გზა შინისაკენ, ამერიკელი იოგის ავტობიოგ |
გზა შინისაკენ, ამერიკელი იოგის ავტობიოგ |
Oct 15 2011, 10:47 AM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წიგნის ოფიციალური საიტი: http://www.thejourneyhomebook.com/ მცირე ვიდეოები ამ წიგნის შესახებ: http://www.youtube.com/watch?v=6KuW1Uz5jKc http://www.youtube.com/watch?v=Byse_tDqPVY http://www.youtube.com/watch?v=spMjvvrfW9U აქ რადჰანათჰა სვამი თავის ახალგაზრდობას იხსენებს http://www.youtube.com/watch?v=fL9pee5MsqA...feature=related ამ წიგნის აუდიო-ვერსია (რუსულ ენაზე): http://www.dxarma.ru/2010/03/16/audiokniga...vie-domojj.html http://www.blagoda.com/audio/3178.html (სამწუხაროდ წიგნის აუდიო-ვერსია ბოლომდე ჯერ არაა გამოსული, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილია და გირჩევთ მოუსმინოთ) მე კი, თქვენი მონა-მორჩილი, ან ამ წიგნის საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ ქართული თარგმანით, ან თუ სურვილი გექნებათ თავიდანვე მივყვები და ნელ-ნელა ვთარგმნი (ოღონდ არ ვიცი რამდენად მალე გამომივა და დავასრულებ თუ არა საერთოდ...) დავიწყებ ავტორის ბოლოსიტყვაობით: "მთელი ეს წლები მრავალი ადამიანი დაჟინებით მარწმუნებდა, რომ გამომექვეყნებინა ეს ისტორია. მე ვეწინააღმდეგებოდი, რადგანაც ცუდ ტონად ვთვლიდი წიგნების წერას საკუთარ თავზე. მაგრამ მოულოდნელად მოხდა შემთხვევა, რომელმაც ჩემი გადაწყვეტილების გადახედვა მაიძულა. 2005 წლის მაისში დამირეკა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ბჰაკტი ტირთჰა სვამიმ. იგი სასიკვდილოდ იყო ავად და ჩემი ნახვა უნდოდა. ბჰაკტი ტირთჰა სვამი წარმოშობით აფრო-ამერიკელი იყო; მან რთული გზა გაიარა კლივლენდის გეტოდან პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანების სულიერ მოძღვრობამდე: მათ შორის იყვნენ ნელსონ მანდელა, მუჰამედ ალი და ელის კოლტრეინი. მე ჩავედი ფერმაში, პენსილვანიაში, სადაც მცირე სხლში კვდებოდა ბჰაკტი ტირთჰა სვამი. იგი საწოლზე იწვა, შემომხედა და სხივმფენი ღიმილით მითხრა: "მე მინდა შენს ხელებში მოვკვდე. გთხოვ, დარჩი ჩემთან ბოლომდე." შემდგომი ორი თვის განმავლობაში მის საწოლთან ვიჯექი, სულიერ საიდუმლოებებზე და სასწაულებზე ვსაუბრობდით და სხვადასხვა ისტორიას ვუკითხავდი წმინდა სანსკრიტული წერილებიდან. ბჰაკტი ტირთჰა სვამიზე უკეთ არავინ მიცნობდა. იგი გარკვეული იყო ჩემი სულიერი ძიების ყველა წვრილმანში და იცოდა ჩემი ეჭვების შესახებ წიგნის დაწერის თაობაზე. ერთ დღეს, თვალებშI მიყურებდა და ისე მითხრა: "ეს შენი ისტორია არაა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წაიყვანა ღმერთმა ერთი ყმაწვილი გასაოცარ მოგზაურობაში იმ საიდუმლოებების საძებნელად, რომლებიც ყველა ჩვენგანშია. ნუ იქნები ძუნწი. გაუზიარე სხვებსაც, რაც შენ გებოძა." მას ხმა ჩაუწყდა და ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან. "პირობა მომეცი, - მითხრა მან, - აქ, ჩემს სასიკვდილო სარეცელთან, რომ გამოაქვეყნებ ამ ისტორიას". რამდენიმე დღის შემდეგ, 2005 წლის 27 ივნისს, მან დატოვა ეს სამყარო. ეს წიგნი ჩემი მცდელობაა მისი უკანასკნელი სურვილის შესრულებისა." -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Oct 19 2011, 08:54 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კოლეჯში შავკანიან სტუდენტებს დავუმეგობრდი და ერთ-ერთი მათგანის მეშვეობით მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსის თანამოაზრე გავიცანი. ეს იყო გამხდარი, მაგრამ ძალიან მტკიცე ნების მქონე ქალი, რომელიც მეთაურობდა მოძრაობას სამოქალაქო უფლებებისათვის. ორმოც წელზე გაცილებით მეტის იქნებოდა, მე კი სულ რაღაც თვრამეტის ვიყავი, ამიტომ დედას ვეძახდი, ის კი შვილს მეძახდა. ხშირად ვსაუბრობდით დოქტორ კინგის ქადაგებებზე და ერთად განვიცდიდით მის ტრაგიკულ სიკვდილს. როგორც ბაპტისტს შეეფერებოდა, ის კეთილი და მოწყალე იყო, მაგრამ ამასთან მტკიცე და უშიშარი. ერთხელ თავის ორგანიზებულ შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების დასაცავად მოწყობილ მსვლელობაზე დამპატიჟა. როგორი გაუკვირდა და გაუხარდა, როცა მივედი – თეთრი ყმაწვილი შავკანიანების მარშში მონაწილეობდა. ხელი ჩამკიდა და ამაყად გაუძღვა მსვლელობას.
ბევრს გაუკვირდა ჩემი იქ ყოფნა. თეთრი რასისტები გვისტვენდნენ და გვემუქრებოდნენ, როცა ახლოს ჩავუვლიდით. პოლიციელები დემონსტაციულად გვაქცევდნენ ზურგს და ჩვენსკენ ბოთლები და ქვები ცვიოდა. დედამ გაიღიმა, როცა სამასზე მეტმა ადამიანმა ერთად დაიწყო სემ კუკის სიმღერა “A Change Is Gonna Come” da “We Shall Overcome”. http://www.youtube.com/watch?v=NaNzxniXxYE http://www.youtube.com/watch?v=130J-FdZDtY მარშის კულმინაცია იყო - მიტინგი პარკში. ყველა გასაშლელ სკამებზე დაჯდა, მე კი დედის გვერდით დავჯექი. შემდეგ ის მიკროფონთან მივიდა და სიტყვა წარმოთქვა. იგი ამხელდა თეთრკანიანების შავკანიანებისადმი უსამართლობას და მოუწოდებდა “ძალადობის გარეშე აჯანყებისაკენ”. მისი თავდაჯერებული ხმა მთელ პარკში გუგუნებდა. -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 8th May 2024 - 08:43 PM |