი.


31

ეს არის ოქროს უსარულობის პირველი სწავლება.


32

მეორე სწავლება ის არის, რომ არასოდეს არსებობდა პირველი სწავლება. დარწმუნებული იყავი ამაში.


33

დევიდ ბოუი: ახალგაზრდობაში კერუაკის წაკითხვის შემდეგ დავიწყე ბუდიზმის შესწავლა. და ტიბეტური ბუდიზმის უნივერსიტეტშიც მივედი. საბოლოოდ კი ავღმოჩნდი ორგანიზაციაში, რომელიც ინდოეთიდან ლტოლვილებს ეხმარებოდა. ამ ქვეყანაში ხომ ადამიანები ბუზებივით იხოცებიან, კინაღამ ბერი გავხდი, მაგრამ ბოლოს კურთხევამდე ორი კვირით ადრე, ყველაფერს მივაფურთხე, წავედი პაბში, მაგრად გამოვთვერი და აღარასოდეს არ დავბრუნებულვარ იქ.

უილიამ ბეროუზი: ჰო, ეგ ნამდვილად კერუაკის სტილშია.


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 12 2015, 03:08 PM
Post #11


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა ოქროს უსასრულობა, გლეხური ენით რას იტყვი, როგორ ახსნი?
ანნა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 12 2015, 04:47 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi

მუსიკა https://www.youtube.com/watch?v=woMd-1g-hIg


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 12 2015, 06:25 PM
Post #13


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
რა მაგის პასუხია და https://www.youtube.com/watch?v=tqePlbhJHOI ეს არის რუმის შედევრი, ეგ არ მომეწონა(სიმღერა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 12 2015, 09:13 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi

ერთხელ მეგობარს ვკითხე: 'როცა მუსიკას ვუსმენთ და სხვაგან გადავდივართ, ოქროსფერ რეალობაში და სხვა რეალობაა.. და მერე აქ რომ ბრუნდები არ მოგწონსთქო. აი მუსიკის მოსმენისას სად გადავდივარ'
ჰო და მითხრა 'იქ სადაც რეალურად ვარსებობთ' smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
001010110100
post Jun 16 2015, 06:52 AM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 11
Joined: 19-October 14
Member No.: 7,333

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემიაზრით ეს ჩვენი სამყარო უბრალოდ გრაფიკაა,(გრაფიკასთან ვისაც უმუშავია უკეთესად მიხვდება) და საერთიდ
როგორც ასეთი მატერია არარსებობს. ყველა ცოცხალი არსება(სული) ჩვენ რეალონაში მოხვედრისას სხეულთან ერთად იღებს რუკას რომელშიც ვცხოვროფთ ჩვენ. ამით აიხსნება სხვსდასხვა შრეები იგივეა რაც მაგალითად თამაშში ტურები, და რეალური სამყარო ალბათ ზე არსებებთან ან რმერთთან არსებობს რომლის შესახებაც ალბათ დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ვიტყვით სანამ არ მოვკვდებით )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
001010110100
post Jun 16 2015, 06:55 AM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 11
Joined: 19-October 14
Member No.: 7,333

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს სამყარო მხოლოდ ჩვენ ტვინებშია და მაგიტომ არის უსასრულო. :/
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 16 2015, 11:13 AM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mamulicha @ 16th June 2015 - 06:55 AM) *
ეს სამყარო მხოლოდ ჩვენ ტვინებშია და მაგიტომ არის უსასრულო.

რატომ არის უსასრულო ერთIა და რა არის უსასრულობა მეორე ან სასრული სამყარო როგორია მესამე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 16 2015, 11:27 AM
Post #18


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არის თუ არა უსასრულო სივრცე კავშირში დროსთან? აქვს თუ არა კავშირი უსასრულო სივრცეს, უსასრულო დროსთან? რა არის ან ერთი ან მეორე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
001010110100
post Jun 17 2015, 05:33 AM
Post #19


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 11
Joined: 19-October 14
Member No.: 7,333

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''უსასრულობა'' უბრალოდ უსასრულობაა და სანამ მაღალ საფეხურზე არავალთ მანამდე ვერ გავიგებთ თუ რასნიშნავს და რა არის უსასრულობა. ტყვილა ტვინებს ვიჭყლიტავთ ეს იგივეა ქვისხანის ადამიანმა ელექტროენერგიაზე იფიქროს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 17 2015, 09:41 AM
Post #20


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mamulicha @ 17th June 2015 - 05:33 AM) *
''უსასრულობა'' უბრალოდ უსასრულობაა და სანამ მაღალ საფეხურზე არავალთ მანამდე ვერ გავიგებთ თუ რასნიშნავს და რა არის უსასრულობა. ტყვილა ტვინებს ვიჭყლიტავთ ეს იგივეა ქვისხანის ადამიანმა ელექტროენერგიაზე იფიქროს.

ეძიებდე და პოვებდეო მეგობარო ნათქვამია და შIნაგანი განცდა მეუბნება ვინც გულწრფელია ძიებაში პასუხს მიიღებს....
არ არსებობს უპასუხო კითხვები........
შეიძლება სიტყვით ვერ გაიგო და საჭირო გახდეს რაღაც მდგომარეობაში გადასვლა. უბრალოდ ჩემთვის ტვინის ჭყლეტვა არანაირად არ არის, პირიქით სასიამოვნოა, თOრემ ხაჭაპურზე და ქალებზე ფიქრი უკვე მთრგუნავს ისე მომბეზრდა, უბრალოდ უინტერესო ხდება მატერია, მიიღე სიამოვნება ასჯერ და მერე რა? აზრი არ აქვს და მაგიტომ მიიწევს ცნობიერი რაღაც მუდმივამდე, საწყისამდე... მე ვფიქრობ ღმერთი აუცილებლად უპასუხებს ყველა გულწრფელ მაძIებელს......ამაზე სახარებაში არაერთხელ აქვს მინიშნება იესოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:30 PM